ვალენტინა -2- +18
- რაო?! - ელვის სისწრაფით მოვწყდი საზურგეს. თვალები იმხელაზე ვჭყლიტე, მეგონა გადმომცვივდებოდა. ნერწყვიც დამიშრა, რომ ერთიანად ამწვარი ყელი დამესველებინა. ქეროლს მივშტერებოდი და ნელ-ნელა სუნთქვა მიხშირდებოდა.რაღაცას მეუბნებოდა კიდევ, მაგრამ არაფერი მესმოდა. "შენს გარდა ამ საქმეს ვერავის ვანდობ" ამომიტივტივდა გონებაში და საჭეს გაშლილი მტევანი მთელი ძალით დავარტყი. ჩემს გვერდით მჯდარი ქერა შეკრთა, თუმცა ახლა მისი დაწყნარების თავი ნამდვილად არ მქონდა. - ჯანდაბა ბლეიკ! ჯანდაბა! სწრაფად გადავატრიალე გასაღები . მოძრაობის წესები დავარღვიე და უკან წავედი. ქეროლი ატუზული, უარესად დამფრთხალი უყურებდა ყველაფერს და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. ლამის სიმწრის ნაპერწკლები მეყარა თვალებიდან. უხეშად დავატორმუზე ბლეიკის სახლთან მანქანა. თავიდან შარფი მოვიგლიჯე, მანქანაში სათვალიანად დავტოვე, მისი სახლის კიბეები ორის გამოტოვებით ავირბინე. კარებს დავჯეჯგურე და შევხსენი. საშინელი სუნი მეცა მაშინვე. შიგნით კი ზურგით მდგარი მამაკაცი დამხვდა. რომელიც ნამდვილად არ იყო ბლეიკი. მასზე ბევრად გამხდარი იყო აღნაგობით. რომ მოტრიალდა, გატეხილი წარბი თვალში მომხვდა. ჩავარდნილი ლოყები და ჩემი დანახვისას გაკვირვებული გამომეტყველება. დიდი, ყავისფერი თვალებით მომჩერებოდა და ხელებს ნელ-ნელა დანებების ნიშნით ზემოთ სწევდა. - ვინ ხარ და სად არის ბლეიკი? - შენ ალბათ ვალენტინა ხარ.. - შენ კი არა, თქვენობით მესაუბრე, ბიჭო! და კითხვაზე პასუხი გამეცი, სანამ წყობილებიდან გამოვსულვარ. - ანუ, ტყუილად არ დაგშორებიათ ბლეიკი, მის ფორბს! - უკაცრავად?! - გაცეცხლებულს, ვგრძნობდი მკერდის არე უფრო და უფრო როგორ მიხურდებოდა. თვალები ცეცებით მოვავლე იქაურბას. უკვე ეს ჩაბნელებული გარემოც ნერვებს მიშლიდა. - ბლეიკი მორგშია, მისამართი მოგცეთ? - ასეთ ხუმრობებს ხალხს არ ვპატიობ! სად არის მეთქი?! - მომისმინეთ მისს, რთული დასაჯერებელია მაგრამ თქვენი ყოფილი საქმრო წუხელ განზრახ მკვლელობით მოკლეს. - ბლეიკს არავინ ერჩოდა. არ მჯერა მაგის! ხელები გავასავსავე და უახლოეს სკამზე ჩამოვჯექი. - ის ქერა თქვენი გამოგზავნილი იყო? - მეგონა მოჩვენება დაინახა... - ბლეიკის? არამგონია. - ვინ ხარ, ბიჭო?! - მატიასი, ბლეიკის დაცვა. უფრო სწორად უკვე ყოფილი დაცვა...- ხელი გამომიწოდა და წარბები ამიწია. თვალებში ვუყურებდი, შემდეგ ზიზღნარევი მზერა მის გარუჯულ მტევანზე გადავიტანე და თვალი ავარდიე. - კარგი, რა გაეწყობა... ვხვდებოდი, რომ სულ ტყუილად ვცდილობდი ეს ყველაფერი ხუმრობად წარმომედგინა. უბლეიკობა იგრძნობოდა ამკედლებში. ათასი აზრი ერთდროულად მიტრიალებდა გონებაში, რომლისთვის დამეჯერებინა, აღარ ვიცოდი. დალევა მჭრიდებოდა. უცვლელად მდგარ ვისკის ხელი დავავლე და ჭიქაში ჩამოვასხი. რამდენიმე ყლუპმა, აზრზე მომიყვანა. დავმშვიდდი და უმცროს ბიჭს თვალი გავუსწორე. - ბლეიკს შენნაირი პატარა ბიჭი რათ უნდა დაცვად? - ეგ მისთვის გეკითხათ, სანამ მოკლავდნენ. - ისე საუბრობ, ეჭვს მიჩენ, რომ ხელი გაქვს გასვრილი. - რას ამბობთ! და აქ გავჩერდებოდი? არა, არა... აქ პოლიციამ მთხოვა დავლოდებოდი მათ. - ხოდა ახლა მე წამომყვები, შენი ადვოკატი ვიქნები! - თვალები გაოცებულმა გამიშტერა. - დამშვიდდი, ფულს არ გამოგართმევ. ამისთვის უკვე გადამიხადეს. -თქვენ ახლა ბლეიკს უფრო სჭირდებით, ვალენტინა. მიყვებოდა თქვენზე. ვიცი რომ ფული ჩაგირიცხათ. - მისი შეტყობინება დღეს დილით მივიღე, ამდენი საიდან იცი?! -მან იცოდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა. ავტომატიურად აკრეფილი შეტყობინება, გუშიდელი თქვენი საუბრის შემდეგ სიტყვასიტყვით გამანდო. მითხრა, დარწმუნდი, რომ მიიღებსო. - ახლა დარწმუნდი?! დამცინავად ვუპასუხე და სასმელი დავაბოლოვე. - მივლინებაში მიდიოდა. - სისულელეა ეგ. რამდენიმე დღეში ის სასამართლო იქნება, რომლის მკვლელობასაც სათავეში ედგა. კვალზე გავიდა, თანაც დროზე სწრაფად. გრძნობდა, რომ უთვალთვალებდნენ და ისიც იცოდა, რომ პოლიციაში ამის თქმით, საქმეს უფრო გაირთულება. საქმე სერიოზულ მანიაკთან გვაქვს, უბრალო მვკლელთან არა. - უბრალო დაცვის ბიჭმა, მეეჭვება ამდენი რომ იცის... - მე მხოლოდ დაცვა ვარ, როგორც აღნიშნეთ. - არ მომწონხარ. - არაუშავს, არც ბლეიკს მოვწოდი. ამოვიხვნეშე. ბლეიკის სიკვდილისგან ნერვებ აშლილი წამოვდექი ფეხზე. - ავუსრულებ ბლეიკს თხოვნას. შენ კიდევ ხვალ ჩემს ოფისსში დამხვდი. - სად?! - იმდენი რამ იცი ბლეიკის შესახებ, ისიც გეცოდინება მე სად ვმუშაობ. გელოდები. მისთვის არც შემიხედავს ისე მივახალე. შემოსასვლელში დადებულ ეგვიპტურ სუვენირს თვალი მოვკარი. ხელი სწრაფად დავავლე და გარეთ გამოვედი. სუფთა ჰაერი იმდენად მესიამოვნა, ასე მეგონა საფლავიდან აღვდექი... ჯანდაბა ბლეიკ, ჯანდაბა! როგორ მოახერხე სიკვდილი?! მანქანაში რომ ჩავჯექი. ქეროლი უკვე დამშვიდებული დამხვდა. თუმცა მის თვალებში მღელვარება ისევ იკითხებოდა. - წარმოგიდგენია?! კაცმა ყველაფერი წინასწარ გათვალა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ საიქიოდანაც არ მომასვენოს! ქეროლს გავხედე, რომელიც შეშინებულთან ერთად, უკვე დაბნეულიც შემომყურებდა და ჩემი რეაქცია ვერ გაეგო. ეს მეთვითონაც ვერ გამეგო. თავს უცნაურად ბრაზმორეული ვგრძნობდი. თითქოს ვერ ვპატიობდი ბლეიკს, რომ ამ ყველაფერში მარტო დამტოვა. თუმცა, მისი სიცოცხლის პერიოდშიც მარტო ვიყავი. უბრალოდ ადამიანური თავისებურებაა, ადამიანთან რაც არ უნდა საშინელი ურთიერთობა გქონდეს, წარსულში მასთან დაკავშირებული მოგონებების წყალობით ყოველთვის დაგწყდება გული, თვითონ პიროვნებას რომ რაიმე დაემართოს. ზუსტად ეს დამემართა ბლეიკის შემთხვევაშიც. ირონიულია, ბიჭი მომწონდა და მოკვდა. ბიჭი, რომელიც მომწონდა მოკვდა. . . უბრალოდ ასე უცებ დატოვა სამყარო. გული მტკიოდა და თან არც მტკიოდა. ბლეიკთან უმეტესად საქმიანი ურთიერთობები მაკავშირებდა, შემდეგ ვნებას ავყევით... ეს იყო და ეს. ქეროლს თვალი ავარიდე და მანქანა დავქოქე. ოფისამდე უხმოდ მივედით. როდესაც ძრავა გავთიშე, მაშინღა ვიგრძენი სრულ სიჩუმეში საკუთარი ხშირი სუნთქვა როგორი გამაღიზიანებელი იყო. - იცი ქეროლ, მე მეგობრები არ მყავს. დამფრთხალი თვალები ზემოთ აზიდა და თვალის გუგები გაუფართოვდა. თითქოს არ ელოდაო. რათქმაუნდა, ყველასთვის გასაკვირი იქნებოდა ის ფაქტი, რომ ჩემნაირ გავლენიან ქალს რეალურად მეგობრები არ ჰყავდა. - უბრალოდ, მოსაუბრე მჭირდება და იძულებულს გხდი, რომ მომისმინო. - სევდიანი თვალები შევანათე და ოდნავ გავუღიმე. მოლბა და საზურგეს სანახევროდ მიეყრდნო. თავი ფრთხილად დამიქნია. - არ უნდა გამერიე ამ ამბებში. შენს კონტრაქტში ეს არ წერია და წასვლა თუ მოგინდება გავიგებ. მაგრამ გპირდები, თუ დარჩები მსგავს რამეს არ გაგიკეთებ. - მე ვრჩები, ვალენტინა... თბილი მზერა მაჩუქა და ისე გაიღიმა, წამით ვიფიქრე ფრთები რომ ჰქონდეს, ნამდვილი ანგელოზი იქნებოდა მეთქი. - მიხარია, გულწრფელად მიხარია. შენნაირი დაბნეული და ერთგული, ალალი, უბრალო გოგო ჯერ არ მყოლია თანაშემწედ. რაც შეეხება ჩემს მარტოსულობას, თვრამეტი წლის იუბილეზე გავაანალიზე რომ რეალურად მეგობრები არასდროს მყოლია. ყველა მამაჩემის ფულების გამო მემეგობრებოდა. ზემოთ ხსენებულ დღეს კი, როდესაც მამაჩემმა საქვეყნოდ გამოაცხადა რომ უკვე ზრდასრულ ქალიშვილს საკუთარ ბიზნესს თვალდახუჭული ანდობდა და მე... მე უარი განვაცხადე. იცი რა შემზარავი სანახავი იყო, როგორ გაუვარდა შამპანიურით სავსე ჭიქა, როდესაც წამოვიძახე არ მინდა შენი ჟურნალ-გაზეთი თქო? თვალებზე ცრემლები მომადგა. გავაანალიზე, როგორ მეკლდა მამაჩემი. დედა არასდროს მყოლია, ჩემს გაჩენას გადაჰყვა და მას შემდეგ მამაჩემი სულ განებივრებულს მამყოფებდა. საბოლოოდ კი იმედები გავუცრუვე და ერთმანეთის ცხოვრებიდან ასე გავქრით. ღრმად ჩავისუნთქე, თვალებზე მომდგარი ბრჭყვიალა, გამჭირვალე მარგალიტები უკან გადავისროლე და საუბარი გავაგრძელე - ყველა, ვინც უახლოეს მეგობრად მიმაჩნდა ზურგი მაქცია. ვითომდა ჩემი ქარაფშუტული საქციელის გამო. მას შემდეგ უფულო ვალენტინა არავის დაინტერესებია, როგორ ვიყავი, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი. როდესაც თავი საკუთარი ადვოკატობით გავითქვი, რამდენიმეს ჩემთან ურთიერთობის აღდგენის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ იცი რა? არასდროს ვაძლევ ადამიანს მეორე შანსს. ბლეიკის შემთხვევაშიც ასე გამოვიდა. უბრალოდ გული შემტკივა, ჩემს წინსვლაში დიდი წვლილი მიუძღვის და სულ დასანახად რომ ვერ ვიტანდე, მაინც არასდროს ვუსურვებდი სიკვდილს. თან რა გამიჩალიჩა?! ისე შემომტენა საკუთარი სიკვდილის საქმე, აზრზეც ვერ მოვედი. ამოვიხვნეშე და ორივე ხელი მსუბუქად დავაწყვე საჭეზე. ვხვდებოდი რომ დაძაბული აურა შეიქმნა ჩემს შავებში გამოწყობილ მანქანაში. ესეც გლოვობდა, რაღაცნაირად. - არასდროს მომწონდა ჩემი ოფისის ლურჯად გადაღებილი კარი, მაგრამ ბლეიკისთვის არაფერი მითქვამს. უმადურობა გამოვიდოდა ჩემი მხრიდან. ახლა კი იმედია გესმის, , რამდენად უკმაყოფილო ვარ! ცხვირით შევისრუტე კვლავ მომდგარი ცრემლები. თავი ჩავხარე და თვალები ცოტა ხნით დავხუჭე. ვიგრძენი ქეროლმა როგორ წამოიღო ჩემსკენ პატარა მტევანი და როგორ შემახო ზურგე თანაგრძნობის ნიშნად. არ მომიშორებია. მსიამოვნებდა კიდეც. დიდი დრო იყო გასული არავის უზრუნვია. ერთი შესამჩნევადაც ამოვისუნთქე და მანქანიდან გადავედით. - შემიძლია ამ უქმეებისთვის დავგეგმო კარების გადაღებვა. გულში თითქოს რაღაც ჩამწყდაო. ლიფტიდან გამოსულმა ჯერ ლურჯ კარს გავუსწორე თვალი, შემდეგ ქეროლს და ღიმილით თავი გავუქნიე. - არ არის საჭირო. მირჩევნია ბოლომდე მახსოვდეს ის, რამაც აქამდე მომიყვანა. - აბრაზე მაინც დაფიქრდით, ვფიქრობ ‘გამომძიებელი- ვალენტინა ფორბსი’ უკეთესი იქნება. - ადვოკატს, რაიმეს მიწუნებ? - არა, რას ამბობთ! - შეიცხადა ქეროლმა და წინ ჩამოშლილი ქერა თმები ნერვიულად გადაიწია. - უბრალოდ ვთქვი. - ეგ მართლაც კარგი აზრია. ისევ ბლეიკის წყალობით მომიწევს საკუთარი აბრის შეცვლა. ღიმილით თავი დავუქნიე და ოფისსში შევაბიჯე. ვგრძნობდი თანამშრომლები მაშინვე როგორ დაიძაბნენ და ისე დაიწყეს ფუსფუსი, თითქოს რაიმე არასწორი რომ შემემჩნია, ზედ დავაფრქვევდი ცეცხლს. მართლებიც იყვნენ. ჩემი თვისებებიდან ერთერთი გამოუსწორებელი ის იყო, რომ ხალხს პატარა შეცდომასაც ვერ ვპატიობდი. მახსოვს, წინა წელს თანაშეწე იმის გამო გამექცა, რომ ზედმეტად უხეშად ვექცეოდი. მისი თქმით ეს სიუხეშე იმაში გამოიხატებოდა, რომ საუბრისას თვალებში არ ვუყურებდი. ის ყოველთვის ზედმეტად გადაპრანჭული მოდიოდა ხოლმე სამსახურში. მანქანას ყოველთვის ჩემს გვერდით აყენებდა პარკინგზე და ყავაზეც მეპატიჟებოდა საკუთარ სახლში. მაგრამ მე როგორც ვთქვი, ხალხს აღარ ვუმეგობრდები. მისი ელიტის დონისთვის კი, ეს შეუგნებელი აღმოჩნდა. ასე უბრალოდ უგულო მომაძახა და გაიქცა. ქეროლს ვუთხარი, შეეძლო სახლში წასულიყო, დღეს ისედაც საკმარისად დამეხმარა და აღარ იყო ვალდებული ჩემს წასვლას დალოდებოდა. ყოყმანით, თუმცა მაინც დამთანხმდა. - გისმენ ლუკ. - ცუდ დროს ხომ არ გირეკავ, ვალენტინა? - რა ხდება? დღეს კარგი დრო არ იარსებებს მაინც. - სიას გადმოგიგზავნი, მაგრამ მეტი აღარაფერი მთხოვო. წამით ჩავფიქრდი, რა სია, ან საერთოდ რაზე მესაუბრებოდა, მაგრამ წუხანდელი რომ გამახსენდა ჭიანჭველების ნარბენს დაემსგავსა ჩემი კანი. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ბლეიკის ამბების გადამკიდე, საერთოდ დამვიწყებოდა ვნებიანი ღამე. - კარგი ლუკ, მადლობ. - არაფრის, ვალენტინა. მიუხედავად ტელეფონის კავშირისა, ვიგრძენი როგორ გაიღიმა და ისე გამითიშა. კარგი ადამიანი იყო ლუკი, მეორე მამასავით მყავდა ფაქტიურად. მაგრამ მე ხომ სითბოს გამოხატვისგან ზედმეტად შორს ვიყავი. კვლავ აფორიაქებულმა ელ-ფოსტაზე გამოგზავნილი სია გავხსენი. მთლიანობაში 400კაცი მაინც იქნებოდა. თვალები ავატრიალე და ჩემს ერთერთ თანამშრომელს ხელით ვანიშნე ჩემსკენ მოსულიყო. პრინტერიდან ახლად გამოსული, ცხელი ფურცლები ერთად მოვკრიბე და გადავაწოდე. - გამიფილტრე, მხოლოდ მამაკაცები დატოვე და დანარჩენს მერე გეტყვი. - რომელიმე საქმეს მივაბა მის ფორბს? - არა, ეს პირადი ინტერესებია. მაგრამ შენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყალბი ღიმილი ვაჩუქე თანამშრომელს და მანაც ბარბაცით, ნერვიულად დატოვა ჩემი სივრცე. ელექტრონულ ფოსტაში თვალში კვლავ ბლეიკის შეტყობინება შემეჩეხა. ყველაფერი ელვის სისწრაფით გავთიშე. დაცვას დავაბარე, ცხრა საათისთვის დაეკეტა ოფისი და სახლში გავეშურე. აბაზანა სურნელოვანი ქაფით გავავსე და ერთიანად დაძაბული სხეული წყალში ჩავასვენე. ნეტავ მკვდრებს შეუძლიათ ხალხის ცქერა? თუ ასეა, ახლა ბლეიკი თვალებგადმოკარკლული მიყურებს, როგორ ვნებივრობ აბაზანაში და ჰგონია, მის საქმეზე ხელი მაქვს ჩაქნეული. ასეთი უგულოც არ ვარ... არ შემიძლია უბრალოდ დავი#კიდო მის საქმე. მართლა მაინტერესებდა, ვის რაში დასჭირდა ქარაფშუტა ბლეიკის სიკვდილი. მაშინ, როდესაც ის თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა და ჰაერს ბოლოჯერ ისუნთქავდა ცოდვებით სავსე ფილტვებში, მე ვნების კორიანტელში დავბორიალობდი საკუთარ საწოლში, სრულიად უცხო მამაკაცთან ერთად. ნამდვილად ირონიულია ეს ცხოვრება. ჩემთვის არ არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც შემიხედავს და არ დავფიქრებულვარ მის ცხოვრებაზე. სად ცხოვრობს, როგორ, რა ახარებს, რა პრობლემები აქვს…ხშირად გამიხედავს ფანჯრიდან შორს, სხვისი ფანჯრისაკენ და მიფიქრია მათი ოჯახური იდილიის შესახებ…ბლეიკის თვალებში გაცნობიდანვე ვხედავდი ჩვენი მომავლის ნაპერწკლებს, სამწუხაროდ ნაკლებად ჩემს მომავალში. თვალებამღვრეული სწრაფად ვწვდი პირსახოცს, საღამურები გადავიცვი და მთელი დღის ემოციურად დაცლილი მალევე მივეცი მშვიდ ძილს. - ეს ყველაფერი შენს კისერზეა, შენ უნდა დაასრულო. მხრებზე იმდენად ძლიერ მეჭიდება ბლეიკი, ვგრძნობ მალე ძვლები როგორ შემოატყდება. გარემოს თვალს ვავლებ და ვხვდები, რომ სასაფლაოზე ვართ. სულ შავებშია გამოწყობილი და ჩემს წითელ კაბას ზიზღით დასცქერის. - მითხარი, რომ წითელ კაბას ჩვენს ქორწილში ჩაიცვამდი, ახლა კი... - ბლეიკ, გთხოვ არ გინდა. მე არ დავთანხმებულვარ შენს ცოლობას. - კარგად მოიქეცი. თორემ, ახლა ქვრივი იქნებოდი. სევდიანად გამიღიმა და მხრებიდან ხელები ნელა ამოაცოცა ლოყებამდე. ცერა თითებით ნაზად მომეფერა გლუვ კანზე და შუბლზე მაკოცა. თვალგანაბული ვტკბებოდი მასთან უკანასკნელი საუბრით და თვალის გახელას არ ვჩქარობდი. - შენს დაკრძალვაზე მაინც არ ვაპირებ შავებში გამოწყობას, ბლეიკ... თვალს რომ ვახელ, სულ მარტო ვარ. საკუთარ სახლში საკუთარ ლოგინში. მზე საშინლად აჭერს და მაშინვე თვალებზე ვიჭერ ხელებს. - დამასვენე ბლეიკ!!! ბოლო ხმაზე ვიღრიალე და თავი ბალიშში ჩავრგე. ნერვები უკვე აღარმივარგოდა. ვიპოვი, დიახ ვიპოვი მის მკვლელს და იქნებ მერე მაინც დამასვენოს. გასამრჯელოზე გაფიქრებისას გული საშინლად ამიჩქარდა. ვითომ, ნამუსზე ამაგდო? ჩემს კუთვნილ ოფისსში სამუშაო პირველი დღე მქონდა. მხოლოდ მე ვიყავი, უფროსიც, თანაშემწეც, დამლაგებელიც და დანარჩენი სხვაც. ხმის ამოღება ზედმეტი იქნებოდა, რომ ბლეიკისთვის მეთხოვნა მთელი ჯგუფი აქ დაეხვედრებინა. ამიტომაც, პირველი დღე გადავწყვიტე გასაუბრებებისთვის დამეთმო. როგორცვე ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ფილიპ ფორბსის ქალიშვილს საკუთარი ოფისი ჰქონდა და მშვენიერი ანაზღაურებით სთავაზობდა ხალხს ადგილებს, ჩემს ლურჯ კარს ზღვა ხალხი მოაწყდა. სიმართლე რომ ვთქვა, რთული აღმოჩნდა შესაფერისი კანდიდატების არჩევა. თანაც ამას მარტო ვაკეთებდი, ყველას დახმარების გარეშე. სადღაც ერთ კვირაში, ყველა რომ თავის სკამზე იჯდა სამუშაო მაგიდასთან, შვებით ამოვისუნთქე და ნაადრევად დავტოვე პოსტი. გარეთ გამოსულს ბლეიკი დამხვდა. მანქანა ახალი გარეცხილი ჰქონდა, რადგან წყლის წვეთები ჯერ კიდევ არ შეშრობოდა, თმა მოდურად დაეყენებინა და თვალებს პატარა ბიჭივით აჟუჟუნებდა. გამეცინა, როგორც ყოველთვის გადავეხვიე და მსუბუქად ვაკოცე. არ დაუყოვნებია, მაშინვე დაიჩოქა ცალ ფეხზე და ცოლობა მთხოვა. შუა ქუჩაში, ჩემი ოფისის წინ. თავს დავდებ, ყველა ჩვენ გვიყურებდა ჩემი მომუშავე პერსონლის ჩათვლით, რომელთა თვალებსაც ფანჯრებიდან ვგრძნობდი. საშინლად დავიბენი, მიმიკების დალაგება მიჭირდა. ბლეიკის თვალებში ვიძირებოდი და ვცდილობდი მასსში მომავალი ქმარი ან საქმრო დამენახა, თუმცა ვერ შევძელი. ჩემმა ერთმა სიტყვამ აუცრუა გული. ჩემმა უარმა გახადა ის, რაც იყო და ალბათ, მე რომ მას გავყოლოდი, შევძლებდი კიდეც მის გადარჩენას. ერთად ხომ უფრო ძლიერები ვიქნებოდით. მაგრამ ვერ შევძელი. მის შემდეგ თითქოს ჩვეულებრივ გავაგრძელეთ ურთიერთობა, მაგრამ რათქმაუნდა ყველაფერი ძველებურად აღარ იყო. ერთ დღეს ნასვამი მომივარდა ოფისსში, საკუთარი მაგიდიდან კომპიუტერი ერთი ხელის მოქნევით გადამიგდო ყველას თვალწინ და სწორად დაწყობილი საქაღალდეებიც მიაყოლა. ფეხზე წამოვხტი, ისე რომ სიტყვის თქმაც არ დავაცადე და სახეში გავარტყი. ვაღიარებ, ხელი ნამდვილად მეტკინა, მაგრამ ბრაზს თვალებიდან ნაპერწკლებივით ვყრიდი. ძალიან ხმადაბლა ჩავიჩურჩულე, ისე რომ მისთვის თვალის არ მომიშორებია: - გაეთრიე. - ვალენტინა, გამომყევი. მინდოდა მისთვის დამეცინა, ისე დამეცინა რომ ყველას მასხრად ასაგდები გამხდარიყო. თავი ღიმილით გავაქნიე. ყველაფერი გაქრა, რასაც აქამდე მისდამი ვგრძნობდი და ზუსტად იქ დასრულდა ყველაფერი. - გაეთრიე. ბოლოჯერ გავუმეორე და მანაც, ბარბაცით დატოვა ჩემი ოფისი. თანამშრომლებისთვის კარგი დამუქრება მომიწია, რომ ეს ამბავი კედლებს გარეთ არ გასულიყო. მას შემდეგ, მხოლოდ საერთო საქმეებზე ოფიციალურად თუ ვესაუბრებოდით ხოლმე ერთმანეთს ზრდილობის ფარგლებში. თვალებში შეხედვას კი ვერ ბედავდა. ...ვხვდებოდი, ძილს ვეღარ შევიბრუნებდი. ან ეს თუ მოხდებოდა კვლავ კოშმარები დამესიზმრებოდა. ამიტომაც ფეხზე წამოვდექი და საკუთარი თავის მოწესრიგებას შევუდექი. კართან დაყრილი წერილები იმის მომასწავებელი იყო, რომ ფოსტამ კუთვნილი საბუთები მომიტანა. ბლეიკის პირადი ჩანაწერები და არა მარტო ეს. ოფიციალურად ვიყავი დანიშნული ბლეიკის მკვლელობის საქმის გამომძიებლად, ასევე პროკურორად. მეზიზღებოდა პროკურორი ხალხი, მაგრამ ერთი სული მქონდა ყოფილის მკვლელისთვის თვალებში ჩამეხედა და ზიზღით მეხარხარა. დამეცინა, რომ ყველაზე უბადრუკი და საცოდავი კაცი გამოასალმა სიცოცხლეს. სწრაფად მოვწესრიგდი. მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შევდექი და საბუთებში ნახსენებ მისამართზე გავემართე. - პროკურატორიდან პროფესიონალს ვერ გამოგზავნიდნენ? - მკაცრი ხმა გამებზარა სმოკინგიანების დანახვისას. რომლებიც მამაჩემიც ხნის მაინც იქნებოდნენ. ზოგს ულვაშები წამოზრდოდა და საბუთებს ვითომ ინტერესით დაშტერებულნი ხელის მსუბუქი მოძრაობით იზელდნენ. - მის ფორბს, თქვენ მისტერ ბლეიკის ნდობით აღჭურვილი პირველი პირი ხართ. ასევე არაჩვეულებრივი შეფასებებით სარგებლობთ წინა საქმეების გახსნაში. ჩვენთვის საუკეთესო კანდიდატურა ხართ. თვალები შეუმჩნევლად ავატრიალე და მსუბუქად ჩავახველე. წელში გავიმართე და ჩემი სიმაღლის მამაკაცს თვალი თვალში გავუყარე. - ჩემს პროფესინალიზმში ეჭვი წამითაც არ შემპარვია, ბატონებო. უბრალოდ გაფრთხილებთ, პროკურორობისგან ცოტა არ იყოს შორს ვარ, წყობილებიდან გამოსვლა მახასიათებს და თუ რაიმე ისე არ წავიდა როგორც თქვენ, ჭკუისკოლოფებს გაქვთ დაგეგმილი, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. ყბა მოქცეული სამი კაცი გაოცებული მიყურებდა. ყურებამდე ყალბი ღიმილით ვუყურებდი თითოეულ მათგანს. უკან ვერ დაიხევდნენ, ფული უკვე გადახდილი იყო. სანამ საპასუხოდ რაიმეს მეტყოდნენ, ხელი სწრაფად მოვუწერე გამოწვდილ საბუთზე და გაშეშებულები უკან ჩამოვიტოვე. შესასვლელში, კიდევ ერთ სმოკინგიანთან შევჩერდი და ღრმად ამოვისუნთქე. - ეჭვმიტანელი გყვავს? - სამი, მის ფორბს. გაოცება ვერ დავმალე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე. - ორ დღეში სამი ეჭვმიტანელი დააკავეთ?! ფედერალები ხართ თუ?... ბოლო სიტყვებზე ღიმილი მოედო კაცის სახეს, მაგრამ როგორცვე მზერა გამისწორა დასერიოზულდა. - კრის პირსი, დენის კლარკი და რაიდერ ფლინი. წარმატებებს გისურვებთ, ვალენტინა. -მარტო უნდა შევიდე? პატარა, შეშინებული ბავშვივით შევიცხადე, რომელსაც სადაცაა ექიმთან შეიყვანენ და ღრიალს მორთავს. თავი დინჯად დამიქნია სმოკინგიანმა და კრინის კარები ფართოდ შეხსნა. ვგრძნობდი, როგორ მომმყვებოდნენ უკან ის სამნი, რომლებიც წუთების წინ დავამუნჯე. სარკისებრ ფანჯარასთან თავიანთი ადგილები დაიკავეს და გზა დამითმეს. ძალიან მალე ბლეიკის რეალურ მკვლელს თვალებში ჩავხედავდი, რაც სხეულის თითოეულ უჯრედს მიწიოკებდა. ჯობდა ამაზე არ მეფიქრა და თავი ხელში ამეყვანა. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ არავის მოუსამძიმრებია ჩემთვის. ამას არც ვითხოვ, უბრალოდ რადგანაც იცოდნენ რომ მე ბლეიკის ყოფილი საცოლე ვიყავი, ოდნავი პატივისცემა მართებდათ. ფიქრი შევწყვიტე, როდესაც დაკითხვის ოთახში შევაბიჯე. ჩემს წინ მჯდომი, თავდახრილი ეჭვმიტანელი კარგად შევათვალიერე. თავდახრილი საკუთარ ბორკილებ შემკულ ხელებს დასცქეროდა და თითქოს ცხოვრებისეულ საკითხებზე ფიქრობდა. ფურცელს კიდევ ერთხელ დავხედე, რომელიც ხელში მეჭირა. 36 წლის დენის კლარკი. მაშ ასე. ჩემი შესვლა თითქოს არც შეუმჩნევია. ანდაც უკვე შეგუებული იყო, რომ რაც აქ მოიყვანეს უსაფრთხოების და კონრტოლის მიზნით ყოველ ნახევარ საათში ერთხელ საგულდაგულოდ შეამოწმებდნენ. - რაზე ფიქრობ? ვიკითხე და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადავდგი. იმდენად ნელა ასწია თავი, თავი იმ ფილმის გადასაღებ მოედანზე მეგონა, სადაც ყველაფერს შენელებული კადრით იღებენ. ჩასისხლიანებული მწვანე თვალებით დაბნეული, შიშით სავსე შემომცქეროდა.ტუჩები ოდნავ გაეპო და კარგად რომ დავკვირვებოდი, შესაძლოა უკანკალებდა კიდეც. პასუხის გაცემა უნდოდა, ფაქტია, მაგრამ ხმა არადა არ ამოსდიოდა ყელიდან. თითქმის დავრწმუნდი, რომ ოჯახიც ეყოლებოდა და დარდობდა. დიახ, მის თვალებში უდიდესი სევდა ლივლივებდა. ვაი და ოჯახს ვეღარდაბრუნებოდა?! საკუთარი შვილები ვეღარასდროს ენახა?! ღრმად ამოვისუნთქე. დენისის ფურცელი შუაზე გადავკეცე და დაკითხვის ოთახი დავტოვე. სამი წყვილი თვალი კითხვის ნიშნებად იქცა და ისე შემომყურებდნენ, თითქოს რაიმე არაწორად გავაკეთე. - ის არ არის, გაუშვით. - კი მაგრამ, მის ფორბს... არც კი გასაუბრებიხართ. - არ არის საჭირო, დამიჯერეთ. არ არის დამნაშავე. შიშისგან ადუღებული აქვს თვალის გუგები. იმასაც გეტყვით რაზე ფიქრობს. იმ საკანზე, სადაც არ ჩადენილი მკვლელობის გამო პოტენციურად შესაძლოა რომ თავი ამოაყოფინონ. ასე რომ, სიტყვაზე მენდეთ, არ არის მისტერ კლარკი მკვლელი. თავი უკმაყოფილოდ ჩახარა ყველაზე დაბალმა და რაღაც ჩაიდუდუნა. ღრმად ამოვისუნთქე. ყურადღება დანარჩენების რეპლიკებისთვის არ მიმიქცევია ისე დავტოვე იქაურობა და ოფისისკენ გავეშურე. სულ ათ წუთიანმა დაკითხვამ, რომელიც რეალურად არც ყოფილა დაკითხვა ერთიანად ამშალა. ძალიან აფორიაქებული ვიყავი. ქეროლი ღიმილით მომესალმა და ხელში ჩემი საყვარელი, უშაქრო ყავა გადმომაწოდა. - გამომყევი ქეროლ . საკუთარი ჩანთა უხეშად მივაგდე ტუმბოზე და ღრმად ამოვისუნთქე. - პოლიცია სულ ასე უტვინოდ მუშაობს?! - არ ვიცი ვალენტინა.... - ერთი ეჭვმიტანელი დავკითხე. ისე კანკალებდა ლამის ადგილზე ჩაეფსა. და მაგაზე ამბობდნენ შესაძლო მკვლელიაო. წარმოგიდგენია?! დავიჯერო, ოდნავ გამჭვალი მზერა მაინც არ აქვთ ამ უტვინო კაცებს, რომ დამნაშავე და უდანაშაულო განანსხვაონ? ხელები ავიქნიე და საყვარელი ყავის რამდენიმე ყლუპი ადუღებულ გულ-მუცელში ჩავუშვი. - არ გიფიქრიათ, რომ სწორედ ამიტომ დაგიქირავეს თქვენ? შემომაპარა ქეროლმა. - იმ ჰალსტუხში თავგაყოფილი ტიპებიდან არც ერთს არ ვეხატები გულზე. ბლეიკმა გამრია ამ საქმეში. - საინტერესოა, როგორ მოიფიქრა... ხელით ნიკაპი მოისრისა ქეროლმა. ძალიან საყვარლად გამოიყურებოდა, როდესაც რაიმეზე ასე ფიქრდებოდა ხოლმე. - ჭკვიანი ქალი ხარ ქეროლ. - მადლობთ, ვალენტინა. - ბლეიკმა იცოდა, რომ მოკვლავდნენ. იცოდა, რომ შუბლს გაუხვრეტდნენ მაგრამ ხმა არ ამოიღო. ყველაფერი დეტალურად უნდა შევისწავლო. მკვლელობის სავარაუდო დრო. ისიც კი, ზურგიდან ლაჩრულად მოკლეს თუ არა. ვგრძნობდი, ამ საზარელი სურათის წარმოდგენისას როგორ მაწვებოდა ღებინების შეგრძნება და თავს ძლივს ვიკავებდი, პირდაპირ ჩემს საწერ მაგიდაზე არ ამომენთხია. - დილით ვინმე მატიასი იყო მოსული, აი ის კაცი... ბლეიკის.. - ბლეიკის სახლიდან. კარგი. ახლა სად არის? - ნახევარი საათი დაგელოდათ და წავიდა, ასე თქვა საქმეები მაქვსო. - უხერხული გამომეტყველება მიიღო ქერამ. - კიდევ ერთი ეჭვმიტანელი შეემატა ბლეიკის საქმეს. - მსუბუქად ჩავიღიმე და ქეროლს თვალებში ჩავაშტერდი. - ასე ნუ მიყურებ, ცუდი არაფერი გაგიკეთებია. მისი ნება იყო, რომ არ დამელოდა. მაინც მოვძებნი...დამტოვე, დანარჩენს ჩემით მივხედავ. რაიმე სიახლე ხომ არაა? - კრისტინამ თქვენი დავალება დაასრულა, შემოვუშვა? - შენ შემომიტანე, მადლობა. ღიმილით დავუქნიე თავი. საფერთქელბი რამდენიმე წამით დავიზილე და საბუთებს ჩავხედე. რამდენიმე საათით მაინც უნდა დავბრუნებოდი საკუთარ რეალურ პროფესიას-ადვოკატობას. დამესრულებინა წყეული სამი ადამიანის საქმე, რომელიც ჩაბარებული მქონდა და დროებით ადვოკატობაზე ხელი ამეღო. რადგან ბლეიკის საქმე ზედმეტად ჩახლართული მეჩვენებოდა და ერთდროულად ამდენ პასუხიმსგებლობას საკუთარ თავზე ნამდვილად ვერ ავიღებდი. ძარცვის საქმე უკვე გახსნილიყო. სამადლობელი წერილი მივიღე თანხასთან ერთად. როგორც ჩანს და როგორც ვვარაუდობდი ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მოგვარდა. ერთით ნაკლები. დანარჩენი ორის წიგნაკს გადავხედე. ამ კვირის ბოლოს, წესით ეს საქმეებიც უნდა მოგვარებულიყო. ვგრძნობდი შვებულება მესაჭიროებოდა ყველაზე შეუფერებელ დროს. - ინებეთ, ვალენტინა. - ღიმილით მაგიდაზე დამიდო ორი ფურცელი ქეროლმა და დამტოვა. ფიქრებს მოვეშვი. კისერი ოდნავ მოვხარე დაჭიმულობისგან და საზურგეს მივეყრდენი. თვალებს არ ვუჯერებდი რომ ფილტრაციის მიუხედავად, მაინც ას კაცზე მეტი იყო დარჩენილი. ამოვიოხრე და ფურცლები მაგიდაზე დავყარე. ახლა ამის თავი ნამდვილად არ მქონდა. არც დრო იყო, იმის რომ საკუთარი ინტერესები პირველ ადგილას დამეყენბინა. ამიტომაც, ლურჯთვალება ერთი ღამის რაინდი ტვინის უკანა ნაწილში მოვისროლე და კვლავ ადვოკატობას დავუბრუნდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.