შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული წლები


1-03-2020, 00:39
ავტორი მმარიამმი
ნანახია 2 017

დაკარგული წლები
2013 წლის პირველი დღის პირველ წუთებში მოევლინა ქვეყანას ახალი სიცოცხლე,ელენა ახვლედიანი.საცობში გაჭედილი 21 წლის მამაკაცი საჭეზე ხელებს ნერვიულად ათამაშებდა,გული სიხარულით უთრთოდა,რამდენიმე თვიანი ცდის შემდეგ პირველად შეეხებოდა ნანატრ შვილს,პირველად შეიგრძნობდა უცნაურ სითბოს,რომელიც მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ყველაზე ნათელი წერტილისგან წამოვიდოდა.
ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ ძლივს შეაღწია საავადმყოფოში,სახეზე უცნაური ღიმი დასთამაშებდა,ღიმილი რომელიც წამებში სახეზე შეეყინა. მხოლოდ ერთი რამ გაიაზრა-ორი საყვარელი ქალისაგან ერთმა სიცოცხლე დაკარგა,ხოლო მეორემ შეიძინა.გაშეშებუი იდგა სამშობიაროს კარებთან ხელი რომ დაავლეს და სადღაც წაიყვანეს.ცოლის დასაფლავებასაც არ დაასწრეს.
პირველი იანვარი იყო,2013 წლის პირველი ტკივილიანი დღე.
ორი კვირის შემდეგ პირველად აიყვანა ხელში შვილი,პაწაწინა ხელზე ფრთხილად შეახო თითები და სახეზე მთელი სინაზით მიაკრო ტუჩები.იმ წამიდან იქცნენ ერთ მთლიანობად.ბავშვის ნივთებს ხელი დაავლო და დედამისის სახლი დატოვა,ქალის რომელსაც წლების წინ გადაუსვა ხაზი და მისი ხატება ღრმა წარსულში გამოკეტა.
15 იანვარს დაიწყო ანდრიასთვის ახალი ცხოვრება,სქელ წიგნში სრულიად სუფთა ფურცელი გამოჩნდა,რომელზეც ახალი ისტორიის წერა იწყებოდა,ამბის რომლის არცერთი გმირი არ იყო ჩვეულებრივი ისინი არ ივიწყებდნენ წარსულს,ვინაიდან ახალი ეტაპი ტკბილ მოგონებებს ეყრდნობა.
ეს იყო ახალი ეტაპი,სრულიად განსხვავებული თავგადასავლებით ახალი ან თუნდაც მივიწყებული გრძნობებით...

2018 წლის პირველი იანვარი.
ხუთი წლის შემდეგ,შოკოლადის ტორტით ხელში პატარა ქალბატონის წინ იდგა და დაბადების დღის სიმღერას მღეროდა.
-ჩემი ბეღურა 5 წლის გახდა.-სანთლის ჩაქრობის შემდეგ თქვა,გაიღიმა,ტორტი მაგიდაზე დადო და პატარას გემრილე ლოტაზე აკოცა,ნაცნობ სურნელს გრძნობდა,ისეთს როგორიც მხოლოდ კატოს და ელენას ეკუთვნოდათ.-ჩემი გემრიელი.-ჩახშული ხმით დაიჩურჩულლა.კვლავ იღიმოდა,სევდიანი ღიმილით.ისევ აკლდა საყვარელი ქალი,ადამიანი რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ცვლის.პირველი სიყვარული სამუდამო დამღას გვასვამს და გულშიც მუსმივ,შეუცვლელ ადგილს იკავებს.

შვილს პატარა ყუთი გაუწოდა და მომლოდინე მზერით შეხედა.პატარამ თავისი მოცუცქნული,თხელი თითებით წითელ ყუთი გახსნა და ვერცხლის ცეფზე დაკიდებული პატარა ანგელოზი ამოიღო,სწორედ ისეთი,როგორიც წლების წინ კატერინას ყელს ამშვენებდა.
-რა ლამაზია მა,მადლობა.-კისერზე შეახტა უფროს ახვლედიან და წვერიან ლოყაზე აკოცა.
-ელე,ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ-მოგუდული ხმით თქვა და თავზე აკოცა.
-მა,რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ?
-დღეს ყველაფერს გისრულებ,ჩემო ლამაზო.
იმ დღეს კიდევ ერთი სურვილი შეუსრულდა ქალბატონ ელენას.
შუაღამეს,მკრთალი სინათლით განათებულ,თოვლით დაფარულ საფლავებს შორის იკვალავდნენ გზას.ბოლოდ დანიშნულების ადგილამდეც მიაღწიეს.საფლავის ქვაზე დახატულ კატერინას სახეს უმზერდნენ,გაუფერულებულ,უსიცოცხლო,მკვდარ ფიგურას.
პატარა ქალბატონმა თხელი თითები დათოვლილ საფლავის ქვას გადაუსვა და დედის გამოსახულებას აკოცა.
-დე,მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ.-დაიჩურჩულა,თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა,მამიკოსთან მიკუსკუსდა,თავისი პატარა ხელი ანდრიას დიდ თითებში ჩამალა და ისევ ისე მიატოვა გაყინული საფლავის ქვა.

...................
კიდევ ერთხელ დაიმძიმეს მონატრებით სავსე გული. ზოგი იფიქრწებს როგორ შეიძლება მოგენატროს ის ვინც არც კი გინახავსო მაგრამ ვერავინ ვერ წარმოიდგენს რას გრძნობდა პატარა ახვლედიანი, დედის ხელს წამით შეახო პაწაწუნა ხელი
და მორჩა. სულაც არ შეუგრძვნია მინდვრის ყვავილების საოცარი სურნელი დედას რომ ასდიოდა, არ უგრძვნია მიგან მომავალი სიყვარული მარგრამ მაინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად ენატრებოდა, უყვარდა და მისი ნახვის სურვილი კლავდა, შეუძლებელის შესრულებას სთხოვდა გული, სული და ორგანიზმი.დედის კალთაში რომ ჩაჯდემი, მკერდზე თავს რომ დაადებ და მის გულისცემის მოსმენაში რომ ჩგეძინება ეს სულ სხვაა.ისე გაიზარდა დედის ძუძუ არ უწოვია და ნამღერ იავნანაზე არ ჩსძინებია.

რთული იყო საკუთარ თავზე ამხელა პასუხიამგებლობის აღება, მაგრამ ხელში რომ აიყვანა და მისი სურნელი შეიგრძნი იმ წამს მიხვდა რომ ყოველგვარ სირთულეს გაუძლებდა, მისთვი და კატერინასთვის. იმ წამიდან უყვარდა ელენა მისი არსებობის შესახებ რომ გაიგო. ექიმთან თითოეული ვიზიტის დროს გული უფარხალებდათ, საკმაოდ ადრეულ ასაკში დაფეხმძიმდა, ჯერ მხოლოდ თვრამეტის იყო რომ გათხოვდა, რომ დაფეხმძიმდა მალევე შუსულდა 19 წელი, ძალიან რთუული ფეხმძიმობა ჰქონდა, ტოქსიკოზით დაწყებული ნაადრევი მშბიარობით დასრულებული, წამითაც არ ტოვებდნენ მარტო, მაინცა და მაინც მაშინ ახალი წლის ღამეს არ იყო მასთან, მაშინ როცა ელენა დაიბადა. ყველაფერზე მეტად უნდოდა დასწრობოდა პატარა ქალბატონის დაბადებას, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება ისეთ ტრაგედიად იქცევა როგორსაც კოშმარებშიც კი იშვიათად თუ ვიხილავთ. აღარ ღირს იმ ღამეზე საუბრის გაგრძელება. უბრალოდ ეს იყო დღე რომელმაც მათ ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა.



*****
გადიოდა წლები მაგრამ მონატრება არათუ იკლებდა, არამედ უფრო ძლიერდებოდა. მონატრებაზე უარესი არაფერი არ არის,როცა იცი რომ აღარასოდეს აღარ იქნება რაღაც ისე როგორც ადრე.თითქოს საკუთარ თავს სადღაც უფსკრულში მარხავ და შენგან მხოლოდ დეპრესიული ადამიანიის ფუტული რჩება.არ უნდა ვიქცეთ ვიღაცაზე დამოკიდებულად,მაგრამ სიყვარული ადამიანებზე მიჯაჭვულს გვხდის,ნარკომანს ვემსგავსებით,საკუთარი „ნარკოტიკით“,რომელსაც ადვილად ვერ მივატოვებთ და ვერც ვერაფრით ჩავანაცვლებთ,მის გარეშე კი გაუსაძლისი „ლომკა“ გვეწყება,სული გვეწვის და ვიღაც სხვა ადამიანად გარდაქმნის ხანგრძლივ ეტაპს გავდივართ.
ანდრიას კატოს დაპატარავებული მოდელის ყურება არ აძლევდა საშუალებას რომ ფიქრები უკუეგდო. ყოველ დღე უცქერდა თავის პრონცესას და ცხოვრების აზრს. თავისი ხელით უვარცხნიდა გრძელ,დატალღულ თმას კატოს სურნელი რომ ასდიოდა,თავად აარჩია ქალბატონმა დედიკოს საყვარელი შამპუნი და წლებია არ იშორებს. ანდრია აბანავებდა, საჭმელსაც ის უმზადებდა, საშოპინგოდაც საათობით დაყვებოდა,იდეალური მამა გახლდათ ახვლედიანი.

ოთახში იდგა კლასიკური შრვლის ამარა, თეთრი პერანგი შემოიცვა და ღილების შეკვრას შეუდგა.საოცრად სიმპატიური მამაკაცია ჭაობისფერ ღრმა თვალებით, კარგად დაყენებული ხვეული თმითა და ოდნავ მოზრდილი წვერით. დაკუნთული, კარგად ნავარჯიშები სხეულით. მისი დაძარღვილი ხელები და თხელი მაგრამ ძლიან მამაკაცური თითები იყო კატერიანას სუსტი წერტილი, აგიჟებდა მკლავებზე ამობურცული ვენები, ხშირად ეხებოდა თლილი თითებით,თავისებურად, ნაზად ეფერებოდა,ისიც მოიქცევდა თავის დიდ ხელში ცოლის სუსტ გაყუნულ თითებს და სითბოს უნაწილებდა. ერმანეთით თბებოდნენ.
კიბეები ჩაიარა და პირდაპირ ელენას ოთახისკენ დაიძრა.
-ელე ადექი რა, დაგვაგვიანდება, თავზე ედგა და თმაზე ეფერებოდა.
-თვალების სრესით წამიდგა, მოაწესრიგა, მისი არჩეული ტანსაცმელი მოარგო, თმები დაუვარცხნა და უკვე გამზადებული საუზმე ძლივს-ძლივობით აჭამა. პატარა ქალბატონი ამაშიც კი დედას გავდა, ვერც უფროსი ქალბატონი ვერ იტანდა საუზმობას, ექიმმა რომ დააშინა ფეხმძიმობის დროს მხოლოდ მაშინ დაიწყო დილაობით ჭამა.
მძღოლის უკან სავარძელში განათავსა ქალბატონი, თვითონ საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა. ელე ბაღში დატოვა, თავად კი სამსახურისაკენ გაეშურა.

სამი გიჟი მორიგეობით შევარდა მის კაბინეტში.
-აჩი დაგლეწავ იცოდე.
-აუ გიორგი ნუ შემე*ი რა შენი ჭირიმე, შენ ჩაგიწყვე საქმე, ჩემთვის ხო
არაფერი გამიკეთებია.
-ნეტა რა გეშველებათ?-გიგიმ შეიცხადა და თვალები აატრიალა.
-რა მოხდა ხალხნო?
-რა მოხდა მოხდა ანდრია და ამ ვაჟბატონს რომ გოგო მოსწონდა ბატონმა არჩილმა იმდენი იჩალიჩა იმ გოგოს ყურამდეც მიაღწია და კი ხედავ რა დღეშიც არიან. - იმ ორის მაგივრად გიგიმ გასცა პასუხი და დაიბღვირა. ოთხეულს შორის მხოლოდ ის და ანდრია იყვენენ სერიოზული ბიჭები.მართალია თავიდან ის ჩნდა ყველაზე უჟმური რადგან ახვლედიანიც არანაკლებ გიჟი იყო, მაგრამ გაიზარდა, ახლა შეუძლებლადაც კი წარმოუდგენია ისე იცაცნცაროს როგირც კატოს სიცოცხლეში.
-ბიჭო რა გინდოდა შენ კიდე ვერ მოაგვარებდა თვისით?
-კაი რა ანდრია ამას თუ არ უჯიკე სიბერმდე ვერ დაკერავს გოგოს, მეყოლოს მერე ვარდივით.
ისეთი ტონით თქვა თვით ანდრიასაც აუტყდა სიცილი.
-დეს ემთან მოდიხართ ყველა, უკლებლივ, ხო იცით? გაგიჟდება ელენა რომ არ ნახოთ
-მეც გავგიჟდები ჩემი სოცოცხლე რომ არ ვნახო დღეს. ბოჭო რა მაიმუნია ის ოხრი, ერთს რომ გამიღიმებს მაგიჟებს. შენ უნდა ნახო ეგ ბიჭებს რას უზამს.
-არ თქვა, მარტო თვალებით მონუსხავს ხალხს.
-შენ შ*ი ხოარ გაქ ბიჭო რა დროს მაგის ბიჭებია.
-იდოტი ხარ გიგი. - აჩი გაუწყრა და კარებისკენ წავიდა. - საღამომდე .
ანდრია კი იღიმოდა, ელეს სახელოს ხსენებისას გამორიცხულია გულშ სითბო არ ჩაღვროდა, უყვარდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ტელეფონი აიღო და ეკრანიდან მომზირალ ეკატერინეს შავ-თეთრ სურათს დახედა და უნებურად გაიღიმა. ყოველთვის ასე იყო. მისი მკვდარი გამოსახულებით საზრდოობდა მაშნ როცა ელენა გვერდით არ ყავდა, მის თვალებშ ხედავდა სამყაროს, აი იმ თვალებში დედისგან რომ გამოყვა.
ბაიდან გამოყვანილი ელენა პირდაპირ სახლშ მიიყვანა, დამხმარე ქალს სუფრა გააწყობინა, ელეს გამოუცვალა და ტელევიზორან დასვა. მალევე შემოცვივდნენ ბიჭები, შკოლადები, პიცა და ლუდი გადაენაწილებინათ, გათიმებულებმა შემოგლიჯეს კარები და რიგ-რიგობით მოეხვივნენ ქალბატონს. ნათლიას კალთაში კომფორტულად მოთავსდა, შოკოლად ხელი დაავლო და გემრიელად ჩაკბიჩა.
-ჩემი ტკბილი. -ლოყები დაუკოცნა გიგიმ თავის კალთაში მოთავსებულ ელენას.
-აუ წვერი რო გაიპარსოთ რა მოხდება, უჰ. ვეღარ გკოცნით დავისუსხე.
-ვაიმე ჩემი პატარა. გოგო მერე გოგოებს რომ აღარ მოვეწონებით.
-კარგი რა აჩი, ადამიანს თუ უყვარხარ წვერიანიც მოეწონები და უწვეროც, მთავარია მე მომეწონო. - პასუხი გასცა ქალბატონბა და შეკრული წარბები გახსნა.
-ანუ შენ არ გიყვარ?
-მე სხვანაირად მიყვარხარ.
-აჰ სხვანაირად, კარგი. - ბიჭების ფხაკუნი გაატარა და სარწეველა სკამში მჯდომ ანდრიას ჩუსკუპდა.
-მიყვარხარ მა. - ჩუმად უთხრა
-ჩემი სიცოცხლე.
მამიკოს კალთაში ჩაეძინა ქალბატონს, მალევე გადაიყვანა საწოლში, თვითონ კი ოთახისკენ მიმავალ გაზას გაუდგა.
ტახტზე ჩამოჯდა. წლების წინ ამ საწოლზე მჯდარი კატერინა ფანჯარაში იყურებოდა და ვარსკვლავებს აკვირდებოდა.ოთახში შემოსული ანდრიას ხმა გაიგონა, თავი არც კი შეუბრუნებია ჩაფიქრებულმა ისე წარმოთქვა.
-აი იცი როგორ მიყვარხარ?
-აბა როგორ?? - სიცილით უპასუხა და ზურგიდან აეკრა.
-ვერ გეტყვი. - ისიც აყვა და ერთად იცინოდნენ.
-რატომ?
-იმიტომ რომ სიტყვებით ვერ აღვწერ, რაღაცნაირად, სხვანაირად.
-აი მე იცი როგორ მიყვარხარ? არაამქვეყნიურად, უსასრულოდ და განსხვავებულად, ყველაზე ლამაზად და ყველაზე დიდი გრძნობით.
-ვუიმეე ჩემი სიცოცხლე ხარო. - მიუბრუნდა და ლოყაზე აკოცა.
-მარტო ლოყა შე ძუნწო? - ლოყებზე ხელი მოუჭირა კატუსიას და მის ატმისფერ, მსხვილ გემრიელ ტუჩებს დაეწაფა.
ისევ მოგონებებში გადავარდა. აბა სხვა რა გვრჩება საყვარელი ადამიანი რომ გვიკვდება? არც არაფერი, სურათებით სავსე ალბომები ან თუნდაც ტელეფონის "გალერია" , თხელი ფურცლიდან მომზირალი, მომღიმარი, ზოგზერ მოჩვენებითად გაბუტული, გაბუსხული, სახემომცინარი ფიგურები. ტვინში წიგნივით გადაშლილი სხვადასხვა კუთხეში გაფანტული მოგონებები, აი ის მოგონებეი ისტორიას რომ ინახავენ, ისტორიას და ჩრდილებს, წარსულის ჩრდილებს. საფლავი-სიცივეში მარტოდ მარტო მყოფი მიწაში ღრმად ჩაფლული უსიცოცხლო სხეული, აწ უკვე გატყავებული, ჩონჩხად ქცეული, ზემოდან დაყრილი მიწა და მის ზედაპირზე კარგად დამაგრებულ ცივ საფლავის ქვაზე მიხატული ლამაზი სურათი, ისიც შავ-თეთრი, უსიცოცხლო. ბევრისთვის გულის მომოკვლელი. ვინ არ ყოფილა ოჯახის წევრის, ნათესავის, ახლობლის ან თუნდაც უბრალოდ ნაცბობის სასაფლაოზე. საფლავებზე თვალის გადავლებისას ახალგაზრდა მიცვალებულის ფოტოს რომშეამჩნევენ და სინანულით რომ აქნევენ თავს. ბევრსაც გულში რჩება და მთელი დღე მასზე ეფიქრება. და ჰო, კიდევ სიზმრები.მძინარესაც იშვიათად გვსტუმრობს საყვარელი ადამიანის ჩრდილი, ზოგჯერ ღამეს გვიფრთხობს,ხშირ შემთხვევაში კი გვახარებს. ეს ხომ ერთადერი შემთხვევაა როცა მისი ნახვის შანსი გვექმნება, ამასაც თუ ნახვა ქვია.
გალაქტიონის "მესაფლავე" მახსენდება. ადამიანი როცა კვდება მისი ჩრდილი ყველას ავიწყდებაო. კარგი რა. გააჩნია გინდა თუ არა მისი დავიწყება. ვერც დრო ვერ კურნავს ყველაფერს. ან როგორ შეუძლია დროს განკურნოს ან თუნდაც შთანთქოს სიყვარული, მონატრება გულისტკენა და კიდევ სხვა ბევრი დიდზე დიდი განუკურნებელი 'სენი'. კარგი დიდი დიდი ცოტათი გააუფერულოს, მაგრამ გააქროს? ნუ მოკლედ, როგორც არის. კიდევ ერხელ მოგონებებში ჩაძირულ ანდრიას მალულად მოეპარა ძილი და საკუთარ სამყაროში გაიტაცა.


****
მალევე მოუკაკუნათ გაზაფხულმაც. კიდევ ერთხელ დაუბრინდა ფერი ბუნებას. გავარდისფრდა, გამწვნდა, გალამაზდა.შავ მანქანაშიში მსხოდომი მამა-შვილი ელენას ბაღისკენ მიიჩქაროდნენ. დინამიკები მუსიკის ბგერებს მანქანის სალონში ფანტავდა. "დაბოლილი მხატვარი" სწვდებოდა ახვლედიანების ყურებს. ამ ერთ სიმღერაზე იყო ჩაციკლული, რაღაც სასწაულებრივად შეეფერებოდა მის ახლანდელ მდგომარეობას. ელენიკოც თავისებურად, წკრიალა ხმით ღიღინებდა მამიკოს საყვარელ სიმღერას.
-აუ მა, მე არ მინდა ბაღში.
-ეე რატოო??
-იმიტო რომ ერთი ბიჭი ნერვებს მიშლის.
-რაოო?? ფეხებით დავკიდებ. - ძლივს იკავებდა სიცილს, ნუ გამოცდილმა მამიკომ იცოდა ელენას კაპრიზები და არ მიუღია სერიოზულად.
-რატომ და თმებზე მეამაშება, მე კიდევ არცერთი ბიჭი არ მინდა მეთამაშებოდეს თმებზე შენს გარდა.
-ეს როგორ გაგიბედა ელენა. იცოდე დღეს ბაღში რომ მივალთ შემოგყვები და იმ ბიჭს მანახებ. - ისეთი სერიოზულობით ამბობდა მართლა დაიჯერა პატარა ქალბატონმა და ანერვიულდა. მტრისას გაბრაზებული ანდრია.
-უი არა მა, რა საჭირო, მე ვეტყვი და აღარ იზამს ხო? - გაინაზა და წამწამები საყვარლად ააფახულა.
-ვითომ?
-არა რა ვითომ მართლა მა.
-კარგი მაგრამ იცოდე თუ ისევ შეგაწუხებს მეტყვი, გაიგე?? - ნელ-ნელა კარგავდა ძლივს მოპოვებულ ნებისყოფას და ტუჩის კუთხეს ტეხდა.
-უჰ კი აბა რა. - შვებით ამოისუნთქა და თმა ყურზე გადაიწია.
სიმღერაც დამთავრდა და დანიშნულების ადგილამდე მანძილიც მაქსიმალურად შემცირადა. კუსკუსით გადახტა ქალბატონი მანქანიდან და დიდ რკინის კარში გაუჩინარდა.
***
დილიდან კარგ ხასიათზე მყოფი ოფისში ღიმილიანი სახით შევიდა,
ყავის აპარატთან მდომ მდივანს ღიმილიანი სახით მიესალმა და პირდაპირ საკუთარი კაბინეტისკენ აიღო გეზი. დიდ შავ სავარძელში მოკალათდა, თეთრი სუფა ფურცელი და ფანქრები მოიმარჯვა. კარგ ხასიათზემყოფი, ახალი კოლექციისთვის მორიგი ნიმუშის შექმნას შეუდგა. ოსტატურად მოითავსა გრძელ თითებში საჭირო ფანქარი გამოცდილმა დიზაინერმა და კონტურის ხაზვა დაიწყო. არასოდეს შუქმნია ფერადი, გადაჭრელებული სამოსი ან თუნდაც ფეხსაცმელი. ვფიქრობ ფურცელზე თითოეულ მხატვარს ის გადააქვს რასაც განიცდის, რა მნიშვნელობა აქვს ეს მხატვარი დიზაინერია თუ არა, რატომ უნდა ჰქონდეს ფერადი ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის ხაზი რადესაც რაღაც ასპექტში სრულიად უფერული ცხვორება აქვს.ერთადერთი ფერადი მუდმივად მოკაშკაშე ვარსკვლავი-ელენა ყავს რომლის ჩაქრობასაც არასოდეს დაუშვებს.





თავი 2
საკუთარ კაბინეტში, ღია ფერის ტყავის სავარძელში იჯდა ახალგაზრდა ფსიქოლოგი, მის წინ მჯდომ გოგონას თვალებში უყურებდა და ტირილს ძლივს-ძლივობით იკავებდა. ერთ დროს თვითონაც ასე იჯდა ფსიქოლოგის პირისპირ, ყვებოდა თვის ამბავს და ემოციებისგან იცლებოდა. ტირილი, ეს ხომ ყველაზე დიდი შვებაა წყენის, გაბრაზებისა და სულში გამეფებული ტკივილის ჩასაცხრობად. ყელში გაჩხერილი ბურთისაგან გათავისუფლება და თვალებში ჩამდგარი ცრემლების გადმოღვრა, ცრემლები, ეს ხომ ჩვენს სხეულში გამეფებული სევდაა მარილიან სითხედ ქცეული რომელიც მუდამ გარეთ გამოსვლას ლამობს. ებრძვის ორგანიზმს, გულსა, თავმოყვარეობას და ბოლოს მაინც უმკლავდება თვალის ჯებირებს ჯარიკაცებივით რომ სდარაჯობენ ცრემლებს. ჩვენი თვალებიდან გადმოსული სულის ტკივილი ასველებს წამწამებს, აწითლებს თვალი გარს, ლოყებს, ცხვირის წვერს და ჩვენც აი ასე დაწითლებული სახითა და თვალებით ვპოვებთ შვებას. მაგრამ განა ყველას სჩვევია ტირილი? არა. მეცოდება ის ადამიანები ტირილი რომ არ შეუძლად რადგან პირადად მე სწორედ მასშ ვპოვებ შვებას. მაგრამ მეც ისევე როგორც ბევრ სხვა ადამიანს მძულს საზოგადოებაშ ცრწმლების ღვრა. რა ვქნა რომ ამას სისუსტედ მივიჩნევ? ძალიან რთულია გრძნობებს შიგნით, ჩვენს სულში დარჩენა ვუბრძანოთ, მაშინ როცა ღირსეულად ებრძვიან სხეულს,ესეც მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი გრძნობათა ჯიხურის გათავისუფლებისთვის. აი ასე ებრძოდა ცრემლებს და ყელში ჯიუტად გაჩხეერილ დიდ ბურთს ქალბატონი აბაშიძე. კიდევ ერთხელ მოუსმინა პაციენტის რთულ ისტორიას, დაამშვიდა და მომავალ შეხვედრამდე დაემშვიდობა. მხოლოდ მაშინ გაუთავისუფლა ცრემლებს გზა როცა სრულიად ცარიელ კაბინეტში დივანზე მოკუნტული აღმოჩნდა, სრულიად მარტო, სამარისებულ სიჩუმეში. დამძიმებულ გულს ლოდი მოხსნა, შენობა დატოვა, შავ მერსედესში ჩაჯდა და სახლისაკენ მიმავალ გაზას დაადგა. კიდევ ერხელ შეაღო დაცარიელებული სახლის კარი, იმ სახლის რომელშიც არავინ ელოდა, მაგრამ სადღაც იყო ის ვისაც მხოლოდ ეს ლამაზი ქალბატონი სჭირდებოდა, ის და არავინ სხვა.
მაცივრის კარი გამოიღო, დაცარიელებული მუცელი მსუბუქი სალათით დააშოშმინა, ხილის წვენი მოსვა, ჭურჭელი დარეცხა და მეორე სართულზე საკუთარი ოთახისკენ მიმავალ გზას გაუდგა. კიბეებზევე გაიხადა ფრხსაცმელები, ოთახში ლასლასით შევიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და საწოლშ ჩაესვენა. განა ისევ გრძნობდა პატარა სიცოცხლეს თავის სხეულში? არა. ეს სიცოცხლე გაყინული მიწის ქვეშ ეგულებოდა. განა ისევ ქმრის მკერდზე ედო თავი? არა. ცრემლებით გაჟღენთილ ბალიშზე,მონატრების, სიყვარილისა და სინანულის ცრემლებით.


გათენდა ახალი, კიდევ ერთი უხალისოდ დაწყებული დღე. დილაადრიან წამოდგა ფეხზე, გამოიცვალა და ბათუმის ბულვარში ჩვეულებისამებრ 1 საათი ისეირანა. სახლში დაბრუნებისთანავე აბაზანაში შეადგა ფეხი, გაიხადა და წყლის ნაკადს შეუშვირა თავი. ღმერთმა იცის რამდენჯერ გაჰყოლია წყლის წვეთებს აბაშიძის ცრემლები, ძლიერი ქალის რომელიც მხოლოდ მარტო, ოთხ კედელში გამოკეტილი ტიროდა,წლების წინ დაკარგულ შვილსა და ქმარს. რთულია მიწას მიაბარო ახლად დაბადებული შვილი რომლისთვისაც თვალიც არ მოგიკრავს და ქმარი რომელთანაც მთელი ერთი წელი ბედნიერად იცხოვრე. რთულია როცა ისიც არ იცი რომელ სასაფლაოზე დაიდეს ბინა საყვარელი ადამიანების ძვლება, ანდაც რა მნიშვნელობა აქვს იცი თუ არა. არა როგორ არ აქვს, ზუსტადაც რომ აქვს, თითქოს სასაფლაოზე რომ განმარტოვდები მიწაში ჩფლულ გატყავებულ სხეულებთან რააცნაირად მათ სიახლოვეს გრძნობს, მიუხედავად იმისა რომ წყვდიადში დაკარგული სხეულები თვალის დახუჭვისთანავე დატოვა სულმა, დატოვა მარტოდ მარტო და გასახრწნელად გაიმეტა. აი ასე ღვთის ნებით სულმა სხეული მიატოვა და მიწასმიაბარა, თვითონ კი ცაში ღმერთთან ახლოს, საყვარელი ადამიანებაგან შორს უნებლიედ ჰპოვა მოჩვენებითი სიმშვიდე, ამასაც თუ სიმშვიდე ჰქვია. გონებაში დალექილი საყვარელი მამაკაცის სილიეტი არასოდეს ტოვებდა ქალის სხეულს, სულსა და გულს, გრძნობდა მის სიახლოვეს, ან როგორ არ იგრძნობდა როცა მისი გულშ სამუდამო ბინა ჰქონდა დადებული. თვეების განმავლობაში საკუთარ სხეულშ მყოფმა არსებამაც მიატოვა, მხოლოდ რამდენიმე თვე გრძნობდა მის არსებობს, გრძნობდა, უყვარდა მთელი სულით, გულით და მთელი არსებით, ხშრად ეხებოდა თხელი თითებით გამობურცულ მუცელს, საყვარელ მამაკაცთან ერთად არჩევდა სახელს, ტანსაცმელს, ოთახის ინტერიერს მუცელში მოკალათებული პაწაწუნა გოგონასავით. რული ფეხმძიმობა და ნაადრევი მშბიარობა, ნარკოზიდან გამოსული ქალის ყურს მოხვედირლი რამდენიმე კოშმარული წონადადება, დედამთილის უემოციო, მკვლელი მზერა და იმ წამიდან დაწყებული ტანჯვა, ქალის სხეულს დასაკუთრებული უფერულ სუდარაში გახვეული სევდა, მონატრება, სიყვარული და ორგანიზმში დაბუდებული სიკვდილის ჭიანჭველები სუიციდისაკენ რომ უბიძგებდა, მანამ სანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადაგა და ფსიქოლოგს არ მიმართა. სწორედ მაშინ მიხვდა რა სჭირდებოდა. ერთადერი ადამიანი ჰყავდა გამზრდელი მამიდა, ბათუმში რომ ცხოვრობდა. განათლება საზღვარგარეთ დაასრულა, როგორღაც გადამალა გრძნობები, შეძლო დაუფლებოდა სასურველ პროფესიას და ისევ იქ ზღვისპირა ქალაქში დაბრუნდა. ისევ თეოს დახმარებით გახსნა საკუთარი ცენტრი.ყოველი დღე სამსახურით იწყება და სამსახურითვე მთავრდება. საყვარელ ქალაქში დაიდო ბინა, ხშირად უყურებდა აღელვებულ ზღვას თითქოს ტალღებში იყო ჩადებული ყველა ის ემოცია შგნიდან რომ ჭამდა, თითქოს ტალღებიც ისე ეხეთქებოდენ ქვიშას როგორც გრძნობები ქალის გულს.




@@@@@@
ანდრიას და კატერიანას ქორწილი იყო რაღაც საოცრება,განსხვავებული სიძითა და პატარძლით.კატო იყო ყველაზე უჩვეული პატარძალი მთელს მსოფლიოში,ერთდროულად ძალიან ქალური და ბავშვური.გრძელი,ბზინვარე თეთრი კაბა ეცვა,სადა და ამავდროულად ძალიან გრანდიოზული,თავზე გვირილების გვრგვინი ედგა და ფეხზე ანდრიას მსგავსად თეთრი კონვერსები ეცვა.არც ანდრო არ ყოფილა ტრადიციული სიძე,შესაბამისად ქორწილიც ზედმეტად არატრადიციული და საოცრად განსხვავებული იყო,განსხვავებული წყვილითა და ასეთივე საოცარი ემოციებით.
.......................
გაზაფხულიც ზამთრის მსგავსად მიიწურა და გზა ყველაზე ცხელ სეზონს დაუთმო.
ტელევიზორის წინ რბილ დივანში მოკალათებულიყვნენ მამა-შვილი. ელენას როგორც ყოველთვის მამიკოს მუხლებზე ედო თავი,ანდროც ელენას ოქროსფერ ტალღებს თითებიზე იხვევდა. ოთახი კვლავ ჩაბნელებეული იყო, დიდ სივრცეს ტელევიზორის მკრთალი შუქი ანათებდა. დივნის წინ, პატარა ხის მაგიდაზე დაწყობილ სასუსნავებს რიგრიგობით აგემოვნებდა პატარა ქალბატონი.მამაკაცი უხმოდ იჯდა. ელენას თვალებში ჩამდგარი უჩვეულო სევდა სულს უტანჯავდა ახვლედიანს,სევდა რომელიც ელენას სხეულს ბოლო ორი თვის მაინძილზე დაესაკუთრა ატყობდა როგორ ჩაიკეტა. მაგრამ რატომ? აი ამას ნამდვილად ვერ ხსნიდა.წარსულში გადატანილი სტერისასა და ტრაგედიის მიუხედავად არასოდეს ყოფილა ჩაკეტილი, მუდამ აქტიური და ძალიან გახსნილი ბავშვი იყო, მაგრამ ახლა რაღაც თრგუნავდა. რამდენიმე თვეში ახალი სრულიად უცხო ეტაპი იწყებოდა, პატარა ახვლედიანის ცხოვრებაში .
რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საფეხურზე ავყავართ ცხოვრებას, ერთ-ერთი კი ბაღიდან სკოლამდე გადადგმულ ნაბიჯს მოიცავს, სწორედ ამ საფეხურს ვინარჩუნებთ მთელი 12 წელი. რთულია კიბის ამ ნაწილზე მუდმივად მყარად, წაუბორძიკებლად დგომა, განსაკუთრებით ტკივათ ბავშვებს, ტოვებენ გართობას და შედარებითი უფრო მაღლა სერიოზული ეტაპისკენ მიიწევენ. ზოგჯერ რთულია შენს ცხოვრებაში განხორციელებული ცვლილების გაცნობიერება, განსაკუთრებით მაშინ როცა დედა არ გყავს , რაც არ უნდა კარგი მამა გყავდეს მაინც, დედას ვერც მამა შეცვლის და ვერც სხვა ნებისმიერი. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჩვენი ცხოვრების გრძელი გზის ამ ნაწილზე სწორად ჩანერგილ აზრს აქვს, სკოლაში შემავალი პირველი ნაბიჯი მშობლებთან ერთად უნდა გადადგა, წინასწარ უნდა გაიაზრო სად მიდიხარ, ზოგიერისთვის სკოლა მგლების ხროვადაც შიძლება იქცეს, ხროვად რომელიც ობოლი ბავშვის ნერვულ სისტემას ანადგურებს. ნებისმიერი ადამიანის მიერ გადაკვრით ნაქვამი სიტყვა ან ხემრობა ზოგიერთის გულში წარუშელ ადგილს იკავებს. განა ყველა ხუმრობაში სიმართლის მარცვალი არ ურევია? სწორედ ერთი ინდივიდის მიერ გადაკვრით ნათქვამმა წინადადებამ აიძულა პატარა ახვლედიანს საკუთარ თავში გამოკეტვა. საკუთარი ხელით ჩაკეტა მუდმივად გახსნილი გული პატარა გალიაში. გადაულახავ სირთულედ მიაჩნდა ამ დიდი ნაბიჯის გადადგმა დედის გარეშე, საკუთარ თავზე მეტად უყვარდა ანდრია, მაგრამ ის მამაა, მამა და არა დედა.
-ელენა რა გჭირს? - ბოლოს და ბოლოს ანდრიამ დაიწყო საუბარი.
-არაფერი.
-როგორ თუ არაფეტი პატარავ, ვერ ატყობ რომ საშინლად ჩაიკეტე? საერთოდ აღარ იცინი და იცი შენ ეს როგორც მტკენს გულს.
-მეძინება. - ანდრიას ნათქვამი გაატარა, წამოდგა,მამიკოს ლოყაზე აკოცა და ოთახისაკენ სირბილით წავიდა. ისეთივე ძლიერი იყო როგორიც ანდრია და უტეხი როგორც კატერინა. ცრემლები წასკდა. ის ცრემლები ბრაზი და მონატრება რომ ერქვა. მლაშე სითხით გაჟღენთილ ბალიშში ჩეფლო და ძილის სამყაროში გადაეშვა.
ვერა და ვერ მოხუჭა ახვლედიანმა თვალი, ბოლოს ისევ საყვარელ ოთახს დაუბრუნდა.სუფთა ნაჭრით დაფარულ სურათს შეეხო, ნელა ჩამოუშვა ქსოვილი და დაუსრულებელ ნახატს სინანულით შეხედა.
.......................
წლების წინ, ბავშვის ოთახში დიდი მუცლით დაბაჯბაჯებდა ქალბატონი კატერინა.
-მამიკო აბა ეს სათამაშო მოგვაწოდე. - მომღიმარი სახით გახედა სახემომცინარ ანდრიას და ხელით სათამაშოსკენ მიუთითა.
-ინებეთ თქვენო აღმატებულებავ. - სიცილით უთხრა, სათამაშო მიაწოდა და მუცელზე მოეფერა.
სათმაშო სარწეველა სკამში მოათავსა.
-მორჩაა. - ტაში შემოკრა და ანდროს ჩაეკრა.
-ესეც ასე, ჩემი პრინცესას ოთახი მზადაა. აუ კატ,მიდი ეს დათვი აიღე და ფოტოს გადაგიღებ რა. დაუყოვნებლივ შეასურა ქმრის სურვილი კატერინამ, ცალ ხელში პატარა დათუნია დაიჭირა, მეორე ხელი მუცეზე დაიდო და კამერას გაუღიმა.რამდენიმე დღე სურათითან ხატავდა ახვლედიანი კატერინას ფიგურას, მაგრამ რად გინდა, რამდენიმე დღეში ფარატინა ფურცელიდან მომღიმარი ქალი მოკვდა, მოკვდა ისიც და მისი ღიმილიც. კიდევ ერთხელ მიუჯდა მოლბერტს, ხელში ფუნჯი დაიჭირა და საყვარელი ქალის ხატვას შეუდგა.ბევრს უნატრია საყვარელი ნივთის ან თუნდაც ადამიანის ფოტოდან ოთახში გადმოსვლა, ნეტავ მართლაც შეიძლებოდეს ტილოზე დახატული ადამიანები ცოცხლდებოდნენ და გარემოს უერთდებოდნენ.
ხატვაში გართულს გვერდითა ოთახიდან ტირილის ხმა მოესმა. წლების შემდეგ ისევ გამოჩნდა ელენას სიზმარში კატერინა. კიდევ ერთხელ აატირა მონატრებით.
ოთახში კისრისტეხვით შევარდა, ატირებულ ბავშვს გვერდით მიუჯდა.სწორედ ამ წამს გაიგონა ფრაზა რომელიც ელენას პირიდან პურველადა ამოვიდა.
-დედა მინდა. - სლუკუნით წარმოთქვა და თავი მამის მკლავებში ჩარგო.
-მეც მინდა კატერინა,ელენა, მეც ძალიან მინდა. - ჩამწყდარი ხმით წარმოთქვა და კიდევ უფრო მაგრად მიიკრა პატარა სხეული.
////////////////////////////////
ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, ისევ არ ტოვებდა ელენას უხასიათობა. საკმაოდ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ანნდრიამაც მიიღო გადაწყვეტილება.
-ელე ბათუმში ხომ გინდოდა წასვალა?
-კი, მივდივართ? - წამში გამოუკეთდა პატარას ხასიათი.
-ჰო მივდივარ, მე შენ აჩი, გიგი, გიო და გიოს შეყვარებული სალო.
-აუ რა კარგია მა, როდის წავიდეთ?
-ხვალ.
კიდევ ერხელ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახვლედიანმა, კიდევ ერთხელ გადადო გრძნობები და ელენას გამო იმ ქალაქ ესტუმრა რომელშიც მთელი ხუთი წელი არ დაუდგამს ფეხი, კიდევ ერთხელ შეაღო დაკეტილი სახლის კარი და ელენასთან ერთად დაბინავდა. კატერინას გარეშე გაუფერულებულ ქალაქში.

@@@@@
მისაღებ ოთახში მდიდრულ სკამში მოთავსებული საკუთრ ცოდვებზე ფიქრობდა. მაია არაბული, ანდრია ახვლედიანის დედა და ამავდროულად ერადერთი ადამიანი რომელიც სძულდა. წლების წინ ჩადენილი ცოდვა ტვინს უღღრნიდა, დაუფიქრებდა და დაუნდობლად გაუბედურებული სამი ადამიანი, სამი უცოდველი სიცოცხლე. ნელ-ნელა მასაც ეპარებოდა სინანული და სევდა. ორგანიზმს მოდებული მეტასტაზები ცხოვრებასთან გამოთხოვებას აიძულებდნენ, ცხოვრებასთან რომელიც თვითონ გახადა ასეთი. ღვთის წყალობით, მაიას მსგავსად ყველა იმას იღებს რასაც იმსახურებს. მან ეს დაიმსახურა. მთელი სხეული უთრთდოდა,ცრემლები გაუაზრებლად სდიოდა, ტოვებდა წყეულ ცხოვრებას. ოთახისკენ მიმავალი გზა ნელი ნაბიჯებით გაიარა, თეთრ ფურცელი ლამაზი ასოებით გაავსო, ბოლოს და ბოლოს გაამხილა ცოდვა, ფურცელი გადაკეცა და ტუმბოსთან დადო. რამდენიმე კვირის აიცოცხლეღა დარჩა, მხოლოდ ამ კვირების განმავლობაშ იქნება ეს ფურცელი დაკეცილი, შემდეგ ისიც გაიხსნება და დიდი ხნის წინ ჩადენილ ცოდვასაც აეხდება ფარდა.

****
არც ზღვისპირა ქალაქმა არ უშველა ელენას. ბოლოს მოთმინება გამოლეული ანდრია შვილის ოთახში შევიდა, მის საწოლთან მდგომ სავალძელზე დაჯდა და მშვიდად დაიწყო საუბარი.
-პატარავ, ჯერ კიდევ კვირების წინ შევამჩნიე რომ ჩაიკეტე, მე არ მომწონს ასეთი ელენა მა, და ვიცი არც შენ მოგწონს შენი ამჟმინდელი მდგომარეობა. ვიცი რომ კატო გაკლია, მეც მაკლია მა მაგრამ რა უნდა ვქნათ? ვიცი ვერავინ შეგიცვლის მის თავს და არც ვაპირებ მისი შემცვლელი ვეძიო, რადგან მეორე კატერინა არ არსებობს, ის ერთია და სამუდამოდ ჩვენი იქნება, მისი სული არასოდეს დაგვტოვებს მა, მთავარია ჩევენ არ დავკარგოთ მისი სიყვარული. დედიკოს რომ არ გაუხარდებოდა შენი მოწყენილი სახის დანახვა ხომ იცი ელე? ერთი რაღაც მინდა გთხოვო მა. სალომ მითხრა რომ აქ ძალიან კარგი ფსიქოლოგი არისო, თან ჩემი მეგობარიაო და გთხოვ იარე მასთან რა. თურმე ბავშვებიც ძალიან უყვარს და მათთან კონტაქტს ადვილად ახერხებს. შენ იცი როგორ გიშველის მა? ისევ ისეთი გახდები როგორიც იყავი, ოღონდ სულ ყველაფერი უნდა მოუყვე, კარგი? - ყურებდაცქვეტილი უსმენდა პატარა ქალბატონი, ანდრიას საუბრის დამთავრებისანავე დაიწყო ლაპარაკი.
-მე ხომ გიჟი არ ვარ, რა მინდა ფსიქოლოგან? - მეამიტური გამომეტყველებით გახედა და პასუხს დაელოდა. ანდრიას გაეღიმა და განაგრძო.
-მა მისმინე ფსიქოლოგთან გიჟები არ დადაინ, მე თუ მკითხავ ფსიქოლოგი ყველას ჭირდება, მათ შორის მეც. დრო რომ მქონდეს მეც ვივლიდი დამერწმუნე. იცი საზღვარგარედ ოჯახებსაც ჰყავთ ფსიქოლოგი. წესით ჩვენთანაც ასე უნდა იყოს.
-ანუ იქ გიჟები არ დადიან ჰო?
-არა ელე, არ დადიან.
-მართლა კარგი ქალია?
-ჰო, სალოს მეგობარი ცუდი გოგო არ იქნება ელენა.
-კარგი მაშინ ხვალიდან ვივილი ჰო?
-ჰო.
მეორე დღესვე მიიყვანა სალომ ელენა ფსიქოლოგთან. კაბინეტს ყურადღებით მოავლო თვალი პატარა ახვლედიანმა და ცისფერ სავარძელში კომფორტულად მოთავსდა. მალევე შემოაღო კარი ფსიქლოგმა დაახლოებით 24 წლის იქნებოდა, თანამედროვედ იყო, თერი პერანგი,ჯინსის მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა და თეთრი ნაიკები ეცვა,ხელში ტაბლეტი ეჭირა. დატალღული, ძალიან ღია წაბლისფერი თმა მხრწბზე ჰქონდა ჩამოტრილი და იღიმოდა. პირველივე დანახვისთანაცე იგრძნო ქალისაგან მომავალი სითბო პატარა, დედის სურატი გაახსენდა, გაიფიქრა რაღაცით კატუსას გავსო, თითებს ნერვიულად ატკაცუნებდა, მაგრამ მაინც გულრწფელად იღიმოდა.პირველივე წამსვე მოიპოვა ფსიქოლოგმა პატარას ნდობა, პირველივე წამსვე.

****
საკუთარ კაბინეტში მომღიმარი სახით შაბიჯა აბაშიძემ, მართლა გულრწფელად იღიმოდა პატარა ქალბატონის დანახვისას, ყოველთვის უყვარდა ბავშვები. მეგობარს და პატარას მიესალმა, საკუთარი ადგილი დაიკავა და პატარას დააკვირდა. საოცარი სითბო იგრძო, სითბოდა კიდევ რაღაც უცნაური, სხეულს რომ ჭიანჭველებივით ესეოდა.
-რა გქვია პატარავ?
-ელენა. - ბავშვმა გაუღიმა და თითების ტკაცუნსაც მორჩა.
გულშ რაღაც ჩაწყდა,გაახსენდა როგორ არჩევდა ბავშვის სახელს და ბოლოს ელენაზე რომ შეაჩერა არჩევანი.
ანკეტის შევსებას შეუდგა, ისევ გაკვირვება მოიცვა მისი გონება. (მიზეზს მომავალში გაიგებთ).
სალოსაც დაუსვა კითხვები, ბოლოს გარეთ გასვლა სხოვა და ელენას პირისპირ აღმოჩნდა.
-ელენა იცი რა ლამაზი და საყვარელი ხარ?
-მადლობა. - პატარამ გაუღიამა და ნდობით სავსე მზერა მიაპყრო. წამში მოკრა თვალი ქალის ყელზე დაკიდებულ ვერცხლის ანგელოზს,ზუსტად ისეთს როგორიც თავად ეკეთა.თითქოს რაღაც ახალი იგრძნო,სრულიად განსხვავებული...
დიდხან არ უსაუბრიათ, როგორც ყოველთვის პირველი შეხვედრა მალევე დასრულდა მაგრამ ორივეს გულში დატოვა რაღაც უცნაური და წარუშლელი შთაბეჭდილება, აი ისეთი გონებიდან რომ ვერასოდეს ამოგლეჯ.

თავი 3
ზღვისპირა სახლი. დიდი ხნის წინ გამოკეტილი კარი. ჰაერში გაფანტული ძველებური სურნელი, მოგონებებით სავსე ოთახის კუთხეები, თითოეულ ფეხის გადადგმაზე ცხვირწინ გაჩენილი წარსულის გადმონაშთი. 6 წლის წინ ჩაედგა ამ სახლს სული. შავ სავარძელში ნახატებით გავსებულ კაბინეტში იჯდა ახვლედიანი.რამდენიმე დღე დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად რომ ამ სახლში კატოს გარეშე შემოდგა ფეხი, მაგრამ ბინის კედლები ისევ სუნთაქვდენ, პატარა ხალისიანი არსების სტუმრობით გახარებული სახლის თითოთოეული კუთხე ნელ-ნელა ახალ სიცოცხლეს იძენდა.
კედლებსაც ტკივათ, ისინიც გლოვობენ პატრონის დაკარგვას
როგორც ჩვენ ვისისხლხორცებთ სახლის თითოეულ კუთხეს, როგორც ჩვენ გვტკივა მათი მიტოვება ისე ტკივა სახლსაც, ისიც გვცნობს და მასაც ვუყვარვართ. მაგრამ ჩვენ ხომ გარკვეული ან თუნდაც გაურკვეველი მიზეზების გამო ზოგჯერ ვტოვებთ ჩვენს კერას და სახლიც უაზრო ლოდინის შემდეგ მტვრის სქელი ფენითა და ობობის ქსელებით იფარება. რა აზრი აქვს ისეთი სახლის არსებობას საიდანაც სიცილისა და მხიარულების ,ბავშვის კისკისის ან თუნდაც ტირილის ხმა არ გამოდის? განა ეს ყველაფერი არ ამტკიცებს იმას რომ ვცოცხლობთ, ხმაური ასულდგმულებს სახლს და არა უჯრებში ჩაკეტილი ლამაზი ჩარჩოდან მომზირალი გაღიმებული ფიგურები. განა სახლი არ ინახავს ყველა მოგონებას? დრო. საათის სამი ისარი. წამებს გაყოლილი წუთები და საათები. მაგრამ ბოლოს ყველა საათი ფუჭდება, ყველა ბატარეა ჯდება, ის იცვლება მაგრამ არა გასული წამი, წარსული ის ერთადერია რასაც ვერ შვცვლით,ვერ შევეხებით. შესაბამისად ყველა წარსულს გაყოლილი გმირიც შეუცვლელია. გონებაში ჩაბეჭდილ ყოველ მნიშვნელოვან წამს თან ახლავ მისი მოქმედი პერსონაჟები. სწორედ ასე იბეჭდება ჩენს გონებაში თითოეული გარდაცვლილი ადამიანის წარსულს 'ჩაჭიდებული' აჩრდილი.

კიდევ ერთხელ იხსენებდა წარსულს ახალგაზრდა მამაკაცი, თითებში მოქცეული სიგარეტი ტუჩებთან ნელ-ნელა მიიტანა, მაგრამ მაინც არ მოაქცია ტუჩებს შორის. ამ წამს გრძნობები მართავდნენ მის სხეულს, მოძალებულმა მოგონებებმა კიდწვ წრთხელ აიძულეს ფერებთან გამმარტოვება. ანდრიას ტილიობზე არასდროს არ იხატებიდა კატერინას გაშავთერებული ფუგურა. თითქოს ფერებით სძენდა სიცოცხლეს. ღმერთო ჩემო ზოგისვის რა მწარეა ცოვრება. ყველაფერს ხომ ბედი უნდა არა? მხოლიდ ერთმა



იცის როგორ დატრიალდება გრძნობებით სავსე ბედის ბორბალი, მხოლოდ მან იცის როგორი გზის გავლა მოუწევს ამ უზარმაზარ საცავს,საცავს რომელიც ჩვენს ცხოვრებასა და გრძნობებს იცავს, მაგრამ ზოგჯერ ისიც გვღლატობს. რომ არა მოღალატე ბორბალი, იქნებ ეს ორი სიგიჟემდე შეყვარებული არსება ცხოვრებით დამტკბატიყო. მაგრამ ვერც ამ ცხოვრებას გაუგებ და ვერც საკუთარ ბედს, რომელიც მაღლა,ღრუბლებსაგან დაცულ ყველაზე ნათელ ადგილას იწერება.

**
საოცრი კმაყოფილებით აივსო პატარა ქალბატონი. გაცისკროვნებული სახით შკუსკუსდა სახლში.არა რა ერთ უბრალო ადამიანს როგრო შუძლია 360 გრადუსით გადაატრიალოს ადამიანის განწყობა, და კიდევ ერთი სხვა ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვებით ცეცხლმოკიდებული გულის ჩაქრობა . რომც მოვინდომოთ მაინც ვერ დავთვლით ადამიანების ტიპებს. მთავარია ყველა არსებას გააჩნდეს ადამიანობა.
ჩქარი ნაბიჯებით გაიარა დერეფანი, ყველა ოთახი მოავალიერა და ბოლოს ანდრიაც იპოვა. რამდენიმე ფერის შერწყმით მიღეებულ გამოსახულებას შესცქეროდა უფროსი ახვლედიანი იფიქრებთ ალბათ ამით იცხრობდა მონატრებასო, მაგრამ ის არც ქრება და არც ფერმკრალდება. მონატრება, ეს ის გრძნობაა მთელს სხეულში ლავასავით რომ იღვრება,ნელ-ნელა გვფერფლავს და დრო და დრო უბრალო ავადმყოფობიდან განუკურნებელ სენად იქცევა.
ელენას დანახვისთანავე მიანება თავი მონატრებული გამოსახულების ფურცელზე გადატანას, სკამი უკან გააჩოჩა, გაიღიმა, ხელები გაშალა და შვილს თვალებით ანიშნა ჩამეხუტეო. არც მოკისკისე გოგონამ დააყოვნა, ელვის სისწრაფით აღმოჩნდა მამიკოს კალთაში.
-აუ მა იცი რა მაგარი გოგოა? იცი რა ძლიან მომეწონა. ორ დღეში კიდევ უნდა მივიდე მაგრამ როგორ მოვითმინო?
ღიმილით უსმენა აფორიაქებულ შვილს ახვლედიანი.
-ანუ მოგეწონა ხო? არ გეუბნებოდი გუშველისთქო?
-ჰო. აუ მა კარგ ხასიათზე ვარ და არ გინდა სადმე წამიყვანო? - საყვარლად ააფახულა თვალები და ფართედ გაიღიმა. ორივე ლოყა საყვარლად ჩაეჭუტა.
-ჰმ… სასად სურს წასვლა ჩემს ფისუნას?
-ზღვაზე.
-გოგო ამ წვიმაში ზღვაზე რა გვინდა.
-აუ მინდა მე.
-ოოჰ ელენაა ყველაფერში კატოს როგირ გავხარ. - ბუზღუნებდა მაგრამ მაინც იღიმოდა. ბოლოს და ბოლოს მაინც გადაწვიტეს ზღვაზე გასეირნება.აღელვებულ ზღვის ნაპირს მშვიდად მიუყვებოდნენ.


***
კიდევ ერთხელ დამძიმებული გულით შეაღო საკუთარი სახლის კარები, სახლის რომელშიც არასოდეს სუფევდა ხალისი. ოთახში შესვლისთანავე საჭირო ნივთები აიღო და სააბაზანოს მიაშურა.



ისევ ისე შეერწყა ქალის ცრემლები დუშიდან მომავალ წყალს. წყლის ჭავლიში გაეხვია ატირებული ქალის მთრთოლვარე სხეული. სულიერი ტკივილის კიდევ ერთი გამოვლინება, გულიც ისე თრთოდა როგორც სხეული. ელენა ახვლედიანი. ნაცნობი სახელი და გვარი. ტვინში არეული მილიონი ფიქრი,მოგონებების მოზღვავება. გაახსენდა ავისი თვი 19 წლის ასაკში და მის მუცელში მოკალათებული ბავშვი. თითქოს ყველა გრძნობა განუახლდა ახალი პაციენტის ხილვისას. თითქოს მისმა ზღავისფერმა თვალებმაა ააღელვა და ტალღებში ჩიძირა.პირსახოცშემოხვეული დადგა ნიჟარასთან, მის თავზე განთავსებულ სარკეში ჩიხედა. არც კი ვიცი მერამდენედ ვამახვილებ ყურადღებას ახალგაზრდა ფსიქოლოგის სიძლიერეზე.მხოლოდ სარკეში ჩანდა აბაშიძის მეორე მხარე, მასში მცხოვრები მეორე ქალი,ქალი რომელიც ტიროდა. მხოლოდ სარკეში ჩანდა მისი რეალური მხარე, მისი ანარეკლი. განა ყველა ჩრდილი ადამიანის გაშავთეთრებულ ფიგურას არ ასახავს? მაგრამ სარკის ჩრდილი სხვაა. ტუალეტში, ნიჟრის თავზე განთავსებული ყველა სარკე იტევს გულგატეხილი ქალის ცრემლებს. ვინ არ ჩკეტილა საპირფარეშოში, ვინ არ ჩაკეცილა კარებთან და ვის არ ჩუხედავ სარკეში თვალებდასიებული ანარეკლის დასანახად? ვის არ უცდია გაღიმება? მანაც ცადა.ფსიქოლოგის აწითლებული სახეს წყლის წვეთებს შრეული ცრემლები ამშვენებდა, წამწამებზე ჩამოკიდებული მარილიანი წყლის წვეთები ძვირფასი ქვებივით ბზინავდნენ. ისე ამძიმებდნენ თვალებს როგორც გულს მოძალებული გრძნობები.
ნახევარ საათიანი ტირილის შემდეგ დაწყნარდა, ხაკისფერი ნაჭრის თხელი შარვალი, თეთრი ზედა და ამავე ფერის თხელი კედები ჩაიცვა. მხარზე გადასაკიდი შავი ჩანთა აიღო, ქოლგა, საფულე და სათვალე ჩაგდო. ჩვეულებისამებრ ზღვას მიაშურა. ნელი ნაბიჯებით დაადგა ზღვის ნაპირს. წკრიალა ხმის გაგონებისას შეაბრუნა თავი.
***
-მა ნაყინი მინდა.
-ელე მარტო ხომ არ დაგტოვებ.
-აუ მამა.
-ოჰ ელენა კარგი რა. - ამაოდ დაიწყო ბუზღუნი, უამრავი დარიგების შემდეგ პატარა დატოვა და ნაყინის საყიდლად გაეშურა. აქეთ იქით აცეცებდა თვალებს პატარა ახვლედიანი. წამით ქალის მაღალ სილუეტს მოჰკრა თვალი.
-ფსიქოლოგო. - აბშიძეს დაუძახა და მისკენ გაღიმებული გაეშურა
თბილად შეხვდნენ ერმანეთ, ელენამ მამა მელოდება უნდა წავიდეო და მალევე გაიქცა. რაღაც უცნაურ მიზუდულობას გრძნობდ ააბაშიძის მიმართ. რაღაც სხვანაირად უყვარდა ერთი დღის გაცნობილი ადამიანი.
**
ამჯერად ელენას ნახვამ ძალიან დიდი სიხარულით აავსო აბაშიძე, მაღაზიაში შეიარა, პროდუქტები შეიძნა და სახლისაკენ გაეშურა. შკოლადის კექსი გამოაცხო, ტელეფონი მოიმარჯვა და ნაცნობ ნომერზე დარეკა.
-თამთა როგორ ხარ?
-კარგად ქუნქულ თვად?
-ოჰ თამთა კარგი რა რამდენხანს უნდა მეძახო ეს რაღაც სახელი არ მაქვს?
-მერე რა, ჩემს დაქალს რასაც მინდ აიმას დავუძახებ.
-ბავშვი ხარ რა.
-შენც ჩემი ტოლი ხარ მაგრამ უბრალოდ ზედმეტად ადრე დაბერდი.
დიახ, ზოგჯერ შინაგანად ვბერდებით, გამოუცდელობის მიუხედავად მოხუც ფილოსოფოსებად ვიქცევით და საკმაოდ კარგ რჩევებსაც ვიძლევით.
-ოჰ მორჩი ახლა ლაქლაქს. ჩემთან ხომ მოხვალ დღეს?
-აუცილებლად, ჩავიცვამ და მოვალ, თან სალაპარაკოც მაქვს ჩემო ფსიქოლოგო.
-კარგი გელოდები, მეც და შოკოლადის კექსიც. - გაიცინა და ტელეფონი გათიშა.

ნახევარ საათში ენერგიულად შემოვარდა ქარიშხალი თამთა.
-ჩემი ბებერი დაქალი სად არისოო?
-აქ ვარ თამთა, შემობრძანდი. - სამზარეულოდან გასძახა აბაშიძემ და წყლით სავსე მადუღარა შეაერთა.
-აუ იცი რა ამბები მაქვს?
-სანამ ყავას გავაკეთებ, მანამ დაიწყე.
-ანუ ნიკა ხომ იცი? მე რომ მწერდა, რამდენიმე კვირის წინ მითხრა რომ მოვწონვარ.



-და აქამდე რატომ არ მითხარი?
-არ ვიცი.
-კი მაგრამ შენ არ თქვი 5 შეყვარებული ყავდა და ყველას თვითონ დაშორდაო?რა იცი რომ შენც ისე არ მობეზრდები.
-რომ არ ვიცი მაგაშია საქმე. უბრალოდ რაღაცნაირად ვარ
-ვხვდები. შენ მოგწონს რომ მოსწონხარ და არც გინდა რომ გული ატკინო. ეს არის თამთა ადამიანობა სხვა კი არაფერი. შენს ადგილას ბევრი უარით გაისტუმრებდა. მაგრამ საქმე იმაშია რომ არც კი იცნობ. არ გინახავს, და არც მის თვალებში ჩაგიხედავს. ადამიანს თვალებში რომ ჩახედავ მერე მიხვდები ვინც არის.
-ჩემი ფილოსოფოსი ხარ დაო.


*****
მე თუ მკითხავთ ყველა გულშია კომპასი, ის კომპასი მხოლოდ ერთ მიმართულებას რომ აჩვენებს და იმ ერთისკენ გვიბიძგებს.

……..
მეორე ვიზიტის დღეც დადგა,ამჯერად ნათლიამ წააცუნცულა ქალბატონი, სწრაფად აირბინა კიბეები და აბაშძის კაბინეტს მიაშურა.
კიდევ ერთხელ გააოცა ფსიქოლოგი პატარა ელენას ხასიათმა და მისმა გონებამახვილობამ. ამჯერად ნახევარ საათზე დიდხანს გაგრძელდა სეანსი. ისევ ისე რამდენიმე დღით დაემშვიდობნენ ერმანეთს.
***
ახვლედიანის ტელეფონში შემოსული ზარი, მისი ბოხი ხმა, გაიშული ტელეფონი და ღრიალი. კიდევ ერი ადამიანი დაკარგა. ამჯერად დედა. ძულდათქო კი ვამბობ მაგრამ დედა შეუცვლელია, რაც არ უნდა გააკეთოს და როგორიც არ უნდა იყოს გულის ნაწილი მინც განიცდის მის სიყვარულს. შინ დაბრუნებულ ელენას, ყველაფერი წყნარად აუხსნა, პატარა ჩნთაში მისი ნივთები ჩაწყო, მანქანაში ჩადო და კილომეტრების დასაფარად მოემზადა. ელენამ რა იგრძნო? მხოლოდ სინანული. შეეცოდა. უცნობი იყო მისთვის როგორც დედა-შვილური ასევე ბებია-შვილიშვილური ურთიერთობა. საათები დასჭირდა გრძელი გზის გავლას. ერთ დროს სიცოცხლით სავსე სახლი სიკვდილმა დაიპყრო, მოერია და მისი დაცემაც მოახერხა.ელენასთვის სრულიად უცნობი იყო ეს სიტოაცია.უცნობი მაგრამ დამრთგუნველი. ერთადერთი შემთხვევა იყო როცა ანდრია ყურადებას ვერ აქცევდა ამიტომაცსალომეზე იყო მიწეპებული. პირველი დღეები ყველაზე მძიმეა ყველა გარდაცვლილის ოჯახში.რამდენიმე დღე და მიწას მიბარებული უსიცცხლო სხეული. გასვენების წინ გაკეთებული მაკიაჟი, ფერუმარილის სქელი ფენა რომელიც მაინც ვერ უქმნის გარდაცვლილ ადამიანს ცოცხალის იერს. ქმარს გვერდით მიუწვინეს მაიას სხეული. მგონი ლევანი ერადერთი ადამიანი იყო რომელთანაც მაია გულრწფელ და ძალიან მოსიყვარულ ადამიანად გადაქცევას ახერხებდა. ეს კაცი ცვლიდა.იქნებ იქ ისევ ყოფილიყო მასთან.მაგრამ ამდენი ცოდვის შემდეგ ვინ იცის სად მოხვდება?..

გასვენებიდან პირდაპირ სახლში დაბრუნდნენ. რაც არ უნდა იყოს მაინც ეტკინა მაიას ამბავი ახვლედიანს. დედის ოთახს მიაშურა, კარი შეაღო და საწოლზე დაფიქრებული ჩამოჯდა. ფიქრებიდან გამორკვეულმა თვალი ტუმბოზე ლამაზად გადაკეცილ თაბახს მოკრა, ხელი ნელა გასწია ფურცელი აიღო და გაშალა.ამ ფურცელზე ლამაზად დაწერილი ასოები ფარდას ხდიდნენ 5 წლის საიდუმლოს. მშვიდად დაიწყო კითხვა, ნელ ნელა გულისცემაც ჩქარდებოდა.
"ანდრი, ჩემო სიცოცხლევ, ვიცი ყველაზე და ყველაფერზე მეტად გძულვარ და ვარ კიდეც ამის ღირსი. მე ყველაზე ცუდი ადამიანი ვიყავი ანდრი, ყველაზე ცუდი. ღმერმა იცის სად მოვხვდები, იმდენი ცოდვა ჩავიდიდე მკვდარიც დავიტანჯები, და არც ვარ ღირსი გავიხარო. ორი წელია კიბოს ვებრძვი, მაგრამ თქვენ ხომ ხუთი წელია გტანჯავთ… ვიცი გტკივა, კატერინა გტკივა. ის ერთი საბრალო გოგოა შენი სულის ტკივილი ანდრი.

დანახვის პირველივე წამს ამოვიჩემე კატერინა დედი.იცი როგორ მიყვარდი? ამოვიჩემე, რად მინდოდა ობოლი გოგო ოჯახში. ერდერთი ძმა ყავდა და ისიც საზღვარგარეთ სასწავლებლად. ბევრჯერ გატკინე შენც და იმ გოგოსაც. არც კი ვიცი რას გერჩოდით.
მახსოვს შენი სახე მისი სიკვდილის შესახებ რომ გაიგე. სახეზე შეგეყინა ბედნიერების ღიმილი და მას მერე ისე არ გაიღიმია. და რატომ? ჩემს გამო. ჩემს სულში შემომძვრალმა სატანამ რა მაიძულა იცი? ჩემი შვილის ცოცხლად დამარხვა. შენ იმ დღეს მოკვდი როგორც ხალისიანი, სიცოცხლით სავსე კაცი და იქეცი მზრუნველ და მშრომელ მამად, მთლიანად ელენაზე და კარიარიერაზე გადაერთდე. საკმაოდ ადრე ჩაკეტე შენი გულის კარი და არც გამტყუნებ შენ მუდამ კატერინას ეკუთვნოდი და სულ ასე იქნება. იცი რა ვქენი კატერინა რომ დაფეხმძიმდა? სანდო ხალხის ძება დავიწყე. ლევანი რომ ცოცხალი ყოფილიყო შემაჩერებდა ანდრია, მაგრამ მე ცუდი ვარ, ყველაზე ცუდი. იმდენად გავბოროტდი შენი ცოცხალი ცოლი მკვდრად გამოვაცხადე, ყალბი საფლავი გავაკეთე და იქ დავმარხე შენი და მისი სიცოცხლე. კატერინაც იმ დღეს მოვკალი, ექიმმა აცნობა თქვენი შვილი გარდაცვლილი დაიბადაო, ხოლო ჩემი პირიდან ის სიტყვები ამოვიდა საბოლოოდ რომ გაანადგურა. ის ცოცხალია ანდრი, ცოცხალი. მაგრამ შენ მკვდარი ჰგონიხარ, გონია რომ მასთან როცა მიიჩქაროდი ავარიაში მოყევი. ასე გაგიმეტეთ შენც, ჩემი პატარაც და კატერინაც. დღემდე არ ვიცი რა დამიშავა იმ გოგომ მაგრამ ვიცი რომ ვნანობ. გაგანადგურეთ ანდრი. არ ვითხოვ პატიებას რადგან ეს ძალიან რთულია,ბოდიშის მოხდაზე ბევრად რთული. შეუძლებელიც კია მაპატიო, შენ კი არა მეც ვერ ვპატიობ საკუთარ თვს. მეგონა ბედნიერი იქნებოდი, მეგონა ის უბრალო გატაცება იყო ანდრი, მაგრამ როგორც ჩანს ღმერთმა ერთმანეთისვის შეგქმნათ და მე კი არა ეშმაკიც ვერ დაგაშორებთ. ან მე რა განმასხვავებს ეშმაკისგან.
პ. ს. მარლა ვნანობ ანდრი. იმედია იპოვი და ახლა მაინც იქნებით ბედნიერები. "



რამდენიმე წუთი გაშეშებული იჯდა ახვლედიანი, დაბურული თვალებიდან ძლივს არჩევდა ფერებს. მალევე გადმოვარდა თვალიდან ცრემლი ძლივს ამოთქვა რამდენიმე სიტყვა.
-ცოცხალია. ის… ის ცოცხალია.

თავი 4
რაღაც სხვანაირად აფართხალებული გული ცირკის აკრობატივით ჰაერში მოფარფატე. მოულოდნელი სიხარული და ტვინში გაჟონილი მხოლოდ ერთი სიტყვა-"ცოცხალია".ახლად გამოჩეკილი რეალური იმედი,აღელვებულ ტალღებში სიყვარულით ჩაძირვის შანსი, ტალღებში რომლები კატერინას თვალებში ცოცხლობდნენ, ლამაზი ჭრილიდან მომზირალი თვალის გუგებში ჩაგუბებული ზღვის ტალღები. სხელულში ჩაღვრილი სიხარული და ყალყზე დამდგარი ბუსუსები. აი ამ ყველაფრის გამოწვევა შეუძლია მოულოდნელ სიხარულს. ხუთი წლის წინ ვითომდა მიწას მიბარებული კატერინა ცოცხალია, ცოცხალი. ტვინი სიგნალს აძლევდა მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებდა, მოულოდნელად მოგვრილვა შვებამ ბრაზიც კი გადაფარა, მხოლოდ მაშინ დაფიქრდა დედის დანაშაულზე თავს დამტყდარი ახალი ამბავი რომ გაიაზრა . ნახევარი საათი გაშეშებული იჯდა,მხოლოდ ხელებს აცურებდა თმაში და ჩალისფერ კულულებს მყუდროებას ურღვევდა. თმააბურძგნული და თვალებდაწითლებული ჩვარდა პირვერ სარულზე, გიჟის სახე ჰქონდა. როგორ გინდა არ გაგიჟდე როცა იგებ რომ შენი საყვარელი ადამიანი ცოცხალია, ის ადამიანი რომელსაც უმიზეზოდ გლოვობდი მთელი ხუთი წელი. მისაღებ ოთხში ისხდნენ ბიჭები, გაკვირვებულ სალომეს თვალებით ანიშნა რომ ელენასთან ერად ოთხი დაეტოვებინა, მათაც მალევე დატოვეს სახლი და ბათუმის ბულვარში სასეირნოდ გაემართნენ.
-რა გჭირს შე ჩემა რა ფერი გაქ? გიჟის სახე გაქ ანდრია. - სიჩუმე გიორგის ბოხმა ხმამ დაარღვია.
-წაიკითხეთ. - ფარატინა ფურცელი გაუწოდა, თვითონ კი მაგიდაზე დადებული წყლით სავსე ჭიქა წამში დაცალა.
გიორგი ხმამაღლა კითხულობდა მაიას ნაწერს. მომენტალურად ჩერდებოდა, სამივეს სახეზე აღბეჭდილი ემოციების გადმოცემა ძალზედ რთულია. ერთად იყო არეული გაკვირვება, ბრაზი, მოულოდნელობა და სულ ბოლოს სიხარული, მაგრამ არა იმ დოზით რომ გაკვირვება დაეფარა.
-შოკში ვარ გეფიცები. გამოვ***ვდი. - ათ წუთიანი დუმილის შემდეგ ამოთქვა გიგიმ და თმა აიჩეჩა.
-ბიჭო ცოცხალიააოო, გესმის ჩემი პატარა ცოცხალიაა. - ნერვიულად იჩეავდა თმებს გიო და თავისთვის წარმუდგენელ წინადადებას ამბობდა.
-ელენას ეტყვი?
-აჩი ჯერ ვიპოვოთ და მერე ვნახოთ.
-კაი რა ანდრია, ისეთები მიპოვნია და კატუსიას ვერ ვიპოვი. მთელ განყოფილებას ავაწრიალებ და მაინც ვნახავთ.
-ვნახავთ, რახან ცოცხალია ვნახავთ. არა ამდენი ხანი ცოცხალი იყო და მე არ ვიცოდი. როგორ გამიკეთა ეს საკუთრამა დედამ? არა მაგას აღაც კი დავეძებ,რადგან ცოცხალია. რა ტყუილად იზრდებოდა ელენა უდედოდ. ტყუილად დაიტანჯა, ისიც და კატერინაც. მკვდრები ვეგონეთ, გესმით? მკვდრები.
მხოლოდ ოთხი გაოცებული მამაკაცის სუნთქვა ისმოდა დიდ ოთახში. სიჩუმეს სიგარეტის კვამლი და ფეხების ნერვული ბაკუნის ხმაც ემატებოდა. იმ დღიდანვე დაიწყეს კატერინას ძებნა.

მეორე დღეს შუადღის პირველ საათზე გაიღო ფსიქოლოგის კაბინეტის კარები. გაღიმებული სახით გადაააბიჯა კარის ზღურბლს პატარა ახვლედიანმა.მაგრამ მალევე მოიქუფრა. პირველად ხედავდა მოწყენილ აბაშიძეს. საერთოდ იცოდა ვინმემ რომ მხოლოდ გარეთ იღიმოდა და დიდი ძალისხმევის შედეგად ბედნიერი ქალის ნიღაბს ირგებდა. იცით ეს როგორი ნიღაბია? ყველა გრძნობას რომ ფარავს აი ისეთი, მაგრამ მისი მორგებაა ძალიან რთული, ხელებზე გვეკვრის და არ გვაძლევს საშუალებას სახეზე რომ მივახატოთ, საკუთარ თავთან დიდი ბრძოლის შემდეგ ძალიან იშვიათად გვრჩება ძალა რომ ბოლომდე



მივიდეთ,ერთეულები კვეთენ ფინიშის ხაზს და აწ უკვე ძალაგამოცლილები ირგებენ ბედნიერების ნიღაბს. მაგრამ ზოგჯერ ისიც არ გვშველის, სევდა მის კედლებსაც სტეხს და ასპარეზზე გამოდის.
კიდევ ერხელ ისაუბრეს გულრწფელად. ეს ვიზიტიც დამთვრდა. მალევე დატოვა კაბინეტი აბაშძემ და სალომეს ოთახში შესვლა სთხოვა.
-სალ, ძალიან მჭრდება ელენას მამის ნახვა, ვიცი ძალიან დაკავებულია მაგრამ რთულია ბავშვთან კონტაქტი მაშინ როცა მშობლისგან კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობ. რაც უფრო მეტი მეცოდინება მასზე მით უფრო უკეთ დავეხმარები. არის რაღაცები რასაც მხოლოდ მშობლისგან ვიგებთ. თუ შეგიძლია გადაეცი რომ შემდეგ ვიზიტზე ელენასთან ერთად მოვიდეს. თვისი შვილისვის.
-აუცილებლად გადავცემ, მაგრამ არამგონია მოსვლა მოახერხოს.
-შენ უთხარი, იქნებ მოვიდეს კიდეც.
***
მდუმარედ ჩიარა კიბეები, მანქანაში ჩაჯდა და სახლს მიუახლოვდა. ნელა შეაღო, სახლის კარი, კიბეებზე აირბინა და აბაზანაში შევარდა. პირსახოცშემოხვეული დაადგა ოთახისკენ მიმავალ გზას. თხელი თეთრი სარაფანა გადაიცვა, ფეხშიშველი მიუახლოვდა, ოთახის კუთხეშ მდგარ მაგიდა, თაროდან სიგარეტის შკვრა და სქელი წიგნი ჩამოიღო. ფრთხილად გადაფურცლა ძველი ნაწარმოწბის გვერდები, ერთ-ერთ ფურცელზე დადებული სურათი აიღო და საყვარელი მამაკაცის სურათს აწყლიანებული თვალებით მიაშტერდა. ცალი ხელი სიგარეტის შეკვრას დაავლო, ერთი ღერი ამოიღო და ტუჩებს შორის მოათავსა,როგორრც ყოველთვის, ახლაც არ მოუკიდებია, ერთხელაც არ მოუწევია, სძულდა საწამლავით სავსე სიგარეტის პატარა ღერი, მაგრამ მაინც ყოველთვის თან ჰქონდა,ისე როგორც ავგუსტს ფილმიდან "ბედის ვარსკვლავის ბარალია", სასიკვდილო იარაღიი, რომელსაც არ ვაძლევთ საშალებას გაგვანადგუროს, ზუსტად ისევე არ ვუშვებთ ახლოს როგორც სიკდილს, მონატრებით გამოწვეულ გარდაცვალებას.
****
სამი ქაოსური დღე. თეთრად გათენებული სამი ღამე, წამით მოხუჭული თვალი და ტვინის ამრევი სიზმრები. მოსვენებას არ აძლევდა ახლად გაგებული ამბავი ახვლედიანს. ტვინს მოდებული ახალი ინფორმაცია, უამრავი ფიქრი და ძებნა, ყოველგვარი ხელჩასაჭიდის გარეშე.
ოთხში სიცილით შეუვარდა პატარა ჭინკა და დასჭექა.
-მა.
-ხო მა. - კალთაშ ჩისკუპა ანდრიამ და შვილის გრძელ თმას თითები ჩამოუსვა
-ხვალ ხომ გამომყვები ფსიქოლოგთან?
-აუ მამი საქმე მაქვს მე ხვალ.
-კარგი რა ანდრია აუცილებელიაოო.
-ანდრიას მეძახი? ანუ ძან გაბრაზდი ხო? - ცხვირი შეჭმუხნა და გაიღიმა.
-დიახაც.
-კარგი ჯანდაბას წამოგყვები.
-მიყვარხარ ანდრუშ. - ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და მაგრად მოეხვია.
-მეც მიყვარხარ ჩემო აფერისტო.
ელენასთნ ერთად დატოვა სახლი, მანქანის უკანა სავარძელზე განათავსა და გზას გაუდგა. პატარა როგორც ყოველთვის სალოს დაუტოვა, თვად კი განყოფილებსკენ მიმავალ გზას დაადგა. მალევე შეაღო არჩილის კაბინეტი და საუბარი დაიწყო.
-აჩი ვერაფერი ვერ გაარკვიე?
-ნუ ყვირი შე ჩემა, სამსახურში ვარ.
-ბიჭო აღარ იტყვი?
-ერთადერთი რამ გავიგე და ესეც დიდად არ გ ეხმარება, ოთხი წელი საზღვარგარეთ იყო წასული, მერე საქართველოშ დაბრუნდა მაგრამ რომელ ქალაქში ან სოფელშ ეგ არ ვიცი. ავაწიოკე მთელი პოლიცია, ვეძებთ და ვნახავთ.
-გავგიჟდები.
ნამდვილად გაგიჟების პირას იყო ახვლედიანი. აგიჟებდა ბოლო ხუთი წელი, მის გარეშე გატარებული უსიცოცხლო დღეები, უდედოდ გაზრდილი ელენა და მისი ფსუქოლოგიური მდგომარეობა.

****
ისევ აბაშიძე. მისი სულიერი ტკივილი, გაგიჟებული ფსიქოლოგი და რამდენიმე დღის წინ მიღებული ამანათი. ფარატინა ფურცელი და მასზე დაწერილი უამრავი სიტყვა. კიდევ ერხელ მოკლული გული, თვალებშ მყოფი ოკეეანეებიდან გადმომავალი წყალი, და ტირილისგან აწითლებული სხეული. ისევ სამსახური და უმოქმედობა. მომავლის იმედი, ძმის დაპირება, მოლოდინი და ტვინშ უამრავი ფიქრი.

****
ოთახშ შეღწეული მოკაშკაშე მზის სხივები. ახალი სრულიად განსხვავებული დღის დასაწყისი.დაკარგული წლები და ამ წლებში გაუჩინარებული სამი ადამიანი სწორედ დღეს იპოვის სიხარულს, მოულოდნელ სიხარულს. ვფიქრობ, „გათენდა“,მათთვის სულ სხვანაირად გამოიდარა.
ისევ წუწუნით გაიღვიძა ახვლედიანის პრინცესამ. ზანტად წამოდგა, მოწესრიგდა და ანდრიას შუევარდა.
-მაა წავედით?
-ელენა გათენდა ჯერ?
-აუ მამა.
-კარგი, გადავივლებ და წავიდეთ.
ნახევარი საათის შემდეგ მანქანაში ისხდენე და ფსიქოლოგისკენ მიიჩქაროდნენ.
ნელა აიარეს სამი სართული და მესამე სართულ დერეფანი გაიარეს. მამიკოს ხელი ჩასჭიდა პატარა ახვლედიანმა, სირბილით გაიარა გრძელი დერეფანი და დანიშნულების ადგილსაც მიაღწია, კარზე ფრთხილად დააკაკუნა. დაბნეული იყო ახვლედიანი, თვალებს აცეცებდა, ბოლოს მზერა კარებთან გაკრულ აბრაზე გააჩერა.თხელ ფირფიტზე დაწერილი სიტყვები-„ფსიქოლგი ეკატერინე აბაშიძე“. გაყინული აზროვნება და აკანკალებული გული. კარის სახელურს ხელი ჩამოჰკრა ახალგაზრდა ფსიქოლოგმა, ჯერ ელენას შეხედა მერე კი მას. ხელში დაჭერილი ფურცელი ძირს დაუცვივდა. ორი გული ერთად გაჩერდა, მერე კი სულ სხვანაირად ამუშავდა აი ისე როგორც 10 წლის წინ, 2008 წლის 1 სექტემბერს



თავი 5
ორი კვირით ადრე

გადაღლილი ძლივს მილასლასდა სახლში.ძალიან იტვირავდა თავს, თითქოს ფიქრებიდან თავის დაღწევას ცდილობდა. ჩვეულებრივ, წყალი გადაივლო, ივახშმა და ხმაჩაწეულ ტელევიზორს მიუჯადა. ისიც ისე დუმდა როგორც სახლის თითოეული კედელი. ფიქრებიდან ზარის წკრიალა ხმამ გამოარკვია. გაკვირვებული წამოდგა, რკინის კარს მიუახლოვდა, სახელურს ხელი ჩამოკრა და კართან მდგომ მაღალ მამაკაცს დააკვირდა.
-გამარჯობა, თქვენთვის ამანათია,გთხოვთ ხელი მოაწერეთ.
ბიჭს მიერ მოწოდებულ ფურცელზე ხელი მოაწერა და კუთვნილი კონვერტიც მიიღო. თავაზიანად დაემშვიდიბა კურიერს, კარი მიხურა და ჩქარი ნაბიჯებით გაუდგა ოთახისკენ მიმავალ გზას. ვერ ხვდებოდა ვისგან შეიძლებოდა ყოფილიყო. კონვერტი გახსნა და ლამაზად დაკეცილი ფურცელი გაშალა. თერ ფურცელზე უამრავ სიტყვას მოეყარა თავი. თვალს ლამაზ ნაწერს აყოლებდა. გაუაზრებლად იკვალავდნენ გზას ცრემლები კატერინას ლამაზ სახეზე, ბოლოს ფურცელზე ხმაურიანად ეცემოდნენ და მელნსაც ტყაპნიდნენ. ნელ-ნელა იაზრებდა წაკითხულს. ფურცლის ბოლოს მარჯვენა კუთხეში დაწერილ სიტყვებს დააკვირდა. დაბურული თვალებიდან მაია არაბული ამოიკითხა და გულიანად ატირდა.
მანაც მიიღო მაიას წერილი, მისთვისაც სწორედ იმ დღეს აეხადა ფარდა კარგად შენახულ საიდუმლოს.




########
რიტმულად ფეთქავდა ორი გული.სრულიად სხვანაირად. გაშეშებულ კატერინას დაუფიქრებლად სდიოდა ცრემლები, სხეული უთრთოდა. რაღაც სხვანაირად უცემდა გული, სისხლიც კი სულ სხვანაირად მოძრაობდა. ყოველი უჯრედი ხარობდა, მაგრამ ტვინი მაინც ვერ იჯერებდა რომ მის წინ ანდრია ახვლედიანი იდგა და გაოცებული თვალებით უყურებდა. ნახევარი წუთი ადგილს ვერ მოსწყდა ახვლედიანი.ზუსტან ნახევარ წუთში გაიაზრა რომ საყვარელი ქალის წინ იდგა, აკანკალებული ქალისაკენ დაიძრა და გულში მაგრად ჩაიკრა, ზუსტად ისე როგორც მაშინ, ისე როგორც პირველად. ეხვეოდა,შუა ზაფხულში გაყინულ ქალს თავის სითბოს უნაწილებდა, ზუსტად ისე ათბობდა როგორც წლების წინ. ორი ყველასაგან განსხვავებული, სიყვარულით სავსე გული ერთმანეთს ეხებოდა. დაშვებულ ხელებს ვერა და ვერ ამოძრავებდაკატერინა, ბოლოს მანაც მიადო აკანკალებული ხელი ახვლედიანს და კიდევ ერთხელ მისცა მის მუხტს თვის სხეულში გადმოსვლის საშუალება. დიდხანს იდგნენ ასე. როგორც იქნა გონს მოეგო ახვლედიანი და ხელებში მოქცეულ გამხდარ სხეულს ფრთხილად მოშორდა.
გაკვირვებული თვალებით შესცქეროდა წყვილს ელენა, ვერ იზარებდა მომხდარს, არ ახსოვდა ანდრია ვიღაც ქალს ჩახუტებოდა, მხოლოდ მას იკრავდა გულში.
-მართლა შენ ხარ? - ძლივს ამოთქვა კატერინამ და იქვე ფუმფულა დივანზე მოწყვეტით დაეცა. ხელზე მაგრად იჩქმიტა და წამოიკვნესა. შეამოწმა ისევ სიზმარში ხომ არ ვხედავო.ისედაც გრძნობდა რომ რეალურად ეხებოდა მის სხეულს, სიზმარი ხომ უბრალო ილუზია, თავის მოტყუება და სადღაც არარეალურ სამყაროში გადაკვარგა, სადაც ვერც კი ვგრძნობთ როგორ გვეხებიან, ვერც ვიაზრებთ სად ვართ, ჩვენს თავს რა ხდება, მაგრამ თუ ნაცნობ, მონატრებულ სილუეტს დავინახავთ მომენტს ვიყენებთ და ამ სიზმრით ვტკბებით. ვცდილობთ გონებაში გამოვკეტოთ,მეორე დღეს მივიწყებული რომ არ დაგვხვდეს.
ოთახში გამეფებული სიჩუმე ელენას წკრიალა ხმამა დააღღვია. ანდრიას მიუახლოვდა და მომთხოვნი ამავე დროს გაკვირვებული სახით ახედა.
-რა მოხდა მა?
გაისმა კითხვა და წამში გამოფხიზლდა აღელვებილი კატერინა. ფეხზე წამოხტა, კი არ წამოხტა წამოფრინდა და შვილს მაგრად ჩეკრა. წარმოუდგენელი სითბო იგრძნო.ოდნავ მოშრდა და სახეზე მოფერება დაუწყო. აკანკალებულ ხელებს ფრთხილად უსვამდა ელენას გლუვ კანს და იღიმოდა. ისევ სცვიოდა ცრემლები, მაგრამ ეს არ იყო მწუხარების გამოძახილი, სხეულიდან წამოსული სიხარულის ცრემლებით ტიროდა აბაშიძე. დედა-შვილს ნელი ნაბიჯებით მიუხალოვდა ახვლედიანი, ჩაიმუხლა და ორივე მაგრად ჩიკრა. პირველად იყვნენ ასე, ერთად,ყოველგვარო დანაკლისის გარეშე.კარგა ხანს იყვნენ ასე. პირველად ანდრია ჩამოშრდა მათ, წამოიმართა,თხელი თითებით თმა აირია, ყველაფერი გადახარშა და სიჩუმე დაარღვია.
-კატო ცოტა ხნით დაგვტოვე კარგი?
ძლივს გამოერკვა, ნელ წამოდგა და ფრთხილი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი.
შვილის პირისპირ ჩაიმუხლა ახვლედიანი, სახეზე მოეფერა, ხელშ აიტაცა და მასთან ერთად დივანზე მოკალათდა.
-ელე. - შეპარვით დაიწყო საუბარი. ძალიან ფრთხილობდა. საშინელებაა ასეი სიტოაციიდან გამოძრომა.
-მა შენ მას კატო დაუძახე ხო?
ნამდვილად არ ელოდა ამ კითხვის მოსმენას, თავი დაუქნია და წარბები გახსნა.
-ის ცოცხალია ანდრია?
ჰო, მიხვდა. ამოიცნო. როგორ? რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ისიც საკვირველია აქამდე როგორ ვერ



იგრძნეს. მაგრამ იმ ყველა ეჭვის, სხეულში დავლილი ჭანჭველების გამომწვევი მიზეზი ეს ზებუნებრი გრძნობა არ იყო? სიახლოვე. დედა და შვილი, ორი ერთმანეთისავია ყველაზე ახლო ადამიანი. დედის მუცელში ვიწყებთ სიცოცხლეს,აქედანვე ვგრძნობთ ერთმანეს, აქედანვე ერთმანეთით ვართ. ჰო და აი ასე ამ არაბუნებრივი სიახლოვის წყალობით იპივეს ერთმანეთი. პირველივე დღესვე რაღაც სხვანაირი იგრძნო, სულ სხვანაირად დაიწყო სისხლმა მოძრაობა,ელენას სხეული აბაშიძის მიერ მოპოვებულმა ნდობამ და აუხსნელი მიზეზებით გამოწვეულმა სიყვარულმა მოიცვა.
დაშტერებული სახით იყურებოდა ახვლედიანი. ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლება აეხსნა მომხდარი თითისტოლა ბავშვს. უამრავჯერ ჰქონდა ნანახი დედის სურათი, მაგრამ ისიც შეიცვალა 19 წლის ჯერ კიდევ ბავშვი იყო,ახლა კი გაიზარდა, დაიხვეწა, გალამაზდა და ძალიან შიცვალა. მაგრამ მასში ისევ იყო ძველი კატერინა რომელიც თავს გვახსენებდა და ამოცნობის საშუალებას გვაძლევდა.
-ჰო.
-იცოდი?
-რამდენიმე დღის წინ გავიგე მა.
ისევ სიჩუმე.
-ელენა გაბრაზდი?
-ნწ. - თავი გააქნია და გაიღიმა. - ვიპოვე მა, ჩვენ ის ვიპოვეთ.
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ ელე.
-ერთად ვიცხოვრებთ მა? თბილისში? კიდევ გააჩენთ შილებს? ხომ ვეყვარები? რომ არ მოვეწონო და ვერ შემიყვაროს? - ერთიანად დააყარა კითხვები და პასუხის მოლოდინში გაინაბა.
-რას ქვია ვერ შეგიყვაროს ელენა? მე ხომ გიყვებოდი როგორ უყვარდი? იცი როგორ ენატრებოდი? უყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად ელე. ის დედა და შეუძლებელია არ უყვარდე, და მოიშორე ასეთი ფიქრები.
-ჩვენთან ხომ იცხოვრებს?
-იცხოვრებს აბა სად წავა. - გაიღიმა, პატარა სხეული კიდევ უფრო ძლიერ მიიკრა და ლოყები დაუკოცნა.



…….
ნელი ნაბიჯებით გაიარა დერეფანი, საფირფარეშორ კარი შეაღო, ნიჟარასთნ დადგა და თვალი თავის ანარეკლს გაუსწორა. ცრემლები მოიწმინდა, პირი მოიბანა კიდევ ერხელ შეხედა საკუთარ თავს. სრულიად ვანსხვავებულ ეკატერინეს, აი იმ ქალს 5 წლის წინ რომ მოკვდა და დღეს ხელახლა დაიბადა. კარგახანს უყურებდა სარკეს. დამშვიდებული დაუბრუნდა კაბინეტს თვალი დივანზე მსხსდომ მამა-შვილს გაუსწორა. გაეღიმა. წლების შემდეგ ძველებურად, გულრწფელად იღიმოდა. უყვარდა ეს ორი, საკუთარ თავზე მეტად.
სიჩუმე ისწვ ანდრიამ დაარღვია.
-ელენა. - ბავშვი გადასვა და გაუღიმა.
მასაც მეტი არაფეტი აარ უნდოდა, თავისმა სახელმა დააბრუნა რეალობას, გაიღიმა, წამოდგა და დედის გრძელ ფეხებს მიეხუტა. მასაც მეტი რა სჭრდებოდა, დაიხარა, შვილი ხელში აიტაცა და ძალიან ძიერად მოეხვია. ეხვეოდა საყვარელ სხეულს და გულს უსაზღვრო სიყვარულით ავსებდა. არაფერი აკლდა. ყავდათ ერთმანეი და ჰქონდა ერმანეის სიყვარული. მელი ზაფხულუ ბათუმში გაატარეს. მონატრებულ მეგობრებთან ერად ისვენებდა აბაშიძე. სექტემბერშ ისევ თბილის დაუბრუნდნენ. წლების შმდეგ ისევ გააღეს სახლის კარი, სახლის რომელიც ერთ დროს მათი სიყვარულით ხარობდა. ისევ გააცოცხლეს მისუ კედლები, ისევ აავსეს სიყვარულითა და მხიარულებით. ერთად ცხოვრობდნენ ოთხნი. სამი ახლვლედიანი და ერთიც აბაშიძე. ქალბატონები როგორღაც უმკვლავდებონდნენ ორ ერთნაირ ახვლედიანს ანდრიასა და ვაჩეს, პატარა ვაჟბატონს, მამის დაპატარავებულ მოდელს.არც ერ ახალწელს არ შეხვედრილან უერთმანეთოდ.არც ერი დაბადების დე არ გაუტარებიათ ცალ-ცალკე. მუდამ ერთად ერთ დიდ, სიყვარულით სავსე სახლში ცხოვრობდნენ ორი ერთნაირი ქალი და ორი ანალოგიური მამაკაცი.
კატერინა ჩემთვის ქალის იდეალია,ხოლო ანდრია ყველაზე ძლიერი მამაკაცი.ვერ დაგპირდებით რომ მათ ცხოვრება სწორ გზაზე სიარულის უფლებას მისცემს,ასე რომ იყოს არც არაფერი იქნება არაჩვეულებრივი,ჩვენს სიცოცხლეს მაშინ აქვს აზრი როცა რაღაც დაბრკოლებას ვაწდებით და შემგომ გმირულად ვუმკლავდებით.“ბედის მწერლები“ საოცრებეს წერენ,ჩვეს ცხოვრებისეულ საოცრებებს.
მე ანდრიამ ბრძოლა მასწავლა,კატერინამ კი მომცა მაგალითი რომელიც არასოდეს მომცემს უფლებას რომ დავნებდე.
დიახ,ეს ახვლედიანების განსხვავებული ოჯახია,ოთხი არაიდეალური ადამიანით,რომლებიც ერთად იდეალურ შედეგს გვაძლევენ.მგონი აქ უნდა შევწყვიტო თხრობა,ან იქნებ დავბრუნდე კიდეც...ვფიქრობ ელენასაც უჩვეულო ისტორია ექნება,რადგან მისი ცხოვრება განსხვავებულად დაიწყო და ალბათ გაგრძელებაც ასეთივე იქნება,ის ხომ ეკატერინე აბაშიძისა და ანდრია ახვლედიანის ქალიშვილია.

დასასრული.
ეს ისტორია თავებად მიდევს,რაღაცები შევასწორე,მივამატე და ატვირთვა გადავწყვიტე.ვფიქრობ იქნება ბეჭდვის შედეგად დაშვებული ან თუნდაც გრამატიკული შეცდომები რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგია, კიდევ ერთხელ დავიმუხტე ემოციებით.

 


№2  offline წევრი მმარიამმი

სტუმარი მანანა
ძალიან კარგია, კიდევ ერთხელ დავიმუხტე ემოციებით.

დიდი მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent