შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აპრილის დაბადება დეკემბერში -თავი 3-


25-02-2020, 02:14
ავტორი Marrieakh
ნანახია 1 095

ზუსტად საღამოს რვა საათზე გამოვიდა მიმზიდველი ქალბატონი სამსახურის შენობიდან, დადგა კარის წინ და დაიწყო მანქანებში თვალების ცეცება. ტანს კრემისფერი კაბა უმშვენებდა, რომელიც მისი სხეულის სილამაზეს მკვეთრ ხაზს უსვამდა. შავი თხელი მოსაცმელი ხელში ეჭირა. ბოლოს შენიშნა შავ მანქანაში მჯდომი შავ თმიანი, მამაკაცი.
მანქანასთან მივიდა და ფანჯარაზე დააკაკუნა. წამიერად დაჩი გაშეშდა, არა ჰქონდა მნიშვნელობა ვიკა მისთვის მეგობარი იყო ნაცნობი თუ წარსულის დროიდან გადმოვარდნილი გოგონა, იმ წამს უბრალოდ დაავიწყდა ყველაფერი და ყველაფრის აღქმა სულ ახლიდან დაიწყო, სხვა თვალით შეხედა მანქანასთან მდგომ გოგონას და შემდეგ მალევე გააცნობიერა, რომ მისი საქციელი საზღვრებს სცდებოდა, რადგან დაახლოებით 30 წამის განმავლობაში შეაყოვნა და გარეთ დატოვა გოგო. აზრზე რომ მოვიდა მანქანიდან გადმოვიდა და ისე მაგრად ჩაიხუტა ძველი მეგობარი, რომ იფიქრებდით, მასზე თბილი ადამიანი დედამიწაზე არ დაბადებულაო. მანქანის კარი გახსნა და მიუთითა ჩამჯდარიყო, თავადაც დაჯდა საჭესთან და მანქანა წამებში მოსწყდა ადგილს.
ხმას ვერც ერთი ვერ იღებდა, მანქანაში დაძაბულობა იყო ერთხანს ასე იარეს, შემდეგ კი ძლივს ამოილაპარაკა ვიკამ.
-იმედია კარგ ადგილას მივდივართ, იცოდე შენს გემოვნებაში არ მინდა ეჭვი შემეპაროს..
ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა დაჩის სახეზე და პასუხიც არ დააყოვნა.
-როდიდან გეპარება ჩემში ეჭვი?
ნელ-ნელა ვიკას სახეზე ღიმილი გაცრიატდა, ფანჯრის მინას ჩაუწია და სთხოვა
-კონდიციონერის ჰაერს ვერ ვიტან, მირჩევნია მეტად თბილი ჰაერი ვისუნთქო... შეგიძლია გათიშო?
ამაზე სწრაფი რეაგირება ჰქონდა დაჩის. თავის მხარესაც ჩაუწია მინას და კონდიციერიც იმ წამსვე გათიშა. სახეზე არაფერი შეეტყო, მაგრამ გულის სიღრმეში ვიქტორიაზე თითქოს გაბრაზდა, მეტი რომ ვერ მოითმინა ბოლოს მეგობრული ტონით ჰკითხა, რადგან არ უნდოდა სიტუაცია მეტად დაეძაბა
-მომეჩვენა თუ თემა შემიცვალე?
ქალბაონს ჩაეცინა და ტუჩთან პაწია ნაკეციც დაეტყო.
-არა, მე მართლა მეზიზღება ეს ჰაერი.
-არა უშავს, ამას შეიძლება პლიუსები გამოვუნახოთ... აი მაგალითად ის, რომ აქამდე თავს ვიკავებდი და ვერ ვეწეოდი, რადგან მინდოდა კომფორტულად და გრილად გეგრძნო თავი ამ სიცხეში, შენ კი თურმე ამ ჰაერს ვერ იტან, ესეც დამატებითი ინფორმაცია შენზე.
ხმამაღლა გაეცინა ვიკას, არა იმიტომ, რომ სიცილის ხასიეთზე იყო, ან მის ნათქვამში რაიმე სასაცილო დაიჭირა, არამედ იმიტომ, რომ სიტუაციის დაძაბვა ნამდვილად აღარ სურდა.
-ჰო, ამის შემდეგ გაითვალისწინე და კონდიციონერი ჩართული აღარ დამახვედრო.
მაჩაბელმა ერთი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან, მოუკიდა სიგარეტს და თითქოს შვება იგრძნო, კოლოფი ვიკას გაუწოდა და შესთავაზა.
ვიკამ წარბები ზემოთ აქაჩა, დიდი ცდუნება იყო ეს მისთვის, ერთი წელი ეწეოდა, ერთი წლის წინ კი თავი დაანება, მაგრამ სულ რომ ამ ცდუნებისთვის გაეძლო, იმას მაინც ვერ გაუძლებდა, დაჩის გაკვირვებული სახე რომ არ ენახა. ამოიღო ერთი ღერი და მოუკიდა.
მაჩაბელი ცოტა არ იყოს და დაიბნა, არ მოელოდა ვიკას ამ საქციელს, რადგან როცა გერმანიაში წავიდა, ზედმეტად "წესიერი" გოგოს როლში იყო ვიქტორია,ახლა კი ეს საქციელი მისგან უბრალოდ ხუმრობის ნაწილი იყო, ამიტომ შეეცადა გაკვირვება დაემალა
მანქანა გაჩერდა, გადმოვიდნენ და პირდაპირ რესტორნისაკენ აიღეს გეზი.
დიდხანს არ გაჩერებულან რესტორანში, მაგრამ მაინც მოახერხეს მოგონებების გახსენება, რომელიც გონების უფსკრულში იყო თავისთვის მიმალული, შემდეგ თავიანთი სამსახურები განიხილეს, შემდეგ მომავლის გეგმებზეც ისაუბრეს და მალევე რესტორანიც დატოვეს.
ერთ შენობაში ჯდომას ისევ მანქანით აქეთ-იქით სიარული ამჯობინეს. ბოლოს კი ვიქტორიას სახლის გზას დაადგნენ.
-ვიკა შეგიძლია წეღანდელ შეკითხვაზე პასუხი დამიბრუნო? სთხოვა მოწიწებით ყინულივით ცივმა მაჩაბელმა, რომელიც ამ სიფრიფანა გოგოსთან წამებში დნებოდა.
მან ღიმილით მიუგო
-რომელი შეკითხვა დავტოვე უპასუხოდ?
-ჩემში ეჭვი გეპარება? ხმაში ოდნავი სიცივე იგრძნობოდა,
თავი აღარ შეიკავა, რადგან ცოტაოდენი წითელი ღვინო მას ეხმარებოდა გახსნილიყო და ნებისმიერ თემაზე ესაუბრა. თვალები ამღვრეოდა, თმა ნიავს აეწეწა, მაგრამ თავის სილამაზეს არ მაინც კარგავდა.
-შენში ეჭვი მეპარება, დიახ! მკაცრად განუცხადა და ნაწყენის შთაბეჭდილება შეუქმნა მაჩაბელს.მან კი ხმა არ ამოიღო და ვიკას ისევ დაუთმო სიტყვა.
-ეჭვი მეპარება, რადგან მეგობრები ერთმანეთს გაურკვევლობაში არ ტოვებენ, რადგან მეგობრები ერთმანეთს გაუფრთხილებლად არ ტოვებენ. ერთხელ მაინც გიფიქრია დაგერეკა ჩემთვის? ის მაინც თუ გიფიქრია აგეხსნა და გეთქვა რატომ მიდიოდი... დაჩი მე შენი სახით ერთი მეგობარი უკვე დავკარგე, უბრალოდ დღეს გამოგემშვიდობე ორი წლის შემდეგ. დამტოვე და ვერც გაიგებ, ჩემთვის რამდენად რთულ სიტუაციაში წახვედი.
შეეცადა მაჩაბელი წასვლის მიზეზის ახსნას, მაგრამ ვინ აცალა? იმდენად ჩაიძირა ვიკას ნათქვამ სიტყვებში, გვერდზე რომ მიიხედა, ვიკა უკვე სადარბაზოში შესული დაინახა.
სახლის კარი რომ შეხსნა და შუქი ვერსად დაინახა, მიხვდა რომ ამაღამ მარტო მოუწევდა სახლში ყოფნა. თინი წასული იყო, მაგრამ მისი ჩანთა უცვლელად ეგდო კორიდორში, აღარ დაბრუნდებოდა, რადგან უკვე ღამის სამს იყო საათი გადაცილებული. თინის ჩანთაში სიგარეტი მოქექა, მაცივრიდან გამაგრილებელი სასმელი გამოიღო, აივანზე გავიდა და თავისთვის მოწყობილ კუთხეში, სადაც ორი ვებერთელა პუფი იდო თავისი პლედებით, ნელა ჩაეშვა. სასმელი მოსვა, ნაფაზი დაარტყა და ცოტა ხანში სიზმრების მორევში გადაეშვა, ვიკას უყვარდა ეს ადგილი, ხშირად დასძინებია აივანზე დაღლილს, ახლაც იწვა მოკალათებული,მოკუნტული პატარა ბავშვივით, და სახეზე მთვარის მბჟუტავი შუქი ეცემოდა, სასიამოვნო სიო ეთამაშებოდა მის მძინარე სახეს, თავად კი ვინ იცის რას ხედავდა სხვა სამყაროში მყოფი სიფრიფანა ქალბატონი.
-----------------------
ესეც მესამე... ველოდები თქვენს შეფასებებს innocent



№1 სტუმარი სტუმარი nancho

მერე რამ რომ პატარა იყო,სამაგიეროდ საინტერესო იყო,იმედია მალე დადებ ახალ თავს,

 


№2  offline წევრი Marrieakh

სტუმარი nancho
მერე რამ რომ პატარა იყო,სამაგიეროდ საინტერესო იყო,იმედია მალე დადებ ახალ თავს,

ველოდებით ადმინისტრაციას smile blush kissing_heart

 


№3 სტუმარი nia

Dzalian magaria male dade shemdegi tavi ❤

 


№4  offline წევრი Marrieakh

nia
Dzalian magaria male dade shemdegi tavi ❤
ძალიან დიდი მადლობა შემდეგითავიდაიდო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent