შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობიდან არარეალურამდე (სრულად)


8-03-2020, 00:09
ავტორი ტურაგო
ნანახია 1 925

√იმ დრომდე ვიდრე ვიარსებებთ-ვიოცნებებთ,წარმოვიდგენთ,ძვირფას ილუზიას გამოვძერწავთ რომელიც დაგვეხმარება შეგვივსოს ის რაც გვაკლია შინაგანში.
მანამ სანამ სეზონები შეცვლიან ერთმანეთს,საათები ელასტიურად დაიღვენთებიან და წელიწადები გაიცრიცებიან არც არასდროს დაგვეღლებიან ფიქრები...ჩვენ?ჩვენ შესაძლოა დავიღალოთ კიდეც მათით!

*
ძველი,პატარა ქალაქის გარეუბნის მოკირწლულ ჩუმით აღვსილ ქუჩას შავგრემანი,საშუალო ტანის სუსტი ახალგაზრდა ქალი მიუყვებოდა.ერთ კვირაზე ცოტა მეტი იყო რაც ის ამ მშვენიერ გარეუბანში გამოჩნდა.იქ მცხოვრებლებს რათქმაუნდა უყურადღებოდ არ დარჩენიათ უცხო.გვერდით ჩავლისას ქალი სხეულის ყველა მონაკვეთით შეიგრძნობდა როგორ დაუდიოდა იმათი მზერები ტანზე,ნემსებივით ჩხვლეტდა მათგან გამოსროლილი ღვარძლიანი სიტყვები.
ქალი თითქოს ველურ ჩიტს ჰგავდა,ჩიტს რომელიც მოფრინდა ადგილიდან რომლის შესახებაც არავის სმენოდა,მოფრინდა და დაიდო ბინა ამორჩეულ გარემოში.ყოველი დღის ორ საათზე ქუჩის კუთხეში მდებარე პატარა კაფის კარს მიღმა აბიჯებდა,განმარტოებით მდგარ მაგიდასთან იკავებდა ადგილს,თავს დაბლა ჰკიდებდა და ამ დროს მის შემყურეს გეგონებოდათ მისი სხეული იმყოფებოდა იქ მხოლოდ,სული კი მოგზაურობდა სადღაც შორეთში.ვერ იტყოდი გამორჩეული სილამაზით იყო აღვსილიო მაგრამ მას ჰქონდა რაღაც ისეთი რაც მიგიზიდავდა,მისკენ გაგათრევდა,ეს უფრო ჯადოსნურ აურას ჰგავდა თითქოს ეკრა ირგვლივ ამ შავგრემანს და განდომებდა მის სამყაროში შეღწევას,თითქოს ეს ძალა მარტო მას გააჩნდა დანარჩენებისთვის კი უცხო იყო.
ქალს შავი დატალღული თმები ყოველთვის მხრებზე ეყარა,ლამაზად გამოყვანილი ოვალური სახე ჰქონდა,სწორი ოდნავ მოგრძო ცხვირი,არც თუ ისე შევსებული მუქი ვარდისფერი ტუჩები,ღრმა მელანქოლიური თვალები და მარჯვენა წარბთან ტეხილისებრი შრამი დაჰყვებოდა თვალის სისწორემდე-აი ეს იყო სახე რომლის მზერაც იწვევდა მომნუსხველ ეფექტს თუ კი შეძლებდი მასზე ტიტრებად მონაცვლე ემოციების წაკითხვას.
დადიოდნენ მისი კაფეში ყოფნის დროს ირგვლივ ადამიანები,გრძნობდა მათი ხმების ბზუილს მკაფიოდ,მერე გონებაში წარმოსახვის ბილიკისაკენ ეხსნებოდა კარები,ერთმანეთში ებლანდებოდა ფიქრები,მზერა ბუნდოვანი უხდებოდა და მის წინ ვრცელ მინაზე სანახევროდ ჩამოფარებული მუქი ყავისფერი ფარდის მატერიის მიერ დაჭერილი მზის სხივების ფონზე ფარდას მუქად ნაქსოვ,წრიულ ფორმებად დაყოფილ ქსელის მსგავსად აღიქვამდა...იმ წუთებში მაინც მოახერხა თავი დაეძვრინა ძლიერ ოქროსფერ მზის სვეტს,კუთხეში დარჩენილი გადაუქსელავი მხრიდან შეიპარა,გაიძლიერა ნაბიჯები,იატაკს გაუყვა ზოლად...თითქოს ეს სვეტი დაწვას უპირებდა გზად შემხვედრთ,სხვა მაგიდასთან მჯდომებს...და აი გაიმარჯვა მისწვდა მრგვალი მაგიდის ქვეშ შელაგებულ მის მუხლის თავებს,შავგრემანმა წარმოიდგინა თითქოს კედელზე მიყრდნობილი საკუთარი ტანი იატაკისაკენ დაასრიალა,ზურგი შეახო ფიცართა ჯარს,სვეტი ლავიწების სისწორემდე დაეფინა მის შაქრისფერ კანს-გზა გაეხსნა არარსებულის არსებულად წარმოსადგენად-თავი ვეებერთელა გაშლილ ზღვაზე მწოლიარედ წარმოიდგინა,ოდნავ ღამე შეპარული ტალღები იკეცებოდნენ,ტოკავდნენ მის სხეულ ქვეშ,მას კი ამ დროს აღარავითარი მძიმე საზრუნავი აღარ ახსენებდა თავს.გაშლილი თითებით ვარცხნიდა ჭაღარა ქოჩორს ლურჯთვალებიან ზღვას,სადღაც შორეთიდან ტკივილამდე სასიამოვნო სურნელი გადაეფურცლა ბაგეების სისწორეს,გრძნობდა ტალღების შარიშურს და თან ისე ახერხებდა ხმა არ ესმინა მათი.თუ სხვა დროს შეეშინდებოდა ავდრის დროს ყოფნა ზღვის ნაპირთანაც კი ილუზიის დროს სხვაგვარად ხდებოდა...წარმოიდგენდა როგორ გმინავდა ზეცა განრისხებით,ღრუბლები ძლიერად უსვავდნენ ფუნჯებს,გაურკვეველ სულის ბილიკებს იხატავდნენ ვიღაცისგამ და ატოტავდნენ უკვე ნაცრისფერ შერეულ ზეცას.წვიმის შხეფები ცვივოდნენ გამალებით თუმცა მის სხეულამდე ვერ აღწევდნენ,სულ მცირე მანძილით ზემოთ მისგან გუბდებოდნენ ვრცლად გადაჭიმულ უფერულ ჰაერზე.მისთვის ზღვა ლურჯი იყო იმ დროს,ზოლს ზემოთ კი ავობდა ამინდი-ეს ჰგავდა ქალის სამყაროს რეალურობასა და არარეალურს შორის ზღვარს...უეცრად მისი ფიქრები შეინჯღრა,უფერული ჰაერის ზოლმა კლაკვნა დაიწყო მყუდროება დარღვეული ქვეწარმავლის მსგავსად,მერე ბზარებიც დაემჩნა და ზათქით,ხმაურიანად დაეხეთქა ნაგროვები,გუბედ მდგარი წვიმის ცივი ცრემლები,ზღვის ტალღები აღარ ელამუნებოდნენ,გააფთრებულებმა გაათრიეს შუა გულისაკენ...გვერდით მიაბრუნა თავი გამორკვეულმა და ვიმემ მის წინ მჯდომის სახეს გაარჩევდა ჯერ მინაზე გადაფარებული ფარდისაკენ გააპარა მზერა-ის აღარ ჰგავდა ქსელს.კითხვაც მალევე გამეორდა და ჩაესმა ბუნგედ:
-გამარჯობა,თავს ხომ კარგად გრძნობ-მეტყველი,ცოცხალი თვალები უცქერდნენ,მსუბუქ ღიმილ აკიდებული წინ მჯდომი ვაჟის სახე ოდნავ მოღრეცით შეჰყურებდა პასუხის მოლოდინში.დაბნეულობა დაეტყო ქალის თითებს.
-თუ შეგაწუხე მაპატიე,მე ახლავე გაგეცლები-წამოდგომა დააპირა ბიჭმა,ქალი ჩანთისკენ დაიხარა პატარა ბლოკნოტი ამოიღო და სწრაფად გააქცია კალამი ფარატინა ქაღალდზე
"გამარჯობა,შეგიძლია დარჩე არ მაწუხებ"-სიტყვებს ქვემოთ საკუთარი სახელი მიაწერა "მარგო" ისე თითქოს გასაგზავნი წერილი დაეწეროს.ქალის ქცევამ დააბნია,მერე გამბედაობა მოიკრიბა და ჰკითხა
-რატომ დაწერე და რატომ არ მიპასუხე?-ისე შეხედა ქალის თვალებმა რომ პასუხიც გასცეს და თავადვე დაამატა შემდეგ საკუთარ სიტყვებს
-ნუთუ ვერ საუბრობ,მაშ როგორღა გესმის ჩემი?!-ისევ ფურცელს დახედა რდენჯერმე დააწერტილა კალამი,მერე გამოკვეთა მელნის ასობგერები როგორც იქნა "მეტყველება ღრმა ბავშვობაში სტრესის შედეგად დავკარგე...სმენა შემომრჩა"
ქალს არ შეეძლო და დუმდა,ვაჟს კი იმ წუთებში წაერთვა მეტყველების უნარი.ბოთლს ათრთოლებული თითები შეახო ,ხმაურიანად გააჩხრიალა სასმელი ჭიქაში და სულმოუთქმელად დალია,თან მზერა ვიღაც პიჯაკიან ახლადშესულ მამაკაცს მიაშტერა რომელმაც მათ მოპირდაპირედ დაიკავა ადგილი,როგორღაც ბრაზდებოდა ეგონა რომ ის ვიღაც ეცილებოდა ამ ქალში და უნდოდა წაერთმია მისი თავი.როცა ყურადღება მოადუნა მარგო წამოდგა,ისევ ისე როგორც სჩვეოდა დინჯი ამავე დროს ჯიუტი ,ძლიერი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას...ბაღის კიდესთან წამოეწია ბიჭი,მინდორზე ჩამოვჯდეთო შესთავაზა თან მოუბოდიშა.გულში გაიფიქრა აი როგორ გვაკარგვინებს უყურადღებობა ადამიანებსო.
რამდენიმე წამს წუთებმა ისაუბრეს,მერე მოულოდნელად დაუსვა კითხვა ქალს და წუთებმა მათგან შეუმჩნევლად განაგრძეს ძახილი საათების.ისე ახლოს მიუჯდა პასუხის მოლოდინში თითქოს ერთ მთლიანობად იქცა ორთავე
-როგორია შენი თვალით დანახული სამყარო?-მარგომ თითების გისოსებში დაამწყვდია კალამი,წერდა,გიკა თვალს ადევნებდა კალმის მოძრაობას,როგორ შთამბეჭდავ გრძნობას განიცდიდა როცა უყურებდა როგორ ხდებოდა ფურცელზე აზრების გამოყვანა
"ბევრი რამ მხიბლავს,მანდომებს არსებობას.თუმცა ზოგჯერ მინდა რომ მოსმენაც არ შემეძლოს,არც დანახვა-სრული სიჩუმე-მტკივნეულია და ამავე დროს როგორღაც კარგი"
-რატომ ხარ ასეთი უცნაური?
ქალი იწყებდა ბგერების მოხაზვას,გიკას კი არდასრულებული სიტყვის გამოცნობა ბავშვივით ახარებდა
"რატომ გგონია რომ უცნაური ვარ?"
-აქ ყველა ასე ამბობს.
"ნუ იფიქრებ იმას რასაც ყველა ამბობს,ასე საკუთარ აზრს ბორკილებს დაადებ.შენ თავად იყავი უცნაური და არ დაემსგავსო მათ"
-როგორ ახერხებ არ მიაქციო ყურადღება რასაც შენზე გარშემომყოფები ამბობენ!
"ისინი ჩემთვის არაფერს ნიშნავს...აზრს დაკარგული ნამსხვრევები არიან რომელთაც ქარი თავის ნებაზე დაატარებს და ასე იქნება ყოველთვის სანამდე იქროლებენ ქარები."
გიკამ კალამი ჩამოართვა,ცოტახანს იორჭოფა მერე კი თვითონ დაიწყო წერა
"ახლა რომ ვფიქრდები ერთხელ დამესიზმრე მემგონი.იმ სიზმარში მე მარტოსული ვიყავი,მხსნელს დავეძებდი და ვეძახდი,მერე შენი სახით მომევლინა და დამპირდა აღარ იქნები სიცარიელეში,მე აღარ დაგტოვებ არასდროსო.შენი გამოჩენით ხავსმოკიდებულ კედლებში მყოფი შიშით აღარ დავძრწი.იმედები არ გამაჩნდა და ახლა ნათებას იწყებენ.შენში რაღაც ისეთია სხვა სამყაროს კარს რომ უხსნის ადამიანს.ლამაზი სიტყვები არ გეგონოს მხოლოდ,გულში დაწერილი შენით ნაკარნახევი ტკბილი გრძნობებია"

*
იმ საღამოს შემდეგ რამდენიმე დღემ განვლო და ყოველთვის როცა მიაბიჯებდა გიკა უსათუოდ უმშვენებდა მას მხარს მარგო,ღმერთმა იცის რაზე ფიქრობდნენ და სად იმყოფებოდნენ გონებით.
გიკა გრძნობდა ადამიანთა გამაღიზიანებელ მზერას,მათ ლაპარაკს,გრძნობდა და ხვდებოდა ერთხელაც ვეღარ აპატიებდა ირგვლივ მყოფებს უსაფუძვლო ლაზღანდარობას,ვეღარ შეიკავებდა თავს და გზას გაუხსნიდა ნაგროვებ ემოციებს რომლებიც საცა იყო დაახრჩობდნენ.

ერთ მზით გამთბარ შუადღის პირზე როცა ქალაქში საათის ორმა მხრები გაშალა და წუთების ისარმა მალევე გადააგდებინა კიდევაც მკლავები შუადღის სამისაკენ დროს სწორედ იმ წამს შეაბიჯა კაფეში გიკამ და მარგომ.მათი საყვარელი კუთხე ცარიელი იყო,მრგვალ მაგიდას მიუსხდნენ.ვაჟი გრძნობდა როგორ შეჰყურებდა ყველას თვალები მათ ეს არანორმალურად ღლიდა.მის მოთმინების ფიალაში სულ უფრო და უფრო ხმაურიანად აწვეთავდა ბრაზი და აი გაიბზარა კიდევაც,დაიფშვნა,ამოინთხა ნაგროვები როცა მოპირდაპირედ მჯდომი ადრე დამახსოვრებული პიჯაკიანი კაცის ირონიით ავსილი თვალები დაიჭირა,ვიღაც თმაში ვარდ გაჩრილ ქალს ანიშნებდა თითქოს მათზე...გიკა ბოთლით ხელში წამოდგა ვინემ გონზე მოვიდა წინ მჯდომი თუ რა ხდებოდა მის თავს უკვე თმებში ბუდე ნაპოვნი მინის ნამსხვრევები იღიმოდნენ...სანამ ბარი ჩხუბის მტვერს მასპინძლობდა მარგო ფეხზე წამოიჭრა,კარში გამავალს თვალი ჰკიდა გიკამ,უნდოდა სულთმბორკავი ხელებისგან დაეხსნა თავი და ადევნებოდა მას.
მარგო კი მიაბიჯებდა ქუჩაში და მის წინ არა მზის სხივებისაგან ალმოდებული ასფალტი იშლებოდა არამედ ყინულიანი,ცივი გზა,ყინულს ქვეშ სისხლის გამყინველი ცივი წყალი მიედინებოდა.ყინულის თითები კანს უხაზავდა,ფრჩხილებით ეთამაშებოდა. მას ფეხზე არ ეცვა ის ფეხშველს ხედავდა იმ წუთებში თავის თავს...თუ კი რამ გაეგონა უარყოფითი საკუთარ თავზე თავისი არსებობის მანძილზე ყოველივეს ერთად მოეყარა თავი და ციდან ფიფქების ნამტვრევების სახით იწყეს ცვენა...უცებ თითქოს ფეხი მოუსხლტდა,ბზარები დაიხეთქა დაბლა,მის ტერფებ ქვეშ,ღრმა ორმოდ ჩატყდა და როცა უნდა წაჰყოლოდა დინებას თან სწორედ მაშინ იგრძნო უცებ წელზე შემოხვეული თბილი მკლავები "შენ ხომ დამპირდი რომ არ დამტოვებდი,ჩემთან რომ დარჩებოდი მანუგეშებლად" გიკას სიტყვები მუდარით შეერწყა ჰაერს...
-ახალგაზრდავ მგონი ეს თქვენია!-გიკამ იგრძნო როგორ შეეხო მხარზე ვიღაცის ხელი,დაბნეულად გახედა,ორი ხანში შესული მამაკაცი უმზერდა.ერთ-ერთი მათგანი ბლოკნოტს აწვდიდა,ნერვიულად გამოსტაცა ხელიდან იმ უცხოს საკუთარი ნივთი...თითების მოძრაობით ანიშნა "მადლობა" თან ისეთი მზერით ახედა თითქოს ბრალს სდებდა აქაოდა მყუდროება დამირღვიეო.მერე ხელის ზურგი ტუჩებზე გადაისვა ცრემლად დაკიდული სისხლის წვეთი წაიცილა,თითქოს ვიღაცას გახედა ღიმილით, ბაგეებ გაბადრულმა განაგრძო გზა...

რამდენიმე წამს იდგნენ მამაკაცები გზის პირთან მერე ცილინდრიანმა წარმოთქვა
-იცნობ ამ ბიჭს,რადაემართა კიმაგრამ!
-დიდი ხანი არაა რაც აქ გამოჩნდა,უცნაური ვინმე კი სჩანს.შოთას ბარს სტუმრობს ხშირად,კუთხეში ჯდება და წერს გაუჩერებლად,ისე კი აგრესიული მზერებით აჯილდოვებს გარშემომყოფებს.
-მერედა რას წერს?
-აბა მე რა ვიცი მეგობარო.-მხარზე მიარტყა ხელი თბილად,მერე პირი იბრუნეს და გზას გაუყვნენ, რაღაცას ისევ საუბრობდნენ ოღონდ რას ეს უკვე აღარ გაირჩეოდა,ქარი სიტყვებს თითქოს ტყავს აძრობდა და ქვიშის მსგავსად გაცრილებს მიაქროლებდა სადღაც შორეთისაკენ.

ძვირფას ილუზიას გამოვძერწავთ რომელიც დაგვეხმარება შეგვივსოს ის რაც გვაკლია შინაგანში-და'გვეხმარება კი?.



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

როგორ ნიყვარს წერა და წერის უნარი დამაკარგვინე, იცი ?
"როგორ ახერხებ არ მიაქციო ყურადღება რასაც შენზე გარშემომყოფები ამბობენ!" აქ ტყუილ-უბრალოდ არაა ძახილის ნიშანი გამოყენებული. ეს გაოცება-აღშფოთებაა, რადგან ჯანდაბა! როგორ შეგვიძლია ამას ყურადღება არ მივაქციოთ! არა?
მას ეგონა, რომ შეძლებდა. შეძლებდა სხვებისთვის ყურადღება არ მიექცია. მზერა, სიტყვები... იფიქრა, მარგოს თუ არ ადარდებს, მეც მის გვერდით ვიქნები და სხვებს ზედაც არ შევხედავო. მაგრამ არა, რა. არა რა, ვერა.
რა რთულია იყო სოციალური ცხოველი და სოციუმის აზრს ყურადღებას არ აქცევდე. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ბრბოს უყვარს ისინი, ვინ მათ ყურადღებას არ აქცევს. ჰო, უყვარს. პატივს სცემს, მაგრამ საკმარისია საფრთხე დაინახონ, რომ ყველა ჩვენგანი ალუდაა.
შენ უნდა გაგიცნონ, რა.

 


№2  offline წევრი ტურაგო

Catherine Di Perso
როგორ ნიყვარს წერა და წერის უნარი დამაკარგვინე, იცი ?
"როგორ ახერხებ არ მიაქციო ყურადღება რასაც შენზე გარშემომყოფები ამბობენ!" აქ ტყუილ-უბრალოდ არაა ძახილის ნიშანი გამოყენებული. ეს გაოცება-აღშფოთებაა, რადგან ჯანდაბა! როგორ შეგვიძლია ამას ყურადღება არ მივაქციოთ! არა?
მას ეგონა, რომ შეძლებდა. შეძლებდა სხვებისთვის ყურადღება არ მიექცია. მზერა, სიტყვები... იფიქრა, მარგოს თუ არ ადარდებს, მეც მის გვერდით ვიქნები და სხვებს ზედაც არ შევხედავო. მაგრამ არა, რა. არა რა, ვერა.
რა რთულია იყო სოციალური ცხოველი და სოციუმის აზრს ყურადღებას არ აქცევდე. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ბრბოს უყვარს ისინი, ვინ მათ ყურადღებას არ აქცევს. ჰო, უყვარს. პატივს სცემს, მაგრამ საკმარისია საფრთხე დაინახონ, რომ ყველა ჩვენგანი ალუდაა.
შენ უნდა გაგიცნონ, რა.




ვაჰჰ...გამიხარდი იციიი

სწორად აღნიშნე,რთულია სოციუმთან შეჯახება თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ ყოველი წუთი რომელიც სხვების აზრებისთვის გვაქცევინებს ყურადღებას ნელნელა ჩვენს მე'ს რეალურობას აკარგვინებს...ეს არ უნდა დავუშვათ!

მადლობა აზრის გაზიარებისთვის❣️

 


№3  offline წევრი Imagination88

უბრალოდ საოცარი ვინმე ხარ შენ ❣️❣️

 


№4  offline წევრი ტურაგო

A.N.A
უბრალოდ საოცარი ვინმე ხარ შენ ❣️❣️



ჩემო კარგო...მადლობა ❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent