შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესპანელი მაფიოზები ●15●


14-03-2020, 01:10
ავტორი წერო:)
ნანახია 1 632

ძალიან დიდი ხანი ჩუმად ვიჯექი.მამიდაჩემის ტირილსა და ჩემი ძმის ბრაზიან ქცევებს ვუცქერდი.
ბოლოს ვეღარ მოვითმინე
_კარგი ახლა აღარ დაწყნარდებით?_ხან მამიდაცემს ვუყურებდი და ხანაც სანდროს.ვიცოდი უნამუსობა იყო მათ დამშვიდებას რომ ვთხოვდი.ამხელა ამბის შემდეგ ემოციაც აღარ გამოეხატათ?მაგრამ რაღა იყო ამდენი ხნის სანერვიულო.
_ვერცერთი გადამირჩება!_ისევ ცოფებს ყრიდა სანდრო.თითქოს ჩემი ნათქვამი არ გაუგია
_სანდრო_წყნარად მივმართე მას.გაველურებულმა გამომხედა
_დამშვიდდი და მათაც შეეშვიი.მორჩა ამ ამბების გაგრძელება აღარ მინდა.თანაც ხომ ხედავ ცოცხალი ვარ და საღსალამათი.მათ ნუ დაუპირისპირდები
_იმდენად საღსალამათი რომ ნაკერებიც კი გადევს_ამოიღრინა სანდრომ_მაჩვენე!_ისე სწრაფად მომიახლევდა და შარვლის ტოტი ამიწია ჩემს პასუხს აღარც დალოდებია.სახე შეეცვალა.ჯერ სინანული გაუკრთა მერე ისევ ბრაზმა დაფარა.
_გეფიცები ლიზაზუ,შენს თავს ვფიცავ დაიკო,შენი თითოეული ცრემლისთვის პასუხი თუ არ ვაგებინო._ქვემოდან ამომხედა და ჭრილობაზე თითები გადამისვა
_სანდრო,თუ მართლა ეგრე გიყვავარ გევედრები არ გინდა.მათ თავი დაგვანებეს,რაღას ეკიდები პრობლემას რატომ იქმნი.ისე გაგანადგურებენ წამიც არ დასჭირდებათ.საქართველოში რომ დავბრუნდებით ყველაფერი საბოლოოდ მორჩება._თითებზე ჩემი თითები მოვუჭირე და რაც შეიძლება მავედრებელი სახე მივიღე.ნამდვილად კატასტროფა იქნებოდა სანდროს რომ მათთვის სამაგიეროს გადახდა ეცადა.თავი ჩახარა.
_მაგას ნუ მთხოვ.
_სანდრო_ისევ თბილად მივმართე და თავი ძალით ავაწევინე_მატიასმა ჩვენი მისამართც იცის,ჩემზე,შენზე და მამიდაზე ყველანაირ ინფორმაციას ფლობს.ერთი ბრძანების გაცემა უნდა და ისე ჩაგვრცხლილავენ აზრზეც ვერ მოვალთ.რა გინდა მას დაუპირისპირდე?ესპანელ მაფიოზს?ქართველი ტურისტი?მის სამეფოში?რა ბერკეტი გაქვს სანდრო?რის იმედად?_თითებს დროდადრო ვუჭერდი და მის დამშვიდებას ვცდილობდი.სანდროს თვალებში არეულობა იკითხებოდა.ეტყობოდა თავს ებრძოდა და არ იცოდა რა ექნა.ეს დაბნეულობა უნდა გამომეყენებინა
_ძალიან კარგად გამაგებინა რომ პოლიციაში წასვლის შემთხვევაში დაგვხოცავდა.ესეიგი პოლიცია გამოირიცხა და შენ საკუთარი ძალა გაქვს და თან იმდენად დიდი რომ განგსტერი დაამარცხო?ეს ქუჩის
"რაზბორკა" ხომ არ გგონია?საქმე მკლავის ძალაში არაა სანდრო.თუ მშვიდობა გინდა უნდა გაჩერდე.თუ გიყვარვარ ბრაზს დაივიწყებ და ცხოვრებას ისე გავაგრძელებთ თითქოს არც არაფერი მომხდარა._თავი ისევ ჩაეხარა,ხმას არ იღებდა და ღრმად სუნთქავდა.ნანა აღარ ტიროდა და მე სუნთქვაშეკრული ველოდი სანდროს პასუხს.ძალიან გრძელი ერთი წუთის შემდეგ ჩახლეჩილი ხმით მითხრა:
_მაინც დამიყოლიე_გაჩუმდა და ხელახლა დაიწყო_მხოლოდ შენი ხათრით ლიზა თორემ ხომ იცი ბრაზი ისე მრევს ხოლმე ხელს ახლაც წავიდოდი და ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებდი_შვებით გავიღიმე
_ჩემი ნერვოზა_გავიცინე და სანდროს ჩავეხუტე.ნანა ღიმილით გვიყურებდა.
***
მატიასი დიეგოს ადგილმდებარეობის გარკვევას უკვე დღეები იყო რაც ცდილობდა.ახლაც თავის კაბინეტში იჯდა და ინფორმაციებს ჩაჰკირკიტებდა.
რეალურად ეს "ინფორმაციები" სრულიად გამოუსადეგარი იყო და მხოლოდ იმის მტკიცებულებას წარმოადგენდა რომ საბუთები ფაქტობრივად არ არსებობდა.
მხოლოდ ერთადერთ ჩანაწერზე ამყარებდა იმედს რომელიც ბარსელონა-მადრიდის გზაზე კამერას გადაეღო და მანქანაში სავარაუდოდ დიეგო ჩანდა საჭესთან მჯდომი.
მაგრამ პრობლება ის იყო რომ ჩანაწერი უხარისხო იყო და სახეს კარგად ვერ არჩევდა.კადრი მაქსიმალურად გაადიდა და საძულველი სახის ამოცნობას კიდევ ერთხელ შეეცადა.თან ფიქრობდა სად შეიძლებოდა რომ დიეგო ყოფილიყო.
თუ დარწმუნდებოდა რომ ეს კაცი დიეგო იყო საძიებო მასშტაბებიც შეუმცირდებოდა რაც საქმეს ძალიან გაადვილებდა.
_ენდრიუ!_სიგარეტი ამოიღო და ჩვეულებისამებრ გაუკიდა.
_რა ხდება?_შემოვიდა ენდრიუ
_შენი აზრით ეს კაცი ვინ არის?_კომპიუტერი შეატრიალა და ენდრიუს სახეს დააკვირდა.ენდრიუმ თვალები მოჭუტა და სახე კომპიუტერთან მიაახლოვა
_არ ვიცი...თითქოს დიეგოს გავს_ენდრიუმ თავი გადახარა და კიდევ ერთხელ დააკვირდა_ჰო ჰგავს მაგრამ არ ვიცი ვერ ვარჩევ
_აი სწორედ ეგ "მაგრამ" მიშლის ნერვებს მეც._ამოიხვნეშა მატიასმა და კომპიუტერი ისევ თავისკენ შეატრიალა.ენდრიუ გასწორდა.
_კიდევ ეძებ?_მატიასმა განრისხებული მზერა სტყორცნა .ენდრიუ შეცბა
_რას ნიშნავს "კიდევ"?!მანამდე მოვძებნი სანამ წამებით არ ამოვხდი სულს!_ენდრიუმ თავი დახარა.
მატიასი ისევ ჩანაწერს მიუბრუნდა,თან ღრმა ნაპასი დაარტყა.
_მატიას შეიძლება რაღაც გირჩიო?_თავი ასწია ენდრიუმ.მაფიოზმა კომპიუტერის ეკრანიდან პირქუშად ამოხედა.
_რა გინდა?
_ხომ იცი თუ ბუნაგში ვერ შედიხარ გარეთ უნდა გამოიტყუო._მატიასმა მოსმენა უფრო დაინტერესებულმა გააგრძელა_იქნებ შენც ასე მოქცეულიყავი?ისეთი რამ გაგეკეთებინა რაც გამოჩენას აიძულებდა.
_თუ მუჰამედი ვერ მივა მთასთან,მთა მივა მუჰამედთან_ჩაიღიმა მატიასმა._მშვენიერი!ხანდახან როგორ ჭკვიანი ხარ ენდრიუ.
_ხანდახან?_წარბები ასწია ენდრიუმ მაგრამ მატიასს ყურადღება არ მიუქცევია
_დიეგოს ადგილას რომ იყო ენდრიუ გამოჩენას რა გაიძულებდა?_ენდრიუ ჩაფიქრდა.
_ან ძალიან დიდი შიში ან ძალიან დიდი შანსი იმისა რომ შენი მოკვლა შემძლებოდა.რამე სარფიანი_მატიასმა თავი გააქნია
_უფრო კონკრეტული პასუხი მჭირდება!როგორ ვაიძულო დიეგოს გამოჩენა?_მატიასს წარბები შეეკრა და გამალებით ფიქრობდა.ისეთი შეგრძნება ჰქონდა როგორც პატარაობაში რთული მაგალითის ამოხსნისა როცა პასუხთან ახლოს იყო და რაღაც ძალიან მარტივს ვერ ხვდებოდა.
_ენდრიუ გაანძრიე ტვინი!_შეუძახა თავის დამხმარეს
_განგსტერი მე ვარ თუ შენ?ვერ ვიფიქრებ მეტს ისედაც ამდენი მოგაფიქრებინე_დაიწუწუნა ენდრიუმ
_ვაიმე ენდრიუ მოცილდი აქედან აზროვნებაში ხელს მიშლი_თქვა მატიასმა და თითი კარისკენ გაიშვირა
_ღმერთო დიდებულო_ხელები აღმართა ენდრიუმ_მე ვუშლი თურმე!_კარი ბუზღუნით გაიხურა.
მატისმა ღრმად ჩაისუნთა და თვალები დახუჭა.მშვიდად ფიქრი დაიწყო.
რა დააინტერესებდა დიეგოს?ან რა დააშინებდა?იქნებ ხმა დაეგდო ახალი ტვირთის შესახებ?ვითომ?და დიეგომდე ეს ამბავი როგორ მივიდოდა?მის მომხრეებს ხომ არ იცნობდა და ვისთან ელაპარაკა?ფიქრებს და გეგმას თავში აწყობდა, ოთახში ბოლთას სცემდა თან სიგარეტს ეწეოდა.ნახევარსაათიანი ფიქრის და აწონდაწონვის შემდეგ დაღლილობა საგრძნობლად შემოაწვა და სახე მოისრისა.მთელი დღის მუშაობამ და ღამის ვნებიანმა "უძილობამაც"თავისი გაიტანა და გადაწყვიტა ცოტა გამოეძინა.
პერანგის ღილები შეიხსნა და კარადის კარი გამოაღო იქედან კი შავი ბრჭვიალა მოკლე კაბა გამოიღო.ლიზასი იყო.კლუბში რომ ეცვა.ცხვირთან მიიტანა და მონატრებული სურნელი ღრმად შეისუნთქა.თვალები დახუჭა,მოგონებებმა ლიზაზე კი ერთად ჩაურბინა გონებაში.მონატრებისგან ყვირილამდე მისულს ტანზე ჟრუანტელმა დაუარა.
სასწრაფოდ მოიშორა ჩახუტებული კაბა და კარადაში ისევ ლამაზად შეკიდა.პერანგი სწრაფად გაიძრო და საწოლზე მუცლით გაწვა.თვალის ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს რომ ფიქრები და კადრები გაექრო.მაგრამ თვითკონტროლის მყიფე კედლის ბზარებიდან მაინც გამოხტებოდნენ ხმაურიანი კითხვები
ახლა ლიზა როგორაა?
ძალიან ვძულვარ?
მიყვარს?
***
_ლიზა ერთი იდეა მაქვს!_ხმამაღალი ლაპარაკით შემოიჭრა სანდრო ჩემს ოთახსი და ლეპტოპში ჩამძვრალი ისე შევხტი ლეპტოპი მოკეცილი ფეხებიდან გადამიცურდა.
_ვერ ხო შენ ნორმალურად?_წარბები შევკარი_ოთახში ადამიანურად შესვლა რა ვერ ისწავლე ამხელა კაცმა?
_ო მაცადე ერთი_ხელი ამიქნია სანდრომ_დღეს, რადგან დაგვიბრუნდით თქვენო აღმატებულებავ ხომ არ აღგვენიშნა?
_ასკაციან სუფრას მიკეთებ?_ამრეზით შევხედე
_მორჩი ამ გესლიანობას_თვალები დამიბრიალა ძმამ და მეც ძალაუნებურად გავჩუმდი
_სადმე გავიდეთ არ გინდა?_ჩავფიქრდი
_მადრიდში უნახავი მემგონი არაფერი დამიტოვებია_სანდრომ მხიარულად გამიღიმა
_დღეს იცი რა დღეა?_ეშმაკური მზერა მომაპყო.გონება სავძაბე მაგრამ თავში არაფერი მომივიდა აზრად.სიმართლე გითხრათ რიცხვის და დღის გასარკვევად კომპიუტერააც დავხედე მაგრამ იქ დაწერილმა რიცხვებმა არაფერი მომცეს
_არა..?_გაწელილად ვუპასუხე.
_დღეს "ლა ტომატინაა"!_მახარა სანდრომ.ჯერ თვალები მოვჭუტე მერე სახე გამებადრა.
_პომიდორებით ომის ფესტვალი!_შევძახე გახარებულმა_ვაიმე ხოო!სულ მინდოდა დავსწრებოდი!_მერე ისევ მოვიღუშე_მოიცა ეგ ბუნოლში არ აღინიშნება?_საათს დავხედე _ვეღარ მივასწრებთ.მაგ ქალაქამდე დიდი მანძილია_ამოვიოხრე და მხრები ძირს ჩამოვყარე.სანდროს კი დარდი სულ არ ეტყობოდა.
პირიქით ძალიან გახარებული ჩანდა
_მთავარი არ იცი_თავი ენერგიულად გააქნია_წელს "ლა ტომატინას" მადრიდში აღნიშვნაც გადაწყვიტეს.
_სანდროს ეჭვნარევი და ამავე დროს იმედიანი მზერა შევავლე
_მეხუმრები._ვუთხარი დასკვნითი ტონით.თავი ისევ გააქნია.
_გეფიცები არ ვხუმრობ.წავიდეთ რა.ამ დეპრესიიდანაც გამოხვალ_ხელით გაურკვევლად მოხაზა რაღაც ჰაერში.წარბები შევჭმუხნე.
_დეპრესია არ მაქვს_გავაპროტესტე მე
_არ იტყობ._დარწმუნებით მიპასუხა მან_მიდი ჩაიცვი წავიდეთ._სანდროს გამომეტყველება შვისწავლე მაგრამ ტყუილის ნატამალიც რომ ვერ შევამჩნიე ფეხზე სიხარულით წამოვფრინდი
_აბა მიბრძანდი აქედან!უნდა ჩავიცვა ლა ტომატინაზე მაგვიანდება!_სანდრომ ჩაიცინა მე კი ზურგზე მიწოლით გავაგდე ჩემი ოთახიდან.ჯინსის შორტი და თეთრი ბრეტელებიანი მაისური სულ სტვენა-სტვენით მოვირგე.ფეხზე ნაკერები თვალშისაცემად ყვიროდნენ მაგრამ არაფეად არ ჩავაგდე.თმა ჩავიწანი ტუჩებზე უფერული ტუჩსაცხი გადავისვი და ნახტომებით წავედი სანდროს ოთახისკენ.კარი დაუკითხავად შევგლიჯე.
_მზად ხარ?_მზერაში პირდაპირ სანდროს ტანზემოთ შიშველი სხეული შემეჩეხა.ჰმ,რა ძმა მყოლია.
_შე ამას!"რო" კითხო აშიმშილებენ!რა ტანზე ხარ შე მამაძა*ლო დავეცი._სანდრომ ნახევრად ღიმილით გამომხედა.
_ამ მამაძაღ*ოს როდის უნდა შეეშვა?
_რავიცი თავისით მეთქმევინება_გავეკრიჭე_გამივლის ალბათ. _სანდრომაც თეთრი მაისური გადაიცვა.ნანას ვითხარით სადაც მივდიოდით და ფესტივალისკენ გავემართეთ.მთლად მადრიდში არა მაგრამ ქალაქიდან დაახლოებით ორ კილომეტრში ეწყობოდა.მალე მივედით.ავტობუსში სკამზე ვცმუკავდი.ვერ ვითმენდი ისე მინდოდა იქ ყოფნა.
მალე მივედით.საკმაოდ გაშლილი,ფართო სივრცე იყო.ხალხის ნაწილს თავი უკვე მოეყარა.მოშორებით ორი დიდი სატვირთოც იდგა მწიფე პომიდორებით რომ ამოევსოთ.სატვირთოებთან ახლოს პატარა დახლებიც იდგა სადაც ათასგვარ პატარა ნივთებს ყიდნენ.ის ფუსფუსი და მხიარულება იგრძნოვოდა მხოლოდ ფესტივალებზე რომ იცის.ავჟიტირდი.
თვალი ხალხსაც შევავლე.მათ სახეზე სიხარული და უფრო მეტის ლოდინუც იკითხებოდა.თითუეულს რიგრიგობით ვათვალიერებდი როცა ნაცნობ მაღალ სხეულსაც მივადექი.აჟიტირება მაშინვე გაოგნებამ შეცვალა.ამივიგმინე
_ამას აქ რა უნდა?!


რას ფიქრობთ??



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან კაგი წიგნი მიდა რომელიც ჩემს ასაკს შეგერება

 


№2  offline წევრი წერო:)

სტუმარი მარი
ძალიან კაგი წიგნი მიდა რომელიც ჩემს ასაკს შეგერება

რამდენი წლის ხარ? blush

 


რას ვფიქრობ? სერიოზულად? დღეებს ვითვლკ როდის დადებ ახალ თავს და ამდენი ხანი გელოდები, ცოტა შენი მკითხველებიც შეგვიცოდე რა და დადე ოდნავ დიდი თავები, ისე კი ძალიან ლამაზი ისტორიაა heart_eyes

 


№4  offline წევრი წერო:)

სიყვარული გულს გვტკენს
რას ვფიქრობ? სერიოზულად? დღეებს ვითვლკ როდის დადებ ახალ თავს და ამდენი ხანი გელოდები, ცოტა შენი მკითხველებიც შეგვიცოდე რა და დადე ოდნავ დიდი თავები, ისე კი ძალიან ლამაზი ისტორიაა heart_eyes

აუჰ ახლა რა შტერივით ვიღიმი რომ შემხედო გაგეცინება.დდდ
მეტ დიდ თავებს ვერ ვწერ რა ვქნაა ამის წერასაც რამდენი ხანი ვუნდები იცი ?
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ჩემთან ხარ♡

 


№5  offline წევრი Imagination88

რა ინტრიგა ჩაგვიგდე ეხლა ბოლოს ჰა??? :))) აუუ ძაან ვისიამოვნე მომეწონა მალე დაგვიბრუნდი ❣️❣️

 


№6  offline წევრი sofo_sofia13

რაკარგიიყოო

 


№7  offline წევრი წერო:)

A.N.A
რა ინტრიგა ჩაგვიგდე ეხლა ბოლოს ჰა??? :))) აუუ ძაან ვისიამოვნე მომეწონა მალე დაგვიბრუნდი ❣️❣️

bowtie bowtie ინტრიგების ფანი ვარ დდ
ჰოო ვეცდები მალე დავბრუნდეე innocent

sofo_sofia13
რაკარგიიყოო

მადლობაა blush

 


№8  offline წევრი Yavisfertvala

აღარ აგრძელებ?

 


№9 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Rato agar deb?

 


№10 სტუმარი სტუმარი Rin Nohara

ვიცი მიზეზები გაქვს რომლის გამოც ვერ დებ ახალ თავს მაგრამ მინდა შეგახსენო რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ახალ თავს, მითუმეტეს ახლა ისეთ მომენტზეხარ გაჩერებული. მაგრამ რაც არმინდა ის არის რომ დააჩქარო მოვლენები:) გელოდები და იმედიმაქვს მალე დაგვიბრუნდები :)

 


№11  offline წევრი sofo_sofia13

სადდ დაიკარგე :((

 


№12 სტუმარი სტუმარი Rin Nohara

სადგაქრიიიი

 


№13  offline წევრი 《Sunshine》

გაააგრძელე გთხოვ

 


№14 სტუმარი სტუმარი ანი

ორი წელია ველოდები, და დიდი იმედით შემოვედი იქნებ ამდენი ხნის მერე თუ დადო თქო და იმედ გაცრუებული დავრჩი.... მაინც დიდი სურვილიმაქვს ამდენიხსნის მერეც რომ გააგრძელო ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent