შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი სიცოცხლე (დასასრული)


27-02-2020, 01:11
ნანახია 1 301

-კარგი ეჟენ ვფიქრობ დღეისთვის საკმარისია. ხვალ ისევ დავბრუნდები, გთხოვ კარგად იკვებე და დაისვენე. დემეტრე ფეხზე წამოდგა და ჩაფიქრებულმა გაირა ოთახი. გარეთ ნინო ელოდებოდა იმედის ნაპერწკლით აელვარებული თვალებით.
-ბ. დემეტრე რას იტყვით რთული მდგომარეობაა?
-ქ. ნინო არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო,ამიტომ მივყვეთ დროის დინებას. მკურნალობა თავის შედეგს გამოიღებს,უბრალოდ დრო არის საჭირო.
ნინომ უსიტყვოდ გააცილა დემეტრე სახლიდან. ეჟენი თავს უმწეოდ გრძნობდა, ყოველი ნივთი მშობლებს ახსენებდა,ჭრილობებს უახლებდა,ტანჯავდა. ფიქრობდა თუ მათ საფლავებთან იტირებდა და დაელეპარაკებოდა ამით შვებას იგრძნობდა და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავდა. გადაწყვიტა ჩუმად გაპარულიყო სასაფლაოზე, რომელიც მის სახლთან არც თუ ისე შორს იყო. ჩაიცვა და შეუმჩნევლად გავიდა სახლის უკანა კარიდან. ფეხით მიუყვებოდა გზას, თან ცდილობდა არავის შეემჩნია. როდესაც მიაღწია მშობლების საფლავებთან და მომღიმარი სურათები დაინახა, ტირილი წასკდა და ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა. ტირილისგან გული ამოუჯდა ყელში, სუნთქვა ეკვროდა და საცოდავი ხმით ქშინავდა, რომ ტვინს ჟანგბადი მიწოდებოდა და გონება არ დაეკარგა. საფლავზე დაემხო თვალებდასიებული, ისინი კი მშვიდი სახით უცქერდნენ ცივი,შავი მარმარილოს ქვებიდან. ბევრს იტანდა მისი პაწაწინა გული, რამდენიმე დრეში ჩამოეშალა „ცხოვრება“ , „ბედნიერი“ ილუზიები ერთიანად დაემსხვრა.
*
ნინოს გემრიელი ვახშამი მიჰქონდა პატარა ქალბატონისთვის. კარებზე რამდენჯერმე დააკაკუნა, მაგრამ ხმას არავინ იღებდა. ბოლოს ფრთხილად შეაღო კარები,მაგრამ იქ არავინ დახვდა. შიშმა ერთიანადა შეიპყრო, მთელი ტანი აუცახცახდა, ვენებში სისხლი გაეყინა. თავში ათასი ფიქრი აერია. აივანს მიაწყდა, მაგრამ იქ არავინ დახვდა. სააბაზანოს გარები შეაღო, მაგრამ თეთრი კედლების გარდა ვერაფერი დაინახა. მთელს ხმაზე დაიწყო ყვირილი, ეჟენის პასუხი არსით არ ისმოდა. სახეშეშლილი ჩავიდა პირველ სათულზე. გიორგი მის დანახვაზე შეკრთა.
-რა ხდება ნინო,რატომ ხარ ასე განერვიულებული?
-ეჟენი გიორგი,ეჟენი ვერსად ვნახე. ბავშვმა თავს ხომ არაფერი დაუშავა,ნეტა სად წავიდა,სად გაქრა. არ ვიცი სად მოვძებნო ან ვინ დაგვეხმარება. უცებ წაომიყვირა.
-დემეტრე, დემეტრეს დავურეკოთ იქნებ მან იპოვოს გამოსავალი.
*
დემეტრე აივანზე ბოლთას სცემდა, თითქოს რაღაც არ ასვენებდა და გონებას უწამლავდა. რაც დადიანების სახლი დატოვა მას შემდეგ მოსვენება დაკარგა, ადგილს ვერ პოულობდა . მისი გონება ერთიანად მოიცვა ეჟენზე ფიქრმა, ეს პატარა არსება მის გულს შეეხო და წარსულს გადასწვდა. არ ავიწყდებოდა ბოლო დიალოგი და აცრემლებული დარდიანი ცისფერი თვალები. თითქოს ხვდებოდა რა სენითაც იყო შეპყობილი, მაგრამ ბოლომდე ვერ იაზრებდა მის სიმპტომებს. ტელეფონის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან, მობილურს უცებ დასწვდა თითქოს ამ ზარს ელოდებოდა.
-ბ.დემეტრე, თქვენი დახმარება გვჭირდება,არ ვიცოდით ვისთვის დაგვერეკა.
-გისმენთ ქ. ნინო რა ხდება, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-რა თქმა უნდა, საქმე ეჟენს ეხება. თქვა ნინომ აკანკალებული ხმით. დემეტრეს ეჟენის გაგონებაზე თითქოს რაღაც ჩაწყდა გულში და ერთიანად დაიძაბა.
-ეჟენი დაიკარგა და ვერსად ვპოულობთ,იქნებ თქვენ შეძლოთ ჩვენი დახმარება.
-კარგით,ახლავე მანდ გავჩნდები.
დმეტრე რეტდაცემული იყო, სასწრაფოდ გამოვიდა სახლიდან და დაძრა მანქანა. ელვის სისწრაფით მიჰქროდა, მაგრამ სიჩქარეს ვერ გრზნობდა. დიდ ალაყაფთან შეჩერდა და სასწრაფოდ შეაბიჯა სახლში.
-ქ. ნინო იქნებ მითხრათ სად არის ბ.და ქ. დადიანების სასაფლაო. ჩემი აზრით,ეჟენი მანდ წავიდოდა,რადგან მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი.
ნინომ აუხსნა გზა სასაფლაოსკენ და დემეც სწრაფად გაემართა. მანქანა შეაჩერა და შორიდანვე დაინახა ეჟენის სხეული თუ, როგორ უმწეოდ იყო მისვენებული ცივ მიწას. მიუახლოვდა და თანაგრძნობით შეხედა, სიტყვაც არ უთქვამს მისთვის,რომ ეჟენი მოულოდნელად ალაპარაკდა.
-უცნაურია ეს ცხოვრება, დღეს ხარ ხვლ არა, დაიკარგები ისე, როგორც ფერფლი და გაიფანტები ისე, როგორც ნისლი. მაგრამ შენი სურნელი ყოველთვის დარჩება და სწორედ მაშინ მოუღიტინებს ცხვირში ადამიანს,როდესაც შენზე ტკბილ მოგონებას გაიხსენებს და თვალებს აუცრემლიანებს. ცრემლი გადმოგორდება, თეთრი გამჭვირვალე სითხე აუწვავს ბუსუსებ დაყრილ ატმისფერ ღაწვებს, შემდეგ ხელით უხეშად მოიწმენდს, რომ არავინ დაინახოს და გულში ყრუდ აქვითონდება. სუნთქვა გაუჭირდება თითოს ვინმე ძლიერად უჭერდეს გულზე ხელს და კისერი აეწვება. შემდეგ დამშვიდდება და ღრმად ამოისუნთქავს. ასე გაივლის წლები, მაგრამ მისთვის უკვე არაფერი შეიცველბა. იქნება მხოლოდ ცრემლი,ტანჯვა და მოგონება. მე გამოვედი ამ ილუზიიდან და ახლა უკვე ძალიან მეშინია, რადგან ვიცი ეს სამი გრძნობა ბოლოს მომიღებს. შემდეგ ჩაფიქრდა და ჩუმად ჩაილაპარაკა.
-არადა მაინც რა ეგოისტია ეს ადამიანი, ახლაც კი ჩემს თავზე ვფიქრობ.
ეს ნაზი და თხელი არსება კიდევ უფრო მოიკუნტა და თავი ფეხებში ჩარგო. ერთი მუჭა გადაიქცა, მისი შემხედვარე დემეს გრძნობა უმძაფრდებოდა დაცვის, უნდოდა მთელი სხეულით გადაფარებოდა და მისი ყოველი ნაკვთი შეეგრძნო. არ შეეძლო ეჟენის ტანჯვისთვის ეყურებინა, რადგან თავის მხრივ ეს მას ტანჯავდა.
-ეჟენ ძვირფასო, მინდა ერთ ადგილას წაგიყვანო, შემდეგ კი მიხვდები თუ როგორ კარგად მესმის შენი. მიხვდები, რომ ჩემს გარდა შენი დახმარება არავის შეუძლია. მინდა გაჩვენო ის ადგილი,რომელიც ჩემი ახალი ცხოვრების დაწყების მიზეზი გახდა. ეჟენმა გაკვირვებული თვალები მიაპყრო დემეტრეს და ხმაამოუღებლად წამოიმართა. დემემ სასწრაფოდ ჩაკიდა ძლიერი ხელი მისუსტებულ სხეულს და მანქანი კარები გაუხსნა. ნინოს დურეკა უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო და არ ენერვიულა. მანქანა სასაფლაოსთან გააჩერა და ეჟენს უხმოდ ანიშნა, რომ გადმოსულიყო. საფლავებს შორის გზას მიიკვლევა, უცებ შეჩერდა. სიკვდილივით აღმართულიყო შავი ქვები თეთრი წარწერით დავით ახვლედიანი, თინათინ მინდელი. დემეტრე ჩაიმუხლა და უსიცოცხლო სახეებს ჩამოუსვა მზრუნველი ხელი. ყველაფერი ნათელი გახდა ეჟენისთვის, თურმე დემესაც დაუკარგავს მშობლები, ისიც ობოლი იყო.
-ათი წლის წინ... დაიწყო სევდანარევი ხმით. ათი წლის წინ დავკარგე მშობლები. სოფლიდნ მოვდიოდით,ძლიერი ქარი იყო. გზაზე ხეები წაიქცა და ჩვენს მანქანას დაეცა. მე უკანა სავარძელზე ვიჯექი და გადავრჩი. დედა და მამა კი ადგილზე გარდაიცვალნენ. უცებ გადმოვძვერი ფანჯრიდან და გზაზე დავდექი დახმარების სათხოვნელად. ხელებს ვიქნევდი,ვყვიროდი, წვიმის წვეთები ჩემს ცრემლებს ერთვოდა. ამ დროს ერთი მანქანა გაჩერდა და ცოლ-ქმარი გადმოვიდა დასახმარებლად. ხელში ამიყვანეს და მანქანაში ჩამსვეს მათ ქალიშვილთან ერთად. დახმარება მოვიდა,პოლიციამ უცნობებს თხოვა შინ წავეყვანე. წავედით და ერთი უბედურებიდან მეორე უბედურებაში ამოვყავი თავი. საპირისპირო მხარეს სატვირთო მოდიოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და შეგვეჯახა. ცოლ-ქმარი დაიღუპა. მათი ქალიშვილი და მე გადავრჩით. ეჟენს მკვდრისფერი დაედო სახეზე.
-მოიცადე, როდის მოხდა ეს ყველაფერი?
-ზუსტად ათი წლის წინ, რვა აგვისტოს.
-ღმერთო, ნუთუ ეს სიმართლეა. ნუთუ შენ ის ბიჭი ხარ გზაზე სასოწარკვეთილი დახმარებას, რომ ითხოვდი. დემეტრეც ხელი შეახო მის სუსტ მტევანს და დამშვიდებას ეცადა.
-კი ეჟენ, მე ის ბიჭი ვარ წვიმაში სისხლიანი რომ ვიდექი და ვტიროდი. იმ ავარიის შემდეგ, როდესაც ყველაფერი გავაანალიზე ძალიან ცუდად გავხდი და ბიძაჩემმა ლონდონში წამიყვანა.მალე რეალობას გავუსწორე თვალი და სწავლა გავაგრძელე. დრო და დრო ვკითხულობდი შენს ამბავს, თუ როგორ იყავი. შემდეგ გავიგე რომ მძიმე ფსიქიკური აშლილობა გქონდა,სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რომ ფსიქოთერაპევტი გავმხდარიყავი და ადამიანებს განკურნებაში დავხმარებოდი. როდესაც სწავლა დავამთავრე და საქართველოში დავბრუნდი, ჩემი ლექტორი დამიკავშირდა და შენზე მიამბო, რომ დახმარება გჭირდებოდა და როგორც მასწავლებელი ისე უნდა მოვსულიყავი შენთან. მაგრამ იმ დღეს როდესაც თქვენი სახლის კარი გავაღე, შენ კიბეზე დაგორდი და ამ შემთხვევამ გამოგარკვია ილუზიიდან.
ეჟენი გაკვირვებული უყურებდა დემეს და აანალიზებდა მის მონათხრობს. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, ემოცია როგორ გამოეხატა, ამიტომ ცხელი ცრემლები უსველებდა შეფაკლულ ღაწვებს. დემე მისკენ გადაიხარა და ფრთხილად ჩაიკრა გულში. ყურთან ნაზად ჩაჩურჩულა.
-მე ეს შევძელი, ახლა კი შენი ჯერია. მინდა ახალი სიცოცხლე გაჩუქო.







მეგობრებო გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ კომენტარებში. მოგეწონათ თუ არა,თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent