წვიმების ომი თავი_1
სუსხიანი დილაა,სწორედ ისეთი როგორიც თებერვალს შეეფერება, ციდან თოვლის ფიფქები მოფრინავენ,ჰაეროვნად,ნაზად,მერე მიწაზე ეშვებიან და ისე ქრებიან რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ასწრებს ადამიანი. უცნაური შეგრძნება მაქვს დილიდან,თითქოს სამყაროში არსებული ყველა სახის კატაკლიზმა გროვდება,ერთ დიდ ბურთს ქმნის და ჩემში შემოღწევას ცდილობს რათა მერე ამაორთქლოს და გამაქროს. მსგავსი შეგრძნებები დღემდე არ მქონია,ეს მაშინებს და ოდნავ უსუსურადაც მაგრძნობინებს თავს,წამით ვფიქრობ რომ უშველებელ დედამიწაზე შუა ღამით მიტოვებულ წვიმიან ვიწრო ბილიკზე ვდგავარ მარტოდმარტო და ყველაფრის სიცარიელეს გაჩერდები. თუმცა ვიცი რომ მსგავსი რამ არასდროს მოხდება რეალურად,ჩემი ცხოვრება ხომ არ არის ფილმი ? თან არც მე ვგავარ მსახიობს.. კიბეებზე ნელი ნაბიჯებით მივაბიჯებ,არეულ თმას ორივე ხელით ვისწორეთ და უკვე პირველ სართულზე ჩასული უზარმაზარი მისაღები ოთახისაკენ მივიწევ,მე ამას დარბაზს უფრო ვუწოდებდი,სწორი ასეც იქნებოდა. სავარძელში ჩასვენებულ უკვე თმაშეჭაღარავებულ მამაჩემს ვკრავ თვალს,მისკენ მივდივარ და გვერდით მდგარ სავარძელში ვჯდები,ცოტა ხანს ვაშტერდები,ინტერესით გაზეთს კითხულობს თანაც ისე,რომ ჩემს ყოფნას მის სიახლოვეს ვერც კი ამჩნევს. მამაჩემი ყოველთვის ასეთი იყო,გონებითა და გულით მთელი თავისი სიცოცხლე სადღაც დაფრინავდა,სხეულით კი იგივე სავარძელზე იჯდა როგორც ახლა. -დილამშვიდობის-დუმილს ვარღვევ -დილამშვიდობის ანაბელ-გაზეთს თვალს არ სწყვეტს -რას კითხულობ ? რამე ახალი დაიწერა ? - ვეკითხები და ახლად მორთმეულ ფინჯან ყავას ვწრუპავ ისე რომ თან თავს ვუკრავ ოჯახის დამხმარე შუა ასაკის ლუიზას -ახალის რა მოგახსენო-მხრებს იჩეჩავს-თუმცა ძველებს კი ატრიალებენ ყოველ კვირა ჩახვეული მაგნიტაფონივით-ეღიმება და სათვალეს ცალი თითით სწევს დაბლა-ამ დრომდე ძილი რა უბედურებაა ? -ვსწავლობდი გვიან ღამემდე -ვპასუხობ და ფეხზე ვდგები.ფინჯამს ფრთხილად ვაბრუნებ პატარა თეთრ თეფშზე და გემრიელად ვიწელები. სწრაფი ნაბიჯებით ჯერ საშხაპეში მივისწრაფვი,შემდეგ კარადისკენ. როგორც წესი,დილისთვის ტანსაცმელი ყოველთვის მზად მაქვს,ამ ყველაფერს საკუთარ თავს ვანდობ თუმცა დღეს ცოტა ხანს კარადაში მიწევს ძრომიალი,დროის უქონლობის გამო ხელს ვავლებ იმას რაც პირველი მხვდება ხელებში და ვიცვამ.მგონი ჯერ არ ჩამიცვამს ასე სწრაფად ჩემს სიცოცხლეში,გულ აჩქარებული კიბეებზე ბრაგუნით ჩავდივარ და ფეხსაცმლის თასმების გზა და გზა ვიკრავ -დილამშვიდობის ქალბატონო ანა-მესალმება ბაღში მომუშავე ბატონი ნოდარი და მიღიმის,კუდამოძუევული მივრბივარ,ხელს ვუქნევ და შორიდან ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი,მიყვარს ეს კაცი ! გზად მახსენდება რომ წესით მძღოლს უნდა წავეყვანე,ცოტა ხანს ვჩერდები,უკან ვტრიალდები მაგრამ ნაცნობ ავტომობილს ვერსად ვხედავ,აშკარად არც ეზოში დამინახავს მდგარი,ნერვებ აშლილი თმას ვიწეწავ ხელით და სირბილს ვაგრძელებ,ჩემდა საბედნიეროდ მიმავალ ავტობუსს ვუსწრებ და როგორც პანტერა ისე ვხტები კიბეებზე,ქოშინით ვუახლოვდები სკამს და ზედ ცოცხალ-მკვდარივით ვენარცხები -ცოტა ფრთხილად-მუჯლუგუნს მკრავს ჩემს გვერდით მჯდომი ოცდაათ წლამდე მამაკაცი, ვიშმუშმები,წარბებს ვკრავ და საპასუხოდ მსუბუქად ვკრავ მუჯლუგუნს მეც -ნეტავ რამდენი წლის ხარ-დამხინავი ტონით მეკითხება და თავს იქნება -უკაცრავად ? -ვტრიალდები მთლიანად მისმენ და ზურგჩანთას ვიხსნი - ბოდიში? -რაღაც მკითხე -უხეშად ვპასუხობ - თ - რა თ - თ ებით უნდა მესაუბრო - თვალები მიფართოვდება,ნუთუ ასეთი სითავხედე სადმე გაგონილა ? - ბოდიში.. დამავიწყდა რომ მოხუცებთან მეტად უფრო თავაზიანი უნდა ვიყო-ნიშნის მოგებით ვპასუხობ და ვსწორდები - ალბად მოხუცი თავად ხარ,ქოშინით შენ დაჯექი წეღან სკამზე -ეცინება,წამით თვალებში მიბნელდება,მისმენ ვტრიალდები ისევ და ვუღიმო,მუშტს ვკრავ,თავს აქეთ-იქით ვატრიალებ რომ დავინახო ვინმე გვიყურებს თუ არა,ოდნავ ვიწევი ფეხზე და რაც ძალი და ღონე მაქვს მისი სახისკენ მივაქანებ მუშტს.. გონზე მალევე მოვდივარ,ჩს გვერდით მჯდარი მამაკაცისკენ ვაპარებ გამჭოლ მზერას შეუმჩნევლად,ცხვირიდან წამოსულ სისხლს თეთრი სალფეთქით იწმენდს. შიშს,სირცხვილსა და შურისძიების ტკბილ გემოს ერთად ვგრძნობ -ავადმყოფო-ხმადავლა კუღლუღებს. ფანჯრისკენ ვიხედები და ვხედავ რომ ჩემს სკოლასთან ვარ მისული,ავტობუსის მძღოლს ხელს ვუქნევ სარკეში რომ დამინახოს და ისიც მალევე ამჩნევს,აჩერებს და სირბილით ვტოვებ ტრანსპორტს.. -რა იყო ვინმე მოგდევს? -გზად ჩემი თანაკლასელი მეწევა -არა,მეგონა დამაგვიანდა -არა ჯერ ხუთი წუთია,ისე როგორც ფიქრობ ამ მეთორმეტე კლასს წარმატებით ჩავაბარებთ? -მეკითხევა გიორგი და ეცინება -მე კი,აი შენ კი..-ვუღიმი,მსუბუქად მხარს მკრავს. - უკვე გავიზარდეთ შენ კი ისევ ისეთი დარჩი როგორიც პირველ კლასში იყავი - შეიძლება კიდეც... კლასში შესვლისთანავე მერხთან ვისვეტები,ზურგჩანთას სკამის უკანა მხარეს ვკიდებ და კლასს ვათვალიერებ,ამ კლასში მაქვს გატარებული თორმეტი წელიწადი,ცოტა სევდას მგვრის ეს ფაქტი,მაგრამ არა მგონია სიტყვებმა "სკოლა მოგენატრება" ოდესმე ჩემამდეც მოინდომოს მიღწევა და ახდენა. - დილამშვიდობის -სკოლის დირექტორი შემოდის კლასში მომღიმარი სახით და უზარმაზარი თეთრი დაფის წინ დგება -რა უხარია ნეტა-უკნკდან მესმის კლასელების ხმადაბალი საუბარი და ეშმაკურად მეღიმება - ცოტაც და სასწავლო წელს ჩავამთავრებთ,წინ გამოცდები გელით,დღეს კი ტესტები,თქვენ რომ გიყვართ-ეცინება-სამწუხაროდ ისტორიის მასწავლებლის განთავისუფლება მომიწია რიგი მიზეზების გამო თუმცა საუკეთესო შემცვლელი ვნახე,თუ შეიძლება წელში გასწორდით როგორ მეთორმეტე კლასელებს შეეფერებათ ისე დადექით და მიესალმეთ-ხელს კარისკენ იშვერს და ყველა იქითკენ ვიყურებით საითაც მისი ხელია მიმართული -ბატონი ლაშა-სიამაყით წარმოთქვამს დირექტორი,სკამზე ცივად ვჯდები და მომდგარ ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ -ვ ვ ვინ? -ხმადაბლა მეცინება,სიმწრით..როგორც ვხედავ ბატონი ლაშაც ისეთივე გაოცებულია როგორც მე, კარებში შეშდება და მაჩერდება,უხერხულად ვიღიმები და კიდევ ერთხელ ვყლაპავ ნერწყვს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.