შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

* * * (5 თავი)


22-02-2020, 01:24
ავტორი Yavisfertvala
ნანახია 1 199

- კარგად ვარ უკვე მადლობა.- ამოვიხვნეშე და საბას მკერდზე მივადე თავი. ალექსანდრემ თვალები აატრიალა და საბას ხელი გაუწოდა.
- ალექსანდრე დევდარიანი.
- საბა ბუჩუკური.
- ნიკა კანდელაკი.
- აუ თებბ. წამო რა MCში რაღაცეები ვიყიდოთ და სახლში ავიტანოთ. ესენიც ამოვლე. ლილე ხომ ამოხვალ?
- იცი... მე და ლექსო.... დღეს... პაემანი გვაქვს და.
- და კიდევ ჩვენ დავიკარგეთ. თქვენ ამოდით ბიჭებო.- ბოლოს რომ გაანალიზა რა თქვა ელდა ეცა.
- კაი გამოვალთ ჩვენც. - უმალვე დაუბრუნა პასუხი ნიკამ.
- საბა მანქანამდე მიმიყვან?
- კი მოდი.- ხელში ამაფრიალა.
- ვაიმე საბა ბუჩუკური. ახლა რო წაიქცე ხომ ისედაც ეს დამტვრეული ქალი უარესად არ დამამტვრიო. საბა ნუ გარბიხარ გცემმმ.- ორ წუთში მანქანასთან გავჩნდით.
- იმბეცილო.- გზაზე მხოლოდ დებილივით გაღიმებული ანი მოდიოდა.
- ის ორი სადაა?
- წავალთ და 8იკენ შემოვალთო.- მანქანაში ჩავჯექით და წამოვედით. ანიმ იმდენი ბურგერი და ფრიები იყიდა რომ მთელი სალონი გამივსო. სახლში ძლივს ავზიდეთ. ტანსაცმელი გამოვიცვალე და გრილი გამჭირვალე პენუარი ჩავიცვი რომელსაც უმოკლესი შორტი აქვს და ოთახში გავედი. ანი კი თავის სამფლობელოშია ანუ სააბაზანოშია. ნახევარ საათში კარზე ზარი იყო, საბა მეგონა და პირდაპირ გავტყლაშუნდი.
- ანი საბა მოვიდ....- ხელში ბიჭები შემრჩნენ. ახლაღა გამახსენდა ჩემი პენუარი. ჯანდაბა თებეა ჯანდაბა.
- და საბას კარებს ასე უღებ?- თვალი ამატარა და წარბი აწია ალექსანდრე.
- ისა... შემოდით და მისაღებში დასხედით მეც ახლავე მოვალ.- ოთახში გავიქეცი და ხელში პირველი რაც მომყვა ის ჩავიცვი. ეს კი უმოკლესი სარაფანა იყო მხოლოდ სახლისთვის განკუთვნილი. მალევე გავბრუნდი მისაღებში.
- ბოდიში. უბრალოდ ჯერ არ გელოდით რვისკენო და ჯერ მხოლოდ...- საათის ისრებს შევხედე.- 9ის 15 წუთია. ნუ ხო რა საბა მეგონეთ.- უხერხულად გავუღიმე.
- საბა სად ჯანდაბ....- მისაღებში პირასახოც შემოხვეული ანი შემოვიდა რომელსაც ნათლად უჩანდა თავისი გრძელი ფეხები. ნიკამ მძიმეთ გადაყლაპა ნერწყვი. ანიმ კი ერთი გაიცინა და ოთახში გაიქცა. ნიკას ძარღვები დაეჭიმა საბას გაგონებაზე, ყოჩაღ დაო შენ ეს შეძელი მას გულში ჩაუვარდი. მალევე შორტებში და "ჩემ" ჰუდში გამოწყობილი გამოვიდა.



№1  offline წევრი ninnnnnnnoooooooo

მაგარიაააა

 


№2 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Kargia mara patara iyo, tan davvianebulze

 


№3  offline წევრი alienbaby

მალე დადე რა ახალი თავი❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent