შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოშმარის პრინცი (თავი 1)


11-03-2020, 21:27
ავტორი teona184
ნანახია 1 180

ტკივილს ვგრძნობ, სიცივეს, სიბნელეს, უზარმაზარი სივრცის ცენტრში ვარ მოქცეული სადაც უცნობი სილუეტი, აქეთ იქიდან უვლის ჩემს დასახიჩრებულ სხეულს, სიმწრის სიცილი მაწვება, ვერ ვტირი, ვერანაირ გზას ვერ ვპოულობ იმისთვის რომ გადმოვანთხიო ემოციები, არ მყოფნის ძალა, ტკივილს ვგრძნობ...
თვალებს ვახელ, სრულიად ბნელ დიდ ოთახში სიმარტოვეს ვგრძნობ, მიხარია, სიხარულისგან კივილი მინდა, კბილებით ვცდილობ თოკებით შეკრული ხელები გავითავისუფლო, ფეხები გახსნილი მაქვს, მაჯებიდან სისხლი მდის, თუმცა ხელებს ვშლი, ნეტავ რამდენი დრო გავიდა, ფეხზე წამოდგომისთვის მთელს შემორჩენილ ძალასა და ენერგიას ვხარჯავ, ხელებით ვეყრდნობი კედლებს, ბინძურ ნესტიან კედლებს, თავბრუ მეხვევა, თვალები მეხუჭება მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევ დავნებდე, ვისრეს და ტანჯვით ვახელ, მთელი სისწრაფით გავრბივარ კარისკენ, საიდანაც მილიმეტრიანი ჭუჭრუტანიდან სინათლე აღწევს, მთელი ძალით ვეხეთქები და მზეს ვეფიცხები, თბილ, მწველ მზეს, სინათლეს, სიხარულისა და ტკივილის ცრემლებს ვერ ვიკავებ, ნაბიჯს ვდგამ და მთელი სისწრაფით მივრბივარ, ამ საშინელი ტყის დასასრულს ვერა და ვერ ვადგები, საკუთარი მძიმე ნაბიჯების ხმა ჩამესმის, არც ვტირი, არც შველას ვითხოვ, ხმის ამოღების ძალა აღარ მრჩება, გაუთავებლად მივრბივარ და მოულოდნელად მყარ სხეულს ვეჯახები, მთელი ძალით ვხვევ ხელებს და ფრთხილად ვწევ თავს.
მხოლოდ მისი ხასხასა მწვანე, მრავლისმეტყველი თვალების დანახვა მოვასწარი და ძლიერი დარტყმა ვიგრძენი ზურგში რამაც გამომაღვიძა, გავიაზრე რომ ეს მორიგი სიზმარი იყო, მორიგი სიზმარი რომელშიც თითქოს და განვთავისუფლდი.
ვერ ვხედავ თუმცა მის სუნთქვას ვგრძნობ, მთელი არსებით მეზიზღება, ვერ ვიგებ რა სჭირდება ჩემგან, ოცი წლის ახალგაზრდა გოგოსგან, ორმოც წელს გადაცილებულ მანიაკ მამაკაცს, უსუსური ვარ. მესმის როგორ იწყებს ისტერიულ სიცილს, წინააღმდეგობის გაწევის არანაირი გზა არ მაქვს, ვემორჩილები.
-ჰაერზე გამიყვანეთ, დღეს მაინც...
არასდროს ამართლებდა ჩემი თხოვნა აქამდე, თუმცა როგორც ჩანს დღეს განსაკუთრებული დღე იყო, წინადადების დასრულება ვერ მოვასწარი თოკების გახსნა რომ დაიწყო.
წამომაყენა და მძიმე რკინის გამოაღო, როგორც იქნა ამეხილა თვალები, არც იმდენად მარტივი ყოფილა სინათლესთან თვალის შეგუება რამდენადაც წარმომედგინა, მამაკაცისკენ გავაპარე თვალი, ჭაღარა შეპარული შავი თმა, გაუპარსავი წვერი, დანაოჭებული, შრამებიანი სახე უფრო მეტად მაშინებს ვიდრე აქამდე მეშინოდა. თავის ჭკუაში იმდენად მჭიდროდ ვეჭირე რომ წარბსაც ვერ შევხრიდი.
ჩემს გვერდით, სულ ერთი სანტიმეტრის დაშორებით რკინის ჯოხი შევნიშნე, ხელის გაწევაც არ დამჭირვებია თითებით ჩემკენ მოვწიე, მჭიდროდ ჩავავლე ხელი და წამის მეასედებში მამაკაცის თავისკენ გავიქნიე, გონება დაკარგა და ხელები მომიშვა, გარეთ გავვარდი, ტყე ზუსტად ისეთი არ იყო როგორიც მელანდებოდა, დასასრულიც კი უჩანდა, სწრაფად გავიქეცი, მხოლოდ საცვლების ამარა ვიყავი, ტანსაცმლის აღება ვერ მოვახერხე, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მანქანამ სიგნალი დამიწყო, შიშით ვერ შევჩერდი, სვლა მაინც გავაგრძელე იმის იმედით რომ გავასწრებდი, თუმცა ვერც მან მოახერხა შეჩერება და ვერც მე გავასწარი, ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და მომენტალურად გავითიშე.
გონზე მოსვლისას თეთრი კედლები რომ შევნიშნე გაურკვევლობაში აღმოვჩნდი, სანამ აზრზე მოვედი და მივხვდი რომ საავადმყოფოში ვიყავი, კარი კარგი აღნაგობის, დაახლოებით ჩემი ასაკის, შავგვრემანმა მამაკაცმა შემოაღო, გაეღიმა და საწოლზე ჩამოჯდა, გადასაფარებელი ყელამდე გადავიფარე და გაოგნებული თვალებით ვუცქერდი მის ხასხასა, მრავლისმთქმელ მწვანე თვალებს, მწვანე თვალები ბევრს აქვს, ლამაზიც, თუმცა ეს სწორედ ის თვალები იყო რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ყოველ დღე მელანდებოდა, ყოველი ჩემი სიზმარი ამ მზერით წყდებოდა.
-კარგად ხართ?
ოდნავ ჩახლეჩილი ხმით მკითხა, თავი გავაქნიე, ხმას ვერ ვიღებდი
-რით დაგეხმაროთ?
ისევ მან განაგრძო საუბარი
-იქნებ მიამბოთ რა შეგემთხვათ?
სიმწრის ცრემლები გადმომივარდა თვალებიდან როდესაც ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტს შეეხო.
-არა
მტკიცედ განვუცხადე უარი, თუმცა ჩემს ყელში გაჩხერილმა ბურთმა ასოების წარმოთქმაში ხელი მაინც შემიშალა. ცერები თვალთან დამადო და ცრემლები სევდიანი ღიმილით მომწმინდა.
-მანქანის მძღოლი მე ვარ, საბედნიეროდ ისეთი დაზიანება არ მიგიღია, რომ ოპერაცია დაგჭირვებოდა, მაგრამ ექიმებმა როგორც მითხრეს რამდენიმე დღით მათი მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ იქნები.
შევხედე და ისევ წინ გავიხედე, ხმა არ ამომიღია.
-ისე, ისიც თქვეს რომ დიდი ხნის ნაიარევები და დაზიანებები გაქვს.. რაც მანქანის დარტყმის შედეგად არ არის
განაგრძობდა ისევ.
-რატომ არ ჩუმდები?
უხეშად არ მიკითხავს, უბრალოდ იმდენად ცუდად ვხდებოდი რომ მისი მოსმენა აღარ შემეძლო.
-მაპატიე
თავი დახარა და სკამზე გადაჯდა.
-შენთან ვიქნები
კანკალით თქვა და შებრუნდა
-ვალდებული არ ხარ, არ გიჩივლებ
საკუთარ ნათქვამზე ჩამეცინა და თავი ბალიშზე გვერდულად დავდე.
-მაგის გამო არც ვაპირებ
დანანებით თქვა
-აბა?
ვკითხე ღიმილით, ამხელა ტკივილის მიუხედავად მისი ბავშვური წყენა და საქციელები ღიმილს მგვრიდა, ხმა აღარ ამოიღო.
-კარგი იყავი
ხმას ისევ არ იღებდა, უკვე მეცინებოდა.
წუთიერი დუმილი ჩემმა ხმამ დაარღვია
-მტკივა, თან ძალიან მცივა
ყველაფერი მტკიოდა, ამდენს ვეღარ ვუძლებდი, შეშინებულმა გამოიხედა ჩემკენ, შუბლზე ხელი დამადო, თერმომეტრი ჩამიდო და ოთახიდან უსიტყვოდ გავარდა.
ექთანი შემოიყვანა და დაცვასავით დამიდგა გვერდით.
-ტემპერატურა რამდენი გაქვს?
არ მაცადა დახედვა, გამომგლიჯა და ხმამაღალი ტონით უპასუხა
-ოცდაცხრამეტი და ორი ხაზი
ნელ-ნელა ეს თითქოს და სერიოზული ბიჭი რეალურ სახეს ავლენდა, ბავშვური იყო და იმდენად საყვარელი, არ მგონია მასთან ერთად უარყოფითზე ფიქრის საშუალება მქონოდა
-ინექციით მოგვიწევს გაყუჩებაც და სიცხის დამწევის მოცემაც, გაემზადეთ მე შემოვიტან.
გაბრაზებულმა გააყოლა ექთანს თვალი, მასზე ძალიან მეცინებოდა
-რა გქვია?
ღიმილით ვკითხე და საკუთარ ხელებს დავეყრდენი რომ მუცელზე დავწოლილიყავი
-ლევანი
სახელი მითხრა თუ არა ხელები წელზე მომხვია და დაწოლაში დამეხმარა.
-მე ირინა
ვუთხარი ღიმილით და სახე ბალიშში ჩავრგე, ექთანი შემოვიდა
-ირი
ღიმილით წარმოთქვა სახელი რომლითაც აქამდე არავის მოუმართავს ჩემთვის.
უფრო მეტად გაეღიმა და ხელი ხელზე დამადო, ექთანი გავიდა თუ არა ცრემლები წამომივიდა.
-რა მოგივიდა?
საწოლზე ჩამოჯდა და ხელი გვერდებზე დამადო გამასწორა და ჩემკენ ახლოს მოიწია, გავშეშდი, უფრო მეტად ამეტირა
-ნუ მეხები, გთხოვ
მიჭირდა იმ ყველაფრის გამოვლის შემდეგ ასე მარტივად შევგუებოდი მამაკაცის შეხებას, ნდობა არავის მიმართ მქონდა.
-რამე გეწყინა?
გაკვირვებულმა გამიშვა ხელი, როგორ ამეხსნა მისთვის ყველაფერი, ალბათ ვერც კი გაიგებს, ან შეიძლება გაიგოს, თუმცა მე არ ვიცი როდის მომეცემა იმის ძალა რომ ეს ყველაფერი სიტყვებით გადმოვცე და ავუხსნა ის წამება რაც გამოვიარე.
-მაპატიე, ვერ აგიხსნი, შენ არაფერ შუაში ხარ უბრ...
თავს ვერ ვაბამდი წინადადებებს, ტუჩებზე თითი ამაფარა და სევდიანად ჩაეღიმა.
-კარგი, მესმის გეყოფა ახსნა
თავი დავუქნიე ღიმილით
-ირი, არ გეძინება?
სკამზე გადაჯდა
-მეძინება
მოვიკუნტე და ბალიშს მოვეხვიე, კარგად გადამაფარა და კარისკენ წავიდა
-რამე მსუბუქს მოგიმზადებ სანამ გეძინება.
გასვლას რომ აპირებდა შემობრუნდა.
-ტელეფონს დაგიტოვებ და ამ ნომერზე დამირეკე თუ ჩემ მოსვლამდე გაგეღვიძება.
სახესთან მოიწია და ტელეფონში ნომერი ჩამიწერა, დაუფიქრებლად უფრო გამოიწია ჩემი ბაგისკენ და ცხელი ტუჩებით ძალიან ძლიერად და სასიამოვნოდ მაკოცა, ვერც შევეწინააღმდეგე
-მაპატიე
ჩაეცინა და გავიდა, გაკვირვებულს და ნასიამოვნებს მშვიდად ჩამეძინა.
________________________________________

გამარჯობა )) დიდი ხანი ვფიქრობდი დამედო თუ არა, იმედი მაქვს ვინმეს დაგაინტერესებთ, გთხოვთ გამიზიარეთ აზრი და შენიშვნებიც მომეცით <33 აუცილებლად გავითვალისწინებ.



№1 სტუმარი bird of life

მე ძალიან მომეწონა, კარგი წასაკითხიც იყო და ველოდები ახალ თავს, მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები.

 


№2 სტუმარი Barbare23

კარგია, იმედი მაქვს საინტერესოდ გააგრძელებ.

 


№3  offline წევრი ეირინ

კარგია და ველოდები მომდევნო თავს იმედია მალე დადებ❤

 


№4  offline წევრი teona184

ეირინ
კარგია და ველოდები მომდევნო თავს იმედია მალე დადებ❤

მადლობა, აქამდე ვერ ვახერხებდი და გუშინ დავდე ახალი თავი, იმედია ცუდი არ იქნება, ამის შემდეგ ხშირ-ხშირად დავდებ <3

bird of life
მე ძალიან მომეწონა, კარგი წასაკითხიც იყო და ველოდები ახალ თავს, მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები.

მადლობა, გუშინ დავდე ახალი თავი <3

Barbare23
კარგია, იმედი მაქვს საინტერესოდ გააგრძელებ.

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent