შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული ( თავი 4)


6-03-2020, 16:30
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 3 459

დიმიტრის მკაცრად გადაეწყვიტა რომ რაც არ უნდა ყოფილიყო კატოსთვის იბრძოლებდა. უკვე გაერკვია რომ 24 წლის კატოს ურთიერთობა არავისთან არ ჰქონია . ისიც იცოდა რომ კატოს ურთიერთობების არც სურვილი ჰქონდა და არც დრო, და მისთვის დიდი ბრძოლა დასჭირდებოდა.
ლევანის მეგობრები კვლავ განაგრძობდნენ ლევანთან შეკრებას. საუბრობდნენ სვამდნენ და ეწეოდნენ, კატო კი აივანზე მხოლოდ ისეთ დროს გადიოდა როცა ბიჭები არ იყვნენ. ირაკლი ცდილობდა ლევანთან კატო აღარ ეხსენებინა, მაგრამ რაღაცნაირად ენატრებოდა და წამდაუწუმ თვალი მისი ბინისკენ გაურბოდა. ერთ საღამოს როგორც იქნა დაინახა
- კატოო ?! როგორ ხარ ?
კატომ გვერდით გაიხედა და უსიამოვნოდ შეიშმუშნა, მერე ყალბი ღიმილი აიფარა სახეზე და ისე მიუბრუნდა.
კარგად ირაკლი შენ ?
- მეც არამიშავს სად დაიკარგე?
- რავიცი ბევრი საქმე დამიგროვდა შენ რას შვები?
- მეც არაფერს, ვმუშაობ და მივყვები დინებას. ისე რა აზრის ხარ ყავა რომ ერთად დავლიოთ ცოტას ვისაუბრებდით .
- დრო რამდენად მექნება არ ვიცი მაგრამ თუ დროს გამოვნახავ რატომაც არა- ყალბი ღიმილით უპასუხა კატომ.
- იცი მიხარია შენი ნახვა კატო- გულწრფელად გაუღიმა ირაკლიმ გოგოს, კატოსაც გულსი რაღაც სასიამოვნო ჩაეღვენთა.
- მე უნდა შევიდე, დროებით ირაკლი.., საუბრის თავიდან აცილებას შეეცადა კატო და ოთახში შებრუნდა.

ლევანს თვალი აივნისკენ გაექცა, მოსაუბრე ირაკლის დანახვაზე სიტოაცია მოწვა, მერე მომღიმარ და ჩაფიქრებულ ირაკლის დააკვირდა, ბრაზისგან ჭიქა გაუვარდა და ცხელი ყავა გადაესხა
- ფუ ამის დედა ვატირე- გაბრაზებით წამოიყვირა და ხმაურზე ლაშამ შეაკითხა.
- მშვვიდობა გაქვს ლევან ?რა გჭირს ?
- არაფერი ხელი დავიწვი
- მოიცა კბილის პასტას გამოგიტან , გადაისვი და წვას გაგაიჩერებს, ლევანმაც ძმაკაცს დაუჯერა, ლაშა ყველაზე დინჯი და გაწონასწორებული იყო, ლევანის შემდეგ მათ სამეგობროში. ლევანმა ძმაკაცს გახედა, რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ მალევე გაჩერდა
- თქვი რის თქმასაც აპირებდი- ღიმილით და ჩაფიქრებულმა უთხრა ლაშამ.
- არაფერი , დაიკიდე
- თქვი , ისედაც ვიცი
- რა იცი ისედაც
- წეღან ირაკლი კატოს ელაპარაკებოდა, გამწარდი და ყავა გადაისხი, შენ ვერ ხვდები ალბათ მაგრამ ეჭვიანობ
- მგონი ახირებად მექცა და მე თვითონ ვერ ვხვდები რა მჭირს, თავის მოტოკვას ვცდილობ მაგრამ ოდნავადაც კი არ გამომდის. როცა არ ვხედავ მშვიდად ვარ მაგრამ როცა ვხედავ ან მისი სახელი მესმის მეკეტება
- მესმის შენი- გაიღიმა ლაშამ
- ანუ არ მომწონს, ოდნავადაც კი არ მომწონს როგორც გოგო, უბრალოდ არ ვიცი ასე რატომ ამოვიჩემე
- მგონი თავს იტყუებ რომ არ მოგწონს
- ცხოვრებაში პირველად მაიგნორებს გოგო ასე, ყველა ასპექტში. თან ისეთი გაწონასწორებულია რომ ნერვები მეშლება. ვერაფრით ვერ ვაღიზიანებ, გუშინ დიტომ უთხრა სახლში წაგიყვანო და ჩავუხტი არა მე გავიყვან მეთქი, ამას რეაქციაც არ ქონია, არადა მეგონა გაბრაზდებოდა, და ამას მგონი გაუხარდა, და ისე წყნარად და მშვიდად იყო. ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობს
- საქმეც ის არის რომ კატო არაფრის მიღწევას არ ცდილობს, თავისთვის არის მშვიდად და წყნარად და შენ კი ცდილობ გამოიწვიო, ვერ ეგუები რომ ვირაცას მაგრად კიდიხარ.
- ბიჭო არ გახსოვს ბარში რეები ვუთხარი ? წყნარად და მშიდად გაატარა, ისე იქცევა თითქოს არაფერი მომხდარა, თავიდან ზედ არ მიმჩნევდა ამ ამბოს მერე, მერე წაგიყვანთქო და მშვიდად შეხვდა ამ ამბავს, რამე მაინც ეთქვა, ის მაინც ეკითხა რის მიღწევას ცდილობო.
- ლევან შენ ეგ გოგო სოფლელი ხო არ გგონია სისულელეებზე რომ ავარდეს, შეიგნე რა რომ გაწონასწორებული გოგოა და ემოციების ზედმეტად აფიშირებას არ ახდენს.
- არადფერი არ ვიცი რა, მარტო ის ვიცი რომ ბაკურიანში ეს კვირა მაგრად დავისვენებ და კატოც დამავიწყდება.
- კაი ბაკურიანის იმედად იყავი შენ, ისე არ გინდა რომ დაუმეგობრდე?
- მეკაიფები ?
- რა თქმა უნდა არა, ცალკე დაპატიჟე დაელაპარაკე
- რა გინდა ბარის ამბავზე საკადრისი პასუხი გამცეს?
- ჰოო, ეგ აღარ მახსოვდა, მაშინ მამამისს ესტუმრე ხშირად.
- ისე ეგ კაი ვარიანტია ხომ იცი. მოუწევს ჩემი ატანა- ჩაეღიმა ლევანს.

ერთი კვირა ბაკურიანში დაყვეს, არაჩვეულებრივად გაატარეს დრო, თუმცა ლევანის მოლოდინი რომ კატოს დაივიწყებდა არ გამართლდა. ნეტა ახლა რას აკეთებსო ფიქრებში აეკვიატა, უნდოდა დაერეკა და მოეკითხა მაგრამ სიამაყე ამის საშუალებას არ აძლევდა. ნერვები იმაზე ეშლებოდა რომ კატოზე ფიქრებს ვერ იშორებდა. რატომღაც კატოს ინსტაგრამ ველზე მოუნდა შესვლა, ფოტოებს პირველად გადახედა მისას, კატო სულ სხვანაირი ჩანდა, მკაცრი და სერიოზული, თავშიავარდნილი გოგოს იმიჯი ქონდა ველზე. ცხოვრებაში ბევრად უშუალო იყო. წამიერად მისი სიტყვებიც ინანა, არ გავდა კატო მშობლების ზრუნვით გატუტუცებულ გოგოს. შემდეგ უბრალოდ ინსტაგრამის სქროლვა განაგრძო და დიტოს ატვირთულ ფოტოს წააწყდდა. სადღაც ივენთზე კატოს გვერდით გამოჭიმულიყო. საოცარი მზერით უყურებდა კატოს, კატო კი გვერდით იყურებოდა, ფოტოს დაანახვაზე ძარღვები დაეჭიმა, დიტო აშკარად ცდილობდა წყვილის იმიჯი შეექმნა, მაშინ როცა თვითონ ბაკურიანში ისვენებდა დიტო შანს ხელიდან არ უშვებდა კატო ხელში ჩაეგდო. ლევანი გამწარდა, თვითონაც არ უნდოდა რას ელოდა კატოსთან ან რა უნდოდა კატოსგან თუმცა იმ მომენტში ერთადერთი რაც კარგად იცოდა იყო ის რომ კატო დიტოს გვერდით არ ენახა. არ სურდა კატო სხვა მამაკაცის გვერდით ენახა, თუმცა იმას კი , რომ გოგო უაზროდ მოსწონდა მაინც ჯიუტად არ აღიარებდა.
არც კატოსთვის გაწულა კვირა ისე რომ ლევანი არ გახსენებოდა. ლევანი სწორედ იმ კატეგორიის კაცი იყო რომელიც ასე მოსწონდა და იზიდავდა, უხეში , სიმპათიური, განათლებული, წარმატებული და ცოტა თავდაჯერებული იდიოტიც. ხშირა ფიქრობდა რატომ იყო ლევანი მის მიმართ ასეთი აგრესიული და ვერ ხვდებოდა. ეგონა რომ ლევანი მას დასანახად ვერ იტანდა. კატო ზოგადად დიდ ყურადღებას აქცევდა გარშემომყოფების აზრს ამიტომ ლევანის დამოკიდებულებასაც განიცდიდა თუმცა არ იმჩნევდა. ბრაზი ახრჩობდა როცა ლევანი მას აიგნორებდა, მშობლების გატუტუცებული გოგო ხარო ადანაშაულებდა თვითონ კი ნამდვილად ეგეთი კატეგორიის გოგონებს ეკიდებოდა. " ან იქნებ იმიტომ ვერ მიტანს რომ კისერზე არ ვეკიდებიო- ამასაც ფიქრობდა და ბრაზი კიდევ უფრო უმძაფრდებოდა.
ბაკურიანიდან ჩამოსვლის შემდეგ ხშირად უხდებოდა ლევანს კატოს და დიმიტრის ნახვა. ეს ფაქტი ყველაზე მეტად აღიზიანებდა დ აიცოდა რომ აუცილლებლად რამე უნდა მოეფიქრებინა. ბოლოს მაინც გადაწყვიტა კატოსთან მშვიდად ესაუბრა და მასთან ერთად ყავა დაელია, ერთ დილით აივანზე გამოსულ კატოს, ყავის ერთად დალევა შესთავაზა და კატოს ესტუმრა. გოგო ვერ ხვდებდოა ლევანის ასეთი ცვლილების იზეზს. ნეტავ რა მოუარაო ამ დილაადრიან ფიქრობდა.
- როგორ დაისვენე - ჭიქები მაგიდაზე დადგა და საუბარი წამოიწყო კატომ ლევანი პასუხობდა და თან დაკვირვებული უყურებდა, თან ფიქრობდა ისევ ისე იქცევა თითქოს არაფერი მომხდარა, კატოს სიმშვიდეს წყობიდან გამოჰყავდა , ბოლოს ვეღარ მოითმინა და კიტხა
- ასე რატომ იქცევი
- როგორ? მოულოდნელმა კითხვამ დააბნია კატო
- ისე თიტქოს არც გვიჩხუბია და ყველაფერი რიგზეა- გაბრაზებით უთხრა ლევანმა
- და შენ ? შენ რატომ იქცევი ასე?
- მე როგორ ? შებრუნებულმა კითხვამ ლევანი დააბნია
- ჯერ შეურაცხყოფას მაყენებ, მერე სახლსი მოგყავარ და ყავაზე მპატიჟებ, როცა გინდა არ მიმჩნევ როცა გინდა მზრუნველი მეზობელი ხარ- ჩაეცინა კატოს
- და შენ რატომ იღებ ამ შემოთავაზებებს
- ჩვენი მშობლების პატივისცემით- სხარტად უპასუხა კატომ
- ან იქნებ არ გინდა რომ იმ დღის ტყუილი გაიგონ
- ისევ... ირონიულად გაეცინა კატოს.- მაინტერესებს რის მიღწევას ცდილობ- მშვიდად კიტხა კატომ
- ანალოგიურად მაინტერესებს მეც შენი სიმშვიდის მიზეზი, ვერ ვიჯერებ რომ ასეტი ხარ, გინდა ნერვებზე მეთამაშო- გაღიზიანდა ლევანი.
- მეე ? მე უბრალოდ ის ვარ რაც ვარ, არ გიმჩნევ ჩემთვის ვარ მაგრამ შენ თავს არ მანებებ ლევან. არ მაძლევ სიმშვიდის საშუალებას მასინ და იქ ჩნდები სადაც არ უნდა იყო.
- ასე ვერ მიტან ? კითხა ლევანმა
- ლევან შენ რადგან არ გეხატები გულზე ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვერც მე ვერ უნდა გიტანდე, ჩემთვის სულერთი ხარ, მართლა არანაირი ემოცია აარ მაკავშირებს შენთან
- და დიტოსთან ?
- დიტოსთან ჩემს დამოკიდებულებას ყველა ამჩნევს, შენ თუ არ გინდა დაინახო და თავს იბრმავებ ეგ აღარ ვიცი.
- მაშინ პირდაპირ რატომ არ უხაზავ
- და როგორ მოვიქცე საინტერესოა
- გაერიდო
- რჩევები რა მარტივია არა ? საერთოდ ვერ ვხვდები ახლა ამაზე მე და შენ რატომ ვსაუბრობთ?
- იმიტომ რომ არ მომწონს ეგ ტიპი, ვიცი არც შენ მოგწონს და არ მსიამოვნებს შენს გვერდით რომ ვხედავ- კატო დააბნია ლევანის პირდაპირობამ

- ასე მგონია რომ რაღაც მომესმა, ჩემზე როდის მერე ზრუნავ ?
- უფრო საკუტარ თავზე ვზრუნავ, არ მინდა რომ რაღაცეები მაბრაზებდეს
- აი ეს მთელი სიტოაცია არის ძალიან სასაცილო , ხვდები ?
- სასაცილო ის უფროა დიტო რომ შანსს არ მაზავს წყვილად გამოხვიდეთ.
- აი ჩემს მიმართ დამოკიდებულება როდის მერე შეგეცვალა ვერ ვხვდები, იქნებ მეც მომწონს ეგ ყველაფერი- გაბრაზდა კატო, რადგან ხვდებოდა ლევანი უხეშად იჭრებოდა მის პირად სივრცეში, სადაც ყველაზე ნაკლები უფლება ლევანს ჰქონდა რომ შეჭრილიყო.
- არაფერი შეცვლილა, ძირს დაესვი ირონიულად უთხრა ლევანმა, უბრალოდ ვცდილობ დაგეხმარო
- და ეს საუბარი რასი დამეხმარება შენი აზრით, ხმას აუწია კატომ
- ჯერ ერთი ხმას დაუწიე როცა მე მელაპარაკები, ტონი გაამკაცრა ლევანმა, და მეორეც მაგ კოს ეტყვი რომ ჩემი შეყვარებული ხარ, ვმალავდით და ახლა იზლებული ხარ რომ თქვა, ან საქმრო, სულერთია, როგორც გინდა ისე უთხარი და მოიშორე.
- მგონი აქ ჩემს დასაცინად მოხვედი ხო? დიტოზე რომ ცოლად გაყოლა მომიხდეს, მაინც არ გავაკეთებ მაგას ხვდები ?
- შენ თუ არ იტყვი , მე ვიტყვი- თავდაჯერებული იყო ლევანი. მერე ნუგზარს და ზაზასაც ვეტყვი შენი ტყუილების ამბავს.
- უბრალოდ გაბედავ მსგავსი ტყუილის თქმას და საერთოდ ფეხებზე დავიკიდებ ვისი შვკილი ხარ, გამწარდა კატო- სულ ასეთი გაწონასწორებული ნუ გგონივარ- ლევანს უკვე მოსწონდა გაცოფებული კატოს დანახვა, მიზანს მიაღწია
- კარრგი , წინ არის ყველაფერი, ორივე ვნახავთ ვის რა შეგვიძლია- თავდაჯერებული წამოდგა ლევანი-
- გაფრთხილებ არ გაბედო მსგავსი რამის გაკეთება,
- იცი, უკეთესი ვარიანტია მამაშენს ვეტყვი პირდაპირ რომ მიყვარხარ- ისევ განაგრძობდა ლევანი
- და შენ მელაპარაკები კიდევ ტყუილებზე- ხმას აუწია კატომ, ასეთი წყობიდან გამოსული არსდროს ყოფილა, - საერთოდ რაში გჭირდება ეს ყველაფერი ვერ ვხვდები
- დავირალე შენი ყურებით როგორ ირგებ მაგარი გოგოს იმიჯს, გსიამოვნებს რომ სენზე ჭორაობენ თუ რა მაგარი გოგო ხარ... გეტრფიან და მიუწვდომელი ხარ, ჭორაობენ რომ არავინ გყავს და ვერავინ ახერხებს შენი გულის მოგებას, როგორ ზედაც არ უყურებ ლევან ავალიანს, ცდილობ ყველას ყურადღება ასე მიიპყრო, უბრალოდ მინდა ხახლმა კაიგოს რომ კატო წერეთელი ლევან ავალიანზე სიგიჟემდეა შეყვარებული და ამის თამაში შენც მოგიწევს.
- ეს ზღაპრები შენ მოიფიქრე ? მგონი ავადმყოფი ხარ და შენ თვითონ არ იცი. ახლა გასაგებია საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად აკეთებ ამ ყვეალფერს, იმაზე მწარდები რომ ფეხებზე , იმაზე მწარდები რომ ფეხებზე შენი იმიჯი, ვერ აიტანე რომ დადის გოგო რომელსაც არ აინტერესებ და რომლისთვისაც არ არსებობ. ძალიან ცდები თუ სულელი გგონივარ რომ ამ აფიორისგან თავის დაცვა ვერ მოვახერხო.
- ყველაფერს ვნახავთ ვის რა შეგვიძლია- გაიმეორა თავდაჯერებული ირონიით ლევანმა.
კატო გამწარებული წავიდა ანკასთან დაყველაფერი მოუყყვა. ხოლო ავალიანმა დიტო დაიბარა, და მისი და კატოს ურთიერთობაზე მოუყვა რომელიც ძალიან დამაჯერებლად შეთხზა.


მეგობრებო , უფრო მალმალე დავდებ შემდეგ თავებს, ბოდიში რომ გალოდინეთ, ოპერაცია გავიკეთე, თქვენი აზრი გამიზიარეთ გთხოვთ. მიყვარხართ ყველა.



№1  offline წევრი tamuna.s

პირველ რიგში გამოჯანმრთელებას გისურვებ. ეს ბიჭი უკვრ ნერვებს მიშლის რა, 35 კიარა 15 წლის ლაწირაკივით იქცევა. კატოს ადგილას სულ დამეკარგებოდა ასეთ კაცზე წარმოდგენა. არფრით არ უნდა გაატანინოს თავისი ამ ტყუილებით. ერთი კაი შემოლაწუნება ჭირდება ამ იდიოტ ბიჭს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent