ალისფერი თოვლი -4-
ალისფერი თოვლი #თავი 4 ადრენალინი ტვინში მასხავდა, ფეხზე ძლივს ვიდექი, თუმცა თავს ძალა დავატანე და მასთან მივედი, რომ დამემშვიდებინა ⁃ მაპატიე - ჩუმად მითხრა და მორცხვად დახარა თავი ⁃ რისთვის? შენ არაფერი დაგიშავებია... დამშვიდდი და მომიყევი რამ შეგაშინა. ისევ კედელზე იყო ატუზული და კანკალებდა. ნელა მივუახლოვდი, თავიდან დაფრთხა შემდეგ ცოტა მოეშვა და ნაზად ამომხედა. მხრებზე დავადე ხელი და ნაზად მოვეფერე დამშვიდების ჟესტად, თუმცა მის სხეულთან შეხება საოცრად მესიამოვნა. თავიდან მკაცრად გააყოლა ჩემს ხელს თვალი შემდეგ კი თავისი პატარა თითები დამადო და მადლიერების ნიშნად ხელზე მომეფერა. ამ დროს ისეთი სიამაყე ვიგრძენი როგორც არასდროს. მივხვდი, რომ არა მარტო მისი ნდობა არამედ კეთილ განწყობაც მოვიპოვე და საოცრად გამიხარდა. მინდოდა ჩავხუტებოდი თუმცა ამას ვერ ვბედავდი... რამდენიმე წუთს ასე ჩუმად ვიდექით შემდეგ დუმილი დავარღვიე და თხოვნა გავუმეორე: ⁃ მომიყევი რა მოხდა ⁃ არაფერი... ⁃ რამ შეგაშინა? ⁃ რღაცეებს მეკითხებოდა ლამაზი ხარო და კაბაზე მომკიდა ხელი ეს რა გაცვიაო... ცუდი არაფერი უქნია მაგრამ შემეშინდა... - თვალები აუცრემლიანდა ⁃ ნუ გეშინია... ა მაგრამ ჩემს სახლში ვერაფერს დაგიშავებდა. უბრალოდ დაგცინა ამით. - გავბრაზდი და კიდევ ერთხელ ხმამაღლა წამოვიძახე - ! ⁃ ჩემი ბრალია ასე არ უნდა შემშინებოდა... ბოდიში მაგრამ მეგონა რამეს დამიშავებდა... ⁃ არა არა ... შენ არაფერ შუაში ხარ. ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. საოცრად გაბრაზებული ვიყავი. არვიცი რატომ მაგრამ ამ გოგოზე საშინლად ვნერვიულობდი. დამფრთხალი და შეშინებულიც კი იმდენად ლამაზი იყო თვალს ვერ ვწყვეტდი. დივანზე წამოვჯექი და “პაპოროსს” მოვუკიდე ცოტა დავმშვიდდი და ოთახს, რომ თვალი შევავლე მხოლოდ ახლა შევემჩნიე დალაგებული სახლი... მივხვდი, რომ პატარა ანგელოზის ნამოქმესარი იყო და გამეღიმა... ალბათ ამით მადლობის გადახდა უნდოდა. საჭირო არიყო რადგან თითქმის ყოველდღე მოდიოდა დამხმარე ქალი და ალაგებდა მაგრამ მისი ეს საქციელი მაინც ძალიან გამიხარდა. ⁃ მადლობა... - ვუთხარი და დალაგებულ სახლზე მივუთითე - მაგრამ ასე არუნდა შეწუხებულიყავი. ⁃ მინდოდა მა... ⁃ ვიცი მაგრამ საჭირო არა - გავაწყვეტინე ⁃ კარგი... ყველაფრისთვის მადლობა ახლა კი წავალ - კარისკენ წავიდა ⁃ სად მიდიხარ? ⁃ იქნებ როგორმე ჩემი ნივთები წამოვიღო შემდეგ კი სხვა სამსახურს ვიპოვი... მადლობა ძალიან დამეხმარე ⁃ საჭირო არაა... შეგიძლია დარჩე... საჩუქარი მოგიტანე ⁃ ძალიან წუხდები... ⁃ გთხოვ შეხედე კარგი? - გავუღიმე და ტანსაცმლისთ სავსე ქაღალდის პაკეტები გავუწოდე მორცხვად გამომართვა, ეტყობოდა ერიდებოდა მაგრამ ძალიან უნდოდა შიგ ჩაეხედა. ტანისამოსი, რომ დაინახა თვალები გაუბრწყინდა. პატარა ხელებით ნაზათ მოეფერა ნაჭერს ჩუმად გაიღიმა და თვალები აუწყლიანდა. შემდეგ გამომხედა და ჩუმად მომიგო, რომ ვერ მიიღებდა რადგან ძალიან ძვირფასი იყო. მეკი დაჟიმებით მოვითხოვე საჩუქრის მიღება და ვთხოვე მოესინჯა. თავიდან გაჯიუტდა თუმცა საბოოლოოთ დამთანხმდა და გამოსაცვლელად წავიდა... რამდენიმე წუთში თითქოს სადღაც გაქრა ის შეშინებული, ფეხიშველი პატარა გოგონა და ოთახიდან დახვეწილი, გემოვნებიანი ქალბატონი გამოვიდა. ტერფებიდან დავუწყე ყურება და ნელნელა სიამოვნებით ვუწევდი მაღლა მზერას. ყველაფერი იდეალურად ერწყმებოდა ერთმანეთს. სხეული და სამოსი, ფეხსაცმელი და მაისური, ქვედაბოლო და აქსესუარები. მხოლოდ სახე ვარდებოდა ამ ჰარმონიული კოლორიტიდან. დახვეწილი ქალბატონივით ეცვა მაგრამ ისევ თმა გაწეწილი პატარა გოგონა იყო ფერკმრთალი სახით. მიუხედავად ასეთი დიდი კონტრასტისა მაინც აღმაფრთოვანებლად გამოიყურებოდა. ვიწრო ქვედაბოლო ბრწყინვალედ უკვეთავდა ქალირ ფორმებს, ხოლო მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ფეხს კიდევ უფრო უწვრილებდა და ლამაზად უხატავდა. რამდენიმე წუთს ვდუმდი და მისი თვალიერებით ვტკბებოდი. თუმცა დუმილი მალევე დამირღვია და მკითხა: ⁃ არ მოგწონს? ⁃ კი - უეცრად გამოვფხიზლდი - ძალიან ლამაზია... გიხდება... ძალიან...ლა.... ლამაზი ხარ ამ სიტყვის მერე ფშვინვა ამოვუშვი. თითქოს მე თვითონ დავფრთხი. სახეზე მკაცრად დავაკვირდი თუმცა შიშის მაგივრად კმაყოფილება დასტყობოდა. მიღიმოდა და თავს აშკარად ბედნიერად გრძნობდა... ⁃ ძალიან გამახარე... შენი მადლიერი ვარ.... შემიფარე დამიცავი ჩამაცვი. შენს სიკეთეს ვერასდროს გადავიხდი. - ჩუმად მითხრა ⁃ მთლად ასე არარის... შეგიძლია გადამიხადო. - ირონიულად ჩავიცინე სახეზე აშკარა დაბნევა შეეტყო. - დღეს საღამოს სოცრად საინტერესო სპექტაკლს დგამენ... აბრაზე წავიკითხე, სახელი არ მახსოვს მაგრამ საოცრად მიყვარს თეატრში ლამაზ ქალთან ერთად სიარული... სიმართლე გითხრა მე კითხვა მირჩევნია, მაგრამ ვიცი რომ მოგეწონება. თუ წამომყვები ამით ყველა ვალს გადაიხდი. ამაყად ჩავიცინე და მის პასუხს მოუთმენლად ველოდი მიუხედავად იმისა, რომ უკან დასახევი გზა არ დავუტოვე. თუმცა თავი დახარა და მორცხვად ჩაილაპარაკა ⁃ არასდროს ვყოფილვარ თეატრში ⁃ ხომ... ეს არაა ძნელი მისახვედრი. მოგეწონება, დამიჯერე - გავუღიმე და მივუახლოვდი... - აბა დამდებ პატივს და წამოხვალ ჩემთან ერთად ? ⁃ კი - ისე გულიანად გაიცინა მთელი სახე გაუბრწყინდა ეს გამარჯვების გოლივით იყო... მშვენიერ ქალთან ერთად მივდიოდი თეატრში და სულში სიამაყე მეღვრებოდა... საღამომდე ალბათ გული წამივიდოდა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.