შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოე (თავი 2) 18+


9-03-2020, 11:20
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 145

თვეებია წარსულს ვესაუბრები... თვეებია, სწორედ იგი გახდა ჩემი ცხოვრების უპირობო მსმენელი, რომელიც ასე მჭირდებოდა.
თანდათან გრძნობები ძილს ეცემოდა, ხოლო ველურივით მიტევდა, თუ გაიღვიძებდა. ნამდვილად არ მინდობდა და უნებლიედ ცრემლები მსკდებოდა.
როგორ მახსოვს, როგორ ცვიოდნენ ვარსკვლავები, როგორც შენი ჩამქრალი, მაგრამ ბობოქარი თვალები... უმეტყველო გამოხედვითა და უხეში მიმიკით.
შენ ბობოქარი იყავი... უკარება და დაუმორჩილებელიც, მაგრამ საშინლად მიმზიდველი და უმწიკვლო...
და აი, კვლავ შენით იწყება დღე... მაინც ვერ გიშორებ და მთელი ენთუზიაზმით შენკენ ვილტვი, თუმცა როგორ ამღვრეულა სული, შენი უპირობო საქციელით... როგორ დამტოვე მარტო, ამ ნამსხვრევების ქალაქში...
გაუანალიზებლად ფეხზე ვდგები და ვცდილობ, რომ ჟანგბადმოწყურებული ფილტვები დავაპურო.
მერამდენეჯერ გეხები ფიქრში და ვინაწილებ შენთან ერთად წუთიერ ჟამს.
უკვე მონატრებამ იჩინა თავი, თუმცა დრო საკმაოდ მცირე იქნა გასული... ვხვდები, რომ სულ მალე ჭკუიდან შემშლის გრძნობები, თუმცა ისიც მაშინებს, რომ უწინდელივით დავიწყებას არ მიეცე... კვლავ არ გაუფასურდეს ერთმანეთის მიმართ არსებული გრნობები.
აი, წარსული კვლავ მოადგა შინდისფერ კარებს და უმეტყველო, მაგრამ ნაცნობი მზერით მოუყვება ნაბიჯებს...
მე ადგილიდან არ ვიძვრი...
საშუალებას ვაძლევ, კვლავ სულში ჩამხედოს, როგორც უწინ
წარსული ჩემ წინ დგას და დიდრონ თვალებს სულში მიფათურებს... თითქოს ცდილობს, რომ კვლავ მისი ვიყო და აწმყოს მკლავებს არ შევერწყა.
წარსულს ვცდილობ სახელი შევარქვა, თუმცა ფიქრისგან თავი მისკდება და ლამისაა სრულიად აფეთქდეს... წინ დაუდოს ჩემში აღბეჭდილი თითოეული გრძნობა.
- შენ, ჩემი, მარტოსულობის კავალერი გქვია... - ჩუმად აღმოვთქვი.- ნამდვილად, მარტოსულობის კავალერი, წარსულო...
სწორედ ასე შეერქვა მას, ეს სახელი... რომელიც ასე მომწონდა.
უეცრად, მარტოსულობის კავალერი ხელზე ნაზად შემეხო და წარსულის ღრმა მორევში უკვალოდ დამკარგა...

***
დეკემბრის სუსხიანი ადილა იდგა... სწორედ ისეთი ლოგინი, რომ თავისკენ გექაჩება და ადგომის საშუალებას გიკარგავს, ხოლო მე თვალუწვდენელ ჰორიზონტს ვაპყრობ მზერას, რომელიც მთლიანად გახვეულიყო დაბურულ ნისლთა კორიანტელში.
გუშინდელიდან მოყოლებული ფიქრმა მომიცვა... ისეთმა ფიქრებმა, რომელიც გულის მალული ნაპრალებიდან იქნეს გამოპარულნი.. ხოლო ჩემი გრძნობები? ჰაჰ... თუღა დამრჩენია რაიმე, გარდა მონატრებისა და მღელვარებისა.
ფეხები დაუმორჩილებლად მიყვებიან სასურველ ნაკვალებს და გონებას მიბნევს.
ცოტა ხანში კი შენ გამოჩნდი... უმწიკვლო ღიმილითა და თავბრუდამხვევი მანერით.. სწორედ მაშინ გავიფიქრე, რომ ჩემში, ნამდვილი გარდასახვა იწყებოდა... სიყვარული მანადგურებდა და ამადროულად სიცოცხლის ჟინით მავსებდა... ხოლო შენ, წარბს არ ტოკავდი. თითქოს, ჩემი არსებობა არაფრისმომცემი იქნებოდა... უნდა ვაღიარო.... შენი გადადგმული ნაბიჯი უმალვე ჭრილობას მაყენებდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. შინაგანად ვტიროდი, მაგრამ გარეგნულად ღიმილის ნიღაბს ვირგებდი.
ბოლოს ხმ ამოვიღე.
- ნოე... ვფიცავ, ჭრილობებს მაყენებ. ისე, რომ ამას ალბათ ვერ ხვდები. ნეტავ ოდესმე იფიქრო ჩემზე და გაანალიზო, რამხელა ტკივილითსავსე გრძნობა სახლობს ჩემში.
- ანა... რატომ არ გესმის? თითქოს არც გინდა რომ გაიგო... მე ვერასდროს შემოგხედავ სხვა თვალით! შეუძლებელია ადამიანთან ბავშვობის მოგონებეი გაკავშირებდეს და შემდგომ უნამუსოდ ახალი მზერით შეეგებო.
- მეგობრები მაინც ვიყოთ... - არ ვნებდებოდი.
- ჩვენი მეგობრობა აფსურდია. შენ ვერასდროს შეძლებ, ჩემი კვალის წაშლას და წარსულის ნაკვალევის აღმოჩენას!
- იქნებ... იქნებ... შენ საერთოდ რამე იცი?- ხმა გამებზარა.
- იმაზე კარგად გიცნობ, ვიდრე შენ გგონია. მთელი ოცი წელი, ანა.
შემდგომ დავდუმდი. არაფერი აღარ მითქვამს... ან რას გეტყოდი, შენ უმალვე გაქრი, თითქოს აქ არც არასდროს ყოფილხარ, თუმცა რეალობის ნაპერწკლებს შენი ნაკვალევი ტოვებდა.

***
გამოღვიძებისას, მარტოსულობის კავალერი გვერდით დამხვდა. თვალებში მიმზერდა და წელზე ძლიერ მკიდებდა თავის ძლევამოსილ თითის ფალანგებს.
უეცრად შევკრთდი... შემეშინდა მისი სიახლოვის, რადგან ვიცოდი, მასთან სრულიად უძლური ვიყავი. სწორედ წარსული განაგებდა ჩემს ამჟამინდელ გონებას.
- შიშმა მოგიცვა?- მკითხა მძიმე და ამავდროულად ბოხი ტონით.
- შეუძლებელია შენთან ვიყო და შიშის გრძნობა არ იბადებოდეს ჩემში.
- ანა... ხომ იცი, რომ თავს ვერ დააღწევ?
- თავს ვერ დავაღწევ, ვისგან? შენგან თუ წარსულის მოგონებებისგან?

არადა იყო დრო, როცა შემეძლო გამეშვა... თავისით წასულიყო, გამქრალიყო... მაგრამ ვერ გავუშვი. სხვა ასეთი ძლიერი არაფერი მქონდა და ვერ შეველიე. როცა ღმერთს ვერ ვხედავდი, ადამიანთან მაშინ მივდიოდი. სხვანაირად როგორ?! რომ გამეშვა, რითი ამომევსო ეს სიცარიელე? უნდა ამერჩია... ან სიცარიელე ან ტკივილი. ხოლო მე, ტკივილ მოვკიდე ხელი.
მოულოდნელად ჩემკენ უფრო მოიწია წარსული... ისე, რომ მის ღრმა და ხშირ სუნთქვას ვგრძნობდი... უეცრად კი ხელში ამიყვანა.... დამჭკნარი ტუჩები სიცოცხლით ამივსო და ჩემი თითოეული სხეულის ნაწილით საზრდოობდა.
მასთან უძლური ვიყავი... სწორედ წარსული მანიპულირებდა ჩემს წრფელ გრძნობებზე და ყოფით ჟამს მწვეტდა... სადღაც შორს... ვეებერთელა მთების გავლით, უსასრულო ზღვის ტალღის უკან.
ვიცი... ერთი ნახვით შევიყვარებდი, მაგრამ ერთი სიტყვით შეყვარება მერჩივნა. სიტყვა ერთადერთია რომელც არ ბერდება სხეულთან ერთად. სიტყვა ერთადერთია, რაც დუმილთან ყველაზე ახლოს დგას.
მესმის მისი გრძნობების... სუფთა და უბილწო, მაგრამ ამავდროულად უხეში და ცივი.
მხოლოდ ერთია...მარტოსულობის კავალერი, ყოველთვის ხვდება იმას, რაც ჩემს ტუჩებს გადმოცემა არ შეუძლია. ამიტომაცაა ჩემი გრძნობები ნდობის იმედზე აგებული.

მარტოსულობის კავალერი დაუღალავად მიკოცნის მუხლებს და გრძნობს, რამხელა ტკივილის გადატანა მუხდა, მის პატრონს, მაგრამ არ იმჩნებს.
- ჩემი პასუხი ასეთია, ანა. შენ ვერც ჩემგან დააღწევ თავს და ვერც წარსულის მოგონებებისგან. შენ სრულიად ჩემი ხარ და ამას შენც ხვდები.
ჩემი გონება სულ სხვაგან ქროდა...
ახლა მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მისი სიტყვები რეალობის მატარებელი იყო და სიცრუის არცერთი ნაპერწკალი აღენიშნებოდა... ასევე ისიც ვიცოდი, რომ მარტოსულობის კავალერის ნაზი ტუჩები, ჩემი სხეულის ნაწილებს ეხებოდა... თავისკენ ნელ-ნელა მქაჩავდა და მანამდე აგრძელებდა ჩემი სხეულით თრობას მანამ საბოლოოდ არ მიიღო სასურველი შედეგი.
შემდგომ სიგარეტს წაუკიდა.. ოთახი სასიამოვნო სურნელით გაივსო... სიგარეტი მეც შემომთავაზა.. უარი არ ვუთხარი... ეს ბედნიერება გრძელდებოდა იქამდე, სანამ სინანულმა არ შემომიღო კარი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent