შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა საქმე ეხება სასმელს, ჩვენ გავიხდით ჩვენს ტანსაცმელს (სრულად)


15-03-2020, 13:29
ავტორი Nanaga
ნანახია 12 856

გამაყრუებელ სიჩუმეს მხოლოდ ფეხსაცმლის კაკუნი არღვევდა.
რითმულად გაისმოდა ხმა და თითქოს საიდანღაც ექოც მოდიოდა.
ლიფტი გამოიძახა და ქვემოთ ჩასვლის თანავე მანქანაში ჩაჯდა.
იმხელა საცობი იყო ლამის ისტერიკა დაემართა, იბღავლა, იტირა.
გული იჯერა და გზაც მალე განთავისუფლდა.
მეგობრის ბარში შევიდა, ბარმენთან აისვეტა და როგორც ყოველთვისო ანიშნა.
დაფიქრდა და ფიქრებს სასმელიც შეაშველა.
როგორც სჩვევიათ ხოლმე, ერთი ჭიქა, ორი ჭიქა, სამი, ოთხი და ჰოპ - ყველაფერი ვარდისფერ ფერებში ბრუნდება.
დიდხანს გრძნობდა ახლომდებარე მამაკაცის მზერას დაჟინებით რომ აშტერდებოდა.
უნდოდა მისულიყო და გაეცნო მაგრამ მაინც ქართული მენტალიტეტი თავისას შვრება.
ტეხავს გოგო ვარ მე ხოარ მივალო - ფიქრობდა.
კარგად მთვრალი იყო, იცეკვა, იმღერა.
სხვათაშორის ორივე კარგად გამოუვიდა.
დარდი ჩაკლა ვითომ გართობაში.
მერე
მერე არ ახსოვს არაფერი
იცის რომ გაიცნო ის მამაკაცი, რომელიც ასე დაჟინებით აშტერდებოდა.
ეს ახოვს, რა დაავიწყებს?
მოეწონა. ერთი ნახვით სიყვარულის არ სჯეროდა.
მაგრამ სჯეროდა ერთი ნახვით მოწონების.
ზედმეტად მოეწონა.
სიმთვრალეს მიაწერა.
მერე ახსოვს, რომ ერთობოდა ამ ბიჭთან ერთად.
ბიჭთან ჰო, არც ისეთი დიდი აღმოჩნდა როგორიც ეგონა.
მერე ახსოვს ბარიდან გავიდა.
ტატუ სალონში შევიდა და ორივემ რაღაც გაიკეთა.
ისიც ახსოვს, ტატუ მასტერი დიდხანს რომ უსნიდა, ალკოჰოლურ ფონზე ტატუს გაკეთება სარისკოაო.
ორივემ დაიკიდა გაფრთხილება და მაინც გაიკეთეს.
მკერდთან ახლოს, გვერდზე, სამკლავოს ქვემოთ პატარა ნახევარმთვარე დღესაც აქვს.
რატომ გადაწყვიტა გაკეთება არ იცის, მაგრამ ახსოვს ორივემ რომ გაიკეთა ერთი და იგივე.
მოკალი და სახე არ ახსოვს, მაგრამ იცის რომ ძალიან მოეწონა ეს ბიჭი.
მერე ახსოვს დილით თავის ტკივილი, თავის საწოლში.
ნაბეღლავი და მჟავე.
ისიც ახსოვს მთელი ერთი კვირა რომ ის ბიჭი გონებიდან არ გადიოდა.
მაგრამ სახე ბუნდოვნად ახსოვს, საერთოდ ისეთი მთვრალი იყო რაც ახსოვს ეგეც გასაოცარია.
ტატუს ამბავს არ ნანობს, მაგრამ თითქმის არავინ იცის რომ აქვს.
მოეშვა უცნობზე ფიქრს და როგორც სჩვევია დაიკიდა.
იშვიათად შეახსენებდა ხოლმე უცნობი თავს, ეგეც როცა დათვრებოდა.
არც უცდია მოძებნა, ან რომ მოეძებნა რა უნდა ეთქვა?
მოკლედ საბოლოოდ შეეშვა მასზე ფიქრებს.
სამი წლის თავზე პარტნიორი როგორ არ ჰყოლია.
დიდი სიყვარულით არცერთი არ ჰყვარებია.
ჩათვალა რომ ჯერ სიყვარულობანას დრო არ ჰქონდა.
ეგეც დაიკიდა როგორც სჩვევია.
მაგრამ სამი წლის მანძილზე, მაინც ახსენდებოდა უცნობი.
ჯანდაბაში უშვებდა.
___________________________________________________________
- ნინჩო ჩემი ტელეფონი შიგნით ბავშვის საწოლთან რო ტუმბოა მანდ დამრჩა და მიდი გამომიტანე - დაქალს დაუყვირა სალომემ და ბავშვი გულზე უფრო მჭიდროდ მიიკრა.
პირველად ხდებოდა სალომე ნათლია და ძალიან უხაროდა.
ბავშვს ხელიდან არ უშვებდა და ცივ ნიავს არ აკარებდა.
ორივე მშობელთან მეგობრობდა, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან.
ავთომ მანქანა ჯვარის მამის ეკლესიასთან გააჩერა, ჯენტლმენურად გაუღო გოგოებს მანქანის უკანა კარები და ორივე გადმოიყვანა.
ძალიან ლამაზი ნათლია იყო სალომე.
დაქალი ეხუმრებოდა სილამაზეს და ჭკუას ისეთს დაანათლი, სხვა ვინ უნდა ვინატრო შენს ადგილზეო.
ეხუმრებოდა რა, მართლა მასე იყო.
ეკლესიაში შევიდნენ.
ბავშვის მეორე ნათლიას იცნობდა.
ყველაფერი ქართულ-ტრადიციულად იყო.
ბავშვის ნათლიები - მეჯვარეები!
ნაცნობები ყველა გადაკოცნა, მაგრამ უცხო სახე მოხვდა თვალში.
მამაკაცი იდგა შავ კლასიკურ სამოსში.
ხელში ანთებული სანთელი ეჭირა და სალომეს უყურებდა.
არ დაბნეულა და მასთან მივიდა.
ყველა მოიკითხა, ყველას იცნობდა და ამას ესე ხოარ დატოვებდა?
გამარჯობათი შემოიფარგლა ორივე და თავის ადგილას დაბრუნდა.
ნათლობამ წარმატებით და ლამაზად ჩაიარა.
უამრავი სურათი გადაიღო და გადაუღეს მასაც.
რამოდენიმე კადრში ის ბიჭიც იდგა.
მერე ავთოს ჰკითხა იმ ბიჭის ვინაობა.
ავთომ უთხრა ხან საქართველოშია ხან საზღვარგარეთო, ბავშვობის მეგობარია და ქორწილშიც იყო ჩემთანო.
ვერ გაიხსენა ქორწილში როდის იყო მაგრამ დაიკიდა.
ავთომ ძმაკაცს ანიშნა მოდიო
- გაბო ბიჭო, ეს არის სალომე ამაშუკელი. ჩემი ბავშვის ნათლია. ჩემი და ნინოს უახლოესი უფრო ბავშვობის მეგობარი. ეს კიდევ გაბო იგივე გაბრიელ დევდარიანია ასევე ჩემი ბავშვობის მეგობარი და ხან აქეთ გადმოგდებული ხან იქით - ჩაიცინა ავთომ და ახლად გაცნობილი წყვილი მარტო დატოვა, შეუთვალა თქვენ ორივე ისეთები ხართ უჩემოდ მოახერხებთ გაცნობას მე სტუმრებს მივხედავო.
- სამწუხაროა რომ აქამდე არ გიცნობდი - ისევ სალომემ გამოიჩინა ინიციატივა და პოლემიკის წამოწყება სცადა.
- სამწუხარო რატოა? - ეჭვნარევი ხმით ჰკითხა გაბომაც და თვალები მოუჭუტა.
რა ტუტუცია, როგორ ვერ მიხვდა რომ ეს ლაპარაკისთვის დაიწყო სალომემ თორე სინამდვილეში სულ არ ადარდებდა აქამდე იცნობდა თუ არა?
იქნებ მიხვდა და მაგიტომ აჰყვა?
ვინ იცის აბა.
- რავიცი ბოლოს და ბოლოს ასეთი მეგობარი გვყავს ორივეს, ერთადაც ვყოფილვართ რამოდენიმეჯერ მე კიდევ დღეს პირველად გხედავ - თავი დაიძვრინა სალომემ
- შენ შეიძლება პირველად მხედავ მაგრამ მე მაგრად მეცნობი, ეტყობა მე უფრო მახვილი თვალი მაქვს - გამომწვევად აათვალიერ-ჩაათვალიერა ქალი და თვალებში ჩააშტერდა.
ეუცნაურა სალომეს მისი ეს საქციელი.
გულში ფიქრობდა ქალი არ უნახავს თუ მე რას მომაშტერდაო.
მისაშტერებელი აღნაგობა და ვიზუალი კი ნამდვილად ჰქონდა სალომეს
მერე თავისივე თავი დატუქსა ეტყობა შენნაირი ქალი არ უნახავსო
როგორც აღმოჩნდა ნარცისია ეს საქალბატონე.
დიდხანს ისაუბრეს ამა თუ იმ საკითხზე.
რაღაცეებში დაეთანხმნენ, რაღაცეებში იკამათეს.
ზომიერად და ჯანსაღად ოღონდ.
სუფრა ძალიან ახლობლების წრეში გაიშალა.
წავიდა სადღეგრძელოები, მიყოლებები, თავდავიწყებები და მოკლედ ტიპიური სუფრისა და ქეიფის სახე მიიღო ყველაფერმა.
სალომემ დალია ერთი ორი ჭიქა, არ გამოდიოდა ისე, ბავშვი ხო უნდა დაელოცა არა?!
გაბო დიდად სასმლის მოყვარული არ იყო, ერთი ჭიქა დალია ეგეც ბავშვი რომ დალოცეს და მორჩა!
სტუმრებმა ნელ-ნელა იკლო და სალომემაც თავისი ქურთუკი მოსთხოვა ნინჩოს.
გაბომ შესთავაზა მიგაცილებო, ამანაც იუკადრისა მაგრამ გულში მაინც გაუხარდა მისი ყურადღება.
ავთო გადაირია რას ამბობ ესე ვერ გაგიშვებ, მიგაცილებს გაბო-ო.
ნუ მოკლედ ჭიდაობას ხო არ დაუწყებდა ან გაქაჯდებოდა და კაი ჯანდაბასო თქვა.
მთელი გზა ენა არცერთს არ გაუჩერებია.
ავთოზე და ნინჩოზეც ილაპარაკეს, ახსნეს რომელმა როგორ გაიცნო ეს ორი.
სახლში მისულმა, მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.
- ნომრები გავცვალოთ და ამ დღეებში გავიდეთ სადმე, თუ არ იქნები წინააღმდეგი - საფირმო ღიმილით დააჯილდოვა სალომე.
არ ყოფილა სალომე წინააღმდეგი, პირიქით მოეწონა ურთიერთობის იდეა.
აშკარად მოეწონა რა.
ერთი ის ბიჭი მოეწონა ბარიდან და მეორე ეს მოეწონა ახლა ზუსტად იმისნაირად.
მერე
მერე რამოდენიმეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ურთიერთობა მეგობრობის დონეზე ააწყეს.
ზემოთ აღვნიშნე, სალომეს ერთი ნახვით შეყვარების არ სჯერა მეთქი და ასეც არის.
ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს, ერთი დრე რომ გავიდოდა და გაბო სალომეს არ დაურეკავდა, სალიც უკვე ნერვიულობდა და ხანდახან ცრემლებამდეც მიდიოდა საქმე.
მათი ურთიერთობაც ერთი დიდი გაურკვევლობა იყო, არც-ერთი არ ფიქრობდა ურთიერთბისთვის სერიოზული სახის მიცემას.
მერე გაბო ისე გადაიკარგა, არც უთქვამს სალომესთვის სად მიდიოდა და რისთვის.
ესეც კაი დებილია რა
რატო უნდა ებარებინა ანგარიში გაბოს სალომესთვის
თვითონ აბარებს ყველა მეგობარს ანგარიშს? რასაც უნდა იმას აკეთებს
ხოდა გაბომაც ის გააკეთოს რაც უნდა, რას აუფორიაქდა გული
რა გაბოს ბრალია რომ სალომეა სულელი და ეს ბიჭი ესე ძალიან მოსწონს
აღიარება არ უნდოდა მაგრამ აშკარად ენატრებოდა
ეს შეხვედრები და საერთოდ გაბოს ნაკვთების, სიტყვებისა და გაბოს გაფიქრებაც საკმარისი იყო რომ მისი ნახვის ‘’ლომკები’’ დასწყებოდა.
დეპრესიები და ისტერიკები არ დასწყებია.
არა გული კი ძალიან მაგრად სტკიოდა მაგრამ არ იმჩნევდა, რა მოხდა ბიჭების მეტი რა არისო.
სინამდვილეში კი მართლა ცუდად გრძნობდა თავს მაგრამ დაქალები, სამსახური და გადატვირთული გრაფიკი ავიწყებდა ამ დარდს.
ცოტახნის შემდეგ ერთმანეთი ნახეს ისევ ნინჩოს დაბადების დღეზე.
გული აუფორიაქდა და აუფრთხიალდა
კიდევ უფრო გასიმპატიურებულა ეს საზიზღარი
ცხელმა და ვნების ტალღამ დაუარა მთელს ორგანიზმში.
უბრალო მოკითხვით შემოიფარლა ორივე და სუფრას მიუსხდნენ
აქაც გვერდიგვერდ მოუწიათ ჯდომა
ცოტა არ იყოს და აფორიაქებული იყო
ერთმა ჭიქა კარგად დაძველებულმა შანიძის ღვინომაც კი გააწითლა სახეზე
უფრო ნერვიულობდა, აბა გვერდით მამაკაცი ეჯდა რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და არ ინერვიულებდა?
გაბომ შენიშნა და ნელა უჩურჩულა ყურთან
- ბევრი არ მოგივიდეს დალევა, ისედაც მოგეკიდა და სულ აგაწითლა - მზრუნველი და ცოტა მბრძანებლური ტონით უთხრა და სალომეც ადგილზე გაყინა
ტუჩებთან მიტანილი ღვინის ჭიქა ადგილზე დააბრუნა.
დიდხანს იწრიალა მაგიდასთან და ბოლოს ეგ და ნინჩო აივანზე გავიდნენ მოსაწევად
მერე ნინჩო შებრუნდა ისევ ოთახში მაგრამ სალომე დარჩა
აივნიდან გადახედა მანქანების შუქით გაბრდღვიალებულ ქუჩას და მოსეირნე ხალხს.
დიდხანს იდგა ერთ პოზაში გაშეშებული
თვითონაც არ იცის რაზე ფიქრობდა
მერე ცხელი და მძიმე ხელის შეხება იგრძნო წელზე, თავი მოატრიალა და გაბო შეეჩეხა
არუნდოდა ლაპარაკის წამოწყება მაგრამ ამჯერად გაბომ დაასწრო
- მიბრაზდები? - თითქოს სინანულის ტონი ჰქონდა მაგრამ გაბოს სანანებელი არაფერი აქვს, აღვნიშნე უკვე რომ სალომეა სულელი!
- არა, რატომ? არც იყავი ვალდებული რამე გეთქვა - არ იქაჯა, არც ისტერიკები მოაწყო, ცივილიზებულად გაუგო მაგრამ მისი გული კი ნამდვილ ისტერიკას აწყობდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და თავიც მიატრიალა უმისამართოდ.
- ვალდებული არავინ არაფრის არარის, პროსტა ცუდად გამომივიდა - ვეღარ აიტანა სალომემ გაბოს ვითომ ახსნები და პირდაპირ მიახალა
- მომისმინე გაბო, მე და შენ ის ურთიერთობა არ გვაქვს რომ ერთმანეთს ანგარიში ვაბაროთ სად ვართ ვისთან ერთად ვართ რას ვაკეთებთ და ასე შემდეგ. თავს ნუ დაიდანაშაულებ, გეუბნები ეგ არაფერი თქო და მორჩა. უბრალოდ ეტყობა მე შევხედე ყველაფერს ძალიან სერიოზულად.
- და მე რო მინდა რო გვქონდეს ეგეთი ურთიერთობა? სადაც ერთმანეთს ჩავაბარებთ ანგარიშს როგორც შენ იტყვი, სადაც ყოველ დღე დავურეკავთ და მოვიკითხავთ ერთმანეთს? სადაც სულ გვემახსოვრება ერთმანეთი და წუხილის დამალვაც არ დაგვჭირდება? მე მინდა ეგ ურთიერთობა თან ძალიან, იცი შენ ეს
შოკირება მიიღო.
დენმა დაარტყა.
თავში ჩაარტყეს.
უცბად ააკანკალა.
- რა... რაო? რისი თქმა გინდა? - ოხ ეს ქალები. ძალიან კარგად მიუხვდა სათქმელს! მაგრამ ყველაფერს ხომ სახელი უნდა დაარქვან და ყველაფერი ხომ ჩარჩოებში უნდა ჩასვან? კი ბატონო ჩასვას ჩარჩოში და კედელზე დაიკიდოს, თვალს რომ გაახელს დაინახავს
- სულელის შთაბეჭდილებას არ ტოვებ, არც ხარ და დავიჯერო ვერ ხვდები? მიყვარხარ და მინდ ერთად ვიყოთ. მომბეზრდა ესე ყოფნა რა, ბაცანკები ხო არ ვართ ერთმანეთს კუკუ დამალობანა ვეთამაშოთ?! ან თინეიჯერები და შეყვარებულის სტატუსით ვიყოთ? მე მინდა სერიოზული სახე მივცეთ ჩემსა და შენს ურთიერთობას.

ჯერ არ განეცადა ესეთი სიხარული.
ძალიან უხაროდა, ბავშვურად.
არც ელოდებოდა რომ საყვარელი მამაკაცისგან ასე მარტივად მიიღებდა სასიყვარულო სიტყვებს.
გულმაც რეჩხი უყო.
მერე
მერე იყო ყველაფერი თუ იყო.
გაიარეს ის ეტაპები რაც უნდა გაევლოთ.
სანაცნობო, სამეგობრო, ოჯახი.
გაიცნეს ერთმანეთის ახლობლები უფრო კარგად
დღითიდღე უფრო კარგად გრძნობდნენ თავს და დღითიდღე უფრო უყვარდათ ერთმანეთი.
ცოტა არ იყოს და სალომეს გული სწყდებოდა.
ეტყობა ბავშვურად მაგრამ გულში ის უცნობი მაინც ჩარჩა
ეგონა რომ რატომღაც იპოვიდა და ალბათ ცხოვრებას დაუკავშირებდა.
ხომ გაგიგიათ იმედი ბოლოს კვდებაო?!
მე გამიგია, მჯერა და ვეყრდნობი ამ ცნებას.


ჯერ კიდევ არ იყო მზე ბოლომდე ამოსული, იწრიალა გაბომ მაგრამ მაინც ვერ დაიძინა.
ხან ისე მიეხუტა სალის, ხან ესე.
ხან ისე ‘’ მიუცუცქდა’’ და ხან ესე.
ვერ გააღვიძა და ეცოდებოდა კიდეც გასაღვიძებლად.
მერე მის მშვიდ ძილს უყურა, უსმინა სუნთქვას.
ზუსტად იცოდა როდის როგორ ამოისუნთქებდა, სად აკეთებდა პაუზას და მოკლედ მთლიანად გამოკველული ჰყავდა ეს გოგო.
უცბად გადაბრუნდა სალომე და ხელი ზემოთ ასწია.
გაბომ რაღაც დალანდა და გულმაც რეჩხი უყო.
აქამდე არასდროს შეემჩნია თუ სალომეს ტატუ ჰქონდა.
თვალებიდან ნაპერწკლები დაყარა, არა განა იმიტომ რომ ტატუ ჰქონდა.
ბიუსჰალტერი ოდნავ ზემოთ ასწია და გაოცებისგან ყბა ჩამოვარდა როცა ნახევარმთვარისებური ტატუ მკერდისა და გვერდის სადღაც შუაში მოქცეოდა.
ჯერ კიდევ ვერ უყრიდა გრძნობებსა და სიტყვებს თავს.
მაინც გააღვიძა!
- აუ გაბო დამაძინე გთხოვ, რა გინდა რას მაღვიძებ ავადმყოფი ხოარ ხარ რა. გეხვეწები დამაძინე - ბუტბუტებდა და სულაც არ აპირებდა ადგომას.
გაბო მაინც კოცნიდა, მაინც ძალიან ნაზად ეფერებოდა.
თითქოს რაღაც ძალიან დიდი ხნის წინ დაკარგა და ახლა იპოვაო.
- სალი ჩემი სალი. ესეიგი სალი - ისიც თავისთვის ბუტბუტებდა და საერთოდ არ აპირებდა ქალზე ხელის გაშვებას

სალიმაც წამოწია თავი და დაჭუტული მზერა ჯერ საათს და მერე გაბოს აღაპყრო
- ასეთი გაღვიძება მომწონს, მაგრამ ასე ადრე რამოხდა?

პასუხი არ მიუღია, მხოლოდ იღიმოდა გაბო და ამ ღიმილით კლავდა ახალგაღვიძებულ სალომეს.

- ბარი. დათრობა. უცნობი ბიჭი და გოგო. მერე ტატუ სალონი. ნახევამთვარე. სიმთვრალეში გაჩენილი გრძნობები და გაყოფილი გზები.

სალომე ერთხანს დაიბნა, ხმა ვერ ამოიღო.
ხელი ოდნავ შეარხია და მის ტატუს თვალი გაუსწორა.
მერე გაახსენდა...
მიხვდა და ზღვა ემოცია მოაწვა.
გაბოს ჩაეხუტა და ძალიან ბევრჯერ აკოცა ყელში.

- ვერ წარმოიდგენ რამდენი ხანი ვფიქრობდი შენზე, შენ რომ მოგყვებოდი მაშინაც კი გული მწყებოდა. ღმერთო რა სიგიჟეა, არ მჯერა საერთოდ - ბუტბუტებდა სალომე და მამაკაცს უფრო ეკროდა
- მეც დიდი ხანი ვფიქრობდი. მინდოდა მომეძებნე მაგრამ
- მერე მოგეძებნე. ვერ მიპოვიდი თუ რა? - ეშმაკურად ათამაშა თვალები ჯერ კიდევ შოკირებულმა
- და ვინ გითხრა რომ არ მოგძებნე? მთავარია ეხლა ხარ აქ. ჩემთან და იმ დაუსრულებელ საქმეს ვამთავრებთ
უფრო მჭიდროდ მიიკრა გულზე.
თითქოს ორივემ იცოდა, მაგრამ ამავდროულად არა.
ერთი ტატუ რომელმაც ცხოვრება შეუცვალათ, აუშენათ ან დაუნგრიათ.
დააშორათ და დააკავშირათ.

___________

ესეიგი ეს ისტორია არის ძალიან ძველი, ადრე დავწერეთ მე და ჩემმა დაქალმა და შემთხვევით აღმოვაჩინე.
მაშინ წერისას ჯერ კიდევ ფრთებს ვშლიდი და არ ვიცი რა ხასიათზე დავწერე, თუმცა რაღაცნაირად ძველი ემოციები გამიღვიძა.
აქაც მედო ადრე, ოღონდ ვერ ვიპოვე, თან ძველი ნიკით მქონდა.
მოკლედ უბრალოდ შეიძლება გახსოვდეთ და გიზიარებთ ასე, შეუცვლელს, არაფერი შემისწორებია და სახელიც დავტოვე იგივე. <3



№1  offline წევრი ნანა73

კარგი იყო, სახალისო... ❤️

 


№2  offline წევრი alienbaby

აუ იქნებ ამათ ყოველდღიურობაზე დაწერო?

 


№3  offline წევრი Stranger things

ისეთი ბუშტი წყვილია relaxed sweat_smile ძალიან მომეწონა, აი მართლა ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე, მეორეს ფიზიკურად ვეღარც მოვასწრებდი მაგრამ ისეთი ისტორია იყო დიდიც რომ ყოფილიყო მაინც ასე იქნებოდა, მოკლედ ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ. heart_eyes

 


№4  offline მოდერი Nanaga

alienbaby
აუ იქნებ ამათ ყოველდღიურობაზე დაწერო?

ჰმ, არამგონია. ძველი ისტორიაა ძალიან, მაშინ სხვა ემოცია მქონდა და რატო დავწერე ისიც არ ვიცი :დ ახლა სხვა ისტორიას ვწერ და სხვა წყვილის ყოველდღიურობით დაგატკბობთ <3

 


№5 სტუმარი MeganDURGY

Hi Guys, here I posted my photos naked http://eskorttr.info/ If you like, you can write to me, talk.

 


№6 სტუმარი guest

MeganDURGY
Hi Guys, here I posted my photos naked http://eskorttr.info/ If you like, you can write to me, talk.

ჰოლლლლლლლლლლლლლყ სჰიტ ი ლიკე ტჰის გიიირლლლლლ

 


№7  offline წევრი teona184

ჯერ მხოლოდ სათაურია იმდენად ჩამთრევი... შეუძლებელია არ გაგექცეს თვალი, დაუსრულებელი რომც იყოს, უსასრულოდ განვაგრძობდი კითხვას <3

 


№8  offline მოდერი Nanaga

teona184
ჯერ მხოლოდ სათაურია იმდენად ჩამთრევი... შეუძლებელია არ გაგექცეს თვალი, დაუსრულებელი რომც იყოს, უსასრულოდ განვაგრძობდი კითხვას <3


დიდი მადლობა <3
ჰო, სათაური ჯგუფი "დაგდაგანი-მარი" ს სიმღერიდანაა

 


№9 სტუმარი nia

მალე დაგვიბრუნდიი

 


№10 სტუმარი კოკო

ჰერმან მალე დაგვიბრუნდი რაა შენი ისტორიები ძაან ძაან გვაკლია <3 sob

 


№11  offline მოდერი Nanaga

კოკო
ჰერმან მალე დაგვიბრუნდი რაა შენი ისტორიები ძაან ძაან გვაკლია <3 sob

ვაიმე ძაან გამიხარდა ეს კომენტარი <3
არსად წავსულვარ, უბრალოდ მუზა აორთქლდა და მეც ძაან განვიცდი ;დ :(

 


№12  offline წევრი nin jawvliani

ჰერმან ძალიან გვაკლიხარ და გვენატრები pensive sob sob ერთი სული მაქვს როდის მოვკრავ თვალს სიახლეს მალე დაგვიბრუნდი რაა <3 <3

 


№13  offline მოდერი Nanaga

nin jawvliani
ჰერმან ძალიან გვაკლიხარ და გვენატრები pensive sob sob ერთი სული მაქვს როდის მოვკრავ თვალს სიახლეს მალე დაგვიბრუნდი რაა <3 <3


რაღაცის წერის პროცესში ვარ და ვნახოთ რა გამოვა <3
მეც ძაან მენატრებით

 


№14  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყოო♥️უფრო მეტი განვითარებაც არ იქნებოდა ცუდი სიუჟეტებს შორის♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent