არ შემდგარი ჩვენ 2 თავი
ძველი დრო ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო ,რაც ნენე გერმანიაში სასწავლებლად წავიდა.ნენესთან განშორება გაუჭირდა,როგორც ბაიასა და გიას(მშობლებს),ასევე ნიკოსა და სრულ სამეგობრო წრეს ,მაგრამ შეეცადნენ შეჩვეულიყვნენ იმ აზრს რომ ეს მოხდა.თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა.ნენემ იქაურობასთან შეჩვევა ისწავლე.ყოველ დილასა და საღამოს ელაპარაკებოდა მათ,უზიარებდნენ ერთმანეთს ამბებს,იცინოდნენ ,ტიროდნენ და თავს იიმედებდნენ იმით ,რომ ნენე მალე დაბრუნდებოდა.გადიოდა წლები და ნენე ვითარდებოდა. დიპლომიც აიღო და უკვე პედიატრი გახლდათ. სიხარულით მეცხრე ცაზე იყო,მაგრამ მისთვის აუტანელი იყო ოჯახისგან შორს ყოფნა ამიტომ ,როცა ყველაფერს მორჩა გადაწყვიტა საქართველოში წასულიყო. აბარგდა და საქართველოსკენ დაიძრა. თვითმფრინავში მის გვერდით უცხო ადამიანი იჯდა ,რომელმაც განსაკუთრებით დააინტერესა ნენე.ბავშვობიდან ჰქონდა ჩვევა ,რომ ადამიანებს აკვირდებოდა სახეზე.არც კი იცოდა თუ ვინ ან სადაური იყო ეს ადამიანი.ნენეს ყურადღება ამ უცნობმა მიიქცია ,მაგრამ მალევე გაფანტა ეს აზრები და კვლავ ღიმილი მოეფინა სახეზე,რადგან საქართველოში მიდიოდა 5წლის შემდეგ.ნახავდა მშობლებს,ერთადერთ და საუკეთესო ძმას,ერთგულ მეგობრებს და მის პირველ შვილს ანუ ეკეს ბავშვს ლუკას ,რომელიც უკვე 5წლის იყო.ყოველ დღე ხედავდა ბავშვს თუ როგორ იზრდებოდა.ერთი სული ქონდა როდის აიყვანდა ხელში და ჩაეხუტებოდა. დადგა ის ბედნიერი მომენტი როცა თვითმფრინავიდან ფეხი ჩამოდგა, აეროპორტის ფოიეში გადაინაცვლა უკვე როგორც 25წლის ჩამოყალიბებულმა ქალმა და უცბად დეა შეახტა.საოცარი სანახავი იყო ორი საუკეთესო დაქალი თუ როგორ იყო გაწოლილი იატაკზე.ერთმანეთს ეხვეოდნენ ყველანი ბედნიერები იყვნენ.შემთხევით კი ნენემ უცნობს მოკრა თვალი ,რომელიც მას უყურებდა.ჩასისხლიანებული თვალებით თითქოს ბოღმა ახჩობსო. ნენეს ეს მზერა არ ესიამოვნა,გზა გააგრძელა და ყურადღება აღარ მიუქცევია. სახლში როცა მივიდნენ ნენეს 5წლის ბავშვი მოეხვია. —ნენე დე შენ აქ ხარ. ბავშვი კისკისებდა ნენემ კი ხელში აიყვანა და კარგად ჩაბურჯღნა:) დაიწყეს ქეიფი და ნენეს დაბრუნების აღნიშვნა.როცა უკვე კარგად შეთვრნენ დაშლა გადაწყვიტეს, მაგრამ ლუკამ ნენესგან შორს ყოფნაზე უარი განაცხადა .რის გამოც სესო და ეკე იძულებულნი გახდნენ ლუკა ნენესთან დაეტოვებინათ. დილით ნენეს ტელეფონის ხმა აწუხებს.უცებ იღებს ისე რომ არ უნდა ლუკა გააღვიძოს.ტელეფონში კი ისმის დეას ხმა -რაშვები ჩემო მონატრებულო არ გინდა გავისეირნოთ??(დეა) ამ გოგომ მთლად გაუბერა- თქვა ნენემ და გაიღიმა. -რა დროს გასეირნება არის დეუშ ახლაც მძინავს(ნენე) -ოოოო ადექი რა აწი მომენატრე.დღეები უნდა ავინაზღაურო(დეა) -ხო კაი (ნენე) ამ საუბრის მიმდინარეობის დროს ორივე იცინოდა. ნენე უნდა ამდგარიყო საწოლიდან მაგრამ მისმა მონატრებულმა ოთახმა ჩაითრია და კვლავ გააგრძელა ძილი.შუა ძილის დროს რაღაც ხმა ესმოდა შორიდან ყურადღებას არ აქცევდა მაგრამ ხმა უფრო გაძლიერდა და ვიღაცამ ყვირილი დაიწყო. -მძინარე მზეთუნახავო აეთრე საწოლიდან აქა ვართ ჩვენ(დეა) -რახდება??(ნენე) -დღეს დილით რომ გელაპარაკე ხომ მითხარი ავდგებიო სადა ხარ აბა ისევ საწოლში კიდევ კარგი რომ მოვედი აეთრე ახლა ბავშვები გველოდებიან და წავედით კლუბში(დეა) -თქვენ ყველაფერს ჩემ გარეშე აკეთებთ მძინავს მე(ნენე) უკმაყოფილოდ წუწუნებდა მაგრამ რაღას გახდებოდა იქ სადაც დეა იყო.ადგა საწოლიდან და გამზადება დაიწყო ძირითადა ნენე casual სტილის მოყვარული იყო ამიტომაც შავი mom ჯინსი, თეთრი მაისური და ბოტასები ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა.ბავშვები უკვე იქ იყო.საუბრობდნენ და დღეს გეგმავდნენ ძლივს გადაწყვიტეს კლუბი შემდეგ დროზე დაიწყე კამათი -8საათზე(დეა) -არა 7საათზე(ნიკო) -არა 9საათზე(დემე) -ოოოო არ დაიღალეთ 10საათზე და ვსიო(ნენე) -შენ რომ არ გვყავდე რა გვეშველებოდა(დემე) -აბა აბა (ნენე) ამ დროს კი ყველა იცინის. მალე მოვიდა 10 საათიც ნენემ გამზადება დაიწყო დიდი დრო არ დასჭირვებია გამომდინარე იქიდან რომ ის მაკიაჟის მომხმარებელი არ იყო მალე მოემზადა.თეთრი კლასიკური პერანგი,შავი შარვალი და თეთრი მაღლები ჩაიცვა. კლუბში ყველა ილხენდა,ყველას უხაროდა ნენეს დაბრუნება.სვამდნენ მაგრამ ნენე ძალიან დაიღალა ბოდიში მოუხადა მათ ,ბავშვები ეუბნებოდნენ ტაქსით წადიო მაგრამ იუარა და განაცხადა რომ ფეხით წავიდოდა ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგა,რადგან ძალიან ჯიუტია როგორც იტყვიან ,,ქვას ააგდებს და თავს შეუშვერსო". სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა.მარტო ფეხით მიუყვებოდა თბილისის დაცარიელებულ ქუჩებს.იყო კი ბედნიერი ამ დროს ამაზე პასუხი არავის არ აქვს.ფიქრობდა ყველაფერზე.რას გააკეთებდა ხვალ.გეგმებს აწყობდა.სევდაც შეამოწვა როცა ნახა რომ 5წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა გარემოც და თვითონ ადამიანებიც.გერმანიაში გატარებულ დღეებს იხსენებდა და ხვდებოდა იმას რომ ბედნიერებამდე ბევრი რამ აკლდა.მაგალითად სამშობლო ,ოჯახი,მეგობრები , საკუთარი თავი.ბავშვობაში ვერ წარმოედგინა საკუთარი ოჯახისგან და სამშობლოსგან შორს ყოფნა მაგრამ თავისი სურვილით მოხდა ეს და ამასაც შეეჩვია.ადამინი ხომ ყველაფერს მარტივად ეჩვევა.პირველი ეტაპს ძალიან განიცდის,მეორე ეტაპზე ფიქრობს ხელსაყრელია თუ არა შეჩვევა მესამე და უკანასკნელი კი უკიდურესობაა რადგან გინდა არ გინდა ეჩვევი და აგრძელებ ცხოვრებას.ასე იყო ნენეც რთულად მაგრამ მცირე ხანში შეძლო იმ აზრთან შეგუება რომ ოჯახისგან შორს იყო.ნებისმიერ ტკივილზე მშობლები არ ეყოლებოდა გვერდით და მარტო მოუწევდა ყველაფრის წინაშე ყოფნა.ფიქრობდა პირველ და უკანასკნელ სიყვარულზე და გული ტკიოდა.დიდი ხნის სიარულის შემდეგ მიაღწია სახლამდეც ფრთხილად შევიდა სახლში და პირდაპირ თავისი ოთახისკენ დაიძრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.