სიყვარული წარსულზე მეტია (სრულად)
სიყვარული წარსულზე მეტია -რა სახე გაქვს?-გაკვირვებული მიშტერებოდა კოკა ძმაკაცს. -მოდი ახლა შემეშვით კაი?!-ცივად მოიშორა მეგობარი და დანარჩენებსაც გადახედა. -ელენე სად არის? შენთან ერთად არ უნდა მოსულიყო? -არა...ელენე მე აღარ მეხება!-მრისხანებით გამოსცრა კბილებს შორის.-დავამათავრეთ! ზოგს გაოცება გამოესახა სახეზე,ზოგს კი იმედგაცრუება. როგორ სჯეროდათ,რომ გიორგი და ელენე როგორმე მიაღწევდნენ შეთანხმებას ისე,რომ ერთმანეთი არ დაეკარგათ ბავშვობის მეგობრებს და ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებულ გოგო-ბიჭს. იმედი ჰქონდათ,რომ ელენეს ქალაქში წასვლას შეეგუებოდა გიორგი და მეტიც,თავადაც გაჰყვებოდა,მაგრამ ასე არ მოხდა. ელენემ მომავალ კარიერაზე ვერ თქვა უარი,გიორგიმ კი ავადმყოფი დედა ვერ დატოვა მეზობლების იმედზე. სწორედ ამიტომ არ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში სკოლის დამთავრებისთანავე. უნდოდა დედამისთან გაეტარებინა ის თითზე ჩამოსათვლელი დღეები,ქალს რომ დარჩენოდა. -იქნებ მისთვის გაგეგო?-იცოდა რომ ტყუილად,მაგრამ მაინც ცდილობდა გიორგის გადარწმუნებას ანა. საპასუხოდ მხოლოდ გაცეცხლებული თვალებით გახედა ბიჭმა და ხუთი წუთის წინ მისულმა ისევ დატოვა მეგობრები. სოფლის ორღობეს მიუყვებოდა,სახლამდე ჯერ კიდევ ჰქონდა გზა გასავლელი. ფიქრებით იყო მოცული. გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა,მაგრამ მაინც ენანებოდა ელენე გასაშვებად. არ ემეტებეოდა. მისიც ესმოდა და რა თქმა უნდა დარჩენას არ სთხოვდა. იცოდა,რომ ქაოსური ქალაქისა და წყნარი სოფლის ტემპი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული იქნებოდა. სტუდენტი ელენე და მომაკვდავი დედის შემყურე გიორგი ვერ შეძლებდნენ ურთიერთობის შენარჩუნებას. მანძილი და დრო არ მისცემდა მათ იმის საშუალებას,რომ ერთმანეთისთვის იგივე ადგილი დაეტოვებინათ გულში. მითუმეტეს,ეგოისტმა და ელენზე გადარეულმა გიორგიმ იცოდა,რომ ელენეს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ახალი პირი გამოჩნდებოდა. ელენეს შესაშური სილამაზე კი არავის გამორჩებოდა და ვინ იცის,იქნებ ის ვინმე გიორგიზე უფრო კომფორტული ყოფილიყო ელენესთვის. ვინმე,რომელსაც ყოველ დღე ნახავდა და ვინმე,რომელიც გიორგის მონატრებას არც კი აგრძნობინებდა ელენეს. თვალები მაგრად დახუჭა,წაბლისფერთმიანი,სიფრიფანა გოგო სადღაც ღრმად გადამალა და მისი სახელი თავიდან ამოიგდო. ახლა ერთადერთი გადაწყვეტილება ჰქონდა მისაღები,წასულიყო თუ არა ხვალ ელენეს გასაცილებლად. ***** -როგორ მომენატრებით...-ყველას სათითაოდ ჩაეხუტა და ცრემლიანი თვალებით მოძებნა გიორგი,რომელიც არსად ჩანდა. -იქნებ მოვიდეს?გასვლამდე ჯერ კიდევ ათი წუთია.-უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა ანა. -არ მოვა და მართალიციაა. -არ არის ასე... -ასეა ანა,ასე რომ არ ყოფილიყო ალბათ უფრო გაგვიჭირდებოდა. თანაგრძნობით ჩამოუსვა ხელი დაქალს და ისევ გადაეხვია.მასაც ისევე არ ემეტებოდა ელენე გასაშვებად როგორც დანარჩენებს. -ასე ნუ მემშვიდობებით...ყოველ ჯერზე,როცა საშუალება მომეცემა ჩამოვალ და გნახავთ...ყველას. მომავალ წელს ანაც ჩააბარებს და ჩემთან ჩამოვა. მერე როდესმე თქვენც წამოხვალთ ჩვენთან. -ააწყო ცხოვრება.-გადაიკისკისა ანამ და გამხიარულებულ ბიჭებსაც გადახედა. -ხომ ჩამოხვალთ? -ადრეა ამაზე ლაპარაკი.-მხოლოდ ეს უთხრა თორნიკემ და ლოყაზე უჩქმიტა. -კარგი,დროა წავიდე,თორემ დაჯდება ვიღაც ჩემს ადგილას. ხელახლა ჩაეხუტა მეგობრებს და ცრემლებიც ვეღარ შეიკავა. კოკაზე აკრულს ზურგსუკან გიორგის ხმა,რომ მოესმა საერთოდ აღარ უცდია თავის შეკავება და აზმუვლდა. -სულ დამისველე მაისური,რას იბლაზები?!-სიცილით მოიშორა გოგო და ძმაკაცს გადასცა. მანაც წამში შემოჰხვია ხელები და აწ უკვე ყოფილი შეყვარებულის თმაში უკანასკნელად ჩამალა ცხვირი. უკანასკნელად შეისუნთქა მისი კანის სურნელი. -დილიდან გითვალთვალებ. ჩემებურად ვაპირებდი შენს გაცილებას,მაგრამ რომ ვხედავდი როგორ მეძებდი ...თავს ვერ ვაპატიებდი,რომ არ მოვსულიყავი,თავს ვერ ვაპატიებდი შენი ჩახუტების უკანასკნელი შანსი რომ გამეშვა ხელიდან.-ეჩურჩულებოდა გოგოს და კიდევ უფრო უმძაფრებდა ყელში მოწოლილ ემოციებს და გრძნობებს.-წარმატებებს გისურვებ.ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი,რომ საუკეთესო ექიმი გახდები და დაიპყრობ იმ მწვერვალებს,რომელთა დაპტყრობაც ბავშვობიდან გქონდა განზრახული. საუკეთესოს იმსახურებ ელენე,მე კი ამას ვერ მოგცემ. თავს გაუფრთხილდი. თვითონვე მიაცილა ტრანსპორტამდე და უკან დაბრუნდა. სახელი ელენე კი სამუდამოდ ამოშალა გონებიდან. ბიჭებს გადაეხვია და სოფლის გზას გაუყვა. აქ იყო მისი ადგილი,დედამისის გვერდით,მისი ბიჭების გვერდით. ქალაქში დაბინავებისთანავე მიხვდა,რომ გიორგი მართალი იყო. ახლა მისი ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეიცვლებოდა,შესაძლოა ისიც შეცვლილიყო. შესაძლოა კი არა,ეს გარდაუვალი იქნებოდა. ახალი ხალხი,ახალი გარემო,ახალი ცხოვრება...ამდენი რამის შემდეგ კი თვითონაც ვერ შეძლებდა ძველი ელენე რომ დარჩენილიყო. მიუხედავად ყველაფრისა გიორგიზე უარს ვერაფრით ამბობდა. როდესაც ბავშვებს ელაპარაკებოდა მასაც სულ ჰკითხულობდა. თავიდან გიორგისაც ურეკავდა,მაგრამ დროის გასვლის მერე თითქოს რაღაც შეიცვალა, მასთან დარეკვისას უამრავჯერ უწევდა დაფიქრება. ბოლოს კი აღარც სურვილი ჰქონდა.როცა ყველა გამოცდა წარმატებით ჩააბარა და პირველი კურსი წარმატებით დახურა, უნივერსიტეტის მეგობრებს გამოემშვიდობა და სიხარულით და ფრენა-ფრენით გაეშურა მშობლიური სოფლისკენ. სადგურზე ბავშვები დახვდნენ,შეუცვლელი შემადგენლობით,მხოლოდ გიორგი არ ჩანდა არსად. მიუხედავად იმისა,რომ ამას მოელოდა მაინც ჩასწყდა გული. ბავშვებს დაჰპირდა საღამოს ჩვენს „ბირჟაზე“ აუცილებლად გამოვალ,მაგრამ ჯერ ბებიაჩემს უნდა ჩავუკოცნო ლოყებიო. ოჯახიდან მხოლოდ ბებია ჰყავდა. არაფერი იცოდა თავისი მშობლების შესახებ და არც არასდროს დაუსვამს ზედმეტი კითხვები. ბავშვობიდან იცოდა,რომ ახალგაზრდა წყვილს ის არ სჭირდებოდათ. მერე კი,როცა ასაკი მოემატათ ბებიამ არ მისცა მათ უფლება,რომ ელენეს სიახლოვეს ჩაევლოთ.როცა მიხვდა მოხუცი,რომ მარტო ვერაფერს გახდებოდა ელენეს გაუმხილა მშობლების სურვილი,რომელიც ელენემ ცივად უარჰყო. არასდროს უნახავს ისინი და არც უნდოდა იმ ადამიანების ნახვა,რომლებმაც მასზე ერთხმად თქვეს უარი. საღამოს უკვე ყველა თავის ადგილას იყო,მხოლოდ ელენეს დააგვიანდა. მგზავრობისგან დაღლილს ჩაეძინა და როგორც კი გაიღვიძა მაშინვე გადაიცვა მაისური და შორტი და „ბირჟაზე“ ასკინკილით წავიდა. -მოვედი! -რამდენი ნაბიჯი იყო?-სიცილით ჰკითხა კოკამ. -რამდენიც გინდა იცინე,ხომ ხედავ ვერ ვეჩვევი ამ ნაბიჯების თვლას?!ისე 1068 იყო.-ამოიბუზღუნა და ანასა და თორნიკეს შორის ძლივს ჩაეკვეხა. გიორგი ისევ არსად ჩანდა,დიდი ხანია მასზე არაფერი სმენია.ამიტომ თავი აღარ შეიკავა და კითხვა ხმამაღლა გააჟღერა. -გიორგი სად არის? ჩვენ ხომ უბრალოდ სასიყვარულო ურთიერთობა დავამთავრეთ,მასთან კონტქატის გაწყვეტა არ შედიოდა ჩემს გეგმებში! -მაგრამ არც ერთს მოგიკლავთ თავი ერთმანეთის მოკითხვით.-მზესუმზირა ამოაცალა ხელიდან კოკამ. -სულ მე ვურეკავდი! მას ერთხელაც არ გავხსენებივარ,ბოლოს ვიფიქრე ალბათ ჩემს დავიწყებას ცდილობს მე კი ჩემი ზარებით ვაწუხებ თქო და ამიტომ შევწყვიტე მასთან კონტაქტი.-თავი იმართლა მაშინვე. -არ გავხსენებივარო,რომ თქვა უსამართლობა იქნება.შეიძლება შენ არ გირეკავდა,მაგრამ ყველაფერი იცის შენზე.-მაშინვე „ჩაუშვა“ ანამ და ამის გამო კოკას მუჯლუგუნიც მიიღო. -არ აქვს მნიშვნელობა. არც კი მოვიდა. -მთელი ზაფხული წინაა,ალბათ რამე საქმე ჰქონდა.-მეგობრის დაცვა სცადა თორნიკემ. -რამე თუ ვინმე?-უეცრად მიუტრიალდა და თვალებში ჩააშტერდა. ხმა ვერც ერთმა ამოიღო,მათი დუმილი კი თანხმობად ჩათვალა.სიმწრით გაეცინა,ალბათ თავის თავს უფრო დასცინოდა. თვალები აეწვა და სუნთქვა შეეკრა.- მე იქ თავს ვიკლავდი,არც ერთი წამით დამვიწყებია მისი თვალები და ხმა...საერთოდ ის ვერ ამოვიგდე თავიდან. სხვაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია მსგავსი რამ..-არაფერი ჰქონდა მათთან დასამალი,არც ერთთან ერიდებოდა სიმართლის აღიარება.-მე ის ისევ ისე მიყვარს.-სასოწარკვეთა შეერია ხმაში. -კარგი თავი დაანებე მასზე ლაპარაკს. ქალაქზე მოგვიყევი რამე.-მაშინვე შეცვალა თემა ანამ. ელენემაც მოიშორა ცრემლები და ჯერ უნივერსიტეტი და სიტუაცია გააცნო ბავშვებს, მერე ისინი ვინც მოეწონა და ვინც არ მოეწონა, ბოლოს თავს გადახდენილ სასაცილო ისტორიებს იხსენებდა და ბავშვებსაც ართობდა. სიცილი კოკას ამღერებულმა ტელეფონმა შეაწყვეტინათ. მაშინვე დაუსერიოზულდა სახე და ჯერ ელენს გახედა,მერე კი ტელეფონს უპასუხა. -გისმენ. -სად ხართ? მე და მარიამი ვართ. -ჩამოვიდა. -არ მაინტერესებს. სად ხართ? -ბირჟაზე. -მოვალთ. ტელეფონი გათიშა და ბავშვებს გადახედა. -მოვლენ. -მაშინ მე წავალ.-ფეხზე წამოდგა ელენე. -კარგი რა,შენ რატომ უნდა წახვიდე?-მაშინვე გააპროტესტა ანამ. -ასეა საჭირო. -არავითარ შემთხვევაში! ასე უნდა ითამაშოთ დამალობანა? -ანა მართალია.-სიტყვის თქმაც არ აცადა თორნიკემ. -ჯანდაბა.-თვალები აატრიალა და ისევ თავის ადგილას დაბრუნდა. უსასრულოდ გაიწელა ის ხუთი წუთი,რომელიც გიორგის და მარიამს დასჭირდათ მათთან მისასვლელად. ერთ ადგილას ცქმუტავდა და აკანკალებულ და გაოფლიანებულ ხელებს ვერაფერს უშვებოდა. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა,როცა გიორგი და მის მკლავზე ჩაფრენილი მარიამი დაინახა. მარიამი,გოგო რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა სოფელში. რადგან სკამზე ადგილი არ იყო პირდაპირ ელენეს წინ ჩამოდგა წყვილი. -ვაიმე,ეს ელენეა?!-მაშინვე წამოიკივლა მარიამმა და ელენეს მიაშტერდა. გოგომ მკრთალად გაუღიმა ზრდილობის გამო და ფეხზე წამოდგა,რომ გადაეკოცნა...ესეც ზრდილობის გამო. -გამარჯობა.-ახლა გიორგი მიესალმა,მაგრამ მარიამისგან განსხვავებით სრულიად უემოციოდ და ცივი ხმით.ჩაწითლებული თვალებით დახედა იმ წამს მარიამის წელზე შემოხვეულ ხელს და ათამაშებულ თითებს. შემდეგ კი მათ პატრონს ახედა ასეთივე თვალებით. ამ ერთი წლის მანძილზე ძალიან შეცვლილიყო,თმაც,რომელიც ელენეს გაბურდული მოსწონდა და ამდენი ხნის მანძილზე ასე ატარებდა,ახლა საგულდაგულოდ დაევარცხნა და ოდნავ სტილიც შეეცვალა. -გაგიმარჯოს.-მაშინვე აარიდა თვალი და თავის ადგილზე დაბრუნდა. უხერხულ სიჩუმეს მხოლოდ მარიამის ხმა არღვევდა. ყურებამდე გაკრეჭილი ყვებოდა ამბავს,თუ როგორ მოიპარა გიორგიმ მისთვის სიმინდი და მდინარეზე ჩასულებმა როგორ შეწვეს და გაემურათ სახე მისი ჭამისას. -მე წავალ რა,ძალიან დავიღალე,ხვალ გნახავთ.-ფეხზე წამოდგა და ყველას ხელის დაქნევით დაემშვიდობა. როგორც კი ზურგი შეაქცია მეგობრებს,გიორგის და მის შეყვარებულს ,მაშინვე მოიბუზა და დაპატარავდა. ფიქრების მორევში გადაეშვა თავით. ყველაზე მეტად ის სტკენდა გულს,რომ გიორგიმ მისი მარიამისადმი დამოკიდებულება იცოდა და ამის მიუხედავად სწორედ მარიამით ჩაანაცვლა ის. სწორედ ისევე ექცეოდა მარიამს როგორც ელენეს. ისე იპარავდა მისთვის სიმინდს და ისევე დაჰყავდა მდინარეზე,როგორც ელენე. ისე ათამაშებდა მარიამის წელზე თითებს,როგორც ამას ელენესაზე აკეთებდა. 1068 ნაბიჯი ისე გადადგა ვერც კი გაიგო. ცრემლებისგან ჩაწითლებული თვალები მოისრისა და სახლში შეიპარა ისე,რომ ბებიამისს არ დაენახა. იმ დღის შემდეგ აღარ გასულა მათთან ერთად “ბირჟაზე“. მეგობრებს სახლში ხვდებოდა და ზოგჯერ მათთანაც მიდიოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ იცოდა,რომ გიორგი და მარიამი იქ არ იქნებოდნენ. მხოლოდ ანას დაბადების დღეზე შეხვდა გიორგის. საერთოდ არ უნდოდა მათი ისევ ნახვა,მაგრამ თავს იმის უფლებას ვერ მისცემდა,რომ ანას დაბადების დღეზე არ ყოფილიყო. საბედნიეროდ აღმოჩნდა,რომ მარიამი იქ არ იყო. სამაგიეროდ გიორგი იყო,რომელიც საერთოდ არ იმჩნევდა ელენეს იქ ყოფნას. -მოკლედ დადგა ის დღე რომელიც არ მინდოდა...საღამოს,”წვეულების“ დასრულების შემდეგ მოწყენილი ჩამოჯდა ანა და ბიჭებს გადახედა.-მეც მივდივარ. -მერე ასეთი მოწყენილი რატომ ხარ? ახალი ცხოვრება ცუდი არ არის,ახალი ნაცნობები,ახალი გარემო...არ გახსოვს,ელენეს როგორ უხაროდა?-ღიმილით ჩამოარაკრაკა გიორგიმ. ყველა მიხვდა გიორგის კითხვის ქვეტექსტს,განსაკუთრებით ელენეს მოხვდა მწარედ. მთელი ზაფხულის განმავლობაში ერთადერთი რამ თქვა მისი მისამართით და თან ისე,რომ ადრესატს სტკენოდა. -მეც მიხარია. მეც ისევე მიხარია როგორც ელენეს უხაროდა ოცნების ასრულება. მაგრამ მეც ისევე მიჭირს თქვენთან დამშვიდობება როგორც მას უჭირდა. შეიძლება ....უფრო სწორად მას ჩემზე მეტად უჭირდა. -ანა...-მისი გაჩუმება სცადა ელენემ. -მას აქ ძმებთან ერთად ჰყავდა საყვარელი ბიჭი,მისი მონათესავე სული. მიუხედავად იმისა,რომ მე უნდა მქონოდა ეს სტატუსი ,იმ ბიჭს მიანიჭა,რომელმაც არაფერი გააკეთა მის შესანარჩუნებლად,არც კი დაფიქრებულა ისე გაუშვა. -ანა გეყოფა,საკმარისია!- ცრემლები უკვე თვალებს უწვავდა.გაქვავებულ გიორგის არც კი უყურებდა,მისგან გაქცევა უნდოდა. -არ არის საკმარისი! ამ ვაჟბატონმა უნდა გაიაზროს რაც გააკეთა! შენ გაგიშვა და მარიამს მისცა შენი ადგილის დაკავების უფლება. მას რომ ჰყვარებოდი,საჭირო რომ გამხდარიყო იმ ადგილს სამუდამოდ ცარიელს დატოვებდა. -ჰო და არ ვყვარებივარ! რა აზრი აქვს ახლა შენს ლაპარაკს? აპირებ პასუხი მოსთხოვო იმისთვის,რომ მე არ ვუყვარდი? ჩვენ ყველას გვაქვს არჩევნის გაკეთების უფლება,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში,როცა ეს ჩვენ გვეხება. არც მე,არც შენ და არც ბიჭებს არ აქვთ უფლება გადაწყვიტონ გიორგის ვინ ეყვარება და ვინ-არა. მას მარიამი უყვარს და გინდა შენ ეს თუ არა მხოლოდ მისი პატივისცემის გამო უნდა მიიღო ის გოგო! -ის გოგო ჩემს საუკეთესო მეგობარს ცხოვრებას უმწარებდა,როგორ მივიღო? -წარსული წარსულში დატოვე ანა. -როგორ შეგიძლია ამ ყველაფრის მერე ასე ილაპარაკო? -მე ის გავაკეთე,რაც უნდა გამეკეთებინა. ჩემი არჩევანი გავაკეთე და... -და წარსულში დამტოვა.-მისი სათქმელი გიორგიმ დაამთავრა. -მაგრამ,ეს არ ნიშნავს,რომ ჩემი სურვილისამებრ ვმოქმედებდი.-პირველად გაუყარა თვალი თვალში. -არც მე ვმოქმედებდი ჩემი სურვილისამებრ. არ მიცდია მარიამის ძალით შეყვარება იმის გამო,რომ შენზე შური მეძია. ჩემგან დამოუკიდებლად შემიყვარდა. -შეიძლება.-დაეთანხმა ელენეც და მერე ანას მიუბრუნდა.-მე ხვალვე უნდა წავიდე. -მეც შენთან ერთად წამოვალ. -მაგრამ... -ასე მირჩევნია. -კარგი. ხვალ გნახავთ ბიჭებო!-დაემშვიდობა კოკას და თორნიკეს და სახლი დატოვა. -მას მარიამი უყვარს. მართლა უყვარს და დროა დაივიწყო! *********** იმ ზაფხულიდან ორი წელი ისე გავიდა,რომ სოფელში არ ჩასულა. თუ არ ჩავთვლით იმ სამ-სამ დღეს,რომელსაც ბებოს სანახავად გამონახავდა ხოლმე. აღარ უნდოდა კიდევ მოეგროვებინა მოგონებები იმ ადგილას,სადაც მარიამი და გიორგი იყვნენ. ბიჭებმაც რამდენჯერმე ჩააკითხეს მეგობრებს და მხოლოდ ასე თუ ნახავდა მათ. ისე ტელეფონით ეკონტაქტებოდა. მხოლოდ მაშინ ჩავიდა სოფელში,როცა კოკამ დაურეკა და უთხრა ნინო დავკარგეთო. ნინო გიორგის დედა იყო. მაშინ იქვე დაიღვარნენ ცრემლად ისიც და ანაც და მეორე დღესვე სოფელში წავიდნენ. ახლა გიორგის გვერდით უნდა ყოფილიყო.იმიტომ,რომ იცოდა,მასსავით ვერავინ გაუგებდა. მხოლოდ მან იცოდა რას ნიშნავს უდედობა. ეზოში შესვლისთანავე გაახსენდა ყველაფერი. როგორ ურიგებდა ნინო სპეციალურად არჩეულ,ხასხასა ვაშლებს ეზოში მორბენალ ბავშვებს. როგორ ეფერებოდა ხოლმე თმაზე,როგორ უწნავდა.მერე თავისი საფირმო კერძების რეცეპტებს რომ აწერინებდა მას და ანას. დედობრივ სიყვარულს მისგან გრძნობდა და მისთვის ნინო უდიდესი დანაკარგი იყო. კართან ჩამომდგარი გიორგის დანახვისას უფრო ატირდა. ერთადერთი სიტყვა,რაც მის მდგომარეობას გამოხატავდა-განადგურებულია. თვალწინ პატარა გიორგი დაუდგა,სუსტი და დაუცველი. არც მარიამს მორიდებია,იმ წამს არაფერი ახსოვდა. მასაც ისევე სტკიოდა როგორც გიორგის,ამიტომ დაუფიქრებლად მივიდა და კისერზე მოჰხვია ხელები. როცა მის წელზე მჭიდროდ მოხვეული გიორგის მკლავები იგრძნო მის კისერში ჩამალა სახე,ერთი ამოიზმუვლა და კიდევ უფრო ატირდა. -მჭირდები,ელე. მისმა გამქრალმა ხმამ საერთოდ გამოაცალა მიწა ფეხქვეშ,ლამის იქვე ჩაიკეცა,მაგრამ მერე ბიჭს მოშორდა და ოთახში შევიდა. ოთახში,სადაც გაქვავებულ ნინოს მშვიდად ეძინა. მის ირგვლივ შემომსხდარ ქალებს ოდნავ თავის დაკვრით მიესალმა და ნინოს გვერდით იატაკზე დაჯდა. თავი სასახლეს მიადო და ცრემლად დაიღვარა. მის შემხედვარე ქალები კიდევ უფრო ატირდნენ. -ნახე,ელენეს როგორ უყვარხარ,ნინო! დედასავით უყვარხარ,ხომ ხედავ?! როგორ გინდოდა მისი თეთრ ფორმაში ნახვა...-განწირული ხმით მოთქვამდა ქალი. დიდ ხანს იჯდა ჩუმად იატაკზე.ჩუმად დასტიროდა ერთ-ერთ უძვირფასეს ადამიანს,უხმოდ და უსიტყვოდ. სამაგიეროდ ცრემლები გამოხატავდნენ მის შინაგან მდგომარეობას,გულწრფელი,სულიდან წამოსული ცრემლები. ****** რამდენჯერმე სცადა ანამ მისი ოთახიდან გამოყვანა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ის ისევ უძრავად იჯდა და არავის იკარებდა.ბოლოს,როცა საღამოს ოთახი ქალებისგან დაიცალა ერთ-ერთმა გიორგის უთხრა,მის გვერდით უნდა იყო ახლაო და ისიც ოთახში შევიდა. ელენეს დანახვამ გაუასმაგა ის ტკივილი რასაც გრძნობდა,ამდენ ხანს ნაკავები ცრემლები ერთიანად გადმოყარა. ელენესთან დაიხარა და მხრებზე მოჰხვია ხელი. -ასე არ შეიძლება.-ფეხზე წამოაყენა დასუსტებული გოგონა. იმდენად ძალაგამოცლილი იყო,რომ გიროგის ხელი,რომ გაეშვა ალბათ იქვე ჩაიკეცებოდა. -არც ასე შეიძლება.-თვალით ანიშნა ნინოსკენ და ისევ აუკანკალდა ნიკაპი,ისევ გადმოყარა ცრემლები. -მას შენი ასე დანახვა არ მოეწონებოდა,მითუმეტეს მის გამო. ცოტა ხანს გარეთ გამოდი. -არ მინდა. -ელენე! შეწინააღმდეგების თავი აღარ ჰქონდა,გიორგის მხარს დაყრდნობილი გავიდა გარეთ. ეზოც დაცლილიყო ხალხისგან,მხოლოდ ახლობლები იყვნენ დარჩენილი. ანა წამოდგა მასთან მისასვლელად მაგრამ კოკამ გააჩერა,ერთმანეთს მიხედავენო. სახლს ოდნავ მოშორდნენ და თავიანთ საიდუმლო ადგილზე მისულები მწვანე ბალახზე ჩამოსხდნენ. ელენე გიორგის მხარს მიეყრდნო და ორივე დადუმდნენ. არ სჭირდებოდათ სიტყვის თქმა,სიჩუმითაც უთანაგრძნობდნენ ერთმანეთს. ორივეს ვარსკვლავებისთვის გაეშტერებინათ მზერა და ცრემლები გაუჩერებლად,ნაკადულივით სდიოდათ თვალებიდან. -ახლა ისიც ერთ-ერთი მათგანია....ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. გატეხილი ხმით ძლივს ამოილუღლუღა და ატირებულმა ისევ გიორგის კისერში ჩამალა სახე. **** დაკრძალვის დღე სხვა დანარჩენ დღეებთან შედარებით ბევრად უარესი აღმოჩნდა ყველასთვის. განსაკუთრებით კი გიორგისთვის. მხოლოდ დედა ჰყავდა უმამოდ გაზრდილ ბიჭს და ახლა ისიც გამოეცალა ხელიდან. არაადამიანურ ბგერებს გამოსცემდა მაშინ,როცა დედის უსულო სხეულს მიწასთან ერთად ცრემლებს აყრიდა. დედის საფლავთან მუხლებზე დაცემული გაქვავებული სახით შესცქეროდა ხან შავ მიწას,ხან კი მარმარილოს ქვაზე გამოსახულ დედის პორტრეტს.მერე კოკამ და თორნიკემ წამოაყენეს და ისიც წაიყვანეს სახლში,უდიასახლისოდ დარჩენილ სახლში. ყველანი დაცარიელებულები იყვნენ,არავის ჰქონდა სიტყვის თქმის თავი. სასაფლაოდან დაბრუნებულები უბრალოდ ისხდნენ და ყველა თავისთვის იხსენებდა ნინოსთან დაკავშირებულ მოგონებებს. როგორ ენანებოდათ ეს ქალი მიწისთვის. კიდევ ერთი კვირა დაჰყო ელენემ სოფელში,გიორგის გვერდით. მერე მიხვდა,რომ დრო იყო უნივერსიტეტს დაბრუნებოდა.მიუხედავად იმისა,რომ არ უნდოდა გიორგის დატოვება მაინც მიდიოდა. იცოდა,რომ საიმედო ხელში ტოვებდა.მას თორნიკე ჰყავდა,კოკა ჰყავდა და მარიამიც. მიუხედავად ამისა გიორგიმ მაინც უთხრა: -არ წახვიდე. ******* წლები წლებს მისდევდა. ქალაქური ცხოვრება უკვე ელენესთვის და ანასთვის ჩვეულებრივი რამ იყო. ელენემ უნივერსიტეტი დაამთავრა და წარმატებით დასრულების გამო,რექტორის დახმარებით მალევე მოეწყო ერთ-ერთ საავადმყოფოში მთავარი ექიმის დამხმარედ,დაწინაურების პერსპექტივით. ანა ჯერ კიდევ სწავლობდა. ელენესგან განსხვავებით მას პირად ცხოვრებაშიც იდეალურად ჰქონდა საქმე. ლუკა ნამდვილად იყო ის ადამიანი,ვინც ანას იმსახურებდა. ღირსეული,შრომისმოყვარე და როგორც ელენე ამბობს,რაც მთავარია იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული ბიჭია. როგორც ელენეს ბებია იტყოდა,მისნაირი ბიჭი ქალაქში სანთლითაა საძებარი,თორემ სოფელში კი არიან გიორგი,კოკა და თორნიკე. ჰო,გიორგი და მარიამი დაქორწინდნენ. მიუხედავად იმისა,რომ გიორგისთან წლების მანძილზე ჰქონდა კონტაქტი გაწყვეტილი, მაინც ცოცხლობდა მის გულში ბიჭი სახელად გიორგი. უკვე დეპრესიის საწყის ეტაპზე იყო,მაგრამ იპოვნა საკუთარ თავში ძალა და ყველაფერი უკან მოიტოვა. -რანაირი ექიმი ხარ,თუ საკუთარ თავს ვერ განკურნავ? -ირონიული ღიმილით მიაჩერდა სარკეში გამოსახულ,თავისსავე იდენტურ ახალგაზრდა ქალს .მერე თავი ამაყად ასწია და გზა განაგრძო,მყარი ნაბიჯებით. ის იყო,გიორგიზე ფიქრი თავიდან ამოიგდო,კიდევ ახალი ამბავი,რომ მოუვიდა სოფლიდან. გიორგის და მარიამს გოგონა შეეძინათ,სახელად ელი. ელი...ასე მას მხოლოდ გიორგი ეძახდა ჯერ კიდევ მაშინ,როცა ბავშვები იყვნენ,მანამ,სანამ არ დაშორდებოდნენ. საბოლოოდ თქვა უარი გიორგიზე. არ ჰქონდა სურვილი,რომ ცოლ-შვილიან კაცზე ჯერ კიდევ უიმედოდ ყოფილიყო შეყვარებული. თუ კი გიორგიმ მისი დავიწყება იმ წელსვე შეძლო,ელენეც შეძლებდა ამდენი ხნის შემდეგ მის დავიწყებას. უკვე ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ,რაც ელენე, ექიმი ელენე გახდა. რამდენჯერ სცადა ბებიის გადაბირება,მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა ქალის ქალაქში წაყვანა.ამიტომ მასთან ყოველთვის ცდილობდა ჩასვლას ისე,რომ გიორგის არ გადაჰყროდა. ახლა ქალბატონი ლალი ოთხმოცი წლის ხდება და გამორიცხულია,რომ ეს გრანდიოზულად არ აღნიშნოს! სოფელში ერთი კვირით ადრე ჩავიდა. ჯერ ცოტა ხანს მოგისყვარულებ და მერე შენს დაბადების დღის ფართიზე ვიზრუნებო,სიცილით ეუბნებოდა ქალს. სოფელში მასთან ერთად ანა და მისი აწ უკვე ქმარი,ლუკა ჩავიდნენ. საღამოს ანამ და ელენემ ნინოს რეცეპტით დაგაწყვიტეს რაღაცების მომაზადება. სამზარეულოში ტრიალით ისე იყვნენ გართულნი,რომ ვერც კი შენიშნეს როგორ შეიპარნენ მათთან თორნიკე და კოკა. ამდენი ხნის უნახავ მეგობრებს ისე ჩაეფსკვენენ,რომ ძლივს მოიშორეს ბიჭებმა. -ასე თუ გენატრებოდით ჩამოსულიყავით უფრო ხშირად.-წარბი აწია კოკამ. -თქვენ,რომ ჩამოსულიყავით ვინმე დაგიჭერდათ?რომ მოახტით ამხელა ჯიპებს...-ტუჩები დაპრუწა ანამ. -მაგ ჯიპებს საწვავიც უნდა მერე...-სიცილით აუჩეჩა თმა თორნიკემ და ყველაც ერთხმად აკისკის-აროხროხდნენ. -ისევ ისეთი წუწკი ხარ შენ!-ცხვირი შეჭმუხნა ელენემ. -ეგ ქეთომ არ გაგიგოს,კიდევ ეგ უნდა?-მაშინვე ააფარა პირზე ხელი. -რა მასხარა ხარ!-მაშინვე მოიშორა ხელი,მერე კი თვალები ჭყიტა.-ქეთაც აქ არის? -ჰო,ქეთო. მაშინვე გაცვივდნენ მისაღებ ოთახში და გაბერილი ქეთას დანახვაზე თვალები ცრემლებით აევსოთ. -რა საყვარლობაა!-მუცელზე მიეფერნენ და ფრთხილად მოხვიეს ხელები. -ორსული ვარ,ფაიფურის თოჯინა კი არა...-გაეცინა გოგოს. -ვაიმე მათლა გოგოოო?-სიცილით გაწელა სიტყვა ანამ. -აქ რაღაც გეწვებათ!-სამზარეულოდან იღრიალა კოკამ -ვაიმე ხაჭაპური!-შუბლში მისცხო ელენემ დაქალს ხელი და მაშინვე სამზარეულოსკენ გაიქცა. -იდიოტო,მეტკინა!-გაჰკივლა მანაც,მერე კი ქეთას ჩამოუჯდა და ლაპარაკი გაუბა. -ესე იგი,ვერ მოუგე გიორგის სანაძლეო.-სიცილით გაჰკრა მხარი თორნიკეს. -როგორ ვერ მოვუგე?!-შეიცხადა ბიჭმა.-მაგან მითხრა მე და ელენეს უფრო ადრე გვეყოლება შვილი ვიდრე შენო. მე ვერსად ვხედავ თქვენს შვილს.-უდარდელად აიჩეჩა მხრები. -როგორ ცუდად იცი ხუმრობა!-შეუბღვირა და ხაჭაპურს კარაქი გადაუსვა. -ეგ და მარიამი გაშორდნენ.-გაგონებისთანავე გაიყინა ერთ ადგილზე-თითქმის ნახევარი წელია.-დაამატა ბიჭმა და ვაშლი გემრიელად ჩაკბიჩა.თან ელენეს რეაქციას აკვირდებოდა. გოგო კი ხმის ამოღებას არ აპირებდა. არც იცოდა რა უნდა ეთქვა. -ყველაფერს აქვს დასასრული.-ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი. -ნამდვილ სიყვარულს არაო თქვი,თორემ ეგ რომ ქეთომ გაიგოს ტირილს დაიწყებს.-ისევ აახრაშუნა ვაშლი. -ხმადაბლა ჭამე!-შეუღრინა ბიჭს და სამზარეულოდან არეული გავარდა. -დააბრალა ვაშლს!-ჭყანვით გამოაჯავრა გოგო და ახარხარებულ კოკას მხარი გაჰკრა. ******* თორმეტ საათზე აპირებდა,რომ ტრადიცია არ დაერღვია და პირველს მიელოცა მაგრამ ქალს უკვე ჩასძინებოდა.კიდევ კარგი საწოლზე იწვა,საბანი გადააფარა და შუბლზე ნაზად აკოცა. -კარგია,რომ არსებობ!-ჩუმად ამოიჩურჩულა, სინათლე ჩააქრო და თვითონაც წავიდა დასაძინებლად. დაახლოებით თერთმეტ საათზე გაეღვიძა,მაშინვე წამოხტა და ხალათი შემოიცვა. პირველ სართულზე ჩავიდა,რომ ქალისთვის მეოთხმოცე იუბილე პირველს მიელოცა,მაგრამ უკვე დაესწრო ვიღაცას მისთვის. პატარა,ხუჭუჭა გოგო ეჯდა ლალის კალთაში და რაღაცას ეტიტინებოდა,ქალიც გაბადრული უსმენდა გოგოს. ელენეს ოთახში შესვლა მალევე შენიშნეს,გოგო ქალის კალთიდან ჩამოხტა და ელენეს წინ გაჩნდა. გაშტერებული და ცრემლიანი თვალებით უყურებდა გიორგის მცირე ზომის ასლს. -გამარჯობა ელენე,მე ელი ვარ!-ღიმილით გაუწოდა გაკნაჭული ხელი გოგოს. ელენემ ნერწყვი ძლივს გადააგორა ყელში,ცოტა ხანს სუნთქვაშეკრული უყურებდა ხუჭუჭა გოგოს,მერე გონს მოეგო და მის ხელს თავისი შეაგება. -მიხარია შენი გაცნობა,ელი!-განსაკუთრებული სინაზით წამრმოთქვა გოგოს სახელი. -ვიცი,რომ შენი სახელი მქვია.მარიამმა მითხრა მამაშენის საუკეთესო მეგობრის სახელი გქვია,ის ძალიან კარგი ადამიანიაო. მე კი ერთი სული მქონდა გამეცნო მამაჩემის საუკეთესო მეგობარი. -მარიამმა?-ძლივს ლუღლუღებდა დაბნეული. -ჰო,დედაჩემმა.მან მე მიმატოვა.-მხრები აიჩეჩა უემოციოდ. გაუკვირდა პატარა გოგონასგან ასეთი ლაპარაკი. თითქოს არც კი გრძნობდა დედის მიმართ მონატრებას,შეგუებული იყო ამ აზრს. თუმცა რა გასაკვირია,,ის ხომ გიორგის შვილი იყო,რომელსაც გიორგი ზრდიდა. -მამა უკვე ნახე? -არა,არ მინახავს.-ისევ ამოილუღლუღა. -მე ჩემს საუკეთესო მეგობარს მაშინვე ვნახავდი.-ისეთი სტილით მისცა რჩევა,როგორც ამას გიორგი აკეთებდა და ახლა ისიც ისეთი სახით უყურებდა,როგორც გიორგი. -მე...მე უნდა ჩავიცვა. -ხალათზე დაიხედა და მაშინვე გავარდა ოთახიდან.-ღმერთო,რა ხდება?-სახეზე ჩამისვა ხელები,მერე კი კიბეებზე აირბინა და ოთახში შევიდა. ქვემოთ ჩასულს ოთახში არავინ დახვდა.იფიქრა ბებიამ გაიყვანა გარეთო,მაგრამ ქალი მარტო იდგა და ქათამს წმენდდა. -ელი წავიდა? -არა ბები,ეგ დღეს აქედან სულ,რომ მოკლა ფეხის გამდგმელი არაა. ჩემს დაბადების დღეზე აუცილებლად მთელ დღეს ჩემთან ატარებს. -სად იქნება? -ანას და ლუკას ჰყავდათ წეღან,ალბათ იმათთანაა. სახლის უკან გავიდა და ეზოში მორბენალ წყვილის და პატარა გოგოს დანახვისას ყველაფერი გადაავიწყდა და სიცილით წავიდა მათკენ. -შეიძლება მეც შემოგიერთდეთ? -მოდი,მაგრამ ახლა შენ ხარ მგელი.-აკისკისდა ანა. -კარგი,ბატონო.-თავი დაუქნია და თამაში დაიწყო. მალევე დაიჭირა ლუკა და წაქცეული სიძის დანახვაზე ბოლო ხმაზე აკისკისდა. არც ანა და ელი ჩამორჩენილან. -რა დონდლო ხარ!-სიცილით გაუწოდა ხელი ბიჭს. -დონდლო კი არა,შენ ხარ ქაჯი,რომ მკარი ხელი და გადამაგდე!-შეუბღვირა ბიჭმა. -მე ნუ მაბრალებ,უბრალოდ შეგეხე.-ისევ აგრძელებდა სიცილს.-ჰა ახალა!-თვალით ანიშნა ხელისკენ,ადექი თუ დგებიო. ლუკამაც ეშმაკურად გაუცინა და წამოდგა თუ არა მაშინვე ძირს დაანარცხა გოგო. -ანა,შენი ქმარი გადამალე თორემ სიცოცხლეს გავუმწარებ!-წიოდა მთელ ხმაზე და დაბეჟილ ადგილს ისრესდა. -რა ჩემი ბრალია,თუ შენ ხარ მოუხერხებელი?!-შეიცხადა ლუკამ და სიცილით გახედა გადაფიჩინებულ ცოლს. -ბავშვი სად არის?-მაშინვე დაუსერიოზულდა სახე,როცა შენიშნა,რომ ელი არსად იყო. რამდენიმე წამში კი მის თავზე მაღალი ჩრდილი წამოიმართა.ზემოთ რომ აიხედა გიორგი დაინახა,რომელსაც პატარა გოგო ხელში აეტაცებინა. -გამარჯობა.-ღიმილით მიესალმა ყველას და გოგონა ძირს ჩამოსვა. -გამარჯობა.-თავიდან ცივად მიესალმა ანა,მაგრამ ვეღარ მოითმინა და ზედ შეაფრინდა ბიჭს.-როგორ მომენატრე,უზრდელო კაცო! -მეც მომენატრე,ქაჯო!-ჩამოიხსნა გამხდარი გოგოს სხეული და დასერიოზულებულ ლუკას გაუწოდა ხელი. -მე გიორგი ვარ,მათი ბავშვობის მეგობარი. -ა,ჰო გიორგი...სასიამოვნოა შენი გაცნობა.-სახე გაუნათდა და გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.-მსმენია შენზე გოგონებისგან.-თვალი ჩაუკრა ბიჭს და ელენეს სახის დანახვისას გაეცინა. -ჯერ ადრეა ეგეთები!-ჩურჩულით გაჰკრა მხარი ცოლმა. -მამა,ელენეც აქ არის!-ატიტინდა გოგო და ელენეს მიეკრო. შვილისკენ შებრუნდა და იმ სურათის დანახვისას,რაც მის წინ გადაშლილიყო ერთიანად მოაწვა სიბრაზე. კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. -მე სახლში შევალ,რაღაცებს მოვამზადებ.-ამოილუღლუღა ელენემ,ბავშვს მოშორდა და სახლისკენ სირბილით წავიდა. -მარიამმა მასზე თქვა მამაშენის საუკეთესო მეგობარიაო,შენ კი არც მიესალმე!-შეუბღვირა გოგომ. -ელ...გეყოფა! -ბოდიშს თუ არ მოუხდი გაგებიტება.-ისევ თავისას აგრძელებდა ხუჭუჭა და მამის გაბრაზებულ სახეს ყურადღებას არ აქცევდა. კაცმა შუბლი მოისრისა,ღრმად ჩაისუნთქა და სახლისკენ დაიძრა,იქ,სადაც ელენე ეგულებოდა. -რატომ ჩამოხვედი?-პირდაპირ შეაჭრა გოგოს ოთახში. -კარზე დაკაკუნება შეიძლებოდა. -რატომ ჩამოხვედი მეთქი?-კითხვა გაუმეორა. -და რა მიშლიდა ხელს?!არ მაქვს უფლება,რომ ჩემს სახლში ჩამოვიდე,ბებიაჩემთან?-წარბები აწკიპა გოგომ. -შენი სახლი თბილისშია! აქაურობა შენ აღარ გეკუთვნის უკვე წლებია! -კარგი ერთი,და ვინ წყვეტს ამას?-გაბრაზებისგან სახე აუწითლდა. -მე! -და შენ ვინ ხარ,რომ ჩემს სახლში ყოფნა დამიშალო? -შენს სახლში ყოფნას არ დაგიშლი,მაგრამ გაფრთხილებ,ჩემს შვილს ახლოს არ გაეკარო! -შენი შვილის შეჭმას არ ვაპირებ.-იწყინა გოგომ. -არ გაეკარო!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ოთახის კარი მაგრად გაიჯახუნა. -რამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს? მესმის,შეიძლება არ ესიამოვნა,მაგრამ რა უფლებით მესხმის თავს ჩესს სახლში,ჩემსავე ოთახში?! -ბოლთას სცემდა ოთახში,მერე კარი გამოაღო და ქვემოთ ჩავიდა. ყურადღება აღარ მიუქცევია ხმაურისთვის,რომელიც სახლის უკანა ეზოდან მოდიოდა,სამზარეულოში შევიდა და საღამოსთვის მზადება დაიწყო. -ელ,წყალი მინდა!-სამზარეულოში შევარდა გაოფლილი ელი. ელენემაც მაშინვე დაიბანა ხელი და წყალი მიაწოდა. -მადლობა.-გაუცინა გოგომ და ისევ ეზოში გაიქცა. მერე მოულოდნელად მობრუნდა და ელენეს მიაშტერდა. -რა ხდება?-გაკვირვებულმა დახედა ბავშვს. -მამას გაებუტე?-მამამისივით პირდაპირი და მოურიდებელი იყო ბავშვი. -არა. -აბა,რატომ არ გაგიხარდათ ერთმანეთის ნახვა? -გაგვიხარდა. -მაშ... -ელ,მივდივართ!-გაისმა გიორგის მკაცრი ხმა. -მე არ მოვდივარ.-გააპროტესტა ბავშვმა. -ვერ გავიგე?-წარბები აწკიპა კაცმა. -არ მოვდივარ. კარგი რა მამა,ლალიკოს დაბადების დღეზე სულ მასთან ვარ ხოლმე და ახლა რატომ მიგყავარ?-აბუზღუნდა ბავშვი. -არ ვიცი...საქმეები აქვთ და შენ ხელს შეუშლი.-მალევე მოიფიქრა მიზეზი. -არ შეგვიშლის,შეუძლია დარჩეს.-ბავშვის მოწყენილ სახეს რომ შეხედა,თვითონაც ჩაერთო მამა-შვილის დიალოგში. -მე თვითონ გადავწყვეტ! -მამა,დავრჩები რა! ხომ ხედავ ელი თანახმაა!-გაუბრწყინდა თვალები. -მას ელენე ჰქვია. -ოოო,წადი შენ! აღარაფერი უთქვამს უკანმოუხედავად გავიდა სამზარეულოდან. მერე წყვილს დაემშვიდობა და ეზოდანაც გავიდა. -მადლობა. -აციმციმებული თვალებით ახედა გოგოს. -ასეთ რაღაცებზე შეგიძლია მადლობა არ გადამიხადო. -რა ვიცი...-აიჩეჩა მხრები.-გინდა მოგეხმარო? -არა,წადი და ანას ეთამაშე. -ღიმილით გაისტუმრა ბავშვი და ისევ საქმეს შეუდგა. საღამოს უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა. უამრავჯერ შეეცადა ლალი სამზარეულოდან გაეშვა,მაგრამ ქალი არაფრით ნებდებოდა. ასაკის მიუხედავად,შესაშურ ენერგიაზე იყო. დაბნელებისას ბიჭებიც მოვიდნენ და რამდენიმე მეზობელმაც მოიყარა თავი.გიორგი იგვიანებდა,როცა იფიქრა,რომ არ მოვაო ზუსტად მაშინ შემოაღო კარი და მის წინ მოკალათდა. მთელი საღამო ცდილობდა მისგან გაქცევას. ხან წყლის დასალევად ადგა,ხან საჭმელს ჩავამატებო. მიუხედავად იმისა,რომ მისგან ყურადღებას ვერ გრძნობდა მაინც ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილზე. ბოლოს თავს შემოუძახა და ვაი ვაგლახით გააჩერა კურტუმო სკამზე. -ვიცეკვოთ რა!-მოულოდნელად მიეჭრა ხუჭუჭა. -რა ვქნათ? -ვიცეკვოთ.ლალიკოს გაუხარდება. ადრე მიყვებოდა შენზე და ვიცი,რომ ცეკვა ძალიან კარგად გამოგდის. თან გაუხარდება თუ იცეკვებ. -მოდი,მოგვიანებით იყოს. -არა,მამა მაგას როცა ამბობს ვიცი,რომ არასდროს მოხდება! გთხოვ რა. გიორგისკენ გააპარა მზერა და ახლაღა მიხვდა,რომ კაცს შეემჩნია მათი დიალოგი და დაკვირვებით ადევნებდა თვალს. ელენეს მზერის დანახვისასაც არ უფიქრია გვერდით გახედვა,კუშტად უყურებდა თვალებში. -მამაშენი გაგვიბრაზდება.-ტუჩი მოიკვნიტა ელენემ. -არ გაბრაზდება.-სახე გაუნათდა,როცა მიხვდა რომ გოგოს გადარწმუნება მოახერხა და ხელი გაუწოდა. ელენეც სიცილით წამოდგა და განაცხადა მე და ელი ახლა საცეკვაო ნომერს შემოგთავაზებთ,ვისაც გინდათ შემოგვიერთდითო. -რა ვიცეკვოთ?-ჰკითხა გაკრეჭილმა. -არ ვიცი,შენ აარჩიე. მალევე გაისმა აჭარულის ბგერები. გაუკვირდა,21-ე საუკუნის ბავშვმა ქართული ცეკვა რომ აარჩია და თან გაუხარდა,აჭარული იდეალურად გამოსდიოდა. არ გამოჰპარვია ბებიამისის გაბადრული სახე,ცოტა ხანში სიამაყის ცრემლებმა რომ დაუნამეს. როგორც კი ცეკვას მორჩნენ ერთხმად იქუხა აპლოდისმენტებმა, ბებიასთან მივიდა და ლოყები დაუკოცნა. ადგილზე დაბრუნება საშინლად არ უნდოდა,იმიტომ,რომ კარგად ამჩნევდა გიორგის მზერას ცეკვის დროს. ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა ელის აკოცა და ადგილზე დაბრუნდა. არც შემცდარა,დარჩენილი საღამო გიორგი მზერით ბურღავდა. საშინლად ჩაწითლებული თვალებით შესცქეროდა და რომ არა ირგვლივმყოფები ალბათ საკუთარი ხელით გამოასალმებდა სიცოცხლეს. სტუმრებმა ნელ-ნელა იწყეს დამშვიდობება. გიორგისაც უნდოდა წასვლა,მაგრამ ქალიშვილი არ მიჰყვებოდა. ჯერ ელენეს მივეხმარებიო და სათითაოდ ეზიდებოდა თეფშებს ოთახიდან-ოთახში. ბოლოს ტიტინა არსებაც დაიღალა,ყველას დაემშვიდობა და მამასთან და ნათლია კოკასთან ერთად დატოვა სახლი. -მამა,ხომ კარგად ვიცეკვეთ?-ჰაერმა ისევ ენერგიაზე მოიყვანა ბავშვი. -შენ კი. -ელენემ? -ელენეს არ გამოსდიოდა,ფეხები ებლანდებოდა. -როგორ არა! ყველაფერი კარგად გამოსდიოდა! -ელ,რა გინდა?-დაუყვირა ნერვებმოშლილმა,მაგრამ როცა შვილის აწყლიანებული თვალები შენიშნა ღრმად ჩაისუნთქა და ტონი შეარბილა.-ჰო,კარგად ცეკვავდა. -რა ჰყავს ნათლიას ასეთი!-სიცილით აიტაცა პატარა სხეული ახარხარებულმა კოკამ. -ბოლოს მიღებს!-თავი გადააქნია გიორგიმ. -ვინ?-ეშმაკური ღიმილით გახედა გვერდით მიმავალ ძმაკაცს. -ელი!-კბილებსშორის გამოსცრა გაღიზიანებულმა. -რომელი?-განგრძობდა კოკა, გიორგის ნერვებზე თამაშს. -ჩემი შვილი ხელში რომ არ გეჭიროს აქვე მიგბერტყავდი. -მე რა შუაში ვარ?-იცინოდა ისევ. -კარგი,გეყოფა! ******* დარჩენილი საქმე მარტომ დაასრულა.ანას სავარძელზე მიეძინა და ლუკამ ოთახში წააფრიალა ცოლის ფარფატა სხეული. არც ბებიას მისცა დახმარების უფლება,გაწყობაში დამეხმარა და ალაგება მაინც მაცადეო.თან ერჩივნა თავის ფიქრებთან მარტო დარჩენილიყო. როგორი წარმოედგინა პატარა ელისთან შეხვედრა და რეალურად როგორი გამოდგა. ეშინოდა,რომ ბავშვის ნახვა გულს ატკენდა. მერე იმის შიში ჰქონდა,რომ გამიუცხოვდეს და არ მოვეწონოო. მიუხედავად ყველაფრისა ის გიორგის შვილი იყო და ვერ გაუძლებდა მამა-შვილის დაბღვერილ მზერას და გაციებულ თვალებს. საბედნიეროდ ელი ძალიან საყვარელი ბავშვი გამოდგა,მისი საქციელი და ენერგიულობა საკუთარ ბავშვობას ახსენებდა. წარსულის გახსენებამ ნინოც მოაგონა და უნებურად ცრემლებიც გადმოყარა. ბოლოს დაღლილი ავიდა ოთახში და დაწოლისთანავე ღრმად ჩაეძინა თვალები,რომ გაახილა მზე უკვე დიდი ხნის ამოსული იყო. სხეული მძიმედ წამოსწია საწოლიდან და ოთახი მოათვალიერა. მერე ფეხზე ძლივს წამოიზლაზნა და ხალათის ამარა ჩავიდა წყლის დასალევად. ვერც წყლის დალევამ უშველა რამე,ისევ ოთახში ავიდა და ძილი განაგრძო. როცა საბოლოოდ ინება გამოფხიზლება მზე ნელ-ნელა ჩასვლას იწყებდა. საწოლიდან წამოდგა,ტანსაცმელი გადაიცვა და ახალგაზრდებს შეუართდა,ეზოში გაცხარებით რომ კამათობდნენ რაღაცაზე. -რა ხდება?-ძილისგან დასიებული თვალები მოისრისა და დაწმენდილი მზერა მოავლო მეგობრებს. -ვეუბნები მდინარეზე ჩავიდეთ მეთქი,მაგრამ ქეთას გარდა არც ერთი მოდის,ჩვენ კი მარტო არ გვინდა. -მეც წამოვალ.-აიჩეჩა მხრები. -აი ხომ შეიძლება,რომ ესენიც წამოვიდნენ?-ტუჩები დაბრიცა ანამ. -იდიოტო,ორსული ცოლი მარტო უნდა გამოუშვა?-შეუბღვირა თორნიკეს. -მაგანაც უცებ არ შესცუროს.-ხელი აიქნია და ეზოში შემომხტარ ელის სიცილით დაუქნია ხელი. -გამარჯობა!-თავისებური ხალისი შემოიტანა და ყველა გაამხიარულა.-ანა რატომ ტირის?-გაკვირვებულმა შეიცხადა და თვალების ცეცება დაიწყო. -მდინარეზე გვინდა წასვლა,ესენი კი არ მოგვყვებიან. -მეც მინდოდა დღეს,მაგრამ მამამ არ წამიყვანა.-თვითონაც მოიწყინა. -ასეთი ვირები სად შეიკრიბეთ?-ისევ განაგრძობდა ანა და ცრემლებს იწმენდდა. -ვაიმე! აღარ შემიძლია! ცოლი არ მომყავს,მისმა წუწუნმა რომ არ შემაწუხოს და აგერ სხვისი ცოლ-შვილი მიშლის ნერვებს. ადექით და წამოდით!-ამდენ ხანს ჩუმად მყოფმა კოკამ ამოიგმინა და ბიჭებს დაუბრიალა თვალები. ისინიც მიხვდნენ,რომ სხვა გზა არ ჰქონდათ თანხმობის ნიშნად დაუკრეს თავები და გახარებული ცოლებისგან კოცნაც დაიმსახურეს. -ისე,ის ქალბატონი რაც ქალაქში გადახვედით სულ იბლაზება თუ დღეს მოუნდა ყველაფერზე ცრემლების ყრა?-ინტერესით გადახედა კოკამ ლუკას და ელენეს. -დღეს ვერ არის ხასიათზე.-მხრები აიჩეჩა ლუკამ და ელენეს გადახედა,ხომ ნამდვილად ასეაო? ისიც თავის ქნევით დაეთანხმა და სახლისკენ წავიდა გამოსაცვლელად. -ელი!-გააჩერა ხუჭუჭას ხმამ.-შეიძლება მეც წამოვიდე? -არ ვიცი...-დაბნეულმა ამოილუღლუღა.-იქნებ მამაშენისთვის გეკითხა?! -რად უნდა მამამისი,მე აქ არ ვარ?- გამოიჯგიმა კოკა და მისკენ გაქცეული გოგონა ხელში ააფრიალა. ნახევარ საათში ყველა თხელი ტანსაცმლით შემოსილი მდინარისკენ მიიწევდა და გზაში წარსულის სასიამოვნო მოგონებებს იხსენებდნენ.მდინარეზე ჩასულებმა მაშინვე გადაიძრეს მაისურები და სარაფნები და წყალში შეცვივდნენ. მხოლოდ ელენე და პატარა ელი დარჩნენ ნაპირზე. -გინდა შეგიყვანო? -მარტო მამას ჩავყავარ ხოლმე,ასე ამბობს სხვას არ უნდა ენდო საშიშიაო. -ნუ გეშინია,მე არ გამისხლტები ხელიდან,წამოდი.-ბოლო მოუღო ბავშვის ყოყმანს და ღიმილით წავიდნენ მდინარისკენ. ჯერ თვითონ შევიდა წყალში,მერე კი ნელ-ნელა ელიც შეიყვანა. მიუხედავად იმისა,რომ დინება არ იყო სწრაფი,მაინც ვერ გარისკა ბავშვზე ხელის გაშვება. ცოტა ხანში გიორგიც გამოჩნდა ჰორიზონტზე და გაწბილებული მიაჩერდა ელენეს. -მამა მოვიდა!-წყალში შეხტა ელი და ელენეს დაექაჩა ხელზე,ზემოთ ავიდეთო. მანაც ხელში აიყვანა და ნაპირისკენ წავიდა. მერე ბავშვი ძირს ჩამოსვა და თმები დაიწურა. -წადი მამაშენთან.-თვალით ანიშნა გაშეშებული გიორგისკენ,რომელიც თვალს ვერ სწყვეტდა მას. -შენც წამოდი,რომ გამიბრაზდეს?! თავი დაუქნია,სარაფანი გადაიცვა და მერე ელისთან ერთად გიორგისკენ წავიდა. -ნუ გეშინია,არაფერი მოსვლია. -ვატყობ. -კარგი. თავი დაუკრა და უკან შებრუნდა. -მოიცა!-დაუძახა გიორგიმ და ისიც მაშინვე მისკენ შეტრიალდა.-ელის რამე მოაფარე და ნაპირზე იყავით,მე წყალში შევალ. -ვერ გავიგე? -პატარავ,კოკასთან წადი კარგი?-შვილი გაისტუმრა და ელენეს მიუბრუნდა.-რა ვერ გაიგე? -ვერ გავიგე,რატომ უნდა ვიჯდე ნაპირზე და გელოდო,როდის ინებებ წყლიდან ამოსვლას,რომ შემდეგ მე შევძლო გართობა. -ხომ გინდა,რომ მასზე შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო? ჰო და გეხმარები.-ირონიული ღიმილით შეათვალიერა ყოფილი შეყვარებული. -მე არავისზე არ ვცდილობ შთაბეჭდილების მოხდენას,მათ შორის არც მასზე. ჩემი ბრალი არ არის,თუ ჩემს მიმართ თავიდანვე კეთილგანწყობილი იყო! -როგორ იგრძნობა შენს საუბარში ქალაქური კულტურულობა. -გიორგი,რა გინდა? -არაფერი,უბრალოდ ბავშვს გაბარებ. -და აქამდე,რომ არ მანდობდი? -არც ახლა გენდობი,გამოგხედავთ ხოლმე. -საკმარისია! მე მივდივარ და ვისაც გინდა ჩააბარე. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,უბრალოდ შენ ზედმეტად თავხედი ხარ! -ჰო?-უფრო მიუახლოვდა და თვალებში ჩააშტერდა. -მე სახლში მივდივარ,ელი წავიყვანო თუ უპოვი სხვა ძიძას? -არა,ნაპირზე დამელოდე,მეც მალე უნდა წავიდე და წავიყვან. -გიორგი... -რა?-სიტყვის თქმაც აღარ აცადა მდინარისკენ წავიდა,მაისური ნაპირზე დააგდო და წყალში თავით გადაეშვა. -იდიოტი!-ამოისისინა ელენემ და ხუჭუჭა გოგონასკენ წავიდა,რაღაცაზე რომ ეტიტინებოდა ნათლიას. -აუ,კიდევ კარგი მოხვედი,უკვე ყურებიდან სისხლი მომდის! ამ ბავშვის გადამკიდე არასდროს მოვიყვან ცოლს.-ბუზღუნებდა კოკა და უკმაყოფილო სახით დასცქეროდა ნათლულს. სიცილით უსმენდა ელენე მეგობარს,მერე შეგიძლია წახვიდეო და ბავშვი თვითონ ჩაიბარა. -შენ ძალიან კარგი გოგო ხარ. ისინი არასდროს მისმენენ ბოლომდე,მეუბნებიან ბევრს ლაპარაკობო.-გაბუტული ლაპარაკობდა ბავშვი. -არაუშავს, მეც შენნაირი ვიყავი ბავშვობაში. შენსავით ენერგიული და მოლაქლაქე. მეც თავს ვატკიებდი ყველას ჩემი ტიტინით მაგრამ თან ვიცოდი,რომ ყველას ძალიან ვუყვარდი,განსაკუთრებით კი ნინოს. -ჩემს ბებოს? -ჰო,შენს ბებოს.-ღიმილით დაუკრა თავი. -მე არ მინახავს ის.-მოიწყინა.-მაგრამ მამა მიყვება ხოლმე რაღაცებს.იცი,შენზეც მელაპარაკებოდა ხოლმე. -მართლა? რას გეუბნებოდა?-გაუკვირდა და მეგობრებთან ერთად ახარხარებულ გიორგის გახედა. წამით მასზე გაუშტერდა მზერა,თითქოს მანაც იგრძნო მზერა ელენესკენ იმ წამს გამოიხედა. -მთხოვა საიდუმლო იყოსო და ხომ არ გეწყინება,რომ არ გითხრა?-ფიქრებიდან გოგონას ხმამ გამოარკვია. -არა,არ მეწყინება.-გაუღიმა ბავშვს და ისევ გიორგისკენ გაიხედა,რომელიც იქ აღარ დახვდა. რამდენიმე წამში კი მათ თავზე მთასავით წამოიმართა გიორგი. -რამე პრობლემაა? -არა,რა პრობლემა უნდა იყოს?-მხრები აიჩეჩა გოგომ. -შევამჩნიე,რომ მიყურებდი და ვიფიქრე რამე უნდა მეთქი. -არ გიყურებდი,ალბათ მოგეჩვენა...და რომ გიყურებდე,ეგ იმას ნიშნავს,რომ რამე მინდა? -არ ვიცი,ნიშნავს?!-წამში შეეცვალა ხმის ტემბრი. -მე მგონი გეყო ჭყუმპალაობა.-თვითონ გადადვიდა შეტევაზე. -ისევ ვაპირებდი ჩასვლას,მაგრამ,როგორც ჩანს ელიმ თავი მოგაბეზრა. -თავი მოგაბეზრე?-მაშინვე წამოჰყო თავი ბავშვმა. -რა სისულელეა! თუ ჩასვლა გინდა ჩადი,მაგრამ მე და ელიც წამოვალთ. -უკვე მზე ჩავიდა,არ მაქვს სურვილი,რომ ჩემი შვილი გაყინულ წყალში ჩავიყვანო. -მზე ახლახანს ჩავიდა და ქეთას არაფერი ეტყობა,რომ წყალი გაყინულია. -მაგრამ გაყინულია. -არასდროს იყო მასეთი ცივი,მითუმეტეს ზაფხულში,ნუ გავიწყდება,რომ მეც აქ გავიზარდე! -მაგრამ ელი ჯერ პატარაა და მისთვის ცივი იქნება.-არ თმობდა პოზიციას. -ელ,გინდა წყალში ჩამოსვლა? -მინდა,როგორ არ მინდა!-შესძახა აჟიტირებულმა და ფეხზე წამოხტა. -იცოდე,რამე რომ დაემართოს ჩემი ხელით მოგკლავ! -მე ჩავიყვანო თუ შენ ჩაიყვან? -მე თვითონ!-ხელში აიტაცა შვილი და მდინარისკენ წავიდა.ელენეც მათ აედევნა და წყალში გადახტა.გახურებულ სხეულზე მართლაც შეგრილებული წყლის მოხვედრა არ ესიამოვნა,მაგრამ მალევე შეეგუა ტემპერატურას და რამდენჯერმე გაცურა. -კოკა!-მასთან იხმო მეგობარი.ბიჭმაც მაშინვე მისკენ გაცურა და ფეხი წესიერად არც ჰქონდა დადგმული,წყალში,რომ ჩაყურყუმელავდა. სანახაობამ და ელენეს კისკისმა ყველა გაამხიარულა,მხოლოდ კოკა ფართხალებდა. მერე უეცრად მოძრაობა შეწყვიტა და აღარ ინძრეოდა. შეშინებულმა ელენემ ხელები გაუშვა,კოკამ კი მაშინვე ამოყვინთა და ახლა ელენე აღმოჩნდა წყლის სიღრმეში. მდინარე არ იყო ძალიან ღრმა,ამიტომ მარტივად მოახერხა ელენემ წამოთლილ ქვაზე ფეხის დარტყმა და გაჭრა. როცა კოკამ ამოსუნთქვის საშუალება მისცა მხოლოდ მაშინ შეამჩნია მეგობრის ტკივილისგან დამანჭული სახე და წამში დასერიოზულდა. -რა მოგივიდა? -იდიოტო,ფეხი ვიტკინე! მომეხმარე,რომ ავიდე. -ბოდიში რა,ელ! -ამიყვანე მეთქი,ბოდიში რას მიშველის?-გაეცინა კოკას გადაფითრებულ სახეზე. ქვაზე ჩამოჯდა და თავის ფეხს დახედა.კუნთთან ჰქონდა გაჭრილი,საკმაოდ ღრმად. -წამო სახლში და დაგიმუშავებ.-მაშინვე წამოხტა კოკა. -რა მოგივიდა?-შეშინებული უყურებდა ელენეს სისხლიან ფეხს ელი და ცოტაც და ცრემლებს გადმოყრიდა. -არაფერია პატარავ,ნუ გეშინია. -მაგრამ სისხლი მოგდის!-ატირდა ბავშვი და ყველას უფრო მოეღუშა სახე. -არაფერია ელ,არ მტკივა მართლა. თუ გინდა მამაშენს ჰკითხე,რამდენჯერ უტკენია ასე ფეხი...-თვალები დაუბრიალა გიორგის,ბავშვი დააწყნარეო.-რამე არ გაქვთ,რომ შევიხვიო?-თვალი მოავლო თავზე წამომდგარ საზოგადოებას. ყველა ერთმანეთს უყურებდა დაბნეული,მერე გიორგიმ მოაგლიჯა თავის მაისურს რაღაც ნაწილი და გაუწოდა. -მადლობა.-გამოართვა ბიჭს და ფეხზე მჭიდროდ შემოიხვია,რომ სისხლდენა შეეჩერებინა. -ისე,ექიმო,თქვენთვის არ უსწავლებიათ,რომ ჯერ ჭრილობა უნდა დაამუშავოთ და მერე გაიკეთოთ სახვევი?-ირონიული ღიმილით დასცქეროდა ბიჭი. -და იქნებ ისიც გეთქვათ,რითი დავიმუშავო ჭრილობა მდინარის ნაპირზე მყოფმა?-არც ის ჩამორჩა და თვალებში კუშტად მიაშტერდა. -ჰო და წამოდით.-წამოიყვირა კოკამ,ელენეს ხელი კისერზე შემოიხვია და გადაადგილებაში დაეხმარა. **** როცა ჭრილობა დაიმუშავა,სახვევიც შეიცვალა და სისხლიანი ბამბები ერთად მოაგროვა,მერე კოჭლობით ჩაბობღდა ქვემოთ და გადაყარა. ხმა ისევ ეზოდან მოდიოდა,ამიტომ პირდაპირ მეგობრებისკენ წავიდა. -ეს ისევ ჩხუბობს?-სიცილით მიანიშნა ანაზე. -ჰო.-დაღლილმა ამოიბუზღუნა ლუკამ. -რა ხდება ანჩ?-მხარი მიჰკრა მეგობარს. -ვეუბნები ჟოლო მომიტანე მეთქი და არ მოაქვს,ღამეა და რა გავარჩიოო?! -შენც რა ჟოლო აგიტყდა ამ შუა ღამ...ანა!-გადმოკარკლული თვალებით გახედა დაქალს. -რა? როცა მიხვდა რომ ყველა მათ მიშტერებოდა,სახე დაიწყნარა და მეგობარი აათვალიერა მოჭუტული თვალებით. -მერე რაღაც უნდა გითხრა. -ახლა მითხარი. -მერე!-დაუბრიალა თვალები და სხვა თემაზე გადაერთო. -შვებულება როდის გიმთავრდება?-ახალი თემა წამოჭრა კოკამ. -ერთი კვირა დამრჩა,მაგრამ ალბათ არ დავრჩები.რა ხდება? -ჰოო,რაღაც ამბავი გვაქვს და.... -რა ამბავი? -კაროჩე,ამდენი ხანი ვაგროვებდით ფულს რო მერე ერთად წამოგვეწყო რაღაც, მე, თორნიკეს და გიორგის. -აბა უფრო გარკვევით!-ტუჩები მოპრუწა ანამ. -ფულს ვაგროვებდით მეთქი,რომ რამე საქმე წამოგვეწყო,ჰო და გადავწყვიტეთ მანქანები ჩამოვიყვანოთ და გავყიდოთ ხოლმე. -დარწმუნებული ხარ,რომ ამ სოფელში ვინმეს მანქანების ყიდვის თავი აქვს? -ჰო და საქმეც მაგაშია...-გაიკრიჭა კოკა. -არ არსებობს!-შეჰკივლა ელენემ და ბიჭებს მიაშტერდა,სწორად გავიგეო? -ჩვენც მაქეთ უნდა გადმოვსახლდეთ.-გაუცინა თორნიკემ. -ვაიმე, რა მაგარია! როდის მოდიხართ? ჩვენთან ერთად წამოხვალთ ახლა? -არა,ჩვენ აგვისტოს ბოლოსკენ ჩამოვალთ. -აი თუ მჯეროდეს!-დახტოდა ანა და აღარც ახსოვდა,რომ გაბრაზებული იყო,ისე ეკვროდა ქმარს. მომავლის გეგმებს აწყობდნენ საიდანღაც გააფთრებული გიორგი,რომ შემოვარდა ეზოში,ელენეს ხელი სტაცა და მაშინვე გააქანა. -ერთი წუთით...რას აკეთებ? ფეხი მტკივა,გიორგი! -ელის უკვე სამ საათზე მეტია ტემპერატურა ვერ დავუგდე,ბავშვი შენს გამო სიცხისგან იწვის!-ღრიალებდა ხმის ჩახლეჩვამდე.-გითხარი გაცივდება მეთქი,მაგრამ მაინც ჩაიყვანე რომ გაგეხარებინა. მასზე მეტი ტვინი და აზროვნება არ გაგაჩნია! -ნუ მიყვირი!-არც ელენე ჩამორჩა და ხელი უხეშად გამოგლიჯა.-მე შენი ლეკვი არ ვარ,რომ ასე მომკიდო ხელი და წამაპორწიალო სადაც გინდა. ახლა დაწყნარდი და უკან ისე გამომყევი.ბავშვს მე მივხედავ,შენ კი არსად დამენახო!-აღარ დალოდებია,წინ კოჭლობით წავიდა და სიმწრისგან ცრემლებიც გადმოყარა,თუმცა დარწმუნებული არ იყო,რომ ეს ფეხის ტკივილისგან იყო გამოწვეული. იმ სახლში ნინოს სიკვდილის მერე პირველად მიდიოდა. ახლა გიორგი შეატარა პირველი და უკან აედევნა.ბავშვს იმ ოთახში ჰქონდა საძინებელი მოწყობილი,სადაც ბავშვობაში ყველანი ერთად კარვებს აშენებდნენ ბალიშებისგან და თამაშობდნენ. მისუსტებული და დაღლილი ელი მაშინვე მოეხვია ოთახში შესულ ელენეს. -როგორ ხარ პატარავ?-დასევდიანებულმა ჩამოუსვა სახეზე ხელი. -ყელი მტკივა,თავიც და მცივა.-ამოიკნავლა და ისევ საბანში ჩაძვრა. -მოდი ჯერ სიცხე გავიზომოთ,მერე კი მე მოგხედავ კარგი? -აუ თერმომეტრი არ მინდა,ცივია! -შენ ხომ მაგარი გოგო ხარ? ჰო და დამიჯერე,რომ უფრო მაგარი იყო. ბავშვს სიცხე გაუზომა. სიცხის დამწევიც დაალევინა და რაც ნასწავლი ჰქონდა ყველაფერი გაუკეთა,რომ სიცხე დაეგდო,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. -ამდენი წელი ქალაქში რისთვის წახვედი,რომ უბრალო სიცხეც ვერ დაგეწია ბავშვისთვის?-არ ცხრებოდა გიორგი და ისედაც დაღლილ ექიმს კიდევ უფრო აცლიდა ძალას. -გიორგი,გთხოვ! წამალს დრო სჭირდება,რომ იმოქმედოს. ახლა კი ხომ ხედავ,ძლივს დაიძინა და ნუ გააღვიძებ შენი გამოხტომებით! ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია. მთელი ღამე სასთუმალთან ესხდნენ გოგონას და ელოდებოდნენ როდის დაუწევდა სიცხე.ტემპერატურამ კლება გამთენიისას იწყო,საბოლოოდ კი ყველაფერი დილით ჩადგა მწყობრში. -სიცხემ დაუწია,მაგრამ ხვალ მაინც გაუკეთე გადასხმა,რომ მოჯანიანდეს. ბევრი სითხეები ასვი.რამდენიმე დღე ყელის ტკივილი ექნება და დაგიწერ რაც უნდა უყიდო.-ჩამოარაკრაკა ისე,როგორც ექიმებს სჩვეოდათ. მერე ქაღალდის რაღაც ნაგლეჯზე წამლების დასახელებები ჩამოუწერა და სავარძილს საზურგეზე გადააგდო თავი. -მადლობა ელ.-მადლიერ მზერას არ აშორებდა დაღლილ ქალს. -მართალი იყავი,ჩემს გამოა ასე და ბოდიშს გიხდი. უბრალოდ არ შემიძლია,რამეზე უარი ვუთხრა.რამდენიმე დღეა რაც გავიცანი და უკვე შემოძვრა ჩემს გულში.ძალიან კარგი ვინმე გყავს! -ვიცი.-ღიმილით დაუქნია თავი და მძინარე შვილს მიეფერა. -თუ გინდა გაგაცილებ. -არა,გაღვიძებას დაველოდები და მერე წავალ. თავი დაუქნია და შვილს გვერდით მიუწვა. მთელი ღამის უძილობამ თავისი ქნა და ორივეს ჩაეძინათ. გიორგი ელის წრიალმა გამოაფხიზლა,დაფეთებული მაშინვე წამოხტა და შვილი შეათვალიერა. -როგორ ხარ მამას ფერიავ?-შუბლზე მიაკრო ტუჩები. -ყელი მტკივა,მაგრამ კარგად ვარ. -მაგასაც ვუშველით,ბევრ ჩაის დალევ და გაგივლის. -მამა,ელენეს იქ რატომ სძინავს?-სკამზე ემბრიონის ფორმაში მძინარე ელენეს მიაჩერდა. მხოლოდ ახლა გაახსენდა გიორგის,რომ ელენეც იქ იყო. -გავაღვიძოთ,ცოდოა.-ფეხზე წამოდგა ელენეს გასაღციძებლად მაგრამ შვილის ჩახლეჩილმა ხმამ შეაჩერა. -რას აკეთებ? როგორ შეიძლება გაღვიძება?საწოლზე გადმოვიყვანოთ. -საწოლზე ვერ დაეტევით,თან შეიძლება გადაედოს. -არა,მე უნდა ავდგე,საჭირო ოთახში მინდა.-მაშინვე შემოიცვა თბილი ხალათი და ოთახიდან სირბილით გავიდა. ზედმეტად ჭკვიანი ეჩვენა ამ დროს შვილი და სახე ღიმილმა გაუპო.მერე თვალები მოისრისა და მძინარე ყოფილს მიაშტერდა. სათითაოდ შეათვალიერა სახის ყველა ნაკვთი.თითოეული მათგანი ახლა უფრო დახვეწილი ეჩვენებოდა,უფრო ლამაზი და ქალური. გაეღიმა მის სასაცილოდ გაბუშტული ტუჩების დანახვაზე და როცა ეს გაიაზრა მაშინვე გამოფხიზლდა. პლედი მიაფარა და ოთახიდან გავიდა. **** -დილამშვიდობისა.-ღიმილით შევიდა სამზარეულოში,სადაც პატარა გოგო და წელსზევით შიშველი გიორგი ფუსფუსებდნენ. -დილამშვიდობისა ელ!-გახარებული შეახტა გოგოს. -დილამშვიდობისა.-თავი დაუკრა გიორგიმ და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა. -როგორ ხარ,პატარავ?-შეათვალიერა პატარა პაციენტი. -კარგად ვარ,მამა ჩაის გამიკეთებს და ყელიც მომირჩება. -მაგრამ,უნდა დაუჯერო და წამლებიც აუცილებლად უნდა დალიო,რომ უფრო მალე გახდე კარგად. -დავუჯერებ.-თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და კალთიდან ჩამოხტა. -გიორგი,თუ არაფერი გჭირდება მე წავალ.-მორიდებით წამოიწყო ლაპარაკი.-ისედაც ინერვიულებდნენ,დილით რომ არ დავხვდები. -არ ინერვიულებენ,იციან.-თეფშები მაგიდაზე დააწყო და ისევ მიუბრუნდა გაზქურას. -მაგრამ... -თუ გინდა წადი.-უემოციოდ აიჩეჩა მხრები. -თუ დაგჭირდ... -არ დამჭირდები,მივხედავ ჩემს შვილს. -რატომ მეუხეშები?-თვალებში მიაშტერდა მოთმინებადალეული. -ნუ ყვირი! -მე მგონი,რაღაც გკითხე... -შეჭამ რამეს? -ბავშვივით ნუ იქცევი! -ჩემი შვილი წივილ-კივილს არ მიმიჩვევია, არ მინდა ვიღაც ქალაქელმა ექიმმა შეაშინოს. -ვიღაც ქალაქელმა ექიმმა...გასაგებია,გემრიელად მიირთვით.-გაცხარებული გამოვარდა სამზარეულოდან და პირდაპირ თავისი სახლისკენ წავიდა -მამა,რა გჭირთ?-გაოცებული უყურებდა ბავშვი განრისხებულ კაცს. -არაფერია,ყურადღებას ნუ მიაქცევ...-მაშინვე შეეცველა გამომეტყველება და შვილს თავზე გადაუსვა ხელი. -მაგრამ მას გულს სტკენ! შენ ხომ თქვი,რომ ... -არ აქვს მნიშვნელობა რა ვთქვი,ახლა ასეა და მორჩა! ის მალე ქალაქში დაბრუნდება და შეიძლება...ელე,მოდი დილას ნუ გავიფუჭებთ. -ქალაქში,რომ წავა ვეღარ ვნახავ?-წინასწარ დასწყდა გული. -არ ვიცი.-მოკლედ მოუჭრა და ყვავილებიანი ფინჯანი წინ დაუდგა ***** ეზოში შეკრებილთათვის ყურადღება არც მიუქცევია პირდაპირ სახლში შევარდა და თავის ოთახში ავიდა. მარტო ყოფნა სჭირდებოდა,რომ სიტუაციაში გარკვევა მოეხერხებინა. ვერ ხვდებოდა გიორგი ასე რატომ იქცეოდა. სულ რომ არაფერი,მათ მთელი ცხოვრება აკავშირებდათ ერთმანეთთან,ხომ არსებობენ წყვილები,რომლებიც ყველაფერს ახალგაზრდობას აბრალებენ და ჩვეულებრივ განაგრძობენ ურთიერთობას?! ასე აპირებდა ელენეც,მაგრამ დანახვის დღიდანვე უმიზეზოდ უღრენს გიორგი. ხან ისე იქცევა თითქოს ელენე ნამდვილი ალქაჯი იყოს,ის კი თავისი შვილის მისგან დაცვას ცდილობს. ხან კი მას აბარებს და თვითონ თავით ხტება მდინარეში. ვერ ხვდება,რატომ მოიხსენიებს ასე უხეშად მის პროფესიას. რა არ მოსწონს იმაში,რომ ელენე ქალაქში ცხოვრობს და იქ აიწყო კარიერა.მან ხომ თავად შესთავაზა დაშორება,თანაც არწმუნებდა ასე უფრო სწორიაო,თუ ასეა,რატომ ვერ ჰპატიობს წასვლას? როცა მიხვდა,რომ ამ კითხვებზე მხოლოდ გიორგი უპასუხებდა,რომელიც ამას საერთოდ აპირებდა დაღლილმა ამოიხვნეშა და დაწყნარებული ეზოში ჩავიდა. -ეს რა შემოქროლება იყო?-სიცილით ჰკითხა კოკამ. -ნურფერს მკითხავთ რა...იმიტომ,რომ მე თვითონაც არ ვიცი რა ხდება. უკვე იმდენი კითხვა მიტრიალებს თავში,იმდენი აზრი მომდის,რომ ცოტა ხანში ტვინი ამიფეთქდება! -ღრმად ისუნთქე,ელენე!-გაკვირვებული უყურებდა ქეთა. -კარგი რა,შენც?-ნაწყენმა გადააქნია თავი. -ელი როგორაა? -გუშინ ძლივს დავუგდე ტემპერატურა,ბავშვი ჩემს გამო სიცხისგან იწვოდა! ახლა უკეთესადაა,სურდო და რაღაც ეგეთები. -კარგ დღეში ჩააგდებს მამამისს...-გაეცინა კოკას ნათლულის გახსენებაზე. -ძალიან ჭკვიანი ბავშვია და თუ მამამისს ამწარებს,დარწმუნებული ვარ იმსახურებს!-ვერ ცხრებოდა გოგო. -არ იტყვი რა მოხდა? უკვე დავიტანჯეთ!-გამოეხმაურა თორნიკე. -თქვენს ძმაკაცს ჰკითხეთ რა დავუშავე,ასე რომ მექცევა. ისეთი მზერით მიყურებს,აშკარაა რაღაცის გამო მსაყვედურობს,არა და რა აქვს სასაყვედურო? მაგან გაიჩინა დაშორებიდან პირველივე წელს შეყვარებული ,მაგან მოიყვანა ცოლი და ახლა ისაა მარტოხელა მამა,მე კი არა!-თითქოს ამას ელოდაო მაშინვე აქაქანდა.-ჰო კარგი,გვეყოფა. თქვენ ნამდვილად იცით,რომ ქალაქში მოეხეტებით? -წყალი არ გაუვა!-დაეთანხმა კოკა. -ჩემთან იცხოვრეთ,რა... -მე ვიცხოვრებ შენთან,ძვირფასო.-თვალი ჩაუკრა კოკამ და ტუჩი მოიკვნიტა. -გამშორდი საქონელო!- სიცილით მიარტყა მხარზე ხელი და დანარჩენებიც აჰყვნენ სიცილში. -ვხედავ,უჩემოდ ილხენთ.-ღიმილით ჩამოჯდა ლალი ახალგაზრდებთან. -უშენოდ როგორ გამოვა,ლალიკო?!-იუკადრისა თორნიკემ და მოხუცს გაეკრიჭა. -ისევ ისეთი მაიმუნი ხარ ამხელა კაცი,სულ არ გაზრდილხარ.-სიცილით გააქნია თავი ქალმა.-როგორ მიხარია,რომ შეინარჩუნეთ ასეთი ძლიერი ურთიერთობა. ერთი გიორგიზე და ელენეზე მწყდება გული,მაგრამ არ ყოფილან ერთმანეთისთვის გაჩენილები. -ბებო!-თვალები დაუბრიალა ელენემ. -რა? იმ ბიჭს ჰყავს უკვე შვილი,შენ როდემდე უნდა იხეტიალო მარტომ? -კარგი რა,ბებო! რა მარტო,ამათ ვერ ხედავ? -რომ დაბერდები ჩემსავით,ამათ სად ექნებათ შენი მოვლის თავი,თავიანთი გაჭირვება ექნებათ. შვილის და ოჯახის სიტკბო სულ სხვაა ბებია,რომ გამოცდი მერე მიხვდები მაგას. -თუ ვერა და ვერ დაადგა საშველი მე მოვიყვან ცოლად.-გაიკრიჭა კოკა. -შენც გეხება ჩემი ლაპარაკი,ვაჟბატონო! -კარგი რა,ლალიკო,რა ცოლი და რა შვილი,არ არის ეგ ჩემი ამბავი. მე თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ. -გამანებეთ თავი მაშინ. მე არ მიყვარს ის ხალხი,ვისაც სიყვარული არ შეუძლია.-აქოთქოთდა ქალი და სახლში ნელ-ნელა შებაჯბაჯდა. -კოკა,ამ შენს ნათლულს სადღაც გადავაგდებ იცოდე და მოგაყოლებ შენც!-საიდანღაც გამოჩნდა გიორგის სილუეტი,რომელიც დიდად კმაყოფილებას ვერ ასხივებდა. -მოდი ნათლიასთან.-ღიმილით მიიხმო თავისთან პატარა ელი.-აბრაზებ მამაშენს? -მე კი არ ვაბრაზებ,თვითონ ბრაზდება.-იუარა გოგომ.-მე შენთან მინდოდა წამოსვლა,თავიდან მოვყავდი,მერე კიდე ელენესთან იქნება ეგ და მანდ ვერ წავალთო...-ჩამოარაკრაკა უცბად გოგომ და მაშინვე ახარხარდა ყველა.მხოლოდ გიორგი იდგა წარბეშკრული და უარესად უკმაყოფილო. -უსინდისო კაცო!-შეუბღვირა ანამ გიორგის.-ელენე იკბინება? -კარგი,არ დაიწყოთ ახლა,რა!-თვალები უხალისოდ აატრიალა ელენემ. -უბრალოდ არ მინდა მისი...მოკლედ, დაივიწყე.-თვალი ჩაუკრა ანას. -წესიერად ლაპარაკი,რომ არ იცით ზუსტად მაგიტომ... -ანა,ძვირფასო,მგონი ჯობია თვითონ გაარკვიონ,ხო?-მისი დაწყნარება სცადა ლუკამ. -თვალებს დაგთხრი!-მიუბრუნდა გაღიზიანებული ქმარს.-საერთოდ რაც გინდათ ის ქენით რა,მე დავიღალე.-გაბრაზებული წამოხტა სკამიდან და სადღაც წავიდა. ელენეც უკან აედევნა,დრო იყო მისი ეჭვები გაემხილა. -ანა,მოიცადე,უკვე ვეღარ ვსუნთქავ!-ძლივს წამოეწია ორღობეში მიმავალს. -რა გინდა? მე აქ ვცდილობ,რომ როგორმე დაგაზავოთ და თქვენ... -მომისმინე,ეგ თემა დაივიწყე ცოტა ხანს. თბილისში ,რომ ჩავალთ აუცილებლად მოდი ჩემთან კლინიკაში,მინდა რაღაცები დავაზუსტოთ. -უფრო კონკრეტულად?-მაშინვე ჰკითხა აფორიაქებულმა.-გგონია,რომ რამე მჭირს? თუ რამე საშიში იქნება,არ დამიმალო კარგი? ელენე მეშინია! -არა,სულელო,საშიში არაფერია,პირიქით... -რა პირიქით? -მოდი,ჯერ აფთიაქში ორსულობის ტესტი იყიდე,თორემ ვეღარ ვუძლებ ინტერესს!-პირდაპირ მიახალა თვალებდაჭყეტილ მეგობარს. -გგონია,რომ ორსულად ვარ?-ისტერიული სიცილი აუტყდა გოგოს.-მე? ორსულად? -ისუნთქე!-უკმაყოფილო სახით აათვალიერა სიცილისგან აწითლებული დაქალი.-არ შეიძლება? -ვაიმე,მგონი შეიძლება!-თითქოს რაღაც გაახსენდა,მაშინვე დაუსერიოზულდა სახე და ისევ გაფართოებული თვალებით მიაშტერდა ელენეს.-ეგრე გგონია? -მე მგონი,დარწმუნებული ვარ!-გეცინა და ხელი ჩაავლო ანას.-სასწრაფოდ აფთიაქში მივდივართ,მერე კი მაგ უზრდელობის გამო დაისჯები! -რა უზრდელობ...იდიოტი გოგო ხარ!-კისკისით გალიეს გზა აფთიაქამდე,მერე ხელის კანკალით გამოართვა ფარმაცევტს ცელოფანი და უფრო ანერვიულებული დაბრუნდა სახლში. -მასეთი სახე ნუ გაქვს,ყველა მიხვდება,რომ რაღაც კარგად ვერ გაქვს.-მხარი მიჰკრა ელენემ და თვალების დაბრიალებაც არ დაჰვიწყებია. ანა პირდაპირ სახლში შევიდა,რომ ნაყიდი ნივთი თავის ოთახში დაემალა,ელენე კი ისევ შეკრებილ საზოგადოებას დაუბრუნდა. -მოვიწყინე ხალხო!-ამოიხვნეშა და ჰამაკში გადაწვა. -რომელიმე ჯამბაზს ვგავართ?-გამოეპასუხა გიორგი. -კარგი რა!-ნაწყენმა და ამ კინკლაობებით დაღლილმა ამოიბუზღუნა და ზემოთ აიხედა ყურადღების გადასატანად.-ვარსკვლავები მაინც იყოს,დავითვლიდი! -ხო,სამწუხაროდ ჩვენთან შუადღით არ ჩანს ვარსკვლავები,თბილისში გექნებათ პირობები... -გეყოფა ჩემი დადანაშაულება,სხვა გზა არ მქონდა! -არაფერში გადანაშაულებ,რა გინდა? -ოჰოო,დაიძაბა,დაიძაბა!-წამოიწია კოკა და დანარჩენებს გადახედა.-წამოდით. ყველა წამოიშალა და წყვილი მარტო დატოვეს,რომ საბოლოოდ გარკვეულიყვნენ,რა ხდებოდა მათ თავს. -ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი შენს საქციელს. ისე მექცევი თითქოს ბავშვობის მეგობარი კი არა,მტერი ვიყო.ხომ შეიძლება ჩემთანაც ისევე იყო,როგორც ანასთან ხარ!?თუ ქალაქში წასვლას და განათლების მიღებას ვერ მპატიობ შეგახსენებ,რომ ანამაც იგივე გააკეთა,მაგრამ შენ მაინც მარტო მე ... -ანა ჩემი შეყვარებული არ ყოფილა!-კბილებს შორის გამოსცრა. -რა მნიშვნელობა აქვს? სწავლის დამთავრების შემდეგ აქ ჩამოვიდოდი,აქ ვიმუშავებდი,აქაურებს ვუმკურნალებდი...მაგრამ შენ მარიამით ჩამანაცვლე და არ დამიტოვე აქ დასაბრუნებელი გზა. დაშორებიდან პირველივე წელს შეყვარებული გაიჩინე,სხვა შეიყვარე,მაშინვე ამომშალე შენი ცხოვრებიდან,არც ერთხელ დაგირეკავს და გიკითხავს როგორ ვიყავი,მიჭირდა თუ არა რამე...მიჭირდა გიორგი,იქ უცხო ვიყავი,სხვა სამყარო იყო და მე იქ უშენოდ ვიყავი!შენ კი არც ერთხელ გიფიქრია ჩემზე. მარიამი ცოლად მოიყვანე, შვილი გეყოლათ და უნამუსოდ ჩემი სახელი დაარქვი. ვერ ვხდები რას ვერ მპატიობ? იმას,რომ განათლება მივიღე? იმას,რომ ჩემი ოცნება ავიხდინე და ექიმი გავხდი? არც ერთხელ...არც ერთხელ გავყოლილვარ ბიჭს პაემანზე,მანამ,სანამ შენ არ მოიყვანე მარიამი ცოლად! შენ გელოდებოდი,ყველგან შენ მელანდებოდი,ყველაში შენ გეძებდი და ვერსად გპოულობდი. არავის ჰქონდა შენნაირი თვალები,შენნაირი ღიმილი,შენნაირი ხმა...ჩვენ ორს შორის თუ ვინმეს უფრო მეტად უყვარდა ეს მე ვარ! ჩვენ ორს შორის თუ ვინმე იტანჯებოდა მე ვარ! ჩვენ ორს შორის თუ ვინმე ნაწყენი და გაბრაზებული უნდა იყოს ეს მე ვარ! მე ვარ,გაიგე? არ გაქვს უფლება,რომ ამდენი რამის შემდეგ ჩემზე გაბრაზებული იყო! შენ მე გამიშვი,თავიდან მომიშორე და ახლა,არ გაქვს უფლება მიბრაზდებოდე იმის გამო,რომ წავედი! რას ელოდებოდი,მაშინ როცა მითხარი აღარ მიყვარხარ და შეგიძლია თბილისში უპრობლემოდ წახვიდე და დამივიწყოო? რა გეგონა,რას გავაკეთებდი? -ელენე... -ახლა კი,როცა შენმა შვილმა შემიყვარა და თავი შემაყვარა ცდილობ,რომ ჩვენს შორის ჩადგე და არ აძლევ უფლებას,რომ ჩემთან დრო გაატაროს. ისედაც რამდენიმე დღით ვარ აქ...კარგი,გასაგებია,რომ ჩემს გამო გაცივდა მაგრამ... -სწორედ ეგ არის პრობლემა! აქ მხოლოდ ცოტა ხნით ხარ... მას კი საჭიროზე მეტად უყვარხარ. აქამდე თუ მარიამზე მეკითხებოდა,ახლა მხოლოდ შენი სახელი აკერია პირზე. ის ერთხელ უკვე მიატოვეს,აღარ მინდა იგივე განიცადოს! მე ჩემი შვილის დაცვას ვცდილობ,იმიტომ,რომ ვერ ავიტან მის ცრემლებს! ვერ ავიტან მის აუსრულებელ ოცნებებს,რომელიც შენ დაგიკავშირდება! ვერ ავიტან მის შენდამი მონატრებას! იმიტომ,რომ ეს გზა ერთხელ უკვრ გავიარე და ძლივს შევძელი საკუთარი თავის იმაში დარწმუნება,რომ შენ ჩემთან ვერ იქნებოდი და არ მინდა ახლა ელის დარწმუნება მიწევდეს ამაში! ძალიან რთულია შენგან მოწყვეტა და შორს ყოფნა,გაიგე? ძალიან მტკივნეულია,როცა შენი სახე ჩანს ყველგან და შენთან მოსვლა და უბრალოდ შეხებაც კი შეუძლებელია! საშინელებაა შენი მონატრება ,გაიგე? მე კი ამისთვის ჩემს შვილს ვერ გავიმეტებ! ამიტომ ვცდილობ,რომ არ შეუყვარდე,ამიტომ არ მინდა,რომ მოგეჯაჭვოს! -მაგრამ თქვენ ხომ მოდიხართ თბილისში?! -არ ვიცი...მე მთელი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული. ჩემი მშობლებიც აქ არიან... -მესმის შენი,მაგრამ აქ აღარაფერი დაგრჩენია! შენი მშობლები ახლა მიწაში კი არა,ცაში არიან! ისინი შენთან იქნებიან,სადაც არ უნდა იყო... ყველა წავალთ აქედან და აპირებ,რომ მარტომ იცხოვრო? შენ კარგი,ფესვები აქ გაქვს გადგმული,მაგრამ ელს რას უპირებ? სულ ოთხი-ხუთი ბავშვი თუ იქნება დარჩენილი. სკოლაში არ უნდა ატარო? კარგი,ისწავლის იმ ხუთ ბავშვთან ერთად და ეყოლება ისეთი სამეგობრო,როგორც ჩვენ...მაგრამ მისი მეგობრები ვერ იქნებიან კოკას შვილები,ვერ იქნებიან თორნიკეს შვილები,ვერ იქნებიან ანას შვილები,ჩემი... როცა გაიზრდება,როცა მოუწევს თავის პროფესიაზე ზრუნვა რას გააკეთებ? საკუთარ შვილს არ მისცემ იმის უფლებას,რომ იყოს ის,ვინც უნდა? არ მისცემ უფლებას,რომ მოსწყდეს მშობლიურ კერას და განათლება მიიღოს? ბოლოს ისიც წავა და შენ? აქ მარტო იცხოვრებ? ყველას გარეშე? თორნიკეს,კოკას,ქეთას,ანას,ლუკას და შენი შვილის გარეშე? მარტოობისთვის იმეტებ საკუთარ თავს? ახალგაზრდა ხარ გიორგი,იქ შენს ტოლებს შეყვარებულიც კი არ ჰყავთ. გაქვს უფლება იყო ბედნიერი! გაქვს უფლება,რომ შეიყვარო ვინმე და შექმნა ოჯახი. იმსახურებ ამას. აქვს ელის უფლება,რომ საბოლოოდ მიხვდეს,რას ნიშნავს სრულყოფილი ოჯახი. იგრძნოს ის სიყვარული,რომელსაც მხოლოდ მამა ვერ აგრძნობინებს! -ოჯახი შევქმნა? შევიყვარო და ვიქორწინო? შევიყვარო ისე,რომ ჩემი შვილი ვანდო? ვინ?-ირონიულად ჩაეცინა. -არ ვიცი,გაიცნობ ვინმეს... -ვიფიქრებ. -წამოსვლაზე? -ჰო. -მიხარია.-გაეღიმა.-კარგია ახალი ცხოვრება. ამას რომ მიხვდები,იქნებ როდესმე მეც მაპატიო...-ფეხზე წამოდგა. -ელენე...-ხელით დაიჭირა გოგო. -იფიქრე.-ფრთხილად გამოაცალა ხელი და კარებში გაუჩინარდა. ******* -იცოდე არაფერი დაგრჩეთ უკან ვერ მოვბრუნდებით!-აფრთხილებდა კოკა მეგობრებს. -აუ,მგონი უთო დამრჩა-აწუწუნდა ქეთა. -არაუშავს ახალს ვიყიდით,რომ ჩავალთ.-დაკეტილ სახლში მიბრუნება დაეზარა თორნიკეს. -ჩართული დამრჩა,თორნიკე,ჩართული! -ა,ჰო!-მაშინვე სირბილით გაიქცა სახლისკენ,მერე რაღაც გაახსენდა და უკან მობრუნდა.-და წამოვიღო? -არა,ახალს ვიყიდით.-გაეკრიჭა გოგო და მანქანაში ძლივს აბობღდა გაბერილი მუცლის გადამკიდე. -როდის უნდა გააჩინო,არ დაიღალე მაგ ღიპის ტარებით?-გაეცინა კოკას. -კაცები ვერასდროს მიხვდებით,რა სასიამოვნოა ამ „ღიპის” ტარება...ისე კი,მგონია,ძალიან მალე დავიჭერ ხელში.-გაბადრულმა მოისვა მუცელზე ხელი. -ოღონდ გზაში არაფერი ქნათ დედა-შვილმა და როცა გინდათ მაშინ! -არა,ავტობანზე არ ვაპირებ შვილის გაჩენას. -მორჩა,შეგვიძლია წავიდეთ.-ცოლის გვერდით ჩახტა თორნიკე. -მოიცა,ანაც ჩვენთან ერთად მოდის.-თვალები აატრიალა კოკამ. -ლუკაც ხო მანქანითაა? -ხო,მაგრამ რაღაცაზე გაებუტა და ცოცხალი თავით არ უჯდება. -ისე,ორი ორსული ერთ მანქანაში ცოტა სარისკოა ხო?-გაეცინა თორნიკეს. -ეგ შენი ცოლია სარისკო,თორემ მე ჯერ კიდევ მაქვს ხუთი თვე.-დაეჭყანა მეგობარს,ადგილზე მოკალათდა და კოკას გახედა,შეგვიძლია წავიდეთო. დაახლოებით ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ ქეთა საშინელმა მუცლისტკივილმა შეაწუხა. უკვე იმდენად გაუსაძლისი იყო,რომ ტკივილისგან ცრემლები სდიოდა. -კოკა,გააჩერე,ბავშვი მოდის!-ღრიალებდა დაბნეული თორნიკე. -მერე საავადმყოფოში არ მივიყვანოთ?-არც კოკა ჩამოუვარდებოდა მღელვარებაში. -მოიცა,ლუკას დავურეკავ სასწრაფოდ გააჩეროს მანქანა და ელენე მოვიდეს,მიეხმარება რამეში.-მაშინვე ამოიღო ანამ ტელეფონი და ანერვიულებულმა და შეშინებულმა მხოლოდ აქ მოეთრიეთო ჩაჰყვირა ქმარს. -რა ხდება ანა,კარგად ხარ? -ბავშვი მოდის,ლუკა! -ჯერ ხომ ოთხი თვის ხარ,რა ბავშვი? -თორნიკეს და ქეთასი იდიოტო,გააჩერე,უკვე გხედავთ! ჯერ კიდევ მოძრავი მანქანიდან გადმოხტა ელენე და კოკას მანქანასთან მიირბინა. სხვებთან შედარებით ის უფრო ნაკლებად ღელავდა,ან უბრალოდ ასე ჩანდა. -სასწრაფოდ გადადით მანქანიდან! თორნიკე შენ დარჩი,შენი შვილი იბადება ჩემი კი არა! თავთან დაუჯექი და ეცადე დააწყნარო.ქეთა მისმინე,ყველაფერი კარგად იქნება კარგი? ცოტა მოითმინე და ხელში შენს შვილს დაიჭერ,მხოლოდ ამაზე იფიქრე! -აი,აიღე!- სუფთა პირსახოცები გაუწოდა გიორგიმ. -მადლობა,მჭირდებოდა! ქეთა,გაუძელი კარგი? -მტკივა ელენე!-ცხარე ცრემლებს ყრიდა გოგო. -შენ დედა ხარ! ღრმად ისუნთქე,ეცადე გონება არ დაკარგო...ახლა თორნიკეს მოჰკიდე ხელი და გაიჭინთე! -მამა,რა ხდება?-დაბნეული და შეშინებული აცეცებდა თვალებს ელი. -თორნიკეს პატარა იბადება,მა! -და ასე რატომ ეშინია ყველას?შეხედე,ანა ტირის! -უხარია და იმიტომ ტირის,საშიში არაფერია.-შუბლზე აკოცა შვილს და მომლოდინეთა რიგს შეუაერთდა. -ბიჭია,ბიჭი!-მახარობელივით გამოვარდა ელენე ხოტა ხანში და ყველას ბედნიერმა ამცნო. -ღმერთო,მადლობა!-ყველამ შვებით ამოისუნთქა და ერთმანეთს გადაეხვივნენ დიდებული ამბავის მისალოცად. -კოკას მანქანაში აღარ ჩაჯდეთ,გიორგის და ლუკას მანქანებში გადანაწილდით,არ შეიძლება ბავშვისთვის... -ჩემი გმირი ხარ,ელე!-ხელში ააფრიალა გაბედნიერებულმა თორნიკემ.-შენ,რომ არ გვყოლოდი... -ცოლ-შვილს მიხედე,რაც შეიძლება მალე უნდა მივიყვანოთ საავადმყოფოში. -ჰო,ჰო! მერე მომილოცეთ რა,ახლა წავიყვან.-გაუცინა მეგობრებს,მანქანაში ჩახტა და მაშინვე მოსწყდა ადგილს. -წყალი არ გაქვთ?ხელები,რომ დავიბანო... -წყალიც გვინდა,რამე ალკოჰოლურიც და კომპოტიც ანასთვის. აქვე უნდა აღვნიშნოთ თომას დაბადება!-წამოიყვირა კოკამ და დანარჩენებიც აჰყვნენ. ****** მისი ყოველი ქალაქში დაბრუნება რამე ახალს ნიშნავდა. აქამდე,თუ მხოლოდ ანა და ლუკა ჰყავდა აქ და დანარჩენების მონატრებისგან კვდებოდა,ახლა ყველა ორ ნაბიჯში ჰყავდა. ბედნიერებისგან გაბერილს ეგონა,ცოტა ხანში გასკდებოდა და გაქანებულ სექტემბერში გაზაფხულს მოიყვანდა. მისი ორ კვირიანი შვებულება სამ თვეს გაიწელა და უნდა ვთქვა,რომ ძალიან სასიამოვნოდ. ამ სამ თვეში გიორგიმ და მან მიაღწიეს იმას,რომ გიორგი აღარ უღრენდა. სამაგიეროდ ხუჭუჭა ელს მართლა საჭიროზე მეტად შეუყვარდა ელენე,რაც კოკას საშინლად არ მოსწონდა და ექვსი წლის ნათლულს ღალატში უსინდისოდ დებდა ბრალს. კოკა დაპირებისამებრ ელენეს ჩაუსახლდა და გიორგისაც ეპატიჟებოდა ისე,რომ ელენეს აზრი არც აინტერესებდა. რა თქმა უნდა მარტოხელა მამამ სასტიკი უარი განაცხადა,მაგრამ როცა მიხვდა,რომ ბინის პოვნამდე ახალგაზრდა წყვილთან (რომელთანაც თორნიკეს,ქეთას და თომას დაეკავებინათ ადგილი) უნდა ჩასახლებულიყო დათანხმდა ამჯერად ელენეს მიერ შეთავაზებულ წინადადებას. -სამსახურში როდის გადიხარ?-თავზე წამოადგა კოკა. -რაც შეიძლება მალე,თორემ გამომაგდებენ! -წადი მაშინ ახლავე,რას მიზიხარ აქ? -მგზავრობის მერე ხუმრობა არ გამოგდის ხოლმე,ხომ იცი? -რას ჭორიკნობთ?-ახლა გიორგიმ გამოყო თავი. -მაიძულებს სამსახურში წავიდე. -ისე,საშიში ხომ არაა ეს,რომ სახლში შემოუშვი?-დაეჭვებით ჰკითხა გიორგიმ.-ვფიქრობ,მალე გამოგიცხადებს ახალგაზრდა კაცი ვარ,მარტო მინდა ცხოვრებაო და სახლიდან გაგაგდებს. -ჯერ ერთი,მე მასეთი ნაგლი არ ვარ და მერე მეორე ახლა,რომ გარეთ გავიდე იმდენი მდედრი მოვა ჩემთან დასახმარებლად,რომ არჩევნის გაკეთება ძალიან გამიჭირდება,ქერასთან წავიდე,შავგრემანთან თუ წითურთან. -ბავშვობაში რა მეზღაპრეც იყავი ის ხარ ახლაც.-გაეცინა გიორგის. -დიდი ბოდიში,მაგრამ მეძინება და გამახარებთ თუ დასვენების საშუალებას მომცემთ.-უკმაყოფილოდ მოპრუწა ტუჩები ელენემ. -უყურე თბილისელებს რა უსწავლებიათ!-შეიცხადა კოკამ და მოპრუწულ ტუჩებში მისცხო ხელი ელენეს. -კოკა,გადი თორემ მაგ ხელებს მე თვითონ დაგალეწავ! -სამედიცინოზე მაგასაც ასწავლიან? -კოკა გადი!-უკვე წივილზე გადავიდა ელენე. -ა,მარტო მე გავიდე? გიორგი იყოს? -გიორგი,გაიყვანე რა!-დახმარება ახლა ყოფილ შეყვარებულს სთხოვა. -ჰო გამოდი,ადამიანმა ქალი ამშობიარა,დაიღლებოდა.-სიცილით წამოდგა გიორგი და კოკაც გაიყოლა. -ნუ უჟუჟუნებ თვალებს,მე მომყავს ცოლად! შენ როცა გეძლეოდა შანსი,მაშინ გამოგეყენებინა.-არ წყნარდებოდა კოკა. -ახლა რაღაცას გაგილაწუნებ და დამშვიდდები.-თვალები აუფახურა გიორგიმ და გაუღიმა. -ნუ მეპრანჭები! -ფუ რა... -საღამოს სადმე გავიდეთ და დავლიოთ. -რა ჰიპერაქტიური ბავშვივით იქცევი,რა ხდება? -ოოო,არ შეგარგებენ ცხოვრებას რა!-ამოიბუზღუნა ნირწამხდარმა და აწ უკვე თავის ითახში საწოლზე დაემხო. მარტო დარჩენილ გიორგის ისღა დარჩენოდა ჩაძინებულ ქალიშვილს გვერდით მისწოლოდა და თვითინაც დაესვენა. **** საღამოს ყველანი სამშობიაროს ეზოში შეიკრიბნენ. ჯერ პატარა თომას ეჯღანებოდა კოკა შორიდან და ბავშვს თავიდანვე ჩააქნევინა ცხოვრებაზე ხელი ,მერე სათითაოდ ქეთას შეაკითხეს,თორნიკეს მიულოცეს მამობა,დათუნია აჩუქეს და თბილისის ფეხით დალაშქვრა გადაწყვიტეს. -იცოდეთ,მე რომ ვიტყვი დავიღალე მეთქი,არ მეპასუხებით ისე მომყვებით სახლში დამწკრივებულები!-საჩვენებელი თითი ჰაერში აღმართა ანამ. -უკან გამოგყვეს შენი ქმარი,ვის გამოც ხარ ორსულად,ჩვენ რა შუაში ვართ?-შეუბღვირა კოკამ. -პირველი შენ გამომყვები!-ენა გამოუყო ბიჭს. -აუ ბამბის ნაყინი მინდა!-საყვარელი ტკბილეულის გახსენებისას იმხელა ნერწყვი გადაყლაპა ელენემ ყველამ შეამჩნია. -ცოტა ხმადაბლა ყლაპე ეგ ნერწყვები,ხო ხედავ მოძრაობა შეწყდა ქალაქში. -როგორ არ გიხდება თბილისის ჰაერი შენ!- ძმაკაცის ტლიკინისგან დაღლილმა გიორგიმ წარბები შეკრა. -ეს ადამიანი აურას მირყევს და მომაშორეთ! -აი იქ არის ბამბის ნაყინი!-აღტაცებით წამოიყვირა ხუჭუჭა გოგომ და მამას მავედრებელი მზერით ახედა.-ხომ გვიყიდი? -გიყიდით? -ელენესაც უნდა. -ჰო,გიყიდით.-თავი დაუკრა შვილს და ცოტა ხანში ბამბის ნაყინებით დაბრუნდა. ერთი შვილს გაუწოდა,მეორე ელენეს მესამე კი ანას მისცა. -მე ორსული ვარ,ორი მინდოდა! -მართლა? -არა,გეხუმრე.-გაუცინა და პირში გაიქანა ბამბის ნაგლეჯი.-აუ მთაწმინდაზე წავიდეთ რა! -მთაწმინდაზე რა ხდება? -კაი გოგოები იჩითებიან კოკა,მოგეწონება!-თვალი ჩაუკრა ბიჭს. -მართლა?-ელენესთან დააზუსტა. -კი,კი მართლა.-სიცილით დაუქნია გოგომ თავი. -მაშინ მე თანხმა ვარ. ***** -როგორ ხარ?-მზრუნველი ტონით მიმართა ცოლს. -ცოტა დაღილილი,მაგრამ მაინც შესანიშნავად.-სახე გაებადრა ქეთას.-უკვე დავიტანჯე,როდის შემოიყვანენ? -ნუ ღელავ,რაღაც საქმე ჰქონდათ ჩვენს ბიჭთან და მოიყვანენ...ისე,თავიდანვე გოგოების გარემოცვაში როა,წარმომიდგენია რომ გაიზრდება რა იქნება.-გაეცინა თორნიკეს. -დედის მხარეზე თუ წავა,კი იქნება ქალების გულთამპყრობელი. -ვის მხარეზეც გინდა წავიდეს,მაინც აქვს ჩემი ეშხი...თან,ვასწავლი როგორ მოხიბლოს გოგოები. -ა,რამე განსაკუთრებული ხერხი გაქვს?-ირონიული ღიმილით შეათვალიერა ქმარი. -თითქოს შენც ზუსტად მაგ ხერხის ტყვე არ იყო.-არც თორნიკე ჩამორჩა. -მოდი,მომიწექი.-საწოლის კუთხეში მიიკუჭა და ბიჭს ადგილი გაუთავისუფლა. -მე მეორე შვილისთვის ჯერ მზად არ ვარ! თან რა ვიცი,საავადმყოფოში ჩასახული ბავშვი ხშირად არ გაგვიხდეს ხოლმე ავად. -პირიქით,უფრო ....თორნიკე,ნუ ხარ საქონელი! -შეუღრინა ახარხარებულ ქმარს და გაბუტული მეორე მხარეს გადატრიალდა. ცოტა ხანში ქმრის ხელები,რომ შემოეხვივნენ განაბული გადაკოტრიალდა მის მხარეს და მაგრად მოჰხვია ხელები. -უკვე ორი ბიჭი მყავს! -მიყვარხართ!-შუბლზე აკოცა და თმაზე დაუწყო თამაში. ***** -რა ტუტუცი ბავშვები ხართ,რა საბავშვო ბაღში წამომიყვანეთ?-თავიდან დაიწყო კოკამ ბუზღუნი. -რა არ მოგწონს? ნახე რა საყვარლები არიან!-თვალები აუბრჭყვიალდა ანას. -მე თავისუფალი გოგო მჭირდება,ოთხშვილიანი კი არა! -თუ შეგიყვარდება იმის გამო ,რომ შვილიანია უარს იტყვი მასზე?-გაბრაზდა ელენე. -ეგეთი გოგოები უფრო გიორგის სტილია და იმას გამოუნახეთ! -გიორგი შენგან განსხვავებით ატეხილი ხარივით არ იქცევა.-მაშინვე გამოეპასუხა გიორგი. -მე რითი ვგავარ? -თვალებგადმოკარკლული ეძებ თავისუფალ გოგოს. -აქ გამადიდებელი შუშითაა საძებარი.ხომ ხედავ,ან ბავშვებთან ერთად არიან,ან ვიღაც ბიჭებთან,სავარაუდოდ პაემანზე. -უკვე დამღალე რა!-წარბები შეკრა ანამ. -შენ ჩუმად იყავი! რომ გეთქვა ბავშვების დასათვალიერებლად მივდივართო არ წამოგყვებოდით და არც ჩემი მოსმენა მოგიწევდათ! -წამოდი მაშინ მე და შენ ვიყოთ ბავშვები და დავიმხოთ აქაურობა,გინდა?-შესთავაზა ელენემ. -მთავაზობ,რომ ამ რაღაცებზე დავჯდე? -ვაიმე კოკა,არ არიან აქ აღვირახსნილი ქალები და რა გაგიკეთო? -მოდი მაშინ ასე მოვიქცეთ,შენ ელი წაიყვანე და გაართე,თან ყურადღებასაც გადაიტან.-შესთავაზა გიორგიმ. -წამოხვალ?-გაეკრიჭა ნათლულს. -კი!-სიხარულით დასთანხმდა შემოთავაზებას და ნათლიას გაჰყვა. -ჩვენ რა ვქნათ?-გადახედა ელენემ დარჩენილებს. -ჩვენ ბავშვები დავათვალიეროთ.-გაუცინა ლუკამ და ცოლს გადაჰხვია ხელი. -ჯერ მშია! -ჰო და ჯერ სადმე დავსხდეთ. ***** -აღარ დაიღალე?-საცოდავი სახით უყურებდა კოკა ნათლულს. -ცოტა.-ოდნავ მოჭუთა თვალი ბავშვმა. -მადლობა ღმერთს!-გაუხარდა.-ახლა წამოდი,ისე დავათვალიეროთ რაღაცები. -ხელში ამიყვანე,ფეხები მტკივა. -ამხელა გოგო ხარ და ხელში აყვანას მთხოვ? -ოოო,კოკა! -ჯანდაბას ჩემი თავი,მოდი.-ხელში ააფრიალა ელი და გზის გასაგრძელებლად მიტრიალდა,მოულოდნელად ვიღაცას რომ შეასკდა. -ბოდიში...-დაბნეულმა ამოილუღლუღ ახალგაზრდა გოგომ. - არაუშავს.-ყურებამდღე გაეხა პირი კოკას. ნეტავ რა უხარია?!-მარტო ხარ?-ჰო,გასაგებია რაც უხარია. -არა,შეყვარებულს ველოდები.-უხერხულად გაუღიმა გოგომ. -გასაგებია,კარგი მაშინ ჩვენ წავედით.-მაშინვე ჩამოერეცხა ღიმილი სახიდან და ნათლულთან ერთად იმედგაცრუებული და ნერვებმოშლილი წავიდა დანარჩენების საძებნელად. როცა მიხვდა,რომ ასე ხეტიალით ვერაფერს გააწყობდა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მნიშვნელოვანი ზარი განახორციელა. -სად ხართ? -მე და ლუკა სახლში წავედით,გიორგი და ელენე იქნებიან სადმე. -ჰო,კარგი იმათ დავურეკავ. -მამაშენს დავურეკო? -კი და სახლში წამიყვანოს. -სად ხართ?-უკმაყოფილება გამისახვოდა სახეზე,დაღლასთან ერთად. -თქვენ სად ხართ? -არ ვიცი,სადღაც. -სადმე კაფეს ხედავ? -ვერა. -მაშინ გაიკითხე და აქეთ წამოდით. -კარგი. -ან მოიცა! ეშმაკის ბორბალთან მოდით,ჩვენც იქ ვიქნებით. -რა გეეშმაკის ბორბ...-სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული,ტელეფონი რომ გაუთიშა გიორგიმ.-მამაშენი იდიოტია,დაიმახსოვრე!-უდანაშაულო ბავშვს შეუბღვირა და ეშმაკის ბორბლის საძებნელად წავიდა. სახლში მისავათებულები დაბრუნდნენ. ელის მამამისის ხელებში მშვიდად ეძინა და სასაცილოდ აცმაცუნებდა ტუჩებს. -მე პირდაპირ დასაძინებლად წავალ,ხვალ სამსახურში უნდა წავიდე.-ბიჭებს გადახედა ელენემ. -ჰო მიდი-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა კოკამ. -მეც წავედი,ელის დავაწვენ,თორემ ცოდოა. -დააწვინე და გამოდი. -რა ხდება?-გაუკვირდა ძმაკაცის ასეთი ტონი. -მიდი და გამოდი. ოთახში შევიდა,შვილი ფრთხილად დააწვინა საწოლზე,ტანსაცმელი გახადა და ფრთხილად გაიხურა კარი. -აბა რა ხდება? -სამზარეულოში გავიდა და მაცივრიდან წყალი ჩამოისხა. -ეგ შენ უნდა მითხრა რა ხდება. -მოეშვი რა შემოვლებს,პირდაპირ მითხარი!-წარბები შეკრა. -ელენე ისევ გიყვარს?-წარბებაწკეპილმა ახედა მაცივართან დაყუდებულს. -როდის არ მიყვარდა?!-უემოციოდ აიჩეჩა მხრები და წყალი ბოთლით მოიყუდა,მერე თავისი სიტყვები გაიაზრა და წყალიც გადასცდა. კოკა ჯერ გაკვირვებული უყურებდა ძმაკაცს, მერე კი მთელ ხმაზე ახარხარდა. -ისევ თხუთმეტი წლის თინეიჯერივით იქცევი.-სიცილისგან წამოსულ ცრემლებს იწმენდდა. -გეყოფა კოკა! -უყურე შენ რა ეშმაკი ყოფილა! ჯერ თავი დაიფასა,ახლა კი სახლში შემოუცხოვრდა,თან ჩემი სახლიდან გაშვების გეგმაც შესთავაზა...ნწნწნწ,ბატონო გიორგი თქვენ ვინ ბრძანდებით! -შევალ მე და შენ ეცადე ნაკლებად იხმაურო,თორემ შენ მოგიწევს შენი ნათლულის დაძინება. -გაიქეცი პაწუ,გაიქეცი!-სიცილით გააყოლა მზერა გწარბშეკრულ გიორგის. ******* -აუ ლუკა გაიღვიძე რა! -რა ხდება?-ძილისგან ხმა დაბოხებოდა. -არ მეძინება. -მერე? -მერე შენ რომ გძინავს მე რატომ უნდა მეღვიძოს? -დაიძინე შენც,ვინ დაგიშალა?-მჭიდროდ შემოხვია ხელები ცოლს და თავი მკერდზე დაადო. -გამეჭყლიტა იდიოტო!-მაშინვე დაუცაცხანა ანამ და უკვე გამოფხიზლებულ ლუკასაც სიცილი აუტყდა. -მაპატიეთ ჩემი უღირსი საქციელი ჩემო გალბატონო!-მოშიშვლებულ მკერდზე მიაკრო ტუჩები. -ლუკა შემომაკვდები! -რა გინდა,რას ვაშავებ? -აუ რამე ფილმი ჩართე რა!-თვალები გაუბრწყინდა მაშინვე. -რომელი საათია?-ტუმბოზე დადებულ ტელეფონს ზგადასწვდა.-დარწმუნებული ხარ,რომ ღამის ოთხ საათზე ფილმის ყურება გინდა? -ფილმი არ მინდა,რამე მულტფილმი იყოს. -შემიწირავთ მე თქვენ!-შორტი ამოიცვა და ლეპტოპის მოსატანად გავიდა. -ჩვენ თუ არა სხვა ვინ უნდა შეგიწიროს?-ოთახში დაბრუნებულს კართან დაყუდებული ცოლი დახვდა. -ფეხშიშველი ნუ დგახარ გაცივდები.-შუბლზე აკოცა და საწოლზე წამოკოტრიალდა.-ანა გაცივდები მეთქი!-ხმა გაიმკაცრა. -მერე შენ რა?! ა,შეიძლება იმის გეშინია რომ მერეც შენი მოსავლელი გავხდები. ნუ გეშინიათ ბატონო ლუკა,ჩვენითაც მივხედავთ თავს! -კარგი ანა რა!-მუდარით სავსე მზერით ახედა ცოლს,რომელიც საერთოდ აღარ უყურებდა მას.-რას აკეთებ? -მივდივარ. -ნუ სულელობ!-მაშინვე წამოხტა საწოლიდან და ცოლს მიეჭრა.-დააგდე ეგ კაბა და ჭკუიდან ნუ გადაგყავარ! -ნუ მიყვირი! -არ გიყვირი! -მეზიზღები! -მე მიყვარხარ! -მართლა?-მაშინვე ჩაქრა ვულკანი. -არ იცოდი? -ეგრე ნუ მათვალიერებ! -ჩემს ცოლს როგორ შევათვალიერებ არავის ვკითხავ.-თვალი ჩაუკრა და წამში ააფრიალა ჰაერში. მერე საწოლზე მოათავსა და თვითონაც გვერდით მიუწვა.-ფილმი არ გვინდა,ბავშვების სახელები მოვძებნოთ. -კარგი.-ლოყაზე აკოცა ქმარს და ბედნეირებისგან ჟრუანტელმა დაუარა.-მეც ძალიან მიყვარხარ! ***** დილით ძალიან ადრე გაეღვიძა,ასე იყო სოფელში მიჩვეული. ცოტა ხანს მძინარე ქალიშვილს უყურა,მერე ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. -დილამშვიდობისა ბატონო გიორგი!-სამზარეულოს მაგიდაზე შემოაკუპებულმა ელენემ სიცილით აუწია ხელი. -ასე ადრე გაიღვიძე?-დასიებული თვალები მოისრისა და ეცადა ელენეს მოშიშვლებულ ფეხებზე მზერა აერიდებინა. -სამსახური მიხმობს,რას ვიზამთ! -ჰო...წყალი არის მაცივარში?-ძლივს გადაყლაპა ნერწყვი. -უნდა იყოს წესით.-მხრები აიჩეჩა ელენემ და მაგიდიდან ჩამოხტა. -საჭმელი არაფერი მომიზადებია და დღეს მიხედეთ რა თქვენს თავს,საღამოს რომ მოვალ რამეს მოვამზადებ. -ელენე უცხოები არ ვართ,არც პატარები ვართ,როგორმე მივხედავთ თავებს. -ჰო კარგი,მე ნელ-ნელა გავემზადები და წავალ. სამზარეულოდან ატლასის პერანგის ამარა გაფარფატდა და გაშეშებული გიორგი დატოვა სამზარეულოში. -დილისთვის ზედმეტად ეროტიული ფიქრები გაწუხებს!-ამოილუღლუღა თავისთვის და არასასურველი ფიქრებისგან გასათავისუფლებლად თავი გააქნია.-იდიოტი ხარ!-წყლის ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადგა და ისევ თავის ოთახში შევიდა. *** -ჭორები მომივიდა ჩვენს საავადმყოფოში ქალღმერთი შემოიპარაო და გადასამოწმებლად მოვედი.-დაუკაკუნებლად შეაჭრა ახალგაზრდა ბიჭმა ელენეს კაბინეტში და წინ ჩამოუჯდა. -მერე რა ხდება დაიჭირე ქალღმერთი?-გაეცინა გოგოს. -ამ ხალხს ქალღმერთი და ალქაჯი ერთმანეთში რატომ ერევათ ვერ ვხდები. -დეგენერატი ხარ ძვირფასო,დეგენერატი!-სიცილით გადააქნია თავი.-რა ხდებოდა ჩემს არ ყოფნაში? -რა ვიცი განსაკუთრებული არაფერი.ბებო რომ გვეწვინა ტრავმატოლოგიურში ხომ გახსოვს? -ძარცვისას რომ დაესხა ქურდებს თავს? -ჰო ეგ...იმ დღეს მეც ლამის მიმაკლა კედელზე. -რატომ? -ტრავმატოლოგიურში რა უნდა მაგას,ფსიქიატრიულში უნდა იწვეს! -როგორც ჩანს ძალიან გაწყენინა.-გაეცინა ელენეს. -მორიგეობისას შემოვლაზე ვიყავი და რომ შევედი ფეხზე ამდგარი დამხვდა, ქალბატანო დაწექით თქვენი ადგომა არ შეიძლება მეთქი და ჯერ მაგაზე მეჩხუბა ამხელა ქალს როგორ მიბრძანებ რა გავაკეთოო,მერე ჩემს ქმარს აქამდე რატომ არ მანახებთო,მეც ნერვებმოშლილმა ავდექი და ვუთხარი ცოლი მოიყვანა მეთქი და ქოთანი მესროლა. -ეგ რამ გათქმევინა?-სიცილისგან მუცელი სტკიოდა. -მე რა ვიცი რა ჯანდაბა მინდოდა,ახლაც დალურჯებული მაქვს გვერდები. -ოხ ალექსანდრე,სასწაული ბიჭი ხარ!-ისევ აუტყდა სიცილი. -შენ როგორ დაისვენე ქალბატონო ან ამდენი ხანი როგორ გაგიშვეს? -თეთრი კბილები და სექსუალური ღიმილი საკმარისია თაზიკოსთან. -ალქაჯო!-ჩაეღიმა ალექსანდრეს.-ჰო მართლა,იმედია არ დაგვიწყებია ოცში...-სიტყვა ელენეს ამღერებულმა ტელეფონმა გააწყვეტინა. -ბოდიში უნდა ვუპასუხო-ბოდიშისმოხდით ამოაძვრინა ხალათის ჯიბიდან ტელეფონი და გიორგის ნომრის დანახვამ გააკვირვა.-გისმენ გიორგი. -რას აკეთებ გცალია?-აფორიაქებული ხმა ჰქონდა ბიჭს. -კი,მოხდა რამე? -კოკას მანქანა დაეჯახა,რომელიღაც საავადმყოფოში წაიყვანეს და მოდი რა. -რომელ საავადმყოფოში მითხარი. ხომ კარგადაა? -არ ვიცი,არაფერი ვიცი...მე სახლში ვიყავი. -კარგი მიდი მისამართი მითხარი და მოვალ.-სასწრაფოდ წამოხტა სავარძლიდან და ხალათი მოიშორა. -მშვიდობაა?-დაიძაბა ალექსანდრეც. -ჩემს მეგობარს მანქანა დაჯახებია,მდგომარეობა არ ვიცით და უნდა წავიდე რა,მისამართს მომწერენ.-თან დერეფანში მირბოდა,თან სიტყვებს ერთამენთზე აყრიდა უცებ საავადმყოფოს წინ სასწრაფოს მანქანა რომ გაჩერდა და საკაცით კოკა შემოიყვანეს.-ის არის!-მაშინვე უკან აედევნა მას. უგონოდ მყოფი კოკა მაშინვე საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს და ელენეს კარები ცხვირწინ მიუკეტეს. ალექსანდრე,როგორც ქირურგი შიგნით შეჰყვა და გოგოც მარტო დარჩა დერეფანში. ცოტა ხანში გიორგი და თორნიკეც მივიდნენ მასთან. -როგორ არის? -არ ვიცი,ახლახანს შეიყვანეს,ჯერ არაფერი უთქვამთ. -შენც ხომ ექიმი ხარ,რატომ არ გიშვებენ? -ოპერაციები მე არ მეხება.არ ინერვიულოთ კარგი ექიმების ხელშია. -არ ინერვიულოთო და თვითონ აქვს ფერი დაკარგული.-თავი გააქნია თორნიკემ. დაახლოებით ერთ საათში ბლოკიდან ალექსანდრე გამოვიდა და მაშინვე მისცვივდნენ მომლოდინეებიც. -როგორ არის?-მიუახლოვდა ელენე. -ოპერაცია კიდევ გრძელდება,საქმე ძალიან რთულადაა. მარცხენა ხელი მოტეხილი აქვს,სავარაუდოდ ტვინის შერყევაც აქვს მიღებული,ხერხემალი სერიოზულად აქვს დაზიანებული... -რამდენად სერიოზულად?-სახე ტკივილისგან დაემანჭა. -რომ გაიღვიძებს მერე მივხვდებით დანარჩენს.-მხარზე ჩამოუსვა ხელი,დანარჩენებს თავი დაუკრა და ისევ საოპერაციოში დაბრუნდა. -რაები ილაპარაკა? რა სისულელეები თქვა?-თვალები ცრემლით აევსო ანას. -ანა დაწყნარდი რა,შენ მაინც ნუ მანერვიულებ!-ძალაგამოცლილი ჩამოჯდა სკამზე და თავი ჩახარა. -კარგად იქნება...-გვერდით მიუჯდა თორნიკე.-ხომ კარგად იქნება ელ? ხომ გამოძვრება? -გამოძვრება.გამოძვრება,მაგრამ კოკას ხომ იცნობ? ვერ აიტანს,გაგიჟდება!-ამდენ ხანს ნაგროვები ემოცია ერთიანად მოაწვა და ცრემლებიც მოურიდებლად გადმოსცვივდა. **** მოზრდილი ფანჯრიდან უყურებდნენ უგონოდ მყოფ,დალურჯებულ კოკას და თითოეულ მათგანს მისი ტკივილი გაასმაგებულად სტკიოდა. ელენემ უამრავი მცდელობის შემდეგ მოიპოვა უფლება რომ კოკასთან შესულიყო და მაშინვე გაეხვა სტერილურ ხალათში. ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა მეგობრის საწოლს და მასთან ჩაიმუხლა. -როგორი უცხო ხარ,როგორი სხვანაირი ხარ!-თავი კოკას ხელზე ჩამოდო და ცრემლები ჩამოუგორდა.-აქედან შენი ფეხით რომ არ გამოხვიდე შენზე მეტად ჩვენ გვეტკინება.ეცადე გაუძლო რა! მალე უნდა გამოფხიზლდე,რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუბრუნდე ჩველ ამპლუას,თორემ უკვე ვგრძნობ როგორ ვიცრიცებით. ეს ორმეტრიანი კაცი ასე უსინდისოდ უნდა იწვე საწოლზე? როდიდან მოგწონს საავადმყოფოს კედლები? მალე გაიღვიძე რა! გაიღვიძე და გვითხარი რომ კარგად ხარ,გვითხარი რომ ტყუილად „ვიბლაზებით“,როგორც შენ იცი ხოლმე თქმა. -გაეცინა კოკას ცანცარის გახსენებისას,მერე გამოფხიზლებულმა მის გაფერკმრთალებულ სხეულს რომ მოჰკრა თვალი გულში რაღაცამ მტკივნეულად დაუარა.-უნდა გაიღვიძო!-ცრემლები შეიმშრალა და რეანიმაციიდან გავიდა. -კარგად იქნება და ჩვენც კარგად ვიქნებით!-მკლავები შემოჰხვია გიორგიმ და გულში მაგრად ჩაიკრა.-ჩვენ არ შეგვიშვებენ,ხო?-დახედა ერთი თავით დაბალს,მანაც უარის ნიშნად თავი გააქნია და მეგობრებს გაეცალა. ყველამ იცის რომ ისინი ბავშვობის მეგობრები არიან,მაგრამ არავინ იცის რეალურად მათ შორის რა ხდებოდა. თითქოს ელენეც ახლა მიხვდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის კოკა. არც ერთი მოგონება,არც ერთი წუთი არ ახსოვს კოკას გარეშე და ვერც მომავალში ხედავს საკუთარ თავს კოკას გარეშე, ის მასთან უნდა იყოს! კოკაც და თორნიკეც მისი ძმები იყვნენ,უფროსი ძმები. მაგრამ კოკას სხვანაირად გრძნობდა,სხვანაირი სიძლიერით,სხვანაირი და-ძმობით,სხვანაირი მეგობრობით. კოკა იყო სხვანაირი და ამიტომ. კოკას ყველა მხიარულ,ცანცარა და ბედნიერ ბიჭად იცნობს,მხოლოდ ერთეულებმა იციანი რამდენი რამ აქვს გადატანილი ამ ჭკუამხიარულ ბიჭს. ეს ერთეულები კი ელენე,გიორგი,თორნიკე და ანა არიან, დიდი ოჯახი,რომლის თითოეული წევრიც უმნიშვნელოვანესია დანარჩენებისთვის. **** -როგორ ხარ ქეთუ,დაიღალე?-თბილი და დაღლილი ხმით ჩასძახა ცოლს ტელეფონში. -მე არაფერი მიშავს,მანდ როგორ არის საქმე? -ახალი არაფერია,ისევ ისე წევს,არ ინძრევა. მაგრად მტკივა ასეთს რომ ვხედავ,ყველას გვტკივა. მითხარი,რა ვუშველო,რითი დავეხმარო? რა გავაკეთო რომ ისევ ისეთი იყოს? -დაწყნარდი რა გთხოვ,მეც ძალიან ვნერვიულობ მაგრამ ვიცი რომ კარგად იქნება.ის ხომ კოკაა? მხოლოდ ამის გახსენებაც საკმარისია და ყველა შიში იფანტება, ის კოკაა და აუცილებლად გამოძვრება.-ცრემლები შეერია ხმაში. -ცოტა ხანი ვიქნები და მერე მანდ წამოვალ. ელი როგორაა? -არაფერია სანერვიულო,მას და თომას ერთმანეთი ძალიან მოეწონათ,ახლა ორივეს სძინავს. -კარგი ქეთუ,მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. ტელეფონი გათიშა და დერეფნის კუთხეში ჩამომჯდარ გიორგის მიუჯდა გვერდით. -ანა და ლუკა წავიდნენ? -ჰო,ძლივს წაიყვანა ლუკამ. -რა საზიზღარი სიწყნარეა!-სახე დაემანჭა თორნიკეს. -მისი ხმა მოუხდებოდა.-რეანიმაციისკენ ანიშნა თვალით. -რომელიმე ჩვენგანი რომ იწვეს იქ,აქამდე არ გაგვაჩერებდა,გაგვაღვიძებდა.-გაეცინა. -დეგენერატი.-სიცილით გააქნია გიორგიმაც თავი. რამდენიმე წამში აპარატის გამყარუებელმა წრიპინმა მოიცვა საავადმყოფოს კედლებიც და რამდენიმე თეთრხალათიანს დაფეთებული ელენეც შეჰყვა რეანიმაციაში. -ელექტრო შოკი,სწრაფად!-განკარგულებებს გასცემდა ულვაშიანი ექიმი.-არ ჰყოფნის მოუმატეთ...კიდევ ერთხელ.-რამდენჯერმე სცადეს გულის ამუშავება,მაგრამ უშედეგოდ.ბოლოს დაღონებულმა ჩამოუშვა ხელები და გახევებულ ელენეს მწუხარებით გახედა.-დავკარგეთ. -რა?-თითქოს მაშინ გამოფხიზლდა,თვალები გაუფართოვდა-რას ნიშნავს დავკარგეთ? ის არსად არ წავიდოდა,კიდევ სცადეთ!-უკვე ყვირილზე გადადიოდა.-კიდევ სცადეთ მეთქი! -ელენე აზრი არ აქვს...-ისტერიკამდე მისულ გოგოს ძლივს აკავებდა ალექსანდრე. -მომშორდით!-უხეშად მოიშორა ბიჭის ხელები და თავად მიეჭრა კოკას უსიცოცხლო სხეულს.-არ წავიდოდა...გადარჩება...გაიღვიძებს!-გულის მასაჟს უკეთებდა,თავისთვის ლუღლუღებდა და წამოსულ ცრემლებს ყოველ წამს იშორებდა სახიდან.კიდევ ერთხელ მოათავსა ელექტროდები კოკას გულმკერდზე და ძლიერი მუხტით სცადა მისი გულის ამუშაბება.-გამოვიდა!-ბედნიერი სახით შესცქეროდა აპარატზე გამოსახულ დაკლაკნილ ხაზებს.-არ გაგიშვებ,მოვკვდები და არ გაგიშვებ!-შუბლით დაეყრდნო მეგობრის გულმკერდს. -ჰო,არ გამიშვა.-ჩახლეჩილი ხმით ამოიხრიალა კოკამ და როგორც გამოუვიდა ისე გაიცინა. მაშინვე ასწია თავი ელენემ და ძილ-ბურანში მყოფ კოკას გაოგნებული იყურებდა. -გაიღვიძე!-ფართე ღიმილმა დაუფარა სახე და ახლა სიხარულის ცრემლები გადმოსცვივდა. -ის..ისევ მეძინება. -ჰო,დაიძინე,გადაიღალე. მე მოგხედავ და ძალებსაც აღიდგენ.-უკვე ჩაძინებულ მეგობარს შუბლზე მაიკრო ტუჩები და დერეფანში ბიჭებთან გავიდა,რომლებსაც სახეზე ეწერათ რომ ერთი სიკვდილი კოკასთან ერთად მათაც გადაიტანეს. ორივეს ერთდროულად მოეხვია და მაშინვე გამოეცალა ძალა. -მაგარი ყავა თუ არ დავლიე მოვკვდები.წამოდით ქვემოთ ჩავიდეთ.-წინ გაუძღვა ბიჭებს.ლიფტს არ დალოდებია ფეხით დაეშვა კიბეზე და კაფეტერიაში სამი მაგარი ყავა და ორცხობილები მოითხოვა,მერე კი ლანგრით წავიდა იმ მაგიდისკენ სადაც გიორგის და თორნიკეს დაეკავებინათ ადგილი. -მეც ეს მაგიდა მომწონს.-გაიცინა და მუყაოს ჭიქას ხელები შემოჰხვია.-ეს რა გააკეთა?! -ადგეს ფეხზე და ვიცი მე მაგას რასაც გავუკეთებ!-იმუქრებოდა თორნიკე. -ახლა მთავარია მგრძნობელობა არ ჰქონდეს დაკარგული და ფეხზე ადგომა შეძლოს თორემ ამაზე უარესის გადატანა მოგვიწევს.-სევდიანად ჩამოარაკრაკა ელენემ. -არის მაგის შანსი? -თან რამხელა!-დაღვრემილმა მოსვა ცხელი სითხე და მისი სიმწარე ესიამოვნა. *** მეორე დილით აღმოაჩინეს,რომ კოკა წელსქვემოთ სრულიად პარალიზებული იყო. ყველას ერთდროულად ჩაუქრა თვალები კოკას წაშლილი სახის დანახვისას. ვერ აიტანდა ამას კოკა,ეს ყველამ იცოდა. ყოველთვის თავმომწონე,მექალთანე ბიჭი სრულიად მოულოდნელად ეტლს მიჯაჭვული აღმოჩნდა. -არ მინდა თქვენი კურსები,მხოლოდ აქედან გამიშვით!-ეს იყო სიტყვები,რაც კოკასგან ბოლოს მოისმინეს. იმის შემდეგ გიორგის სთხოვა წაყვანა და სად წავიდა მის გარდა არავინ იცოდა. ახლა მას მისი მეგობრების სცხვენოდა,ეშინოდა მათი სევდით და სიბრალულით სავსე თვალების.კოკა გაიქცა. აი ასე,უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. რამდენჯერ სცადეს გიორგისგან მისი ადგილსამყოფელის გამოტაცება,მაგრამ ვერაფერს გახდნენ,ბოლოს კი დანებდნენ. ყველა თაცის ცხოვრებას დაუბრუნდა,მაგრამ აღარაფერი იყო ისე,როგორც უნდა ყოფილიყო. აღარაფერი იყო ისე,როგორც კოკას ყოფნისას. ყველას აკლდა კოკა,მის გარეშე შეკრებასაც ვერ ახერხებდნენ,სალაპარაკო თემა აღარ ჰქონდათ,დაიშალნენ.... *** უკვე ნოემბრის შუარიცხვები იყო,კოკასგან კი ისევ არაფერი ისმოდა. ისევ ჩუმად იყო,ისევ მარტო იყო. ვინ იცის მერამდენედ ათვალიერებდა მისი და თავისი საუკეთესო მეგობრის ფოტოებს,ვინ იცის მერამდენე ღამეს ათევდა კოკაზე ფიქრით,ვინ იცის რამდენი ცრემლი დაღვარა კოკას მონატრებისგან. მისაღებ ოთახში გავიდა პიჟამას ამარა,თაროდან კოკას ნაჩუქარი ვისკი ჩამოიღო და ჭიქაში ჩამოისხა, არა და მეგობრები ერთად აპირებდნენ ახალ წელს დალევას... -რატომ არ გძინავს?-ოთახიდან გამოვიდა გიორგი. არაფერი უთქვამს,მასზე ოდნავ ნაწყენიც კი იყო.-აღარც მელაპარაკები? -უბრალოდ დავიღალე... -ჰო და ეს ჭიქა დადგი და დაიძინე!-ჭიქა გამოაცალა თითებიდან და მაგიდაზე დადგა. -ხელი გაუშვი და თავი დამანებე!-ისევ მოიყუდა ჭიქა და ერთ ყლუპში ჩაცალა. -რაში მადანაშაულებთ?-დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. -იმაში,რომ არ გვაძლევ უფლებას დავეხმაროთ. -ესეიგი არ სჭირდება თქვენი დახმარება... -რა მარტივია ცხოვრება!-ირონიული ღიმილით დაეფარა სახე. -ჩემთვის განსაკუთრებით. -თავი მსხვერპლად ნუ მოგაქვს რა! -გითხარი დადგი მეთქი ეგ დედაატირებული ჭიქა! ხომ ხედავ,ზიზღით გავსებს! -ზიზღით?-გაეცინა-არა,ეგ ბოღმაა! დაბოღმილი ვარ. მშურს შენი,იმიტომ რომ ყოველთვის მარტივად იკიდებ ადამიანებს ფეხებზე! არ იცი რას გრძნობს კოკა და ამბობ,რომ ჩვენი დახმარება არ სჭირდება! არ იცი,რომ უკვე თვენახევარია კოკაზე ფიქრით ღამით ვერ ვიძინებ და მეუბნები რომ დავიძინო! არ იცი როგორ მჭირდება ეს წყეული სასმელი რომ ოდნავ გავბრუვდე და მიბრძანებ რომ ჭიქა დავდგა! არ იცი რომ ჰაერივით მჭირდება ახლა კოკას ნახვა და არ მაძლევ იმის საშუალებას რომ ვისუნთქო! არ იცი როგორ გვჭირდება ჩვენ,რომ მას დავეხმაროთ და არ გვაძლევ ამის უფლებას! არ იცი ამ ყველაფრის მიუხედავად რამხელა სიყვარულს ვგრძნობ შენს მიმართ და მეუბნები რომ ზიზღით ვარ სავსე! ყოველთვის მხოლოდ შენი მხრიდან უყურებდი ყველაფერს,ყოველთვის მხოლოდ შენს თავზე ფიქრობდი! არ გინდა გვითხრა მისი ადგილსამყოფელი მხოლოდ იმიტომ,რომ მასთან შენი სიტყვა არ გატყდეს! მხოლოდ შენი მხრიდან ნუ უყურებ ამ სამყაროს გიორგი,მხოლოდ შენი მხ.... -გეყოფა! სანამ კიდევ რამე სისულელეს იტყვი დაამთავრე! -თვალებიდან ნაპერწკელს ჰყრიდა -ყოველთვის გაურბოდი რეალობას... -რომელ რეალობას? იმ რეალობას,სადაც კოკა ეტლზეა მიჯაჭვული? იმ რეალობას, სადაც ‘ჩვენ' დავიშალეთ? იმ რეალობას სადაც კოკას მიმართ სიბრალულს გრძნობთ? იმ რეალობას სადაც მე მადანაშაულებთ იმაში,რომ კოკას მარტო ყოფნა უნდა? არ გეუბნებით,ჰო,არ გეუბნებით მის მისამართს მხოლოდ იმიტომ,რომ მისი დანახვისას ცრემლებს გადმოყრით! მას თქვენი ცრემლები არ სჭირდება გაიგე? არ სჭირდება თქვენი სიბრალული! ისედაც გაცრეცილია,ისედაც დაპატარავებულია,თქვენი ეგეთი ცრემლიანი თვალები სულ გააქრობს იმ ბიჭს და მაგიტომ არ გეუბნებით სად არის! თქვენს ზლუქუნს და ბლაზვას ვერ აიტანს,იმ წამსვე ჩამაკვდება ხელებში! იცი ახლა როგორია? ნაცრისფერია,ძვალზე გადაკრული ტყავია,ამდენი ხნის მანძილზე წვერი არ გაუპარსავს,თმა არ შეუჭრია...აი ასეთი ახლა კოკა!-ცხვირწინ აუფრიალა ფოტო,სადაც თვითონ და ეტლს მიჯაჭვული ვიღაც ბიჭი იყვნენ გამოსახულნი.-აი ეს სიმახინჯეა ახლა კოკა! ორჯერ გამოვაცალე სიკვდილს ხელიდან! ამ ორი თვის მანძილზე,უკვე ორჯერ თქვა უარი,ორჯერ დანებდა…რა გინდათ? მე რას მთხოვთ? რეალურად ყველანი ეგოისტები ხართ! მისი ნახვა მხოლოდ იმიტომ გინდათ,რომ ეს თქვენ გჭირდებათ. მხოლოდ იმიტომ გინდათ მისი ნახვა რომ სულები დაიწყნაროთ. გაინტერესებთ როგორ არის? მკვდარია! აღარ არის ის კოკა რომელსაც თქვენ იცნობდით,მორჩა! ახლა კოკა სიკვდილის განსახიერებაა,ეტლს მიჯაჭვული დეპრესიაა,ტკივილია,უიმედობაა,დანებებაა! -რატომ არის ასეთი?-ამღვრეული თვალებით დასცქეროდა ფოტოს.-არ ვიტირებ გეფიცები,არ ვიტირებ,ოღონდ ხვალ მასთან წამიყვანე რა!-ფეთიანივით იმშრალებდა ცრემლებს. -არა. -და მეც რომ დავნებდე? ჩემში დაგროვილ ამდენ მონატრებას და ტკივილს რომ ვერ გავუძლო? მეც რომ ავიღო დანა და ვენები გადავიხსნა? მერე მეტყვი? -ერთ წამს მეუბნები რომ ადამიანების ფეხებზე დაკი*ება შემიძლია,მეორე წამს კი შენი სიცოცხლით მეთამაშები?-ცინიკური ღიმილით მიუახლოვდა და გაწეწილი თმები სახიდან ნაზად გადაუწია. -მე მთვრალი ვარ. -რითი? -ისეთი მთვრალიც არ ვარ რომ გითხრა შენი სიყვარულით მეთქი!-გაეცინა და ოდნავ მოშორდა გიორგის. -ჰო,არ მითხრა... -ისე,ჩემი სიცოცხლე რამედ გიღირს?-ცალი თვალი მოჭუტა და ცხვირი შეჭმუხნა. -შეიძლება კი,შეიძლება არა.-მხრები აიჩეჩა. -პირდაპირობა გიყვარდა ყოველთვის,ახლა რა მოხდა?! -დრო გადის,ადამიანები კი იცვლებიან... -ძალიან მეძინება.-ხელები კისერზე შემოჰხვია და თავი გულზე დაადო.-ფეთქავს,თან ძალიან ჩქარა. -გეძინება.-წელზე შეუცურა ხელი,მეორე ფეხებქვეშ ამოსდო და წამში ააფრიალა მოდუნებული სხეული. საწოლზე დააწვინა და ჩამოყრილი თმები სახიდან ისევ გადაუწია.-შენი სიცოცხლე ჩემსაზე ძვირფასია.-შუბლზე აკოცა და კარისკენ ფეხაკრეფით დაიძრა. -გავიგონე.-ამოიბუტბუტა ელენემ. -ვიცი. **** შუა ღამით გოგოჭურების სიმშვიდე პატარა თომას ტირილმა დაარღვია. -ქეთო,მიხედე რა!-ამოიზმუვლა თორნიკემ. -დღეს შენი ჯერია. -გთხოვ რა... -წინაზე ხომ გითხარი ბოლოა მეთქი? -ჰო კარგი.-ბუზღუნით წამოდგა საწოლიდან,შარვალია ამოიცვა და შვილის საწოლს დაადგა თავზე. გახარებულმა ბავშვმა მაშინვე შეწყვიტა ტირილი და მამას გაცისკროვნებული ღიმილი აჩუქა. -ისე მიღიმის გეგონება მე ჩავისვარე!-გაეცინა ბიჭს და მერე სახედამანჭულმა ამოიყვანა საწოლიდან. საფენი ძლივს გამოუცვალა,ძველი გადააგდო და კვლავ აიტაცა შვილი ხელში. -ეს რა დაგვიმუღამე?!-სასაცილოდ შეკრა წარბები,სანაცვლოდ კი შვილმა ისევ გაუღიმა.-რომ გაიზრდები რაგბზე შეგივან. -არც იოცნებო!არ მინდა მე ხარი სახლში.-გამოეპასუხა ქეთა. -გაიგე რა თქვა? ხარიო.-სიცილით დახედა გულზე მიხუტებულ წერტილს.-ეს როგორ გავზარდოთ ქეთო? ნახე როგორი პატარაა! -მოდი აქ დააწვინე.-აციმციმებული თვალებით ახედა ქმარ-შვილს და საწოლზე ადგილი გაათავისუფლა. -არა და მე მეჩხუბებოდი სულ ახლოს არ გყავდესო... -არაუშავს,გამონაკლისები შეიძლება.-გაკრეჭილმა გამოართვა შვილი და ორივე ლოყა დაუკოცნა.-რა ტკბილია! -როგორი ბედნიერი ვარ!-გაბადრულმა მოჰხვია ხელი ცოლს და შვილიც მასთან ერთად ჩაიკრა გულში. *** -როდის უნდა შეეშვა მაგ პარკების თრევას?-სააბაზანოდან გამოგორდა კოკა.-ხომ იცი,რომ მაინც ვერაფერს დავაკარებ პირს. -ისედაც ვერ მიტანენ და რომ გაიგონ შიმშილით მოგკალი,მეც შენთან ერთად დამაყრიან მიწას. -როგორ არიან? -უშენოდ.-მოკლედ უპასუხა,მაგრამ ყველაფერი გასაგები იყო. -გუშინ ვფიქრობდი... -რაზე?-იმედის სხივი გაუკრთა თვალებში. -ყველაფერზე.ვიფიქრე ხომ არ დავბრუნდე მეთქი,მაგრამ მერე გამახსენდა რომ ჩემით ვერ დავბრუნდები და შენთან დარეკვა დამეზარა.-ხუმრობის ხასიათზე იყო. -ანუ დაბეუნება გინდა?-ჩაეღიმა გიორგის. -წამოსვლა არც მინდოდა,მაგრამ მჭირდებოდა. ახლა მინდა დავბრუნდე,მაგრამ არ შემიძლია. -მე წაგიყვან.-მხრები აიჩეჩა. -მაგას არ ვგულისხმობ.-გაეცინა.-ვერ დავენახები ასეთი. სარკის წინ ვიჯექი გუშინ და ერთი საათი ვუყურებდი ასე უაზროდ. ვეძებდი ყველა იმ დეტალს რაც შეიცვალა და მივხვდი რომ სახეზე მხოლოდ წვერი მაქვს გაზრდილი,აი შიგნით...შიგნით არ ვიცი რა ხდება,ვერ დავინახე,სარკეში არ გამოჩნდა. -მოეშვი ფილოსოფოსობას!-მხარზე მიარტყა ხელი და მეგობრის გამხიარულებას შეეცადა,თვითონაც რომ არ დასტყობოდა როგორი ქარიშხალი უტრიალებდა სულში.-ელენემ მთხოვა მასთან წამიყვანეო... -რატომ არ ამოიყვანე?-ირონიულად ჩაიღიმა. -არ მინდოდა თავისი საქმეები გადაედო ამ უაზრობისთვის,ვუთხარი რომ შაბათ-კვირას ამოვიყვანდი. -არ მოიყვანო რა! -რატომ არ უნდა მოვიყვანო? ან საერთოდ არ გეყო ჩვენგან დასვენება? ორი თვე საკმარისი არ არის იმის გასააზრებლად რომ მაგ სი*ობაზე მხოლოდ შენი უაზრო აკვიატების გამო ზიხარ? გამომყევი,მიეთრიე ვინმე ექიმთან,იწვალე ერთი თვე,ერთი წელი,ათი წელი და დადექი ბოლოს ფეხზე. სარკეში რომ უყურებდი შენს თავს, ძაან დაგევასა ეგ სკამი? გიხდება? რა დრამებს დგამ? გგონია მთელი ცხოვრება ასე საყვარელივით ამოგაკითხავ თავისუფალ დროს,ერთი-ორი საათი გავჩერდები და წავალ? -არ ვიცი...-ამოიხრა.-მეშინია რა... მეშინია რომ ასეთს ვერ შემეგუებიან,ვეღარ მეხუმრებიან ისევ ისე,რაღაცების თქმა მოეროდებათ,ყოველთვის ეცდებიან რომ სიტყვები სწორად შეარჩიონ... -ვინ?-მთელ ხმაზე გადაიხარხარა.-ვის მოერიდება შენი,თორნიკეს? ანას? ქეთას? ლუკას? ელენეს? ვერ კი არა,არ შეგეგუებით ეგეთს,გაიგე? ჩვენ თუ არავინ,ელენე მაინც არ მოგცემს იმის უფლებას რომ ჩვენ ფეხზე დგომისგან წელში გავწყდეთ და შენ ეგრე იჯდე ხოლმე მანდ. -წვერს ავიპარსავ მაშინ ცოტას... -და? -და წამოვალ.-აციმციმებული თვალებით ახედა გიორგის და ისევ სააბაზანოში შეგორდა.-მოდი აქ,ვერ მივწვდები!-ყვირილით იხმო ძმაკაცი. **** -ანა ნერვებს ნუ მიშლი რა,ძალიან გთხოვ!-უკვე მერამდენე დღეა უბღვერდა ცოლი. -რა გიშლის ნერვებს,სახლში რომ ვარ? -ეგრე უაზროდ რომ ხარ რაღაცაზე გაბრაზებული და არც მეუბნები რაზე. -უაზროდ?-წარბები აწკიპა და ოდნავ წამოიწია.-გითხარი გოგო გვეყოლება მეთქი,ჯერ ვითომ გაგიხარდა და მერე ისეთი საცოდავი ხმით თქვი ნეტა ბიჭი როდის უნდა გვეყოლოსო მეც და სალომემაც თავი უხერხულად ვიგრძენით. -მაგის გამო მიბღვერ ამდენი ხანია?-გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. -ა,არაფერია? დამნაშავე არ ხარ? -ჯერ ერთი მე ეგ იმიტომ არ მითქვამს,რომ გოგო არ მინდა! და მეორეც,ვინ გადაწყვიტა რომ სალომე უნდა ერქვას? -შენ ხომ გოგო არ გინდა და ესე იგი მარტო ჩემი შვილია,ჰო და სახელიც მე შევურჩიე! -სალომე არა,მზევინარი დაარქვი ბარემ! -სალომეს რას უწუნებ? -მზევინარს რას ერჩი? -კითხვას ნუ მიბრუნებ! -უაზრობებზე ნუ მებუტები და ბავშვს სალომეს ნუ არქმევ! -ხმას ნუ უწევ! -თვალებს ნუ მიქაჩავ! -ვისტრესები! -მე არ ვისტრესები? -არა! -კი. -იცოდე სახლიდან გაგაგდებ! -რომელი სახლიდან? ჩემი სახლიდან? -ჩემი და შენი რამ გაჰყო? -ხო და ბავშვი ჩემიცაა! -ის ბავშვი არ არის,შვილია! -და სალომე არ ჰქვია! -ვიცოდი რომ ვერ იტანდი მაგ სახელს და მაგიტომ გითხარი.-გაეკრიჭა ქმარს.-რას დაეყუდე მანდ? მოდი და ჩამეხუტე! -იმხელა მუცელი გაქვს არამგონია მოვახერხო.-უღრენდა ბიჭი. -მოდი,მოდი გვერდიდან ჩამეხუტე.-საყვარლად გაიშვირა ხელები და ლუკაც დანებდა,უძლური იყო ამ მზერის წინაშე. **** -გამარჯობა გიორგი.-ელენეს აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა და უხერხულად ჩაახველა. -რომელი ხარ? ელენე სად არის? -ალექსანდრე ვარ,ელენეს ტელეფონი ჩემს კაბინეტში დარჩა,ახლა დაკავებულია თორემ დაგალაპარაკებდი. -გასაგებია,რომ დაუბრუნებ გადაეცი რომ დავურეკე.-კბილებს შორის გამოსცრა და გათიშა. ცოტა ხანშკ კარზე კაკუნის შემდეგ ოთახში ელენე გამოჩნდა. -მთელი დღეა ტელეფონს ვეძებ,მგონი შენთან დამრჩა.-დაღლილი ჩამოჯდა ალექსანდრეს წინ.-ალექსანდრე! -რა? -ეგრე რატომ მიყურებ?-გაეცინა. -როგორ? -არ ვიცი...კარგი დაივიწყე. -აქ დაგრჩა ტელეფონი. -მერე აქამდე არ უნდა გეთქვა?-წამში გამოსტაცა ხელიდან.-ხომ არავის დაურეკავს? -არა. -კარგი გავედი მე,ჩაწერილები მომაკითხავენ ცოტა ხანში და მზად უნდა დახვდე. -წარმატებები.-თვალი ჩაუკრა და ღიმილით გააცილა ფარფატა გოგო. **** -მამაა!-სათამაშოებს მაშინვე გაუშვა ხელი და იმწამს გამოჩენილ გიორგის მიახტა. -დაემშვიდობე ყველას და წავედით.-ლოყაზე მიაკრო ტუჩები შვილს. -ნახვამდის.-ხელი დაუქნია აღმზრდელებს და მამამისს გაჰყვა. -ვიყიდოთ რამე? -არა,ვჭამე უკვე. -მაშინ სახლში წავიდეთ და სიურპრიზს დაგახვედრებ!-თვალი ჩაუკრა. -რა სიურპრიზს? -მივიდეთ და ნახავ. -ოოო,კარგი.-ტუჩები გაებუშტა,მაგრამ წამში გადაერთო სხვა თემაზე და მამას მთელი დღის ამბები ჩამოურაკრაკა,გიორგიც ბედნიერი უსმენდა შვილის ტიტინს. სახლში ასვლამდე მაინც შეიარეს მაღაზიაში და სასუსნავები გაიყოლეს. -აბა,ჩამოხტი ახლა და კარი გააღე.-კისრიდან ჩამოსვა ქალიშვილი და სახლში შევარდნილს უკან აედევნა. -ეს კოკაა?-ნათლიის დანახვისას გახარებული ჰაერში შეხტა და მერე ბიჭისკენ გაიქცა.მოურიდებლად ჩაუსკუპდა კალთაში და გულზე აეკრო. -როგორ მოენატრე ნათლიას!-მკლავები შემოჰხვია ნათლულს და მაგრად ჩაიკრა გულში. -სად იყავი? იცი რომ მენატრებოდი?-უსაყვედურა ნათლიას. -მეც ძალიან მენატრებოდი! -ისევ უნდა წახვიდე სადმე? -სად უნდა წავიდე,ხომ ხედავ ფეხები მიბმული მაქვს!-თმაზე ჩამოუსვა ხელი და გაუცინა. -ვინ მიგიბა? -მამაშენმა. -რატომ? -იმიტომ რომ ელის ძალიან მოენატრე და აღარსად წახვიდეო. -ჰო და მართალია,არც მე გაგიხსნი! -არ გამიხსნა ჰო...-ლოყაზე აკოცა და ისევ მოჰხვია მკლავები.-მინიმუმ ამისთვის ღირდა წამოსვლა-ბედნიერმა ახედა გიორგის. -ჯერ სად ხარ,მთავარი კიდევ წინ არის! ელისთან ერთად ერთობოდნენ ელენე რომ დაბრუნდა სახლში. სახეზეც ეწერა როგორი განადგურებული იყო. ბიჭებს დაღლილი ხმით მიესალმა და თავისი ოთახისკენ წავიდა,მერე გაიაზრა ვინ დახვდა სახლში და კარებში გაშეშდა. დაპროგრამებულივით მოტრიალდა და ხან გიორგის უყურებდა ხან კოკას. მერე თვალები დახუჭა,გახელა არ უნდოდა,რადგან ეგონა რომ კოკა გაქრებოდა,მაგრამ ისევ იქ დახვდა. -არ მელანდები? -ნწ.-ღიმილით გააქნია თავი და დაელოდა როდის ჩაეხუტებოდა. არც შემცდარა,რამდენიმე წამში გაჩნდა მასთან და წვრილი ხელები კისერზე შემოჰხვია. -გაბედე და ისევ გაგვექეცი!-ზურგზე დაჰკრა მუშტი.-მე თვითონ მოგკლავ! -წელსზემოთაც ნუ გამაშეშებ,მომშორდი ახლა!-სიცილით მოიცილა გოგო. -მართლა გეუბნები,ვეღარ გავუძლებ რომელიმე რომ წახვიდეთ!-ხმა გაებზარა და ტუჩები აუთრთოლდა. -მოხდა რამე?-მხოლოდ ახლა ამოიღო ხმა გიორგიმ.-ფერი არ გადევს,ცუდად ხარ?-გაფართოებული თვალებით უყურებდნენ ელენეს,რომელიც ცრემლებს ვეღარ იტევდა. -გაფრინდა გიო,სულ პატარამ დატოვა თავისი სახლი. ჯერ ადრე იყო...- მუხლები მოკეცა და ხელები შემოჰხვია.-ვუყურებდი როგორ უმჯობესდებოდა მისი მდგომარეობა და მეც მოურიდებლად ვაძლევდი იმედს მის მშობლებს,მეც მათთან ერთად მიხაროდა...დღეს გული გაუსკდა,მისმა პატარა გულმა ვერ გაუძლო. ჩემი თვალით ვნახე როგორ აკვდებოდნენ ერთმანეთს ხელებში მისი მშობლები,მე კი ვერ ვუშველე. ექიმი ვარ,მაგრამ ვერ ვუშველე პაწაწინა გოგოს,ვერც მის მშობლებს... იქნებ არ უნდა მიმეცა მათთვის იმედი,არ უნდა მეთქვა ცოტა ხანში აქედან ჯანმრთელს წაიყვანთ მეთქი,იქნებ ასეთი მტკივნეული არ ყოფილიყო არც ერთი ჩვენგანისთვის... -ელ,ნუ ტირი რა!-ელი მივიდა მასთან და მხარზე დაადო თავი. ცოტაც და თვითონაც ატირდებოდა. ცრემლები შეიმშრალა და პატარა გოგოს შემოჰხვია ხელები.უბრალოდ ჩაეხუტა მაგრამ ხმას არ იღებდა. ელის გულისცემა იყო მისთვის სიცოცხლის წყარო,ჩიტების გალობა,ყველაზე ტკბილი მელოდია. ნელ-ნელა დაწყნარდა,აღარც ცრემლები მოსდიოდა,აღარც სხეული უთრთოდა. -ხელ-პირს დავიბან და მოვალ.-ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში გაუჩინარდა.ონკანს დაეყრდნო და თავი ჩახარა,ისევ დაუსველა სახე ცრემლებმა. მერე სახეზე წყალი შეისხა,ღრმად ჩაისუნთქა და გარეთ გავიდა. წინ კარების ჩარჩოზე მიყუდებული გიორგი აესვეტა. -მოხდა რამე?-ვერ მიხვდა ასე რატომ უყურებდა. ბიჭმა თვალები დააწვრილა,მერე ჩაიცინა და გვერდი აუარა.-მოხდა რამე მეთქი?-შეაჩერა. -ალექსანდრემ გიკითხა,რომ მოიცლის გადმომირეკოსო. -მართლა?-მაშინვე მოიქექა ჯიბეები და ტელეფონი ამოიღო. -არა. -რა არა? -მართლაო? და არა მეთქი. -რას მეთამაშები?-წარბები შეკრა. -მხოლოდ ერთი ზარი გთხოვე,დრო რომ გექნება გადმომირეკე მეთქი და ესეც კი არ გააკეთე. -რა ზარი,რაზე ლაპარაკობ? -ა,არ გითხრა შენმა ალეკომ? გიორგიმ მაშინ დაგირეკა ტელეფონი რატომღაც ჩემს კაბინეტში რომ დაგრჩა და მთხოვა შენთვის გადმომეცა რომ საქმე ჰქონდაო? -არ ვიცი რაზე ლაპარკობ. -არაუშავს,აღარ აქვს აზრი. -ეგრე ზიზღით რატომ ლაპარაკობ ალექსანდრეზე?-ხელები გულთან გადაიჯვარედინა. -მაპატიე,შენს მსგავსად, დიდი სიძლიერით რომ ვერ მიყვარს... -ეჭვიანობ?-სახე დაემანჭა ელენეს. -დიდი ხანია ჩვიდმეტი წლის აღარ ვარ.-კბილებს შორის გამოსცრა. -შენი საქციელიდან კი სულ სხვა რაღაც ჩანს. ბავშვივით იქცევი,ძალიან პატარა ბავშვივით. -ნამდვილი მამაკაცო გყავს საავადმყოფოში და წადი იმასთან.-თვალი ჩაუკრა და ეცადა გასცლოდა. -არ გაქვს უფლება,გაიგე? არ გაქვს უფლება რომ ისევ ეჭვიანობდე! დიდი ხანია ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა და ეს შენი დამსახურებაა,შენ დაასრულე ყველაფერი! მე შენი სათამაშო არ ვარ,როცა გინდა მაშინ რომ ჩაავლო ხელი და როცა მოგბეზრდება ნაგვის ყუთში მოისროლო! -მე შენთვის ხელი არასდროს მიკრავს.-ამოისისინა და თვალებიდან ნაპერწკელი გაყარა. -ა,არა? მარიამში არ გაგიცვლივარ? არც ცოლად მოგიყვანია და არც შვილი გყავს მისგან? მე გიღალატე? მე ვარ ახლა მარტოხელა დედა? -გასაგებია ელენე,გასაგებია... მართალი ხარ,გაქვს უფლება დაიწყო ახალი ცხოვრება. შეიძლება მართლა გიყვართ ერთმანეთი. თან რამხელა საერთო გაქვთ... ბედნიერები იქნებით,მთელი დღე სამსახურში ერთად,მერე სახლშიც ერთად,საყვარელ ადამიანთან ახლოს ყოფნაზე მეტი ბედნიერება კი რა შეიძლება იყოს?!მგონი არაფერი.-მხრები აიჩეჩა და ამჯერად მოახერხა წასვლა. -ვერ გიტან.-ამოიჩურჩულა თავისთვის და კოკასთან გავიდა. -ელი სად წავიდა? -თავის ოთახში შევიდა,დაიღლებოდა.-გაეცინა კოკას. -ძალიან საყვარელია.მგონია რომ მის გარეშე ვერ გავძლებ,უკვე იმდენად შევეჩვიე... -შენ და გიორგი რატომ ვერ ურთიერთობთ? -როგორ ვერ ვურთიერთობთ,ერთ სახლში ვცხოვრობთ ბოლოს და ბოლოს. -მაგ ურთიერთობას არ ვგულისხმობ,შენც კარგად იცი. -არ ვიცი,დაბნეული ვარ. სიმართლე გითხრა იმდენად წარმოუდგენელი მგონია არც კი ვფიქრობ მაგაზე. -ის უფრო წარმოუდგენელია თქვენი გზები რომ გაიყაროს. -უკვე გაიყარა,თან არაერთხელ. -მაგრამ სამუდამოდ არც ერთხელ.-ნიშნისმოგებით გაუღიმა.-გიყვართ ერთმანეთი,ეს ცხადზე ცხადია. -მიყვარს,რა თქმა უნდა მიყვარს. -აბა თავს რატომ იკავებ? ქალი ხარ და თავს იფასებ?-გაეცინა.-ხომ იცი რომ შენი ერთი ღიმილიც და შენია! -არ ვიცი როგორ მიყვარს. მის დანახვაზე ვერ ვგრძნობ იმავე მუხტს რასაც ალექსანდრეს შემთხვევაში. -აი აქ დაგვენ*რა ყველას ერთიანად!-შუბლი შეჭმუხნა და ხელით მოისრისა.-ის აჩკარიკა ტო?გიორგის მერე ეგ ალეკო? სერიოზულად? -არ არის ალეკო ეგ ბიჭი და ნუ შეჭამეთ!-გაეცინა. -ერთ რამეს გეტყვი და დაიმახსოვრე. გიორგისთან მთელი ცხოვრება გაკავშირებს,ერთმანეთი ზეპირად იცით. მან იცის როგორი ხარ როცა რაღაც გიხარია,როცა გწყინს,როცა გტკივა,როცა დახმარება გჭირდება,რცცა რაღაცის გეშინია,როცა გაბრაზებული ხარ. უსიტყვოდ ხვდება როდის რა გჭირდება. ერთ დროს გიორგის დანახვაზე პეპლებს კი არა მთელ ამაზონს გრძნობდი,მაგრამ მერე ეგ ყველაფერი გაქრა და დაგრჩათ ის რაც ახლა გაქვთ,მაგრამვ ერ ხედავთ.უამრავი მოგონება გაკავშირებთ ერთმანეთთან,რომლის გამოც ერთმანეთზე ვერასდროს იტყვით უარს. როდესმე მაგ ალიკასთანაც გაქრება ყველა ეგ პეპელა და საბოლოოდ დაგრჩებათ არაფერი,ადგება და წავა თავის გზაზე. ვნებასა და სიყვარულს შორის იმდენი განსხვავებაა მთელი დღე დამჭირდება მათ ჩამოსათვლელად.ვნება დროებითი გრძნობაა,აი სიყვარული კი...სიყვარული ადამიანის უკანასკნელი თავშესაფარია.წარღვნა რომ დაგვატყდება თავს,მხოლოდ საყვარელი ადამიანი იქნება ჩვენი ნოეც და მისი კიდობანიც. -მაგრამ ჩვენი კიდობანი ვერ იქნება ისეთი გამძლე როგორიც ნოესი იყო.-შემოსასვლელის ჩარჩოს მიეყრდნო გიორგი.-არავის აქვს უფლება არჩევნის გაკეთებაში ხელი შეგიშალოს. ბინის ძებნა დავიწყე,მალე გადავალთ და კოკაც ჩვენთან გადმოვა. დარწმუნებული ვარ ძალიან არასასიამოვნოა ეს ფაქტი ალექსანდრესთვის,მაგრამ ნუ ღელავ,პრობლემას არ შეგიქმნით... -გიორგი!-თვალები აემღვრა ელენეს. -ასე ჯობია. რაღაცის თქმას აპირებდა კარზე ჯერ კაკუნი და მერე ბრახუნი რომ ატყდა. კარის გაღება არ აცადა ისე შემოვარდა ოთახში ანა და ქარიშხალივით დატრიალდა. -საქონელო! სად ჯანდაბაში ეგდე? რა კარგია ცხოვრება,დავიკიდებთ ყველაფერს ფეხებზე და ავორთქლდებით ისე,რომ არავის აზრს არ გავითვალისწინებთ,მერე მოგვეპრიანება და მოულოდნელად გამოვეცხადებით! იცი მაინც როგორ ვიყავით უშენოდ? რომ დაჰკარი ეგ ბორბალი და გაგორდი,სად მიგორავდი? რას გვემალებოდი? შენზე ნერვიულობით ლამის ბავშვი გავაჩინე!-დოინჯით იდგა კოკას წინ და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. -ნუ ამოყარე გლანდები,გჭირდება.-მშვიდად მიუგო კოკამ და მერე გაუცინა. -აღარსად გაგორდე თორემ სულ დაგიხსნი მაგ ბორბლებს!-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი და მერე მოეხვია. -შენი ქმარი გამხდარი მეჩვენება და რას შვრები,მის საჭმელსაც შენ ჭამ?-იმწამს შემოსული ლუკა აათვალიერა. -გამხდარი? ეს არის გამხდარი? შეხედე რამხელაა! -შენ ორი მაგხელა ხარ. -ხმა ჩაიგდე თორემ გაგიშვი მოუსვლელში!-თვალები დაუბრიალა. ****** ყველაფერი ნელ-ნელა თავის ადგილს უბრუნდებოდა. ისევ იკრიბებოდნენ მაქსიმალური სიხშირით და ყველაზე ძვირფას დროს ერთმანეთს უთმობდნენ. აღარც კოკას უცდია სიკვდილთან ჯვრისდაწერა, მისი ოჯახის თითოეული წევრი აძლევდა მას ძალას იმისთვის,რომ სარკეში დანახვისას საკუთარი თავი არ შესცოდებოდა. მართალია თერაპიაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა,მაგრამ აღარც სიცოცხლეზე ამბობდა უარს. პირველი ორი მანქანაც გაყიდეს და ნაშოვნი ფული დაინაწილეს,დარჩენილი კი დააბანდეს და მათ მცირე ბიზნესს საფუძველი ჩაუყარეს. გიორგი ელენეს აღარ უყურებდა ისე,როგორც ადრე. სრულიად შეიცვალა მის მიმართ და თავის შორს დაჭერას ცდილობდა. მიუხედავად იმისა,რომ იცოდა ყველასთვის ასე აჯობებდა მაინც თავს იკავებდა სხვაგან გადასვლისგან,არა და ბინა უკვე ნაპოვნი ჰქონდა. რაღაც არ აძლევდა იმის საშუალებას რომ წასულიყო და ელენე ვინმესთვის დაეთმო. აი ასე,არც მიდოდა,არც მოდიოდა. *** -როგორ ხარ?-ყურებამდე გაღიმებული მიესალმა კლინიკაში შემოსულ ახალგაზრდა გოგოს და ლოყაზეც აკოცა. ადრინდელთან შედარებით ახლა აშკარად არ ესიამოვნა ელენეს ალექსანდრეს შეხება. -ძალიან ბედნიერი ვარ.-მანაც გაუღიმა. -ხდება რამე? -დღეს კოკას მოიყვანს თორნიკე და მინდა მაკოსთან შევიყვანო. -საბოლოოდ დაგთანხმდათ?-ელენეს სიხარული გადაედო მასაც. -დათანხმებით არ დაგვთანხმებია,მაგრამ მოინდომა იმის გაგება თუ რა გზის გავლა მოუწევს იმ შემთხვევაში თუ დაგვთანხდება. -გასაგებია და ყავაზე რას იტყოდი?-თმაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი. -უამრავი საქმე მაქვს,ამიტომ უნდა გაგექცეთ ბატონო ალექსანდრე!-ლოყაზე აკოცა და სწრაფად გასცილდა მამაკაცს. ქაღალდებში იყო თავით ჩარგული თორნიკემ რომ შეაჭრა კოკასთან ერთად. -მობრძანდით ბატონებო,მობრძანდით! -გიტოვებ ბავშვს და რომ მორჩებით დამირეკეთ წავიყავან!-სიცილით გადაუსვა კოკას თავზე ხელი და კაბინეტიდან გავიდა. -წამიყავნ იმ შენს მაკრინესთან თუ ვიჯდე ასე? -წამოგორდი,წამოდი!- ღიმილით გაუძღვა დერეფნის ბოლოსკენ და ერთ-ერთ კართან შეჩერდა.-შემოგყვე თუ შეგორდები? -ძალიან ნუ დამიმუღამეთ თქვენ ეგ სიტყვა და რომ გიცინით თავში ნუ აგივარდათ! არ მჭირდება შენი შემოყოლა,მე თვითონაც შევგორდები.-გადაიხარხარა და მერე კარზე დააკაკუნა. ელენემ კარი გააღო და ჯერ კოკა შეუშვა,მერე თვითონ მიჰყვა. კაბინეტში წითური,დაახლოებით მათი ასაკის გოგო დახვდათ,რომელსაც ნაზი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. -მაკო,მოვიყვანე ჩვენი ეტლზე ამხედრებული პრინცი და აბა შენ იცი,ყველაფერი არ უთხრა რომ დათანხმება შევძლოთ! -არ იღელვო,ავუგებ კოშკებს და ეგონება არიქა მეშველაო.-გაუცინა ელენეს და მერე კოკას გახედა. -მაპატიეთ ლამაზმანებობ მაგრამ ხეიბარი ვარ,ყრუ არა. -რას ამბობთ?-თვალები გაუფართოვდა ჟღალს.-კარგი გადი ელ,სანდო ხელშია! ღიმილით გააცილა მეგობარი და ახალგაზრდა მამაკაცს მიუტრიალდა. -მოკლედ გარანტია უნდა მქონდეს იმის რომ აუცილებლად გამომყვები.-მაშინვე მოირგო საქმიანი იმიჯი.-მექნება? -კი.-თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად.-უფრო სწორად არ ვიცი. -გეშინია?-ირონიულად ჩაეღიმა. -წითურების ყოველთვის მეშინოდა!-სასაცილო გამომეტყველებით დაეთანხმა. -ჩემზე არ მიკითხავს.-მობეზრებულად აატრიალა თვალები. -თუ არ მკითხავ არ უნდა გითხრა ხოლმე?! -მაქვს გარანტია თუ არა? -მე მაქვს გარანტია რომ ფეხზე დავდგები? -თუ გამომყვები კი! -მაშინ კიდევ ერთი გარანტია მჭირდება...-ეშმაკური ღიმილით ახედა გოგოს. -რა გარანტია?-დაინტერესდა. -ჯერ ავდგე და მერე გეტყვი.-თვალი ჩაუკრა და გაეკრიჭა.-აბა,რა გეგმა გვაქვს? -პირველ რიგში ფლირტს მოეშვი,გათხოვილი ვარ! -მართლა?-სახიდან ჩამოერეცხა ღიმილი. -არა.-გაუცინა და თავის მაგიდასთან მოკალათდა. ***** საქმეს ტელეფონის ზარმა მოსწყვიტა. -გისმენ ანუკი.-ღიმილით უპასუხა მეგობარს. -აუ ელ,რომ მოიცლი ახალი წლის საღამო ერთად დავგეგმოთ რა! -ჯერ რა დროს ახალი წელია ანა?-გაეცინა. -ოო,ერთი თვეა მხოლოდ დარჩენილი,მეტი ხომ არა? -კარგი,რომ მოვიცლი გამოგივლი და დავგეგმოთ. -კარგი,მიყვარხარ! -მაგისთვის დამირეკე? -ჰო. -კარგი გაბერილო,მეც მიყვარხარ!-ღიმილით მოიშორა ტელეფონი და იმწამს შემოსულ ალექსანდრეს ახედა.-რა ხდება? -ამ საღამოს გცალია? -არ ვიცი-მხრები აიჩეჩა.-რა ხდება? -სადღაც მინდა წაგ... -ბოდიში.-საუბარი ისევ ამღერებულმა ტელეფონმა გააწყვეტინათ.-გისმენ დალი დეიდა,როგორ ბრძანდებით? -მადლობა შვილო,მე მშვენივრად ვარ. -რამე ხომ არ გაწუხებთ? -არა ელო არა,ბებიაშენის გამო გირეკავ. -რა სჭირს ბებოს?-მაშინვე დაიძაბა და უამრავი რამის გაფიქრება მოასწრო რამდენიმე წამში. -რამდენიმე დღეა უკვე წნევები აწუხებს,კი მთხოვა არ უთხრაო მაგრამ მეშინია რამე სერიოზული არ იყოს. -ახლა როგორ არის? -დილით რომ გავუზომე მაღალი ჰქონდა,მერე წამალი დავალევინე და კი წამოვედი ცოტა რომ დაუწყნარდა სახე. -მადლობა დალი დეიდა,ამ საღამოს წამოვალ და მანამდე ყურადღება მიაქციეთ რა! -რად უნდა მაგას თხოვნა,მივხედავ აბა რას ვიზამ! -მადლობა დიდი!-ტელეფონი გვერდით გადადო და თავი ხელებში ჩარგო. -ხდება რამე? -ბებიაჩემია ცუდად,დალი ისეთი ქალია რამე სერიოზული რომ არ იყოს არ დამირეკავდა,მეშინია! -დაწყნარდი,ყველაფერი კარგად იქნება!-მხარზე ჩამოუსვა ხელი. -უნდა წავიდე რამდენიმე დღით რა! -ახლავე წადი თუ გინდა,ზემოთ მე ჩაგიწყობ საქმეს.-გაუღიმა. -ძალიან დიდი მადლობა!-კისერზე მოჰხვია ხელები,მერე ხალათი მოიშორა და კაბინეტიდან გავიდა. მაკოს კაბინეტის კარზე დააკაკუნა და კარი შეაღო. -მაპატიეთ მაგრამ კოკა უნდა წავიდე მე,ბებო ვერ არის კარგად და სოფელში მივდივარ რამდენიმე დღით,შენ თორნიკეს დაურეკე და გაგიყვანს. -მოიცა კაცო,რა სჭირს ლალის? -რა ვიცი,წნევა აწუხებსო დალიმ. -მეც ხო არ წამოვიდე? -არა შენ შენს საქმეს მიხედე. მარტო წავალ. -უთხარი რომელიმეს და წაგიყვანენ. -ვიზამ რამეს არ იღელვოთ. -მიდი და დაგვირეკე მერე! **** უკვე ბინდდებოდა სახლის წინ რომ გააჩერა მანქანა,პატარა ჩანთა საბარგულიდან ამოიღო და ჩქარი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ. კარი მოურიდებლად შეხსნა და მოფუსფუსე ქალს გაფართოებული თვალებით მიაშტერდა. -მოხვედი ბებო გენაცვალოს?!-ბედნიერი ღიმილით მივიდა და შვილიშვილს ჩაეხუტა. -აბა ცუდად არისო? -ცუდად ვიყავი ბებია,დაგინახე შენ და გავხდი კარგად!-გაუცინა ქალმა. -მოიცა ერთი წამით.-სკამზე ჩამოჯდა და ჩვეულებისამებრ ჯანზე მყოფ ქალს გაშტერებული უყურებდა.-აბა დალიმ მომატყუა? -კი მეუბნებოდა რას მათამაშებ ამხელა ქალსო მაგრამ ბოლოს მაინც დავარეკინე! -იცი როგორ შემეშინდა? არ გრცხვენია ბებო? ტყუილი რაში გჭირდებოდა? -მრცხვენია? კიდე მე უნდა მცხვენოდეს შე მაიმუნო? გახდა საქმიანი ქალი და სულ აღარ უნდა სოფელი და ბებია! -ისე რომ დაგერეკა არ ჩამოვიდოდი?-წყენა შეერია ხმაში. -ნუ მსაყვედურობ ახლა სისულელეებზე,მომენატრა ჩემი შვილიშვილი და მოვიყვანე ! ბოლოს მაინც ვერ შეიკავა თავი და მთელი ძალით ჩაეხუტა გამზრდელ ბებიას. -როგორ მიყვარხარ ლალიკო!-ღრმად შეისუნთქა ქალის ტკბილი სურნელი. -ხომ დარჩები რამდენიმე დღე? -სამი დღე დავრჩები მეტი ვერა,თორემ გამომაგდებენ მე! -სულ არაფერს სამი დღე მირჩევნია.-გაუცინა ქალმა. ჯერ ქალაქის ამბები მოაყოლა შვილიშვილს,მერე სათითაოდ გამოიკითხა ყველას მდგომარეობა,ანას ორსულობით დაწყებული კოკათი დამთავრებული. მერე თვითონაც მოუყვა ერთი-ორი ამბავი და დაღლილი შვილიშვილი დასაძინებლად გააცილა. ზუსტად თორმეტ საათზე ელენეს ტელეფონი აწკრიალდა და ძილ-ბურანში მყოფი გამოაღვიძა. -გისმენთ. -როგორც მივხვდი არ დაგიხედავს ნომრისთვის,ასე რომ გეტყვი,გიორგი ვარ. -ხმაზეც გიცნობდი.-ამოიბუტბუტა თვალებდახუჭულმა. -დაბადების დღეს გილოცავ ელ...-გიორგის შეცვლილმა,ხავერდოვანმა ხმის ტემბრმა ჟრუანტელი გამოიწვია მთელ სხეულში,სუნთქვა აერია და თვალებიც მაშინვე ჭყიტა. -მადლობა.-ძლივს ამოილუღლუღა.-მართლა ძალიან დიდი მადლობა, რომ არ დაგავიწყდა და თან თორმეტ საათზე მომილოცე. -საწოლზე წამოჯდა და ბედნიერს გაეღიმა. -თავს გაუფრთხილდი. -ნუ მემშვიდობები ...ალო?გიორგი?-გაკვირვებულმა დახედა გათიშულ ტელეფონს. იფიქრა ისევ ხომ არ გადავურეკოო,მაგრამ თავი შეიკავა და ბედნიერი ღიმილით მოჰხვია ბალიშს ხელები.-ნეტავ აქ იყო! ისევ აპირებდა დაძინებას ეზოდან რაღაცის სინათლე და ხმაური რომ შეიჭრა მის ოთახში.ტანსაცმელი სწრაფად ჩაიცვა და აივანზე გავიდა. ეზოში სამი მანქანა შემოსულიყო და ყველა მათგანიდან მისი მეგობრები გადმოიშალნენ. ბედნიერების ცრემლები ვეღარ შეიკავა და მოურიდებლად გადმოყარა. სწრაფად ჩაირბინა კიბეებზე და სანთლების ჩაქრობის შემდეგ ყველას სათითაოდ ჩაეხუტა. ყველა იქ იყო,ალექსანდრეც და მაკოც,მხოლოდ გიორგი და ელი არ იყვნენ. ყელში უსიამოვნო გრძნობამ წაუჭირა მარწუხები,მაგრამ ყურადღება ისევ იმ ადამიანებზე გადაიტანა მის გასახარებლად ამხელა გზაზე რომ წამოსულიყვნენ. ყველანი შიგნით შეიპატიჟა სადაც ლალის სუფრის გაშლა მოესწრო. -ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო?-გაკრეჭილმა მოავლო თვალი ყველას. -გეფიცები მე არაფერ შუაში ვარ ყველაფერი თომამ მოიფიქრა!-სიცილით ასწია ხელები კოკამ და თორნიკეს ხელებში განაბულ პატარას გახედა. -რამხელა სიმდიდრე ხართ!-ამღვრეული თვალებით უღიმოდა მეგობრებს და გული სწყდებოდა გიორგის რომ ვერსად ხედავდა. მოგვიანებით დაიშალნენ და თავიანთ სახლებში გადანაწილდნენ. ალექსანდრე,მაკო და კოკა მასთან რჩებოდნენ,ამიტომ სამივე მათგანისთვის ცალ-ცალკე ოთახები მოამზადა,დაემშვიდობა და თავის ოთახში ავიდა. თბილი პლედი მოიფარა მხრებზე და აივანზე,სარწეველა სკამზე ფეხმორთხმით ჩამოჯდა. ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია როგორ მიგორდა მასთან კოკა. -ამ შუაღამით რატომ არ გძინავს?-მისმა ხმამ გამოაფხიზლა. -ვერ დავიძინე. -რატომ? -სიხარულისგან.-მკრთალად გაიღიმა. -თერაპიაზე გთანხმდებით მხოლოდ იმ ჟღალი ალქაჯის გამო!-სწრაფად მიაყარა და ელენეს რეაქციას დაელოდა. -ერთი ნახვით შეყვარება კოკიი?-სიცილით გაახედა მეგობარს. -მეც ხომ მინდა ჩემი კიდობანი?! -შენ ყველაზე მეტად იმსახურებ მაგ კიდობანს. -რომ ვაკვირდები მის საქციელს,ლაპარაკის მანერას,ხურმობებს...მგონია რომ მე ვარ,ოღონდ ქალი.-უცნაური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. -გიპოვნია შენი კიდობანი და ეგ არის! -ჯადოსნური ეტლი ყოფილა!-სიცილით დახედა სავარძელს. -არ მოვა არა?!-რამდენიმე წუთის შემდეგ ელენემ დაარღვია სიჩუმე. -მოვა? მოვა კი არა საერთოდ მიდის! -სად?-დაძაბული წამოიწია სკამზე. -ბინა იპოვა და გადადის. -რას ნიშნავს გადადის? ისარგებლა ჩემი არყოფნით და სამი წლის ბავშვივით იპარება?-ბრაზისგან დაეჭიმა სხეული. -რა,არ იცოდი? -საიდან უნდა მცოდნოდა კოკა,ნუ მაგიჟებ! -მოიცა აბა...ფუ რა ნაბი*ვარი გიწევს გვერდზე ოთახში! პეპლები კი არა სულ მამონტების ჯოგი უნდა ატარო მაგის ბრტყელ თავზე!-კბილებს შორის გამოსცრა და კისერზე ძარღვები დაეჭიმა. -რა ხდება კოკა? -აღელვებისგან სუნთქვა გაუხშირდა,ხელები უკანკალებდა. -ეგ გამოსი*ებული ეგრევე დაადგა გიოს როგორც კი აქ წამოხვედი და ელენეზე მინდა ლაპარაკიო. ელენემ მთხოვა,მე გიორგის ამას ვერ ვეტყვი და უკეთესი იქნება თუ კაცი კაცს დაელაპარაკებიო...კაროჩე ისეთი რაღაც მოჩმახა რომ გიორგის თვალში მაგარი მშიშარა გამოგიყვანა,ვითომ მაგ ქლიავზე გეკეტებოდა ჭკუა მაგრამ გიორგის წარსულის პატივისცემის გამო ვერ ეუბნებოდი ამას და ამ ფაქტით შეწუხებული ალიკა მიადგა გიოს და გაუიასნა ყველაფერი. ისედაც ვერ იყავით ამ ბოლოს და გიომაც იფიქრა ხელს ვუშლი ახალი ცხოვრების დაწყებაშიო და მიებარგება საერთოდ შენი ცხოვრებიდან. აი ზუსტად იმ გამოთაყვანებულის გამო გვერდით ოთახში რომ ფშვინავს მშვიდად და ეგეთი არაკაცული საქციელით ცდილობს შენს ხელში ჩაგდებას! მოსმენილისგან შოკირებული და ერთ ადგილას გაშეშებული იჯდა. არ იცოდა რა უნდა ექნა,ვისთვის მოეთხოვა პასუხი. ალექსანდრესთვის? გიორგისთვის? იქნებ მხოლოდ თვითონ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე? -რა უნდა ვქნა?-კოკას გახედა საცოდავი თვალებით. -უნდა ადგე და ვინც გიყვარს იმასთან უნდა წახვიდე,დაი*იდო ყველა დანრჩენი და უნდა მიხვიდე იმასთან ვინც გიყვარს,სხვა გზა არ გაქვს,დროა გააკეთო არჩევანი და დაასვენო ორივე! -მადლობა.-ლოყაზე აკოცა კოკას და ოთახში შევარდა. ტანსაცმელი გამოიცვალა,ღრმად ჩაისუნთქა და იმ ოთახში შეიპარა სადაც ალექსანდრეს ეძინა. -ალექსანდრე!-ნაზად შეახო თმაზე ხელი და ოდნავ შეაფხიზლა ბიჭი. -გისმენ.-ამოიბუტბუტა ისე,რომ თვალები არც გაუხელია. -როგორც კი გათენდება აქედან აორთქლდი და აღარასდროს დამენახო!-ხმადაბლა ჩასჩურჩულა,მანქანის გასაღები ამოაცალა და ოთახიდან გავიდა. ჯერ კიდევ აივანზე მჯდარ კოკას ეზოდან დაუქნია ხელი და ბიჭის ყურებამდე გარღვეულ პირს თავისი ღიმილიც შეაგება. მთელი გზა გიორგიზე ფიქრობდა. იხსენებდა ბავშვობიდან მოყოლებული,დღევანდელი,უკანასკნელი საუბრით ჩათვლით ყველაფერს. თითქოს ამდენ ხანს ეძინა,ახლა გამოფხიზლდა და იგრძო თუ რამხელა კავშირია მათ შორის. ზოგჯერ შიშიც შემოაწვებოდა,ვაი თუ დავაგვიანო და სახლში არ დამხვდნენო და კიდევ უფრო უმატებდა სიჩქარეს. თბილისში რომ ჩავიდა,ნელ-ნელა იწყებდა ქალაქი გამოფხიზლებას. დაღლილმა ძლივს აიტანა სხეული კიბეებზე,საკეტი გადაატრიალა და სახლში შესულს სულისწამღები სიცარიელე მიეხეთქა სახეზე. ყველა ოთახი მოიარა,ელი და გიორგი კი არსად იყვნენ. -წავიდა.-სასოწარკვეთილს განადგურებული ხმით აღმოხდა.ცოტა ხანს გაუნძრევლად იჯდა ჩაბნელებულ ოთახში,მერე კი ტელეფონს დასწვდა და ვინ იცის მერამდენედ აკრიფა გიორგის ნომერი. ვერც ერთ მათგანზე მიიღო პასუხი. უამრავი მცდელობის შემდეგ ტექსტური შეტყობინება მოუვიდა. -“ნუ დავიტანჯებით“.-უამრავჯერ გადაიკითხა ის ორიოდე სიტყვა და უამრავჯერ იგრძნო სიყვარულის ტკივილი,მთელს ორგანიზმს რომ მოსდებოდა. ცრემლებით დანამული სახე შეიმშრალა და ისევ აკრიფა მისი ნომერი. ამჯერად არც ერთი ზარი აღარ გასულა,ტელეფონი გამორთული იყო... ****** "გადამიყვარდი! უკვე ოცდაათი დღე გავიდა რაც წახვედი. ოცდაათი დღე გავიდა,რაც ჩემი სახლი დაცარიელდა. აღარც შენ ხარ,აღარც შენი შვილი,რომელიც მეც საკუთარივით მიყვარს. არც ერთი სიტყვა გაგიმეტებია ჩემთვის,მე რომ ასე მჭირდება...უფრო სწორად მჭირდებოდა.ალბათ ზედმეტად განვიცადე,ზედმეტად ვიდარდე,ერთი წლის ცრემლები იმ ერთ თვეში გადმოვყარე და დავცარიელდი,ისე როგორც ჩემი სახლი,ისე,როგორც შენი ოთახი. ახლა აღარ მიყვარხარ. აღარ მიყვარხარ,იმიტომ რომ სამაგიერო გადამიხადე. ალბათ,დიდხანს ელოდი იმ დღეს,რომ შენ შეგექცია ზურგი ჩემთვის.სურვილი გკლავდა იმის,რომ შენს წასვლას გავენადგურებინე. შენს უსიტყვობას,შენს მონატრებას...უშენობას გავენდაგურებინე. მენანა თითოეული წუთი,რომელიც უშენოდ გავატარე ამ ქალაქში. თითოეული წამი შემზიზღებოდა,როდესაც შენს გვერდით არ ვიყავი. გინდოდა შენი წასვლის შემდეგ,მივმხვდარიყავი როგორ ძალიან მიყვარხარ მაგრამ...მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიე,ამ ოცდაათ დღეში გადამიყვარდი! აღარ მიყვარხარ,იმიტომ რომ სიყვარულის მარაგი ამომეწურა. აღარ მიყვარხარ,იმიტომ რომ მივხვდი როგორ მტკენ. აღარ მიყვარხარ,იმიტომ რომ ამ ახალ წელს ერთად არ ვხვდებით. აღარ მიყვარხარ, იმიტომ რომ სხვაგან ეძებ ბედნიერებას. აღარ მიყვარხარ, იმიტომ რომ შენ არ გიყვარვარ მე. აღარ მიყვარხარ, იმიტომ რომ ჩემგან წახვედი. აღარ მიყვარხარ იმიტომ რომ ვიცი ამ სიტყვებს როგორ ელოდები. მეზიზღები, იმიტომ რომ ამ სიტყვების შემდეგ გაგეღიმება,სიამოვნებას მოგანიჭებს ჩემი ასე,უთავმოყვარეოდ გაშიშვლებული გრძნობები. ვერ გიტან იმიტომ,რომ ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ჩემთან მოხვალ,წინ დამიდგები,მე კი გეტყვი რომ მე, მხოლოდ შენ მიყვარხარ." არც დაფიქრებულა,მაშინვე გაგზავნა ტექსტი და აკანკალებულმა ტელეფონი გვერდით მიაგდო. ერთი წამით თითქოს ინანა,მაგრამ მერე უდიდესი შვება იგრძნო,თითქოს ბედნიერებაც. ფეხზე წამოდგა,მოწესრიგდა,სადღესასწაულოდ გამოეწყო და იქ წავიდა,სადაც სითბო და სიყვარული ეგულებოდა. ბოლო საფეხურიც მშვიდობით აიარა,ვიღაცამ ხელი რომ სტაცა და მაგრად მოჰხვია მკლავები. -შენი სიტყვების გამო არ ვარ აქ. -აბა... -შშშ!ახალ წელს გილოცავ,ელ... -ელ?-გაეღიმა. -ჰო,ელ...-ღიმილითვე უპასუხა გიორგიმ,კისერზე მიაკრო ტუჩები და მერე ისევ ისე ჩაეხუტა,მაგრად...ძვლებამდე რომ აღწევს სითბო,ისე. -რაო რას ამბობდი,რას გეტყვიო? -მიყვარხარ მეთქი.-ბედნიერებისგან ცოტაც აკლდა და ცრემლებს გადმოყრიდა. -ძალიან კარგი. -ძალიან კარგი?! სულ ეს არის?-ოდნავ უკან დაიხია და წარბაწეული მიაშტერდა ბიჭს. -დანარჩენი მერე,სახლში რომ ვიქნებით.-თვალი ჩაუკრა,ხელი ჩაჰკიდა და თორნიკეს სახლის კარი მასთან ერთად შეხსნა დასასრული...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.