შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესპანელი მაფიოზები ●14●


6-03-2020, 23:05
ავტორი წერო:)
ნანახია 1 235

კარის წინ იდგა და ხელი დასაკაკუნებლად ჰაერში აღმართული გაშეშებოდა.ჯერ კიდევ ცრემლები სდიოდა და ცდილობდა შეეჩერებინა.არც ის იცოდა რა ეთქვა.ღრმად ჩაისუნთქა ,ცრემლები მოიწმინდა და კარზე გაუბედავად დააკაკუნა.
რამდენიმე წამში კარი სანდრომ გააღო.
ყავისფერი თმა მოზრდოდა და ერთი კვირის დაუვარცხნელს გავდა.სახეზე ნერვიულობა დასტყობოდა.გამხდარიყო და თვალები ჩასცვენოდა.
სანდროს ლამის ენა ჩავარდნოდა.დას მასსავით ცისფერ თვალებს არ აცილებდა და ახამხამებდა.
ლიზა ქვემოდან შეჰყურებდა და ისევ ცრემლები აწვებოდა.
_ძალიან დამაგვიანდა?_სიმწრით გაიღიმა ლიზამ
_ძალიან!_უპასუხა სანდრომ და ლიზა გულში ჩაიკრა.
მკლავებს მაგრად უჭერდა თითქოს მისი გაქრობის ეშინოდა ლიზას თავი მის მკერდზე მიედო და მონატრებულ სურნელს ხარბად ისუნთქავდა.ახლა უფრო მეტად იგრძნო რა საშინლად ენატრებოდა სანდრო და ღაწვებს ჯიუტი ცრემლები უსველებდა.
_ვინ მოვიდა სანდრო?_მამიდამ დაიძახა დაქანცული ხმით.
_ვერც კი წარმოიდგენ ვინ_გაბედნიერებულმა სანდრომ გასძახა პასუხად ლიზას ცრემლები შეუმშრალა და ხელჩაკიდებული წაიყვანა მისაღებისკენ.
ძმიშვილის დანახვისას ქალმა შეჰკივლა და ხელებგაშლილი პატარა ბავშით გაიქცა მისკენ ჩასახუტებლად ლიზაც თავისმხრივ მაგრად ჩაეხუტა.
რამდენიმე წამის მერე მოშორდა ნანა ძმიშვილს
მისი შემოწმება დაიწყო
_როგორ შეგვაშინე ლიზა!ხომ კარგად ხარ?_ხელებს ხან სახეზე უსმევდა,ხანაც მისუსტებულ მკლავებზე._რამე ხომ არ გჭირს?რა მოხდა ლიზა?_მიაყარა ერთიანად და ვერ ჩერდებოდა
_კარგად ვარ მამიდა_ნაძალადევად გაიღიმა ლიზამ_უბრალოდ ძალიან დაღლილი ვარ.შეიძლება დავიძინო?ხვალ მოგიყვებით რა_მუდარის მზერით ჯერ მამიდას შეხედა მერე თვალები სანდროს მიანათა.ბიჭს არაფერი უთქვამს ნანა კი წამით გაჩუმდა და მერე თავი ნელა დაუქნია.
_კი...კი მამიდა.საჭმელიც არ გინდა?_ნახევრად სამზარეულოსკენ იყო შებრუნებული ლიზამ რომ გააჩერა
_არა არ მშია.უბრალოდ დავიძინებ რა ძალიან გთხოვ.
_ჭამე რა ჩემი ხათრით ხომ ხედავ როგორი დასუსტებული ხარ!ჩხირს დაემსგავსე,სული ძლივს გიდგას!მაინც რა დაგემართა?!_დაიწყო ნანამ ისევ
_მამიდა ხვალ მოგიყვებითქო ხომ გთხოვე?მართლა ძალიან დაღლილი ვარ და არამარტო ფიზიკურად.არც მშია უბრალოდ ძილი მჭირდება!_მამიდამ ნელნელა თავი მოთოკა.მხოლოდ ის აჩერბდა რომ ხედავდა გოგონა კარგად იყო და არაფერი ჭირდა.
ლიზა კიდევ ერთხელ ჩაეხუტა და თავისი საძინებლისკენ წავიდა.აქამდე ჩუმად მდგომი სანდროც მას აედევნა.ლიზამ კარი შეაღო,უღიმღამო ოთახს თვალი მოავლო და ჰაერი შეისუნთქა
_ღმერთო როგორ მომნატრებია!_საწოლზე დაწვა და კართან მდგომ სანდროს გახედა.
_სანდრიკო არ გინდა ჩემთან ერთად დაიძინო?მომენატრე შე მამაძაღ*ო_მხიარულად კი ლაპარაკობდა ლიზა მაგრამ მისი სიტყვები გამჭირვალე მინასავით არ ფარავდა ნამდვილ გუნება-განწყობილებას.სანდრო უსიტყვოდ მიუწვა ლიზას გვერდით და მკლავები მოხვია
_დღეს არაფერს გეკითხები.ხვალ კი იცოდე ბოლომდე გაგწურავ!ამ ეტაპზე ისიც საკმარისია რომ ცოცხალი ხარ!_ლიზა ხმას არ იღებდა_ვერც კი წარმოიდგენ რა დღე გამოვიარე ლიზა...იცი გაურკვევლობა რა საშინელებაა?სიკვდილი ამასთან რა მოსატანია.იმასაც კი ვფიქრობდი რომ მცოდნოდა მკვდარი იყავი ასე აღარ ვინერვიულებდითქო.ახლა კი ვერ ვიჯერებ რომ აქ ხარ,აქ ხარ და შენით დავრუნდი._შუბლზე აკოცა სანდრომ. ლიზას კი აქამდე ძალით შეკავებულმა ცრემლებმა ძლია და თავი ძმის მკერდში ჩარგო.სანდეო თავზე მოეფერა.
_რა გატირებს ლიზაზუ?_ლიზამ თავი გააქნია
_უბრალოდ სენტიმენტები მომაწვა_გაიღიმა ლიზამ_ბოდიშს გიხდი რომ ასე განერვიულე სანდრო და მართლა ძალიან დიდი მადლობა რომ ახლა მოყოლას არ მაძალებ.ვიცი დიდი ნებისყოფა გჭირდება ამისთვის_ძმამაც გაუღიმა და მკლავები უფრო ძლიერად მოხვია
_მიდი ახლა,დაიძინე.
***
მატიასი ჩვეულებრივზე უფრო უჟმურ ხასიათზე იყო და ირგვლივ ყველას ცოფავდა.თვით ენდრიუც კი ჭკუიდან გადაიყვანა რომელიც მას ძალიან კარგად იცნობდა და მის ყველანაირ ხასიათს წლების მანძილზე შეჩვეოდა.კლუბში რომ წავიდა ყველამ შვებით ამოისუნთქა.ენდრიუ არ გაუყოლებია.
თავისდაუნებურად თავი იმ კლუბში ამოყო სადაც ლიზა შეხვდა.თავი გააქნია მოგონებების გასაფანტად და ბარისკენ წავიდა.სასმელების მწირი მენიუ მატიასის კოლექციას ვერ შეედრებოდა მაგრამ მისი აზრით კლუბში სმას სხვა ხიბლი ჰქონდა და უკეთესადაც მოქმედებდა.
სანამ ორმაგ ვისკს დაუსხამდნენ ტელეფონი ამოიღო და დაცვასთან გადარეკა.
_გისმენთ ბატონო მატიას_ომახიანად უპასუხა დაცვამ.მატიასმა თვალები გადაატრიალა.
_როგორაა?
_სახლშია სერ.სიმშვიდეა.
_კარგია.იცოდეთ თვალი არ მოაშოროთ.სახლიდან თუ გამოვა ისე გაყევით თვალში არ გაეჩხიროთ.
_დიახ სერ._მატიასმა გაუთიშა და სასმელი დალია.იქაურობას თვალი მოავლო.მართლაც რომ ენერგიული გარემო იყო.განათების ფერადი ლაქები წინ და უკან დახტოდნენ ბნელი კუთხეები წყვილებს დაეკავებინათ.მოცეკვავეებს ცენტრი დაეკავებინათ და ხმამაღალ მუსიკას ტანს აყოლებდნენ.ბართან დროდადრო მოდიოდა ხალხი და სასმელის დალევის შემდეგ ისევ საცეკვაოდ გარბოდა.მატიასი უზადოდ სექ*უალურად გამოწყობილ გოგონებს ათვალიერებდა და ისე ადარებდა მათ ლიზას რომ ამას ვერ აკონტროლებდა.
კბილები გააღრჭიალა ლიზას გარეშე ყოფნას უკვე ისწ გაეგიჟებინა რომ ლამის ახლავე წასულიყო მის დასაბრუნებლად და როგორც დიდი ეგოისტს ისებ ოთახში გამოეკეტა.ფეხზე წამოდგა და ყურადღების გადასატანად საცეკვაოდ ქერა გოგოსკენ გაემართა.
გოგოს კითხვისნიშნიანი მზერითა და მომხიბვლელი ღიმილით შეხედა მანაც თავი დაუკრა და ცეკვა დაიწყეს.
***
დილით რომ გავიღვიძე სანდრო აღარ დამხვდა .უფროსწორად მეგონა დილა იყო მაგრამ საათს რომ დავხედე აღმოვაჩინე რომ უკვ გვიანი შუადღე დამდგარიყო.აბურდული თმები დაუდევრად ავიწიე.
სარკწში ჩავიხედე და თავი მატიასის კოცნამ გამახსენა.რამდენი ხანი ვემალებოდი ამ ფიქრებს და მაინც გამოჩნდენ.არ ვიცი ეს რას ნიშნავდა და ვერც იმას გეტყვით მატიასმა ეს რატომ გააკეთა მაგრამ სიმართლეს ვერ გავურბოდი და ძალისძალად საკუთარ თავთან ვაღიარებდი რომ მაშინ ეს მომწონდა.მომწონდა მისი კოცნა.
მაგრამ ეს დავიწყებას უნდა მიცემოდა.
მაკოცა და მორჩა. ჩვენი გზები მეტჯერ აღარასდროს გადაიკვეთებოდა.
მატიასის მოცემული სპორტულები გავიხადე და ჩემს ხალათში გავეხვიე თმა უდიდესი ტკივილისა და ნებისყოფის ფასად დავივარცხნე და აბაზანიასკენ გავემართე.
დერეფანი მამიდა შემხვდა და დავუბარე რომ დასაბანად შევდიოდი.
ცხელი წყლის ჭავლს შევეყუდე.ო რამხელა ბედნიერებაა დაბანა!ტანი გავიქაფე,მერე მოვიშორე,მერე ისევ გავიქაფე ისევ მოვიშორე და ასე რამდენჯერ გავიმეორე ვერ გეტყვით.თან ნაკერებს ვერიდებოდი.გადავწყვიტე ძმისთვის და მამიდასთვის სიმართლე მომეთხრო.მე არაფერი მქონდა დასამალი კოცნის გარდა და მატიასს ვერც იპოვიდნენ.ბანაობით ვტკბებოდი და თავში წინადადებებს ვალაგებდი.
ალბათ საათნახევრის მერე გამოსვლა ვინებე ისიც სანდროს ათწუთიანი ხვეწნის მერე ტუალეტი მინდაო.
კარადასთან რომ დავდექი საკუთარ ტანსაცმელსაც კი მონატრებული მზერით შევცქეროდი.
უბრალო მაისურსა და ნაჭრის გრილ შარვალში გამოვეწყვე.
სველი თმა უკან გადავიყარე და ამჯერად სამზარეულოსკენ გავემართე სადაც მამიდაჩემს უკვე მოესწრო მაგიდაზე სალათის,წვნიანისა და შემწვარი კარტოფილის დალაგება და პურს ჭრიდა.
_გაღმერთებ ნანიკო!_სკამზე დავეხეთქე და შემწვარი კარტოფილის გადმოსაღებად გავწიე ხელი მამიდამ რომ გამაჩერა
_მაგას არ გაეკარო იცოდე!_თითი დამიქნია მამიდამ_ჯერ წვნიანი!ეგ მერე ჭამე თუ გინდა!_საცოდავი სახით ავხედე.
_გთხოვ რა_მამიდამ თავი რომ გააქნია ლამის გული ჩამწყდა.უღიმღამოდ გადმოვიღე ცოტა წვნიანი
_დაიმატე ლიზა ,ეგ რა არის ჩიტი ხარ?
_მერე კარტოფილისთვის ადგილი აღარ დამრჩება_თავი ვიმართლე.სამზარეულოში სანდრო შემოვიდა.
_ოჰო მამიდას უყურე შენ.როდის მოასწარი ამის გაკეთება?
_შენ რომ ხვრინავდი მაშინ_მიუგო ნანამ.სანდრომ ჩაიცინა.
_კიდევ კარგი რომ დაბრუნდი ლიზა თორემ სანამ მოხვიდოდი მაშიმშილებდა!სული გამაძრო!_გამეცინა.ჭამა ჩუმად დავასრულეთ.მუცელი კარგად რომ ამოვიყორე ნასიამოვნებმა ღრმად ამოვიხვნეშე და სკამის საზურგეს მივეყრდენი.ღმერთმა უწყის ასე ბოლოს როდის ვჭამე
_გემრიელი იყო_ვთქვი მე და ჩუმად მსხდომი მამიდა და სანდრო შევათვალიერე მზერა ჩემსკენ რომმ მოემართათ.კიდევ ერთხელ ამოვიხვნეშე
_მგონი ეს ის დროა მოყოლა რომ უნდა დავიწყო არა?_თავი დამიქნიეს.ორი წამით გავჩუმდი
_კარგი მაშინ.აი ჩემი თავგადასავალი_ვთქვი და მოყოლა დავიწყე.
***
მატიასმა თვალები გაახილა და პირველი რაც შეამჩნია მის გვერდით მწოლიარე ქერა ქალი იყო.აბურდული თმები ბალიშზე ეყარა და გადასაგგარებელი შიშველ,ლამაზ სხეულს ნახევრად უფარავდა.
კაცმა თვალები მოისრისა და წუხანდელი ღამე თავში ნელა ამოუტუვტივდა.როგორ წავიდა კლუბში,დალია და წამოსვლისას ქალიც გამოიყოლა.თავი დაღლილობისსგან და ნაბახუსევისგან ტკიოდა.
წამოდგა და აბაზანისკენ გაემართა იქედან გამობრუნებულს ქალი გაღვიძებული დახვდა.სახელიც არ ახსოვდა რომ დაეძახა.ლუსი?თუ ჯესი?
_შეიძლება აბაზანით მეც ვისარგებლო?_პასუხის მოსმესნამდე ქალმა მატიასის დაცვარული სხეულის შეთვალიერებაც მოასწრო.
_შედი_უგულისყუროდ უპასუხა მატიასმა და ტანსაცმლის შერჩვევას გულმოდგინედ შეუდგა არადა იცოდა არჩევანს მაინც სტანდარტულად პერანგსა და შავ შარვალზე შეაჩერებდა.
_დაბანის მერე წავალ._უთხრა ქალმა_ისე...საოცარი იყავი დიდი ხანია ასეთი მაგარი არ მქონია_მატიასმა ცლაყბად გაიღიმა
_გმადლობ_ქალი მიუახლოვდა მატიასს მთელი სხეულით აეკრო და ტუჩებზე ვნებიანად აკოცა.არც მატიასს დაუტოვებია უპასუხოდ მაგრამ თვალწინ მაშინვე ლიზას კოცნა წარმოუდგა და გულში უსიამოვნოდ გაჰკრა.ქალი მოშორდა.
_ნომრები ხომ არ გაგვეცვალა?კიდევ ერთ შანსზე უარს არ ვიტყოდი_მაცდურად გაუღიმა ქერამ
_არა.შეგიძლია წახვიდე._უყოყმანოდ უპასუხა მატიასმა.ქალს სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა.
_რა?
_არამეთქი._ქალმა წარბი ასწია და ცხვირაბზუებული წავიდა აბანოსკენ.მატიადმა გაიგონა როგორ ჩაუბურტყუნა ქალმა ყეყეჩიო მაგრამ ყურადღება არ მიაქცია.ჩაიცვა და თავისი კაბინეტისენ წავიდა.
***
_...მერე მადრიდში დავბრუნდით და სახლთან ახლოს დამტოვა.ზე ენდ._ნახევარი საათის შემდეგ მოყოლა ძლივს დავასრულე როცა მამიდაჩემს კითხვების დასმისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდებდი და ჩემი ძმის გაურკვებელი გამომეტყველების გაძლებისას რომელიც ძალიან მთრგუნავდა.კოცნის ამბავს გადავახტი.
ალბათ ერთ წუთს ჩუმად იყვნენ და უბრალოდ მზერით ლამის რენტგენში მატარებდნენ.ფიქრობდნენ იმაზე რაც ვთქვი და ჩემს ნათქვამში ალბათ სიცრიუესაც ეძებდნენ.
_შენზე იმ მატიასს თუ ვინცაა მართლა არ უძალადია თუ მალავ?
_არა მამიდა მართლა არ უძალადია რატომ უნდა დავმალო? დიეგომ დამაშავა ყველაზე მეტად და ნაკერები მადევს ხომ გითხარი.მატიასმა მიმკურნალა და გამომიშვა._მამიდა ისევ გაჩუმდა და სადე ხელებში დამალა.ალბათ ტიროდა.რამდენიმეწუთიანი მატანჯველი სიჩუმის შემდეგ რომელსაც მამიდის ქსუტუნი არღვევდა სანდრო ალაპარაკდა
_სინდისს გეფიცები თუ რომელიმე ვაცოცხლო_ასეთი ხმა სანდროსგან ბოლოს ორი წლის წინ გავიგონე როცა მამას ეჩხუბებოდა თამაშისა და ლოთობის გამო.მას მერე აღარც აღარანაირი სურვილი დამრჩენია კიდევ გაგების.მის მერე აქამდე აღარც გამიგია და ახლა ერთიანად ჟრუანტელმა დამიარა.
_არ გინდა სანდ..._მრისხანე მზერით გამაჩუმა
_ჯოჯოხეთი აამოთხედ მოეჩვენებათ იმასთან შედარებით ეავ დაემართებათ!_სანდრომ მუქი მაგიდაზე დაარტყა.



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Me dzaan momwons, gaagrdzele ar shewyvito ra
:-) jobia dagagviandes vidre sul shewyvito, veli acal tavs, warmatebebi:-*

 


№2  offline წევრი Imagination88

Au rogor gamaxare ro dade shen ar ici:))) udzalianesad momewona vgijdebi shenze ❣️❣️veli axal tavs warmatebebi ❣️❣️

 


№3  offline წევრი წერო:)

სტუმარი Mariamimari
Me dzaan momwons, gaagrdzele ar shewyvito ra
:-) jobia dagagviandes vidre sul shewyvito, veli acal tavs, warmatebebi:-*

ძალიან დიდი მადლობა მარიაამ♡♡♡

A.N.A
Au rogor gamaxare ro dade shen ar ici:))) udzalianesad momewona vgijdebi shenze ❣️❣️veli axal tavs warmatebebi ❣️❣️

სულ მაღიმებ ხოლმეე♡♡♡♡

 


აი რომ ვნახე ეს ისტორია მე-ვთქვი, მელანდება-თქო, მერე წავიკითხე და მივხვდი რომ გასალანძღი ხარ, ალბათ იკითხავ რატომ, წინა თავზე უაზროდ მატირე, მეგონა დამთავრდა, ახლა კიდევ იცოდე გიპოვი და მოგკლავ თუ ახალ თავს მალე არ დავდებ.
პ.ს. მე შენც და შენი ისტორიაც მიყვარხართ, ამიტომ ჩემი მუქარა, მუქარა რჩება რადგან შენ რომ მოვკლა ვინ გამიგრძელდეს ისტორიას? I♡y

 


№5  offline წევრი წერო:)

სიყვარული გულს გვტკენს
აი რომ ვნახე ეს ისტორია მე-ვთქვი, მელანდება-თქო, მერე წავიკითხე და მივხვდი რომ გასალანძღი ხარ, ალბათ იკითხავ რატომ, წინა თავზე უაზროდ მატირე, მეგონა დამთავრდა, ახლა კიდევ იცოდე გიპოვი და მოგკლავ თუ ახალ თავს მალე არ დავდებ.
პ.ს. მე შენც და შენი ისტორიაც მიყვარხართ, ამიტომ ჩემი მუქარა, მუქარა რჩება რადგან შენ რომ მოვკლა ვინ გამიგრძელდეს ისტორიას? I♡y


ვაიმე იტირე??! hushed ბოდიშიიი♡♡ რა გატირებდა კაცო დდ
სხვათაშორის წინაზე არ მითქვამს უეჭველი ვამთავრებთქო .მოკვლის მუქარაზე მე რეაქცია აღარ მაქვს ყველა მაგით მემუქრება დდდ მეც მიყვარხართ ყველანი ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent