დღემდე ვაგვიანებ
თითქოს გათეთრებულ თვალთა მთვლემარებით მზერა ნამთვრალევში ყვითლად გამითენდა ქუჩა დათოვლილი თანაც ნაგვიანი ვეღარ ავიტანე მისი მდუმარება ბოდვით ვათარეშე ისე ჩაგეძინა ვეღარ მოვასწარი დღემდე ვაგვიანებ პალტოს საყელოზე მესხა არაყი და მეცხო მირონივით მარად დამებედა ღამის გასათევად ბაღი თაღიანი ღილებს შეგიკრავდი ღილებს დაგითვლიდი ისე ირონიით მაგრამ გაგეღვიძა ვეღარ მოვასწარი დღემდე ვაგვიანებ მსგავსად პერსონაჟის ცუდი ნოველიდან ხელში შეგიკალი სახლი აგირიე მარტის ნაირია ახლა ამინდები შენ კი არაფერი ჩუმად მიპასუხე პალტო შეიკარი პალტო შეიკარი ქარია გაცივდები მთვრალი ჯენლტმენების ეპოქაა ხოდა გამიმართლებს დილა ნამიანი უფრო ოკეანედ რატომ მეჩვენება შენ კი არაფერი ჩუმად მიპასუხე ბეჭებში გაიმართე აჰა გავიმართე გაბღენძილობა თუ მეშველება თითქოს გათეთრებულ თვალთა მთვლემარებით მზერა ნამთვრალევში ყვითლად გამითენდა ქუჩა დათოვლილი თანაც ნაგვიანი ვეღარ ავიტანე მისი მდუმარება ბოდვით ვათარეშე ვეღარ მოგასვენე ვეღარ მოვასწარი დღემდე ვაგვიანებ პოეტი თემურ ელიავა ნუ რა ვქნა ვგიჟდები ამ ბიჭზე ნამდვილი გენიოსია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.