* * *
- გაგიმარჯოთ.- ძლივს დაწყნარებულებმა ვუთხარით. - აე თებე ნახე, დეიდა თინას სახლი როგორც იქნა გაქირავდა.- მხარზე ხელი მსუბუქად მომარტყა. - ხო ვხედავ.- გავიცინე და კარის ჩაკეტვით (ჩარაზვით) დავკავდი. -ალექსანდრე, ალექსანდრე დევდარიანი. - მე კი ნიკა კანდელაკი ვარ. - თებეა ახვლედიანი. - ანი მაისურაძე.- თავისი მომაჯადოებელი ღიმილით გაუღიმა. ლიფტის კარი გაიღო. - სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, მაგრამ ახლა უნდა წავიდეთ. კარგად.- წამოვედით. -კარგად.-თავისთვის ჩაილაპარაკა ნიკამ.- ვერ არიან ხო ცოტა თავიანთ მატორზე. -ტიპიური გოგოები, ვერ დაინახე როგორ გვიღიმოდნენ. -თავი გააქნია ალექსანდრემ. -მერავი, ისე კაი ტანზე კი იდგნენ ჰა? - ტანი იცოცხლეე.- სიცილით შევიდნენ სახლში. იდიოტები ანუ ტიპიური გოგოები არა, მოგივლით თქვენ. მანქანაში ჩავჯექით და უნივერსიტეტისკენ წავედით. - ისე რა სიმპატიურები იყვნენ თუ დააკვირდი.- სიცილით ვუთხარი. - უკეთესიც მინახავს.-ტუჩის კუთხე ჩატეხა. მანქანა უნივერიტეტის ავტოსადგომზე გავაჩერეთ და შენობაში შევედით. აუდიტორიაში რომ შევედით ლილემ ხელი დაგვიქნია რომელიც ლექსოს გვერდზე იჯდა. ხოო ლილე და ლექსო უკვე 2 წელია ერთად არიან, მალე დიდი ქორწილიც გველის. პირველ კურსზე გაიცნო და მის მერე ერთად არიან, ოჯახებსაც იცნობენ და ხელიც ნათხოვი აქვს უკვე, მაგრამ ჯერ სწავლა უნდათ რომ დაამთავრონ. - ლილჩექს მაგვარდ ხარიდ? - სვანურად ვუთხარი. - აუ თებე ხომ იცი რომ ყველაზე მეტად მაგას ვერ ვიტან სვნურად რომ მიბავ ბაას. -კარგი ხომ, როგორ ხართქო? - რავი გოგო, რა მიჭირს. თქვენ როგორ ხართ რო დაიკარგეთ და აღარ გინდათ დაქალი. - შენ გადააკვდი სიძე ბატონს და ჩვენ დავიკარგეთ?- სიცილით კითხა ანიმ და ჩანთიდან, ბლოკნოტი და კალამი ამოიღო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.