შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შემდგარი ჩვენ 3 თავი


8-03-2020, 19:26
ავტორი the dreamer girl
ნანახია 928

ახლანდელი დრო
კვლავინდებურად ჰამაკში ზის ნენე და ფიქრობ იმაზე თუ რა მოხდებოდა ისიც რომ ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულიყო .მასაც ჰქონოდა პირადი ცხოვრება და ჰყოლოდა შვილები. მაგრამ არა !ამ ქვეყნად ასეთ სიამოვნებას ყველა ვერ იმსახურებს და ვერ ეზიარება. საბრალოა ის ,ვინც ამ ყველაფრის სიტკბოს ვერ გაიგებს.
დეა გამოვიდა სახლიდან სევდიანი, ნენემ ეს შეამჩნია.საუბარი უნდა დაეწყო როცა მანქანა გაჩერდა სახლთან და იქიდან თაკა გადმოვიდა, ატირებული.ეკითხებოდნენ რა სჭირდა მას,მაგრამ არაფერს ამბობდა.ნენემ და დეამ თაკა გვერდით დაისვეს.ნენე თმაზე ეფერებოდა და თან კოცნიდან.იცოდა რომ ოდესღაც ეს სურნელი მოენატრებოდა.თაკა კი გულამოსკვნილი ტიროდა.ნენემ შეაპარა მას და კითხა თუ რა სჭირდა?
—თაკა ჩემო ანგელოზო მოდი მითხარი ,რა მოხდა ჩემო სიყვარულო ასეთი, რომ გულიც კი ამოიგდე ,ისე ტირი.(ნენე)
—ნენე ვკვდები,სული მტკივა აღარ შემიძლია.(თაკა)
—დემეს ცოლი მოჰყავს ნენე ცოლი.(თაკა)
ნენე გაქვავდა არ იყო ახალი ამბავი მისთვის ის რომ ,დემესა და თაკას ერთმანეთი ღრმა ბავშვობიდან უყვარდათ.დეა ამ სიტყვებს არ ელოდა,შეშფოთდა.ამას ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა.ორივე თაკას ეხვეოდა და ტიროდა.საოცარი სანახავი იყო ეს ყველაფერი ,თუ არ გამოვაკლებთ იმას რომ ნენე ჰამაკიდან გადმოვარდა,მაგრამ საშიში იყო ის რომ ადგომა გაუჭირდა.ნენე რისი ნენე იყო ეს რომ არ გაეტარებინა ,არც კი მიაქცია ყურადღება თაკას და დეას შეშინებულ სახეებს და უთხრა მათ
—კარგად ვარ ჩემი ანგელოზებო ვინ თქვა რომ უკეთ არ ვიქნები??
და ჩაეხუტა მათ.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ძველი დრო
ნენეს ჩამოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.სულ ერთად იყვნენ არ შორდებოდნენ ერთმანეთს.8მარტს ბიჭებმა განაცხადეს ,რომ გოგონები უნდა წაეყვანათ დასასვენებლად და ბაკურიანში წავიდნენ. 2 მანქანაში განაწილდნენ.ნიკოს მანქანაში დეა,ნენე,პატარა ლუკა და თვითონ ნიკო ჩასხდნენ,ხოლო ეკეს მანქანაში თვითონ ეკე,სესო,დემე და თაკა.ლუკა ნენეს არ ცილდებოდა ამის გამო ეკე და სესო ხშირად ხუმრობდნენ და ამბობდნენ ეს ბავშვი მგონი ჩვენი არ არისო.ბაკურიანში 5დღით წავიდნენ.ოთახებშიც განაწილდნენ.ცოლ-ქმარი და შვილი ერთად, გოგონები და ბიჭები ერთად.იმ საღამოსვე გადაწყვიტეს რომ მწვადები შეეწვათ და კარგად ექეიფათ.მწვადების შეწვაც დაიწყეს და საჭმლის მომზადება.ნენე და დეა ოთახიდან ჩამოდიოდნენ ,როცა დეამ შეაჩერა ნენე და უთხრა
-ვაიმეე ნენე(დეა)
-რაიყო გოგო ფეხი იტკინე?(ნენე)
-რაღაცას დაგანახებ ოღონდ არ გაბრაზდე.კარგი?(დეა)
-კარგი(ნენე)
-მარჯვნივ გაიხედე(დეა)
ნენემ გაიხედა და დაინახა ადამიანები მათ შორის ერთ-ერთი თვითმფრინავის მეზობელი აღმოჩნდა.გაუკვირდა მაგრამ უფრო ის გაუკვირდა დეამ რატომ გაახედა მიბრუნდა მას და უთხრა
-დეა რაიყო ადამიანებია და რაიყო?(ნენე)
-ადამიანები რომ არის მეც ვხედავ.მართლა ვეღარ ცნობ??(დეა)
-ვაიმე დეა ხომ ხარ კარგად ვის უნდა ვცნობდე??(ნენე)
-შენ გერმანიაში შეგცვალეს.ნუ ერთ მხრივ კარგია რომ დაგავიწყდა ეგ ადამიანი.ზუსტად იმ ადამიანებში დგას ანდრია.(დეა)
ამ სიტყვების გაგების შემდეგ ნენეს შიგნით თითქოს პეპლები დაფრინავდნენ.აფორიაქდა, რადგან ნამდვილად არ ეგონა როდესმე თუ დაავიწყდებოდა თავისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული.
ალბათ გაინტერესებთ ვინ არის ანდრია დადიანი?27 წლის შესანიშნავი აღნაგობის მქონე ყმაწვილი,ცოტა ამაყი,გოგონების გულთამპყრობელი.ის გახლავთ როგორც წეღან ვთქვი ნენეს პირველი და უკანასკნელი სიყვარული.16წლის იყო ნენე როცა ანდრია შენიშნა.საოცრად მოეწონა და გულში ჩაუვარდა ამას დიდი ხანი მალავდა ,სანამ საბოლოოდ არ გაერკვა და არ მიხვდა რომ ანდრია თავდავიწყებით უყვარდა.გადიოდა დღეები და ხედავდა ანდრიას როგორ იცვლებოდა და როგორ ცვლიდა გოგონებს.ანდრია ვერასდროს ვერ ამჩმევდა ნენეს.შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა და აქვს დღემდე ნენეს.მხრებამდე შავი თმა,სწორი ცხვირი,შავი თვალები, საშუალო ზომის ტუჩები,სუსტი და მაღალი.ნენეს ამის გამო გული ტკიოდა მაგრამ რას იზამდა.როცა ნენე 18 წლის გახდა გადაერთო გამოცდებზე.შედეგები როცა დაიდო უხაროდა. ვის არ გაუხარდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 100% დაფინანსებით.ამ დროს ოჯახი ორმაგად გახარებული იყო ,რადგან ნიკო ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ასევე 100% დაფინამსებით მოეწყო ბიზნეს ადმინისტრირებაზე.გახარებული ნენე სოციალურ ქსელში იყო ,როცა მესიჯი მოუვიდა ნახა და გაოცდა ანდრია წერდა
-გილოცავ ნენე უამრავი წარმატება შენ.
ვერ ავღწერ მე და ალბათ ვერც სხვა ადამიანი იმ მომენტს, როცა ნენემ ეს ნახა ემოციების მოზღვავებას განიცდიდა და ეგონა რომ ახლა გასკდებოდა.ყველაფერი კარგად იყო მანამ, სანამ არ გაიგო ის რომ ვიღაცას ანდრიასთვის უთქვამს ნენეს გრძნობების შესახებ .არავინ იცის რატომ არ უპასუხა ამაზე ანდრიამ რაიმე ,უბრალოდ ადგა და სხვა გოგო გაიჩინა .ერთ დღესაც ნენე და მეგობრები კლუბში იყვნენ ნენემ დაიხანა ანდრია თუ როგორ კოცნიდა სხვას , კინაღამ იქვე მოკვდა. რატომღაც იმედი ჰქონდა რომ ანდრიასაც მოსწონდა, მაგრამ შეცდა.ტირილი უნდოდა მაგრამ ამის გამო არ იტირებდა.ამ დღის შემდეგ ალბათ 1თვე იქნებოდა გასული ნენეს ანდრია არ ენახა.დეამ კი მისწერა რომ ანდრიამ საქართველო დატოვა და ამერიკაში წავიდა.განადგურდა ნენე იმ დროს გული ტკიოდა, მაგრამ რაექნა.ფიქრობდა იმას რომ დაუცდიდა მას და არ უღალატებდა თავის პატიოსან გრძნობას.ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა ,მაგრამ ყველას ზრდილობიანად იშორებდა თავიდან და ერთგულობდა თავის გრძნობას.ყოველ დილით იღვიძებდა და ჰქონდა იმედი იმას რომ, ანდრია დაბრუნდებოდა.20 წლის როცა გახდა უდიდესი დარტყმა მიიღო.ექიმთან ვიზიტის დროს გაიგო რომ უშვილო იყო. ამის შემდეგ მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა დაბრუნებოდა თუ არა ანდრია.აღარც ფიქრობდა მასზე.ტიროდა,კიოდა მაგრამ იცოდა და რომ ეს არაფერს არ მოუტანდა.ოჯახი მძიმედ შეხვდა ამ ყველაფერს.სწორედ ამ ამბების შემდეგ დაბრუნდა ანდრია საქართველოში ,მაგრამ ნენე არ დარჩა განაცხადა ოჯახში რომ გერმანიაში წავიდოდა და იქ ისწავლიდა.საბოლოოდ დალუქა თავისი გული და ოჯახს დიდი ხნის ნაფიქრი გააცნო
-არ ვაპირებ დაოჯახებას ,სწორედ ამიტომ მე მივდივარ აქედან,მაგრამ არ იფიქროთ რომ არ დავბრუნდები ან რაიმე მსგავსი.დავბრუნდები, ოღონდ მართლა ,ჩემს პროფესიას ,პედიატრიას ,მივყვები და ძლიერი დაგიბრუნდებით . მერე რა თუ შვილი არ მეყოლება ,მე ხომ უკვე მყავს ლუკას სახით შვილი .ძმის შვილი მეყოლება ,ესეც საკმარისია.პაციენტებიც ჩემი შვილები იქნება.ამაზე არ იდარდოთ გთხოვთ, მე წავალ მაგრამ მართლა მოვალ.
ყველას აკოცა და დააიმედა.
რთული იყო მასთან განშორება, საშინლად რთული.მაგრამ რას იზამდნენ ეს მისი არჩევანი იყო.20წლისა წავიდა ,ყველაზე ფიქრობდა ,გარდა ანდრიასი. თითქოს საერთოდ დაივიწყა. არ ვიცი როგორ მაგრამ მოახერხა. დაიწყო სწავლა,მალე პედიატრიც გახდა და დაბრუნდა.
როცა ანდრიას შეხედა ეს ყველაფერი გაახსენდა.გული ეტკინა ,მაგრამ რას იზამდა შეუერთდა მეგობრებს და მოლხენა დაიწყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent