Hold Me Close (თავი პირველი)
... -გოგო რასაკეთებ ამდენ ხანს?! ჩამოდი თორემ ვერ ვეტყვი შენს ბოსს რომ გააჩეროს თვითმფრინავი! -მაცადე, ჩამოვდივარ!-მოკლედ სანამ უშუალოდ ჩემს ისტორიაზე გადავალ, ჯერ მოგიყვებით რას წარმივადგენ))) მე ლეტიდა მქვია, 19 წლის ვარ... ახლა ვინც მელაპარაკებიდა მამაჩემია... კოლეჯში მინდოდა წასვლა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც დედაშენს და მამაშენს უნდათ, ისე უნდა მოიქცე... 19 წლის გოგო რომ მშობლის კეთილდღეობაზე ფიქრიბს ეს ნორმალურია, მაგრამ მთელი 19 წლის მანძილზე ცდილობდე თავი მოაწონო დედაშენს, რომელიც ყოველთვის უკმაყოფილოა შენით, აი შენ ძმაზე კი მზე და მთვარე ამოსდის, უბრალოდ ძალიან ძნელია... ახლა როგორც მათ გადაწყვიტეს დედაჩემის მამიდაშვილის ნაცნობს აქვს დიდი კომპანია და ჭირდება ასისტენტი. ეს კომპანია კი ჩემთვის, როგორც დედაჩემი ამბობს ძალიან დიდი შანსია, რადგან ვუზრუნველყო ჩემი "ბედნიერი" მომავალი... მაგრამ მგონია რომ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ეს ბიჭი მდიდარია და დედაჩემი... უბრალოდ აღარ გავაგრძელებ, ალბათ მიხვდით... ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი გაზრდა შეუძლებელია... ჩავალაგე ჩანთა და ჩავიცვი ყვითელი გაშვებული კაბა ქამრით და ჯინსის კურტკა შემოვიცვი... ქვევით ჩავედი და დავენახე ჩემებს: -ლამაზი ხარ))-მეუბნება ნეითი(ჩემი ძმა) -მართლა მშვენივრად გამოიყურები))-ახლა უკვე მამაჩემის მიმატებს კომპლიმენტებს. აი დედა კიდევ თვალებს ატრიალებს... ჩავედი... -იცით ბიჭებო, მიდით ლეტიდას ჩანთები გაიტანეთ! ჩვენც დაგეწევით წვენს დავლევთ, რაღაც პირი მიშრება-ხელი მომკიდა და სამზარეულოსკენ გამიყვანა... -მოიცადე, მეც მინდა სასმელი!-ჩაერთო მამაჩემი. -დენი!-თვალები გადაუტრიალა მამაჩემს და მამაჩემიც გავიდა... -ახლა რაღა მოხდა? -ლეტიდა, ხომ გითხარი ის კაბა ჩაგეცვა მე რომ დაგიდე? -კარგი რა დედა, არ მომწონს ის კაბა. ამაში კიდევ უფრო მოხერხებულად ვარ! -ლეტიდა!!-და წარბი ამიწია-ახლავე ადი და გამოიცვალე! -მეგონა გვაგვიანდებოდა... -ახლავე! -რა ხდება აქ?-შემოდის მამაჩემი...-კარგი ლილი(დედაჩემი) გეყოფა. ბავშვს როგორც უნდა ისე ჩაიცვას! -მაგრამ ის უფრო უხდება! -ღმერთო, წავიდეთ გთხოვთ! -კარგი, წამოდი))-სიცილი დაიწყო მამაჩემმა და გარეთ გამიყვანა... ჩავჯექით მანქანაში... დედაჩემმა რათქმაუნდა უკვე მოახერხა ჩემთვის ნერვების მოშლა... ჩემს თმაზე მითხრა კომპლიმენტი. აი იცით როგორი კომპლიმენტი? რომ გაგრძნობინებს რომ არ ხარ ლამაზი, მაგრამ შევეჩვიე უკვე... მამაჩემმა დაძრა მანქანა, მაგრამ ამ დროს მანქანის წინ ლიმუზინი გაჩერდა... -ჰეი, შენ, რას აკეთებ?! ვერ ხედავ რომ გავდივარ??-მამაჩემმა უყვირა და გადავიდა მანქანიდან... -მაპატიეთ სერ, მე ლეტიდა რიჩარდს მოვაკითხე... -ვინ ბრძანდებით? -მისტერ ევანსმა გამომგზავნა! -კრისმა?? -დიახ... ახლა კი თუ არ შეწუხდებით ბარგს გადმოვალაგებ და ჩვენ გზას დავადგებით... მე და მისის რიჩარდსონი... -და ჩვენ? -თქვენ შეგიძლიათ დაემშვიდობოთ! -კარგი, რადგან კრისმა გადაწყვიტა ასე...-ახლოს იყვნენ ჩემები მასთან, მე კი არც ვიცნობდი ვინ იყო...-ლეტიდა, საყვარელო, თავს გაუფრთხილდი... -კარგი მაა... დედა?-შევხედე დედაჩემს და ჩახუტებას ვაპირებდი, მაგრამ ის არც კი განძრეულა... -ის კაბა უფრო გიხდებოდა! -კარგი!-ჩავეხუტე ნეითს და სწრაფადვე ჩავჯექი ლიმუზინში, ისე, რომ არ დაენახათ ჩემი ცრემლები... ცხოვრებას მიმწარებს ეს ქალი... მაგრამ მაინც დედაჩემია, თანაც კარგია, ახლა აქედან შორს წავალ... ძალიან შორს... ინგლისიდან მაიამიმდე იმხელა მანძილია, რომ არ ვისმენ ყიველდღე დედაჩემის პრეტენზიებიებს ეს კაია... ნეტავ ვინაა კრის ევანსი?? რატომ გამოგზავნა მანქანა? ან რატომ დათანხმდა ჩემ წაყვანაზე? ამაზე ფიქრით ვიმგზავრე აეროპირტამდე.. .... -მოიცაცე, აეროპორტში არ მივდივართ?-ვეკითხები მძღოლს. -რა თქმა უნდა. ჯერ აეროპორტის სასტუმროში მივდივართ. 3 საათი აქ მოგვიწევს ლოდინი, გადადეს რეისი...(ხო, დამავიწყდა. მე ვცხოვრობ ინგლისში და ლონდონიდან გადავდიოდი მაიამიში) -ააა კაი... -რაიმე გინდათ თქვენი ჩანთებიდან თუ პირდაპირ გავგზავნო? -არა, არ მინდა არაფერი. მხოლოდ ზურგჩანთა დამიტოვეთ)) -დარწმუნებული ხართ?? 10 საათი მოგიწევთ მგზავრობა და დაიღლებით კაბაში... -არა, არ მინდა, მადლობა)) -კარგი, თქვენი არჩევანია... -კარგი))-მძღოლმა მიმაცილა სასტუმრომდე, იქიდან კი სასტუმროს თანამშრომელი დამეხმარა ოთახის პოვნაში... 405 ნომერი იყო და საკმაოდ კარგი სასტუმრო... გასაღები დამიტოვა და წავიდა... მდიდრული ოთახი იყო და ჩემი ნება რომ იყოს, 3 საათი კი არა, სულ აქ ვიცხოვრებდი)) მალევე ვიღაც ბიჭი მოვიდა... -აი მეც მოვედი)) დაველოდოთ კრისს და შემდეგ უკვე გავემგზავრებით)) -ამმ კარგით... -აა ბოდიშით რომ არ გაგეცანით. მე ბერნარდი ვარ, კრისის უმცროსი ძმა... თქვენ ალბათ ლეტიდა ხართ?-გამიღიმა და ხელი გამომიწოდა -კი, მე ლეტიდა ვარ)))-აღარაფერი არ უთქვამს გამიღიმა... მაგრამ მგონი მძღოლი მართალი, იყო ერთი საათი გავიდა და კაბა უკვე მაწუხებს... თან კაბის საყელოც ნერვებს მიშლის)) -შეგაწუხათ არა)))-შეამჩნია ბერნარდმა)) -კიი ძაან...-თავი მოვისაწ....)) -კარგით, თუ არ ვცდები კრისის ნივთები აქ არის. არამგონია წინააღმდეგი იყოს რომ მისი ზედა და შორტი ითხოვოთ)))-შევიდა საძინებელში და კარადა გამოაღო... კარადა ცარიელი იყო მარტო ჰუდი და შორტი იდო... -მგონი კარგად გექნება)) -არა, არ მინდა. მართლა, მისტერ ევანსი არ გაბრაზდეს... -კრისი? არა რასისულელეა კრისი არ გაბრაზდება. პირიქით, არამგონია უნდოდეს, რომ მოუხერხებლად იყო)) -დარწმუნებული ხარ? იქნებ რომ მოვა ვკითხოთ? -არა, რა სისულელეა. ჩაიცვი, მართლა, კრისი გვიან მოვა და როდესაც მოვა კიდევ გასასვლელები ვიქნებით უკვე)) -კარგით მაშინ))-არ ვიცი, ბერნარდი დამეხმარა და რატომ არ უნდა ჩამეცვა, თუ მან ნება მომცა??))) ჩავიცვი კრემისფერი ჰუდი რომელიც საკმაოდ დიდი მქონდა... და შორტები, რომელიც მუხლებს ცდებოდა))) ფეხზე კი კეტები დავიტოვე... ამ დროს ვიღაცა შემოვიდა ოთახში და კარადა გამოაღო... დაიწყო რაღაცის ძებნა, მაგრამ რომ ვერ იპოვა უკან გავიდა, მაგრამ შემდეგ ისევ შემოვიდა და შემომხედა... -რა გქვია??-მომაშტერდა... -ლეტიდა... იცით მე..-არ გამაგრძელებინა... -ლეტიდა ჩემი ზედა გაცვია!-და ისევ მაშტერდება... -ვიცი უბრალოდ... -რატომ გაცვია ამიხსნი?? -ბერნარდმა მომცა უფლება... -ჯერ იქედან დავიწყოთ, რომ შენი ბერნარდი არავინაა და მეორეც, ეს ტანსაცმელი ბერნარდის არაა ხო მგონი? -კარგი,მაპატიე, ახლავე გავიხდი... -გეცვას!-და ოთახიდან გავიდა... რა ამაზრზენი ადამიანია. ხომ შეუძლია ნორმალურად მითხრას... არ მინდოდა მის ჰუდში ყოფნა, ამიტომ ისევ ჩემი კაბა ჩავიცვი... გავედი და ბერნარდმა რომ დამინახა გაიკვირვა: -რატომ არ ჩაიცვი?? -... -კრიისს!-დაიყვირა... -რა გინდა? -შენ უთხარი ლეტიდას რამე?? -ლეტიდა ვინაა?-ისე იკითხა თითქოს 5 წუთის წინ არ ვუთხარი ჩემი სახელი))) -აი ესაა ლეტიდა... -აა ხოო, ჩემი ჰუდი რომ ეცვა? კაია რომ გაიხადე!-შემომიტრიალდა... მე კი უბრალოდ ძალით გავუღიმე... -კარგი ბიჭო, რა გჭირს?? ჩაცმაც აღარ შეუძლია? -არა! წავედით, გვეყო! -სად წავედით? 2 საათში არაა რეისი? -რეისი??-დამცინავად მკითხა მისტერ ევანსმა. -ხო, რეისი! -იცი რას გეტყვი, ლეტიდა?-ჩემი სახელი გამოკვეთა... -რას?! -ჩემი თვითმრინავია და როცა მინდა მაშინ იქნება რეისი! ახლა კი თუ არ შეწუხდები აიღე შენი ჩანთა და წამოდი!-მოიცა მას რა თავისი თვითმფრინავი ყავს და იმით უნდა ვიმგზავრო? მითუმეტეს სიმაღლის მეშინია... -ახლავე...-თვალები ავატრიალე.. -მოიცადე?!-შემომხედა კრისმა... -რა მოხდა??-ჯერ თვალები დააწვრილა და ისე შემომხედა... -არაფერი წამოდი!-და თავისი გზა გააგრძელა... მე ზურგჩანთას მოვუბრუნდი და დავინახე ბერნარდი "იხეოდა" სიცილით)))) -რა გაცინებთ?? -მეცოდები))) -რატომ? თქვენ არ მოდიხარ? -არა)) მე მალევე ჩამოვალ)) მაგრამ დღეს არა))) -რაგაცინებთ?? აბა მოვდივარო? -გადავიფიქრე)) -რატომ?-და შევაჩერდი თვალებში, მაგრამ ის ისევ სიცილით კვდებოდა... ამ დროს კი კრისმა დაიყვირა. -დიდი ხანი გელოდო??-ამაზე კი უფრო გაიცინა ბერნანდმა... -მოვდივარ!... მოკლედ მეგობრებო ეს პირველი თავია???? ახალი ვარ წერაში და მკაცრად არ შემიფასოთ???? მითხარით თუ შეცდომები მქონდა ან რამე თუ გებანალურებათ შემდეგ თავებში გამოვასწორებ???????????????? პ.ს. ფოტოზე ლეტიდა და კრისია???????? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.