შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი სიყვარული /სრულად/


19-02-2020, 23:05
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 38 123

17.12.2019
„სიყვარულის მიზეზმი მხოლოდ სიყვარულია !“
არ არსებობს დედამიწაზე იმდენად მრავალფეროვანი საგანი როგორიც სიყვარულია . იგი მარიონეტად აქცევს ადამიანს , მის ფიქრებსა და ქმედებებს აკონტროლებს სრულიად ამოუცნობს ხდის . ამსხვრევს ყველა კედელს, ლახავს ყველა ბარიერს და სულში გადგმული ფესვებით სამუდამოდ რჩება მთელს არსებაში.
ღიმილიანი სახით უყურებდა საყვარელ ბიჭს . ვერაფერს ამჩნევდა , მხოლოდ მას ხედავდა და ზოგჯერ თავს აიულებდა მზერის სხვა რომელიმე საგანზე გადატანას. არ ესმოდა, ვერ აღიქვამდა , სამყაროს იყო მოწყვეტილი და უბრალოდ ტკბებოდა თვეების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული სიყვარულის ცქერით. მანამ დაფარფატებდა ბედნიერი სანამ ეს უკანასკნელი ფეხზე არ წამოდგა და მოულოდნელად გამოჩენილ უცნობი გოგონა არ წარუდგინდა მრავალრიცხოვან სამეგობროსა და ოჯახისწევრებს
-გაიცანით ჩემი საცოლე გვანცა ვეკუა - აჩქარებული გულისცემა ნელ-ნელა შენელდა და ბოლოს გაჩერდა. სახიდან ჩამოერეცხა ღიმილი და იგრძნო შინაგანი ტკივილი,რომელიც მთელს სხეულს მოედო. ქაოსი იყო ირგვლივ, ყველა გაოცებული უყურებდა წყვილს, არავინ იცნობდა , გოგონას რომელიც ასე ამაყად იდგა ბიჭის გვერდით. თავადაც არ იცნობდა , მისი უამრავი მეგობარი გოგონა ჰყავდა ნანახი , ყველა ვისაც კი შეყვარებულის სტატუსი ჰქონდა ის კი სრულიად უცხო იყო . უცნობი რომელიც მალე მისი საყვარელი კაცის ცოლი გახდებოდა, მოკლავდა ყველა იმედს რომელიც სადღაც გონების კუნჭულში ჰქონდა , გაანადგურებდა ოცნებებს და ყველაფერს დაასრულებდა.
-ფერია შენ არ მომილოცავ?- ბიჭის რომ მიუახლოვდა შემდეგ გამოფხიზლდა, ძლივს წამოდგა და მის მკლავებში ჩაიმალა. როგორი ბედნიერი იყო, როგორ სწრაფად უცემდა გული სიხარულისგან , გოგონა კი სულ უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა
-გაოგნებული ვარ- ძლივს თქვა სიტყვები და გამოსავალიც იპოვნა - რატომ არ ვიცოდი მის შესახებ მათე?- მზერა გაუსწორა და გაღიმებას ეცადა
-ყველაფერი უცებ მოხდა , მიყვარს ქეთუ ...სიგიჟემდე - იღიმოდა, ისე ქეთას რომ უყვარდა, თვალები უნათებდა და ბედნიერებას ასხივებდა. ალბათ ეს იყო საკმარისი გოგოს სიხარულისთვის. ისევ მოეხვია და ყელში მოწოლილი ბურთი გააქრო. წვრილი მკლავები ყელზე შემოხვია, მისი სურნელი შეიგრძნო და ლოყაზე აკოცა
-გილოცავ მათე ... ვიცი ბედნიერი იქნები - კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა ,მაგრამ ბიჭის სხეულს მოაშორეს. გვანცამ ხელები მოხვია და ტუჩები დაუკოცნა
-მათუუ არ უნდა გამაცნო შენი ყველა მეგობარი? - ბიჭს ტუჩებდაბრეცილი უყურებდა და შემდეგ ქეთაზე გადაიტანა მზერა
-გაიცანი ჩემი ბავშვობა , ჩემი ფერია ქეთო ახვლედიანი - ორივე ხელი საცოლეს შემოხვია და ყელში აკოცა
-სასიამოვნოა მათე შენზე მიყვებოდა ... მიხარია რომ გაგიცანი - სიტყვები სხვას ამბობდნენ მისი მზერა კი სხვას
-მეც ... მეც მიხარია- მთელი სხეული გაეყინა . ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მალე წაიქცეოდა და ნამსხვრევებად იქცეოდა.
ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო , მათი დიდი ოჯახი, მეგობრები , ნათესავები ამიტომ იქაურობას მარტივად დააღწია თავი. ეზოში გავიდა , კედელს მიეყრდნო და მკერდზე ხელი მიიჭირა. სუნთქვა უჭირდა, თვალები ეწვოდა და თავს ვეღარ აკონტროლებდა . ცოტაც და ქვითინს დაიწყებდა , თავი უსკდებოდა, ვეღარ ხედავდა, აღარ ესმოდა მხოლოდ წასვლა უნდოდა ,შორს ყოფნა და სხვა არაფერი .
რამდენიმე საათი გაჭირვებით გადაიტანა , უკანასკნელი ძალები მოიკრიბა თავის მოსაჩვენებლად და სახლში დაბრუნებისთანავე საძინებელში შეიკეტა. მთელი ღამე თეთრად გაათენა, ყველა მათეზე და გვანცაზე საუბრობდა, ყველა ვინც ირგვლივ იყო . ვერ დარჩებოდა, მათი ქორწილის სამზადისში ვერ ჩაერთვებოდა ეს ყველაზე დიდი ფარსი იქნებოდა, არ ჰქონდა ამის ძალა . უნდა წასულიყო, ყველაფერი დაეტოვებინა და რაც შეიძლება შორს გაქცეულიყო.
იქნებ სიახლოვის ბრალი იყო გრძნობები რომლებსაც ვერ იმორჩილებდა. იქნებ სწორედ იმიტომ უყვარდა ასე გამეტებით მთელი ცხოვრება გვერდით რომ ჰყავდა, ყველაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ უამრავი ადამიანი ჰყავდათ , მაგრამ ყოველთვის განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდათ. ზოგჯერ ამოკვიატება ეგონა, ან მეგობრული სიყვარული რომელიც თავის დოზებს აჭარბებდა და უბრალოდ ერეოდა სხვა გრძნობაში. ეს აკრძალული სიყვარული იყო , ღალატად მიაჩნდა დიდი ხნის განმავლობაში და რცხვენოდა კიდეც მას შემდეგ რაც მიხვდა რომ საუკეთესო მეგობარს ისე უყურებდა როგორც კაცს. ეჭვიანობდა , ენატრებოდა, უნდოდა რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო. დრო გადიოდა და სურვილებიც იცვლებოდა, ყველაფერი რთულდებოდა მისგან შორს ყოფნა აღარ შეეძლო . ეზიზღებოდა ყველა ვისაც ხვდებოდა, ყველა ვისაც კოცნიდა, ეფერებოდა, სიყვარულს უხსნიდა და ვინც მოსწონდა. გვიან მიხვდა , იმდენად გვიან რომ უკვე ძალა აღარ ჰქონდა თავის დასაღწევად. მათე იყო მთელი მისი ძალა , რომელიც ერთ საღამოს დაკარგა. ერთ დილას სუფრასთან შეკრებილ ოჯახისწევრებს მშვიდად გამოუცხადა ამერიკაში მივდივარო და წარმოშვა კიდეც ქაოსი
-რას ნიშნავს მიდიხარ ... გუშინ არ მიდიოდი და წუხელ რა მოხდა ქეთო - ნინიმ ფერი დაკარგა და სიტყვებს ძლივს ამბობდა- შვილო გამაგებინე რას ნიშნავს მიდიხარ. ასე ადგები და მიდიხარ ? ძლივს ორივე სახლში იყავით ერთი ჩამოვიდა მეორე მიდიხარ რა არის ჩემი გაგიჟება გინდათ? აქ რას ვერ იღებთ ...რა გაკლიათ დემეტრე უთხარი რამე ...უთხარი რომ არ უშვებ თორემ შევიშლები გეფიცები- ჩუმად მჯდომ ქმარს შეუტია და მაგიდაზე ხელები დაარტყა- დემეტრე
-სრულწლოვანია ... მისი გადასაწყვეტია სად უნდა სწვალის გაგრძელება. ბავშვი აღარ არის უნდა და წავა კიდეც
-მააა... მიყვარხარ- ქეთოს გული ყელში ებჯინებოდა ნერვიულობისგან მთელი სხეული გაეყინა. უცებ მოეხვია მამას და მანაც ძლიერად შემოხვია მკლავები სხეულზე- საუკეთესო ხარ- თითქოს შვება იგრძნო მის მკლავებში. თავი მხარზე დაადო და ისე როგორც ბავშვობაში ახლაც მის მუხლებზე მოთავსდდა
-გაგიჟება შეიძლება...ანდრო შენ რას ფიქრობ დავიჯერო მხოლოდ მე არ მინდა მისი მარტო გაშვება?-ნინი ემოციებს აჰყვა და თავს ვეღარ აკონტროლებდა. ცოტაც და ტირილს დაიწყებდა
-დედა მარტო რატომ , მეც ხშირად ჩავდივარ...იქ უამრავი მეგობარი მყავს რომელთაც ქეთო იცნობს და ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ მოგვენატრება ... გაიგე ნინჩო რომ აღარ ვართ პატარები და სულ ჩვენთან ვერ იქნები - ანდრო დედას მოეხვია და ცრემლები შეუმშრალა- კაი რა დეე არ იტირო ...ხო არ ვათხოვებთ ტო სასწავლებლად მიდის
-არ მინდა რომ წავიდეს...იქ დარჩება მერე მე რომ მაგის ამბავი ვიცი ...აღარ დაბრუნდება და მე რა ვქნა 18 საათიანი მგზავრობა მომიწევს იქ ჩასასვლელად -პატარა ბავშვივით ტიროდა ქალი და ვაჟის სხეულს ეკვროდა. ასეთი იყო, ემოციური და საყვარელი. ვერ იტანდა შვილებისგან შორს ყოფნას , გიჟდებოდა ოჯახს ერთად რომ ხედავდა . ქეთოსაც ძალიან უყვარდა მშობლები , ძმა და ყველა ნათესავი, მაგრამ ტკივილს ვერავინ შეუმსუბუქებდა . სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, უნდა წასულიყო ყველაფერი გადაეფასებინა, დაელაგებინა , გრძნობები დაემორჩილებინა შემდეგ კი , შემდეგ ალბათ დაბრუნდებოდა.
საღამოს უკვე ყველამ იცოდა ქეთას გადაწყვეტილების შესახებ. საბუთებს ამზადებდა, დროულად რომ მოესწრო ყველაფერი სახლში დაბრუნებულს კი მთელი ანსამბლეა დახვდა. მათეს ქორწინების ამბავი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გადახარშული ახლა კი ქეთოს გასაცილებლად იწყებდნენ მზადებას. ყველას უთხრა რომ ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი გამგზავრება, რომ რაღაც ახალი სჭირდებოდა და თითქოს დაიჯერეს კიდეც ეს ამბავი. მათე იქაც კი არ მისულა, გვანცას მიეჯაჭვა მთელ თავისუფალ დროს მასთან ატარებდა და სახლშიც კი არ გამოჩენილა. იქაც არ იყო, ელოდა ყოველ წამს ელოდა მის გამოჩენას , მაგრამ არ ჩანდა. სული ეხუთებოდა , სახლში გაჩერება აღარ შეეძლო, ისეთი ხმაური იყო, არავის მოსმენა არ სურდა. შუაღამეს წავიდა სახლიდან, აგარაკზე განმარტოვება გადაწყვიტა სახლში არც კი შესულა ეზოში დაჯდა . ფიქრებში ჩაძირული ცრემლებლად იღვრებოდა , თვალები დაებინდა, სახე ხელებში ჩამალა და სიცივისგან გაყინული სხეული აუთრთოლდა . ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა, სრული კოშმარი იყო რისი ატანაც აღარ შეეძლო . მეგობრების ზარებს არ პასუხობდა, არც საუბრობდა ვინმესთან, არც შეტყობინება გაუგზავნია თითქოს ქანდაკებად იქცა . უყვარდა ? სიგიჟემდე უყვარდა , იმდენად რომ მისი გადაყვარების იმედი არ ჰქონდა, მხოლოდ ტკივილის შემსუბუქებას ელოდა და დარწმუნებული იყო გამგზავრება დაეხმარებოდა.
..............
მარტო იყო , ფიქრებში ჩაძირული ცდილობდა სწორი გადაწყვეტილების მიღებას. არ უნდოდა საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა, მაგრამ იქ დარცენაც არ შეეძლო. ყველაფერი რთული იყო, იმდენად რთული ,რომ უბრალოდ ინსტიქტს უნდ ამინდობოდა.
-ჩემი პრინცესა მოწყენილია და მეც კი უძლური ვარ - მხრებზე მოეხვია დემეტრეს მკლავი და ლოყაზე ტუჩების შეხებაც იგრძნო
-მაა ... შენ ხომ იცი ,რომ ძალიან მომენატრებით
-ისიც ვიცი, რომ ზოგჯერ სჯობს გენატრებოდეს . შეიძლება მოაგვარო , სიშორეს მოერიო ამ საუკუნის შესაძლებლობები გვაძლევს საშვალებას, მაგრამ სიახლოვით გამოწვეულ ტკივილს ასე მარტივად ვერ აჯობებ , პატარავ - ამღვრეულ თვალებში უყურებდა შვილს , კიდევ ერთხელ დაეუფლა სისუსტის შეგრძნება. არადა დემეტრე ახვლედიანის მოუგვარებელი საქმე არ არსებობა, აქ კი უძლური იყო
-აუცილებლად უნდა წავიდე...არ ვიცი იქნებ შეცდომაა , მაგრამ ვცდი
-სცადე, თუ უარესად იგრძნობ თავს დაბრუნდები ... იმაზე მარტივადაა ყველაფერი ვიდრე გვგონია - თავზე გადაუსვა თითები და ისევ აკოცა- რომ შემეძლოს , ნეტავ ისეთი ტკივილი გქონდეს რომელსაც მოვერეოდი მა , ჩემო პატარავ
-შენ ...ხომ არ იცი მიზეზი
-ქეთო , გგონია არსებობს რაიმე რასაც ვერ ვიგრძნობ და ვერ გავიგებ ?
-მამა - წამოწითლდა, დაიბნა... არ ეგონა თუ დემეტრე ამ ამბავს გაიგებდა და ასე მშვიდად შეხვდებოდა. ყოველთვის აოცებდა და ამჯერადაც გამოუვიდა - მაპატიე რა ... მე სხვანაირად ვერ შევძელი
-რა უნდა გაპატიო ჩემო პატარავ... სიყვარული ? ეგ ერთადერთია რისგან დაცვაც არ შეიძლება... ის საფრთხე რომელსაც ვერ მოგაშორებდი მა , რომელსაც თავად უნდა ებრძოლო ან თავის დახსნისთვის ან მოპოვებისთვის სხვა გზა არ არის. ორივე გამართლებულია, ორივეს დიდი ძალა სჭირდება - გულში ჩაიკრა გოგონა და მისი ფერება განაგრძო-მთავარია მიხვდე რომელი გზის არჩევაა სწორი
-რთულია ... საშინლად მძიმეა და მგონია რომ ვერ გავუძლებ . არ მინდა მამა, არ მინდა რომ ვგრძნობდე რატომ არ შეიძლება უბრალოდ თავი დავარწმუნო და მორჩეს.
-არ ვიცი , წარმოდგენა არ მაქვს რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება ნინის რომ არ შევყვარებოდი. არც ის ვიცი მოვერეოდი თუ ვერ ...არ ვიცი პატარავ. შენ თავად უნდა იპოვნო გზა , მე ... მე მჯერა შენი. შენ გაქვს ძალა რომლითაც ყველაფერს შეძლებ. შენ ჩემი გოგო ხარ, ჩემი ქეთო ახვლედიანი- თავი ააწევინა და მზერა გაუსწორა.
არაფერია მამის მკლავებზე მყარი საყრდენი , როდესაც იცი რომ მშობლები ზურგს უკან გყავს გზას აგრძელებ იმედით რომ დაბრუნებისას იქ დაგხვდეიან, თუ საჭირო იქნება ნაბიჯ-ნაბიჯ გამოგყვებიან , შორს იქნებიან ,მაგრმა მაინც ახლოს.
........................
დღეები დიდი სიჩქარით მიდიოდნენ, საქმეები რომლებიც დროს ერეოდნენ და გამოსამშვიდობებელი წვეულება. იქ მხოლოდ იმიტომ იყო რომ თავი მოეჩვენებინა, მეგობრების გამო , ადამიანების გამო ვინც მასზე ღელავდა, იღიმოდა, ცეკვავდა, ერთობოდა თითქოს და თან აიგნორებდა მათეს , რომელიც ამ დრომდე არ დალაპარაკებია, მის ბრაზიან მზერას იგნორით პასუხობდა. თვალს ვერ უსწორებდა სანამ სასმელის ჭარბმა დოზამ არ დაავიწყა ყველაფერი, სიმსუბუქეს გრძნობდა ,მაგრამ ფრენაში ხელს უშლიდა მძიმე ჯაჭვი რომელიც მიწისაკენ მიათრევდა.
ჩაბნელებული დარბაზი, მოცეკვავე წყვილები, ხმაური, კვამლი, არეული განათება სიცილი და ქაოსი რომელიც ტვინს ურევდა. მიდიოდა , ჭიქით ხელში წონასწორობადაკარგული მიაბიჯებდა მანამ სანამ სუფთა ჰაერი არ ჩაისუნთქა. ეზოში იდგა და ცარიელ ჭიქას დაჰყურებდა , სასმელი აღარ იყო ისიც მოიშორა ,ბალახზე მძიმედ დაეცა და სადღაც გადაგორდა. ქეთო კი მაღლა ცისკენ იყურებოდა სანამ ნაცნობი ხმა არ გაიგო
-არ მჯერა რომ მიდიხარ... თანაც ასე უთქმელად. ჯანდაბა შენ მე არაფერი მითხარი...რამდენიმე წლით აპირებ წასვლას და მე შემთხვევით გავიგე . ქეთევან არ გინდა ამიხსნა ეს ყველაფერი? - მკლავზე მოხვია ხელები და თავსიკენ შეაბრუნა, გაბრაზებული იყო. ქეთო კარგად ცნობდა მის თითოეულ გამოხედვას ,საშინლად იყო გაცოფებული. რამდენიმე წუთს უყურებდა მერე გაიცინა და უკან დაიხია
-შენ ხარ გაბრაზებული? შეენ მათე? ღმერთო დამცინი? - კიდევ უფრო ხმამაღლა გაიცინა და სულ გადარია ბიჭი
-მთვრალიც ხარ ყველაფერთან ერთად ... ქეთევან
-ქეთევან ... ფერია აღარ?
-მიდიხარ თან როგორ შორს და თან რამდენი ხნით ...გიკვირს რომ ვბრაზობ? შენ მე არაფრად ჩამაგდე არც კი მითხარი
-როგორ არ გრცხვენია ...ნუთუ სულ არ გრცხვენია ჩემზე რომ ბრაზდები მაშინ როცა შენ სხვებთან ერთად გამომიცხადე ცოლს ვირთავო. მოიყვანე სრულიად უცნობი გოგო რომელზეც მანამდე არაფერი გითქვამს და ათას კაცთან ერთად მახარე ჩემი საცოლეაო . მე სწავალს ვაგრძელებ, ხომ იცოდი გამოცდის ამბავი, რა გაგიკვირდა? მე მივდივარ და დავბრუნდები და შენ? შენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღე , მანამდეც მიმალავდი გოგოს რომელიც თურმე ძალიან გიყვარს და შენ ბრაზდები კიდევ? - ჯერ იცინოდა, მერე ცრემლები მოერია და მალე ტირილიც დაიწყო- ღმერთო მეტი აღარ შემიძლია
-ქეთო ... მე და შენ სხვა ვართ. მე უცებ გადავწყვიტე და შენ ? შენ ხო ყველაფერზე წინასწარ ფიქრობ , დამიმალე მე კი გითხარი როგორც კი გადავწყვიტეთ ქორწინება მაშინვე გამოვიქეცი და გახარეთ
-მახარე ... საოცარი ამბავია
-ფერია - მის ცრემლებს ვეღარ გაუძლო ხელი მოხვია და თან სახეს უმშრალებდა- რატომ დალიე ამდენი , ხომ ხედავ ემოციებს ვეღარ აკონტროლებ. - ლოყაზე მიაწება ტუჩები ქეთო კი სრულიად მოსწყდა სამყაროს. ხელები ყელზე მოხვია , შემდეგ თმაზე შეეხო. სახე მის ყელში ჩამალა და სურნელით გაბრუებულმა დაკარგა აზროვნების უნარი . თითები მის თითებში ახლართა და გულთან მიიტანა. ჯერ კიდევ ახლოს იყო , მაგრამ ამჯერად თვალებში უყურებდა-ქეთო რას აკეთებ
-გრძნოობ? მე უკვე ვეღარ ვგრძნობ ისე სწრაფად ცემს სულ მგონია რომ ვეღარ გაუძლებს და გასკდება. ზოგჯერ ძალიან მინდა რომ გაჩერდეს, სულ გაჩერდეს და მორჩეს ეს ტანჯვა. ღმერთო , ნეტავ იცოდე როგორ მინდა რომ დასრულდეს ჩემი წამება . ნეტავ შემეძლოს გაგაქრო , გადაგიყვარო , წაგშალო ... ყოველი შენი მოახლოება, დანახვაც კი მთლიანად მანგრევს , მავიწყდება რომ ვუღალატე ჩვენს მეგობრობას, მავიწყდება რომ არ შეიძლება მიყვარდე , მინდოდე... უნდა წავიდე ! მე შორს ,ძალიან შორს უნდა წავიდე და აღარ გნახო. დიდხანს , ძალიან დიდხანს აღარ მოგიახლოვდე - ცრემლები შეუჩერებლად ცვიოდა, ათრთოლებულ ტუჩებს უსველებდა და დამძიმებულ წამწამებს ძლივს ახამახამებდა. არ უნდოდა დაენახა მათეს გაოგნებული სახე, უყურებდა მის ტუჩებს და ზღვარს ამცირებდა. სულ წამით შეეხო და ბიჭის გამოფხიზლებაც მოახერხა. ისე ძლიერად წვდა მკლავებში თითქოს ნაღმს იშორებდა
-შეიშალე...რაღაც მიიღე , რაღაც სასმელთან ერთად ხომ? ქეთა ... ამის დედაც მეხუმრები ხომ? რა ...რა სიყვარული და გრძNობები შენ საკუთარ დაზე მეტად მიყვარხარ შევიშლები! შენ ჩემი სული ხარ ,ქეთო - ხელებიც უცებ მოაშორა და უკან დაიხია. თავზე მოიჭირა თითები და იღრიალა ქეთასთვის უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა თან ჰქონდა მისთვის მოპარული სითბო- თქვი რომ მეხუმრე, თქვი ... ჯანდაბა შენ როგორ შეგეძლო ასე თამაში შენ მე რამდენი წელი მატყუებდი , რამდენი წელი თამაშობდი მე კიდე ჩემ სულის ნაწილად გთვლიდი
-მორჩა, გავთავისუფლდი, დასრულდა ეს ფარსი ... მივდივარ . ბედნიერებას გისურვებ შენს საყვარელ ქალთან ერთად ... მე დავსრულდი - სევდიანმა ღიმილმა გაუპო ბაგე. ცრემლებით დაღარული სახე წამით გაუნათდდა ზურგი აქცია ჯერ კიდევ შოკში მყოფ ბიჭს და წავიდა.
ქეთომ ქვეყანა დატოვა, ყველა იყო აეროპორტში ... ყველა აცილებდა ახვლედიანს მათეს გარდა. ეს იყო დასასრული , თავისუფლება, მძიმე ჯაჭვიც მოშორდა და გეგმების ასასრულებლად გაფრინდა შორეულ ამერიკაში.
მათეც შეიცვალა, უცნაურად იქცეოდა ,ქეთაზე საუბარს ერიდებოდა ქორწილის სამზადისში ჩართვას აიძულებდა გვანცა და ყველაფერი ერთად ურევდა თავგზას. უცნაური ხასიათი ჰქონდა, რთული იყო ყველასთვის მისი გაგება, ქეთამ შესანიშნავად იცოდა თავის აღიარებას როგორი რეაქციაც მოჰყვებოდა და არც გაჰკვირვებია . არ ნანობდა სიმართლის აღიარებას , ასე მათესთან მისასვლელი ყველა გზა გადაჭრა , ის აღარ დაუკავშირდებოდა, არც დაურეკავდა , არც ესტუმრებოდა, ქორწილშიც არ დაპატიჟებდა . სიმართლით დაასრულა ყველაფერი და დაიწყო ახალი ცხოვრება. მათეს კი სრულიად აურია გონება, ქეთო მისთვის ყველაფერი იყო ოჯახისწევრზე მეტი , ყველაზე ახლო ადამიანი დაკარგა. ვერ აპატიებდა ამ ტყუილს, მეგობრობის ღალატს თავადაც არ იცოდა რა ხდებოდა, მხოლოდ სიცარიელე დარჩა, მტკივნეული სიცარიელე რომელსაც გვანცა ვერ ავსებდა. ხელოვნურ ბედნიერებად ექცა ქორწილიც, ნინუას სრული თავისუფლება მისცა და ისიც აწყობდა პომპეზურ სპექტაკლს. სრულად სარგებლობდა მათეს ოჯახისა და ნაცნობების გავლენით.
შედგა გრანდიოზული წლის ქორწილი ცნობილი ფეხბურთელის, ვიბლიანების ოჯახის პრინცი მათესა და ახალბედა მოდელის ოჯახური ცხოვრების დასაწყისი. კარგად ერთობოდა გვანცასთან , ისეთი გოგო იყო გონებას რომ აურევდა ნებისმიერ კაცს და მათეც საკმაოდ კარგად ჰყავდა გახვეული თავისი შარმის ბადეში.
ქეთო უცხო ქვეყანაში, სრულიად განსხვავებულ რიტმს ეჩვეოდა მათე კი გვანცასთან თანაცხოვრებას სწავლობდა. ისეთი რთული იყო ოჯახური გარემოს შექმნა, გვანცა არ იყო გოგო რომელსაც შეეძლო ცოლის სტატუსის მორგება, ის გართობისთვის იყო შექმნილი, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა , პოპულარობით ტკბებოდა , სიმდიდრითა და სასურველი ქმრით რომელთანაც ვნება არ ქრებოდა , მხოლოდ ვნება დარჩა ბოლოს სხვა აღარაფერი იყო. მათე ნელ-ნელა ცარიელდებოდა, ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა, არავინ იყო ვინც მას გაუგებდა, დაინახავდა მის ხისტ ხასიათში მომხდარ ცვლილებებს, გონებაში დატრიალებულ ბნელ ქაოსს.
მათე ნელ-ნელა ეხვეოდა სიბნელეში ქეთო კი საკუთარ ცხოვრებას ახალ ფერებს სძენდა. იბრძოდა ყოველი დღისთვის, უძლებდა უცხო ქვეყანას, არამშობლიურ გარემოს, ადამიანებს რომელთანაც საერთო არაფერი ჰქონდა. ეჩვეოდა ყველას და ყველაფერს, იბრძდა და ერეოდა ყველა დაბრკოლებას. მხოლოდ გადაყვარება ვერ შეძლო , გრძნობები დაფარა ცხოვრების რიტმმა , რომელიც დილიდან დილამდე არ წყდებოდა. თითქოს ყოველი წამი დაკავებული ჰქონდა , ფიქრებიც ნელ-ნელა წყდებოდნენ, სულ უფრო და უფრო ცოტა დროს უთმობდა მათეს. არავის უსმენდა, არავინ საუბრობდა წყვილზე და მათ თანაცხოვრებაზე. არასდროს უღიარებია საკუთარი გრძნობები მათ წინაშე, მაგრამ ყველამ იცოდა ქეთასა და მათეს ურთიერთობის გაუარესების მიზეზი. მისმა საოცარმა ოჯახმა ყოველთვის ყველაფერი იცოდა, ისიც როდის უნდა გაჩუმებულიყვნენ და როდის უნდა ესაუბრათ.
წლები გავიდა , კურსიდან კურსზე გადადიოდა წარმატებული იყო და დახარჯული ენერგიით შედეგს აღწევდა. ჰყავდა თაყვანისმცემლები, რამდენჯერმე სცადა ურთიერთობის დაწყება, საკუთარ თავს არწმუნებდა რომ შეძლებდა , რომ გამოუვიდოდა სიყვარულის პოვნა, სიყვარულის რომელიც გააბედნიერებდა, მაგრამ ყოველთვის პოულობდა დაშორების მიზეზს. ყველას მარტივად ტოვებდა, ასრულებდა ურთიერთობებს ისე რომ ვერაფერს გრძნობდა . დრო გავიდა და ქეთა ახვლედიანი შეიცვალა, ტრანსფორმაცია რომელიც მარტო გატარებულმა წლებმა განაპირობა.
ქეთო ძალას იკრებდა, კიდევ უფრო შემდგარი და ძლიერი ქალი გახდა მათემ კი სრული რეგრესი განიცადა. უკანასკნელი სამი წელი ნელ-ნელა ექცა ჯოჯოხეთად. ფეხბურთელს საოცარი კარიერა ჰქონდა, ჯანსაღ ცხოვრების წესს ეწეოდა მიუხედავად იმისა რომ გართობასაც არ იკლებდა მავნე ჩვევები არ ჰქონდა, ცოლის შერთვამდე იშვიათად თუ დალევდა რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლურ სასმელს, არ ეწეოდა და ნარკოტიკებთან შეხებაც კი არ ჰქონდა. გვანცა და მისი მეგობრები სრულიად განსხვავებულად ერთობოდნენ, სახლში ისეთი მდგომარეობა ხვდებოდა ,რომ თავს ვერ აღწევდა. მიჯაჭვული იყო ნინუაზე , თავბრუსახვევდა , გონებას ურევდა მასთან გატარებული ყოველი ღამე ,ყველა ხორციელი კავშირი სიგიჟის ზღვარზე იყო. მას არ ჰქონდა საზღვრები, ის არ ჰგავდა არცერთ ქალს რომელიც ირგვლივ ჰყავდა მათეს . ვიბლიანი ჩამოშორდა ოჯახს, მეგობრებს, ყველას ვინც მანამდე ჰყავდა. ქეთოც არ იყო და ვერავინ აიძულებდა გონს მოსვლას, საქართველოში არ იყო , თამაში ჰქონდა გვანცაც მასთან ერთად დადიოდა ყველგან. თამაშს ზოგჯერ არც ესწრებოდა, შოპინგობდა და ღამის ქალაქით ტკბებოდა . თამაშის წინა ღამეს კლუბში წაიყვანა, ვარჯიშისგან დაღლილს მთელი ენერგია გამოაცალა, რამდენიმე ჭიქა სასმელიც და სრულიად გამოიფიტა ვიბლიანის სხეული. თამაშზე თითქმის გათიშული მივიდა, ის დღე მის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო. ცდილობდა , იმდენად ცდილობდა ,რომ გადაიწვა არეული იყო, მიღებული ბურთით წინ გაიჭრა მთელი ძალით გარბოდა მეტოქეს შეეჯახა და ყველაფერი ერთ წამში დასრულდა. სიბნელე იყო, ხმაური, ტრიბუნებიდან წამოსული ხმები , ექიმები, მსაჯი , მოთამაშეები მინდორზე დაცემული ცას ხედავდა მხოლოდ და შემდეგ ტკივილმა სიბნელეში ჩაკარგა გონება. წვივის ძვლის გარე მოტეხილობა , რამდენიმე მძიმე ოპერაცია საავადმყოფოში გატარებული თვეები და სტრესი , რომელსაც ვერ ერეოდა. არავის შეეძლო მისი გამხნევება, არ ჰქონდა ძალა დამოუკიდებლად ებრძოლა საკუთარი თავი დაკარგა . თამაშის გარეშე დარჩენილი სულ მთლად გაირიყა სამყაროსგან, ხშირად სრულიად მარტო იყო სახლში , ბიჭები სტუმრობდნენ , მაგრამ მათაც უხეშად იშორებდა. გვანცა არავის მოსწონდა, ისიც ყველას მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი და მათესაც ურევდა გონებას. თამაშის უფლებას ექიმები არ აძლევდნენ, თითქმის ორი წელი გავიდა ამ ხნის განმავლობაში და სრულიად უფერული გახდა მისი ცხოვრება. კლუბების ხშირი სტუმარი იყო , გვანცასთან ერთად დადიოდა სხვადასხვა ქვეყანაში, ანგარიშიდან თანხა ქრებოდა , მიდიოდა ნინუას სურვილების ასრულებაში და თავაწყვეტილ ცხოვრების წესს ხმარდებოდა. თინეიჯერობის შემდეგ პირველად გასინჯა მოსაწევი, შემდეგ კლუბური ნარკოტიკი , გვანცას ხმა ჩაესმოდა სასმელისგან გონებაარეულს“ გასინჯე და ისიამოვნე ,გაიგე როგორია ნამდვილი სიამოვნება...იცხოვრე ,ნუ ხარ მშიშარა „ ერთს , მეორე მოჰყვა , მესამე და შემდეგ ყოველ ღამეს რომელსაც კლუბში ატარებდა ფერადი აბებით არეული გონებაც ახლდა თან.
ვიბლიანის კარიერა განადგურდა, მაგრამ გვანცამ მოახერხა სწორად გამოეყენებინა შეძენილი ოჯახი ფოტომოდელობიდან დაიწყო და ცნობილი დიზაინერების ჩვენებებზეც აღმოჩნდა , რამდენიმე რეკლამაშიც გადაიღეს. ყველაფერი შეეძლო გაეკეთებინა მიზნის მისაღწევად, მისი ფანტაზიას საზღვრები არ ჰქონდა და ნებისმიერზე შეეძლო გავლენის მოპოვება , მხოლოდ მათეს ოჯახს ვერ აწონებდა თავს. მალევე თამაშიც შეწყვიტა , მათე მათგან შორს , სულ სხვა ნაპირზე გარიყა და გეგმაც შეასრულა.
გონს ვერ მოდიოდა, თვით ვაკო ვიბლიანმაც კი ვერ გამოაფხიზლა ერთადერთი ვაჟიშვილი. არც მარიამის მშვიდი საუბარი ჭრიდა, და , სიძე , მეგობრები ყველა უძლური იყო. არავის მოსმენა სურდა,ჯიუტი იყო და თავის სიჯიუტეს მათკენ მართავდა. ბოლოს მაინც გამოფხიზლდა, პირველი ნაპერწკალი მაშინ გაჩნდა ჩვენების შემდეგ გამართულ წვეულებაზე დაუპატიჟებლად რომ მივიდა და დაინახა შორიდან საკუთარი საყვარელი მეუღლე , როგორ ეფლირტავებოდა უცხოელ სპონსორს. იმ დღეს პირველი ბზარი გაჩნდა, მისი ეჭვიანი ბუნება მანამდე თუ მართვადი იყო შემდეგ დაკარგა სადავეები ნინუამ . დაიწყო გაუთავებელი ჩხუბის სერია, კამათით იწყებდნენ და ასრულებდნენ,მაგრამ მაინც უკან იხევდა არ უნდოდა გვანცას დაკარგვა და ისიც შესანიშნავად მანიპულირებდა .
რამდენიმე საათის დაბრუნებულები იყვნენ , ჯერ კიდევ გათიშულებს ეძინათ ერთმანეთში ახლართულებს, ძალა გამოცლილებს კარზე ზარის ხმა თავს ატკიებდათ. არცერთს უნდოდა გამოფხიზლება , მაგრამ მაინც აიძულა დაუპატიჟებელმა სტუმარმა . გვანცას ხომ არ გაუშვებდა, თავად ჩავიდა და ზღურბლზე დედის დანახვისას სახე უარესად მოერყა
-მშვიდობიანი დილა არ არის ,შვილო ჩემო რა საოცრად გამოყურები- ქალს მკაცრ მზერაში ტკივილის ნაპერწკალი გაუჩნდა. მოსვენება ჰქონდა დაკარგული შვილის გამო. თავს ვერ პატიობდა , იდანაშაულებდა და თან ვერაფერს ახერხებდა ზრდასრული ,დამოუკიდებელი ვაჟის ნების წინააღმდეგ
-ამ დილაადრიან რა ხდება მარიამ? საქმეები დაგელია ჩვენს დიდ ოჯახში?-არეულ თმაზე ხელები გადაისვა და გამოფხიზლებას ეცადა. მიუხედავად ბოლო დროს განცდილი ცვლილებებისა მარიამთან მაინც ვერ რჩებოდა ამდენად მოუწესრიგებელი და არეული.
-ასე აპირებ მამობას? არაფერს ცვლით შვილო? ველოდე, მთელი კვირა ველოდე როდის მეტყოდით ბავშვზე და არაფერი...ვეღარ გავუძელი . გამაგებინე მე და მამაშენმა რამე დაგიშავეთ? რატომ გვექცევი ასე, ხომ არ ვერევით თქვენს ცხოვრებაში ისე გამიხარდა ...ისე გამიხარდა , მაგრამ მეტკინა კიდეც რომ არ გვითხარი - თვალები აემღვრა ისე უყურებდა შვილს.
ეს იყო ამბავი რომელმაც სრულიად შეძრა და დაანგრია ვიბლიანი. მთლიანად ჩამოიშალა ბოლო წლებში შექმნილი პიროვნება, დედას აღარც უსმენდა ისე აირბინა კიბე და მძინარე ქალს მივარდა. სრულიად შიშველი იწვა, იმდენად ლამაზი იყო , ისეთი მაცდური ,მისი გაღვიძებაც კი არ შეეძლო არასდროს ახლა კი მხოლოდ ბავშვზე ფიქრობდა
-გაიღვიძე ... გვანცა . გამოფხიზლდი და მითხარი რა ჯანდაბა ხდება
-თავი მისკდება ,პატარავ ტკვილგამაყუჩებელს მომიტან?- გამშრალი ტუჩები გაილოკა და თითები ბიჭის ფეხზე აასრიალა- შენ არ გტკივა?
-რა დროს ესაა- ხელები გაუკავა და თავისკენ მიიზიდა- ფეხმძიმედ ხარ ? შენ დაფეხმძიმდი და მიუხედავად ამისა მაინც სვამ, ეწევი... წუხელ საერთოდ კაიფში იყავი ნუ შემშლი
-საიდან მოიტანე ...სიზმარი ნახე? ხომ გითხარი რომ პრობლემა მაქვს...რით ვერ მოიშორე შენი კურდღლებივით გამრავლებული ნათესავების გავლენა . ყველას არ შეგვიძლია ასე მარტივად დაფეხმძმება და ცხრა შვილის გაჩენა-გაზრდა- ისე უცებ გადავიდა თავდაცვის ფორმაზე ,რომელიც უკვე ნაცადი ჰქონდა, რომლითაც მათეს გულს უჩუყებდა. ბავშვზე პირველივე საუბრისას თქვა რომ ადრეც მკურნალობდა და ახლაც დადიოდა გინეკოლოგთან. მათეს ბავშვები უყვარდა, მაგრამ არც იმდენად რომ ამის გამო გვანცას გვერდით არ დარჩენილიყო შესაბამისად ეს ამბავი გვერდით გადადო . ახლა კი ყველაფერი თავში აერია
-რა ჯანდაბაა ... ქვემოთ მარიამია და ბავშვის ამბავს მილოცავს
-როგორც სჩანს მოგატყუა... ან მოატყუეს . არ ვიცი, ძალიან მტკივა თავი უნდა დავიძინო ან დაბრუნდი საწოლში ან უმასპინძლე დედიკოს. დედიკოს ბიჭო
მარიამი ქვემოთ ელოდა ,რომ არ გამოჩნდა იფიქრა მანაც ახლა გაიგო და ცოლთან ერთად იზიარებს სიხარულსო ამიტომ წავიდა. ისევ უკან დაიხია, არ ჩაერია შვილის ცხოვრებაში დედამთილის როლი დაივიწყდა და დაუბრუნდა ქმარს , რომელიც მის მსგავსად ელოდა ახალ ამბავს.
მათემ ვერ მოისვენა,როდესაც გვანცა საქმესთან დაკავშირებით წავიდა თავად მშობლების სახლს ეწვია. საღამო იყო და ვახშმობას აპირებდნენ . მათთან ერთად იჯდა მაგიდასთან და გრძნობდა მონატრებას , სახლის...იქ მომზადებული კერძების და ამ ატმოსფეროს, ოჯახური სითბოს
-აბა? როგორი ფეხმძმობა აქვს შენს ჭირვეულ მეუღლეს?
-იქნებ მითხრათ რომელ ექიმთან დადიხართ დე? დავურეკავ ხოლმე და ასე მაინც გავიგებ ბავშვის ამბებს. გვანცას არ შევაწუხებ
-საიდან მოიტანე რომ ფეხმძიმედა დედა? ჯერ არ ვგეგმავთ ... შემდეგ გვანცას რაღაც პრობლემები აქვს ზუსტად ვერ გავიგე . არ მესმის ხომ იცი და არც მინდოდა ტკენოდა, ამიტომ არ ჩავეძიე . მოკლედ , არაა ფეხმძიმედ და რომ იქნება აუცილებლად გაგაგებინებთ
-როგორ არ არის... ამ ერთი კვირის წინ კლინიკაში იყო , ჩემი თვალით ვნახე ანალიზების პასუხები. არ მჯეროდა მეც და განომ მაჩვენა.... შემთხვევით დაუნახავს კლინიკაში მიმავალი, არ უთქვამს რისთვის იყო. განომ შემეშინდა ცუდი რამე არ ყოფილიყოო და ანალიზების პასუხები ვნახეო, ისეთი გახარებული მელაპარაკა . ფოტოც გადმომიგზავნა პასუხების...აი აქ არის - ტელეფონი აიღო , ფოტო იპოვნა და მათეს აჩვენა. ისე იყო აღელვებული თავადაც დაიბნა
-შანსი არ არის... ფეხმძიმედ არ არის. ამ რამდენიმე დღის წინ ქალაქიდან იყო გასული, გადაღებები ჰქონდა და გუშინ დაბრუნდა. ფეხმძიმედ რომ იყოს
-მითხარი მისი ექიმის სახელი...ხომ იცი - ვაკო გონს მოვიდა, უკვე დიდი ხანი იყო გასული რაც შეიცნო რძლის ნამდვილი სახე, მაგრამ ჯერ კიდევ იკავებდა თავს. სულ რამდენიმე ზარი განახორციელა ბოლოს კი გინეკოლოგსაც დაუკავშირდა. მათე მარტო წავიდა, გვიანი იყო ამიტომ სახლში ეწვია ექიმს. კონფიდენციალურობის დაცვა უწევდა ქალს, მაგრამ იძულა სიმართლის თქმა. შემდეგ გაიგო სიტყვები რომლებმაც გადალახა ყველა ზღვარი . გვანცამ პირველი აბორტი სამი წლის წინ გაიკეთა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ურთიერთობა ახალი დაწყებული ჰქონდათ ეს კი ნიშნავდა რომ სხვისი შვილი მოკლა, შემდეგ ქორწინებიდან რამდენიმე თვეში მოიშორა კიდევ ერთი ნაყოფი და სწორედ ამის შემდგომ იყო მათესთან ერთად ექიმთან, ამიტომ ჰქონდა პრობლემები , რომელთა მიუხედავად უკვე მეორედ იყო ფეხმძიმედ , მეორედ მოკლა ვიბლიანის შვილი და მშვიდად აგრძელებდა ცხოვრებას.
არ დაურეკავს, გააფთრებული , გაგიჟებული დადიოდა ქალაქის ქუჩებში. სული ეწვოდა, ეს არ იყო უბრალო ტყუილი, ეს არ იყო ის რისი პატიებაც შეიძლებოდა . ბრაზისგან გონება ჰქონდა დაბინდული, იპოვნა , მიაგნო ადგილს სადაც იმყოფებოდა ქალბატონი გვანცა და თავზე დაადგა. გარეუბანში , ახლადაშენებული კორპუსის ერთ-ერთი ბინის კართან იდგა სწორედ იქედან მოდიოდა ნინუას მობილურის სიგნალი. ელოდა მის დაქალს, რაღაც წვეულებას არ ადარდებდა ვინ გაუღებდა კარს ხედავდა როგორ ახრჩობდა ქალს. კარი კი ნახევრად შიშველმა ბიჭმა გაუღო , მაღლმა ქერა ბიჭმა რომელსაც გვანცას ბავშვობისმეგობრის სტატუსის ჰქონდა ახლა კი წელზე პირსახოც მოხვეული იდგა და შეშინებული მზერით უყურებდა ვიბლიანის სისხლისფერ თვალებს.
შეიძლებოდა გადაეტანა ეს ყველაფერი და მყარად დამდგარიყო ფეხზე? არა , ამის ძალა არ ჰქონდა ვიბლიანს. გონება არეული, სრულიად განადგურებული ,ცხოველურ ინსტიქტს მინდობილი ცხოვრობდა მას შემდეგ რაც გვანცა გამოჩნდა მის ცხოვრებაში. ქალი, ვერაგი ქალი რომელსაც შეუძლია მართოს კაცი , იპოვნოს მისი სუსტი წერტილი და საკუთარ მარიონეტად აქციოს. არაფერია მუდმივი, არც სიძლიერე , არც სისუსტე. დგება დრო , წყდება ძაფი , მარიონეტი თავისუფლდება , ეცემა ...ეცემა მტკივნეულად , მაგრამ ასრულებს მტანჯველ მონურ არსებობას.
ასეთი იყო ცოლ-ქმრობის სამი წელი, ვიბლიანის არეული ცხოვრების ოთხი წელი . დაკარგული, უკვალოდ გავლილი წლები რომლებმაც სამყაროს მოსწყვიტა, სრულიად სხვა ცხოვრება აჩვენა, სხვა ადამიანად ჩამოაყალიბა და შემდეგ , განქორწინების პირველი წამიდან. როდესაც გვანცამ მანქანა, ბინა და მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება მოსთხოვა გაცოცხლდა ძველი მათე ახალი ძალით. საკუთარ თავსაც კი აჯობა როდესაც მოიშორა ცდუნება, ქალი რომელმაც დიდი კვალი დაუტოვა .
აღარაფერი იყო ძველებურად ვიბლიანის ცხოვრებაში , დღეები ისევ ისე უფერულად მიდიოდა ახალი და ძველი ჩვევები ერთმანეთს ებრძოდნენ, ან ერთიანდებოდნენ . მათე მარტო არ იყო , უამრავი მეგობარი ჰყავდა , მაგრამ მათი ცხოვრება სულ სხვა ეტაპზე იყო . ისინი ცხოვრობდნენ, ვიბლიანი კი ... ვიბლიანი ვერ.
..................
ქეთო ტკბებოდა ყველაფრით რასაც ცხოვრება აძლევდა. წარმატებით რომელსაც სწავლის დროს აღწევდა, ახალი ნაცნობებით, შესაძლებლობებით ამერიკაში რომ უხვად იყო. ქალი იყო, ძლიერი ქალი , მაგრამ მაინც ქეთო ახვლედიანად დარჩა. შინაგანად მტკიცე, თბილი, მზრუნველი, ფერადი ქეთო ,რომელსაც ჰქონდა სკუთარი ცხოვრება და კარგად იცნობდა საკუთარ თავს. იცოდა ისიც ,რომ ცარიელი იყო უსიყვარულო, გულში დიდ ნაპრალით რომელსაც მათეს გარდა ვერავინ შეავსებდა. როგორი სწორი, სრულყოფილი და მართალიც არ უნდა იყოს ქალის ცხოვრება თუ მისმა გულმა ვერ იპოვნა ბედნიერება ვერც სული ჰპოვებს სიმშვიდეს. არც ბრძოლას აქვს აზრი თუ ეს ბრძოლა სიყვარულისთვის არ არის.
წარმოუდგენლად რთული იყო ყოველი საუბარი მეგობრებთან , არ შეიძლებოდა მათეს გარეშე. არავინ ახსენებდა, აშკარა იყო მათთან არ ჩნდებოდა. სიტყვების გარეშეც ხვდებოდა როგორ გაირიყა ვიბლიანი . თავს აჯერებდა რომ გვანცას გვერდით ბედნიერი იყო, გაექცა ქაოსს, ხალხმრავლობას ამ გაუთავებელ არეულობას და საყვარელი ქალის გვერდით ცხოვრებით ტკბებოდა. ყველა ასე ფიქრობდა, ასე უნდოდათ რომ ყოფილიყო და თავს აიძულებდნენ დაჯერებას სანამ ყველაფერი ნათელი არ გახდა. შემდეგ ნანობდნენ, საკუთარ თავზე ბრაზობდნენ რომ უფრო არ მოინდომეს, რომ არ გამოიყენეს ძალა არ ჩაერივნენ, არ დაიხსნეს მათე. ქეთო ხედავდა ამ ყველაფერს, კილომეტრებით შორს იყო, მაგრამ იცოდა , გრძნობდა ვიბლიანის ტკივილს.
გამთენიისას გაიგო კარზე ზარის ხმა და ნახევრად მძინარე წუწუნით დაიძრა . ზღურბლზე მდგომი ნინის დანახვისას წამოიკივლა და ძლიერად მოეხვია ქალს
-დეეე ...დედიკოოო არ მჯერა რომ აქ ხაართ
-ჩემო სიყვარულოო როგორ მომენატრეე ...დეეე
-მე ჩემოდნები მომაჩეჩა და უკვე მუშა მგონია თავი- დემეტრე ორ დიდ ჩემოდანს ხელს არ უშვებდა და დედა-შვილს უყურებდა
-მააა ... რატომ არ მითხარით თუ მოფრინავდით მე კიდე ანდრომ მომატყუა ქაალქიდან გავიდნენ დასასვენებლად მობილურები დატოვეს და იმიტო არ გპასუხობენო
-რა მოგატყუა დეე? ხო გავედით ქალაქიდან არა?
მათი ყოველი სტუმრობა აბედნიერებდა, დემეტრესთან ახლოს ისევ პატარა გოგონა ხდებოდა რომელსაც არაფრის და არავის შიში ჰქონდა. უყვარდა როდესაც მთლიანად მასზე დმაოკიდებულად გრძNობდ ათავს, საოცარი სიმშვიდე მოჰქონდა ამ დაცულობის შეგრძნებას , სიმსუბუქე და სიმშვიდე რომელსაც არაფერი ცვლიდა.
ქალაქში სეირნობდნენ , ნინი სავაჭრო ცენტრებს სტუმრობდა და ვიზიტის დასასრულს აშკარად მოუსვენრად იყო
-მითხარი დე რაც გინდა ...ვხვდები რომ ორი დღეა რაღაც გინდა მითხრა და ვერ გაბედე- გაიღიმა და მაგიდასთან ჩამოჯდა
-დე , ჩემო ლამაზო სამი წელი გავიდა , როდი უნდა დაბრუნდე? აი უკვე ასრულებ სწვალას ... არ გენატრება საქართველო? მეგობრები, ნაცნობები ... დე არ აპირებ დაბრუნებას?
-არ ვიცი, ჯერ დავასრულებ სწვალას და შემდეგ გადავწყვეტ ... ახლა მხოლოდ გამოცდებზე ვფიქრობ
-დე
-მითხარი ნინიკო ,მითხარი - ყავა მოსვა და თან გაუღიმა
-მათე და გვანცა განქორწინდნენ. მათემ თამაში შეწყვიტა და თვეებია უკვე სახლშია გამოკეტილი... გაგიჟებულია ყველა . აღარც ბიჭებს ხვდება , აღარც ფეხბურთი აინტერესებს
-ამას რატომ მიყვები ... ჩემი დაბრუნება რა შუაშია გვანცასა და მათეს ურთიერთობაზე დედა?
-არ ვიცი ეგ შენ გადაწყვიტე
-რა გავაკეთო დავბრუნდე და განქორწინებით გამოწვეული ტკივილი შევუმსუბუქო? - ჩაიცინა და ფინჯანს თითები მოუჭირა- არ მესმის რა გინდა ...
-მინდა რომ დაბრუნდე, მინდა რომ კარგად იყო და არ აქვს მნიშვნელობა ვინ გჭირდება ბედნიერებისთვის მთავარია რომ მასთან იყო ვინც გაგაბედნიერებს
-რომ ვიპოვნი მას ვინც გამაბედნიერებს აუცილებლად გთხოვ დახმარებას ... გაიხსენე მანამდე დემეტრე როგორ გადაიყვანე ჭკუიდან, როგორ შეაცდინე და გამოიჭირე
-რა სიტყვებია? მე კი არა თვითონ გამომიჭირა, თვითონ დამაბრმავა და თვითონ შემიტყუა მახეში- თვალები აენთო და მერე გაეღიმა- დედუ ნეტავ დემეტრეს მსგავსად შეუყვარდე შენც და ისე გაგაბედნიერონ როგორც მე მან ... დედუ დაბრუნდი რა
-ყოველი ჩამოსვლის შემდეგ რატომ მეუბნები ამას ნინჩო და რატომ გიმეორებ მეც ერთსა და იმავეს?
-იმიტომ რომ უშენოდ ცუდად ვარ... მენატრები . ვიცი რომ იქ უკეთ იქნები, ვიცი , ვიცი და რა გავაკეთო?
-მე კი ვიცი რომ იქ ყველაფერი გართულდება დედა
-და როდემდე გაიქცევი?-ისე უცებ უთხრა შეცბა ქეთევანი -ხო შვილო ეს გაქცევაა ... და გაქცეული ვერასდროს იმარჯვებს ის სულ იმალება, მუდამ შიშშია
-როდის გახდი ასეთი ქეთუ?
-ასაკი მემატება და ვიცვლები დედუ... დამიჯერე , პატარა აღარ ვარ დე
-მიყვარხარ ხომ იცი და ისიც ხომ იცი რომ ვერაფერს გავაკეთებ სხვისი გავლენის ქვეშ ... თავად გადავწყვეტ როდის დავბრუნდე . ამ მდგომარეობით არ მაქვს სურვილი

მშვიდი იყო, უცნაურად დინჯი და გაწონასწორებული. არასდროს იმჩნევდა მღელვარებას, არასდროს კარგავდა კონტროლს და ამით საშინლად ჰგავდა დემეტრეს , მაგრამ ემოციათა სიმრავლე უხვად ჰქონდა მამისგან განსხვავებით.
............
სწავლა დაასრულა. ოჯახთან ერთად აღნიშნა წარმატება და შემდეგ გაიაზრა რომ იქ დასარჩენი მიზეზი აღარ ჰქონდა. არ უნდოდა იქ მუშაობა, არ უნდოდა იმ ქვეყანაში, შეუჩერებელ რიტმთან ერთად ცხოვრება და საკუთარი დროის სამსახურზე დათმობა. ენატრებოდა ყველა და ყველაფერი .
რესტორანში ვახშმობდნენ, რამდენიმე ჭიქა ღვინოც მიირთვეს და ამაღლებულ განწყოფაზე მყოფები საუბრობდნენ . ანდროს გვერდით იჯდა და თავი მის მხარზე ედო
-პატარავ , მგონი დროა გავისეირნოთ არა? ორ დღეში მივფრინავთ - დემეტრემ თავისი მუქი სფეროები მიანათა ნინის და ისიც წამსვე ჩამოდნა
-წავედით - თბილად გაუღიმა და ბავშვებს გახედა-გვიან დავბრუნდებით
-ვიცით - ორივემ ერთად უთხრა. გაიცინეს და მზერა გააყოლეს ერთმანეთზე მიხუტებულ წყვილს
-როგორ შეძლეს ერთმანეთის პოვნა, შენარჩუნება და ამდენწლიანი ქარიშხლის წარმოქმნა, რომელიც არასდროს ჩერდება
-ზედმეტად ჭკვიანი მამა გვყავს, ხომ იცი
-ჩვენს ირგვლივ იმდენი სიყვარულია, იმდენი წყვილი რომელთაც შეცდომების მიუხედავად განაგრძეს ცხოვრება. იპოვნეს გზა საყვარელი ადამიანისკენ და მაინც ვერ ვხვდები მეც მელის ეს ბედნიერება თუ არა
-მე ჯერ არც მყვარებია ქეთო ... რა უნდა გითხრა , იმედი მაქვს რომ შევხვდები ჩემს ქალს , შევხვდები და გვერდს არ ავუვლი . შენ კი , შენ საუკეთესოს იმსახურებ
-ანდრო
-ის ისეთია , ისეთად იქცა , რომ არ ვიცი რამდენად გიმსახურებს. სუსტი აღმოჩნდა, მიკვირს როგორ შეძლო ამდენად დაცემა , მაგრამ ვერ გაუძლო
-სიყვარულს ვერ გაუძლო...
-ის არ იყო სიყვარული და თუ ეგეთი უნდა მიყვარდეს , არ მინდა !
-ამას ვერ გადაწყვეტ ანდრო
-შენ ხომ გადაწყვიტე მისი დავიწყება
-შორს ვარ მხოლოდ, დავივიწყე თუ არა? ვერ შევძელი , მაგრამ ახლა სხვა ვარ , ჩემი გრძნობებიც სხვა ფერია
-იცი , რომ ვხვდებოდი ხოლმე ისე მიყურებდა თითქოს შენ გეძებდა. მის ცხოვრებაში შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს , მაგრამ შენს სიყვარულს არ იმსახურებს
-ისე მსჯელობ როგორც ძმა - გაიცინა და თვალები მინაბა- დავიღალე
-წავიდეთ
მთვრალი არ იყო, მაგრამ მაინც ანდროს ეხვეოდა და ისე მიაბიჯებდა. უყურებდა სრულიად უცხო ქალაქს, ადგილს სადაც 3 წელზე მეტი გაატარა ნაცნობი იყო , მაგრამ მაინც სხვა ეს არ იყო ქეთო ახვლედიანის ადგილი იქ სტუმარი იყო და სამუდამოდ ასე დარჩებოდა. ეს ხმაური, ცხოვრების ტემპი, ხალხმრავლობა, ქაოსი ყველაფერი ერთად ისეთი მიმზიდველი იყო , მაგრამ არა სამუდამოდ. ზღვარი ჰქონდა ამ ინტერესს, რომელიც უკვე გადალახა ქეთომ. შინ დაბრუნების დრო იყო, სამშობლოში , მეგობრებთან , დიდ ოჯახთან დაბრუნების დრო .
-მეც მოვდივარ- მოწყენილ ნინის აეროპორტამდე არ უთხრა რომ ბილეთი თავადაც იყიდა. ბარგიც ისე შეურია მათ ჩემოდნებს , რომ ვერაფერი იეჭვეს. ქალის ხმა ყველას ესმოდა, პატარა ბავშივით დახტოდა და შვილს ეხვეოდა სანამ დემეტრემ არ გააჩერა.
ბედნიერი იყო და კიდევ უფრო გაიზარდა სიხარულის წერტილები აეროპორტში მთელი ოჯახი რომ დახვდა. ერთი დიდი , გიჟი, არანორმალური ოჯახი რომელშიც ყველა იყო დიდიც და პატარაც, ყველა მათეს გარდა.
მთელი თვე გავიდა მხიარულებაში, ჭორაობა, ბავშვებთან თამაში, ახალი ამბების მოსმენა, ქეიფები, შეხვედრები , სტუმრობა და დღეები რომლებიც საპნის ბუშტებივით ქრებოდნენ. მათე არ ჩანდა და ცდილობდა არც ეფიქრა ამაზე, ვიბლიანების ოჯახიც შეხვდა, მარიამი და თორნიკეც მათთან იყვნენ , მაგრამ ბიჭს არავინ ახსენებდა.
დამშვიდდნენ, ნელ-ნელა ყველაფერი კალაპოტს დაუბრუნდა და ქეთოც ჩაერთო ყოველდღიურ საქმეებში.ძირითადად მარტო უწევდა ყოფა, ყველა რაღაცას აკეთებდა თავად კი დასვენება გადაწყვიტა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმები არ ჰქონდა. შემდეგ კი ზუსტად იცოდა რას გააკეთებდა.
.........
სახლში მარტო იყო . აუზზე წასვლას გეგმავდა , ჭრელ სარაფანში გამოწყობილი დააბიჯებდა ოთახებს შორის და საჭირო ნივთებს ალაგებდა. სახლში შესული ვიბლიანი დაუპატიჟებლად ეწვია ახვლედიანების სახლს, კიბეს აუყვა მაღლა ქეთოსკენ და დერეფანში გამოჩენილ გოგოს მოჩვენებასავით გადაეღობა წინ. თვალებგაფართოებული უყურებდა მის საყვარელ სხეულში გამომწყვდეულ უცხო კაცს, სრულიად უცხოს მოზრდილ თმაში, წვერში,ჩაშავებული თვალის უპეებით უცნაურად სუსტს და სევდიანს . მისი თვალები , ასე ძალიან რომ უყვარდა ქეთოს სულ სხვა ფრად უყურებდნენ . სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა ისე აღმოჩნდა მის მკერდზე მიკრული
-ფერია ... მართლა დაბრუნდი - ქალის ყელში ჩამალა სახე და ჩამოშლილი თმების სურნელიც ჩაისუნთქა. სიცოცხლე დაუბრუნდა, სხვა სიჩქარით დაიწყო სისხლმა მოძრაობა. გაყინული გულიც გაუცოცხლდა- რა კარგი ხარ ... ღერთო , როგორ მომენატრე ქეთო -იქვე აკოცა და შემდეგ მისი სახე ხელებში მოიქცია. ზემოდან დაჰყურებდა და უღიმოდა - გაიზარდე ფერია ?
-მათე რა გაუკეთე საკუთარ თავს- თვალები აემღვრა, ემოციებმა ჯებირები გაარღვიეს და აზვირთებული ტალღებივით გადაუარეს მთელს სხეულს- რა ჩაიდინე- გაყინული , სიფრიფანა თითები ჯერ მოზრდილ წვერზე შეახო შემდეგ ყვრიმალებს მიაღწია და ბიჭის დახუჭულ თვალებსაც მიაღწია
-არ გინდა ამაზე , გთხოვ ... -ხელი დაუჭირა და თითები დაუკოცნა- მიხარია რომ დაბრუნდი, შენ აქ უნდა იყო . ყოველთვის ,ჩვენ გვერდით
-არ ვიცი რა უნდა გითხრა
-არაფერი მითხრა. ჩვენ რომ გვიყვარს ისეთი ყავა მომიმზადე - ხელი ჩაკიდა და სამზარეულოსკენ წაიყვანა. ისე იქცეოდა თითქოს ისევ იქ იყვნენ , იმ ადგილას სადაც საუკეთესო მეგობრის სტატუსი ჰქონდა ქეთოს. აშკარად აიგნორებდა ახვლედიანის აღიარებას ქეთო კი თავისუფლად ვერ გრძნობდა თავს. არეულ ემოციებს ვერ აკონტროლებდა, სამი წლის განმავლობაში გამოკეტილი ყველა გრძნობა სულ ერთი ნახვით, ერთი შეხებით აფეთქდა, ერთმა ღიმილმა დაამსხვრია ყველა კედელი .
ძლივს მოახერხა ყავის მომზადება . მათე უყურებდა, თვალს არ აშორებდა და მასშიც იცვლებოდა ყველაფერი. არსებაში გამჯდარ ნაცრისფერს ქეთო ერეოდა , სულს უნათებდა თავისი ციმციმა თვალებითა და ყოველი მოძრაობით. ისეთი ნაზი იყო, იმდენად ქალური და ფაქიზი არადა როგორი ძლიერი ქალი გახდა ქეთო ახვლედიანი , მაგრამ მათესთვის ყოველთვის პატარა სიფრიფანა გოგოდ დარჩებოდა.
-მიირთვი ...
-მარწყვის ტორტსაც გამიკეთებ ,ქეთო? იცი როგორ მომენატრა შენი ყავა და მარწყვის ტორტი? სამ წელზე მეტია არ გამისინჯავს ... ყველგან ვეძებდი, მაგრამ შენნაირი არსად იყო . არსად ქეთო - ისე უყურებდა თითქოს სულ სხვა რამეზე საუბრობდა. ფინჯანს თითები შემოხვია და თვალები დახუჭა, სურნელი რომ შეიგრძნო გაეღიმა- მომენატრე , საშინლად...შენს გარეშე ვერ ვფხიზლდებოდი. გავიყინე
-მათე
-შენ არ მოგენატრე ფერია? - უცებ გაუსწორა მზერა არეულ ქალს და წამსვე გამოიწვია მისი დაბნეულობა- მოგენატრე ... როგორ არა, შენც უზომოდ გენატრებოდი- ყავა გასინჯა და ამით ეცადა მოწოლილი ტკივილის გაქრობას, ყურადღების გადატანა უნდოდა, მაგრამ თავს ვერ აკონტროლებდა-გენატრებოდი, მაგრამ ერთხელაც არ დამიკავშირდი.
-მეგონა არ გინდოდა ჩემთან ურთიერთობა ... იმ ღამის შემდეგ
-შენ გაიქეცი
-უნდა დავრჩენილიყავი და მეყურებინა როგორ იადგურებდი თაავს? მე დაგტოვე , შენს სიყვარულთან და წავედი . მე მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი ... მეგონა მშვიდად იქნებოდი შენ კი
-მე კი ყველაფერი დავკარგე შენი წასვლის შემდეგ... ყველაფერი რაც კი მიყვარდა , საკუთარი თავიც . შენ კი არ დაბრუნდი ...ელოდი საბოლოოდ როდის დავეცემოდი?
-არავინ იცოდა რა ხდებოდა თქვენს ოჯახში...ახლოს არავის იკარებდი და მეც არ მქონდა დეტალური ინფორმაცია . მათე შენ მე მადანაშაულებ რამეში? - ტონს აუწია, ერთიანად მოიცვა სასოწარკვეთილებამ
-დამნაშავე ჩემი ბედია... ასეთად დავიბადე. ვერაფერს შევცვლით - ისევ მოსვა ცხელი სითხე და შემდეგ ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა. დაუგეგმავად მოქმედებდა, ისე უცებ წავიდა ქეთოსთან არც კი უფიქრია ახლა კი ხვდებოდა ,რომ ახვლედიანთანაც ვერ იქნებოდა ძველებურად - წყეული წლები ,რომლებმაც წაიღეს ყველაფერი ფასეული რაც მებადა
-შენ მთელი ცხოვრება წინ გაქვს
-ასე გგონია?
-გვანცას გარეშეც შეგიძლია
-მაგ სახელს ნუ ახსენებ ჩემთან ! აღარასდროს ახსენო გესმის?- ისე უცებ იყვირა , იმდენად მოულოდნელად ,რომ ქეთო შეხტა- მე ...უნდა წავიდე უკვე. სხვა დროს ისევ ვისაუბროთ...მიხარია რომ დაბრუნდი , აკლდი ამ ქალაქს. ჰაერიც სხვანაირი იყო შენს გარეშე-ისევე მოულოდნელად წავიდა როგორც გამოჩნდა. ქეთოს თავზე აკოცა და სახლი თითქმის სირბილით დატოვა.
ქეთოს შექმნილი ნიღაბი კი საბოლოოდ დაიმსხვრა. ისევ გაცოცხლდა უსაზღვროდ შეყვარებული პატარა გოგონა ,რომელსაც არაფერი ადარდებდა საყვარელი კაცის გარდა. გოგონა ,რომელსაც შეეძლო ყველაფერი ერთ წამში დაევიწყებინა მის გარდა. მათე ცუდად იყო, მას დახმარება სჭირდებოდა და ქეთოც ვეღარაფერს ხედავდა მისი ჭრილობების გარდა. მისი უხეში ხასიათის მიღმა ისევ ის მხიარული ბიჭი იდგა, უცნაური, თავისებური სუფთა სულის მქონე ბიჭი , რომელსაც ვერავინ ხედავდა ახვლედიანის გარდა. სჯეროდა ქეთოს,მისი ძალისა და შესაძლებლობების რწმენა ჰქონდა . იცოდა გააცოცხლებდა მასში დამალულ ძალას, რათა ისევ მყარად დამდგარიყო ფეხზე ახალი ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე. იმ გზაზე რომელიც იქნებოდა მომავლის დასაწყისი...
........
რამდენიმე დღე ელოდა მის გამოჩენას, მაგრამ აშკარა იყო სახლიდან იშვიათად გადიოდა. ძველ ბინაშიც აღარ ცხოვრობდა, აგარაკზე გადაინაცვლა და იქ სრული განუკითხაობა სუფევდა. ქეთომ გამბედაობა მოიკრიბა, მთელი ძალების მობილიზება მოახდინა და ერთ საღამოს ვიბლიანის აგარაკს ეწვია. მანქანა გააჩერა , გადავიდა და იმ წამიდან ინსტიქტურად მიაბიჯებდა. თვალებს ვერ უჯერებდა იმდენად მოუვლელი, არეული და განადგურბეული იყო ყველაფერი. ეზოში მანქანები დაინახა, სახლიდან ხმაური გამოდიოდა და აშკარა იყო მათეს ხალხმრავალი შეკრება ჰქონდა. ვერავინ იცნო, არავინ იყო მათი საერთო სამეგობროდან, ნაცნობი სახეებიც ვერ შენიშნა, არადა ნახევარ ქალაქს იცნობდა. ისინი კი ნაკლებად ჯანსაღად გამოიყურებოდნენ, სიგარეტის, კვამლისა და ჭუჭყის სუნი იდგა ყველგან. სუნტქვაც კი შეეკრა დახუთულობისგან. ჭერიდან წამოსული ჭრელი ფერები თვალებს უჭრელებდა, თავი ასტკივდა ვერ წარმოიდგენდა იქ ეს მდგომარეობა თუ დახვდებოდა. მათესთან ,რომელიც ჯანსაღი ცხოვრებით იყო მუდამ დაკავებული , ბიჭთან რომელსაც სიბინძურე აგიჟებდა ახლა ნამდვილი საღორე მოეწყოთ.
პირველ სართულზე არ ჩანდა, სანამ ვიღაც აეკიდებოდა იქაურობას გაცლა არჩია. კიბეს თითქმის სირბილით აუყვა და საერთოდ აერია გონება. ინსტიქტურად მიაწვა ნახევრად შეღებულ კარს და შემდეგ ადგილს მიეყინა. ტკივილი იგრძნო, გულის არეში გაჩენილი მჩხვლეტავი ტკივილი რომელიც მალე მთელს სხეულს მოედო და სულსაც მისწვდა. უყურებდა საწოლზე მიწვენილ ერთმანეთში არეულ შიშველ სხეულებს, ღონემიხდილები, გათიშულები ერთმანეთზე იწვნენ და მონაცვლეობით ეწეოდნენ. მათეს სახის დანახვისას აღარ იცოდა რა უფრო მეტად აწუხებდა მის სხეულზე მიწოლილი ქალის სხეული თუ მისი სისხლისფერი, დაბინდული თვალები. ხედავდა , ქეთოს უყურებდა, მაგრამ დიდხანს ვერ აღიქვამდა რეალობასა და ილუზიას შორის ზღვარზე მყოფი . ქეთო თვალს არ აშორებდა , კედელს მიყრდნობილი უყურებდა , ელოდა მის გამოფხიზლებას და გაქცევას არ აპირებდა მიუხედავად იმისა ,რომ იქედან გაქრობა სურდა.
რამდენიმე წამი საუკუნედ ეჩვენა. ხედავდა როგორ მშეეცვალა ნეტარი გამომეტყველება , როგორ წაეშალა სახე , ქეთოს ეძახდა შემდეგ ქალები ოთახიდან გავიდნენ. სწრაფად იცვამდა, მაგრამ მაისური ვერ იპოვნა და სრულიად შეშლილი დადგა ახვლედიანის წინ
-ამის დედაც ... აქ რა გინდა . აქ რა ჯანდაბამ მოგიყვანა ქეთო- ხმა შეცვლილი ჰქონდა, თვალის თეთრი გარსი სულ მთლად წითლად შეეღება . არეულ თმაზე ხელი გადაისვა და შემდეგ უკან დაიხია- მეჩვენები ხო ? მეჩვენები ტოო - ხარხარებდა, შეშლილივით იცინოდა და სახეზე ხელებს იფარებდა.
-ვინ ხარ ... რად იქეცი - ყბაში წვდა და თავი მაღლა ააწევინა- შემომხედე ! თვალებში მიყურე და მითხარი ვინ ჯანდაბა ხარ
-ქეთოო- იმხელა ტკივილი ჩანდა მის ხმაში- ქეთო აქ არ უნდა იყო ქეთო ... არ უნდა იყო - თითები მაჯაზე შეახო , მაგრამ ახვლედიანმა უფლება არ მისცა
-აქ ვარ , შენს წინ ვდგავარ და გული მერევა იმაზე რასაც ვხედავ. რატომ გახდი ის ვინც ყველაზე მეტად გეჯავრებოდა
-შენ რა იცი მე ვინ მეზიზღებოდა... რას ხედავ ისეთს. რა დაინახე ისეთი რაც არ გინახავს, რასაც სხვები არ აკეთებენ, თუნდაც შენი ძმა ...ან დეიდაშვილები ან არ ვიცი ნებისმიერი. რა ჩავიდინე ასეთი ქეთევან?
-საკუთარი თავი გაანადგურე.. ბიჭი რომელიც არავის გავხარ. ხო , ისეთი არაფერი დამინახავს ყველას უყვარს ქალები და მოსაწევი არა? წვეულებები, სასმელი, გონების გათიშვა და ეს ორგიები ...ყველას უყვარს, მაგრამ შენ არა . შენ სხვანაირად შეგეძლო ცხოვრებით ტკბობა. შენ ფხიზელი გონებითაც შეგეძლო
-შემეძლო, მაგრამ მერე ის ნაბ.ზარი გავიცანი. მისი დაკერვა წესიერ ბიჭს არ შეეძლო და გავხდი მაგარი ბიჭი ხელში ვისკის ბოთლით,სიგარეტით, მოსაწევით, მუჭით დრაგებით ...შემდეგ ეს წყეული ფეხი მოვიტეხე. დაიმსხვრა , ნაწილებად დაიშალა და ძლივს ააწყვეს. შემდეგ გუნდი დამატოვებინეს იმიტომ რომ თამაში აღარ შემეძლო, გაბაზრდა რომ სისხლი სავსე მქონდა ათასი უბედურებით და დამემუქრნენ რომ გამაგდებდნენ თუ არ ვიტყოდი რომ ტრამვის გამო მივდიოდი... შემდეგ მივხვდი რომ ჩემი ორი შვილი მოკლა ქალმა რომელზეც ვაბოდებდი. ორჯერ მოკლა გესმის? ამ დროს კი მე მეგონა რომ მას დაფეხმძმება არ შეეძლო და ვუფრთხილდებოდი მის ფსიქიკას... მერე მივხვდი რომ მხოლოდ ჩემი სახელი, გვარი, ტიტული,ფული უნდოდა და საყვარელი ჰყავდა რომელიც მეგობრად გამაცნო...შემდეგ რა ? შემეძლო ისევ გონების გათიშვის გარეშე ცხოვრებით ტკბობა? გგონია ამით ვტკბები?? არ ვტკბები, ამით ვშორდები ჩემს დამპალ ყოფას და ვივიწყებ გესმის ? ხვდები ქეთევან? ქალბატონო ქეთევან , ქეთო ...ჩემო ფერია შენ მე რომ დამტოვე მას შემდეგ ამად ვიქეცი . არ მოგწონს? დააგვიანე დაბრუნება ...გვიან გამომხედე და ბოლოს ასეთი დაგხვდი
-ღმერთმა დაგწყევლოს შენ და შენი წყეული სიყვარულიც - ხელი მკერდზე ჰკრა. ხმა გაუტყდა, ამღვრეული თვალებიდან ცრემლები სდიოდა და მაინც არ ჩერდებოდა- მეზიზღება შენი შეპყრობილობა იმ ქალის მიმართ რომელმაც გაგაგიჟა, დაგაბრმავა და ამად გაქცია. სულ , ყოველთვის იყო შენს ირგვლივ ეს ყველაფერი , ყოველთვის , მაგრამ შენ არასდროს გინდოდა ჩართვა ამ ბნელ ცხოვრებაში . და როდის გადადი ეს ნაბიჯი ,როდის ერთი სულელი, საკუთარ თავზე შეყვარებული უსულო ქალის გამო? შენი ცხოვრება შენია ...შენია გესმის? სანამ არ მოკვდები მანამ შეგიძლია შეიცვალო. ვეღარ ითამაშებ ? შენმა სისულელემ აქამდე მიგიყვანა , მაგრამ ოდესმე მაინც ხომ მოგიხდებოდა მოედნის დატოვება 10 წლით ადრე დაასრულე , მაგრამ შეგიძლია შეცვალო შეგიძლია მათე . იცხოვრე ცხოვრებისთვის - ათრთოლებული თითები სახეზე შახო და კიდევ უფრო ახლოს მივიდა- მეც დავბრუნდი , გვიან ,მაგრამ მაინც დავბრუნდი -მკლავები ყელზე მოხვია და ლოყაზე ტუჩებით შეეხო. მოეხვია , შეძლო დაეიგნორებინა მისი აუტანელი სუნი. სურნელი რომელშიც ვერ იპოვნა მათეს სუნი,მაგრამ მაინც არ მოშორდა
-დაბრუნდი ...მეც დავბრუნდები - ყურთან ესმოდა მისი ხმა. ზურგზე მისი ხელების შეხებას გრძნობდა, უსიამოვნოდ ცრიდა მთელს ტანში , მაგრამ ამასაც იტანდა, ითმენდა ქეთო ითმენდა და ელოდა როდის დაფარავდა საკუთარი სურნელით მის კანში გამჯდარ სუნს -ჩემი ქეთო... ჩემი ფერია
იქ , ქვემოთ ისევ ხმაური იყო , არეულობა და ქაოსი მათთან კი ყველაფერი დამშვიდდა. მხოლოდ მათე და ქეთო დარჩნენ , ახვლედიანის შექმნილი სიმშვიდით რომელიც სუსტ ძაფზე ეკიდა , მაგრამ მაინც იწყებდა მოქმედებას.
..................
უნდოდა ძველი მათეს დაბრუნება? იქნებ იმდენად შეეჩვია ახალ პიროვნებას რომ აღარ უნდოდა ძველი , წესიერი ბიჭის დაბრუნება. სამუდამოდ ვერ გააქრობდა ვერც ერთს და ვერც მეორეს ამიტომ შუალედური ვარიანტი სჭირდებოდა, რაც საკმაოდ რთული მისაღები იყო. დიდი ენერგია დასჭირდებოდა, ძალა და ნებისყოფა კარგად გამჯდარი ქცევების მოსაშორებლად. დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამ იცოდა , ქეთოსთან ყოფნა სიამოვნებას ანიჭებდა, ისეთ სიმშვიდეს აძლევდა მონატრებისგან რომ შლიდა ადრე ახლა კი ახლოს ჰყავდა ისვე გვერდით იყო .
სახლიდან გადიოდა , ქეთოსთან ერთად აკეთებდა საყვარელ საქმეებს. ერთობოდა ძველებურად და ახალ ადგილებსაც ეცნობოდა. ყოველ დილით კაფეში საუზმობდნენ, ბლინებს უკვეთავდა მარწყვიც არ ავიწყდებოდა და მაინც ქეთოს მარწყვის ტორტი ვერ გააკეთებინა. თითქოს ჯილდოდ დაუწესა გოგომ .
საღამოს კლუბში ატარებდა, ნაცნობ ადგილას იქ სადაც მეგობრები იკრიბებოდნენ ხოლმე. მიხვდა როგორ ენატრებოდა მათთან ყოფნა, საუბარი , უბრალოდ მოსმენა უამრავი ადამიანის რომელიც ასე ძალიან უყვარდა. პირველად რომ შევიდა კლუბში წამით შეჩერდა, ფიქრობდა რომ ვერ მოახერხებდა დაბრუნებას , მაგრამ ქეთომ ხელი ჩაკიდა და ისე წაყვა უკან არც დაფიქრებულა. ისინი კი ისე დახვდნენ როგორც ადრე, თითქოს დრო არც გასულა . ოჯახი ხომ ის ადგილია სადაც დაბრუნება ყოველთვის შეგიძლია . მათეს კი ჰყავდა ასეთი ოჯახი დიდი ოჯახი რომელიც მუდამ ხელგაშლილი ელოდა მის დაბრუნებას და ჰყავდა ქეთო რომელსაც არ ჰქონდა ერთი სახელი ... ქეთო ბევრი იყო , ბევრზე მეტიც
-მარიამს ენატრები - სიძემ როგორც კი მოიელთა მაშინვე უთხრა. მშვიდი იყო თორნიკე, სიტყვაძუნწიც და მათემაც კარგად იცოდა რომ ტყუილად არაფერს ამბობდა
-მეც მენატრება...
-ჩვენი სახლის კარი ნებისმიერ დროს ღიაა ადამიანებისთვის რომლებიც გვენატრებიან - ჭიქა ასწია და მის ჭიქას შეახო- დაბრუნებას გილოცავ ...იმედია ამჯერად ნამდვილი დაბრუნება იქნება
-როგორ გეტყობა ვიბლიანების სიძე რომ ხარ... თუმცა ხო, შენ არც მანამდე აკლებდი - გაიცინა და ჭიქა ბოლომდე დაცალა. ვერ ხვდებოდა , მაგრამ ზედმეტად იყო დამოკიდებული სასმელზე. მიეჩვია კიდეც და გამოცდილებაც ჰქონდა. მოცეკვავე გოგონებს მზერა მოავლო და ცუდად განათებულ დარბაზში ზურგით მდგომი სხეულის დანახვისას უცნაურად აუჩქარდა გულისცემა. დასცხა, პირი გაუშრა და მთელი სხეული აეწვა სურვილისგან. ქალი არ შემობრუნებულა, ვერც ხედავდა ნორმალურად უბრალოდ მისი სხეული იზიდავდა, მისი მოძრაობა ზედმეტად დახვეწილი და ვნებიანი . მიუახლოვდა , მისი კაბის ფერიც გაარჩია და იმ წამს შებრუნებულს მზერაც გაუსწორა. ქეთო იყო , მისი მომღიმარი სახის დანახვისას სუნთქვა შეეკრა. ინსტიქტურად დაიხია უკან გოგო როგორც კი შეეხო და თავში მოწოლილი წნევისგან მზერაც აერია
- აკი ამბობდი არ ვიცეკვებო - მხრებზე ჩამოშლილი თმა მაღლა აიწია და ისევ დაიმაგრა. ყელი მოუშიშვლდა, ტანზე გამოყვანილ თხელ ნაჭერში ისე კარგად ჩანდა მისი ფორმები ნებისმიერს დააინტერესებდა , მაგრამ მათე ხომ სხვა იყო . ნუთუ იმდენად გაუცხოვდნენ რომ ისე უყურებდა როგორც რიგით ლამაზ ქალს ? არა , არა ქეთო არავის გავდა
-თამამი გამხდარხარ ქეთევან ბოლო სამი წლის განმავლობაში...ამერიკის გავლენაა ალბათ- არც კი უფიქრია ისე წამოსცდა სიტყვები და გოგო სულ მთლად დააბნია- შენც შეცვლილხარ , კარგად მორგებიხარ ღამის ცხოვრებას - ჩაიცინა და მკლავი სწრაფად შემოხვია წვრილ წელზე- წავიდეთ , გვიანია უკვე
-ვერ ვხვდები...სად უნდა წავიდეთ ? სადმე გეჩქარება? სამსახური თუ ოჯახი გველოდება ... ისინიც კი არ წასულან . მათეე სად მიგყავარ - იმდენად სწრაფად მიდიოდა ბიჭი უკან ძლივს მიჰყვებოდა. მაღალ ქუსლებზე სირბილი ნამდვილად არ შეეძლო ისიც ხელს არ უშვებდა, უკვე თითებზე ეჭიდებოდა და მანამ არ გაჩერდა სანამ გარეთ არ გავიდნენ. გრილმა ჰაერმა კიდევ უფრო დაამძიმა -მათე-მეთქი ვის ველაპარაკები?
-გაჩუმდი , ჯანდაბა ცოტა ხნით გაჩუმდი- კედელს ააკრა და თითები ტუჩებზე ააფარა. უყურებდა მის მრგვალ ციმციმა თვალებს და ტვინი ერეოდა- ჯანდაბა ,ქეთო - მისი ტუჩებიდან წამოსული ტალღა ხელიდან ყველგან ვრცელდებოდა, მისი გულისცემაც კი ესმოდა .ხედავდა როგორ სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა გულ-მკერდი და მზერაც ებინდებოდა. მისგან წამოსული სურნელი საერთოდ აგიჟებდა, მოჯადოებულს გავდა . თითები ყელზე შეახო, ქალის ახურებული კანი კიდევ უფრო კარგად შეიგრძნო და თითქმის შეეხო მის ტუჩებს. ასეთი ძლიერი სურვილი არასდროს ჰქონია, მაგრამ მერე გაახსენდა სად იყო ვინ იყო და ვინ იდგა მის წინ. ქეთო იყო, ბავშვობის ნაწილი , მათეს ფერია ქეთო
-მათე
-უნდა წავიდე...არ დამირეკო- მოშორდა და უკანმოუხედავად წავიდა. მთელს სხეულში ჩხვლეტტდა სურვილი, მაგრამ უკან არ მიბრუნებულა საჭესთან დაჯდა და დიდი სიჩქარით გაიჭრა ტრასაზე. მიდიოდა , მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა სად . უბრალოდ იცოდა, რომ დამშვიდება სჭირდებოდა, გათიშვა და ყველაფრისგან შორს ყოფნა. იმ ღამით სასმელით ჩაიქრო მღელვარება და მანამ სვამდა სანამ გონება არ გაეთიშა . მეორე დღეს ქალაქიდან წავიდა, ყველაფრისგან შორს მყოფ მთის აგარაკს მიაშურა და მობილურიც ჯანდაბაში მოისროლა.
გვიანი იყო , მესამე დღეს ატარებდა მთის სახლში არყის ბოთლითა და სიგარეტით ხელში იჯდა ნახევრად ჩაბნელებულ მისაღებში და ფიქრობდა ყველაფერზე რაც ბოლო დროს ხდებოდა მის თავს. საკუთარ თავზე, გერემოზე, ცვლილებებზე და ქეთოზე. ვერ უძლებდა, ვერ ალაგებდა აზრებს, მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდ აგონებაში , ერთი სიგიჟე რომელის წარმოშობასაც ახსნა არ ჰქონდა . დივანს მიეყრდნო, თავი უკან გადასწია და დაელოდა სიჩუმეში გაგონილ ფეხის ხმას . ნაცნობი მსუბუქი მოძრაობის ხმა , ოთახში შემოჭრილი მისი სურნელი და სუნთქვა რომელიც ყველაფერს ერეოდა.
-ყველგან მიპოვნი ქეთ?- მთვრალი ,ღიმილიანი მზერა მიაპყრო
-ჩემი სიახლოვე რომ გავნებს აღარ გიპოვნი
-ეგ დღე შეიძლება რომ დადგეს ?
-ყველაფერია შესაძლებელი და არაფერია გამორიცხული - სევდიანად გაუღიმა და მის წინ , ხის დაბალ მაგიდაზე ჩამოჯდა-გინდა წავიდე? ისე თითქოს არც ვყოფილვარ
-რატომ გიყვარვარ ქეთო ?- გასწორდა, მასთან ახლოს იყო . თვალებში უყურებდა და გადაშლილი წიგნივით კითხულობდა მის ემოციებს - როდის დასრულდება შენი გრძნობები?
-ასე ძალიან გინდა რომ დასრულდეს ?ამხელა მნიშვნელობა აქვს ?- ხმა დაკარგა თითქოს. მზერაც მოარიდა, გაყინული თითები ერთმანეთში ახლართა და შემდეგ ისევ მუხლებზე დაიწყო
-გინდა ჩემი აღმოჩენა გაგიზიარო? საიდუმლო აღმოჩენა - თითები ისევ ლოყაზე შეახო და შემდეგ თმაზე გადავიდა- არ მინდა რომ დასრულდეს ... სულ მინდა რომ გაგრძელდეს შენი ეს სიყვარული
-მათე ...გთხოვ - სხეული უთრთოდამისი ასეთი სიახლოვისგან, მისი შეხებისგან , მზერისგან და ახლა უკვე სიტყვებიც თავგზას ურევდა-შენ ვერც კი ხვდები რას ამბობ. მე არ უნდა მეთქვა , ემციებს ავყევი იმ ღამით
-ყველაზე კარგ და ნათელ ემოციებს რაც კი მე მიკავშირდება
-ვერ ვხვდები რა ხდება შენს გონებაში ... შენ ხომ გაგაგიჟა ჩემმა აღიარებამ
-მაშინ ბრმა ვიყავი, იდიოტი ... ს.რი რომელიც ვერ მიხვდა წრფელი სიყვარულის ძალას . ბნელსა და ნათელს შორის , მე წყვდიადი ავირჩიე ახლა კი ვიცი რომ მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი ამ წყვდიადიდან დახსნა. შენ და ჩემ , შენ გულს - შუბლით მის შუბლს მიეყრდნო . უკვე თმაში დააცოცებდა თითებს. სრულ ნირვანაში იყო ...არ უნდოდა თვალების გახელა, არც მოშორება , არც დროის გასვლა. უნდოდა ასე ყოფილიყვნენ დიდხანს, ძალიან დიდხანს შესძლებოდათ გაშეშება. ყურში მელოდიასავით ესმოდა გულისცემა, მთელი სხეულით გრძნობდა ქეთოს აჩქარებულ სუნთქვას და მის კაპილარებში გავლილ სისხლის მოძრაობასაც კი აღიქვამდა. ტკბებოდა , იმით რასაც ამ სიახლოვით მართებდა ქალს.
-არ შეგვიძლია... მე არ მესმის . მათე ვერ ვხვდები რა გინდა რომ გავაკეთო - ცრემლები მოერია ისევ, ძალა აღარ ჰქოფნიდა კლავდა მისი ეს სიახლოვე და სურვილები ,რომლებსაც ვერ ისრულებდა
-მინდა ... მინდა ჩემი ცოლი გახდე . ქეთო ვიბლიანი მინდა იყო , ჩემი ქეთო - სულ ოდნავ მოშორდა და მანამ შეეხო ქალის მხურვალე ბაგეებს სანამ სიტყვები გონებამდე მიაღწევდნენ. სრული სიგიჟე იყო ეს შეთავაზება, გადაწყვეტილება და სურვილი რომელიც შიგნიდან აფეთქებდა ვიბლიანს. საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მიდიოდოდა , მაგრამ სურვილი სრულად მართავდა . შეხებისთანავე დაივიწყა ყველაფერი, მხოლოდ ქალს გრძნობდა მისგან წამოსულ მუხტს, ყველა ემოციას რაც წამებში გაჩნდა და კიდევ დიდხანს დარჩა მთელს ორგანიზმში.
-სიზმარია და გაქრები...ილუზიაა ხომ ? - ჯერ კიდევ გრძნობდა მათეს სიახლოვეს , თვალები აემღვრა და წითლად შეფერილ ღაწვებზე ცრემლებმა დაიწყეს დენა. ათრთოლებული ტუჩები ერთმანეთს შეახო და დანამული ლოყებიც შეიმშრალა
-გადამარჩენ ქეთო? გახდები ჩემი ?- ისევ ისე ,თვალისმოუშორებლად უყურებდა
-არ მესმის რატომ აკეთებ ამას...რატომ მეთამაშები მათე . ნუთუ იმდენად შეიცვალე ,რომ ჩემი გრძნობებით გართობაც შეგიძლია . ასე ნუ მიყურებ გთხოვ, ეს სიგიჟეა ...სისულელეა და შენ ეს კარგად იცი
-ვიცი რომ მინდა და შენს გარდა მე არავისთან მექნება მომავალი. შენ ხომ გიყვარვარ , ისევ გიყვარვარ და სხვას ვერ შეიყვარებ , ვერ დამივიწყებ , ვერ გახდები სხვისი ცოლი მხოლოდ ერთი გზა გვაქვს ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება რომ შევძლოთ ერთმანეთი გვჭირდება. ხომ იცი რომ მიყვარხარ ...ხომ იცი, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხარ - გონებას უარესად ურევდა. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა , იმდენად უკონტროლო იყო ვიბლიანის ქცევები, მისი გადაწყვეტილებების წინასწარ განსაზღვრა წარმოუდგენელი იყო . უყურებდა მის თვალებს და ყველაფერზე იყო თანახმა
-შენ მე არ გიყვარვარ ...ისე არა როგორც ცოლი უნდა გიყვარდეს და ვერც შემიყვარებ მათე. მე შენთვის ყოველთვის მეგობარი ვიქნები, სულის ნაწილი , მაგრამ არა ასე არაფერი გამოვა
-გეშინია ... გეშინია რომ ვერ გაუძლებს შენი სიყვარული ხომ ასეა
-შენ წარმოდგენა არ გაქვს ... ვერასდროს გაიგებ როგორი ძლიერია ჩემი გრძნობა იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია ამის განცდა. მე შენ გამო ნებისმიერი რამ შემიძლია გავაკეთო , მაგრამ ეს ქორწინება გაგანადგურებს რატომ არ გესმის მე შენთვის საკმარისი ვერ ვიქნები
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს ... ვერ ხვდები ვინ ხარ ხომ? უბრალოდ შენი დაბრუნებაც საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის , შენი სიახლოვე ყველაფერს ცვლის გესმის? რა მნიშნელობა აქვს როგორ მიყვარხარ , მთავარია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ხარ ჩემს ცხოვრებაში . ის ქალი ხარ ვისი ბედნიერებაც გამაბედნიერებს
-ღმერთო ჩემო ... მე გონს უნდა მოვიდე , უნდა ...დრო უნდა გავიდეს და გავიაზრო ეს ყველაფერი
-პირიქით ქეთო ... არ უნდა იფიქრო, არ უნდა გაიაზრო უბრალოდ ინსტიქტს უნდა მიენდო სურვილს რომელიც გაქვს. მე ვიცი რომ საკურთხეველთან შენს გვერდით მე ვდგავარ , მხოლოდ მე
-შენ მე ამ წამს ჯვრისწერას მთავაზობ?
-წუხელ სიზმარში გნახე . ისეთი ლამაზი იყავი თეთრ კაბაში, იმდენად ლამაზი რომ ანგელოზს გავდი
-სულ რამდენი დღე გავიდა ... ერთი თვე ? თუ ნაკლები რაც ერთმანეთს შევხვდით შენ იმდენად უცებ გადმოხვედი შენი ჩარჩოებიდან ,რომ სულ მთლად აირიე . შენ მგონი ჩემზე უფრო მეტად ფიქრობ ვიდრე საკუთარ თავზე
-შენ მეუბნები ამას? ეს დღეები ვიხსენებდი ყველაფერს და რომ მეგონა მე გიცავდი , მე ვზრუნავდი შენზე პირიქით იყო. შენ ჩემს სულზე ღელავდი ყოველთვის ... - მისი მტევანი ტუჩებთან მიიტანა და ფრთხილად შეეხო- მითხარი ,რომ თანახმა ხარ. იყავი კიდევ ერთხელ თავისუფალი, გაიხსენე ის ღამე და გაიმეორე ... გააკეთე ის რაც გინდა
-ან ჯოჯოხეთს მოვაწყობთ ან გადავრჩებით - მთელი სხეულით მიეყრდნო და თვალები დახუჭა. სუმსუბუქე იგრძნო მათემ მუხლებზე დაისვა და ძლიერად შემოხვია ხელები. რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე და ბოლოს მის ყელში ჩამალა სახე.
-ჯოჯოხეთშიც ერთად ჩავიფეფლებით და გადარჩენაც უერთმანეთოდ არ გამოგვივა !
..................
ქეთო დაარწმუნა, მაგრამ ახვლედიანებთან მისვლა გილიოტინაზე ასვლას ჰგავდა . დემეტრესთან სანამ მივიდოდა ვაკო ვიბლიანთან საუბარი მოუხდებოდა , მარიამიც არ იყო ნაკლები ბარიერი. ზუსტად იცოდა ოჯახს რომ გააგიჟებდა, მაგრამ მაინც მშვიდად განუცხადა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. წამით სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ კი ერთად იფეთქეს
-შენ შეიშალე ხომ? თავი დაიღუპე არაფერი გვითქვამს...ხომ არ გვითქვამს. მიგიშვით, გადროვეთ საკუთარ შეცდომებზე სწავლა და ახლა რა იმ გოგოს დაღუპვაც გინდა?
-იმ გოგოს ვუყვარვარ, ზრდასრული ქალია და როგორმე თავად მიირებდა გადაწყვეტილებას
-შეყვარებულ ქალზე ზემოქმედებით გინდა დაიწყო ახალი ცხოვრება? შენ მისი სისუსტე ხარ და ეს გამოიყენე - ვაკომ ცოლთან შედარებით მშვიდად დაიწყო . ბრაზი სახეზე ემჩნეოდა და არც აპირებდა დაფარვას- ყოფილი ცოლის ტაქტიკის გამოყენებას აპირებ? მოქმედებ იმაზე ვისაც გაგიჟებით უყვარხარ და ითანხმებ ამ სისულელეზე?
-ანუ არ გამომყვებით , მაშინ ქორწილშიც ნუ მოხვალთ. მე მინდა ქეთოსთვის ყველაფერი ისე იყოს როგორც საჭიროა . არაფერს დავივიწყებ, მაგრამ ნიშნობა აშკარად არ გამოვა ისეთი როგორიც უნდა იყოს
-სპექტაკლის სცენარს დგამ შვილო?
-და და სიძეც არ გამომყვებიან ?- გაჩუმებულ წყვილს გახედა და ჩაიცინა - მარიამ , დაო შენ არაფერს მეტყვი?
-ქეთოს არ იმსახურებ , მაგრამ შეგიძლია დაისმსახურო...უნდა დაიმსახურო და ამისთვის უნდა იცხოვრო . იმ ქალისთვის რომელიც შენზე ბევრად მაღლა დგას ... მე შენთან ვიქნები , იმიტომ რომ ქეთოს ადგილის მჯერა , მისი შეუცვლელი ადგილის შენს გულში
-მეც შენთან ვიქნები , ანდრომ იქვე რომ არ გამოგჭრას ყელი- თორნიკემ ჩუმად თქვა და სიმამრს გახედა- მგონი ამჯერად მის გვერდით უნდა ვიყოთ და შემდეგ , თუ შეცდომას დაუშვებს პასუხიც მოვთხოვოთ
-არ ვიცი ... არ მინდა დავკარგო მეგობრები . ნინის და დემეტრეს ვერც შევხვდები შენ რომ რამე საშინელება ჩაიდინო
-ჩემი ამდენად აღარ გჯერა დედა?
-დავიჯერე და სადამდე მივედით, ძლიერი მეგონე და იმან დაგამარცხა რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი !
-ტეხავს , ნამდვილად ვერ ვხვდები როგორ გგავთ მარიამი ასე ძალიან და თქვენი გენის მატარებელი, მე როგორ განვსვხვადები თქვენნაირი ძლიერი ადამიანებისგან . ირონიულია აშკარად
-ნამდვილად ბედის ირონიაა ... შენ აშკარად ზრდა დაგაკლდა, ბუნებამ ზედმეტიც მოგცა . ბეჭედი მაინც თუ გაქვს არჩეული
-შენი ბეჭედი
-რაა ?
-ჩემს ბავშვობაში ზღაპრებს ყვებოდი მაგ ბეჭედზე , სიყვარულზე და მეუბნებოდი შენს ცოლს მივცემო ხოდა ახლა მინდა რომ ეგ ბეჭედი ქეთოს თითზე დავინახო . შენ მაინც არ იყენებ ქორწინების ბეჭდის გარდა სხვას
-წარმოუდგენელია , როგორ ცდილობ ქეთოს ემოციების აფეთქებას
-ცდა , ცდად არ დარჩება ...
-იმედია
ვიბლიანები მაინც წავიდნენ დათმობაზე . დემეტრეს რეაქციაზე ყველა ფიქრობდა , ქეთომ არც კი იცოდა მათე ამ ფორმით თუ აპირებდა ხელის თხოვნას. მთელი დღე მასთან გაატარა, ჩვეულებისამებრ საუბრობდნენ დამშვიდობებისას რომ უთხრა საღამოსთვის მოემზადე გამოგივლიო და წავიდა. რას წარმოიდგენდა ვახშამდე ვიბლიანები თუ ეწვეოდნენ სრული შემადგენლობით . მისაღებში რომ დაინახა ვაკო და მარიამი წამსვე აუჩქარდა გულისცემა. მათე იმდენად მშვიდი ჩანდა თითქოს სიყვაურლით იწვოდა და სხვა ფიქრები არ აწუხებდა. ნინი აზრზეც ვერ მოდიოდა, უბრალოდ უხაროდა მათი სტუმრობა და მათეს გამოჩენა ხომ საერთოდ მოვლენად მიიღო. ანდრო და დემეტრე კი ზედმეტად დაძაბულები ისხდნენ , ხვდებოდნენ მოსალოდნელ ამბავს , მაგრამ ბოლომდე კიდევ ვერ იჯერებდნენ.
ქეთო რომ დაინახა მაშინვე მასთან მივიდა . ხელი მოხვია , ჩაეხუტა და ყბაზე ფრთხილად შეახო ტუჩები- დამშვიდდი ყველაფერი გამოვა, მენდე
-შეიშალე
-მე ყოველთვის ასეთი ვიყავი - ისევ აკოცა და შემდეგ შებრუნდა - მამა იქნებ საქმეზე გადავიდეთ ?
-რა საქმეზე - ანდრო უყურებდა წყვილს, მათეს ხელიც არ გამორჩენია ქეთოს წელზე რომ შემოხვეოდა , დის არეული მზერაც და ნელ-ნელა ებინდებოდა ბრაზისგან გონებას- ახალი თამაში წამოიწყე ?
-თამაში არა ... მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ მე და ქეთომ
-დემეტრე, ნინი ჩვენ წლებია უკვე მეგობრობა გვაკავშირებს , მაგრამ მათ შორის სულ მეტი იყო ...
-ვაკო სერიოზულად? აქ ამისთვის მოხვედი? გგონია ამათ ერთად ყოფნას დავუშვებთ?- დემეტრეს სიტყვის თქმა არ ადროვა ანდრომ. ფეხზე წამოიჭრა და ქეთოსკენ დაიძრა- ახლავე მოშორდი, მოსმენაც კი არ მინდა. შენ ჩემს დასთან მიახლოების უფლებას არ მოგცემ , ყელში ამომივიდა უკვე შენს უნიათობას სწირავ ყველას და ყველაფერს, მაგრამ ქეთო მსხვერპლი არ გახდება !
-ანდრო გთხოვ - ქეთო მათ შორის დადგა. მათე ისე მშვიდად უყურებდა კიდევ უფრო იწვევდა ბიჭს. ზუსტად იცოდა რაც ელოდა და არც კი ღელავდა - ისე არ არის როგორც გგონია
-ქეთო ნუ გამაგიჟებ ! გეყოს ... გამოფხიზლდი და ნუ მისცემ უფლებას დაგაჯეროს .მას არ შეუძლია შენი სიყვარული. რომ შესძლებოდა არ გაგიშვებდა და დროულად მიხვდებოდა ყველაფერს. ის ჯერ კიდევ გვანცაზე გიჟდება და ის გოგო რომ დაუბრუნდეს დარწმუნებული ვარ ფეხებში ჩაუვარდება - ხმამაღლა ლაპარაკობდა უმცროსი ახვლედიანი და თავს ვეღარ აკონტროლებდა . მათესაც შეეცვალა მზერა, ბოლო სიტყვებმა მთელი სხეული გაუყინა, თავის შეკავება გაუჭირდა, ცოტაც და აფეთქდებოდა
-შენ არაფერი იცი ... მე თავად გადავწყვეტ
-გეყოფათ ! ანდრო აქ მოდი ...ანდრო - დემეტრე ჯერ საერთოდ არ უყურებდა , მშიდად იჯდა ფიქრობდა და ხმას არ იღებდა
-მამა უთხარი გაჩერდეს , დაივიწყოს ეს სულელური აზრი
-ქეთო შენ მზად ხარ ამ ნაბიჯისთვის ? გგონია შეძლებ მოერიო ამ ქაოსს ? - შვიილს უყურებდა და შესაშური სიმშვიდით ელოდა პასუხს
-შევძლებთ , ერთად მე და მას ყველაფერი შეგვიძლია- მათე ჩაერთო და იისევ ჩაკიდა ხელი ახვლედიანის ქალს
-შევძლებთ ან სამუდამოდ დავასრულებთ , სხვა გზა არ არის- ქეთოც აფორიაქებული იყო, მაგრამ მაქსიმალური სიმტკიცით თქვა ბოლო სიტყვები .
-გამოდის დავნათესავდით კიდეც- ღრმად ამოისუნთქა და ვაკოს გაუსწორა მზერა. მარიამი ჩუმად იყო, არაფერს ამბობდა ნინიმ კი თითქმის გონება დაკარგა. როგორც ყოველთვის ემოციების კონტროლი გაუჭირდა, ერთადერთი ქალიშვილის ხელის სათხოვნელად იყვნენ თანაც ასე მოულოდნელად და თან ვინ ? მათე ვიბლიანი ...
-ღმერთო გვიშველე- ჩუმად ჩურჩულებდა და სახეზე ხელებს იფარებდა - ორივე გაგიჟდა . დემეტრე ნებას აძლევ ?
-გადაწყვეტილება მიღებული აქვს და რა გავაკეთო , პირველი პრობლემა მე შევუქმნა? ანდრო გინდა რომ მათი ქორწინების დასაწყისში პირველი ტკივილი შენ გამო მიიღოს ქეთომ? თუ ეს გინდა მაშინ უარი თქვი დაზე ან აქ მოდი და დაეხმარე ! მათემ შესანიშნავად იცის რას გავუკეთებ თუ ზღვარს გასცდება , თუმცა იმაზე მეტიც შემიძლია ვიდრე წარმოდგენა აქვს და ამაში ხელსაც არავინ შემიშლის - ზუსტად იცოდა რასაც ამბობდა და მიუხედავად ყველაფრისა მაინც არ აპირებდა ქალიშვილის მიტოვებას. ანდროც დანებდა , არავინ იყო ამ ამბით აღფრთოვანებული ამბავი ვრცელდებოდა და ყველა შოკირებული რჩებოდა.
ქორწილის სამზადისიც დაიწყო , ქეთოს უყვარდა მხიარული, ხალისიანი და ხალხმრავალი ქორწილები ამიტომ ვიწრო წრეზე თავიდანვე არ უფიქრიათ. ყველაფერი ისე ხდებოდა როგორც ახვლედიანს ჰქონდა ოცნებაში, ყველაზე მალულ, გულის სიღრმეშ გამოკეტილ ოცნებებს უსრულებდა ვიბლიანი და ბედნიერი იყო. არ ფიქრობდა მომავალ სირთულეებზე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდა ცხოვრებას და ტკბებოდა იმით რაც ჰქონდა. მათეც ბედნიერი იყო იმით რასაც აკეთებდა, ზუსტად იცოდა ქეთოს გემოვნება, სურვილები, შეხედულებები და არ უჭირდა სამზადისში ჩართვა. კმაყოფილი იყო იმით რასაც ხედავდა, ახვლედიანის ღიმილის დანახვისას თავადაც ეღიმებოდა.
-დრო ძალიან ჩქარა გადის... უფრო მარტივი მეგონა . იქნებ არ ღირდა ამ მასშტაბით და უბრალოდ ვიქორწინოთ მათე?- დაღლილი იყო და ისე საყვარლად წუწუნებდა ვიბლიანი სიცილს ვერ იკავებდა- რა გაცინებს - უცებ გაჩერდა და წარბები შეკრა
-შენ მაცინებ ... ასე უცებ ნებდები ფერია?ქორწილების ორგანიზატორს ადროვე თუ შენ ვერ ირჩევ , რა განერვიულებს ვერ ვხვდები . მთავარია რომ კარგად გავერთობით და ყველაზე, ყველაზე ლამაზი დედოფალი იქნები - მისი სახე ხელებში მოიქცია, შემდეგ თმაში შეუცურა თითები და ის იყო უნდა ეკოცნა ქეთო ხელიდან გამოეცალა . ორივე გაურბოდა თითქოს ამ შეხებას ,ქეთო ემოციურად ვერ უძლებდა . ლოყაზე კოცნით შემოიფარგლა და სახლისკენ გაიქცა
-ხვალ გნახავ ... გვიანია უკვე
-ისე მექცევი როგორც პატარა ბიჭს, ტეხავს ქეთევან!- სიცილით მიაძახა და თვალი გააყოლა მის მოძრაობას- ცუდი გოგო ხარ შენ !
-მიყვარხააარ - უკანსვლით მიდიოდა, იცინოდა და ბოლოს ჰაეროვანი კოცნაც გაუგზავნა სანამ თვალს მიეფარებოდა.
კლუბში წავიდა, ბიჭებთან დაჯდა და მაშინვე აიღო სავსე ჭიქა. ბოლომდე რომ დაცალა შემდეგ გაუღიმა ნათესავ-მეგობრებს და წარბები მაღლა აზიდა
-რაა არ მელოდით?
-ასე უცებ როგორ გალოთდდი შე ჩემა? - გეგამ ღრმად ჩაისუნთქა და მეგობარს სევდიანი მზერა მიაპყრო. მათ შორის სულ ერთი კვირა იყო სხვაობა, მათე იყო უფროსი შვიდი დღის შემდეგ კი გეგა დაიბადა. ერთად იზრდებოდნენ, სკოლაში ერტად დადიოდნენ, ფეხბურთის თამშიც ერთად დაიწყეს . გეგა ისევ თამაშობდა , ბოლო რამდენიმე წელი სამშობლოსგან შორს ყოფნა უწევდა, ახლაც რამდენიმე თვით იყო დაბრუნებული და ის ყველაზე მეტად განიცდიდა მათეს ცვლილებებს. მეგობარი დაკარგა, გაუცხოვდა ისე რომ ვერაფერი გააკეთა ამ პროცესის შესაჩერებლად. ახლა ისე გრძნობდა თავს მის გვერდით როგორც ნებისმიერი სხვა ნაცნობი . ბევრნი იყვნენ ირგვლივ, ყველა უყვარდა , მაგრამ მათე და გეგა ყოველთვის ერთი მთლიანობა იყვნენ მანამ სანამ გვანცას გამო არ იჩხუბეს. გეგას თავიდანვე არ მოსწოდა გოგო , თავი ვერ შეიკავა , სწორი გზა ვერ იპოვნა და დაკარგა კიდეც მათესთან კავშირი.
-ნიჭიერი ვარ...ამათგან განსხვავებით ბავშვობიდან დაწყება არ დამჭირდა
-ჩვენს საქმეს ხელს არ უშლის დალევა ...არც ღამის გართობა და საერთოდ განტვირთვის ერთდაერთი საქმეა- დაჩიმ უპასუხა და სავარძელს მიეყრდნო- იქნებ გეცადა შენც ბიზნეს სექტორში გადმონაცვლება
-სიძე მიხედავს რო რამე - თორნიკეს გახედა და ბიჭის ყურადღებაც მიიქცია- მარიამი სად არის? მარტო რომ დაგულაობ ჩემ დას რა რეაქცია აქვს?
-შენი დაც ერთობა თავის დაქალებთან ერთად ... ქეთოსაც დაურეკავდნენ სავარაუდოდ , მალე იქ იქნება
-ხოო? სად არიან , რას აღნიშნავენ?
-კეკელიძის დაბადებისდღეა ... რომელი დის ზუსტად არ ვიცი
-კეკელიძესთან არიან? - კიდევ ერთი ჭიქა დაცალა და ყელი აწევა უცებ . ნაცნობი გვარი, კარგად ნაცნობი ბიჭი და ძველი სიმპათიები ქეთოს მიმართ რომ ჰქონდა. მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდნენ ბაჩო კეკელიძე ყურებამდე შეყვარებული იყო ქეთოზე. საშინლად არ ესიამოვნა ეს ამბავი, ქეთოს მის გვერდით წარმოიდგენდა უკვე და ბრაზდებოდა- ესღა მაკლდა-ჩუმად თქვა და კიდვე ერთხელ გაავსო ჭიქა
-თაფლობის თვეს სად აპირებთ ?-ლაშამ ახალი თემა წამოჭრა, მაგრამ მათე უკვე გასული იყო თავისი ფიქრებით- შე ჩემა , ასე უცებ დათვერი?
-ქეთოს ზღვა უყვარს ამიტომ კუნძულზე წავალთ ... ორი კვირით . შემდეგ გეგმები აქვს და ახალ წლამდე უნდა მოასწროს - ინსტიქტურად უპასუხა და თვალები დახუჭა . ხმაური, განათებები და სასმელი ერთად მოქმედებდა. მოწევა უნდოდა, მაგრამ იქ არ შეეძლო გასვლაც საშინლად ეზარებოდა. სიგარეტის ღერს თითებში ატრიალებდა და ბიჭების სიტყვები შორიდან ესმოდა.
-შენთან ლაპარაკი მინდა - გეგას ხმა გაიგო და მისკენ გაიხედა
-რაზე
-დავიჯერო ამდენი ხნის შემდეგ სალაპარაკო არ გვაქვს?
-რა არის უნდა მეჭორაო ?- ირონიულად ჩაიცინა და ბიჭს უარესად გაუფუჭა განწყობა
-ისევ ისეთი ხარ ... მის დატოვებულ შხამს შენ ვეღარ მოიშორებ და ქეთოსაც მოწამლავ
-ქეთოსთან ჩემი დამოკიდებულება შენ მაინც უნდა იცოდე
-ეგ ადრე იყო...საკუთარი თავი დაკარგე და ქეთოსაც დაკარგავ ბოლოს
-ასწორებს, ყველა ჩვენი ქორწილის წინააღმდეგაა. ქალი ვერ მიპოვნია ვინც მოგეწონებათ - გაიცინა და ფეხზე წამოდგა
-სად მიდიხარ
-ვიცეკვებ , არ შეიძლება?- სიტყვა მიუგდო და მოცეკვავე გოგონასკენ დაიძრა. ზურგიდან აეკრო, ბნელ დარბაზში ერთმანეთში არეული სხეულები და მუსიკის ჰანგები იყო ყველგან. გოგოს წინააღმდეგობა არ გაუწევია, უფრო მეტად მიებჯინა მკვრივი საჯდომით და ხელები ყელზე შემოხვია. ცდილობდა განტვირთვას, ცდილობდა მთელი ძალით , მაგრამ არ გამოსდიოდა. გოგო მისკენ რომ შებრუნდა და კოცნა სცადა იმ წამსაც ქეთოს ხედავდა კეკელიძის გვერდით , სისიხლი უდუღდა სიბრაზისგან. წამებში მოშორდა აღგზნებულ ქალს და სირბილით დატოვა შენობა.
კეკელიძეების სახლიში ხალხმრავლობა იყო, დიდი წვეულება მოეწყოთ პრინცესას დაბადების დღის აღსანიშნად . ეზოში იყვნენ ყველანი, მაგიდები დაედგათ ათასფრად მოერთოთ ყველაფერი , დიჯეიც მოეწვიათ, ბენდიც უკრავდა და ნამდვილი წვეულება ჰქონდათ გამართული. სიცილის ხმა ერეოდა მუსიკას, წვეულება დიდი ხნის დაწყებული იყო უკვე და ძირითადად ყველა ნასვამი გახლდათ . ერთი შეხედვითაც ჩანდა ახალგაზრდების მოქმედება იმდენად თავისუფალი იყო. უმცროსი კეკელიძე 18 წლის გახდა და იქ შეკრებილი საზოგადოებაც ამავე ასაკის ახალგაზრდებით იყო შექმნილი, თუმცა მათი წრიდანაც იყვნენ ნაცნობები. მათეს გამოჩენა უყურადღებოდ ვერ დარჩებოდა, როგორც კი შეაბიჯა ტერიტორიაზე მაშინვე გამოჩნდნენ ნაცნობები, დაიწყო მოკითხვები და ქეთოც არსად ჩანდა. შორიდან დაინახა მარიამი , ლიზა და ელენა , მაგრამ ახვლედიანი არ ჩანდა.
-მათეე როგორ ხარ ძვირფასოო?- ელენა მოეხვია დ ალოყაზე ხმაურით აკოცა- აქ არ გელოდით. ქეთომ გვითხრა ცოტა ხნის წინ წავიდა ჩემგანოო
-ქეთო სად არის?
-სახლში შევიდა, წვენი გადაესხა კაბაზე და
-კარგი - აღარ მოუსმენია მარიამისთვის ისე დაიძრა სახლისაკენ. იქ შედარებით სიმშვიდე იყო, მაგრამ მოსამსახურე პერსონალი მოძრაობდა . რამდნეიმე სტუმარსაც მოეკალათებინა მისაღებში .
-უკაცრავად სააბაზანო სად არის?
-პირველ სართულზე ჩაკეტილია...მეორეზე უნდა აბრძანდეთ დერეფნის ბოლოშია - მიმტანმა ხელით ანიშნა და უცებ დაიძრა სამზარეულოსკენ.
უცნაური შეგრძნება ჰქონდა, შინაგანი შფოთვა რომელსაც ვერ იმორჩილებდა. კიბე თითქმის სირბილით აიარა და გრძელ დერეფანს გაუყვა . ნაცნობი ხმა მალევე გაიგო , სვლა შეანელა მოსმენა დაიწყო
-გამატარე ბაჩო , საუბრის გაგრძელების სურვილი არ მაქვს
-როგორც ყოველთვის სიმკაცრეს იჩენთ ჩემს მიმართ ქალბატონო ახვლედიანო... აი რამდენი წელი გავიდა? რამდენი აღარც კი მახსოვს - ხმაზეც ემჩნეოდა მთვრალი რომ იყო და იმდენად გამაღიზიანებელი ჩანდა ქეთო უკვე მოთმინებას კარგავდა. მათე კი ისევ იდგა , წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ არ მიდიოდა , რატომ დროულად არ წაიყვანდა იქედან ქეთოს -რა იქნება ბოლოს და ბოლოს ადამიანურად მაინც რომ დამელაპარაკო? ხო არ შეგჭამ არა? დიდი სიამოვნებით დაგაგემოვნებდი, მაგრამ შენ იმდენად უგემოვნო აღმოჩნდი ის ს.რი შეგიყვარდა
-გეყოფა ! გამატარე . გამეცალე სანამ მოთმიენაბას არ დავკარგავ ... გეფიცები თუ არ გაიწევი
-თუ არ გავიწევი რა ...აი უფრო რომ მოგიახლოვდი რა მოხდება. მე ხომ არაფერს ვაშავებ არა? რას ვამბობდი ? შენს ახლადგამომცხვარ საქმროზე ვსაუბრობდით ... არ გიტყდება ახლა რომ მოჰყავხარ ცოლად? გვანცა ისეთი ქალია მას მერე აზრზე არ ვარ შენზე როგორ გადმოერთვება ... მეცოდები გეფიცები . ზუსტად ვიცი უბედური იქნები და გული მტკივა , საშინლად მტკივა ქეთი
-საერთოდ არ მაინტერესებს შენი ტკივილი, დამოკიდებულება და აზრი ჩემს პირად ცხოვრებაზე. შენ ერთი უბრალო ნაცნობი ხარ რომელსაც უფლება არ აქვს ჩემზე, ჩემს საყვარელ ადამიანზე და ჩვენს ურთიერთობაზე ისაუბროს !
-ღვთაებრივი ქალი ხარ -კედელთან მიიმწყვდია და თითები სახეზე შეახო
-ხელები მომაშორე- თვალებშ ცეცხლი ენთო ახვლედიანს, აქამდე თუ მშვიდად ყოფნას ახერხებდა უკვე თავიც დაიხსნა და როგორც კი გათავისუფლდა სივრცე მაშინვე უკან დაიხია- ღვთაებრივი ვარ , მაგრამ მხოლოდ ღმერთისთვის და არა შენნაირებისთვის , სხვის საკუთრებებს რომ ეხებიან.
მათე იქვე ერთ-ერთ საძინებელში შევიდა და ქეთომ როგორც კი გაიარა მაშინვე გარეთ გამოვიდა. ადრენალინის მოჭარბებას გრძNობდა, საოცარ კმაყოფილებას და სულიერ სიმშვიდეს. ჟინს რომელიც სულ უფრო და უფრო იმატებდა. წინ გადაეღობა გრძნობებაშლილ რაინდს და ამჯერად თავად გადაუღობა ვიწრო დერეფანი კეკელიძეს
-მათე ?
-გახსოვარ შე მართლა ს.რო ? მეგონა აღარ გახსოვდა ვინ ვარ და იმიტომ ტლიკინებდი ამდენს, იმიტომ ატრიალებდი ამ ხელებს ... აწუხებდი იმას ვინც ჩემია , იყო და იქნება ყოველთვის ! - ისე უცებ წვდა ბიჭს ყელში თავისზე ოდნავ მაღალიც კი ძლივს შეეწინააღმდეგა- ახლა რომ დაგახრჩო ხომ ხარ ღირსი შე ნაბ.ზარო. მე შენ რამდენი წლის წინ გითხარი ქეთოსთან ახლოს არ დაგინახოთქო
-ჩემს სახლში მიპირებ ცემას?
-მე ხომ კარგი ბიჭი აღარ ვარ , სად ვართ - გაიცინა და თავი ისე დაარტყა ბიჭს ცხვირი გაუტეხა. ხმამაღლა იღრიალა და სისხლში მოსვრილმა ხელები ცხვირზე მიიფარა-არ მეყო ... არადა მეგონა მეყოფოდა
-შენი დედაც ცხვირი გამიტეხე - ბიჭმა დანებება არ არჩია და მუშტი მოუქნია , თუმცა მათემ აცილება მოახერხა. კეკელიძე ზედმეტად მთვრალი იყო თავისი ძალების გამოსავლენად. ვიბლიანმა ამჯერად გაშლილი ხელი უთავაზა იმდენად მტკივნეულად რომ ბიჭს თითქმის დაუბინდა გონება . შემდეგ ხმაური გავრცელდა სახლში და დიდ აურზაურს მოერიდა. ისევ ქეთოზე იფიქრა ,თორემ მის სახელს ტალახი ისედაც არ აკლდა
-ქეთოს რომ მიუახლოვდე მესამედ უკვე დედიკოც ვერ გიცნობს. ახლა ჩაყლაპე ეგ დამპალი ენა და ნუ გაბ.ზდები თორემ შენს საყვარელ დებთან , სტუმრებთან და ყველასთან შერცხვები. ტეხავს, ძაან ტეხავს კეკელ
-
კედელთან ჩაკეცილის ხმა ესმოდა, მაგრამ მშვიდად მიდიოდა. ხელები ჯიბეებში ჩაიწყოო, ღიღინით ჩაირბინა კიბე და ეზოში გავიდა. ქეთო გასასვლელისკენ მიდიოდა, ყველას აუარა გვერდი და მისკენ გაიქცა. ხელები გზაში გაიწმინდა და როგორც კი დაეწია მაშინვე წელზე მოეხვია
-პატარაავ ძლივს გიპოვნე...სადღაც ავცდით ეტყობა- ყელში აკოცა და გაოგნებულ გოგოს მეამიტური ღიმილი შეაგება- გოგონებმა არ გითხრეს რომ გეძებდი?
-მეძებდი? მე ... მოვიწყინე და სახლში წასვლა გადავწყვიტე. დავიღალე დღეს ხომ იცი ...აქ საიდან გაჩნდი?
-მითხრეს შენი ფერია კეკელიძეებთან ერთობაო და ვიფიქრე ბევრი რომ დალიოს სახლში წავიყვან -თქო იღიმოდა , თვალები უბრჭყვიალებდა და მონოტორულად კოცნიდა ლოყაზე- ჩემო საყვარელო , ვგიჟდები შენზე იცი?
-მათეე , მთვრალი ხარ ?- ეჭვის თვალით შეხედა და ტუჩები უცნაურად დაბრიცა- საჭესთან ნასვამი რატომ ჯდები?
-ჩემი წესიერი გოგოო, კანონებს ვაფშე არ არღვევ ხო?
-კანონი არაფერ შუაშია, მე შენზე ვდარდობ ...
-ჩემზე თუ დარდობ , მაშინ შენ წამიყვანე სახლში- მძღოლის მხარეს გაუღო კარი და გაუღიმა- რა? მე არ გასწავლე ტარება? კი შენი ძმა იბრალებს , მაგრამ მე ვიყავი გლავნი რეპეტიტორი
-ასეთ კარგ ხასიათზე რატომ ხარ?- საჭესთან დაჯდა და უკვე გვერდით მჯდომ ბიჭს გახედა. მანქანაც დაძრა და ფრთხილად გავიდა გზაზე
-მიხარია რომ მყავხარ
-ასეთი რა დალიე, სიყვარულის ელექსრი გაურიეს?- მთელს სხეულში ტალრებად უვლიდა ჟრუანტელი მისი მზერის შეგრძნებისას, ასე ახლოს იყო თავად და მისი სურნელიც. თავი ისევ ზღაპარში ეგონა და ბედნიერებისგან გულს ვეღარ იმორჩილებდა. სრულიად გადაეშვა ამ ამბავში და უკან გამოსასვლელი გზად გადაკეტა. უყვარდა? არა ეს მეტი იყო, ბევრად ძლიერი და საშიში გრძNობა რომელიც აუცილებლად აზღვევინებდა ამდენი ბედნიერებისთვის , მაგრამ მზად იყო, ყველაფრისთვის მზად იყო ოღონდ მათესთან ყოფილიყო, მისით დამტკბარიყო.
-მე შენ დაბადების პირველი წამიდან მიყვარხარ, პროსტა შენ იმდენად მაღმერთებ რომ ჩემი სიყვარული ცოტა ჩანს - თვალს არ აშორებდა საჭესთან მჯდომ ქალს და გულწრფელად ამბობდა ყველა სიტყვას. ორი კაცი ებრძოდა ერთმანეთს ვიბლიანის სხეულში, ორივე თანმიმდევრულად, ქაოსურად გამოხატავდა საკუთარ თავს და მაინც ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო ქეთო. ბნელი ნაწილი მისით ნათდდებოდა, ნათელი კი თავად ქეთო იყო.
...........
ქორწილის წინა ღამე იყო დედამიწაზე დაშვების დღე. სულ რამდენიმე საათი ჰქონდათ დარჩენილი და ემოციებმაც პიკს მიაღწიეს. დამშვიდებას ვერ ახერხებდნენ, ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო , ერთობოდნენ , მხიარულობდნენ , მაგრამ მარტო დარჩენილები ქაოსის პირისპირ დარჩნენ.
ვიბლიანი ეზოში იჯდა და ეწეოდა ვაკო რომ მიუჯდა გვერდით. მამა შვილს განსხვავებული ხასიათი და მსგავსი გარეგნობა ჰქონდათ. ორივე ეწეოდა და ჩუმად უყურებდა ვარსკვლავებით სავსე ცას, ნელ-ნელა რომ ეპარებოდა მზის სინათლე.
-უნდა მითხრა რომ დემეტრეს დაასწრებ ჩემს წამებას თუ ქეთოს გულს ვატკენ?-დუმილი თავად დაარღვია და მამას მზერა გაუსწორა
-მე დედაშენი დამასწრებს ასე რომ ამის თქმას არ ვაპირებდი ... შენ იცი ჩვენი ქორწინების ამბავი და მე არ მიმაჩნია წარმოუდგენლად თქვენი მშვიდი თანაცხოვრება , მაგრამ არ ვიცი რამდენად მოერევი ცდუნებებს
-გგონია ვუღალატებ?
-მას არა ... საერთოდ კაცები როდესაც სხვა ქალთან მიდიან საკუთარ თავს და ღირსებას ღალატობენ. ეგეც არაფერ შუაშია შენ ვერ ერევი მავნე ჩვევებსა და სურვილებს. საკუთარ თავს ებრძვი , ჯერ უნდა იცოდე რა გინდა თავად რომ შემდეგ იფიქრო ქეთოსთან ურთიერთობაზე ...
-მე ხომ ვიცი რაც მინდა
-მაინც რა , რაში ხარ დარწმუნებული შვილო
-ასე ნუ ღელავ მამა , ამჯერად გონებას მივყვები და არა ვნებას
-23 წელი ერთად გაატერთ შენ და ქეთომ ... მიუხედავად იმისა რომ ერთად არ იწექით და-ძმასავით მაინც შეგეძლო მასში ქალის დანახვა . ნუთუ მთელი ეს დრო არ იყო საკმარისი და ახლა დაინახავ მასში ცოლს . იქნებ იმდენად გიყვარს შენი ფერია ,რომ მასში ცოლის ძიება არ გამოგივიდეს . ასე დაკარგავ სულის ნაწილს ... ღირს ეს სტატუსი ამად ? ქეთო ხომ ისედაც იქნებოდა შენს გვერდით
-სამ წლიანი განშორების შემდეგ ვხედავ ნაცნობ ქალს ,უცნობი შეგრძნებებით ასე რომ მგონი შევძლებ ჩვენი ცოლ-ქმრობა სრულყოფილი გახდეს
-შენ თუ ამ არჩევანს მიჰყვები , დარწმუნებული ვარ რომ იგრძნობ ნამდვილი სიყვარულის ძალას და მე ძალიან მინდა შედგეს თქვენი ამბავი ... ახლა თუ არ დაიძინებ დედოფალი იბრწყინებს შენ კი წითელი თვალებით იქნები მის გვერდით - მხარზე ხელით შეეხო და შემდეგ დატოვა.
სულ რამდენიმე საათით ეძინა ქეთოსაც , შინაგან ღელვას ვერ იქრობდა. თხოვდებოდა საყვარელ კაცზე , რომელთან ერთად ბრძოლა უნდა დაეწყო ბედნიერებისთვის. მასში არსებული მორცხვი ქალიც იღვიძებდა ყველაფერთან ერთად და ათასი ფიქრი აწუხებდა. საწოლში ტრიალებდა მობილურის ხმა რომ გაიგო და მათეს ფოტოს დანახვისას გულისცემა აუჩქარდა , ყველაფერ საშინებელას ელოდა სანამ მისი ხმა გაიგო
-ფერია , ვიცი რომ შენც ვერ დაიძინე
-ვცდილობ , მაგრამ ვერ ვისვენებ
-ხვალ ამ დროს უკვე ჩემს გვერდით იქნები , ჩემს მკლავებში- ზუსტად იცოდა ვიბლიანმა რა სჭირდებოდა ქალს დასამშვიდებლად. მაშინვე ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში და თვალებიც მინაბა
-ხვალ ჩემი ქმარი იქნები ,მათე
-შენ კი ჩემი ქალი
-არ მიყვარს ეგ ფრაზა ხომ იცი - წარბები შეკრა და მათეს გაღიმებაც მოახერხა
-ფაქტის კონსტანტირებააა , სხვა არაფერი
-დავიძინოთ , თორემ ხვალ ვერ გავიღვიძებ აღარც შენი ცოლი ვიქნები და ვერც შენი ქალი
-დაიძინე ფერია , მშვიდად და ტკბილად წინ დიდი დღე გველის
-მიყვარხარ - საპასუხოდ არაფერი გაუგია ,მხოლოდ მათეს სუნთქვა ესმოდა და ნელ-ნელა ეშვებოდა სიზმრების სამყაროში.
................
ქორწილი
ერთი დიდი, ხანგრძლივი , ემოციური დღე რომელიც სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში . პირველი წამიდან როდესაც მზადებას იწყებ ერთვები ქსელში , მიჰყვები ნაბიჯ-ნაბიჯ ბედნიერების ბილიკებს. როდესაც ყველაფერი ზღაპარს ჰგავს, შენს გვერდით არის კაცი რომელზეც ოცნებასაც ვერ ბედავდი და ის ყველაფერს აკეთებს შენი ღიმილისთვის გულიც გაორმაგებულად ძგერს. ადრენალინის შეგრძნება , მუხტი რომელიც ყოველ ახალ ნაბიჯზე იმატებს. როდესაც საკუთარ თავს სარკეში უყურებ , მოგწონს და ელი მის რეაქციას. მისკენ მიდიხარ, უყურებ მის თვალებს რომლებშიც ვარსკვლავებს ხედავ . ისმენ კომპლიმენტებს, ყველა შენს ირგვლივ მონუსხული შემოგყურებს და შენ მაინც იმ ერთის მზერაში იკარგები, მხოლოდ მისი ხმა გესმის, მის შეხებას გრძნობ . ჯვრისწერისას ორივე ერთნაირად ღელავდა, მათეც პირველად იდგა ტაძარში და ღვთის წინაშე , ჯვარს იწერდა ქალზე რომელიც ნამდვილად უყვარდა , უყვარდა ,მაგრამ არა საკმარისად. ტაძრიდან გამოსვლისას ემოციებმა ზედა ზღვარს მიაღწიეს , თვალები აემღვრა ცოტაც და იტირებდა მათეს რომ არ მოექცია მკლავებში. ერთმანეთს ამშვიდებდნენ, გრძნობდნენ და ტკივილს უყუჩებდნენ . ხელისმოწერაზე უკვე სხვა მუხტი ჰქონდათ , მათე აშკარად მხიარულად იყო მოწმობას აფრიალებდა და ყველა ფოტოში გაბრწყინებული მზერით უცქერდა ქეთოს.
დრო სწრაფად გავიდა , მაგრამ მაინც არ წყდებოდა წინ კიდევ ბევრი საფეხური იყო. რესტორანში შესვლის წამიდან დაიწყო ცეკვები, სიმღერა, კონცერტს ჰგავდა ყველაფერი და თან არაფერი იყო დადგმული . ეს უკვე ნიჭიერი ნათესავ-მეგობრების დამსახურება იყო. ყველა ღელავდა , მაგრამ წყვილის დანახვა ამშვიდებდათ. განსაკუთრებით ახვლედიანები და ვიბლიანები ნერვიულობდნენ. ყველაფერს ისე აკვირდებოდნენ თითქოს ნაღმზე იდგნენ და სულ ცოტა ხანშიერთი აფეთქებით დასრულდებოდა მათი ამბავი.
დაღლილი იყო, წესით ძალა აღარ უნდა ჰქონოდა, მაგრამ მაინც მოხდენილად არხევდა სხეულს. ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ მოაშორებდით. იცინოდა , გოგონებთან ერთად ცეკვავდა მელოდია ისევ რომ შეიცვალა და მათეს მკლავებში აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ დამშვიდდა ყველა, გულმაც ნელ-ნელა დაიწყო მშვიდად მუშაობა
-ფერიავ , წარმოუდგენლად ლამაზი ხარ ... ღვთაებრივი - რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლი უკვე მიღებული ჰქონდა და კიდევ უფრო კარგ განწყობაზე იყო. ტუჩები ყბაზე მიაკრო და ყელისკენ გადაინაცვლა
-მადლობა - მკლავები ყელზე მოხვია და თავი მკერდზე მიადო. ნელა ყვებოდნენ მელოდიის რიტმს ქეთო კი მათეს გულისცემას უსმენდა- მადლობა რომ ეს დღე მაჩუქე ... ჩემ გამო ყველაფერი გააკეთე
-ხომ იცი , მეც მიყვარს მათთან ერთად გართობა . ჩემი ცეკვის ნიჭის შესახებ მოგეხსენებათ ქალბატონო ქეთევან
-მე ხომ ვიცი ,როგორი რთული იყო...ყოველდღე ველოდი რომ უარს იტყოდი
-შენ ბოლომდე მაინც არ მიცნობ, მაგრამ მთელი ცხოვრება გვაქვს წინ ჩვენი დამალული ნაწილის შესაცნობად
-მე რომ არ მაქვს დამალული ნაწილი?
-დარწმუნებული ხარ რომ მე ყველაფერს ვიცნობ?-ყურში ჩურჩულით ესაუბრებოდა და იქვე უტოვებდა კოცნის კვალს-მე კი მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი , საინტერესო და მეგობრისთვის არამისაწვდომი
-მათეეე- მაკიაჟი რომ არა აუცილებლად დაეტყობოდა სიწითლე. ვიბლიანი კი მაინც გრძნობდა მის ემოციებს და კარგადაც ხალისობდა.
-ჩემო პატარავ -კიდევ უფრო ძლიერად მოხვია მკლავები და მისი სიახლოვით დამშვიდებულმა განაგრძო ცეკვა.

..........
აივანზე იდგა , ეწეოდა და შორიდან ადევნებდა თვალს მოცეკვავე წყვილებს. ქეთო ვაკოსთან ცეკვავდა , გაეღიმა მათი დანახვისას . წამით ქალაქის ხედზე გადაიტანა მზერა და შემდეგ ისევ ქეთოს მიუბრუნდა. არ უნდოდა სევდას დანებებოდა რომელიც ნელ-ნელა ერეოდა , ცდილობდა ბრძოლას, მაგრამ შინაგანი ბედნიერება იმაზე ნაკლები იყო ვიდრე გამოხატავდა.
-მათე ხომ ? - უცნობი ბიჭი მივიდა , ვერც კი მიხვდა როდის მიუახლოვდა ან საიდან გაჩნდა- ეს წერილი თქვენთვისაა ... - კონვერტი ხელში მიაჩეჩა და სწრაფად აქცია ზურგი .
-მორიგი ბარათი... - ჩუმად ჩაილაპარაკა , სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და ფერადი კონვერტი სწრაფად გახსნა. წერილი საკმაოდ დიდი იყო , ნაწერის დანახვისას წამსვე იცნო ხელწერა და გულისცემა შეუნელდა- შენი დედაც - შუბლი დაენამა , სიგარეტის ღერი მოისროლა და აკანკალებულ ხელებში მოქცეულ ფურცელს დაბინდული მზერა შევალო - შენი დედაც ვეკუა
„გილოცავ პატარავ „გაბედნიერებას“
შენი უფერული ცხოვრების , ყველაზე მოსაწყენ ქმნილებას დაუკავშირე ბედი ...ვერაფერს ვიტყვი . საუკეთესო მეგობრებს მხოლოდ ს.ქსი გაკლდათ და როგორც იქნა ოცნებას აისრულებს შენი ფერია ქეთრინი. ალბათ ძალიან ბედნიერია და ჰგონია ,რომ თავს შეგაყვარებს. მე და შენ ხომ ვიცით რაც გჭირდება კმაყოფილებისთვის ის ვერასდროს მოგცემს ,ზედმეტად წესიერია ამისთვის.
ისე არ ტეხავს საუკეთესო მეგობართან ქორწინება?
არ ვიცი
დაე ვცდებოდე პატარავ
მომენატრე იცი? უშენოდ მოვიწყინე თითქოს , მაგრამ უკვე დაკავებული კაცი ხარ
კარგი გოგოს კარგი ქმარი უნდა იყო დღეიდან არა?
შენც გეცინება ხომ? აღიარე , ძალიან სასაცილო გადაწყვეტილება მიიღე სასოწარკვეთილების ჟამს . არ ღირდა ქორწინება ჩემთვის იმის დასამტკიცებლად რომ დამივიწყე . ჩვენ ხომ ორივემ კარგად ვიცით ,რომ ჩემ ადგილს ვერავინ დაიკავებს
გკოცნი პატარავ, კარგ გართობას გისურვებ ქორწინებაში „
მთლიანად დაიმსხვრა მათე რომელიც ასე ებრძოდა ვიბლიანში ჩასახლებულ უცნობ კაცს. გვანცას ისევ ხედავდა, ისევ ესმოდა მისი ხმა და ისე უნდოდა იმ წამს მასთან ყოფნა საკუთარი თავი კიდევ უფრო მეტად შეიძულა. ეზიზღებოდა ეს შეგრძნება, ყველაფერი რაც ამ ქალს უკავშირდებოდა, მაგრამ იმდენად იყო ამსზე მიჯაჭვული თავიდან ვერ იშორებდა. შხამივით იყო რომელსაც ორგანიზმიდან ვერ დევნიდა. თავი ასტკივდა, მთელი სხეული დაეჭიმა და ნორმალურად სუნთქვაც აღარ შეეძლო. წერილი სწრაფად ჩაიდო პიჯაკის ჯიბეში და შენობაში დაბრუნდა.
რამდენიმე წუთში ალკოჰოლის დასაშვებ ნორმას გადააჭარბა, ყველა ცეკვავდა, ერთობოდა , მშვიდად იყვნენ მათეს იმდღევანდელი ქცევის გამო ახლა კი ვიბლიანი ძველ სახეს იბრუნებდა და ამას ვერავინ ამჩნევდა. მზერა დაბინდული უყურებდა ქეთოს რომელიც ბრბოს შუაში მოექცია და ისიც მოხდენილად არხევდა სხეულს. ხორბლისფერ მკლავებს ჰაერში ამოძრავებდა , იცინოდა და მწვანე თვალებიც უნათებდა. ვიბლიანი სიბნელეში იდგა, სავსე ჭიქით ხელში და ვერაფერს გრძნობდა ვნების გარდა , ცეცხლის რომელიც შიგნიდან წვავდა როგორმე უნდა ჩაექრო . მისი ერთი ნაწილი, ნათელი მხარე წერტილად იქცა სიბნელემ დაიკავა მთელი სივრცე და მართვის სადავეებიც ხელში ჩაიგდო.
-ჩვენი წასვლის დროა - ქეთოს ხელი ჩაკიდა და თავისკენ მიიზიდა
-უკვე ? - იღიმოდა სანამ მათეს მზერა არ დაინახა. წამსვე იგრძNო ცვლილება, ბოლომდე ვერ ხვდებოდა , იცოდა რომ ყველაფერი შეიცვალა- მათე ... რამე მოხდა?
-რა უნდა მომხდარიყო...გვიანია უკვე . გართობას სხვა დროსაც შევძლებთ . დროა ჩემს ცოლთან მარტო დავრჩე - ტუჩები ვნებით დაუკოცნა და შემდგე ისე წაიყვანა იქედან თითქოს რაღაც ნივთი იყო.
-დალიე თუ მეჩვენება?
-არ გეჩვენება ...
-იცი, ძალიან ჩქარა ატარებ და იქნებ მე დამსვა . სახლამდე ჯერ კიდევ შორია
-გგონია ისეთი მთვრალი ვარ რომ მანქანის მართვა არ შემიძლია?
-დამღლელი დღე იყო და სასმელიც უფრო იმოქმედებდა ესაა და ეს
-მალე მივალთ , დამშვიდდი -პიჯაკი გაიხადა და უკანა სავარძელზე დააგდო . გზა თითქმის ცარიელი იყო , გარედან შემოსული გრილი ქარი კიდევ უფრო მეტად მუხტავდა ვიბლიანს. ქეთო კი სრულ გაურკვევლობაში იყო, აშკარად ვერ ხვდებოდა რა იყო მოსალოდნელი მათესგან, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა.
სახლში იყვნენ, იქ სადაც მათი თანაცხოვრების პირველი ღამე უნდა ყოფილიყო დასაწყისი მრავალწლიანი ურთიერთობის. ხელის ერთი მარტივი მოძრაობით გაანათა მთელი სახლი ვიბლიანმა და ქეთო მოულოდნელად აიყვანა ხელში . ქალის მსუბუქ წამოკივლებას ყურადღება არ მიაქცია, გონზე არც იყო მხოლოდ ინსტიქტს მიჰყვებოდა და ქეთოზეც მოქმედებდა
-ესეც ჩვენი სახლი ... ვინ წარმოიდგენდა რომ ასე განვითარდებოდა ჩვენი მეგობრობა- საძინებელში შეიყვანა და იატაკზე როგორც კი დასვა მაშინვე თავისკენ მიიზიდა
-მგონი სჯობს შხაპი მიიღო და დაიძინო... ხვალ მივფრინავთ და ენერგია
-ჩშშ... ამდენი რისთვის ვიწვალეთ ? ქორწილი სრულიად იდელაური უნდა იყოს , დასამახსოვრებელი შენთვის . ბოლოს და ბოლოს პირველი და უკანასკნელია - თითები თმაში შეუცურა და მოხერხებულად დაიწყო სარჭების მოშორება- მოდუნდი და ისიამოვნე
-მათე ასე ნუ იქცევი
-როგორ ასე - ლოყაზე აკოცა და ყელისკენ გადაინაცვლა , თან თმას უთავისფლებდა. იმდენად დახვეწილი ვარცხნილობა ჰქონდა მალევე დაასრულა და მუჭში მოიქცია ქეთოს ყავისფერი თმა- წარმოუდგენელია 23 წელი სად ჯანდაბაში ვიყურებოდი- თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებოდა. თითები კაბის ელვას შეახო და ზურგი სულ მთლად გაუშიშვლა. თითებით ხერხემალზე ეხებოდა, ნეკნებზე გადადიოდა ,,ისე თითქოს როიალზე უკრავდა და ქეთოს აზროვნების უნარს ართმევდა . შესანიშნავად იცოდა ვიბლიანმა როგორ უნდა ემართა ქალი, თუნდაც ეს ქეთო ყოფილიყო. ტუჩებით კაბის ჭრილამდე მიაღწია , ნელა დაიხარა და წვივებზე შეახო თითები ,ეფერებოდა ფეხსაცმელი მოაშორა და თავადაც გაიხადა. გრძნობდა როგორ თრთოდა ქალის სხეული და კიდევ უფრო ემატებოდა ჟინი. პერანგის ღილების გახსნა რომ დაიწყო ახვლედიანმა ნაბიჯი უკან გადადგა. მწვანეები სულ დანისულული ჰქონდა
-მე ... მაკიაჟს მოვიშორებ - მათე იღიმოდა ის კი სწრაფად მიაბიჯებდა შიშველი ტერფებით ცივ იატაკზე. კარი როგორც კი მიხურა მაშინვე მიეყრდნო და მკერდზე ხელი მიიდო. კაბის ელვა ისევ ასწია სადამდეც შეძლო და სარკის წინ დადგა. ონკანი აკანკალებული თითებით მოუშვა და ხელები შეუშვირა,თითქოს ეს უშველიდა. თვალები დახუჭული ჰქონდა, მაკიაჟს იშორებდა , თმა მაღლა ჰქონდა შეკრული . ბოლოს წყალიც შეისხა და თვალები რომ გაახილა მათე ზურგს უკან ედგა ,სარკეში მის ანარეკლს ხედავდა შემდეგ ტუჩები ყელზე შეეხო , კაბა ნელ-ნელა შორდებოდა მხრებს და გასაგიჟებელი ნელი ტემპით მიიწევდა ქვემოთ . ტუჩები გათავისუფლებულ სხეულს მიუყვებოდა, სარკეში ხედავდა საკუთარ თავს და მკერდიდან წამოსულ ხმებს ვეღარ აკონტროლებდა. უხერხულობის შეგრძნება ჭკუიდან შლიდა, მაგრამ სიამოვნებას ვერ გაურბოდა. წარმოუდგენლად აბნევდა ვიბლიანი საერთოდ განუსაზღვრელი იყო მისი ქმედებები ქეთო კი უბრალოდ ტკბებოდა მისი თითოეული შეხებით. ხელი მუცელზე შეუცურა და იატაკზე დავარდნილ კაბას მოაშორა,,თავისკენ შეაბრუნა , საბოლოოდ გააშიშვლა ქეთო . ვეღარ უძლებდა მის მზერას, თვალები დახუჭა და ქვედა ტუჩს კბილებით წაეტანა. მკლავები ინსტიტურად შემოხვია ვიბლიანს და მისი სუნთქვა სახეზე იგრძნო
-თვალები გაახილე ... შემომხედე ქეთო - თითები ფეხებსშორის ჩააცურა და ახვლედიანის არეულ თვალებს გაუსწორა მზერა - ნუ გრცხვენია ... შენ ჩემი ხარ
-გთხოვ...მათე - გამშრალი პირიდან სიტყვებს ძლივს ისროდა. ტუჩები გაილოკა და წყლის ხმა რომ გაიგო სრულიად აირია - შენ რა აპირებ ...აპირებ იქ მე ხომ იცი მათე მე
-შენ ჩემ სხეულს უნდა შეეჩვიო ... მე ხომ მთვრალი ვარ და უნდა გამოვფხიზლდე- იღიმოდა და ისე ესაუბრებოდა . თვალის დახამხამებაში სრულიად შიშველი იდგა ქალის წინ ცხელი წყლის ქვეშ, წყლის წვეთებს მიუყვებოდა თითებით
-ასე შევიშლები - თითები თმაში შეუცურა და ტუჩებზე წაეტანა. ვნებიანად კოცნიდა, სხეულზე იკრავდა და თითებს მთელს სხეულზე დაატარებდა -მათეე
-მოდუნდი და ინსტიქტს მიჰყევი ... მიდი პატარავ მე შენი მეგობარი არ ვარ ქმარი ვარ . გააცოცხლე წლების განმავლობაში დაგროვილი ფანტაზიები
-მე არ ..არ ვფიქრობდი ამაზე
-ტყუი -თითები მტკივნეულად მოუჭირა და უცეშად აკოცა-შენი აკრძალული სიყვარული წინ გყავს ,დატკბი, ისიამოვნე , გაბედნიერდი- სიტყვებს პაუზებით ამბობდა კოცნებს შორის . რამდენიმე წუთის შემდეგ საძინებლისკენ მიჰყავდა ახვლედიანი.
გამოფხიზლდა, ალკოჰოლის რაოდენობა სისხლში შემცირდა ,მაგრამ ვნების ცეცხლი არა და არ ქრებოდა. გვანცას წერილი ახსენდებოდა , ქეთოს სურვილიც აგიჟებდა და ახვლედიანს სრულიად გამოაცალა ენერგია, სადავეები ხელთ აიღო ,სიამოვნების წამლეკავ მორევში გადაეშვა მასთან ერთად . ბოლოს აღარაფერი ახსოვდა ქეთოს გარდა, მისი ყველა რეაქციას აკვირდებოდა და მთელი ჟინით ცდილობდა სიამოვნება მიენიჭებინა . გონება მოსვენებას არ ალძევდა მაინც , მისი ერთი ნაწილი კმაყოფილი იყო მეორე კი ვერ ეგუებოდა ამ ამბავს. ის ნაწილი ისევ მეგობრად აღიქვამდა ქეთოს და ახლა დამნაშავედ გრძNობდა თავს იმ დაუოკებელი სურვილის გამო რასაც ბოლო დროს განიცდიდა. ახვლედიანი დედიშობილა იწვა მის გვერდით, ძალაგამოცლილი, ემოციურად გამოფიტული და მაინც ურცხვად ლამაზი.
მარტო დატოვა , აივანზე გადაინაცვლა სიგარეტს მოუკიდა და სავარძელში ჩაეშვა. თენდებოდა , მთვარე უკვე აღარ ჩანდა და მზეც მალე გაანათებდა ყველაფერს. ოთახში დაბრუნებაზე არც უფიქრია, სული ეხუთებოდა და იქვე ჩაეძინა . მზე უკვე სახეზე ენათებოდა და მოსვენებას არ აძლევდა თვალები რომ გაახილა. პლედი ეფარა და ქეთოც აღარ იყო საწოლში. სახეზე ხელები ჩამოისვა და კიდევ ერთხელ შეხედა საწოლს,რომლის გასწორებაც მოესწრო ახვლედიანს . სააბაზანოში შევიდა, მოწესრიგდა და შემდეგ ჩავიდა პირველ სართულზე. ქეთო ეზოში , ბაღში მდგომ მაგიდაზე აწყობდა საუზმეს. ყავაც გამზადებული იყო მხოლოდ ფინჯანში დასხმა სჭირდებოდა. უცნაური შინაურული გარემო შეექმნა ახვლედიანს იმ რამდენიმე საათში ისე თითქოს თანაცხოვრების წლები იყო უკვე გასული. სავარძელში იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა . მათემ შორიდან ცქერას ვერ გაუძლო , სწრაფად გადაჭრა მანძლი ,ლოყაზე ხმაურით აკოცა და მის გვერდით დაჯდა
-გაღვიძებაც დამასწარი ... არადა მეგონა ენერგია აღარ გქონდა
-ხო, ჩვევას დაღლილობა ვერ ცვლის
-რამდენი საათის წინ გაიღვიძე ტო ...ამდენი რამე როდის გააკეთე- მაგიდას შეხედა და თავზე გადაისვა ხელი
-ყავას მოვიტან და მოვალ - არ უპასუხა , მარტო დატოვა და სამზარეულოში დაბრუნდა. გრძნობდა რომ რაღაც ხდებოდა , მაგრამ არ უნდოდა კითხვების დასმა. თავი საშინლად ტკიოდა, განწყობაც არ ჰქონდა მაინცადამაინც ამაღლებული. სახლიდან გამოსასვლელ კარს უყურებდა , ქეთოს ყვავილებიანი კაბა ეცვა, მუხლთან ჭრილით და წვრილი ბრეტელებით. თხელი ნაჭერი სხეულზე ეკვროდა ,ისეთი უბრალო იყო და მაინც როგორ საოცრად უხდებოდა . ვიბლიანის შინაგანი ტემპერატურა წამებში აეწია უმაღლესი ნიშნულისკენ და მთელმა ღამემ კადრებად ჩაურბინა თვალწინ . სიგარეტის ღერი იპოვნა და ტუჩებსშორის მოიქცია. ქეთომ ყავის ფინჯნები დადო და თავის ადგილს დაუბრუნდა. ჩუმად იყო , არაფერს ამბობდა და მის სახეზეც ვერ ამოიკითხავდით ემოციებს
-ახლა ასე ჩუმად უნდა ვიყოთ?
-თავი მტკივა
-მეც , მაგრამ შენ სხვა რაღაც გჭირს
-აკრძალული სიყვარულისა და გარყვნილი ფანტაზიების ფრთების შესხმის შემდეგ ემოციურად გამოფიტული ვარ - ჩაიცინა , ყავის ფინჯანი აიღო და მათეს ისევ მოაშორა მზერა
-აი თურმე რა ... გაგაბრაზე ?
-აბრაზებენ ისინი ვინც არაფერს ნიშნავს, ვინც გიყვარს ის გტკენს ...ისე ძლიერ როგორ არავინ
-აჭარბებ
-შესაძლოა
-ღმერთო რა საშიში მდგომარეობაა ... ახვლედიანის ქალი სასტიკი ხდება თუ არ ვეფერები
-შენ კი მაშინ როდესაც გვანცა ჩნდება პირდაპირი ან არაპირდაპირი გზებით . სრულიად უკონტროლო ხდები იმდენად ,რომ მეც ერთი ჩვეულებრივი ქალი ვხდები რომლის გრძნობებითაც მარტივად თამაშობ , თამაშობ ყოფილი ცოლის წესებით ახალ ცოლთან - თვალები უნათებდა ბრაზისგან, ერთიანად ამოხეთქა ფინჯანი მაგიდაზე დაახეთქა და ცხელი სითხეც დაღვარა. ვიბლიანი მოვლენების მსგავს განვითარებას ნამდვილად არ ელოდა- შენ , ერთი წუთით მაინც თუ გგონია რომ მე ოდესმე იმ ქალის ჩრდილ ქვეშ დავდგები რათა შენ გასიამოვნო მწარედ ცდები ვიბლიანო! მე შენ გაღმერთებ, მაგრამ ღმერთსაც არ სცემენ თაყვანს ყოველთვის
-ასეთ დილას არ ველოდი ... პირდაპირ მაოცებთ ცოლო. ხედავ როგორ ცვლის თურმე ქალს ეს სტატუსი?
-გეყოფა !
-მე კი არა შენ გეყოფა, ფერია დაბრუნდი ...ვისაუზმოთ და მერე ბარგი ჩავალაგოთ საღამოს რომ მივფრინავთ ხომ არ დაგავიწყდა
-ფერიას ნუ მეძახი
-გეფიცები საშინლად იქცევი, მაბრაზებ
-მე გაბრაზებ ... თურმე მე გაბრაზებ . მე იცი რა მაბრაზებს და მაცოფებს? შენი ამ ქალის მიმართ დამოკიდებულება რომელიც წამში გცვლის და მონსტრად გაქცევს- უცებ გადაინაცვლა მაგიდის მეორე მხარეს სავარძლიდან პიჯაკი აიღო და წერილი ხელში ააფრიალა-მობილურიც ჯიბეში გქონდა, გირეკავდნენ ...სხვაგან მოხვდნენ , მაგრამ მე ზუსტად იქ მივედი სადაც საჭირო იყო . არადა მეგონა მისალოცი წერილი იყო ,რომელიც ჩემთვისაც იქნებოდა განკუთვნილი. ბოდიშს გიხდით ბატონო მათე რომ შემომეკითხა
-ამის დედაც - ქეთო სახლისკენ თითქმის სირბილით მიდიოდა. წერილი მინდორზე ეგდო და მათეს თავის ტკივილი პიკში იყო- ჩემ ბედს შევ.ცი .... - სავარძელი ააყირავა და ბოლოს მაინც უკან გაჰყვა გააფთრებულ ცოლს- სად გარბიხარ ქეთო? პატარავ ... შემომხედე კარგი ხო ს.რი ვარ ვიცი , ვიცი ჯანდაბა ვიცი , მაგრამ რა გავაკეთო ვერ ვერევი. არ ვიცი როგორ ,მაგრამ გონება მებინდება და მერე საკუთარ თავთან ბრძოლაში ვერთვები
-ვიცოდი, ხომ ვიცოდი რომ განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგაც კი არ გაქრა იმ ქალის წყეული გავლენა შენზე... წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოახერხა რომ ასეთი მიჯაჭვული ხარ, ან მაქვს და უბრალოდ ამაზე ფიქრი არ შემიძლია ... ვიცოდი ხომ? ხომ მზად ვიყავი ბრძოლისთვის და ამ ყველაფრის ატანისთვის, მაგრამ ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს რომ წუხელ აქ იყო, ჩვენს შორის იდგა და შენ ისე მექცეოდი როგორც მას . ჩემზე იყრიდი ჯავრს...არ ვიცი ერთობოდი სიამოვნებას კი არ იღებდი იმით ერთობოდი რომ ჩემზე მოქმედებდი , ძალაუფლებით რომელსაც ჩემი მართვით იღებდი... არადა მე ისედაც შენზე ვარ დამოკიდებული . შეხებაც არ მჭირდება გონების აასარევად, სულ ერთი თბილი...ბუნებრივი ღიმილიც კი გულს მიხუთავს , მაგრამ შენ ამას ვერ ხედავ. სიყვარულის შენი ვერსია და ჩემი სიყვარული სხვადასხვაა ,შენ ვერ ხვდები ამას ...წარმოდგენა არ გაქვს რამდენად წმინდა იყო ჩემი გრძნობა თორემ არასდროს უწოდებდი მას აკრძალულს
-არ ვიცი , წარმოდგენა არ მაქვს , მაგრამ ხომ ვგრძნობ არა? ვიცი , ვხედავ როგორ გიყვარვარ და დრო მჭირდება შევეჩვიო ამ ყველაფერს . ერთ დღეში ვერ შევძლებ შეჩვევას ეს ხომ იცი არა?
-ნამდვილი იყავი ხომ შეიძლება არა? უბრალოდ ეცადე რომ მივხვდე რა ხდება ახლა შენს გონებაში ... მე ვერ გავხდები ის ქალი... მე არაფერი მაქვს მასთან საერთო და არასდროს, არასდროს დავემსგავსები . მე შენთან ვიქნები , ყოველთვის როგორც ცოლი, მეგობარი, ან უბრალოდ ნანცობი ...სულ ვიქნები , მაგრამ სხვა ფორმით არა - მკლავები მოხვია და ტუჩთან ახლოს აკოცა- მეც უკონტროლოს მხდი ხომ ხედავ
-რა კარგია რომ ხარ ... რომ დაიბადე . შენ რომ არ იყო მომავალი არ მექნებოდა- წვრილ წელზე მკლავი შემოხვია და თავისკენ მიიზიდა. მთელი სახე დაუკოცნა და ბოლოს ტუჩებამდეც მიაღწია- შემირგდი თუ რა ხდება ?
-არ ვიცი ... პირველად გამაბრაზე ასე მოულოდნელად და მძაფრად- თითები თმაში შეუცურა და მისი ტუჩების მოძრაობას აჰყვა- მგონი გადავიტან ,როგორმე
-რამდენ რამეს უნდა შევეჩვიოთ და ვისწვალოთ ხვდები?
-სიის შედგენას აზრი არ აქვს ...
-ვისაუზმოთ თორემ ფრენის დროს დავიბრიდებით ... -ყელს უკოცნიდა და თან საუბარს აგრძელებდა
-აჰაამ -ტუჩი კბილებსშორის მოიქცია და თავი უკან გადასწია
-ასე ნუ შვები- კეფაზე მოსდო ხელი და თავი გაასწორებინა - საუზმე ...საუზმე გვჭირდება
-ყავა ვერ დავლიე
-თავიდან გავაკეთებ
-შეენ?
-რაღაცები ვისწავლე ბოლო დროს ...მარტოხელობამ მაიძულა- ხელში აიყვანა და ისე გადაინაცვლა ეზოში. ყავა თავად გაამზადა და ქეთოს გვერდით დაჯდა- მგონი თავიდნა უნდა დვაიწყოთ დილა
-ნწ, პირველი ცოლ-ქმრული კამათის დავიწყება არ მინდა ... იმედია ყავა არ მომკლავს- სურნელი შეისუნთქა და შემდეგ ფრთხილად მოსვა-მმ გემრიელია
-რაღაცები მეც მეხერხება...ფეხბურთის თამაშის გარდა
-მაოცებ
-ქეთევან ასე მიწვევ
-ნუთუ
-ეს უკვე თავხედი დანაშაულია
-გეყოფა !
-ახვლედიანების ქალი ვიბლიანი გახდა და სულ გაჭედა
ეს იყო ყველაზე უცნაური დილა მათ ცხოვრებაში , პირველი მაგრამ არა უკანასკნელი. წერილი იქვე დარჩა, მალევე წაიღო ქარმა უმისამართოდ და გააქრო ისე თითქოს არც არსებულა. ქეთო და მათე საღამოს უკვე აეროპორტში იყვნენ , ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ელოდა წყვილს. კუნძული კრეტა იყო წყვილის ორკვირიანი დასვენების ადგილი. სასტუმროს ნომრიდან საოცარი ხედი იშლებოდა, ფიზიკურად გადაღლილ ახვლედიანს საძინებლიდან გასვლაც კი არ უნდოდა იმ წამს. მინის კედელთან იდგა და ხედს უყურებდა, ზღვა იყო ადგილი რომელიც საოცარ სიმშვიდეს ანიჭებდა. გამჭვირვალე ცისფერი წყალი და სასიამოვნო სურნელი რომელიც ჰაერში ტრიალებდა
-დავისვენოთ თუ გავიდეთ სანაპიროზე-ჩემოდნები კარადასთან დააწყო და ქეთოსკენ დაიძრა- მგონი ძალიან დაიღალე - მხარზე აკოცა და მაღლა შეკრული თმა გაუშალა - ხვალ გავიდეთ ... დღეს დავიძინოთ
-ჩამეხუტები ?- ქვემოდან ახედა და თავისი მწვანე თვალებით გონება აურია ვიბლიანს . ისეთი მუდარა შეიმჩნეოდა მის ხმაში თითქოს რაღაც საოცრებას სთხოვდა , დაიბნა მათე ვერ გაიგო რატომ ეკითხებოდა ამას- ამდენი წელი გვაკავშირებს და არასდროს , არცერთხელ დაგიძინია ჩემს გვერდით. მე კი სულ მინდოდა შენთან ჩახუტებულს ძილი ... იქნებ მაშინ მაინც გამიქრეს ეს საშინელი მონატრების შეგრძნება რომელიც სულ მაქვს - ღაწვები წითელი ჰქონდა, იმდენად გულწრფელი იყო და ისეთი საყვარელი მათეს სრულიად გამოაცალა ძალა. ხელი სწრაფად მოხვია და მკლავებში მოიქცია . თავზე ლოყით ეყრდნობოდა და მტევნებით მთლიანად ფარავდა მის ზურგს
-შენ მე ასე ბოლოს მომიღებ ...
-თუ არ გინდა იყოს ... ვიცი არ გიყვარს როცა ძილის დროს ვინმე გეხვევა
-ხო , არ მიყვარს ... ვერასდროს ვიძინებ მშვიდად როდესაც მბოჭავენ ხელებით და თავისუფალი მოძრაობის საშუალებას მიქრობენ - ყბაზე აკოცა , ყურთან ახლოს და შემდეგ ხელში აიყვანა -მაგრამ ვცადოთ , მინდა არ მინდა შენს გვერდით ძილი აუცილებლად მომიხდება
-შენ , მართლა არასდროს იძინებ ქალის გვერდით ?
-აი ასე , ძლისთვის მზად ყოფნაში , მასთან ჩახუტებული და სითბოთი გაჟღენთილი აარასდროს ! ჟ.მაობის შემდეგ ჩამძინებია რა თქმა უნდა ... მაგრამ ეგ სხვა ძილია ვაფშე, ეგ უფრო გათიშვაა- საწოლზე დასვა და ფეხსაცმელი თავად მოაშორა ფეხებზეც ინსტიქტურად ააყოლა თითები და მუხლები რომ შეაერთა ქეთომ გაეღიმა- იცი , ძალიან ...ძალიან მიხარია რომ კაბები გიყვარს -ჯერ ერთ მუხლზე აკოცა , შემდეგ მეორეზე და ქვემოდან ახედა- სულ ერთი წამი გჭირდება ,ქეთო
-მეგონა დაძინებას ვაპირებდით ... მე მართლა ძალიან, ძალიან ვარ დაღლილი
- დავიძინოთ - ფეხსაცმლის შემდეგ ქამარზე რომ გადავიდა ქეთოს თვალები დაუმრგვალდა - ამ შარვლით ძილი არ შემიძლია. არაკომფორტულია ჯინსი - ჩემოდნიდან შორტი ამოიღო, ჩაიცვა და ქეთოს გაუღიმა. გოგო ისე ადევნებდა მის მოძრაობას თვალს თითქოს რაღაც ფილმს უყურებდა- ისე მიყურებ ხოლმე თითქოს უცხო ვარ
-უცხოა ეს ყველაფერი... ერთმანეთის საძინებლებში არ ვიჭრებოდით არასდროს და მე არც სხვა რომელიმე კაცის პირად სივრცეში ვყოფილვარ
-წარმოუდგენელია - გაიცინა და ხელი მოხვია- მე სინათლე მაწუხებს , ასე ძილი არ შემიძლია
-ხო , ვიცი ერთხელ ლაშასთან ერთად იყავი ოთახში და მეორე დღეს ჯუჯღუნებდი სანათი ვერ ჩავაქრობინეო
-შენთვის სულერთია ... მესმის ნერვები - ფარდებით დაფარა ზღვის ხედი და ოთახიც ჩაბნელდა. ისე აჭიანურებდა დროს თავადაც ვერ იაზრებდა . ხომ არაფერი, უბრალოდ საღამოს ძილი იყო...მზე მალე ჩავიდოდა, დაღლილებიც იყვნენ არც პირველი შემტხვევა იქნებოდა ამ დროს რომ დაიძინებდა და არც უკანასკნელი,მაგრამ მართლა არ უყვარდა ამ ფორმით წოლა. ქეთო სხვა იყო, არ ჰგავდა სხვა გარყვნილ , გიჟ, ვნებიან ქალებს მას სულ სხვა მუხტი ჰქონდა , სრულიად სხვა ...
-მე ეჭვი მაქვს რომ ძალიან...ძალიან მალე დამეძინება- ქეთომ თავი მკერდზე მიადო და კომფორტულად რომ მოკალათდდა თვალებმინაბულმა ჩურჩულით თქვა. იმდენად იყო მოდუნებული ,საუბრის ძალაც აღარ ჰქონდა. ასე თავი არასდროს უგრძვნია , მათეს სხეულიდან წამოსული სითბო, სურნელი და მისი ფრთხილი შეხება იყო ნამდვილი ბედნიერება , ოცნება რომელიც აუხდა.
-მშვიდად დაიძინე ფერია , დაისვენე ... - უყურებდა მშვიდს, მის განათებულ სახეს ბავშვივით ფაქიზს და წმინდას. როგორი ფერადი იყო მისი მთელი არსება, რამდენად ბევრი ფერი ჰქონდა და როგორ უცებ შეეძლო ცლილება . ორივე მშობლისგან მემკვიდრეობით მიღებული ხასიათი აშკარად არ დაკარგულა მასში. ჩხუბიც შეეძლო, ბრაზისგან გაგიჟებაც, დაგიცავდა კიდეც , ფარად გადაგეფარებოდა და შენს გამო მოკლავდა , მაგრამ სუსტიც იყო, ემოციური, თბილი, ფაქიზი . იცნობდა მათე, როგორ არ იცნობდა ყველაფერი იცოდა მისი საყვარელი კერძები, წიგნები, ფილმები, ფერები , ადგილები , ხასიათიც იცოდა და მისი ცხოვრების განვლილი გზაც, მაგრამ კიდევ ბევრი რამ იყო , მეტად ინტიმური მხარეები რომლებიც აუცილებლად უნდა გაერკვია მის ბოლომდე ამოსახსნელად.
ვერ დაიძინა , ყოველ წამს გადაბრუნება უნდოდა, ხელების თავისუფლად გაშლა, ფეხების მოძრაობა და ქეთოს სხეულთან სიახლოვეს ამას ვერ გააკეტებდა ასე გაშეშებულს ძილი კი არ შეეძლო. რამდენჯერაც დახუჭა თვალები იმდენჯერ დაძაბულობა იგრძნო წოლის მანერიდან გამომდინარე. ბოლოს ვეღარ გაუძლო, მძინარეს ოდნავ შეეხო თმაზე და საწოლში მარტო დატოვა. ისე ღრმად და მშვიდად ეძინა მალე არ უნდა გამოფხიზლებულიყო ამიტომ მარტო გავლა გადაწყვიტა . უნდოდა ყველაფერი ენახა, გაერკვია იქ გართობას როგორ შეძლებდა და სასტუმროს შესწავლაში დროც სწრაფად გავიდა.
ქეთომ იგრძნო მარტო რომ იყო და გამოფხიზლდა კიდეც. ჯერ კიდევ ვერ გამოდიოდა ძილის ეიფორიიდან, ხელებით უშედეგდოდ დაეძებდა ვიბლიანს ბოლოს მის ბალიშს ჩაეხუტა და სურნელი ღრმად შეისუნთქა. შუაღამე იყო, სასტუმროს ეზოში უამრავი ლამპიონი იყო , ღამის ხედი საოცრად გამოიყუებოდა. სააბაზანოში შესვლა გადაწყვიტა, ცხელი აბაზანა უთუოდ უნდა დახმარებოდა გონს მოსვლაში. სურნელოვანი ქაფით სავსე ოვალური ფორმის ჯაკუზში იწვა კარის გაღების ხმა რომ გაიგო. მათემ საწოლი ცარიელი რომ დაინახა მაშინვე ქეთოს ძებნა დაიწყო , ბოლოს სააბაზანოშიც შეიხედა და მშვიდად ამოისუნთქა
-განტვირთვის სასიამოვნო საშუალება გიპოვნია ძირფასო - მაისური ერთი ხელის მოსმით მოიშორა. მისკენ მიდიოდა და ნაბიჯ-ნაბიჯ შიშვლდებოდა
-აშკარად გამიჭირდება შეჩვევა ... - თვალს ვერ აშორებდა და მაინც საშინლად რცხვენოდა. ცხელი წყლისგან ისედაც აწითლებული ჰქონდა სახე ახლა კი სულ მთლად იწვოდა
-რაც უფრო ხშირად გავიმეორებთ უფრო მარტივად შეეჩვევი...მე შემიძლია სულ შიშველმა ვიარო
-უკომპლექსო ქმარი მყავს ,იმდენად რომ ჩემს კომპლექსებსაც კი თავად აბათილებს - სივრცე რომ დაპატარავდა და ვიბლიანმა დაიკავა ადგილი მის წინ უკვე მზერაც არეული ჰქონდა, მაგრამ წვივებზე რომ შემოხვია თითები და თავისკენ მიიზიდა წამსვე წამოიკივლა. ინერციით მისკენ გადაქანდა და ხელისგულებით მკერდზე დაეყრდნო -მათეე
-ჩშშ ...შუაღამეა იქნებ თხელი კედლები აქვს ოთახს
-მეეჭვება ...ამ დრომდე სად იყავი-ცდილობდა ესაუბრა,მაგრამ უკვე უჭირდა
-სასტუმრო დავათვალიერე...აქ პირველად ვარ. ახალია და ძალიან საინტერესო შემოთავაზებები აქვთ , ქვემოთ კლუბიც არის ... სასიამოვნო გარემოა. რესტორანიც მომეწონა... საჭიროების შემთხვევაში აქედან გასვლაც არ დაგვჭირდება- ცხვირის წვერზე აკოცა მერე ტუჩებზე გადავიდა და თითები ხერხემლიდან თეძოებზე გადაიტანა-ისუნთქე
-შეუძლებელია - ძლივს თქვა და მკლავები ყელზე შემოხვია- გულს მიჩერებ ,ასე რთული წარმოსადგენია ჩემი მდგომარეობა?- სახე მის ყელში ჩამალა, ვიბლიანის ფეხებსშორის მოქცეული იწვა და მთელი სხეულით მასზე იყო მიყრდობილი
-გამოუცდელობის ბრალია
-ასე არ არის - გაბრაზდა და წარბებიც შეკრა, მაგრამ თავი ისევ მის მხარზე ედო . თითებით თმაზე ეფერებოდა და შიგადაშიგ ყელზე კოცნიდა
-ეგ როგორ გავიგო ?- უეცრად გადავიდა საჯდომზე და თითები მოუჭირა- გამოცდილება გაქვს და მე არ ვიცი?
-26 წლის ვარ მათე ...დიდი ხანია თინეიჯერი აღარ ვარ
-ჯანდაბა ! შენ იქ , ამერიკაში ვინმე გყავდა?
-რამდენიმეს ვხვდებოდი ...ამაზე საუბარი არ მინდა
-მე მინდა ! - ნიკაპზე მოუჭირა თითები და თავი ააწევინა- რა სახის ურთიერთობა გქონდა და რა ეტაპზე დაასრულეთ მაინტერესებს
-მე შენ იმ ქალზე არ გელაპარაკები
-ისედაც ყველაფერი იცი რაც საჭიროა !
-შენ გაბრაზდი? -თვალები დააწვრილა , წელში გაიმართა და ღიმილშეპარული უცქერდა ვიბლიანს- ხუმრობ ხომ?
-სულაც არა ... ნუ ცდილობ შენი მკვრივი მკერდის თვალწინ აფრიალებით გონების გაფანტვას- კანზე ქაფის კვალი ისევ ემჩნეოდა , მაგრამ წყალი არც ისე მაღალზე იყო რომ დაეფარა. თმა მაღლა ჰქონდა აწეული და მოშიშვლებული გულ-მკერდი სრულიად დაუფარავად ჩანდა
-მე ... არ მიფიქრია . ღმერთო ჩემო ეს მზერა - მკერდზე ხელები აიფარა და ისევ წყალში ჩაეშვა ,ამჯერად მეორე მხარეს მიეყრდნო და წარბები შეკრა- ამ მზერასაც უნდა შევეჩვიო, მაშინებ ასე რომ მიყურებ მგონია უცებ ჩამავლებ ხელს და რამეს დამმართებ
-ასეცააა , თემას ნუ მიცვლი ილაპარაკე ქეთევან ...ვბრაზდები
-საერთოდ არაშესაფერისი ადგილია, გარემო, მდგოამრეობა ,დრო ყველაფერი ჩემს ყოფილ შეყვარებულებზე სასაუბროდ
-ამდენად ბევრნი არიან რომ დრო არ გეყოფა?
-მე სულ ვცდილობდი შენი ადგილი სხვისთვის გამეთავისუფლებინა...სულ ვცდილობდი იდეალური კაცით ჩამენაცვლებინე, მაგრამ რაც უფრო ახლოს იყო ბიჭი იდეალურობასთან უფრო მეტად მიმძაფრდებოდა შენი სიყვარული
-ანუ იდეალურები, მაინც როგორები იყვნენ ეგ შენი იდეალური კაცები
-ჩემები არ იყვნენ , თუმცა ყველა სასიამოვნოდ მახსენდება . ცივილურად დავშორდით და ურთიერთობაც საკმაოდ საინტერესო იყო განსაკუთრებით ამერიკელებთან
-ერთი წუთით რა გინდ ამითხრა რომ აქაც გყავდა ვინმე და მე არ ვიცოდი?
-იყო ,მაგრამ ხომ იცოდი
-რა ვიცოდი
-ჭკუასელს რომ ვხვდებოდი
-ვიის? მინისტრის შვილს ...იმ ზრდილობის, ყურადღების, ჯელტმენობისა და კიდევ ათასი ხელოვნურად გამოყვანილი ს.რობის ექსპერტს ხვდებოდი ?
-ხოო ...რამდენიმე თვე . შენ მაშინ არ იყავი მგონი თბილისში
-მე კიდე მეგონა წასვლამდე რაც ხდებოდა შენს ცხოვრებაში ის 23 წელი დეტალურად ვიცოდი, თურმე არაფერიც არ მცოდნია. მაოცებ რა ... შენი თვალით დანახული იდეალური კაცი თუ წიგნისჭია, სერიოზული, პედანტი და წესიერების განსახიერება უფერული კაცები არიან მე როგორ გიყვარვარ
-იდეალური არა ... უფრო ჩემი ხასიათის შესაფერისი კაცები არიან ეგეთები. მეც მშვიდი ვარ, გაწონასწორებული და უფერულიც
-შენ უფერული არ ხარ! და შენ მხოლოდ მე შეგეფერები ... საშინლად ვბრაზობ ! -თვალები დახუჭა ,ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მალე თავი აუფეთქდებოდა.
-შენ თუ რამდენიმე შეხვედრის, შეხების და კოცნის გამო ბრაზობ რომელიც თამაში იყო იმ ურთიერთობებთან რაც შენ შენს ურიცხვ ქალების არმიასთან გქონია მე რა უნდა გავაკეთო ... იდეაში არც უნდა მოგიახლოვდე იმდენად ხარ წაბილწული- სახე დამანჭა ბოლო სიტყვის თქმისას და ხელი უცნაურად შეარხია
-რა ვარ? - მათემ ხმამაღლა გაიცინა და ამჯერად თავად გადაინაცვლა ქეთოსკენ -გაიმეორე რა ვარ ?
-აუუფ სხვა სიტყვა ვერ ვიპოვნე უცებ , მაგრამ არც ეგ სიტყვაა მთლად შორს
-მე წაბილწული ვარ და შენ უბიწო... ანგელოზი და დემონი -ცხვირის წვერით ეხებოდა ლოყაზე, შემდეგ ყელზე გადვაიდა და ბოლოს ისევ ტუჩებს დაუბრუნდა- ვიღაც ს.რები ხელებს გიფათურებდნენ და შენ იტანდი იმიტომ რომ გეგონა ასე დამივიწყებდი , სულელო გოგო როგორ მიეცვი ვიღაც დედა მოტყ... აერიკელებს შეხების უფლება , შენი კანის გემო გაასინჯე
-აჭარბებ და სრულიად უმნიშვნელო რამეზე ბრაზდები, ფიქრობ მე
-ჩშშ ... გვეყოფა ,თორემ ისე ცუდად ვარ რამე საშინელებას გავაკეთებ- ღრმად სუნთქავდა და სხეულიც მთლიანად დაჭიმული ჰქონდა- ახლა აქედან გავალთ და გაჩვენებ ,რომ ვეღარასდროს ვერავითარი გზით შეძლებ ჩემ დავიწყებას ...
-მათე მე შენ მიყვარხარ და ვერასდროს გადაგიყვარებ
-აღარასდროს არავის მისცე შეხების უფლება ...- სხეულიდან ქაფს აშორებდა და ტუჩებს უკოცნიდა. სააბაზანოდან საძინებელში დაბრუნდნენ , თავზე დაათენდათ მათეს ეძინა ქეთო კი მის სახეს აკვირდებოდა . თვალს ვერ აშორებდა ისეთი მშვიდი იყო არ აწუხებდა სულის ტკივილი, არც წარსული არსებობდა ... რამდენჯერმე შეიცვალა პოზა და გამომეტყველებაც ეცვლებოდა, პატარა მოუსვენარ ბავშვს ჰგავდა ქეთოს ღიმილს გვრიდა მისი ცქერა. ბოლოს ახვლედიანამდეც მიაღწია, ნახევარი ტანით ზემოდან მოექცა. ისე შებოჭა მოძრაობის საშუალება აღარ დაუტოვა, სახე მის მკერდზე მოათავსა და გაღვიძებამდე აღარ გატოკებულა. ქეთო უკვე იწვოდა , ისედაც საკმაოდ ცხელოდა, მზე კარგახნის ამოსული იყო , ვიბლიანი ღუმელივით მხურვალე იყო და მისი შეხება ხომ ისედაც წვავდა
-დილამშვიდობისა- ახალგაღვძებულს ღიმილიანი სახით შეეგება და ისიც ნელ ნელა გამოერკვა
-მმ საინტერესო დილაა...მშვიდობიანიც ჩანს - ცხვირის წვერი კანზე გაუსვა და იქვე აკოცა- იმედია მოძრაობის უნარი გაქვს ჩემი სიმძიმის ატანის შემდეგ - კოცნით მიუყვებოდა მუცლისაკენ და თან ლაპარაკობდა
-მივხვდი რატომ ვერ იძინებ სხვის გვერდით და აღმოჩენით სრულიად კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ მოვგვარდებით
-ძალიან კარგი ...მეც კმაყოფილი ვარ აღმოჩენით
-მშია და ერთი სული მაქვს როდის წავალთ სანაპიროზე
-შეგვიძლია მთელი დღე გარეთ გავატაროთ...
.......
წყალი იმდენად საოცარი იყო სრულ ნეტარებაში მყოფი ცურვას ვერ წყვეტდდა. სანაპიროზე ასვლა არც კი უფიქრია . ტალღებს ერწყმოდა თავისი სხეულის მშვიდი მოძრაობით , მზეს სახეს უშვერდა და ზურგზე გაწოლილი წყალზე ტივტივებდა. მათე სანაპიროზე იწვა და იქედან ადევნებდა თვალს. ნაცრისფერი შორტი ეცვა, სათვალე და მიმზიდველი სხეული რომელსაც ბევრი ნახევრად შიშველი ქალი უცქერდა მალულად. გვიან შეამჩნია ქეთომ რომ იმ ნაწილში არცერთი კაცი იყო , ყველა მარტოხელა ქალს თითქოს ერთად მოეყარა თავი და ვიბლიანის სიახლოვით ტკბებოდა. წამიერად გამოჩენილი ფიქრები როგორღაც განდევნა გონებიდან და ისევ სიღმისკენ გაცურა. ბოლოს ძალა რომ გამოეცალა ინება ნაპირზე ასვლა , მათეს ქერა გოგონასთან გაება საუბარი და ღიმილიანი სახით უყვებოდა რაღაც ამბავს. ეჭვიანობამ ორ ნაბიჯში იჩინა თავი, სანამ მათ მიუახლოვდებოდა მანამ უკვე ბრაზისგან იწვოდა და ეს პირველი იყო, სულ პირველი შეგრძნება.
-სასტუმროში არ დავბრუნდეთ ?- მის გვერდით დაჯდა და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა-წავიდეთ თორემ ვგრძNობ მალე შენი ეჭვიანობის სიმძაფრეს საკუთარ თავზე გამოვცდი
-მეგონა ქალთევზებთან ერთად გადაინაცვლე ფსკერზე
-და ახალ ცოლს აქვე ეძებდი?
-სირცხვილია, გოგონას უბრალოდ აინტერესებდა რომელ სასტუმროში გავჩერდი...თავისი არ მოსწონს , უკმაყოფილოა პირობებით
-და შენს გვერდით დაძნებასაც დიდი სიამოვნებით დასთანხმდება მიუხედავად იმისა რომ ძილის უჩვეულოდ ბავშვური მანერა გაქვს
-შენ რა ახლა ჩემი ძილის პოზებს დასცინი?
-ვცდილობდი , არ გამომივიდა?
-არ მცნობიხარ თურმე როგორი გულქვა ყოფილხარ... ჩემი ერთი საიდუმლო გაიგე და დამცინი უკვე- სიცილს ძლივს იკავებდა , მაგრამ მაინც ცდილობდა ნაწყენი გამომეტყველების შენარჩუნებას .
-მარტო წავიდე თუ წამოხვალ მათე?- თხელი , გამჭვირვალე კაბა გადაიცვა. სველი თმა კოსად შეიკრა და სათვალე მოირგო
-ჯოჯოხეთშიც გამოგყვები აი ასე კიდევ თუ შემომხედავ
-გგონია ჯოჯოხეთში მოვხვდები?
-თქვენში გარყვნილების კოეფიციენტი უნდა გავზარდო ძვირფასო მეუღლევ ამიტომ არ ვიცი ... თანაც შენ ხომ მე არ გამწირავ მარტოს იმ ალში დასაწვავად
-ღმერთო მგონი დიდხანს დარჩი მზის ქვეშ და იმოქმედა- შუბლზე ხელისგული მიადო, მათე კი ისევ აგრძელებდა
-მზე? მზე რა მოსატანია ...ამოხვედი წყლიდან როგორც ქალღმერთი დამიბნელე გონება მაინც ისეთი მადისაღმძვრელი ხარ პირდაპირ გაგიჟება შეიძლება
-შენ კი ისეთი დაუკმაყოფილებელი რომ უკვე გაოგნებისგან ვარ გაგიჟებული
-მთელი ძალებით ვცდილობ გაცდუნო ,მაგრამ თქვენი შინაგანი სიდინჯე მანცვიფრებს ქალბატონო ქეთევან
-გეყოს
-მეყოს ? ამბობთ მეყოსო და მეყოფა კიდეც
-შენ მგონი გინდა რომ კიდევ უფრო მეტად შემიყვარდე, იმდენად რომ ბოლოს ან გული გამისკდება , ან ფსიქიატრიულის მცხოვრები გავხდები
-ან უბრალოდ გამაბედნიერებ შენი სიყვარულით და სრულყოფილს გახდი ჩემს ცხოვრებას შენი არსებობით- უცებ მოეხვია და შენობაში შესვლამდე დაუკოცნა ტუჩები. ქეთო ცდილობდა თავის დახსნას, მაგრამ ნება არ მისცა სანამ კმაყოფილმა არ განაგრძო გზა.
რა შეიძლება ითქვას ორ კვრიაზე რომელიც კუნძლზე გაატარეს ? იყო ვნებიანი, ცეცხლოვანი, ქეთოსთვის ახალი აღმოჩენებით სავსე, მათესთვის მხიარული დროის გაყვანის საშუალება დროის რომელიც ნამდვილად მალე გავიდა. ახვლედიანი ცდილობდა ბევრი არ ეფიქრა და იმით დამტკბარიყო რაც ჰქონდა, მიუხედავად ბევრი ეჭვისა,მაინც მხოლოდ დადებით მხარეებს ხედავდა . არ უნდოდა უკან დაბრუნება, ზღვას ვერ ელეოდა, იქაურ სილამაზეს ვერ ტოვებდა, მაგრამ გეგმებიც ჰქონდა რომლებიც აღარ იცდიდნენ.
ორივემ იცოდა სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაფერი შეიცვლებდოა და იქ დაიწყებოდა რეალურიც თანაცხოვრება , ახალ სახლში ახალი ურთიერთობით. რა თქმა უნდა პირველი რაც ოჯახურ თანაცხოვრებას მოჰყვებოდა ეს იყო ნათესავთა ვიზიტები , ახალდაქორწინებული წყვილი რომ ჰყავდათ მონატრებული და სახლში შესვლაც არ ადროვეს ისე დაადგნენ თავზე. სუფრა რომ მზადდება იქ უკვე დიასახლისი გამოუვალ მდგომარეობაშია და სულ რომ არაფერი მოამზადოს მაინც დაკარგული აქვს ენერგიის ნახევარი. ხმაური იყო, სასმელი, არეული სახლი , მთვრალი მათე და ეჭვნარევი მზერა რომელსაც ცალკე ახვლედიანები არ იშურებდნენ ცალკე ვიბლიანები დანარჩენები კი ცდილობდნენ მშვიდად მიჰყოლოდნენ მათ სვლებს.
-როგორც სჩანს შესანიშნავად გაატარე დრო
-ემოციებისგან ვარ გადაღლილი ...არ მინდოდა დაბრუნება - დედას მოეხვია და თვალები დახუჭა- საქმეები მაქვს თორემ მათემ დარჩენა შემომთავაზა...ისეთი კარგი იყო
-მიხარია დე...უზომოდ მიხარია
-არ ინერვიულო და იმათაც უთხარი გთხოვ , კარგად ვარ ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ
-ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის...ეიფორია რომ ჩაივლის და ერთანეთთან შეჩვევას დაიწყებთ. ოჯახურ სივრცეში ჩაიკარგებით მთავარია შემდეგ შეინარჩუნოთ სტაბილურობა. იუკიდეგანოდ მიყვარდა დემეტრე ყოველთვის,მაგრამ ქორწინება მაინც რთული იყო უცხო ადამიანთან ცხოვრება... მათე შენთვის ამ მხრივ უცხოა
-ვიცი დე, ვიცი რთული იქნება...მაგრამ არც იმდენად რომ ვერ გადავლახოთ. ის ცდილობს, მთელი ძალებით ცდილობს გამაბედნიეროს და გამოსდის კიდეც
-თავისთავად უნდა გამოსდიოდეს დე თორემ მცდელობები ოდესმე დაღლის და შემდეგ ყველაფერი აირევა. შენი ნაწილი რომ გახდება , ისე იცხოვრებთ როგორც ერთი მთლიანი და მერე ყველაფერი ისეთი მარტივი ხდება
-გგონია გამომივა ? შენ სხვანაირი ხარ დედა...დემეტრე კი ...მამა შენზე სიგიჟემდეა შეყვარებული -შორს იდგნენ, დანარჩენები სახლში იყვნენ და მათეც მათთან ერთად საუბრობდა. სასმელს აგემოვნებდა და იცინოდა- მე არ ვიცი მას ოდესმე შევუყვარდები თუ არა
-მე მჯერა რომ გამოგივათ ...
-მეც მინდა რომ მჯეროდეს - ჩუმად თქვა და შორიდან გაუღიმა ვიბლიანს რომელიც მისკენ იყურებოდა და სახლში სთხოვდა დაბრუნებას.
ბოლოს მარტო დარჩნენ , არეული სახლს მზერა მოავლო და ღრმად ჩაისუნთქა. მათეც მის გვერდით დადგა და თვალები აატრიალა
-დამლაგებელი გვჭირდება ...აუცილებლად ვიპოვნი ვინმეს . დაიკიდე იყოს ასე
-არ შემიძლია ...ხომ იცი არეულობა მაგიჟებს
-ხვალ დილით დალაგდება...წამოდი , დავწვეთ - მთვრალ მზერაში სურვილის ნაპერწკლებიც გაუჩნდა და ქეთოს კოცნა დააპირა, მაგრამ ახვლედიანი ხელიდან დაუსხლტა -სერიოზულად აპირებ ამ ყველაფრის ალაგებას? აქამდე უნდა გამეთვალისწინებინა დამხმარე დაგვჭირდება
-არ მინდა დამხმარე...არ შემიძლია .არასდროს მომწონდა მოსამსახურის არსებობა სახლში. ასე იდილეა ირღვევა და მარტო აღარ ცხოვრობ. არ მინდა ვინმე სხვა მხედავდეს სახლში , არც სხვამ მინდა მიხედოს ჩემს პირად სივრცეს
-აბა რას აპირებ შენ უნდა მოამზადო და გააკეთო ყველაფერი ჩვეულებრივი დიასახლისი ქალივით?
-დიასახლისებს რას ერჩი მათე?
-დემეტრე ახვლედიანის შვილი მაინც არ იყო...ვიღაც გლეხის ქალივით მელაპარაკები რომელიც შეჩვეულია სახლის საქმის კეთებას
-ჰომოფობიურ განცხადებას წააგავს შენი სიტყვები და შეხედულებები... საერთოდ არ მიმაჩნია სამარცხვინოდ კერძების მზადება და სახლის დალაგება. გმადლობ რომ გინდა საქმე გამიმარტივო, მაგრამ არ მჭირდება. თუ მივხვდები რომ თავს ვერ ვართმევ როგორმე თავადაც ვიპოვნი დამხმარეს... შეგიძლია დაწვე , მე ერთ საათში ამოვალ - თეფშები ერთმანეთზე დააწყო და სამზარეულოსკენ დაიძრა. მათე ჯერ გაკვირვებული უყურებდა, შემდეგ თვალები აატრიალა და თვითონაც ეცადა ალაგებას, დასვრილი თეფშების შეხების სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა , ვერც ჭიქების ალაგება შეძლო და ნერვები მოეშალა
-ამათ ხელს როგორ კიდებ ,კარგი რაა..არასდროს მიფიქრია ასე თუ ვსვრიდით თეფშებს . რამდენი რამე ყრია რა უბედურებაა
-ააჰ ბატონო ვიბლიანო ხედავთ როგორ ტოვებთ სუფრებს მიმტანებისა და დამლაგებლების იმედად?
-ამდენი ენერგია საიდან გაქვს ან თუ გაქვს რატომ სასიამოვნო საქმისთვის არ იყენებ
-წადი გთხოვ ,იბანავე და დაიძინე. სიგარეტის სუნი აგდის, არყის და ცუდად ვხდები
-მართლა ტო?
-მთვრალი ხარ იცი?
-სულაც არ ვარ მთვრალი
-აუცილებლად უნდა ბანცალებდე? - ოთახებს შორის იმდენად სწრაფად დადიოდა მათე თვალს ძლივს აყოლებდა. ეს კიდევ რაღაც ახალი იყო, რაც აშკარად ბოლო წლებში მოხდა ან იქნებ მაშინაც ხდებოდა მეგობრები რომ ტოვებდნენ ახვლედიანების სახლს . მაინც რამდენი დეტალი არსებობს ადამიანის ცხოვრებაში , მათი ამოწურვა ნეტავ შესაძლებელია?
შუაღამე იყო საძინებელში რომ ავიდა, შხაპი მიიღო და შემდეგ დაწვა მათეს გვერდით რომელსაც უკვე საწოლის მთელი ნაწილი ათვისებული ჰქონდა. ერთი თავსატეხი იყო საწოლის თავისუფალი ნაწილის პოვნა რომელსაც ახვლედიანი ძლივს ართმევდა თავს. ერთ დილას იმდენი მოახერხა ბატონმა ვიბლიანმა რომ ორივენი იატაკზე აღმოჩნდნენ
-ჯანდაბაა ...კარგად ხარ ? -შეშინებული უყურებდა წამოკივლების შემდგომ თვალებგაფართოებულ ცოლს და თან ძლივს ახერხებდა გონს მოსვლას
-საწოლი უნდა გამოვცვალოთ- ხელები იატაკზე გაშალა და სახეზე ჩამოყრილ თმას შეუბერა- თორემ ასე არაფერი გამოვა
-ასე დავიძინოთ არ გინდა?- თავი მკერდზე დაადო და იქვე აკოცა - მე ძალიან მომწონს
-დიდი ხანია უკვე მივხვდი ,რომ თურმე ჩემი სხეული მოგწონს ...მეც არ ვარ შენს ქვეშ წოლის წინააღმდეგი,მაგრამ იატაკი ნამდვილად მოუხერხებელი საწოლია
-შენი ირონია მანგრევს -მუხლებზე დადგა და ქეთოც მაღლა ასწია- ვიყიდოთ დიდი საწოლი ან ორი საწოლი ვიყიდოთ და ცალ-ცალკე დავიძინოთ
-არც ეგაა ცუდი აზრი ...აიი ზურგი როგორ მტკივა- სახე დამანჭა და საწოლზე პირვე დაემხო- მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. უნდა გადაწყდეს ჩემი კომპანიის ბედ -იღბალი მე კი მოძრაობაც აღარ შემიძლია
-რატომ ჯიუტობ არ მესმის, რომელიმე დაურეკავდა იმ კაცს და შეგევედრებოდა კიდეც იმ შენობის მოყიდვას...ან საერთოდ რას ამოიჩემე ის შენობა . ადგილების მეტი რა გვაქვს ნებისმიერი აიღებდა და მოგცემდა შენობას რომელსაც თითს დაადებდი
-რამდენი წელია მიცნობ მათე? ოდესმე გამომიყენებია ჩემი გვარი, ნათესავები და ნაცნობები საქმის გასაკეთებლად? მართალია მშობლების ფულით ვცხოვრობდი, ვსწვალობდი და ახლა უკვე ვიბლიანების ბიუჯეტს ვხარჯავ, მაგრამ მაინც საქმის მოგვარებას არასდროს ვცდილობ გავლენებით
-გინდა ქვეყნის წამყვანი,პერსპექტიული არქიტექტორები შეკრიბო და არ გინდა ქვეყნის მთავარ სამშენებლო კომპანიებთან კონტრაქტის დადება. ვერ გაქეცევი საკუთარ ოჯახსა და ნათესავების ბიზნესებს . ჩვენ გვაქვს ყველა წამყავნი კომპანია და ყველგან ვართ სადაც არ ვართ ჩვენი კონკურენტები არიან, რომელთანაც ფაქტობრივად ომი გვაქვს და რას აპირებ მტრებთან ითანამშრომლებ მხოლოდ იმიტომ რომ არ თქვან ქეთევან ახვლედიანმა სხვების დახმარებით გააკეთა ყველფერიო?
-რომ გავაკეთებ იმას რაც მინდა და მზად ვიქნებით სამუშაოდ შემდეგ გაჩვენებ ზუსტად რას ვაპირებ ...როგორც ვიცი შენ საერთოდ არაფერი გაგეგება ამ ამბების, მიუხედავად იმისა რომ ბიზნესმენი ხარ შენი დიპლომის მიხედვით ... დიპლომის რომელიც როგორ აიღე დღემდე არ ვიცი
-ჩემი შარმისა და ცნობილობის დამსახურებით, მოხერხებაა მთავარი ცხოვრებაში ძვირფასო , რომ მდომოდა ექიმის დიპლომიც მექნებოდა
-და ნემსის გაკეთებაც არ გეცოდინებოდა ისევე როგორც ბიზნესის არ გაგეგება არაფერი
-ვიცი საითაც მიდიხარ და ამ დილაადრიან არ ვაპირებ ჩემს უსაქმურობაზე საუბარს- მოშიშვლებულ საჯდომზე ხელისგული მიარტყა და კიდევ უფრო მაღლა ასწია პენუარის თხელი ნაჭერი. ზურგზე ტუჩები მიაწება და ბიკინის ზოლსაც შეეხო თითებით
-მათეეე მე სამ საათში უკვე შეხვედრაზე უნდა ვიყო და გარიგება დავდო
-მე წაგიყვან და ვუზრუნველყოფ რომ დროულად მიხვიდე მოლაპარაკების მაგიდასთან
-შემიწირავენ შენი ვნებები - ფეხები წელზე შემოხვია და თავად მოექცა ზემოდან - საუზმეს მომიმზადებ სანამ აბაზანაში ვიქნები- შარვლის წვრილი თასმა გაუხსა და პენუარიც თავად მოიშორა. მათე დაბინდული მზერით უცქერდა ზემოდან მოქცეულ ქალს და ბოლოს დილის გამომაფხიზლებელ რიტუალსაც მთელი ენთუზიაზმით შეუდგა.
შეთანხმებისამებრ საუზმე მათემ მოამზადა რომელიც ყავითა და ტოსტებით შემოიფარგლებოდა , ქეთო ქვემოთ რომ ჩავიდა უკვე სრულ მზად ყოფნაში იყო და იმდენად განსხვავებულად გამოიყურებოდა მზერა ვერ მოაშორა. საქმიანი ქალის იმიჯი მკაცრს ხდიდა ახვლედიანის ქალს, თმა მაღლა ჰქონდა აწეული , ცხენის კუდად შეეკრა . ტანზე გამოყვანილ შავ კაბას მაცდური ჭრილი ჰქონდა მკერდთან ,რომ დაგაინტერესებდათ ,მაგრამ ზედმეტს რომ არაფერს გაჩვენებდათ ისეთი . ჩანთა მაგიდასთან მდგომ სკამზე დადო და მაცივრიდან თაფლის ქილა გამოიღო
-სჯობს გლუკოზა მივიღო - კოვზით ამოიღო და ქილიდან დაიწყო ჭამა, სულ ერთი ნატეხი პურიც აიღო და შემდეგ ყავის ფინჯანი მოიქცია თითებსშორის- მე სავარაუდოდ თანხმობას თუ მივიღებ დღესვე დავიწყებ იქაურობის მოწყობას. ვიცი ზუსტად რაც უნდა ვიყიდო,მაგრამ მთელი დღე დამჭირდება.
-გასაგებია ანუ დაგაგვიანდება და არ დაგელოდო...ვახშამი მოგიმზადო ?
-მათეე უბრალოდ გეუბნები გეგმების შესახებ. მერე რომ არ გგაკვირდეს სად წავიდა ამდენ ხანსო
-მგონია რომ ზედმეტად ნერვიულობ ამ ამბავზე...იმასაც ვერ ვხვდები ვინ არის ეგ კაცი ასეთი და რატომ არ ყიდის იმ ადგილს
-იმ ადგილთან პირადი მოგონებები აქვს მე კი ხედი , გარემო მომწონს და ისეთია როგორიც სულ მინდოდა. აუცილებლად დავითანხმებ -ცარიელი ფინჯანი მაგიდაზე დადო და შემდეგ აკოცა ვიბლიანს - ჩვენი ერთ თვიანი თანაცხოვრების შემდეგ პირველად გშორდები მთელი დღით და უკვე ვგრძნობ მონატრებას
-ხომ იცი ჩემი ნება რომ იყოს საერთოდ არ გაგიშვებდი , მაგრამ თქვენსას არ იშლით ქალბატონო ქეთევან - ქვემოდან უყურებდა , უცნაური შეგრძნება ჰქონდა ზოგჯერ დედამიწაზე ბრუნდებოდა, ამ თამაშს წყვეტდდა და დეპრესიაც მთელი ძალით უტევდა.
ქეთო წავიდა, წავიდა და იმ დღიდან დაიწყო ყველაზე რთული ეტაპი. საქმიანი , დაკავებული ქალისა და უსაქმური, მუდმივად თავისუფალი ,მოწყენილობით დაღლილი კაცის ცხოვრება მარტივი ვერც იქნებოდა. ქეთევანი ნამდვილი პროფესიონალი იყო, საქმეში ყველა გეგმა წინასწარ ჰქონდა, მისი ტვინი საოცარი სისწრაფით ქმნიდა ჯაჭვს მიზნის მისაღწევად. ოფისი ზუსტად ისე მოაწყო როგორც გეგმავდა, ყველა არქიტექტორი გადაიბირა ვინც კი აინტერესებდა . ისეთი გარემო შექმნა ჯერ რომ არსად ყოფილა და მიუხედავად მისი გამოუცდელობისა მაინც საოცრად გამოუვიდა მოლაპარაკება. ისეთი იყო , ისე გამოიყურებოდა, თითქოს მმართველად იყო დაბადებული. ორ სრულიად განსხვავებულ ქალს ხედავდა მათე სახლში და სამსახურში. ის არ იყო მკაცრი, დესპოტი ქალი რომელიც თავისი ამპარტავნობითა და ქედმაღლობით მართავდა საქმეებს ის ისვე ქეთო იყო ,მაგრამ მისი მართვა სხვას არავის შეეძლო. აი სახლში კი , სახლში ქალი ხდებოდა რომელიც ვიბლიანის სრულ დაქვემდებარებაში იყო,როგორც არ უნდა ეცადა მაინც ბოლოს მის ნებას მიჰყვებოდა.
როდესაც გაქვს საქმე, როდესაც შენი ყოველი წამი გაწერილია და გეგმას მიჰყვები დრო იმაზე სწრაფად გადის ვიდრე ოდესმე. ქეთოც ისე გახდა არქიტექტორთა გუნდის მმართველი და ერთ-ერთი გამორჩეული წევრი თითქოს საუკუნეების წინაც ამ საქმეს აკეთებდა. რამდნეიმე მნიშვნელოვანი პროექტიც მიიღეს , არქიტექტორებს თავიანთი ფართო ცნობადობა ჰქონდათ და შესაბამისად შემოსავლებიც იზრდებოდა. მართალია ახვლედიანის ხვედრი ცხოვრებაში არასდროს იქნებოდა გაკოტრება, მაგრამ მაინც არ უნდოდა წამგებიანი ყოფილიყო ეს წამოწყება. საკუთარ საქმეში იმაზე მეტს ხედავდა ვიდრე უბრალოდ ნახაზების შედგენა და ოფისსა და ობიექტს შორის სიარულია. ეს არ იყო მისთვის მოსაწყენი, დამღლელი და რუტინული საქმე. ისე უყურებდა თითოეულ დეტალს როგორც საკუთარს, ისე წარმოიდგენდა ნახაზს როგორც ნამდვილ სივრცეს მუშაობის დროს სრულიად სწყდებოდა სამყაროს. ახვლედიანში ხელოვნება იმაზე მეტი დოზით იყო ვიდრე მთელი სამყაროს ნებისმიერ არქიტექტორში .
ზამთარიც დაიწყო და ამინდებიც იმდენად ცივი იყო ყველაფერს ერთი-ორად მოსაწყენს ხდიდა. ვიბლიანი შუადღემდე საწოლში ნებივრობდა , შემდეგ სადილისთვის გავიდა რესტორანში და ბოლოს კლუბში აღმოჩნდა. ქეთევანი ბოლო ორი კვირის განმავლობაში სრულ გადარბენაზე იყო, საახალწლოდ ქაოსი ტრიალებდა ყველგან ,დაკავებული ადამიანები უამრავი გეგმით ხვდებოდნენ ახალ წელს მათე კი სრულიად მოწყვეტილი იყო სამყაროს. არაფერი ადარდებდა ამქვეყნად, მხოლოდ თავის გართობას და დღის გადაგორებას ცდილობდა. არ მოსწონდა ქეთოსთან ურთიერთობა, ვერ ეჩვეოდა მის მუდმივ წესრიგს , არ შეეძლოთ ერთად გართობა და ის ზედმეტად ბევრს ღელავდა ყველაფერზე, ყოველთვის. რამდენიმე ჭიქა უკვე დალეული ჰქონდა ლაშამ რომ დაურეკა და მასთან წავიდა. ახალგაზრდები იყვნენ ძირითადად, თავისუფალი დროის მქონე ბიჭები რომლებსაც არ ელოდათ ცოლი, შვილი, სამსახური და მოვალეობები. სასმელს მოსაწევიც დაუმატა , სასიამოვნოდ გაბრუებული დაბრუნდა შინ ქეთო კი ისევ არ იყო სახლში. სამზარეულოში იჯდა და ვახშმობას ცდილობდა , ქეთოს ნომერზე რამდენჯერმე განხორციელებული ზარის შემდეგ უცნობი კაცის ხმა გაიგო . ის ერთი წამი იყო საკმარისი გამოსაფხიზლებლად
-გისმენთ... ალოო
-შენ ვინ ხარ...ქეთო სად არის
-ქეთევანი გასულია, მალე დაბრუნდება და გადავცემ რომ დარეკეთ. თუ რაიმე საჩქაროა შემიძლია დავუძახო
-სად ხართ ...
-უკაცრავად თქვენ ვინ ბრძანდებით?
-სად ხართ მეთქი ... სად - უკვე ღრიალებდა და სახლიდანაც გარბოდა.
-ქალბატონი ქეთევანის ოფისში - მობილური გათიშა ,კაცის ხმის გაგონება აღარ უნდოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რა აბრაზებდა ასე ძალიან, მაგრამ შეშლილივით მიეჭრა ეზოში დანახულ მეუღლეს რომელიც მშვიდად მიაბიჯებდა სავსე პარკებით ხელდამშვენებული,რომელშიც საჭმელი ეწყო და სავარაუდოდ იქ ვახშმობას აპირებდა
-ქალბატონო ქეთევაან ხომ არ დაგეხმაროთ ? ამ დ.დამტ...ლ ოფისში გადმოცხოვრდი ვიღაც არსებასთან ერთად და არ ვიცი? დღეს საერთოდ გეგმავთ სახლში მოსვლას და ჩემს გვერდით დაძინებას თუ რა ხდება თქვენს მიერ გაწერილ განრიგში?
-მათე აქ რას აკეთებ? დილით ხომ გითხარი საქმეები მაქვს-თქო? რამე მოხდა?
-არაფერი, უბრალოდ ჩემი ახლად შერთულული ცოლი სამსახურში მეტ დროს ატარებს ვიღაც კაცებთან ერთად ვიდრე საკუთარ სახლში საკუთარ ქმართან
-ბავშვობ , გეფიცები თან ძალიან და არ მესმის
-ვინ არის ის ...ვინ გელოდება შიგნით - ღრმად ჩაისუნთქა და ეცადა ხმა გაეკონტროლებინა ,მაგრამ ხელებსაც ძლივს იმორჩილებდა
-კლინეტია ,რომელის სახლზეც ვმუშაობ ...
-კარგიი... გავიცნობ მეც შენს კლიენტს. დაგელოდებით როდის დაასრულებთ მუშაობას - პარკები ხელიდნა გამოგლიჯა და ზემოდან დახედა- რა? კონფიდენციალური ინფორმაციააა რომელ სართულზე რამდენი ოთახი ექნება?
-მოსაწყენი მოსასმენი იქნება შენთვის თორემ მეეჭვება არჩილი წინააღმდეგი იყოს- დაღლილი იყო და ნამდვილად არ ჰქონდა კამათის ძალა. ისიც საკმარისი იყო მათეს სიფხიზლის ქვედა ზღვარს რომ ხედავდა - შეგეძლო ფხიზელი მოსულიყავი და არა ეჭვიანობისგან გაგიჟებული ლოთი კაცის სახით, თვალებდაწითლებული ჯერ კიდევ კაიფიდან გამოუსვლელი - წინ წავიდა და ეს იმის ნიშანი იყო რომ საუბრის გაგრძელება არ უნდოდა. ყველაფერი ცარიელი იყო , მეორე სართულზე ავიდა და ჰოლში მდგომი დივნიდან წამოდგა კიდეც მაღალი , სიმპათიური მამაკაცი
-ქეთევან , კარგია რომ დაბრუნდით გირეკავდნენ და აშკარად აღელვებული ჩანდა
-აღელვებული მეუღლე ... გახლდით არჩილი მგონი ხომ?- ერთი ხელი გაითავისუფლა და თავისზე მაღალს მზერა გაუსწორა
-ააჰ თქვენ ქეთევანის მეუღლე ხართ?
-თქვენ კი უცხოპლანეტელი ?
-უკაცრავად?
-არ მეგულებოდა ქართველი რომელმაც არ იცის ვინ ვარ ...
-მგონი მეც მეცნობით, მაგრამ არ ვიცი ... სამწუხაროდ წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხართ
-არჩილ იქნებ საქმეზე გადავიდეთ...თქვენც ცოტა დრო გაქვთ და მეც საკმაოდ დატვრითული დღე მქონდა
-ჯერ მიირთვით ,თორემ ფერი აღარ გაქვს დარწმუნებული ვარ მთელი დღეა ყავის გარდა არაფერი მიგიღია - მათე მზრუნველი ტონით საუბრობდა და ლოყაზეც აკოცა ახლედიანს მიუხედავად იმისა,რომ აშკარად ბრაზისგან იყო ანთებული ეს უკანასკნელი
-ჩემი ბრალია , უბრალოდ სხვა დრო არ მქონდა. სულ ორი დღით ვარ საქართველოში და ქეთევანმა გამონაკლისი დაუშვა
-არჩილ ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით ,თქვენ პირობის თქვენი ნაწილი შეასრულეთ მეც მმინდა რომ შედეგით კმაყოფილი დარჩეთ. არ მიყვარს ვალში ყოფნა
-რას ამბობ , ეს ადგილი ისე მომწონს აშკარად თქვენთვის იყო და კარგია რომ დაგთანხმდით
მათე კაცის მზერას რომ ხედავდა ისედაც გონება ებინდებოდა და რომ მიხვდა ვინც ბრძანდებოდა ბატონი არჩილი საერთოდ შეეკრა სუნთქვა . თვალები წამით დახუჭა და შემდეგ ღიმილიანი სახით მიუბრუნდა ცოლს
-გამოდის ბატონი არჩილია ამ ადგილის ყოფილი ,მფლობელი
-დიახ...აქ ადრე დედას გალერეა ჰქონდა . თავის ხელოვან მეგობრებთან ერთად შემოქმედებით საღამოებს აწყობდა და არ მინდოდა გაყიდვა, მაგრამ ქეთევანმა დამარწმუნა -ისეთი თბილი მზერა მიაპყრო ქალს , თითქოს ცოტაც და მკლავებს მოხვევდა-მიხარია აქ ამ ყველაფრის ხილვა, თითქოს გაცოცხლდა აქაურობა
-ჩემი ქეთო თავადაა საოცრება და ყველაფერი რასაც ეხება ასევე ბრწყინავს ხოლმე ... თქვენი სახლიც დარწმუნებული ვარ შესანიშნავი იქნება - თავადაც ვერ მიხვდა თავი როგორ შეიკავა, მაგრამ არ შეეძლო ქეთოს თვალწინ სცენის გამართვა . ქეთოსთან ვერავის სცემდა თან იქ , იმ ადგილას , მაგრამ შემდეგ ორჯერ მეტად ანთხევდა ხოლმე ბრაზს.
ერთ-ერთ სავარძელში მოკალათდდა და შორიდან ადევნებდა თვალს მათ მუშაობას. ქეთო სრულიად იყო საქმეში ჩაძირული ასეთს პირველად ხედავდა და იმდენად მოსწონდა თვალი ვერ მოაშორა , ზოგჯერ არჩილის არსებობაც კი ავიწყდებოდა , მაგრამ სხვა შემთხვევებში კაცის მზერასაც ხედავდა და ხელები ექავებოდა იმდენად უნდოდა მისი ცემა. ნელ-ნელა გამოფხიზლდა კიდეც,ბოლოს სრულიად ფხიზელი იყო ქეთევანი რომ დაემშვიდობა არჩილს თავადაც წამოდგა .
-ნახვამდის ... ერთი თვის შემდეგ ისვე შევხვდებით . როგორც შევთანხმდით მანამდე ელექტრონულ მასალებს გამომიგზავნით, თუმცა მე სრულიად გენდობით ქეთევან - ხელზე აკოცა და თვალების ჟუჟუნი უტიფრად განაგრძო.
-დაგიკავშირდებით ბატონო არჩილ- ხელი მშვიდად გამოსწია და უემოციო გამომეტყველებით დაემშვიდობა კაცს.
-ჩვენც წავიდეთ?
-ჯერ არა... საქმე მაქვს
-მე საქმე მაქვს ... გავალ და დავბრუნდები
-შეგიძლია წახვიდე...უკვე ხომ მარტო ვარ
ყურადღება არ მიუქცევია ქეთოსთვის ისე დატოვა შენობა და უკან გაჰყვა არჩილის მანქანას. ქალაქში სიმშვიდე იყო, მარტივი იქნებოდა ადგილის პოვნა სადაც ბატონ მოფლირტავეს ჭკუას ასწავლიდა. მთელს სხეულში ჟრუანტელი უვლიდა მოსალოდნელი ამბის წინ, თვალები ისე უნათებდა როგორც მტაცებელს მსხვერპლის მოხელთების დროს. მანქანით გზა გადაუღობა და ფარები აუნთო. როგორც იქნა მიხვდა ბატონი არჩილი რომ გადასულიყო მანქანიდან და სიცივისგან მობუზული დადგა ვიბლიანის წინ
-მათე თქვენ ხართ? რატომ მომყვებოდით დავიჯერო საქმე გაქვთ?- სადღაც გამქრალიყო ის კარგი ბიჭი ქეთოსთან ანგელოზს რომ მიუგავდა ქცევები - ყინავს და მე დროც არ მაქვს თქვენთვის
-დიდი დრო არ დაგვჭირდება და მალევე გათბები აჩიკო - გაიცინა და მისი პიჯაკის საყელოს თითები ჩამოუსვა მერე უცებ მოუჭირა და ქვემოთ დაქაჩა- რაო აჩიკო კარგი გემოვნება მაქვს და ვიცი ლამაზ ქალს როგორ უნდა ვაიძულო ხშირად შეხვედრებიო? რას ფიქრობ მაგ შენ პატარა თავში გამომწყვდეული პაწაწინა ტვინით ...რა ფანტაზიები გიტრიალებს ჩემი ქალის დანახვისას - საუბრის დაწყების შემდეგ ერთიანად მოაწვა ენერგია და ყელშიც წვდა გაოცებულ კაცს. აშკარად არ ელოდა ახვლედიანი შუა ქუჩაში თუ ჩხუბის წამოწყებას გაბედავდა
-ხელი გამიშვი , დამიჯერე არ ღირს ყოყლოჩინობა და ძველიბიჭის თუ რაღაც უბედურების როლის მორგება - ხელი აჰკრა მკლავზე და მოიშორა კიდეც ვიბლიანი - ნუ მაიძულებ მტრების სიაში შენს გადაყვანას...არ ღირს
-მტრების სიის სათავეში შეგიძლია ჩამწერო - გაიცინა და შეკრული მუშტი მოუქნია- ს.რზე შენი მუქარებიც და შენც ! ქეთოს აღარ გაეკარები შორიდან მიიღებ მასალებს სანამ დასრულდება ის შენი სახლი
-ჯანდაბა ... როგორ არ მინდოდა შენნაირ განუვითარებელთან ჩხუბი ,მაგრამ მაიძულებ - ტუჩიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა და ანთებულ ვიბლიანს გაშლილი ხელი ისე უთავაზა წონასწორობა დაუკარგა ბიჭს. არჩილი არ იყო ის კაცი თავის გალანტურობას მარტივად რომ ივიწყებდა, მაგრამ არც სხვას აცემინებდა თავს. შესაბამისად ბოლოს ქალაქის ცენტრში მომხდარი ჩხუბის შესახებ ყველამ იცოდა,ვიბლიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა არჩილი კი ცნობილი პროკურორი გამოდგა ,რომელიც თავს დაზარალებულად ცნობდა და საჩივარსაც წერდა დაკავებიდან ნახევარ საათში .
ყველაზე მეტად მარიამთან დარეკვა არ უნდოდა, მაგრამ ცნობილი იურისტი დედის გარეშე ამ ამბიდან აშკარად ვერ გამოძვრებოდა. თავი უსკდებოდა , ქეთოზე ფიქრობდა , სკანდალში თავიდან გახვევა არ უნდოდა, იცოდა კართან ჟურნალისტების არმია დახვდებოდა და უკვე გული ერეოდა საკუთარ მდგომარეობაზე. ყოფილი ფეხბურთელის ცხოვრების წარუმატებელი ეპიზოდების კოლექცია ჰქონდათ და არც ბეზრდებოდათ . ეზიზღებოდა უკვე ეს ყველაფერი , მაგრამ არჩილის სახის გაერთიანების სურვილი ისევ კლავდა. სულ რამდენიმე დარტყმა მოასწრო ბატონი პროკურორი ზედმეტად მოხერხებული აღმოჩნდა. თანად კი მთელი სხეული სტკიოდა გახეთქილ წარბთან და ტუჩთან ერთად.
გაუნძრევლად იჯდა რკინის სკამზე ნაბიჯების ხმა რომ გაიგო და მარიამის სახე დაინახა. ამხელა იმედგაცრუება არასდროს ყოფილა მასში, ახლა თითქოს ბოლო იმედიც დაკარგული ჰქონდა შვილის კვლავ იქ ხილვის გამო. არაფერი უთქვამს, არცერთი სიტყვა. დაელოდა ბადრაგი კარს როდის გააღებდა და შემდეგ ისევ უსიტყვოდ შებრუნდა. მათე უკან მიჰყვებოდა და უკვე მთელი სიცხადით გრძNობდა ბრაზს საკუთარი თავის მიმართ
-დედა
-გეყოფა გთხოვ ... ყველამ ყველაფერი იცის უკვე. ქეთომაც და არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს როგორ შემოირიგებ იმ გოგოს, ან როგორ გადაურჩები დემეტრეს - ზედაც არ შეუხედავს ისე შეიკრა გრძელი პალტოს ღილები და ჟურნალისტებს დაცვა დაუხვედრა. მანქანამდე როგორღაც მიაღწია, მარიამი საკუთარ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
თენდებოდა უკვე მანქანა ეზოში რომ შეიყვანა და სახლს შეხედა. ვინ იცის ქეთო იქნებ არც იყო სახლში , ან იყო და გაბრაზებული ელოდა. ღრმად ჩაისუნთქა და სრულიად გამოფიტულმა შეაბიჯა მისაღებში. არაფერი უნდოდა მშვიდად ყოფნის გარდა, ქეთოს ჩახუტების და სიმშვიდის. დაიღალა, ყველაზე მეტად საკუთარ თავს სჯიდა, ვნებდა და ანადგურებდა ...სხვას არავის ისე როგორც საკუთარ თავს.
საძინებლამდე გზა ისე განვლო თითქოს მხრებზე მძიმე ტვირთი ჰქონდა. არ ნანობდა, მაგრამ მაინც ცუდად იყო . ასე არასდროს უგრძვნია თავი, არადა ამაზე უარესიც ჰქონდა ჩადენილი ახლა კი ქეთოსთან საუბრის ეშინოდა. ქეთო, ქეთო სისხლს ვერ იტანდა ბავშვობიდან ფობია ჰქონდა და ახლა მის წინ იდგა მტვერში ამოსვრილი, გამოუძინებელი, სისხლიანი და ჭუჭყიანი .
ოთახში სინათლე ენთო, ქეთოს ჩვეულებისამებრ ხალათი ეცვა და თმაგაშლილი ,მშვიდი სახით იდგა ფანჯარასთან. თვალის მოუშორებლად უყურებდა და ხმას არ იღებდა
-კმაყოფილი ხარ ? დაიკმაყოფილე დაუოკებელი ჩხუბის სურვილი ? ყველამ გაიგო როგორი ეჭვიანი ქმარი ხარ ამჯერად ... ადრე არასდროს იყავი ეჭვიანი. მხოლოდ აშკარა ფაქტის გამო სცემდი ხოლმე ხალხს ,თუმცა ადრე ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდი და არც ცოლს უღალატია შენთვის ამის შემდგომ რა თქმა უნდა მეორე ცოლს თვალყური უნდა ადევნო. ყველაფერს უნდა დააკვირდე, შეისწავლო და ყველა ცემო ვინც კი შეიძლება მეფლირტაოს. ყველა იდიოტი ვისაც ჰგონია რომ ყურადღებას მივაქცევ
-სისულელეა იმ ქალის ღალატის გახსენება... მე აზრადაც არ მომსვლია შენი კონტროლი. შენ ნუთუ მართლა გგონია რომ ეჭვი შენში მეპარება -ამას ნამდვილად არ ელოდა, ელოდა კამათს ამ ჩხუბის გამო რომელმაც ამხელა ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ ქეთო სულ სხვა რამის გამო იყო ნაწყენი- ხო ახლა არ ვცხოვრობ ჯანსაღად... აღარ ვარ ცნობილი კლუბის ფეხბურთელი და შუა ქუჩაში ცემა-ტყეპაც შემიძლია . ახლა ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ რომელსაც სასწორზე დასადები კარიერა აღარ აქვს , თავისუფალი ვარ ვალდებულებებისგან და შემიძლია ვცემო კაცი რომელიც იმდენად თავხედია ,რომ ჩემს თვალწინ ეფლირტავება ჩემს ცოლს ...რომელსაც მეორე ცოლის კომპლექცი აქვს აშკარად.
-თავადაც ვერ ხვდები ამ ყველაფერს... ვერ ხვდები , ვიცი - ჩუმად თქვა და სახეზე აიფარა ხელები- ასეთს ვერ გიყურებ , არ შემიძლია ... არ მაინტერესებს როგორც გინდა ისე მოიქეცი, ვინც გინდა ის სცემე და რაც გინდა ის გააკეთე . იეჭვიანე, ეჭვიც შეიტანე , მითვალთვალე თუ გინდა უბრალოდ საკუთარ თავს ნუ ვნებ გემუდარები, ვკვდები ასეთს რომ გხედავ . გტკივა და მე ჭკუიდან ვიშლები იმიტომ რომ ჩემ გამო გტკივა... მითხარი რა გავაკეთო სახლში დავჯდე და მხოლოდ ჩვენს ნათესავებს შევხვდე, იმათ ვინც არასდროს შემომხედავს სხვა თვალით ? მითხარი ასე მშვიდად იქნები ? - ახლოს იყო, ათრთოლებული ხმითა და ამღვრეული თვალებით . ისეთი იყო, ისეთი სუსტი და თან ძლიერი. სხვანაირი იყო, სხვა ფერი...ის არავის გავდა. არცერთ სხვა ცოლს, არცერთ ქალს სამყაროში
-არ მინდა ... შენ ისეთი საოცარი ხარ როცა მუშაობ- უცებ გაახსენდა როგორი ენთუზიაზმით საუბრობდა სრულიად უცხო ადამიანის მომავალ სახლზე . ჩახუტება უნდოდა, მაგრამ ხელები დასვრილი ჰქონდა მას კი ჯერ კიდევ ასდიოდა შხაპის გელის სასიამოვნო სურნელი - ვეცდები სხვა დროს თავი აღარ ვაცემინო არავის...ის აშკარად ძიუდოზე დადიოდა
-იდიოტი ხარ - ქეთო თითქოს მის სურვილს მიხვა ისე მოეხვია და ფრთხილად აკოცა - ახლა ტუჩი გეტკინება - ქურთუკი მოაშორა და ზედაც მის გზას გააყოლა- შხაპი მიიღე და დავიძინოთ . არ მაქვს შენთან ბუზღუნის სურვილი, ჩახუტება მირჩევნია - ლოყაზე კოცნიდა მერე წარბამდეც მიაღწია და ნატკენზე შეეხო- კარგად ვერ დაუმუშავებიათ ... მე მივხედავ
-შენ მართლა არ ხარ ამქვეყნიური ხომ? - მკლავები ძლიერად მოხვია და სახე მის ყელში ჩამალა- როგორი კარგი ხარ ...იდეალური
-შენ კი დასვრილი, ნაცემი, დალურჯებული- ეს უკანასკნელი უკვე გვიან შენიშნა და ხმა გაუტყდა- ჯანდაბა ! ასე როგორ გცემა შენ რა ჯანდაბას აკეთებდი ...ამდენჯერ დარტყმის უფლება როგორ მიეცი - როგორ ეცადა ცრემლების შეკავებას, ყველაფერი ერთად აწვებოდა გულზე ის რაც თქვა, რაც ვერ თქვა, რასაც საკუთარ თავსაც უმალავდა და ბოლოს მაინც დაუსველეს ლოყები ცრემლებმა- ვერ გიტან ... ვერ გიტან ასეთს . შენ ჩემი მათე არ ხარ , შენ ერთი იდიოტი ხარ რომელიც ვერ ფიქრობს , ტვინი გათიშული აქვს და ცხოველივით იქცევა
-ნუ ტირი... გემუდარები არ იტირო თორემ მოვკვდები გეფიცები. ასე ნუ მსჯი... ასე ნუ მსჯი ქეთო . მეჩხუბე , გამლანძღე ისე როგორც სხვა ცოლებმა იციან...ოღონდ ასე ნუ მექცევი - სულ გაგიჟდა, ცოტაც და მართლა გაუჩერდებოდა გული. ძალა აღარ ჰქონდა- ამის დედაც ... არ იტირო ქეთო ...არ იტირო გთხოვ და გეფიცები , გეფიცები უკიდურესი შემთხვევის გარდა აღარავის ვცემ და საერთოდ არავის , არავის მივცემ დარტყმის უფლებას თუნდაც მსოფლიო ჩემპიონი იყოს
-მპირებდი ? - ქვემოდა უყურებდა და ცრემლებს იმშრალებდა
-გპირდები ხო...გპირდები კარგი ბიჭი ვიქნები. შენი კარგი ბიჭი
-მარტო ჩემი კარგი ბიჭი - თავი შიშველ მკერდზე მიადო და თვალები დახუჭა. ეს იყო ის რისი მიღებაც უნდოდა, ბიძგი რაც მათეს სჭირდებოდა, სულ მცირე ,მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი.
დილის შვიდი საათი იყო საწოლში რომ დაწვნენ. მათე მაშინვე მოეხვია ქეთოს და რამდენიმე ფრთხილი კოცნის შემდეგ დაღლილობისგან გაითიშა. იმ ღამით არ გატოკებულა, ქეთოს ხელს არ უშვებდა და ღრმა, მშვიდი ძილით ეძინა .
ხდება ისეც ,რომ ცხოვრებაში ხვდები ადამიანს რომელსაც შეუძლია მიხვდეს , გიგრძნოს მოვიდეს მოგეხვიოს და თავისი ცრემლებით გამოხატოს გაბრაზება. ჩხუბის ნაცვლად მოგეხვიოს და გულთან მოაღწიოს , ცარიელი სიტყვების ნაცვლად სიყვარულით შეგებრძოლოს .
...........
წლის ბოლო დღეები იყო...
პირველ ახალ წელს შეხვდებოდნენ ცოლ-ქმრის სტატუსით და ჯერ ისევ არ ჰქონდათ გეგმები. ძირითადად ერთად ხვდებონენ ხოლმე რომელიმეს სახლში, აგარაკზე ანდაც რესტორანში . მხიარულება და ხალისი არ აკლდათ , ჩვეულებრივი ფერადი ახალი წელი დგებოდა მათთან, მაგრამ მათეს არ უნდოდა ქაოსში ჩაკარგული შეხვედროდა ამ დღეს. უნდოდა ახალი წელი მაინც ყოფილიყო განსხვავებული , ამ წელს მაინც შეეცვალა მისი ცხოვრება უკეთესობისკენ. ცვლილებები კი ბევრი იყო მის განვლილ ცხოვრებაში, მაგრამ მთავარი წინ ჰქონდა .
-წელს თოვლის გარეშე გველის ახალი წელი
-როგორც ყოველთვის- ქეთო ნაძვის ხეს რთავდა და სათამაშოთი ხელში იდგა რომ სწორი ადგილი შეერჩია- აქ დავკიდო თუ აქ?- ხელით აჩვენებდა მათეს ის კი სულ სხვა რამეზე ფიქრობდა
-სულერთია ... ორივეგან ლამაზია
-ოო მინდა ლამაზი გამოვიდეს სულ არ მეხმარები
-ხომ აგაწყობინე... ერთი საათი ვშლიდი ...ნათურებითაც მე მოვრთე მთელი სახლი . ისე გამოიყურება ყველაფერი აქედან წავა მგონი სანტა
-ნუ ხარ გრინჩი
-შენ კი ახალი წლის ფერია ხარ- ზურგიდან მოეხვია და ყელში აკოცა- მარტო შენთან მინდა ვიყო ... ერთად წავიდეთ სადმე.
-რამდენიმე თვეა არავისთან მილაპარაკია ნორმალურად...საქმეების გამო ვერ ვიცლი . მალე დედა გაგიჟდება ... იქნებ ერთად შევხვდეთ და პირველში წავიდეთ
-არა !
-მათე ნუთუ არ გინდა მათთან ერთად შევხვდეთ
-სულ მათთან ვხვდებით
-მე სამი წელია არ ვყოფილვარ ახალ წელს აქეთ უფრო ზუსტად კი 4 ახალი წელი გავატარე ამერიკაში
-ახვლედიანები ახალ წელს შენთან მოდიოდნენ
-შენ სად ხვდებოდი
-პირველ წელს ლონდონში ვიყავით... მეორე წელს ბრაზილიაში. მოკლედ გადავეჩვიე ამ ხალხმრავლობას, სულ ერთი და იგივე სიტუაციაა არ შემიძლია ამდენი იდეალურის ერთად ცქერა. მარტო შენი მინდიხარ ახალ წელს
-ასე რომ მიყურებ იცი ხომ ყველაფერზე მითანხმებ
-სად წავიდეთ?
-სადმე საქართველოში ... სადაც თოვლია
-ახალ წელს ფიფქებიც რომ წამოვიდეს ისეთ ადგილას წავიდეთ - ტუჩები დაუკოცნა და ბოლოს თავადაც მიეხმარა ნაძვის მორთვაში.
.......
-წელსაც ვერ ვიქნებით ერთად? არადა როგორ მეგონა რომ ჩვენთან შეხვდებოდით
-ეს ბიჭი სულ აღრა გვიკარებს ახლოს...ვერ ვხვდები რა უნდა
-მარტო უნდა ყოფნა ცოლთან... ისედაც სულ სამსახურშია ქეთო და ოდესმე ხომ უნდა დაკავშირდნენ როგორც ცოლ-ქმარი
-დაკავშირებულები არიან ისედაც პირველივე ღამის შემდეგ ...ალბათ ყოველ ღამე
-იქნებ გეყოთ ჭორაობა და მომიყვეთ რა ხდება თქვენთან - ქეთო ჯერ ჩუმად უსმენდა გოგონების საუბარს , შემდეგ კი წვენის დაგემოვნებას შეეშვა და გააწყვეტინა ჭორაობა
-ჩვენ რა უნდა მოგიყვეთ გოგონი , ჩემი ძმის ცოლი შენ ხარ... ანუ ყველაზე საინტერესო ცხოვრება შენ გაქვს
-თუ ღმერთი გწამს მარიამ ...
-რა არა?
-რამე მაინც მოგვიყევი ქეთევან , დავიტანჯეთ ინტერესით. ვერ გავიგეთ რა ხდება ბოლოს და ბოლოს. ყოველწამს ველით რო რომელიმე იფეთქებთ
-არ ვიფეთქებთ და ტყუილად ელით ... ყველაფერი სტაბილურადაა
-სტაბილურად ანუ მოსაწყენად რაც სულაც არ არის კარგი
-ამ სიტუაციაში კარგია...იმაზე მეტიცაა ვდირე წარმოვიდგენდი - კი ეცადა ღიმილით გადაეფარა სევდა, მაგრამ ბოლომდე არ გამოუვიდა
-ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია არ დანებდე . მე მჯერა რომ ჩემი იდიოტი ძმა ოდესმე გონს მოვა და მიხვდება უყვარხარ
-იქნებ არც შევუყვარდე იმაზე მეტად ვიდრე ახლა ვუყვარვარ... ალბათ ამასაც არაუშავს. უბრალოდ ერთად ცხოვრებას უნდა შევეჩვიოთ
-ძალაგამოცლილი ხარ ვგრძNობ ... ცალკე სამსახური, მათე , სახლი, ჩვენც სულ არ გაძლევთ მოსვენებას
-ნუ სულელობთ... თქვენ სუაკეთესოები ხართ. ისე მენატრებოდით ჩამოვედი და მაინც ვერ შევივსე მონატრება
-ძველებურად ვეღარაფერი იქნება ... რაც უფრო დიდი დრო გადის , ვიზრდებით და რთულდება კიდეც ცხოვრება , თავისუფალი დრო სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩება. კარგი იყო ბავშვობა არც შვილები იყვნენ, არც ქმრები, არც სამსახური, მივლინებები, გეგმები მხოლოდ ერთმანეთი გვყავდა, გართობა და ათასი სისულელე
-თავად ვერავის შეეტენა და ჩვენი ქმარ-შვილი გახადა ახლა დაბრკოლებად - მარიამმა თვალები აატრიალა და ელენას მოჩვენებითი გაბრაზებით შეხედა
-არა ნუ მართალია, ასაკთან ერთად პასუხისმგებლობაც გვემატება და თავისუფლების მიუხედავად მაინც იმდენი საქმე გვიგროვდება ,რომ დრო არ გვყოფნის. ისე მენანება ხოლმე ძილისთვის დრო, ისე მენანება, მაგრამ მაინც სხვა გზა არაა -ამჯერად ნია ჩაერთო საუბარში
-სხვა გზა არაა ის ორი საათი გათანგულს მიეძნება ხოლმე თავისი აპოლონი ქმრის მკერდზე კვნესა -ოხვრით და ენანება ის ორი საათიც - ჩაიცინა ელენამ და ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა-სად შეგვიძლია..კიდევ ერთ ბავშვს ხომ არ გეგმავთ ისე? საუკუნეა ფეხმძმედ არავინ ყოფილა...ჯერ ბუმი იყო ყველა ერთად აჩენდით წამოიზარდნენ ეს ბავშვები საუკუნეა სამშობიაროში არ ვყოფილვართ ხალხო
-ახალდაქორწინებულები ვინც არიან ბავშვი და ფეხმძიმე ქალის ჭირვეულობა იმათ უნდა გვაჩვენონ- ყველამ ქეთოს გადახედა და ისიც წამსვე დაიბნა
-ჩვენ... ჯერ არ ვგეგმავთ. ურთიერთობის გარკვევამდე და დალაგებამდე ბავშვზე არ ვიფიქრებთ
-ეეჰ ...ფიქრი საერთოდ არ დამჭირვებია ძვირფასო ერთი ცალი მეტად აქტიური ტოზოიდია მაგისთვის საკმარისი და მერე ბავშვიც ისე იბადება აზრზე ვერ მოდიხარ
-არა, არა ჩვენ ჯერ არ ... ბავშვი უფრო გაართულებს ყველაფერს
-ეს ალბათ ჩემი ძმის სიტყვებია- მარიამი მშვიდი იყო ,მაგრამ ბრაზი აშკარად გაერია ხმაში- ამ ბიჭის აზროვნება მაგიჟებს ...ერთხელაც იქნება შემომაკვდება.არ დაიცვა ახლა იცოდე...დარწმუნებული ვარ შენ მისგან ბავშვის გაჩენაზე ოცნებობ . ყველამ ვიცით როგორ გიყვარს პატარები და
-მიყვარს, მინდა, მაგრამ ახლა სრული უპასუხისმგებლობა იქნება დაფეხმძიმება
ბავშვი - ერთ-ერთი ის თემა იყო რომელზე ფიქრსაც ერიდებოდა ქეთო. შესაძლოა მათეს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში არ შეეცვალა აზრი, ამაზე არ უსაუბრიათ ,მაგრამ ყველაფერი ცხადზე-ცხადი იყო . სულ რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ რაც გინეკოლოგთან ვიზიტზე წაიყვანა კონტრაცეფციის საშვალებების შესარჩევად . არაფერი უთქვამს, დაიწყო ტაბლეტების რეგულარული მიღება ისე როგორც ექიმმა ურჩია და ეს აუტანელი შინაგანი ტკივილი ისე დაფარა თითქოს არც განიცდიდა. ახლაც მშვიდად საუბრობდა ბავშვზე , მაგრამ გულში მტკივნეულად ჩხვლეტდდა. უნდოდა ეთქვა სიმართლე, უნდოდა სიგიჟემდე უნდოდა ბავშვი მათესგან , ეს საოცრება იქნებოდა თავს უბედნიერეს ქალად იგრძნობდა , მაგრამ ჩუმად იყო ან ამბობდ იმას რაც საჭირო იყო. ხედავდა როგორ ცდილობდა ვიბლიანი, როგორი დიდი სურვილი ჰქონდა ქეთოსთან ახლოს ყოფნის ისე ცდილობდა როგორც ესმოდა ,მაგრამ ეს არ იყო ის რაც ახვლედიანს სჭირდებოდა .
.............
ერთად შეხვდნენ ახალ წელს. მარტონი , მთაში იქ სადაც თოვლი იყო და ფიფქებიც მშვიდად, ტაატით მიიწევდნენ ციდან დედამიწისკენ. ორივეს აკლდა რაღაც , რაც სრულ სიხარულს მიანიჭებდა, მაგრამ ორივე ცდილობდა თავის მოჩვენებას ერთმანეთის ბედნიერებისთვი აკეთებდნენ ყველაფერს, მაგრამ არცერთმა იცოდა ზუსტად რა სურდათ.
გაყინულები იყვნენ, ათასფრად განათებული ცის ცქერა .., ფიფქების ქვეშ სეირნობა და ყინულად ქცეული სხეულებიც მიიღეს შედეგად. სითბოში დაბრუნება ორივეს ესიამოვნა. გაშლილ სუფრასთან მივიდა ვიბლიანი და თეთრი ღვინით შეავსო ჭიქები
-ახალ წელს გაუმარჯოს... დაე ყველაზე გამორჩეული და საინტერესო აღმოჩნდეს . მომავალი ბედნიერი წლების საფუძველი
-დარწმუნებული ვარ კარგი წელი იქნება... მე ვეცდები ცუდი არაფერი მოხდეს
-დამიცავთ ქალბატონო ქეთევან?- ღვინო მოსვა , თვალები უბრჭყვიალებდა და მაცდურად იღიმოდა
-მიყვარხარ - ჩუმად უყურებდა შემდეგ მოეხვია და ჩუმად თქვა მის ყელში თავჩაგულმა - არ დაგავიწყდეს რომ შენთვის ყველაფერი შემიძლია გავაკეთო ... მიყვარხარ
-ბოლო დროს ძალიან სენტიმენტალური გახდით ქალბატონო ქეთევან - თითები ლოყაზე ჩამოუსვა და ეული ცრემლიც გააქრო- ასე არ შეიძლება
-დავლიოთ ... გოზინაყიც მინდა - უცებ მოშორდა და მაგიდასთან დაჯდა. მათესთან ერთად ცოტ-ცოტას მიირთმევდა და საუბრობდა. ბევრ თემაზე ისაუბრეს ბოლოს კი ქეთომ მაინც დაუსვა კითხვა რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებდა-რას გეგმავ ახალი წლისთვის?
-ვეცდები კაბინეტის , პიჯაკიანი და ჰალსტუხიანი ბიჭი გავხდე ... მერე ორივე ბოსები ვიქნებით, მაგრამ მე შენსავით ლმობიერი არა - იცოდა ქეთო ამ სიტყვებს რომ ელოდა და მართალია საშინლად არ უნდოდა ბიზნესმენის ფორმის მორგება, მაგრამ ხვდებოდა სხვა გზა აღარ იყო. ეს სჭირდებოდა ყველას სიმშვიდისთვის , დრო იყო მსხვერპლი გაეღო საყვარელი ადამიანების სიმშვიდისთვის- იმედია მოგეწონები სერიოზული სახითა და ყელზე შემხუთავი ჰალსტუხით
-მათე ... შენ ეს არ გინდა იქნებ უბრალოდ ის საქმე გეკეთებინა რაც გიყვარს - თითებით ლოყაზე მოეფერა და თბილი მზერა მიაპყრო- ხომ შეიძლება პატარებს ასწავლო თამაში ... ივარჯიშო არ ვიცი როგორმე დაუბრუნდე შენ საყვარელ ადგილს
-არ გინდა...ამ თემაზე საუბარი აღარ გვინდა. მე არ შემიძლია, მოედანზე ან ვითამაშებ ან საერთოდ არ გავეკარები. ვერავის ვერ ვასწავლი, არ მაქვს ძალა თამაშს თვალს ვადევნებდე და მოედანზე გასვლას არ ველოდე . ეს წამება იქნება ჩემთვის და მირჩევნია ბიზნესს მივხედო ვაკოსთან ერთად
-მე შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის, რაც არ უნდა გადაწყვიტო და პიჯაკიც საოცრად გიხდება ... ჰალსტუხის გაკეთება მგონი აუცილებელი არ იქნება - გაუღიმა და მის მუხლებზე მოკალათდდა . ინსტიქტს მიჰყვებოდა , თავს აღარ იკავებდა როდესაც მისი კოცნა და მოფერება უნდოდა ეს იყო ის სივრცე სადაც სრული თავისუფლება ჰქონდა
-სულ უფრო ცოტა დრო დაგვრჩება ერთმანეთისთვის... ჩემი საქმე იმაზე მეტ მუშაობას მოითხოვს ვიდრე შენი , ბევრი მივლინებაც მექნება და მზად უნდა იყო ამ ყველაფრისთვის
-შენ მზად ხარ? შენ შეძლებ სრულიად სხვა სამყაროში შესვლას?
-გამოწვევაა ,რომელსაც შევერკინები და ვნახოთ როგორ მოვერგები ...იქნებ ესაა ჩემი საქმე და ნამდვილი აფთარი ვიქნები პიჯაკიან ვაჭრებს შორის -ჯერ შუბლზე მიაწება ტუჩები და შემდეგ მთელი სახე დაუკოცნა.
..............
ახალი წლის პირველი ორი კვირაც გავიდა და ისევ დაუბრუნდნენ გარესამყაროს. საღამო ერთად გაატარეს ვიბლიანებთან იყვნენ . მათე დისშვილებს ეთამაშებოდა ,.უმცროსი კოკო ერთი წლის იყო , უფროსი კატო კი ოთხის და მათეს აშკარად მათთან ყოფნა ერჩია ყველაფერს. ქეთო მათთან საუბრობდა , ათას მოსაწყენ ამბავს განიხილავდნე და თან ქმარს უყურებდა გაბრწყინებული სახოთ რომ უკოცნოდა ლოყებს ბავშვს.
_პირველად გხედავ ბავშვებთან ... ადრე გეშინოდა ხოლმე
_სულ პატარებს ახლაც ვერ ვიჭერ...ესენი უკვე დიდები არიან . რა ლამაზები არიან არა? ბედნიერები და უდარდელები _ იატაკზე დასვა კოკოც და შემდეგ თვალს ადევნებდა თორნიკესთან გაქცეულებს _ სიძეს აშკარად კარგად გამოსდის
_ბედნიერები არიან ... მიუხედავად ყველა სირთულისა რაც მათ ცხოვრებაში იყო . თორნიკე უბედნიერესია მარიამთან და ბავშვებთან
_მარიამი გაგიჟებით უყვარს _მზერა ბავშვებიდან ქეთოზე გადაიტანა და შემეგ ფეხზე წამოდგა _ წამოდი წავიდეთ
_ჯერ ადრეა ... სად წავიდეთ
_უსამართლობა იქნება მხოლოდ ჩემებს რომ ვესტუმროთ ... შენ უფრო მოენატრე ახვლედიანებს ვიდრე მე ამათ _ ხელზე აკოცა და თბილად გაუღიმა
_მარტო მივალ ამ დღეებში ... ანდრო ისევ გიბღვერს და ვიცი რომ მშვიდად ვერ იქნები
_მე მშვიდად არსად ვარ, ჩემთან უნდა გამოიკეტო მაშინ_ლოყაზე მოეფერა და მზერა გაუსწორა _წავედით
ვიბლიანებს დაემშვიდობნენ და ახვლედიანებთან გადაინაცვლეს. ვახშმისთვის ემზადებოდნენ ნინი და დემეტრე, ანდრო სახლში არ იყო . ნინიმ წყვილი რომ დაინახა სიხარულისგან ხმამაღლა წამოიყვირა და ორივეს მოეხვია. ისეთი ბედნიერი იყო ყველას გადასდო სიხარული. ქეთო დემეტრეს რომ მოეხვია შემდეგ აღარც მოშორებია მის მკლავებს და ნინი მალევე აბუზღუნდა
_კარგი რაა ... მამიკოს გოგო ხარ, მაგრამ მეც მინდა მოგეფერო . რამდენი ხანია ნორმალურად ვერ გნახე
_მარტო არ ხარ ნინ ...მეც მაგ დღეში ვარ. სულ.სამსახურშია ახლმა წელმა მოგვისწრო თორემ ცოლის სახეც მავიწყდებოდა უკვე _ ქალს თავად მოხვია ხელი და თავზე აკოცა _ ნინჩოო გოზინაყი აღაარ გაქვს?
ოხ შე მსუნაგო ... არ იცვლები ხომ? ბავშვობიდან მისრს ავლებდი გოზინაყს
_მსუნაგი არ ვარ რა პროსტა გოზინაყი მიყვარს მაგრად ... სხვათაშორის შენ ყველაზე კარგი გამოგდის
_ეფერისტი
_გეფიცები ნინჩო
_წავალ მოგიტან... კიდევ მაქვს ამათ არ უყვართ ხომ იცი
_მეც გამოგყვები ... მოგეხმარები _ქეთოც გაჰყვა და დარჩა მარტო დემეტრესთან. ისე უყურებდა მათე აფორიაქდა
_როგორ ხარ მათე?
_კარგად
_დარწმუნებული ხარ?
_დემეტრე რამე დავაშავე და არ ვიცი ? ვცდილობ ქეთომ არ ინანოს ეს ქორწინება და ბედნიერი იყოს
_მე არ მიკითხავს ქეთო როგორ არის_თქო ... მე გკითხე შენ როგრო ხარ_თქო . დაშავებული რომ გქონდეს ასე ვერ მოხვიდოდი მათე
_არ მესმის
_თუ ბედნიერი არ ხარ სხვას ვერ გააბედბიერებ ... ეცადე კარგად იყო ქეთო შემდეგ იქნება მშვიიდად
_ასეთი მარტივი არ არის
_რთულია , მაგრამ ეცადე მიხვდე რა გჭირდება კარგად ყოფნისთვის ან საერთდო რა არის ბედნიერება შენ იცი ?
_როდესაც არაფერი გაწუხებს და როდესაც დილის დაწყება გიხარია
_როდესაც იცი მარტო არ ხარ , გიყვარს, უყვქრხარ და ცხოვრობ ცხოვრებისთვის და არა არსებობისთვის
დემეტრე რთული ადამიანი იყო, მაგრამ ნინისთან ერთად მიაღწია სულის სიმშვიდეს. არ იყო მარტივი მისი ერთადერთი ქალიშვილის ქმრობა , მაგრამ მათეს ყველაზე მეტად საკუთარი თავის ეშინოდა . სახლში დაბრუნებული უკვე ემოციურად არეული იყო , ქეთოს დანახვისას ვნებისგან აუთრთოლდა სხეული და სააბაზანოში შესულს უკან გაჰყვა.
მოდუნებული იწვა ახვლედიანის მკლავებში და მის აჩქარებულ გულისცემას უსმენდა. თვალები დახუაჭა, ქეთო თითებს მის თმაში დაატარებდა და აჩქარებული გულისცემის დამშვიდებას ცდილობდა
_რაზე დარდობ ასე მათე _ თითები წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა და შემდეგ მისი ტუჩების შეხებაც იგრძნო
_ხვალ კომპანიაში წავალ ... გადადება აღარ ღირს . ახალ სამუშაო წელს დავიწყებ მათთან ერთად
_გგონია რომ არ გამოგივა და ამიტომ ღელავ ?
_ვიცი რომ გამომივა , მაგრამ არ მინდა ამ დაუსრულებელ წრეში ჩართვა ...ვიცი რომ დავიწყებ ვეღარ გადავეჩვევი
_იმიტომ რომ საკუთარ თავს სულ მაქსიმუმს სთხოვ და მთელი ძალით ერთვები ყველა საქმეში
_ბავშვი აღარ ვარ ქეთო...ესაა ბოლო საქმე რაც უნდა გავაკეთო და გამომივიდეს. ეს თამაში არაა , რამდენიმე წუთი კი არ გრძელდება ყველა წუთს უნდა ფიქრობდე შენს საქმეზე და ერთი არასწორი სვლაც შეიძლება გაკოტრების მიზეზი გახდეს
_შენ მარტო არ ხარ...ვაკო შენთან იქნება. გასწავლის და შემდეგ
_არ იქნება... ადრე მითხრა კომპანიაში რომ შემოაბიჯებ იმ წამიდან უფროსი იქნები თორემ შემდეგ ჩემი თანაშემწის როლიდან დაიწყებ მართვასო.ხომ იცი როგორი უცნაური კაცია
_მას სჯერა შენი...იცის რომ გამოგივა როგორც არ უნდა იყოს ის მაინც დაგეხმარება ... შენ ყველას იცნობ , ბიჭებიც შენთან იქნებიან
_როგორ შეგიძლია ყოველთვის გჯეროდეს ჩემი
_როცა გიყვარს გჯერა მათე ... ასეთი გასაკვირი რა არის ? შენ უნდა იცოდე, დარწმუნებული უნდა იყო რომ მე ყოველთვის დაგინახავ, გიგრძნობ, დაგიჯერებ და მექნება შენი რწმენა ... თუ იქნება დღე როდესაც ეს ყველაფერი გაქრება მივხვდები ,.რომ დაგივიწყე ... გაუფერულდი და მორჩი
_მე ასეთი არასდროს არაფერი მიგრძვნია _ თავი მაღლა ასწია და მზერა გაუსწორა ქეთოს
_ანუ არასდროს გყვარებია მთელი არსებით _ ტუჩები მის ტუჩებს შეახო და კიდევ ერთხელ ჩაიძირა მასთან ერთად ვნების ზღვაში , იქ სადაც არ იყო არავინ და არაფერი მხოლოდ ფერები , ცეცხლი და სიამოვნების მწვერვალი.
............
დილით ადრე გაიღვიძა. იმდენად უცებ გამოფხიზლდა თითქოს დიდი სიმაღლიდან ეშვებოდა და გონს მოსვლა სჭირდებოდა თავის გადასარჩენად. საწოლში მარტო იწვა მიუხედავად იმისა , რომ ჯერ კიდევ დილის რვა საათი იყო. ქეთო სააბაზანოშიც არ იყო , შხაპის შემდეგაც არ დახვდა ოთახში ამიტომ პირველ სართულზე გადაინაცვლა და წამსვე მოეხსნა მთელი დაძაბულობა მისი დანახვისას. ჰაეროვნად მოძრაობდა, თმები დაუდევრად ჰქონდა შეკრული , თხელი აბრეშუმის ხალათი ეცვა და საუზმეს მთელი ენთუზიაზმით ამზადებდა. ისე იყო გართული თავის საქმეში მათე ვერც კი შენიშნა ისიც კედელს მიყრდნობილი ადგილიდან არ იძვროდა მანამ სანამ ახვლედიანმა შიშისაგან არ წამოიკივლა შემდეგ მკლავებში მოიქცია და მთელი სახე დაუკოცნა
_დილამშვიდობისა ფერია
_მშვიდობიანი და წარმატებული დღე ჩემო სიყვარულო
_როდის ადექი ამ ყველაფრის მოსამზადებლად ... საერთოდ გეძინა?_თითები სახეზე შეახო და წარბები შეკრა _დღეს შენც უნდა იმუშაო
_ამიტომაც ვამზადებდი ნოყიერ საუზმეს , გემრიელსა და სასარგებლოს
_ფერია შენ ჩემი პირადი საოცრება ხარ _ ტუჩები დაუკოცნა და შემდეგ ტაფისაკენ გაქცეულს სიცილით გააყოლა მზერა
_დამეწვაა ... დამეწვაა
_ფრთხილად ხელები არ დაიწვა
ორივე ღელავდა, მაგრამ არ იმჩნევდნენ. მშვიდად ისაუზმეს და შემდეგ ორივემ სხვადასხვა მიმართულებით დატოვა სახლი. ქეთევანს იმდენი საქმე ელოდა რომ ფიქრის დროც აღარ ჰქონდა ნორმალურად. მათემ მანქანა პარკინგზე გააჩერა და პირველივე წამიდან მიიპყრო ყურადღება. უკვირდათ მისი ამ ფორმაში ხილვა, სერიოზული გამომეტყველებით მიაბიჯებდა და ყველას ესალმებოდა. აქამდე სულ რამდენჯერმე იყო იმ ადგილას ისიც სირბილში განვლო, ვაკოს თხოვნით მიმართავდა და შემდეგ ისევ სწრაფად ტოვებდა იქაურობას. ვაკოს მდივანი ადგილზე იყო , მაგრამ თავად ვიბლიანი არსად ჩანდა
_მათეე , როგორ ხარ? რა სიურპრიზია ... არ გელოდით _ გოგონა ფეხზე წამოიჭრა და როგორც ყოველთვის თამამად მოეხვია.
_როგორ ხარ ნიტა? ვაკო სად არის?
_ვაკო ლიკას კაბინეტშია ... რაღაც პრობლემაა და ცოტა არ იყოს გაბრაზებულია. გემუდარები დღეს ნერვებს ნუ მოუშლი
_ დღეიდან ნერვებს აღარ მოვუშლი ... მე და შენ კი ამ ფორმით ვერ ვისაუბრებთ
_ანუ ?
_ლიკას კაბინეტი საითაა? ისაა ხომ? _დერეფანს გახედა და პასუხის მიღების გარეშე დაიძრა იქეთ. კარზე მხოლოდ ერთხელ დააკაკუნა და პირდაპირ გააღო. ვაკო ფეხზე იდგა და მაგიდასთან მჯდომ ქალს რაღაცას უხსნიდა აშკარად არეული იყო და ცოტა აკლდა აფეთქებამდე
_ხომ ვთქვი არავინ შემოვიდეს_თქო
_მე ვარ და სერიოზული საქმე მაქვს ... ლიკა მოიცდის არა ?
_მათე ... მშვიდობაა? წუხელ არ გნახე ? საქმე თუ გქონდა ვერ მითხარი? ახლა რაღაც სერიოზული ხდება ცოტაც და გავგიჟდები კიდე თუ ცუდი ხდება რამე _ მაშინვე დატოვა კაბინეტი და შვილის გვერდით დადგა
_შუა დერეფანში ვერ დაგელაპარაკები... კაბინეტში შევიდეთ და თან დამშვიდდი . მოუგვარებელი არაფერია
_დავმშვიდდები შენგან ამ სიტყვების მოსმენა ბევრს ნიშნავს
კაბინეტში შევიდნენ , მათემ კარი შიგნიდან გადაკეტა და ვაკოს წინ სავარძელში ჩამოჯდა . რამდენიმე წამს უყურებდა , შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და გაბედა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა სრულიად ახალ სამყაროში
_მამა მინდა მუშაობა დავიწყო ... აზრი აღარ აქვს სახლში უსაქმოდ ჯდომას. საკმარისი იყო დასვენება, დროა შევეშვა ყველაფერს რაც წარსულ ცხოვრებასთან მაკავშირებს ... მჭირდება ეს საქმე
_ველოდი შენს ამ ნაბიჯს ... უკვე რა ხანია მგონია რომ მოხვალ , მეტყვი წადი დაისვენე შენს ძმაკაცებთან ერთადო და როგორც იქნა ეს დღეც დადგა
_ყველაფერში გასარკვევად დრო მჭირდება ..._უცნაურად გრძნობდა თავს, თითქოს პატარა ბავშვი იყო არაფრისმცოდნე,.სუსტი და უსუსური . ამ შეგრძნებას მუდამ გაურბოდა , ეზიზღებოდა ეს მდგომარეობა , მაგრამ მაინც ითმენდა იტანდა ხელებით ისე ეყრდნობოდა სავარძელს თითქოს გაქცევისგან იკაცებდა თავს . ცეცხლზე მჯდომივით მთელი სხეული თხოვდა ადგომას და წასვლას, დამალვას ,.უმოქმედოდ ჩრდილში ყოფნას , თუმცა მასში იყო მცირე , ძლიერი წერტილი რომელსაც ამბიცია ამოძრავებდა, დიდება სურდა , ძალის ხელში აღება საკუთარი თავისა და სხვების კონტროლი . ყველას გაოგნება და იმ ემოციის მიღება რასაც თამაშის დროს გრძნობდა, აღტაცება რომელსაც მისი ცქერის დროს განიცდიდნენ. ადგილი ჭირდებოდა , ახალი სივრცე სადაც ფრთებს ისე გაშლიდა რომ ფრენას ვეღარავინ ვერასდროს აუკრძალავდა , სადაც თავად იქნებოდა პირველი და მისი წესებით ითამაშებდა ყველა.
_მათე , შემომხედე შვილო და ყურადღებით მომისმინე _ვაკოს ხმა რომ ჩაესმა ფიქრებიდან გამოერკვა . თვალებში უყურებდა და რაღაც საპცარ ძალას გრძნობდა, მუდამ ამაყობდა მისით . არ ყოფილა მათეს ცხოვრებაში წამი როდესაც ჩაქრებოდა აღფრთოვანება მშობლების მიმართ , მათ იმხელა ძალა ჰქონდა ბავშვობაში ყოვლისშემძლეებადაც კი მიაჩნდა ორივე _ ვიცი , რთულია ჩემი და მარიამის შექმნილი იდეალური სტანდარტების დაკმაყოფილება . თითქოს თავისუფლებას გაძლევდით, მაგრამ მაინც გბოჭავდა ჩვენი ხასიათი . ვიცი , ვიცი ეს ასეა შენ რომ ჩემი შვილი არ იყო , შენ რომ ნულიდან გიწევდეს ყველაფრის დაწყება მე ზუსტად ვიცი ახლა მწვერვალზე იქნებოდი , მაგრამ ამ რესურსებითაც შეგიძლია განაგრძო ისე თითქოს ხელთ არაფერი გაქვს . როგორღაც ისე მოხდა რომ კომპანიაში უეცრად წარმოიშვა არეულობა. მეც გამომრჩა მნიშვნელოვანი დეტალი, ალბათ დავბერდი ... არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ გამომეპარა და ახლა შენ მოგიხდება გაუმკლავდე ყველაფერს. მე სრულ ინფორმაციას მოგცემ, ყველა ბიზნესზე, ყველა საქმეზე რაც კი გვაქვს და მათ მდგომარეობაზე . აზრზე რომ მოხვალ უბრალოოდ წავალ, ისე როგორც ადრე შევთანხმდით ხომ გახსოვს ... ყველა და ყველაფერი შენს განკარგულებაში იქნება თუ მოგინდება დაანგრევ და თავიდან ააშენებ , შეცვლი, გაყიდი, ახალს იყიდი ... რაც გინდა ის უნდა გააკეთო. მთავარი არის ეს სურვილი უბრალოდ ზუსტად წარმოიდგინო და შემდეგ შეძლებ შექმნას . ცვლილებების არასდროს შეგეშინდეს... როდესაც რისკავ და მიღებული შედეგით კაიფობ მაგ გრძნობას ამქვეყნად ვერაფერი სჯობს
ვაკომ ყველაფერი გააკეთა , ის დღე სრულად გამოიყენა. კაბინეტიდან თითქმის არ გასულან . მათე თავიდან არაკომფორტულად იყო, ისე ასტკივდა სტრესისგან ტავუ რომ აზროვნებაც აღარ შეეძლო, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაერთო აზარტმა სძლია ყველაფერს და ეს იყო პირველი ნაბიჯი თვალუწვდენელ, უსაზღვრო ოკეანეში რომელიც ან ბოლომდე შთანთქავდა ან სრულიად დაატკბობდა საკუთარი შესაძლებლობებით.
კომპანიიდან გასვლის შემდეგ იგრძნო დაღლილობა. ერთიანად გამოეცალა ძალა , მანქანის საჭესთან მჯდომს ხერხემალიც კი სტკიოდა ამდენსაათიანი ჯდომის შემდგომ თვალებზე აღარაფერს ვამბობ. ვაკოს შესვენების უფლებას არ აძლევდა და ახლა როცა სახლის კარიც შეაღო მხოლოდ საწოლი ეჩვენებოდა . ქეთომაც კი მიასწრო სახლში მისვლა , რომელსაც დღის განმავლობაშო ერთადერთხელ ესაუბრა ისიც რამდენიმე წამით ,შემდეგ ქალსაც აღარ მოუბეზრებია თავი.
_მათეე ... როგორ ჩაიარა _ ხალათი ეცვა , წვრილ წელზე ქამარი ჰქონდა მოხვეული და მის შიგნით სიშიშვლე იგრძნობოდა. ახალი დაბრუნებული იყო ისიც, შხაპის გელის სურნელი ასდიოდა და გამშრალ თმაში რამდენიმე სველი ღერიც ჰქონდა დარჩენილი . რომ მოეხვია და აკოცა ტანში ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ თავის ტკივილმა აჯობა _ზუსტად ვიცი ვაკო გაგწურავდა
_ერთმანეთი გავწურეთ... ისიც დაქანცული მივა სახლში _ ცხვირის წვერით შეეხო ქალის ყელს და შემდეგ თმებისკენ გადაინაცვლა _ მშია , ისე საშინლად რომ კუჭი სადაცაა გაქრება. შხაპის დასრულებამდე შეძლებ რამე მომიმზადო
_ მზად მაქვს უკვე ... თითქმის დასრულებულია და სუფრას გავშლი მხოლოდ _ ბედნიერი იყო ქეთო , უხაროდა მუშაობისგან დაღლილი ქმეის ყურება იმ დღეს როდესაც საქმე უსაქმურობის დამარცხებას ეხებოდა საზეიმოდაც კი იყო ეს ამბავი.
ვიბლიანის სხეულს ფიზიკური ვარჯიშიც კი დავიწყებული ჰქოდნა, გონების მსგავსი დატვირთვა კი ალბათ გამოცდების დროს თუ უხდებოდა ისიც შორეულ წარსულში. შხაპმა კიდევ უფრო მოადუნა , შარვალი ჩაიცვა , მაისური გზაში გადაიცვა და წამით შეჩერდა მისაღებში გაშლილ სადღესასწაულო სუფრას რომ შეხედა. ქეთო აშკარად აღნიშვნისთვის იყო მზად , მათეს დანახვის შემდეგ უცდია სუფრის შეცვლა, მაგრამ კვალი მაინც აშკარა იყო .
_ფერია _ სამზარეულიში მდგომ ქალს ზურგიდან მოეხვია და ყელში აკოცა _ მადლობა ...
_რისთვის ? _ მისკენ შებრუნდა და ისე გაიკვირვა ყითქოს ვერაფერს ხვდებოდა_ მომზადებას ვერ ვასწრებდი, მეც ცოტა ხნის წინ მოვედი და რაღაცები რესტორნიდანაა . ვივახშმოთ და დავიძინოთ, რთული დღე იყო დასვენების შემდეგ
_ვიცი სხვა გეგმები გქონდა, მაგრამ გპირდები ავღნიშნავთ _ ხელისგულზე აკოცა ისე როგროც წლების განმავლობაში აკეთებდა და შემდეგ მივიდა მაგიდასთან.
ჩუმად, უსიტყვოდ ჩაიარა ვახშამმა . საძინებლამდეც ასევე უსიტყვოდ მიაღწიეს მათეს უკვე ეძინა ქეთომ სახლი რომ მოაწესრიგა და ძილის დრო იპოვნა. მის გვერდით მოკალათდდა , რამდენიმე წუთს უყურებდა მძინარეს შემდეგ კი თავვადაც სძლია დაღლილობამ.
დილით , ადრე სიზმარში იგრძნო ლოყაზე კოცნა და თითქმის გაუგებრად ჩაესმა მათეს სიტყვები „მე მივდივარ ფერია ... საღამოს დავბრუნდები" ზედმეტად ადრე იყო ამიტომ ძილს თავი ვერ გაართვა. ვიბლიანმა აქტიური ფიზიკური ცხოვრება გაიხსენა , გადაწყვიტა რომ ჯანსაღი სხეულითა და სწორადდ დაწყებული დღით უკეთ გაუმკლავდბოდა გონების გამოცდას . გაამართლა კიდეც მისმა მცდელობამ, ვარჯიში წამალივით იყო მისთვის , დილიდან განწყობა აიმაღლა დადებითი ემოციებით დატვირთულმა შეაბიჯა კომპანიაში და კიდევ უფრო მყარი, დინჯი ნაბიჯებით გაიარა გზა კაბინეტამდე.
ყოველი დღე იყო ნაბიჯი მწვერვალისკენ . ყოველ დღე წინ მიიწევდა, მეტს იგებდა, მეტს სწავლობდა,.ერკვეოდა, აკვირდებოდა ყველა ადამიანს აკეთებდა იმას რაც არასდროს გაუკეთებია. იზრდებოდა მისი შინაგანი ბავშვი, ისე იზრდებოდა რომ კარგავდა ერთგვარ თავისუფლებას , რომელსაც სწირავდა ძალაუფლებას. ყოველთვის როდესაც გზას მიუყვები უკან იტოვებ ადგილებს რომლებსაც ნელ_ნელა ივიწყებ ისე თითქოს ისინი არც ყოფილა შენს ცხოვრებაში . აგრძელებ გზას და ზოგჯერ ვერც ხედავ შენს თვალწინ გადაშლილ ხედს, უბრალოდ აუვლი გვერდს იმ მნიშვნელოვან ადგილს და კარგავ , აღმოჩენის გარეშე აქცევ ზურგს . მათეს სისხლში ზედმეტად ბევრი ადრენალინი დაგროვდა, ჟინი ახალი ცხოვრების, ახალი მიღწევების , განუცდელის განცდის. მისი ყოველი წამი დაკავებული იყო , ვაკოს წასვლამდე ცდილობდა ყველაფერი გაეგო ისე თითქოს შემდეგ შანსი აღარ ექნებოდა მასთან შეხვედრის.
ქეთო მის ცხოვრებაში დამატებით ატრიბუტად იქცა.. მანამდე მიაჩნდა რომ ახვლედიანის დამსახურებით შეძლებდა მშვიდად ყოფნას ახლა კი საქმით იღებდა მთელს სიამოვნებას ისე თითქოს მხოლოდ მუშაობა იყო საჭირო სწორი ცხოვრებისთვის . ერთი უკიდურესობიდან მეორეში ისე გადავარდა ვერავინ შეძლო ამის დანახვა , არავინ იყო მათი ოჯახური ცხოვრების თვითმხილველი ქეთო კი მორჩილად ტკბებოდა მისი ბავშვური ენთუზიაზმით. დაღლილს თავს ევლებოდა მიუხედავად იმისა რომ თავადაც მთელს დღეს სამსახურში ატარებდა, უამრავი პრობლემა ჰქონდა და ძალა სულ უფრო და უფრო ეცლებოდა მათეს დანახვისას ყველა დარჩენილ ენერგიას იკრებდა, ღიმილით შესციცინებდა თვალებში . დილით საუზმეს ახვედრებდა, მიუხედავად იმისა რომ მათეს დღე ორი საათით ადრე იწყებოდა ახალ გრაფიკზე გადავიდა ქეთოც . ისე აჰყვა მისი ცხოვრების რიტმს , მათეს წამითაც არ უგრძვნია დანაკლისი. სახლიდან გასვლამდე კოცნაც კი ავიწყდებოდა ზოგჯერ , გარბოდა და სრულ არეულობას ტოვებდა , მაგრამ ქეთო მაინც არ წუწუნებდა. მმათე ასე კმაყოფილი იყო და ისიც ამით ხარობდა.
ვაკო წავიდა , ერთ დღეს მათე აღმოჩნდა ტახტზე რომლიდანაც ათასობით ადამიანის უფროსი გახდა. ვიბლიანს უნდა მოეხერხებინა და დაევიწყებინა ყველასთვის ძველი თავაშვებული, ცანცარა, უსაქმური მათე ვიბლიანი რომ მასში ნამდვილი უფროსი დაენახათ . ბოსი რომლის სიტყვასაც ძალა ექნებოდა , რონელსაც შეკამათების გარეშე დაუჯერებდნენ და რომელიც ავტორიტეტი იქნებოდა ყოველი თანამშრომლისთვის.
.........
გაზაფხულამდე მივიდნენ ისე რომ მათე საქმეების გარდა ვერაფერს ამჩნევდა. პრობლემებიც არ ილეოდა, ებრძოდა, იკვლევდა და აგვარებდა კიდეც , კმაყოფილი იყო რომ გამოუვიდა . სამსახურიდან გაუშვა დამნაშავეები და მიიღო ახალი კადრები . ძლიერი, სანდრო და პროფესიონალი თანამშრომლებით დააკომპლექტა პირადი გუნდი რომელიც უშუალოდ მისთვის მუშაობდა . იღებდა ინფორმაციებს, დეტალებს რომლებიც მანამდე უყურადღებოდ რჩებოდა . კმაყოფილი იყო საკუთარი შედეგებით , თუმცა მოდუნებას არ აპირებდა . გეგმები ჰქონდა , იდეები რომელთაც ძლიერი საფუძველი სჭირდებოდა.
ბიზნესში თუ დეტალებს არ ივიწყებდა სახლში ქეთოს ვეღარ ამჩნევდა. დილაადრიან გადიოდა, გვიან ბრუნდებოდა და კაბინეტში ატარებდამთელ დროს. ღამით საწოლში დაწოლაც ბევრჯერ დაავიწყდა და ახვლედიანს მხოლოდ დილის სამზადისის დროს ხვდებოდა . მასთან ნორმალურად არც საუბრობდა , გაექცა სადავეები , ყველაფერი აირია და ამას ვერც ამჩნევდა მანამ სანამ ქეთოს დაკარგის შიში არ განიცადა.
იმ ღამითაც გვიან დაბრუნდა , ქეთოს ვახშმობაზეც უარი უთხრა. გამზადებულ სუფრას გვერდი აუარა და კაბინეტში გამოიკეტა. მუშაობისას ჩაეძინა, მაგრამ გამთენიისას გამოფხიზლდა და ინსტიქტურად დაიძრა საძინებლისკენ. თვალების გახელაც ეზარებოდა, პერანგი გზაშივე გაიხადა და მოწყვეტით დაეცა ახვლედიანის სხეულს ხელი შემოხვია . უცნაური სიცივე იგრძნო , მისგან წამოსული სურნელიც არ ჰგავდა ძველებურს . სულ მთლად დანამული და გაფითრებული ჰქონდა კანი, ტუჩები გალურჯებოდა და ქანდაკების მსგავსად იყო გაშეშებული ერთ პოზაში
_ქეთოო .... საბანმა ვერ გაგათბო ? _ ცხვირის წვერი ყელზე შეახო და თითები მის მუცელზე აამოძრავა_ პატარავ _რამდენჯერმე აკოცა და ტუჩებით რომ იგრძნო მისი სიცივე ზემოდან დახედა _ქეთოო ... ქეთო გესმის ? _ თითებს სახეზე უსმავდა, მაგრამ ვერ აფხიზლებდა _ ქეთევან . ჯანდაბაა _ პანიკა დაეწყო , წამებში დაებინდა გონება საძილე არტერიას რომ შეეხო და სუსტი პულსი იგრძნო წამსვე მოაშორა საბანი . მუხლებზე იდგა და ხელის შეხებას ვერ ბედავდა , წითლად იყო შეღებილი ზეწარი და ქეთო გონს არ მოდიოდა. შემდეგ ყვიროდა , ღრიალებდა და სხეულზე მიკრულ ქალს გამოფხიზლებას სთხვდა. ასეთი ტკივილი არასდროს უგრძვნია , არაფრის ისე არ შეშინებია როგორც ქეთოს დაკარგვის. საავადმყოფოში შესვლის შემდეგაც არ უნდოდა ხელის გაშვება, დაბინდული მზერით ძლივს არჩევდა სახეებს. ექიმები იყვნენ ირგვლივ , მაგრამ სიმშვიდე წამითაც ვერ იგრძნო. რამდენიმე წუთი საუკუნოდ გაიწელა , ადგილს ვერ პოულობდა დერეფანში დააბიჯებდა და სუნთქვა აღარ შეეძლო .
ქეთო მძიმედ იყო , 4 კვირის ფეხმძიმეს გაურკვეველი მიზეზის გამო სისხლდენა დაეწყო და ნაყოფი დაკარგა . ვიბლიანი მიღებულ ინფორმაციას ბოლომდეე ვერც იაზრებდა , მხოლოდ ქეთოს მდგომარეობას აკვირდებოდა , მხოლოდ მის სახეს და ხელს არ უშვებდა პალატაში შესვლის წამიდან.
_მალე გაიღვიძებს?
_გაირვიძებს და კარგად იქნება ... ბავშვზე ჩვენ ვუთხრათ თუ თქვენ თავად
_საჭირო არ არის იცოდეს ... იქნებ სხვა მიზეზი ვუთხრათ. ამ ტრამვას ვერ გაუმკლავდება და თუ არ ეცოდინება უკეთესი იქნება
_მათე ასე არ შეიძლება
_ მე უკეთ ვიცნობ ჩემს ცოლს და გთხოვ გააკეთე ის რაც გითხარი
_ანალიზების პასუხებს კიდევ ველოდებით და გავიგებთ მიზეზსს ... სავარაუდოდ გაციებული იყო , მაღალი ტემპერატურა ჰქონდა ... თან ჩემს დანიშნულ აბებს იღებდა რაც თავისთავად ნაყოფზე მოქმედებს
_ეგ აბები აშკარად უმოქმედოა ... _კბილებსშორის გამოსცრა და ქალს შეუღრინა
_მე ვთქვი რომ 100% დაზღვევა არ არსებობს მითუმეტეს როდესაც ორივე ჯანმრთელი და ახალგაზრდა ხართ
_გთხოვ... ახლა არ მინდა ამაზე ფიქრი. მხოლოდ ქეთო მაინტერესებს! ის და არავინ სხვა
_შენი არ მესმის...ისევ არ მესმის
_არავის ესმის... მხოლოდ მას და ის ახლა უგონოდაა . არ უნდა ეტკინოს , მას გული არ უნდა ეტკინოს
_მე არაფერს ვეტყვი , მაგრამ ქალს ვერ დაუმალავ იმას რომ ფეხმძიმედ იყო
_ეცადე და გამოვა.... უნდა გამოვიდეს . სხვანაირად არ შეიძლება
ექიმი პალატიდან გავიდა და ისევ მარტო დარჩნენ. წამითაც არ მოუხუჭავს თვალი . უკვე გათენებული იყო და ქეთოს ისევ ეძინა. ისეთი სუსტი ჩანდა, გაფითრებული, ძალაგამოცლილი და უღონო , რომ მათეს გული უკვდებოდა. მის არცერთ მოძრაობას არ ტოვებდა უყურადღებოდ და ისიც მიხვდა , რომ მალე თვალებს გაახელდა. უყურებდა, ელოდა მის მზერას ... ის კი არ ჩქარობდა თითქოდ მომხდარს იხსენებდა თავი გვერდოთ შეაბრუნა, სახეზე გამომეტყველება ეცვალა და ბოლოოს მისი დანისლული თვალებიც გამოჩნდნენ
_მათეე _ ტუჩები ენისწვერით დაისველა და ბიჭს სახეზე დააკვირდა _ პალატაში ვართ?
_ცუდად გახდი და წამოგიყვანე. საშიში არაფერია ... ცოტა ხნით დაისვენებ და მალე უკეთ გახდები
_რა მოხდა ?
_არაფერი ...მაღალი სიცხე გქონდა და გონება დაკარგე . გვიან შემოვედი , მაპატიე რომ გვიან მოვედი პატარავ ... ახლა ყველაფერი კარგადაა საფრთხე არ გემუქრება. უბრალოდ დრო დაგჭირდება იმკურნალებ და მორჩება ყველაფერი . ჩემი ხომ გჯერა _ სახეს უკოცნიდა და ჩუმად ჩურჩულებდა. ცრემლები სდიოდა ქეთოს , საუბრის ძალა არ ჰქონდა , მაგრამ ჩუმად ტიროდა .
არ აპირებდა ვინმესთცის ამ ამბის შეტყობინებას , ეგოისტურად არ უნდოდა ქეთოსთან ყოფნაში ვინმე შესცილებოდა, მაგრამ დაავიწყდა ვინ იყო მისი ცოლისძმა. ქეთოს საკუთარი ხელით აჭმევდა პალტის კარი ხმაურით რომ გაიღო და ანდრო ახვლედიანი გამოჩნდა სრულიად შეშლილი სახით
_ქეთევან ... კარგად ხარ ? როგორ შემეშინდა ჩემო სიცოცხლე ... ნეტავ იცოდე როგორ შემეშინდა _ მათეს არც კი შეხედა ქეთოს გვერდით დაჯდა , ეფერებოდა და თითებს უკოცნიდა _ კარგად იქნება ყველაფერი ხომ იცი
_ხო ...კარგად იქნება _ძმის მხარზე ედო თავი და მისი მკლავები იჭერდნენ. უბრალოდ არ უნდოდა კარგად ყოფნა, არ უნდოდა გამოფხიზლება, გონს მოსვლა და ფეხზე დგომა. დაპაუზდა, მოდუნდა, მოეშვა და ახლა ისე ადევნებდა ყველაფერს თვალს
_ნინი და დემეტრე ხომ იცი ქვეყანაში არ არიან... ნინი მთელი დღეა მირეკავს ქეთოს ვერ ვუკავშირდებიო . რა ვქნა , ვუთხრა ?
_არ გინდა ... დაისვენონ . უთხარი რომ სადღაც წავედი დასასვენებლად ...
_დასასცრნებლად ამასთან ერთად? როდის იყო გიტაცებდა და საქმისგან სორს მიჰყავდი ... თვითონ ჩაიხრჩო ახლა იმ თავის ბიზნესში . ორის საქმის კეთება არ შეუძლია
_ახლა აქ უნდა ვიკამათოთ ანდრო თუ რატომ იგესლები? _ფანჯარასთან იდგა ბრაზმორეული და იქედან უყურებდა ახვლედიანებს
_შენთან საუბარსაც არ ვაპირებ ამ ეტაპზე _ ქვემოდან ახედა და მერე ისევ თავზე აკოცა გულზე მიხუტებულ დას
_საკუთარ ცოლთან მარტო დარჩენის უფლებაც უნდა გთხოვო თუ რა მდგომარეობაში ვარ რომ ვიცოდე მაინც
_შეგიძლია მოხვიდე და ნახო ... სახლში მიმყავს, ექთანს დავიქირავებ და ის მიხედავს
_რატომ გგონია რომ ქეთოს გაგატან ან წამოვა ...საერთო რა გინდა ანდრო? რატომ ვერ ისვენებ? თითქმის ერთი წელია ქეთო ჩემი ცოლია და შენ რით ვერ შეეჩვიე ამ ამბავს _არ უნდოდა ყვირილი , მაგრამ ხმა მაინც ვერ გააკონტროლა
_გეყოფათ რა ... გთხოვთ
_მე მშვიდად ვარ ... თავად წავიდეს თითქმის ორი დღეა აქარის . ისე თითქოს მის გარდა არავინ გყავს , არავის დაურეკა არც გააგებინა უნდა ჩაგკეტოს და მის გარდა ვერავის და ვერაფერს ხედავდე _ ქეთოს ელაპარაკებოდა და თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა
_ვიცოდი რომ არ იყვნენ დემეტრე და ნინი სახლში... თანაც არ მიფიქრია ნათესავ _მეგობრებზე როცა ჩემი ცოლი ცუდადაა
_ორივე გადით ... გთხოვთ . არ შემიძლია თქვენი მოსმენა , მეძინება _ ანდროს მოშორდა ბალიშს მიეყრდნო და თავი გვერდოთ შეაბრუნა
_ქეთო
_ვერ გაიგე რა თქვა? მშვიდად უნდა ყოფნა ... _ ანდრო რომ გავიდა ქეთოს აკოცა და უკან გაჰყვა .
დერეფანში გასვლისთავანე ოფეთქა ახვლედიანმა და კედელთან მიიმწყვდია მათე. ირგვლივ არავინ იყო მათ გარდა ვიბლიანი კი გამაღიზიანებლად მშვიდი იყო
_შენ შენი გლუვი ტვინით მართლა გგონია , რომ რამე გამომრჩება ჩემი დის ცხოვრებიიდან? ვიცდი, ვიცდი ამდენი თვეა და მისი გამოყენების გარდა არაფერს აკეთებ. იყენებ ... იყენებ და თან როგორ ყველა ხერხით რაც კი რამ შეიძლება და კიდე არ გეყოფა ვიცი . მერე მოგწყინდება იმიტომ რომ არ გიყვარს ... უბრალოდ გსიამოვნენს როცა გემორჩილება, შენთვის ცოცხლობს და ყველაფერს შენთვის აკეთებს . ეგოისტი ხარ რომელიც საკუთარი თავის გარდა ვერაფერს ამჩნევს _მთელი ბრაზით ისტროდა სიტყვებს , მაგრამ არ ყვიროდა
_შენ ის გაგიჟებს რომ შენი პატარა და გათხოვდა... შენ არ ხარ ეგოისტი? დას ვერ თმობ ...სასაცილო ხარ ანდრო . რაღაცებს იგონებ უფროსი ძმის ტყავში გახვეული, დაბრმავებული ... მე ქეთო ყველაზე მეტად მიყვარს
_შეიძლება იმიტომ რომ უმადური ხარ ... ფეხებზე დაიკიდე ოჯახიც, დაც ...ყველა და ყველაფერი . არც არავინ გიყვარს ვინც გასწავლის, ხელს გკრავს გამოსაფხიზლებლად და გეჩხუბება არ მოგწონს. ქეთოა ერთადერთი ვინც ბრმად მოგყვება და ბოლოს უფსკრულში რომ ჩააგდებ შებრუნდები და გმშვიდად განაგრძობ გზას
_რა გინდა რომ გითხრა ან გავაკეთო? წიოკობ ისტერიკაში მყოფი ქალივით. მე კი საერთოდ არ მაქვს სურვილი რაიმე დაგიმტკიცო . მე მხოლოდ ქეთოსთან მაქვს ვალდებულება ... მასთან და არა სხვასთან . შენ კი შეგიძლია ნერვიულობისგან მხოლოდ ჩვენს ცხოვრებაზე იფიქრო და მარტომ გაატარო დარჩენილი დღეები
_შენგან განსხვავებით შემიძლია საქმეც ვაკეთო, გავერთო და საყვარელ ადამიანებზეც ვიზრუნო... ცოლიც მხოლოდ იმიტომ არ მომყავს რომ ვიღაცამ გამართოს . სანამ არ შემიყვარდება არ ვაპირებ თამაშად ვაქციო ქორწინება
_რომელ საქმეზე მელაპარაკები ...ეკონომისტმა რომ დაგადო და დემეტრე რომ არა კომპანიას ნეხვში ჩაძირავდი იმ მართვის ნიჭზე მესაუბრები? ან იქნებ იმიტო გიჩალიჩა მის ცოლს რომ ჟ.მავდი და აღარ აძლევდა , გამწარდა და ფული წაგართვა ... კიდევ გინდა გავიხსენო შენი მაგარი ბიჭობა?
_ახლა გგონია რომ დამამცირე და მაგარი ბიჭი ხარ? მე საკუთარი შეცდომების არ მრცხვენია... არ ვარ საცოდავი კაცი რომელსაც არ შეუძლია მამის დახმარება მიიღოს. ქალს რაც შეეხება შენ ჭორების შეგროვება რომ დაიწყე ეგ გგონია ინფორმაციოს შეგროვება?
_საერთოდ რატომ ვხარჯავ დროს აქ, შენთან უაზრო დიალოგში არ მესმის. მივდივაარ , ქეთოს მარტო დატოვებას არ ვაპირებ
_დროულად რომ მისულიყავი და არ დაგეტოვებია კიდევ ერთი შენგან ფეხმძიმე ქალი არ დაკარგავდა ბავშვს... _კართან იდგა უკვე ანდროს სიტყვები რომ გავრცელდა ჰაერში და სუნთქვა შეუკრა. წამში გაცოცხლდა ყველა ემოცია, კონტროლი დაკარგა ანდროსკენ შებრუნდა ყელში წვდა და დერეფნის ბილისკენ ისე გადააგდო ახვლედიანი გონს დაცემამდე ვერ მოვიდა . ცხოველივით მიიწევდა იატაკზე დავარდნილისკენ ისეთი მზერა ჰქონდა ანდროც კი გააკვირვა
_აღარ გაბედო ჩემი ბავშვების ხსენება... ერთხელ კიდევ გამახსენებ ამ ტონით ამ ირონიით და მოგკლავ გეფოცები. ს.რზე ვინ ხარ და იცოდე არ დაგინდობ_ანდროს უკან მიჰყვებოდა და ცეცხლს ისროდა თვალებიდან
_გაგიჟებს ის ფაქტი რომ შენს ქალებს ვერ უვლი... არ შეგიძლია პასუხისმგებლობის აღება. ეს ბავშვი გინდოდა ? ქეთოს რომ ეთქვა ფეხმძიმედ ვარო ხომ შეიშლებოდი ... აღიარე , გამოუტყდი სკუთრ თავს
_მოგკლავ
_ფრთხილად იყავი სანამ მომკლავ საკუთარმა მიქარულმა საქმეებმა არ დაგახრჩოს ... ჩემთან ჭიდაობბას გირჩევნია ექიმი ნახო რატომ აქამდე აარ მოვიდა
_აქედან წადი !
პალატაში დაბრუნდა... ქეთოს გვერდით დაჯდა და თავით საწოლს დაეყრდნო. ბავშვზე ფიქრს თავს ვერ აღწევდა, ვეღარ გაუმკლავდ აამ ამბავს . ბავშვი არ უნდა ყოფილიყო, ეს არ უნდა დაეშვა . ყველაფერი გართულდა, ისე გართულდა რომ თავს ვეღარ აღწევდა, გამოსავალი აღარ იყო დროს უკან ვერ დააბრუნებდა უკვე თავად გახდა ამ უბედირების მიზეზი და ქეთო რას იზმადა სიმართლეს თუ გაიგებდა? აპატიებდა? არა არ აპატიებდა და მერე ? მერე როგორ შემოირიგებდა ქეთოს , შეძლებდა ახვლედიანის დარწმუნებას ? უამრავი კითხვა ჰქონდა , მაგრამ არცერთი პასუხი
_სახლში მინდა მათე ... წავიდეთ რა გთხოვ _ თავი ისევ საწოლზე ედო ქეთოს ხმა რომ გაიგო და მისი თითების შეხება იგრძნო
_ჯერ არაო ექიმმა..ცოტახანს დავიცადოთ . ანალიზების პასუხებს გავიგებთ და წავალთ პატარავ _თითები დაუკოცნა და მერე გასწორდა _ უკეთ ხარ ხომ?
_არ ვიცი ... უბრალოდ სახლში მინდა
_გინდა ანდროსთან წაგიყვანო?
_შენ გინდა ანდროსთან წავიდე ?
_მეც შენთან ვიქნები ... შენ სად იგრძნობ თავს უფრო კომფორტულად
_სახლში მინდა , ჩვენს სახლში მათე
_მალე წავალთ ... ცოტაც მოითმინე გთხოვ . ექიმს დავუძახებ,.დაველაპარაკები_ ქეთოს ყურება აღარ შეეძლო, ასეთს ვერ აიტანდა . მალე უნდა წაეყვანა სახლში . დროულად უნდა გამოჯანმრთელებულიყო .
რამდენიმე საათის შემდეგ სახლში მიჰყავდა. ანალიზების პასუხები დამაკმაყოფილებელი იყო და სახლში წასვლის უფლება მიიღეს. მათეს ხელში აყვანილი მიჰყავდა მისი დასუსტებული სხეულიდან ისევ არ მოდიოდა ჩვეული სითბო. ისევ ჩუმად იყვნენ, ქეთო ბევრს არ ლაპარაკობდა , ეს დუმილი კი უკვე საშიში იყო მათესთვის , გრძნობდა რაღაც ისე ვერ იყო და ყოველწამს ელოდა სიტუაციის გართულებას.
.........
ექიმთან იყვნენ კონსულტაციაზე . უკეთ გრძნობდა თავს და ექიმის დანიშნულებაც განახევრდა , მაგრამ შინაგან მდგომარეობას ვერაფერი ცვლიდა, სული მოსვენებას არ აძლევდა. სახლში მათესთან ერთად დაბრუნდა , როგორც ყოველთვის ახლაც ყველაფერზე თვალის დახუჭვას ცდილობდა ვიბლიანი , მაგრამ ქეთოს არ გამოსდიდოდა. დიაგნოზის წაკითხვამ ყველაფერი ნათელი გახადა. ერთ წრეში დალაგდა და ქეთოს დიდი დარტყმა მიაყენა
_ოდესმე მეტყოდი სიმართლეს?_ კაბინეტში მჯდომს თავზე დაადგა და ფურცლები მაგიდაზე მოისროლა _ თვეზე მეტია ველოდები როდის მეტყვი სიმართლეს , მაგრამ სიტყვასაც არ ძრავდი ...არც აპირებდი
_ქეთევან
_კმაყოფილი ხარ შედეგით?
_რას ამბობ ფერია _ მზერა შეეცვალა . მის ამღვრეულ თვალებს რომ შეხედა სუნთქვა გაუძნელდა _არ გინდ აგთხოვ...მე შენ გამო
_ჩემ გამო არ გინდოდა ბავშვი? ჩემ გამო იყენებდი ყველა საშვალებას და ... გაგიხარდა ხომ? გაგიმართლა მიუხედავად იმისა რომ იმ აბებმა არ იმოქმედა მაინც გაგიმართლა და თავად მოვკალი საკუთარი შვილი
_შენ არაფერ შუაში ხარ და მეც ... მეც არ ვარ ბედნიერი . მე მას მივიღებდი რომ ეარსება...ეს უბრალოდ
_არ გინდა გთხოვ ... მე ხომ კარგად გიცნობ მე ხომ ზუსტად ვიცი რაც ხდება შენს ტვინში _ცრემლები სდიოდა გაფითრებულ კანზე, ტუჩები უთრთოდა და აკანკალებულ ხელებს ნერვიულად ისვამდა არეულ თმაზე _მე შენ ისე კარგად გიცნობ ღმერთო
_ ცდები ქეთო ... ამჯერად ცდები . გეფიცები ყველაფერი სხვანაირადაა...მე რომ მცოდნოდა ბავშვის შესახებ გვერდიდან არ მოგშორდებოდი , ვიზრუნებდი თქვენზე...როგორ შეიძლება სხვანაირად
_არ გაგიხარდებოდა ... უბრალოდ ვალდებული იქნებოდი . ესაა და ეს
_ქეთო არა
_არა? მაშინ ბავშვი მინდა...მინდა შვილი მყავდეს მათე
_ქეთევან
_ფერი დაკარგე ... ხედავ? გინდა რომ გჯეროდეს საკუთარი სიტყვენის. ვიცი რომ გინდა , მაგრამ ერთია რა გინდა და მეორეა რას გრძნობ . შენ გაგიმართლა ბავშვი რომ დავკარგე.... გაგიმართლა და ახლა სრულიად კმაყოფილი ხარ ამ მდგომარეობით. შენ არასდროს გენდომება ჩემგან შვილი ... შენ მხოლოდ მის მოკლულ ბავშვებს გლოვობდი და მეზიზღები ამის გამო _ ხმას ვერ აკონტროლებდა , ტიროდა და დაბინდული მზერით უყურებდა ერთ ადგილას გახევებულ ვიბლიანს . ხმაც აღარ ესმოდა , უკან იხევდა და ცრემლიან შახეზე ხელებს იფარებდა _მეზიზღები შენც და საკუთარი თავიც ... ღმერთო როგორ შემეძლო აქამდე მოსვლა . მე შენს სათამაშოდ ვიქეცი და დედობრივი ინსტიქტიც კი დავკარგე მე მოვკალი მე ... მე ვერ დავიცავი
_გეყოფა ... გეყოფა გთხოვ _მიახლოება ძლივს მოახერხა სახიდან ხელები მოაშორა და მკლავები მოხვია _ასე ნუ მექცევი გთხოვ ... შენ ვერაფერს მიხვდებოდი ვერავინ მიხვდებოდა ის ჯერ არც კი ვიცი ემბრიონი იყო ... ქეთო გთხოვ მოვა დრო და უსაყვარლეს ბავშვებს გამიჩენ. შენნაირი ლამაზები იქნებიან და
_ხელი გამიშვი ... გამიშვი ! მატყუებ...უბრალოდ ცდილობ დამამშვიდო . ვგრძნობ მე ყველა შენ სიტყვას ვგრძნობ გაიგეე ბოლოს და ბოლოს _ კიოდა და ჩაწითლებილი თვალებიდან სეუჩერებლად ცვიოდა ცრემლები . შეურაცხადს ჰგავდა, განადგურებული იყო და მათე ვერ ეხმარებოდა. ვერ ერეოდა მის ტკივილს
_ქეთო ... გემუდარები არ გინდა . არ წახვიდე _კარისკენ დაძრულს უკან დაედევნა ის კი მაინც აგრძელებდა გზას. წონასწორობადაკარგული მიაბიჯებდა საფეხურებზე და მათეც გვერდით მიჰყვებოდა . ხელის შეხებას ვერ ბედავდა მხოლოდ ჩურჩულებდა და გაჩერებას თხოვდა.
_ არ შემიძლია ... აქ დარჩენა აღარ შემიძლია. სუნთქვა მეკვრის უნდა წავიდე ... უნდა წავიდე გთხოვ
_ასე სად უნდა წახვიდე ... მე წავალ . ჩემი დანახვა თუ არ გინდა არ დაგენახები გეფიცები ... სახლში დარჩი გთხოვ . ჯერ კიდევ სუსტად ხარ , დასვენება გჭირდება
_შენ არსად წახვალ ... აქ დარჩები და დამელოდები ! ხო დაელოდები ჩემს დამშვიდებას და გადაწყვეტილებას რომელსაც გონს მოსვლის შემდეგ მივიღებ _ მის წინ იდგა, ცრემლებით დაღარული სახით, გაფითრებული და ძალაგამოცლილი, მაგრამ მაინც თავაწეული
_ხომ დაბრუნდები _ შუბლით მის შუბლს მიეყრდნო და ცრემლები შეუმშრალა_მითხარი რომ ისევ გამიგებ და დამიბრუნდები ქეთო _თითებს ლოყაზე უსვამდა ქეთო რომ გაეცალა და უსიტყვოდ წავიდა.
მარტო დარჩა , ვერ შეძლო ახვლედიანის მოტყუება და ამ ტყუილით მისი დაცვა. მხოლოდ ერთხელ დასჭირდა ქეთოს დახმარება , მაგრამ ვერ შეძლო. იმდენად დაიბნა, აირია და დაკარგა კონტროლი რომ საშინელი გადაწყვეტილება მიიღო . ცდილობდა ქეთოს გადაწყვეტილება მიეღო, მარტო ყოფნის საასვალება მიეცა მაგრამ არ გამოუვიდა. საქმეზე გადართვა სცადა, მაგრამ ვერ ისვენებდა როდესაც იცოდა ქეთო სახლსი არ იყო . წარმოდგენა არ უნდოდა რა მოხდებოდა ეს რომ სხვებს გაეგოთ , ან ქეთოს განქორწინება რომ მოეთხოვა ...
თათბირიდან თითქმის სირბილით გაიქცა. თანაშემწეს გადააბარა ყველაფერი და იმ ადგილას წავიდა სადაც ქეთოს ყველაზე მეტად უყვარდა ყოფნა. ეზოში მანქანა რომ დაინახა შვება იგრძნო . საჭეს დაეყრდნო და სახლს მიაპყრო მზერა. სიცარიელე იყო , მაგრამ მაინც გრძნობდა ქეთოს კვალს. გაზაფხული დასტყობოდა ეზოს, ირგვლივ ყველაფერი ჭრელ ფერებში იყო და სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. გაზაფხულის წვიმა ნელა მოდიოდა , გრილი სიო უბერავდა და კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა გარემოს.
ახვლედიანი აივანზე გამოჩნდა ხელში ფინჯანი ეჭირა და პლედი ჰქონდა მოხვეული . როგორც კი დაინახა მაშინვე გადავიდა მანქანიდან , სახლში თითქმის სირბილით შევიდა და ქეთოსთან მისვლამდე არ გაჩერებულა.
_ქეთოო ... როგორ მომენატრე _ მკლავები მოხვია და ტუჩები დაუკოცნა _ სამი დღე გავიდა ...სულ სამი , მაგრამ მეტს ვერ მოვითმენდო რომ არ მენახე _საუბარს აგრძელებდა და გაოცებულ ახვლედიანს თვალს არ აშორებდა _ ხომ ხარ უკეთ... ცუდად ხომ არ გამხდარხარ. ფერი ისევ არ გაქვს ... აქ საერთოდ როგორ ძლებ მარტო
_ხომ დამპირდი დაგელოდებიო
_ვერ შევძელი
_ნუთუ ესეც არ დავიმსახურე
_ქეთოო მომენატრე
_მოგენატრე? მე ხომ საუზმეს გიმზადებდი და ზოგჯერ შენთან ერთად მეძინა ... მოგენატრებოდი დარწმუნებული ვარ
_ასე ნუ მექცევი ... მე საქმეები მქონდა. შენც მუშაობდი მე ხომ გელოდი სახლში როცა მხოლოდ შენ მუშობდი. უბრალოდ რთული იყო ეს პირველი თვეები...გეფიცები მომავალში სხვაგვარად მოვიქცევი
_მე დასვენება მინდა ...
_დაისვენე ... რამდენ ხანსაც გინდა. ამ ღამით დავრჩები და ხვალ წავალ . დაგირეკავ ხოლმე , მიპასუხე და სხვა არაფერი მინდა . უბრალოდ უნდა ვიცოდე რომ კარგად ხარ _ ისევ მოეხვია და მთელი სახე დაუკოცნა _ მომენატრე... მართლა მომენატრე ჩემო ფერია
_გთხოვ _ ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი , მაგრამ მაინც იგრძნო ტკივილი გულის არეში . ვერ უძლებდა ამ ყველაფერს და ახლა მათეს ახლოს ყოფნა სულ მთლად აცლიდა ძალას_ ვერ გიძლებ მათე ... ნუ მოქმედებ ჩემზე . ნუ იყენებ ჩემ გრძნობას
_მითხარი რომ მოგენატრე...იმდენად მოგემატრე რომ დაივიწყე ჩემი ტყუილი. დაივიწყე ჩემი იდიოტური ქცევა.. მითხარი რომ უჩემოდ არ შეგიძლია _ თვალებში უყურებდა და თითებს უკოცნიდა . ისეთი სასოწარკვეთილი ჩანდა , იმედენად არეული და მარტოსული რომ ქეთო თანდათან კარგავდა ძალას
_მათე გთხოვ ასე ნუ იქცევი ... ნუ იყენებ ჩემ სისუსტეს
_არა ... არა არ შემიძლია წასვლა და შენი დატოვება. შენ აქ ცუდად ხარ. ვერ იქნები კარგად , სუსტად ხარ, თავს იდანაშაულებ, ჩემზეც ბრაზობ ... გტკივა და მარტო არ უნდა იყო . მე შენი ქმარი ვარ , ჩემთან უნდა იყო ჭირშიც და ლხინშიც . ერად უნდა გავუძლოთ
_ გავუძლოთ ... ნიშნავს ორივემ გავუძლოთ და არა მხოლოდ მე გავუძლო!
_მე ხომ შენთან ვარ ქეთო... ჩვენ ხომ თავიდანვე ვიცოდით რომ რთული იქნებოდა
_შენ მე არ გჭირდები მათე ... მე მჭორდები და შენ თავს იტყუებ . ცდილიბ დაიჯერო რომ შენ გინდა ჩემთან , ჩემ გამო ცდილობ გესმის? ყველაფერი იმიტომ არის რთული
_არ მესმის რას ითხოვ ქეთო... არ ვიცი რა გინდა , რა გაწუხებს . რა უნდა გავაკეთო ვერ ვხვდები მე ეს რამდენიმე თვე დრო არ მქონდა , მაგრამ მექნება და ... მართალია ბავშვი ჯერ ჩემ გეგმებში არ არის , არ არის იმიტომ რომ მე ვერ ვიქნები კარგი მამა ამ არეული ყოვედღიურობით ...მხოლოდ ამიტომ თორემ ჩემი შვილების დედა ხომ თავისთავად მხოლოდ შენ იქნები . არ მინდა დარდობდე იმის გამო რასაც უკან ვერ დავაბრუნებთ... მომავალში უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ ,.ექიმთან ვიზიტი აღარ უნდა დაგავიწყდეს
_აი ხომ ხედავ შენთვის ბავშვის ამბავი ჩემი დაშვებული შეცდომაა, ექიმთან არ მისვლის გამო მიღებული შედეგი , რომელიცბალბათ გაგაგიჟებდა
_ღმერთო ... ბავშვი გინდა ? გინდა ჩემნაირი შეუმდგარი, ჩამოუყალიბებელი, საკუთარ თავში გაურკვებელი კაცისგან შვილი გყავდეს? გინდა ამ ვითარებაში იყო ფეხმძიმედ და შემდეგ ახალი სიცოცხლე იყოს ჩვენზე დამოკოდებული? ხვდები რომ მარტოს მოგიწევს ბავშვის აღზრდა და მაინც ასე ძალიან გინდა ჩემნაირისგან შვილი გყავდეს?
_საქმე ამაში არ არის... და მე შენ მიყვარხარ გაიგეე ჩემთვის შენზე უკეთესი კაცი არ არსებობს . მე შენი ყველაფერი მიყვარს და როგორ შეიძლება დღეს შვილი არ მინდოდეს და ხვალ მომინდეს
_ეს გჭორდება ბედნიერებისთვის? შენ თუ გინდა ქეთო გვეყოლება კიდეც. დაასრულებს შენი ორგანიზმი ძალების აღდგენას და
_შენი ატანა აღარ შემიძლია ... აი ახლა ის მომენტია როცა ჭკუიდან მშლი ! სპერმის მათხოვარი გავხდი თუ რა ჯანდაბაა ვიბლიანო? _ ერთიანად აენთო და მალე ტორნადოსავით გადაუვლიდა გაოგნებულ ბიჭს
_მე რა ... ასე რამ გაგაგიჟა
_მეუბნები ბავშვი არ მინდა , მაგრამ შენ თუ ასე ძალიან გინდა ჩემი რა მიდისო
_ასე არ მითქვამს...
_არა მე და შენ როგორც მეგობრები რომ ვსაუბრობდით ერთმანეთის გვესმოდა, მაგრამ შენ ცოლის გაგების უნარი არ შეგწევს . ქალების არ გესმის...არაფერი გესმის
_მე არ მესმის? მე კი არა შენ არ გესმის მე რა გავაკეთო მეტი ყველაფერზე მივდივარ შენ რომ დაბრუნდე და მაინც მეჩხუბები
_ბავშვის ჩასახვა მსხვერპლზე წასვლაა?
_ქეთო გვეყოს... მითხარი სახლშიბროდის დაბრუნდები
_ლოდინიც კი არ შეგიძლია
_არ მინდა შენგან შორს ყოფნა
_რატომ
_იმიტომ რომ მენატრები .. არ ვიცი სახლი ცარიელია უშენოდ. მომენატრე ქეთევან შენ კი მაწამებ
_ბავშვივით იქცევი მათე
_გინდა შენთან დავრჩები... გინდა დავიკიდებ საქმეებს და სადმე წავიდეთ . დავისვენოთ ყველაფრისგან შორს
_ასე მგონია ვვაჭრობთ და შენ ხელშეკრულების გასაფორმებლად ყველაფერზე ხარ წამსვლელი
_შენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ხარ გაიგე
_არ მინდა რომ.საქმე ვიყო თუნდაც ყველაზე მნიშვმელოვანი
_გინდა , რომ წავიდე? _ ბოლოს მაინც დანებდა. უკვე უძლური იყო ქეთოს ცარიელი თვალების წინააღმდეგ. არაფერი გამოსდიოდა
_მინდა რომ მარტო ვიყო ... შენც დაისვენო ჩემგან , მიხედე საქმეებს და მე დავბრუნდები
_დაგელოდები ... სხვა გზა თუ არ არის , დაგელოდები _ ტუჩები დაუკოცნა და ისევ მარტო დატოვა.
გეგმებს ვერ მიჰყვებოდა,.ქეთო თავის მებაზე ატარებდა და ეს ამბავი კიდევ უფრო აგიჟებდა. სამსახურში ყცელას ცოფავდა, იქედან არ გადიოდა. თანაშემწეები გადაიწვენენ თავად კი არაფერი ეტყობოდა. ღამით საერთოდ აღარ ეძინა ,.საძინეელში აღარ შედიოდა. როცა დრო ჰქონდა კლუბში მიდიოდა და სასმელში აქსოვდა მთელს დარდს
_ქეთო _ მისი ნომერი აკრიფა და საწოლზე გართხმულმა დაურეკა. მთვრალი იყო , საძინებელში შესვლის შემდეგ აკვირდებოდა ყველაფერს _ როგორ ხარ ქეთო?
_მე ფხიზელი ვარ
_ მე კი არა
_სახლში ხარ ?
_ჩვენს საწოლში ვარ ... ცარიელია . შემიძლია თავისუფლად დავიძინო
_დაიძინე
_არ მინდა უშენოდ ... არ მომწონს
_ მათე მთვრალი ხარ
_წუხელ ბავშვი ვნახე სიზმარში ... ჯერ ფეხმძიმედ იყავი . დიდი მუცელი გქონდა , მსხვილი ტუჩები და ვარდისფერი ლოყები. სხვანაირი იყავი , ლამაზი და საყვარელი. მერე ბავშვი გყავდა ხელში ... გგავდა არ ვიცი ბიჭი იყო თუ გოგო , მაგრამ გგავდა ....ვითიშები _ბურტყუნებდა და ქეთოს ბალიშს ხელს არ უშვებდა _ დღესაც უნდა დამესიზმრო ?
_შენ გინდა რომ დაგესიზმრო? _ ცრემლები დაუკითხავად მოსდიოდა თვალებიდან . ვეღარ უძლებდა , მეტის მოთმენა აღარ შეეძლო
_მერე უფრო მენატრები _ იმდენად ჩუმად თქვა ძლივს გაარჩია ქეთომ მისი სიტყვები. შემდეგ გაითიშა და მხოლოდ მისი სუნთქვა ესმოდა.
თითქმის ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც მარტო დატოვა ვიბლიანი და შედეგად მხოლოდ მონატრება მიიღო. აზრი აღარ ჰქონდა მის მიტოვებას, არც შეცდომების ხარისხს უბრალოდ მის გვერდით ყოფნა ერჩივნა ყველაფერს. მხოლოდ საკუთარ თავს ებრძოდა ასე , ებრძოდა მაგრამ მაინც ვერ ამტკიცებდა საკუთარ ძალას ისევ მათეზე დამოკიდებული მისი ნაწილი იმარჯვებდა და ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯს წამში აქრობდა .
სახლში დაბრუნდა . ჯერ კიდევ დილის ოთხი საათი იყო საძინებელში რომ შევიდა და საწოლზე გართხმულ ქმარს მიუახლოვდა. კიდეზე ჩამოჯდაა და ისე უყურებდა ბალიშზე შემოხვეულ მის მკლავებს, სახეზე დაღლილობა ეტყობოდა ტანსაცმლის გახდაც კი დავიწყნია. ფეხსაცმელი იქვე ეყარა და ისიც აშკარად დიდი წვალების შემდგომ მოიშორა . გამომეტყველება შეეცვალა, წარბები შეკრა და თითები ბალიშს მოუჭირა. კოშმარს ხედავდა, აშკარად რაღაც ცუდი ესიზმრებოდა რაღაც ისეთი რამაც სული აუფორიაქა . ჯერ სიტყვებს არ ამბობდა , მაგრამ შემდეგ ტუჩენის მოძრაობაც დაიწყო . ქეთოს ხმა არ ესმოდა , გაუგებარი იყო მათეს სიტყვები მხოლოდ „არა" ესმოდა და უკვე ცდილობდა მის გამოფხიზლებას
_მათე გამოფხიზლდი _ დანამულ კანზე თითებით ეხებოდა , რამდენჯერმე ლოყაზე აკოცა და მისი სახე ხელებსი მოიქცია _ მათე სიზმარია ... ჩემი გესმის? ეს უბრალოდ სიზმარია
_არა ...არა არ წახვიდე . არ გააკეთო _ ისევ იგივეს ხედავდა ვიბლიანი . ქალს რომელიც ღალატობდა, რომელიც მისგან მიდიოდა და თან მიჰქონდა ყველა გრძნობდა . სხვას ხედავდა ქეთო კი მის რეალობაში დაბრუნებას ცდილობდა. სახელი არ უთქვამს, გონს მოსვლა მოახერხა როგორღაც და ქალის სახელის ხმამაღლა წამოყვირებას გადაურჩა . შეშლილი ჰქონდა მზერაც , რეალობის აღქმა გაუჭირდა გულაჩქარებული უყურებდა გვერდოთ მჯდომ ქალს და მისი დაბრუნებით განცდილი ბედნიერებაც კი უფერულდებოდა სიზმარში მოსული ყოფილი ცოლის გამო
_მათე ... კარგად ხარ? _ თითები სახეზე ჩამოუსვა. მუხლებით იდგა საწოლზე და ამღვრეული მზერით უყურებდა ბიჭს
_დაბრუნდი _ მისი თითები ტუჩებთან მიიტანა და რამდენჯერმე აკოცა _ დამიბრუნდი ... შენ მე გიყვარვარ ... შენ უჩემოდ არ შეგიძლია. შენ მე არ დამტოვებ... შენ ჩემი ქეთო ხარ, მარტო ჩემი... სულ , მთლიანად ჩემი _ თავისკენ მიიზიდა , მკლავები შემოხვია და ტუჩებზე ვნებიანად წაეტანა. ქალს გონს მოსვლა არ ადროვა ისე ჩაითრია თავს დატეხილ ვნების ტალღებში . მონატრებულ შეხებას ვერ შეეწინააღმდეგა, სიტყვები არ ჰქონდა , მათესთან ახლოს სრულიად აერია გონება , თან გააყოლა სხეულიდან მოშორებულ სამოსს და ბოლომდე მიენდო ჟინს რომელიც ორ სხეულს შორის სულ უფრო ძლიერ ცეცხლს ანთებდა .
ქეთოს სხეულზე დამხობილი იწვა , თავი მის მუცელზე ედო და ცდილობდა გონს მოსულიყო. როგორმე უნდა მოეშორებინა გვანცაზე ფიქრები , უნდა დაევიწყებინა . არ შეიძლებოდა ქეთოსთან ყოფნის დროს მასზე ეფიქრა , არ ჰქონდა უფლება , მაგრამ მაინც ვერ ერეოდა მოწოლილ გრძნობებს .
_მომენატრე _ ლაპარაკი არჩია დუმილს. ამბობდა იმას რაშიც თავადაც არ იყო ბოლომდე დარწმუნებული , მაგრამ იცოდა რომ საჭირო იყო _ კარგია რომ ნამდვილი ხარ და არ ქრები_ ტუჩები ჯერ მუცელზე მიაწება შემდეგ მკერდზე გადაინაცვლა და ისევ დააცქერდა ზემოდან ქალის არეულ მზერას
_მივხვდი რომ შორს ყოფნას აზრი არ აქვს ... თავს ვისჯიდი იმისთვის რაც აღარ გამოსწორდება _ თითები თმაში შეუცურა და კოცნაში აჰყვა _ დამპირდი რომ აღარ შეეცდები ჩემს მოტყუებას _ სხეულზე მიეკრო და მზერა გაუსწორა _ მითხარი რომ აღარ მომატყუებ თუნდაც მეტკინოს , მაინც სიმართლეს მეტყვი _თავვად მოექცაზემოდან , თითები ყბაზე მოუჭირა და პასუხს ისე დაელოდა შეხების საშვალება აღარ მისცა_მითხარი
_ქეთოო _ხმა ჩაუვარდა სურვილისგან. ლტოლვა იმდენად დიდი ჰქონდა რომ საერთოდ ავიწყებდა ყველაფერს. მისი სიახლოვისგან შეშლილს ყველაფერზე დათანხმება შეეძლო_ჯანდაბა! აღარ ვეცდები შენს მოტყუებას... მთავარია რომ ჩემთან იყო და გიყვარდე !
_შენ ? შენ იქნები ჩემთან? _ ხელის შეხების საშვალებას არ აძლევდა _მითხარი
_ქეთო ... ქეთო
_მიპასუხე
_შენ ხარ ერთადერთი _ ზემოდან მოექცა , მაგრამ მის თვალებს მზერა მოარიდა-ერთადერთი- იმეორებდა სიტყვებს , რომლებიც საკუთარი თავის დასარწმუნებლად უფრო სჭირდებოდა. თავს იტყუებდა და ქეთოსაც ატყუებდა. ნათელი იყო მოვლენათა განვითარების მთელი გზა , მაგრამ მაინც არ აღიარებდა .
რამდენიმე კვირის განმავლობაში ყურადღებას არ აკლებდა ქეთევანს . ისე იქცეოდა ,როგორც კარგი მოსწავლე რომელსაც საშინაო დავალებად ჰქონდა მოცემული ცოლთან დროის გატარება, დარეკვა, შეტყობინების გაგზავნა, მასთან ერთად ვახშმობა და გულწრფელ ღიმილში ათიანსაც იღებდა ბონუსად. საკმარისი იყო ქეთევანის სრული გამოჯანმრთელება დაენახა,რომ ისევ გაზარდა მანძილი . ახვლედიანიც მუშაობდა ,მაგრამ ყველაფერს ასწრებდა ბატონი ვიბლიანი კი უბრალოდ არ ცდილობდა ქეთოსთან ახლოს ყოფნას. სული ეხუთებოდა სახლში , აღარ შეეძლო თავის მოტყუება ბოლო დროს განსაკუთრებით აგიჟებდა ის ფაქტი რომ საუკეთესო მეგობარს ცოლის სტატუსი მოარგო . სახლიდან შორს ყოფნის სურვილი ჰქონდა და ყველაფერს აკეთებდა ღამე სხვაგან რომ გაეტარებინა. საქმე ისედაც თავზესაყრელად ჰქონდა და ქალაქიდან გასვლაც ხშირად უწევდა.
დილით ქეთომ გააღვიძა, როგორც ყოველთვის ახლაც ზემოდან აწვა ქალს და მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა . თვალები ზანტად გაახილა და ბუზღუნით გადაბრუნდა მეორე მხარეს
-მათე დააგვიანებ სამსახურში ... ვარჯიშსაც ვერ მოასწრებ უკვე- მხარზე აკოცა და თმებზე გადაუსვა თითები-მათე გესმის?
-დაიკიდე ... კომპანიაში წავალ პირდაპირ - ბალიშიდან თავი ძლივს წამოსწია და ქეთოს ქვემოდან ახედა-სად მიდიხარ?
-სამსახურში ...
-ასეთი კაბით?- წელზე მოხვია ხელი და თავისკენ რომ მიიზიდა მოღეღილ მკერდზე ტუჩები მიაწება- ეს , აქ არ იკვრება? - ცხვირის წვერი კანზე გაუსვა და სანამ თავს დაიხსნიდა მანამ დააწვინა საწოლზე- მგონი ეს კაბა არ გამოდგება სამსახურისთვის
-დღეს ლიაკოს დაბადების დღეა და გოგოები მივდივართ...
-აიი თურმე რატომ გაიპრანჭე ასე ...ეს კაბა მაინც არ მომწონს
-კარგი რა მათეე ვაგვიანებ...უამრავი საქმე მაქვს-რამდენჯერმე აკოცა და შემდეგ დაუსხლტა- საუზმე მზადაა და თუ მოასწრებ ისაუზმე...მიყვარხააარ
-ჭკვიანად იცოდეე და არ გადაიხარო ხშირად
-იდიოტოო - უკანსვლით მიდიოდა და იცინოდა
-მესამედ უშნო ცოლს მოვიყვან იცოდე- ქალს ვეღარ ხედავდა რომ მიაძახა და ბალიშზე დაემხო ისევ -ჯანდაბა !
სამსახურში დროულად მივიდა, მაგრამ უამრავი საქმე ჰქონდა. კაბინეტში შესვლისთანავე უკან მიჰყვა თანაშემწე და რამდენიმე საქაღალდე დაუდო მაგიდაზე დღის განრიგიც გააცნო, მაგრამ ოთახიდან გასვლამდე სტუმარი ეწვიათ. ქალი მათეს შორეული წარსულიდან , მისი აღმატებულება კესარია ჩიქოვანი .
-შეიძლება ბატონო მათე? - კარზე დააკაკუნა და ღიმილიანი სახით დაიძრა გაოგნებული ვიბლიანისკენ
-მეჩვენება თუ ნამდვილად კესარიას ვხედავ -სახეზე ხელები ჩამოისვა და ფეხზე წამოდგა ქალს რომ შეგებებოდა- კესოო რა პატივია შენი კვლავ ხილვა
-ჩემთვის კი შოკია შენი აქ ხილვა , ძვირფასო გაზრდილხარ - გაიცინა და მუქად შეღებილი ტუჩები ლოყაზე მიაწება ბიჭს. თითები მხარზე შემოაწყო და ახლო დისტანციიდან უმზერდა დიდხანს- გამახარა შენმა ბიზნეს სექტორში გადმონაცვლებამ
-მე კი შენმა ნახვამ გამახარა ... ნიტა ყავა მოგვიტანე მე და ქალბატონ კესარიას- ოთახის კუთხიდან მოთვალთვალე თანაშემწეს წარბისაწევით ანიშნა და ისიც წამსვე წავიდა- დაჯექი გთხოვ... თავი კმფორტულად იგრძენი
-გმადლობ - სავარძელში მოკალათდდა. მათეც მის წინ, მაგიდის მეორე მხარეს ჩამოჯდა და ქალს დააკვირდა. კიდევ უფრო მიმზიდველი იყო, თმა წითლად შეეღება და ხვეულები მხრებამდე წვდებოდა. კლასიკური შარვალი , ტოპი და პიჯაკი ეცვა . თვალს ვერ მოსწყვეტდდით იმდენად მიმზიდველი იყო -თითქმის სამი წელია აქეთ არ ვყოფილვარ, ბოლოს იმ წაკლას ქმარი იყავი და ახლა როგორც გავიგე განქორწინებაც მოგისწრია და მეორედ დაქორწინებაც
-მიხარია რომ ჩემმა ამბებმა დაგაინტერესა
-პატარავ , შენ არ იცვლები ხომ? - ხმამაღლა გაიცინა და თვალები კიდევ უფრო აუბრჭყვიალდა- შენთან საუბარი მომენატრა, მაგრამ ამჯერად საქმესთან დაკავშირებით ვარ. ჩემი ძმა რამდენიმე თვით მივლინებაშია ამიტომ მის საქმეებსაც მე უნდა მივხედო. შენთან საქმიანი შემოთავაზება მაქვს
-ვიცი , შენს ძმას ველოდი ... პრობლემა არ იქნება. ყველაფერს მოვაგვარებთ
-ვატო ამბობდა რომ ჯიუტობდი
-ვატო სწორს ამბობდა, მაგრამ შენთან ჯიუტობას არ ვაპირებ...ყველაფერზე თანახმა ვარ - თვალებში უყურებდა, იღიმოდა და ფლირტს არ წყვეტდდა.
-ასე აკეთებ საქმეებს ?
-მხოლოდ შენთვის
-მაშინ პატივია ... მიხარია რომ გამონაკლისი ვარ
ყავაც მიირთვეს, საქმესთან დაკავშირებითაც ისაუბრეს და საღამოს შეხვედრაზეც შეთანხმდნენ. კესარია ოცდაათს მიღწეული, წარმატებული , ჭკვიანი და ყველასთვის სასურველი ქალი იყო . ყოველთვის , ყველას გულის მონადირება შეეძლო და წლებთან ერთად კიდევ უფრო ეფექტური ხდებოდა.
პატარა ბიჭივით ემზადებოდა კესარიასთან შესახვედრად. კლუბში ადრე მივიდა და ვისკის ჭიქით ხელში ელოდა ქალის გამოჩენას. დიდხანს არ დაუგვიაია , მალევე შემოანათა თავისი ცეცხლისფერი თმით და ვიბლიანისკენ დაიძრა
-შესანიშნავად გამოიყურები
-შენ კი ისე გამოიყურები როგორც ცოლიანი ქმარი 20 წლიანი თანაცხოვრების შემდგომ ქალთან პაემანზე
-ჩვენ პაემანზე ვართ?
-არ ვიცი , გააჩნია როგორი ურთიერთობა გაქვს ამჯერად ცოლთან- სასმელი აიღო და დაგემოვნებას შეუდგა. ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, მოკლე კაბა ეცვა , თმა მარცხენა მხარეს ჰქონდა გადაწეული , ლავიწები მოუჩანდა მხოლოდ, ზურგი მთლიანად მოშიშვლებული ჰქონდა - მიყვარს ეს კლუბი ... რემონტი მოუხდა , უკეთესი სიტუაციაა
-ლუკას საყვარელი ადგილია და ბევრ დროს უთმობს ...შედეგიც სახეზეა. ვატო დიდი ხნით წავიდა?
-რეალურად პირადი საქმის გამო გადაწყვიტა გერმანიაში წასვლა... მისი საცოლე სასწავლებლად წავიდა და ბატონიც უკან გაჰყვა. ეჭვიანობა რას არ გააკეთებინებს კაცს
-ეჭვიანობა ქალების სფეროა
-ასე გგონია? მე საერთოდ არ ვარ ეჭვიანი ... საერთოდ ეჭვს განაპირობებს დიდი გრძნობდა და ურთიერთობის სიმცირე
-უნდობლობა არა ?
-ეგეც , მაგრამ უფრო დრო ... როდესაც კარგად არ იცნობ საყვარელ ადამიანს და მხოლოდ გრძნობები გაქვს არ იცი რას გააკეთებს როდესაც ღალატის საშუალება მიეცემა... ჩემი ყოფილი პათოლოგიურად ეჭვიანი იყო ...აი ეს უკვე ცალკე განზომილებაა ,როდესაც საკუთარ თავში არ ხარ დარწმუნებული - წამით თითქოს დასევდიანდა . მოცეკვავე წყვილებზე გადაიტანა მზერა და თან ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა
-როცა ვენდობოდი, საკუთარი თავის რწმენა მქონდა მიღალატა ...
-და ახლა ეჭვიანობ?
-ქეთოსთან ყოველთვის ეჭვიანი ვიყავი, არ მომწონდა როდესაც ვიღაც იდიოტი უახლოვდებოდა და ახლა მითუმეტეს , თუმცა მასში ბოლომდე დარწმუნებული ვარ
-ქეთო კარგად არ მახსოვს, რამდენჯერმე შევხვდით და მაშინ პატარა გოგო იყო . საყვარელი, ნაზი და სიფრიფანა
-ახლაც ასეთია
-სულ მაინტერესებდა მეგობართან ს.ქსი როგორია- მათეს მოულოდნელობისგან სასმელი გადასცდა და ხველა აუტყდა- რა? თქვენ ხომ საუკეთესო მეგობრები იყავით...გოგო მთელი ცხოვრება შენს საყვარლებსა და შეყვარებულებს უყურებდა. მის თაყვანისმცემლებს შენც იცნობდი, საუბრობდით ვინ იცის რას უყვებოდით ერთმანეთს და ახლა ცოლ-ქმარი ხართ...სიგიჟეა
-დავიჯერო მეგბარი ბიჭის მიმართ არასდროს გქონია ლტოლვა?
- ბიჭი ან მომწონს ან არა ...თუ მომწონს ,მასთან არ ვმეგობრობ და თუ არ მიზიდავს მაშინ სამუდამოდ მეგობრებად ვრჩებით . დავიჯერო ადრე არასდროს გქონია მიზიდულობა მის მიმართ, ცოლი დაარქვი და უცებ შეიცვალა ყველაფერი?
-შენ რა ფსიქოლოგის დიპლომი თაროდან ჩამოიღე და ისევ დაინტერესდდი ადამიანთა სულიერი სამყაროთი?- კითხვას თავი აარიდა და მთელი ტანით ქალისკენ შებრუნდა- ბიზნესსამყაროს დედოფლობა გადაიფიქრე?
-ხომ იცი ერთი საქმე ჩემთვის მოსაწყენია...ისევე როგორც ერთი კაცი . შენ კი არ მიპასუხე
-სერიოზულად? გინდა რომ ჩემ ცოლთან ურთიერთობაზე გელაპარაკო?
-რატომაც არა? სულ მაინტერესებდა შენნაირი კაცების ფსიქოლოგია...წარმომიდგენია თავში როგორი ქაოსი გაქვს...არ იცი გიყვარს თუ არა, ზოგჯერ ისიც არ იცი სიყვარული რა არის. გგონია რომ საკუთარ თავს უღალატე როდესაც საუკეთესო მეგობარი ცოლად შეირთე და ნორმალურად სიამოვნებასაც ვერ განიცდი არა? თითქოს ბორკილები გადევს და როგორც კი სირბილს იწყებ მაშინვე გბოჭავს
-შენ რა არსება ხარ საერთოდ...ასე როგორ შეგიძლია
-იცი ყოველთვის ვგიჟდებოდი შენზე , მიუხედავად იმისა რომ პატარა ხარ და საკუთარ თავში გაურკვეველი გაქვს რაღაც რაც ჩემ შინაგან ქალღმერთს ყირაზე აყენებს- მათე ბევრჯერრომ ეცადა თემის შეცვლას და დასაშვებ დოზასაც გადააჭარბეს მათ შორის მანძილიც საგრძნობლად შემცირდა -ვიცეკვოთ ...ხო დროა ვიცეკვოთ - ხელი ჩაკიდა და მასთან ერთად გაემართა საცეკვაო მოედნისკენ.
მოდუნდა, დაივიწყა ყველაფერი და მიენდო მუსიკის რიტმს . ქალს რომლის სხეულის მოძრაობაც სისხლს უდუღებდა . სრულიად უცხო იყო, განსხვავებული , არაფრით ჰგავდა ქეთოს და მის ტვინსაც სიამოვნებდა განსხვავებული შეგრძნებების აღქმა. ინტერესი ჰქონდა, საკუთარ თავს ცდიდა თითქოს . კესარია მოსწონდა, იზიდავდა , მაგრამ ქეთოს ვერ უღალატებდა
-ჩვენი წასვლის დროა ...- მომღიმარ ქალს მკლავი შემოხვია და საყრდენად ექცა- გვიანია და ზედმეტად ბევრი დალიე
-წამოხვალ ჩემთან ?-მკერდზე მიეკრო და თითები ლოყაზე ჩამოუსვა
-ტაქსს გამოვიძახებ და სახლში წახვალ
-კარგი ბიჭი ხარ ? მართლა? შენ იმდენად გარყვნილი ხარ საუკეთესო მეგობრის საცვალში ჩაძვერი და ახლა ღალატი არ შეგიძლია ? სულ მაოცებდი , იმდენად ცუდი და კარგი ხარ - გაიცინა და თავად მისწვდა ვიბლიანის ტუჩებს . ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა, ფერები ერთმანეთს ცვლიდნენ, მუსიკა ხმამაღლა ჟღერდა და კესარია მთელი სხეულით ეკვროდა ვიბლიანს, ისიც აჰყვა ქალის ტუჩებს, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი . მთვრალი იყო და კოცნიდა ქალი რომელზეც ბავშვობიდან გიჟდებოდა , მაგრამ მაინც მოიშორა
-შეიძლება ვინანო ოდესმე , მაგრამ არაფერი გამოვა ... - გაიცინა და ქალს ტუჩებზე თითი გადაატარა- შენი სახლში დაბრუნების დროა კესარია
-საშინელი კაცი ხარ ... ზუსტად ვიცი , დარწმუნებული ვარ მხოლოდ იმიტომ მეუბნები უარს რომ ქეთოს გულს არ ტკენ თორემ სიგიჟემდე გინდივარ -არეული ნაბიჯებით მიჰყვებოდა გვერდით ვიბლიანს , შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და მძღოლს თავად უკარნახა მისამართი.
ვიბლიანი ისევ გზაზე იდგა , ღამის გრილი სიო აფხიზლებდა მანქანამდე მივიდა და ნელა გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას. მანქანა ეზოში რომ შეიყვანა ახვლედიანიც დაინახა. ისიც ახალი დაბრუნებული იყო და ჯერ კიდევ ეზოში მიაბიჯებდა . მობილურზე საუბრობდა , ხმამაღლა იცინოდა , თმებს თითებზე იხვევდა , მაღალ ქუსლებზე მდგომი კაკუნით მიუყვებოდა ბილიკს მათეც მის კვალზე იდგა
-გავიმეოროთ ... ხოოო . მეც, მეც ძალიან . აი ამ წამს შევედი ეზოში ნუ ღელავ მთვრალი არ ვარ კოსწიკ. ნახვამდის -მობილური ჩანთაში ჩააგდო და ვიბლიანიც წამსვე მიეჭრა
-კოსტა ვინ არის ...სად იყავი ამ დრომდე ქალბატონო ქეთევან?
-მათეე , დაბრუნდი? მეგონა ამ ღამითაც არ მოხვიდოდი
-საკუთარ სახლში არ მელოდი?
-საკუთარ სახლში რამდენი საათს ატარებ ხომ ვერ შემახსენებ? გამოსაცვლელად მოდიხარ, ყავას სვამ და მიდიხარ - გვერდი აუარა და მეორე სართულისკენ დაიძრა
-რა გჭირს ქეთევან? დილით კარგ ხასიათზე იყავი...რა მოხდა?
-დავლიე და ხომ იცი მთვარელები ემოციებისგან ვიცლებით- გაიცინა და ფეხსაცმელი მოიშორა - შენ სად იყავი? გუშინ გამთენიისას დაბრუნდი, გუშინ წინ საერთოდ არ ყოფილხარ სახლში... არც იმის წინ მოსულხარ დროულად
-საქმე მქონდა - უკან მიჰყვებოდა და თვალს არ აშორებდა-სად იყავი...დაბადებისდღეზე იყავი თუ პაემანზე ვერ გავიგე
-კოსტიკაზე ამბობ? პაემანზე არა, მაგრამ შეიძლება წავიდე ...რატომაც არა
-მთვრალი ხარ და თავადაც არ იცი რას ამბობ
-შესანიშნავად ვიცი ... დავიღალე , კიდევ ის ვიცი რომ ჭკუიდან გადამიყვანე , კიდევ ის რომ თავმოყვარეობა დავკარგე და მინდა დავიბრუნო, კიდევ იცი რა ვიცი? - მათეს წინ დადგა და წარბები მაღლა აზიდა - იცი? ის ვიცი რომ შუახნის , მოსაწყენი ქალის ცხოვრება მაქვს უკვე შენს მოლოდინში. სამსახურიდან დაბრუნებული გელოდები, გელოდები , გელოდები შენ კი არ მოდიხარ ან მოდიხარ და ისე მექცევი როგორც მდგმურს. ზოგჯერ ხდება ისე რომ კარგ განწყობაზე ხარ , აი ამ დროს კი საყვარელი ვხდები ... ცოლი არაა, ვნებიანი საყვარელი რომელსაც ზოგჯერ გაიხსენებენ და ტვინის გასათიშად ჟ.მავენ
-გეყოფა ... ასე არ არის და უკვე მოჩვენებები გაქვს . შენც არ ხარ მთელი დღე სახლში, სულ სადღაც დადიხარ ... აი ახლაც კი ვიღაც კოსტასთან ერთად გაერთე მაშინ როცა წესით გოგონებთან ერთად უნდა ყოფილიყავი ამ კაბით ,შენი მთელი მომხიბვლელობით ვიღაც ს.რს ტვინს ურევდი
-ნუ მიყვირი ! შენ ხომ ერთობი კლუბებში, რესტორნებში, სადღაც ჯანდაბაში ათას ბ.ზთან ერთად რას აკეთებ კაცმა არ იცის... თუმცა ვიცი იმიტომ რომ შენ ყველა გიცნობს და მეც მაქვს ფოტო არქივი „შენი ზას.ო...ის“ კოლაჟიი სადღაც მაქვს ის ფოტოები . ღმერთოო ჩემოო გული მერევა საკუთარ თავზე , წარმოუდგენელია რომ ვნახე რამდენიმე ათეული ფოტო სადაც ვიღაც კ.ხპებს - გადასაფარებელს ხელი დაავლო და იატაკზე გადაიტანა მთელი საწოლი შემდეგ ბალიში აიღო და გაოგნებულ ვიბლიანს ესროლა- რა გიყო ვიბლიანო? რა გიყო მითხარი? მოგკლა თუ თავი მოვიკლა ასე რომ დავეცი ... ეს სიყვარული კი არა იდიოტიზმია უკვე და მე გული მერევა
-მე შენთვის არ მიღალატია...
-ნუ მაცინებ ... იცი ახლა ყველაზე ნაკლებად ის მადარდებს ვინ გ>ჟიმე და ვინ არა. შენ მე მაშინ მღალატობ როცა გარბიხარ, როცა ჩემთან ყოფნის ნაცვლად სადღაც ჯანდაბაში მიეთრევი, როცა სხვაზე ფიქრობ ,როცა ფეხებზე მიკიდებ , როცა მიყენებ ... ღირსი ხარ რომ გიღალატო , გიღალატებ მართლა გიღალატებ შენ ხომ მარტო ჩემი სხეული მოგწონს ხოდა გიღალატებ და ნახე მერე როგორია როდესაც იმასაც გაცლიან ხელიდან რაც გაქვს
-გეყოფა , ნუ მაგიჟებ ...მორჩი ისტერიკას
-ნუ მიყვირი-თქო და როცა მინდა მაშინ დავასრულებ ისტერიკას ...
-გთხოვ , ქეთოო - ხელი მოხვია , მკლავები ზურგს უკან გაუკავა და თავისკენ მიიზიდა-ქეთოო მე ყველაზე ნაკლებად შენი წყენინება მინდა, ვიცი საშინლად ვიქცევი
-არ დამპირდე...იცოდე არაფერს დამპირდე! გამიშვი ხელი , მომაშორე ხელები რომლითაც ვიღაც სხვას ეფერებოდი
-ქეთო მე შენ
-სხვისი სუნი გაქვს, მთვრალი ხარ და ვიღაც ქალის სუნით ყარხარ - მასთან ახლოს იყო ისევ და კარგად გრძნობდა საყვარელ სურნელს შერეულ უცხო სუნს. ხელები გაითავისუფლა და არეულ სახეზე თითები აიფარა-მითხარი რა ვქნა ...რა უნდა გავაკეთო ახლა. ისევ დავიბრმავო თავი, დავწვე და ხვალ ისე დავიწყო დღე თითქოს არაფერი ყოფილა? დავივიწყო კიდევ ერთხელ დაღვრილი ცრემლები ...ყველაფერი დავივიწყო და ხვალ ისევ დაველოდო შენს გონს მოსვლას?
-ჯანდაბა ფერია შემომხედე ... შემომხედე გთხოვ , გთხოვ არ იტირო , არ იტირო იმიტომ რომ მე იდიოტი ვარ რომელსაც შენგან გაქცევა უნდა იმიტომ რომ ვერ ვერევი ჩემს ფერიას ვერ ვანაცვლებ , თავს ვერ ვპატიობ რომ მინდიხარ და მაგიჟებ. ზოგჯერ მგონია რომ შევიშლები , შენი შეხების წამიდან რომ მინდიხარ და გონება მერევა ეს მაგიჟებს ...იდიოტი ვარ ხომ? ხო გამოს.რებული ვარ იმიტომ რომ საკუთარ თავს გამოცდებს ვუწყობ. სადღაც ჯანდაბაში დავეხეტები , ვიღაც ქალებთან ერთად ვსვამ, ვერთობი რომ მივხვდე რა მინდა შენგან ... ახლა აქ საერთოდ არ უნდა ვიყო და ჩემი თინეიჯერობის სიყვარულს უნდა ვჟ.მავდე , მაგრამ არ მინდოდა აი ვაფშე არ მინდოდა . არ ვიცი როგორ მიყვარხარ , რა ჯანდაბა ქვია ამ სიყვარულს და ამაზე მეტად როგორ უნდა მიყვარდე , მაგრამ იმის წარმოდგენა რომ შენ ცუდად იქნები მკლავს
-მაგრამ მაინც ცუდად ვარ... შენ ყველაფერი სხვანაირად გესმის. ვერაფერს იგებ, არ გესმის რომ ამ ექსპერიმენტებით უკვე მღალატობ. დრო მასთან გაატარე, რა მნიშვნელობა აქვს უკვე მის საწოლში იწექი თუ არა ჩემთვის დასათმობი დრო მასთან გაატარე ... არ შემიძლია , თავი მისკდება უკვე მინდა დაგახრჩო - თავზე გადაისვა თითები და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი- მინდა მოგკლა , გაგაქრო და უკან გამოგყვე
-მე შენთან მინდა... სულ მინდა და ამ სურვილთან ბრძოლა აღარ მინდა. ალბათ ყოველთვის მომწონდი და იმიტომ მქონდა ზღვარი , ვერ გეფერებოდი, ვერ გკოცნიდი , არ შემეძლო შენს გვერდით ძილი ...რამდენიმე დღის წინ მივხვდი რომ ყველა ჩემი შეყვარებული , ყველა ვისთანაც ვიყავი შენსავით წაბლისფერთმიანი იყო და რაღაცით გგავდა ...ყველა გვანცას გარდა
-შეიშალე ... გაგიჟდი ხომ? ხვდები რას ამბობ
-შენ ჩვენს მეგობრობას გრძნობით უღალატე ... მეც ვღალატობდი ქვეცნობიერად , ვერ ვხვდებოდი , აზრზე ვერ მოვდიოდი , მაგრამ ახლა ვიცი მე შენზე ყოველთვის ვგიჟდებოდი
-როგორ შეგიძლია ყოველთვის მითხრა რაღაც ისეთი რაც გამაჩერებს , რაც კიდევ დამტოვებს შენთან ...ისევ უკან დამაბრუნებს , უკან უფსკრულში
-ჩვენ უფსკრულში არ ვართ...შენ როცა ჩემთან ხარ მე სულ მაღლა მივდივარ - მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლებით დაამულ ტუჩებზე მხურვალე ბაგეებით შეეხო- შენ ხარ ყველა’ფერი ჩემ დამპალ ცხოვრებაში
-ვერ გიტან !
-ვიცი , ვერც მე ვიტან საკუთარ თავს...
-ბოლოა ... გეფიცები ბოლოა
-მეტს აღარ მივქარავ , გეფიცები მორჩა
-მეტ ფუჭ სიტყვებს არ გაპატიებ... მეტ დაპირებას არ გაპატიებ
-წავალ , შენგან სამუდამოდ წავალ კიდევ თუ გატკენ -კოცნიდა და კოცნებს შორის ჩურჩულებდა.
არეულ ოთახში ,ორი არეული სული სიმშვიდის წყაროს ეძებდა . ორი შეშლილი , გონარეული სხეული ერთმანეთს შეერწყა და კიდევ ერთხელ მიუხურა კარი რეალობას , გადაინაცვლა ილუზიაში სადაც ყველაფერი იდეალურად იყო.
..................
ერთი წელი გავიდა . მთელი წელი ისე გავიდა , რომ მთლიანად ქეთოზე იყო ორიენტირებული. ყოველი დღით მაქსიმალურად ტკბებოდა . მუშაობდა ,ცხოვრობდა და ქეთოს ნაწილი ხდებოდა ისე როგორც ქმარი . ახვლედიანი ბედნიერი იყო , თითქმის სრულყოფილებამდე მისული . რამდენჯერმე იკამათეს კიდეც, მშვიდდებოდნენ ან ირეოდნენ განშორების დროს ,რომელსაც ძირითადად მივლინებები ქმნიდნენ . მიუხედავად მძიმე განრიგისა მაინც ახერხებდნენ ერთმანეთისთვის დროის გამონახვას, ზოგჯერ შეყვარებულებივით იქცოდნენ და მთელი დღე შეტყობინებებით კონტაქტობდნენ , საღამოს უგზო-უკვლოდ დაეხეტებოდნენ ახალი ადგილების აღმოსაჩენად . მეგობრებთანაც ხშირად ატარებდნენ დროს, თითქოს ისევ მათი განუყოფელი ნაწილი გახდა ვიბლიანი. ოჯახურ ვახშმებსაც აწყობდნენ თვეში რამდენჯერმე , გააქრეს დისტანცია რომელიც მანამდე ჰქონდათ. ყველაფერი დინებას მიჰყვებოდა, ყოველგვარი გეგმებისა და ხელოვნური ჩარევების გარეშე უბრალოდ სურვილს ჰყვებოდნენ სრულიად თავისუფლად

სახლში დროზე ადრე დაბრუნდა, მაგრამ ქეთოს მაინც ვერ დაასწრო. ვერასდროს იგებდა როგორ ახერხებდა ვახშმის მომზადებას და დამღლელი დღის შემდეგ ღიმილიანი, ენერგიული გამომეტყველებით დახვედრას . უნდოდა ამჯერად თავად გაეკეთებინა ყველაფერი საღამოს მხიარულად გატარებისთვის. პარკებით ხელში შევიდა სამზარეულოში, ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და მეორე სართულისკენ დაიძრა ტანსაცმელი რომ გამოეცვალა . საძინებელში შესვლის შემდეგ შენიშნა ქეთოს ფეხსაცმელი და ტანსაცმელი უწესრიგოდ რომ ეყარა იატაკზე . სააბაზანოს კარი ნახევრად ღია იყო და იქედან უცნაური ხმები ისმოდა. კართან მისვლის შემდეგ დაინახა უნიტაზთან ,იატაკზე მჯდომი ქალის სხეული სულს ძლივს რომ ითქვამდა და ღებინების შემდეგ ხველას ვერ იკავებდა . ძლივს სუნთქავდა და ცრემლიანი თვალებით ერთ წერტილს უყურებდა . წამით შეყოვნდა მხოლოდ, შემდეგ მასთან მივიდა და ხელები მოხვია
-ქეთო ... პატარავ
-არ მომეკარო რაა... საშინელი სუნი მაქვს-პირზე აიფარა თითები და სუნი რომ იგრძნო ისევ ვერ შეიკავა თავი
-ჯანდაბა ... რა გჭირს
-ტრიალებს ... ყველაფერი - წამოდგომა რომ დააპირა ისევ დაჯდა და თავი დაბლა დახარა - წნევა დამივარდა ალბათ .... ჯანდაბა - ქვედა კაბა და ბიუსჰალტერი ეცვა მხოლოდ . კაბის ელვა გახსნილი იყო ,მაგრამ გახდა ვერ მოესწრო . თმები არეული ჰქონდა, თვალები დაწითლებული და კანი სულ გაფითრებოდა
-მოდი... პირს დაგბან და დაწექი. წნევას გაგისინჯავ ხომ გვაქვს აპარატი სადღაც... წამალიც გვაქვს დავურეკავ ვინმეს
-არ მინდა ...
-ბავშვივით ნუ იქცევი ...გუშინაც ვერ იყავი კარგად
-დავიღალე უბრალოდ... არჩვაძეების სახლი ვეღარ დავასრულეთ . საშინელებაა - ფეხზე წამოდგა და ნიჟარას დაეყრდნო- შხაპი უნდა მივიღო თორემ ვყარვარ- სახე დამანჭა და კაბინისკენ შებრუნდა
-ცუდად არ გახდე ისევ ქეთევან კარგი რაა
-თუ გინდა მიყურე - კაბა მოიშორა და მალევე დარჩენილი სამოსიც მის გზას გააყოლა.
რამდენიმე წუთის შემდეგ წამალმაც იმოქმედა და მოწესრიგებული იწვა საწოლზე,მაგრამ მათე მაინც ვერ ისვენებდა . ჯერ თვალები დახუჭული ჰქონდა და არც უყურებდა ვიბლიანს შემდეგ დააკვირდა
-წავიდეთ რა ექიმთან... რა იცი რა ხდება
-არაფერიც არ ხდება , ნუ გეშინია
-მეშინია , ფერი ისევ არ გაქვს
-ნუ გეშინია მათე ... ფეხმძიმედ არ ვარ - თვალებში უყურებდა და მაქსიმალურად მშვიდად აჟღერებდა ვიბლიანის შიშის მიზეზს
-ქეთევან
-ვიცი ,რომ არ ვარ. დამშვიდდი უბრალოდ დავიღალე და აუცილებლად დავისვენებ ამ საქმეს რომ დავასრულებ
-ისე ნუ ამბობ თითქოს ამის გამო ვდარდობ და არ მაინტერესებს როგორ ხარ
-შეწყვიტე ოთახში სიარული და ჩემთან მოდი, ჩამეხუტე
-წამალი მოქმედებს ? დღეს საერთოდ რამე ჭამე ?
-კი , შესვენების დროს გამოვიძახეთ
-ერთხელ მხოლოდ და ახლა ასე აპირებ დაძინებას?
-ნუ ჯუჯღუნებ მათე - საწოლზე მიწოლილ ქმარს თავი მკერდზე დაადო და თვალები დახუჭა
-გეფიცები მაიძულებ ზომების მიღებას რომ დაისვენო და თავს მიხედო - მხრებზე მოხვია ერთი ხელი , მეორეთი კი სახეზე და თმაზე ეფერებოდა
-მაინც რა ზომებს მიიღებ , სახლში ხომ არ დამსვავ- თვალები დახუჭული ჰქონდა,თავი მაღლა ასწია , ყელში აკოცა და კომფორტულად მოკალათდდა
-ერთ თვეში ჩვენი ქორწინებიდან ორი წელი გავა იცი?
-ხო , უცებ გავიდა ორი წელი არა ?
-მძიმედ გავიდა , ჩემი დამსახურებით
-გეყოფა !
-შენ ჩემ ცხოვრებაში მოვლენილი სასწაული ხარ ... ხომ გეუბნები დემეტრემ ჩემთვის შეგქმნა ასეთი ღვთაებრივი - თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა- სულ კარგად უნდა იყო, თორემ მოვკვდები შენ რომ რამე დაგემართოს - მთელი სახე დაუკოცნა გულაჩქარებულ ახვლედიანს და ბოლოს ტუჩებამდეც მიაღწია. ქეთო განაბული იწვა, აღარც წნევის ცვალებადობა ახსოვდა და შენელებული გულისცემაც გაუორმაგდა
-მიყვარხარ ... მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ ვიბლიანო - თითები წვერიან ლოყაზე შეახო და ისევ აკოცა
-ქეთო ...
-გისმენ, მითხარი - გაუღიმა და დაელოდა ამბავს რომელიც აშკარად აღელვებდა ვიბლიანს
-ისევ გინდა ბავშვი ჩემგან ? მზად ხარ აიტანო ჩემი და ერთი ჩემნაირი მთელი ცხოვრების განმავლობაში ? მე მინდა , ჯანდაბა ძალიან მინდა შენი კაპრიზული ფეხმძიმობა და ბავშვი ... პირველი გოგო მინდა , იქნებ შენ დაგემსგავსოს და ჩემნაირი ვირი არ იყოს - ახვლედიანს სხეულზე იკრავდა და მის თვალებს მზერას არ აშორებდა. კითხულობდა ყველა მის რეაქციას და ბოლოს ჩუმად ელოდა -ქეთო , არაფერს მეტყვი ? მიხვდი რომ ჩემგან კარგი მამა არ გამოვა ... აღარ გინდა ჩემგან შვილი
-მგონი წნევა ისევ დამივარდა და ჰალუცინაციები მაქვს - თითები აამოძრავა და დათვლა დაიწყო - არა ხუთია ... ჯანდაბა ! შენ ... როგორც იქნა - მუხლებზე იდგა და მთელი სახე უბრწყინავდა, ბედნიერებისგან აჩქარებული გულისცემა ყურებში ესმოდა, სისხლი ისე სწრაფად მოძრაობდა სისხლძარღვებს აფართოებდა და თავს შესანიშნავად გრძნობდა. ისე კარგად რომ აღწერაც შეუძლებელი იყო - ჩემი სიყვარული ხარ შენ ... ბედნიერება ხარ - ზემოდან მოექცა და მთელი სახე ღიმილმორეულმა დაუკოცნა
-ჩემი ქეთო ... ჩემი ფერია - თითები თმაში შეუცურა და თავისკენ მიიზიდა - უკეთ ხარ ხომ ? - კოცნიდა და ნელ-ნელა აშორებდა მაისურს
-შესანიშნავად ვარ ... გასაგიჟებლად- ქეთოს ხმა ესმოდა, მთელი სხეულით გრძნობდა მის ყველა რეაქციას . ყველა უჯრედი ერთიანად გაცოცხლდა და დაიწყო რაღაც ახალი , კიდევ ერთი ჯერ არ განცდილი ეტაპი მათ ცხოვრებაში. გამოცდა , რომელსაც ყველა შემთხვევაში დადებითი შედეგი ექნებოდა.
.............
ექიმთან დაგეგმილი ვიზიტის დღეს კომპანიაში იყო , რამდენიმე დოკუმენტზე ხელი უნდა მოეწერა და შემდეგ წასულიყო ქეთოსთან ერთად გინეკოლოგთან . კაბინეტში იჯდა და საქმეზე კონცენტრირებას ნორმალურად ვერც ახერხებდა, დროც არ გადიოდა , ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ნაღმზე იდგა. ათას რამეზე ფიქრობდა, რას უჩვენებდა გამოკვლევები, რას იტყოდა ექიმი ყველაფერი ერთად ტრიალებდა გონებაში და ქაოსს ქმნიდა. ქეთოც სამსახურში იყო , მასთან მისვლასაც ვერ მოახერხებდა ამიტომ საქმეზე გადართვის გარდა გამოსავალი არ ჰქონდა. კაბინეტის კარი რომ გაიღო და ოთახში ერთიანად შეიჭრა ქალის ნაცნობი სურნელი თავის მაღლა აწევაც ძლივს მოახერხა. ფიქრობდა რომ ეჩვენებოდა, ყველა ფიქრი ერთიანად გაქრა იმ რამდენიმე წამში რომელიც კაბინეტში შესულს ვიბლიანთან მისვლამდე დასჭირდა
-საქმიანი როგორი უცნაური ხარ , ძვირფასო - თითები მხარზე შეეხო და ფურცლებიდან მზერა ქალზე გადაიტანა. სხვანაირი იყო, თმა ყავისფრად შეეღება , ვარცხნილობაც შეცვლილი ჰქონდა კიდევ უფრო მაცდური მზერა ჰქონდა და ღიმილი რომელსაც მათეს გაგიჟება შეეძლო- ასეთს არ გელოდი იცი? მომწონხარ- ლაპარაკს აგრძელებდა, თვალებში უყურებდა შემდეგ ხელი მხრიდან ზურგზე გადაიტანა დაიხარა და ლოყაზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები - მომენატრე , ვიბლიანო
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ !- მისმა შეხებისგან გამოწვეულმა ჟრუანტელმა მთელს სხეულში დაუარა , ეს არ იყო სიამოვნებისგან გამოწვეული შეგრძნება ეს ბრაზი იყო, სიგიჟე რომელიც მალე დაახრჩობდა თუ არ ამოაფრქვევდა- როგორ ბედავ აქ შემოსვლას- მკლავში წვდა და მის წინ დადგა
-შეცვლილხარ ... ახვლედიანმა თავის ჩარჩოებში ჩაგსვა და ახლა მკაცრი , საქმიანი კაცი გახდი? დაგაბერა შენმა უფერულმა ცოლმა ? - მეორე ხელის შეხება სცადა ,მაგრამ მათემ უფლება არ მისცა
-ქეთოს ხსენების უფლება არ გაქვს... აქ რა ჯანდაბისთვის დაბრუნდი , რა ხდება ვერ აიწყვე კარიერა და დაუბრუნდი სამშობლოს? მიხვდნენ როგორი მოწამლული ხარ , როგორი გამოუსადეგარი და სანაგვეზე მოგისროლეს ,პატარავ? - თვალები აენთო , ბრაზი მთელს სხეულს მართავდა და ნელ-ნელა ემსგავსებოდა გაავებულ მხეცს
-ჯანდაბა - ტუჩი კბილებსშორის მოიქცია და თვალები წამით დახუჭა- ისევ ვსველდები პატარას რომ მეძახი თანაც ასეთი ანთებული მზერით - თითები მაჯაზე შეახო და ისევ ეცადა მოხვეოდა- რა ხდება შეხების უფლებას რატომ არ მაძლევ? ასე გეშინია საკუთარი თავის? იცი რომ წამსვე მოგინდები და ცდილობ თავი აკონტროლო ? რისთვის ცდილობ , შენს ცაკალელ, პატარა ქეთინოს რომ არ აწყენინო ? არ გინდა ცუდი ბიჭი იყო, ოჯახმა რომ ისევ არ გაგრიყოს... შენ და შენი ბრბოზე დამოკიდებული ცხოვრება - ხელები გაითავისუფლა და მაგიდაზე შემოჯდა - საკმაოდ მყარი მაგიდაა... ვაკო მამას დარწმუნებული ვარ ბევრჯერ აქვს გამოყენებული მარიამ დედასთან ან ვინმე სხვასთან ერთად
-გიყურებ და ვერ ვხვდები რა ჯანდაბა მინდოდა შენნაირ გულისამრევ ქალთან... შენთან წამითაც კი არ მინდა გაჩერება. გაეთრიე აქედან სანამ
-სანამ რა? დაცვას გამოიძახებ და ისე გამაგდებ თუ თავად იძალადებ ჩემო ტკბილოო ?
-რა გინდა ?
-მომენატრე , დავბრუნდი და ვის ვნახავდი სხვას თუ არა ჩემ საყვარელ , ერთადერთ და განუმეორებელ ქმარს? იცი არავის შეუძლია ისეთი აღვირახსნილი და გარყვნილი იყოს როგორიც შენ ხარ , მიუხედავად იმისა რომ მთელ პოტენციალს არ იყენებ და გბოჭავენ შენს ტვინში ჩანერგილი „კარგი ბიჭის“ წესები
-სასაცილოა შენი უაზრო მცდელობა...ნუთუ გგონია ,რომ ოდესმე კიდევ მექნება შენთან რაიმე საერთო . სერიოზულად მაინტერესებს აქ იმიტომ მოხვედი , რომ მართლა გგონია იმდენად საოცარი ხარ უკან დაგიბრუნდები? რა ხდება საყვარელი ვერ იშოვე, ფული აღარ გაქვს ...დახარჯე განქორწინების შემდეგ მიღებული
-მე მართლა ძალიან მომენატრე... არ მიყვარხარ, მაგრამ შენთან შესანიშნავად ვატარებდი დროს . აღიარე რომ ყელში ამოგივიდა ეს მოსაწყენი ცხოვრება - ისევ მიუახლოვდა თითები ყბაზე მოუჭირა და ცხვირის წვერით შეეხო ლოყაზე- ჯანდაბა , მითხარი რომ გინდივარ ...მითხარი, აღიარე რომ სულ ჩემზე ფიქრობ
-მართალია...სულ ვფიქრობ , როდესაც მახსენდები ყოველთვის ერთ აზრზე ვარ - თითები ყელზე მოუჭირა , კედელს ზურგით ააკრა და მის ტუჩებთან დაიწყო ლაპარაკი- შენი ართადერთი დანიშნულება ამქვეყნად კაცებისთვის სიამოვნების მინიჭებაა... სხვა არაფერი შეგიძლია, არაფერი გამოგდის და მანამ სანამ ეს შენი ლამაზი სხეული არ დაჭკნება, არ დაბერდები და ნაოჭებით არ დაიფარები მუდამ გეყოლება ვიღაც ს.რი ვინც გ.გჟიმავს...შენ იფიქრებ რომ ის კლანჭებში გყავს მოქცეული, სინამდვილეში კი შენ იქნები ყოველთვის ვიღაცის სათამაშო რომელსაც იხმარს, იხმარს, იხმარს ბოლოს მობეზრდება და მოისვრის . გულს რომ აურევს შენი დამპალი სული ამ შენს ლამაზ სხეულზეც უარს იტყვის - თითებს უჭერდა, მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა, არ ეხებოდა, მაგრამ ძალიან ახლოს იყო შემდეგ მოშორდა . ათრთოლებულ, გრძნობებარეულ , გაოგნებულ ქალს ერთიანად ჩამოსცილდა
- ხარ და ვერაფერი უშველის შენს გახრწნილ გონებას... ვერც შენი ანგელოზი ცოლი იხსნის შენს ცოდვილ სულს . კიდევ შევხვდებით , აუცილებლად და შემდეგ ვისაუბრებთ იმ თემაზე რომლის გახსენებაც არ მინდოდა, მაგრამ მაიძულე - კაბინეტი დატოვა. მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა დიდხანს მოდიოდა დერეფნიდან შემდეგ ისიც აღარ ისმოდა , სიჩუმემ დაისადგურა ვიბლიანმა კი ერთიანად იფეთქა. ყველაფერი მოისროლა რაც კი ხელში მოყვა, ბოლოს ტელეფონს წააწყდა ,რომელიც ვინ იცის მერამდენედ რეკავდა . ხმა არ ესმოდა , ვერ შეამჩნია დრო რომელიც გაექცა . ქეთო ელოდა, ურეკავდა ,მაგრამ დააგვიანა ყველაზე მნიშვნელოვან დროს ისევ აურია ყველაფერი
-სად ხარ მათე?
-ქეთო... მოვდივარ . შენ სად ხარ? ხუთ წუთში მოვალ...აი მოვრბივარ უკვე
-კარგად ხარ საერთოდ? უკვე ნახევარი საათით დავაგვიანეთ ... ქალაქში საცობებია აქედან რომ გავალთ
-რა პრობლემაა პატარავ...ურიგოდ შევიდეთ
-ისედაც გვიან ვიყავით ჩაწერილები მათე ... დასრულდება მალე სამუშაო საათები
-ქეთო
-სხვა დროს მივიდეთ ... ან არ მივიდეთ
-ჯანდაბა ქეთევან ასე ნუ მელაპარაკები. უბრალოდ ვერ მოვახერხე..დრო ისე გავიდა ამის დედაც მე ... სახლში წავალ ახლა პირდაპირ . სახლში მოდი და ვილაპარაკოთ ხო?
-საქმეები მაქვს ... რადგან არ მივდივართ დავასრულებ და შემდეგ მოვალ სახლში
-ქეთო
-სახლში გნახავ მათე
მანქანასთან იდგა უკვე და ბრაზს ვერ აკონტროლებდა. საჭესთან დაჯდა , სახლში წავიდა ქეთოს დაბრუნებას ელოდა, მაგრამ დიდხანს არ გამოჩენილა . გვიან დაბრუნდა, მშვიდი სახე ჰქონდა ,მაგრამ ეტყობოდა იმედგაცრუება ეტყობოდა . მათემ როგორც კი დაინახა მაშინვე მისკენ დაიძრა
-ქეთო გეფიცები ისე არაა როგორც გგონია ... წუთებს ვითვლიდი წამოსვლამდე. მერე ისე გაიქცა ეს დედანატირები დრო რომ ვერ გავიგე ტელეფონი სადღაც ჯანდაბაში ეგდო უხმოზე მქონდა და
-კარგი , არაუშავს ... მნიშვნელობა არ აქვს . ძალიან დავიღალე , ისევ სუსტად ვარ მგონი რაღაც მჭირს საერთოდ აღარ მაქვს ძალა
-კარგი რა ქეთო ... ნუ მიმალავ შენს ეზმოციებს. მე ხომ ვიცი ,რატომაც ხარ ცუდად
-რა გავაკეთო მითხარი , გემორჩილები ხომ ხედავ. არ გეწინააღმდეგები იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება რომელიმე ჩვენგანის მისაღები არაა ...ერთად უნდა გადავწყვიტოთ და თუ შენ არ გინდა მეც დავიცდი უბრალოდ არ მესმის რატომ დამაწყობინე გეგმები
-რატომ არ მიჯერებ ქეთევან ...ხომ გეუბნები რომ დრო გავიდა , უბრალოდ დრო ვერ შევამჩნიე
-რომ ყოფილიყავი დაინტერესებული არ გამოგრჩებოდა ისე როგორც მე არ დამავიწყდა მიუხედავად იმისა,რომ მეც მაქვს საქმეები . არც მე ვარ იქ უსაქმოდ სხვათაშორის
-ხვალ წავიდეთ რა , ქეთოო
-მიდის ხვალ ... სადღაც მიფრინავს კონფერენციაზე
-სხვა ექიმთან მივიდეთ
-სხვასთან არ შემიძლია ... შენ წარმოიდგინე უხერხული, უსიამოვნო პროცედურები მაქვს გასავლელი იმისთვის რომ გავიგო შევძლებ თუ არა საერთოდ დაფეხმძიმებას
-ჯანდაბა ...ამის დედაც ყველაფერი ყოველთვის მაშინ რატომ ხდება როცა რაღაც ძალიან მინდა, მიხარია და მერე უცებ ყველაფერი იშლება, ინგრევა - კედელს მუშტი მიარტყა და ხმამაღლა შეიკურთხა - შენი არ მესმის... როგორ შეიძლება გიყვარდე და არ მენდობოდე, არ მიჯერებდე
-ნუ ღრიალებ მათე ... თავი მისკდება ისედაც და რა გინდა რომ გავაკეთო? გიჯერებ , გავიგე , ვიცი რომ საქმე გამოგიჩნდა და დრო გამოგრჩა, ტელეფონიც სადღაც გეგდო რომ დაგირეკე ზუსტად 30 ჯერ და მოგწერე 20 ჯერ ვერ გაიგე . გასაგებია , გავიგე, ვიცი, მჯერა , გიცნობ რა გავაკეთო სხვა? - ზურგი აქცია და ტანსაცმლის მოშორება დაიწყო, სააბაზანოსკენ მიდიოდა უკვე თმიდან სარჭი მოიშორა და სრულიად შიშველი შევიდა ოთახში - საშინლად მშია და თუ მოამზადებ ვახშამს , ან გამოიძახებ რამეს კარგი ბიჭი იქნები
-რომ შემოგიერთდდე ?- კარის ჩარჩოს მიეყრდნო და ისე უყურებდა დუშის ქვეშ მდგომს
-არა , ჯერ მშია ...ფიქრი მჭირდება , შენ კი ამის საშვალებას არასდროს მაძლევ
დამჯერი ქმრის ტყავში შევიდა და ქეთოს გამოსვლამდე ვახშამი გაამზადა . თავადაც საშინლად იყო დაღლილი და მშვიდი ვახშამი ნამდვილად სჭირდებოდა , ჩუმად ისხდნენ, ჭიქა ღვინოც დააგემოვნა ქეთოსკენ აპარებდა მზერას და ფიქრობდა ეთქვა თუ არა გვანცას დაბრუნების შესახებ. ბოლოს მაინც გაჩუმება არჩია და წასვლა შესთავაზა
-დღეს კლუბში ვიღაც დიჯეი ჰყავს ლუკას მოწვეული , წავიდეთ ?
-ვიცი , მითხრა და მეც ვფიქრობდი წასვლას . ცეკვა და დალევა ნამდვილად მჭირდება
-მიდი მოემზადე მე მივხედავ აქაურობას
-ნწ, მოგეხმარები და უცებ გავალთ- მკლავები ყელზე მოხვია და ტუჩები დაუკოცნა - მოდუნდი , რაც იყო იყო ... ხომ იცი დიდხანს გაბრაზება არ შემიძლია- კოცნიდა და თან ჩურჩულებდა .მაგიდაზე რომ აღმოჩნდა შემომჯდარი სიცილი ვერ შეიკავა . ფეხები წელზე შემოხვია ვიბლიანს და თავისკენ მიიზიდა- ასე ვერ წავალთ
-მიყვარს როდესაც მირიგდები
-საზიზღარი ხარ
-და მაინც ყველაზე მეტად გიყვარვარ
ორი საათის შემდეგ კლუბში იყვნენ. ქეთო იმდენად ლამაზი იყო , ისეთი მიმზიდველი და სექსუალური რომ მათემ მოდუნება ვერ მოახერხა, თვალს არ აშორებდა, გვერდიდან არ შორდებოდა და სახლში დაბრუნების გარდა აღარაფერი უნდოდა. ქეთო კი მასთან ერთად სვამდა, ცეკვავდა გასაგიჟებლად და ბოლოს სრულიად მოდუნებული ვნების მორევშიც ჩაიძირა .
გამთენიისას ჩაეძინა ვიბლიანს, ქეთოსაც აღარ ჰქონდა ძალა. ემოციებისგან დაცლილი, ბედნიერი და ნეტარებაში მყოფი წყლის დასალევად წამოდგა . ნახევრად მძინარე მიაბიჯებდა იატაკზე შარვალს რომ დააბიჯა და იატაკზე დაგდებული მობილურის ასაღებად დაიხარა. განათებულ ეკრანზე შეტყობინებას მოჰკრა თვალი, ნაცნობი ნომერი რომ არა ყურადღებას არც მიაქცევდა . გვიან გაიაზრა , უკვე წყლის ჭიქა ეჭირა ხელში წონასწორობა რომ დაერღვა. ისე ეტკინა, ისე ძლიერ ეტკინა რომ გონება დაებინდა. სავარძელში იჯდა გაშეშებული, ტელეფონის ეკრანს დაჰყურებდა და ეშინოდა იმის რაც იქ დახვდებოდა . შემდეგ გაბედა და გახსნა, ტექსტის წაკითხვის შემდეგ თითქოს ნაწილებად დაიშალა
„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არ იყო საკმარისი ჩემთვის . კიდევ უნდა შევხვდეთ საყვარელო ... ჩვენი საუბარიც უნდა გავაგრძელოთ მეტად მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და ნუ მაიძულებ შენს უფერულ ცოლთან სახლში მოსვლას . დამირეკე ,რომ შეძლებ და შევთანხმდეთ შეხვედრის ადგილზე „
ყვირილი უნდოდა, მაგრამ ხმის ამოღებაც არ შეეძლო . სავარძელს მიეყრდნო , იქედან უყურებდა მშვიდად მძინარე ქმარს და ხვდებოდა ,რომ ეს დასასრული იყო. უკანასკნელი შეცდომა, დანაშაული რომელიც ყველაფერს წერტილს დაუსვამდა. ვერ შეძლო, არ გამოუვიდა ბრძოლა ვეკუას აჩრდილთანაც კი , მან აჯობა მის მიმართ მათეს გრძნობებმა დაამარცხა ქეთოს სიყვარული. ეს იყო და ეს , სხვა არაფერი შეეძლო. ძალა აღარ ჰქონდა, არც სურვილი და უბრალოდ მორჩა, დანებდა , წერტილი დასვა .
ვიბლიანი საწოლში ეძებდა ახვლედიანის სხეულს, ვერ იპოვა და მალევე გამოფხიზლდა. ნახევრად განათებულ ოთახს მზერა რომ მოავლო მხოლოდ შემდეგ დაინახა სავარძელში მჯდომი , სრულიად შიშველი იყო გენიოსი მხატვრის ნახატს ჰგავდა , ცარიელი მზერით და გაყინული სახით . სიზმარი ეგონა , თვალები დახუჭა და წამის შემდეგ ისევ გაახილა შემდეგ შეეშინდა და სწრაფად წამოჯდა
-ქეთო რა დაგემართა , ცუდად ხარ? - უყურებდა, მაგრამ ახვლედიანი თითქოს ვერც ამჩნევდა-ქეთო არ გესმის? ქეთოო - საწოლიდან წამოდგა , ის იყო მიუახლოვდა და მისი შეხება დააპირა ახვლედიანი რომ ამეტყველდა
-არ შემეხო !
-ფერია
-გახსოვს გითხარი ბოლოჯერ გპატიობ -თქო , კიდევ ერთხელ გადადგამ ჩემგან შორს ნაბიჯს და დასრულდება-თქო
-მახსოვს, მაგრამ მე არაფერი გამიკეთებია ... ქეთო რა დაგემართა ? შენ ხომ გეძინა...ცუდი სიზმარი ნახე პატარავ ?
-შენი საყვარელი ქალი დაგბრუნებია , გილოცავ ... იქნებ ახლა მაინც დაისვენოს შენმა აფორიაქებულმა სულმა და მიიღო ის რაც გჭირდება. ალბათ ესაა ნამდვილი გრძNობა, როდესაც ყველაფრის მიუხედავად მაინც შეგიძლია , გინდა და ნატრობ მასთან ყოფნას ... მე გათავისუფლებ , ყოველგვარი დრამების გარეშე გიშვებ მათე ისედაც დიდხანს ცდილობდი ჩემ შეყვარებას ,წლებია უკვე თამაშობ და შეგიძლია მშვიდად იყო მასთან ერთად - ჯერ უყურებდა, შემდეგ შებრუნდა. ათრთოლებულ სხეულს ძლივს იმორჩლებდა, ხელები გაეყინა, კანკალებდა და შიშველ სხეულზე გადაცმულ სარაფანს ისწორებდა . მერე გაჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი ,მაგრამ მაინც ვერ შეძლო ნორმალურად სუნთქვა. თითები თმაში შეიცურა და თვალები დახუჭა - ამჯერად წასვლა არ მინდა, მეორედ ვერ გავიქცევი და იმედი მაქვს ხშირად არ გადაგეყრებით
-მილოცავ ... შენ , ჯანდაბა მიდიხარ - უყურებდა და რამდენიმე წამს ვერაფერს ამბობდა. გამოფხიზლებაც ძლივს მოახერხა , ემოციები ერთმანეთს ცვლიდნენ - შენ მართლა გგონია რომ მე იმ ქალის ჩამოსვლამ გამახარა და მაშინვე მასთან გავიქეცი? ეს იყო სულ ჩვენი , ჩემი და შენი ურტიერთობა მე სპექტაკლს ვთამაშობდი ამდენ ხანს და ის კ.ხპასთან გავვარდები ? გგონია გიღალატე და თან იმ ქალთან რომელმაც ცხოვრება გამინადგურა? ამის დედაც ... არ მჯერა - სიცილი დაიწყო , მერე ზურგით მდგომ ქალს მკლავში წვდა და თავისკენ შეაბრუნა- თვალებში მიყურე და მითხარი რომ ნამდვილად გჯერა ამ ყველაფრის ...შემომხედე ქეთევან, მზერა გამისწორე
-გამიშვი , მტკენ ...
-გეტკინოს, მეც მტკივა ...იცი როგორ მტკივა? ღმერთო ასე არაფერი მტკენია ... იმ წყეულის ღალატიც კი . შენ გგონია რომ მე შენთან ამ წლების განმავლობაში ვთამაშობდი და შემიძლია რომ ასე გადვაუსვა ყველაფერს ხაზი . ვინ ვარ საერთოდ შენთვის ...ან შენ ვინ ხარ მითხარი , რა გგონია რა ჯანდაბაა ჩვენი ურთიერთობა
-რა არის? ვნებაა... ს.ქსია და სიამოვნება რომელიც მხოლოდ იქ გრძელდება და მთავრდება სადაც ვშიშვლდებით ! კიდევ რა არის ... არ ვიცი ვერ ვიხსენებ, კიდევ რა ჯანდაბაა ასობით საღამოა რომელიც შენთან ერთად გავატარე უაზროდ ხეტიალში, საუზმე, სადილი, სეირნობა, დასვენება, ფილმები, თამაშები ... სიცილი კიდევ შენი ნათქვამი სიტყვები რომლებიც წამში მავიწყებდნენ ყველაფერს , კიდევ რა არის ? შეგრძნება რომ შენ ეს ყველაფერი არ გინდა მე შენ დაგკარგე ... წავედი , დაგტოვე იმ ქალზე დანიშნული და მერე გაქრი . ჩემი მათე რომელსაც თვალდახუჭული ვიცნობდი და ვგრძNობდი დავკარგე , ახლა ყველაფერში ეჭვი მეპარება იმიტომ რომ შენც არ იცი სინამდვილეში რა გინდა, რა გაბედნიერებს, რა მოგწონს . მე მეტი აღარ შემიძლია , არ მინდა გაწამებდე ...არ მინდა შენთვის სასჯელი ვიყო , არ მინდა მათე არ მინდაა უბედური იყო - ყელში მოწოლილი ბურთი ვეღარ გადააგორა, ცრემლებმა სვლა იწყეს და მალევე დაუბინდეს მზერა. ხელისგულებით მკერდზე ეყრდნობოდა ვიბლიანს და ტიროდა - აღარ მინდა
-სულელი ხარ ! ამქვეყნად ყველაზე სულელი ქალი ხარ იმიტომ რომ გიყვარდი, იმიტომ რომ მიძლებდი, იმიტომ რომ ითმენდი, კიდევ ათასი ტკივილის გამო რომელიც ჩემ გამო განიცადე, ცრემლების გამო რომლებიც ჩემთვის დაგიღვრია , მაგრამ ახლა ...ახლა არა ქეთო . ახლა არ უნდა მიდიოდე, ახლა არ უნდა მტოვებდე და არ უნდა მეუბნებოდე რომ იმ ქალთან მინდა ყოფნა იმიტომ, რომ მე შენთან მინდა გაიგე ბოლოს და ბოლოს , დაიჯერე რომ შენს გარდა არავინ მჭირდება , არ მინდა, არ მაინტერესებს... მაღიზიანებს, მეზიზღება, ვერ ვიტან , გულს მირევს გესმის? მოვიდა , სისულელეები ილაპარაკა არც კი ვიცი რა ჯანდაბა უნდა ან რა ჰგონია , მხოლოდ ის ვიცი ,რომ მეზიზღება და მეტს არაფერს ვგრძნობ ... როგორ დაგაჯერო გამაგებინე, მითხარი რა გავაკეთო რომ დაგაჯერო
-რატომ არ მითხარი რომ შეგხვდა, რატომ არ მითხარი რომ მის გამო დაიგვიანე... მეუბნები შენგან შვილი მინდაო და ექიმთან ვერ მივდივართ იმის გამო რომ იმ ქალთან იყავი
-არ ვიყავი, ის მოვიდა და მასთან ჩხუბში გავიდა ეს წყეული დრო ... ჭკუიდან გადამიყვანა ისე მინდოდა დამეხრჩო, რამე დამეშავებინა თავი ძლივს შევიკავე და გეფიცები მოვკლავ აქედან რომ წახვიდე
-ღმერთო აღარ ვიცი რა გიყო... რა უნდა გავაკეთო , რა ხდება საერთოდ
-ისევ არ მიჯერებ ... ისევ ვერ ხვდები რომ მიყვარხარ შენზე დამოკიდებული ვარ და ვერ ხვდები როგორ მტკენ . აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთო , მითხარი რა ჯანდაბა გავაკეთო რომ დაიჯერო , მაგრამ შენ საკუთარი თავის არ გჯერა ხო საკუთარი ადგილი არ იცი და იმიტომ ხდება ყველაფერი
-ყველაფერი იმიტომ ხდება რომ სიმართლეს არ მეუბნები ... რომ გეთქვა იმ წყეულ ქალს შევხვდი და იმიტომ ვერ მოვედიო არ შეიძლებოდა/
-და რომ მეთქვა რას გააკეთებდი ? მაინც იგივე მოხდებოდა
-შეიძლება ხო, მაგრამ შენ მეტყოდი და მისი მონაწერიდან არ გავიგებდი- მის წინ იდგა და ამღვრეულ მზერას არ აშორებდა -ადრე მელაპარაკებოდი, მიყვებოდი ახლა კი თითქოს გეშინია , მაგრამ არ ვიცი რა ჯანდაბა გაშინებს დავიჯერო ყველა ამბავზე ისტერიკას ვმართავ და ახლა რომ მტკივა მე ვაჭარბებ? წარმოიდგინე ჩემთან მონაწერ მსგავს შეტყობინებას რომ კითხულობ , რას იგრძნობ...თუმცა ამას აზრი არ აქვს წახვიდოდი და მას სცემდი , მე კი არ დავეცემი ისე რომ იმ ქალს ოდესმე ვესაუბრო არათუ შევეხო
-ყოველ საღამოს დავჯდეთ ერთი საათით და ვიჭორაოთ გინდა? მოგიყვები ყველაფერს
-გვანცას ნახვა ყველაფერი არ არის
-არის და სწორედ ამაშია საქმე რომ ისიც ერთი უბრალო, აუტანელი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში რომელსაც ადგილი არ აქვს ...უმნიშვნელოა გაიგე
-უმნიშვნელო ადამიანი მხოლოდ მაშინ ხდება როდესაც მასთან შეხვედრისას არაფერს გრძნობ არც ბრაზს, არც ტკივილს
-მე არ ვარ ის კაცი პატიება და მიტევება რომ შეუძლია ... ყველა ვისაც ვერ ვიტან შეხვედისას მაწუხებს- ოთახში დადიოდა, სიგარეტის ღერიც მოიშორა ბოლოს და ქეთოს მოხვია ხელები- გულს მტკენ და მაინც ვერ გიბრაზდები , ეს არაფერს ნიშნავს? სხვა ნებისმიერს გავუშვებდი შენს ადგილას , მაგრამ შენი უნდობლობის ადანაც კი შემიძლია ქეთო - ცრემლებით დანამულ ლოყაზე შეახო ტუჩები, შემდეგ ნიკაპზე გადავიდა და კოცნის ბილიკებით დაუფარა მთელი სახე- ნუ მისცემ იმ ქალს ჩვენი დაშორების უფლებას ... არ ღირს , დაივიწყე სამუდამოდ . გავაგრძელოთ იქედან სადაც გავჩერდით
-უნდა გაქრეს ... უნდა იცოდეს რომ ჩემი ხარ , მთლიანად მე მეკუთვნი - მაინც დანებდა, არც უნდოდა წასვლა , მისი სჯეროდა. იცოდა როდის ამბობდა ვიბლიანი სიმართლეს და გვანცას მონაწერს მის სიტყვებზე წინ ვერ დააყენებდა . სისულელე იქნებოდა და თავს უაზრო ტანჯვის უფლებას არ მისცემდა
-როგორი ზუსტი განაცხადია ქალბატონო ვიბლიანო - გაიცინა და ტუჩებზე შეეხო- შესანიშნავად ჩამესმის ყურში , მხოლოდ შენი არა?
-მე ახვლედიანი ვარ და დიახ, მხოლოდ ჩემი!-თვალები უბრწყინავდა, ჰქონდა რაღაც ძალა რომელსაც წამში პოულობდა და დაკარგულ ენერგიას იბრუნებდა
-ახვლედიანი დიდი ხანია აღარ ხარ , ჩემი ქალი ხარ შესაბამისად ქეთო ვიბლიანი ხარ და შეეგუე ამ ამბავს - სხეულზე მჭიდროდ შემოხვია მკლავები და გულზე მიიკრა- ჩემი ქეთო ვიბლიანი , რომელიც მალე კიდევ ერთ ჩემნაირს ატარებს მუცლით ...მერე კიდევ ერთს და კიდევ
-ისევ ყველაფერი შენს სურვილებს ემორჩილება არა?
-ნწ, ჩემი სურვილიც და ოცნებაც მთლიანად შენ ხარ , შესაბამისად შენ გემორჩილები უბრალოდ მე უფრო სწრაფად ვხვდები რა გინდა - ხალათის ქამარი თითების მარტივი მოძრაობით გახსნა და წამში მოაშორა სხეულიდან - ყველას და ყველაფერს გავაქრობ ,რაც კი ოდესმე შენს განწყობაზე იმოქმედებს
-ადრეც გითქვამს რაღაც მსგავსი, წლების წინ
-საკუთარი თავის გარდა ყველა მოგაშორე ... ერთადერთ თავის ტკივილად მე ვრჩები მხოლოდ - ხელში აიტაცა ქალის შიშველი სხეული და საწოლზე ფრთხილად დააწვინა- მე ვერასდროს მომიშორებ , სხვა დანარჩენი კი ისე გაქრება თითქოს არც ყოფილან
-არასდროს გაქრები ... არასდროს წახვალ ...სულ ჩემთან იქნები - კოცნას აყოლებდა სიტყვებს, ბედნიერებას გრძნობდა სხვა’ფერს , სულ სხვა ფერს ... გონება კიდევ ერთხელ დანებდა სხეულს მორეულ სიხარულს , ფერებს რომლებიც ყველა უჯრედს ავსებდნენ
..............
-47, 48,49, 50 ვიხილები და მოვდივარ ... მერე როგორაა? ა ხო ვინც არ არის დამალული ჩემი ბრალი არ არის - კედლისკენ სახით იდგა და სიცილს ძლივს იკავებდა. ვინ დაიჯერებდა ბატონი მათე ვიბლიანი შაბათ-კვირას შვილთან და მეგობრის ბავშვებთან ერთად დახუჭობანას რომ თამაშობდა . რას იზამ როდესაც პირველი ბედნიერება მამიკოსთან თამაშს ითხოვს უძლური ხდები- ისევ რომ ვერ გიპოვნო გაბრიელ იცოდე დემეტრე პაპასთან ერთად არ გაგიშვებ დასასვენებლად - სახლში დადიოდა და კარგად დამალულ ბავშვებს დაეძებდა. აზარტში იყო, თან იცინოდა და სერიოზული ხმის დაჭერას ძლივს ახერხებდა. რამდენიმე ბავშვს უკვე კარგად ხედავდა, სულ უნდოდა ყველასთვის დაესწრო ამ დროს მასში პატარა ბავშვი იბრძოდა, მაგრამ ყოველთვის წაგებულად გამოჰყავდა თავი - ქეთოოო მგონი ბავშვები დავკარგეე...მოდი, მობაჯბაჯდი იქნებ მაპოვნინო რომელიმე თორემ დავიღუპე
-დაიკარგნენ? აბა მე ბლინები ვისთვის გავაკეთე ? არცერთი არ ჩანს ? მაშინ მე და ჩემი გოგო შევჭამთ- ბლინებით სავსე დიდი თეფში ეჭირა და ისე მიაბიჯებდა
-სულ როგორ უნდა ჭამდე გოგო რა იყო...დაუტოვე ბავშვებს - ზურგიდან მოეხვია, ყელში აკოცა და ჩუმად უთხრა- ნახე ახლა გვიყურებენ და იცინიან
-რაღაც ხმები მესმის, მგონი აქვე არიან
-სულ რამდენი არიან ? არ დაგვრჩეს ვინმე მეშინია... - ქეთოს ყურთან ჩურჩულებდა და თან გამობერილ მუცელზე ეფერებოდა - ჩემი ბიჭი ამ თამაშის ჩემპიონია...სად იმალება ვერაფრით მივხვდი
-მე ვიცი, მაგრამ არ გეტყვი - ლოყაზე აკოცა და გაიცინა- მმ გემრიელი ხარ ბლინთან ერთად
-ისე არა ხო ? ბავშვებოოო გეყოთ ახლა ისევ მე დავიხუჭები ოღონდ გამოდით გაცივდა ბლინები
ბავშვებმა ვეღრა მოითმინეს და ყველანი სირბილით დაიძრნენ სამალავებიდან . ბოლოს გამოჩნდა ბატონი გაბრიელი , წარბებშეკრული მიაბიჯებდა და აშკარად უკმაყოფილო იყო
-რა არი მამა? არასდროს მიგყავს თამაში ბოლომდე
-ჩემპიონი შენ ხარ მაა
-ასეთი არ მინდა ... ვაკო ამბობს ჩემპიონობას უნდა იმსახურებდეო
-ვაკოს ნუ ეძახი-თქო ხომ გითხარი
-ოო ვერ გავიგე ვაკომ პაპა არ დამიძახოო ... შენ დაუძახეო. რომ ვუძახი მებუტება და ველ გავიგე რა გინდათ
-დედი სჯობს ვაკოს დაუჯერო... ვნახოთ მამაშენი რამდენად მოხარული იქნება შვილიშვილები ბაბუას რომ დაუძახებენ
-რომელი შვილიშვილები მე ჯერ ცოლს არ მოვიყვან ...
-ლენა რომ გიყვარს მა?
-ოო ეგრე მე სალოც მიყვარს და რომელი მოვიყვანო ... ის ახალი გოგოც მომწონს, წითური რომაა ხომ იცი- ბურდღუნებდა და მათეს გვერდით მიაბიჯებდა სანამ ბავშვები სუფრასთან სხდებოდნენ . ქეთო მათთან იყო და თან გაბრიელის საუბარს უსმენდა
-ნეტავ ვის ჰგავს ეს ბავშვი
-რა? ნამდვილი დემეტრეა, ერთი ერთში ... პლიუს ვაკო მე რა შუაში ვარ ქეთევან?
-დეე ჯერ ხუთი წლის ხარ და აი 15 წლის შემდეგ ვისაუბროთ ამ თემაზე ხო? მანამდე მიხვდები ვინ უფრო მეტად გიყვარს
-დეე მე თითქმის ექვსის ვარ ... ჩემი და ისევ მანდ უნდა იყოს ? ნიკუშას ძმა უკვე მოუყვანეს საავადმყოფოდან ... კეკეს დაც , მარტო ჩემი იგვიანებს რა არიი რაა როგორი ზარმაცია - ქეთოს მიუახლოვდა და მუცელზე შეახო პატარა ხელები, მერე თავი დახარა და ყურიც მიადო- გესმის ჩემი? ალოო თუ გესმის დროზე გამოდი მანდედან თორემ ჩემი ნათლია ექიმია და ის გაჭრის დედიკოს და ამოგიყვანს- დიდი ყურადღებით უსმენდა ,მაგრამ ვერაფერი გაიგო და მოწყენილი დაჯდა თავის სკამზე- ისევ არ ესმის...
-მაა , იქ ხმა არ ისმის კარგად ... ცოტა ხანს დაველოდოთ კიდე და მერე ვნახავთ ჩვენს გოგოს
-მალე მინდა მე ... მერე ძმა რომ დაჯდეს იქ
-რა თქვი დე?
-ბავშვს უნდა ძმაც...რაც ვალოდინეთ აქამდე ეყო ... და რომ ეყოლება მალევე უნდა ძმაც. რა ვერ გაიგე ქეთო?
-მასხარა ხარ იცი?
-ჩემი სიყვარული რომ ხარ იცი?- ქალის სახე თითებში მოიქცია და ცხვირის წვერზე აკოცა- ჩემი , საყვარელი სიყვარული
-ბავშვები გვიყურებენ, მათეეე
-გვიყურონ
-საყვარელი სიყვარული რაღაა
-საყვარელი სიყვარულია , შენ ხარ სიყვარული - ქეთოს სანამ ეფერებოდა ბავშვები ეზოში გაიქცნენ და სიმშვიდის რამდენიმე წამიც დასრულდა .
ბედნიერებას რა ფერი აქვს? სიყვარულის ფერი ...საყვარელი სიყვარულის ფერი
17.01.2020
სიყვარულით ჩემს ელიკოს



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

რამდენი ხანია ველოდები❤️❤️ როგორ გამახარე ❤️❤️

 


№2 სტუმარი ank

აუუ არ მჯერაა რო გხედავ <3 <3 ჯერ როარ დამეწერა რამე არ შემეძლო, ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა რომ დაგინახე <3 შთაბეჭდილებებს ცოტა ხანში გაგიზიარებ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი Takoo

Bad boys good girl-ის ქეთა და მათე არიაან ??? ❤❤❤❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

bad boys and good girls ქეთა და მათეს ისტორია გაქვს ცალკე დაწერილი მარიამ? რაღაც მონაკვეთი წავიკითხე და ძალიან მეცნო, მაგრამ მგონი რაღაცეები შეცვალე ხო?დიდი სიამოვნებით წავიკითხავ
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი ninnnnnnnoooooooo

La-Na
bad boys and good girls ქეთა და მათეს ისტორია გაქვს ცალკე დაწერილი მარიამ? რაღაც მონაკვეთი წავიკითხე და ძალიან მეცნო, მაგრამ მგონი რაღაცეები შეცვალე ხო?დიდი სიამოვნებით წავიკითხავ

მაგარია

 


№6  offline წევრი დარინა

აუ ისე გამიხარდა შენი სიახლის დანახვა ვერც კი წარმოიდგენ, მომნატრებია შენი ისტორიებიი, მართლა აკლიხარ საიტს, მზესავით შემოანათეეე, ვიფიქრე ახალია რამემეთქი მაგრამ ძველი პერსონაჟების დანახვამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე ემოციურად ისე დავიმუხტე აი ჯერ კიდევ ემოციების ზღვაში ვარ, მიყვარს შენი ხელოთ შექმნილი ყველანაირი ისტორია, შენი ამ საიტზე გამოჩენის დღიდან მოგყვები და ვერ ვუძლებ შენი სიახლეები რომ არ არის. მართლა ოქროს ხელება მარიამი ხარ და მიხარია რომ არსებობ და ჩვენთან ხარ.

 


№7 სტუმარი Mrs.Grey

წლების წინ მაქვს წაკითხული ეს ისტორია სხვა ისტორიაში????????მერე წლები ვეძებდი და ვეღარ მივაგენი ახლა კი კითხვის პირველივე წამიდან ვიცანი და ისე გამიხარდა????????????აღარ წაშალო რა საიტიდან????????♥️

 


№8  offline წევრი TamoTi

აუ აი ძალიან ტკბილი იყო❤️❤️სერიოზულად ძალიან მენატრება ეს ყველაფერი და როგორც კი ლინკი დავინახე ეგრევე შემოვვარდი აქ❤️ძალიან მომეწონა ასე კარგად გავრცობილი ქეთო და მათე❤️❤️მალ მალე დაბრუნდი ხოლმე რაა❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი ნანა73

ჩემთვის სრულიად უცნობი და ახალი იყო ეს პერსონაჟებიც და ისტორიაც.
ძალიან გამეხარდა შენი სიახლის ნახვა და რა თქმა უნდა წავიკითხე სრულად. იმდენი ემოცია მქონდა კითხვის დროს... თავიდან თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ თანდათან ისე მიშლიდა ნერვებს მათეს ეგოიზმი, დიდი დრო დაჭირდა რომ გარკვეულიყო საკუთარ თავში და გრძნობებში. ქეთო კი, ალბათ ის იშვიათობაა არაამქვეყნიურს რომ ვეძახით. მართლა მაინტერესებს, ასეთები არსებობენ?
მარიამ ყოველთვის და ყველა ჯერზე უფრო მეტად კარგი ხარ!!! ❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი maco maco

როგორ გამიხარდა რომ დაგინახე:) და რადგან ესეთი რამ შესაძლებელია, მაქვს იმედი ოდესმე იქნება ცალკე ისტორია მაშო&ზურა უ’საზღვროდან, ადრეც დავწერე მგონი და არვიცი ჩემი მუზები რას იზავენოო მაგრამ ხო იციან შენმა მუზებმა როგორი ცეცხლი და ქარიზმაა ეს წყვილი, ისე ძალიან აკლიხარ აქ თვალს.

 


№11 სტუმარი სტუმარი Kristi

shen tavad xar sayvareli siyvaruli.... yvela istoria saocariaa iseti ro gagatbobs da gagabednierebs gmirebtan ertaad .❤. .❤..❤..❤..❤..

 


№12  offline წევრი Maia G.

მარიამ გამათბე,იცი როგორ გამახარე?აი რა ვქნა?არ შემიძლია მე შენი ისტორიების გარეშე❤❤ მიხარიხარ❤❤❤❤

 


№13 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მიყვარს ეს წყვილი და სხვებიც.გამახარე ამის დადებით.სიამოვნებით წავიკითხე

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

მიხარია რომ მოგეწონათ რედაქტირებული ეს ისტორია
ვეცდები
თუ შევძლებ რომ სხვა ისტორიებიც აღვადგინო ამ გზით დაგიბრუნებთ "ბედ ბოისს"
რადგან ასეთი მოთხოვნა იყო ამ ისტორიის დაბრუნებაზე ეს გზა მოვიფიქრე და ვნახოთ რა გამომივა

 


№15 სტუმარი სტუმარი ანა

ერთერთი საუკეთესო ისტორიაა შენს ისტორიათა შორის ❤️❤️❤️

 


№16  offline წევრი მარიამო26

ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე❗❗❣

 


№17 წევრი tatuli)

Momnatrebixar mariam❤️❤️

 


№18 სტუმარი ank

au dzaalian momewonamartlaa. maxsovs dzveli verdia isic dzalian momwonda fa esec momewona. ori sxvasasxva istoriaa chemtvis. dzalain gamixarda rom davrundi. tu axali istoriit ar dabrundebi male gtxov msgavsi gzit mainv dabrundi. vgijdebi dzalian magari gogo xar da yvelafers saswauls wer.

 


№19  offline წევრი რუსკიმარუსია

მარიამ, მომნატრებიხარ ❤
როგორ ვეძებდი "bed boys and good girls" და საიტზე რომ არ დამხვდა გული დამწყდა. ამ ახალმა ისტორიამ კიდევ ძლიან გამახარა. მომეწონა ამ ორის ურთიერთობა უფრო რომ გაშალე. მახსოვს, მაშინ მათეზე დიდად ვერ გავბრაზდი, ძალიან მესაყვარლებოდა მაშინ ეს წყვილი და ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა მათე აზრზე. აქ კიდევ მათე ისე გყავს შეცვლილი, რომ სულ ნაბი ' ჭვარი და არაკაცი ვეძახე, მანამ სანამ აზრზე მოსვლა არ დაიწყო :დ გასაგებია, რომ რთული წარსული გამოიარა და ყველაფრის ასე ერთი ხელის მოსმით შეცვლა რთულია, მაგრამ ასეთი უუნარო როგორ იყო ვერ ვხვდები. ნუ ქეთომ კი მოიყვანა აზრზე მაგრამ ძვირი დაუჯდათ ეგ ყოველივე.

ფერია ქეთოც სულ სხვანაირია ამ ისტორიაში. უფრი ძლიერი, თამამი და შემდგარი ქალია. ერთი ეგაა, რომ ძველსაც და ახალ ქეთოს, ორივეს შეუძლია სიყვარულისთვის ყველაფერი გაიღონ. ❤
ამ ორის სიყვარული ყელა'ფერია და თან სულ სხვა'ფერია❤
მიხარია მარიამ რიმ დაგვიბრუნდი და გელოდები შემდეგი ისტორიით❤

 


№20 სტუმარი სტუმარი ელენე

მე პირადად შენი ნიკი რომ არ წამეკითხა ვერც მივხვდებოდი რო შენი ისტორია იყო.რა ვქნა მე მიჩვეილი ვარ შენს მოთხრობებში უფრო ძლიერ კაც პერსონაჟებს და ქალებსაც სხვათაშორის.აქ კიდე მათეს სახით სტული კატასტროფა დამხვდა.მე ძალიან არ მომეწონა ეს მოთხრობა სამწუხაროდ არადა შენ რო დაგინახეე გული გამისკდა ისე გამიხარდა
იმედიაა შენებური ისტორიებით დაგვიბრუნდები,რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს ამ საიტზე.მართლა შენნაირად ძალიან ცოტა თუ ახერხებს აქ რომ ათასნაირი ემოცია გამოიწვიოს მკითხველში,ასე რომ რაღაც შენებურს ველი...❤️

მე პირადად ვერც მივხვდებოდი რო შენი ისტორია იყო შენი ნიკი რო არ წამეკითხა. რა ვქნა მე მიჩვეული ვარ შენ მოთხრობებში ძლიერ კაც პერსონაჟებს და აქ მათე სრული კატასტროფა იყო.მე ძალიან არ მომეწონაა და პირველად მოხდა ესე შენ შემთხვევაში.მართლა ერთერთი ხარ აქ ვის მოთხრობებსაც შეუძლია ათასნაირი ემოცია გამოიწვიოს მკითხველში და იმედიაა რო რაიმე ახალი შენებური მოთხრობით დაგვიბრუნდები...<3

 


№21 სტუმარი სტუმარი მარიამი

მარიამ, ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, თუმცა...
ყველაზე მეტად ჩამოუყალიბებელი პერსონაჟები მძაგს და სუსტი ქალები და მამაკაცები, რაც სამწუხაროდ ამ ისტორიაში ბლომად მხვდება.
არ ვიცი როგორ გითხრა, იმდენად არარეალური ქცევები ჰქონდათ მათესაც და ქეთისაც რომ მე პირადად შენი ნიკი რომ არ დამენახა შუამდეც არ მივიდოდი.
ბევრი რამ ზედმეტი იყო, საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ამ ისტორიაში და არა მარტო.
და ისევ და ისევ ქცევები, მივარდნები, კისერკონწიალობები და ა.შ.
ზედმეტად დაუხვეწავი პერსონაჟები არიან...
ბევრად სერიოზული ნამუშევრები შეგიძლია შექმნა.
წარმატებები ^^

 


№22 სტუმარი სტუმარი რუსკა

ღმერთო რა ტკბილი და საყვარელი ისტორია იყო თავის გმირებით ბევრი ემოციებით დატვირთული ♥️♥️♥️მათე და ქეთო ოიჰ მაინც რომ უგემრიელესი წყვილი♥️ მადლობა მარიამ საუკეთესო ხარ ????????????????

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

ისეთი გრაფიკი მაქვს კომენტარებსაც გვიან ვკითხულობ და სათითაოდ ვერ გპასუხობთ ამიტო იმედია არ მიწყენთ
ეს ისტორია არ არის ახალი, კარგად დავიწყებული ძველი ისტორიის ერთ-ერთი წყვილია და ბევრმა მიხვდა კიდეც. ვისაც წაკითხული არ ჰქონდა დარწმუნებული ვარ გაუკვირდებოდა ასეთი გმირები
ნამდვილად გეთანხმებით რომ მათე სათაყვანებელი პიროვნება არ იყო და ვერ აღფრთოვანდებოდით ქეთოსთან რა ვიცი რა პრობლემა გაქვთ უყვარდა და ამაზე მეტი სულელი ქალებიც მინახავს მე რეალურად ისეთებს პატიოობენ და ისეთები უყვართ აქ გასაკვირი არაფერია მგონი . გმირები ისეთი გამომივიდა როგორიც იდეაში იყო და არ ვთვლი რომ ჩემი სტილი დავარღვიე რადგანაც სუსტი კაცი მყავდა. სულ ერთნაირი კაცები რომ მყავდეს გამოდის რომ არაფერი იცვლება და ზღაპარში ვცხოვრობ. მათეს მსგავსი სუსტი ნებისყოფის,არეული ცხოვრების მქონე ადამიანი ბევრი მინახავს მათ სამწუხაროდ ვერ ჰყავდათ ქეთოს მსგავსი ქალები რომლებიც ყველაფრის მიუხედავად შეიყვარებდათ და ბოლომდე დარჩნენ ჭაობში
მოკლედ ძალიან ვარ დაღლილი და შეიძლება ვერ ვთქვი სწორად სათქმელი

 


№24  offline მოდერი abezara98

ღმერთო ჩემო, ქეთოს და მათეს ისტორია სულ სხვანაირი მახსოვდა და ეს განახლებული ვერსია მგონი ძველზე უფრო მეტად მომწონს ❤❤ უფრო მეტი ემოციაა და რამდენიმე ადგილას იმდენად მინდოდა მათეს გაგლეჯა, ლამის ტელეფონში შემოვძვერი :D მახსოვს თითოეულ წყვილს საკუთარი ისტორია ჰქონდა და ყველა ერთნაირად მიყვარდა, ამიტომ ნებისმიერს მივიღებ დიდი სიხარულით და აღტაცებით! ❤❤❤

 


№25  offline წევრი Takk.22

მარიამო მხოლოდ შენ შეგიძლია ასე წერო, ყოველთვის როდესაც შენს ისტორია ს ვკითხულობ ყველა ემოციას ისე განვიცდი , რომ ზოგჯერ .ავიწყდება მე არ ვარ მთავარი გმირი სასწაული გოგო ხარ შენ და გყვარობ

 


№26 სტუმარი სტუმარი მარიამი

მადლობა ასეთი საოცარი ემოციური ისტორიისთვის ❤️

 


№27  offline წევრი Mariammmo

მგონი ნათქვამი მაქვს,”ისინიდან” ჩემი ისაყვარლესი წყვიკი ქეთო და მათე რომ არიამ <3 გავგიჟდი გადავიდირიე მარიამმა ახალი ისტორია დადოთქო და რო წავიკითხე aaaaawww ^__^ ჩემი ქეთო და მათეეე <3
ჩემთვის ახლა ერთი კიდევ სხვა ისტორია შეიკრა :D დასაწყისი ძველის და გაგრძელება და ფინალი ახლის :D
მარიამ არც კი იცი როგორ გელოდები ხოლმე. მარტო იმიტომ შემოვდივარ საიტზე, რომ ვნახო დადე რამე თუ არა <3

 


№28  offline წევრი Barbare ❤

მჯეროდა რომ ბოლოს მაინც ტკბილად დამთავრდებოდა უფროსწორად დააიწყებოდა უსასრულო ბედნიერების ხანა ????❤❤

 


№29  offline წევრი aneta

ძალიან გამიხარდა შენი ისტორიის დანახვა, მითუმეტეს სრულად. მართალია ძალიან განსხვავებული იყო შენი იდეალური გმირი მამაკაცებისგან, მაგრამ მაინც ძალიან ვისიამოვნე heart_eyes

 


№30  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუ რა მაგარი იყოო ვგიჟდები შენზეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent