შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დევიდ სმიტის იდუმალი საქმე /2/


2-12-2018, 16:03
ავტორი Liku ^_^
ნანახია 939

ბევრი ვიყვირე, ვეძახე, თუმცა არაფერი გამომივიდა. მივხვდი აზრი აღარ ქონდა და ბედს დავმორჩილდი. შიმშილისა და წყურვილსგანაც თავბრუ მეხვეოდა. ბოლოს ჩამეძინა კიდეც. უცნაური სიზმარი ვნახე. მე მდინარის ერთ მხარეს ვიდექი. მამაჩემი მეორე მხარეს. მდინარე კი წითლად იყო შეღებილი. სადღაც შორიდან თითქოს ნაბიჯების ხმა მოისმოდა. როგორღაც ფეხი ამიცურდა და წყალში ჩავვარდი. ვყვიროდი, თუმცა არავინ მეშველებოდა. სიზმრისგან შეშინებულს გამომეღვიძა. გული ძალიან სწრაფად მიცემდა. უცებ საკეტის ხმა გავიგე და ნედი ლანგრით ხელში შემოვიდა შიგნით. იქვე დაყარა ყველაფერი და სწრაფადვე გავიდა. მაშინვე წყალს ვეძგერე და საჭმლის მცირე ულუფა მივირთვი. დანაყრებულმა მძიმედ გავიქნიე თავი. საკეტი ხელმეორედ გაჩხაკუნდა და ნედი, იმ მეორესთან ერთად შემოვიდა.
- მოემზადე, ბოსი მოვიდა. ზედმეტი სიტყვა არ დაგცდეს! გასაგებია?! - არაფერი მიპასუხია, - გაიგე თუ არა? - დაიყვირა.
- გავიგე!- მეც დავუყვირე და ჩემკენ წამოღებულ ხელს შევახვედრე მზერა. არ დაურტყამს. ხელი ერთად ჩამავლეს და იმ ბნელი საკნიდან გამათრიეს...

რამდენიმე მსგავსი საკანი გავიარეთ. სინათლე არსად ჩანდა. მხოლოდ ბოლო ოთახი იყო განათებული, ისიც სუსტად. მივხვდი ეს იყო შეფის კაბინეტი. შიგნით შემათრიეს და იქვე დამაგდეს. ჟალუზჩამოფარებულ ფანჯარასთან ზურგით იდგა კაცი. უცებ ასწია და სინათლემ თვალები ამიწვა. ჩვენკენ შემობრუნდა. ნედს რაღაც ანიშნა ხელით და მათ მაშინვე დატოვეს ოთახი. სანამ რამის დანახვას ნორმალურად შევძლებდი, სახეზე ნიღაბი ჩამოიფარა და საუბარი დაიწყო.
- სადამდე დაეცი სმიტ. რას ჰგავხარ, - შემზარავი ხმა ჰქონდა, -მამაშენს ოდნავადაც არ დაემსგავსე.
- მამაჩემს იცობთ? რა უქენით! სად არის?
- ვიცნობ? ის წლებია ჩემთან მუშაობს. თავის საქმეში საუკეთესო იყო..
- რა უქენი მამაჩემს! - საუბარი გავაწყვეტინე.
- ყოველთვის ყველაფერს კარგად აკეთებდა, მაგრამ ბოლოს ცუდად მოიქცა. დააშავა და დაუბრუნდა კიდეც. ის მაინც თუ იცი დედაშენს რა სჭირს? ოჰ, ის შესანიშნავი ქალი იყო. სანამ იმას არ გააკეთებდა რაც არუნდა გაეკეთებინა!
- დედაჩემი ავარიაში მოყვა! მას ამ საქმესთან რა ხელი აქვს!
- ავარიაში? ჰაჰ! - შემაძრწუნებლად გადაიხარხარა, - ყოველთვის იმას იჯერებდი რასაც გიყვებოდნენ. აი რატომ არ ჰგავხარ მამაშენს! ყოველთვის ვარდისფერი სათვალით უყურებდი ცხოვრებას. მაგრამ ნახე ახლა რას ჰგავხარ! - ყვირილზე გადავიდა. არ მესმოდა რას ამბობდა. ისიც არ მესმოდა როგორ შეიძლებოდა მამაჩემს ამ კაცთან ემუშავა.
- ყოველთვის შვილივით მიყვარდი დევიდ! შვილივით რომელიც!..
- შეფ! დილანი დაბრუნდა, -ნედი გამოჩნდა კარებში.
- კარგი. ახლავე მოვალ. ამას მიხედეთ!



№1  offline წევრი Liku ^_^

ჰაიკო
კარგია, მაგრამ ასეთ პატარა თავებს თუ დადებ აღარ წავიკითხავ!

კაი კაი გამოვასწორებ :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent