შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა [სრულად]


4-03-2020, 11:28
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 28 046

25.01.2020
დილის ხუთი საათი იყო. მთვარეს მზე ანაცვლებდა და სიბნელეს ფანტავდა. ქალაქი იღვიძებდა ის კი პალატაში იჯდა , ლეპტოპი მუხლებზე ედო და წერით გატაცებული ვერაფერს ამჩნევდა . აპარატის ხმა ისმოდა , ოთახის ერთ მხარეს საწოლზე უგონოდ მყოფი ახალგაზრდა კაცი იწვა. მეზობელი პალატები კი სავსე იყო სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებით . არსად ატარებდა იმდენ დროს რამდენსაც იმ კონკრეტულ ოთახში, ბოლო რვა თვის განმავლობაში უცნობი პაციენტის ერთადერთი გულშემატკივარი გახდა . წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ ფიქრობდა ამდენს , მაგრამ მრავალ მიზეზს იფიქრებდა სხვების დასარწმუნებლად. წერას შეეშვა , ლეპტოპი დახურა და საწოლს მიუახლოვდა
-კიდევ ერთი დღე დაიწყო , ისევ არ იღვიძებ და ჩემი დაჟინებული მოთხოვნაც ნელ-ნელა აფსურდს ემსგავსება . მე მჯერა , მართლა მჯერა შენ შეგიძლია გამოფხიზლება და იმის დამტკიცება რომ ტყუილად არ მიბრძოლია შენი იმქვეყნიური ცხოვრებისკენ მობრუნებისთვის . არ მესმის რა გინდა , დამოუკიდებლად სუნთქავ უკვე ყველა მაჩვენებელი ნორმაში გაქვს და ხომ შეიძლება გამოფხიზლდე რომ გავიგო რა ხდება შენს ტვინში
-ნინია , მთავარი ექიმი გელოდებათ თავის კაბინეტში სანამ დილის შემოვლაზე წახვალთ- ექთანი შევიდა და საწოლს მიუახლოვდა- ცვლილებები ისევ არ არის ხომ?
-მიხედეთ სანამ მე ვახოსთან ვიქნები ... - პალატა დატოვა და ლიფტით ჩავიდა უფროსთან შესახვედრად. კაბინეტში მარტო იყო და ვიღაცას ესაუბრებოდა, ორი წუთის შემდეგ მობილური გადადო და სავარძელში მჯდომს მზერა გაუსწორა
-გავიგე ,რომ ცვლილებები ისევ არ აქვს შენს პაციენტს და დრო ხომ არ არის სხვაგან გადავიყვანოთ
-გინდა რომ მოვკლა? ევთანაზია აკრძალულია ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით
-ეს კერძო კლინიკაა ჩემო ძვირფასო... გადავიყვან ისეთ კლინიკაში სადაც ჯანდაცვის პროგრამები მოქმედებს
-მე ხომ ვიხდი საჭირო თანხებს, ვერ ვხვდები რა პრობლემაა
-იკავებს ვიაიპ ოთახს, რომელიც გუშინ გვჭირდებოდა და სხვა პალატაშიც არ გადააყვანინე ექთნებს. დავკარგე და გადვაიმტერე კლინიკის ერთ-ერთი მუდმივი პაციენტი თანაც მნიშვნელოვანი ფიგურა . ამას გარდა რით ვერ გაიგე რომ აქ ამ სიმძიმის პაციენტებს არ ვაყოვნებთ ...
-ქორვაჭარი ხარ ვახტანგ
-ნუ თავხედობ
-თორემ რა გამიშვებ კლინიკიდან რომლის მთავარი სარეკლამო სახე ვარ? წავალ და პაციენტებიც გამმყვებიან როგორც ყველაზე ცნობილ ნეიროქირურგსა და რეანიმატოლოგს
-იცი რა არ მესმის? შენნაირი ტურა რატომ ხარჯავს ამდენ ფულს, ენერგიას და რესურსებს ვიღაც უცნობი კაცისთვის , რომელიც თუ გამოფხიზლდა საერთოდ ინვალიდი იქნება
-გამოფხიზლდება და სრულფასოვან ცხოვრებასაც გააგრძელებს იქედან საიდანაც შეაწყვეტინეს . ჩემსა და შენს შორის ის განსხვავებაა ,რომ შენ პაციენტებს მარტივად უშვებ საიქიოში მე კი ზუსტად ვიცი ვის აქვს აქ დარჩენის შანსი! - მშვიდად წამოდგა, ტანზე მორგებული ხალათი გაისწორა და ისე დაიძრა კარისკენ არც ერთი სიტყვა უთქვამს.
ნინია ღაჭვანი , ქალი რომელიც არასდროს ნებდებოდა და აკეთებდა იმას რაც სხვებისთვის წარმოუდგენელი იყო. მებრძოლი იყო და თუ მიზანს დაისახავდა საქმეს აუცილებლად მიიყვანდა ბოლომდე. არაფრის სჯეროდა და არაფრის რწმენა ჰქონდა საკუთარი თავის გარდა . ყოვლისშემძლე არავინ არის, მაგრამ ის იმდენად რეალისტურად აქცევდა ყველა პრობლემის გადაჭრას ,რომ მისთვის შეუძლებელი არაფერი ყოფილა. ახლა კი ის კაცი იყო მისი მიზანი , სხვებისთვის უცნობი პაციენტი ,რომლის ბედიც გადაწყვეტილი ჩანდა ნინია კი ელოდა მის დაბრუნებას ,სიკვდილის უფლებას არ აძლევდა ,თითქოს ზუსტად იცოდა ერთად შეუძლებელს შეძლებდნენ. სხვებისთვის საოცრება იყო კაცის გამოფხიზლება ნინიასთვის კი მდგომარეობის მოსალოდნელი განვითარება.
რამდენიმე მძიმე პაციენტი ჰყავდა , სხვის ნაცვლად მორიგეობდა იმ ღამით და საკუთარ კაბინეტში გადაინაცვლა შემოვლის შემდეგ . საუზმობდა ექთანი რომ შეუვარდა ოთახში და სუნთქვააჩქარებულმა უთხრა თქვენი პაციენტი დამძიმდაო.
-ვერაფერი გავიგეთ... უცებ დაეწყო კრუნჩხვები . მთელი სხეულით ხტოდა ,თითქოს მაღალი ძაბვის ქვეშ იყო- ახალგაზრდა ექთანი დაბნეული ლაპარაკობდა და თან ეშინოდა ნინიას რისხვა არ დასტყდომოდა თავზე- გეფიცებით არაფერი გამიკეთებია. კათეტერის გამოსაცვლელად შემოვედი , აი ისევ აქ არის ...ვამზადებდი უცებ აპარატის ხმა გავიგე ყველა მაჩვენებელი ისე აირია თითქოს გაფუჭებული იყო და მე ვერ გავიგე
-მაკა ეს გოგო საერთოდ ვინ არის? მე ხომ ვთქვი აქ ვიღაც ორი დღის მოსულები არ შემოუშვათ-თქო?- უფროს ექთანს შეუბრუნდა და არეულ თმაზე თითები გადაისვა. გული სწრაფად უცემდა და ჯერ კიდევ გრძნობდა ადრენალინის მოჭარბებას
-მეც ვაპირებდი შემოსვლას ქალბატონო ნინია, მხოლოდ მომზადება ვთხოვე
-გადით აქედან...ყველაფერი გაიტანე და წადით . შენ კი ნუ კანკალებ , კაციჭამია არ ვარ და საერთოდ აქ შიშის ადგილი არაა. ამ ფორმას რომ იცვამთ სხვებს უნდა ამშვიდებდეთ და აძლევდეთ ძალას იმის მიუხედავად ექთანი ხარ, დამხმარე , ექიმი თუ სანიტარი გასაგებია? - ოდნავ გაუღიმა ფერდაკარგულ გოგოს და მანაც თავი დაუქნია
-უკაცრავად , ვეცდები ყველაფერი სწორად გავაკეთო ... დღეს პირველი დღეა და
-წამოდი ...დროზე - მაკამ ხელი ჩაავლო მაჯაში და სწრაფად გაიხურა ოთახის კარი. ნინია კი საწოლზე უგონოდ გართხმულს მიუბრუნდა
-მშიშარა , რა ჯანდაბა გინდა ... ტყუილად ვიწვალე ამდენი შენს გადასარჩენად? ამდენი თვე რისთვის დამაკარგინე თუ სიკვდილი გინდა და გაქცევა ამ ჯოჯოხეთიდან იმ ჯოჯოხეთში . ყელში ამომივა ერთ დღეს და თითსაც არ გავანძრევ, გიყურებ როგორ მოკვდები... მომკითხავი არავინ გყავს, შენს სიკვდილს ელის ყველა ვინაც კი გნახა ამ რვა თვის განმავლობაში და თუ არ გინდა რომ ეგ წყეული თვალები გაახილო - ვინმეს რომ გაეგო მისი საუბარი სრულიად შეიცვლიდა წარმოდგენას ქალზე რომელსაც ბევრი აკერპებდა . სავარძელში ჩაეშვა და ღრმად ამოისუნთქა - ვიცი, ვიცი რომ შეგიძლია და შენ რატომ არ ცდილობ არ მესმის - თვალები დახუჭა და თავი უკან გადასწია. რამდენიმე წუთი დასჭირდა დასამშვიდებლად შემდეგ კი ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა გონს მოსვლაც ვერ მოახერხა. ჯერ კაცის დანისლულ , ყავისფერ თვალებს შეხედა შემდეგ მისი ხელის მოძრაობა დაინახა ცვლილებები ,რომელთა რაოდენობა იმატებდა და სულ რამდენიმე წუთში მდგომარეობის სრული გადატრიალება მოხდა
-ჩემი გესმის ? - მის თავთან იდგა ისევ და მაჩვენებლებს ამოწმებდა- საუბარი შეგიძლია? შეგიძლია მითხრა შენი სახელი
-თქვენ შეგიძლიათ ექიმო?- გამომშრალი, სამსკდარი ტუჩები ენის წვერით დაისველა და ჩახლეჩილი, თითქმის დაკარგული ხმით უთხრა სამი სიტყვა . ქვემოდან უყურებდა , თვალს არ აშორებდა და პასუხს ელოდა
-მე ნინია ვარ, ექიმი რეანიმატოლოგი ... საავადმყოფოში ხარ და როგორც იქნა დაბრუნდი სააქაოს. შეგიძლია მითხრა რა გქვია, რომელი წელია, თვე და რიცხვი, რომელ ქვეყანაში ვართ
-არ ვიცი ... ჯანდაბა არ ვიცი - ქალს მზერა მოაშორა და თითქოს შემდეგ იგრძნო სიცარიელე, მტკივნეული, გაუსაძლისი სიცარიელე გონებაში . სრული, სიბნელე და არცერთი მოგონება- მე არ ვიცი ... არ ვიცი ექიმო - სიტყვებს ძლივს ამბობდა, ხმა არ ჰქონდა , მაგრამ ყვირილი უნდოდა და საწოლიდან წამოდგომასაც ეცადა. მაშინვე იგრნო დასუსტებულ სხეულში გავრცელებული ფიზიკური ტკივილი რომელმაც სრულიად შეძრა მისი არსება. ისეთი უსუსური იყო, დაუძლურებული მისი სხეული ვერ ახერხებდა ჯდომასაც კი . უმოძრაობისგან კუნთები იმდენად ჰქონდ ამოდუნებული რომ თითებიც კი ეტკინა, ფეხებს თითქოს ვერ გრძნობდა, მოძრაობა შეეძლო, ტკივილიც აღიქვა ,მაგრამ ვერ აკონტროლებდა სხეულის ვერც-ერთ ნაწილს -რა არის...რა ჯანდაბააა თავი ...თავი მისკდება. თავი , თავი- მოიკეცა, ხელი ძლივს მიიტანა თავთან და იგრძნო უხეში ჭრილობის კვალი, რომელიც ჯერ კიდევ უშნოდ ჩანდა მის თავის ქალაზე
-ყველაფერი კარგად არის...შენ დაბრუნდი ხედავ, გესმის, საუბრობ , მოძრაობ რაც ნიშნავს რომ ცოცხალი ხარ და სხვა ყველაფერს ერთად მივხედავთ - ექთანი უკვე დამამშვიდებელს უშვებდა მის ვენებში .. ნინია თავთან იდგა, თვალებში უყურებდა და შემდეგ თითებზე უჭერდა . მის გალეულ, ფერმკრთალ თითებს თავისი თლილი, ლამაზი ფალანგებით ეხებოდა ,კაცი სულ მთლად გაყინული იყო ნინია კი ცხელი - გილოცავ, შენშეძელი...დაამარცხე სიკვდილი - ქალის ხმა ჩაესმოდა, მის თვალებს ხედავდა და ნელ-ნელა დუნდებოდა. ნინია კი საოცარი თვითკმაყოფილებით სავსე, ამაყი და გახარებული უყურებდა მის დაუძლურებულ სხეულს . მისი ვარაუდი გამართლდა, მან შეძლო და იმქვეყნიური ცხოვრებიდან დააბრუნა ადამიანი ,რომელსაც წინ დიდი გამოცდა ჰქონდა. მისთვის მხოლოდ ერთი ბრძოლა იყო დასრულებული, ომის მოსაგებად კი მთავარი ბრძოლა წინ ჰქონდა. გაცოცხლებულს ბრძოლა სიცოცხლის გასაგრძელებლად უნდა დაეწყო ცარიელი გონებით, მოგონებების გარეშე, ისე როგორც ახალშობილს .
მთელ კილინიკას მოედო კომაში მყოფი პაციენტის გამოღვიძების ამბავი. ნინიას ისე ხვდებოდნენ როგორც ღვთიურ ქმნილებას ,რომელმაც სასწაული შეძლო. ისიც ამაყად მიაბიჯებდა, თვალები უბრწყინავდა და ჯერ არ განცდილ სიხარულს გრძნობდა. ეს იმხელა პრესტიჟი იყო კოლეგებთან, ისეთი ნაბიჯი იერარქიულ კიბეზე ,რომ წარმოდგენაც არ შეეძლო ბევრს. ნინიამ დაამტკიცა თავისი ძალა, უნარი და მონდომების ძალა, ბრძოლის რომელიც არასდროს უნდა შეწყვიტო.
ის ღამეც პალატაში გაატარა, კაცს დიდხანს ფხიზლად ყოფნის უფლებას ვერ მისცემდა, არც მისი აღელვება შეიძლებოდა და ძალაც არ უნდა დაეხარჯა. სულ რამდენიმე წუთი ჰქონდა ინფორმაციის მისაწოდებლად და ფიქრობდა რა უნდა ეთქვა მისთვის გაღვიძების შემდეგ. ფსიქოლოგი უნდა მოეწვია წესით რომელიც მასთან იმუშავებდა, მაგრამ უარი თქვა არ უნდოდა უცხო კადრის ჩარევა ამ ამბავში საკუთარი გეგმები ჰქონდა და თავად შეითავსა მის სულიერ მდგომარეობაზე ზრუნვის ფუნქციაც. სავარძელში იჯდა კაცმა გამოფხიზლება რომ დაიწყო, ამჯერად უფრო აქტიური იყო, თვალები რომ გაახილა და ნინია დაინახა მშვიდად ჩაისუნთქა . წამით ჩუმად იყო შემდეგ კი ხელის ამოძრავება სცადა
-მკვეთრ მოძრაობებს მოერიდე, ტკივილს იგრძNობ და ფუჭად დახარჯავ ენერგიას , რომელიც არ გაქვს - მშვიდად საუბრობდა, იმდენად დამაჯერებლად რომ ვერ შეეწინააღმდეგებოდი- მმოდუნდი და ნელ-ნელა ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება
-რომელ კალაპოტს, რომელიც არ მახსოვს ? - ქალი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა და შემდეგ ისევ მის თვალებს დაუბრუნდა- ნინია თქვენ რა ექსპერიმენტი ჩაატარეთ ?
-ერთგვარი ექსპერიმენტია შენი ამ მდგომარეობაში ყოფნა...
-რა დამემართა
-ვინ ხარ არ გაინტერესებს?
-ბევრი რამ მაინტერესებს
-მე ყველაფერზე გიპასუხებ, ვეცდები და შენ კითხვების დასმისთვის ნუ დაკარგავ დროს... დავიწყოთ იმით რომ რვა თვე გაატარე კომაში , თავის ქალას მძიმე ტრამვით შემოგიყვანეთ კლინიკაში , გაგიკეთდდათ ოპერაცია ... ჭრილობა ნუ შეგაშინებთ , თმას გაიზრდი და დაიფარება . ტკივილებს გაგიყუჩებთ, შემდეგაც დაგრჩება, მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც გაივლის ...
-ექიმო , გინდა რომ გონება ამირიო მშიდად მელაპარაკები კაცს რომელსაც არაფერი მახსოვს ამის დედაც ... ვინ ვარ - თავი ვერ შეიკავა , ვერ მოახერხა მისი მოსმენა და ისევ იფეთქა. ძალა არ ჰქონდა, ნორმალურად ვერც ლაპარაკობდა , მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა- დედას შ.ვეცი...აქამდე როგორ მივედი
-თუ არ დამშვიდდები მომიწევს დაგაძინო ... გინდა რომ ისევ გაითიშო და მომდევნო გამოღვიძებას დაელოდო?-უყურებდა და ისევ მშვიდად ესაუბრებოდა
-ვინ ვარ... მითხარი ვინ ვარ - ხელები სახეზე აიფარა და ტკივილით სავსეს მთელი სხეული აუთრთოლდა- ვინ ვარ
-შენ ნოა ხარ ... -საწოლზე ჩამოჯდა და მაჯაზე თითები შემოხვია - და შენ ცუდად ყოფნის უფლება არ გაქვს . შენ უბრალოდ დრო გჭირდება , მხოლოდ მოთმინება დანარჩენი გაივლის დამიჯერე , უბრალოდ მენდე - თითები სახეზე შეახო და მზერა გაუსწორა- შენ მარტო არ ხარ, შენს გვერდით მე ვარ მე კი ნინია ღაჭვანი ვარ ქალი რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია
-რატომ აკეთებ ამას - თვალებში უყურებდა . გაყინული თითები მაჯაზე მოხვია ქალს და მოშორების საშვალება არ მისცა
-დღეისთვის საკმარისია , დაისვენე ...დრო გვექნება საუბრისთვის
-მიდიხარ?
-მანდ ღილაკია თუ რაიმე დაგჭირდება დააჭირე- ხელით ანიშნა და გაუღიმა- აქ საფრთხე არ გემუქრება... უბრალოდ უნდა დაისვენო რომ მალე გამოჯანმრთელდე
-არ წახვიდე ... არ მინდა მარტო ვიყო . გთხოვ
-მალე დაგეძინება - მზერას ვერ აშორებდა , უკან დაბრუნდა სავარძელში ჩაჯდა და დააკვირდა . უნდოდა მის ადგილას წარმოედგინა თავი, მაგრამ ბოლომდე მაინც არ შეეძლო. შეშინდა როდესაც მოგონებების გაქრობაზე დაფიქრდა. ის იმდენად ძლიერი იყო , სულ რამდენიმე წინადადების შემდეგ მაქსიმალური სიმშვიდით იწვა, პატარა ბავშვივით მორჩილად უყურებდა ერთადერთ ნუგეშს , ერთადერთ ძაფს რომელიც სამყაროსთან აკავშირებდა
-შენ რომ არ იქნები მორიგე ვინ იქნება ჩემი ექიმი...- ჩუმად თქვა, დაღლილი იყო უკვე და წამალიც მოქმედებდა
-მე ვარ შენი ერთადერთი ექიმი ... სხვა ყველა ვინც მოვა ჩემი ნდობით აღჭურვილია , პროფესიონალია და აკეთებენ იმას რასაც მე ვავალებ ამიტომ არ შეეწინააღმდეგო ხოლმე
-მგონია რომ საავადმყოფოებს ვერ ვიტანდი ...
-აქაურობა მხოლოდ ექიმებს გვიყვარს ... სხვას არავის
-მტკივა
-რა გტკივა
-არ ვიცი რა, მაგრამ მტკივა თან ძალიან - თვალები დახუჭა , ცრემლი გაბრწყინდა მის ფერმკრთალ ღაწვებზე და ნინიამ ინსტიქტურად გადალახა მანძილი
-გაივლის ...
-ასე გგონია? -თვალებში უყურებდა , დანისლული მზერა კიდევ უფრო დაებინდა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. იმდენად იყო დასუსტებული სუნთქვის დროს მკერდის ძვალი ედრიკებოდა. ყველა ძვალი მკაფიოდ ჰქონდა გამოკვეთილი
-დარწმუნებული ვარ ... დაიძინე , მშვიდად დაიძინე
ბოლოს ნინიას ხმა გაიგო და სიმშვიდემ შთანთქა ყველაფერი. სიზმარი არ უნახავს, მაგრამ ძილის დროს ძალებს აღიდგენდა. ნინია დიდხანს იყო მის გვერდით, ფიქრობდა მომხდარზე, მომავალზე, იმაზე რაც უნდა ეთქვა, რა უნდა გაეკეთებინა მის ნაცვლადაც თავად აწყობდა გეგმებს . ისე აიღო მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ,რომ არც დაფიქრებულა შედეგებზე უბრალოდ ინსტიქტს მიჰყვა პირველი ნაბიჯი გადადგა და ახლა ბოლომდე მასთან ერთად უნდა ყოფილიყო , ვერ დატოვებდა მანამ სანამ ფეხზე მყარად მდგომს არ ნახავდა.
ნინიას არავინ ჰყავდა ერთადერთი ძმისა და მისი ოჯახის გარდა ,რომელმაც წლების წინ დატოვა სამშობლო და წელიწადში რამდენიმე დღით თუ ხვდებოდა დას . გათხოვილი არასდროს ყოფილა, ზედმეტად იყო გადართული სწავლაზე შემდეგ სამსახურზე და პირადი ცხოვრება არცერთ გეგმაში ხვდებოდა . არავინ მოსწონდა , არასდროს გაგიჟებულა კაცის გამო და ვერც ერთობოდა ამ ურთიერთობით. ზოგჯერ იმასაც ფიქრობდა ,რომ საერთოდ არ მოსწონდა კაცები , მაგრამ არც ქალების მიმართ ლტოლვით გამოირჩეოდა . ბოლოს საერთოდ შეეშვა ამ ამბავზე ფიქრს და განაგრძო იმის კეთება რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. კლინიკაში გამოკეტილი არასდროს ყოფილა , მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში იქცა ნოას დარაჯად და ერთადერთ მიზნად აქცია . მთელი წელი გავიდა იმ დღიდან როდესაც სახლიდან გაექცა საყვარელი ძაღლი და მის საპოვნელად გასულმა შემთხვევით დაინახა მიტოვებულ შენობასთან დაგდებული კაცის სხეული. იმ წამიდან დაიწყო კაცის სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა. იმდენი ჭრილობა ჰქონდა , სისხლის გუბეში იწვა და ძნელი გასარკვევი იყო საერთოდ რომელი იყო მთავარი დაზიანება. ყველა მუცლის ღრუს შემავალ ჭრილობებს აკვირდებოდა როდესაც მისი თავის მდგომარეობა დაინახა და იქედან დაიწყო ყველაფერი. სავარაუდოდ დაცემისას ჰქონდა მიღებული მძიმე დაზიანება რომელმაც საბოლოოდ ამნეზია გამოიწვია. ნოას გამოფხიზლებიდან ორი თვე გავიდა, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ უამბო ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე. მასთან ერთად იყო როდესაც სიარული დაიწყო, დამოუკიდებლად გადაადგილება, ჭამა და ძალების აღდგენა . ნელ-ნელა იღებდა ჯანმრთელი ადამიანის სახეს და კლინიკის დატოვების დროც დადგა
-ნინია ... გამარჯობა
-ნოა , ესენი ჩაიცვი მივდივართ - სავარძელზე ჩანთა დადო და გაუღიმა
-სად მივდივართ ? დერეფანში სეირნობა მეზარება ხომ იცი ისე მიყურებს ყველა ექთანი თითქოს მოჩვენება ვარ
-ეგ იმიტომ ,რომ თვალებს უჟუჟუნებ
-კარგი რა
-სახლში მივდივართ , თუ აქ ყოფნა გირჩევნია კარგი, დარჩი
-სად?
-სახლში
-რომელ სახლში
-მნიშვნელობა აქვს?- წარბები მაღლა აზიდა ჩანთა ამჯერად საწოლზე ისროლა- ჩაიცვი ნოა ამდენი დრო არ მაქვს
-ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებ ... საავადმყოფოს ხარჯები შენ გადაიხადე არც კი ვიცი როგორ უნდა დაგიბრუნო უკან ამდენი ფული .ახლა რა ჩემ სახლზეც შენ უნდა იზრუნო?
-ჩემი სახლი იმხელაა რომ შენნაირს ოცს დაიტევს ასე რომ გეყოფა წუწუნი პატარა გოგოსავით და გააკეთე რასაც გეუბნები
-ასე ნუ მელაპარაკები !
-მღლი უკვე , თავხედობაა ექიმთან ასე საუბარი
-მე და შენ არ გვაქვს ექიმის და პაციენტის ურთიერთობა
-ჩემ და შენ ურთიერთობას საერთოდ ვერ დავარქმევთ სახელს და რა ვქნა მითხარი წავიდე და დაგტოვო? ასე თუ არ მოგწონს ის რომ მინდა კარგად იყო , რომ როგორც ექიმი არ ვარ მხოლოდ გადარჩეაზე ორიენტირებული ... რა გინდა მითხარი , ისე იყოს როგორც გგნებავს. კლინიკიდან გწერ, როგორც შენი ექიმი აღარ ვთვლი საჭიროდ რომ კლინიკაში დარჩე . თავისუფალი ხარ შეგიძლია გამომყვე ან წახვიდე სადაც გინდა
-იცი რომ გამოსავალი არ მაქვს, შენ ხარ ერთადერთი ვინც მყავს და მარიონეტივით ვარ ... საშინელებაა
-გეფიცები დამოუკიდებელი რომ გახდები თითოეულ დახარჯულ თეთრს დაგაბრუნებინებ
-მხოლოდ ფულს რომ არ ხარჯავ ჩემ გამო?
-დანარჩენი ექიმის მოვალეობაშია და მე ჰიპოკრატეს დაწერილი და ჟენევის კონვენციით მიღებული ფიცის შემსრულებელი ვარ
რამდენიმე წუთის შემდეგ დერეფანში ერთად მიაბიჯებდნენ. ნოას სპორტული შარვალი და მოსაცმელი ეცვა ,სწრაფად ისევ ვერ დადიოდა ამიტომ ნინიას ეყრდნობოდა. უყურებდა ყველაფერს და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მალე უფსკრულში ჩაეშვებოდა, გაურკვეველ, გაუგებარ სივრცეში რომელშიც სრული ქაოსი დახვდებოდა. გარეთ ხმაური იყო, მზემაც კი გააღიზიანა. გაზაფხულისთვის დამახასიათებელი თბილი ამინდი იყო და გადავსებულ ქუჩებში უამრავი ადამიანი დაინახა. თავბრუსხვევას გრძნობდა, ხმაური , სახეები ყველაფერი ერთად დაატყდა თავს . ყურებზე ხელები აიფარა, ხელისგულებით აწვებოდა და თვალებიც ისე დახუჭა ქუთუთოებიც კი ეტკინდა, ღრმად სუნთქავდა თავის ტკივილი აგიჟებდა უკვე ცოტაც და წონასწორობას დაკარგავდა ნინია რომ არ ყოფილიყო
-დამშვიდდი...მანქანა აქვეა. სულ ათი ნაბიჯი გჭირდება
-მგონია რომ ყველა მე მიყურებს...ყველა ნაცნობია და მე ვერ ვხვდები მე ...მე არ მახსოვს არაფერი არც ეს ადგილი . თავი მტკივა ნინია , საშინლად მტკივა წამალი მინდა გთხოვ , გთხოვ - სახეზე ისვამდა ხელებს და შემდეგ მოსაცმელის მატერია მოიქცია მუჭში
-შემომხედე და ღრმად ჩაისუნთქე ... აქ მხოლოდ მე ვარ . კიდევ ადამიანები, უცნობები, უბრალოდ გამვლელები ისინი მიდიან თავიანთ გზაზე ჩვენ მანქანაში ჩავსხდებით და წავალთ იქ სადაც სიმშვიდეა , სიჩუმეა - მკლავებზე მოუჭირა თითები და ხელების გაჩერება აიძულა - ისუნთქე ნოა, ისუნთქე და გამომყევი- მაჯიდან თითები ხელისგულისკენ გადაიტანა და შემდეგ მის თითებსშორის ახლართა. უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ისიც მიჰყვა, შემდეგ შებრუნდა და ერთად მივიდნენ მანქანამდე.
სავარძელში რომ ჩაჯდა და ღვედი შეიკრა სიმყუდროვე იგრძნო, იქ იმ პატარა სივრცეში რომელშიც პირველად მოხვდა სისუფთავის სუნი იყო, ნინიას სურნელს არეული და დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა. ქალიც მალევე დაჯდა საჭესთან და მანქანის ძრავა აამუშავა. სავარძელს ეყრდნობოდა , თვალები დახუჭული ჰქონდა და უბრალოდ გრძნობდა მანქანის მოძრაობას. საცობში რომ გაჩერდნენ მხოლოდ შემდეგ გაახილა თვალები და მანქანებით სავსე ტრასას მოავლო მზერა
-რამდენიმე წუთიც და მივალთ ...უკეთ ხარ?
-პატარა ბავშვივით ვარ ამის დედაც ... ეს აუტანელია და შენ როგორ უძლებ ?
-შენ ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ , მე ექიმი ჩვენს შორის მუდამ იქნება განსხვავება ჩემო კარგო- გაიცინა და აბრჭყვიალებული ლურჯი სფეროები მიანათა
-ექიმო - თავი ვერ შეიკავა და გაეღიმა. შემდეგ გზისკენ აღარ გაუხედავს, თვალს არ აშორებდა ნინიას . მის პროფილს, თითებს საჭეზე რომ დაატარებდა , მის ჯდომის სტილსაც კი იმახსოვრებდა სანამ სახლთან მივიდნენ და ეზოში აღმოჩნდნენ. შემდეგ ისე აუჩქარდა გულისცემა თითქოს მალე ციხეში გამოკეტავდნენ.

ეზო საკმაოდ დიდი იყო , პატარა აუზი ჩანდა ორ სართულიანი სახლის გვერდით. ფილებით მოპირკეთებული ბილიკები, აუზთან ბუნგალო და რამდენიმე მრავალწლიანი ხე სასიამოვნო სანახავი იყო. უცნაურად მძიმე აურა ტრიალებდა სახლში , აშკარა იყო რომ იქაურობა არ უყვარდა პატრონს. ყველაფერი ხელოვნური იყო არ ჩანდა გრძნობები არც ფიქრები უბრალოდ დიზაინერის ნამუშევარს წარმოადგენდა თითოეული დეტალი. კომფორტი , მინიმალიზმი და მშვიდი ფერები
-თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში ... შენი ოთახი მეორე სართულზეა . სჯობს ზემოთ ავიდეთ და დაისვენო. შემდეგ დაგათვალიერებინებ სახლს , თუმცა ნორმალურად მეც არ ვიცი სად რა არის
-ახალი აშენებულია?- კიბეს მიუყვებოდა და ყველაფერს აკვირდებოდა რაც კი თვალში მოხვდა
-არა , მაგრამ მე არაფერი გამიკეთებია. ჩემმა ძმამ მაჩუქა, ასეთში შემოვედი და ერთადერთი რასაც ვცვლი სამზარეულოში პროდუქტებია. კვირაში ერთხელ დამლაგებელი მოდის და ალაგებს , ძირითადად არც ვარ სახლში ან ვმუშაობ ან ქალაქიდან გავდივარ. აი შენი ოთახი... სააბაზანო დერეფნის ბოლოს არის , აქვეა და ყველაფერია იქ რაც დაგჭირდება. ტანსაცმელი კარადაშია , ტელევიზორის პულტი მაგიდაზეა . აქედან აივანზე გასასვლელი კარია, მაგრამ დიდხანს ნუ დარჩები შენთვის გაციება არ შეიძლება
-მალე დედას დაგიძახებ
-გიშვილებდი რამდენიმე წლით პატარა რომ იყო -წარბები მაღლა აზიდა და ეშმაკურად გაუღიმა
-რამდენი წლის ვარ ... იცი? - საწოლზე დაჯდა და იმ წამს გაჩენილმა კითხვამ გააღიმა-ჯანდაბა ესეც არ ვიცი . აქამდე არც კი გამახსენდა
-პოლიციის ინფორმაციას თუ დავუჯერებთ 43 წლის ხარ
-კაიი? ამდენის ვარ ვითომ? მგონი ტყუილია შენზე დიდი არ ვიქნები
-რა გინდა მითხრა რომ მე ისე გამოვიყურები როგორც 40 წლის ქალი?
-შენ საოცრად გამოიყურები - თვალებში უყურებდა და იღიმოდა
-როგორც სჩანს მექალთანე ხარ ... აი კიდევ ერთი რამ გავიგეთ
-არ მომწონს ეგ სიტყვა, საშინლად ჟღერს და მე არ გეფლირტავები უბრალოდ სიმართლეს გეუბნები
-გაბრაზებაც უცებ შეგიძლია... ფეთქებადი ხასიათი გქონია
-გეყოფა ჩემი ხასიათის ანალიზს ნუ აკეთებ ასე მგონია რობოტი ვარ და ახლა ჩამიტვირთავ ემოციებს , ინფორმაციას
-მე არ ვაპირებ ამას ... მე მხოლოდ შენი გამოჯანმრთელება მადარდებს
-არა’ნორმალური ექიმი ხარ , ვიცი
-დაისვენე და მორჩი ზედმეტ ფიქრს ... ყველაფერს ართულებს . რამე თუ დაგჭირდება ჩემი საძინებელი პირდაპირ და მარჯვნივ არის - ხელით ანიშნა და ოთახიდან ისე გავიდა საუბრის გაგრძელება აღარ დააცადა ნოას.
უცნაური შეგრძნება იყო ნინიასთვის საკუთარი სივრცის სხვისთვის გაყოფა, ისე აღმოჩნდა ამ მდგომარეობამდე რომ არც უფიქრია რა იქნებოდა შემდეგ. უცხო კაცთან ერთად ცხოვრება , კაცთან რომელსაც სჭირდებოდა მზრუნველობა , რომელსაც არაფერი ახსოვდა და უფსკრულის პირას იდგა ,სრულიად მარტო. ამ ეტაპზე უკვე ყველაფერი ადარდებდა აქამდე კი მხოლოდ მის გადარჩენაზე ფიქრობდა, გამოფხიზლების შემდეგ კი თითქმის უკონტროლო გახდა სიტუაცია. უგონოდ მყოფი პაციენტის მართვა უფრო მარტივი იყო რა თქმა უნდა . წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ გაგრძელდებოდა ეს თანაცხოვრება , მაგრამ დასაკარგიც ბევრი არაფერი ჰქონდა. ცხოვრებაში პირველად საკუთარ დროს, პირად სივრცეს, ენერგიას , ფულსა და ემოციებს ახარჯავდა კაცს რომელთანაც ბევრი არაფერი აკავშირებდა . იქნებ ებრალებოდა , მასში ხომ დიდი დოზით იყო კაცთმოყვარეობა და არ შეეძლო ასე მარტივად მისი დატოვება. ირგვლივ იმდენი ადამიანი ცხოვრობდა ვისაც სჭირდებოდა დახმარება, გულგრილად არავის ექცეოდა, მაგრამ სახლში არ მიუყვანია ქუჩაში მცხოვრები ბავშვიც კი . ნოა არ იყო მარტივი კაცი, თუნდაც სრული ამნეზიით მაინც მძიმე ხასიათი ჰქონდა მისი წარსული აუცილებლად მოახდენდა გავლენას მომავალზეც და ეს უკვე რისკი იყო რომელზეც თამამად წავიდა ღაჭვანი.
სახლში ამდენი საათი ბოლოს როდის გაატარა არც კი ახსოვდა ახლა კი მოწყენილობისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. სამზარეულოში გადაინაცვლა და კარგი ,გამოცდილი დიასახლისივით დაიწყო რამდენიმე კერძის ერთად მზადება. ბოლოს გაგიჟების ზღვარზე იყო აღარ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა მიუხედავად იმისა რომ ცალ-ცალკე ყველა კერძის მომზადება გამოსდიოდა ახლა უკვე ჩიხში აღმოჩნდა. ცხელი ქვაბისთვის შიშველი ხელი უნდა მოეკიდებინა უცებ რომ მოხვია ხელი ნოამ და უკან გასწია
-დაიწვები ... ექიმო რა გაუკეთე აქაურობას ?- მკლავი ქალის მუცელზე ჰქონდა შემოხვეული,გულმ-მკერდზე ზურგით ჰყავდა მიკრული და თან ქვაბში ცაყრილ ხორცს ურევდა- დაწვას გადაურჩა მგონი არა? დიეტის დარღვევას საინტერესო კერძებით ვიწყებ
-შენთვის არ ვაკეთებ ...შენ ისევ დიეტაზე იქნები - გონს რომ მოვიდა ხელიდან დაუსხლტა და გვერდიდან შეხედა გაზქურასთან მდგომს
-კარგი რაა
-მკაცრი დიეტა აღარ გაქვს , მაგრამ ამდენად ცხიმიანსაც ვერ მიიღებ
-ჩემი ორგანიზმი ჯერ კიდევ სუსტია , მათ შორის საჭმლის მომნელებელი სისტემაც და ასე ერთ დღეს გამაგიჟებ გეფიცები . შენი შვილი არც კი ვიცი როგორი იქნებოდა, ისეთი დედა იქნები ბაქტერიების გამო დღეში ასჯერ რომ ბანს ბავშვს ხელებს და მხოლოდ ჯანსაღ საკვებს აჭმევს. არაჯანსაღს არც კი აკარებს სიახლოვეს
-გეყოფა ჩემი დაცინვა და ჩემი ტონით საუბარი ჩემივე სიტყვების ციტირება, კარგად ვიცი რაც მაქვს ნათქვამი , როცა რამე შეიცვლება შეგატყობინებ. ბავშვს რაც შეეხება ვიქნები კი არა ვიქნებოდი ... მე უკვე იმ ასაკში ვარ შინაბერები და უნაყოფოები რომ არიან
-სულ მაოცებ რა...ქალი რომელიც ჩემ გადარჩენაზე დებდა ფსონებს არ სჯერა იმის რომ 40 წლის ასაკში შეუძლია დედა გახდეს...იმედია რამე პათოლოგია არ გაქვს
-მალე ექიმის ლექსიკონით დაიწყებ ლაპარაკს
-ხო არ ჩავაბარო სამედიცინოზე? მაინც ახალი ფურცლიდან ვიწყებ ცხოვრებას
-ხო და 80 წლის ასაკში გექნება დაგროვილი გამოცდილება ...კარგი აზრია
-ზოგჯერ ძალიან ცუდი ხარ- ისევ ქურასთან იდგა. ტაფასაც ახადა თავსახური, მეორე ქვაბიც შეამოწმა . მაგდიაზე დალაგებულ პროდუქტებსაც გადახედა და შემდეგ მიუბრუნდა ნინიას- მოდი მე ამათ დავჭრი ... შენ იმას მიხედე
-შეძლებ ?
-დავჯდები , თორემ თავბრუმეხვევა...ისეთი ხმები ამოდიოდა მაღლა შემეშინდა და ჩქარა ჩამოვედი შენ კიდე თურმე ყაჩაღებს კი არა ქვაბებს ებრძოდი- სკამზე ჩამოჯდა და გაიცინა
-ხმა ადის ზემოთ? არ ვიცოდი
-აქ სულ მარტო ცხოვრობდი? შენც არავინ გყავს თუ გყავს, მაგრამ ურთიერთობა არ გაქვს
-ძმა მყავს , საქართველოში არ ცხოვრობს ... მშობლები გარდაცვლილები არიან. ცუდია რომ იზრდები , გიწევს შეეგუო იმ ფაქტს რომ ბავშვი აღარ ხარ, რომ დამოუკიდებლად უნდა განაგრძო ცხოვრება და ვეღარასდროს გექნება მშობლების დახმარების იმედი. თინეიჯერობისას კი ვოცნებობდი ამ მდგომარეობაზე , მაგრამ იმას არ ვფიქრობდი რომ დროსთან ერთად მათ დავკარგავდი
-დიდი ასაკი არ უნდა ჰქონოდათ წესით
-მე მეორე შვილი ვარ, ჩემი ძმა 10 წლითაა დიდი ... დედა ახლა 74 წლის იქნებოდა , სამწუხაროდ ჩემი პროფესია უძლური აღმოჩნდა მის სუსტ სხეულს მორუელ კიბოსთან. მამა დედას გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე , უეცრად ინფარქტით გარდაიცვალა . მოკლედ ასეა , მე ვერ გავახანგრძლივე მათი სიბერე -ნოა მის სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა ტკივილს რომელიც ქალი ერთიანად მოიცვა - ასეა , ექიმებიც უძლურები ვხდებით როდესაც ღმერთს სურს ადამიანების წაყვანა... იქნებ მას ტყუილად ვაბრალებთ , არ ვიცი -ჩაიცინა და წამით გახედა მაგიდასთან მჯდომს
-დარწმუნებული ვარ შენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული ისინი დღესაც ცოცხლები იქნებოდნენ... სიკვდილი გარდაუვალია გვინდა ჩვენ თუ არა
-შეგიძლია შეეშვა მაგათ... შენთვის ისედაც ვამზადებ და ნუ შეწუხდები
-შეწუხებაზე შენ მე არ უნდა მელაპარაკებოდე , ბატარა ბავშვივით ზრუნავ ჩემზე და ბოსტნეულის დაჭრა რა პრობლემაა...თანაც მშვენივრად გამომდის ,საინტერესოა
-გეყოფა რა , ნუ იქცევი ისე თითქოს მე გაყვედრი...- უცებ შებრუნდა და საქმით გართულს დააკვირდა- შენ მგონი მზარეული ხარ
-მთლად ეგრეც არაა,მაგრამ ნიჭი მაქვს
-როგორი თავმდაბალი ხარ-გაიცინა და ისევ შებრუნდა- როგორც სჩანს შენთან ერთად მეც ჩავდგები ფორმაში , რამდენი ხანია ნორმალური კვება არ ღირსებია ჩემს სხეულს და შვებულებაც ავიღე
-შვებულება აიღე? შენ რა ჩემთან ერთად აპირებ სახლში გამოკეტვას?- ისე უცებ აუწია ხმას და წამოდგა ნინიას თვალები გაუფართოვდა
-გამოკეტვას არ ვაპირებ ... შენ რატომ ღრიალებ ? - ხელში ხის კოვზი ეჭირა და მისკენ ჰქონდა მიმართული
-სულ უფრო და უფრო მეტ ეჭვს მიჩენ ექიმო... არა ნამდვილად რაღაც გვაკავშირებს თორემ შანსი არ არის , გამორიცხულია უცნობის გამო ამდენი რამ გააკეთოს შენნაირმა ქალმა- სახეზე ხელები ჩამოისვა და ოთახში სიარული დაიწყო- რას მიმალავ ? ნეტავ რას არ მეუბნები ...გინდა თვალი მადევნო და არაფერი გამოგრჩეს ხო? ვინ ხარ ჩემთვის ექიმო ?
-შენზე უგონოდ შეყვარებული ქალი ვარ, როგორც იქნა ღმერთმა შანსი მომცა დაგავიწყდა ყველა შენი საყვარელი და ნელ-ნელა მოვაღწევ შენს გულამდე ... აი გამფაქტე , ყველაფერს ვაღიარებ მე შენს გაშვებას არ ვაპირებ ისევ სხვები რომ არ შეიყვარო ბოლოს და ბოლოს ბავშვი აღარ ვარ, რამდენ ხანს უნდა გელოდო? - უახლოვდებოდა სერიოზული სახით , წარბებშეკრული, ემოციური და დამწუხრებულიც . ნოა გაოგნებული უყურებდა , ხელები რომ შემოხვია ყელზე ქალმა სულ აერია ტვინი - მითხარი რომ არ წახვალ
-მე ...ნინია , ჯანდაბა მე
-ღმერთოო ჩემოო - თავი ვერ შეიკავა და სიცილი დაიწყო . თავი მხარზე დაადო და ხმამაღლა იცინოდა. თითებს თავზე და სახეზე უსვამდა თან იცინოდა- კარგიი რა ...კარგი რა ნოა სერიოზულად?
-საშინელი ქალი ხარ, გული არ გაქვს
-მე არ მაქვს გული?
-ხო არ გაქვს ... მხოლოდ გეგმები გაქვს და ერთი პაციენტის სრული გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს აკეთებ. გიჟი ხარ და უგულო
-გეყოფა რა, გეყოფა სისულელეებზე ფიქრი. მოდუნდი, დამშვიდდი და მიიღე ის რასაც გაძლევ ნუ ეძებ რაღაც ჩახლართულ ამბებს - ისევ მის წინ იდგა. სიცილი შეწყვიტა ,მაგრამ თვალები უბრჭყვიალებდა . თავზე გადაუსვა თითები და ლოყაზე მოეფერა- ნუ ფიქრობ ამაზე, იცხოვრე ...ყველას არ აქვს ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი. ზოგჯერ ისე მინდა ყველაფერი დამავიწყდეს, დიდხანს დავიძინო და გაღვიძებულს არავითარი მოვალეობა არ მქონდეს ცარიელი ვიყო და თავიდან მქონდეს ყველაფერი შესაგრძნობი... დაფიქრდი ამაზე , რამდენი რამ უნდა გაიარო თავიდან, იგრძნო და განიცადო
-რომ არ გამახსენდეს? არაფერი რომ არ გამახსენდეს მერე რა იქნება...იქნებ ვინ ვარ , იქნებ ვინ მელოდება...იქნებ ვერ იპოვნეს იმ პოლიციელებმა ჩემი მეგობრები, ნათესავები, თუნდაც საყვარელი რომელიც მგლოვობს, მელოდება იქნებ ჩემი ცხოვრება სჯობდა იმას რაც ახლა მელის
-უკან ვერ დავბრუნდებით... მე სხვა არაფერი შემიძლია. ყოვლისშემძლე არ ვარ. შენი ტვინი წესრიგშია , შენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება თუ ჩემს მითითებებს შეასრულებ მაქსიმუმ ერთ წელში საოცარ ფორმაში იქნები , ძალაც გექნება, ენერგიაც და სიცოცხლის ხალისიც . ეს ყველაზე დიდი დროა რაც გჭირდება...შენი ტვინი როდის გაიხსენებს ყველაფერს არ ვიცი, მართლა არ ვიცი შეიძლება ამ წამსაც უცებ გაითიშო, გამოფხიზლდე და გახსოვდეს ყველა დღე ბავშვობიდან ამ წამამდე...შეიძლება წლების შემდეგ ..შეიძლება თვეების შემდეგ ფრაგმენტებით დაიწყო . ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ ამაზე არა?
-მელაპარაკები , ყველაფერს მეუბნები ისე როგორც ექიმი , მაგრამ სიმართლე გითხრა ეგ შენი არაფრისმომცემი ნორმები მაგიჟებენ
-შენ ყველაფერი გაგიჟებს, ცოტა ძაან აუტანელი ტიპი ხარ რა
-შენ კიდე ზედმეტად პირდაპირი
-თამაში მძულს და შენთან მითუმეტეს მეზარება- თვალები აატრიალა და ბოლოს და ბოლოს სუფრის გაშლა დაიწყო- შიმშილისგან ცუდად გავხდები მალე...შენ თითი არ დააკარო , ჯერ წამლები გაქვს
-ეს წამლები როდის მორჩება
-რა არი აღარ გტკივა არაფერი და ვსო, გგონია მაგრად ხარ? აბა არ დალიო ვნახავ როგორ იქნები
-ასე ნარკომანი გავხდები
-ნუ ღელავ, დოზებს ვაკონტროლებ და თანაც ...მოკლედ არ გახდები
ვახშამმა მშვიდად ჩაიარა . ნოა დაღლილობას გრძნობდა უკვე , არ უნდოდა შეემჩნია , მაგრამ ჯდომა აღარ შეეძლო . აგიჟებდა საკუთარი მდგომარეობა, მაგრამ თავს ებრძოდა ყოველ წამს ცდილობდა უკან დახევას, მოთმინების შენარჩუნებას და მოლოდინის რეჟიმში დარჩენას. აშკარა იყო უკეთესობა ჰქონდა, შედარებაც არ იყო პირვანდელ შედეგთან ნინია ნამდვილად საოცარი ექიმი გახლდათ და მასთან ჯიუტობა ისევ თავად ავნებდა .
.........
მზიანი დღე იყო, კიდევ უფრო დათბა ქალაქში . თავს კარგად გრძნობდა,მშვიდად ეძინა და ყოველი დღე რაღაც ახალის მომტანი იყო მისთვის. საკუთარ თავს იცნობდა და ზოგჯერ ძალიან მოსწონდა ეს პროცესი, საინტერესოდ ეჩვენებოდა როგორი გიჟურიც არ უნდა ყოფილიყო მაინც. სააბაზანოში გასვლამდე ფანჯარა გააღო ოთახში სუფთა ჰაერი რომ შესულიყო და მაშინვე დაინახა ნინია ,რომელიც წყალში ჩასულიყო და ცურავდა. რამდენიმე წამს თვალის მოუშორებლად უყურებდა შემდეგ კი ეზოში აღმოჩნდა , აუზს რომ მიუახლოვდა ნინია წყლიდან ამოვიდა . პირსახოცი მიაწოდა და მზერის მორიდება სცადა
-დილამშვიდობისა...
-როგორ ფიქრობ შევძლებ ცურვას?
-არ ვიცი , იქნებ არც იცი ...
-მგონია რომ ვიცი , მეცოიდნება აუცილებლად ... ჩემი ჭრილობები - თავზე გადაისვა თითები და ისევ უსიამოვნოდ გასცრა ნაიარევის შეგრძნებისას
-ჭრილობები უკვე მოშუშებულია, და პრობლემა არ არის ...უბრალოდ ენერგიას გაუფრთხილდი
-თუ რამე ხელოვნურ სუნთქვას ხომ გამიკეთებ
-კურსებზე დავდიოდი და იმედია გამომივა- თვალი ჩაუკრა და შეზლონგისკენ დაიძრა- მიყვარს ზაფხული - მაღლა ცისკენ იყურებოდა , საკუთარ თავს უფრო უთხრა ვიდრე ნოას და შემდეგ მზერა მასზე გადაიტანა. მაისური მოიშორა და შორტიც მის გზას გაუტოლა. ნელა ჩაუყვა წყალში ჩამავალ კიბეს , საკუთარ თავს ცდიდა ბავშვივით იყო რომელიც რაღაც ახალს სინჯავდა. ცურვა ნამდვილად იცოდა, თვალებდახუჭული ამოძრავებდა გრძელ ხელებს და ნელ-ნელა შეეცვალა გამომეტყველება, მშვიდად გრძნობდა თავს
-მომწონს ... თან ძალიან- ნაპირთან მივიდა და მკლავები ჩამოსდო - არ ჩამოხვალ ?
-შენი მუსკულატურა ფორმაში რომ მოვა მერე შეგეჯიბრები - ფეხზე წამოდგა და მოხდენილად დაიძრა წყლისკენ. იმდენად დახვეწილი იყო , წუნს ვერ უპოვნიდით. ქალი რომელიც იდეალურ ფორმაში იყო და ასაკი საერთოდ არ ემჩნეოდა . ნოას გონებაზე დღითიდღე მეტ გავლენას ახდენდა, სრულ ოკუპაციას ახორციელებდა ქალბატონი ექიმი . მის გარდა ისედაც არავისთან ჰქონდა კონტაქტი და ასეთი ქალის დაიგნორება ნებისმიერს გაუჭირდებოდა-ნოა გესმის ? - ზედმეტად დიდხანს დარჩა ერთ წერტილში და ნინიას აფორიაქებაც მოახერხა. მის წინ იდგა ,წყლისგან დანამული კანი უბრჭყვიალებდა, ნახევარი ტანი მოუჩანდა და ზედმეტად ახლოს იყო - ნოა კარგად ხარ ?
-კარგად ვარ ...მგონი , თითქოს მტკივა
-რა გტკივა...ეს ჭრილობა ორჯერ გავხსენი და - მენჯთან არსებულ ნაიარევზე შეახო თითები და წამსვე დაატრიალა ქარიშხალი კაცის სხეულში . ისე უცებ წვდა მაჯაში ნინია გონს ვერ მოვიდა-რა ... რა ხდება გამაგებინე
-არაფერი ... ავიდე სჯობს. დავისვენებ , თორემ ჯერ კიდევ დავრდომილივით ვარ
-ნუ ამბობ ეგრე , ნერვებს მიშლი როდესაც უკმაყოფილო ხარ შედეგით
-დაიკიდე - წყლიდან ავიდა და სახლისკენ სწრაფად დაიძრა - ჯანდაბა ... ლამაზი ქალი ღვთის რისხვაა , ნამდვილი ცდუნება
............
სახლში მარტო იყო , მოწყენილობისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა ამიტომ ბიბლიოთეკისკენ დაიძრა. რამდენიმე თარო სულ სამედიცინო ენციკლობედიები იყო და გვერდი აუარა შემდეგ არჩევას შეუდგა, ეცინებოდა გონება ყველა სათაურს რომ სცნობდა თან მოსწონდა ის ფაქტი რომ წიგნები წაკითხული ჰქონდა და თან გიჟდებოდა ეს რომ ახსოვდა. უცნობი სახელი რომ წაიკითხა მაშინვე აიღო და ავტორის დანახვსიას თვალები გაუფართოვდა . უკან ყდაზე ნინიას ფოტოც იყო , მისი მოკლე ბიოგრაფიაც და წიგნის შინაარსზეც ეწერა რამდენიმე სიტყვა. იქვე სავარძელში ჩაეშვა და კითხვა დაიწყო, ჯერ კიდევ არ ჰქონდა შოკი განელებული რომანის კითხვამ რომ გაიტაცა . რამდენიმე საათი ისე გავიდა ადგილიდან არ დაძრულა შემდეგ ნაბიჯების ხმა გაიგო და ნინიაც გამოჩნდა
-ნოაა ... სად წახვედი ,როგორც იქნა გიპოვნე ეს სახლი ზედმეტად დიდი მეჩვენება ადამიანის ძებნისთვის - კარს მიეყრდნო შემდეგ კი მისკენ დაიძრა- წიგნების კითხვა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ
-რატომ არ მითხარი მწერალი რომ ხარ ?- თითქოს ნინიას დანახვისას გაიაზრა რომ გაბრაზებული იყო
-ჩემი წიგნია ?- ყდას დახედა და თვალები აატრიალა- ასე გამოვიდა რომ წიგნი დავწერე
-ასე გამოვიდა? აქ წერია რომ იმ წლის რეკორდი მოხნა და კიდევ რამდენიმე წელი ბესტცელერებში იყო ... ცნობილი ქალი ხარ რასაც მიმალავდი
-ცნობილი არ ვარ...არც ექიმობაა და არც მწერლობა არაა ის პროფესია ამ საუკუნეში რომ ვარსკვლავი გახდე . შეეშვი ამის კითხვას და წამომყევი რაღაცები მოგიტანე, ჩავალაგოთ და ქალაქიდან წავიდეთ ასე თუ გაგრძელდა მე დავიწვები შენ კი სამყაროში ადაპტირებას უჩემოდ შეძლებ - წიგნი ხელიდან აართვა და თითები მაჯაზე ჩაავლო,ისე მარტივად ვეღარ შეძლო მისი ადგილიდან დაძვრა
-მშვიდად ყოფნა მირჩევნია ... წიგნი დამიბრუნე
-ღმერთოო რაც უფრო გემატება ძალა უფრო მეტად ემსგავსები ჯიუტ ვირს...სულ მალე სტალონე მეყოლება სახლში , უფრო სიმპათიური და თავხედი
-თავხედი მე მიწოდე?
-ვირიც ...ჯიუტი ვირიც და სხვათაშორის ვარჯიში ტაქტიკა უნდა შეგიცვალო მერე მწვრთნელიც გავხდები და რომელიმე სპორტზე გაგიშვებ საასპარეზოდ იქნებ ოქროს მედლებიც მოიპოვო
-შესანიშნავ ხასიათზე ხარ
-შენ კი საშინელ ხასიათზე ხარ და ვერ გავიგე რას მიბღვერ
-მე გადაშლილი წიგნივით ვარ შენთვის, პატარა ბავშვივით ყველაფერს გეუბნები და შენ კი მიმალავ ყველაზე მთავარ ამბებს
-რა არის მთავარი ათი წლის წინ წიგნი რომ დავწერე და რამდენიმე ასეულმა კაცმა იყიდა? იცი რამდენს უდევს ცნობილი მწერლების წიგნები სახლში ,მაგრამ არ კითხულობენ? ისე მოდის გამო ყიდულობენ, ამ წიგნს კი კარგი რეკლამა გაუკეთეს მე არ მინდოდა ახლაც არ მხიბლავს დიდად ის რამდენიმე ადამიანი წელიწადში ერთხელ რომ მცნობენ და კითხვებით მავსებენ
-მომწონს როგორც წერ -ისე უცებ დამშვიდდა თითქოს წამის წინ თავად არ ბრაზობდა. წიგნი ისევ აიღო და ფეხზე წამოდგა- წავიდეთ , სად მიგყავარ ამჯერად ქალბატონო ნინია
-ქალაქიდან გაგიყვან... ვნახოთ გაიხსენებ თუ არა ადგილებს. საერთოდ უნარები შენარჩუნებული გაქვს...ენები რომლებიც იცოდი გახსოვს, წიგნებიც ხო? ცურვა, საჭმლის მომზადება , ჩხუბი და თვალებიდან ნაპერწკლების ცვენა ... კიდევ ბევრი რამ გახსოვს ახლა კი მანქანის მართვის დროა - გასაღები ესროლა და კარისკენ დაიძრა- ჩანთებსაც შენ წამოიღებ
-საჭესთან ვერ დავჯდები...მართვის მოწმობაც კი არ მაქვს და საერთოდ ამ გონებით როგორ შევძლებ რამე რომ მოხდეს და დაიმტვრე?
-მერე ორივე ალეწილები და თავიდან აწყობილები ვიქნებით
-გაგიჟდი ...სულ მთლად გაგიჟდი და მეც რომ მომწონს ?
-აი რა გვაქვს საერთოდ...რაღაც დოზით ორივე გიჟები ვართ
რამდენიმე წუთში მანქანასთან იდგნენ ნოამ ღილაკს დააჭირა და კარი გააღო , მაგრამ მერე ისევ უკან დაიხია
-არა ... არ შემიძლია
-გგონია რომ არ იცი ?
-არა , მაგრამ ცუდად რომ გავხდე შენ საფრთხეს ვერ შეგიქმნი...ამდენად არ ვაფრენ ნინია . არ შემიძლია
-გეყოს რა ... საშინელ ხასიათზე ვარ ხელი გავიჭერი , მტკივა და ტაქსით ვერ ვივლი დაჯექი, ნელა ატარე და არაფერი მოხდება
-ნინია
-ნუ მიღრენ
-ხელი როგორ გაიჭერი
-კლინიკაში ვიყავი , რეანიმაციაში ერთი პაციენტი შიზოფრენიით ჰყოლიათ რომ შევედი მომვარდა
-მოგვარდა რას ნიშნავს ... რამის დაშავებას აპირებდა თუ გაქცევა უნდოდა
-ორივე ...
-და შენ ვიღაც გიჟს ეჭიდავე ?- ცოტაც და გაგიჟდებოდა ნინია ისე მშიდად საუბრობდა თვითონ კი ნერვები ეშლებოდა მისი ხელი აქამდე რომ ვერ შეამჩნია. ხელისგულზე ჰქონდა ჭრილობა და შორიდან არც ჩანდა ისე ჰქონდა შეხვეული - მაჩვენე- მანქანაში მჯდომს ფრთხილად შეეხო ხელზე და ისე დააკვრიდა თითქოს რამეს დაინახავდა-ძალიან გეტკინა? საერთოდ იმ კლინიკას დაცვა არ ჰყავს? ან სხვა არავინ იყო იიქ? ვაფშე შენ შვებულებაში არ ხარ ?
-უბრალო ნაკაწრია , ასეთი იცი რამდენი მაქვს? ვიაიპ პაციენტია და სხვა არავინ იყო ოთახში ...ექიმს ვეძებდი იქ უნდ აყოფილიყო წესით და საერთოდ რა ისტერიკა გაქვს ნოა?
-შენ რა მართლა არ გესმის რომ ეს ამბავი მნიშვნელოვანია?
-რა არის მნიშვნელოვანი საღ აზრს მოკლებულმა პაციენტმა ხელი რომ გამიკაწრა თავისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო? ჩემთვის ის ისეთივე უძლურია როგორიც შენ იყავი კომაში ყოფნის დრო და რა გინდა რომ გაბრაზებული ვიყო ადამიანზე რომელიც საკუთარ ქმედებებს ვერ აკონტროლებს? გგონია ის რომ დამშვიდდება, საღი აზრი დაუბრუნდება და გაიგებს რაც გააკეთა ბედნიერი იქნება? ასეთი შემთხვევები და კიდევ უარესები სულ ხდება ჩვენთან ჩემო კარგო სანერვიულოც არაფერია, მთავარია მარტივად გამოძვრე და თუ შეიძლება ახლა მორჩი თვალების ბრიალს , კარი დახურე , ღილაკს დააჭირე და წავიდეთ -ღვედი შეიკრა , სავარძელს მიეყრდნო და ისევ მისკენ გაიხედა- რატომ მიყურებ ასე
-ვერ გავიგე საერთოდ როგორი ხარ...ერთხელაც შემშლი - ღრმად ჩაისუნთქა , კარი მოხურა და მანქანის ძრავი აამუშავა
-საერთოდ არ ვარ შეჩვეული ვიღაც ჩემზე რომ ღელავს...ვღიზიანდები კიდეც და კარგი იქნება თუ ამ სახითაც არ იქნები გამონაკლისი და მხოლოდ საკუთარ თავზე იდარდებ - გზას უყურებდა და ზედმეტად მშვიდადაც იყო მიუხედავად იმისა რომ ახლადგამოჯანმრთელებულ კაცს სახლიდან გასვლის პირველი მცდელობისას საჭესთან ჯდომის უფლება მისცა.
-იქნებ ის მაინც მითხრა საით უნდა წავიდე, შენ წარმოიდგინე არ ვიცი შენი აგარაკი სად არის
-ბორჯომში მივდივართ
-ჩემ კუჭს უნდა უმკურნალო ამდენი წამლების ყლაპვით რომ გამინადგურდა?
-წამლებს ნუ დააბრალებ მთლად რა...როგორც ჩანს ადრე არ იკვებებოდი ნორმალურად ეწეოდი, სვამდი არ მიირთმევდი ნორმალურ საკვებს და იმიტომ გტკივა...სადაც მაქვს აგარაკი იქ მივდივართ და თუ სასტუმრო გირჩევნია მაშინ სადმე სხვაგან წავიდეთ
-რატო მეჯუჯღუნები ნინია?
-არ ვიცი ... ზედმეტად ბევრს მალაპარაკებ მე კიდე ვერ ვიტან ამდენ რამეს რომ მახსნევინებენ
-შენ საერთოდ ადამიანებს ვეღარ იტან თუ პაციენტი არ არის ... იმიტომ რომ არავისთან გაქვს ურთიერთობა
-თუ შეიძლება ფსიქოლოგის ტყავში შესვლას ნუ ეცდები და დარჩი იქ სადაც ხარ
-იმაზე გიჟდები რომ ვიღაცას ადარდებს როგორ იქნები
-არ უნდა გადარდებდეს !- მაშინვე მისკენ შებრუნდა და სრულიად სერიოზულმა მიმართა
-და ყველაზე თ.სლი ნაბ.ჭვარი ვიყო ხო ?
-ღმერთო ეს შენი მადლიერების გრძნობა რას არ გაკეთებინებს რაა
-საერთოდ არაფერ შუაშია მადლიერების გრძნობა
-სულ რამდენიმე თვე და შემდეგ რომ გაიცნობ ან გაიხსენებ სხვა ადამიანებს აღარ ვიქნები ამდენად მნიშვნელოვანი პერსონა შენს ცხოვრებაში ... დროის ამბავია
-და მაინც რომ იყო რა მოხდება შემდეგ
-სჯობს გზაზე იყო კონცენტრირებული და მომავალზე ფიქრს შეეშვა , მითუმეტეს ჩემს იქ ჩაკვეხებას!
ნოა ალბათ ისევ განაგრძობდა საუბარს იმიტომ რომ ნინიას სიტყვებს ნაკლებად აქცევდა ყურადღებას , ბოლომდე გაჰქონდა თავისი აზრი , მაგრამ დაურეკეს ქალბატონ ექიმს და საუბარი შეაწყვეტინეს . სიმღერას ხმა დაუწია, არადა ისე სასიამოვნოდ ისმოდა მანამდე ნომ იფიქრა რომ რაღაც სერიოზული საქმე იყო და შემდეგ თითქმის გაცოფდა საუბრის შინაარსი რომ აღიქვა და გაიაზრა
-გისმენ ლექსო
-არ მჯერა ,რომ როგორც იქნა შენი ნომერი მაქვს
-ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია ძვირფასო ... რა მოხდა ასე რომ შეიწუხე თავი და ააწრიალე ყველა ნაცნობ- უცნობი
-მეტად მნიშვნელოვანი მიზეზი მაქვს ... მომენატრე - კაცის ხმა ნაწყვეტებად ესმოდა ნოას შემდეგ მუსიკა საერთოდ გამორთო და მანქანა ლამის გააჩერა
-რატომ
-რა რატომ
-რატომ მოგენატრე ლექსო იქნებ განმიმარტო , დრო მაქვს და შემიძლია მოგისმინო
-რას მეკითხები ,ტო
-აი ხომ ხედავ აზრზე არ ხარ რატომ თქვი ეგ სიტყვა ... საუკუნეა მიცნობ და მაინც ვერ გამიცანი რა გავაკეთო
-ისევ ისეთი ხარ რა... წლები ვერაფერს ცვლის
-ხო, ჯერ კიდევ არ დავბერდი და არ მომინდა ოჯახური სითბოსა და სიყვარულობანას თამაშები
-ნინ , გეყოს რაა მართლა მომენატრე ტო ... ცოტა დრო მაქვს და კიდევ მინდა შევხვდეთ თან გავიგე შვებულებაში ხარ ვერ მეტყვი დაკავებული ვარო
-დაკავებული ვარ , ისეთი დაკავებული ჯერ რომ არ ვყოფილვარ . სულ ორი კვირით ჩამოხვედი მგონი და დავიჯერო ნათესავ- მეგობრების სრული შემადგენლობა მოინახულე და ჩემთვის მეორედ გამონახავ შენს მცირე დროს?
-სულ უნდა შემახსენო ხო ? როგორი ქალი ხარ , არაფერს ივიწყებ
-ასეა , შესანიშნავი მეხსიერება მაქვს განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე სხვის ცოდვებსა და ჩადენილ სიკეთეებს ეხება
-ოდესმე მაპატიებ?
-გაპატიე და ამიტომ ახლა ჩემო ძირფასო ლექსო... ხო მართლა მომიკითხე დედიკო და შენს რიგით მეორე ცოლს თუ შეხვდები ჩემს ნაცვლად აკოცე
-ნინია , გთხოვ ... არ გამითიშო რა . ნინია შენთან მოვალ სახლში და სულ რამდენიმე წუთით დაგელაპარაკები უნდა გითხრა რაღაც
-სახლში არ ვარ ლექსო და არც ვიქნები მომდევნო რამდენიმე კვირა ... რომ დავბრუნდები შენ უკვე ნიუ-იორკის ცის ქვეშ იქნები - თითქოს მშვიდი იყო, ირონიული,, ცინიკური და უდარდელი , მაგრამ თითები სულ მთლად გაუთეთრდა , ყელზე ცისფერი ძარღვები მკვეთრად მოუჩანდა , ნოას გონებას ურევდა . იმდენად რთული გახდა მანქანის მართვა რომ ბოლოს მართლა გადაიყვანა გზიდან . ნინიამაც დაასრულა საუბარი და ტელეფონს ისე გაუშვა ხელი თითქოს რაღაც ბინძური საგანი იყო- ! დედაც ვატირე ყველა შენნაირის - ჩუმად თქვა და ფანჯარა ჩამოსწია - რატომ გავჩერდით ნოა?
-დავიღალე...გზაც ამერია მგონი- არ იცოდა რა უნდა ეთქვა - კარგად ხარ ?
-მეე? შესანიშნავად ... მართვა გცოდნია , მშვენივრად გამოგდის უბრალოდ ეს გზა რატომ არ გახსოვს ვერ ვიგებ ,უცნაურია წესით უნდა გახსოვდეს ესეც სადაც ის იცოდი რომ ბორჯომში სამკურნალო წყალია
-არ ვიცი, მგონი მახსოვს უბრალოდ თავი ამტკივდა
-კარგი ,მაპატიე ... ზედმეტი მომივიდა მგონი . მოდი მე დავჯდები და უცებ ჩავალთ. სახლი მშვიდ ადგილზეა და დაისვენებ
-არა , იყოს ...მომწონს პროცესი
-არა , არ მოგწონს ... გაწუხებს უკვე ზურგიც გტკივა , თავიც და დაძაბულიც ხარ - თითები ყელზე შეახო და ხერხემალზე გადაიტანა- ჩემი მოტყუება არ არის ასეთი მარტივი და გთხოვ ნუ ცდილობ ხოლმე . მიდი უკან გადადი თუ გინდა...უფრო კომფორტულად იქნები - იმდენად თბილად გაუღიმა თითქოს წამის წინ მობილურით მოსაუბრე ალქაჯი სხვა იყო . მისი თითებიდან წამოსულ უცნაურ სითბოს გრძNობდა ნოა და საერთოდ აღარ უნდოდა ადგილიდან დაძვრა. ცეცხლი ეკიდებოდა ბრაზისგან, უნდოდა ლექსო ახლოს ჰყოლოდა და ეწამებინა ნინიას გაბრაზებისთვის. მათ საერთო წარსულზე ფიქრიც არ უნდოდა , საერთოდ არ უნდოდა ვინმე ენახა ნინიას ახლოს .
-შენ ხელი გტკივა და ერთი ხელით მართვას ვერ შეძლებ ...
-ორივე ხელს ვიყენებ ნოა
-არა , წავედით ... - ისევ დაძრა მანქანა და ტრასაზე დაბრუნდა. ამჯერად სწრაფად მიდიოდა. თითქოს გონება გაუნათდდა და გზაში ორიენტირებაც შეძლო
-ცუდად რომ იქნები იცოდე წამლის დოზას არ გაგიზრდი
-ავიტან როგორმე
რამდენიმე წუთით ჩუმად იჯდა ,მაგრამ თავისუფალ გზაზე ბატონმა სიჩქარეს ზედმეტად რომ მოუმატა და თანაც აშკარა სიამოვნება გამოესახა სახეზე ნინიამ ისევ დაიწყო საუბარი
-ისეც ნუ იზამ რომ ორივე დავიმტვრეთ ჩემს გარდა რეანიმატოლოგს არ ვენდობი ანუ მოვკვდებით
-რა თავმდაბალი ხარ
-შენ კი შუმახერი გგონია თავი
-აი რატო ვიცი ეგ ვინ არის ამის დედას შევცი მართლა რა უბედურებაა - უცებ ხარხარი დაიწყო საჭეს ხელი დაარტყა და კიდევ უფრო უმატა სიჩქარეს-ეს ყველაფერი რომ არ მახსოვდეს და ჩემი ცხოვრება მახსოვდეს ხომ შეიძლება არა?
-წარმოიდგინე ახლა რომ არ გახსოვს არცერთი ენა, არ იცი რა არის ტელევიზორი, არ იცი რა ხდება სამყაროში, რა ქვია რომელიღაც უბანს, როგორ კეთდდება რაღაც კერძი ან არ ვიცი თუნდაც ვინ იყო დავით აღმაშენებელი ... კიდევ ათასი რამ რაც იცი ახლა რომ გაქრეს რა ჯანდაბად გინდა ეგეთი მეხსიერება. იქნებოდი დემენციით პაციენტი რომელსაც უბრალოდ ამნეზია კი არ ექნებოდა გონებრივად შეზღუდული იქნებოდა შენს ენაზე რომ ვთქვა ანუ უმოქმედო - მიხვდა რომ ნოა კონტროლს კარგავდა, მისკენ გადაიწია და ხმამაღლა დაიწყო საუბარი- მორჩი ახლა თინეიჯერივით მოქცევას, წიოკს და შეანელე სვლა
-წარმოგიდგენია ჩემს ადგილას თავი? ვიცი რომ გიცდია, მაგრამ ბოლომდე თუ მისულხარ და გაგიაზრებია როგორ იქნებოდი
-კი და ძალიანაც მოხარული ვიქნებოდი რომ მახსოვდეს ჩემი საქმე და არ მახსოვდეს არავინ ჩემი ცხოვრებიდან , ღმერთო რა კარგი იქნებოდა ყველა ის არაადამიანი რომ გაქრეს ვინც ჩემს ამ ხანგრძლივ ცხოვრებაში მოვიდა წავიდა
-ისევ იგივეს ვიწყებთ
-ხოდა გეყოფა !
-რომ მიყვირი მინდება ,რომ ... ჯანდაბა - წამით ქალისკენ შეაბრუნა თავი და მისი მზერა რომ დაინახა სუნთქვა შეეკრა
-და რა გინდა , რომ დამახრჩო ? შენ კი არა ფსიქიატრიულის პაციენტები , მკვლელები და ლომკაში მყოფი ნარკომანები ვერ მერევიან - გაიცინა და ისევ შეეცვალა საუბრის ტონი -მარჯვნივ შეუხვიე და პირდაპირ იარე-სახლთან მისვლამდე მხოლოდ ეს უთხრა და ისევ მომღერლის ხმა დარჩა მარტოდ -მარტო მთელს სივრცეში.

...............
სააგარაკო სახლს ნამდვილად ეტყობოდა ისტორიის კვალი, სითბოც და სულ სხვა ელფერი ჰქონდა ყველა კუთხეს . ნინია ეზოში დარჩა და დიდხანს არ შესულა სახლში. უკვე გვიანი იყო ის კი ისევ იჯდა და ხედს უყურებდა
-სულ აიღე ხელი ჩემს მკურნალობაზე...მე მეუბნები ჯერ კიდევ პაციენტი ხარო და თან სულ არ მაქცევ ყურადღებას. იქნებ და ტკივილისგან მოვკვდი
-დარწმუნებული ვარ გამაყუჩებლები პეშვით ჩაიყარე - არ შეუხედავს ისე უთხრა გვერდით მჯდომს . შემდეგ სითბო იგრძნო და პლედიც შემოეხვია მხრებზე- კაიფში ხარ და კარგ ხასიათზე მოხვედი? დამშვიდდი თუ ისევ ჭედავ იმის გამო რომ ქმედითუნარიანია შენი ტვინი
-ერთი დავლიე მხოლოდ და შენ მართლა არ გაწყენდა კაიფი ... ზოგჯერ ძალიან სევდიანი და მოწყენილი ხარ
-შენ გგონია სევდას ნარკოტიკი აქრობს?
-სევდას არა, მაგრამ ... არც ეწევი არადა ახლა ზუსტად სიგარეტის ღერი მოგიხდებოდა
-სიგარეტი არავის უხდება , არც არაფერს შველის ეგ საერთოდაც რაღაცაზე დამოკიდებული ადამიანების ჩვევაა ...მავნე ჩვევა სრულიად უაზრო და უფუნქციო
-მე მგონი მწეველი ვიყავი...ზოგჯერ მინდება სიგარეტის ღერი მქონდეს ახლოს და უცებ ჩავუშვა ფილტვებში ნიკოტინი
-ხო , ნამდვილად იყავი... შენი ფილტვების „სელფი“ მაქვს ნანახი
-აიი უკვე წელიწადზე მეტია არ მომიწევია
-იმედია არც დაიწყებ - პლედში ვერ გრძნობდა კომფორტულად თავს მისი ნაწილი ნოასაც ჰქონდა მოხვეული და საერთოდ მოიშორა ბოლოს. კაცს შემოახვია და შემდეგ ისევ მიეყრდნო ხის ზედაპირს
-გაიყინები ასე... მეორეს მოვიტან
-არ გინდა ... არ მიყვარს . ასე მირჩევნია
-გინდა მარტო დაგტოვო ?
-როგორც გინდა
-მაშინ დავრჩები ...
-დარჩი - ჩაიცინა და სხეულიდან მოშორებული პლედი გაუსწორა- შენთვის სიცივე ისევ არ შეიძლება
-ნეტავ დედა თუ მივლიდა ამდენს...როგორ მაინტერესებს
-გეყოფა ჩემი დედასთან გაიგივება...საერთოდ მეეჭვება ამდენად მზრუნველი დედა ვყოფილიყავი საკუთარი შვილებისთვის
-და რატომ არ ხარ დედა... შენნაირი ქალი რომ მარტო არ იქნებოდა ცხადზე ცხადია დავიჯერო შვილის გაჩენა ამდენად არ გინდოდა?
-შენ რა გინდა რომ ბოლოს ჩემს ცხოვრებაზე მეტი იცოდე ვიდრე საკუთარზე?- ზუსტად იცოდა საითაც მიჰყავდა საუბარი ნოას და ისევ გაიცინა- ბანალურად გიპასუხებ , არ ვიცნობ კაცს რომლისგანაც შვილის გაჩენა მომინდებოდა ,თორემ დამიჯერე რომც არ ვყვარებოდი მაინც მეყოლებოდა მისგან ბავშვი
-ეჭვიც არ მეპარება- ჩაიცინა და მის ლოყაზე გაჩენილ პატარა ფოსოს დააკვირდა .სიცილის დროს თვალები უწვრილდებოდა და უბრჭყვიალებდა - იმ ლექსომ რა დაგიშავა ასე რომ ვერ იტან
-დამიშავა? მისნაირმა ჭიაყელამ რა უნდა დამიშაოს საერთოდ დაშავება უბედურ შემთხვევას, ბუნებრივ კატასტროფას ან კიდევ საყვარელ ადამიანს შეუძლია, ისეთს ვისზეც მთლიანად ხარ დამოკიდებული და ვინც მთელი გულით გიყვარს
-ასეც ვიცოდი
-რა იცოდი , რომ ამას გეტყოდი? ხო ცოტა ბანალური პასუხია ალბათ
-არა , რომ არ გიყვარდა მივხვდი ... უფრო გაბრაზებულს ჰგავდი რომ ელაპარაკებოდი ვიდრე შეყვარებულ,მიტოვებულ ქალს
-რეალურად მე მივატოვე იმიტომ რომ ღორია, ფულზე და დიდებაზე შეყვარებული ,რომელმაც ექიმობა ყასბობად აქცია. ახლა თითქოს მსოფლიოში ცნობილი ქირურგია, მილიონები იშოვნა და ჰგონია ექიმია . მასეთი ექიმები ერთად უნდა შეკრა და შხარადან ისროლო
-შენ რა ამის გამო ელაპარაკე ასე?
-საკმარისი არ არის? მეზიზღება ყველა ვინც ამ პროფესიას გამდიდრების საშვალებად მიიჩნევს და ადამიანების სიცოცხლე მათთვის პრესტიჟისა და ვაჭრობის საგანია . გულს მირევს ყველა მისნაირი და ამიტომაც არ გავყევი ... ამერიკაში მივდივარ , კლინიკაში მიმიწვიეს ჩემთან წამოდი , დავქორწინდეთ , გავფრინდეთ და გპირდები მალე დაგაწყებინებ ჩემთან მუშაობასო...წარმოგიდგენია?
-და შენ არ გაყევი მხოლოდ იმიტომ რომ ამბიციები ჰქონდა? - იმდენად გაუკვირდა რომ სიტყვები აღარ ჰქონდა- ვერ გავიგე , თუ უყვარდი, წასვლა შემოგთავაზა რატომ უთხარი უარი
-შენც ჩვეულებრივი კაცი ხარ და იმიტომ ვერ გაიგე
-სერიოზულად მაინტერესებს რატომ არ გაყევი ... არ გიყვარდა და იმიტომ ? მაშინ რა შუაშია მისი საქმისადმი დამოკიდებულება
-სიყვარული მოდის და მიდის...სიმპათიური, ჭკვიანი და შენზე უგონოდ შეყვარებული კაცის შეყვარებაზე მარტივი რა არის. სიყვარული არაფერ შუაშია ... მისი ხასიათი, პიროვნება და სიხარბეა . იცი მაგ კაცს ერთი ოპერაციაც არ აქვს ისე გაკეთებული თუ რაღაც დიდ შედეგს არ ელოდა, თუ ყურადღების ეპიცენტრში არ იქნებოდა, თუ ბევრ ფულს არ გადაუხდიდნენ . უნდა გავყოლოდი კაცს რომელსაც შეეძლო მხოლოდ უფულობის გამო ეთქვა უარი ადამიანის გადარჩენაზე , რომელიც ცოდვებითაა სავსე და რომლის სულიც ჯოჯოხეთის ალში ტრიალებს ახლაც? ასეთ კაცს თავის მსგავს შვილებს გავუჩენდი?
-შენ არანორმალური ხარ ... აფრენ გეფიცები. იდეალურ კაცს თუ ეძებდი , რა თქმა უნდა ვერ იპოვნიდი
-ღმერთო ეს ვეძებდი რა უშნო სიტყვაა... არქეოლოგი ვარ და ქმარი რაღაც გადამალული არტეფაქტია? იდეალური კიდე არაფერი არსებობს და ყველა ვინც იდეალურობისკენ ისწრაფვის სწორედ ისაა ყველაზე დიდი იდიოტი .... ახლა უკვე ვიცი რომ შენ ერთი ჩვეულებრივი კაცი ხარ, რომელსაც გვერდით მუდამ ჩვეულებრივი ქალები ეყოლებოდა რომელთაგან სიამოვნებას მიიღებდა და მათი მოსმენაც კი არ ენდომებოდა . მაღიზიანებთ ასეთები
-უკაცრავად , ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავები თქვენს მსგავსად უნივერსალური გიჟები რომ არ ვართ და რაღაც საოცრებას ველით ადამიანებისგან
-მე აღარ ველი... უბრალოდ მოგიყევი ამბავი შორეული წარსულიდან რომელსაც გაცოცხლება მოუნდა მას შემდგე რაც ორ ცოლს გაშორდა 5 ბავშვი ჩასახა და კიდევ არ ვიცი რა გააკეთა
-მაშინებ, რაც უფრო დიდი დრო გადის უფრო და უფრო მეშინია შენი
-მე კი მეეჭვება შენ შიშის გრძნობა გაგაჩნდეს- ჩუმად თქვა, იმდენად ჩუმად თითქოს არც უნდა ეთქვა. სადღაც წავიდა მისი ფიქრები, იქ სადაც ნოა ისევ ვერ აღწევდა შემდეგ კი საერთოდ შეცვალა საუბრის თემა და გვიანამდე დარჩნენ ღია ცის ქვეშ .
................
შუაღამით გაეღვიძა, თავს ცუდად გრძნობდა და დაძინება ვეღარ მოახერხა. მთელი კვირა გაატარეს აგარაკზე , ქალაქშიც დადიოდნენ , ნინიასთან ერთად მხიარულად ყოფნა ყველგან შეიძლებოდა თუ მოინდომებდი. ყოველ დღე რაღაც ახალს აკეთებდნენ და ბავშვივით უხაროდა ენერგია მალე რომ არ ეცლებოდა, აღარ იღლებოდა სიარულის დროს , ფეხზე დგომაც შეეძლო და ადამიანური ფერიც დაიბრუნა. მხოლოდ იარა აწუხებდა ,რომელიც თავზე ჰქონდა და როგორც კი შეამჩნევდა მზერას მაშინვე ღიზიანდებოდა. კეპით დადიოდა ძირითადად და ამ შემთხვევაში უფრო მშვიდად იყო. სხვა ჭრილობების კვალიც ჰქონდა სხეულზე , მაგრამ ვერაფრით მიხვდა საიდან შეიძლება ყოფილიყო. სულ ფიქრობდა საკუთარ წარსულზე იმაზე თუ ვინ იყო, რას აკეთებდა , როგორ მივიდა 43 წლამდე საკმაოდ ბევრი ისტორია უნდა დაეგროვებინა ამ ასაკამდე წესით . პირად ცხოვრებაზეც ფიქრობდა , ზოგჯერ ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ვიღაც ელოდა, ვიღაც ჰყავდა ვინც დარდობდა და საშინლად გრძნობდა თავს. არც ნინიაზე დამოკიდებული უნდოდა ყოფილიყო, ვერ იტანდა ამ მდგომარეობას , წასვლაზე ფიქრობდა , მაგრამ მისგან შორს ყოფნაც ვერ წარმოედგინა. ზუსტად იცოდა რომ ღაჭვანს ცხოვრებიდან ვერ გააქრობდა , ბრაზდებოდა ქალის უემოციობას რომ ამჩნევდა და თავი ჩვეულებრივი სათამაშო ეგონა .
ფიქრები არ ასვენებდნენ, თავში ისევ სრული სიცარიელე იყო და ამის ატანა სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა. დერეფანს მთვარეულივით მიუყვებოდა, სრული სიბნელე იყო ნინიას ოთახში , სანათს არასდროს რთავდა სიჩუმეში მხოლოდ საკუთარი გულისცემა ესმოდა კაცს. ოთახის კარი ფრთხილად გააღო და ქურდივით შეიპარა , თავს უცნაურად გრძნობდა ,თითქოს დანაშაულს სჩადიოდა , მაგრამ სურვილს ვერ ერეოდა. ერთად გატარებული რამდენიმე თვის მიუხედავად მის საძინებელში ღამით არასდროს შესულა, ნინია უფრო სტუმრობდა და ოთახის კარიც მუდამ მიხურული ჰქონდა რაც აშკარად ზღვრის ნიშანი იყო. ფანჯარა ღია დაეტოვებინა, თხელ ფარდას სიო არხევდა , მთვარის შუქით სულ ოდნავ ნათდდებოდა ოთახი და ქალის სხეულის დანახვა შეძლო. საწოლის შუაში იწვა , მოკლე მაისური ეცვა მხოლოდ ,რომელიც საჯდომამდე ძლივს წვდებოდა საოცრად გამოიყურებოდა. სუნთქვა შეეკრა კაცს, ტემპერატურის მომატება იგრძნო და მთელს სხეულში გავრცელდ ტალღა რომელმაც გულისცემაც შეუნელა. რამდენიმე წამი გაშეშებული იდგა და უყურებდა, იმდენად უნდოდა შეხებოდა თითებს ძლივს იმორჩილებდა როგორც იქნა მიხვდა რომ უნდა გასულიყო ,ნაბიჯი უკან გადადგა , მაგრამ არ გამოუვიდა გაქრობა . ღაჭვანი უეცრად შეირხა, ზურგზე გადაბრუნდა და თვალის დახამხამებაში საწოლზე იჯდა. ერთხანს შეკრული წარბებით უყურებდა დანაშაულზე გამოჭერილს , ისიც ქანდაკებასავით იდგა და არაფერს ამბობდა
-უძილობა გაწუხებს ნოა? - მაისურის მკლავი გაისწორა და თითები არეულ თმაში შეიცურა
-ყოველთვის ასეთი ფხიზელი ძილი გაქვს?
-კიდევ აპირებ ჩემს საძინებელში ღამით შემოსვლას ?
-სიამოვნებით ვუდარაჯებდი შენს ძილს, მაგრამ აშკარად არ გამოვა სიმშვიდის დაცვა
-ცუდი სიზმარი ნახე თუ ამ დროს რატომ არ გძინავს- სანათი აანთო და ოთახიც განათდდა
-არა, სიზმრებს ისევ ვერ ვხედავ...ეგეც კი ცარიელია
-სიზმრების დროც მოვა ... მალე გათენდება- ფეხზე წამოდგა და ფანჯრიდან გაიხედა
-წამოხვალ?
-სად
-გავისეირნოთ... სიმშვიდე იქნება
-ჩაიცვამ თუ ასე აპირებ წამოსვლას - ხელით ანიშნა ნახევრად შიშველ სხეულზე და თავად კარადისკენ დაიძრა
-ნინია
-გისმენ
-მე უბრალოდ ...
-შენ უბრალოდ მარტო ხარ , შენ უბრალოდ კარგად ხარ და აღარ შეგიძლია ამდენი საათით ძილი , შენ თითქმის ჯანმრთელი კაცი ხარ და შენ კიდევ ერთხელ თუ გადმოკვეთ ამ ზღვარს რომელიც ჩემს ირგვლივაა ისევ დაგაინტუბირებ - ისევ შებრუნდა , ქვემოდან უყურებდა , იღიმოდა და თან ემუქრებოდა შემდეგ თავი გვერდით გადახარა და დაელოდა- აბა ? მივდივართ თუ არა
-შენ მე ამ წამს დამემუქრე?
-ნოა ,გთხოვ ამ დროს ახლა როდესაც გარეთ ასეთი ლამაზი გარემო მელოდება ნუ მოახდენ ჩემ პროვოცირებას
-კარგიიი...ახლა წავალ ,მაგრამ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს- ოთახიდან სწრააფდ გავიდა.
..................
პარკში იყვენენ ,სულ მარტონი იყვნენ ირგვლივ არავინ იყო ნელ-ნელა ნათდდებოდა ყველაფერი და ლამპიონების შუქს მზის სინათლეც ემატებოდა. საკმაოდ ციოდა, მაგრამ სიარულის დროს დიდად ვერ გრძნობდნენ , ნინია ძირს იყურებოდა და ისევ დუმილს ამჯობინებდა .
-არ მელაპარაკები?
-ეგ ასაკი დიდი ხნის წინათ გავიარე ...
-შენ ხომ ღაჭვანი ხარ...სვანი ხარ და სვანის ქალს აქაურობა რატომ უყვარს
-კითხვები არ გელევა და თან ჩემთან დაკავშირებული
-ამიტომ უნდა მელაპარაკო , სხვა გამოსავალი არ გაქვს. ნეტავ სულ ამდენს ვლაპარაკობდი?
-შენ კი არ ლაპარაკობ კითხვებს სვამ და მე მალაპარაკებ
-დაკითხვის მსგავსია , მომწონს საუბრის ეს ფორმატი რაღაც ჩემებურია - ეს რომ თქვა ნინიას გაეღიმა- რა? იქნებ იურიდიულზე ვსწვალობდი ოდესღაც ... რამდენიმე კვირის წინ საინფორმაციოს რომ ვუყურებდით ჟურნალისტმა შეცდომით თქვა დანაშაულის მუხლი დავიჯერო ისე უბრალოდ ვიცი კონსტიტუცია ?
-რატომ არ მითხარი
-არ ვიცი...დამავიწყდა მერე
-რომ გაგახსენდება შემდეგ მეც მომიყვები ყველაფერს ?
-გაინტერესებს?
-ვნახოთ ...გააჩნია რა გექნება მოსაყოლი. აი ჩემს გვარს რაც შეეხება მამაჩემი სვანი იყო , მძიმე ხასიათი ჰქონდა დედამ მხოლოდ 12 წელი გაუძლო ომსა და დავიდარაბაში შემდეგ განქორწინდნენ. მათ დროს განქორწინება თანაც ტრადიციულ ოჯახში ნამდვილი ტრაგედია იყო , დედა სახლში არ მიიღეს როგორ გაბედე და ასეთ კაცს დაშორდიო. მე კარგად არ მახსოვს , სულ რაღაც ორი წლის ვიყავი და მხოლოდ ნაამბობი ვიცი. მოკლედ მე არ ვიზრდებოდი როგორც სვანის ქალი, მამაც არ იყო არასდროს სვანეთში ...თბილისში იყო დაბადებული , მაგრამ ბებიასთან და ბაბუასთან დადიოდა ხშირად. იქ ,ერთ- ერთ სოფელში სახლიც გვაქვს, მაგრამ წლებია არავინ ყოფილა ადრე მამას ბიძაშვილები ზრუნავდნენ იქაურობაზე შემდეგ ისინი ქვეყნიდან წავიდნენ და ახლა ალბათ ნანგრევებად იქცა ყველაფერი
-აი თურმე რატომ არ გინდა გათხოვება ... განქორწინებული მშობლების შვილის ტრაგედია
-როგორი უხეში და უშნო სიტყვებით იცი საუბარი ... მამა ჩვეულებრივად ურთიერთობდა ჩვენთან . დედას შემდეგ ცოლიც არ შეურთავს , არც უსიყვარულობის გამო დაშორებულან და საერთოდ სულ მგონია , ბოლო ამოსუნთქვამდე აღმერთებდა დედას
-აბა რატომ დაშორდნენ
-სიყვარული საკმარისი არ არის ... სიმშვიდისთვის ერთმანეთისგან შორს ყოფნა სჭირდებოდათ. ჩვენ არ გვაკლდა მამის სითბო, მზრუნველობა და მე საერთოდ ვერც ვგრძნობდი რომ ჩვენთან არ იყო. მისი პროფესიის გამო არასდროს იყო სახლში და როცა დრო ჰქონდა მთლიანად ჩვენ გვითმობდა
-ისიც ექიმი იყო?
-არა ,ერეკლეს ექიმების ეშინოდა- გაეცინა და მზერა მოარიდა ნოას- ის უმაღლესი თანრიგის გენერალი იყო ... ცნობილი პროკურორი , ბრალმდებელი რომლისაც ყველას ეშინოდა, მეომარი რომელიც ყველგან იყო სადაც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე ემუქრებოდა... მამა ჩემთვის გმირი იყო , მაგრამ ნემსის ეშინოდა და პროფესია რომ ავირჩიე მითხრა მორჩა დღეიდან შენიც მეშინიაო- წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ უყვებოდა ყველაფერს, რატომ არ ეუბნებოდა უარს, რატომ არ აღწევდა თავს მის ცნობისმოყვარეობას ხომ შეეძლო არაფერი ეთქვა , მაგრამ სიტყვები თავისთავად მოდიოდა . ტკივილი იგრძნო, ჯერ კიდევ ახსოვდა მამის გაყინული სხეულის დანახვისას განცდილი . კაბინეტში , თავის მაგიდასთან მჯდომი რომ იპოვნა და მისი დახმარება ვეღარ შეძლო. ვერც შეძლებდა , სულ რამდენიმე წამი დასჭირდა მის გულს კაცის ცხოვრების გასაჩერებლად- წარმოუდგენლად მიყვარდა, დედა ზოგჯერ ეჭვიანობდა და მეუბნებოდა ,რომ მასზე მეტადაც კი მიყვარდა -ხიდზე იდგა, ზურგშექცევით ნოასგან , მის სიახლოვეს გრძნობდა , მისი მზერა არ შორდებოდა თავად კი ხელებით ეყრდნობოდა რკინის მოაჯირს- სულ ელოდა ჩემ გათხოვებას, გეგმები ჰქონდა როგორი ურთიერთობა ექნებოდა სიძესთან , შვილიშვილებთან და რომ მიხვდა ნამდვილად მარტო ვაპირებდი ცხოვრების გაგრძელებას საშინლად ვიჩხუბეთ. ბოლოს თვითონ გამაცნო ვიღაც და ისიც რომ მოვიშორე ერთხანს არ მელაპარაკებოდა
-დარწმუნებული ვარ შენით ამაყობდა, სიგიჟემდე უყვარდი და ახლაც იქედან გადევნებს თვალს ... შენ კარგად იცი , სიკვდილი რომ გარდაუვალია და მსგავსი მშვიდი სიკვდილი საერთოდ სანატრელიც - ვერ გაუძლო მის ამ მდგომარეობაში ხილვას. არ მოსწონდა ნინიას სუსტს რომ ხედავდა თავი ვეღარ შეიკავა და მკლავები მოხვია. ქალი მკერდამდე სწვდებოდა,მისი მტევანი ხელისგულში მოიქცია და ფრთხილად აკოცა - მაპატიე, ჩემი კითხვებით ჭრილობა გაგიხსენი ... -თითები მის თითებში ახლართა და თავი ოდნავ დახარა. მის სურნელს გრძნობდა, აჩქარებულ გულისცემა ყურებში ჩაესმოდა ...ლოყაზე ტუჩების შეხებისას ცრემლებმა დაუნამა კანი . არ ელოდა , ნინიას ცრემლებს არ ელოდა წამსვე შეაბრუნა თავისკენ და მისი სახე ხელებში მოიქცია- ნინია , ჯანდაბა შენ რა ტირი ? არა რა, ჩემ გამო არ იტირო...სულ ჩემი ბრალია
-მაპატიე რა...მაპატიე - სულ წამით შეხედა თვალებში და შემდეგ ისე მიეკრო მკერდზე სრულ გაურკვევლობაში ჩააგდო კაცი-შენ არაფერ შუაში ხარ
-ნინია ... მე რისთვის მთხოვ პატიებას - თმაზე უსვამდა ხელს და სხეულზე იკრავდა მის სუსტ სხეულს
-იმისთვის რომ ვტირი და აგანერვიულე... უბრალოდ მალე მამას გარდაცვალების დღე ახლოვდება და ამ დროს სრულიად არაადეკვატური ვხდები - უცებ მოშორდა, ცრემლები შეიმშრალა , მზერა მოარიდა და წინ წავიდა- წავიდეთ სჯობს , ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ თორემ ხომ ხედავ მტირალა გოგოს ვემსგავსები ... ასაკის ბრალია, რაც უფრო მემატება უფრო და უფრო გულჩვილი ვხდები- მიდიოდა და ისე საუბრობდა. თემის შეცვლას ცდილობდა და ათრთოლებულ სხეულს ძლივს იმორჩილებდა. შემდეგ ისევ მოხვია ხელი ნოამ და თავზე აკოცა
-როგორც გინდა, მე მეტს არაფერს გკითხავ მამაზე , გეფიცები
-შენ მომიყევი ,რომ გაიხსენებ
- შენ გჯერა რომ გავიხსენებ ?
-კარგი ექიმი ვერ იქნები თუ არ ირწმუნებ შეუძლებელს ... მე კი მჯერა,რომ შენი ტვინი შეძლებს
-ჩემს ტვინში ხელების ფათურის შემდეგ ალბათ იცი რასაც ამბობ- გაიცინა და ისევ აკოცა , ამჯერად ლოყაზე
-გეყოფა !- ნინია უცებ მოშორდა , მისი ხელიც მოიშორა წელიდან და ბრაზიანი მზერა მიაპყრო- დისტანცია დაიცავი ნოა
-აი ამ წამს ნამდვილად სვანის ქალი ხარ...მაშინებ-თქო გეუბნები და არ წყვეტ ამ ყველაფერს
-ნოაა
-იქ დავსხდეთ ... ცოტა ხნით დავისვენოთ და შემდეგ უკან დავბრუნდეთ , წყაროსთან მივიდეთ მე არ მომწონს ის თბილი წყალი, მაგრამ ჩემ კუჭს აშკარად ეამა
ისე განაგრძო გზა თითქოს არაფერი მომხდარა. ნინია შინაგანად ვერ ისვენებდა, აწუხებდა ამბავი რომელსაც ვერ ამბობდა. არ უყვარდა არაფერი დამალული, ეზიზღებოდა ნინიას ტყუილი , მაგრამ ზოგჯერ სხვა გამოსავალი არ არსებობს უბრალოდ უნდა გაჩუმდე და დაელოდო ხელსაყრელ დროს სიმართლე ყოველთვის იპოვნის გზას , გამოჩნდება და ყველაფერს დაალაგებს.
.............
თბილისში ახალი დაბრუნებულები იყვნენ ნოა სრულიად შეიცვალა, როგორც ფიზიკურად ასევე სულიერი განვითარება ემჩნეოდა. საკუთარ თავს ემსგავსებოდა, ავლენდა იმ თვისებებს რომელიც ჰქონდა ,მასში არსებულ კაცს ამნეზია ვერ ერეოდა. ისევ არეული იყო, ამ სიცარიელეს ვერ ამარცხებდა, მაგრამ ცდილობდა ძალა მოეკრიბა , იმედი ჰქონდა მეხსიერების დაბრუნების. იმედი ,რომელსაც ეჭიდებოდა და ელოდა დღეს როდესაც ყველაფერი გაახსენდებოდა.
-დღეიდან მხოლოდ ამ სამ წამალს დალევ...ყველანი შენს ტვინზე იმოქმედებენ და სხვა დანარჩენი ანალიზების მიხედვით მწყობრშია. ოპერაციამ შედეგი გამოიღო ... ვანომ შესანიშნავად გაართვა თავი
-ვანო ზოგადი ქირურგია ?
-წინა კონსულტაციაზე შეგვხვდა , ასაკოვანი კაცია
-გამახსენდა... როგორი კარგი მეხსიერება მაქვს წარსული რომ არ მქონდეს დავიწყებული- სამზარეულოში გავიდა და იქედან ელაპარაკებოდა- მე მშია , შენ არა?
-გარეთ ვივახშმოთ...ერთი კარგი რესტორანი გაიხსნა. შეფმზარეულს ვიცნობ და მინდა დრო გამოვიყენო ვინ იცის კიდევ როდის მოვიცლი ასე რომ შენი კულინარიული შესაძლებლობების ზეიმი ხვალ მომიწყვე
-რესტორანში მეპატიჟებით ქალბატონო ნინია?- მხრით მიეყრდნო კედელს და ისე გაუღიმა ნინიას ყურადღება მიიქცია. კიბესთან გაჩერდა და წარბები მაღლა აზიდა
-იცი რომ მასხარა ხარ?
-მეეჭვება ეს ოდესმე სხვას ეთქვას ჩემთვის
-სხვას არც აქვს უფლება იმიტომ რომ შენი გული სამჯერ არ აუმუშავებია და საიქიოდან არ დაუბრუნებიხარ - თვალი ჩაუკრა და კიბის საფეხურებს სწრაფად აუყვა- მოემზადე ,თორემ მარტო წავალ
-მდაა ,გამოდის კლასიკურ ფორმაში უნდა გავიჩითო?
-ხომ გაქვს პერანგი და კლასიკური შარვალი
-მგონი ხო ...ისე ყველა ჩემი ზომა როგორ არის
-თქვენ ზომების გასაგებად შეხება გჭირდებათ და მე მრავალწლიანი გამოცდილების გამო ყველაფრის ზომა და წონა ერთი თვალის შევლებით შემიძლია გავსაზღვრო. შენ კი ზედმეტად დიდხანს იყავი ჩემი მზერის ობიექტი და არა მხოლოდ მზერის
-მიყვარს სრულ და დამაკმაყოფილებელ პასუხებს რომ მცემ და არ მზარდები - დერეფანში მიმავალს დაეწია, მაგრამ საძინებელთან მათი გზები გაიყო .
ნინია მშვიდად ემზადებოდა , ჯერ ტანსაცმელი მოაწესრიგა, მეგობარს ესაუბრა ვის რესტორანშიც მიდიოდნენ , კიდევ რამდენიმე ზარი განახორციელა. შემდეგ დაიწყო მომზადება, კოსმეტიკის ჩანთა სააბაზანოში ჰქონდა დატოვებული ამიტომ პირდაპირ შევარდა და დუშის ქვეშ მდგომ ნოას წააწყდა
-რა ზანტი ხარ, მე ნახევარ საათში მზად ვიქნები და შენ ჯერ კიდევ ბანაობ? - მზერა შეავლო , შემდეგ შებრუნდა და სარკესთან არსებული კარადიდან კოსმეტიკის ჩანთა აიღო ,მაგრამ რაც სჭირდებოდა იქ არ იყო- სად ჯანდაბაში წავიღე
-მეჩვენება თუ რა ჯანდაბაა... სააბაზანოში შემომივარდი იცი?
-არ არსებობს, ნუთუ სიშიშვლის კომპლექსი გაქვს - მანამდე არც კი აქცევდა ყურადღებას შემდეგ შებრუნდა, ნიჟარას მიეყრდნო და სიცილი დაიწყო
-აქ ფარდა რატომ არ არის...დაუცველად ვგრძNობ თავს- ერთი ხელი საზარდულთან ჰქონდა მეორეს კი ჰაერში იქნევდა
-უნდა ვიყიდო, სულ მავიწყდება ... შენ ხომ არ იცი ჩემი ბორდოსფერი ტუჩსაცხი სად დავდე? შავია გარედან, ლამაზი ფორმა აქვს
-ნინია აქედან არ გახვალ?
-ღმერთო რა ჯანდაბა გჭირს... რამდენჯერ გნახე იცი ? და არა მხოლოდ
-არა მხოლოდ? სანამ გათიშლი ვიყავი რას მიკეთებდით იქ?
-შენ შარდის ბუშტს ვცლიდით ას.ს კათეტერის საშუალებით - თვალები აატრიალა და ისევ კარადაში ქექვა განაგრძო. მერე როგორც იქნა იპოვნა და ბედნიერმა აიღო ცანთა- მორჩა დღეიდან სააბაზანოში აღარ დავდებ ამათ. საძინებელში დავტოვებ ... დროულად თუ გამოხვალ კარგი იქნება - კარი მიხურა და ისევ საძინებელს დაუბრუნდა.
ერთ საათში ორივე მზად იყო. ნოა სააბაზანოს ამბის შემდეგ წარბებშეკრული დააბიჯებდა, ნინიას არც მიუქცევია ყურადღება თავის სტიქიაში იყო. საჭესთან დაჯდომას აპირებდა ნოამ გვერდით რომ გასწია და მე წაგიყვანო უთხრა. არ შეწინააღმდეგებია, მშვიდად დაიკავა ადგილი მგზავრის სავარძელში და მეგობართან მიმოწერა განაგრძო. სრულიად სავსე რესტორანში ნინიასთვის მაგიდა მზად იყო . ისე შეხვდნენ სახელი რომ უთხრა თითქოს დედოფალი იყო , ნოა უკან მიჰყვებოდა და აკვირდებოდა. ისეთი უშუალო , უბრალო და ჩვეულებრივი იყო არასდროს ქედმაღლობდა, მაგრამ მაინც იმდენად მაღლა იდგა თითქოს უხილავ ტახტრევანზე იჯდა . შეკვეთა თავდ მისცა ნოასაც ურჩია და შემდეგ დაელოდა. საფირმო კერძის შემდეგ თავად შეფიც გამოჩნდა . ქალი ღიმილიანი სახით , ნინიას მოეხვია და ამოსუნთქვაც არ ადროვა ისე დააყარა კითხვები
-როგორც იქნა მოაღწიე ჩემამდე...სანამ მესამე რესტორანი არ გავხსენი არ მეახლე ქალბატონო ხომ? რით ვერ მოშორდი იმ კლინიკას...ან თუ მოშორდი ქალაქში აღარ ჩერდები გამაგიჟე რა
-სხვა დროს ვისაუბროთ , ახლა ნუ მეწუწუნები თორემ გაცივდება კერძი და იცოდე თავიდან გაგაკეთებინებ
-ვერ ხედავ რამდენი ხალხია? ყველა მე მელოდება შენ კი როგორ მელაპარაკები,უმადურო ქალო
-ჩემს წიგნსაც ყველა ელოდა, მაგრამ შენ წინასწარ წაიკითხე
-ნუუ რა გავაკეთო, უძლური ვარ სამუდამოდ ვალში ვარ შენთან
-არანორმალური ხარ გეფიცები... ჯერ ასე რომ ამზადებ და მერე ამ ყველაფერს ისე აკეთებ ვგიჟდები
-დრო არ მაქვს ძვირფასო თორემ დიდხანს მოვუსმენდი ქება დიდებას , ხომ იცი მიყვარს ...ახლა მითხარი ის ღვთაება კაცი ვინ არის და მე ვის უნდა ვასწავლო , ვინ უნდა მომიყვანო
-შენს ქმარს ვეტყვი სხვა კაცზე როგორ საუბრობ იცოდე გარყვნილო ქალო ... შენი მოსწავლე იქნება ეს ღვთაება კაცი რომელსაც ესმის შენი სხვათაშორის- გაიცინა და შემდეგ შებრუნდა მაგიდისკენ- ნოა გაიცანი ჩემი მეგობარი ცნობილი შეფი სალომე
-სასიამოვნოა, ნამდვილად შედევრებს ქმნით - ფეხზე წამოდგა , ქალს ხელზე ეამბორა და თავისი საფირმო ღიმილიც არ დაიშურა
-ღმერთო ჩემო ... რა მანერებია , საოცრებაა . გემრიელად მიირთვით, უნდა წავიდე , მაგრამ ნინია დამიკავშირდება და შევთანხმდებით აუცილებლად
-ნახვამდის ... გმადლობთ ასეთი კარგი რომ ხართ
-ეჭვი მაქვს დღეს თითებს დავკარგავ , თქვენს ღიმილს ვერ ამოვიგდებ თვალიდან- სიცილით მიუგო და უკანსვლით წავიდა. ნოა კი მაგიდასთან დაბრუნდა და ნინიას წარბშეკრულმა გახედა
-რას ნიშნავდა ეს ყველაფერი?
-რამდენიმე ვარიანტის შემოთავაზება შემიძლია , ვფიქრობ ერთ -ერთი შეფ-მზარეულობა იქნება. სალომე საუცხოოა , შენ ნიჭი გაქვს და თუ მოგწონს აქაურობა
-შენ რა მთელი შენი სანაცნობოს გამოყენებას აპირებ რომ მუშაობა დავიწყო?
-მე ძალიან ბევრს ვიცნობ, ვისაც ვიცნობ ორჯერ მეტი ვალშია ჩემთან ასე რომ მეეჭვება ყველასთან დაკავშირება დამჭირდეს. შენ უბრალოდ დაფიქრდი და მითხარი სად გინდა რომ იმუშაო
-კარგიი მინდა მოსამართლე გავხდე, შეძლებ? - წელში გამართული იჯდა , ხელები მაგიდაზე ეწყო და თვალს არ აშორებდა ნინიას -მიპასუხე , შეძლებ ჩემთვის ამის გაკეთებას? მე უბრალოდ შეფის ასისტენტობა არ მინდა. არ მომწონს დამალული ადგილები
-თავხედობ ,თან სრულიად დაუმსახურებლად
-შემშლი, შენ მე შემშლი- ღრმად ჩაისუნთქა და თვალები წამით დახუჭა- საერთოდ არ გაინტერესებ დავიჯერო? რაღაც გეგმები გაქვს გაწერილი რა უნდა გააკეთო ჩემთვის ისე თითქოს ვიღაცის დაქირავებული ხელქვეითი იყო და მისია გქონდეს . ისე მექცევი როგორც რაღაც ფიტულს , საერთოდ რაიმე ემოციას ვიწვევ შენში?
-არ მესმის რა გაინტერესებს ნოა
-მე ძალიან ბევრი უპასუხო კითხვა მაქვს , რომელიც მაგიჟებს
-როგორც სჩანს პასუხის გაცემა არ შემიძლია თორემ აქამდე დავაკმაყოფილებდი შენს ინტერესს
-შენს გარდა არავის შეუძლია , მაგრამ კარგი დაველოდები დღეს როდესაც მოისურვებ პასუხის გაცემას
-თავადაც არ იცი რა გინდა ჩემგან...მიმოიხედე ირგვლივ რამდენი ახალგაზრდა ქალია, განიტვირთე, მოდუნდი და შემდეგ გადაწყვიტე რით გინდა რომ დაკავდე ამ ეტაპზე სანამ მოსამართლე გახდები- გაიცინა და ვახშმობა განაგრძო
-ესღა მაკლდა...მხოლოდ ჩემს სექსუალურ ცხოვრებაში არ ჩარეულხარ და უკვე ამ ამბავზეც გადავედით? ჩემი გამოჯანმრთელებისთვისაა ესეც საჭირო?
-რატომაც არა, რელაქსაციის, განტვირთვის, მოდუნების, უარყოფითი აზრების გაფანტვისა და სიამოვნების მიღების საშვალებაა შეუცვლელი და განუმეორებელი მათ შორის რაც კი რამ აღმოუჩენია კაცობრიობას- ღვინო დააგემოვნა და მზერა დარბაზს მოავლო-ისე ნუ მიყურებ თითქოს ჩემი მოკვლა გინდოდეს
-მინდა კიდეც, თანაც ძალიან მინდა
-აი ხომ ხედავ რამდენი უარყოფითი ენერგია დაგიგროვდა რომელსაც გაფანტვა სჭირდება
-მართალი ხარ- უცებ უთხრა და მისი ღვინის ჭიქა აიღო
-არ დალიო...არ გაბედო . ეს რომ დალიო აქვე დაიწყება რეაქცია- ერთადერთი რამაც ააღელვა სწორედ ეს იყო. ჭიქა ხელიდან გამოსტაცა და მაგიდაზე დააბრუნა- დაგავიწყდა რომ არ შეიძლება? არავითარი ალკოჰოლი!
-ფხიზელმა გინდა დავკერო ვიღაც უცნობი ქალი და სადღაც ჯანდაბაში გავ>იმო ?
-მე მინდა? მე როცა მინდა თავად ვჟ>მაობ ... რა უბედურებაა , მე უბრალოდ რჩევა მოგეცი და როგორც გინდა ისე მოიქეცი
-შენ როგორც ყოველთვის სწორ , დროულ და გამართლებულ რჩევებს მაძლევ ასე რომ დაგიჯერებ ... იმედია წინა ცხოვრებაში გამომდიოდა ეს ამბავი და ხელმოცარული იდიოტი არ ვიყავი. იმედია არ გეწყინება თუ დაგტოვებ - გაგიჟებული იყო, შიგნიდან წვავდა ამ ქალის ურეაქციობა მისი დამოკიდებულება და ყველაფერი საერთოდ . უნდოდა ერთხელ მაინც აეღელვებინა, მაგრამ ისევ ისე ურეაქციოდ იყო. როგორ ელოდა ეჭვიანობის ნაპერწკალს მაინც, სრულ ტყუილად დატოვა და თავადაც ვერ გაიგო საით უნდა წასულიყო. განტვირთვა ნამდვილად სჭირდებოდა, მაგრამ არ უნდოდა ვიღაც უცხო ქალთან ჟინის დაკმაყოფილება. გულიც კი ერეოდა წარმოდგენისას როგორ ბრუნდებოდა შემდეგ ნინიასთან, ქალთან რომელიც ყველა უჯრედით იზიდავდა. არა , არა არ შეეძლო უბრალოდ სურვილს აჰყოლოდა და ცხოველივით მოქცეულიყო.
შორიდან უყურებდა ნინიას, როგორ შეუკვეთა დესერტი განაგრძო მარტომ ვახშმობა და სრულიად მშვიდი გამომეტყველებით სივრცეში მოქცეული არავის და არაფერს აქცევდა ირგვლივ ყურადღებას. ისეთ ადგილას იდგა ,ნინია ვერ დაინახავდა თავად კი ყველაფერს აკვირდებოდა. მუსიკის ხმა ისმოდა, ახალგაზრდები ერთობოდნენ, განათება იცვლებოდა და ხმაურიც იზრდებოდა . მართალია კლასიკურ ჩარჩოებს ინარჩუნებდნენ ,მაგრამ სასიამოვნოდ გართობაც შესაძლებელი იყო. ნინია ღვინოს აგემოვნებდა და მელოდიას აყოლებდა მხრებს . ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდით იმდენად უცხოდ გამოიყურებოდა.
-ცოლს უთვალთვალებთ ?- უცნობი ქალის ხმა რომ გაიგო საერთოდ არ ესიამოვნა, ნინიას მზერა მოაშორა და გვერდით მჯდომ შავთმიან ლამაზმანზე გადაიტანა ყურადღება. იმდენად ეშხიანი და მიმზიდველი იყო ეს უკანასკნელი,რომ მშვიდად ვერ მოიშორებდით
-ცოლი არ მყავს , თქვენ კი აშკარად მარტოობამ შეგაწუხათ ... სასიამოვნოა ადგილია,მაგრამ კომპანიონი საჭიროა რომ დატკბე არა?
-იქნებით ჩემი კომპანიონი ? - ხელი გაუწოდა და დაელოდა- ვიცეკვოთ ...
-ვიცეკვოთ...რატომაც არა- უარი უნდა ეთქვა? გაბრაზებული იყო, აფორიაქებული, მარტოხელა და საერთოდ რატომ უნდა ექცია ზურგი ასეთი ლამაზი და სასურველი ქალისთვის.
სულ რამდენიმე წუთით გადაიტანა ყურადღება , შემდეგ კი იმის ნაცვლად რომ ნინიას ეჭვიანობა გამოეწვია თავად გახდა მსხვერპლი. ქალი რომ დატრიალდა მზერა მაგიდსიკენ გადაიტანა და ნინიასთან მჯდომი უცნობი დაინახა. იმ წამიდან საერთოდ დაკარგა აზროვნების უნარი , უნდოდა მისულიყო , მაგრამ თავი შეიკავა. ქალს აღარც უსმენდა, ცეკვაც კი შეწყვიტა. ის იყო მოთმინება ამოეწურა ნინია რომ წამოდგა, თავისი მშვიდი ღიმილით დაემშვიდობა კაცს, რაც აშკარად აუწყებდა იმას რომ რაღაც საშინელება უთხრა და გაოგნებული დატოვა. ისევ ისე მშვიდად მიაბიჯებდა გასასვლელისაკენ, მენეჯერს თბილად გაუღიმა, დაემშვიდობა და წავიდა.
-მგონი საკმარისი დრო გავატარეთ აქ ... ხომ არ წავიდეთ
-აუცილებლად უნდა წახვიდე სახლში და გამოიძინო. სასიამოვნო პარტნიორი ხარ ცეკვისას - ისე დატოვა ქალი არც კი უფიქრია მასთან წასვლა. ნინიას აედევნა, ხედავდა მანქანისკენ მიმავალს შეეძლო მასთან ერთად უკან დაბრუნება, მაგრამ არ გაჰყვა. რამდენიმე საათი მარტო დახეტიალებდა ქუჩებში რომელთანაც მოგონებები არ აკავშირებდა და ფიქრობდა ყველაფერზე რაც კი გონებაში ჰქონდა, იქ კი ნინიას გარდა არაფერი ჩანდა .

სახლში გვიან დაბრუნდა. ნინიას მშვიდად ეძინა და საერთოდ არ ადარდებდა ნოას ადგილსამყოფელი , არც მისი პარტნიორი და არც ის თუ რას აკეთებდა. იმ ღამით ციოდა, წვიმდა და სახლშიც შეიჭრა გრილი სიო. ფანჯარა იმდენად სწრაფად დაიხურა ,რომ ხმაური გამოიწვია და ნინიამ რომ გაიღვიძა ნოა სწორედ ფანჯრის გვერდით დაინახა
-წვიმს უბრალოდ... დაიძინე
-შენც დაიძინე და მორჩი უაზროდ ხეტიალს ,ისევ რამე ხიფათს არ გადაეყარო მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი გამოწვევა გადაწყვიტე- ისევ ბალიშებს შორის დაეშვა. გვერდი იცვალა, საბანი გაისწორა და თვალები დახუჭა- ძილინებისა ,ნოა
-შენ რა იცი მე სად დავდიოდი... ნინია
-მძინავს - ხელი აიქნია და საბანი თავზე დაიხურა
-უკვე აღარ გძინავს
-ღმერთო სასჯელად გამომიგზავნე ეს კაცი და ჩემი ხელებით გამაცოცხლებინე ხო? - ისევ წამოჯდა და წარბები მაღლა აზიდა- რა გინდა? რატო მიწვევ? უკვე მეორედ მაღვიძებ რაც არასდროს არავის გაუკეთებია ჩემი საძინებელში ყოფნის დროს იცი? დედაჩემიც კი არ მაღვიძებდა არასდროს !
-თემას ნუ ცვლი
-ახლა აპირებ საუბარს? რომელი საათია საერთოდ
-სამი ან ოთხი ... საუბარს არ ვაპირებ . რჩევას მივყვები ისევ , მე ხომ სრულიად შენ გემორჩილები
-და ვის რაში სჭირდება შენი მორჩილება ...ან საერთოდ მორჩილი რა ჯანდაბად მინდა - საწოლის შუაში იჯდა , ხელები გაშლილი ჰქონდა და საბანზე ეწყო. ნოა დაჯდა, ფეხსაცმელი მოიშორა შემდეგ პერანგის მკლავები გადაკეცა და ნინიას გვერდით დაწვა- რას აკეთებ , რა გგონია- ზემოდან დახედა საწოლზე გართხმულს და მის სახეს მიუახლოვდა
-მოდუნებას, დამშვიდებას და განტვირთვას იქნებ რამე გამახსენდეს
-იცი რაშია საქმე ? მე სხვასთან ერთად ძილი არ შემიძლია და არ ვაპირებ შენ გაგიყო საწოლი, შენს სიმშვიდეს საკუთარი უძილობა შევწირო ასე რომ სანამ დაგგუდე აქედან წადი
-სცადე, იქნებ შენც მშვიდად იძინებ
-რამდენჯერაც ვცადე არ გამომივიდა
-ს.ქსის შემდეგ მიდიხარ ?
-და ახლა ვგავარ ძალაგამოცლილსა და გონებაარეულს?
-გთხოვ , კიდევ ერთხელ დაუშვა გამონაკლისი და დაიძინო ჩემს გვერდით
-ეს არ არის სწორი ქცევა და შენ მშვენივრად იცი
-ჭედავ იმის გამო რაც არ არის ამხელა ყურადღების ღირსი
-ადამიანის გვერდით ძილი ყურადღების ღირსი არ არის? ჩემთვის ზედმეტად ინტიმურიც კი არის სხვისთვის საწოლის გაყოფა და ძილი !
-მაიძულებ ძალა გამოვიყენო - ხელი მოხვია და დაწოლა აიძულა, მჭიდროდ შემოხვია მკლავები და სხეულზე აეკრო- მშვიდი ძილი ნინია, მე ვფიქრობ წამალივით იმოქმედებ ჩემზე - ყბაზე აკოცა და თვალები დახუჭა
-ხელი გამიშვი ! - ქმედებას არც დალოდებია ისე გაითავისუფლა თავი საწოლიდან წამოდგა, შუქი აანთო და ნოას სრულიად შეშლილი სახით გადაეღობა წინ . ასეთი არასდროს ჰყავდა ნანახი, აშკარად ნაპერწკლებს ისროდა თვალებიდან და მალე აფეთქდებოდა- ახლა ადგები, ამ ყველაფერს გაიტან ჩემი საძინებლიდან და დაუბრუნდები შენს ოთახს თუ არ გინდა რომ ყველაფერი წამში დავივიწყო . მე თინეიჯერი გოგო არავარ რომელსაც ასე საყვარელი თოჯინასავით ათამაშებ ... რომ ვამბობ არ მომწონს, არ მინდა, არ მსიამოვნებს და არ იქნება ეს ნიშNავს რომ არ გამოვა !
-ნინია შენ არასწორად გესმის
-ეს შენ გრძნობ არასწორად და ვერ ხვდები მე რა შემიძლია დავინახო. კარგად ვიცი შენს ტვინში რა ამბებიც ტრიალებს ახლა და არც კი გაბედო ფიქრიც კი ! მაქსიმუმ ერთ კვირაში აქედან გადახვალ , უკვე კარგად ხარ ჩემი მისია შესრულებულია შენ შეგიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება . კონსულტაციებზე ივლი , ყველა ექიმი დაგეხმარება თუ საჭირო იქნება სხვასთან მივალთ, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ გაიხსენებ და შენი ტვინი ახლა უბრალოდ ისვენებს ყველაფრისგან.... გადატვირთვას აკეთებს რათა შემდეგ უკეთ დაგეხმაროს ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრაში
_მისია ვარ , რომელიც დასრულდა არა ? _ უცებ მიუახლოვდა და თავისკენ მიიზიდა_ მისია რომელიც შეასრულე , წარმატებით განახორციელე და მორჩა ?
_ხელი გამიშვი ნოა
_ვერ გაგიშვებ ... არ შემიძლია და იმიტომ! შენი მისია ზედმეტად მოჯაჭვული გახდა შენზე ... შენი მისია ჩავარდა იმიტომ რომ ახლა უარესად ვარ _ მასთან ძალიან ახლოს იყო, ცხვირის წვერი კანზე შეახო და ყბაზე ტუჩები მიაწება _ ჯანდაბა , მე ძალიან ცუდად ვარ იმდენად მძიმედ რომ ექიმი ვერ დამეხმარება ...ვერ შეძლებს ჩემს განკურნებას , ვერც ტკივილს გააქრობ შენი წამლებით _ არ შორდებოდა, მის სურნელს გრძნობდა , ფრთხილად ეხებოდა ტუჩებით ყელზე და შემდეგ მის თმაში ჩამალა სახე _ ასე შეიძლება მოვკვდე ნინია , შენი გაყინული გულისცემა მაგიჟებს _ თითები მკერდზე შეახო _ საერთოდ არ იცვლება ... არაფერს ამბობს
_იმიტომ რომ სათქმელი არაფერი აქვს ... ნოა , გთხოვ _ხელები აამოოძრავა, ფრთხილად შეეხო სახეზე და თავი ააწევინა _ გონს მოდი ... ამის დრო არ არის
_როდის იქნება
_არასდროს ! ჩვენთვის , ჩემთვის და შენთვის არასდროს იქნება იმიტომ რომ მე არ შემიძლია. ჩემთვის პაციენტი ხარ, ზრუნვის ობიექტი , ჩემთვის მხოლიდ შენი სიცოცხლის ხარისხია მნიშვნელოვანი და მე ვერასდროს აღგიქვამ როგორც კაცს ... შენ კი , შენ გაგივლის
_გამივლის... როგორი შეუსაბამო სიტყვაა . შენ მართლა არასდროს გყვარებია ნინია ... არ ვიცი შესაძლოა მეც არ მყვარებია , მაგრამ დარწმუნებული ვარ , რომ შენგან ვერ წავალ ... შენ სხვა ხარ . არარეალურად ჟღერს გონებაცარიელი , პიროვნება დაკარგული , ჩემნაირი კაცისგან , მაგრამ
_ნოა , გთხოვ
_ნუ მთხოვ ... სიმართლეს ვამბობ, ჯანდაბა ვერაფერს გიმალავ ხომ ხედავ . ისევ ბავშვივით ვარ , ისევ არ შემიძლია შენი მოტყუება . მინდა რომ იცოდე , რომ ჩემთვის უბრალოდ ექიმი არ ხარ, არც ვალდებულებისა და მადლიერების გამო ვამბობ ამას... ან იქნებ გგონია რომ სულ მინდა ასე შენს ხარჯზე ცხოვრება უბრალოდ პარაზიტი ვარ რომელიც
_ასე არ მგონია ... არც მიფიქრია და ღმერთო გთხოვ ნუ მექცევი ასე... არ შემიძლია შენი თვალები , ეს ყველაფერი სულს მიხუთავს _უკან დაიხია , სახეზე ხელები აიფარა. სული ეწვოდა, დანაშაულის შეგრძნება აგიჟებდა და ერეოდა ყველა სხვა გრძნობას რომელიც ჰქონდა..ვერაფერს ხედავდა და გრძნობდა დანაშაულის გარდა _მაპატიე ... მე რაღაც ვერ გავთვალე . არ ვიცი, წარმოდგენა არამაქვს რას გრძნობ ან რატომ გრძნობ ან მე რა გავაკეთე ისეთი რომ აქამდე მოვედით . ალბათ ზედმეტად ვეცადე შენ სულზე ზემოქმედებას...არ გამომივიდა ფსიქოლოგობა ,.საუბრები და შენი გამხნევება მე _ისევ არ უყურებდა , ვიწრო სივრცეში გამომწყვდეულ პატიმარს ჰგავდა . მისი გული კედლებს ეხეთქებოდა და სისხლი დიდი სიჩქარით აწვებოდა ტვინს
_გაპატიო სიყვარულისთვის? ვერ გაპატიებ ... თავიდან უნდა დაიბადო, სხვანაირი , სულ.სხვანაირი უნდა იყო არ უნდა იყო ასეთი საოცარი
_მე ჩვეულებრივი ვარ ... შენ ახლა უბრალოდ არ გესმის , დრო რომ გავა და ყველაფერი დალაგდება მიხვდები . ახლა უბრალოდ დავასრულოთ გთხოვ, თითქოს არაფერი მომხდარა , არაფერი გითქვამს და დავბრუნდეთ იქ სადაც გავჩერდით
_რეალიბაზე თვალის დახუჭვა გამოსავალი გგონიათ ექიმო?
_სხვა გზა არ არის ... დამიჯერე გთხოვ
_შენ ეს სიმშვიდეს მოგიტანს? მაშინ ისე იქნება როგორც გინდა... გათენდება და იქ დავბრუნდებით სადაც ვიყავით _ ისევ ახლოს იყო,.ისევ ისე უყურებდა და სულს უფორიაქებდა. გულისცემა აუჩქარდა კიდევ რომ შეეხო ,უკან დახევას არც ფიქრობდა , მოდუნდა იფიქრა რომ დასრულდა შემდეგ კი იყო კოცნა . ვნებიანი,მომთხოვნი კოცნა რომელმაც მთელი არსება გაუცოცხლა ,.ცეცხლი დაანთო მის შიგნით , ცეცხლი რომელიც ნოასაც წვავდა. ეს იყო ის რაც სჭირდებოდა , ენერგია რომელიც ყველაფერს შეცვლიდა
_ნოა _სუნთქვაარეული უყურებდა და მისი მზერა სრულ ქაოსს გამოხატავდა
_დილა, მზის სხივები დააბრუნებს ყველაფერს უკან ... ღამე ბნელია , სურვილებისაა _ უკან გადადგა ნაბიჯი და შემდეგ ოთახი დატოვა. ღიმილიანი სახით მიაბიჯებდა საძინებლისკენ, ნინია კი საკუთარ დანთებულ ცეცხლში იწვოდა.
.................

დილის ხუთი საათი იყო მთვარეულივით რომ დაიწყო სახლში სიარული. მთელი ღამე არ მოუხუჭავს თვალი, ამჯერად სახლში იყო ამ ცარიელ სივრცეში რომელშიც მხოლოდ ნოა სუნთქავდა მშვიდად. ნოას არ აწუხებდა საკუთარი განვლილი ცხოვრება, არაფერი ახსოვდა და უშფოთველად ეძინა. დერეფანი ჩუმად გაიარა , ერთი ბოთლი თეთრი ღვინო და ორი ჭიქა აიღო შემდეგ სახლი დატოვა . ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებდა, ჯერ კიდევ სიმშვიდე სუფევდა მეეზოვეები ჩანდნენ ყველაზე ხშირად. სასაფლაომდე მისასვლელი გზა მალევე გაიარა და შემდეგ მანქანაში დაყოვნდა. რამდენიმე წამს ჩუმად უყურებდა სივრცეს,ბოლოს კი საფლავებს შორის გაიკვლია გზა.
ორი ყველაზე საყვარელი ადამიანი ჰყავდა იქ . მათი ერთად დაკრძალვა გადაწყვიტა , არ შეეწინააღმდეგა მამის სურვილს ამიტომ იქ ისევ გვერდი-გვერდ განისვენებდნენ. ჯვარი არ აუყრიათ, ღვთის წინაშე ისევ ცოლ-ქმარი იყვნენ და მამას მუდამ ჰქონდა იმედი , რომ იქ , მაღლა საყვარელ ქალთან იქნებოდა ზედმეტი პრობლემების, საქმისა და ჯოჯოხეთური ცხოვრებისგან შორს . ნინიას არ ჰქონდა პასუხი, უბრალოდ სჯეროდა რომ სადღაც ერთად იქნებოდნენ და მათ სხეულებს შორის არსებული ბარიერიც კი გაქრებოდა სულების სამყოფელში
-მაა , დეე ... მომენატრეთ - მზე ამოდიოდა , ცოცხალ არსებებს სინათლის სხივით ათბობდა უსიცოცხლო ლოდები კი მის სითბოსაც ვერ პასუხობდნენ - ეს დრო იყო რომ მოვედი , მა ... ისევ მგონია რომ დავაგვიანე , ვერ მოგისწარი და დაგკარგე . იცი როგორ მენატრება შენი მოსმენა? მგონია რომ ხმა მავიწყდება... ჩანაწერებზე თითქოს სხვანაირია . ისე მჭირდება ჩემთან რომ იყო და გამომიყვანო ამ მდგომარეობიდან... გავები , გასაქცევ გზას ვერ ვპოულობ , ლაბირინთში დავიკარგე რომელსაც უკან დასახევი გზა აღარ აქვს- ჭიქა გაავსო და ნელა დაიწყო დალევა. იშვიათად სვამდა და ეს დღე იმ უიშვიათეს გამონაკლისებს შორის იყო . ჯოჯოხეთური დღე , როდესაც დაკარგა ყველაზე ძვირფასი.
მზე უკვე ამოსული იყო . ბოლომდე მოერია სიბნელეს, დაამარცხა მთვარე და მშვიდად მიიწევდა ზენიტისაკენ . ნინია კი ისევ იჯდა და ღვინოს აგემოვნებდა, ირგვლივ არავინ იყო მათ გარდა, სადღაც შორს რამდენიმე ადამიანს მოეყარა თავი ისინიც ალბათ საყვარელი ადამიანის მოსანახულებლად იყვნენ იქ.
-სულ გეუბნებოდი ტყუილი გამოსავალი არ არის-თქო ... ამბობდი ზოგჯერ თავდაცვის საშუალებააო . ორივე მართალი ვიყავით, თან ვცდებოდით კიდეც . არასწორი გზა ავირჩიე ... შეცდომა დავუშვი , საბედისწერო შეცდომა
თავდახრილი მიაბიჯებდა მანქანისკენ. უკან არ მიუხედავს , მხოლოდ ფეხქვეშ მიწას დაჰყურებდა და სუნთქვა ეკვროდა სიმძიმისგან რომელიც უკან ექაჩებოდა. წონასწორობა დაერღვა ნაცნობი ხმის გაგებისას , წინ მდგომ სხეულს მზერა ააყოლა და მის მშვიდ მზერას საკუთარი აფორიაქებული მზერით შეხვდა
- არ ვიცი ადრე რა იყო , მაგრამ აქ ყოფნა სულს მიხუთავს. მგონია რომ ერთ-ერთ მათგანში მეც ვიქნებოდი
-ნოა ... შენ აქ
-შენ მარტო გიყვარს ყოფნა, მე კი ვერ ვიტან მარტოს რომ გხედავ- მანძილი მინიმუმამდე შეამცირა ხელი მოხვია და გულზე მიიკრა- წარმოუდგენელი ხარ ერთდროულად მარტოსული და ასეთი ძლიერი - ტუჩების შეხებას გრძნობდა თავზე. მისი გულისცემა ესმოდა. ვერ მოძრაობდა, ნოას ხელი იჭერდა და სურვილიც არ ჰქონდა. არ უყვარდა ჩახუტება ახლა კი , გატოკებაც არ უცდია. იმ წამს იგრძნო როგორი დაღლილი იყო, შუბლით მკერდზე მიეყრდნო და ხელები ზურგზე შემოხვია კაცს. სიტყვებს არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვერც იაზრებდა მის ნათქვამს უბრალოდ გრძნობდა რომ მარტო არ იყო , მის მეორე მხარეს კი სინანული კლავდა. ნანობდა სიმართლის დამალვას, სიჩუმეს ნანობდა და მაინც ვერ შორდებოდა , ზუსტად იცოდა ,რომ ამ ყველაფერს ვერ შეინარჩუნებდა არ უნდა შეჩვეოდა, რაც შეიძლება მალე უნდა გაეშვა , მაგრამ მაინც ისევ ისე იდგა- წავიდეთ - ნიკაპზე ფრთხილად შეახო თითები და თავი ააწევინა . არაფერი უთქვამს თავის მსუბუქი დაკვრით დაეთანხმა და შემდეგ მანქანაში ჩაჯდა. სასმელი მოქმედებდა, მაგრამ თავისუფლებას მაინც ვერ გრძნობდა არ ჰქონდა მიღებული საკმარისი დოზა.
-სახლში არ მინდა ...
-მითხარი და ნებისმიერ ადგილას წაგიყვან- იმდენი სიფრთხილე ჩანდა მის ტონალობაშიც კი დანახვა არ სჭირდებოდა ისე გრძნობდა რამდენად ცდილობდა მოფრთხილებას
-არ ვიცი , უბრალოდ იქ არ მინდა
-გაიხსენე სად გიყვარდათ შენ და ერეკლეს ერთად დროის გატარება
-ყველგან მიყვარდა სადაც მამა იყო ...ადგილს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენი სახლი იყო განსაკუთრებული ადგილი . მამა და მე ყოველ კვირა საღამოს ვვახშმობდით , ვცეკვავდით . ვუამბობდი ყველაფერს და ისიც მიყვებოდა იმ ამბებს რომელთა მოყოლაც შეეძლო. ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით... უყვარდა რაღაცას რომ ვურჩევდი და მე უზომოდ ბედნიერი ვიყავი რომ მისმენდა. ერეკლე ღაჭვანი , გამჭრიახი გონების მქონე კაცი ჩემი , თინეიჯერი გოგონას აზრებს ითვალისწინებდა
-რატომ არ ცხოვრობ იმ სახლში
-ის სახლი ჩემი ძმისაა ... არა , ვტყუი ეს მხოლოდ მიზეზია ჩვენ არასდროს გვქონია ქონებრივი დავა. მე იქ ვერ მივდივარ, იმ სახლში იყო ბოლოს დედაც და მამაც . იმ სახლში დასრულდა ორივეს სიცოცხლე.
-მისამართი მითხარი
-ნოა , იყავი ბოლომდე გულმოწყალე და უბრალოდ მომისმინე - ამჯერად მისკენ გაიხედა და თვალები აატრიალა- ნასვამი ვარ ... ეს შეგრძნება მძულს
-მისამართი მითხარი!
-ეს ტონი მოიშორე თორემ -საჩვენებელი თითი დაუქნია და თვალები დააწვრილა
-ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ - თვალებში უყურებდა და იღიმოდა
-ღმერთო ამ მზერისთვის უნდა ისჯებოდე... თვალებდახუჭული და უძრავი უფრო კარგი იყავი - ჩუმად თქვა და თავი სავარძელს მიაყრდნო
ბოლოს მაინც დანებდა , წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ ბრუნდებოდა იმ სახლში ნოასთან ერთად , მაგრამ ფაქტი სახეზე იყო. წლების წინ მიტოვებულ სახლს დაუბრუნდა , ნელა მიაბიჯებდა და მტვერში არეულ სახლის სუნს ეძებდა. გული ეტკინა , მტვერი მორეოდა იქაურ სურნელს . სიცარიელე იყო ირგვლივ, აუტანელი სიჩუმე რომელსაც ერეკლე ღაჭვანის კვალიც აღარ ეტყობოდა . მხოლოდ მოგონებები იყო , ფრაგმენტები რომელთა დამახსოვრება ძნელი იყო. მაინც რატომ ვერ ვიმახსოვრებთ ყველა კადრს , რატომ არ გავს ჩვენი გონება ვიდეოს რომელსაც ჩავიწყერთ, გადავახვევთ, მრავალჯერ ვუყურებთ და გავიხსენებთ , დავინახავთ ყველა დეტალს. ჩვენ მხოლოდ მონაკვეთები გვახსოვს, ყველაზე მტკივნეული ან ყველაზე ბედნიერი. ოთახებს შორის რამდენიმე წუთს დააბიჯებდა შემდეგ კი გონს მოვიდა და ნოას მიაპყრო მზერა . კაცი ჩუმად ადევნებდა თვალს და მთელი სხეულით გრძნობდა მის მწუხარებას
-დღეს აქ მინდა დავრჩე...მადლობა რომ მომიყვანე
-გინდა რომ წავიდე ?
-რატომ ვერ მტოვებ მარტოს - მზერა გაუსწორა და კედელს ზურგით მიეყრდნო- რატომ გინდა დარჩე
-რატომ არ მიშვებ , რატომ არ მაგდებ და რატომ ზრუნავ ჩემზე
-მე შენზე ფიზიკურად ვზრუნავ
-ტყუილია და შენ ეს იცი, შენ ჩემ სულსაც უშველე ... რომ არ შევიშალე შენი დამსახურებაა
-მე შეშლის ზღვარზე არ ვარ ... შენ გაქვს ძალა მარტოც გაუმკლავდე ყველაფერს მე უბრალოდ გიმკურნალებ
-შენც გაქვს ძალა და მაინც მე არ მგონია რომ მარტო ყოფნას ვინმე იმსახურებს
-მარტო ყოფნა სიმშვიდეა, ეს სასჯელი არ არის
-დიდხანს ცდილობდი ამის დაჯერებას?
-ნოა !
-აღიარებ ოდესმე რომ მარტოობა ჯოჯოხეთია ? ეს აუტანელი სიჩუმე , სიმშვიდე და არეული ფიქრები მხოლოდ მე მაწუხებს? შენ არ ფიქრობ მარტო ყოფნისას ყველაფერ ცუდზე?
-შენ მოგეკედლო , გაყინული ჩიტივით და შემდეგ ზამთრის სიზივემ გამყინოს? არ მინდა ... ასე არ მინდა
-გეშინია ,რომ მიგატოვებენ , რომ შეცდომას დაუშებ, რომ წარსულში განცდილ ტკივილს გაიხსენებ. ამ სახლზეც კი თქვი უარი, მოგონებებით სავსე სახლზე და გადახვედი იმ სიცარიელეში სადაც ძილსაც კი გაურბოდი . მარტო ხარ იმიტომ რომ გეშინია
-და შენ სხვა არავის გავხარ ?- გაიღიმა და ოთახის ბოლოსკენ დაიძრა- შენ არავის გავხარ.. შენ ყველაზე მეტად მატკენ . დამცავ ფარს დაამსხვრევ და ერთბაშად მომაყენებ ყველა ჭრილობას რასაც მანამ ვიშორებდი - ჩუმად საუბრობდა , იმდენად ჩუმად რომ არა სიჩუმე ნოა მის ხმას ვერ გაიგებდა
-მე კი დარწმუნებული ვარ , რომ ჩვენს შორის ყველაზე მეტად მე მეტკინება- ვერ გაუძლო და მაინც მივიდა. ისევ ინსტიქტს აჰყვა, ისევ დააიგნორა ფირები , წინათგრძნობაც კი გაუმხილა . თითქოს სიმართლის ელექსრი მისცეს და ნინიას ვერაფერს უმალავდა. მკლავები მუცელზე შემოხვია, ზურგიდან აეკრო და სახე მის თმაში ჩამალა. ყელზე ტუჩებით ნელა მიიკვლევდა გზას და ჩუმად ჩურჩულებდა- არ ვიცი როგორ მოახერხებ , მაგრამ ვიცი ... ვგრძნობ რომ გამანადგურებ. მიუხედავად ამისა არ მივდივარ, ყველა მიზეზს ვიყენებ, ლამის მკურნალობაზე ვთქვა უარი რომ კიდევ დავრჩე შენთან... ვერ ვიტან ასე რომ მოგეკედლე, მაგრამ მაინც ვრჩები . თუ უნდა დავსრულდე დაე შენ იყო ის ვინც ბოლოს მომიღებს - ისევ გადაკვეთა ზღვარი , ისევ აკოცა და ამჯერად წინააღმდეგობის კვალიც არ ჩანდა. შემდეგ უსიტყვოდ გამეფთა ვნება. გაშიშვლდნენ გრძნობები და მოიცვეს მათი სხეულები. თავდავიწყებით უყვარდა ნოას ნინია , იქნებ საპასუხოდ არასდროს მიეღო სიტყვებით ახსნილი გრძნობები , მზად იყო ყველაფრისთვის . გრძნობდა, ნინიას გულისცემას , მისი სხეულის ენას კითხულობდა და სიკვდილისთვისაც მზად იყო .
კიდევ ერთი ჩანაწერი დაიტოვა იმ სახლის კედლებმა , ნინიას ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღამე დაიმახსოვდა და მოგონებათა ნუსხაში გადაიტანა. ემოციებისგან გადაღლილს ნოას შიშველ მკერდზე მისვენებულს ეძინა უეცრად რომ გამოფხიზლდა და ძველ საძინებელს მზერა მოავლო, საოცარი სიმშვიდე იგრძნო . ნოას სურნელს არეული ოთახის სუნი , საყვარელი გარემო და ჩანაწერებით სავსე დღიურები თაროებზე წიგნებივით რომ იყო ჩამწკრივებული. ბავშვობის მოგონებები, შემოქმედება რომელიც თითქმის დაივიწყა. ყველაფერი იმ სახლში დაწერა, არასდროს სხვაგან არ უცდია წერა და იქედან წასვლის შემდეგ მწერალი ნინია ღაჭვანის ეპოქაც დასრულდა. ნოას რამდენიმე წამს უყურებდა, ფრთხილად აკოცა ლოყაზე და საწოლიდან წამოდგა. ერთ-ერთი ფერადი ბლოკნოტი აიღო და ფანჯარასთან მდგომ სავარძელში კომფორტულად მოკალათდდა. წერა დიდი ხნის წინ დაავიწყდა, ემოციები რომელსაც ამ დროს განიცდიდა ისევ მასში იყო , ესეც მოგონებებად დარჩენილი და თავიდან ბრუნდებოდა კითხვის დროს.
-რას კითხულობ?- ნახევრად მძინარე საწოლიდან უყურებდა და თვალებდაწვრილებული ცდილობდა გამოსახულების გარჩევას. საწოლში დაჯდა, სახეზე ხელები ჩამოისვა და ნინიასკენ დაიძრა
-ძველი ჩანაწერებია... ადრე ჯერ - ქვემოდან უყურებდა და უღიმოდა . შემდეგ ჰაერში აღმოჩნდა წიგნით ხელში-ნოაა
-ახლოს მინდა მყავდე... ძლივს შენს გვერდით ძილის ბედნიერება მაქვს -სისხლისფერი ტუჩები დაუკოცნა და მკლავები შემოხვია-ვგიჟდები შენზე - ცხვირის წვერი კანზე გაუსვა და თვალები დახუჭა-წამიკითხავ ?
-ახლა ამის დრო არ არის... არასწორი რომანი ავიღე
-არ აქვს მნიშვნელობა შინაარსს,მინდა მოგისმინო როგორ კითხულობ შაკუთარ ნაწერს-თავი მხარზე დაადო და რამდენჯერმე იქვე აკოცა
„ ქალი ნელა მიაბიჯებდა , უნდოდა შეეჩერებინა . მთელი არსებით უნდოდა მისი ხელის ერთი შეხება, სულ ერთი ნაბიჯი, ერთი სიტყვა , ერთი თხოვნა დარჩენისთვის , მაგრამ არაფერი ისმოდა. მიდიოდა , მანძილს ზრდიდა და ზურგს უკან სიცარიელიდან ქმნილ უფსკრულს გრძნობდა . უკან დაბრუნებას ვეღარ შეძებდა , ის უკვე გაუშვეს . მათ შორის უკვე უზარმაზარი უფსკრული იყო . ქალის სხეული აღარ ჩანდა, კაცს უნდოდა მისი დაბრუნება , დაივიწყა სიამაყე , გააქრო ტკივილი და დანაშაულიც . უნდოდა , მაგრამ ქალის დაბრუნება აღარ შეეძლო . გვიანი იყო , ქალი გზაზე თავაწეული მიაბიჯებდა ის კი თანდათან ქრებოდა „
სუნთქვა შეეკრა, კითვხის დროს განცდილი ემოციები იმდენად ძლიერი იყო მზერაც კი დაებინდა. ფანტაზიის ნაყოფს ისე კითხულობდა როგორც რეალურად მომხდარ ფაქტს. იცოდა, რომ ყველაფერი მოიგონა , წერის დროს შექმნა, მაგრამ მაინც ტკიოდა . ნოაც ჩუმად იყო , ქალის სხეულზე შემოხვეული გაუნძრევლად იწვა და მის გულისცემას უსმენდა, რიტმულად მფეთქავ გულს ესაუბრებოდა.
-რატომ გაქვს მხოლოდ ერთი წიგნი...რატომ მაინცადამაინც ის და არა სხვა
-ის წიგნი მამას უყვარდა, რომ წაიკითხა მითხრა ყველამ უნდა გაიგოს ამ რომანის შესახებო ... დედას საერთოდ არ მოსწონდა ჩემი წერის სტილი . როგორც ექიმი მოვწონდი და არა როგორც მწერალი
- წერა უნდა გააგრძელო და კიდევ ბევრი რომანი გააცნო მკითხველს
-წერას განწყობა სჭირდება ...ემოციები და გრძნობები , რომელიც აღარ მაქვს . ყველა მათშია- ხელით ანიშნა თაროზე ლამაზად დალაგებულ ფერად დღიურებზე
-ამოუცნობი ქალი ხარ - მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩები დაუკოცნა- ფერადი ქალი , ჩემი ჭრელი ბედნიერება ხარ
-არ გინდა , გთხოვ ... არ გინდა ამდენი სიტყვები...გრძნობები. შენ მე არ მიცნობ ნოა , რადგან ამ ვითარებაში ანგელოზს ვგავარ ფრთების გამოცენას არ უნდა ელოდე - თვალები აემღვრა , მის ტუჩებს ისევ შეეხო და სხეულზე მიეკრო
-საქმე შენშია და არა შენს გაკეთებულ საქმეში , არა ქმედებებში არამედ იმაში რასაც ვხედავ - თვალები დაუკოცნა , შემდეგ მთელი სახე და კიდევ ერთხელ დაეუფლა მის სხეულს, თითქოს მთელ მის არსებას ეხებოდა, უნდოდა გაეშიშვლებინა მისი სული , მაგრამ ნინია მაინც მალავდა რაღაცას და ნოაც ვერ აიძულებდა საუბარს. ზუსტად იცოდა ,რომ ნინია თუ დუმილს დაარღვევდა ყველაფერი აირეოდა .
...........
ღაჭვანს სინდისი აწუხებდა, დამალული სიმართლე და აფორიაქებული სული არ აძლევდა მოსვენებას . ნოა კი მშვიდად განაგრძობდა ყოველი დღით ტკბობას, უხაროდა ნინიასთან ერთად დაწყებული დღე უცნაურად მშვიდად გრძნობდა თავს , მაგრამ ზუსტად იცოდა რომ წინ დიდი შტორმი ელოდა . მხოლიდ ნინიას ენდობოდა, დარწმუნებული იყო რომ საფრთხე სულ სხვა მხრიდან მოვიდოდა . საფრთხე წარსულს მოჰყვებოდა , ღაჭვანი კი მომავალი იყო , ნათელი ბედნიერი მომავალი .
გზაში იყვნენ, ლოპოტას უახლოვდებოდნენ . ორი დღის იქ გატარებას გეგმავდნენ ნინიას მოსწონდა იქაურობა და სახლისგან შორს ყოფნის კიდევ ერთი შანსი გამოიყენა. მანქანაში ჩუმად იჯდა, გზას უყურებდა ნოა კი ისევ ისე ჩქარა მართავდა , მაგრამ რეაქცია აღარ ჰქონდა. მუსიკა არღვევდა მანქანის სალონში გამეფებულ სიჩუმეს , მომღერალი ქალის ხმა რომელიც სასიამოვნოდ ჩაესმოდა ორივეს.
ბარგი ბევრი არ ჰქონდათ. კოტეჯში რომ შევიდნენ იქვე დატოვეს და სასეირნოდ გავიდნენ . ნოა საეჭვოდ დუმდა, ამდენ ხანს ვერასდროს ითმენდა ხოლმე ახლა კი ისე უყურებდა გარემოს თითქოს რაღაც მშობლიურს ხედავდა
_რა გადაწყვიტე ... სად გინდა მუშაობა ნოა
_რა მკითხე? _ ტბას უყურებდა და გზას ისე აგრძელებდა
_სად გინდა მუშაობა დაიწყო
_უბრალოდ გადავალ ... სამუშაოს თავად ვიპოვნი . რომ გადავალ იმ დღიდან შენზე დამოკიდებული აღარ ვიქნები _ნინიასთვის არ შეუხედავს ისე თქვა და შემდეგ უცნაურმა სევდამ მოიცვა . გულის არეში ტკივილი იგრძნო, რაღაც აწუხებდა , ტკიოდა და ვერ ისვენებდა
_ცუდად ხარ ?_ ნინია მაშინვე მიხვდა და წინ გადაეღობა _ რა გტკივა... თავი ? გული ... ნოა
_არ ვიცი ...ყველაფერი _ სუნთქვა უჭირდა მკერდზე ხელი მიიჭორა და სივრცეს ისევ უიმედოდ მოავლო მზერა _ აქ ... რაღაც არ მომწონს. ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ არ მომწონს
_წავიდეთ? თუ არ მოგწონს წავიდეთ . უბრალოდ ჯერ დამშვიდდი და მითხარი ზუსტად რა გაწუხებს
_არ ვიცი... არაფერი , ვერ ვხსნი რა არის _ თვალები დახუჭა და წელში მოიხარა _ აქ რაღაც მოხდა ... რაღაც წარსულში
_მოდი ოთახში შევიდეთ... დავისვენოთ და შემდეგ იქნებ გაიაროს
_ არა ... არ მინდა. იქეთ წავიდეთ . იქეთ შენ თუ გინდა დარჩი _ ისე გაიქცა ნინიასკენ არც მიუხედავს. თავადაც არ იცოდა სად მიდიოდა, ან რატომ გარბოდა .... კადრებს ხედავდა, სუნთქვა უჭირდა და წარსულსა და აწმყოში გაჭედილი ვერ ხვდებოდა რა იყო რეალური ხედავდა საკუთარ თავს როგორ ესროდა ვიღაც კაცს , რომელიც სისხლში ამოსვრილი დაეცა და შემდეგ ტკივილი იგრძნო ზურგში , ზუსტად იმ ადგილას სადაც ძველი იარა ჰქონდა. იქვე ხედავდა პატარა გოგონას, წყლიანი თვალებითა და შეშინებული სახით მისკენ გარბოდა და შემდეგ გამოფხიზლებას სთხოვდა. გოგონას პასუხი ვერ გასცა, ყველაფერი გაშავდა ირგვლივ და კადრებიც გაქრნენ. გარბოდა , ძალა აღარ ჰქონდა ყველაფერი ტკიოდა და სული ყველაზე მეტად. თავში სიმძიმის შეგრძნებამ მიწაზე დასცა. მუხლებზე იდგა, წელში მოხრილი ხელევს თავზე იჭერდა და გონს მოსვლას ცდილოვდა
_ნოა ... ნოა შემომხედე . მიყურე , მე მიყურე აქ ვარ არ ვიცი რას ხედავ , რა ხდება მანდ , მაგრამ მორჩა შენ აქ ხარ, ჩემთან და ის ყველაფერი წარსულია _ თითებზე მოუჭირა თავი ააწევინა და მისი ჩაწითლებული თვალების დანახვისას სუნთქვა გაუძნელდა. ბოლოს უბრალოდ მოეხვია, მკერდზე მიიკრა , მიწაზე დაეშვა და დიდხანს , ძალიან დიდხანს ისხდნენ ასე ერთად ღია ცის ქვეშ , ტბასთან ახლოს , ყველასგან და ყველაფრისგან შორს , ცივ ღამეში მხოლოდ ნოა და ნინია .
_ვიღაცას ვესროლე... გარბოდა და ვესროლე. მოვკალი? მკვლელი ვარ? იქნებ მკვლელი ვარ და არ უნდა გადაგერჩინე ... იქნებ ცივსისხლიანი მკვლელი ვარ _ თავი ისევ ნინიას მხარზე ედო, შუბლით ეყრდნობოდა და ჩავარდნილი ხმით ძლივს ამბობდა სათქმელს
_ შენ მკვლელი არ ხარ .. არ ვიცი რა დაინახე , მაგრამ ვიცი რომ მკვლელი არ ხარ ! შესაძლოა ილუზიაა და სულაც არ იყო ნამდვილი ამბავი
_იყო ... ვიცი, ვგრძნობ ამ ადგილთან რაღაც დიდი ამბავი მაკავშორებს ამას მთელი არსებით ვგრძნობ
_წავიდეთ ... სიარული თუ შეგიძლია უბრალოდ მანქანამდე მივიდეთ
_არა ! აქ მინდა დარჩენა ... ესაა ერთადერთი ადგილი რამაც ჩემს ლაჩარ გონებას გამოფხიზლება აიძულა. პირველი დარტყმა მიაყენა ... აქედან ასე უბრალოდ არ გავიქცევი დაველოდები შემდეგ მოგონებას _ ნინიას ოდნავ მოშორდა, სახეზე ხელები ჩამოისვა და შემდეგ ქალს შეეხო _ მითხარი რომ არასდროს ინანებ ჩემს გადარჩენას
_ნოა მე არასდროს ვინანებ იმას რაც გავაკეთე და კიდეც მილიონჯერ რომ დავბრუნდეთ უკან ისევ იგივეს გავიმეორებ . შენს გულს გაჩერების უფლებას არასდროს მივცემ _ ხელისგულზე აკოცა , თავადაც არ იცოდა რატომ . უნდა მოეშორებინა მისი ხელები მან კი პირიქით ახლოს დაიტოვა _ მე ვიცი რომ ეს ხელები უდანაშაულოს სისხლით არ შეიღებებოდა . მჯერა და შენც დაიჯერე _ ამჯერად მაჯაზე აკოცა და წამით თვალები დახუჭა. შემდეგ ისევ შეეხო მამაკაცის ტუჩები მის ტუჩებს. ათრთოლებული, სიცივისგან გაყინული ტუჩები ისე ეხებოდნენ თითქოს მათში იყო სიცოცხლის ძალა .
...........
წამალმა ვერ იმოქმედა , ალბათ არ არსებობს არაავითარი ხელოვნურად შექმნილი ძალა რომელიც მოერევა მოგონებებს, რომლებმაც ყველა ზღვარი გადალახეს და მთელი ძალით მიიწევდნენ საკუთარი ადგილის დასაბრუნებლად. სიზმარშიც საკუთარ თავს ხედავდა, ჯანმრთელს , ძლიერს და საღ_სალამათს, მშვიდი იყო სანამ კაცი არ შენიშნა შემდეგ კადრები ისევ განმეორდა გარბოდა იარაღით ხელში, ისროდა და ბოლოს თავადაც დაიჭრა. გრძნობდა დაცემისას განცდილ ტკივილს, მიწის სუნს რომელსაც სახით ეკვროდა და შემდეგ სითბოს , პატარა გოგონას თითებით მოტანილ სითბოს სიბნელეშოც რომ გაჰყვა და ნათელი წერტილი დაუტოვა.
ნინიას არ ეძინა, მის თავთან იჯდა და დარაჯად ქცეული ელოდა წამს რომელიც გამთენიისას დადგა. დაირღვა ნოას მშვიდი ძილი , დაიწყო შფოთვა რომელიც ყვირილში გადაიზარდა ბოლოს სრულიად ჩაიკარგა წარსულის აჩრდილად მოვლენილ სიზმარში . გიჟივით იყო თვალები რომ გაახილა, კანკალებდა, ტკივილისგან კრუნჩხვები დაეწყო ,ცივმა ოფლმა დაუსველა მთელი სხეული და მისმა ხმამაც ვერ გადააჭარბა გონებაში დატრიალებულ ფიქრთა ღრიალს
_უნდა გავიხსენო ... უნდა გავიხსენო ყველაფერი . ყველაფერი გესმის? ეს საკმარისი არაა ... არ მყოფნის . არაფერია , ეს არაფეროა ერთი მომენტია ერთი დამპალი მომენტი სისხლის სუნით. რამე გააკეთე , რამე გააკეთე რომ გამახსენდეს აიძულე ჩემს ტვინს რომ გაიხსენოს. ისევ ამხადე თავის ქალა, ისევ ჩაძვერი ჩემს ტვინში შენი თითებით ოღონდ გააკეთე რამე გესმის? ასე არ შემიძლია... ასე ვერ გავძლებ _მრებში წვდა და თითებს უჭერდა , სასოწარკვეთილი იყო და თავს ვერ აკონტროლებდა, ვერ იაზრებდა როგორ ტკენდა ქალს
_გაივლის ... ყველაფერი კარგად იქნება . გპირდები ...მე ყველაფერს გავაკეთებ. სულ ცოტა დრო მომეცი , სულ ცოტა ნოა _ ტკივილს ყურადღებას არ აქცევდა, ხელები სახეზე შეახო და თავად მიეკრო სხეულზე _ჩემი ხომ გჯერა... მე ყველაფერს გავაკეთებ _ თავზე გადაუსვა თითები და წვერიან ლოყაზე შეეხო ტუჩებით _მითხარი რომ გჯერა ...
_ ნინია ... მე მხოლოდ შენ მყავხარ _ ისე მოხვია მკლავები რომ მთლიანად დაფარა ქალის სხეული. ისე ეკვროდა თითქოს მისი ნაწილი გახდებოდა მალე _მარტო შენ ... შენ ყველაფერი ხარ
ისევ იმოქმედა წამალმა , ნინია კი მაინც არ შორდებოდა. არ უნდოდა მისგან შორს ყოფნა , იცოდა მალე სამუდამოდ დაშორდებოდა და ეგოისტურად იყენებდა თითოეულ წამს რომელიც ჰქონდა .
..............
ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამოფხიზლებული, ძილს თავს ვერ აღწევდა ძლიერი დამამშვიდებლები მოქმედებას არ წყვეტდდნენ . შორიდან ჩაესმოდა ნაცნობი ხმა და ყველაფერს აღიქვამდა
_ჯერ ვერ დავბრუნდები ... ამისთვის დამირეკე ? არ შემიძლია ... დიახ თუ საჭირო გახდება სამსახურიდანაც წავალ , ახ თუმცა შენ ხომ ვერ გამაგდებ . არ მაინტერესებს ორმაგად იმორიგეონ და ხელფასი მოუმატე ... ჩემ ბიუჯეტზე ნუ დარდობ არ გავკოტრდები და რომც გავკოტრდე შენ არაფერი მოგაკლდება . ტყუილად მელაპარაკები საერთოდ არ მაქვს შენი დრო ... ნუ ღრიალებ ! _ უცებ აუწია ხმას და შემდეგ გაჩუმდა , აშკარა იყო რაღაც ისეთი უთხრეს რომ წამით ვერაფერი თქვა _ხო , ყველაფრად მიღირს მათ შორის სამსახურის დათმობაც შედის თუ საჭირო გახდება _ ჩუმად თქვა და ისე გათიშა კაცის სიტყვებს აღარ დალოდებია. მთელი ღამის უძილარს თვალებიც კი სტკიოდა, ყავის ფინჯნით ხელში ელოდა ნოას გამოღვიძებას. ოთახში შეიხედა და ფრთხილად დაიძრა მისკენ, ბოლო რამდენიმე თვემ სრული გარდატეხა მოახდინა ნინიას ცხოვრებაში. თითქოს ვერაფერს გრძნობდა , მაგრამ ამ კაცის გამო ყველაფერზე უარი თქვა, ისეთი გამონაკლისები დაუშვა არასდროს არავის გამო რომ არ ჩაიდენდა . უყვარდა? არა მისთვის სიყვარული სხვა გრძნობა იყო თანაც ამ მდგომარეობაში თავს ოცნების უფლებას ვერ მისცემდა , რეალისტი იყო ნინია და ზუსტად აფასებდა შანსებს რომელიც თითქმის არ ჰქონდა. ნოას გვერდით დაწვა, უყურებდა და ფრთხილად ეხებოდა სახეზე თითებით . წამით მისმა დასახიჩრებულმა სახემ გაურბინა თვალწინ, პირველი ნახვისას ისეთი ნაცემი იყო , ნაწამებს სახის ძვლებიც კი ჩამტვრეული ჰქონდა.ახლა კი მშვიდს უყურებდა, მოდუნებულს , მაგრამ მაინც მისი სული ვერ ისვენებდა და კარგად იცოდა ნინიან რა დიდი იყო მისი წვლილი ნოას ამ მდგომარეობამდე მიყვანაში.
_ნინია _ თვალები გაახილა და ქალი თავისკენ მიიზიდა . ჯერ კიდევ მოდუნებული იყო
_გამარჯობა ნოა ...
_რომელი საათია
_თითქმის ორი საათია... დიდხანს გეძინა _ კაცს თავი მის ყელთან ედო და მშვიდად სუნთქავდა მის სურნელს
_გვიანია
_სულაც არა ... რამე ჭამე და წავიდეთ ხო?
_შენ წახვალ ... მე დავრჩები
_რას ნიშნავს
_მე უნდა დავრჩე და აქაურობა შემოვიარო... უნდა გავიგო რა მოხდა სინამდვილეში_ქალის თითები ტუჩებთან მიიტანა და რამდენჯერმე აკოცა _მარტო უნდა დავრჩე , თავად მივხედავ საკუთარ თავს
_არ შემიძლია... ვერ წავალ . მარტოს ვერ დაგტოვებ .ერთი მძიმე მოგონება გჭირდება რომ რაღაც დაგიშავდეს წამალს ვერ მიიღებ მარტო ან დოზას გადააჭარბებ . თუ გინდა სასტუმროში გადავალ ... ან შენ გადადი არ ვიცი აქედან ვერ წავალ ნოა
_ხვდები როგორ ღელავ ჩემზე ?_ ღიმილით უყურებდა , სახეზე მოეფერა და შემდეგ თმაში შეუცურა თითები _ არაამქვეყნიური შეგრძნებაა მისი ხმის მოსმენა _ ყელის გავლით გულამდე მიაღწია და კარგად იგრძნო მისი ფეთქვა _ როგორი ხმაურიანია , როგორ ფრთხის შიშისაგან , შენ იაზრებ ამ შეგრძნებას ნინია ?
_ნოა შენ არ გესმის ... შეეშვი ჩემს გულს და გრძნობებს . ჩვენ შენს მდგომარეობაზე ვსაუბრობთ
_შენ ხომ გჯერა რომ გავიხსენებ, რომ ბიძგი სჭორდება ჩემს ტვინს, რომ წნეხის ქვეშ მოექცევა თუ არა მაშინვე გამახსენდება ... მეც დავიჯერე და ისიც მჯერა რომ მალე ყველაფერი დასრულდება , სრულად დავიბრუნებ საკუთარ თავს . შენ კი საქმე გელოდება, ადამიანები რომლებიც უნდა გადაარჩინო
_ნოა
_წადი ნინია , რამდენიმე დღეში დავბრუნდები მანამდე კი მშობლიურ კლინიკაში იქნები და გააკეთებ იმას რაც ყველაზე მეტად გიყვარს. დაგირეკავ და დაგელაპარაკები , გპირდები
_დარწმუნებული ხარ რომ მარტო გამკლავებას შეძლებ?
_შენ მე ასე უმოქმედოს მხდი... მომეცი მარტო მოქმედების უფლება
_მე ვერაფერს აგიკრძალავ ნოა , თავად უნდა გადაწყვიტო მე უბრალოდ არ მინდა ცუდად იყო. შენ თუ მარტო ყოფნა გირჩევნია წავალ
_შენ რა ამ წამს ცდილობ ჩემი გრძნობებით მანიპულირებას? გინდა გთხოვო დარჩენა და გითხრა რომ შენთან ყოფნას არაფერი მირჩევნია ?_ წამსვე მიუხვდა და ისევ მოეხვია _ რომ დავიბრუნებ საკუთარ თავს შემდეგ ვერავინ და ვერაფერი წამიყვანს შენგან
_ასე არ იქნება ... ნუ იტყვი იმას რაშიც დარწმუნევული არ ხარ ნოა. არავინ იცის ხვალ რა მოხდება . თბილისში რომ დაბრუნდები ვილაპარაკებთ და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება _ თავადაც მოხვია ხელები და სხეულზე მიეკრო. რამდენიმე წუთი ასე გაატარეს შემდეგ კი იქაურობა დატოვა და თბილისში დაბრუნდა.

.........
სახლში არ მისულა , კლინიკაში წავიდა და პირდაპირ რეანიმაციის განყოფილებაში გადაინაცვლა. ფორმა რომ მოირგო თითქოს საკუთარ სხეულში დაბრუნდა , იქ მისი ადგილი იყო . ადგილი სადაც მუდამ მიიღებდნენ , ყოველთვის საჭირო იქნებოდა , მართალი გზა რომელსაც მიუყვებოდა ბრძოლის მოსაგებად . თეთრი ხალათი აძლევდა სიმშვიდეს , რომელიც სხვაგან არსად იყო და არ არსებობდა საქმე რომელსაც მეტი სიამოვნებით გააკეთებდა. ერთი თვე არასდროს გაუტარებია შვებულებაში მაშინაც კი როდესაც მშობლები დაეღუპა მხოლოდ ერთი კვირა გამოიყენა და ტკივილის გასაქარვებლად საავადმყოფოს მიაშურა. ახლა კი ნოას გამო რამდენიმე თვე ყველაფერს ჩამოშორდა . იცოდა დასასრულს რომ მიუახლოვდა , მიზანს მიაღწია ნოა მალე საბოლოოს გამოჯანმრთელდებოდა , მაგრამ საკუთარ თავს როგორ განკურნავდა წარმოდგენა არ ჰქონდა. ცხოვრებაში პირველად იყო ასე მძიმედ , ეს სენი სრულიად უცხო იყო ნინია ღაჭვანისთვის . შეტოპა, თანაც ისე რომ მოსალოდნელი შედეგებიც კი დაივიწყა. არ ნანობდა, არც არასდროს ინანებდა ნოასთან გატარებულ დროს ,მაგრამ სჭირდებოდა გამოსავალი რომელიც ფეხზე მყარად დგომის საშუალებას მისცემდა .
.....
ნოა გონებაში არსებულ სიცარიელეს მარტო ებრძოდა. ყველაფერი მოიარა , ყველა ადგილი უცხო იყო მხოლოდ ის ერთი მხარე უფორიაქებდა სულს. უკვე წასვლას გეგმავდაა, თითქოს ახალს ვერაფერს იპოვნიდა იმ ადგილას , მაგრამ მაინც შინაგანი ხმა დარჩენისკენ მოუწოდებდა , იცოდა იქ იპოვნიდა პირველ გასაღებს . ორი დღე ისე გავიდა ,რომ მხოლოდ ნაწყვეტებს ხედავდა. ღამის კოშმარები, არეული გონება და ტკივილი რომელსაც ვერაფერი აყუჩებდა. აღარ შეეძლო მეტის მოთმენა. თავის ტკივილი აგიჟებდა, რამდენიმე აბი გამაყუჩებელი დალია . ყველაფერი აიღო და იქაურობას გაეცალა.
გაორებულად აღიქვამდა ყველაფერს ისევ აწმყოსა და წარსულს შორის იყო მოქცეული და გამოსავალს ვერ ხედავდაა. თბილისის ქუჩებში დააბიჯებდა , მარტოდ მარტო მიუყვებოდა ნაცნობ ადგილებს . ესმოდა ქალაქის ხმაური , მაგრამ მხოლოდ თავში არსებულ ხმაურა აღიქვამდა . მუდმივად ხედავდა კადრებს რომელთა ახსნას ვერ ახერხებდა. სიგიჟის ზღვარზე იყო და გამოსავალსაც ვერ პოულობდა. მხოლოდ ნინია ახსენდებოდა მაშველ რგოლად რომელიც მის სულს წამალივით სჭირდებოდა
_ნოა , როგორ ხარ
_ნინია _ მისი ხმის გაგონება იმდენად ესიამოვნა რომ წამით მეტყველების უნარიც კი დაკარგა . თვალები დახუჭა და მოდუნდა .ყველაფერი დალაგდა თითქოს
_ნოა ძალიან ვღელავ ... იქნებ არ ღირდა შენი მარტო დატოვება . მე , მე უნდა გელაპარაკო
_მომენატრე იცი ? საშინლად მომენატრე
_ნოა _ ისეთი ხმა ჰქონდა თითქოს მალე იტირებდა. როგორი უცნაური იყო ექიმი , არ ჰგავდა საკუთარ თავს
_ შეგიძლია მნახო?
_წამოვიდე? ნოა ცუდად ხარ...სანამ მე ჩამოვალ
_თბილისში ვარ ... მისამართს მოგწერ და მოდი , კარგი? მჭირდები ნინია
_აქ ხარ? რატომ არ მითხარო რომ წამოსვლას აპირებდი... მოვალ , რა თქმა უნდა მოვალ
_გელოდები ... გელოდები ნინია
გაჩერდა და დრომაც შეწყვიტა სვლა. სახლის წინ იდგა. ნაცნობი , მაგრამ უცნობი სახლის წინ გული რომ გრძნობდა და გონება ვერ იხსენებდა. ნაბიჯს ვერ დგამდა , არ იცოდა იქ რა დახვდებოდა , საკუთარ სახლს ვერ ცნობდა . ისე იდგა როგორც უცნობი , გზაარეული გამვლელი მისთვის უცხო ქუჩაში . ჭიშკარს მიუახლოვდა , ხელი შეხება ძლივს გაბედა, ეჭვი ეპარებოდა საკუთარ თავში , ღია იყო და უკან დახევას არ აპირებდა. . პირველი ხმა და ნაბიჯი რომელმაც გულისცემა შეუჩერა. თვალები დახუჭა , დაინახა როგორ მიაბიჯებდა იმ ეზოში, ეწეოდა , სვამდა , იცინოდა, ვიღაც უცნობ ქალს უყურებდა ბედნიერი ჩანდა , გოგონას ეთამაშებოდა . კადრები ერთმანეთს ცვლიდნენ , ირეოდნენ და ისევ ქრებოდნენ . ისე შეეკრა სუნთქვა , იმდენად გაუძნელდა ჰაერის ჩასუნთქვა როგორც წყლის ფსკერზე მყოფს შემდგ ნინიას ხმა გაიგო . მისი შეხება იგრძნო და შეწყვიტა წარსულის ნაწყვეტებთან ბრძოლა
_ნოა ... ნოა შემომხედე მე აქ ვარ _ კაცის გაფითრებული სახის დანახვისას მიხვდა რა მძიმედ იყო. წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყვნენ და არც ადარდებდა. მხოლოდ ნოას მდგომარეობას აკვირდებოდა , მის თვალებს ხედავდნენ იმედის ნაპერწკლები რომ გაუჩნდა წამსვე და გაეღიმა _ აქ ვარ ... ყველაფერი კარგადაა
_ ნინია ... ნინია _ ქალის სახე ხელებში მოიქცია , შუბლით შუბლზე მიეყრდნო და შემდეგ ტუჩებზე შეეხო . ფრთხილად კოცნიდა, უნდოდა ამ დროს მაინც გაეჩერებინა გონებაში მტრის ჯარისკაცებივით გამოჩენილი ფიქრები , რომლებიც მთელი ძალით უტევდნენ და არ ინდობდნენ
_ნოა არ გინდა გთხოვ ... მე რაღაც უნდა გითხრა . რაღაც რაც გახსენებაში დაგეხმარება
_ვიხსენებ ... თითქოს ინფორმაცია იტვირთება ჯერ მხოლოდ 15_20 % აღწევს ნელ_ნელა ივსება და სულ მალე ყველაფერი თავიდან ჩალაგდება ჩემი ტვინის რომელიღაც ნახევარსფეროში . ჩავარდა ჩემი ტვინის თავდაცვა , გავიხსენებ იმას რისი დავიწყებაც ასე ძალიან მინდოდა _ გული ისე უცემდა ენერგიის მოჭარბებას გრძნობდა . რაღაც შინაგან ძალას რომელიც ფეხზე დგომის საშუალებას აძლევდა _იცი ეს რა ადგილია? ჩემი სახლია ... ხო , ჩემი სახლია ის ხე ალბათ საუკუნოვანია _ ხელით ანიშნა და სახლს ისევ შეხედა. ნინიას სიტყვის თქმა არ დააცადა ისე დაიძრა სახლისაკენ. თითები მის თითებში ჰქონდა ახლართული და სწრაფად მიაბიჯებდა . კართან შეჩერდა და ირგვლივ მიმოიხედა , ფანჯარასთან რკინის პატარა ყუთი იდო რომლიდანაც გასაღები აიღო შემდეგ კი საკეტს მოარგო. რამდენჯერმე გგადაატრიალა, კარი გაიღო და თითოეული ბგერის აღქმა დაიწყო სიჩუმეში რომელშიც მხოლოდ გულისცემის ხმა ისმოდა, ცარიელ , მარტოსულ სახლში ნაბიჯების ხმა და მტვრის ნაწილაკები ჰაერში მზის შუქზე რომ გამოჩნდნენ. ხმამაღალი იყო სიჩუმეში გაჟღერებული ხმები , იმდენად მაღალი რომ თავში მძიმე ჩაქუჩის ჩარტყმას ჰგავდა. ხელები სახეზე და თავზე მოიჭირა , გამოფხიზლებას ცდილობდა , მაგრამ არ შეეძლო მთლიანად შთანთქა წარსულმა. სახლმა თავისი მოგონებების წიგნი აჩვენა ფირზე ჩაწერილი რომელიც ყველა ოთახში ამოგზაურებდა არადა ისევ იქ იდგა . შენდეგ ნინია დაივიწყა , ყველაფერი გააქრო და მოგონებებს უკან აედევნა. გიჟივით დააბიჯებდა ოთახიდან ოთახში, თითქოს წამზომი იყო ჩართული და უნდა მოესწრო დროის ამოწურვამდე. შემდეგ გულმა ვერ გაუძლო, სისხლის გადატუმბვა შეაჩერა, სისხლძარღვები ერთიანად შევიწროვდნენ და ტვინსაც შეუწყდა მომარაგება . კედელს მიეყრდნო, მზერა არეული ხელს თავზე იჭერდა და ცდილობდა გონება არ დაეკარგა .
_შენ ცუდად ხარ... ვერ გაუძლებ ნოა. დღეს ვერა ... წავიდეთ გთხოვ. აქედან წავიდეთ ყველაფერს დაალაგებ მეც გეტყვი _ნინიაც ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა , სიტყვებსაც კი ვერ პოულიბდა მისი ტკივილი ტკიოდა
_რა უნდა მითხრა ... აქედან ვერ წავალ. ესაა ჩემი სახლი მე აქ უნდა დავრჩე ჩემს მოგონებენთან _ ისევ ისე იდგა , შემდეგ კედელს მოშორდა და ისევ განაგრძო სვლა ამჯერად კიბეს მიუყვებოდა პირველი სართულისკენ და წონასწორობის დაცვას ცდილობდა. კარი გაიღო , მზის სხივებთან ერთად გამოჩმდა გოგონა დამფრთხალი თაფლისფერი თვალებით , ცრემლებით სავსე , გრძნობებარეული უყურებდა კაცს და წამის შემდეგ მსიკენ გარბოდა. ნოა ვერ ხვდებოდა ცხადი იყო თუ მოჩვენება , შემდეგ სითბო იგრძნო , მისი სურნელი და ცრემლები რომლებიც კანზე ეღვრებოდა
_მამა ... მა . მაა შენ ხარ ? შენ ხარ მა ... ცოცხალი მა . ჩემთან დაბრუნდი, დაბრუნდი მა _ კოცნიდა და თვალებიდან ცრემლები შეუჩერებლად ცვიოდა. ადგილზე გაქვავებულს ეფერებოდა, წვრილ, გაყინულ თითებს სახეზე და თავზე უსვამდა. ხელებზე უჭერდა და მერე კოცნიდა _ჩემთან დაბრუნდი , ვიცოდი რომ არ დამტოვებდი ... ვამბობდი რომ არ მოკვდებოდი. მე სულ ვიმეორებდი , მაგრამ არ მიჯერებდნენ . როგორ მომენატრე მა ... იცი როგორ მომენატრე ? აღარასდროს წავალ , გეფიცები ! შენ თავს გეფიცები აღარ გავბრაზდები , აღარ წავალ , სულ შენთან ვიქნები
გოგოს ცრემლები, მისი სახე , სითბო,.სურნელი და თვალები , მზერა რომელიც ყველაზე ახლო იყო საკმარისი გახლდათ სრული ძლიერი დარტყმისთვის რომელმაც ბოლო ბარიერო დაარღვია, ზღვარი გადალახა, გალავანი ფერფლად აქცია და სრულად დააბრუნა 43 წლის განმავლობაში განვლილი ცხოვრება.
გოგოს გალეულ სხეულს ძლიერად ხვევდა მკლავებს, მის ყელში ჩამალა სახე და მთლიანად დაფარა. ისე უჭერდა , იმდენად ძლიერად რომ სუნთქვაც გაუჭირდა. ამღვრეულ მზერას ცრემლები უბინდავდნენ , ვეღარ ხედავდა , მხოლიდ გრძნობდა სადღაც ახლოს, მაგრამ შორს მდგომ ქალს , რომელიც ერთ ადგილზე იყო გახევებული ქანდაკებად ქცეული შეჰყურებდა ყველაზე ემოციურ მომენტს რაც კი რამ ენახა .
_დავბრუნდი მა ... შენთან ვარ და ვეღარვინ ვერასდროს დამაშორებს შენთან _ სხვა ხმა ჰქონდა, სხვა ადამიანი იყო . შეიცვალა , ნოად გარდაიქმნა, ნამდვილ ნოა კორინთელად, რომელსაც ხმაშიც კი არ ჰქონდა სუსტი ნოტები. გოგოს სახე დაუკოცნა და შემდეგ უკან გადადგა ნაბიჯი_ ჩემო პატარავ ... ჩემო ერთადერთო ყველას ვაზღვევინებ თითოეული წუთვისთვის რომელიც შენგან შორს გავატარე _ ტუჩები შუბლზე შეახო და სახიდან ცრემლევი მოაშორა _ მორჩა მა , დასრულდა ... ყველაფერი დასრულდა
_მართლა? ხომ მორჩა მა
_ყველას რომ გავუსწორდები შემდეგ საბოლოოდ დასრულდება მა ...
_არა გთხოვ ... ისევ არ დაიწყო
_ჩშშ არ გინდა პატარავ ამაზე საუბარი ახლა არ გვინდა... მამიკოს საქმე აქვს . შენ აქ იყავი , მე რამდენიმე წუთით გავალ და შემდეგ სულ შენთამ ვიქნები _ ამჯერად ლოყაზე აკოცა და უკან რომ შებრუნდა სითბო ერთიანად გაუქრა თვალებიდან. ნინიას უყურებდა , მის ცრემლიან თვალებს რომლებმაც წამში დაკარგეს ფასი . მისკენ დაიძრა, ისე მიაბიჯებდა როგორც მსხვერპლის დასაგლეჯად გაწაფული მტაცებელი
_ნოა ... ყველაფერი გაგახსენდა _ კაცს უყურებდა , მაგრამ ცდილობდა მასში სიმშვიდის ნაპერწკლების დანახვას. არადა მთელი სხეულით შიშს ასხივებდა, სიგიჟეს რომელიც ყოველი ნაბიჯისას უახლოვდებოდა ნინიას . ცრემლები შეიმშრალა და ღრმად ჩაისუნთქა. ძალა უნდა მოეკრიბა , ყველაფროსთვის მზად უნდა ყოფილიყო
_გამახსენდა ექიმო ... ყველაფერი გამახსენდა, ამაში მართალი იყავი ჩემმა გონებამ შეძლო და გიახსენა . შენი მისია დასრულდა , არა?
_დასრულდა ... სამუდამოდ დასრულდა _ დაეთანხმა და უკან გადადგა ნაბიჯი . მის შეშლილ მზერას ვერ უძლებდა , ეს კაცი არ გავდა იმ ნოას რომელსაც იცნობდა
_გგონია ასე უბრალოდ დავასრულებ ?
_კიდევ რა ...
_შენ მე მომატყუე... რამდენი თვე მატყუებდი . მიმალავდი ნამდვილ გვარს, ვინაობას, ოჯახს , სახლს... ყველაფერს მატყუებდი! _ მკლავში წვდა და ისე შეათრია კაბინეტში თითქოს უბრალო ნივთი იყო. ქალიშვილის ხმა გაიგო , მაგრამ ყურადღებაც არ მიუქცევია _ შენს ოთახში ადი , კარს არ მოუახლოვდე _ ხმაურით დახურა ხის კარები და ნინიასკენ შებრუნდა _ რატომ არ მითხარი ვინ ვიყავი ... შენ ხომ შესანიშნავად იცოდი , რომ ქორიძე არ ვიყავი . მე კორინთელი ვარ. ეს წყეული გვარი მომცა ნაბიჭვვარმა მამაჩემმა მხოლოდ და მერე მიმაგდო ინ დედამოტყნ... თავშესაფარში. შენ ხომ იცოდი ეს ექიმო ... ისიც იცოდი რომ უბრალო მუშა არ ვყოფილვარ , უსახლკარო, მიუსაფარი , გაუნათლებელი კაცი რომელსაც შენი დახმარება სჭირდებოდა _ღრიალებდა და ოთახში გამოკეტილ ქალს სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევდა_ გინდა გითხრა რატომ დამიმალე? იმიტომ რომ ის მიგეღო რაც მიიღე ... გამაგიჟე , შენზე დამოკიდებული გამხადე. როგორ მჭირდებოდი , ერთადერთი ადამიანი ვინც მყავდა საწყალ მიუსაფარ კაცს _ უცებ დაიწყო სიცილი და მერე თავზე მოიჭირა ხელები _ ამის დედაც ! შენ ჩემით ითამაშე ... მისია სწორედ ეგ იყო
_ნოა გეყოფა ... სისულელეებს ამბობ . ახლა რთული დრო გაქვს . ასე ერთბაშად ყველაფერი გაიხსენე შენი გონება გარკვევას ცდილობს , მესმის
_გესმის? შენ არაფერი გესმის ... შენ ვერ გაიგებ! არც გესმოდა ექიმო , არც ცდილობდი თორემ მეტყოდი ვინ ვარ, მეტყოდი რომ მიცნობდი, მეტყოდი რომ არარაობა არ ვარ ... მეტყოდი რამეს მაინც . შენ კი სახლში გამომამწყვდიე, ისე მმართავდი რომ თითქოს არც გინდოდა... მავედრებდი შენთან ყოფნას და ამით კაიფობდი ხომ ასეა ...ხომ ასეა მიპასუხე _ ისევ იღრიალა და მისკენ დაიძრა _ მითხარი კარგად გაერთე ? ალბათ სიამოვნებისგან გიჟდებოდი რომ გეუბნებოდი როგორ მჭორდებოდი,.როგორ მეხმარებოდი, როგორი საოცარი იყავი
_გამიშვი და შეწყვიტე ეს მარაზმი _ როგორც კი შეეხო მაშინვე სცადა მოშორება. უკან გადადგა ნაბიჯები და მცირედით გაზარდა მანძილი _ მე შენ გეუბნებოდი რომ ყველაფერი შეიცვლებოდა... მე წარმოდგენა არ მქონდა რომ შვილი გყავდა. მხოლოდ შენი გვარი და პროფესია ვიცოდი ... ისიც გვიან გავიხსენე. ოდესღაც ფოტოზე ნანახი ახალგაზრდა გამომძიებელი რომელმაც მამა გადაარჩინა, მისი სახელი და ღირსება იხსნა და მტრები გაიჩინა . მახსოვდა მამას სიტყვები , მანამ სანამ იმ ამბავს შეეწირებოდა და მისი გული ვეღარ გაუძლებდა შენ სახელს ახსენებდა. ამბობდა რომ მარტო ვერაფერს გახდებოდა ... სხვა მე შენზე არაფერი ვიცოდი , ვერც გავარკვევდი . ნოა ქორიძეს კი არც ოჯახი ჰყავდა, არც სახლი ჰქონდა არაფერი გააჩნდა პოლიციის ცნობით ... ჯანდააბა ახლა ამის ახსნა რატომ მიწევს _ ისე სწრაფად საუბრობდა სუნთქვა გაუჭირდა. თავს იმართლებდა და რისთვის
_კარგი , დავუშვათ რომ მხოლოდ ეგ იცოდი და სხვა არაფერი ... რატომ დამიმალე ,.რატომ არ მითხარი. რატომ არ ეცადე ჩემი ნამდვილი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღებას შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია ... შენ ხომ ნინია ღაჭვანი ხარ .ძლევამოსილი ქალბატონი ნინია რომელმაც შინაბერობის ერთი წელი პატარა თავგადასავალში გაატარა. გაერთო უსუსური ,საწყალი კაცის ცხოვრებით და კვლავ დაიჯერა რომ შეიძლება შეუყვარდეთ , რომ მის მარტოობას ბოლო მოეღოს. მარტოობას რომელიც თავად გამოიწვია და რომელიც ახლა ყცელაზე მეტად აწუხებს ! რომლის დასაძლევად ყველაფერზეა წამსვლელი ... ნინია ღაჭვანი რომელმაც თამაშისთვის დრო, ფული და სამსახიობო ნიჭი დაუზოგავად გამოიყება
_ რა საცოდავი ხარ თუ გგონია რომ შენი სიყვარული მჭირდებოდა და ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე... მეცოდება ყველა შენნაირი კომპლექსიანი კაცი რომელსაც სამსახურის გარდა არაფერში აქვს ხეირი ! კიდევ კარგი შენი დამოკოდებულება დროებითი , ამნეზიით გამოწვეული ბოდვა იყო და წამითაც არ დამიჯერებია თორემ ახლა ალბათ თავს მოვიკლავდი შენნაირს რომ ვუყვარდე ! ნამდვილი ხარ. იდიოტი, უმადური ... დაუნახავი და ხისთავიანი კაცი რომელსაც თავისი გამოხატული ყალბი გრძნობების ისე რცხვენია რომ აღარ იცის ახლა რა გააკეთოს ... არ მომიახლივდე და სიტყვის თქმაც არ გაბედო თორემ გეფიცები , დავივიწყებ იმ საქმეს რის გამოც დაგეხმარე და აქვე მოგკლავ ! _ გული უსკდებოდა, ნაფლეთებად ექცა თითქოს და იქვე განადგურდა, დაიმარხა ის ნინია გრძნობები რომ ჰქონდა. ცოტა ხნის წინ ცრემლებს რომ ღვრიდა და ბედნიერი უყურებდა ნამდვილ ცხოვრებაში დაბრუნებულ კაცს ! ახლა ის ჩვეულებრივი, დაუნდობელი და მუდამ ბრძოლისუნარიანი ნინია ღაჭვანი იყო ,რომელიც შეურაცხყოფის მიყენების უფლებას არასდროს არავის მისცემდა _ გაინტერესებს რატომ გავჩუმდი? იმიტომ რომ ვიცოდი მოგკლავდნენ და მე ვერ დაგიცავდი. უაზრო იქნებოდა ჩემი წვალება რომ მეყვირა ეს ნოა კორინთელია , ის ნოა მომაკვდავი რომ დააგდეს ნანგრევებთან და მხოლოდ იმიტომ ვიპოვნე რომ ჩემი საბრალო ძაღლი იქ , იმ საბედისწერო ადგილას გაიქცა და გამოეთხოვა სიცოცხლეს_თქო. ნეტავ ჩემი საბრალი ძაღლის შველა შემძლებოდა შენკენ არც გამოვიხედავდი , მაგრამ ეს წყეული ექიმის ინსტიქტი არ მაძლევს უფლებას. მკვდარი იყავი თითქმის, პულსი ძლივს გესინჯებოდა , სასწრაფოს მანქანაში მთელი გზა გაცოცხლებდი ... სახე არ გიჩანდა ფოტოზე ნანახი კაცი კი არა ჩემი ძმა რომ ყოფილიყავი ვერ გიცნობდი. თვალები არ გიჩანდა, სისხლში მოსვრილი, ყბაგატეხილი, ცხვირი , ყვრიმალის ძვალი და საერთოდ იცი როგორი ნაწამები იყავი? ეგ თითები ახლა რონ იქნევ უმისამართოდ და ძალასაც კარგად იყენებ, დამტვრეული გქონდა ,ფრჩხილები აცლილი და გაუბედურებული სრულიად. მგონი ორგანო არ გქონდა რასაც წამების კვალი არ ეტყობოდა და სადღაც ერთი თვის შემდეგ მივხვდი ვინ იყავი რეალურად. მაპატიე რომ არ გითხარი, რომ უაზროდ არ აგირიე ტვინი რომ რეაბილიტაციოს დროს შურისძიებაზე არ გაფიქრე, რომ შენი სიმშვიდოს დაცვა მინდოდა,.რომ არ მინდოდა ასეთი უგონოდ მყოფი ენახე ვინმეს.... არ ვოცოდი შენს ცოლ_შვილზე . არ ვიცოდი თორემ ერთ დღესაც არ დაგტოვებდი ჩემს სახლში და არ დავირღვევდი მყუდროებას. ახლა მამაჩემის ვალი გადახდილი მაქვს ... აღარასდროს გაბედო სადმე ჩემ სიახლოვეს გამოჩნდე ,.თორემ ისე მოგექცევი როგორც ნებისმიერ ნაბიჭვარს ჩემს ცხოვრებაში _ სახეზე ცეცხლისფერი ედო და თვალებიდან ბრაზთან ერთად დაუფარავ ტკივილს ასხივებდა. გული ისე სწრაფად უცემდა ყოველ წამს ფიქრობდა რომ ვერ გაუძლებდა და იქვე დაკარგავდა გონებას. სხეული სულ მთლად გაეყინა,.კიდურებს ვეღარ გრძნობდა როგორ გავიდა ოთახიდან არ ახსოვდა. უბრალოდ ინერციით მიდიოდა, სახლის დატოვებამდე ესმოდა კაბინეტიდან გამოსული ხმები და ხედავდა გოგონას რომელიც თვალს არ აშორებდა . სახლი დატოვა , ეზო თითქმის სირბილით გაიარა მანქანაში ჩაჯდა და საკუთარი ცარიელი ,.უმეტყველო სახლისკენ დაიძრა. ნოას ხმა დიდხანს ესმოდა, მისი სიტყვები ტრიალებდნენ ირგვლივ და თვიდან კლავდნენ. ყოველ ჯერზე უფრო მეტად ტკიოდა და ბოლოს თავად ტკივილმა დაასრულა განუვითარებელი გრძნობა.
................
ნინია რომ წავიდა ისევ არ იყო სრულ ჭკუაზე. გული სწრაფად უცემდა, ძარღვებ დაბერილი, შეშლილი მზერითა და დაჭიმული სხეულით უკვე რეალობასა და სიზმარს ვერ არჩევდა. სკამს ხელი დაავლო და კედელს მიანარცხა, საკუთარი მდგომარეობა აგიჟებდა, ისტერიული სიცილი დაიწყო და ბოლოს ღრიალზე გადავიდა. მთელი ჯავრი იმ ქალზე იყარა რომელმაც გადაარჩინა, ერთი ტყუილი ვერ აპატია და უკანასკნელი ვით მოექცა. თავს ვერ აკონტროლებდა, ვერ აზროვნებდა არ უნდოდა ეს რეალობა , ასე უცებ დაბრუნება და მთელი ძალით პრობლემებთან შეჯახება. ისევ ის ნოა გახდა, მარტოხელა კაცი , რომელიც არავის ენდობოდა , ვერავის ეყრდნობოდა და არც სისუსტის გამოხატვა შეეძლო . ცხოვრებიდან მოიშორა ერთადერთი ქალი ვისთანაც სუსტი იყო , ისე მოიშორა რომ ვეღარასდროს დაიბრუნებდა.
_მამა
_პატარავ ... _ კარში მდგომ გოგონას გაუღიმა. დაცვარულ შუბლზე ხელისგული გადაისვა და მისკენ დაიძრა _მამას ერთადერთო ... ნუ გეშინია მა , ყველაფერი კარგადაა _ გოგონას მკლავები მოხვია და ისევ შეოგრძნო მისი სითბო _რა კარგია რომ მყავხარ, რა ბედნიერებაა შენი არსებობა ჩემო თვალებხატულა _ეფერებოდა და დამშვიდებას ცდილობდა
_ მამა ნუ მექცევი პატარა ბავშვივით... მე უკვე დიდი ვარ და ვხედავ რომ ცუდად ხარ. მესმოდა შენი და იმ ქალის საუბარი . ვინ არის
_დაივიწყე... სხვა დროს მოგიყვები . ახლა ძალიან მჭირდება დასვენება , ჩემთან წამოდი ჩამეხუტე და მომიყევი რა ხდებოდა უჩემოდ შენთან
_მაამა ისევ არაფერს მომიყვები ?
_მე რომ ყველაფერი მოგიყვე ჩემო პატარავ შენ ძალიან , ძალიან დამძიმდები მე კი არ დავუშვებ ამას . მითხარი მა ბევრი იტირე? _ სახეზე ჩამოყრილი თმები გადაუწია და შუბლზე აკოცა _ძალიან მოგენატრე?
_ძალიან
_იმდენად რომ აღარასდროს მეჩხუბები ? აღარ მეტყვი დიდი გოგო ვარო და თავისუფლად ცხოვრების ნება მომეციო ? თუ ისევ გაიქცევი და შენ ნებაზე განაგრძობ ყოფას იმ ს.რთან ერთად შეყვარებულს რომ უწოდებ... აი ამის გახსენება ნამდვილად არ მინდოდა_საძინებელში როგორც კი შევიდა საწოლზე დაეშვა და სახე დამანჭა _მითხარი რომ დაშორდით
_ცოლად გავყევი
_რაა ? რა დედისტყვნ.ს მეუბნები ვის გაყევი ცოლად... საფლავში არ გავციებულვარ და გათხოვდი? დედაშენი სად ჯანდაბაში იყო ამ დროს 20 წლის გოგოს რომ გათხოვებდა _ უცებ წამოვარდა და ღრიალი დაიწყო_მოვკვდი და ეგრევე წაყევი გოგოო? აი რატო მინდოდა ბიჭი ვიღაც ს.რს მაინც არ შეიყვარებდაა და არ დამადებდა
_გეყოფა ... ვიხუმრე მამა რა გათხოვებაზე მელაპარაკები მთელი ეს დრო დაგეძებდით. ის რომ არ ყოფილიყო ჩემს გვერდით ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი და თავს მოვიკლავდი _ ისევ ცრემლები წამოუვიდა და კაცს ყელზე მოხვია ხელები_ აღარასდროს გაბედო დამარცხება ! მოვკვდები უშენოდ ... ახლა მჯეროდა რომ ცოცხალი იყავი , მაგრამ მართლა რომ არ იყო იცოდე მოვკვდები
_ასე აღარ მეხუმრო ... ჩემი გული ვერ გადაიტანს მა. დედაშენი სად არის
_ბაქოშია ... მალე ჩამოფრინდება
_დაურეკე უკვე?
_ ვერ წარმოიდგენ როგორ ცუდადაა ... მკვდარი ჰგონიხარ . ისეთი მორწმუნე გახდა ეკლესიიდან არ გამოდის , შენი სულისთვის იმდენი ილოცა მგონი სამოთხისკენ ბილეთი გიშოვა _ ისევ ეხვეოდა და ისე ლაპარაკობა _ ყველას მოგვენატრე ... რომ დაგინახავს ალბათ სიხარულისგან გაგიჟდება
_ მთავარია მე არ გავგიჟდე _ ჩუმად თქვა და თვალები დახუჭა.
ტასია კორინთელი ერთადერთი ნათელი სხივი იყო ნოას ცხოვრებაში . 23 წლის იყო მისი არსებობის შესახებ რომ გაიგო და წამსვე შეიყვარა. ნუცა არასდროს უყვარდა იმ დიადი სიყვარულით , მაგრამ მისი ცხოვრების გამორჩეულ ქალად დარჩა .მისი ერთადერთი შვილის დედა იყო , ქალი რომელმაც კესოს გაჩენით ოჯახი აჩუქა. პატარა, სიფრიფანა გოგონა გახდა მისი ცხოვრების მთავარი ქმნილება , ეს ერთი ფაქიზი და საყვარელი გოგო წარმოადგენდაა მთელს მის ოჯახს. სხვა არავინ ჰყავდა ნოას , ბავშვთა სახლში გაზრდილ , მშობლებისგან მიტოვებულ კაცს რომელსაც ყოველ დღე ბრძოლა უწევდა გადარჩენისთვის. მისი ცხოვრება არ იყო სუფთა და ნათელი, არც თავად გახლდათ წმინდანი , ყველაფრის გაკეთება შეეძლო მიზნის მისაღწევად და არც არავის ინდობდა . სულ ერთი სუსტი წერტილი ჰქონდა სახელად ტასია ,.რომელიც არაამქვეყნიური სიყვარულით უყვარდა . ნუცასთან არ ცხოვრობდა, მაგრამ ტასოს ცხოვრების არცერთი ეტაპი გამოუტოვებია . არც გოგონას უგრძვნია რომელიმე მშობლის მზრუნველიბის ნაკლებობა . ყველაფერი თავიდაანვე გარკვეული ჰქონდათ , ტასომ იცოდა რომ ორივე მშობელი თავისუფალი იყო და საერთო მხოლოდ თავად იყო .
_მა , დაიძინე ? _ ჩუმად უთხრა და თითები ლოყაზე შეახო
_ვცდილობ არეული ფიქრები დავალაგო
_იქნებ უბრალოდ წავიდეთ ... აქედან წავიდეთ . ხომ ხედავ როგორი ძლიერები არიან , არაფერი აჩერებთ . მეშინია , ახლა სუსტად ხარ ცუდად იყავი მაა გთხოვ
_ ჩემო პატარავ , შენ არ იფიქრო ამ ყველაფერზე
_ გეყოფა , ბავშვი აღარ ვარ და ვარდისფერ სათვალეს ვერ მომარგებ! შენ ვიღაც ისეთი მტერი გყავს რომელსაც ვერ მოერევი ... გმირები სიცოცხლეს წირავენ და მტრები ისევ აგრძელებენ სხვების გაუბედურებას . მე არ მინდა გმირი იყო , მე მინდა ჩემ გვერდით იდგე ცოცხალი და საღ_სალამათი
_დღეს უნდა ვისაუბროთ ყველაფერზე ტაისია? იცი როგორ ვარ ? მინდა ყველაფერი დავანგრიო ირგვლივ , მაგრამ აქ ვწევარ შენს გვერდით და შენით ვკბები იმიტომ რომ მომენატრე... ვერ ვხვდებოდი რა მენატრებოდა . არ მახსოვდი , ხო შენ არ მახსოვდი წარმოგიდგენია ახლა როგორ ვბრაზობ საკუთარ თავზე? ლამის ორი წლით შენგან შორს ვიყავი , საცოდავი , ცარიელი გონებით სხვას მიკედლებული ახლა კი ყველაფერი ერთბაშად დამაწვა მხრებზე. მგონია რომ მალე ტვინი ამიფეთქდება შენ კი მტრებზე დარდობ... ყველაზე მეტად საკუთარი მდგომარეობა მაგიჟებს... სხვასთან ბრძოლას უფრო მარტივად შევძლებ . იმაზე მარტივად ვიდრე წარმოგიდგენია ჩემო პატარავ
_ამნეზია გქონდა ... რა თქმა უნდა ამნეზია თუ არ მოგიყვანდა ჩემთან . სხვა რა გაიძულებდა
_რომ დაგინახე ყველაფერი დალაგდა ... შენ ხარ ჩემი წამალი და იმდენს ნუ იზამ რომ საწამლავად მექცე
_მამაა ...
_ არ იტირო ... არ იტირო გესმის? _ წარბები შეკრა და საწოლზე ფეხმორთხმული დაჯდა _ჯერ კომაში ვიყავი... არ ვიცი რამეს ვხედავდი თუ არა , არ მახსოვს . მერე სრულიად ცარიელი გონებით გავიღვიძე
_ ის ქალი იყო შენი ექიმი?
_ხოო ... ნინიამ გადამარჩინა
_მასთან იყავი გამოფხიზლების შემდეგ? მანამდეც გიცნობდა?
_ხო , მიცნობდა
_უყვარხარ ?
_ტასო
_შენ რომ ეჩხუბე ისე წავიდა თითქოს მოჩვენება იყო ...სუსტი ჩანდა . კარგად არ მესმოდა რას ეუბნებოდი , მაგრამ აშკარად ატკინე
_ვის ნინიას? ნინიას არაფერი დაუშავდება ... გაბრაზდება და გადაუვლის. დავავიწყდები და დავსრულდები _ უჯრიდან სიგარეტის ღერი და სანთებელა ამოიღო. სწრაფად მოუკიდა და მონატრებული ნიკოტინით აივსო ფილტვები
_მამაა , შენ გიყვარს ? _ ზურგიდან მოეხვია და თავი მხარზე დაადო _ ძალიან ?
_რა დროს სიყვარულია შვილო? ნახე თავზე რამხელა ჭრილიბა მაქვს 8 თვე კომაში ვიყავი, ძლივს გადამარჩინა . მერე არაფერი მახსოვდა სხვა კითხვა არ გაქვს?
_არა , ყველაფერზე მას უზრუნია ... ნაიარევი გიხდება _ თავზე აკოცა და ისევ მოეხვია _ მე მომეწონა , უცნაურად მიმიზიდა
_უკაცრავად , მაგრამ დედინაცვლის ალტერნატიული ვარიანტის პოვნა მოგოხდება ! აი დედაშენიც მოვიდა ... იმედია გული არ გაუსკდება რომ დამინახავს _ მანქანის ხმა რომ გაიგო გაიცინა და მოწევა განაგრძო. შემდეგ ნაბიჯების ხმა ესმოდა , ნუცა უახლოვდებოდა და წინასწარ ეცინებოდა მის რეაქციაზე. მალევე გამოჩნდა კარში მაღალი , ლამაზი ქალი შავებით შემოსილი არეული მზერითა და შეშინებული სახით
_ტასო რა დაგემართა დე... ნოაა _ ჩანთა ხელიდან გაუვარდა და კივილი დაიწყო _ ნოააა... ნამდვილად შენ ხარ ? _კაცი უყურებდა, იღიმოდა და სიგარეტის ღერით ხელში ადგილიდაან არ იძვროდა
_მე გავალ... ცოტნე მირეკავს _ ტასომ უფრო თავისთვის თქვა და ოთახიდან გაიპარა. ნუცა კი ნოასთან მივიდა და რომ შეეხო სულ მთლად უკონტროლო გახდა
_რა კარგია რომ ცოცხალი ხარ... ღმერთო მადლობა _ხელები მოხვია , ჩაეხუტა და მთელი სახე დაუკოცნა_შე იდიოტო როგორ არ გამოჩნდი... ამდენ ხანს სად იყავი . ნოაა , ჩემი ნოა _ ამღვრეული თვალებით უყურებდა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა , მთელი სხეულით თრთოდა მოულოდნელად შეეხო კაცის ტუჩებს. თითქოს ნოაც არ იყო წინააღმდეგი , მაგრამ შეხებით გამოწვეულმა უსიამოვნო შეგრძნებამ ღიმილიც გაუქრო და ქალის მოიშორა
_გეყოფა... შენმა ლოცვამ გაჭრა. იქ მითხრეს წადი და ეს ცოდვილი მოგვაშორე ტაძრიდან ახლა რომ მოუნდა ცოდვების მონანიებაო. შავებიც არ გიხდება , შენი ფერი წითელია ჩემო ნუციკო _გაიცინა და სხეულზე მიკრულ ქალს ჩამოშორდა _ ნუ მიყურებ ასე ... ტასო მოგიყვება ყველაფერს. მე საშინლად ვარ დაღლილი
_შენ საერთოდ ვინ ხარ ... ისევ ირონია, ცინიზმი და შენი გულგრილობა. წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მეტკინა . უცებ ისეთი სიცარიელე ვიგრძენი მეგონა შევიშლებოდი
_მჯერა , ვიცი და ვწუხვარ . სხვა გამოსავალი არ იყო , თორემ არცერთს განერვიულებდით. მორჩა , უბრალოდ წარსულში დარჩა ეს ამბავი აღარ გვინდა დრამები ... მოიშორე ეს შავები და გავაგრძელოთ ძველებურად ცხოვრება . ყველამ !
ნოას სიტყვა კანონივოთ იყო. უამრავი კითხვა ჰქონდა , მაგრამ არაფერი უთქვამს. მისთვიდ მთავარი ნოას არსებობა იყო და სხვა აღარაფერი ადარდებდა. ორივე გააფრთხილა არავისთან არაფერი თქვათო და მარტო დარჩა . ტასოც გაუშვა , უბრალოდ არ შეეძლო მობილიზება.
სუსტად იყო. კარი დახურა თუ არა მარტო დარჩა სიცარიელლეში , არეული ფიქრებით, ზღვარზე მყოფი უდიდესი პრობლემის წინაშე. ომის ველზე ერთადერთი იარაღით ხელში რომელიც სწორად უნხა გამოეყენებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავდა.
ნინიას გარეშე დასრულებული დღე უფერული იყო სრულიად. თავს არ უტყდებოდა,.არ აღიარებდა , მაგრამ ყოველ სიტყვას ნანობდა. მიუხედავად ტყუილისა მაინც ენატრებოდა. არ ადარდებდა ნინიას დამალული სიმართლე . არც საკუთარი სიტყვები და მდგომარეობა . თითქოს ყველაფრის მოგვარება შეეძლო ნინიასთან დაბრუნების გარდა ეს ამბავი კი სუნთქვას უძნელებდა. არასდროს ჰყვარებია , არავინ ყოფილა ნინიას მსგავსი მის ცხოვრებაში და არც ასეთი რთული მდგომარეობა ჰქონია ოდესმე. ძალა არ ჰქონდა, თავის ტკივილი აგიჟებდა უკვე . ტვინი ვეღარ უძლებდა ამდენ მუშაობას , ცოტაც და ისევ გადაიწვებოდა. არადა როგორ სჭორდებოდა ყველაფრის გაანალიზება, დაგეგმვა და განხორციელება.

........
ნინიამ წამლის დახმარებით დაიძინა . მხოლოდ ეს გამოსავალი ჰქონდა მეორე დღემდე ძალები რომ მოეკრიბა , ტვინს ასვენებდა უბრალოდ იმიტომ რომ ფიქრი აღარ შეეძლო . არ უნდოდა ნოას გახსენება , არც მისი ხმის გაგონება და იმ სიტყვების რომელმაც იმაზე მეტად ატკინა ვიდრე წარმოიდგენდა. იცოდაა რომ ნოა გაბრაზდებოდა, იცოდა , მაგრამ მაინც ვერ წარმოიდგენდა ამ ტყუილს ასეთ ახსნას თუ მოუძებნიდა. იმედები გაუცრუვდა, იმედები რომელიც საკუთარ თავსაც კი დაუმალა , შინაგანი მოლოდინი გაუქრა . ყველა კარი თავიდან დახურა და მეორე დღე ისევ ისე დაიწყო როგორც მანაამდე. ახლა უფრო ცივი, ცარიელი და ჩუმი იყო მისი სულის ის ნაწილი სიყვარულს ,რომ ეკუთვნოდა.
გამოსავალი ისევ კლინიკის კედლებში იპოვნა. ფიქრს აზრი არ ჰქონდა , ყველაფერი ნათელი გახდა - პირველი პაციენტი მიიღო , ერთ წამში გააქრო გარესამყარო და დარჩა სიცოცხლისთვის ბრძოლის ველზე. ეს იყო მკურნალობა რომელიც დაფარავდა ნინიას ნებისმიერ ჭრილობას .
დერეფანში მომლოდინე პაციენტის ახლობლების ემოციები, მათი სიხარული აძლევდა ძალას, როდესაც ხვდები რომ შენი არსებობა სხვებისთვის მნიშვნელოვანია, მათ გადასარჩენადაა , კეთილდღეობის მომტანია და უშენოდ ერთით ნაკლები სიცოცხლისთვის მებრძოლი დარჩება შენც ძალას პოულობ, საკუთარ ტკივილს ივიწყებ და სხვას ეხმარები .
ამჯერადაც თავაწეული, სწრაფი ნაბიჯებით მიემართებოდა ცრემლმორეული უცნობი წყვილისაკენ , იცოდა მათთვის კარგი ამბავი ჰქონდა და უხაროდა, მთელი არსებით უხაროდა სრულიად უცხო ადამიანების ბედნიერება. ვერ იტანდა ჩახუტებას, მაგრამ ისინი რომ ეხვეოდნენ მოსწონდა, ყველას არ უღიმოდა , მაგრამ მათ მთელი გულწრფელობით უღიმოდა და ახალ ამბავს ისე ამცნობდა . ყოველთვის პირველი გარბოდა როდესაც კარგი სიახლე ჰქონდა და ტკიოდა როდესაც ცუდ ამბავს ატყობინებდა. ვინ იცის რამდენჯერ იტირა სწავლის განმავლობაში, რამდენ დაკარგულ პაციენტს გლოვობდა მარტო გასახდელში გამოკეტილი. ყველას სახელს იმახსოვრებდა და შემდეგ პირველივე თავისუფალ დღეს ეკლესიაში გარბოდა, მათთვის ლოცულობდა, ყველასთვის. შემდეგ კი მხოლოდ გარდაცვლილებისთვის , საკუთარ ხელში ჰქონდა მათი სიცოცხლე და თუ გამოუვალი მდგომარეობა იყო აუცილებლად ზრუნავდა მათ სულებზე. ამ კლინიკამ თითქოს ფრთები შეუკრა, იქ არ ხვდებოდნენ გაჭირვებული ადამიანები, იქ მხოლოდ განსაკუთრებული პაციენტები მიდიოდნენ ხშირად დადიოდა სახელმწიფო დაწესებულებებში და საჭირო შემთხვევაში უანგაროდ ეხმარებოდა ყველას. ერთ ადგილას ყოფნა არ შეეძო, კლინიკის კედლებში იმდენად მოძრავი სამუშაო ჰქონდა, იმდენად ვერ ახერხებდა დასვენებას სახლში მისულს გამოძინების შემდეგ უბრალოდ საწოლში ყოფნა არ გამოსდიოდა. უძრავი , უსაქმო დროის ფლანგვა არც ბავშვობაში მოსწონდა და ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო და უფრო ცოტას ჩერდებოდა. მოგზაურობისა და სხვადასხვა ტურებში წასვლის გარდა კოლეგა-მეგობრების გარემოცვაშიც ხვდებოდა იმ იშვიათ მომენტებში როდესაც რამდენიმე ერთად ისვენებდა სამსახურიდან . ბავშვებთან ურთიერთობა ბოლო წლებში დაიწყო უფრო აქტიურად , მანამდე უბრალოდ გული ვერ უძლებდა მათ ტკივილს , სუნთქვა ეკვროდა ყოველთვის როდესაც ხედავდა მათ გაჭირვებას , უძლურებას და წამში ხდებოდა უმოქმედო. ალბათ მხოლოდ ბავშვები წარმოადგენდნენ ნინიას ემოციების სრულ დამანგრეველ ძალას. ახლა კი როდესაც ხელთ ჰქონდა საშვალება, ძალა , გამოცდილება და უამრვაი უნარი მათთვის დახმარების გასაწევად მათთან პოულობდა სიმშვიდეს. ერთი კონკრეტული ადგილი არ ჰქონდა, ზოგჯერ მისი მეგობრის განყოფილებას სტუმრობდა ჩვილ ბავშვებთან მორიგეობდა მასთან ერთად, ჰყავდა ონკოლოგი მეგობარიც , მასთანაც ატარებდა დროს და ბავშვებთანაც ოღონდ იქ ექიმის ხალათს არ ირგებდა, ფერად ფორმას იცვამდა , შესაძლოა ვიღაც მულტფილმის გმირიც ყოფილიყო და უბრალოდ მათი განწყობა აემაღლებინა ისე როგორც უბრალო მოკვდავს . ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა, მათი ემოციების დანახვა და ფიქრების განსაზღვრა საოცრად საინტერესო რამ იყო უკვე კარგად გამოსდიოდა, თავისუფლად და თავდაჯერებულად მიდიოდა ყველგან სადაც ბევრნი იყვნენ ერთად. ქაოსი მუდამ აშინებდა, უკონტროლო ხმაური და ბავშვის ბუნებრივი, შეუზღუდავი შინაგანი თავისუფლება ზოგჯერ აოგნებდა .
კაბინეტში იჯდა , საბუთებს აწესრიგებდა დამღლელი ღამის შემდეგ პაციენტები მორიგე ექიმისთვის უნდა გადაებარებინა და სახლში წასულიყო. დრო იყო უკვე , ერთ კვირაზე მეტი იყო გასული რაც ერთ საათზე მეტხანს არ უძინია დღეების განმავლობაში. ეს იყო ის მცირე დრო რომელსაც გონებას სჩუქნიდა ძალების აღსადგენად როდესაც კლინიკიდან დღეების განმავლობაში არ გადიოდა. ახლა კი გრძნობდა რომ უფუნქციო გახდებოდა თუ არ დაისვენებდა . საქაღალდეები გადადო, კომპიუტერიც გათიშა და შემდეგ ერთიანად იწყეს საკეტების მტვრევა ფიქრებმა. ნელ-ნელა და წამებში გაბევრდნენ, ყველა კუთხეს დაიკავებდნენ თუ რამეს არ იღონებდა მალე ნოას გარდა არაფერი იქნებოდა მის გონებაში. საკუღარ თავში ახალად აღმოჩენილი უცხო ქალი , რომელიც წლების განმავლობაში ჩუმად, უძრავად , ყინულივით ცივად იყო ახლა ბობოქრობდა და მისი შეჩერება რთული იყო , ისიც ნინია ღაჭვანის ნაწილი გახლდათ და თავისთავად დიდი ძალა ჰქონდა.
კლინიკიდან გადიოდა მობილურის ხმა რომ გაიგო და ეკრანზე ნაცნობი სახის დანახვისას ფართოდ გაიღიმა
-ნათი , ჩემო თვალის სინათლევ როგორ დამეკარგე - ყოფილ კურსელს წამსვე შეუტია და ისევ გაეცინა გოგომ წუწუნი რომ დაიწყო
-რა ცუდი ხაარ გოგოო ისე მტუქსავ ვითომ თავად დრო გაქვს ... საერთოდაც შენ სად დადიხარ ვერც გავიგე . კლინიკაშიც არ იყავი თურე ქალბატონო ღაჭვანო რა ამბებია შენს თავს
-ჩემი ჭორიკანა მეგობარი მოუთმენლობის მანიითაა შეპყრობილი და გული უსკდება სანამ ცხელ-ცხელ ამბებს არ გაიგებს ხოო?
-აუუ ნიინ ჩემ ბასასოს ვირუსი აქვს, სახლიდან ვერ გავდივარ და ჩემთან ხო მოხვალ თუ მოიცლი მომდევნო სამი დღე ვიქნები მერე კლინიკას დავუბრუნდები , მაგრამ აქ მირჩევნია მოხვიდე
-შენს კაბინეტში მეჯერ ვერც შემომიტყუებ , უროლოგი რომ ხდებოდი მაშინ უნდა გამეწყვიტა შენთან კონტაქტი და აი უკვე სექსოლოგიის რეზიდენტურა რომ დაიწყე მანდ საერთოდ უნდა დამევიწყებინე , მაგრამ შენი ქმარ-შვილი შემიყვარდა ძალზედ- მიდიოდა მანქანისკენ და თან ლაპარაკობდა . ვინ იცის თვეში რამდენ საათს ატარებდა მათთან გრაფიკის გამო, მაგრამ მაინც მეგობარი ყოველთვის სულის მალამოსავითაა თუნდაც თვეების განმავლობაში ვერც ესაუბრო, ვერც შეხვდე ერთი გამოჩენაა საკმარისი გულწრფელი ღიმილის შესაქმნელად, ის კი თავისთავად მოიცავს მთელს სხეულში გაფანტულ ფერად წერტილებს, ენდორფინებიც ულუფებით.
-ოხ , მოკლედ შენ კაცი ასე დისტანციურ საუბარში ვერ გაჯობებს. მოხვალ თუ ვერ
-აი ახლა გავდივარ კლინიკიდან... გამოვიძინებ , გამოვკვებავ ორგანიზმს და გონებას ... საღამოს მოვალ
-ჰმ, ვგრძნობ რამდენიმე კვირაა კლინიკიდან არ გამოსულხარ ... ელარჯს დაგახვედრებ
-მგონი ნაშუადღევსაც მოვახერხებ მოსვლას
-კუჭის მონა რომ ხდები ხოლმე ვგიჟდები შენზე , ნათლულს ემსგავსები
-რომელიც შენ გგავს ღორმუცელა - შორიდან მოესმა სიძის ხმა და მობილური ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო მანქანის მართვა რომ შესძლებოდა- ვის ელაპარაკები ?
-რამდენი ნათლული ჰყავს შენს შვილს
-სამი შვილი მყავს და სამივე დედას ჰყავს მადით , ამ სამ შვილს 10 ნათლია ჰყავს
-ვაიმეე დაიწყო ახლა თავისი მათემატიკურები ... ღაჭვანს ველაპარაკები, გამოვიდა კონტაქტზე და დღეს საღამოს გვესტუმრება
-ხომ ვამბობ ეს თვე დასალოცია ... გავრბივარ მე და გელოდებიით იცოდე არ გადაგვაგდო
-აუცილებლად მოვაალ ... სად გარბის
-სად გაიქცევა ამ კვირა დღეს, დედასთან
-წავედი ახლა , საჭესთან ვარ და ყურადღება ისედაც გაფანტული მაქვს ...საღამოს ვილაპარაკოთ
-მიდი, ფრთხილად იყავი ... გელოდები - თავად გაუთიშა და შემდეგ ისევ მარტო დარჩა.
თვალები ეწვოდა დაღლილობისგან, გაბუჟებული სხეული, თავის ტკივილი და ცარიელი სახლი რომლის მოგონებებიც უკვე ახრჩობდა. იმაზე სწრაფად გადიოდა დერეფანს საძნებლამდე ვიდრე მანამდე. ნოას ყოფილ ოთახს აღარც უყურებდა, როგორც კი წაიხემსა შხაპი მიიღო , წამალი დალია და მაშინვე დაიძინა. რამდენიმე საათს სიზმრებისგანაც თავისუფალი იყო გამოფიტული გონება, მაგრამ როგორც კი შეძლო ძალების მოკრება მაშინვე გაჩნდნენ ფიქრების გუნდით შექმნილი ხილვები . სიზმარი სხვა რა არის თუ არა გონებაში დაგროვებულ ემოციურ მოვლენებზე პასუხი, მცირე კოლაჟი რომელიც რომელიმე ფაქტს ან პიროვნებას გახსენებს.
შორიდან ხედავდა ნოას . საოცრად ქარიზმატულად გამოიყურებოდა, თავის ამპლუაში იყო ნინიას ასეთი არასდროს ჰყავდა ნანახი სასმელითა და სიგარეტით ხელდამშვენებული უცნობი ადამიანების გარემოცვაში . ქალი იყო მის გვერდით , რომელსაც ზუსტად ისე უღიმოდა ,უყურებდა და ეხებოდა როგორც ნინიას. სხვანაირი იყო მათთან, ისევ ძლიერი , დომინანტი , აქტიური , მაგრამ მაინც სხვა ხასიათით. გამოსახულება აირია , ნოა თვალებში უყურებდა ცივი იყო მისი მზერა და სიძულვილს გამოხატავდა , უახლოვდებოდა , სწრაფად მიაბიჯებდა ქალისკენ . არ იცოდა სად იდგა, მანამდე ვერ ხედავდა საკუთარ თავს შემდეგ უკან სვლა დაიწყო ნოა რომ მიუახლოვდა მისი სიტყვები არ ესმოდა ,წონასწორობა დაერღვა და უფსკრულში გადაეშვა. ფსკერისაკენ მიდიოდა, ხედავდა მაღლა მდგომ კაცს ,რომელიც მალევე შებრუნდა , დატოვა , ზურგი აქცია და დაუბრუნდა მათ ვინც ზემოთ ელოდა.
სუნთქვა შეკრულმა გაიღვიძა, ცახცახებდა და სხეულს ვერ იმორჩილებდა. იცოდა ,რომ სიზმარი იყო , იცოდა რომ მისი წარმოსახვა ერთად შეიკრა და მათი დანახვა ირეალურ სამყაროში შეძლო . ნოა შორს იყო, გაუშვა , ელოდა მის წასვლას და ახლა ბრაზიც უნდა დაევიწყებინა, უნდა გაეუფერულებინა კვალი რომელიც დაუტოვა, მაგრამ არ შეეძლო. გიჟდებოდა იმის წარმოდგენისას ,რომ მის გვერდით სხვა ქალი იყო. ცოლი ჰყავდა, შვილი, საკუთარი ოჯახი ჰქონდა და ამ ყველაფერს თავისდაუნებურად მოაშორა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, იმ წამს გაიაზრა რომ უკვე ესეც აწუხებდა , ცდილობდა არ ეფიქრა, მაგრამ ვერ იჯერებდა რომ არაფერი გაარკვია. იმის შიშით რომ ნოას იპოვნიდნენ და მოკლავდნენ ყოველი გარეთ გასვლის დროს გული უსკდებოდა , ნაცნობის გამოჩენა ყველაფერს აურევდა. ცდილობდა ქალაქიდან გაეყვანა, სახლში ჰყოლოდა ან ისეთ ადგილას წაეყვანა სადაც გამომძიებელი სავარაუდოდ არ ივლიდა. არ გაარკვია ყველაფერი, ერთხელ ცხოვრებაში არ იფიქრა ყველა დეტალზე ,მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა და თავისდაუნებურად დააშორა ქალიშვილს . მათი შეხვედრა თვალწინ ედგა, ვერ იშორებდა კადრებს, გოგონას ადგილას საკუთარ თავს წარმოიდგენდა და ჭკუიდან გადადიოდა. ასე არასდროს ყოფილა , ასე სულელური დანაშაული არასდროს ჩაუდენია . ნოას სიტყვებიც აგიჟებდა, დანაშაული ჰქონდა , მაგრამ მისი მიზანი სულ სხვა იყო . ყველაფერი ერთად გამოჩნდა , სახლში ყოფნა აღარ შეეძლო , მოწესრიგდა და პირდაპირ მეგობრის სახლს შეაფარა თავი .
კართან იდგა ყუთებითა და პარკებით დახუნძლული ელოდა ქალის გამოჩენას , მაგრამ მის ნაცვლად ბიჭუნა გამოჩნდა , გაბადრული სახით შეხვდა დედიკოს მეგობარს
-ნიიინ , შენ ხარ ტო?
-ეს , ტო ვინ არის ... ნაათ ეს თინეიჯერი ბიჭი ვინ არის? ნათესავის ბავშვია თუ ერთ წელში ასე გაიზარდა. არადა ველაპარაკებოდი და ასეთი არ ჩანდა
-აი რას ნიშნავს მეგობარს რომ დაივიწყებ და მის შვილებს ლაივში აღარ ნახულობ ნინო დეიდა- როგორც იქნა გამოართვა ყველაფერი და პირველი მოეხვია. ნათიაც გამოჩნდა და ოჯახის ყველაზე პატარა წევრიც , ფუმფულა პიჟამაში გამოწყობილი, დიდი სახლის ჩუსტებითა და აწეწილი თმით მირბოდა მისკენ. ხელში აიყვანა პატარა და ლოყები დაუკოცნა. მისაღებისკენ მასთან ერთად გადაინაცვლა, მუცელზე ჰყავდა შესმული რვა წლის გოგონა და მის ტიტინს გაღიმებული უსმენდა, უყვებოდა თავის ჩივილებს უცებ მოახსენა რა სჭირდა, დედიკო როგორ ასმევდა მწარე წამლებს და წუწუნის შემდეგ თვალებაბრჭყვიალებულმა გაუსწორა მზერა
-შენ როგორ ხარ ნინია დეიდა?
-ნინია დეიდას შემოეჭმები ... როგორ დამძიმდი
-იმხელა რაღაცაშია გახვეული ...ხომ ვერ მოვაშორე დადის პინგვინის ფორმით . სუფრას გავამზადებ, ფერი არ გაქვს ადამიანო რა გჭირს საერთოდ თავს იკლავ ?
-ჩემი ნათლული სად არის? კი არ მინახავს რა დროა- კედელზე დამაგრებულ საათს შეხედა და შემდეგ ისევ ბავშვზე გადაიტანა მზერა- რომელ საათზე მოდის შენი და?
-მმ...მგონი 5 საათზე, მე არ ვიცი რას გაიგებ . ეგ ხო დიდი გოგოა და როცა უნდა მაშინ მოვა როცა უნდა მაშინ წავა - ნინიას თმებზე ეფერებოდა, მერე პატარა ხელები ლოყაზე შეახო და წარბები მაღლა აზიდა- დედიკო გატყუებს , კარგი ფერი გაქვს და ლამაზი ხარ . შენი ზედა ძალიან მომწონს , მეც ხომ მიყიდი ასეთს დიდი რომ ვიქნები?
-ახლაც გიყიდი , პატარებიც იქნება ასეთები- თითები დაუკოცნა და გულში ჩაიკრა- როგორ ხარ ასეთი სასწაული?
-მართლა რამდენი ხანი გავიდა, მოკლედ რაც უფრო ბევრი სამეცადინო მაქვს უფრო მეტად ვხვდები ,რომ დიდობა დროს აჩქარებს ...ადრე ასე მალე არ გადიოდა ერთი წელი . ახლა კი თითქოს გუშინ გნახე -ბიჭმა წარბები შეკრა და ხელში ათამაშებულ მობილურს დახედა, შეტყობინება მისწერეს , ტუჩის კუთხე ჩატეხა წამსვე
-ნიკუშას შეყვარებული ყავს - ბავშვმაც არ დააყოვნა და დროულად მიაწოდა მორიგი ინფორმაცია
-ნინა იტყუება, არ არის შეყვარებული...ჯერ
-სად წავიდა დედაშენი, ჩემი შემდეგი ვიზიტისას დედამთილი დამხვდები აქ და რა დროს სამზარეულოა - ბავშვი დივანზე დასვა, ხელი ჩაკიდა და დედიკოსთან წაიყვანა - ასე უცებ როგორ ხერხებ ყველაფერის გამზადებას
-ეს უკვე ოჯახური გამოცდილების ამბავია . რომ გეყოლება ქმარი და შვილები თავისთავად გახდები ისეთივე ცეცხლი სამზარეულოში როგორიც ხარ რეანიმაციაში ...თანაც უცებ მინდა დავსხდეთ და მერე ვილაპარაკოთ
-ვერ ითმენს ისე უნდა ამბების მოსმენა შენს ერთ პაციენტზე- ბიჭი კარის ჩარჩოს იყო მიყრდნობილი და უღიმოდა
-ნოაზე ამბობს, ყველას გვაინტერესებს როგორ გამოაფხიზლე ის კაცი
-საკუთარმა ძალამ და ღმერთმა გამოაფხიზლა...კიდევ ოჯახის სიყვარულმა რომელიც სახლში ელოდა და საქმეებმა რომლებიც უნდა დაასრულოს. მე მხოლოდ გულს ვუმუშავებდი და მის სხეულს ვუვლიდი ექთნების დახმარებით
-ვერ ვიტან ასე რომ ლაპარაკობს...მეც ექიმი ვარ ახლა და ესეც?
კითხვები ძირითადად მაინც ნოას სასწაულებრივად გადარჩენასთან დაკავშირებით იყო. კომასთან დაკავშირებით პატარასაც აინტერესებდა, სასაცილო აზრები ჰქონდა და ყველა გაახალისა თუმცა მაქსიმალურად სიმართლესთან მიახლოებული პასუხები მიიღო ნინიასგან, კმაყოფილიც დარჩა .
ნახევარ საათში ოჯახის უფროსი ქალიშვილი და მისი მამიკოც გამოჩნდნენ. კატო ნინიას პირველი ნათლული იყო , მართალია სამეგობროში მასზე უფროსი ბავშვებიც ჰყავდათ , მაგრამ ნინიასთვის პირველი სიხარული იყო. ყველაზე ახლოს ჰყავდა , როდესაც დრო ჰქონდა მის გაზრდაშიც მონაწილეობდა და ბოლო დროს ხშირად რომ ვერ ნახულობდა დანაკლისიც ჰქონდა. ბავშვებთან ურთიერთობა უფრო მარტივია, მთავარია შენ გქონდეს დრო და მათი ნახვა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს შემდეგ კი ორი დამოუკიდებელი, საქმიანი ადამიანის საერთო თავისუფალი დროის პოვნა ძალზედ ძნელი ხდება. კატო უკვე სტუდენტი იყო, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე წარმატებითა და დიდი ენთუზიაზმით სწავლობდა. ნათიას მომზადებული უგემრიელესი კერძების დაგემოვნების თანხლებით მათ ამბებს ისმენდა, ჩვეულ ჟრიამულს ადევნებდა თვალს და სულში დამალულ ტკივილს წნეხის ქვეშ აქცევდა მათგან მიღებული სიხარულით.
-როგორ იცი ხოლმე , მოხვალ და აავსებ ყველას საჩუქებით
-კატოს ბავშვობაში რთული იყო და ახლა უკვე ყველაფერია , თანაც ამათი სასურველი ნივთების შესახებაც ვფლობ ინფორმაციას სოციალური ქსელების დამსახურებით- ყავის ფინჯნით ხელში დივანზე იყო მოკალათებული, პატარას უკვე თავის საწოლში ეძინა სკოლის მოსწვალე სადღაც გაიპარა სავარაუდოდ პაემანი ჰქონდა. კატო კი ნინიას გვერდით იჯდა და ისიც ელოდა ახალ ამბებს ,ჟურნალისტური ინტერესით
-იმის გარკვევაც შეიძლება შენს შვილს რამდენი თაყვანისმცემელი ჰყავს...არადა გახსოვს როგორ ვნერვიულობდი გოგოაო რომ გავიგე? ახლა დადებს ფოტოს, გადაივსება კომენტარებით დავჯდები ჩავუყვები სიას საინტერესო პირვებს გადავხედავ და ვიცი ვინ ვინაა . ჟურნალისტებსაც გაუმარტივდათ ცხოვრება
-წარმოდგენა არ გაქვს ჟურნალისტებს რა რთული ცხოვრება აქვთ...ექიმებზე უარესიც კი
-მართალი ხარ , მაგრამ ვიცი რომ შენ საუკეთესო იქნები და ყველაფერი გამოგივა იმიტომ რომ გიყვარს ის რის კეთებასაც აპირებ- ნინია ამაყობდა კატოს გამბედავი ხასიათით. უყვარდა მისი შინაგანი ძალა , ხასიათი და მებრძოლი სული ,რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა
-შენი ბრალია ეს რომ ჟურნალისტიკაზე სწავლობს და არა სადმე ნორმალურ და ადამიანურ ფაკულტეტზე- მამა ბატონი უკმაყოფილო იყო და კიდევ ვერ ეგუებოდა ამ ამბავს- სულ გადაღლილი უნდა იყოს, სულ გადარბენაზე, სულ ომში , ჯანდაბაში და უბედურებაში
-იქნებ საკუთარ იუმორისტულ გადაცემას ან რომელიმე ღამის შოუს ვაკეთებ მამა და საერთოდ საკმარისად ვისაუბრეთ ჩემზე . ნინია გვყავს ძლივს გამოჭერილი , პირისპირ ,ცოცხლად და ცხადად მობილურების ეკრანებიდან შორს
-ნინია დაღლილია, ნინია ნათლიას მოენატრეთ და გიბრუნდებათ ყველას ...როგორც სამსახური მომცეს დროს . ჩემებს მოვინახულებ ცოტა ხანში, რომ დავბრუნდები მერე თავიდან ვერ მომიშორებთ და თქვენი წუწუნიც დასრულდება
-ჩემო საყვარელო ცოლის არაბიოლოგიურო დავ, მაგ ამბავს რა სჯობს ..თუმცა მაინც იშვიათად გნახავთ ჩვენი გრაფიკის გადამკიდე ბოლო წლის ამბებს აჯობებს ... ჩვენ შენი ბოლო თვეების განმავლობაში თავს გადამხდარი ამბები გვაინტერესებს
-სიძევ ბატონო მე მაოცებს თქვენი ინტერესი ჩემი პაციენტის მიმართ ... ამ მათემატიკოს კაცს რა ხდება რა მალული გამოძიებები აგიტყდა
-რაც გინდა ის დაარქვი , დროზე გვითხარი რა უნდოდა შენს პაციენტს შენივე სახლში ... ვიცდი, ვიცდი , ვიცდი და მორჩა ამომეწურა მოთმინების ფიალა
-ნათიმ კონტროლი დაკარგა
-ამნეზია ჰქონდა კაცს, რა უნდა მექნა ..თანაც ნაცნობი აღმოჩნდა
-როგორ ნაცნობი
-გვიან მივხვდი ,რომ ნოა მამას დაეხმარა მაშინ და ვიფიქრე რომ ვალდებული ვიყავი დავხმარებოდი
-მოიცა , მოიცა ის შენი მკვდრეთით აღმდგარი კაცი მამაშენის კოლეგაა?
-ხო და შესაბამისად სწორად მივიჩნიე მისი სრული გამოჯანმრთელების უზრუნველყოფა. ახლა ყველაფერი გაახსენდა, ოჯახს დაუბრუნდა და მორჩა. კომაში მეტი პაციენტი არ მყავს ამ ეტაპზე და კიდევ თუ იქნება სხვა ვიმედოვნებ ისიც გამოფხიზლდება
-საოცარი დამთხვევაა ... მაინცადამაინც შენ იპოვნე , გადაარჩინე , იცანი , ასე იზრუნე. ბედის თამაშს ჰგავს, ზუსტად იქ მიგიყვანა ჩვენმა საყვარელმა ცუგამ სიცოცხლის ბოლო წუთებში სადაც ნოა იყო
-ჩემი პატარა, ნეტავ მისი გადარჩენაც შესაძლებელი ყოფილიყო. თითქოს იცოდა ,რომ დასაძინებლად მიმყავდა და თავად გადაწყვიტა წასვლა . ახლაც ვერ ვხვდები როგორ გამეპარა ეზოდან- საყვარელი ძაღლის დაკარგვა ისევ არ ჰქონდა ბოლომდე გადახარშული გონებაში
-მე მაინც მგონია ,რომ ყველაფერი ბედია და ჩვენმა საყვარელმა გოგომ იქ მიგიყვანა სადაც უნდა მისულიყავი ეს კი იქედანაა მართული
-კარგი რა ნათია ... ძაღლების ღმერთი მოქმედებდა ნოას სიცოცხლის გადასარჩენად?
-არაა... თქვენს შესახვედრად და გთხოვ ახლა არ მითხრა რომ ნოა ყოფილი პაციენტია და მორჩა !
-არ გეტყვი , რომ მხოლოდ ყოფილი პაციენტია , მაგრამ ნამდვილად მორჩა - დამალვა არც უფიქრია , მაგრამ იმდენად სერიოზული იყო ეს რომ თქვა ცოტა ხნით ნათიამაც შეწყვიტა შეტევა
-ხოო? ასე რთულადაა საქმე ?
-იმდენად ,რომ დავიწყებისთვის მჭირდება ყველა ძალის მობილიზება რაც კი რამ გამაჩნია და თუ არ გამახსენებთ დღეის შემდეგ საოცრებები იქნებით
-კარგიი , დრო ყველაფერს გვიჩვენებს ჩვენ კი დაველოდებით რა მოხდება ...ისე კი საშინლად მაინტერესებს როგორი კაცია - ჩუმად თქვა კატომ ბოლო სიტყვები და მერე ნინიამ წარბები რომ შეკრა სასაცილოდ გაუღიმა- ჩემი ნათლია საუკეთესოა და მისი მეფე ჩვეულებრივი არ უნდა იყოს
-შენი ნათლია დმაოუკიდებელი დედოფალია ... - საუბრის გაგრძელება ვერ შეძლეს. პატარას ტემპერატურა ჰქონდა და ნინიამაც მის ოთახში გადაინაცვლა. გვერდით მიუწვა სიცხისგან ახურებულ ლოყაზე აკოცა და სანამ ნათია ოთახებს შორის დარბოდა მანამ აფორიაქებულ ბავშვს ამშვიდებდა. ბოლოს ისე ჩაეძინა მასთან მიხუტებულს გონსაც ვერ მოვიდა. სითბოს გრძნობდა , ხელზე მისი თუთები უჭერდა და მისი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა.
ბავშვები ბედნიერების უშრეტი წყარო არიან. ისინი გავსებენ ნათელი ფერებით, ემოციებითა და სიყვარულით. ბავშვს შეუძლია დაინახოს შენი სული და შეიყვაროს ყველასგან მიტოვებული, გარიყული ადამიანი . ბავშვის თვალებში მუდამ ხედავდა ფრთაგაშლილ ანგელოზს , ძლიერს, წმინდას და უსაზღვროდ თავისუფალს. ეს არ იყო არცერთ ზრდასრულში ამხელა დოზით .
..........
მთელი კვირა გავიდა ნოას სახლში დაბრუნებიდან და ყოველი ღამე თეთრად ათენდებოდა. დღეებს ტაისიას გვერდით ატარებდა, ბედნიერი იყო , მაგრამ შიგნიდან იწვოდა. უამრავი პრობლემა ჰქონდა, ცხოვრებას ვერ უბრუნდებოდა, საკუთარ სახლში ძებნილივით იმალებოდა და გეგმაც არ ჰქონდა უკან დასაბრუნებლად. ამჯერად ნაადრევად ვერ გადაწყვეტდდა ყველაფერს, მოთმინება კი ძვირად უჯდებოდა. ნინიაზე ფიქრბეი მოსვენებას არ აძლევდნენ, სულს უხუთავდნენ მისი ცრემლიანი , იმედგაცრუებული თვალები და კადრი რომელსაც ვერ ივიწყებდა. ის მიდიოდა, მიდიოდა უკან მოუხედავად და ვერ მიჰყვებოდა, ვერ იჭერდა ბრაზისგან გონება არეული მის შეჩერებას ვერ ახერხებდა. ახლაც ბრაზობდა, ტაისიას მოსმენისას, მისგან შორს ყოფნით გამოწვეული ტკივილის გამო . ჯიუტი იყო, არავის არასდროს აპატიებდა დანაშაულს , მაგრამ ახლა გრძნობდა რომ ნინიას გასამართლებელ მტკცებულებებს ეძებდა
-ცუდად ხარ ... თითქოს სუნთქვა გიჭირს და მე ვერ გეხმარები - უეცრად გამოჩნდა ტაისია და მის გვერდით საწოლზე დაჯდა. სახე ხელებში ჰქონდა ჩარგული მაჯაზე რომ შეეხო მისი თითები და საფეთქელზე აკოცა- მაა , რა გავაკეთო
-ჩემო პატარავ ...- უცებ გამოფხიზლდა, მხრებში გასწორდა და თავად ჩაიკრა გულში გოგონა- კარგად ვარ მა, მართლა
-მატყუებ , ერთი კვირაა დაბრუნდი და უკვე ისე ცუდად გამოიყურები თითქოს ისევ კომიდან გამოგაფხიზლეს. აქ რომ შემოხვედი სულ სხვანაირი იყავი ... - მკერდზე ეკვროდა და ცრემლებით ევსებოდა თვალები - გთხოვ მითხარი როგორ დაგეხმარო , ყველაფერს გავაკეთებ ხომ იცი არა?
-ვიცი , ვიცი რომ შენ ყველაზე ძლიერი და მაგარი გოგო ხარ მა - მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალები დაუკოცნა- არ იტირო თორემ მოვკვდები იცოდე... კარგად ვარ , უბრალოდ მიჭირს ამდენი დრო გამოვტოვე. ყველაფერი დავკარგე, მებრძვიან, საფრთხეში ვართ და სახლში ვიმალები . უძლური ვარ , არ ვიცი რა გავაკეთო და
-ტყუილია , მატყუებ შენ ამის გამო არ ხარ ცუდად. შენ ისეთი ამბები გაქვს გამოძიებული და ისეთები დაიჭირე მათაც მოერევი ...ვიცი გექნება მტკცებულება, რაღაც ხელმოსაჭიდი. უბრალოდ დრო გჭირდება შურისძიებისთვის , მაგრამ შენ გულში რაც ხდება
-არ გინდა...შენთან ამაზე საუბარს არ ვაპირებ
-ნუ ხარ კომპლექსებით სავსე... ოცი წლის ვარ მამა პატარა ბავშვი არ ვარ . მიყვარს და ვიცი როგორია როდესაც მისგან შორს გიწევს ყოფნა
-ხო როგორ არა, შენ სულ შორს ხარ ... ნუ მახსენებ იმ ბიჭს ტვინში სისხლი მექცევა
-ის ბიჭი სხვათაშორის შენი ფაქტორის მიუხედავად მაინც იბრძოდა ჩემს გამო, არ შეუშინდა შენს მუქარებს . მანამ არ შემეშვა სანამ თავი არ შემაყვარა, უფრო სწორად არ მაღიარებინა ჩემი გრძნობები და შემდეგ სულ ჩემთანაა. რაც არ უნდა შემეშალოს მაინც არ მიმატოვებს, ჩემთან ერთად გამოასწორებს და იბრძოლებს ესაა სიყვარული რომ იცოდე , მაგრამ არ იცი იმიტომ რომ არასდროს გყვარებია ნახევარ ცხოვრებაზე მეტია მხოლოდ სიამოვნებისთვის იყენებ ქალებს და მეტი არაფერი
-ტაისია - გოგო ხმამაღლა ესაუბრებოდა და სრულიად სერიოზული იყო
-არ ვიცი რის გამო ეჩხუბე ქალს რომელმაც სიცოცხლე თავიდან გაჩუქა, რომელმაც შეგიყვარა და რომელიც გიყვარს , მაგრამ ვიცი რომ მის გარეშე განადგურდები ! კეთილი ინებე , მოაგვარე საქმეები , დააწყვე გეგმები , დაალაგე შენი ცხოვრება და იფიქრე იმაზე თუ როგორ შემოირიგებ იმ ქალს
-შენთვის მარტივია , თქვენ ქალები არასდროს იბრძვით სიყვარულისთვის სულ ელოდებით როდის მოვა კაცი და გთხოვთ პატიებას, როგორ შეგაყვარებთ თავს, როგორ გაიძულებთ გაღიარებინონ საკუთარი გრძNობები , როგორ გატარებენ ხელის გულზე, როგორ გენდობიან და ყველაფერს თქვენ ითხოვთ
-ეს ჩვენ, მაგრამ ის ? ისიც ასეთია ? რაღაც მეეჭვება ის ქალი ამ სახლიდან რომ გავიდა ჩვეულებრივი იყოს
-არ არის , სწორედ ეგ არის პრობლემა ... დამნაშავეა და ჯანდაბა ეს რა უბედურებაა - თავზე გადაისვა თითები და თვალები დახუჭა - ვერ ვიტან !
-დაიძინე ... ძალები გჭირდება წინ დიდი ბრძოლა გაქვს და რომ იცოდე მარტო არ ხარ . მე შენთან ვარ , ყოველთვის - ისევ მოეხვია თავზე აკოცა და მერე ლოყაზე გადავიდა- საოცარია როდესაც პატარა ბიჭივით შეყვარებულს გიყურებ ... ყველაფერი უჩვეულოა ჩვენთან , მა
-უჩვეულო , უცნაური და არეული იმდენად რომ მეორედ დამჭირდება კომა- საწოლზე დაეშვა და ჭერს მიაპყრო მზერა. დაიწყო გეგმების დალაგება, ტვინში სქემა ეწყობოდა ყველაფერი ნელ-ნელა უკავშირდებოდა ერთმანეთს ყველა დეტალი რომელიც იცოდა და ხელთ ჰქონდა. წინ გრძელი გზა ჰქონდა, დანის წვერზე გავლა მოუხდებოდა ფინიშთან მისვლამდე, როგორც ყოველთვის ახლაც არ იყო მისი ცხოვრება მარტივი .

..............

_ნინია ექიმო ... ბატონი ვახტანგი კაბინეტში გელოდებათ სასწრაფოდ . არ წავიდესო გადმოგცათ_ კლინიკიდან გადიოდა უკვე კართან რომ გააჩერა ექთანმა და შეწუხებული სახით დაბრუნდა უკან. ვახოს კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდა და ფეხზე მდგომი რომ დაინახა გაუკვირდა. სიგარეტის ღერს ატრიალებდა და ოთახში დადიოდა.
_ამჯერად რა პრობლემის წინაშე ვართ ბატონო ვახტანგ? _რამდენიმე დღიანი უძილობის შემდეგ საუბარიც კი ეზარებოდა .
_ვიაიპ პაციენტი მოჰყავთ და უნდა მიხედო შენი ექთანიც გამოიძახე მოვიდეს
_დაკარგული ფერითა და შეწუხებული სახით თუ ვიმსჯელებ რეანიმაციას საერთოდ არ საჭიროებს და გინდა ვიღაც ფულის ტომარას ვემსახურო ისე თითქოს ვიღაც მათხოვარი ვარ რომელიც საჭიროების შემთხვევაში ფეხებსაც დაუკოცნის ? _ ბრაზი ვერ გააკონტროლა და ხმას აუწია_ მე მივდივარ ! არ მაქვს ძალა და ხასიათი ვიღაც გუშინ გამდიდრებული ხალხისათვის
_ნოა კორინთელისთვის ხომ გქონდა დრო
_ გეყოს ნოას ამბის გახსენება თორემ სათქმელი და გასახსენებელი იმდენი მაქვს _ კარისკენ წასული ისევ შებრუნდა
_კარგი, კარგი დამშვიდდი ... მინისტრის მამა მოჰყავთ . ინფარქტის ნიშნებით . შენი მეგობრის მამაა სხვათაშორის. მობილური გამორთული გაქვს ვერ გიკავშირდებიდნენ ამიტომ მე დამირეკეს
_რომელი მეგობრის
_შენ მე გამაგიჟებ ყველა მინისტრს იცნობ?
_ვისაც ხანშიშესული მშობლები ჰყავს ან რაიმე დაავადებით ნათესავები ყველას ... არა მხოლიდ მოქმედ მინისტრებს
_ შსს
_დავრჩები ... _ კარგად იცნობდა მინისტრის მამას. რამდენჯერმე მოხვდა კლინიკაში და დადებითად იყო განწყობილი მის მიმართ . კლინიკის შესასვლელში დახვდა და თავად იზრუნა ყველაფერზე. მდგომარეობა სტაბილური რომ გახდა შემდეგ მისცა ნახვის უფლება შვილს, რომელიც დაცვის თანხლებით იდგა დერეფანში. ნინიასთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ქალის სტატუსს , აწუხებდა უცხო პირების ყოფნა მის განყოფილებაში და უკმაყოფილო იყო
_როგორაა _ალბათ მხოლოდ საავადმყოფოს კედლებშია შესაძლებელი ყველაზე უემოციო და ძლიერი ადამიანის ემოციების ხილვა. მათი შიშისა და ტკივილის
_სტაბილურად ... განმეორებითი ინფარქტის საშიშროებამ ჩაიარა. მკურნალობასს გააგრძელებს , ორი დღით დავტოვებ მდგომარეობას დავაკვირდები
_როგორც იტყვი ... მთავარია კარგად იყოს . ბოლო დროს განვითარებული ამბების გამო ინერვიულა და სანამ მოვაგვარებ ყველაფერს იქნებ სჯობს კიდეც რომ აქ იყოს. თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ
_გინდა რომ დიდხანს დავტოვო?_პირდაპირ მიუხვდა სათქმელს. წარმოდგენაა რ ჰქონდა მინისტრის თავს რა ამბები ტრიალებდა და არც აინტერესებდა პოლიტიკური სიბინძურე
_ერთი კვირით მაინც... შენი რიდი აქვს. პატივს გცემს და დადებითადაა განწყობილი. დაგიჯერებს
_იმიტომ არის დადებითად განწყობილი რომ გულწრფელი ვარ ... დავტოვებ , მის მდგომარეობაზეც დადებითად იმოქმედებს . თუ აქ ყოფნა არ მობეზრდება დავაკვირდებით
_გმადლობ... საუკეთესო ხარ ნინია
_შეგიძლია ნახო და დარჩე რამდენ ხანსაც გინდა... უბრალოდ ეცადე არ ინერვიულოს
_ცოტა დრო მაქვს ... მალე წავალ
ქალბატონი ნატალიამ მინისტრის სკამზე 2 წელი გაატარა და უკვე აქტიურად ცდილობდნენ მის მოშორებას. სხვადასხვა გზებით ხდებოდა მისი პროვოცირება, საქმე მეტად რთული ჰქონდა და ისედაც ყველა ეჭვის თვალით უყურებდა . ბევრი ჭორი დადიოდა 50 წელს მიღწეულ ქალზე . პრობლრმები ჰქონდა პირად ცხოვრებაშიც და სრულიად უკონტროლო გახდა ბოლო დროს სიტუაცია. დანებებასაც კი ფიქრობდა ენერგია გამოცლილი . ყველაფერი თავზე ენგრეოდა მისი გონიერი მტრების დამსახურებით და უკვე წინააღმდეგობის გაწევაც კი უჭირდა.
დიდ დროს ვერ ატარებდა კლინიკაში, მაგრამ ყოველ დღე მიდიოდა მოხუცის მოსანახულებლად. სხვა არავინ ჩანდა ექთნები და ნინია იყო კაცის გვერდით . მოსწონდა ღაჭვანს მოხუცთან საუბარი , ყოფილი ლექტორი , ისტორიკოსი , მრავლის მცოდნე და მნახველი იყო . მასთან დროის გატარება განტვირთვაც კი იყო გადაღლილი ექიმისთვის. იშვიათად ხედავდა ვიაიპ პალატაში ამდენ წიგნს . უხაროდა წამლების სუნს ახალი და ძველი წიგნების სურნელი რომ ერეოდა.
რეანიმაციული განყოფილებიდან რომ გავიდა დერეფანში მოჰკრა თვალი ნაცნობ სილუეტს ლიფტში შესვლამდე ძლივს გაარჩია მისი ფიგურა , მაგრამ თვალებს არ დაუჯერა. თეთრ ხალათსა და მწვანე ფორმაში გამოწყობილი , თავზე ქუდითა და პირბადით ნოა ვერ იქნებოდა. გადაღლილობას და დამალულ მონატრებას დააბრალა . კაბინეტში ისე დაბრუნდა დეისაძეზე ფიქრები ვერ მოიშორა. მეტის მოთმენა აღარ შეეძლო, საუბარი სჭირდებოდა და ვიაიპ პალატისკენ დაიძრა. დაცვა იდგა რაც იმას ნიშნავდა რომ იქ უკვე მინისტრიც იმყოფებოდა. საუბარს ვერ შეძლებდა, მაგრამ მაინც შევიდა და კარის დახურვისთანავე იგრძნო ძალის დაკარგვა, თითქოს მუხლები მოეკვეთა ფანჯარაზე მიყრდნობილი კაცის დანახვისას . პირბადე მოეშორებინა და გაცხარებულ მინისტრს შეკრული წარბებით უსმენდა. კარის ხმა რომ გაიგო ნინიაზე გადაიტანა მზერა და წამსვე იგრძნო ცვლილებები მთელს სხეულში. მონატრებული ქალის ხილვამ სრულიად აურია გონება, მისი ცივი , ცარიელი თვალები დანასავით ბასრი იყო
_ქალბატონო ნატალია ...
_ნინია ძვირფასო იქნებ
_ქალბატონი ნინია მიცნობს ნუ ღელავთ პრობლემა არ არის _ ნოამ ისე დაამშვიდა ქალი თითქოს ნინიაც ინფორმირებული ჰყავდა
_პრობლემა არ არის? უკაცრავად , მაგრამ თქვენ ვინ ხართ ექიმის ხალათი რომ მოგირგიათ და პაციენტის პალატაში შემოპარულხართ. აქ სათათბირო დარბაზი არ გახლავთ... არც დასაკითხი ოთახი და საერთოდ ქალბატონო მინისტრო მამათქვენის ჯანმრთელობას სწორედ ასეთი საუბრები ვნებს _ ცეცხლი ენთო შიგნით , მაგრამ გარედან ყინულივით ცივი და ურეაქციო იყო.
_შვილო , ნინია მე ამ ახალგაზრდას კარგად ვიცნობ . ჩავთვალოთ რომ ჩემ მოსანახულებლად მოვიდა ...
_ბატონო თევდორე მე დარწმუნებული ვარ თქვენ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ
_მე და ქალბატონი ნინია რამდენიმე წუთს დაგტოვებთ ... უკაცრავად _ კაცს გაუღიმა,.ნინიას მკლავზე მოუჭირა თითები და თავისკენ მიიზიდა_ნინია , გამომყევი და მორჩი ისტერიკას _ჩუმად უთხრა ყურში და ისე დაიძრა კარისაკენ მისთვის ხელი არ მოუშორებია. კარი რომ მოიხურა ნინიამ წამსვე მოიშორა მისი თითები და წინ გაიჭრა . უყურებდა ქალს და ღიმილს ვერ იკავებდა, ისეთი შვება იგრძნო მისი დანახვისას თითქოს ყველა პრობლემა გაქრა. ძლივს ახერხებდა საქმეზე ფიქრს ისე უნდოდა მასთან მარტო დარჩენა დიდი სიამოვნებით გამოკეტავდა თავის კაბინეტში , გადაკეტა კიდეც კარი და სულ გააგიჟა ნინია
_ ეს რა ჯანდაბაა კლინიკაში შემოიჭერი, პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებ ... ახლა რა კაბინეტში უნდა გამომკეტო ? ასე მუშაობთ ბატონო გამომძიებელო?
_ტიპიური მიტოვებული ქალის სინდრომით რატომ მოძრაობ ძვირფასო ? ეს აგრესია, ბრაზი და უკონტროლო გრძნობები აზროვნების უნარს გიბინდავს ვერ ხედავ? _ არაფერი უნდოდა მასთან სიახლოვეზე მეტად , მაგრამ უარესად გააგიჟა ქალი. სიცილი რომ დაიწყო ღაჭვანმა გონებაც კი გაეთიშა, გაშეშდა თითქოს ისე უძრავად იდგა და უყურებდა
_შენ ახლა გგონია რომ მე წამოვეგები ამ აფსურდულ ირონიას და შენთვის ჰაერივით საჭირო კამათში ჩავერთვები რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებს?
_მნიშვნელოვანი საქმე მაქვს ... სხვა ადგილას შეხვედრა არ მოხერხდებოდა და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ !
_ჩემი პაციენტის გამოყენება შუამავლად უბრალოდ ზნედაცემულობაა ... იმ კაცს ნერვიულობისგან გული რომ გაუსკდეს მერე რას გააკეთებ
_გული რომ არ გაუსკდეს იმიტომ მოვედი... მათთვის სასარგებლო საქმით ვარ და არა საზიანო.
_როგორც ვხედავ მეხსიერების დაბრუნების შემდეგ სრულად აღიდგინე მუშაობის უნარი
_ერთი ექიმი ზედმეტად ზრუნავდა ჩემ ჯანმრთელობაზე ... ბოლოს ჩემზე დამოკიდებულიც კი გახდა ასე რომ სრულად დავუბრუნდი საქმიანობას
_ააჰ ანუ ის ექიმი არის თქვენზე დამოკიდებული
_დიახ, ახლაც ალბათ მონატრებისგან არის გაგიჟებული . სახლში არ მისულა მთელი თვეა და მალე თავად იქნება პაციენტი ამდენი მუშაობის შემდეგ ძალა რომ გამოეცლება _თვალებში უყურებდა და მანძილს სულ უფრო და უფრო ამცირებდა _ მატყუარა ექიმი , რომელიც საერთოდ არ ფიქრობს საკუთარ თავზე
_უმადური პაციენტების გარდა მადლიერებიც ჰყავს რომელთაც სჭირდებათ ამ ექიმის მზრუნველობა... თანაც ამ ექიმს სხვა გასართობი აღარ აქვს, შინაბერას სახლში მაინც არავინ ელოდება და იქნება კლინიკაში ზოგ ნაბიჭვარს გადაარჩენს, ზოგ წესიერ ადამიანს. რას ვიზამთ ასეთია ექიმის ცხოვრება რომელიც ერთობა ადამიანების გადარჩენით _ თვალები აენთო , ბრაზისგან ხელები უკანკალებდა . ნოა კი ისევ ახლოს იდგა და ვერაფერზე ფიქრობდა მისი ტუჩების გარდა
_დრო არ მაქვს... მინისტრთან უნდა დავბრუნდე და შენ უფლებას მომცემ იმიტომ რომ იცი ტყუილად არ მოვიდოდი აქამდე . ეს კედლები ყველაზე რთულ მოგონებებს ინახავენ _ნერწყვი ძლივს გადააგორა გამშრალ ყელში . ქალის სურნელმა რომ აუწვა ცხვირი მთელს სხეულში დაუარა ჟრუანტელმა . საკუთარ თავთან ბრძოლა უწევდა კაბინეტიდან გასასვლელად . საქმეზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული, სხვა შანსი არ ექნებოდა ნატალია უნდა დაერწმუნებინა და თევდორეს კეთილგანწყობა გამოეყენებინა . ყოფილი ლექტორი ენდობოდა , ისე იცნობდა როგორც ჭკვიან და წესიერ დეტექტივს ამიტომ ეს სიტუაცია სათავისოდ უნდა გამოეყენებინა. უჭირდა იქ , იმ ადგილას ყოფნა , მაგრამ თავს ერეოდა და საკუთარ საქმეზე ახდენდა კონცენტრირებას. ნინია არ გამოჩენილა, მინისტრი რომ წავიდა თავად ისევ პალატაში იყო და ნერვიულად ატრიალებდა თითებსშორის მოქცეულ სიგარეტის ღერს
_ჩამოჯექი ჩემო ბიჭო... თუ არსად გეჩქარება ვილაპარაკოთ . დაუთმე დრო მოხუცს
_არ მინდა რომ გადაიღალოთ თორემ თქვენთან საუბარს რა სჯობს _ მშვიდად ჩამოჯდა სავარძელში და მოხუცის წყლიან თვალებს გაუსწორა მზერა _ მაპატიეთ ამ ამბავში რომ ჩაგრთეთ
_მადლობა რომ ამ საქმეში მონაწილეობის უფლება მომეცი... ვიცი დამნაშავეები ყოველთვის იქნებიან , მაგრამ თუ არ ვიბრძოლეთ იმაზე მეტნი გახდებიან ვიდრე გაძლება შეიძლება ... ხომ იცი არ მინდოდა მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა. ქალია და ბინძურ საქმეში ნუ გაერევითქო ვეუბნებოდი, მაგრამ არ შეუძლია ისე ცხოვრება
_სხვა დამნაშავეების არ ვიცი, მაგრამ მთავარ წურბელას რომ მოვიშორებთ ერთად ამაში დარწმუნებული ვარ
_იმედი მაქვს ... შენი იმედი ყოველთვის მქონდა ხომ იცი . გეუბნებოდი მოვა დრო და შენი შიშით ხალხი დანაშაულს აღარ ჩაიდენს_თქო
_ამდენად მაგარიც არ აღმოვჩნდი _ გაიცინა და მოზრდილ წვერზე ჩამოისვა თითები
_ნინიას საიდან იცნობ... მამამისმა გაგაცნო?
_არა ... ცოტა ხნის წინ გავიცანი
_ძალიან კარგი გოგონაა ... მის გამო ვრჩები ამ უბედურ ადგილას
_ დარწმუნების უნარი კარგად აქვს განვითარებული
_არა მხოლოდ
_მგონი დროა დაგტოვოთ , თორემ ქალბატონი ნინია მეც თქვენს გვერდით მომათავსებს
_მიდი შვილო... წარმატებებს გისურვებ. იმედია მეორედ უკეთეს ადგილას შევხვდებით უკეთესი განწყობით
_აუცილებლად შევხვდებით
პალატიდან მშვიდად გავიდა. ისე მიაბიჯებდა დერეფანში თითქოს ნამდვილად ექიმი იყო. ყველგან ნინიას დაეძებდა , მაგრამ ვერსად შენიშნა. შენობა მალე დატოვა , თავზე კაპიუშონი წამოიფარა , ყურსასმენები მოირგო და ისე განაგრძო გზა . ქუჩაში ისე დადიოდა როგორც ვიღაც ძებნილი დამნაშავე. არ უნდოდა ვინმე ნაცნობს გადაჰყროდა , სახლის ირგვლივაც აკონტროლებდა პერიმეტრს.. არავინ უთვალთვებდაა რა თქმა უნდა ფიქრობდნენ რომ მკვდარი იყო და მიწის ქვეშ იხრწნებოდა . ლაღად განაგრძობდნენ სახელმწიფოს ძარცვასა და დანაშაულების ჩადენას. რომ არა შურისძიება იქნებ არც ჩართულიყო ამ ბრძოლაში. როდესაც პირადი ანგარიშები გაქვს მტერთან უკან დასახევი გზაა აღარ გრჩება და მთელი ძალით იბრძვი. ნოა არავის ენდობოდა, მშობლებისგან მიტოვებული ფიქრობდა , რომ თუ ადამიანს შვილის დატოვება შეუძლია იგი ნებისმიერს უღალატებს. ყოველთვის ჩნდება რაღაც გარემოება რაც გაიძულებს უკან დახევას, ზურგის ქცევას ან სხვის ადამიანი უფსკრულში გადაჩეხვას. გასამართლებელი მიზეზი ყველამ შეიძლება იპოვნოს და ნოაც ელოდა ღალატს ამიტომ არავის , არასდროს ენდობოდა ბოლომდე. მხოლოდ ერთი ჰყავდა ,ყველაზე ახლობელი შვილივით გამოზრდილი ბიჭი რომელსაც მთელი თავისი სიყვარული მისცა. ძმაც იყო მისთვის, მამაც, მეგობარიც და მფარველიც. ისიც აღფრთოვანებული იყო ნოას პიროვნებით და გვერდიდან არ შორდებოდა. ერთად მუშაობდნენ ყველა საქმეზე , თავს არ ზოგავდა და სჯეროდა , რომ დიდი მომავალი ჰქონდა . ყველაფერი მაშინ დაიწყო დამწყები ბიზნესმენის შვილი რომ გაიტაცეს . წესით ეს ამბავი პოლიციას არც უნდა გაეგო , მაგრამ გოგო ზურას ნაცნობი იყო და ნოას თავად სთხოვა დახმარება. მარტო იძიებდნენ გატაცების ამბბავს. არ გასჭირვებიათ გამტაცებლის პოვნა და ისიც მარტივად დაადგინეს რომ ერთ_ერთი ცნობილი ბიზნესმენი ახალი კონკურენტის ჩამოცილებას ცდილობდა . პირდაპირ კავშირშსი არ იყო ამბავთან, მისი ერთ_ერთი დამქაში გახლდათ ორგანიზატორი და გოგოს გათავისუფლების შემდეგ მხოლოდ მისი დაჭერა მოახერხეს. საქმე ასე დაიწყეს, ერთი გახმაურებული დაპატიმრებით რომელიც ფარულ ომში გადაიზარდა. ნაბიჯ_ნაბიჯ პოულობდნენ საქმეებს რომელიც იმალებოდა და ყველაფერი ერთ კაცთან იყო კავშორში. მოწმეების შეგროვება რომ დაიწყეს ყველაფერი უფრო მეტად გართულდა. მკვლელობის მოწმე თავად გახდა მსხვერპლი , დამნაშავის დაჭერისას კი ზურა სასიკვდილოდ დაიჭრა. ნოას თვალწინ მოკლეს , ვერაფერი გააკეთა მის გადასარჩენად სულ ერთ წამში დაცალეს მთელი მჭიდი . მისი ბოლო სიტყვებიც არ მოუსმენია მხოლოდ მზერა დარჩა, გაშეშებული ცისფერი თვალები რომელიც ცისკენ იყო მიმართული . ნოა ზურას მკვლელობის შემდეგ უკან აღარ იხევდა, დაუფარავად მოქმედებდა პირდაპირ უტევდა ყველას და დაკარგა კიდეც კონტროლი . ყველაფერი გართულდა, იმდენად გართულდა რომ მოპპვებული მტკიცებულებენის მოსაშორებლად თავად დეისაძის მკვლელობა შეუკვეთეს. უნდოდათ გაეგოთ სად ჰქონდა მტკიცებულებები , რამდენიმე დღე აწამებდნენ ბევრი რამ აღარც კი ახსოვდა ტკივილისგან იმდენად ჰქონდა გონება არეული შემდეგ იყო კომა და გამოფხიზლება . მეორე სიცოცხლე , რომელმაც მოქმედების ტაქტიკა სრულად შეაცვლევინა. ზურას საფლავზე მისვლასაც ვერ ახერხებდა , არ შეეძლო ქუჩაში თავისუფლად სიარული, ქალიშვილსაც კი ვერ ხვდებოდა ნორმალურად , ჯანმრთელობა შეერყა და რაც ყველაზე მეტად ადარდებდა სამარცხვინოდ გააგდეს სამსახურიდან რომელსაც ნახევარ ცხოვრებაზე მეტი შესწირა. დამცირებას ვერ აპატიებდა , წამებას, ტასოს ტკივილს და ზურას სიკვდილს ასე რომ საქმე უკვე პირადი იყო და აუცილებლად მოიგებდა ომს.
..........
სახლში მარტო იყო . რამდენიმე კვირა გავიდა მინისტრთან საუბრის შემდეგ ის კი ისევ არ ჩანდა. მის ირგვლივ აგორებული ჭორები ჩაცხრა, თითქოს აღარავის ახსოვდა და ისიც საეჭვოდ დუმდა. ნოა უკვე ნანობდა მასთან დააკავშირება რომ გადაწყვიტა და დამოუკიდებლად აპირებდა გზის გაგრძელებას . ფიქრისგან თავი უსკდებოდა, ყველა გეგმა აერეოდა და სულ ახალი გზის დასახვა მოუხდებოდა თუ ქალბატონი ნატალია განზე გადგებოდა. სიგარეტის ღერით ხელში იჯდა და სვამდა, უსაქმურობისგან გაგიჟებული თავს ვეღარ აკონტროლებდა. ტასო მთელი კვირით გაუშვა სახლიდან , ცოტნესთან ერთად სადღაც მიყრუებულ სოფელში თავისი ნებით გახიზნა და ახლა საკუთარი გადაწყვეტილება აგიჟებდა. მოსწონდა ეს ბიჭი , მაგრამ არა როგორც მომავალი სიძე. არავისთვის ეთმობოდა ერთადერთი ქალიშვილი და ტვინში სისხლი ექცეოდა ახლა მის გვერდოთ მყოფს რო წარმოიდგენდა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ტასოს ქალაქში დარჩენას სჯობდა იმ ბიჭთან ერთად გაეტარებინა დრო.
გვიანი იყო უკვე , არ ელოდა ნუცას გამოჩენას თუმცა ქალი ყოველთვის მოულოდნელი ვიზიტებით იყო ცნობილი. არ გაჰკვირვებია მისი მოხდენილი სხეულის გამოჩენა, ეშმაკური ღიმილი და გამომწვევი ჩაცმულობა. დაუპატიჟებლად შეეჭრა სახლში და ასევე დაუკითხავად შეამცირა ზღვარი
_განდეგილივით გამოკეტილი საშინლად მომწონხარ... ასეთი უმოძრაო არასდროს ყოფილხარ _არც კი მისალმებია ისე დაიხარა და ტუჩის კუთხეში აკოცა_ნოა _თვალებში უყურებდა და მთელი სხეულით აგრძნობინებდა სურვილს _ მომენატრე_არ დალოდებია კაცის ნაბიჯს, თავად აეკრო სხეულზე და ტუჩები ვნებით დააუკოცნა. ვერაფერს გრძნობდა მისი შეხებისას არადა როგორი ცეცხლოვანი იყო ნუცა, არასდროს ჰქონია ასეთი ცივი დამოკიდებულება მის მიმართ ახლა კი თითქოს ყინულის უძრავი ქანდაკება იყო და ქალიც უშედეგოდ ცდილობდა მის გამოწვევას . კოცნაში აჰყვა , მუხლებზე დაისვა ვნებააშლილი ქალი და მისი კაბის ქვეშაც შეაღწია , მაგრამ ყველაფერი უბრალოდ მექანიკურ მოძრაობას წარმოადგენდა. სიამოვნების ნაპერწკალიც არ ჩანდა ნუცა კი მისი ყოველი შეხებისას კვნესოდა და კიდევ უფრო მეტად ეკვროდა სხეულზე_როგორ უღმერთოდ მენატრები ... მიყვარხარ ნოა , ყველაფერზე მეტად მიყვარხარ _ ვერ იტანდა მის სიყვარულს რომელიც წლების მიუხედავად ვერ გააქრო. არ ესმოდა ამ გრძნობის, ვერ ხვდებოდა და ზოგჯერ გულსაც ურევდა . არაფერი უთქვამს მისი ხელები მოიშორა და იმ წამს გახსნილი ქამარიც შეიკრა. გვერდით გადადებულ ჭიქას დასწვდა და ერთი ამოსუნთქვით დაცალა
_თავიდან ვიწყებთ?
_ნოა ... გთხოვ
_რას მთხოვ სიყვარულს თუ ჟ.მა.ბას _ ირონიულად უღიმოდა და ამღვრეულ თვალებში უყურებდა . ნახევრად შიშველი ისევ ნოას ფეხებზე იჯდა . კაბა ბოლომდე ჰქონდა აკეცილი, მოღეღილი მკერდი გულის რიტმს მოძრაობით ჰყვებოდა . მთელი სხეული უთრთოდა , იწვოდა გული კი ისევ ეყინებდოა _ ხომ იცი როგორ ვერ ვიტან რომ გტკენ... იცი და მაინც არ მეშვები _ თითები თმაში შეუცურა, კეფაზე უხეშად მოუჭირა და სავსე ტუჩებზე ცერა თითი გადაატარა_ ერთ კითხვას დაგისვამ , როგორც ყოველთვის და შემდეგ თავად მიხვდები შენს სიყვარულზე ჩემს პასუხს _ თვალებში უყურებდა, თითებს შიშველ კანზე დაატაარებდა , კეფიდან ისევ არ აშორებდა მარჯვენა ხელს _ჩემი გლოვის დროს რამდენჯერ დაგამშვიდეს სადღაც დედისტყვ.. აგდებულმა ყლ..ბმა . რამდენი გახსოვს
_ნოაა _ ცრემლებმა იწყეს დენა. გიჟდებოდა, ვერ უძლებდა მის ამ მზერას. ასეთ სიცივეს და საკუთარ ქცევას _ შენ რომ ყოფლიყავი ჩემთან მე სხვასთან არავისთან ვიქნებოდი და შენ ეს კარგად იცი
_ნუ ტირიხარ რა...ტვინში მირტყავს. _ ხელები მოაშორა და სახეზე ჩამოისვა _ მომდევნო 20 წელი გიკრძალავ მაგ სიტყვის თქმას და შემდეგ რამე თუ მოხდება მითხარი
_საშინელი ხარ !
_შენ კი სულელი ... თან ხვდები რომ აზრი არ აქვს და თან მაინც უმეორებ საკუთარ თავს რომ მე გიყვარვარ! ლამისაა დავბერდეთ როდის ისწავლი ჭკუას _ უცებ დაუყვირა და დამფრთხალი ჩაიხუტა _სულელი ხარ , სულელი და რა გიყო აღარ ვიცი . მოვკვდი, გავცოცხლდი და ისევ ასეთი დამხვდი _ ატირებული მკერდზე ჰყავდა მიხუტებული და ისიც ქვითინებდა
_რა დაგემართა ... ადრე ასე არ იყავი
_აუცილებლად უნდა გ.გჟიმო ტო?
_ადრე ყოველთვის გინდოდი ...
_რა პრიმიტიულია ყველაფერი ჩვენს შორის _ ამჯერად საერთოდ მოიშორა. დივანზე დასვა . მაისური გაისწორა და სიგარეტის მორიგ ღერს მოუკიდა. ფანჯარასთან გადაინაცვლა, ზურგით იდგა ქალისკენ და მის მზერას გრძნობდა
_ნოა ... რა იქნება მომავალში _ცრემლები შეიმშრალა. მოწესრიგდა, დამშვიდებას შეეცადა და შემდეგ ისევ მიუახლოვდა . ასეთი იყო ყოველთვის , ნოასგან შორს ყოფნა არ შეეძლო. არც ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ , მაგრამ ნოა მაინც ერთადერთი შეუცვლელი კაცი იყო მის ცხოვრებაში
_თუ ყველაფერი მოვაგვარე იქ დავბრუნდებით სადაც ვიყავით სამი წლის წინ
_დავბრუნდებით კიი?
_ჩემი არ გჯერა ნუციკო? _გვერდულად გახედა და გაიცინა _ ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა !
_უბრალოდ არ მოკვდე _ ქვემოდან უყურებდა ის კი ეწეოდა და ფანჯრიდან მეზობელ სახლებს უყურებდა. შემდეგ ფრთხილად მოეხვია და რომ მიხვდა ნოა არ იშორებდა მოდუნდა და უბრალოდ იმით დატკბა რაც ჰქონდა. მხარზე ხელი მოხვია კორინთელმა და თავზე აკოცა
_ყველაფერი მაგრად იქნება , ნუცი ... ისევ ისე მშვიდად , მაგრამ მე და შენ აღარასდროს ვიქნებით ერთად
-ნოა ... შენ , შენ ის ქალი გიყვარს?
-მაგ სიტყვას ისევ ვერ ვიტან და ჩემ გრძნობებს მნიშვნელობა არ აქვს , უბრალოდ მორჩა
-მინდა ბედნიერი იყო , ხომ იცი - ქვემოდან უყურებდა და თვალები სითხით ეფარებოდა- ხომ გჯერა
-ვიცი , ნუცი ...ვიცი
როგორ უნდოდა ნინია ყოფილიყო სულ ოდნავ მაინც ნუცას მსგავსი. არა , არ უნდოდა , მაგრამ აწყობდა . ასეთი მარტივი რომ ყოფილიყო ღაჭვანის ქალი ეყოლებოდა ახლა გვერდით და მას ჩაიხუტებდა. მისი სითბოთი დატკბებოდა და წამითაც არ ენდომებოდა ხელის გაშვება. ნუცა უყვარდა, მიუხედავად მისი ხასიათისა მაინც არასდროს აქცევდა ზურგს და ნებისმიერ ვითარებაში მხარს უჭერდა .
...............
თენდებოდა კარზე რამდენჯერმე რომ დააკაკუნეს და ნოასაც მაშინვე დაერღვა ძილი. სიჩუმეში გავრცელებულმა ხმამ გამოფხიზლება აიძულა, სწრაფად აიღო იარაღი და კიბეზე ჩუმად დაეშვა. მთელს სახლში სიჩუმე იყო, კარზე კი ისევ დააკაკუნეს
_გააღე თორემ თავად გავაღებ _ ქალის ნაცნობი ხმა რომ გაიგო ინსტიქტურად გადაატრიალა გასაღები. მანაც არ დააყოვნა და მშვიდად შევიდა, კაცის წინ იდგა და ქვემოდან უყურებდა _კატასავით ცხრა სიცოცხლე გაქვს კორინთელო ?
_აქ რას აკეთებ
_მნიშვნელოვანი მიისით ვარ ...რომ არა ჩემი პატრიოტობა და სამართლიანობის განცდა დიდი სიამოვნებით მოგიშორებდი _მწვანე თვალები უნათებდა ქალს ნოა კი ღიმილით უმზერდა
_მინისტრმა არაკანონიერი დეიდაშვილი გამომიგზავნა და ინფორმაცია გამოატანა? ვინ იფიქრებდა ჩემი ფოსტალიონი თუ გახდებოდი
_კომამაც არ გიშველა ისევ ისეთი გარეწარი ხარ
_შენ კი ისევ ისეთი გამწარებული ხარ იმის გამო რომ სტუდენტობის დროს მიგატოვე
_ეს შენ ამაყობ იმ ფაქტით რომ მიმატოვე და ტრაბახობ _ გვერდი აუარა და მისაღებისკენ დაიძრა_ საშინელი მასპინძელი ხარ. მე უნდა გადაგარჩინო და შენ დაჯდომასაც არ მთავაზობ
_რა ხდება ... ასეთს რას დაგპირდა ჩემთან თანამშრომლობა რომ გადაწყვიტე
_შენს ნაბიჭვარ ყოფილ უფროსს მე დავადებ ხელბორკილებს და გავუშვებ გისოსებს მიღმა ...
_როდის _ მაშინვე გააჟრჟოლა მოსალოდნელი სიამოვნებისგან
_დღესვე ... კაბინეტში რომ შევა მე და ჩემი ბიჭები დავადგებით და ყველას თვალწინ დავადებ ხელბორკილებს. ეგ თუ იმ თავის მაგიდაზე არ დავამხო ქალი არ ვიყო_თქო ხომ გეუბნებოდი _თვალები ბრაზისგან აენთო და შემდეგ სიგარეტს მოუკიდა
_იმედია შენი სიბრაზე არ დაგაბრმავებს და რამეს არასწორად არ გააკეთებ სოფიკო
_გეშინია?
_რომ ვიჩქარე რვა თვიანი კომა მივიღე ... რომ მომეთმინა და ბრაზს არ დავებრმავებინე ახლა ციხეში იქნებოდნენ
_ამჯერად ყველაფერი შესანიშნავად ჩაივლის. შენ ისევ ნოა კორინთელი ხარ, გენერალი გახდები სულ მალე . იმ კაბინეტში დაჯდები და ყველაფერს ისე გააკეთრბ როგორც საჭიროა. ზუსტად 10 საათზე მოეწერება ხელი შენი დანიშვნის დოკუმენტს. თანვე იმ ნაბიჭვარს დავიჭერ შემდეგ კი მასთან წავალთ
_ ასე მარტივი გგონია ეს ყველაფერი?
_შენი გეგმა არ არის ადამიანო? უბრალოდ მინისტრი თავის საქმეს გააკეთებს თავისებურად. სამსახურში დაგაბრუნა და გაწინაურებს რა გინდა ? რა უკმაყოფილებაა
_სანამ შედეგს არ ვნახავ არაფერს ვიზეიმებ
_მიდი ახლა მოემზადე და გავიდეთ ... ბიჭებს შეგახვედრებ რომ გავიაროთ ოპერაციის გეგმა
_შენი უფროსი რომ ვიქნები ხვდები?- წამით შეჩერდა და ქალს მზერა გაუსწორა
_შენ ჩემ განყოფილებაში არ მუშაობ ძვირფასო- ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა
_და მაინც
_და მაინც მე არასდროს ვყოფილვარ დაუნახავი ეს შენ არ აღიარებ ჩემს შესაძლებლობებს
_ჩემ გუნდში მინდა იყო - ელოდა სოფიოს გამოჩენას , ისიც იყო მის გეგმებში ნატალიასთან შეხვედრას რომ გეგმავდა და დროის დაკარგვა აღარ უნდოდა
_რაა ?
_არ მოგესმა...თუ ეს ამბავი გამოვა ჩემთან გადმოგიყვან
_მოკლედ ჩემზე ბატონობის სურვილი გკლავს
_სოფია შენ ყველა ჩვენ კოლეგა ქალზე მაღლა დგახარ უბრალოდ ჩემამდე დიდი გზა უნდა გაიარო _ თვალი ჩაუკრა და მეორე სართულისკენ დაიძრა.
მთელი სხეულით გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს. გეგმაზე მუშაობდა, ყველაფერი უნდა გამოსულიყო და გაქცევა ვერ უნდა მოეხერხებინა მთავარ გმირს, მაგრამ არ არსებობს იდეალური გეგმა . სოფია განყოფილებაში ზუსტად თერთმეტის ათ წუთზე შევიდა. შეიარაღებულ ბიჭებთან ერთად დაიძრა გიორგი ლაშხის კაბინეტისკენ . ხუთ წუთში ყველა უყურებდა როგორ შეუკრა ხელბორკილები მაგიდაზე დამხობილ კაცს. ნოა იქვე იყო და მშვიდად, გაყინული სახით უყურებდა ყველაფერს. ვერ გრძნობდა სიმშვიდეს ის უბრალო პაიკი იყო და ასეთი პაიკები მრავლად ჰყავდა დაჭერილი . არც თანამდებობა ადარდებდა , არც აღდგენილი ღორსება . მხოლოდ ქავთარაძის დაჭერის სურვილი ჰქონდა და ახლა როცა ბოლო ნაბიჯიღა რჩებოდა ადრენალინის მოჭარბებისგან სისხლი უდუღდა.
სოფია კმაყოფილი იყო საკუთარი შედეგით და მთელი სახე უბრწყინავდა ბედნიერებისგან. პოლიციელები გაოგნებულები უყურებდნენ კორინთელს და ისევ ვერ იჯერებდნენ რომ ცოცხალი იყო. მათთან საუბრის დრო არ ჰქონდა, არც სურვილი გააჩნდა
_წავედით , დრო არ იცდის
_ბიჭები უკვე იქ არიან ... ჩვენც მივალთ და შტურმით ავიღებთ სახლს. ორდერი აქ მაქვს ... ოფისშიც შევლენ და დამშვიდდი. ნუ გაქ ასეთი სახე _ხელი მიარტყა ბეჭზე და მანქანაში პირველი შევიდა . სულ რამდენიმე წუთი სჭორდებოდათ გზაში, რამდენიმე წუთი რომელიც ყველაფერს შეცვლიდა. ლოცვა არ იცოდა , მაგრამ უნდოდა რომ სცოდნოდა . ყველა ძალა სჭირდებოდა ქავთარაძის ასაყვანად , ზუსტად ჰქონდა მისი შესაძლებლობები შეფასებული და ისიც კარგად იცოდა რომ უკვე ინფორმაცია ექნებოდა.
სახლი როგორც კი დაინახა მაშინვე გადახტა მანქანიდან . ჩასაფრებულ ბიჭებს მზერა მოავლო და ის იყო ბრძანება უნდა გაეცა აფეთქების ხმამ რომ გადაფარა ყველაფერი. ტალღა იმდენად ძლიერი იყო რომ მათთან მიაღწია, ხმა აღარ ესმოდა, ნორმალურად ვერ ხედავდა , მაგრამ იცოდა ქავთარაძე გარბოდა. საკუთარი სახლიც კი ააფეთქა , გამოსავალი მაინც იპოვნა. ღრიალებდა და ეზოსკენ მარტო გარბოდა სანამ სხვებიც უკაან გაჰყვებოდნენ. სახლი ცეცხლში იყო გახვეული მისი გადარჩენილი ნაწილიდან მოსამსახურე ქალები კივილით გამორბოდნენ. ტირილის , ყვირილის და ნგრევის ხმა ერეოდა ერთმანეთს. ეზოში იყურებოდა, მანქანები აღარ იყო არც დაცვის წევრები ჩანდნენ . სხვა გასასვლელს ეძებდა , მაგრამ ეზოს ერთი მხარე ცეცხლის გამო მიუვალი იყო. ჩიხში აღმოჩნდა , რამდენიმე წამში ყველაფერმა აზრი დაკარგა. ყველა ტელევიზია ერთი და იმავე ამბავზე საუბრობდა. მინისტრის პირდაპირი ერთერი, პრესკომფერენცია რომელიც მთლიანად ქავთარაძეს და მის ბრალეულობას დაუთმო . შემდეგ კი ლაივში მოხდა აფეთქება , რომელმაც თავად ნატალიაც კი გააოგნა.
ბოლო მონაცემები ასეთი იყო . ქავთარაძის წინააღმდეგ ყველა სამხილი სასამართლომ მიიღო თავად დამნაშავის ნეშტს კი სახლში ეძებდნენ. იპოვეს ორი გარდაცვლილი , რომელთაგან ერთი მამაკაცი იყო , მაგრამ მისი ამოცნობა შეუძლებელი გახლდათ. ზოგი ამბობდა რომ დარჩენილი ცხოვრების ციხეში გატარებას სიკვდილი არჩია, ზოგიც შურისძიებას მიაწერდა ამ ამბავს , არავინ ფიქრობდა რომ წამებში მიღებულმა ინფორმაციამ აიძულა ქვეყნიდან გაქცევა.
_გაიქცა...ამის დედაც გაიქცა არ გესმის?
_მოკვდა და დაიჯერე ...
_ამ ვირთხებიდან რომელიღაცამ შეატყობინა რაც ხდებოდა და სანამ ისინი იქ ელოდნენ მანამ გაიქცა. ერთდროულად უნდა მომხდარიყო ორივე სპეცოპერაცია. მე აქ არ უნდა ვყოფილიყავი! _ღრიალებდა და კაბინეტში ყველაფერს ანგრევდა
_გარეთ ჟურნალისტების არმია დგას ... ჯერ 24 საათიც არ გასულა და ყველა შენზე ლაპარაკობს . ლამის ქავთარაძესაც გადაუჯოკრე და რა ჯანდაბა გინდა
_შენს დეიდაშვილს დაურეკე ... უთხარი რომ უნდა ვნახო. სასწრაფოდ უნდა გადაკეტონ ყველა გასასვლელი
_უკვე მიიღეს ზომები
_რა ზომები თუ ღმერთი გწამს..რომელი ზომები შენ ზღაპრებში ცხოვრობ? აეროპორტში წავა გგონია? სულ ფეხით გადავა რუსეთში და მერე ჩემს ფეხებს იპოვნი ... ამის დედაც ამის დედაც როგორ გამექცა. როგორ ვერ მივუსწარი ეგ ჩემი ხელით უნდა მომეკლა _მაგიდას მუშტები დასცხო
_რა უნდა გაგეკეთებინა? შენ რა მის მოკვლას აპირებდი?
_სოფია წადი აქედან.. შეხვდი ჟურნალისტებს უთხარი საქმესთან დაკავშირებით პრეს ცენტრი მოგაწოდებთ ინფორმაცოასთქო ან არ ვიცი. შენ მოიფიქრე, მე არავისთან საუბარს არ ვაპირებ და ნატალიასთან შემახვედრე

სოფია გაუშვა და კარი ჩაკეტა , გარეთ ქარიშხალი ბობოქრობდა ასობით ადამიანი ელოდა ის კი ქავთარაძის გაქცევას ვერ პატიობდა თავს. შენობა რომ დატოვა 24 საათზე მეტი იყო გასული დილის ამბებიდან . ყველას დააღწია თავი , მანქანაში ჩაჯდა და სასაფლაოსკენ დაიძრა. სწრაფად ატარებდა და დაბინდული მზერით ნორმალურად ვერც არჩევდა გზას. შემდეგ საფლავებს შორის მიიკვლევდაა გზას სანამ ზურას სახე არ დაინახა და არ იღრიალა
_ვერ დავიჭირე, ვერ ვაწამე... ვერაფერი გავაკეთე გესმის? ხვდები მაინც რა ხელმოცარულ კაცს ანდე სოცოცხლე? ხვდები ვის გამო მოკვდი ბოლოს? ისევ ამაყობ ჩემით, ისევ შენი კერპი ვარ თუ მიხვდი როგორი საცოდავი ვარ ! ამის დედაც ... ყველაფერი ხელში მქონდა მის დასაჭერად...ყველაფერი და მაინც გაიქცა. მე ხომ ვიცი რომ ჯოჯოხეთში არ იწვის ის ნაბ.ზარო თავის მომკვლელი არ იყო ! გაიქცა , ახლა სადღაც იმალება და საზღვარე გადასასვლელად ემზადება, მაგრამ არ სჯერათ. კიდიათ... ასე ჰგონიათ რადგან სასამართლომ დამნაშავედ სცნო მორჩა. ხელმოცარულთა ბრბო... უმაქნისები ვართ ყველანი ჩემო ბიჭო _ძარღვები დასკდომაზე ჰქონდა, სოსხლისფერი მზერით უყურებდა ქვაზე გამოსახულ ნახატს და მიწას მუშტებს მანამ ურტყამდა სანამ კანი არ დაუსკდა _ შენ მანდ არ უნდა იყო . მანდ არ უნდა იყო ! უნდა გადამერჩინე ... მე კი პასუხიც ვერ ვაგებინე შენს მკვლელს. მხოლიდ ის დავიჭირე სასხლეტს რომ გამოჰკრა ის თითი ხომ წავაძვრე ჩემო ლომო მერე თვითონ გაუსწორდნენ, მოწმე მოიშორეს. ყველა მოკლა , მაგრამ მაინც ვიპოვე მტკიცებულებები . ერთი ნაბიჯი დამაკლდა... ეს წყეული ერთი ნაბიჯი. სულ ერთი ... წყეული ნაბიჯი
თითქმის მთელი დღე საფლავთან იჯდა სანამ მინისტრმა არ იხმო თავისთან. პირდაპირ წავიდა, სისხლიანი, ტალახით სავსე ჭრილობებით ხელებზე. შეშლილი მზერითა და მტვერში ამოსვრილი ტანსაცმლით. დაცვა ახლოს არ უშვებდა და კიდეევ უფრო აღიზიანებდა
_მელოდება _მეთქი ვერ გაიგე? შემომხედე კარგად ... დამაკვირდი და მიხვდი რო ვიღაც ს.რი კი არ ვარ რომ დამაყუდე აქ . შედით და უთხარით ნოა კორინთელი გელოდებათ_თქო
_გიგა გამოუშვი ელოდება ქალბატონი ნატალია_დაცვის უფროსი გამოჩნდა და ბიჭი მაშინვე გაეცალა, მაგრამ მაინც ეჭცის თვალით უყურებდა
_ეს ბავშვები მარსიდან ჩამოიყვანეთ უთხარით არავინ შემოუშვათო და ესენიც ასრულებენ?
_საკუთარ თავს თუ შეხედეთ როგორ გამოიყურებთ
_ ისე როგორც საჭიროა... ამაზე უფრო დიდ ნხვშია მთელი ქვეყანა, მაგრამ შეფუთული გაქვთ კარგად_ შეურინა კაცს და კარი თავად გახსნა. ნატალია მაგიდასთან მდგომ სავარძელში იჯდა და ყავას მიირთმევდა, გაეცინა მისი დანახვისას _მოგესალმებით ქალბატონო ნატალია... აბა როგორი იყო? გესიამოვმათ რომ მიხმარეთ გააკეთეთ თქვენი საქმე, ჩაიწერეთ პლიუსები გაინაღდეთ მომდევნო წელი სავარძელში . კომფორტულია ? იმდენად რომ რეალური შედეგი მაგ ლამაზ ფეხზე გკიდიათ?
_ნოა ? რას გავხარ ! შენ რა მთვრალი ხარ ? როგორ მელაპარაკები საერთოდ... თავი სად გგონია
_ქვეყანაში სადაც ყველა ნაბ.ზარს აძლევენ უფლებას თავის ნებაზე იმოქმედოს. მოკლას, მოტყნ... , გაყიდოს, გაქურდოს. დედა უტიროს ყველას და ყველაფერს
_გეყოფა ! ახლავე გაჩუმდი , შეწყვიტე ეს ბოდვა თორემ დავივიწყებ ყვრლაფერს და აქედან გაგაგდებ
_გამაგდეთ , გამაგდეთ ქალბატონო ნატალია ... დაივიწყეთ ყველაფერი. რა მნიშვნელობა აქვს მე ხომ თქვენთვის და თქვენნაირებისთვის ერთი პატარა კენჭო ვარ დიდ ლოდში . თქვენ არ გადარდებთ რეალური შედეგები , თქვენ მხოლოდ პრესტიჟი და ხალხის აზრი გაინტერესებთ. თევდორეს შვილისგან მეტს ველოდი, სამწუხაროა ქალბატონო მინისტრო
_რატომ არ გესმის რომ ყველაფერს ვაკეთებთ... ცოცხალიც რომ იყოს საქართველოში ვეღარასდროს დაბრუნდება. მორჩა ! დასრულდა მისი ამბავი , განადგურებულია
_ქალბატონო ნატალია
_კარგი ... მითხარი რა გინდა რომ გავაკეთო. შენ რომ ჩემს ადგილას იყო კიდევ რას გააკეთებდი . რა შემიძლია და არ ვაკეთებ ? მითხარი
_არ ვიცი... უკვე აღარ ვიცი არაფერი იმის გარდა რომ იმ ნაბიჭვარს შერჩა სისხლი რომელშიც იხრჩობოდა , მაგრამ მაინც ვერ დაიხრჩო. ღმერთი უგვიანებს სასჯელს ჩადენილი ცოდვებისთვის. მე მაინც ვიპოვნი, მალე პასუხი იქნება და თქვენც დარწმუნდებით რომ ის კაცი უბრალოდ დაცვის წევრია შემდეგ ვისაუბროთ . ახლა კი დაგტოვებთ, მომიტევეთ თუ გადავაჭარბე ჩემს მოვალეოაბს. ხო , მართლა გმადლობთ დაწინაურებისთვის. ვემსახურები საქართველოს !
_სხვა საქმეზე გადაერთე...კიდეც ბევრია მოსაშორებელი და გამოსასწორებელი. დანაშაული არასდროს შეწყდება და ეცადე ერთ დამნაშავეს არ გადაჰყვე. ძალები სხვებისთვისაც შემოინახე . მოირგე ახალი ამპლუა და შეუდექი საქმეს
თავი დაუკრა ქალს და უკან შებრუნდა. აზრო არ ჰქონდა . აღარ იყო გამოსავალი. მხოლოდ მოლოდინი რჩებოდა. დრო რომელიც აუცილებლად მიიყვანდა ქავთარაძესთან .
..........
რამდენიმე კვირა გავიდა ისე რომ სამსახურის გარდა ვერაფერზე ახერხებდა კონცენტრირებას. ახლა როცა მეტი შესაძლებლობა ჰქონდა მაქსიმალურად ცდილობდა ყველა რესურსის გამოყენებას, საჭირო გუნდის შექმნას და იმ საქმეების გადახედვას რომელიც მანამდე გაუხსნელად ითვლებოდა. ყველაფერს აკეთებდა ისე როგორც საჭიროდ მიაჩნდა . მკაცრი იყო იმათ მიმართ ვისაც არ ენდობოდა და ვისი მუშაობის ხარისხიც არ მოსწონდა. ვერ იტანდა ზარმაც და უმაქნის ადამიანებს განსაკუთრებით მაშინ როდესაც ამ ადამიანების მუშაობაზე იყო დამოკიდებული სხვების უსაფრთხოება. დრო იმდენად სწრაფად გადიოდა , ყველაფერს ალაგებდა და ჩარჩოებში აქცევდა.
სიგარეტითა და ღამის გართობით აგვირგვინებდა ყოველ თავისუფალ საღამოს . ტაისია სწავლას დაუბრუნდა, ნუცა მუშაობდა და დიდ დროს ქვეყნის გარეთ ატარებდა. ნინიამ 10 დღით ძმასთან გაფრენა გადაწყვიტა. წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობდა როდესაც თავისუფალი დრო ჰქონდა და ამჯერადაც გამოიყენა შანსი. ძმა, ძმისშვილები და შვილიშვილიც კი ჰყავდა რომელიც საოცრად საუბრობდა ქართულად. მშვიდად ცხოვრობდნენ სამშობლოსგან შორს საკუთარ სივრცეში , ჰქონდა საქმე, შემოსავალი, ოჯახი და მათთვის მამიდა მხოლოდ სასიამოვნო სტუმარი იყო , რომელიც რამდენიმე დღით სტუმრობდა და ისევ ტოვებდათ
_ცოლი რატომ არ გელაპარაკება _ძმასთან ერთად იჯდა ერთ_ერთ კაფეში და ყავას აგემოვნებდა .
_როგორც ყოველთვის
_როგორც ყოველთვის რა უღალატე , კაიფობ თუ უაზროდ ეჭვიანობ
_შენ ჩემი და ხარ ხო? ხოდა ბოლოს და ბოლოს დაიჭირე ჩემი მხარი
_ისევ ვერ შეეშვი ხომ ?
_იშვიათად ვეწევი უბრალოდ და ვსვამ ... რა გავაკეთო მითხარი . ისე მოსაწყენია ცხოვრება. აქაურობა მღლის . შენ არ მოგბეზრდა მარტო ყოფნა?
_თემას ნუ ცვლი.. შენზე ვსაუბრობთ
_მშვენივრად ვარ 51 წლის ვარ და უკვე შვილიშვილი მყავს... აი ეგ ბავშვი კი ნამდვილად საოცრებაა. ჭკუიდან მშლის ისეთი საყვარელია
_ცუდია შენგან შორს რომ ცხოვრობენ
_სადაც დაიწყეს მუშაობა იქ გადასახლდნენ... ქართული მამა_შვილობა აქ დასრულებულია. სტუმარი ვარ საკუთარ შვილთან
_თავად შექმენი ეს მდგომარეობა...
_რომ დავრჩენილიყავი რას მივიღებდი ... შენ გიყვარა ეგ შენი ქვეყანა და ვერ ხვდები რამდენად ჩამორჩენილია
_იმიტომ რომ ყველა მირბის ვისაც რაიმეს გაკეთება შეუძლია და რჩებიან მხოლოდ უმაქნისები. ან ისინი ვისაც ბიუჯეტის შთანთქვა უნდა ... დავიღალე იცი? ალბათ მეც წავალ , სადმე შორს
_ყურებს ვერ ვუჯერებ...არა რაღაც ხდება შენს თავს . ვიცი !
_არ გინდა გთხოვ...მეგობრის როლს ნუ მოირგებ
_არასდროს გვიჭორავია , მაგრამ იქნებ მითხრა რა ხდება . დაგეხმარები
_შენ ვერ დამეხმარები... მატერიალური არაფერია. სულიერად გამოვიფიტე , რაღაც ახალი მჭირდება
_შენ და შენი თავგადასავლები... ადრენალინის მონა გახდი იმ რეანიმაციაში_გაიცინა კაცმა და ისევ გადაიტანა საუბარი თავის პრობლემებზე. ნინია კი მართლაც ფიქრობდა რაღაც ახალზე, სჭირდებოდა გამოწვევა რომელიც თავს ისევ ბედნიერად აგრძნობინებდა. ახალი ცოდნა, საქმე, მიზანი უნდა ეპოვნა რომელიც გაართობდა და მთელს ენერგიას წაართმევდა.
შოპინგი , ფრენა და მონატრებული ნათესავების მონახულება შედეგიანი აღმოჩმდა, მაგრამ არც ძალიან. ძმისშვილის სახლში იყო და ბავშვს უყურებდა რომელიც სიხარულით ხსნიდა საჩუქრებს
_ნინ გამახარე რომ ჩამოხვედი ... სულ დაგვივიწყე ბოლო დროს
_ყველანი დაკავეულები ვართ სანი ... _ბიჭს ჩაეხუტა და მერე ისევ ბავშვს მიუბრუნდა_საოცრად გგავს
_ხო , ასე გამოვიდა _ გაიცინა და ისევ სამზარეულოსკენ დაიძრა_მივეხმარები თორემ დავრჩებით ვახშმის გარეშე მე კი უამრავი საქმე მაქვს
_ნინია ბებო იცი მე ქართულად კითხვას ვსწავლობ _ ბიჭუნამ ახარა და ნინიას წამსვე დაეძაბა გონება. ისე უცნაურად ჟღერდა „ნინია ბებო" თან ესიამოვნა, გაეღიმა და თან თავი მოხუცად იგრძნო . ბავშვი ისეთი თვალებით უყურებდა ნამდვილად ვერ მოიწყენდა
_ნინია ბებო შეგჭამს _ ხელში აიყვანა და მასთან ერთად დაეშვა დივანზე _ როგორი მძიმე ხარ უკვე.. მორჩა ხელში ვეღარ აგიყვან მომდევნო სტუმრობისას
_ხო მე უკვე დიდი ბიჭი ვარ
_დიდი და ჭკვიანი ბიჭი ... მიხარია ქართულს რომ სწავლობ . მომდევნო სტუმრობისას წიგნებს ჩამოგიტან და ერთად წავიკითხოთ
_შევთანხმდით
_საოცრება ხარ შენ _ გულში ჩაიკრა პატარა ბიჭი და ხვეულ თმებში შეუცურა თითები , რომელიც აშკრად დედიკოსგან დაჰყვა.
მოსწონდა ბავშვთან ურთიერთობა. წინა ჯერზე რომ ესტუმრა სულ პატარა იყო და ახლა ნანობდა ამდენხანს რომ არ ჩავიდა მათთან. უფრო ხშირად ძმასთან მიდიოდა არ უნდოდა წყვილის ცხოვრებაში შეჭრა მიუხედავად იმისა, რომ ორივე კარგად ხვდებოდა . ახლა კი უკვე გრძნობდა ამ საოცარი ბიჭუნას მონატრებას . წასვლამდე დაჰპირდა აუცილებლად გესტუმრები საქართველოშიო და ღიმილიანი სახით დაემშვიდობა.
ფრენამდე გაიგო ნოას ამბავი. აეროპორტში უყურებდა მინისტრის პირდაპირ ჩართვას . ქავთარაძის სახლის აფეთქებას და ტელევიზიაში გაჟღერებულ ნოას სახელსაც უსმენდა. შემდეგ ნიუსებს ამოწმებდა, თვალს ადევნებდა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციებს და გაურკვეველ ფორიაქს გრძნობდა. კორინთელი საქმეს დაუბრუნდა, ყველაფერი ძველ კალაპოტში მოექცა და ნინიასთვის ესეც საკნარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სიმშვიდეს ვერ გრძნობდა .
მოგზაურობაც დაასრულა . დრო ისევ სწრაფად გავიდა და სახლში დაბრუნება მოუხდა. ცარიელ კედლებს დიდხანს ვერ გაუძლო , მეორე დღესვე დაუბრუნდა სამსახურს და ისევ ბოლომდე ჩაეშვა საქმეში.
..........
საღამოს კაბინეტში იჯდა სოფიო რომ შევიდა და საქაღალდე დაუდო წინ. ჯერ ჩუმად უყურებდა სავარძელში დააუკითხავად მოთავსებულს შემდეგ სათვალე მოიხსნა , მაგიდაზე დადო და იდაყვებით დაეყრდნო ხის ზედაპირს
_აქ რა ქარმა გადმოგაგდოთ ქალბატონო სოფია?
_თანახმა ვარ... თუ მიმიღებ შენს ყოფილ ადგილს მე დავიკავებ
_აზრი რატომ შეიცვალე
_ბუაძე ტვინს ტყ.ავს , არაფრის ტრ.კი მაგას არ აქვს ... მშიშარაა , სკამს ჩაფრენილი იდიოტია რომელიც სასამართლოს შემობაში უნდა დარჩენილიყო და მიღებული მასალებით ეთამაშა. სხვებიც მაგიჟებენ უკვე... ეს ქართველი ხისთავიანი კაცები რომელთაც არ შეუძლიათ შეეგუონ ქალის უფროსად ყოფნას და შეასრულონ ბრძანებები. სკოლის დირექტორობამ დამღალა , მაგათი მასწავლებელი ვერ ვიქნები
_აქაც არიან ურჩი ბიჭები
_სამაგიეროდ უფროსი მეყოლება სიმპათიური,.სექსუალური , გამბედავი და ექსცენტრიული
_სამსახურეობრივ რომანებს ვერ ვიტან ხომ იცი
_სათვალეს იყენებ უკვე ?
_ასე იცის ასაკმა და თვალში ხშირად მოხვედრილმა მუშტმა ... სამაგიეროდ მიხდება
_საშინლად _ ტუჩზე იკბინა და მერე გაიცინა_ ხელს მოაწერ თუ უსამსახუროდ დავრჩი
_ახალი ბიჭი მივიღე და შენ ჩაგაბარებ _ხელი რომ მოაწერა შემდეგ უთხრა და გაუღიმა
_უკვე მიჩალიჩებ ხო?
_ჭკვიანი ბიჭია , უბრალოდ დამუშავება სჭირდება
_მერე შენ რას მიკეთებ... ა თუმცა თქვენ ხომ საქმეებზე აღარ დარბიხართ და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებს იყენებთ. პიჯაკი და მთელი ამბებიი
_ბატონო ნოა შეიძლება?_ სოფია საუბრის გაგრძელებას აპირებდა მაგრამ კარზე დააკაკუნეს, შემდეგ თავად ბიჭოც გამოჩნდა . საშუალოზე მაღალი, გამხდარი ნაცრისფერთვალება ბიჭი . სოფიას დანახვისას საუბარი აღარ განაგრძო და ნოას დაელოდა
_შემოდი ვატო ... კარგია რომ მოხვედი გაიცანი შენი მომავალი მასწავლებელი სოფია დვალი . ჩათვალე ეს ქალია შენი გამოცდა
_ღმერთო ჩემო , როგორ შეაშინე ბიჭი ... ასეთი საშიშიც არ ვარ შვილო _სავარძლიდან წამოდგა და ხელი გაუწოდა _იმედია დროს ტყუილად არ დამაკარგვინებ თორემ მოგკლავ და ისე გავაფორმებ თითქოს „პერესტრელკის" დროს გესროლეს _ უღიმოდა, თვალებში უყურებდა და თითებზე თითებს უჭერდა
_იმედია თქვენგან გამოცდილების მიღება შეიძლება და მეც არ დავკარგავ ფუჭად დროს _ხელი გადმოატრიალა დაიხარა და ხელისზურგზე აკოცა _სასიამოვნო კი იქნება თქვენს გვერდით ყოფნა
_აი ახლა მესმის რატომ ხარ აქ... შენნაირებს ეძებ ხომ? ჰომოფობი ხარ კორინთელო უშნო და ნიჭიერ კადრებს ბლოკავ _ ბიჭის მზერა დააიგნორა და მომღიმარ კაცს მიუბრუნდა
_აიღეთ ნივთები და გამომყევით. შენს ბიჭებსაც დაურეკე უთხარი დაწყებას ავღნიშნავთ უფროსი გვეპატიჟება_თქო
_კარგიი უფოსო ... სიტყვა სიტყვით გადავცემ _ვატო სწრაფად გავიდა სოფიო კი ისევ უყურებდა წარბებშეკრული
_საბავშვო ბაღია ?
_წამოდი სოფ , დავლიოთ რა დაგვრჩენია სხვა. მომავალ თაობას გავუხსნათ გზა _ თვალი ჩაუკრა , ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა
_მომშორდი
_ისევ ისე გემართება როგორც ადრე? _ გაიცინა და ამჯერად ყბასთან აკოცა
_თანამშრომელს სექსუალურად ავიწროებთ ბატონო ნოა
სიცილ_კისკისით დაიწყო საღამო სოფიას თანხლებით. ბიჭებიც გააცნო მათი პირველი დღეც აღნიშნა და შემდეგ მარტო გადაჯდა ბართან . საშინლად იყო დაღლილი, თავის ტკივილი არ ასვენებდა და ნინიას მონატრება შიგნიდან ჭამდა. მთვრალები იყვნენ ყველანი , ტაქსებით გაუშვა სახლებისკენ და სოფიო თავად წაიყვანა . მანქანაში გაჟღერებულ მელოდიას ღიღინით ყვებოდა და თან ცეკვავდა
_რა გინდოდა პოლიციაში შენ დიდ სცენებს უბდა იპყრობდე სოფიკო
_ყველა შენნაირი უნიჭო ხო არ იქნება ძაღლობის მეტი რომ არაფერი გეხერხება _ გაიცინა და სახლის დანახვისას ღვედი შეიხსნ_გმადლობთ უფროსო... მომნატრებია თქვენთან ერთად დროის გატარება. კარგი ბიჭები გყავს _ მისკენ გადაიხარა და ლოყაზე ხმაურით აკოცა _ხვალამდე უფროსო
_ხვალამდე სოფიო _ გაუღიმა და მანქანიდან გადასულს მზერა გააყოლა.
გზაში უმისამართოდ დაეხეტებოდა მანქანით. იცოდა ვისთან უნდოდა ყოფნა , მაგრამ არ იცოდა ღირდა თუ არა მისვლა. სახლში ვერ წავიდა, აღარ შეეძლო კიდევ ერთი ღამის გათენება მისი მოჩვენების თანხლებით.
ეზოში შესვლისას მიხვდა რომ ის სახლი ცარიელი აღარ ეჩვენებოდა, სავსე იყო მოგონებებით . ნაბიჯის გადადგმაც საკმარისი იყო განვლილი დღეების გასახსენებლად. ხედავდა როგორ იცვლებოდა ყველფერი, თვეები გაატარა იმ კედლებში სრულიად არეულმა, უძლურმა და იქ მისი პირველი ნაბიჯები გადადგა. ნინიას კვალი ეტყობოდა ყველა კუთხეს, იდეალური სისუფთავე იყო, სიმშვიდე და სიჩუმე მხოლიდ ერთ ოთახში ისმოდა გულისცემა, მშვიდ და ღრმა სუნთქვასთან ერთად.
დაღლილი სახე ჰქონდა ღაჭვანს , სევდა დატყობოდა სახეზე ან ნოა ხედავდა ამას. იატაკზე დაჯდა და ღრმად ჩაისუნთქა ოთახში გავრცელებული ნინიას სურნელით გაჯერებული ჰაერი. შვება იგრძნო. იქ , იმ კედლებში ღაჭვანის გვერდით სიმშვიდე იყო . საწოლზე დადო თავი , მის გვერდით, მასთან ახლოს და თითები ფრთხილად შეახო ლოყაზე , თბილი იყო და საკუთარი თითების სიცივემ დააფრთხო. უცებ მოშორდა და მუშტი შეკრა. უნდა გაეღვიძებინა, წესით ამ დრომდე უნდა გამოფხიზლებულიყო , მაგრამ ის ისევ არ ახელდა თვალებს . ძილის წამალი მოქმედებდა და უშფოთველად ეძინა. ნოა კი უკვე გაბედულად ეხებოდა, მისი თმის სურნელს გრძნობდა , უყურებდა მის ძილს და სახეს უკოცნიდა, ფაქიზი, ფრთხილი შეხებით.
ჩაეძინა, უეცარმა მოდუნებამ კონტროლი დააკარგვინა და იატაკზე მჯდომს ძილმა სძლია. ბოლო რამდენიმე დღე სრულიად გამოუძინებელ იყო და სახეზეც ემჩნეოდა . ნინია რომ გამოფხიზლდა , წამალი აღარ მოქმედებდა . ისევ უნდოდა ძილის გაგრძელება , მაგრამ თვალების გახელა ნოას სიახლოვემ აიძულა. მის სუნთქვას სახეზე გრძნობდა, თითები მაჯაზე ეხებოდა და მტევანი მთლიანად მის ხელისგულში ჰქონდა მოქცეული. მისი დანახვისას გულის არეაში ტკივილი იგრძნო , გაუყუჩებელი , აუტანელი ჩხვლეტა რომელიც გულისცემას ანელებდა. დაჯდა და უყურებდა, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა შემდეგ ხელი ლოყაზე შეახო და მისი ჭრილობისკენ გადაინაცვლა . თმა ისევ გადაპარსული ჰქონდა , თითქოს განგებ არ იზრდიდა ნაიარევი რომ არ დაეფარა
_ნინია _გასწორდა და სახეზე ჩამოისვა ხელები. დანაშაულზე წასწრებულის პოზიცია ისევ არ მოსწონდა ღაჭვანი ისე უმზერდა თითქოს მალე სასიკვდილოდ გაიმეტებდა
_მინდა რომ მოჩვენება იყო და გაქრე, მაგრამ მე მოჩვენებები არ მაქვს შესაბამისად შენც არ მეჩვენები ! აქ ხარ, ჩემს სახლში დაუკითხავად შემოჭრილი და მაინტერესებს ეს დაცინვა როგორ დავიმსახურე
_რომელი დაცინვა
_რას აკეთებ იმ ქალის სახლში ვინაც მოგატყუა, დროის გასაყვანად გამოგიყენა, გასართობ სათამაშოდ გაქცია და შინაბერობისგან გამოწვეული დეპრესიის წამლად
_ყველა სიტყვა გახსოვს რაც გითხარი? მე არა ...
_არასდროს ვივიწყებ ფაქტებს რომლებიც ჩემი ცხოვრებიდან ადამიანებს აქრობენ! არ ვივიწყებ მხოლიდ იმიტომ რომ უკან დაბრუნებულებს სახეზე ავაფარო , რომ აღარასდროს გაბედონ ჩემთან თამაში
_ნინია შენ მე სიმართლე დამიმალე ... არ მითხარი ის რაც იცოდი და ამის გააზრება
_ორივენი დამნაშავეები ვართ ... ან იქნებ მხოლოდ მე ვარ, მაგრამ მე შენთან არ მოვდივარ და დაუპატიჟებლად არ ვიჭრები შენს საძინებელში . არც მინდა პატიება, არც გთხოვ არასდროს ! აქედან თუ წახვალ და აღარასდროს დაბრუნდებჯ კარგი იქნება , თუმცა ჩემთვის სულ ერთია_ ზურგი აქცია. ისე დაწვა თითქოს იქ არავინ იყო . როგორი ცივი ჩანდა არადა ყველაზე მეტად ტირილი უნდოდა . ბურთი ყელში ებჯინებოდა და მის დაძვრას ვერ ახერხებდა. ნაბიჯების ხმა რომ გაიგო შემდეგ ცრემლებმაც გადალახეს ჯებირები და შეუჩერებლად იწყეს დენა .
როდის შეუყვარდა, როგორ მოახერხა მისთვის გულის დათმობა . ამ ასაკში , მაშინ როდესაც ფიქრობდა რომ სიყვარულს ვეღარ გამოცდიდა, რომ არ არსებობდა კაცი ვინც გრძნობებს აურევდა ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი სიყვარული. არ სჯეროდა, ვერ ირწმუნა საკუთარი გრძნობის სიმტკიცე. ვერ ხსნიდა ამ ყველაფერს და სიყვარულსაც არ არქმევდა . თაავს იტყუებდა , ტკივილს რომელიც ნოამ მიაყენა იმედგაცრუებას აბრალებდა . ფიქრობდა რომ დაივიწყებდა, გააუფერულებდა და გააქრობდა , მაგრამ ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო ტკიოდა . აგიჟებდა უმისობა, დამცირება, შეურაცხყოფა რომელიც მან მიაყენა ვისთვისაც არაფერი დაუშურა, ვინც სრულიად გულწრფელად მიიღო , ვისაც ენდო, ვისაც დაეყრდნო, ერთადერთმა კაცმა რომელსაც გული გადაუშალა და საკუთარ ტკივილზე ესაუბრა. მის წინ გადაშლილი წიგნივით იყო ახლა კი სრულიად მარტო , წყვდიადში დარჩენილი ებრძოდა კაცს რომელმაც ქალი ნინია ღაჭვანი დაანახა. არ მოსწონდა ეს ქალი, ოდნავადაც არ ხიბლავდა გონებაარეული, კაცზე დამოკიდებული , მონატრებით შეშლილი , გულნატკენი ქალი . ეზიზღებოდა მდგომარეობა რომელშიც სრულიად გაუაზრებლად აღმოჩნდა . ვერ ხვდებოდა როდის დაიწყო ამ გრძნობამ აღმოცენება, როდის გაძლიეერდა და აქამდე როგორ მივიდა . პირველად არ ჰქონდა პასუხები , ვერ ხსნიდა მიზეზებს და ვერც გამოსავალს ხედავდა. იბრძოდა უმიზნოდ, გეგმებისა და გამარჯვების სურვილის გარეშე და თავადვე ხვდებოდა რომ ბრძოლას კორინთელთან აუცილებლად წააგებდა. იქნებ საჭირო იყო ეს ერთი დამარცხება რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის იქნებოდა, მაგრამ არ შეეძლო ვერ აპატიებდა, კიდევ ვერ ენდობოდა .
7
.......
სოფია გუნდის ნაწილი გახდა. ყველაფერი დალაგდა , ყველამ იცოდა თავისი საქმე და აკეთებდნენ ყველაფერს რაც მათ შესაძლებლობას წარმოადგენდა. ნოა ზოგჯერ კაბინეტს გაურბოდა და თავად მიდიოდა დანაშაულის ადგილას. საინტერესო საქმე იყო , რომელმაც იმდენად მიიზიდა , რომ სოფიასთან ერთად წავიდა მოკლულის ბინაში. თვითმხილველების დაკითხვასაც დაესწრო, ექსპერტიზის პასუხებსაც გაეცნო და სრულიად გადაერთო ამ საქმეზე. ეჭვმიტანილი არ ჰყავდათ , დრო გადიოდა და კვანძს მაინც ვერ მოულობდნენ სანამ ერთ_ერთ ჩანაწერზე ნაცნობი სახე არ დაინახა. მოწმეებს შორის იყო მკვლელი რომელიც სხვა დანაშაულშიც იყო ეჭვმიტანილი. ორო საქმე იკვეთებოდა , დიდი ნადავლი ელოდათ წინ. თავად საქმე ჰქონდა , გადაწყვიტა რომ სპფიასთვის დაეთმო ასპარეზი მართალია გული იქეთ მიუწევდა , მაგრამ კაბინეტში დარჩა. ვატო და რამდენიმე ბიჭი გაჰყვა დვალს . წესით ყველაფრი მალე უნდა დასრულებულიყო , სუფთად შეეძლოთ საქმის მოგვარება , მაგრამ ბინაში ეჭვმიტანილთან ერთად რამდენიმე შეიარაღებული პირი იყო და სოფია დაიჭრა. სამმართველოში შესული ინფორმაცია რომ გაიგო თითქოს ზურას ამბავი განუახლდა. გიჟივით გარბოდა და სასწრაფოს მანქანასაც კი გადაუსწრო. სად წაიყვანდა თუ არა ნინიასთან . საკაცეზე რომ დაინახა სისხლში ამოსვრილი ქალის სხეული ერთიანად მოიცვა შიშმა. ვატო დაინახა, ფერდაკარგული , ტუჩებგალურჯებული მიჰყვებოდა ექიმებს, სოფიოს ხელს არ უშვებდა და პატიებას თხოვდა. სრული ქაოსი იყო ირგვლივ , ეს საშინელი ხმები , ყვირილი , ხმაური იმდენად ნაცნობი იყო , გავლილი ჰქონდა გზა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ამჯერად დერეფანში იდგა , სრულიად უმოქმედო ექიმისა და ღვთის იმედზე დარჩენილი
_ნოაა ... ნოა შენ _ დერეფანში უეცრად გამოჩმდა თეთრხალათიანი ფიგურა და შვება იგრძნო წამსვე. ყველა და ყველაფერი დაივიწყა ირგვლივ ქალის არეული მზერის დანახვისას
_ჩემი მეგობარია იქ ... რომ მოკვდეს არ შეიძლება გესმის? ის არ უნდა გაუშვა აქედან ... ნინია გემუდარები უფლება არ მიცე რომ მოკვდეს . ვიცი, ვიცი რომ შეგიძლია _ თითებზე უჭერდა შემდეგ კოცნიდა და სწრაფად საუბრობდა. არაფერი უთქვამს , არც ერთი სიტყვა რომელიც ანუგეშებდა ან იმედს მისცემდა. ხელები დაიხსნა, კედელზე მიყრდნობილ ახალგაზტდა ბიჭს სულ წამით შეხედა და გაუჩინარდა.
ვატო გაშეშებული იდგა, ერთ წერტილს უყურებდა და არაფერს ამბობდა სანამ ნოა არ დაუდგა წინ. მხრებში წვდა და კედელს მიახეთქა
_შემომხედე !
_ჩემი ბრალია ...
_რა იმ ნაბოზ.რმა ქალი რომ მოკლა... ნარკოტიკებს რომ ასაღებდა და საყვარელი ჩაცხრილა თუ მისი ძმაკაცები რომ დაგხვდნენ იარაღებით
_მჭიდის ჩადება ვერ მოვასწარი ... მე უნდა დამეზღვია და ვერ მოვასწარი. მართალი იყავი ჩემი ადგილი არ არის აქ . მე . მე ვერ დავიცავი ჩემ გამოა იქ . ჩემი გადარჩენა უნდოდა და თვითონ მოხვდა ტყვია _სახეზე აიფარა ხელები და თა ი კედელს მიარტყა. არ ჩერდებოდა
_შენი დაცვა არ სჭირდებოდა სოფიას... შენ მისი დაცვა არ ხარ . იქეთ უნდა დაეცავით ყველანი და გააკეთა კიდეც ეს! მორჩი ახლა თავის დადანაშაულებას და ცოცხალი ქალის გლოვას!
_სულ სისხლიანი იყო ვერ დაინახე? ვერ გავაჩერე სისხლი... იმ ნაბჭვარს რომ ვესროლე შემდეგ დავინახე რომ ჩაიკეცა. ბიჭებს ეუბნებოდა არ გაიქცნენ , აიყვანეთო . ჭრილობაზე ედო ხელი ვერ სუნთქავდა და იღიმოდა
_თუ არ შეწყვეტ გეფიცები ორივე ფეხს გაგიხვრეტ ... ნინიას შენთვის არ სცალია და კაცმა არ იცის სხვები რას გაგიკეთებენ
_რომ ვერ გადარჩეს? ასე მშვიდად როგორ ხარ... შენ ხომ ამდენი წელია იცნობ . შენი შეყვარებულიც კი იყო და ახლა ასე მშვიდად როგორ ხარ
_ შენგან განსხვავებით ვვაზროვნებ და ვიცი , დარწმუნებული ვარ რომ ნინია გადაარჩენს
_ექიმი ღმერთი არ არის
_შენ არ იცნობ ჩემს ნინიას _ ჩაიცინა და მერე ბეჭზე მოხვია ხელი. თავისკენ მისწია და ჩაეხუტა _ სოფიას რომც უნდოდეს მაინც არ გაუშვებს _ ბიჭს თავზე უსვამდა ხელს , ბეჭზე დაარტყა ხელი და მერე სკამზე დასვა .
ნინიამ შეატყობინა სოფიოს მდგომარეობის შესახებ პირველჯ ცნობები. ისე საუბრობდა როგორც რიგით შემთხვევაში. უმეტყველო სახე, სამედიცინო ტერმინები და იმედი , რომელსაც ბოლო ღიმილი აძლევდა პაციენტის ახლობლებს.
_ხომ გაიგე კარგად იქნება... ახლა წადი და საქმეს მიხედე. აქ ჯდომის დრო არ გაქვს... სამუშაო საათებია და ერთი ნაკაწრიც არ გაქვს ისე გამოხვედი იქედან. ერთ დაჭრილს პირველად დახმარებას უტარებდი, ორი თავად დააპატიმრე მეტი რა ჯანდაბა გინდა შვილო
_ვერ წავალ ...
_გიბრძანებ !
_ნოა
_შენი ნოა ვინ არის ლაწირაკო ! გეუბნები წადი, მოწესრიგდი და იმ ნაბიჭვრებს მიხედე_თქო ხოდა ასწიე ტრ.კი და მოშორდი აქედან
_თქვენ ?
_მოვალ ერთ საათში და ყველაფერი გამზადებული დამხვდეს ...

მშვიდად იყო ... სოფიას გამო აღარ დარდობდა და უკვე მხოლოდ დამნაშავეების პასუხოსგებაზე ფიქრობდა . ესეც მოგვარებადი იყო , ნინიას კაბინეტისკენ თითქოს ნელა მიდიოდა , მაგრამ წამებს ითვლიდა. კარი შეაღო თუ არა მაშინვე დააინახა ოთახში მდგომი . ხალათს იხდიდა და აშკარად აღელვებული სახე ჰქონდა, არ ჰგავდა იმ ქალს რამდენიმე წუთის წინ სრულიად აუღელვებლად რომ სააუბრობდა
_შეიძლება ?
_უკვე კაბინეტში ხარ
_შენ შეძელი და ჩემი გოგო დამიბრუნე, მადლობა
_იცით ბატონო მე უკვე დერეფანში ავღნიშნე , რო. ჩემი მოვალეობა შევასრულე და არ ჰქონდა მნიშვნელობა თქვენი გოგო იქნებოდა აღნიშნული პაციენტი, სხვისი , თუ საერთოდ არ იქნებოდით მის სიახლოვეს
_ნინია ნუ იქცევი ასე
_შენც ნუ იქცევი ისე თითქოს არ იცოდე რამდენად უმნიშვნელოა ჩემთვის ეს მადლობა ... ბარემ იქეცი ჩვეულებრივ პაციენტად და ჯიბეში ჩამიტენე 50 ლარი თუ რა ვიცი რამდენი იცოდნენ შენს ახალგაზრდობაში
_არ ვიცი , მე არავინ მყავდა ექიმისთვის ფული რომ ეჩუქებინათ_ გაიღიმა და ქალის არეული მზერის შესწავლა განაგრძო . ნინიამ ზურგი აქცია , აშკარად ცდილობდა გამომეტყველების დამალვას , მაგრამ რატომ?
_პაციენტს ერთი კვირა მოუხდება კლინიკაში დარჩენა...რამდენიმე საათში გამოფხიზლდება და შეგიძლია მოინახულო
_მე უნდა გავიდე ... მისი მშობლები აქ არ არიან და არც შევატყობინებ რადგან საფრთხე არ ემუქრება. ვიცი მათი შეშინება არ ენდომება. მოკლედ რამდენიმე საათით გავალთ
_არ არის პრობლემა . ცვლილებების შემთხვევაში როგორც მის ახლობელს პირველს შენ დაგიკავშირდები
_უკვე ორი სიცოცხლით ვარ შენთან ვალში
_ვალზე თუ დადგება ჯერი მეეჭვება მხოლოდ ორი სიცოცხლე გმართებდეს _ ჩუმად უთხრა და ქვემოდან ახედა_თუმცა რადგან დაბრუნებას არ ვითხოვ იყოს ისე როგორც გინდა
_მუდამ ფორმაში ხართ ექიმო _ გაუღიმა და უკან დაიხია.
სიგიჟე იყო, მაგრამ უხაროდა ნინიასთან ახლოს ყოფნის საშუალება რომ ჰქონდა. სიამოვნებდა ის ამბავი ქალის ხასიათს რო. იყენებდა, ატყობდა როგორ უნდოდა რაღაც საშინელების თქმა, მაგრამ თავისი შინაგანი სიმშვიდე და თავ დაჭერილობა აჩერებდა. გიჟი იყო , მაგრამ მაინც მოსწონდა ეს ამბავი . სოფიოს რომ გაეგო ალბათ მოკლავდა კიდეც.
რამდენიმე საათი დასჭირდა საქმეების მოსაგვარებლად. ორი დაკავებული დაჭრილი იყო და მათი დაკითხვა გადაიდო სხვა დანარჩენი დანაშაულს აღიარებდნენ მტკიცებულებების ურიცხვი რაოდენობა იყო მათ წინააღმდეგ და ყველაზე კარგი გამოსავალი ეს იყო. პრობლემად ვატო რჩებოდა რომელიც ისევ უკონტროლო იყო , დაკითხვისას ერთ_ერთი ლამის შემოაკვდა ისე მივარდა ძლივს გააჩერეს. ნოას მისი კარგად ესმოდა , მაგრამ მაინც უნდა მიეღო საჭირო ზომები.
_მისი ნახვა მინდა
_ნახავ !
_ბოდიში უნდა მოვუხადო
_არც იფიქრო თორემ მერე მთელი ცხოვრება დაგცინებს ... დამიჯერე! სულ ერთხელ ვთხოვე პატიება და დღემდე მახსენებს იმ ამბავს
_მე არ ვიცი თქვენი ურთიერთობა , მაგრამ მე იმედები გავუცრუე. ალბათ ჩემნაირი ცუდი მოსწავლე არასდროს ჰყოლია
_დამიჯერე უარესები ჰყავდა და თავად საერთოდ კატასტროფა იყო ... ნუ მომაყოლებ ახლა როგორ იქცეოდა თავის პირველ მნიშვნელივან საქმეზე. საერთოდ წადი სახლში რა
_თუ მიშვებთ წავალ კლინიკაში ... გარეთ ვიქნები და რომ გაიღვიძებს
_სახლში წახვალ და დაისვენებ. მასთან მე ვიქნები და კლინიკას არ მოუახლოვდრ იცოდე
_ კი მაგრამ
_ვატო !
_ჩემ გამო წევს იქ და თქვენ რატომ უნდა იყოთ მასთან.
_ვერ იტანს როდესაც უცხოები ხედავენ პალატაში .. მე ადრეც ვნახე და პრობლემა არ ექნება
_თქვენს თანამდებობას ბოროტად იყენებთ
_შეგიძლია მიჩივლო. ხვალ გნახავ და თუ კარგად იქნები სოფიოსთან დალაპარაკების უფლებას მოგცემ. მოდი ჩავთვალოთ რო ესაა შენი სასჯელი
ბიჭი დატოვა და თავად პირდაპი კლინკაში წავიდა. ნინია სოფიოს პალატაში იყო და მონაცემებს ამოწმებდა. დანიშნულებას აძლევდა ექთანს ნოა რომ დაინახა
_შეიძლება?
_თუ დარჩენა გინდა ფორმა გაცვია ... ამიტომ ვერ აგიკრძალავ . თანაც დადებითად იმოქმედებ საყვარელ ქალზე _ექთანს ფურცლები მიაწოდა და ოთახიდან გავიდა. ნოა ჯერ ვერ იაზრებდა ნინიას ნათქვამს, სოფიოს ფერმკრთამ სახეს უყურებდა შემდეგ კი ღიმილი ვერ შეიკავა. ხმაურით მიხურულმა კარმა კიდევ უფრო გაამხიარულა
_სოოფ მგონი პრემია დაიმსახურე იცი? _საწოლის გვერდით დაჯდა და თავზე აკოცა _დროულად გაიღვიძე თორემ ვატოს ვეღარ გავაჩერებ
რამდენიმე წუთი იყო გასული კარი რომ გაიღო და ვატო გამოჩნდა. აშკარად არ ელოდა იქ ნოას ნახვას , მაგრამ მაინც არ დაუხევია უკან . საწოლის მეორე მხარეს დაჯდა დააიგნორა უფროსის მზერა და სოფოს ნაღვლიანი მზერა მიაპყრო
_შვილო მეჩვენები ხომ?_ახალისებდა უკვე ეს მდგომარეობა და ბოროტი უფროსის როლი
_რატომ აქამდე არ გაიღვიძა ? ცუდადაა ? ექიმები რას ამბობენ?
_ნარკოზის მოქმედება არ გასულა ჯერ ... გამოფხიზლდება მალე _ ნინია დაბარებულივით გამოჩნდა და სოფიომაც გაახილა თვალები. მზერა დაბინდული ჰქონდა , ტუჩები გამომშრალი და საუბარს ვერ ახერხებდა . ნინია კითხვებს უსვამდა , მის მდგომარეობას ამოწმებდა და ისიც ნელ_ნელა მოდიოდა გონს. ბიჭები ფანჯარასთან იდგნენ და ჩუმად ადევნებდნენ თვალს. ნოა ნინიას არ აშორებდაა მზერას და ახსენდებოდა გამოფხიზლებისას დანახული მისი გამომეტყველება. წარსულში დაბრუნდა და სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. ვატო კი სუნთქვაშეკრული იდგა , დანაშაულის შეგრძნება ახრჩობდა და გაქცევაზეც კი ფიქრობდა. იქნებ სოფიას არც კი მოეწონოს ჩემი დანახვა და სჯობს წავიდეო. ნაღმზე იდგა სანამ ქალმა მათკენ არ გაიხედა და გაუღიმა
_ჰმ, ჩემი ბიჭები აქ ყოფილან...ვატოო _ხელი მაღლა ასწია და ტუჩები ენის წვერით დაისველა . ბიჭი ინსტიქტურად დაიძრა და მისი მტევანი თითებში მოიმწყვდია _რა ფერი გაქვს ... შენ დაგჭრეს თუ მე
_მაპატიე რაა ... სოფიო მე მაგრად მივქარე . გეფიცები აღარასდროს
ნინია ისევ მონაცემებს ინიშნავდა ნოამ ხელი რომ მოხვია და კარისკენ წაიყვანა.
_მარტო დავტოვოთ... მაგათ მერეც ჩაიწერ _ ჩუმად უთხრა და წამით კანზეც შეახო ცხვირის წვერი
_გამიშვი ... იქნებ სჯობს მარტო დატოვოთ მე ნორმალურად შევაფასო და შემდეგ დაბრუნდეთ
_არა , დამიჯერე სჯობს ის ბიჭი დამშვიდდეს თორემ ინფარქტით მიიღებ ახალ პაციენტს . ხომ იცი დანაშაულის შეგრძნება რა საშინელი რამეა
_არა, არ ვიცი ... დიდი ხანია არ განმიცდია და დამავიწყდა კიდეც _წასვლა არ შეეძლო მალე ქირურგიც მივიდოდა ამიტომ კართან იდგა და ნოას უძლებდა. მისი სიახლოვე სრულიად უფანტავდა გონებას . ისე ახლოს იდგა, იმდენად მარტივი იყო მასთან სიახლოვე და იმ ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამდა . ისევ იგრძნო მონატრება რომელმაც სრულიად მოიცვა მისი არსება.
_აუტანელია , როდესაც საკუთარი დაუფიქრებლობის გამო ინგრევ ცხოვრებას_ზურგს უკან იდგა , ხელი მუცელზე შეუცურა და მკერდზე მიიკრა _ჭკუიდან გშლის და გინდება საკუთარ თავს ავნო , მაგრამ გახსენდება რამდენი იწვალა შენი სიცოცხლისთვის საოცრება ქალმა _ნინიას ყურთან საუბრობდა, დაბალი , ხრინწიანი ტემბრით და იქვე ყბაზე უტოვებდა კოცნის კვალს . დაიფიცებდა რომ ესმოდა ღაჭვანის აჩქარებული გულისცემა , გრძნობდა მის თრთოლვას , მაგრამ ის ისევ ცივი და შეუვალი დარჩა
_არ უნდა ნანობდე იმას რისი თქმაც გინდოდა და თქვი. სიტყვები არასდროს ჩნდებიან უაზროდ ... როდესაც არ ფიქრობ სწორედ მაშინ ამბობ შენი თვალით დანახულ შეულამაზებელ სიმართლეს. იმას რასაც ფიქრობ ამბობ და შემდეგ მხოლოდ იმას ნანობ რომ თქვი და შენთვის არ დაიტოვე
დერეფანში ქირურგი გამოჩნდა და დიალოგიც დასრულდა. ვაჩესთან ერთად დარჩა კარს მიღმა , შენელებული გულისცემით .
სოფიოს მდგომარეობა სტაბილური იყო . უფრო რთული მდგომარეობიდანაც დაუღწევია თავი , მაგრამ ვაჩე ღელავდა ისევ ზედმეტად გამოუცდელი იყო და ემოცციებს ვერ აკონტროლებდა. სოფია კი საღამოს უკვე სახლში წასვლას ითხოვდა.
_ ასე თავთან უნდა იდგეთ და თვალი არ მომაშოროთ?
_მე ნივთებს მოგიტან და ის წავიდეს
_ის ჩემზე თქვა? _ ნოამ თავი ასწია და სოფიას საწოლზე შემოწყობილი ტერფები აამოძრავა _ მაბრაზებ შვილო ჩემო , მაცოფებ
_რა ჯანდაბა გჭირთ ... ნოა არ მესმის აქ რას უზიხარ. ან ეს ბავშვი რატომ არ მიდის სახლში . ფსიქოლოგი მოუყვანეთ, სტრესშია ხომ ხედავთ
_ცუდი მასწავლებელი ხარ ხომ ხედავ... ერთხელ წაიყვანე საქმეზე ... დაიწყო სროლები და აურია
_გავიხსენო შენ რა გააკეთე პირველ საქმეზე ?
_რა გავაკეთე ... აი რაა
_ვერ ვიტან ცოლ_ქმარივით რომ იწყებთ ჩხუბს
_დედიკო წადი სახლში ... დაისვენე და მოდი ხვალ. მიდი დამიჯერე, მე კარგად ვარ . ნოაც წაიყვანე და ზეგ დილას მეც სახლში წავალ
_არსადაც არ წახვალ_ორივემ ერთად უთხრა და მინაბული თვალები წამსვე გაუფართოვსა
_აბა ახლა სამ თვლაზე დაახვიეთ ორივემ თორემ ექიმს გამოვიძახებ და ორივეს გაგაგდებთ!
_სოფიკო
_ერთიი ... ორიი
_წავალ ტანსაცმელს მოგიტან _ვატო გავიდა და ნოაც მიყვა_გვიან დავბრუნდები და იმედია ან ბავშვს რამეს არ დამართებ
_მისი ასაკის შვილი უნდა მყავდეს და შეწყვიტე ეს იაფფასიანი ხუმრობა კორინთელო
_გვეყოლებოდა ჩემთან ს.ქსზე უარო რომ არ გეთქვა თავის დროზე .... გაიქეცი და აჰაა ხარ ახლა შინაბერა ქალიშვილი_იცინიდა შუბლზე რომ აკოცა და შემდეგ სირბილით გაეცალა იქაურობას.
.........
სოფიოსთან ხშირად მიდიოდა, პატარა ბიჭივით იმიზეზებდა მის ჭრილობას ნინიას სანახავად. ისე შედიოდა კაბინეტში ქალის ამბის გასარკვევად თოთქოს არ იცოდა რომ კარგად იყო. ვაჩე სამსახურს დაუბრუნა , საქმე მისცა და შესაბამისად სოფიოსთან მთელი დღე ვეღარ რჩებოდა . სამი დღე დაჰყო მხოლოდ კლინიკაში მეოთხე დილას ბიჭები რომ ესტუმრნენ იქ აღაარ იყო
_რა ხდება ? სად წავიდოდა
_გიჟი ... არანორმალური . ისევ ისე გააკეთა . ქაჯია , ნამდვილი ქაჯი _ ნოა მაშინვე მიხვდა და ნინიას კაბინეტისაკენ გაიქცა_შენ გაუშვი სოფიო სახლში თუ გაიპარა_არ დაუკაკუნებია და დივანზე მიწოლილი ქალი რომ დაინახა სულ დაავიწყდა სოფიო_ ცუდად ხარ? რა დაგემართა ... ნინია
_რა ჯანდაბაა... იმ კარს ვერ ხედავ? რისთვისაა რა გგონია _შუბლზე იჭერდა თითებს და დაწვრილებული თვალებით ძლივს ხედავდა ნოას_სოფიამ წასვლა მოისურვა. ხელი მოაწერა და გავუშვი . პასუხისმგებლობა მასზეა
_დაივიწყე ეგ გადარეული ... შენ რა დაგემართა ნინია _ ქალის თავთან , ხალიჩაზე მუხლებით დაეშვა და თითები თავზე გადაუსვა _ გადაიღალე ხომ? _თითებზე აკოცა და ნინიაც მაშინვე გამოაფხიზლა
_აღარ გეყო ? როდის შეწყვეტ ამ მასკარადს გამაგებინე... ნუ იქცევი ისე თითქოს ძალიან გადარდებდეს ჩემი ამბავი. მორჩი ჩემს ფერებას, ჩახუტებას , კოცნას და საერთოდ არავარ ვალდებული აგიტანო. შენი პაციენტი სახლშია, მორჩა დასრულდა ჩვენი როგორც პაციენტის მნახველისა და ექიმის ურთიერთობაც ... აქედან წადი ! გაქრი ჩემი ცხოვრებიდან ... თუ ოდნავ მაინც აფასებ იმას რაც შენთვის გავაკეთე შემეშვი . გესმის? მინდა რომ შემეშვა
_არ შემიძლია
_როგორ არ შეგიძლია ... შეგიძლია და თან როგორ ! _ნოას პირისპირ იჯდა და მზერას არ აშორებდა.თეთრი გარსი წითლლად შეეფერა , ამღვრეული თვალებიდან მალე ცრემლები წამოუვიდოდა
_შენ გინდა რომ გავქრე ? გინდა გავუფერულდე და დავსრულდე ?
_მინდა !
_ისე იქნება როგორც თქვენ მოისურვებთ ქალბატონო ღაჭვანო _ თითები თმაში შეუცურა, ხელისგულით ლოყაზე ედებოდა და მზერას არ აშორებდა _ყველაფერი თქვენებურად გამოვა_ნინიამ თვალები დახუჭა . ვეღაარ უძლებდა ამ ყველაფერს , ნოას ტუჩები თვალებზე რომ შეეხო ძალა გამოეცალა. შემდეგ მთელს სახეზე გრძნობდა მის ცხელ, ფაქიზ კოცნას სანამ სივრცე არ დაცარიელდა და მარტოობამ არ დაისადგურა.
ეს იყო გამარჯვება? მიიღო ის რაც სურდა და ისევ მიაღწია მიზანს ? არა ეს უფრო დამარცხებას ჰგავდა , ნაწილებად დამსხვრევას და განადგურებას.

ნოა დერეფანში შეშლილივით მიაბიჯებდა, ატავის უყურებდა და არც ადარდებდა ირგვლივ მყოფები. ვატო უკან აედევნა , მაგრამ დაწევა ძლივს მოახერხა. არც მისი ძახილი ესმოდა და გზასაც გააგრძელებდა ბიჭი მის წინ რომ არ დამდგარიყო
_რა გაარკვიეთ ... სად არის სოფიო
_სახლშია, მასთან წადი . მიხედე და არ მოშორდე ენა ჩაყლაპე, მზერა დაკარგე და დაყრუვდი თუ საჭირო იქნება
_თქვენ... კარგად ხართ უფროსო?
_მე , მე შესანიშმავად _ მანქანის კარი ხმაურით დახურა ბიჭი პარკინგზე დატოვა და დიდი სიჩქარით გაიჭრა გზაზე.
......
შუაღამე იყო , ჭიქით ხელში იჯდა ფანჯარასთან და სასმელში ახშობბდა ფიქრებს. ორი წელი გავიდა ზურას გარდაცვალებიდან. ორი ტკივილით სავსე წეკი , დაეცა და წამოდგომა ვეღარ მოახერხა. ჰყავდა მეგობრები, ნაცნობები , შვილი , მაგრამ ზურა სხვა იყო . შემდეგ საკუთარი თავი დაკარგა და ამ დროს როდესაც დაივიწყა სამსახური, საქმეები , ჯოჯოხეთური ცხოვრება , დამნაშავეები და ყველაფერი რაც სამყაროს აშორებდა ნინია შეიყვარა. სამყარო დაინახა ამ ერთი ქალის დაამსახურებით, იგრძნო ის რაც ყველაფერს აღემატებოდა , რაც მანამდე არ განუცდია და შემდეგ ისიც დაკარგა.
_მაა შენ ისევ დაიწყე თეთრი ღამეების სერია? _ პიჟამაში გამოწყობილი , თმებარეული მიაბიჯებდა ტაისია მამა რომ დაინახა და მისკენ დაიძრა. მუხლებზე კომფორტულად მოკალათდდა , თავი მხარზე მიადო და ლოყაზე აკოცა _რა აწუხებს ჩემს მამიკოს?
_შენი მამიკო იდიოტია _ თითები დაუკოცნა და შემდეგ თავზე აკოცა _ ხელიდან გავუშვი ბედნიერების შანსი რომელთანაც ღმერთმა მიმიყვანა
_ასე უნდა დანებდე ? შენ მამაჩემი არ ხარ ? მამაჩემი არასდროს შეეგუება მდგომარეობას რომელიც ანადგურებს
_მასთან ჩემი წესებით ვერ ვითამაშებ ... არ შემიძლია ისე მოვექცე როგორც ყველას
_ღმერთო ჩემო ნუთუ ვერ ხვდები რომ უნდა დაივიწყო ძველი ნოა და მისთვის , მხოლოდ მასთან გახდე სხვა ნოა კორინთელი . ისედაც სხვა ხარ მამა , ასეთი არასდროს ყოფილხარ ქალის გამო ? ღმერთო მამაჩემი ქალის გამო არასდროს დასევდიანდებოდა_ კაცის სახე თითებში მოიქცია და ლოყაზე აკოცაა _ უსაყვარლესი ხარ, მაგრამ ბედნიერება უფრო გიხდება და კიდევ ნინია გიხდება _ მეორე ლოყაზეც აკოცა და თან უღიმოდა
_ასეთი მარტივი არ არის ...
_გაამარტივე... შეწყვიტე ზედმეტი ფიქრი
_შენ 20 წლის ხარ ... ყველაფერი მარტივია
_გეყოს რაა... სარკეში ჩაიხედე . უნივერსოტეტში რომ გამოჩნდი ყველა ჩემი კურსელი გათიშული დააბიჯებდა და არა მხოლოდ ისინი . საერთოდაც ჩვენი წინა დიალოგი რისთვის იყო? მეგონა საქმეების მოგვარების შემდეგ ერთად იყავით უკვე
_შენ მგონი ჩემი მარტოხელობა გაწუხებს... გინდა რომ სხვაზე გადავერთო და ყურადღება მოვადუნო? როგორ არის შენი ბიჭი ?
_შესანიშნავად ... ჩემი ბიჭია და იმიტომ _ თვალები უბრწყინავდა და ისე უყურებდა _ ის მე მაბედნიერებს მამა
_ერთად იყავით უკვე ?
_მამაა _ ლოყები გაუწითლდა და თავი მის ყელში ჩამალა
_ტაისია ... ოჰ რა რთულია . მორჩა მე მეტი გოგო აღარ მეყოლება _თავი უკან გადასწია და ისევ დაცალა ჭიქა _ ისე შვილიშვილი გაასწორებდა
_რაა? მამა შენ ... მეხუმრები ხომ?
_ბოლოს და ბოლოს არ უნდა მოვიდეს და შენი ხელი არ უნდა მთხოვოს? სულ დაივიწყეთ ამ ახალგაზრდებმა ტრადიციები
_ამას ამბობს კაცი რომელსაც კანონიერი ცოლი არასდროს ჰყოლია ძლივს შეუყვარდა და ახლაც დეპრესიული სახით სასმელს ეტანება
_ძალიან გიყვარს ?
_წარმოუდგენლად ...
_ჩემზე მეტადაც ?
_მამაა
_კარგი ხო ... მორჩა ცოტნიკოსთან ზავს დავდებ _ისევ მოეხვია და ლიყები დაუკოცნა _მაინც მამას პატარა გოგი ხარ
_მიყვარხარ, მა ... იბრძოლე ბედნიერებისთვის
_ძილის დროა მამას გოგოვ _ უცებ წამოდგა, გოგო მხარზე გაიდო და ისე დაიძრა საძინებლისკენ. ტაისია სიცილს ვერ იკავებდა საწოლზე რომ დააწვინა აღარ გაუშვა და იმ ღამით მამიკოსთან ჩახუტებულმა დაიძინა . ნოაც მშვიდად იყო მასთან, ტაისია სიხარული იყო უპირობო , შეუცვლელი და მუდმივი.
.........
რამდენიმე თვე გავიდა განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. მუშაობდა და ნინიას შორიდან ადევნებდა თვალს. საკუთარ თავზე ეცინებოდა ისე იქცეოდა როგორც პატარა ბიჭი, მაგრამ სხვა გზა იმ ეტაპზე არ ჰქონდა. რომ გაერისკა დარწმუნებული უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ გრძმობებში , არამედ მთლიანად საკუთარ სტატუსსა და მდგომარეობაში.
_ახალი მტერი გყავს ? _ სრულიად მოულოდნელად გამოეცხადა ახლად დაახლოებული სასიძო და ფურცელი დაუდო მაგიდაზე
_ცოტნე , შვილო აქ რას აკეთებ? ვმუშაობ და არ მაქვს დრო
_საქმე მაქვს ... თანაც მნიშვნელოვანი
_ასეთი აღელვებული შენს 24 წლიან ცხოვრებაში არ ყოფილხარ და რა ხდება მეორედ მოსვლა გველის?_კალამი დადო და სავარძელს მიეყრდნო. მაგიდიდან ფურცელი აიღო და დააკვკრდა _ მანქანის ნომერია?
_ტაისიას უთვალთვალებენ ... ამ მანქანით დაყვებიან . ხომ ცხადია , რომ შენი მტრები არიან . სხვა ვერავინ იქნება ... შევიშლები ტაისიას საფრთხე რომ დაემუქროს . გეფიცები აღარ დავიცდი და წავიყვან
_გაჩერდი და დაჯექი მანდ! თავბრუ დამეხვა რომ დადიხარ და ოხრავ
_არ გესმის მგონი ხომ? მისვლა დამაგვიანდა... საქმე მქონდა ვერ მივაკითხე და სანამ საცობს დავაღწევდი თავს დავინახე როგორ ჩაჯდა ტაქსიში. ვიფიქრე დავბრუნდები მანქანაში და უკან გავყვებითქო, ტელეფონიც არ მედო ჯიბეში. სანამ მე დავჯექი მას უკან გაჰყვნენ. ჯერ მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ კიდევ შევნიშნე
_ტაისიას უთხარი ?
_არა.... ჯერ არ მითქვამს , მაგრამ აუცილებლად ვეტყვი
_არ ეტყვი ! ახლა წახვალ, სახლში მიიყვან და შენი სახლიდან ფეხს არ გაადგამთ . მისი შეყოვნება არ გაგიჭირდება _სახე დაბრიცა და შემდეგ სოფიოს უხმო _წადი და ფრთხილად იყავი ...
_უნდა ვიცოდე ამჯერად ვინ არის
_რომ გავიგებ პატაკს ჩაგაბარებ მომავალო არქიტექტორო
_ნოა !
_კარგი ხო.. მიდი და ნუ გეშინია . ტაისიას არაფერი ემუქრება . კარგი ბიჭი ხარ და გაფასებ
_მე მხოლიდ ტაისია მჭირდება გვერდით... უვნებელი, საფრთხისგან შორს
_რა გავაკეთო შვილო აგერჩია ბოტანიკოსის შვილი და იქნებოდი მშვიდად
_მიხარია შენი შვილი რომ არის, მაგრამ მეშინია ... მისი დაკარგვა ამქვეყნად ყველაზე მეტად მაშინებს . შენ ალბათ არ გჯერა ...საერთოდ სიყვარულის არ გჯერა , მაგრამ ტაისია ჩემთვის ყველაფერია
-ახლა ვიტირებ ... - იცოდა, როგორ არ იცოდა ბიჭის გრძნობების შესახებ . თავიდანვე დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო ახლოსაც არ მიუშვებდა ტაისიასთან, მაგრამ მაინც არ შეეძლო სხვანაირად მოქცევა. ღრმად ჩაისუნთქა და ბიჭთან მივიდა - შვილო , ტაისია კარგად იქნება და მის თავს ვერავინ წაგართმევს . დამშვიდდი და იზრუნე ჩემი შვილის განწყობაზე - მხარზე მოუჭირა თითები და მერე მოეხვია- ვბერდები ამის დედაც ... -თმები აურია ბიჭს და მერე სოფიაც გამოჩნდა
-ნოააკო მე და ჩემი ბიჭი აქ ვართ ... უიი შენ და შენი ბიჭიც აქ ყოფილხაართ . რა სისათუთე და სიფაქიზეაა სიძე -სიმამრის ჩახუტება-მოფერების ამბავი ასე ფხიზელ გონებაზე იწერება ვატიკო ? მე მეგონა სუფრასთან ხდებოდა ასეთები
-ყოველთვის უდროო დროს რატომ ჩნდები გოგო გამაგებინე
-მე წავალ... დამირეკე თუ რამე შეიცვლება -ცოტნემ უკან დაიხია და კარისკენ დაიძრა
-მიდი ... თქვენ კიდე დაჯექით . ვატო რას მიყურებ გაოგნებული ბუს თვალებით?
-ჰგონია რომ კვდები და იმიტომ ხარ ასეთი სათუთი- სოფიო სავარძელში ჩაეშვა და ნოასკენ შებრუნდა- აბაა რა ხდება სიხარულო?
-მშვენივრად იცი რაც ხდება ... ცოტნემაც შეამჩნია კუდი და უკვე დროა-დასერიოზულდა და სოფიოსაც გაუფუჭა ხასიათი
-თუ ღმერთი გწამს ახლა ისევ არ დაიწყო ...მივდივართ ერთად
-ჩემს დაბრუნებამდე უნდა გააკონტროლო ყველაფერი
-არა , არა და არა... მარტო თუ წახვალ იქედან ვერც დაბრუნდები და ნუ იქცევი ვიღაც შავი სამყაროს წარმომადგენელივით , ტოქსიკოზს ნუ მმართებ ამხელა გენერალი კაცი . შესანიშნავად ვიცი რა აზრებიც გიტრიალებს თავში არც კი გაბედო
-ვატო ეს ქალი შენი გამოჩენის შემდეგ გახდა ასეთი ნერვიულო... შვილო ხომ ხედავ არ მოქმედებ კარგად , ვერ იქცევი სანიმუშოდ ანერვიულებ დეიდა სოფიკოს
-დეიდა სოფიკო დაგაინვალიდებს
-ნუ მანანებინებ გულახდილობას სოფია, მორჩი ისტერიკას და გააკეთე ის რაც საქმისთვისაა უმჯობესი. მე ჩემი პირადი გეგმები მაქვს რომელიც არ ეხება ამ ადგილს , არც შენ და არც სხვა ვინმეს ! უბრალოდ მომაწვდით ინფორმაციას აქაურ მდგომარეობასზე, ჩემი წასვლის შემდეგ დანარჩენების ქცევაზე და ახალი უფროსის საქმიანობაზე . გააკეთებ იმას რაც გევალება და თვალს ადევნებ კიდეც ... გასაგებია ვატო?
-გასაგებია ... როდის წახვალ
-შვებულებაში ხვალიდან გავდივარ ... როდის წავალ არ ვიცი
-შესანიშნავად იცის, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ აქვს დაწყობილი - სოფიო თვალებიდან ცეცხლს ისროდა, მაგრამ იცოდა არაფერი გამოუვიდოდა ნოას გეგმების წინააღმდეგ. სანამ მის ნაბიჯებს განსაზღვრავდა ის უკვე შორს იქნებოდა. ვერ ეხმარებოდა და გიჟდებოდა
-თუ არ დავბრუნდები სოფიკოს შენ გაბარებ იცოდე... დედასავით მოუარე ამას ისეთ დღეში აქვს ნერვები გათხოვების შანსი აღარ აქვს . ამ განწყობით ვერც დაფეხმძიმდება
-ზუსტად შენი დაკრძალვის დღეს გავთხოვდები და ნუ იძახი კიდე ამ სისულელეებს , ბრაზდება დედამისი. ბავშვი გამიჩენია, გამიზრდია და ახლა ვიღაც ქალთან ერთად მეტ დროს ატარებსო-ამოიხვნეშა და თავი უკან გადასწია- ეს სავარძელი ჩემს მაგიდასთან უნდა დავდგა ... ჩემი სკამი კისერს მტკენს
-ჩემ დაკრძალვას ვერ მოესწრები შენ ... შხამი და სპირტი ხარ მთლიანად, მაგრამ მაინც დაგაბერებს უკაცობა. სავარძელს ხელი არ ახლო!
-როგორი არასერიოზულები ხართ ... მართლა არ მესმის მარტო როგორ მიდიხარ. სიცოცხლესთან ერთად კარიერასაც საფრთხის ქვეშ აყენებ და საერთოდ სისულელე მგონია ეს ყველაფერი
-ვატო , ჩემო ბიჭო შენ ჯერ კიდევ არ მიცნობ კარგად და წარმოდგენა არ გაქვს რისი გაკეთება შემიძლია. შენ ოჯახის ბიჭი ხარ, სითბოსა და სიყვარულში გაზრდილი. წესების, კანონების დამცველი მე კი მხოლოდ სამართლიანობის მჯერა ,რომელიც ზოგჯერ ჩემი საზომით უნდა გავზომო და სასჯელიც თავადვე მოვიფიქრო . დრო დაგჭირდება გასაგებად , რომელიც გვექნება
-იმედი მაქვს გვექნება თორემ , გული დამწყდება ჩემს ქორწილში თუ ვერ იქნებით - ჩუმად თქვა და თავზე ხელი გადაისვა. სოფიო მშვიდად იყო, აშკარად იცოდა რაზეც საუბრობდა ნოა კი წარბშეკრული უყურებდა- ხოო რა ... ერთი გოგო მიყვარს
-რომელიც სოფიო დეიდას არ მოსწონს და თუ დიდხანს ისწერვებს რძლად არ მიიღებს - ტუჩები დაბრიცა და თვალები აატრიალა- ხომ იცი ვერ ვიტან გრძნობების მალვას ... გიყვარს უთხარი, გამიწამა ბავშვი
-გეყოფა სოფიო
-ჩემზე ეჭვიანობს , წარმოგიდგენია? მოკლედ ბიჭი იფერფლება სიყვარულით და დროულად თუ არ ჩამოხვალ უშენოდ გავმართავთ ქორწილს თამადაც მე ვიქნები და ბავშვის ნათლიაც,რომელიც როდის გაკეთდდება კაცმა არ იცის დედოფალი ისეთი ნაზი და სათუთი გვყავს
-ამდენი ინფორმაცია ერთბაშად არ უნდა მომაყაროთ ხალხო...ახლა გაბრაზების დროც არ მაქვს. რომ დავბრუნდები შემდეგ მოგთხოვთ პასუხს ორივეს დუმილისთვის. ახლა მომწყდით თავიდან და უჩემოდ ხელის თხოვნაზეც კი არ იფიქრო იცოდე!
-გაბრაზდით უფროსო?
-წამოდი დედი ...ამასთან საუბარს აზრი აღარ აქვს ისღა დამრჩენია ვილოცო - გაბრაზებულმა დატოვა კაბინეტი. რამდენიც არ უნდა ეხუმრა , მაინც ვერ იშორებდა დარდს. ნოა მის ცხოვრებაში აღმოჩენასავით იყო, ვერასდროს ხვდებოდა რა ერქვა ამ გრძNობას, მაგრამ სიყვარული რომ იყო ეჭვი არ ეპარებოდა. იბრძოდნენ, მტრობდნენ, ეჯიბრებოდნენ, ენდობოდნენ , უყვარდათ და ზურგსაც უმაგრებდნენ ერთმანეთს. საკუთარ თავს ვერ პატიობდა იმ ინციდენტის დროს მის გვერდით რომ არ იყო, მაშინაც არ ჩართო საქმეში უფროსმა მაინცადამაინც იმ დროს გააგზავნა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე და ნოას გარდაცვალების ამბავიც იქ შეიტყო. დაბრუნების შემდეგ ეძებდა, მაგრამ ყველაფერი იმდენად იყო ჩახლართული ვერაფერი მოახერხა. კავლსაც ვერ მიაგნო და დაიჯერა კორინთელის გარდაცვალების ამბავი. ახლა მასთან იყო, მაგრამ ისევ ვერაფერს აკეთებდა . იცოდა ,რომ არ უნდა ჩარეულიყო და ნოას გეგმები არ აერია , მაგრამ თავს ვერ იკავებდა.
...............
სამსახურიდან გათავისუფლდა, ისე გააკეთა თითქოს სამოგზაუროდ მიდიოდა და ყველაფერი სოფიას გადააბარა. ქალსაც აურია გზა კვალი , ზუსტად იცოდა ვერ მოისვენებდა და მასთან ერთად ნამდვილად არ აპირებდა საქმის დასრულებას. სოფიასთან წასვლამდე უნდა ესაუბრა , შუაღამით ესტუმრა და მშვიდი ძილი დაურღვია. ქურდივით შეიპარა მის საძინებელში და მიიღო კიდეც შედეგი . ქალბატონი სოფია სწრაფი აღმოჩნდა საწოლიდან იარაღით ხელში წამოდგა და ნოას რეაქცია რომ არა აუცილებლად ესროდა
-რა ჯანდაბაა ... იდიოტო კინაღამ გესროლე - უცებ დასწია იარაღი და ნოას მკერდზე მიარტყა ხელი- ისევ არ ეშვები ამ სულელურ თამაშებს. ბერდები და არ იცვლები
-შენ კი სულ უფრო და უფრო გიმძაფრდება ისტერიკა
-კარგად ერთობი ხომ? სიკვდილის წინ ყველას აქვს უფლება
-როგორი გაბოროტებული ხარ სოფიკო ვეღარ გცნობ
-გეყოფა რა , გეყოფა ნოა ... იცი როგორ განვიცადე რომ გავიგე მოკვდი ? თითქოს უკანასკნელი საყრდენი გამომეცალა . ახლა ისევ მარტო აგრძელებ , ისევ არ მენდობი
-ახლა გული ამიჩუყდება და შენს მხარზე ვიქვითინებ... სენტიმენტების დრო არ მაქვს სანამ წავალ მინდა გკითხო რაღაც
-აზრი არ აქვს შენთან საუბარს , ჯანდაბაშიც წასულხარ
-მაგ ჯანდაბაში კიდევ ერთი ადამიანი გაგზავნე წლების წინ და იქნებ გინდა რაიმე გადავცე - თვალები დააწვრილა და ზემოდან დახედა აფორიაქებულს. წამსვე გაჩერდა სოფია , ზურგი აქცია და სიგარეტის ღერი თითებსშორის მოიქცია, კანკალებდა სანამ მოუკიდა - არ მჯერა , რომ ისევ გიყვარს
-მოკეტე ! - დაუყვირა და ნერვიულად გადაისვა თავზე თითები- შენ წარმოდგენა არ გაქვს , არც გიცდია ოდესმე რომ გაგეგო ... საერთოდ რა გესმის გრძNობების
-ბოლო დროს მესმის
-როდის მიდიხარ ... მე , უნდა წამოვიდე . ჯანდაბა , ჯანდაბა შენ იცი სად არის შენ ყოველთვის ყველაფერი იცი წყეულიც იყოს ისიც და შენც .როგორ ვერ გიტანთ
-ისევ ისტერიკა გაქვს...ამიტომ გეუბნები რომ არაპროფესიონალი ხარ
-მოგკლავ !
-დამშვიდდი, დაფიქრდი , დრო მაქვს - საძინებელში დატოვა და მისაღებში გადაინაცვლა. დიდი დრო არ დასჭირვებია მალევე მიიღო მდუმარე კონვერტი უსიტყვოდ გადასცა სოფიომ და წასვლამდე ძლიერად მოეხვია . ბევრი რამ უნდოდა ეთქვა, დაებარებინა, მაგრამ სიტყვაც არ დაუძრავს მზერა გააყოლა და ბოლოს ისევ მარტო დარჩა ,ახალი დღის მოლოდინში..
..........
ქალაქში უმისამართოდ დახეტილებდა. ღამის სიმშვიდე სჭირდებოდა ფიქრისთვის, გეგმა სწორად უნდა ჰქონოდა შემუშავებული შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა. ფეხით მიუყვებოდა ტროტუარს და ყურსასმენების დამსახურებით ხმებიც არ ესმოდა. მომღერლის სიტყვებსაც ვერ არჩევდა ფიქრებში გართული, თუმცა კი სასიამოვნო ფონს ქმნიდა . ციოდა, ხელები მანტოს ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და ზამთრის სიცივეს ასე უმკლავდებოდა. თავზე ქუდი ეხურა, კაშნე უბრალოდ აიღო სახლიდან გამოსვლის დროს , მანტოს ამშვენებდა მხოლოდ სხვა ფუნქციას ვერ ასრულებდა. გარეთ არავინ იყო , მანქანების ხმა ისმოდა მხოლოდ და ფეხით მოსიარულეს ვერავის ხედავდა . გასაკვირი არც იყო იმ დროს გარეთ ნამდვილად არ გავიდოდა ნორმალური ადამიანი.
-გისმენ ვატო- ბიჭის ზარს არ ელოდა და აღელდა კიდეც
-არ ვიცი გაქვს თუ არა ამის დრო , მაგრამ...მოკლედ შენი ექიმია კლუბში და ვიფიქრე დაგაინტერესებდა
-ყოველ საღამოს მანდ რომ ატარებ იმიტომ გაქვს გაუხსნელი საქმეები - თითქოს არ აინტერესებდა ნინიას ამბავი . მიმართულება შეიცვალა და გაეღიმა ვატომ კლუბის სახელი რომ უთხრა ზარის დასრულებამდე. ენერგიის მოსაკრებად სწორედ ეს სჭირდებოდა , ნინიას დანახვა წამალივით უშველიდა.
კლუბში შესვლისთანავე ერთმანეთში არეული ახალგაზრდების ბრბო მოხვდა, თითქმის ყველა მაგიდა დაკავებული იყო და მშვიდი კუთხის ძიებას აზრი არ ჰქონდა. პირდაპირ ბართან დაჯდა, მაღალ სკამზე მოთავსდდა და იქედან მოავლო მზერა სივრცეს. ნაცნობი სახე დიდხანს ვერ შენიშნა . ისიც საცეკვაო მოედნისკენ დაიძრა და რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად დაიწყო ცეკვა. სხვანაირი იყო, ლაღი, ბედნიერი, მომღიმარი და სრულიად უბრალო. სულ სამნი იყვნენ მის გვერდით , ორი ბიჭი და ერთიც გოგონა. აშკარად მისი მოასწავლეები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მაინც არ მოსწონდა ბიჭის ხელი მის წელს რომ ეხვეოდა , არც ნინიას ღიმილი ხიბლავდა და არც ჩახუტების შემდეგ ლოყაზე კოცნამ აღაფრთოვანა. ცოტაც და ჭიქას დაამსხვრევდა იმდენად მოიცვა ბრაზმა თავს ძლივს აკონტროლებდა. იცოდა ,რომ სისულელე იქნებოდა იქ მისვლა და გონების მობილიზებას ცდილობდა . დიდხანს ადევნებდა თვალს ბოლოს კი მარტოდ დარჩენილს უკან გაჰყვა.
როგორც კი დატოვა ახალგაზრდები მაშინვე სერიოსული სახე მიიღო. ემოციურად გადაღლილი მიუყვებოდა გზას. ციოდა, გაყინულ თითებს მკლავებზე ისვამდა და მანქანისკენ მიაბიჯებდა. მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა ისმოდა ირგვლივ ,რომელიც ნოას ნაბიჯების ხმას შეუმჩნეველს ხდიდა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა მის გვერდით კარი გაიღო და ნოა სავარძელში მოთავსდდა
-ყინავს არა? საშინელებაა- თითებს ერთმანეთში ხლართავდა და ნინიას უყურებდა- ჩართე, თორემ გავიყინე- ღილაკს დააჭირა კარის დახურვის შემდგომ და ნინიას მზერა დააიგნორა
-ისევ შენ
-მუდამ მე ვიქნები ...სხვა არავინ !
-უნდა წავიდე, დავიღალე შენთვის დრო არ მაქვს
-ცეკვითა და გართობით დაიღალეთ ქალბატონო ექიმო? არ მეგონა კლუბში გართობაც თუ გიყვარდათ ... ჩვენ რომ ვიყავით მაშინ სხვაგვარად იქცეოდით
-კომპანიონს გააჩნია
-რეზიდენტები არიან?
-ნოა შენთან ჭორაობის დრო არ მაქვს
-დრო მეც ძალიან ცოტა მაქვს...სულ ცოტა დამრჩა
-რას ნიშნავს-წამსვე შეეცვალა ხმა და კორინთელს მზერა გაუსწორა . გრძნობებმა გაყიდა , თავი გამოააშკარავეს
-ჩემთან წამოხვალ ? - თითები თმაზე შეახო და მომლოდინე მზერა მიაპყრო
-ნოა რა ხდება
-უბრალოდ ჩემი სახლი მინდა გაჩვენო ამჯერად სხვა რაკურსით დაგანახო იქაური გარემო, ელფერი და
- შეგიძლია მითხრა აქ საიდან გაჩნდი?
-მითხრეს შენი ექიმი აქ არისო და მოვედი ... შორიდან რომ გიყურებ მომწონს , მაგრამ დიდხანს ვერ ვუძლებ - შეხება უნდოდა, უნდოდა მოხვეოდა, მთელი სახე დაეკოცნა და მისი სურნელი შეეგრძნო . თითები ეწვოდა სურვილისგან ,მაგრამ თავს ერეოდა
-ყველასთან ასეთი გულწრფელი ხარ?- სავარძელს მხრით მიეყრდნო და თავი გვერდით გადასწია - მეეჭვება ...
-რა მნიშვნელობა აქვს სხვებთან როგორი ვარ , მთავარია შენთან
-შენ ის კაცი ხარ იმ დღეს რომ ღრიალებდა და ყველაფერს ამსხვრევდა. სხვა დანარჩენი ნიღაბია რომელიც ნებისმიერ რთულ ვითარებაში იმსხვრევა და რჩება ველური ცხოველი,რომელსაც ვერაფერი აჩერებს
-ალბათ მართალი ხარ, ცხოველი ვარ და ჩემი გაჩერება შეუძლებელია . ასეთი რომ არ ვიყო ვერ გავუძლებდი , ცხოვრებასთან ბრძოლას წავაგებდი . სუფთა, წმინდა ადამიანები ვერ გაივლიან იმ გზას რომელიც მე მქონდა გასავლელი... ნინია , გთხოვ
-იცი ახლა შენ მაღალი ტემპერატურა გაქვს , შეიძლება ეს სიტყვები ბოდვაა - მის ჩაწითლებულ თვალებს უყურებდა რომ მიუახლოვდა და თითები სახეზე შეახო , მართლაც იწვოდა -შენ საკუთარი თავი არ გიყვარს ! ისევ ეწევი, სვამ, არ გძინავს, ნორმალურად არ იკვებები, ყინვაში სეირნობ და გკიდია ყველაფერი- გაბრაზებული იყო, ხმის ტემბრიც შეეცვალა და ისევ გზისკენ გაიხედა- გადადი , დრო არ მაქვს
-სიცხისგან ვიწვი და გინდა რომ მაინც წავიდე?
-მე დიდი ხნის წინ დავასრულე დედა-შვილობანას თამაში შენთან
-თამაში?
-ხო , თამაში ... გავერთე და მორჩა
-გეყოფა ! ნუ იმეორებ სულ იმ სიტყვებს... ნუ იხსენებ , უბრალოდ დატოვე წარსულში ის წყეული მომენტი
-წყეული ? იმ მომენტში დაუბრუნდი საკუთარ ცხოვრებას რომელსაც მე გიმალავდი -ისევ მისკენ შებრუნდა და ხმას აუწია- ხომ დაუბრუნდი საკუთარ თავს, ცხოვრებას, ოჯახს, სამსახურს მე შემეშვი , ჩემი ადგილი არ არის სხვის ცხოვრებაში . მე ვერავის ცხოვრების ნაწილი ვერ გავხდები , არ შემიძლია ერთი-ერთი შემადგენელი ვიყო შენ კი მხოლოდ ეს გინდა ... ჩემნაირი ქალის მოთვინიერება
-შენი მოკვლა მინდა და თუ დავბრუნდი ოდესმე აუცილებლად გაზღვევინებ ჩემი წამებისთვის- მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. ისედაც ბევრს თმობდა, უკან იხევდა, მიდიოდა, თხოვდა, ვედრება უნდა დაეწყო? არ შეეძლო და მორჩა! -მანქანიდან გადავიდა და კარი ხმაურით მიხურა.
სახლში დაბრუნდა , მაგრამ მოსვენება დაკარგული ჰქონდა. ნოას გამოჩენა სულს უფორიაქებდა და ძლივს დალაგებულ გრძნობებს თავიდან ურევდა. თვალწინ სულ მისი წითელი სფეროები ჰქონდა, როგორ შეეძო ამ მდგომარეობაში გარეთ ყოფნა. არ შეეძლო მოთმენა, სწრაფად აიღო გასაღები და სახლი დატოვა. ნოასთან ისე აღმოჩნდა გონსაც ვერ მოვიდა, კარი ღია იყო დაკაკუნებაც აღარ უცდია ბატონი საძინებელში იპოვნა ტანსაცმლით იწვა საწოლზე , სიცხისგან იწვოდა . ოფლით დაცვარული კანი, არეული სუნთქვა და აჩქარებული პულსი
-ღმერთმა დაგწყევლოს ჩემი წამებისთვის ... როგორ ვერ გიტან! მეზიზღები- ტანსაცმელს აშორებდა და მისი გადახურებული სხეულის გაგრილებას ცდილობდა. პირსახოცი იპოვნა თბილ წყალში დაასველა და შუბლზე დაადო. პერანგის ღილები გაუხსნა და ჩალურჯებები რომ დაინახა კიდევ უფრო დაიძაბა. ნოას თითების შეხებას ფეხზე გრძნობდა ,მაგრამ ცდილობდა ყურადღება არ გადაეტანა - რა ჯანდაბა დაიმართე ...როდემდე გაუძლებ ასე ცხოვრებას - დაიღალა, ყველაფერი ერთად დააწვა მხრებზე. თავი დახარა და შუბლი მკერდზე მიაბჯინა . ხელისგულით მუცელზე ეხებოდა და ტირილის ზღვარზე მყოფი თავის შეკავებას ცდილობდა- ვერ გიტან , მეზიზღები
-მეც - თვალები არ გაუხელია ისე უთხრა და გამშრალი ტუჩები გაილოკა- მეც ვერ გიტან - ხელები სხეულზე შემოხვია და ისე მოიქცია სხეულის ქვეშ ნინიამ გააზრება ვერ მოასწრო . დამრგვალებული თვალებით უყურებდა მის დანისლულ სფეროებს - ჩემი ყველა გრძნობის შენ გეკუთვნის
-ბოდავ ...
-შეიძლება ... ისიც შეიძლება რომ მოჩვენება ხარ და იმას გავაკეთებ რაც ასე ძალიან მინდა - თითები ლოყაზე შეახო და მისი ტუჩებისკენ დაიხარა- გონს ვკარგავ შენზე - ტუჩებს უკოცნიდა და გახურებულ თითებს მის სხეულზე დაატარებდა -არ გაქრე , არ წახვიდე, ჩემთან დარჩი
-ნოა -ხელისგულები შიშველ მკერდზე მიაბჯინა ,ცდილობდა ძალა მოეკრიბა მის მოსაშორებლად, მაგრამ თავს ვერ ერეოდა. გონება ებინდებოდა მის სიახლოვეს
-მითხარი რომ მოგენატრები ... მითხარი რომ გინდა მაპატიო, ვიცი რომ გინდა და თავს ებრძვი . მითხარი რომ ისევ გჯერა ჩემი - მკლავებში მომწყვდეულ ქალს ზემოდან დაჰყურებდა და მის მზერაში მთელი სამყარო ჩანდა, ნოა კორინთელის სამყარო
-ვებრძვი და ვამარცხებ კიდეც ... ისევ რომ გენდო თავს დავკარგავ . მეშინია შენი , მეშინია ყველაზე მეტად მეშინია იმ გრძნობების რომელიც გამიჩინე და ისევ რომ მოგიშვა ახლოს დავიღუპები . ამიტომ მოვუგებ საკუთარ თავსაც ,იმ ნაწილს რომელიც როგორღაც შენ გეკუთვნის - თავი დაიხსნა, მთელი სხეული თხოვდა დარჩენას , მაგრამ მაინც მოშორდა უკან გადადგა ნაბიჯები
-არ გინდა გთხოვ, გთხოვ ნინია არ გაანადგურო ჩემი ნინია ... მერე შენი ნოაც გაქრება და მე ყველაზე მეტად საკუთარ თავში ნინიას ნოა მიყვარს - ნინიას წასვლის უფლება არ მისცა. უკან მიჰყვა და ამჯერად წინ გადაეღობა
-მე და შენ ერთმანეთს ვერ გავუძლებთ ნოა ...
-წარმოდგენა არ მაქვს როგორია საყვარელ ქალთან ცხოვრება... არასდროს მქონია სურვილი ვინმეს გვერდით გამეტარებინა ყოველი დღე . შენ ვერ გერევი ..ჯანდაბა გგონია მინდა ჩემი თავისუფლების დათმობა? გგონია მომწონს შენს გარდა ვერაფერზე რომ ვერ ვფიქრობ? საშინელებაა იმის გააზრება სხვა ქალი რომ აღარ მაინტერესებს , დამოკიდებული გამხადე თან ისე ,რომ არაფერი გაგიკეთებია ექიმი შემიყვარდა რომელიც ისე მივლიდა როგორც ბავშვს . ვერ ვიტან ექიმებს , არც ერთ ქალთან ყოფნის სურვილი მქონია და შენ ყველაფერი თავდაყირა დააყენე. ახლა მეუბნები ვერ გამიძლებო ...უკვე ვერ გიძლებ , ვერც გერევი და შენ გაქცევას ცდილობ!
-ნაღმივით ხარ ... წამი გჭირდება ასაფეთქებლად
-შენ კი მწყობრიდან არასდროს გამოდიხარ და უფრო მაგიჟებ...ახლა როცა ვიცი რომ შიგნიდან იწვი დგახარ აქ მშვიდი სახით და მიყურებ ამ მზერით, ჭკუიდან მშლი
-სიცხე გაქვს
-რომ არ ვკვდები არ გიკვირს?- თავზე გადაისვა ხელი და მერე სახეზე ჩამოისვა- ნინია , გთხოვ
-რას მთხოვ , პატიებას იმ სიტყვებისთვის?
-არა , ეგ ამბავი ჩემთვის ჩავლილია . უკვე მრავალჯერ მოვინანიე და შენ შესანიშნავად იცი მაშინ როგორ ვიყავი ... გთხოვ შანსს ჩემთვის და შენთვის , გთხოვ შეწყვიტე ეს სიჯიუტე, გთხოვ ერთხელ ცხოვრებაში დამარცხდი , ჩემთვის წააგე ბრძოლა და მოიგე ჩემთან ერთად
-მთხოვ ავრიო ჩემი ცხოვრება , სიმშვიდე, წონასწორობა ყველაფერი საფრთხის ქვეშ დავაყენო ...მთხოვ შანსს რომელიც ყველაფერს გარდაქმნის. გგონია მზად ვართ? ამ ასაკში,, ახლა დავიწყოთ რაღაც ახლის შენება? ნოა გიფიქრია იმაზე რა იქნება შემდეგ? მე მიფიქრია და ყოველ ჯერზე ვკარგავ საკუთარ თავს , ვხდები ვიღაც სხვა ქალი რომელიც საერთოდ არ გავს იმ ქალს მე რომ მიყვარს საკუთარ თავში , არც იმ ქალს შენ რომ ... შენ რომ აღფრთოვანდი
-მე რომ აღმაფრთოვანა ... მე რომ მიყვარს , მე რომ ვაღმერთებ იმ ქალს ჩემი გრძნობები ვერ მოერევა ის ქალი ამ ემოციებთან ერთად გაძლიერდება
-ნოა - აღარ ჰქონდა ძალა. იქ იმ წამს იგრძნო რომ დამარცხდა, სულმა ფრთები შეისხა და ლაღად დაიწყო ფრენა . თავისუფლება , რომელიც სულ ერთ წამში გაჩნდა
-მითხარი ნინია - ისევ მოხვია მკლავები, ისევ შეახო მხურვალე ბაგეები ნინიას სურნელოვან კანს -მითხარი რომ მოგენატრები ,დაბრუნების მიზეზი მომეცი , მითხარი რომ გჭირდები
-ყველგან შენ ხარ ...- თავად გადალახა ზღვარი . კორინთელს მკლავები მოხვია და ვნებით დაუკოცნა ტუჩები- და თუ შენს გულში აღარ ვიქნები , ფეთქვას შეწყვეტს ...გეფიცები- კოცნებს შორის მუქარაც არ დავიწყნია
-მაშინებ და თან ასე საოცრად - იღიმოდა, მთელი სახე უბრწყინავდა. უყვარდა, გაგიჟებით უყვარდა . სხვა არაფერი იყო მის გონებაში ნინიას გარდა, არც მტრები, არც გეგმები მხოლოდ ღაჭვანს ხედავდა, გრძნობდა და აღიქვამდა.
..................
დილით მარტოს გაეღვიძა . კორინთელის სახლში, მის საწოლში სრულიად შიშველი მარტოდ დარჩენილი სიგიჟის ზღვარზე იყო მისული. არსად იყო, სახლის სიცარიელეს მთელი არსებით გრძნობდა და სისხლი უდუღდა ბრაზისგან. სწრაფად ჩაიცვა და კიბე სირბილით გაიარა, ბოლომდე ფიქრობდა რომ სამსახურში წავიდა , მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა ,რომელსაც ვერ გადადებდა . დილის რვა საათი იყო, მაგრამ მაინც არ შეეძლო დაცდა მერე რა რომ მისი მობილური ისევ ოთახში იდო , ხომ შეიძლებოდა დარჩენოდა. ღრმად სუნთქავდა და არეული თმების შეკვრას ცდილობდა. მისაღებში მაგიდაზე თეფში და ფინჯანი რომ დაინახა ინსტიქტურად გაეღიმა. სხვა დროს ალბათ საკუთარ თავს დასცინებდა პატარა ბავშვივით რომ აუჩქარდა გულისცემა ნოას საყვარელი საუზმის დანახვისას. ყავა გაციებულიყო , აშკარად დიდი დრო იყო გასული მისი მომზადებიდან . მაგიდაზე ფურცელიც იდო , გაღიმებულმა აიღო რაღაც რომანტიულს ელოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა მის ნამდვილ შინაარსზე .
„ მიხარია ასე მშვიდად რომ დაიძინე და შეუმჩნევლად წასვლა მოვახერხე. გეფიცები ჩვენი ყველა მომდევნო ღამე ჩემთვისაც ისეთივე მშვიდი იქნება როგორც შენთვის . ამ ღამით არ შემეძლო, ვერ მოვახერხე დაძინება . შენი სურნელი წავიღე, შენი გემო რომელიც არაამქვეყნიურია ქალბატონო ნინია. შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორ მიჭირს შენი დატოვება , მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს . წარმოიდგინე რომ უმძიმესი პაციენტი გელის , შენი იმედი აქვს და თუ არ მიხვალ შენთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს დაკარგავ . ვიცი გამიგებ, ჩემს შემდეგ შენი საქმე გიყვარს ხომ ასეა ექიმო ? ვიცი ახლა ბრაზობ, ვერ იგებ რა ხდება და გინდა რაღაც დაამსხვრიო. გთხოვ ეგ ფინჯანი არ გატეხო ტაისიამ მაჩუქა და მიყვარს. ყავა ალბათ გაცივდა, მაგრამ სხვა დროს ცხელს დაგახვედრებ, შენს გვერდით მეც ვიქნები და ბევრს გაკოცებ!
დავბრუნდები , აუცილებლად !
არ ვიცი როდის , მაგრამ ვიცი რომ დავბრუნდები და მაშინვე შენთან მოვალ
კიდევ ვიცი ,რომ მომაჯადოვე ... ისიც ვიცი, რომ გაღმერთებ და კიდევ ის რომ ნინია კორინთელი საოცრად ჟღერს „
ნინია რომ ცდილობდა გაერკვია წერილის შინაარსი ნოა ამ დროს საზღვარზე გადადიოდა და ემოციებ გაყინული მხოლოდ გეგმაზე ფიქრობდა. შურისძიებაზე რომელიც ასე ახლოს იყო . ყოველი ნაბიჯით უახლოვდებოდა სამიზნეს . არ ჩქარობდა, შორიდან ადევნებდა თვალს. შეუმჩნევლად მოქმედებდა, მოჩვენებად იქცა და შემდეგ მიაღწია დანიშნულების წერტილს. სისხლი ეყინებოდა ქავთარაძის დანახვისას, როგორ მშვიდად ცხოვრობდა . ერთობოდა, ისვენებდა, თავის შავბნელ საქმეებს აგრძელებდა, ხალხს ამწარებდა და ზურა ამ დროს მიწის სქელი საფარის ქვეშ განისვენებდა. ყველაფერი ახსენდებოდა, ყველა მისი ჩადენილი ცოდვა და ისე მიუყვებოდა გზას ბნელ ღამეში . სახლში შესვლა არ გასჭირვებია , დაცვის რამდენიმე წევრის მოსაშორებლად უმცირესი დრო დასჭირდა . მშვიდად მიაღწია კაცის საძინებლამდე და მისი უდარდელი ძილი დაარღვია. იარაღის შეხებამ გამოაფხიზლა,ძილს ძლივს დააღწია თავი და საწოლთან მჯდომის ღიმილიანი სახე რომ დაინახა წამსვე წამოჯდა
-რა ჯანდაბაა... კოშმარია ამის დედაც ?
-პრივეტ ძიაძია მიხაილ ... კაკ ძელა ?
-ოხ შე ნაბ/ზარო აქაც მოხვედი ხომ? რატომ ვერ ისვენებ ... გინდა რომ იმ შენს ძმაკაცს მიუწვე გვერდით?- გაგრძელება ვერ მოახერხა ცხვირის ტკივილმა გონება დაუბინდა, სისხლმა იჩქეფა და ღრიალიც დაიწყო- აახ შენი დედა მოვტყ... შე ნაბ/ჭვარო ჩემი ბიჭებს ნაწილებად დავაჭრევინებ შენს გოგოს და ისე მოგიყვანენ შე ნაბოზ/// - ღრიალებდა და სახეზე აფაერებული ხელებით ცდილობდა სისხლის შეჩერებას
-შე ღორო გგონია ახლა იმ სიტუაციაში ხარ ,რომ უნდა მემუქრებოდე? შემომხედე , კარგად შემომხედე სიკვდილი მოდის ნელ-ნელა - ყელში წაუჭირა და ცხვირის ნესტოებზე მიაჭირა იარაღი- ახლა თითს გამოვკრავ და შენი ტვინი მორწყავს აქაურობას
-არა ...შენ მაგას არ იზამ. შენ გმირი ხარ, ჯარისკაცი ხარ...შენ წესიერი კაცი ხარ . შენ ასე ვერ მოკლავ . აქ უფლება არ გაქვს - ფართხალებდა და შიშჩამდგარი მზერით უყურებდა თავზე არწივივით წამომდგარ კორინთელს
-ისეთი საცოდავი ხარ , ისეთი ვირთხა ხარ ... სიამოვნებაც კი არ იქნება შენი მოკვლა , მაგრამ არიან ადამიანები რომელთაც არ დაეზარებათ , დროს იპოვნიან შენთვის და გაგიშვებენ მაღლა - საწოლიდან წამოაგდო, კედელზე მიანარცხა და ხელები შეუკრა. შემდეგ ნემსი დაარჭო და წამიერად ჩაკეცილს ზემოდან დახედა- დავიწყებული მეგობრების ნახვის დროა ბატონო მიხეილ
მანქანამდე მიათრია და შემდეგ სწრაფად გაეცალა იქაურობას. გარეუბანში გააჩერა მანქანა, უკვე ელოდნენ . რამდენიმე მანქანა და შეიარაღებული ბიჭები რომლებიც სტუმრის გამოჩენას ელოდნენ. გადასვლისას ხელები მაღლა ასწია და გამოჩნდა კიდეც ნაცნობი სახე . სწრაფად დაიძრა და ნოას წინ გაჩერდა
-ნოა აქ რა ჯანდაბას აკეთებ... რა თამაშია , გაგიჟდი?
-ცოტა გავერთე კოსწია ... რა იყო ეს რა არტილერია გამოგიყვანია . მარტო აღარ დადიხარ ქუჩებში?
-შენ ბიჭო სულ გაუბერე ? აქაც მომაგენი ტოო? ხომ შევთანხმდით მე მივდიოდი შენ იმათ იჭერდი ... რა გინდა
-აუჰ შენ ისევ ისეთი პანიკიორი ხარ ... როგორ მოსწონდი სოფიკოს . ტეხავს ჩემი გოგოსგან
-მოგკლავ და აქ მომკითხავიც არ გეყოლება- ირონია არ გაუვიდა, კაცი გააცოფა
-კარგი ხო , არ მაქვს ჭორაობის დრო ისედაც დიდი დრო დავკარგე. სახლში მელოდებიან შენ კი საჩუქარი მიიღე ნიშნად გაწეული სამსახურისა . მართალია ციხის კედლებში ჯდომას გადაგარჩინე , მაგრამ მაინც შენთან ვალში ვიყავი ხოდა აჰაა ჩემგან და შენი უპასუხო სიყვარულისგან, სოფიკოსგან ნიშნად ჩვენი პატივისცემისა - საბარგული გახსნა და თავი მაღლა ააწევინა ქავთარაძეს- ცოტა სისხლია , მაგრამ იცნობ მგონი- თვალები დააწვრილა და გაოგნებულ კაცს სიცილით დააკვირდა. გიჟი იყო, ასეთ დროსაც კი ერთობოდა . ადრენალინის ჭარბი დოზა და საქმე რომელიც ბოლომდე მიიყვანა. შური იძია , წესები დაარღვია, კანონები დაივიწყა, მაგრამ გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებინა
-შენ რანაირად
-ასეა ძმაო მე სულ სიურპრიზებით ვარ სავსე...ვფიქრობდი ,რომ ეგოისტი არ უნდა ვყოფილიყავი და შენთვისაც უნდა მეწილადებინა . ხომ იცი მე სადისტი არ ვარ , არ არის ჩემში მეშინია ბოლოს პოლიციას არ ჩავაბარო , მეტს იმსახურებს ჩვენი მიშა ძია ამიტომ შენთან იყოს...ვიცი კარგად მოუვლი. ბევრი ვიფიქრე , ბრაზის გაკონტროლებას ვეცადე , მივხვდი რომ შენ უფრო დიდი ანგარიში გაქვს მასთან ვიდრე მე ... უსამართლობა იქნებოდა უშენოდ ამ ამბის დასრულება . ზურას არ უყვარდა ჩემი წესებით თამაში - ბოლოს თქვა და ისევ შეხედა გათიშულ კაცს
-მოვუვლი, მივხედავ ... მთელი სულითა და გულით ვუპატრუნებ მე ამის დედას შ/ვეცი - ბიჭებს ანიშნა და მანქანიდან გადაიყვანეს. რამდენიმე წამი იდგა და ელოდა მის დაბრუნებას შემდეგ კი ჯიბიდან წერილი ამოიღო- ჯიგარი ხარ... ყველაზე სწორი რამე გააკეთე დამიჯერე
-კაი გეყოს... მე უკვე ეგ ნაბიჭვრი წარსულში დავტოვე. უკვე შენია და შენ როგორც გინდა ისე მიხედე. კიდე ერთი საჩუქარი მაქვს , არ ვიცი რა არის , მაგრამ შენთვის გამომატანეს - კონვერტი მიაწოდა და მანქანის კარი გააღო- ხო მართლა ერთი გოგო შსს-ს მინისტრის დეიდაშვილი აღმოჩნდა , საქმეები ჩააწყო , ბევრი ეცადა და უკან დაბრუნება შეგიძლია. თუ მოინდომებ ის გოგო ისევ იქ არის სადაც დატოვე - თვალი ჩაუკრა და ერთ ადგილას გაშეშებულს ღიმილიანი სახით დაემშვი
მიდიოდა და წამებს ითვლიდა , დრო ეცოტავებოდა. უნდოდა დაბრუნებულიყო ყველაფერი იქედან გაეგრძელებინა სადაც შეწყვიტა. მთელი გზა ნინიას ხედავდა, სუნთქვა უჭირდა მოსალოდნელი წამის დადგომამდე. მანქანა რომ გაჩერდა საავადმყოფოს შენობის დანახვაც კი გაუხარდა. სწრაფად მიაბიჯებდა და ნაცნობ სახეს დაეძებდა. იმ კედლებში დაწერილი ისტორია იყო საწყისი ბგერა ერთი დიდი ცეცხლოვანი რომანისა ,რომელიც იმ წამიდან შევიდოდა მთავარ ფაზაში. იპოვნა , მისი ხმა დერეფნის ბოლოდან ისმოდა. შორიდანვე იგრძნობოდა ენერგია რომელიც თან მოჰყვებოდა ღაჭვანს, სწრაფი ნაბიჯების ხმა და შემცირებული მანძილი. გამოჩნდა , თითქმის სირბილით მიაბიჯებდა და დამხმარეებს მითითებას აძლევდა უცებ რომ გაჩუმდა . ნოას დანახვისას წამიერი სიმშვიდე იგრძნო, ადრენალინის დოზა ,რომელსაც მოსალოდნელი სამუშაოს გამო იზრდებოდა თითქოს შემცირდა. ყველა მიმოიფანტა ირგვლივ არავინ იყო, ცარიელ დერეფანში ღაჭვანის წინ მომღიმარი სახით იდგა და მის რეაქციას ელოდა
-დაასრულე თუ კიდევ პროცესშია საქმე ,ბატონო ნოა - თვალები უბრჭყვიალებდა . ნოამ ხელი რომ მოხვია და თავისკენ მიიზიდა წამსვე აუთრთოლდა სხეული
-მომავალ საქმემდე , დასრულებია - თითები ყელზე შეუცურა და მონატრებულს ტუჩები დაუკოცნა. ნინიას მკლავები მხრებზე ეხვეოდა , კოცნაში წამით აჰყვა შემდეგ სიჩუმეში სასწრაფო დახმარების მანქანის ხმა გაისმა და კორინთელიც მარტო დარჩა უზარმაზარ დერეფანში
-ჩემი საქმე არასდროს სრულდება ... სიცოცხლისთვის ბრძოლაა საჭირო - უკანსვლით მიდიოდა, იცინოდა და მანძილს ზრდიდა
-სერიოზულად? ნინია ახლახანს დავბრუნდი...
-საქმეს მიხედე , კრიმინიალის დონეზე იზრუნე... დაისვენე სანამ შენი ნინია ომში ჩაერთვება
-საშინელი ქალი ხარ !
-მეც ვგიჟდები შენზე - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და მასიური კარის გაღებამდე წამით შეხედა. შემდეგ გამოჩნდა საკაცეზე მოთავსებული პაციენტი , სასწრაფო დახმარების ექიმები და დაიწყო ბრძოლა ,რომელშიც თავად იყო მეთაური.
ორივეს სხვადასხვა ბრძოლის ველი ჰქონდა. ორი დომინანტი, ცხოვრებასთან მებრძოლი მუდამ გამარჯვებული პერსონა რომელთაც საერთო მარცხი მხოლოდ სიყვარულთან ჰქონდათ. ემოციებთან, გრძნობებთან ,რომლებიც სრულიად უკონტროლოს აქცევდა მათ ცხოვრებას. მომავალი ერთად უნდა გაეგრძელებინათ, ახალი გზით , ცხოვრების ახალი წესით ერთად და თან ძველებურად . გეგმების დასახვას აზრი არ ჰქონდა , ორივემ იცოდა მოქმედება ინერციით უნდა დაეწყოთ და გაეკეთებინათ ყველაფერი გრძნობების კარნახით.
................
ქალის მშვიდ ძილს უყურებდა , აკვირდებოდა მის შეცვლილ კონტურებს და სიმშვიდეს გრძნობდა. ნინია ღაჭვანის ქმარი სულ რაღაც რვა თვის იყო , დიახ ახალი კაცი დაიბადა ჯვრისწერის შემდეგ რომელმაც ხუთი თვის წინ კიდევ ერთხელ გააღვიძა მამობის მოლოდინი. კარგად დავიწყებული ემოციები , ბავშვის არსებობის გაგების შემდეგ რომ დაიწყო და ნინია , ნინია კორინთელი ნამდვილ ბედნიერებად ექცა. სულის ნავსაყუდელი, სივრცე რომელიც ნებისმიერ დროს , ნებისმიერ ადგილას მის სიახლოვეს ათასფრად ნათდდებოდა.
კომა , ტვინის გაქცევა პრობლემებისგან რეალური გამოსავალი აღმოჩნდა ნოა კორინთელის ცხოვრებაში . გზა ,რომელმაც მისი ცხოვრება სრულყოფილებამდე მიიყვანა. მანამდე მხოლოდ ტაისია ჰყავდა, სამსახური რომელშიც სრულიად სხვა ადამიანი ხდებოდა და ერთადერთი ქალიშვილი ,რომელიც სამყაროს ერჩია. გოგონა, რომლის გაშვებაც უხდებოდა დიდი მცდელობის შემდეგ ბოლო რამდენიმე თვე მოიგო , არ აძლევდა ცოტნესთან გადასვლის უფლებას გრანდიოზული ქორწილის გარეშე ჩემს პირველ და შესაძლოა ერთადერთ ქალიშვილს ვერ გავათხოვებო და თავად ჩაერთო სამზადისში.
ქაოსური , გიჟური და დამღლელი თვეები გავიდა , მაგრამ ენერგიის მოჭარბებას უფრო გრძნობდა ვიდრე დაკარგვას. ღაჭვანი იმდენად განსხვავებული ფეხმძიმე იყო ზოგჯერ ბავშვის არსებობა საერთოდ ავიწყდებოდა . უზომოდ ფრთხილი გახდა, მეტად ემოციური ეჩვენებოდა , მაგრამ ამის შემჩნევა მხოლოდ თავად შეეძლო. ნინია ისევ ისეთი იყო , მეტწილად გაწონასწორებული თავისებური გრძნობებით ,რომელიც იმ ფერებით არავის ჰქონდა როგორიც მას.
ნინია კორინთელი მარტოობისგან შორს იყო, მაგრამ სიმშვიდესთან ყველაზე ახლოს. ერთი კომფორტული ზონიდან მეორეში , ოჯახში გადაინაცვლა. ახალი გამოწვევა ჰქონდა, უსაზღვრო და ამოუცნობი გეგმა, მიზანი რომელიც ბედნიერება იყო . ახალი გზა დაიწყო მის ცხოვრებაში ცოლის, დედის, დედინაცვლისა და ბებიის გზაც ერთდროულად ელოდა . ყველა მათგანი ზედმეტად ბუნებრივად მიიღო, მოირგო და შეითვისა.
-ყოველი დილა შენი მზერით რომ მწვავს მიხარია , მაგრამ დღეს დიდი დღე გველის - თვალები გაახილა თუ არა მაშინვე აკოცა და ღიმილი მოეფინა სახეზე- დილამშვიდობისა, ნოა
-იქნებ კომა გავითამაშო და ქორწილი ჩავშალო
-მე შემიძლია , მაგრამ შენ ამას არ იზამ იმიტომ რომ ცოტნე ძალიან გიყვარს და ორივე ერთად სიამაყით გავსებს - ლოყაზე აკოცა , ყბაზე და შემდეგ ყელზე გადავიდა. ნოას თითების შეხებას მკლავებზე გრძნობდა, შემდეგ ხერხემალზე და სიამოვნებისგან მოგვრილი ჟრუანტელიც მთელს სხეულში ვრცელდებოდა- შენ საუცხოო სიმამრი იქნები და თუ დააცდი ბაბუაც
-გონებას მირევ - მზერა დაბინდულმა უთხრა და ტუჩები დაუკოცნა - იყავი ბოროტი დედინაცვალი რაა
-ჩვენი ბავშვი პროტესტს აცხადებს- გაიღიმა და ნოას ხელი წამოზრდილ მუცელზე მიიდო- ისიც ელოდება უფროსი დის ქორწილს და მამიკო ყველაფერს ურევს - თვალების ბრიალი არ დავიწყნია ნოა კი ისევ მუცლიდან წამოსულ ვიბრაციას აკვირდებოდა და გულისცემა უჩქარდებოდა
-დროა დავიწყოთ ეს დღეც - ღაჭვანს ხელები დაუკოცნა და მასთან ერთად დაიწყო მზადება. ოთახიდან ერთად გავიდნენ , დერეფანში ნუცას სილუეტი დალანდა ტაისიას ოთახის კართან ამღვრეული თვალებით იდგა , შენელებული გულისცემით ელოდა ქალიშვილის თეთრ კაბაში ხილვას. თითქმის ერთდროულად შევიდნენ დედოფალთან და წამებში გაჩნდა ახალი ემოციები . ტაისია ღვთაებრივი იყო თეთრ კაბაში , ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა ,რომელიც ჯილდო იყო ნოას ცხოვრებაში . დამუნჯებული უცქერდა გოგონას , მხოლოდ მზერით საუბრობდა მამა-შვილი სხვები კი უამრავი კომპლიმენტით ამკობდა დედოფალს. ცოტნესთან თავად მიიყვანა , მის თითებს ეფერებოდა , თავს ერთდროულად მშვიდად და არეულად გრძნობდა
-ჩემი ცხოვრების საჩუქარს გაბარებ და უბრალოდ კი არ უნდა მოუფრთხილდე , მისთვის უნდა იცხოვრო ...მისთვის და ყველაფერი იმისთვის რასაც ის შენთან ერთად შექმნის - ისევ ტაისიას ხელი ეჭირა , ტუჩები ფრთხილად შეახო და თავდახრილმა ქვემოდან ახედა მომღიმარ გოგონას - ცუდი ცოლი რომ იყო ძალიან უნდა მოინდომო , მაგრამ თუ ასე იქნება იცოდე ჩემ ბიჭს არ დაგაჩაგვრინებ - თვალი ჩაუკრა ცოტნეს და შემდეგ ორივეს ერთად მოავლო მზერა, ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ ...უსიტყვოდ , ახსნის გარეშე ასხივებდნენ სიყვარულს.
ნინიას გვერდით იყო და თან ყველა სტუმარს თვალს ადევნებდა. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა , ტაისია უკვე ცოტნე ბარათელის მეორე ნახევარი იყო ღვთისა და კანონის წინაშე . გულის სიღრმეში უხაროდა მეორე ვაჟი რომ ჰყავდა და სხრულიად განსხვავებული იქნებოდა მისი აღზრდის პროცესი , მაგრამ გოგოც უნდოდა ისევ არ იტყოდა უარს ერთი პრინცესული სულის მქონდე გოგონას ცხოვრების ცქერით დამტკბარიყო.
-ყველაზე უცნაური პატარძლის მამა ხარ - მელოდიას სხეული ააყოლა და კორინთელის მხრებზე მოათავსა მტევნები- ყველაზე სიმპათიური, სასურველი და მიმზიდველი
- გასაგიჟებელი დედინაცვალი ჩემს შვილს ჰყავს...- გაიღიმა და ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა . იქვე დაუტოვა კოცნის კვალი, მის წელზე ათამაშებდა თითებს და მელოდიის რიტმს ჰყვებოდა
-რომელიც დიდი ხნის წინ გააგიჟა ნოა კორინთელმა - მანძილი მეტად შეამცირა, თავი მკერდზე მიადო და დარბაზში გაჟღერებული მელოდია გულისცემის დარტყმებით ჩაანაცვლა. მოხდენილად მოძრაობდნენ, მრავალ მოცეკვავეს შორის და კიდევ ერთი დღის დასასრულს მიჰყვებოდნენ.
მოცეკვავე წყვილებს შორის გამომძიებელი სოფიაც ჩანდა, პირველი ცეკვა ვატოსთან შეასრულა შემდეგ ბიჭი საცოლეს დაუთმო და მაგიდას დაუბრუნდა. სოფიას კომპანიონი იმ ღამით ყველასთვის ნაცნობი კაცი იყო და იქაც ვერ პოულობდა თავისუფლებას. მორიგი მომაბეზრებელი საუაბრი გაწყვიტა ქალი მარტო რომ დაინახა და მასთან გადაინაცვლა. აღმერთებდა ამ შეშლილ ქალს , სრულიად განსხვავებულს ანტიდოტივით რომ ერგებოდა ყველა მის თვისებას და მაინც მიზიდულობას ვერ წყვეტდდა . კოცნის კვალი დაუტოვა მფეთქავ არტერიაზე , წელზე მოხვეული ხელით თავისკენ მიიზიდა და მელოდიაზე აყოლა აიძულა ქალის მოხდენილ სხეულს ...
..........
როდესაც ცხოვრებას ზედმეტი კითხვების გარეშე შეხედავ, როდესაც არ იფიქრებ მოსალოდნელ სირთულეებზე და დატკბები ყოველი დღით , თითოეული ნაბიჯით რომელსაც გზაზე დგამ იცოდე რომ გაიმარჯვე .
დაამარცხე ცხოვრება ცხოვრებით ...
04.03.2020


კიდევ ერთი ისტორია , უცნაური დასასრულით მგონი კრახი განვიცადე ისევ თუმცა საერთო ჯამში არც ისე ცუდი გამოვიდა მთელი ამბავი ორი საშუალო ასაკის მარტოხელა ადამიანზე . ორ რთულ პიროვნებაზე ,რომელთაც ერთად ყოფნა შევაძლებინე. ალბათ ბევრი რამ დაგაკლდათ, არ მოგეწონათ არ ვიცი მე ყველა თქვენს ემოციას ველი , არ მოგერიდოთ მაინტერესებს ყველაფერი და გთხოვთ კიდევ ერთხელ გამიზიაროთ ვინ იცის როდის დავწერ ისევ და როდის მექნება თქვენთან კონტაქტის საშუალება . გამიფერადეთ დღე თქვენი ემოციებით



№1  offline წევრი დარინა

სხვების არ ვიციი და მე ისევ ისეთი ემოციები მივიღე რასაც შენი წინა ისტორიების კოთხვის დროს მემართებოდა, მიყვარს ყოველი შენი დაწერილი სიტყვა, აბზაცი თუ წინადადება, რომელიც ისეთ ლამაზ ისტორიებს ქმნიან შემდეგ ჩვენ რომ გვაბედნიერებს და რეალობას გვწყვეტს, ეს ისტორიაც შემიყვარდა როგორც დანარჩენები, არაერთხელ მოვუბრუნდები წასაკითხად და ისე იმ ბედნიერი ემოციებით დავიმუხტები პირველად რომ დამეუფლააა, ყველა გმირი შემიყვარდაა უკვე ჩემია ეს ისტორიეაა, იმედია შენ ყველა კრიზის თუ პრობლემას გადალახავ წერასთან დაკავშირებით და როგორც ადრე ხშირად გაგვანებივრებ შენი ისტორიებით, მე ასე მიმაჩნია ამ საიტის ერთერთი მარგალიტი ხარ, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს რადგან ჩემი ამ საიტზე მოსვლის წამიდან ერთად მოვდივართ, მიხარია რომ ხარ მარიამ და შენი კითხვის საშვალებას გვაძლევ.

 


№2  offline წევრი ვიპნი

სხვა დასასრული წარმოუდგენელიც იყო,იმსახურებდა ორივე ახალ სიცოცხლეს გაბრწყინებული თვალებით და ნინიას ორსულობამ ყველაფერი დააგვირგვინა ❣️❣️❣️ პ.ს ალბათ ძალიან დაიღალე მაგრამ იმედია მუზა ისევ ჯანზეა და ბევრი დრო არ მოგვიწევს ახალ ისტორიამდე მოსაცდელად ❣️❣️❣️

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ენ ბლექი
ჯერ ვიფიქრე დავიცდი და საღამოს სახლში მისული მშვიდად ჩავუჯდები-მეთქი. სულსწრაფი არ ვარ მაგრამ როცა საქმე შენ და ნინიას გეხებათ თავს უფლება მივეცი ვყოფილიყავი მოუთმენელი.
კაბინეტის კარი გადავკეტე და კიტხვა დავიწყე...

აი ასეთი ნოა მომწონდა მე თავიდანვე, შეშლილი მაგრამ სიყვარულით გაცისკროვნებული და სავსე. გამიხარდა რომ ისევ ვიხილე ის კაცი რომელიც შემიყვარდა, რომელიც მინდოდა ჩემი გოგოს გვერდით მენახა.

ნინია heart_eyes რა უქენი ჩემს ყინულის დედოფალს. kissing_heart
იმსახურებდა, გეფიცები ყველაფერი იმის მერე რისი გადატანაც ღაჭვანს მოუწია იმსახურებდა.

მარიამ ბევრი ღიმილი გამოიწვია დასასრულმა ჩემში, განსაკუთრებით სოფიოს და ნოას ამბებმა. კარგი იუმორი გაქვს.

-ჩემი ცხოვრების საჩუქარს გაბარებ და უბრალოდ კი არ უნდა მოუფრთხილდე , მისთვის უნდა იცხოვრო ...მისთვის და ყველაფერი იმისთვის რასაც ის შენთან ერთად შექმნის - ისევ ტაისიას ხელი ეჭირა , ტუჩები ფრთხილად შეახო და თავდახრილმა ქვემოდან ახედა მომღიმარ გოგონას - ცუდი ცოლი რომ იყო ძალიან უნდა მოინდომო , მაგრამ თუ ასე იქნება იცოდე ჩემ ბიჭს არ დაგაჩაგვრინებ - თვალი ჩაუკრა ცოტნეს და შემდეგ ორივეს ერთად მოავლო მზერა, ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ ...უსიტყვოდ , ახსნის გარეშე ასხივებდნენ სიყვარულს.
აი აქ ცრემლს ვერ მოვერიე.

ისტორიას რაც შეეხება. შედგა და მე ამაში ეჭიც არ მეპარებოდა.
მიხარია რომ გაგიცანი.

წარმატებები kissing_heart


ჯერ არ ველოდი საერთოდ კომენტარს და რომ გამოჩნდა ვიფიქრე რაღაც "პირველი ვარ ,წავიკითხავ და მოვალ" დამხვდებოდა და შენ აღმოჩნდი
დილას ატვირტულ ისტორიას რომ ეს პლიუსი ჰქონდა დამავიწყდა თავიდანვე იწყებ დღეს ღიმილით
მიხარიხარ სულ და მადლობა თითოეული სიტყვისთვის ამ ისტორიის მანძილზე რაც გამიზიარე
heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

დარინა
სხვების არ ვიციი და მე ისევ ისეთი ემოციები მივიღე რასაც შენი წინა ისტორიების კოთხვის დროს მემართებოდა, მიყვარს ყოველი შენი დაწერილი სიტყვა, აბზაცი თუ წინადადება, რომელიც ისეთ ლამაზ ისტორიებს ქმნიან შემდეგ ჩვენ რომ გვაბედნიერებს და რეალობას გვწყვეტს, ეს ისტორიაც შემიყვარდა როგორც დანარჩენები, არაერთხელ მოვუბრუნდები წასაკითხად და ისე იმ ბედნიერი ემოციებით დავიმუხტები პირველად რომ დამეუფლააა, ყველა გმირი შემიყვარდაა უკვე ჩემია ეს ისტორიეაა, იმედია შენ ყველა კრიზის თუ პრობლემას გადალახავ წერასთან დაკავშირებით და როგორც ადრე ხშირად გაგვანებივრებ შენი ისტორიებით, მე ასე მიმაჩნია ამ საიტის ერთერთი მარგალიტი ხარ, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს რადგან ჩემი ამ საიტზე მოსვლის წამიდან ერთად მოვდივართ, მიხარია რომ ხარ მარიამ და შენი კითხვის საშვალებას გვაძლევ.


დარინაა ძვირფასო მიხარია ამდენწლიანი მკითხველ-ავტორის ურთიერთობა რომ გვაქვს მე და შენ
ნეტავ დიდხანს გაგრძელდეს კიდევ
მე ვწერო შენ იკითხო და თუ მოგეწონება ხოლმე კარგი იქნება
მე კარგა ხანია ჩემი დაწერილი არაფერი მომწონებია როგორც მკითხველს
წერის დროს მაინც ვიღებ ერთგვარ სიამოვნებას და სულ არაფერს სჯობს
მადლობა
heart_eyes heart_eyes

ვიპნი
სხვა დასასრული წარმოუდგენელიც იყო,იმსახურებდა ორივე ახალ სიცოცხლეს გაბრწყინებული თვალებით და ნინიას ორსულობამ ყველაფერი დააგვირგვინა ❣️❣️❣️ პ.ს ალბათ ძალიან დაიღალე მაგრამ იმედია მუზა ისევ ჯანზეა და ბევრი დრო არ მოგვიწევს ახალ ისტორიამდე მოსაცდელად ❣️❣️❣️

მალე ნამდვილად ვერ დავბრუნდები, თუმცა იმედი მაქვს რომ დავბრუნდები
ხო კიდევ ერთი ბანალური დასასრულით დავაგვირგვინე ეს ისტორია
heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი kati

ცოტა იყო, მაგრამ-კარგი.

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

kati
ცოტა იყო, მაგრამ-კარგი.

ვთვლი რომ საკმარისი იყო
მადლობა heart_eyes

 


№6  offline მოდერი abezara98

ბოლო თავის შემდეგ, როცა კომენტარის დაწერაც კი ვერ მოვახერხე, გეძებდი, სად დამეკარგა-მეთქი და დღეს ასე სრული იისტორიით გამოჩნდი და დღე გამიხალისე! heart_eyes მიყვარს მე შენი თითოეული ისტორია, მიყვარს როგორ აღწერ და გადმოსცემ გრძნობებს, როგორ ადგენ მართლაც ასეთ რთულ წყვილებს და აბედნიერებ მარტოხელებს smile heart_eyes რა უნდა ვთქვა? ნოასა და ნინიას წყვილი მიემატა შენ მიერ შექმნილ და ჩემს საყვარელ წყვილთა კატეგორიას bowtie და მართლაც, ნინია კორინეთელი საოცრად ჟღერს ❣❣
მოუთმენლად ველი შემდეგ ისტორიას ყველაზე თბილო და ფერადო გოგოვ heart_eyes heart_eyes

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
ბოლო თავის შემდეგ, როცა კომენტარის დაწერაც კი ვერ მოვახერხე, გეძებდი, სად დამეკარგა-მეთქი და დღეს ასე სრული იისტორიით გამოჩნდი და დღე გამიხალისე! heart_eyes მიყვარს მე შენი თითოეული ისტორია, მიყვარს როგორ აღწერ და გადმოსცემ გრძნობებს, როგორ ადგენ მართლაც ასეთ რთულ წყვილებს და აბედნიერებ მარტოხელებს smile heart_eyes რა უნდა ვთქვა? ნოასა და ნინიას წყვილი მიემატა შენ მიერ შექმნილ და ჩემს საყვარელ წყვილთა კატეგორიას bowtie და მართლაც, ნინია კორინეთელი საოცრად ჟღერს ❣❣
მოუთმენლად ველი შემდეგ ისტორიას ყველაზე თბილო და ფერადო გოგოვ heart_eyes heart_eyes

ხო მოუხდა ეგ გვარი და სტატუსი
სულ მინდოდა მარტო დარჩენილიყო , მაგრამ ვერ გავიმეტე და დავასრულე ისევ ისე ბანალურად
კიდევ ერთ ისტორიას ვასრულებ შენთან ერთად
და იმედია მომდევნოს წერის დროსაც გამომყვები heart_eyes heart_eyes

 


№8 სტუმარი Qeti qimucadze

Ici rogor visiamovne mariamoo. Shenshi tavmdabloba imdenad didi dozitaaa. Ggonia rom chanafiqri ver gadmoeci srulad. Meti rogor unda gaaketo arvici. Ertianad dadebas velodi rom gavbednierebuliyavii. Sheni yvela istoria cxovrebas gvascavlis. Nu ggonia eom mxolod gasartobia. Vinc sxvis shecdomebze scavlobs is geniosiaa. Magram vecdebit mainc gavitvaliscinot yvela faqtori. Saocari gogo xar shen. Ufalma simahvide da bednieri dgeebi mogces mariamoooo. Carmatebebii. Istoriis gmirebs ar davaxasiateb calcalkeeee. Droc armaqvs da dilamde momicevs ceraaa. Male dagvibrundiiiii

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

მგონი კომა მე დამემართა სრულადო რომ დავინახე. ვერ ვიტან შენი ისტორიები რომ სრულდება. მერე სულ მგობია რომ მშია :დ არ ვიცი რატომ გგონია , რომ არ მოგვეწონა. თუმცა სიამოვნებით წავიკითხავდი ორსული ნინიას ისტორიას.

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარიამი
მგონი კომა მე დამემართა სრულადო რომ დავინახე. ვერ ვიტან შენი ისტორიები რომ სრულდება. მერე სულ მგობია რომ მშია :დ არ ვიცი რატომ გგონია , რომ არ მოგვეწონა. თუმცა სიამოვნებით წავიკითხავდი ორსული ნინიას ისტორიას.

ვაიმე ორსული ნინიაც თუ დაგაინტერესებდათ აღარ მეგონა
რა ვიცი მე არ მომწონს დიდად
და თქვენ თუ მოგწონთ კარგია
heart_eyes heart_eyes მადლობა

Qeti qimucadze
Ici rogor visiamovne mariamoo. Shenshi tavmdabloba imdenad didi dozitaaa. Ggonia rom chanafiqri ver gadmoeci srulad. Meti rogor unda gaaketo arvici. Ertianad dadebas velodi rom gavbednierebuliyavii. Sheni yvela istoria cxovrebas gvascavlis. Nu ggonia eom mxolod gasartobia. Vinc sxvis shecdomebze scavlobs is geniosiaa. Magram vecdebit mainc gavitvaliscinot yvela faqtori. Saocari gogo xar shen. Ufalma simahvide da bednieri dgeebi mogces mariamoooo. Carmatebebii. Istoriis gmirebs ar davaxasiateb calcalkeeee. Droc armaqvs da dilamde momicevs ceraaa. Male dagvibrundiiiii

მადლობა ქეთი
მიხარია რომ მოგეწონა და არ ვიცი მე ჩემი დამოკიდბეულბა მაქ როგორც მკითხველს
წერის დროს კი ჩემთვისაც სასიამოვნოა ,მაგრამ სხვა თვალით რომ ვხედავ მერე აღა მომწონს ხოლმე
პრეტენზიული ვარ რას ვიზამთ მე ვეღარ შევიცვლები
smile smile
იმედი მაქვს მომდევნო ისტორიაც მოგეწონება

 


№11 სტუმარი სტუმარი თეკო

კარგი იყო როგორც ყოველთვის ისე მე მგონია რომ დრამაში უფრო ძლიერი ხარ.. მალე დაგვიბრუნდი

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თეკო
კარგი იყო როგორც ყოველთვის ისე მე მგონია რომ დრამაში უფრო ძლიერი ხარ.. მალე დაგვიბრუნდი

მადლობაა
ძალიან მიხრაია თუ ფიქრობთ რომ გამომდის

 


№13 სტუმარი Lana

Au dzalian kargi iyo chemo dzalian visiamovne wamatebebs gisurveb???? davelodebi sxva istoria dzalin momwons sheni istoriebi????????????

 


№14  offline წევრი რუსკიმარუსია

იმედია არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ გამოძიების ხაზი დამაკლდა pensive მიხარია ქავთარაძე, რომ დაიჭირა, მაგრამ რა დააშავა ამ კაცმა ჩემთვის კითხვისნიშნის ქვეშ დგასpensive
ნინია კორინთელი. ღმერთო რა ლამაზად ჟღერს, მემგონი ღაჭვანზე მეტად უხდება ეგ გვარი blush საოცრად მომწონს ახალი ნინია, უფრო სწორად ძველი, მაგრამ გაცოცხლებული ნინია კორინთელი blush
ნოა, ბოლოს სწორედ ის ნოა იყო მე რომ დასაწყისში თავი შემაყვარა❤ მესიყავრულისგან შეშლილი და ბედნიერებით სავსე❤ ეს ორი ნამდვილად იმსახურებდა ამ დასასრულს. დიდი გზა განვლეს ბედნიერებამდე და ეს გზა მშვიდი ნამდვილად არ იყო. მე ის ახალი სიცოცხლეც მიხარია ნინია რომ მკერდქვეშ ატარებს და ორივეს განსხვავებულ შეგრძნებებს ჰპირდება❤ ნინია დედა ხდება, ნოა კი ბიჭის მამა, თანაც ამდენი წლის შემდეგ❤
ისტორია ღიმილით ჩავიკითხე, განსაკუთრებით ნოას, სოფიოსა და ვატოს ამბებზე. საწყალი ვატო რა დღეში ჩააგდო მაგ ორმა და მე როგორ მეგონა, რომ ვატოს სოფიო შეუყვარდა და მაგიტომ განიცდის ასე ძალიან ქალბატონის დაჭრას თქო და თურმე სად ვარ, ორივეს ცალ-ცალკე სწვავს სიყვარულის ალი smile ❤ ცოტნეს და ნოას მომენტიც ძალიან სასაცილო იყო. განსაკუთრებით თბილი იყო ჯვრისწერის მომენტი❤
ისტორია შედგა❤ ეს იყო ორი ზრდასრული, შემდგარი ადამიანის ისტორია და ისინი იმსახურებდნენ ზუსტად ესეთ დასასრულს❤
" როდესაც ცხოვრებას ზედმეტი კითხვების გარეშე შეხედავ, როდესაც არ იფიქრებ მოსალოდნელ სირთულეებზე და დატკბები ყოველი დილით, თითოეული ნაბიჯით რომელსაც გზაზე დგამ იცოდე რომ გაიმარჯვე"

მარიამო, საოცრად ხარ გაზდრილი, როგორც შემოქმედი და ამას შენც უნდა გრძნობდე, ისე როგორც ჩვენ შენი მკითხველები ვხედავთ და ვგრძნობთ ❤
ვისურვებდი მუზა არასდროს გაგეშვას "შვებულებაში" relaxed ასევე სურვილი მაქვს შემდეგი ისტორია შენებური, გიჟური და სიყვარულით სავსე იყოს, ბწვრი სიგიჟეებით და მხიარულებით❤
შემდეგამდე, მარიამო❤

 


№15 სტუმარი ank

კრახი საერთოდ არ განგიცდია????!
აუ რამაგარი იყო❤️❤️❤️❤️❤️ მიყვარს შენი ისტორიებიი.. რეალობას რომ მავიწყებენ და სრულიად სხვა სამყაროში გადავდივარ. ვგიჟდრბი სამსახურიფან და აზროყოველდღიურობის მერე შენი ისტორიებს რომ ვკითხობ და ცოტა ხნით ყველაფერს ვეთიშები..
სულ ღიმილით ჩავიკითხე ბოლოს. ძალიანზე ძალიან მიხიარია შენ და შენი ისტორიები რო აღმოცაჩინე.
გელოდები ახალი, შენეული და დიდი ისტორიით. გთხოვ მალე დაბრუნდი❤️

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

Lana
Au dzalian kargi iyo chemo dzalian visiamovne wamatebebs gisurveb???? davelodebi sxva istoria dzalin momwons sheni istoriebi????????????

მადლობა
იმედი მაქვს მალე დავბრუნდები საინტერესო ისტორიით

ank
კრახი საერთოდ არ განგიცდია????!
აუ რამაგარი იყო❤️❤️❤️❤️❤️ მიყვარს შენი ისტორიებიი.. რეალობას რომ მავიწყებენ და სრულიად სხვა სამყაროში გადავდივარ. ვგიჟდრბი სამსახურიფან და აზროყოველდღიურობის მერე შენი ისტორიებს რომ ვკითხობ და ცოტა ხნით ყველაფერს ვეთიშები..
სულ ღიმილით ჩავიკითხე ბოლოს. ძალიანზე ძალიან მიხიარია შენ და შენი ისტორიები რო აღმოცაჩინე.
გელოდები ახალი, შენეული და დიდი ისტორიით. გთხოვ მალე დაბრუნდი❤️

დიდი ისტორია არამგონია კიდევ დიდხანს ძალიან დიდხანს რომ დავწერო რაც კი რამ იდეაშ მაქვს დიდი არცერთია
მალე მინდა დაბრუნება მე სულ, მაგრამ არ ვიცი ვნახოთ
უზომოდ მიხარია თუ განტვირთვის საშუალება ხდება ჩემი ისტორიები თქვენთვის
მადლობა დიიიდიი heart_eyes heart_eyes

რუსკიმარუსია
იმედია არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ გამოძიების ხაზი დამაკლდა pensive მიხარია ქავთარაძე, რომ დაიჭირა, მაგრამ რა დააშავა ამ კაცმა ჩემთვის კითხვისნიშნის ქვეშ დგასpensive
ნინია კორინთელი. ღმერთო რა ლამაზად ჟღერს, მემგონი ღაჭვანზე მეტად უხდება ეგ გვარი blush საოცრად მომწონს ახალი ნინია, უფრო სწორად ძველი, მაგრამ გაცოცხლებული ნინია კორინთელი blush
ნოა, ბოლოს სწორედ ის ნოა იყო მე რომ დასაწყისში თავი შემაყვარა❤ მესიყავრულისგან შეშლილი და ბედნიერებით სავსე❤ ეს ორი ნამდვილად იმსახურებდა ამ დასასრულს. დიდი გზა განვლეს ბედნიერებამდე და ეს გზა მშვიდი ნამდვილად არ იყო. მე ის ახალი სიცოცხლეც მიხარია ნინია რომ მკერდქვეშ ატარებს და ორივეს განსხვავებულ შეგრძნებებს ჰპირდება❤ ნინია დედა ხდება, ნოა კი ბიჭის მამა, თანაც ამდენი წლის შემდეგ❤
ისტორია ღიმილით ჩავიკითხე, განსაკუთრებით ნოას, სოფიოსა და ვატოს ამბებზე. საწყალი ვატო რა დღეში ჩააგდო მაგ ორმა და მე როგორ მეგონა, რომ ვატოს სოფიო შეუყვარდა და მაგიტომ განიცდის ასე ძალიან ქალბატონის დაჭრას თქო და თურმე სად ვარ, ორივეს ცალ-ცალკე სწვავს სიყვარულის ალი smile ❤ ცოტნეს და ნოას მომენტიც ძალიან სასაცილო იყო. განსაკუთრებით თბილი იყო ჯვრისწერის მომენტი❤
ისტორია შედგა❤ ეს იყო ორი ზრდასრული, შემდგარი ადამიანის ისტორია და ისინი იმსახურებდნენ ზუსტად ესეთ დასასრულს❤
" როდესაც ცხოვრებას ზედმეტი კითხვების გარეშე შეხედავ, როდესაც არ იფიქრებ მოსალოდნელ სირთულეებზე და დატკბები ყოველი დილით, თითოეული ნაბიჯით რომელსაც გზაზე დგამ იცოდე რომ გაიმარჯვე"

მარიამო, საოცრად ხარ გაზდრილი, როგორც შემოქმედი და ამას შენც უნდა გრძნობდე, ისე როგორც ჩვენ შენი მკითხველები ვხედავთ და ვგრძნობთ ❤
ვისურვებდი მუზა არასდროს გაგეშვას "შვებულებაში" relaxed ასევე სურვილი მაქვს შემდეგი ისტორია შენებური, გიჟური და სიყვარულით სავსე იყოს, ბწვრი სიგიჟეებით და მხიარულებით❤
შემდეგამდე, მარიამო❤


აუუ როგორ მიხარიია რო ვიგებ იმ ნაკლზე ორმელიც ვიცი და რომელსაც ველი რო ვიღაც აღნიშნავს მეტყვის და გავიგებ მეც რო მოჩვენება არ მაქ
აი რა ვქნა ხო იცი რო არ შემიძლია ეს დეტქტივი არც კითხვა მიყვარს არც ყურება ვერც ვწერ საერთოდ და მოკლედ მაქსიმალურად ვეცადე რო ბევრი არაფერი დამეწერა დაასეთი გამოვიდა როგორიც გამოვიდა
თუ ემოციური ხაზი და სხვა განვითარება დამაკმაყოფილებელი იყო შენთვის ეგ მიღწევაა ჩემთვის
დიდზე დიდი მადლობა ჩემთან რომ იყავი ისევ და ისევ
და მინდა რომ მომდევნოც მოგეწონოს როცა იქნება რომ დავბრუნდები
heart_eyes heart_eyes

 


№17  offline წევრი Gemini mood

ძალიან მომეწონა და პირველად მაქვს ისეთი შეგრძნება რომ არცერთი პერსონაჟი არ დაიჩაგრა ამ ისტორიაში ნინიაც და ნოაც გამარჯვებულები არიან ...ძალიან მომეწონა❤❤

 


№18  offline წევრი რუსკიმარუსია

sameone crazy girl
Lana
Au dzalian kargi iyo chemo dzalian visiamovne wamatebebs gisurveb???? davelodebi sxva istoria dzalin momwons sheni istoriebi????????????

მადლობა
იმედი მაქვს მალე დავბრუნდები საინტერესო ისტორიით

ank
კრახი საერთოდ არ განგიცდია????!
აუ რამაგარი იყო❤️❤️❤️❤️❤️ მიყვარს შენი ისტორიებიი.. რეალობას რომ მავიწყებენ და სრულიად სხვა სამყაროში გადავდივარ. ვგიჟდრბი სამსახურიფან და აზროყოველდღიურობის მერე შენი ისტორიებს რომ ვკითხობ და ცოტა ხნით ყველაფერს ვეთიშები..
სულ ღიმილით ჩავიკითხე ბოლოს. ძალიანზე ძალიან მიხიარია შენ და შენი ისტორიები რო აღმოცაჩინე.
გელოდები ახალი, შენეული და დიდი ისტორიით. გთხოვ მალე დაბრუნდი❤️

დიდი ისტორია არამგონია კიდევ დიდხანს ძალიან დიდხანს რომ დავწერო რაც კი რამ იდეაშ მაქვს დიდი არცერთია
მალე მინდა დაბრუნება მე სულ, მაგრამ არ ვიცი ვნახოთ
უზომოდ მიხარია თუ განტვირთვის საშუალება ხდება ჩემი ისტორიები თქვენთვის
მადლობა დიიიდიი heart_eyes heart_eyes

რუსკიმარუსია
იმედია არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ გამოძიების ხაზი დამაკლდა pensive მიხარია ქავთარაძე, რომ დაიჭირა, მაგრამ რა დააშავა ამ კაცმა ჩემთვის კითხვისნიშნის ქვეშ დგასpensive
ნინია კორინთელი. ღმერთო რა ლამაზად ჟღერს, მემგონი ღაჭვანზე მეტად უხდება ეგ გვარი blush საოცრად მომწონს ახალი ნინია, უფრო სწორად ძველი, მაგრამ გაცოცხლებული ნინია კორინთელი blush
ნოა, ბოლოს სწორედ ის ნოა იყო მე რომ დასაწყისში თავი შემაყვარა❤ მესიყავრულისგან შეშლილი და ბედნიერებით სავსე❤ ეს ორი ნამდვილად იმსახურებდა ამ დასასრულს. დიდი გზა განვლეს ბედნიერებამდე და ეს გზა მშვიდი ნამდვილად არ იყო. მე ის ახალი სიცოცხლეც მიხარია ნინია რომ მკერდქვეშ ატარებს და ორივეს განსხვავებულ შეგრძნებებს ჰპირდება❤ ნინია დედა ხდება, ნოა კი ბიჭის მამა, თანაც ამდენი წლის შემდეგ❤
ისტორია ღიმილით ჩავიკითხე, განსაკუთრებით ნოას, სოფიოსა და ვატოს ამბებზე. საწყალი ვატო რა დღეში ჩააგდო მაგ ორმა და მე როგორ მეგონა, რომ ვატოს სოფიო შეუყვარდა და მაგიტომ განიცდის ასე ძალიან ქალბატონის დაჭრას თქო და თურმე სად ვარ, ორივეს ცალ-ცალკე სწვავს სიყვარულის ალი smile ❤ ცოტნეს და ნოას მომენტიც ძალიან სასაცილო იყო. განსაკუთრებით თბილი იყო ჯვრისწერის მომენტი❤
ისტორია შედგა❤ ეს იყო ორი ზრდასრული, შემდგარი ადამიანის ისტორია და ისინი იმსახურებდნენ ზუსტად ესეთ დასასრულს❤
" როდესაც ცხოვრებას ზედმეტი კითხვების გარეშე შეხედავ, როდესაც არ იფიქრებ მოსალოდნელ სირთულეებზე და დატკბები ყოველი დილით, თითოეული ნაბიჯით რომელსაც გზაზე დგამ იცოდე რომ გაიმარჯვე"

მარიამო, საოცრად ხარ გაზდრილი, როგორც შემოქმედი და ამას შენც უნდა გრძნობდე, ისე როგორც ჩვენ შენი მკითხველები ვხედავთ და ვგრძნობთ ❤
ვისურვებდი მუზა არასდროს გაგეშვას "შვებულებაში" relaxed ასევე სურვილი მაქვს შემდეგი ისტორია შენებური, გიჟური და სიყვარულით სავსე იყოს, ბწვრი სიგიჟეებით და მხიარულებით❤
შემდეგამდე, მარიამო❤


აუუ როგორ მიხარიია რო ვიგებ იმ ნაკლზე ორმელიც ვიცი და რომელსაც ველი რო ვიღაც აღნიშნავს მეტყვის და გავიგებ მეც რო მოჩვენება არ მაქ
აი რა ვქნა ხო იცი რო არ შემიძლია ეს დეტქტივი არც კითხვა მიყვარს არც ყურება ვერც ვწერ საერთოდ და მოკლედ მაქსიმალურად ვეცადე რო ბევრი არაფერი დამეწერა დაასეთი გამოვიდა როგორიც გამოვიდა
თუ ემოციური ხაზი და სხვა განვითარება დამაკმაყოფილებელი იყო შენთვის ეგ მიღწევაა ჩემთვის
დიდზე დიდი მადლობა ჩემთან რომ იყავი ისევ და ისევ
და მინდა რომ მომდევნოც მოგეწონოს როცა იქნება რომ დავბრუნდები
heart_eyes heart_eyes

გელოდები, რაც შეიძლება მალე❤❤❤

 


№19  offline წევრი მარიამო26

როგორც ყოველთვის საუკეთესო იყო. შენი ისტორია სხვანაირი არ შეიძლებოდა რო ყოფილიყო. იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი საოცარი ისტორიით. მიყვარხარ მე შენ ყველა შენი ისტორიით!!❣❤

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

Gemini mood
ძალიან მომეწონა და პირველად მაქვს ისეთი შეგრძნება რომ არცერთი პერსონაჟი არ დაიჩაგრა ამ ისტორიაში ნინიაც და ნოაც გამარჯვებულები არიან ...ძალიან მომეწონა❤❤

ძალიან მიხარია რომ ასე ფიქრობთ heart_eyes heart_eyes
მადლობა

მარიამო26
როგორც ყოველთვის საუკეთესო იყო. შენი ისტორია სხვანაირი არ შეიძლებოდა რო ყოფილიყო. იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი საოცარი ისტორიით. მიყვარხარ მე შენ ყველა შენი ისტორიით!!❣❤

მადლობააა
heart_eyes heart_eyes kissing_heart
მე თქვენ მიყვარხართ და მახარებთ
heart_eyes heart_eyes

 


№21  offline წევრი ნანა73

ჩემო საყვერელო ავტორო, როგორც ყოველთვის, თავიდან ბოლომდე ისტორია საინტერესო და შთამბეჭდა ვია. მიყვარს შენი ნაწერები, განსაკუთრებით ბოლო დროს. რაც შეეხება იმას, რაც დღეს აიტვირთა, ანუ ბოლო ნაწილს: არ შემიძლია არ გითხრა, აქამდე როგორც მიმდინარეობდა სიუჟეტი, ყველა დეტალი მასში ზღვა ემოციას იწვევდა და დასასრულს , არც კი ვიცი როგორ წარმოვიდგენდი... ძირითადი ხაზი შესანიშნავია! ნოის და ნინიას ურთიერთობაზე სიტყვებიც არ მყოფნის, ისე ფაქიზად გაქვს გაქვს მათი გრძნობების და დამოკიდებულების შესახებ მოთხრობილი. შესანიშნავი დასასრული, უკეთესს რომ ვერც ინატრებ საყვარელი გმირებისთვის, მაგრამ იყო პარალელური განვითარება , ცოტა ქაოტური, თითქმის უცხო პერსონაჟები ( მნიშვნელოვანი) მაგრამ ცოტა გაუგებრად დახასიათებული (ჩემთვის) ამ მომენტმა ცოტა დამაბნია, ვატოს თუ ვაჩეს როლმა, ქავთარაძე, კოსწია საერთოდ ვერ მივხვდი ვინ იყო, ( თან ასეთი მნიშვნელოვანი სოფიოსთვის) ნუ ამ ეპიზოდებს თუ არ ჩავთვლით შესანიშნავი ისტორია გამოვიდა! იმედია ამ შენიშვნას არ მიწყენ kissing_closed_eyes
ძალიან მიყვარხარ ყველა შენი აზრებით! ❤️❤️❤️

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

ნანა73
ჩემო საყვერელო ავტორო, როგორც ყოველთვის, თავიდან ბოლომდე ისტორია საინტერესო და შთამბეჭდა ვია. მიყვარს შენი ნაწერები, განსაკუთრებით ბოლო დროს. რაც შეეხება იმას, რაც დღეს აიტვირთა, ანუ ბოლო ნაწილს: არ შემიძლია არ გითხრა, აქამდე როგორც მიმდინარეობდა სიუჟეტი, ყველა დეტალი მასში ზღვა ემოციას იწვევდა და დასასრულს , არც კი ვიცი როგორ წარმოვიდგენდი... ძირითადი ხაზი შესანიშნავია! ნოის და ნინიას ურთიერთობაზე სიტყვებიც არ მყოფნის, ისე ფაქიზად გაქვს გაქვს მათი გრძნობების და დამოკიდებულების შესახებ მოთხრობილი. შესანიშნავი დასასრული, უკეთესს რომ ვერც ინატრებ საყვარელი გმირებისთვის, მაგრამ იყო პარალელური განვითარება , ცოტა ქაოტური, თითქმის უცხო პერსონაჟები ( მნიშვნელოვანი) მაგრამ ცოტა გაუგებრად დახასიათებული (ჩემთვის) ამ მომენტმა ცოტა დამაბნია, ვატოს თუ ვაჩეს როლმა, ქავთარაძე, კოსწია საერთოდ ვერ მივხვდი ვინ იყო, ( თან ასეთი მნიშვნელოვანი სოფიოსთვის) ნუ ამ ეპიზოდებს თუ არ ჩავთვლით შესანიშნავი ისტორია გამოვიდა! იმედია ამ შენიშვნას არ მიწყენ kissing_closed_eyes
ძალიან მიყვარხარ ყველა შენი აზრებით! ❤️❤️❤️


მთავარი ჩემთვის ნინიასა და ნოას ხაზის განვითარება იყო და სხვა დანარჩენი იდეაშიც და რეალურადაც მეასეხარსხოვანი იყო უბრალოდ მათ ირგვლივ იყვნენ და შესაბამისი წილი დავუთმე .
არც მქონდა სხვა გათვლა , სახელი მაინც ამერია ხო? მეგონა გავასწორე მოკლედ ეს ხარვეზი ვერასდროს გამოვასწორე სულ ვურევ სახელებს ან გვარებს grimacing smile
მე რაღაც სხვა მინდოდა კიდევ ბოლოში ნინიასთან და ნოასთან , მაგრამ არ გამოვიდა სამწუხაროდ ბოლოს სულ ვურევ ყველაფერს
იმედია მომდევნო მაინც მომეწონება და გამომივა
მადლობა რომ კითხულობთ და მიზიარებთ თქვენს აზრს heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№23 სტუმარი სტუმარი მარიამო

მიყვარს შენი ისტორიები❤️❤️❤️

 


შენს ისტორიებზე მეკეტება, შენ ხარ საოცრება და მიხარია შენნნაირ საოცრებებს რომ ქმნი

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

სიყვარული გულს გვტკენს
შენს ისტორიებზე მეკეტება, შენ ხარ საოცრება და მიხარია შენნნაირ საოცრებებს რომ ქმნი

მე კიდე ის მიხარია ასე თუ მოგწონთ
მადლობა
heart_eyes heart_eyes

სტუმარი მარიამო
მიყვარს შენი ისტორიები❤️❤️❤️

heart_eyes heart_eyes
ძალიან მიხარია heart_eyes heart_eyes

 


№26  offline წევრი NA NO

მარიამ ყოჩაღ ! პირველ თავში გაჩენილ ინტრიგას შესაბამისი განვითარება მოჰყვა და ასევე საოცარი დასასრულით დაგვირგვინდა. სასამოვნო და საინტერესო საკითხავი იყო. ველი შენს ახალ შემოქმედებას <3

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

NA NO
მარიამ ყოჩაღ ! პირველ თავში გაჩენილ ინტრიგას შესაბამისი განვითარება მოჰყვა და ასევე საოცარი დასასრულით დაგვირგვინდა. სასამოვნო და საინტერესო საკითხავი იყო. ველი შენს ახალ შემოქმედებას <3

მადლობა
ძალიან მინდოდა რომ გამოსულიყო სწორად განვითარება
heart_eyes heart_eyes

 


№28  offline წევრი აბაშიძე

მარიამ.

ჩემი აქ ყოფნის მიზეზი ხარ შენ.

ხო.
პირველი სტუმრობა საიტზე შენ გიკავშირდება.
პირდაპირ კავშირშია შენთან.
შენს ისტორიასთან.

არა.
ბოდიში.
პირველად რაც წავიკითხე საიტზე შენ არ გეკუთვნოდა მაგრამ ის რომ გავხდი საიტის ხშირი სტუმარი შენი დამსახურებაა.

ანუ იმ პირველი ისტორიიდან იყო შუალედი და ამიტომ.
მოკლედ რა შუაშია ხო?

მინდა გითხრა ყველაფერი.
რადგან სულ მცირედით მაინც ვიყო სტიმული შენი მალე დაბრუნებისა.

დანაშაულია შენზე დამოკიდებული გაგვხადო და უცებ გაქრე.

"მარტოსულის" შემდეგ არ გელოდი.
მართლა.
და იცი რა მაგარი მომენტი იყო როცა რაღაც ახალს მოვკარი თვალი.
გამეღიმა და ავსქროლე ისევ.
რატომ?
არ უნდა გამეხსნა და იმიტომ.
მერე რა გამაჩერებდა?
გელოდებოდი.
მე ხომ ერთბაშად მიყვარს ყველაფერი ხოდა აქ ვარ.

მერე რა რომ ერთი თავით ადრე მოვედი რეალურად.

არ ვიცი ან მე ვარ ახლა ძალიან გამოდებილებული და გამოშტერებული.
ნული ემოციით.

ან იმხელა შეფასების კრიტერიუმები დაგიწესე გარკვეული მიზეზებით ეს არ მყოფნის რაც წავიკითხე.

ალბათ ორივე არის გარკვეული დოზით.

რადგან ნოას და ნინიას "შერიგების" მინაკვეთი რომ წავიკითხე იქ სადაც დადე აქამდე უფრო ემოციური იყო იმ მომენტში.

საბოოლოოდ იმდენად მომწონს ვერ ვხვდები რას ვითხოვ და ალბათ შენც გაბნევ.

ეს ღლაპი ბავშვი რომ ვწევარ ახლა და ამ შუაღამისას ალბათ ყველაზე კრიტიკულ და საერთოდ ყველაზე დიდ კომენტარს ვწერ რაც კი დამიწერია ან დაუწერიათ ანუ რა მინდა?

ხო მინდა ვთქვა ნოაზე.
მიყვარს!
რანაირია.
ჯანდაბა.
მამის და შვილის ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანი რამეა ჩემთვის ყოველ ასეთ მომენტზე გული მიჩერდება.
ხო და პირველ რიგში ამიტომ მიყვარს ნოა რა.
ასე რომ უყვარს ნინია ამიტომაც.
ცოტნესადმი დამოკიდებულების გამოც რა.
ბოლოს რომ გამოჩნდა როგორიცაა ყველაზე კარგად.
და კიდევ იმ წერილის გამო.

შენ და შენი წერილები მკლავთ.
ყოველთვის.

ხო და.
მთავარი მიზეზი.
შენი შექმნილია ნოა.
ეს ყველაზე დიდი მიზეზია რატოც მოყვარს.

ნინია არ ვიცი რა.
რავიცი.
არ ვიცი.
დედასგეფიცები.
რა ვთქვა.
ნინიააააა.

მოკლედ რაღაც გაურკვეველზე კი ვწუწუნებ ზემოთ მაგრამ ხომ ხვდები მიყვარს ეს ისტორია.
რა გავაკეთო.

მაგრამ დამაკლდა ემოცია რაც ჩემი ბრალი უფრო იყო.
ამიტომ მარიამი არაფერ შუაშია.

როგორც გითხრეს ხარ საიტის მარგალიტი.
ჩემთვის საუკეთესო.
საუკეთესო.
კიდევ ბევრჯერ.
სულ.

დამოკიდებული თქო ვახსენე და სხვა სახელს ვერ ვუძებნი იმას რაც ერთ თვეზე მეტ ხანს მჭირდა.
ტელეფონი არ გამიგდია იმ პერიოდში როცა შენი წაკითხვა დავიწყე.
მერე სხვებსაც გადავდე ეს დამოკიდებულება მაგრამ არ მგონია ჩემსავით იყოს რომელიმე.

გუშინ რაღაც ძველი მინდოდა წამეკითხა შენი ისტორიებიდან და იმდენად კარგად ვიცი ყველა ვეღარ ვკითხულობ თავიდან.

რა გავაკეთო?
მჭირდება მარიამი.
მისი მუზა.

არ დათმო რა.

გეთაყვანები.

სიყვარულით ქეთო.

შემდეგამდე.

 


№29 სტუმარი სტუმარი მარიამი

მითქვამს და ყველა შენ ისტორიაზე ვიტყვი შენ ხარ საოცრება❤️მადლობა არსებობისთვის. ისე გადმოცემ ყველა ისტორიის გმირს ვგრძნობ ვიყვარებ. დამათენდა მე კი არ მინდოდა დასრულებულიყო.. მაპატიე და შემოგბედავ თქმას ისევ მალე დაგვიბრუნდი❤️

 


№30 სტუმარი დიკო

დაამარცხე ცხოვრება ცხოვრებით❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent