შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვალენტინა -3- +18


22-02-2020, 00:44
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 716

რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც დენის კლარკის დაკითხვამ ჩაიარა. როგორც ვივარაუდე, მართალი აღმოვჩნდი. თვითკმაყოფილმა გავუთიშე ტელეფონი ერთერთ პროკურორს და საწოლზე ჩამოვჯექი.
კრის პირსი, რიგით მეორე ეჭვმიტანელი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გამოდგა, რომელიც ჩემს გარეშე დაუკითხავთ და პირდაპირ ფსიქიატრიულში გადაუყვანიათ. ამასთანავე ნდობით აღჭურვილი ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ იგი უდანაშაულოა და სწორედ მისი ტვინის დაზიანებების გამო აღიქვეს ეჭვმიტანელად. რა გაეწყობოდა. საქმე ზედმეტად გამიმარტივეს ერთადერთი ეჭვმიტანელის დატოვებით - რაიდერ ფლინი.
თუმცა წინა შემთხვევებს თუ გავითვალისწინებთ, დიდი ვარიანტი იყო იმის, რომ რაიდერიც უდანაშაულო აღმოჩენილიყო.
ხვნეშით შევედი სააბაზანოში და გრილ წყლის წვეთებს უფლება მივეცი ჩემი დაძაბული სხეული მოეთენთათ. დიახ, ცხელი აბაზანა არასდროს მშველოდა. პირიქით, გრილი. ასე ხომ ფიქრიც მიადვილდებოდა.
შავი, გამჭირვალე, უზორებიანი კოლგოტი შევუხამე მუხლებამდე პროვოკაციულად მომდგარ ქვედაბოლოს. ღია ცისფერი პერანგის ღილები საგულდაგულოდ შევიკარი და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე.
ალბათ ზედმეტად შემართებით ვუდგებოდი ამ ყველაფერს, რადგანაც საკუთარმა მანქანამ მიმტყუნა. სასწრაფოდ ხელოსანს გადავურეკე და მანაც ყველაფერი ითავა. ხვნეშით გავაჩერე ტაქსი და წინა სავარძელზე მოვთავსდი.
- სად მივდივართ? - თბილი ღიმილით გადმომხედა კეპიანმა კაცმა.
- მოპირდაპირე ქუჩაზე, პროკურატურაში.
კაცს თვალები ლამის გადოსცვივდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და გაზს ფეხი მიადგა. ალბათ ფიქრობდა, რომელი გიჟი დადის ტაქსით მოპირე ქუჩაზეო, თუმცა კომფორტს მიჩვეული ვალენტინა ფორბსი ჩვეულებრივი ადამიანების მოდგმაში ნამდვილად არ შევდიოდი.შუქნიშნის ლოდინში ისეთი მზერა გავცვალეთ, თავს დავდებ საყლაპავ მილში ნერწყვი გაეჩხირა და მიხვდა ვინც ვიყავი. ამით ნამდვილად არ ვამაყობდი, ზედმეტი კითხვების კორიანტელი მოყვებოდა ხოლმე ყოველთვის მსგავს შემთხვევებს. ხმის ამოუღებლად გამიჩერა შესასვლელთან და კვლავ ღიმილით გადმომხედა.
- ხურდა დაიტოვეთ, მადლობა.
ოციანის კუპიურა გავუწოდე და სანამ სამადლობელი სიტყვებით ამავსებდა, იქამდე გადმოვედი. ქვედაბოლო შევისწორე და მუხლებამდე დავქაჩე. თუმცა სიარულისას მაინც თავისი გაჰქონდა და ზემოთ იწევდა. გამიკვირდა, როდესაც შესასვლელში დაცვის კაცი ვერ დავინახე. კაკუნით ავიარე ოთხი საფეხური და ხის კარი მძიმედ შევაღე. მიმღებში ელვის სისწრაფით მივედი და ჩემი საბუთებით გატენილი ჩანთა პატარა რაფაზე დავახეთქე.
- ადამიანთა მოდგმა გაწყდა აქ, თუ რა ხდება?!
- გამარჯობათ, მის ფორბს. - ყალბი ღიმილი მაჩუქა მიმღებში მჯდარმა გოგონამ. თითქოს ამ გამომეტყველებით ჩემი მანერების გაკრიტიკებას ცდილობდა. ან უბრალოდ უნდოდა ნამუსზე ავეგდე, იმის გამო რომ არ მივესალმე. თვალები ავატრიალე და ფრჩხილები რაფაზე მოლოდინში დავაკაკუნე. მაუსზე საჩვენებელ თითს ნერვიულად აწკაპუნებდა.
- სისტემა არ მუშაობს?
ვკითხე, როდესაც ზედმეტად გააჭინაურა.
- დღეს კვირაა, მის ფორბს. შესაბამისად გაუმართავობის პრობლემებზე არავინ აგებს პასუხს.
- ჯანდაბა! კვირა! სულ დამავიწყდა... - ჩემთვის ამოვიბურტყუნე და წელში გავსწორდი.- ტყუილად მოვედი, გამოდის.
- მისტერ ბლეიკის საქმე თქვენზეა ოფიციალურად გაფორმებული. რაც უფლებას გაძლევთ ნებისმიერ დროს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მობრძანდეთ. მხოლოდ ერთი პრობლემაა.
- ახლა რაღა მოხდა?!
- თუ ეჭვმიტანელის დაკითხვას მოისურვებთ, თვალყურს ვერავინ მოგადევნით.
უხერხულად შეიშმუშნა და დიდი მწვანე თვალები დაახამხამა. ღრმად ამოვისუნთქე და გარშეო მიმოვიხედე. კაციშვილი არ იყო. რაღაც მხრივ შემეძლო ამ სიტუაციით მესარგებლა და ჩემებურად წამეყვანა ყველაფერი. ასერომ მისკენ მივტრიალდი, საბუთები ამოვიღე და
ჩანთა გადავაწოდე.
- მაგაზე არ ინერვიულო, კაცივით კვერცხები არ მაქვს მაგრამ არც მშიშარა ვარ. - თვალი ჩავუკარი. მის გამომეტყველებაზე გვერდულად ჩამეღიმა და რომ არ გამცინებოდა ტუჩი უხერხულად მოვკუმე. ჩემს მეწამულისფერ ტუჩსაცხს დღეს განსაკუთრებული არომატი ჰქონდა.
- რაიდერ ფლინი. დაკითხვის ოთახში გადაიყვანენ, მოთხოვნა უკვე გადავაგზავნე. შეგიძლიათ მიბრძანდეთ.
- კარგი.
- მის ფორბს! - ხმა მომაწია, როდესაც ნახევარი დარბაზი უკვე გავლილი მქონდა. წარბებ აწეული შევტრიალდი გოგონასკენ. - თუ რაიმე დაგჭირდათ, ოთახში, კარიდან მარცხნივ დიდ წითელ ღილაკს დააჭირეთ.
- დამშვიდდი გოგონა, არაფერი მომივა.
დამაჯერებლად გავუღემე. თვალები ავატრიალე და დაკითხვის ოთახისკენ გავემართე.
სანამ მეორე სართულზე ავიდოდი, გრძელ დერეფნებში ხეტიალისას ბლეიკის ანარეკლს თვალს უკან ვერ ვიშორებდი. ყელში უზარმაზარი ბურთი მეჩხირებოდა, როდესაც წარმოვიდგენდი, როგორ ღაფავდა სულს ბლეიკი. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ მის მიმართ რეალური გრძნობები არ გამაჩნდა, თორემ ამ საქმეს თავს ნამდვილად ვერ მოვაბამდი. რკინის დიდ კარებს ორივე ხელით დავეჯაჯგურე და როგორც იქნა შევხსენი. ცხვირში მაშინვე დეზინფექციის სუნი მეცა. რათქმაუნდა, კვირაობით ხომ დამლაგებლები არ ისვენებენ. სანამ ეჭვმიტანელს შევხედავდი, საქაღალდედან ფურცელი ამოვიღე, საწერი კალამი დავაწკაპუნე და რაიდერ ფლინის სახელს "უკანასკნელი" დავაწერე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემს ფაილებში იმდენი ფურცელი ირეოდა, შესაძლოა ამრეოდა. თმა ყურს უკან ცალი ხელით გადავიწიე და ეჭვმიტანელს თვალი გავუსწორე.
არ ვიცი რამდენად ძლიერი აღმოვჩნდი, რომ იქვე, კარებთან არ ჩავიკეცი და კრუნჩხვები არ დამეწყო. დიდი, ლურჯი თვალები მთელი ინტერესით მაკვირდებოდა და თვალსაც არ ახამხამებდა. ხელები ერთმანეთში აეხლართა და მაგიდაზე ჩამოეწყო. მხრებჩამოშვებული, თავ აწეული ქვემოდან მიყურებდა და სახეზე ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა.
-შეუძლებელია. - აღმომხდა და მაშინვე ვიგრძენი დაძაბულობისგან ყელი როგორ ამიხურდა.
-ზოოპარკში ცხოველი რომ რაიმეს დააშავებს, ციხეში გადაჰყავთ და შემდეგ დარჩენილ ცხოვრებას გისოსებს მიღმა ატარებს. მე რას მიპირებთ?
იმდენად მშვიდად და ორაზროვნად ამოილაპარაკა, თვალები შუბლზე ამივიდა. თავს ძალა დავატანე და მასთან ახლოს მივიწიე. სკამი ხმაურით გამოვწიე და წინ დავუჯექი. მისი ღიმილი გაიზარდა. თვალები მაშინვე ჩემი ოდნავ შეხსნილი პერანგისკენ გააპარა და ტუჩები გაილოკა.
- რაიდერ ფლინ, ნება მომეცით გაგაცნოთ აქ რატომ იმყოფებით. მმ..მგონი, რაღაც კ..არგად ვერ გაიგეთ. - ენა საშინლად დამება. რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი მისი ნაკვთების დაკვირვებაში, უფრო ვრწმუნდებოდი რომ ის იყო! ჯანდაბა ბლეიკ, ჯანდაბა! რატომაა დედამიწა ასეთი პატარა? დავიჯერო ვერ მცნობდა?...ასე უკეთესია.. ღრმად ჩავისუნთქე დამძიმებული, დეზინფექციის სუნით გაჟღენთილი მშრალი ჰაერი და საუბარი გავაგრძელე. - ბრალი გედებათ მისტერ ბლეიკის განზრახ მკვლელობაში. მე ვ..ვალენტინა ფორბსი ვარ, ბლ..ბლეიკის საქმეს ვუძღვები.
- რა მოხდა მის ფორბს, ფონოგრამა ხომ არ გაგიფუჭდათ?! - მშვიდი ხმა არ შეცვლილია, მაგრამ მისი ღიმილი და მზერა იმდენად ცინიკური იყო, მომინდა ცხოველივით ჩავფრენოდი კისერში და შემდეგ ის ლურჯი თვალები სათითაოდ ამომეძრო.ცხვირის ნესტოები ხარივით დამებერა და იმდენად ხმამაღალი იყო ჩემი ცხელი ჰაერის გამოშვება, მეგონა ავფეთქდებოდი. წინ წამოწეული საზურგეს თვითკმაყოფილი მიეყრდნო.
- რამდენს ბედავ?! თავი ვინ გგონია?!
- თქვენობითი-დან უკვე შენობითზე გადავედით? კარგი. - ჩაიცინა და მხრები აიჩეჩა.
- ასე საქმეს უფრო გაირთულებ, რაიდერ.
- მე სულ ასეთი ვარ, ჩემო ვალენტინა. - წარბები აქაჩა - ახალ გაღვიძებულზე, შუადღეს, გაღიზიანებულზე და საღამოს გააზრებულზეც. ხო მართლა, მაშინაც, როდესაც ბლეიკს ვაძაღლებდი და ხელები მისი სისხლით მეღებებოდა.
თვითკმაყოფილი ღიმილი უარესად გაზარდა. მისი მარგალიტივთ თეთრი კბილების დანახვამ გონება ერთიანად დამიბინდა. ჭიქა წყალს ვნატრობდი და შეუმჩნევლად იმ დიდ წითელ ღილაკსაც კი გავხედე, რომელზეც მიმღებში მწვანეთვალება გოგონამ გამაფრთხილა. არ უნდა ავყოლოდი მსგავს მდაბიო ადამიანს. თვალები რამდენიმე წამით დავხუჭე, მაგრამ მაინც თვალწინ მედგა მისი დამცინავი მზერა და ღიმილი.
- თქვენობითზე დავბრუნდეთ ჯობია, მისტერ ფლინ. - ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე და ფურცლებს ჩავხედე. - 32 წლის, დაუოჯახებელი. თქვენს მშობლებზე და ნათესავებზე არანაირი ინფორმაცია არ არის. არც წარსული ცხოვრება. ჯანდაბა, რას აკეთებს ეს ხალხი საერთოდ აქ?!
- ვგონებ, არასწორ ადამიანს მეკითხებით.
- მოდი პირდაპირ გკითხავთ რაიდერ. თქვენ მოკალით ბლეიკი?
ხმა გამებზარა, თუმცა თვალი არ დამიხამხამებია ისე ვცდილობდი მის თვალებში სიმართლე ამომეკითხა. ლურჯი სფეროები არ იცვლებოდა. პირიქით, სახეზე ღიმილი უფრო გაზარდა და ჩაიცინა. ხელები დანებების ნიშნად სანახევროდ აღმართა და მხრები აიჩეჩა. ღმერთო, პატარა ბავშვივით იქცეოდა! მისი მხრების მოძრაობამ ნერწყვი გამიშრო და ახლა ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ერთი ღამის პარტნიორი ბლეიკის მკვლელობის ეჭვმიტანელი იყო. თანაც თუ მის ქცევებს დავუჯერებდით, ეჭვმიტანელი უკვე ნაკლებად ეთქმოდა.
-ჩემთან თამაშს არ გირჩევთ, ფლინ. ვითანამშრომლოთ.
-და თუ მკვლელობას ვაღიარებ?
-ასე მარტივად?
თავი გაღიმებულმა დამიქნია და ფეხზე წამოდგა. ალბათ ორ მეტ კვადრატულს ატყამდა წრეებს, ისე რომ თვალს არ მაშორებდა. რაღაც რიგზე ნამდვილად ვერ იყო.
-ასე რის მიღწევას ცდილობთ, მის ფორბს?!
საჩვენებელი თითი მსუბუქად გამოიშვირა ჩემი პერანგისკენ. გაოგნებულმა და ოდნავ დაბნეულმა საკუთარ ორ ღილს დავხედე, რომელიც მადიანად გახსნილიყო. თამაში გინდა რაიდერ?! მიიღებ თამაშს!
თავი გვერდულად გადავხარე და თმები ცალ მხარეს გადმოვიყარე. თვალებში ჩავაშტერდი და მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი.
-წარმოდგენაც არ გაქვთ, რა შარში გაყოფთ თავს.
-გისოსებზე მეუბნებით? კარგი რა! ჩვენი, ყველას ცხოვრება ციხეა. ამაზე ადრე არ გიფიქრიათ? მაგალითად თქვენ მის ფორბს, მამიკოს ფულით გათამამებული, ისევ პატარა გოგო ხართ.რაღაც იმიჯს უკან ამოფარებული. თქვენი ცხოვრება ციხეა, სახელს და დიდებას რომ ვერ გაცდენილხართ. პირადი რა გაგაჩნიათ?! მე გეტყვით, არც არაფერი. - ხელები ზიზღით ამართა ჰაერში და მომიახლოვდა. მჯდომარეს, ზემოდან დამყურებდა და თავბრუს მახვევდა. ენა გადამყლაპვოდა. როგორ ბედავდა მსგავსი სიტყვებით მანიპულირებას?! სხვა სიტუაციაში, უეჭველი იყო ფეხზე წამოვხტებოდი და იმ თავს კედელზე მინიმუმ სამჯერ მივარტყმევინებდი. ახლა კი ძალაგამოცლილი, დამუნჯებული ვუსმენდი სიტყვებს რომლებიც ზედმეტად ახლოს მოდიოდნენ ჩემს გულთან. - ეს თქვენი, ვითომ შეკოწიწებული,ფულით გაბერილი ფუფუნებაა ციხე. მაგას, რაც თქვენ გაქვთ, ნამდვილად ციხის დაჟანგული გისოსები მირჩევნია.
-საკმარისია! საუბრის უფლება არ გაქვთ იქამდე, სანამ კითხვას არ დაგისვამთ!
- რატომ, მეშლებით და ფილიპ ფორბსის შვილი არ ხართ?
- ჩემს სახელს აქ არანირი მნიშვნელობა არ აქვს და დამავალებ, თუ თქვენს ადგილს დაუბრუნდებით!
ფეხზე წამოვდექი და თვალი თვალში გავუყარე. მაღალქუსლიანის მიუხედავად, მაინც ჩემზე მაღალი იყო. თანაც, იმდენად ახლოს მედგა მის გამონასუნთქს საკუთარ სახეზე ვგრძნობდი. მინდოდა მუშტად შეკრული ხელი ჰაერში ამეწია და მთელი ძალით გამერტყა. მსგავსი სიტყვები ჩემთვის რაც თავი მახსოვს არავის უთქვამს. ლურჯი თვალები მთელ სახეს მითვალიერებდა. შუბლს, თვალებს, ცხვირს, ტუჩებს. შემდეგ მზერა კვლავ ჩემს ბრაზმორეულ თვალებზე გადმოიტანა, თავი ფრთხილად მოსწია და ყურთან ამოილაპარაკა.
-კარგით!
გული თუ იქვე არ გამისკდებოდა არ მეგონა. მაგრამ შვებით ამოვისუნთქე, როგორც კი რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და მძიმედ დაეხეთქა საკუთარ სკამზე.
- თქვენი საქციელიდან გამომდინარე, რამდენიმე ვარიანტი მაქვს. ითანამშრომლეთ ჩემთან და დამეხმარეთ ბლეიკის მკლელის დაჭერაში. ასე თავისუფლების ჰაერს მალე შეიგრძნობთ.
სიტყვები ერთმანეთს ძლივს გადავაბი, იმის იმედად რომ ენა ისევ არ დამებმეოდა და ნაწილებად არ დავიმსხვრეოდი. კვლავ ჩემს ზემოთ ხსენებულ სახელზე და მამაჩემზე მეფიქრებოდა. საინტერესოა, როგორ შეუძლია სრულიად უცხო ადამიანს შესაბამისი სიტყვები თუ მოძებნა, გული ნაფლეთებად გიქციოს.
- რომც არ დაგთანხმდეთ, მის ფორბს, აქ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ვამბობ მე ჩავაძაღლე ბლეიკითქო. რატომ არ მიჯერებთ?
- მკვლელი ყველაფერს იზამს თავისი თავის დასაცავად. დაუწერელი კანონია, რომელიც ადამიანის ტვინში იბეჭდება.
- გამოდის, ჩემი არ გეშინიათ.
ტუჩებზე ენა მსუბუქად გადაიტარა. გაშტერებული ვუყურებდი მის თითოეულ მოქმედებას, მიმიკას და დეტალურად შესწავლას ვცდილობდი. ერთიანად მიხურდა მთელი შიგნეულობა, რომ ვიაზრებდი წინ ვინც მეჯდა. მისი ნამდვილად არ მეშინოდა, მაგრამ...
- მისტერ რაიდერ, ჩემი ერთი სიტყვაა საჭირო და თავისუფალი იქნებით. მოდი, არ გაართულოთ ყველაფერი. ახლა დაგტოვებთ, იფიქრეთ ჩემს შემოთავაზებაზე. ჩემს ნაცვლად შემდეგ ჯერზე მხოლოდ საბუთებს იხილავთ!
ხელები მძლავრად მოვუჭირე სააღალდეს და შეღუნული კიდეები დავაიგნორე.
- როგორ შევძლო თანამშრომლობა თქვენთან სიახლოვის და ნახვის გარეშე?! - საწყალი ბავშვის სახე მიიღო. წამით ვიფიქრე, ქვედა ტუჩსაც გადმოატრიალებსთქო, მაგრამ ირონიულ ღიმილს არანაირი მიმიკა არ უფარავდა.
- თინეიჯერივით თვალები ქალის მკერდისკენ გაგირბით, მაშინაც კი როდესაც სამუდამო პატიმრობა გემუქრებათ. ვფიქრობ თქვენს ჰორმონებს მარჯვენა ხელთან განმარტოვება არ აწყენდა!
ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ კვირა დღეს გადმომისროლა ბედმა პროკურატურაში და არა ნებისმიერ სამუშაო დღეს. მადლობას ვუხდიდი იმისთვის, რომ ჩემი და რაიდერ ფლინის საუბარს არავინ უსმენდა. მასთან ვხვდებოდი, რომ ლექსიკის კონტროლი შეუძლებელი ხდებოდა. მისი თითოეული ხელის გამოძრავება ცეცხლოვან ღამეს მახსენებდა, მის სიმხურვალეს და სიამოვნებასთან ერთად ზიზღის ჟრუანტელი მივლიდა. ბლეიკის გაფიქრებისას კი... ჯადაბასაც წაუღია ეს ღებინება!
- ძალიან დამეტვირთება, ხომ არ დამეხმარებოდით?!
- აქ დავასრულე! - უხეშად მოვისრიალე სკამი მაგიდის მიმარტულებით. რაიდერის ღიმილი უარესად გაიზარდა და ხელები გადააჯვარედინა. რატომ არ ედო ბორკილები?! - ჩემთან თანამშრომლობის ყველანაირ სურვილს დაგიკარგავთ, მისტერ ფლინ, თუ ზედმეტად შემოიჭრებით ჩემს პირადში! მგონი უნდა ხვდებოდეთ, მითუმეტეს თქვენს მდგომარეობაში საზღვარი აქვს ყველაფერს, რაც არ უნდა გადმოკვეთოს ადამიანმა.
- მე ვკვეთავ? აი თქვენ კი, ნამდვილად ტოვებთ დაუკმაყოფილებელი ქალიშვილის შთაბეჭდილებას. იქნებ ბლეიკი საჭირო სიამოვნებას ვერ გაგრძნობინებდათ.
- კვეთავთ! კარგად ბრძანდებოდეთ!
კარი ხმაურით გამოვიხურე. მისი სიცილი დერაფანშიც კი მესმოდა. როდესაც გავცდი, მხოლოდ მაშინღა დაიძრა ორი კაცი მისი კაბინისკენ.
- მის ფორბს! ინებეთ. - თავაზიანად გადმომაწოდა მწვანეთვალება გოგონამ ჩანთა. მისთვის არც შემიხედავს ისე გამოვგლიჯე ხელიდან და შენობიდან გამოვვარდი. გრილმა ჰაერმა აზროვნების უნარი საგრძნობლად დამიბრუნა. სასწრაფოდ ამოვიღე მობილური და გადავრეკე:
- ქეროლ, სასწრაფოდ მომიძებნე მატიასი. რაიდერ ფლინზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მჭირდება... და კიდევ, მამაჩემის ამჟამინდელი მისამართი გამირკვიე! ბლეიკის ახირებები უკვე ზღვარს გასცდა!


***


რაიდერ ფლინი. ადამიანი, რომლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მოიპოვება. ადამიანი, რომელმაც ყველა პირადი საქმე გადამავიწყა და ადამიანი, რომელმაც სურვილი გამიჩინა მამაჩემთან ურთიერთობა დამელაგებინა.
მომდევრო ერთი კვირის განმავლობაში მთელი ოფისის საქმეები ქეროლს გადავაბარე და ვფიქრობდი, თვის ბოლოს დავაწინაურებდი კიდეც პრემიასთან ერთად. ეს ნამდვილად მჭირდებოდა. ყველასგან განმარტოებით, მარტო მუშაობა მჭირდებოდა. ამიტომ, როდესაც საღამოს ცხრა საათი შესრულდებოდა, მხოლოდ მაშინ მივდიოდი ხოლმე ოფისში. სრულ სიწყნარეში, არემარეს რომ მხოლოდ ჩემი მაგიდის სანათი ანათებდა, აი ისეთ გარემოში მიწევდა საბუთებში ჩაკირკიტებულს ყოფნა. ღმერთს მადლობა, რომ ჩემი ადვოკატობის საქმეები მალევე მოგვარდა. რათქმაუნდა, მთხოვნელებმა არც შემდეგ მოიკლეს და ალბათ რომელიმე პრესა სტატიასაც კი წერდა იმის შესახებ, რომ ვალენტინა ფორბსმა დროებით უარი განაცხადა ადვოკატობაზე და თავიდან ფეხის თითებამდე მისი ყოფილი საქმროს - ბლეიკის მკვლელობის საქმეში გადაეშვა.
არაფერი მშველოდა საერთოდ. არც სპა სალონები, არც ყოველ საღამოს ჭიქა ღვინო, რომელიც ცხელ ჩაის ჩავანაცვლე. სრულიად არაფერი. ჩემი გონება სხვაგან იყო, გული სულ სხვაგან და ინტუიცია გამქრალიყო.
მამაჩემის მისამართი ქეროლმა იმ დღესვე, ორ საათში გამირკვია. მას შემდეგ, ფურცელზე მკვეთრი ასოებით ამოწერილი კომპიუტერის თავზე მაქვს გაკრული. წასვლით კი ფეხს კოჭლი, უსახლკარო ძაღლივით მივითრევ და ჯერ არ მივსულვარ. ჩემი იქ მისვლით, სანამ მისასალმებელ სიტყვას ვიტყვი, მანამ დატრიალდება სკანდალები. ამისთვის კი ემოციურად ბევრად მეტი მხნეობა მმართებდა, ვიდრე მქონდა.
მატიასი ჩემი პირადი შიკრიკი გახდა, მას შემდგომ რაც დავრწმუნდი, რომ გამოუცდელი 24წლის ბიჭის მეტი არაფერია და მით უმეტეს კაცის მოკვლაზე ვერც გაიფიქრებდა. საკადრის გასამრჯელოს ვუხდიდი, რომ ჩემს მიერ ხელ მოწერილი, გაფორმებული საბუთები რაიდერ ფლინამდე მისულიყო. ეს უკანასკნელი კი, როგორც გავიგე არც მეტი არც ნაკლები ჩემს ახალთახალ საბუთებს ერთი ხელის მოსმით, სიცილით ხევდა. მეორედ გაგზავნა, უკვე საკუთარი თავის დამცირება გამოვიდოდა. ამიტომაც მისთვის სულ სხვა გეგმები მქონდა. არ ვიცოდი, რატომ გავურბოდი. ალბათ ა მის მიზეზი მისი დიდრონი ლურჯი თვალები იყო. რადგანაც, რამდენჯერაც ვიხსენებდი, სხეულზე ტაო უმალ მაყრიდა და მუცლის ქვედა ნაწილში უსიამოვნო თუ სასიამოვნო შეგრძნება მეუფლებოდა. ასეთი რამ, ბლეიკზეც არ დამმართვნია. თითქოს, იმით რომ ჩემი ერთი ღამის პარტნიორი, რომელსაც მე მხოლოდ ერთი ღამის პარტნიორად არ მივიჩნევდი, ჩემი ყოფილი საქმროს მკვლელი აღმოჩნდა, უფრო მეტად ვიძირებოდი მისი გაცნობის აზარტში და ამის გამო საკუთარი თავი მძულდა. ის მკვლელობას აღიარებდა, რომელიც არ ჩაუდენია. დარწმუნებული ვიყავი. ორი ვარიანტი არსებობდა. პირველი, ვიღაცას ხელს აფარებდა... ან მეორე, ციხეში მოხვედრა სურდა პირადი მიზეზების გამო. შესაძლო იყო, იქ ვინმეს მონახულება სურდა. მთლად ჯანსაღი გონების პატრონის შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ მიტოვებდა. სარკეში ვიხედებოდი და საკუთარ თავს ვხედავდი ბლეიკის მკვლელად. იქნებ მართლაც რომ გავყოლოდი მას ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო?! თუმცა, ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ და არც ვაპირებ, სარკეში ჩახედვისას ცრემლად ვიღვარო.
***
ფეხი ფეხზე მქონდა გადადებული და გამართული ვიჯექი საკუთარ საწერ მაგიდასთან. წინ გაჩაჩხული მატიასი მეჯდა, რომელსაც ჩემი გეგმა გავუმხილე და თვალს არაფრის დიდებით მისწორებდა. იდაყვებით მუხლებს ეყრდნობოდა და ცალი ხელით საულვაშე ადგილებს მთელი მონდომებით იზელდა.
- ასე ჯდომით ვერაფერს გავაწყობთ, მის ფორბს. - ამოიხვნეშა და როგორც იქნა თვალებში შემომხედა.
- მართალი ხარ, ასე ძველ ბიჭურად თუ წამომიჯექი პროკურატურაში, მართლაც ვერაფერს გავაწყობთ. - თვალები ავატრიალე და კიდევ ერთხელ დავხედე შედგენილ საბუთებს. საწერი კალამი თითებში ავათამაშე. ღრმად ამოვისუნთქე და ხელი მოვაწერე. - მორჩა. მზად არის.
- ბლეიკი ალბათ ზეციდან სანახაობით ტკბება. - თავისთვის ამოიბურტყუნა და ფეხზე წამოდგა.
- ასეც უნდა იყოს, სხვანაირად როგორ?! დარწმუნებული ვარ, ეს მისი სამაგიეროს გადახდის ერთ-ერთი ხერხია.
- ასე ნუ ხუმრობთ, მის ფორბს. ხომ იცით, ბლეიკი თქვენს გარდა ვერავის ენდობოდა.
- მაინც იცავ? - ნერვები ამეშალა და თხელი ჟაკეტი უხეშად შემოვიცვი.
- მე ხომ მისი დაცვა ვიყავი, დაგავიწყდათ?! - ჩატეხილი წარბი ზემოთ მაცდურად აზიდა და გაღიმებას შეეცადა. ვერაფერს დავუწუნებდი. საკუთარი ასაკისთვის, მართლაც სიმპატური იყო.
- ბლეიკს გადახრები ხომ არ ჰქონდა?
- რა?!
- არაფერი, არაფერი. - სიცილი რომ შემეკავებინა უხერხულად ჩავახველე და ტუჩებზე რამდენიმე წამით მსუბუქად მომუშტული ხელი მივიჭირე.
გაოცებული გამომყვა მანქანამდე. უხმოდ ჩავსხედით მის მანქანაში, რადგან ჩემი ისევ ხელოსანს ყავდა და ასევე მივედით პროკურატურამდე. უნდა ვაღიარო, რომ სასწაულად ვღელავდი. ვაი და ჩემს გეგმას ჰალსტუხიანებთან არ გაეჭრა?! შემდეგ როგორ უნდა მიმეზღვია საკადრისი რაიდერ ფლინისთვის!? საჭეს იმდენად ვუჭერდი ორივე ხელს, სახსრების ტკივილს ნათლად ვგრძნობდი. სისხლი მიდუღდა. ვენებში უსწრაფესად მიჩქეფდა და ალბათ სტაჟიანი მძღოლი რომ არ ვყოფილიყავი, პედლებიც თავისუფლად ამერეოდა. როდესაც მანქანა პარკინგზე გავაჩერე, გამოცდა ჩაბარებული თინეიჯერივით მხიარულად ამოვისუნთქე. საქარე მინაზე მიმაგრებული სარკე ჩამოვწიე და ტუჩსაცხი საჩვენებელი თითით მსუბუქად გავისწორე. თვალები, მუქი ფერის მიუხედავად მინათებდნენ. მომასწავლებელ სიხარულს ამჟღავებდნენ და სულაც არ მეტყობოდა გარეგნულად, რომ ამ წამს შინაგან დემონებთან მიჭირდა გამკლავებდა. დემონს კი, როგორც მომეხსენება რაიდერ ფლინის სახელი ერგო.



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

ვაჰ, ამას არ ველოდი
საინტერესოა რა კავშირი აქვს ბლეიკთან... ან საიდან იცის ვალენტინას ოჯახზე ამდენი?

 


№2  offline მოდერი Moonlight17

მე♥უცნაურე
ვაჰ, ამას არ ველოდი
საინტერესოა რა კავშირი აქვს ბლეიკთან... ან საიდან იცის ვალენტინას ოჯახზე ამდენი?

ნელ-ნელა ყველაფერი გაირკვევა smile

 


№3  offline წევრი ვიპნი

ამ ლურჯთვალებას დამიხედეთ რაა, ისე რის საფუძველზე დააკავა პოლიციამ საინტერესოა???
წარმატებები :*

 


№4  offline მოდერი Moonlight17

ვიპნი
ამ ლურჯთვალებას დამიხედეთ რაა, ისე რის საფუძველზე დააკავა პოლიციამ საინტერესოა???
წარმატებები :*

ჰაჰა კიი ყველაზე საინტერესო ეგ იქნება, როდესაც გაირკვევა :დ ❤️

 


№5  offline წევრი ninnnnnnnoooooooo

მაგარიაააააა

 


№6  offline წევრი sofo_sofia13

როგორ მიყვარს შენი გამონათება <3 შენი ნიკს რომ წავაწყდი ისე გამიხარდა რომ არ ვიცი <3 <3 ... ეს მოთხრობა კიდევგანსხვავებულია წინა მოთხრობისგან და ძალიან მომწონს

 


№7  offline მოდერი Moonlight17

ninnnnnnnoooooooo
მაგარიაააააა

მადლობა ❤️

sofo_sofia13
როგორ მიყვარს შენი გამონათება <3 შენი ნიკს რომ წავაწყდი ისე გამიხარდა რომ არ ვიცი <3 <3 ... ეს მოთხრობა კიდევგანსხვავებულია წინა მოთხრობისგან და ძალიან მომწონს

ჰაჰა მადლობა საყვარელო ❤️ ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემ მკითხველს არ ვავიწყდები ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ლილე

აუუ რა მაგარი გოგო ხარ და რა მაგარი გოგოა ვალენტინააა. შოკში ვარრრ

 


№9  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი ლილე
აუუ რა მაგარი გოგო ხარ და რა მაგარი გოგოა ვალენტინააა. შოკში ვარრრ

მადლობები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent