შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისფერი თოვლი -5-


4-03-2020, 03:52
ავტორი Hilalli
ნანახია 963

შუადღე ძალიან გაიწელა სანამ ის ემზადებოდა თეატრში წასასვლელად მე წიგნის კითხვა დავიწყე დროის გასაყვანად. ოთახიდან, რომ გამოვიდა ცნობისმოყვარე თვალებით შემომხედა და გვერდით მომიჯდა. გამეცინა წიგნი დავხურე და მისკენ შევტრიალდი.
⁃ რაზეა ეს წიგნი? - მკითხა
⁃ თეორიული ფიზიკა. არცისე საინტერესოა თუმცა მჭირდება, გამოცდისთვის ვემზადები. - ახლა გამახსენდა რომ დლით მაგიდაზე წერილი დავუტოვე რომელსაც ვერ წაიკითხავდა და ცოტა შემრცხვა
⁃ არვიცი ეგ რასნიშნავს - მორცხვად მიპასუხა
⁃ არაუშავს ეს ბევრმა არ იცის - გამეცინა
⁃ მომიყევი რას წერენ მაგ წიგნში
⁃ აამ... - დავიბენი - ამის ახსნა არაა მარტივი თან არ დაგაინტერესებს. ჩემი აზრით შენ რომანები მოგეწონება. შენნაირ ლამაზ გოგოებზე. კითხვას გასწავლი და ერთად წავიკითხოთ რამე ლამაზი რომანი. რას იტყვი?
⁃ კითხვას მართლა მასწავლი? - თვალები გაუბრწყინდა
⁃ კი რატომაც არა - გამეცინა - ოღონდ ფიზიკას შეეშვი! და მზად თუ ხარ წავედით კითხვას ხვალ გასწავლი
თავი დამიქნია და სწრაფად წამოდგა პალტო მოვახურე, ხელმკლავის სწორი გაკეთება ავუხსენი და სახლიდან წყნარად გავიყვანე.
წარმოდგენით ძალიან ისიამოვნა მთელი სეანსი ხმამაღლა და გულიანათ იცინა თუმცა ხალხს კი არ აღიზიანებდა პირიქით აღტაცებულები შესცქეროდნენ მას მსახიობები კი აშკარად გაბრაზნენ რადგან მისმა კისკისმა დაჩრდილა მთელი წარმოდგენა. სასაცილო ის იყო რომ სპექტაკლს მხოლოდ მან უყურა სხვა ყველას მზერა მისკენ ჰქონდა. გასაკვირი არც იყო დარბაზში ხომ ნამდვილი პატარა ანგელოზი იჯდა.
ქუჩაში ქალები შურიანი თვალებით უყურებდნენ მამაკაცები კი აღფრთოვანებით. საოცარ სიამაყეს ვგრძნობდი მის გვერდით.
⁃ არ გშია? - ვკითხე - აქვე კარგი რესტორანია სახლში მისვლამდე შეგვიძლია გემრიელად ვივახშმოდ
⁃ რესტორანში? - გაოცებით მკითხა
⁃ არყოფილხარ?
⁃ არა
⁃ არაჩვეულებრივია. შენი დებიუტი იდეალურ რესტორანში გექნება - შეეტყო არც ეს სიტყვა იცოდა რას ნიშნავდა მაგრამ არ უკითხავს გამიღიმა და თვალები თანხმობის ნიშნად დაახამხამა.
რესტორნის გზაზე ეშლი შეგვხვდა თავის დაქალთან ერთად სეირნობდა. ყველაზე ნაკლებად ეს მინდოდა მაგრამ თავი ისე დავიჭირე თითქოს არანაირი დისკომფორტი შემქმნია. თუმცა ეშლის აშკარა უკმაყოფილება და შური აღებეჭდა სახეზე ალის დანახვისას. გამარჯობის გარეშე მკვახედ მომიგო მეგონა შენი და ჩამოდიოდაო. მეკი პირველრიგში ქალბატონები ერთმანეთს წარვუდგინე და ალიზე ვთქვი რომ ჩემი ბიძაშვილი იყო რაც საკმაოდ გაუკვირდა პატარა ანგელოზს თუმცა არ შეიმჩნია. შემდეგ კი ეშლის მივუგე:
⁃ ჩემი და ზეგ ჩამოდის შენი რჩევა გავითვალისწინე სამკაული ვუყიდე. - გამომწვევად გავუღიმე და განვაგრძე - მაგრამ სამოსით სხვა ნათესავის გახარება შევძელი.
შეეტყო ეს ისტორია არ დაიჯერა მაგრამ თავის მეგობართან შერცხვენა და ჩემი აშკარა ღალატის აღიარება არ უნდოდა ამიტომ დიდათ არ ჩამციებია. მომიახლოვდა და ნაზად მაკოცა ლოყაზე თითქოს ჩუმად მაგრამ ყველას გასაგონად მკითხა როდის შევხვდებითო წელზე ხელი მოვხვიე და მეც ამავე ხმის ტონით ვუპასუხე:
⁃ როგორც კი გამოცდებს მოვრჩები შენთან გამოვიქცევი. ერთი სული მაქვს ახალ თეთრეულში როდის გნახავ. ახლა წადი ხომ არ გინდა ხალხმა დაგვინახოს და იჭორაონ?!
⁃ იქამდე დიდი დროა შემიძლია ხვალაც მოვიდე შენთან
⁃ ნეტა იცოდე როგორ მინდა ლამაზო მაგრამ შენთან სიახლოვე ახლა ყურადღებას გამიფანტავს თანაც სტუმარი მყავს და უხერხული იქნება. - შემდეგ ხმის ტონი გავამკაცრე - ახლა სახლში წადი! არ მომწონს ასე გვიან გარეთ რომ დადიხარ.
ეს ტონი აშკარად მოეწონა და მზრუნველობად ჩათვალა კოცნით დამემშვიდობა და სახლისაკენ წავიდნენ. ალისია საოცრად გაკვირვებით მიყურებდა უნდოდა რამე ეკითხა მაგრამ თან ერიდებოდა ამიტომ საუბარი მე დავიწყე უხერხული სიტუაციისათვის ბოდიში მოვუხადე და გზა გავაგრძელეთ. ცოტაოდენი დუმილის შემდეგ კითხვა მაინც დამისვა:
⁃ შენი საცოლეა?
⁃ არა რასამბობ რა საცოლე - გამეცინა - უბრალოდ გოგოა
⁃ ძალიან ვნებიანად ესაუბრე და ვიფიქრე რომ...
⁃ დავიწყე! ასეთებს ბევრს ნახავ კიდევ მაგრამ არცერთი მაინტერესებს. ახლა ერთმა ანგელოზმა გამიტაცა და მისი სილამაზით ვარ დატყვევებული - ვნებიანი თვალებით გავხედე
ამაზე პასუხი არ გაუცია. არც გაუღიმია აქ მივხვდი რომ არც ისეთი უტვინო იყო როგორიც მეგონა. მიხვდა რომ მასზე ვამბობდი და არ შეიმჩნია. რათქმაუნდა აბა რას ველოდი ახლახაბს უყურა როგორ ვეარშიყე გოგოს რომელიც არ მაინტერესებდა. საკმაოდ ჭკვიანური იყო მისი მხრიდან რამაც კიდევ უფრო მომხიბლა. და უეცრად ვინანე ეშლისთან სარეცელის შენარჩუნების გამო ეს რომ ვანახე.
რესტორანში დამწუხრებული და მოწყენილი შევიდა ცნობისმოყვარე თვალები გადავლო იქაურობას და ნაზად მიუჯდა სუფრას. მეც მოვიწყინე მივხვდი რომ რაღაც ძალიან გავაფუჭე. თუმცა ნორმალურად არ მესმოდა კონკრეტულად რა. თუ მოვწონდი უნდა გახარებოდა ის ფაქტი რომ ეშლის სერიოზულად არ ვუყურებდი. მაგრამ მგონი ამან უფრო დაანაღვლიანა. ალბათ ქალური სოლიდარობა იყო ან უბრალოდ მიხვდა, რომ არც ისეთი კარგი ვიყავი როგორადაც თავს ვაჩვენებდი. ვცადე საუბარი დამეწყო მაგრამ დამასწრო მადლობა მომიხადა ყველაფრისთვის და მითხრა, რომ აღარ უნდოდა მეტად შევეწუხებინე ამიტომ ხვალ აუცილებლად იპოვიდა ახალ სამსახურს და წავიდოდა, მისი გაშვება არ მინდოდა ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი ბოლომდე რატომ მივეჯაჭვე ამ გოგონას ასე მაგრამ რასაც ვგრძნობდი ძალიან ძლიერი იყო და არ მინდოდა ეს გრძნობა დამეკარგა.
⁃ საჭირო არაა იყავი რამდენხანსაც გინდა - ჩუმად ვუპასუხე
⁃ უკვე ისედაც შეგაწუხე
⁃ არა არ ვწუხდები სულ მარტო ვარ და დამლაპარაკებელი ძალიან კარგია. თან არ მინდა რამე დაგიშავდეს ხომ ამბობდი რომ სამსახურის შოვნა გიჭირს დარჩი მეც მჭირდება დამხმარე ჩემთან იმუშავე. ძალიან გამიხარდება სახლში კარგი საჭმელი თუ დამხვდება ხოლმე - გამეცინა - ზედმეტი არაფერი გეფიცები ვიმეგობროთ წერა კითხვას გასწავლი და იქნებ კარგი სამსახურიც გიშოვო
⁃ ძალიან კეთილი ხარ გმადლობ მაგრამ ამ სიკეთეს ვერაფრით გადაგიხდი - შეეტყო რომ ძალიან შეეცვალა ჩემზე შთაბეჭდილება და უკვე ალმაცერად უყურებდა ჩემს კეთილგანწყობასაც და ფიქრობდა რომ სანაცვლოდ რამეს მოვითხოვდი
⁃ არა არაფერი მინდა მართლა უბრალოდ შენ რომ კარგათ იქნები მეც მშვიდად ვიქნები. ვხვდები რომ ისევ გეშინია ჩემი მაგრამ გეფიცები არაფრის დაშავება არმინდა შენთვის. მენდე კარგი?
დუმდა სუნთქვა გაუხშირა შეეტყო ასე ნაადრევად გადაწყვეტილების მიღება არ უნდოდა. წასასვლელი არსად ქონდა მაგრამ ჩემთან დარჩენაც აშინებდა. ცოტახანს დაველოდე პასუხს მაგრამ რომ ვერ მივიღე განვაგრძე:
⁃ გარეთ უფრო საშიშია ვიდრე ჩემთან დამიჯერე. ანგელოზი არ ვარ და ბევრი ცუდი გამიკეთებია მაგრამ მანიაკი ნამდვილად არ ვარ. არასდროს არაფერს დაგიშავებ უბრალოდ მინდა რომ დარჩე მაგრამ არ გაკავებ თუ რამე ცუდს იგრძნობ ოდესმე ჩემგან შეგიძლია მაშინვე წახვიდე.
თავისი დიდი მშვენიერი თვალებით შემომხედა და ნაზად დამიქნია თავი თანხმობის ნიშნად. მეკი ძალიან მოვიწყინე მთელი საღამო იმაზე ვფიწრობდი როგორ დამებრუნებინა მისი კეთილგანწყობა თუმცა თავში არაფერი მომდიოდა.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

ძალიან საინტერესოთ ვითარდება მოვლენები ველოდები ახალ ნაწილს მალე დადე

ძალიან კარგია მაგრამ აი დიმიტრი ძაან მაშინებს მაინტერესებს გააგრძელე ❤︎❤︎❤︎

ალისია რაღაც ძაან უცნაური გოგოა თან 40 იანი წლებისთვის არაბუნებრივი მომწონს რა მოკლედ

 


№2  offline წევრი Hilalli

სტუმარი მარიკო
ძალიან საინტერესოთ ვითარდება მოვლენები ველოდები ახალ ნაწილს მალე დადე

ძალიან კარგია მაგრამ აი დიმიტრი ძაან მაშინებს მაინტერესებს გააგრძელე ❤︎❤︎❤︎

ალისია რაღაც ძაან უცნაური გოგოა თან 40 იანი წლებისთვის არაბუნებრივი მომწონს რა მოკლედ

ბოდიშს გიხდი რომ გავწყვიტე უბრალოდ ამ ისტორიაზე რაღაც მუზა დამეკარგა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent