შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექანიკურად! (1 თავი)


17-02-2020, 00:40
ავტორი nia_93
ნანახია 11 106

-,,რა ლამაზი დღეა,რა ნათელი მზეა,იმიტომ რომ დღეს ჩემი უსაყვარლესი,უსიმპათიურესი და ყველაზე უჟმური ძმის,დაბადების დღეაა’’-სანთლებიანი ტორტით და სიმღერით შეუღეს საძინებლის კარი კატომ და ალექსმა ლევანს,რომელიც პერანგის ღილებს იკრავდა და წასასვლელად ემზადებოდა.სიმღერა რომ დაამთავრეს და ტორტი ლამის ცხვირწინ ააფარეს,ლევანმა თვალები სიცილით აატრიალა და სანთლები ჩააქრო

-გილოცავთ-ერთხმად შეყვირა და-ძმამ

-მადლობა-ღიმილით უპასუხა-მე რომ მიყვარს ის ტორტია ხომ?-ტორტს დააკვირდა და კრემს თითი აუსვა-მმ,გემრიელია,რომ მოვალ შევჭამ-პიჯაკი აიღო და გასასვლელისკენ წავიდა

-დღეს სახლში შევიკრიბებით ხომ? თუ რამე სხვა გეგმები გაქვს?-კითხა კატომ,რომელმაც ასევე ძმას მიბაძა და კარებისკენ წავიდა,რათა ტორტი სამზარეულოში გაეტანა

-კი,სახლში ამოვლენ ჩემი მეგობრები,არსად წასვლის თავი არ მაქვს-მხრები აიჩეჩა

-ნუ,მესმის შენი,დაბერდი და ხმაურიან ადგილებს ერიდები-სიცილით უთხრა ალექსმა

-ხო,რას ვიზამთ-მობეზრებულმა ალექსის ხუმრობებით მის ასაკზე,ხელები აიქნია და გასასვლელისკენ წავიდა-თქვენც უთხარით თუ გინდათ თქვენებს და გამოვიდნენ-მხრები აიჩეჩა და გარეთ გავიდა.

კატომ თავის ორ საუკეთესო მეგობარს,თათას და მაკუნას დაურეკა და საღამოს ძმის დაბადების დღეზე დაპატიჟა

-არ ვიცი,ვნახოთ თუ მოვახერხებ-სხვათაშორის უთხრა თათამ

-რას ნიშნავს თუ მოახერხებ?-თვალები დაქაჩა კატომ,თითქოს თათა დაინახავდა-მაკუნა
ქალაქგარეთაა გასული და ვერ მოვა,შენც რომ არ მოხვიდე ძალიან მეწყინება

-ნათესავთან უნდა წავიდეთ დღეს საღამოს-იცრუა თათამ

-კაიი?-რა თქმა უნდა არ დაუჯერა

-ხო

-მასე მოატყუე მაკუნა

-ოო, აწი კატო-დაიწუწუნა

-დღეს საღამოს ჩემთან თუ არ გამოხვალ იცოდე 1 კვირა ხმას არ გაგცემ

-ხომ იცი,ისედაც არ ვეხატები შენს ძმას დიდად გულზე და რა აუცილებელია მოსვლა?

-მე ჩემი გითხარი,გელოდები!

-კარგი,ვნახოთ-დანებდა ბოლოს და დაემშვიდობა.

კატო და მაკუნა სკოლის ასაკიდან მეგობრობდნენ. 12 წელი ერთ მერხთან ისხდნენ და განუყრელები იყვნენ. თათა უნივერსიტეტში გაიცნო და იქ დაახლოვდნენ და მათი მეგობრობა უკვე 7 წელს ითვლის.
ორივე იცნობდა კატოს ძმებს, ლევანს და ალექსს.
ალექსი ძალიან მხიარული და უშუალო ბიჭია,ადვილად პოულობს ყველასთან საერთო ენას,ამიტომ არ გასჭირვებია კატო და თათასთვის მარტივად გაეგო და დაახლოვებოდა.ლევანი კი,ძმისგან განსხვავებით,ძალიან თავშეკავებული და წყნარია,სწორედ ამიტომ,თავიდანვე დისტანცია დაიჭირა კატოს დაქალებთან და მხოლოდ უბრალო ნაცნობობით შემოიფარგლა.
განსაკუთრებით თვალში არ მოუხვდა თათა,პირველივე დღიდან,რაც გაიცნო.
სრულიად უმიზეზოდ,არა,გატყუებთ, დაინახა თუ არა ქერათმიანი თათა,მან რატომღაც სტერეოტიპულად შეხედა მას და ქარაფშუტად ჩათვალა.(ზოგადად სტერეოტიპული აზროვნებით არ გამოირჩევა და თათასთან რა ეტაკა,ვერ გაიგო)ხოდა,აი ასე, უბრალოდ,შეხედა და აითვალწუნა. ჯერ ისედაც არ იკლავდა კატოს მეგობრებთან ურთიერთობით თავს,მაგრამ, როცა რაიმე სახის შეხება ჰქონდა მათთან, თათას აგრძნობინებდა,რომ მას ის არ მოსწონდა და მხოლოდ კატოს გამო იტანდა.

მოსაღამოვდა. ლევანი სამსახურის მერე სახლში დაბრუნდა.შარვალ-კოსტუმი გამოიცვალა და უფრო კომფორტულად ჩაიცვა.
მისი მეგობრებით მალე აივსო სახლი.
კარგი მეგობრები ჰყავდა მას. კატო კი დასცინოდა,ყველა შენნაირი მოსაწყენიაო,რადგან ცოტა ასაკობრივი სხვაობა იყო მათ შორის და დიდად ვერ უგებდა ,,დიდ ხალხს’’ როგორც თვითონ უწოდებდა.
ნელ ტემპში გრძელდებოდა ლევანის დაბადების დღე.სასიამოვნო გარემო იყო.ბევრი იცინეს,ძველი ამბები გაიხსენეს(ტრადიციისამებრ),მოგვიანებით გიტარაც დაუკრეს და იმღერეს.ყველა ერთობოდა და მხიარულობდა,მაგრამ თათა ჯერ კიდევ არ ჩანდა. ის იყო მობილური უნდა აეღო კატოს და გამოელანძღა მისი გადაგდებისთვის,კარზე ზარი რომ დარეკეს,მაშინვე გაქანდა გასაღებად

-ზუსტად ახლა ვაპირებდი შენს გათახსირებას!-გადაკოცნა თუ არა მაშინვე მიაყარა. თათას გაეცინა

-საჩუქარს ვარჩევდი,მერე ხან რა საქმე გამომიჩნდა ,ხან რა და მაინცდამაინც პიკის საათში მომიწია გამოსვლა,1 საათი გზაში მოვუნდი-აუხსნა ვითარება თათამ და პალტო საკიდზე დაკიდა-სად არის აბა იუბილარი,მივულოცო-მისაღები ოთახისკენ წავიდა ორივე,საიდანაც ხმაური გამოდიოდა.

ყველამ შენიშნა ახალმისული თათა,რომელიც მორცხვად მიესალმა მათ,რადგან საშინლად არ უყვარდა ყურადღების ცენტრში რომ იყო.მალევე მოძებნა იუბილარი,რომელიც სუფრის თავში იჯდა

-გილოცავ,მრავალს დაესწარი ბედნიერად-მიულოცა და საჩუქარი გადასცა ლევანს,რომელიც თათას მისასალმებლად წამოდგა(ნუ,ზრდილობიანი იყო)

-მადლობა-მოკლედ უპასუხა-რა საჭირო იყო-საჩუქარზე მიუთითა და იქვე მის გვერდით მდგარ კომოდზე დადო. თათამ უბრალოდ გაუღიმა და მისთვის განკუთვნილი ადგილისკენ წავიდა,რომელიც კატომ ანახა,მის გვერდით.ალექსმა შორიდან თვალი ჩაუკრა ღიმილით,რომელსაც უკვე ეტყობოდა რომ ალკოჰოლისგან შეჟუჟუნებულიყო.
განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თავითვის ისხდნენ კატო და თათა და ლაპარაკობდნენ.მერე კატომ სამზარეულოში გავიდეთ,ყავა მოვადუღოთო.ორივე წამოდგა და სამზარეულოსკენ აიღეს გეზი.

-ცოტა დავიღალე-დაიწუწუნა კატომ-როდის დაბრუნდება დედაჩემიი,თორემ სახლის საქმეებს ჭკუიდან გადავყავარ-წუწუნებდა,როგორც ყოველთვის,თათას გაეცინა.

-კარგი,რა,ათასში ერთხელ გიწევს ისედაც სახლის საქმეების კეთება და ტყუილად ნუ წუწუნებ-უთხრა და თვითონაც მიეხმარა,ჭიქები გამოიღო კარადიდან-რამდენს უნდა?

-გოგოებს ყველას,მარის გარდა და ბიჭებიდან ზურას და ლევანს-თათამ 6 ჭიქაში ყავა ჩაყარა

-ჩაიდანში ახალი წყალი ხომ ჩაასხი?-ინტერესით შეეკითხა კატოს

-ჰა?-უცებ ვერ მიხვდა-აა,არა-გაეცინა,რადგან გაიაზრა რაც შეეკითხა

-კარგი რა, ხომ იცი,ანადუღარი წყლის კიდევ ადუღება და მერე მაგის დალევა,კატასტროფაა-შეწუხებულმა გადაღვარა წყალი მადუღარადან და თავიდან აავსო

-აუ,შენ და შენი წიკები-სიცილით უთხრა კატომ-ერთი წუთით დაგტოვებ,ამ მაისურს გამოვიცვლი და მოვალ-მაისურს დახედა,რომელზეც ტორტის კრემი მისცხობოდა-ყავას შენ გაბარებ-მიაძახა და სამზარეულო დატოვა.წყალი მალე ადუღდა,ყავას დაასხა და ლანგარზე დადო.

-კატო-ის იყო ბოლო ჭიქა უნდა დაედო ლანგარზე,სამზარეულოში ახალშემოსულმა ლევანმა ძალიან ხმამაღლა რომ დაუძახა კატოს და თათას მოულოდნელად,შიშისგან ჭიქა გადმოუვარდა თეფშიდან და ცხელი ყავა ხელებზე დაესხა

-ვაიმეეე-სიმწრისგან ერთი შეყვირა

-რა მოგივიდა?-დაინტერესდა ლევანი და მისკენ წავიდა, რომ მიხვდა რაშიც იყო საქმე,ირონიულად ამოიოხრა და ონკანში ცივი წყალი მოუშვა

-მიდი შეუშვირე და ისე აღარ გეტკინება-უმარტივესი რჩევა მისცა,თათამაც მორჩილად მიუშვირა ხელები ცივ წყალს,და სახე უსიამოვნოდ დამანჭა

-ისე,სულ ასეთი მოუხერხებელი რანაირად ხარ?!-ცინიკურად მიაძახა ლევანმა და ონკანთან მარტო დატოვა თათა,რომელმაც თვალი,დაგროვილი ცრემლისგან გაინთავისუფლა და ონკანი გაბრაზებულმა დაკეტა.
***
გამარჯობათ მეგობრებო.
იმედია ვინმეს მაინც გახსოვართ,რადგან ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია და ახლა ისევ,უეცრად მომინდა წერა.
საცდელად ავტვირთე,ამდენი ხნის მერე არ ვიცი რა გამომივა,მაგრამ ვეცდები.
აბა,შეფასებები თქვენთვის მომინდვია.




№1 სტუმარი ემი

დაუჯერებელია!!!!

და რა მაგარია, რომ დაბრუნდი. რა თქმა უნდა გვახსოვხარ და იცოდე. რომ ძალიან გვაკლდი.

 


№2  offline მოდერი nia_93

ემი
დაუჯერებელია!!!!

და რა მაგარია, რომ დაბრუნდი. რა თქმა უნდა გვახსოვხარ და იცოდე. რომ ძალიან გვაკლდი.


ძალიან,ძალიან მიხარია❤️

 


№3  offline წევრი დარინა

მიხარია რომ დაბრუნდიიი, ძველი ავტორებიდანნშენ მაინც დაგვიბრუნდიიი, როგორ არ გვახსოვხარ, მიყვარს შენი მსუბუქი და გემრიელად წასაკითხი ისტორიები.

 


№4  offline წევრი n.k.

ra kargia gaagrdzele ar daagviano

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

გვახაოვხარ? გვახაოვხარ კო არ შენი ნიკი რომ დავინახე ძალიან გამოხარდა, ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე, და უკვე ერთი სული ამქ გაგრძელება წავიკითხო ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი ninikkkooo

მაგარია heart_eyes kissing_heart წარმატებები

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ჩანს მადლობა დიდი

 


№8  offline წევრი sofo_sofia13

ძალიანმომწონსს <3

 


ჰო, დაწყება საშინლად კარგად მომწონს, გავგრძელებ და ვნახავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent