შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული ( თავი 1)


20-02-2020, 18:04
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 4 932

08:00. ისევ მაღვიძარის ხმა , კატომ თვალები ძლივს გაახილა, ლოგინიდან წამოიზლაზნა და აბაზანაში შევიდა, შემდეგ ყავა მოამზადა, ფეისბუქი და მეილი ასქროლა , რამდენიმე წუთში ჩაცმა დაიწყო, 08:30 ზე კი ჩვეულად ტაქსი უკვე გამოძახებული ყავდა და სახლიდან გავიდა. ხურდა დღესაც არ აღმოაჩნდა ლიფტისთვის, მოხდენილად ჩაიარა კიბეები, სადარბაზოდან ჩვეული ნაბიჯებით გავიდა , და მოქნილი მოძრაობებით ჩაჯდა მანქანაში.
ლევანს დეჟავუს შეგრძნება ჰქონდა. დილით ყოველთვის აივანზე სვამდა ყავას, და უკვე მერამდენედ ხედავდა ერთი და იმავე დროს, ერთიდაიმავე სცენას. მამაკაცს რომელსაც ყოველი წუთი და წამი გაწერილი ჰქონდა უკვირდა, რომ მსგავსი რეჟიმით, ასევე მონოტორულად კიდევ ვინმეს ეცხოვრა, ლევანის აივანზე გასვლა და კატოს ტაქსში ჩაჯდომა ხომ უკვე მერამდენედ ემთვეოდა ერთმანეთს. ეს გოგონა მანამდე არსად ენახა, მიხვდა რომ მისი ახალი მეზობელი უნდა ყოფილიყო წესით,გვერდითა აივნიდან, სადაც არასდროს მოუკრავს არავისთვის თვალი, თუმცა ყოველ დილით სხვადასხვა ნივთს ხედავდა იქვე მოტავსებულ პატარა მაგიდაზე, თითქოს ღამის განმავლობაში ვიღაც იბუდებდა იქ, დილით კი ორთქლდებოდა. ნანახი დააფიქსირა თუმცა არც გოგოზე და არც ახალ მეზობელზე ბევრი არ უფიქრია, მსგავსი რამ არ სჩვეოდა, ბევრი ქალი ტრიალებდა მის ირგვლივ, რომელიც ყოველთვის ნათლად გამოხატავდა ლევანის მიმართ ინტერესს. ამას უკვე შესჩვეოდა. ამიტომ ქალების მიმართ ინტერესი დიდი ხანია დაეკარგა. ყველაფრის მიმართ მარტივი ახსნა ქონდა.
პარასკევი დღე იყო, საღამოს დასალევად წავიდოდნენ, ამიტომ მანქანით წასვლა არ სურდა, ტაქსი გამოიძახა და სამსახურში წავიდა.
კატო მთელი დღე საქმეებში გადაშვებულიყო, უპეები შეშუპებული ქონდა, რასაც ირგვლივ ყველა ამჩნევდა. ვინ იცის უკვე მერამდენე ღამე გასულიყო თენებაში. დაღლა დაღლაზე ემატებოდა.

- კატ დღეს ღვინის ქარხანაში ხომ არ დაგველია ?
- რავიცი, დავლიოთ კი, გაეღიმა დაქალის აცანცარებულ ხმაზე.
- კაი მოკლედ შენ პირდაპირ მოხვალ ხო
- კი , ცოტა გვიან შემოგიერთდებით
- კარგი მიდი გკოცნი მაშინ
- მიდი დროებით.


***
- რას შვები ლევან ?
- ვმუშაობ იკა , დაგირეკავ ცოტა ხანში
- მოიცა საღამოს ხომ მოდიხარ
- როდის მოვტეხილვარ
- კაი შენ რომ იცი ისე არ დაიგვიანო ოღონდ თუ ძმა ხარ
- არა არა , რვისკენ გამოვალ.
- მანქანით ხარ ?
- არა დავტოვე დღეს
- გამოგივლი მაშინ
- კაი მიდი

***
მოსაღამოვდა ყველა ღვინის ქარხანაში იყო. ბევრს ხმაურობდნენ . სვამდნენ, პარასკევი საღამოს მადლი ეტობოდა სამეგობრო წრეებს,თამარის და ლევანის მეგობრბეი ერთი და იმავე ბარში შეკრებილიყვნენ. ბიჭები გოგონებს ათვალიერბდნენ, მოხდენილი გოგოებიც ღვინის ბაკლებით ხელშ ხან მოსაწევად გადიოდნე რომ ირგვლივ საზოგადოებას კარგად დაკვირდებოდნენ და თავადაც თვალში მოხვედროდნენ, ლევანი კი იჯდა მშვიდად და შეუმჩნევლად აკვირდებოდა ირგვლივ სიტოაციას, რამდენი გოგო ცდილობდა მამაკაცებსი ყურადღების მიქცევას, ზოგი სიცილით , ზოგი გამომწვევი ქცევით, ზოგი ხმამაღალი საუბრით.
მოწევა არავის გინდათ ? იკითხა ირაკლიმ
ლევანი და მისი რამდენიმე მეგობარი ირაკლის გარეთ გაყვა, სწორედ მაშინ, როცა ლევანს წარბები შეეკრა, ირგვლივ მყოფთ ხალხს აკვირდებოდა, და თან თვალებს ჭუტავდა სიგარეტის კვამლის გამო,თითებს შორის მოექცია სიგარეტი, ცალი ხელი კი ჯიბეში ჩაეყო, ხო, აი სწორედ ამ დროს მოლანდა დილით ნანახი გოგონა, ნაცრისფერ პიჯაკში, და ნოუთბუქით ხელში , გოგო თავდაჯერებული ნაბიჯებით, თავაწეული გაემართა კარისკენ, კატოს სიარულის მანერა ყველას ყურადღებას იქცევდა.ლევანის მეგობრებმაც თვალი გააყოლეს
- ჩემი მეზობელია, ღიმილიანი და დაკვირვებული მზერით თქვა ლევანმა
- ვა, მართლა ? პირველად ვხედავ თქვა ირაკლიმ.
- ახალი გადმოსულია
- მერე არ უნდა გეთქვა ? ახლა ხშირად ვივლი შენთან, მხარზე ხელი მოუთათუნა ირაკლიმ ლევანს, გაიცინა და ინტერესიანი თვალებით შევიდა ბარში, ირგვლივ მიმოიხედა, კატოს ეძებდა, მერე ახლო მაგიდასთან დაიგულა და იცი დააფიქსირა რომ კატოს და მისი ადგილები ერთმანეთის წინ იყო, ასე შანსი ქონდა, გოგოსთან მზერით მაინც ეფლირტავა. კატოს არავინ და არაფერი შეუნიშნავს , უბრალოდ მეგობრებთან ერთად ერთობოდა, დაღლილი სახე ჰქონდა, რასავ ყველა ამჩნევდა. ირაკლი დაჟინებული მზერით უყურებდა გოგოს და ცდილობდა მისი მზერაც გამოეჭირა, მაგრამ კატოს არცერთხელ გაუხედავს სხვა მაგიდებისკენ,ლევანი კი ირაკლის საქციელზე იღიმოდა, იცოდა, ბაბნიკი ძმაკაცის ამბავი, და აინტერესებდა როდის მობეზრდებოდა ეს ცანცარი, თუმცა მიაჩნდა რომ რამდენიმე დღეში კატოს აუცილებლად იხილავდა ირაკლის გვერდით. მისი სამეგობროს არცერთ ბიჭს ჯერ შემთხვევა არ ჰქონიათ გოგო მოსწონებოდეთ და მიზნისთვის არ მიეღწიათ, ლევანი კი დარწმუნებული იყო რომ ირაკლი ამ შემთხვევაშიც დადებდა სასურველ შედეგს.
ისევ მოსაწევად გავიდნენ, ამჯერად ირაკლი და ლევანი
- შეხედავ და თითქოს აქვს რაღაც განსხვავებული , მაგრამ საქმე საქმეზე მიდგება , და ისიც სხვებივით გაისულელებს თავს ან გასულელდება _ ღიმილით თქვა ლევანმა
- რაზე ამბობ, უცბად იკითხხა ირაკლიმ, ვერ მიხვდა რაზე საუბრობდა ლევანი
- ჩემს მეზობელზე, უკვე ერთი კვირაა ყოველ დილით ვხედავ, კარგი იმიჯი აქვს მორგებული, უფრო სწორად სწორი იმიჯი აქვს, ყურადღებას მარტივად იქცევს
- შეიძლება ითქვას რომ სულელ გოგონებზე ოდნავ ჭკვიანია, არაა ? გაეცინა ირაკლის
- დაახლოებით
- ისე მართლა რომ დაფიქრდე და ოჯახის შექმნა რომ მოგინდეს, მგონია რომ ვერასდროს ვიპოვი ნორმალურ გოგოს.
- კი არ გგონია ასეა, გადაწყვეტით თქვა ლევანმა, სიგარეტის ნამწვავი ჩააქრო, და ისევ ბარისკენ გაემართა. თამარი და მისი მეგობრები წამოშლილიყვნენ და უკვე ქურთუკებს იცვამდნენ,
- არ გაგიმართლა , უკვე იშლებიან, გაეცინა ლევანს
- წესიერი გოგო , დროზე მიდის სახლში, საათს დახედა ირაკლიმ და გაიცინა
- ან კლუბში, გაიცინა ლევანმა
- ნუ მიფუჭებ მუღამს , მაცადე, სიცილით აყვა ირაკლი
- უკვე ხომ არ შეგიყვარდა.
ორივეს სიცილი აუტყდათ .
ყველანი კატოსთან ავიდნენ, შუა ღამემდე ბორდ გეიმებს თამაშობდნენ. და სწორედ მაშნ დაისალნენ, ლევანი და ირაკლი რომ ლევანთან დაბრუნდნენ სახლში, კატომ ლიფტამდე მიაცილა მეგობრები, დღეს პირველად შეეჩეხა ლევანს და ირაკლის, ყველას დაემშვიდობა და ჩააცილა, ანკა კი მასთან რჩებოდა, ლევანმა კარის გაღება გააჭიანურა, რომ კარგად დაკვირვებოდა გოგოს, ირაკლი კი ნაგლად უყურებდა გოგოს და ცდილობდა მზერით ნამუსზე აეგდო, არც კატოს და არც ანკას ყურადღება არ მიუქცევიათ, მშვიდად შევიდნენ სახლში და კარი მიიხურეს.

- ისე დალევა ხომ არ გავაგრძელოთ გოგოებსაც ვეტყოდით, ხუმრობა დაიწყო ირაკლიმ
- აბა შენ იცი , ირონიულად უპასუხა ლევანმა
- აუ მართლა შევთავაზოთ ?
- აი ახლა ვითომ ამ დასტოინი გოგოების ნერვები ნაღდად არ მაქვს რა, არ შემიძლია ვითომ რომ რაღაც იმიჯს ირგებენ , ერტ ორჯერ გეტყვის უარს და მერე თვითონ შემოგახტება კისერზე
- კაი რა რა გაბოროტებულივით ლაპარაკობ
- გაბოროტებულივით არა, დავიღალე ამ ქარაფშუტა გოგოებით რა.
- ოო მოგცლია რა რა დაიღალე, სექსი გართობა, დალევა, მთელი სიამოვნებაა,
- მაგისთვის ბევრად მაგარი აღნაგობის გოგო მყავს და შენც იცი,
- ოო ნუ ხარ უჟმური თუ ძმა ხარ და მიდი დაასხი გამიშრა ყელი.

ორივე დაღლილი მიესვენა აივნის სავარძლებზე, ეზოში შავი ტოიტა ლენდკრუიზერი გაჩერდა, სადარბაზოდან კი კვლავ კატო გავიდა, მძღოლი მანქანას აპარკინგებდა და სახე არ ჩანდა.
- ესეც შენი დასტოინი გოგო, ირონიულად გადახედა ძმაკაცს ლევანმა და რატომღაც მანქანიდან გადმოსულ ახალგაზრდა ბიჭს ელოდნენ როცა ხნიერი კაცი გადმოვიდა. საბარგული გააღეს და პარკები ამოიტანეს, დაახლოებით ოც წუთში კი ანკა კატო და მამამისი ყავებით აივანზე გავიდნენ და საუბრობდნენ, . ორივეს აივნები იმდენად ახლო ახლოს იყო რომ ერთმანეთის საუბარი კარგად ესმოდათ.

-რას შვები მა კარგად მოეწყვე? რაღაც ეს სკამები არ მომწონს გავიდეთ ხვალ და ავარჩიოთ
- კი მა, ბავშები იყვნენ დღეს ჩემთან, დავლიეთ და ვთამაშობდით ძაან მოეწონათ ბინა.
- ხო გინდოდა დიდი ბინა თბილისში, ახლა დაპატიჟე შენი მეგობრები და გაერთეთ ხოლმე.
- მე ოფიციალურად გადმოვსახლდი კატოსთან - სიცილით თქვა ანკამ.


- მამა ყოფილა, რომ ღადაობდი, თითქმის ჩურჩულით გადაულაპარაკა ლევანს ირაკლიმ
-ოჰ დამშვიდდა ბიჭი გაეცინა ლევანს და ორივე სახლში შევიდნენ.


მეგობრებო, ჩემი პირველი ისტორიაა . აბა როგორ მოგწონთ ? ღირს გაგრძელება ?



№1  offline წევრი LI_BE

თაკო, საკმაოდ საინტერესოდ იკითხება, ამიტომ, რათქმაუნდა, უნდა გააგრძელო.

ჯერჯერობით არ ვიცი, რომელია ჭირვეული, ლევანი თუ კატო, მაგრამ უკვე მომწონს ორივე. ალბათ უფრო ლევანია და მას დასჭირდება მორჯულება smiley

პ.ს. წარმატებებიიი blush blush

 


№2  offline წევრი Tako_elizbarashvili

LI_BE
თაკო, საკმაოდ საინტერესოდ იკითხება, ამიტომ, რათქმაუნდა, უნდა გააგრძელო.

ჯერჯერობით არ ვიცი, რომელია ჭირვეული, ლევანი თუ კატო, მაგრამ უკვე მომწონს ორივე. ალბათ უფრო ლევანია და მას დასჭირდება მორჯულება smiley

პ.ს. წარმატებებიიი blush blush

ძალიან დიდი მადლობა, დიდი სტიმული მომეცი <3

 


№3  offline წევრი tamuna.s

დასაწყისი კარგია და გააგრძელე, ოღონდ როგორც მივხვდი ზრდასრული ჩამოყალიბებული და შემდგარი პიროვნებები არიან, როგორც ბიჭები ისე გოგოები და მათი საქციელიც თუ შესაბამისი იქნება გამიხარდება.

 


№4 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Martlac kargi dasawyisia, saintereso chans. Gaagrdzele, warmatebebi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent