შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცნებები ახდება (სრულად)


5-03-2020, 02:23
ავტორი love not war
ნანახია 10 205

-ლენკა გაიგე ბუბუ ჩამოვიდა - მეუბნება ლიზა და ლუპით მაკვირდება რომ ჩემი რეაქცია კარგად დააფიქსიროს
-ბუბუ? - ელენე ჩაეკითხა გაკვირვებული
-ბუბუ ვინა? - კითხულობს ეკაკო , რომელიც მართლა აზრზე არაა ვინა ბუბუ
-მერე რავქნა მე ? - გაშტერებულმა ძლივს ვთქვი ორი სიტყვა
-ბუბუ ვინაააააა მეტყვით -იყვირა ეკატერინემ
-ბუბუ არის ლენკას პირველი სიყვარული.-გრძელ ენას ატლიკინებს ელენე
-მერე აქამდე არუნდა გეთქვათ?
-იკითხე და არ გითხარით ? -გავრაზებულმა
მივაძახე .
-კაი ეხა გეკითხები
-არავინ ეკაკო ბავშვობაში მიყვარდა .ჩემი პირველი არშემდგარი სიყვარული
-არშემდგარი რატო?
-იმიტომრომ დღემდე უბრალოდ ნაცნობებივართ
-რაიყო ლენკა ესე გიჭირდა ბავშვობაში ბიჭებს რო ვერ კერავდი ? -ეკაკოს ასეთი ხუმრობები აქვს .
-რაშუაშია დეგენერატკა . იმან იჩალიჩა დებილობები და გოიმობები . -დამიცვა ელენემ
-მომიყვებით დასკანალნა ?
-ოოო არგეზარება ?
-რამეზარება გოგო ლენკა . ჩემი დაქალის ლავსთორები არმცოდნია და ვიღაცა დებილ ყოჩიაშვილის ისტორიებს რატო უნდა ვყვებოდე ?
-ხო კაი მოგიყვები მარა აქედანვე გუბნები რომ არაფერი ისეთი არაა შენრომ გადაირები
-ვნახოთ შენ დაიწყე და .... ოღონდ მერომიყვარს დეტალებში ისე ...-მევ სიგარეტს გავუკიდე და დავიწყე მოყოლა :”.... მეცხრეკლასში დავბრუნდი სკოლაში ერთიწლით გადამიყვანეს . მახსოვს ხუთშაბათს ჩამოვედი პარიზიდან და პარასკევს სკოლაში მივქანდი . პირველ გაკვეთილზე რათქმაუნდა დაგვიანებით მივედი . ზუსტად ეზოში მოვკარი თვალი ... მზეიყო, შავი სათვალე ეკეთა ,თმა გადაპარსული ჰქონდა , ოდნავ წვერი ჰქონდა მოშვებული, ლურჯი საროჩკა ეცვა, შავი ჯინსის შარვალი და ფეხზე ტაიგერები ეცვა . სიგარეტს ეწეოდნენ მეთერთმეტე კლასელი ბიჭები ისიც იქ იყო მეგობრებისგან მხოლოდ სიმაღლე გამოარჩევდა . მისი მეგობრები მაღალი ორმეტრიანი ბიჭები იყვნენ . ესკი მათთან შედარებით დაბალი იყო , მაგრამ ვიზუალით ყველას სჯობდა . თავიდანვე ამ დაბალმა ბიჭმა მომჭრა თვალი ... ბუბუ ამილახვარმა... ძალაინ მომეწონა ...იმისდა მიუხედავად ერთი სული მქონდა როდის ავიდოდი კლასში და მონატრებულ მეგობრებს ვნახავდი მაინც გავჩერდი და მივესალმე ... ხო ,ხო სანამ წავიდოდი ანუ მეშვიდე კლასში ვიცნობდი ... ოღონდ კარგად არა , მხოლოდ სახეზე და სახელებით ... ბუბუს ბუბუსაც ვიცნობდი ... მაგრამ ახლა ყველანი ძალიან გაზრდილები და გასიმპატიურებულები იყვნენ ... ავედი კლასში ვნახე ბავშვები და ერთი სული მქონდა დასვენებაზე როდის ვნახავდი , ვნახავდი რა დავინახავდი . ეზოში ჩავედი მისი მეგობრებთან ერთად იდგა და რაღაცასე ლაპარაკობდნენ , ბუბუს შევხედე ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ , ბუბუს მეგობრები გაჩერდნენ და ბუბუს გაშტერებულ მზერას გააყოლეს თვალი . ბუბუს მზერა გაშეშებულ ლენკაზე მოდიოდა , უცებ ლიზამ ხელი მტაცა და გამაქანა სადღაც , სკამისკენ, მაგრამ ბუბუსთვის თვალი არ მომიშორებია და არც მას მოუშორებია . ლიზას ამოხვრამ გომომაფხიზლა
-როგორი გასიმპატიურებულები არიან -
ყველა დაეთანხმა მე ხმა ვერ ამოვიღე .
ასე იყო ყოველთვის როცა ვხვდებოდით ... არც ერთი სიტყვა არც გამარჯობა , უბრალოდ მიშტერებული ორი მზერა .
ბოლოს ზამთარში ერთხელ კიბეზე ჩავდიოდი ბუბუ ამოდიოდა მეორე სართულზე შევხვდით ერთმანეთს ხელი მომკიდა და დერეფანში შემიყვანა . აზრზე ვერ მოვედი ისე ... წამებში ...
-გუშინ სოლოღაკში რა მოხდა ? -ძაან დავიბენი ვერმივხვდი რამოხდა ... ან საიდან იცოდა ?
-რაა? -გაოგნებულმა ვკითხე .თვალი ჩამიკრა და წავიდა . მთელი გაკვეთილი მაგაზე ვფიქრობდი ... სოლოლაკში დავდიოდი ხელოვნების წრეზე , ხოდა სანამ გაკვეთილზე ავიდოდი ერთმა ჩემმა ჯგუფელმა მითხრა რომ მოვწონდი გამეღიმა შევბრუნდი ასვლას ვაპირებდი ამბიჭმა გამაჩერა და შემაგინა . მოულოდნელობისგან თვალები გამოფართოვდა, ბიჭებმა გაიყვანეს და მეც ზემოთ ავედი . ამისგან ტრაგედია არ მიქცევია . 15 წუთში ეს ბიჭი და ჩემი ორი ჯგუფელი ტატო და ლაზარე მაგარი ნაცემები ამოდიან . ეს ბიჭი მოდის და ბოდიშს მიხდის . ვერც იმას ვხვდებოდი ვინცემა ან საერთოდ რამოუვიდათ . მაგრამ ბუბუ რაშუაში იყო ამას საერთოდ ვერ ვუკავშირებდი . თავიდან მეგონა მითვალთვალებდა , ძალიან გაბრაზებული და გაურკვევლობაში მყოფი ლენკა ვიყავი . დასვენებაზე , ფანჯარასთან მდგომ ბუბუს და ბუბუს სამეგობროსთან ავიღე გეზი . გამწარებული მივადექი ბუბუს
-შენ საიდან იცი ? - მისი მეგობრები გამწარებულები მიყურებდნენ . არასდროს მისთვის არაფერი მქონდა ნათქვამი და ახლა გამწარებული ვეკითხებოდი მათთვის გაურკვეველ კითხვას . ბუბუმ გაიცინა ამაზე უფრო გავბრაზდი და ცრემლორეულმა ვკითხე
-შენ რა მითვალთვალებ? -ამაზე ყველამ გაიცინა , ძალიან გამიტყდა , და ცრემლები ძლივს შევიკავე გავბრუნდი და ავედი კლაში . ამის მერე რამდენჯერაც ბუბუს დავინახავდი გაბრაზებული თვალებით ვუყურებდი , მაგრამ მაინც ვუყურებდი , მე ესეც მყოფნიდა . მასთან სიახლოვეს ვერ ვბედავდი ვერც ის ბედავდა ჩემთან სიახლოვეს ! . ჯგუფელებს ვკითხე რამოხდათქო .
-არაფერი ლენ ის იდიოტი რო გავიყვანეთ დალაპარაკება გვინდოდა ამდროს ორი ბიჭი მოვიდა ვინმე ნიგზარი და ლუკა ძაღლით . სალაპარაკოდ მოვიდნენ მარა იმ იდოტმა მიშტი მოუქნია და მაგათმაც მაგრა გვცემეს მერე გაგვაფრთხილეს რო ახვალთ და ბოდიშს მოუხდითო ...ჩვენც მაგას ვაპირებდით , პროსტა ისე გამოდის რო ეხა იმათ პონტში მოვიხადეთ ბოდიში , არადა მართლა მაგიტო მოვკიდეთ ხელი და გამოვათრიეთ ის დებილი ჭკუა რო დაგვერიგებინა ... მარა ხო მიხვდი რა
-კი ტატ არაუშავს , ვიცი მაგას რო აპირებდით .- ვინ ნუგზარი და ვინ ლუკა ? რაშუაშია ბუბუ? მართლა ვერაფერს ვერ ვხვდებოდი
ხოდა ერთხელ მე და ლიზა სკოლიდან გამოვდიოდით ბუბუ ისე იდგა თითქოს მე მელოდემოდა მე ივუყურებდისევ გაბრაზებული თვალებით ... როგორ ბავშვური ვიყავი ... მჯეროდა რომ ეს გაბრაზებული მზერა მისთვის რამეს ნიშნავდა , შეიძლება ნიშნავდა კიდეც მაგრამ ... არვიცი ... ბუბუს დრო წავიდა ... თიითქმის ჩემი მთლიანი ბავშვობა მას გაჰყვა ... ხოდა მე და ლიზამ რომ ჩავუარეთ ბუბუმ მკითხა
-დიდი ხანი უნდა იყო ეგრე ? -
მეც არაფერი მიპასუხია ისე ამოვდე ლიზას პადრუშკა და გავაგრძელეთ გზა ... მთელი სკოლის კურილკაში მივედით . ლიზუმ და ელემ კარგად იცოდნენ ჩემი ტრფობა მისდამი . ჩვენს ადგილას გავჩერდით და სიგარეტებს გავუკიდეთ . მთელი სკოლა იქ იდგა მაგრამ ჩვენი ადგილი ოდნავ მოშორებით იყო . ბუბუს ძმაკაცები იქ იდგნენ ჩვენგან ოდნავ შორს და კარგად ვიცოდი ბუბუც რომ მანდ მოვიდოდა . მაგრამ ისეთ ადგილას ვიდექით რომ ყველაფერი კარგად გვესმოდა . ბუბუც გამოჩნდა და პირდაპირ ჩვენთან მოვიდა თვალებში მიყურებდა ცალყბაში ჩაიღიმა და მკითხა სიცილნარევი ხმით
-რა გჭირს ?
ხმა არ ამომიღია
-დიდი ხანი აღარ უნდა მელაპარაკო?
-აქამდე გელაპარაკებოდი? -მეც გიმილნარევად გავეცი დამსახურებული პასუხი . ყველამ გაიცინა მანდ დავაფიქსირე რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა . ბუბუმაც გაიცინა მივხვდი ჩემი პასუხი გაუტყდა . გასვლისას ლიზას და ელეს ჩუმათ ვითხარი
-ამიხსნას ყველაფერი თორე ცოტახანში ხმასკიარა ზედაც აღატ შევხედავ- ყველამ კარგად იცოდა რომ ეგ შეუძლებელი იყო , მეც კარგად ვიცოდი . მაგრამ იმ მომენტში არავის არაფერი უთქვამს ... მეორე დღეს სტუდიაში მივედი ეზოში ვისხედით ჩემი ჯგუფელები და დიდი ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელი ... ცოტახანში ბუბუ მოვიდა პირდაპირ ჩვენკენ მოდიოდა ამოვიოხრე და თვალები გადავაბრიალე მის დასანახად . მაგრამ ერთმა დიდიმა ჯგუფელმა კარგი მეგობარივით გადაკოცნა და მიესალმა . ლაზოს და ტატულიკას თვალები გაუფართოვდათ . ტატუკამ ხელზე ხელი მომარტყა და თვალებით რაღაც მანიშნა . ვერმივხვდი ამდროს ბუბუმ გამოგვხედა და თავი გაუქნია . მივხვდი რომ ბუბუ იყო ეს ისედაც ვიცოდი მაგრამ არვიცოდი რამდენად მართალი ვიყავი.
-კიდევ არაპირებ მითხრა ? - უცებ ვუთხარი ბუბუს . ბუბუს ჩაეღიმა და მითხრა
-აქამდე არასოდეს გითქვამს ჩემთვის სიტყვა და ეხლა რათომ გადაწყვითე რამის თქმა? - ძაან გავბრაზდი ავდექი და გაკვეთილზე ავედი . მთელი ჯგუფი ამომყვა . იმხელა დაძაბულობა შეიქმნა . ტატოს ვერ ველაპარაკე . 3 საათის მედე ეზოში ჩამოვედით დავინახე ბუბუ ეზოდან როგორ გადიოდა . ხოდა მეც ვიფიქრე მეთქი მეხომ არ მელოდებათქო და მეც ბავშურად ავდექი და გავყევი . მაღაზიაში შევიდა , დრო ვიხელთე და დავტყდი იქიდან . ტატულიკამ მომწერა სახლში : ლენკ ის ბიჭი რომ მოვიდა ეგიყო რა ვინც გვცემა . ნუგზარი . ხოდა დღეს გვკითხა ლენკა სადააო და ჩვენ რო ვუთხარით რო წახვედი გასკდა გინებით 3 საათი ტყვილა ველოდებოდიო ?! ხოდა ეს დამაბარა . მოკლედ დღეს ღამე მიფრინავს ხოდა შენთან ლაპარაკი და რაღაცეების გარკვევა უნდოდა . გადაეცი და მოუყევი რაც მოხდაო იმდღესო ხოდა ხო იცი ბევრი რო არ გავაგრძელო . და ისიც უთხარი ყველაფერს მიხდება ცოტა რომ გაიზრდებაო ...
მოკლედ მაგის მერე აღარ მინახავს ეგ შენი ბუბუ ამილახვარი ... დიდი გაგება არუნდოდა იმას რომ გადაცმული სახელებით მიცავდა ... ნუ მოკლედ ეხლა ჩამოვიდა ... ხოდა ესაა ამბავი ჩემი და ბუბუს შესახებ მეტი არაფერი
-აუუ ლენნნ შემიყვარდა ეგ ბიჭი-შტერი ეკაკო ისევ აქიცინებს ერთ ადგილს -შენ კიდევ გიყვარს ?
-როგორ შეგიძლია ადამიანის გადაყვარება ეკაკო ? ჩემთვის ეგ შეუძლებელია ... ბუბუ არის ნაცნობი, სკოლელი და ჩემი პირველი სიყვარული ... ბუბუ ამილახვარი ... ბიჭი რომელიც ყოველთვის მემახსოვრება და ბიჭი რომელიც ძალიან მიყვარდა . ბიჭი რომელიც ჯერ კიდევ ამოუცნობია ჩემთვის ...
-აუუ ლენკა როგორ პოეტურად ჟღეს - ელენემ იღადავა
-და ეხლა თუ ჩამოსული იქნება დაეჩალიჩო ?
-დავეჩალიჩო ? ეგრე მიცნობ ეკუ ვიღაცეებს რო ვეჩალიჩო . თვითონ მეჩალიჩოს და ვნახოთ რა...
-ანგარიში თუ შეიძლება - ეუბნება ოგიციანტს ლიზი
-გოგოებო თქვენი გადახდილია .
-ვინ გადაიხადა ?
-იცით წავიდა უკვე ის ბიჭი . ყვავილები დატოვა თქვენთვის - მე გამომხედა - მოგიტანთ -და გავიდა
-ვინაა ესეთი ბანალური ? -ვკითხულობ ხმამაღლა
-ბანალური თუ რომანტიული? -კითხულობს ეკაკო .
-აი თქვენი ყვავილები.-წითელი ვარდები იყო . 30 ამდე შეიძლება მეტიც
-წითელი ვარდებით და ჩემი ანგარიშს გადახდით შორს ვერავინ წავა
-დავიშაოთ ხო გვიანია უკვე .-ამბობს ლიზა
-ხო აბა გკოცნით
-კარგად
-გაკოცეთ .- ყველა სხვადასხვა გზით მივდიოდით და დავიშალეთ . ლიზი მარჯვნინ წავიდა მე მარცხნივ . ელე და ეკუ ქვემოთ . ფეხით მივსეირნობდი ვაკის ქუჩებში ღამია 12 საათზე . მანქანამ რომ მომიჩერა .
-ლენკა როგორხარ?
ხმა ვერ ამოვიღე მხოლოდ გავჩერდი
-დაჯექი თუგინდა გაგაიყვან .
-იყოს გავისეირნებ
-მაშინ მეც შენთან ერთად გავისეირნებ . რაც წავედი შენთან სალაპარაკომაქვს . -გადმოვიდა მანქანიდან და ჩემს ვარდებზე გაამახვილა მზერა .
-მოგეწონა ?
-ვაუუ შენ მაჩუქე . მადლობა
-არაფრის რისი მადლობა
-უბრალოდ არმიყვარს ყვაილები და არცისე კარგი საჩუქარი გამოგივიდა .
-იცი საერთოდ არ შეცვლილხარ .
-ეგ კარგია თუ ცუდი ? ან საერთოდ რაიცი როგორი ვიყავი ჩვენხომ ნორმალურად არცკი ვიცნობდით ერთმანეთს - გავიცინე ჩემთვის
-ისევ ისეთი ხარ როგორც მაშინ ისევ ისეთი მწარე ენაგაქვს
-აჰაჰჰა სასიამოვნოა ამის გაგება . აბა რა გინდოდა რომ გეთქვა
-არაფერი ისე ჩამოვედი
-აჰაჰაჰ მეგადავები ხო ? მაგას ისედაც ხო ვხედავ
-მოკლედ რა ბოდიში მინდა მოგიხადო ?
-რაზე? 5 წლის წინ რაღაცც ბავშვურ უაზრობაზე ? თანაც ორივე მხრიდან ?აჰაჰაჰ
-ხხო თუნდაც ... უბრალოდ არმინდა რომ რამეზე იყო ნაწყენი . თუნდაც ბავშვობის სისულელეზე
-კარგი ბუბუ შენც მაპატიე ჩემი ბავშვური სისულელეები . ეხლა გვიანაა კარგად ბუბუ
-ლენკა ... კიდევ რაღაც ...
-რაიყო ?
-შეიძლება ვიმეგობროთ?
-აჰაჰაჰ კი ბუბუ შეიძლება .
ავედი სახლში გულში ვფიქრობდი და ძალაინ მესაყვარლებოდა ბუბუს საქციელი . გოგოებსაც მივწერე ყველა გაგიჟდა მის საქციელზე . და წამოვიდა უამრავი უაზრო კითხვა და ახალი ფილოსოფიური აზრები .
-ლენ რას ფიქრობ კიდევ მოგწონს ბუბუ ?
-ნეტა რა იქნება შემდეგ ნაბიჯი?
-რასფიქრობ რამე გამოუვა?
და ათასი ამგვარი კითხვა ... მეც არაფერი ვიცი ... ვნახოთ რა როგორ იქნება . გადავტრიალდი და დავიძინე

მეორე დილით უნივერსიტეტში მივდიოდი და როგორც ყოველთვის დილით ანტრეში შევჩერდი ყავის დასალევად
-ერთი კაპუჩინო დარიჩინით და შოკოლადით - ტელეფონიდან არცკი ამომიხედავს ისე შევუკვეთედა გავიწიე გვერძე სანამ ჩემი ყავა გამზადდებოდა სხვებსაც რომ შეეკვეთათ
-თქვენი შეკვეთა მზადაა
-მადლობა - გამოვართვი ყავადა და ჩემს კუთვნილ ადგილას აივანზემოვკალათდი . ტელეფონი გვერდით გადავდე და ბლოკნოტი ამოვიღე . ჩანახატებს ვაკეთებდი . საინტერესო ტიპაჟები დადიოდნენ ამ კაფეში . თითქმის სულ ერთი და იგივე ხალხი საინტერესო არის მათი დაკვირვება და ჩანახატების გაკეთება . ერთდღეს როგორი მხიარულები არიან მეორე დღეს სევდიანები . როგორ ეცვლებათ მიმიკები . ანტრედან აკადემიამდე ფეხით გასეირნება მოვინდომე. ანტრედან მრგვალ ბაღამდეც არ ვიყავი მისული მანქანამ რო მომიჩერა და პიპინი დაიწყო . ფანჯარა ჩამოწია და ბუბუ გამოჩნდა . თავისი ცისფერი მომღიმარი თვალებით გამომხედა . იმომენტში თითქოს ავორთქლდი , იქაურობას მოვწყდი და სხვაგან სრულიად სხვა სამყაროში გადავეშვი , მის მომღიმარ თვალებთან ერთად .
-გცალია ცოტახანი რომ გამომყვე ?
-სიამოვნებით მაგრამ ლექციაზე მაგვაინდება
-დაგტოვებ თუ გაგვიანდება
-იყოს არ შეგაწუხებ ტაქსის გავაჩერებ
-რა შეწუხება ჩაჯექი . იმით უფრო შევწუხდები რომ არ წაგიყვან-მეუხერხულებოდ მანქანაში ჩაჯდომა ... უფრო სწორად მეშინოდა ... გულში ცოცხლად დამარხული გრძნობები არ ამოტივტივებულიყვნენ ... ისევ არ აერით ჩემი არეული გრძნობები ... არმინდოდა ბუბუ ... გატყუებთ ალბათ სიგიჟემდე მინდოდა ბუბუ მაგრამ მეშინოდა ისევ წასვლა და გულის გატეხვა ... მეორეჯერ ამას ვერ გადავიტანდი მე ხომ ის ასე ძალიან მიყვარდა ... მაგრამ მანქანაში არ ჩაჯდომაც ტეხავდა ამიტომ მოვიკრიბე ჩემი ყველა ძალა რაცკი გამაჩნდა და ჩავუჯექი მანქანაში ...
-საით? აკადემიაში ხო
-კი აკადემიაში
-სულ მომწონდა შენი ნახატები ... ძალაინ ღრმა და საინტერესო ნამუშევრებიგაქვს . გამიხარდა აკადემია რომ გადაწყვიტე და ხატვა აირჩიე .
-ხოო მადლობა დიდი -რაიცის ბუბუმ ჩემი ნახატების შესახებ ? ან საიდან იცოდა ვაფშე რო ვხატავდი ან აკადემია რო ავირჩიე ... მაგიჟებს ეს ყოვლისმცოდნე ბიჭი . -შენ რა აურჩიე ? ანუ რა ფროფესია ?
-მე არქიტექტურა .
-იცი რომ წახვედი იმისმერე შენზე არაფერი მსმენია . ისიც კი არ ვიცი რომელ ქვეყანაში წახვედი ან რომელ კონტინეტზე . ან საერთოდ რას აკეთებდი ...
-ანუ გაინტერესებდა ?-გიმილნარევად მკითხა თან გაეცინა .
-არა რომ მაინტერესებდეს გავარკვევდი -ბავშვურად ვეიაზვე და ამან სიცილი დაგვაწყებინა ორივეს .
-ანუ არ გაინტერესებდი ? -ისევ სიცილით მეკითხებოდა მეც სიცილით გავეცი გულძრფელი პასუხი
-აჰაჰა ... მე ხომ შენ ბავშვობაში ძალაინ მომწონდი. როგორ შეიძლება არ მაინტერესებდეს . უბრალოდ აორთქლდი და იმდენად გაბრაზებული და ნაწყენი ვიყავი რომ არაფრის გაგონება არ მინდოდდა შენზე . მერე ნელნელა შენზე ფიქრებიც წავიდნენ . ახლა კი მიკვირს რომ გამოჩნდი და ჩემი ნახვა და ყვავილების გამოგზავნა რომ გადაწყვიტე .-სიცილიდან გაურკვევლობაში გადავედი
-ანუ გაწყენინე ?
-კი ბუბუ გული დამწყვიტე
-მაპატიე
-რა საპატიო ეგარის ბუბუ მაშინ პატარა და შტერი ვიყავი , ახლა გავიზარდე და არცკი ვფიქრობ ეგეთ რაღაცეებზე
-ყველაფერი მაპატიე ლენკა და ამის შემდეგ ცხოვრებაში აღარაფერზე გაწყენინებ .- თქვა და გააჩერა მანქანა მეც გადმოვედი და სიცილით ვუპასუხე
-აჰაჰაჰ ახლა ვეღარც მაწყენინებ ბუბუ , ამის უფლებას ჩემს თავს არ მივცემ . ისიც მეყოფა რამდენჯერაც მატკინე გული. -ვთქვი და კარი მოვუხურე და ლექციაზე ავირბინე . მთელი ლექცია ჩანახატებს ვაკეთებდი და თან ბუბუზე ვფიქრობდი . არმინდოდა რომ ამოტივტივებულიყო ბავშვობის გრძნობები . რატომ გამოჩნდა ან რა უნდოდა ჩემგან ? რაღა უნდოდა ჩემაგან ? არეყოფა ის დრო რაც მასზე ფიქრში გავატარე და მთელი ჩელი ბავშობის პერიოდი ? რა გინდა ბუბუ ? რატომ ცდილობ რომ ამოთხარო ის დამალული და დაფარული გრძნობები ? რადავაშავე ამილახვარო? .
-ჩხენკელი მისმენ ?
ჩემი გვარის გაგონებაზე წამოვენთე .
-დიახ .- ვეუბნები ლექტორს რომელიც თავზე მადგას და ჩემს ჩანახატებს უყურებს .
-აშკარად შეყვარებული ბრძანდებით .
-არა ბატონო გივი
-შენი ჩანახატები სხვა რამეზე მიუთითებს .
-ამის შემდეგ დავხედე და ავღიქვი ჩემი ჩანახატი . რომელზეც ბუბუ ეხატა . მისი მომღიმარი სახე და თვალები . შემრცხვა და ჩემი რვეული დავხურე .
-უკაცრავად ბატონო გივი , თყშეიძლება გავალ - მეუხერხულა იქ ყოფნა
-გადი და დაფიქრდი სწავლასა და სიყვარულს შორის ჩხენკელის ასულო .
-უხერხულად გამოვედი უნივერსიტეტიდან და სიგარეტს გავუკიდე . ბუბუ მანქანიაში იჯდა და ჩემს დანახვაზე გადმოვიდა მანქანიდან . მომიახლოვდა
-მალე დაგიმთავრდა ლექცია ?
-რაგინდა ამილახვარო ?
-გვარით დიდიხანი ჩემთვის არავის მოუმართან .
-რამნიშვნელობააქვს როგორ მოგმართავ ? რაგინდა ჩემგანთქო გეკითხები ? -ხელებით ჩემი სახე მოიცვა და თვალებში მიყურებდა რომლებიც აშკარად აცრემლიანებული იყო . არა ლექტორი გივის გამო არამედ ბუბუ ამილახრის გამო . ჩემტავს ვერ ვპატიობდი . რატომ ისევ ბუბუ ? რადავაშავე ? რატომ ???? არმინდოდა ბუბუზე დაბრუნება ცხოვრებაში წინსვლა კინდოდა და არა უკან სვლა .
-ლენ შენი ატირების უფლებას არავის მივცემ . ვინ გაწყენინა ? შენ ოღონდ მითხარი
-შენ ბუბუ შენ -და ხელებიდან გავინთავისუფლე სახე . და ისევ უნივერსიტეტში შევბრუნდი . ბიბლიოთეკაში ავედი . ჩემს სკეჩბუქს ვეძებდი ჩანთაში ვერ ვიპოვე . შესვენებას დაველოდე და გივის აუდიტორიაში გავაგრძელე ძებნა . სკქჩბჰქს ვერსად ვპოულობდი . ვერც ვიპოვე . სახლში გაბრზებული ავედი . გოგოები ამოვიდნენ ჩემთან და მოვუყევი ყველაფერი დაწვრილებით . ყველა დაიბნა . ეკუნას გარდა . ეკა ჩემზე გახარებული იყო დაქალი მითხოვდებაო ელენმ კი კარგად გადაუბრიალა თავლები .
-ისედაც ბევრი იდარდე ამ ბიჭზე და რომ დაიკიდო?
-ვიცი ელე მარა არაა ასე მარტივი ხოიცი რომ წინმინდა წასვლა და არა უკან . არმინდა ერთი და იგივე ვტყეპნო
-იქნებ ბედია ? -ლიზა დაბნეული კითხულობდა
-მაგს მაშინ ვიტყოდით მეცხრე კლასში ნორმალურად რომ მოიქცეოდა . მაგრამ გაუშვა ესგოგო ხელიდან და რაეგონა რამდენი ხანი დაელოდებოდა ? ერთი დღე ? ერთი თვე? ერთი წელი? თუ ერთი საუკუნე ? რაეგონა მაგბიჭს დავამწნილებდით ამგოგოს ? - წამოუკივლა ელენემ
-ოოო არვიცი რა რაგითხრა ...-მეუბნება ლიზა
-ლენკა შეგიძლია გამარკვიო შენ თუ კიდევ მოგწონს -ეკაკო ჩაფიქრებულ დაბნეული სახით მეკითხება
-კიბატონო .მე ბუბუ ისევ მომწონს შემიძლია ხმამღლა და გარკვევით ვთქვა რომ ისევ ის წყეული ბიჭი მომწონს რომელიც 5 წლის წინ მომწონდა და რომელმაც აორთქლებით გული გამიტეხა . და რომლის გამოც რამდენი დღე გამითენებია არცკი ვიცი . კი მე ისევ მომწონს ბუბუ ამილახვარი ამის დედაც. -ემოციურად ამოვიკივლე , თან ვტიროდი და თან ვიცინოდი .
-ისა ლენკა ... დაწყნარდი რა - ყველა გაკვირვებული სახით მიყურებს და ლიზა ცდილობს დამაწყნაროს მაგარამ ეკატერინეს ძლივ რაღაც ნორმალური კითხვა გაუჩნდა რომელზეც პასუხი არ მქონდა
-მაშინ რატომ არგინდა მისცე შანსი - პასუხი არმქონდა მაგრამ უპასუხოდ მაინც არ დამიტოვია გული ბოლომდე გადავშალე და სისულელეებიც ვიბოჯიალე
-მეშინია ეკაკკო ისევ გულის ტკენის მეშინია ... მეშინია მასთან ერთად ყოფნის მიზეზი კი გაურკვეველია . მაგრამ ამ მიზეზის გარკვეაც მეშინია . მეშინია ბუბუ ისეთი არაღმოჩნდეს როგორიც მე მომწონს . მეშინია ცხოვრების მეშინა . არმინდა რომ ჩემთავს სიყვარული ვანახო . ალბათ იმტომაც მომეწონა ბუბუ მეცხრე კლასში ეზოში რომ დავინახე . მეგონა მისნაირი ბიჭი არასოდეს შემომხედავდა . და ამით თავს გამოვიძვრენდი მაგრამ ამან მისდამი ფანატიზმი და სიყვარული გამოიწვია . სიყვარული უსიტყვო და უცნობი . მაგრამ იმდენად შემიყვარდა მისი ყველაფერი მისმა ესეთმა საქციელმა გული გამიტეხა და შემაშინა სიყვარულით . მეგონა ესეთი იყო სიყვარული . უსიტყვო და უცნობი . ახლა ვიცი სხვანაირი რომაა და იმასაც დამპირდა შენსთავს არავის ვაწყენინებინებო . ამას არც 5 წლის წინ აბედინებდა ვინმეს .... მაგარამ თვითონ რომ მწყენს და მიტეხავს ამ ჩემს პატარა გულს მე რავქნა ??? მე რა გავაკეთო ? მე რა დავაშავე ? ხოდა ახლა მეშინია მეშინია კიდევ არ გამიტეხოს გული ეკუნა გესმის მე მისი ჩემი სიყვარულის მეშინია . ესაა მიზეზი რატომაც არმიდა ურთიერთობა - ამოვიტირე ჩემი გულის ნადები
-ნამდვილად დეპრესი დაეწყო- ეუბნება ლიზა ელენეს ჩემზე
-დეპრესია კიარა ჩემო ლიზიკო სიყვარული ქვია მაგას !- გამოუცხადა ეკამ
-ვაიმე ჩვენც გვყვარებია ეკუნა მარა ...
-რა მარა ესადამიანი ესე გამოხატავს სიყვარულს მევიცნობ 12 წელია თუ თქვენ -შეაწყვეტინა ლიზას ეკაკომ . თან მოკლედ მოუჭრა
-არგეწყინებოთ გოგოებო მაგრამ ვინც 12 წელია ან თუნდაც 3 წელი მიცნობს მიხვდება რო მეძინების ...
-რაუნდა გვეწყინოს ლენკ ვიცით და გიცნობთ . გკოცნით და დამშვიდდი და პასპი დარაგია მაია ვსიო წავედით გკოცნით რო გაიღვიძებ დილით დაგვირეკე . ხვალ ვაფშე სწავლობ? - ვეღარ გაეტია ეკაკო და კარებში მაინც მკითხა
-კი
-ხოდა დილით ანტრე ყავა და დავლაგდეთ . - ბოლო სიტყვა თქვა ეკამ და წავიდა . მეც კარი მივხურე ერთი ღერი მოვწიე მწვანე ჩაი დავლიე მოვწესრიგდი და ჩავწექი . ცოტახანში ჩამეძინა კიდეც ...


ჩემი ლამაზი ოცნებებიდან ფანჯარაზე ქვების ერთმანეთის მიყოლებით რახარუხმა გამომაფხიზლა . ნახევრად მძინარე გადავეყუდე ფანჯარას ლამის გადავარდი . ბუბუ იდგა ხელში ჩემი სქეჩბუქი ეჭირა
-შეგიძლია ჩამოხვიდე ?
-კი . ვაიმე როგორ გამიხარდა რომ იპოვე.-წამებში გავჩბდი ქვემოთ არცკი ჩამიცვამს არაფერი სიფრიფანა პიჟამოთი ჩავედი და ჩემი ძაღლისთავიანი ჩუსწიკებით . უბედნიერესი რახან ჩემი სკეჩბუქი ვიპოვე. სადარბაზოდან რომ გავედი ბუბუს გულიანად გაეცინა
-სანამ გაცივდი მოდი მანქანში ჩაჯექი-კარიც კი გამომიღო . ზმეც გახარებული შევხტი . ბუბუს თბილ მანქანაში . ბუბუს სუნამოს სუნი და სიგარეტის სუნი ირეოდა მანქანაში და საერთო ჯამში ბუბუს სურნელს ქმნიდნენ . მესიამოვნა რატომღაც .
-აკადემიასთან ლაპარაკის შემდეგ დაგივარდა და ავიღე .
-ძალაინ დიდი მადლობა ბუბუ არცკი იხი როგორ ვინერვიულე . იმედია არ დაათვალიერე ხო ?
-არა მხოლოდ ერთ საინტერესო ბიჭის პორტრეტს წავაწყდი . პასტა მანდ იდო და მომიწია შემეხედა . სიმპატიური იყო . მოგწონს ?
-რახუმარახარ . ახლა არვიცი მაგრამ ადრე ნამდვილად ქონდა მაგ ბიჭს ჩემი გული დაპყრობილი მაგრამ გატეხა . დიდი ხნის წინ როცა ჩემი ცხოვრებიდან უცებ აორთქლდა ...
-როგორ ვერვიტან შენს მწარე ენას .შეგიძლია ეგ პირტრეტი მაჩუქო?
-ჯერ ვერა მერე ვნახოთ .
-ჯერ რატომ ვერა? შეიძლება გავიგო? -მხრები ავიჩეჩე და რაც პირველი მომაფიქრდა ის ვუთხარი .
-ჯერ ვერ დაინსახურე და მაგიტომ .
-არგშია ?
-ცოტა მაგრამ შიმშიკზე მეტად მეძინება . 4 საათია
-აუუუ ვჭამოთ და მერე ადი დაიძინე . ბიგმაკი. არ გაგისწორდება
-ხო კაი პროსტა ვჭამთ და მოვდივართ .
-ხო აბა მაგვიდზე სად წაგიყვანო .-მეიაზვა ბუბუ
-გამაცინე .
ვჭამეთ მანქანაშივე და სახლში ავედი 5 საათი არც იქნებოდა სახლში რომ მიმიყვანა . ისეთზე არაფერზე გვიასუბრია საინტერესოზე . სახლში ავედი და დავწექი

12 საათზე ტელეფონის უწყვეტი ზარები მაღვიძებს .
-ალო
-ლენკა 2 ზე ლექციაგაქვს და მანამდე მეუნდა შემხვდე ანტრეში გელოდები რაც უფრო მალე იზავ მით უკეთესი .-დამითხლიშა ტელეფონი
პირველის ნახევარზეუკვე ანტრეში ვიყავი
-კაპუჩინო დარიჩინით და შოკოლადით.
-აი ინებეთ
-მადლობა

-ლენკა როგორ გეძინა ? ისვ ხოარგქონია ემოციური შემოტევები?
-არა ემოციური შემოტევები არა მაგარამ ძილის რაგითხრათ აბა
-მასზე ფიქრობდი?
-არა მაგრამ ვნახე
-დაგესიზმრა? რას შვებოდით მერე
-არა ისე ვნახე
-მოგელანდა ?
-ვაიმეეე ეკაკო მაცადე ....
-რაგაცადო ? გარეკრ და .
-ოოო დაიკიდე რა . არაფერიი არ მომხდარა .-მომეშალა ნერვები ეკაკოზე
-მომიყევი ვსო მოვკეტე
-რადა გუშინ 4 ზე რომეოსავით ფანჯრაზე კენჭებს მესროდა და გამაღვიძა თურმე საათი ისროდა . და ჩემი სკეჩბუქი უპოვნია და დამიბრუნა მერე ბიგმაკი ვჭამოთო დაიჟინა და 5 ისკენ სახლში დამტოვა ისევ .
-მე მომწონს ეგ ბიჭი
-აჰაჰჰ მარტო შენი მოწონება არკმარა . მთავარი აქ მევარ
-შენი გული უკვე დიდიხანია დაპყრობილიაქვს ლენა ჩხენკელო !-ამაზე ორივემ სიცილი დავიწყეთ მაგრამ ნაცნობი ხმა რომ გავიგე შეცბუნებული შევტრიალდი
-ერთი ამერიკანო თუ შეიძლება -ეკაკოს გავხედე
-ბუბუ აქა.
-ვათ რომელია ? ვერცერთ სოციალურ ქსელში ვერ ვნახე და ნავიდუ არვიცი აბა ?
-მოკეტე ეკა . ნუიქცევი სოფლელივით . მოვა და მომესალმება და ნახავ რა ვინცაა
-ხო კაი-და ეკამ დაწრუპა თავისი ცივი ყავა
სუნი უკვე მცემდა მისი
-ლენკა დილით ადრე ადგიმა შეგძლებია .
-ბუბუ პრივეტ . ეს ეკუნაა ეს ბუბუა
-გამარჯობა .
-აღარ შეგიშლით ხელს იქით დავჯდები -გავიდა ისეთ ადგილას მოკლათდა ჩემი ადგილი კარგად რომ ჩანნს მაგარამ ჩემგან ცოტა მიჭირს დანახვა მცენარე მეფარება . ის ალბათ მისი ფოთლებიდან მიყურებდა რადგან ტელეფონზე მესიჯები არ წყდებოდა :”ლენკა წამო წავიდეთ “
“ლენა ჩხენკელი ბუბუ ამილახვარმა კაფიდან გაიტაცა “
მეც მივწერე
“ბუბუ გაჩერდი ! სერიოზულ საქმეზევარ. ისე მანდ ლენა თუა მაშინ ბუბუს ნაცვალად ნუგზარი უნდა ეწეროს “
პასუხიც მომივიდა
“ვსო კარგი სერიოზული გავხდი შემომხედე”
“სერიოზულს რომ გიყურებ მინდა რომ მაგრად ჩაგეხუტო “
“ბუბუუუუ დამაცადე რა ცოტახანი ,თუშეიძლება ნუმაცდენ თორემ ტელეფონს გავთიშავ . ისე რა მოგივიდა ერთი გასვლის შემდეგ ესე აგივარდა თავში ? “
“ლენა ჩხენკელი გამიბრაზდა , მაგარამ რომ ბრაზდები უფრო საყვარელი ხარ ლენა”
-ვინაა ? -ეკინა
-არავინ ჩემი კურსელია . გამახსენა დღეს რომ ლექციააა- და ტელეფონი გამოვრთე
-ჩემი გუავიწყი .-მითხრა ეკუნამ და ბუბუ ნელნელა გვიახლოვდებოდა
-გოგონებო რამეს ხომ არ მიირთმევთ?
-არა მადლობა -მოწიწებით უთხრა ეკუნამ
-ლენკა შენხომ არგინდა რამე ?
-მადლობა არშეწუხდე
-ხომ იცი რო ეგეთი რაღაცეებით კიარ ვწუხდები პირიქით მისწორდება .
-აჰაჰა კი .-გავიდა და პლიეთი კრუასანით ეკლერით ბრაუნით და კიდევ ერთი უცნობი ნამცვხრით მოემართება
-არვიცოდი რომელი გიყვარდა და ყველა ავიღე
-მადლობა მაგრამ ჩემთვალში იდიოტს დაემსგავსე - თვალები გადმოუცბივდა
-ვხუმრობ ნუგზარიკო . მაგარამ არიყო საჭირო .რომინდოდეს ისედაც ავიღებდი მაგრამ მაინც უაღესად დიდი მადლობა რომ შეწუხდი
-აი ვგიჟდები ლაკონურად რომ აჯ.ამ ხოლმე ხალხს - მითხრა და გვიდა ეკამ კიდე მეჩხუბა ნუხარ ეგეთი უტაქტოო და უზრდელიო კიდევ თავხედიი და სხვა ბევრი სალანძღი სიტყვით შემიმკო სახელი .
ანტრედან ერთად გამოვედით მე და ბუბუ .
-გაგიყვანო თუ ეგეც იდიოტს დამამსგავსებს?
-იდიოტობა ცუდი არარის ბუბუ .
-აბა კარგია ? -მანქანაში ჩავსხედით
-არა საყვარლობაა
-რაღაცეებს მეღადავები
-ძლოვს არ მიხვდი .
-ლენ ერთმა იდეამ დამარტყა თავში
-აბა გისმენ ?
-მოგწონვარ?
-ბუბუ ამთემაზე მომგონი ადრეა საუბარი
-ადრე არა ლენკა 5 წლით გვიანია. მეკი ვცდილობ 5 წლის წინ ჩამძგნერებული საქმე გამოვასწორო
-ჯერ მაინც ადრეა
-ხან გვიანია ხან ადრე ვერღარ ვხვდები უკვე . მოკლედ მე შენ ძალიან მიყვარხარ ბავშვობიდან და მინდა ჩვენი ურთიერთობა მართლა დავიწყოთ და შეყვარებულები ვიყოთ . ერთად ვისეირნოთ ერთად ვატღოთ დრო და ერთმანეთს აზრები , შეხედულებები გავუზიაროოთ . და ძალაინ გთხოვ უარს ნუ მეტყვი -სარკეში ჩემთავს ვუყურებდი და ვხედავდი მეცხრეკლასელ ლენას რომელიც სიხარულისგან ალბათ გულის შეტევა დაემართებოდა . ჩემი გული ახლაც გავასვენე ოღონდ ტვინმა არშემჩნევა უბრძანა ყველა ირგანოს . მაგრამ გულმა გვიმტყუვნა და ბუბუმაც დააფიქსირა ჩემი აღფრთოვანება . იმ მომენატში თავში არაფერი აზრი მომდიოდა . თითქოს ბავშვობის ოცნება სრულდებოდა და ამის ასრულებას მხოლოდ ჩემი ერთი სიტყვა აკლდა . ხოდა მეც ავდექი და დავთანმხდი . ავიხდინე ბავშვობის ოცნება .
- ბუბუ მეც მომწონხარ და ეს დიდი ხანია იცი ამიტომ დამალვას აზრი არაქვს . დავიწყოთ ახალი ცხოვრება ერთად


ეს ისტორიაც სწორედ ასეთი ბავშვური ოცნებების და ასრულების თემაზე დავწერე . მე მჯერა რომ ყველას ჩვენი ბავშვური თუნდაც ბანალური ოცნება აგვისრულდება . ყველა ის ოცნება რაც მთელი გულით გინდა თუნდაც ბავშვობის მაინც აგისრულდება . უბრალოდ დროს არ უნდა გაუსწრო . ყველაფერს თავისუ დრო აქვს . ლენკა5 წელი ელოდა მაგრამ მაინც აისრულა თავისი ოცნება . ხოდა ჩემო მეგობრებო ყველაფერს თავისი დრო აქვს

გთხოვთ შთაბეჭდილებები გამიზიაროთ . კრიტიკა ძალიან მიყვარს უბრალოდ სიტყვებიზე გამოკიდებას კრიტიკაში ვერ ვატარებ . ამიტომ გრამატიკას და სიტყვებზე გამოკიდებას ნუ დამიწყებთ მოთხრობა თავისი აზრით და პერსონაჟებით შემიფასეთ ძალაინ გთხოვთ . დიდი მადლობა ყურადღებისთვის



№1 სტუმარი სტუმარი nancho

მართალია დიდი ხანია გამოვედი ბავშვობის ასაკიდან მაგრამ,ყველა მაინც ვრჩებით ბავშვობაში.ძალიან მომეწონა,გულწრფელი,რეალური ისტორია იყო,მერე რა რომ 5წლით დააგვიანეს,ალბად ასე იყო საჭირო,ყველა პერსონაჟი მომეწონა,ყოველთვის მომწონონს როცა,პერსონაჟებს აქვთ საკუთარი,საქმე და მიზანი,.ბუბუ მაგარი ტიპია ალბად,ლენკაც და მისი სადაქალოც კარგები არია,მადლობა ემოციისთვის .კარგი იყო.

 


მომეწონა მართლა, კარგი იყო

 


№3  offline წევრი love not war

სტუმარი nancho
მართალია დიდი ხანია გამოვედი ბავშვობის ასაკიდან მაგრამ,ყველა მაინც ვრჩებით ბავშვობაში.ძალიან მომეწონა,გულწრფელი,რეალური ისტორია იყო,მერე რა რომ 5წლით დააგვიანეს,ალბად ასე იყო საჭირო,ყველა პერსონაჟი მომეწონა,ყოველთვის მომწონონს როცა,პერსონაჟებს აქვთ საკუთარი,საქმე და მიზანი,.ბუბუ მაგარი ტიპია ალბად,ლენკაც და მისი სადაქალოც კარგები არია,მადლობა ემოციისთვის .კარგი იყო.


მადლობა დიდი გამიხარდა თუ მოგეწონა ♥️

სიყვარული გულს გვტკენს
მომეწონა მართლა, კარგი იყო

მადლობა♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent