შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური კატასტროფა (1 თავი )


14-03-2020, 23:41
ავტორი Acid__Ghost
ნანახია 746

ავტობუსიდან რომ ჩამოვედი მივხვდი ,რომ მის სანახავდ მხოლოდ რამოდენიმე ნაბიჭიღა მქონდა დარჩენილი . გამეღიმა
ახლაც ვერ ვხვდები ეს ღიმილი შიშის, ნერვიულობის,სიყვარულის თუ ბედნიერების იყო . მე მას პირველად ვნახულობდი იმის მიუხედავად რომ მას მე
უკვე რამოდენიმე თვე ვიცნობდი .
გულში ვბრაზობდი მაინც და მაინც დღეს რატომ არის აქ ამდენი ხალხი თქო მეშინოდა იმის, რომ ვერ დავინახავდი ვერ ვიპოვიდი, მაგრამ ეს შიში უბრალო ცრუ გრძნობად ჩამრჩა ,რადგან დავინახე ვიღაც ვინც ჩემს მოლოდინში იყინებოდა.
იმ დღეს ძალიან ციოდა . მას შავი თბილი მოქსოვილი შარფი ეკეთა , გაყინული ხელები კი შავი პალტოს დიდ ჯიბეებში ქონდა ჩალაგებული და მათ გათბობას ცდილობდა , რომ მივუახლოვდი გაეღიმა და პირველად დავინახე მისი ლამაზი ზღვის ფერი თვალები ,რომელიც ძლიერ ტალღებს ებრძოდა . დავინახე მისი მზის ფერი თმა,რომელი ნაცრისფერ ქუჩას ალამაზებდა.
მან გასეირნება შემომთავაზე მეც დავეთანხმე იმის მიუხედავად რომ სეირნობის დიდი მოყვარული არასოდეს არ ვყოფილვარ.
მთელი დღე ერთად დავდიოდით , ქუჩა-ქუჩა დავხეტიალობდით და ძალიან ძალიან ბევრს ვსაუბრობდით . მე ვიყავი მოლაპარაკეს როლში , იმ თემებზე ვლაპარაკობდი ,რაც ადრე საინტერესო მეგონა ახლა კი სირცხვილისგან ტირილი მინდება, როცა ჩემი ლაპარაკი მახსენდება. ის კი უბრალოდ იცინოდა და გვერდს მიმშვენებდა.
ჩემზე უკვე ძალიან ზრუნავდა , გადასასვლელს რომ დაინახავდა წელზე ნაზად მომხვევდა ხელს და არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ მის გარეშე წავსულიყავი . ამ ქცევამ ძალიან მომხიბლა და უფრო მეტად მომეწონა .. კი მე ის უკვე ძალიან მომწომდა და ერთი სული მქონდა როდის ვიგრძნობდი მისგან იგივეს.
ამ სეირნობასა და ლაპარაკში ჩემი წასვლის დროც დადგა , გაჩერებასთან მივედით ... მითხრა დაგელოდები სანამ ტრანსპორტი არ მოვა მანამდე არ წავალო მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავუღიმე.. ნეტავი იცოდეთ როგორ მინდოდა, რომ ავტობუსი საერთოდ არ მოსულიყო ,რომ ის ჩემთან უფრო დიდიხანი დარჩენილიყო . სიგარეტის მოწევა რო დაასრულა ხეს მიეყრდნო და ჩამქრალ სიგარეტის ღერს უყურებდა მე დრო ვიხელთე და ჩემი თავი მის დიდი მხარზე კომფორტულად მოვათავსე თვალები დავხუჭე და ოცნებებში გადავარდი. რამოდენიმე წამში კი ღრმა ოცნებებიდან, რაღაცამ ამომაგდო გონს მოვეგე და მაშინვე გვერძზე გავიწიე.... შემრცხვა ჩემი ქცევის და თავის დატუქსვა დავიწყე, როცა მისი სიგარეტისგან დაბოხებული ხმა მომესმა ”დამადე თავი ”
მე მას თვალებში შევხედე და უეცრად საშინელირამ ვიგრძენი, მის თვალებში მის ზღვის ფერ თვალებში ძაიან დიდი ბოროტი ძალა და ტკივილი დავინახე,რომლის
დამალვასაც ის ასე ძალიან ცდილობდა მაგრამ მე ვერ დამიმალა.
თავი დავადე ..რაც უფრო მეტს ვფიქრობდი მის თვალებზე მით უფრო ძლიერ მიცემდა გული . ძალიან ბედნიერი ვიყავი დიდს სითბოს და ძალას ვგრძნობდი, რომელიც აქამდე არასდროს არ მიგვრძნია არცერთ წიგნში არ წამიკითხავს და არც ერთ ფილმში არ მინახავს
ეს რაღაც არა ამ ქვეყნიური იყო ... ეს რაღაც სიტყვებით აღუწერელი გახლდათ...
მაგრამ ვინ იცოდა, რომ ეს გრძნობა მე იქ მიმიყვანდა სადაც ახლა ვარ გამომწყვდეული..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent