შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგიყვარებ. 8თავი


15-03-2020, 15:03
ავტორი ნაამა
ნანახია 2 523

ბექას ძმა ჩვენგან ჯერ ისევ შორს იყო,ნელ-ნელ მოდიოდა და ბექაც გვერდით მოჰყვებოდა,არც კი მიფიქრია უკან მიხედვა,მოვიდოდა ჩემს წინ არსებულ ერთადერთ ცარიელ სკამზე დაჯდებოდა და მერე გავიცნობდი ,რა არის ამაში უცნაური?არც არაფერი.უკვე საკმაოდ მოახლოებულნი იყვნენ ბექამ ლაპარაკი რომ დაიწყო...
-ნაამა,ესარის ჩემი უფროსი ძმა...
უეცრად ჩემს წინ დაჯდა არ ველოდი მის აქ დანახვას და წამომაყვირა უნებურად,ისე გამოვიდა რომ ბექას დაწყებული წინადადება მე დავასრულე
-დამიანეე?!
შეშინებული ჩავაფრინდი კალეს ხელს...ცოტახანს ასე გაკვირვებულები ვუყურებდით ერთმანეთს,ბექა კი ხან მე მიყურებდა ხანაც დამიანეს,თანაც თითს სასაცილოდ მიშვერდა ხან მე ხან დამაინეს...
-დაიცა ...დაიცა თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს?
-უბრალოდ ვიცნობთ ,ხომ ასეა ლელა?
თვალები დააწვრილა და გაბრაზებულმა შემომხედა...მე კი ისევ კალეს ხელს ვებღაუჭებოდი...ისე მიყურებდა თითქოს ჩემი მოკვლა სურდა.თავი მსუბუქად დავუქნიე და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე,არა რა ამან დღე რომ არ ჩამამწაროს ხომ არ შეიძლება ისე .ღმერთო გავიგე რომ შეგცოდე და არ უნდა მექნა ეს ,მაგრამ ასეთ სასჯელს არ ვიმსახურებ.ჯოჯოხეთშიც ამის სახე რომ დავინახო ლუციFერს მოვკლავ და გამოვიქცევი მაზეკინთან ერთად.უი ძაან სერიალში წავედი ხო?კაი ეგ არაფერი.
-ბექა!
-ხო
-აბა იმ მრბოლელს გაგაცნობო? რა ერქვა ნამაა?ან ლელას საიდან იცნობ საერთოდ?
სანამ ბექა რამეს ეტყოდა მე დავასწარი.ტუჩის კუთხე ოდნავ ჩავტეხე და ირონიულად ანთებული მოლივლივე აიზბერგისფერი თვალები მივანათე დამაინეს.
-მიცნობდეთ და მაფასებდეთ ბატონო დამიანე დადიანო,ნაამა.უი სულ დამავიწყდა შენ ხომ გოგოების დაფასება არ შეგიძლია, განსაკუთრებით ჩემი,ასე რომ უბრალოდ მიცნობდე.
-რაა?მოიცა შეუძლებელია შენ იყო ნაამა!
-უი და რატომ?რადგან თავზე ჩაფხუტი არ მაფარა?რადგან აი ამ წამს ასტორმარტინის საჭესთან არ ვზიავრ და ადრენალის მოზღვავების გამო საჭეს გიჟივით არ ვატრიალებ?თუ იმიტომ რომ... არა დაიცა დაიცა, ჩემმა ძვირფასმა მშობლებმა არაფერი გითხრეს არა რბოლაზე და ჩემს ზედმეტსახელზე?
ცინიზმით გაჟღენთილ სიტყვებს ზედმეტი ფიქრის გარეშე პირდაპირ დამიანეს მიმართულებით ვისროდი.საწყალი ალბათ მაიამ და დათომ ამაზე არაფერი არ უთხრეს.ეჰ, როგორ დამწყდა გული.თავიდან გაკვირვებული მიყურებდა მერე თავი გააქნია.
-ხომ არც მაიას და არც დათოს არაფერი უხსენებიათ რბოლებზე!
-ეჰ... საყავრელო მაიამ ამაზე იცოდა?ან დათომ?რაღაც არ მახსენდება ოდესმე ჩემს რბოლებზე მოსულივნენ,შენ?
თამაშში კალეც ამყვა და ჩაფქრებული სახე მიიღო.არა რა ორივემ სწორი პროფესია შევარჩიეთ(კალეც მსახიობია)
-რავი არა არ მახსენდბეა ეგეთი რამე ძვირფასო.
-ხო ნეტა იმიტომ ხომ არა,რომ არაფერი იციან. იცი რა დამაინე? მაიას და დათოს თუ ჩემზ რამეს კითხავ ჩემი ცხორების 1/4საც ვერ გაარკვევ.იცი ვის უნა კითხო ჩემზე რაღაცეები :კალეს,ლუკას,ანის,ნიკას,თემოს ,ლანას და კიდევ ერთიორს.მაგალითად სა...
ხმა ჩამიწყდა და ვეღარ გავაგრძელე.სალომე რატომ გამახსენდა არ ვიცი.დამაინე ბრაზისგან ანთებული თვალებით მიყურებდა ,სადაციყო მეც და კალესაც დაგვახრჩობდა.ვიგრძენი როგორ ამიცრემლიანდა თვალები და თავი ჩავხარე.სალომეს გახსენებაზე, თვალის კუთხეში ერთადერთი, ეული ცრემლი მომწყდა.
-დაასრულე რასაც ამბობდი?
თავი ავწიე და მზერა დამაინეს გავუსწორე, ოდნავ გავიღიმე ტკივილის დასაფარად, არ ვიცი რამდენად გამომივიდა.
-მაგალითად სალომეს...
-ეგ ვინღააა?
-მაიას და დათოს ჰკითხე ჩემს მეგობრებზე ყველაფერს ჩაგირაკრაკებენ.
-კარგი ვინც ჩამოთვალე იქიდან ყველა ვიცი ამ კალეს და სალომეს გარდა,საერთოდ ვინარს კალე?ვინ ჯანდაბაა?
კალემ ოდნავ გაიღმა და ხელი გაუწოდა.
-კალე ცაავა.
-გაიწიე,
მის ტონზე გავღიზიანდი.
-და შენ ვინ ჯანდაბა ხარ?
ვეღარ მოვითმინე და ვუყვირე.
-შენი საქმრო!!!!
იცოცხლე არც იმან დამაკლო ყვირილი. ნუ მოკლედ ბექას ძმაკაცები დიდი ინტერესით გვიყურებდნენ ამ მომენტამდე,აი აქ ყველას ჩემ გარდა და დამაიესი რათქმაუნდა "რა???" რეაქცია ჰქონდა...
-შენ არავინ არ ხარ გასაგებია?!კალე კი ჩემთვის ყველაფერია!
-ეგ ნაბ***** ჩემზე მეტს ნიშნავს შენთვის?
ბრაზისგან თვალისერი ისევ ლაჟვარდისფერი გამიხდა,ვერასდროს ავიტანდი კალესთვის ვინმეს ნაბიჭ*** დაეძახა.ვიგრძენი, როგორ დაეჭიმა ძარღვები გერდით მჯდომს.საქმე იმაშია ,რომ კალეს დედამ დარია ცაავამ უნივერსიტეტეში გაიცნო მამამისი თრეში.მისი სახელი ზუსტად ასახავდა მის რეალურ სახეს. კალეს მამასთან, რომელიც სიგიჟემდე უყავრდა მხოლოდ ერთხელ დაწვა და როდესაც თრეშმა გაიგო ,დარია მისგან ორსუალდ იყო ადგა და ყოველგვარ ახსნა განამრტების გარეშე გაქრა.დიახ კალე უხეშად რომ ვთვათ ნაბი****ი იყო.ანუ არაკანონიერი შვილი.მე კი ვერასდროს ვიტანდი მას ასე რომ მოიხსენიებდნენ,ისე რომ ვერ გავიაზრე დამაინეს მივუახლოდი და სილა გავაწანი.როდესაც საქმე მას ან რომელიმე ჩემს მეგობარს ეხებოდა უბრალოდ უკონტროლო ვხდებოდი,ვერც იმას ვიაზრებდი რას ვაკეთებდი და ვერცი იმას რატომ.ნუ ასე ვიყავი ხანდახან ჩემს თავთან მიმართებაშიც.
-არ გაბედო...არ გაბედო და მეორედ კალეზე ეგ აღარ თქვა?!შენგან განსხვავებით მას ჩემი აზრი მაინც აინტერესებს!შენგან განსხვავებით ვუყვარვარ.როგორც უკვე გითხარი ნაგავი ხარ დადიანო.უბრალოდ გახსოვდეს რომ რაც არ უნდა მოხდეს შენი ცოლი არასროს გავხდები,იმ საბუთებზე ხელი, რომც მვაწერო შენი ცოლი არ ვიქნებ, რადგან არ შეგიყვარებ!არ შეგიყვარებ არასოდეს.შენთვის უბრალი ნივთი ვარ, რომელსაც მხოლოდ იმიტომ იღებ,რომ მამას დაეხმარე.
-რა დარწმუნებული ხარ რომ არ მიყვარხარ?
-შენ რომ ოდნავ მაინც გიყვარდე თავს ნივთად არ მაგრძნობინებდი, სულ ოდნავ რომ გიყვარდე უბრლაოდ ამ ცხოველივით მოქცევის მაგივრად ეცდებოდი შემყვარებოდი, მაგრამ შენ შენითავის მეტი არავინ გიყვარსრს.საკითხავია ეგეც თუ გიყვარს.
სკამზე მიდებულ მოსაცმელს დავწვიდ და კალეს თვალებით ვანიშნე წავიდეთ თქო.ხიდის მუსიკით გაჯერებული ატმოსფერო ისე დავტოვე დამიანესკენ აღარც მიმიხედავს. მანქანაში ხმაამოუღებლად ჩავჯექი და კალეს დაველოდე. როგორცკი მანქანა დაძრა ეგრევე პირველი კითხვა მაჯახა.
-ვინ იყო ის ტიპი?
ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და თავი მანქანის მინას მივადე.
-ჩემი მომავალი ქმარი.
ძლივსგასაგონად ჩავიდუდღუნე, მაგრამ კალემ მაინც გაიგო.
-არ გამაგიჟო რა მომავალი ქმარი? მაგას უნდა გაჰყვე ცოლად?
-როგორც ვიცი ხო.
ისევ ჩუმად ვთქვი.
-ასათიანო არ გამაფრენინო ახლა, ამიხსნი ყველაფერს თუ რა ვქნა.
მისკენ მივტრიალდი და მოკლედ დავუწყე ყველაფრის ახსნა.
-დამაინე დადიანი ჩემი მომავალი ქმარი, რიგორც ვიცი.დათო და მაია გაკოტრების პირას იყვნენ და მაგის ოჯახმა გადაარჩინათ, სანაცვლოდ ჩემი თავი მოითხოვეს.
-ღადაობ ხო? მაია დედია დათანხმდა?ან დათო?
-კი და ვიცი რასაც ვიზავ.
-რას?
-თავს მოვაჩვენებ რომ მივყვები ცოლად, მაგრამ ჩავშლი. ამ ცხოველს არ გავყვები, როგორ ძაან უნდა გიყავრდეს ისე ეს ადამიანი ცოლად რომ გაჰყვე.
-ძალიან უნდა გიყვარდეს ერთდ-ერთი სიცოცხლის გატარება მასთან რომ გსურდეს.
-ისე ასეთი უხეში და დამპალი რომ არ იყოს საყავრელია.
მართლაც ასეა, ასეთი უხეში და ცივი ადამიანია და მაინც ასეთი სიმპატიური.მწვანე მანათობელი თვალები, პატარა კურნოს ცხვირი. ნავარჯიშები და დაკუნთული სხეული. მიმზიდველი და დახვეწილი ნაკვთები. საოცრად სიმპატიური არის თუმცა რად გინდა უხეში.სახლში მალევე მივედით. კალეს ლოყაზე ვაკოცე და დავემშვიდობე მერე კი ჩაბნელებული პადიეზდის კედლებში ჩავიკარგე. ლიპტის ღილაკს მთელი ძლით მივარტყი ხელი, სანამ მოვიდოდა ლამის ჩამომეძინა თანაც ცოტა მთვრალი ვიყავი. კარი ხმაურით გაიღო და მეც შევედი, მერვესართულის ღილაკს მივაჭირე და უეცრად გამახსენდა ბექამ რომ თქვა სადღაც მინახიხარო. მეტრო, რათქმაუნდა აქამდე როგორ ვერ მივხვდი. საერთოდ არ გვანან ისე ეს ძმები რა, ჩემი და სტასიას ვერსია არიან უბრალოდ სხვა სქესის...სახლის კარი ფრთხილად გავაღე და ყოველგავრი"მოვედი", "სახლში ვარ" "დაგიბრუნდით" და სხვა ტექსტების გარეშე კიბეებზე ავედი... სხვა დროს სხვა ადგილას რომ შევხვედროდი დამიანეს ალბათ შემიყვარდებოდა... არა ალბათის გარეშე შემიყვარდებოდა, მაგრამ ახლა, ამ დროს, ამ ადგილას და ასეთი უხეში საქციელით ვერაფრით შემაყვარებს თავს.საწოლზე ვარსკვლავის ფორით დავემხე და ყრუდ დავიყვირე. არ ვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ, როცა გამეღვიძა ჯერ ისევ ბნელოდა საათს, დავხედე 2ხდებოდა. ვერაფრით ვეღარ დავიძინე, თან ვფიქრობდი რა მემაიმუნა. ჯერ ლუს ოთახში შევედი და მაღვიძარა რამდენიმე საათით ადრე გადმოვუწიე ტელეფონზეც შევუცვალე დრო და ასე.მერე თემოსთან შევედი და სახეზე კბილისპასტა მივადღიბნე. დედას და მამას ოთახის კარი ჩვუკეტე და ახლა ღმის 2:30ზე ვზივარ ჩემს საწოლზე და ვფიქრობ კიდევ რა გავაფუჭო. ფეხზე ვდგები და ფანჯრის რაფასთან მივდიავრ. როგორცკი ვიხედები მაშინვე კალეს გადაწეულ ფარდებს ვხედავ. უნებლიედ ხელის ფანჯრის რაფის ქვეშ ვაცურებ და ლაზერს ვიღებ. აჰააა ესეც ასე ახლა ბატონ კალეს გავაღვიძებ... ცოტა ბევრი წვალება კი მომივიდა, მაგრამ ბოლოს მაინც ეღვიძება, ტელეფონზე ვურეკავ და მობეზრებული ნამძინარევი ხმით მპასუხობს.
-რაიყო?
-ჩამოხვალ ქვევით?
-რა გააფუჭე?
-დედას და მამას კარი ჩავუკეტე, ლუს საათი ადრე დავუყენე, თემის კიდევ სახეზე...
-კბილის პასტა წაუსვი არა?
-ხო ეგრეა.
-კაი ნახევარსაათში ქვევით, იგივეს ვაკეთებ მეც და...
დადამისს, მამინაცვალს და და-ძმას უკეთებდა სავარაუდოდ იგივეს.
-კარგი ჩავიცმევ.
-მიდი.
ბავშვობის გახსენება არასდროს არარის ცუდი. სასწრაფოდ შავი ტანსაცმელი ჩავიცივი და ფრთხილად გავიპარე სახლიდან.პატარები რომ ვიყავით ზუსტად ასე ვიქცეოდით, მერე ეზოში ვხვდებოდით და საათობით ვსეირნობდით, უბრალოდ მაშინ ამ მისიაში სალომეც იყო. იმედია კარგად არის და ლამაზი გოგო ყავს. კიბეებზე სირბილით ჩავედი, რადგან ლიფტის ხმა ხმაურს გამოიწვევდა და მეზობლების თავი არ მქონდა. რამდენიმე წუთი დაველოდე კალეს და როგორცკი გამოჩნდა სასრიალოებისკენ გავიქეცი. ეჰ მაინც და მაინც ახლა მომინდა ბავშვობის გახსენება. რამეს რომ გავაფუჭებდი სულ რაღაც ალიბი მქონდა და დასჯასაც ვიცილებდი თავიდან.
-ვისრიალოთ ლელ?
-კიიი რა.
ყველაზე მაღალ სასრიალოზე ძლივს ძლივობით ავბობღდი და დავეშვი... ასე მთელი კარუსელები მოვიარეთ და თან ვიცინოდით, ცოტაც და მეზობლები გვაგინებდნენ. ბოლოს კალეს ველოსიპედი ვიპოვეთ მისი პადიეზდის სარდაფში და კარგახანს იმით ვკატაოვდით ორივე. სიცილხარხარით მოვაირეთ ეზო.რა აღარ ვაკეთეთ. თავი ისევ 12-13წლის გოგო მეგონა არაფერი რომ არ ადარდებს. წინ მივრბოდი და ისიც მომსდევდა.
-ეეე კაი რა დავიღალე.
-ხო და დამიჭირე.
-აუ კარგი რააა!ვერ გიტან
-მეც მიყვარხარ ბუზღუნ.
-ხო კარგი მეც მიყავრხარ!
მთელი სისწრაფით გამოიქცა და მეც ისევ ასფალტზე ავღმოვჩნდი...
-აუჯ.. მეტკინა.
სხარტად წამოხტა ფეხზე და ხელი გამომიწოდა, მეც პატარა ბავშვებით ორივე ხელი ჰაერში ავწიე და უკვე ფეხზე მყარად მდგარმა მტვერი ჩამოვიბერტყე. მაშინვე კალეს სახლის სახურავისკენ დავიძარით, რადგან მზე ამოდიოდა და ჩვენ ახლა ამას "გავმაზავდით"?. კორპუსის სახურავზე ფეხმორთხმით იჯდა კალე მე კი კორპუსის კიდეზე ვიჯექი, ხელებით ბეტონს ვეჭიდებოდი, ფეხები კორპუსის გარეთ მქონდა გადაყოფილი და ვაქანავებდუ, დრო და დრო კალეს გადავხედავდი და ოდნავ გავუღიმებდი. ბოლოს სიჩუმე ისევ მე დავარღვიე.
-სალომე მომენატრა!
-მეც მომენატრა.
-ნეტა როგორ არის?
-ალბათ კარგად. კოტე კარგად მიხედავდა ნუ გეშინია.
-ხო ალბათ. კაი დავიშალოთ დაღლილი იქნები.
-მე არა და შენ?
-არც მე. წავალ ვნახავ რა ხდება სახლში და მერე გამოგივლი ან შენ გამო,გაუხარდება მაიას შენი ნახვა..
-ხო გამოგივლი სახლში იყავი ოკეი.
-ოუქეი ბეიბე!გაკოცე.
რაც შემეძლო სწრაფად გამივედი მისი კორპუსიდან და ჩემსაში შევედი. დილის რვა საათი იყო და მეც მხიარულად ავედი ლიფტით, უჰ რას ვიხალისებ ახლააა. კარი შევხსენი და ეგრევე საფირმო მისალმებით შევხტი.
-ოჯახობააააა დაგიბრუნდით... დედააა, მამაააა.ლუუუ.
კიბეებზე მობუზღუნე თემო ჩამივიდა.
-იცოდე ყელს გამოგჭრი!
-რა გინდა?.
-ეს რა გამიკეთე ძლივს მოვიშრე.
-ისა და მე ახლა მოვედი.
-კი დაგიჯერე.
-კაი ხო კარრგი ახლა უყურე, სამი... ორი... ერთი...ახლა ლუ გამივარდება დამაგვიანდას ყვირილით.
ეს ვთქვი თუარა მაშინვე გამოავრდა ჩაცმულ მოკაზმულ მიკაზმული.
-აუ დამაგვიანდა.
-კაი წამო დედას და მამას სცენა იწყება.
მოკლედ რომ ვთქვათ ბერი ვიცინეთ და ვიშტერეთ თვები რომ ჩვენ არ გაგვიკეთებია, აი სტასია კიდე სუალრ იყო სახლში რაც ძალიან გამიკვირდა.სულ სახლში არის ,მის მეგიბრებსაც საერთოდ არვინ ვიცნობთ. სტასია სულ ასეთი იყო ჩაკეტილი, თავის სამყაროში გაჭედილი,მხოლოდ პროფესიაზე ორიენტირებული. მე? მე არასდროს ვგავდი მას, ნუ 14წლამდე არ ვგავდი. მხიარული, გახსნილი. ყველასთვის გადაშლილი წიგნი ვიყავი მერე კი დავიხურე, მაგრამ დიდხანს ვერ გავძელი და მალევე დავბრუნდი ის რაც ვყავი. ვერასდროს ვხვდებოდი ასეთი ჩაკეტილი, არაკომუნიკაბელური, ხალხმოძულებული რატომ იყო. და ეს გარკვეული ასაკიდან არა დაბადებიდან ასეა...
პირველ საათამდე ოთახში ვიჯექი და საგნებს ვირჩევდი მასწავლებლებთან და დროებთან ერთად. მერე ქვევით ჩვედი. მაცივრის კარი გამოვაღე და წვენი გამოვიღე. სამზარეულსი დედა შემოვიდა.
-ლელა დღეს დამაინე მოვა თავის ოჯახთან ერთად.
-კარგი, მაგრამ მე მყავდა დღეს სტუმარი თან აი ძააან მაგარი, ისეთი რომ გაგიხარდება.
-ოუ ეგ უკვე მომწონს, მაშინ არანაირი პრობლემა არ იქნება თუ დამაინეც და ეგეც ერთად მოვლენ!
-არ ვიცი როდის მოვა!
-არაუშავს როცა უნდა მოვიდეს!
-და დამაინე?
-4ზე მოვა, მოდი დამეხმარე გავაკეთოთ რა რამე.
-კარგი მე ქათმის სალათს და პიცას გავაკეთებ.
-ოუ ვიღაც თავის საყავრელ საჭმელს აკეთებს.
-ხომ და არა მარტო ჩემსას. მუსიკას ჩვავრთავ ხო?
-მიდი. შენ და შენი ჰენინგი მოკლედ.
-შემდეგ კვირაში ბავშვებთან ერთდ კონცერტზე მივდივარ.
-ძალაინ კარგი. დამიანეც?
-მაგას იქ არ წავიყვან არაფეი უთხრა გაფრთხილებ, არ მინდა საყვარელი ჯგუფის კონცერტზე წამომყვეს, ისიც მეყოფა ცოლად რომ მივყვები!
-სამარე ვარ.
-მადლობა.
ტელეფონი ავიღე და AnnenMayKantereit-ის Hurra die welt geth u ჩავრთე. სანამ კეთებას მოვრჩებოდი მანამდე ჟღერდა სამზარეულოში მისი ხმა. უკვე გაკეთებას ვრჩებოდი მეც რომ ავყევი მისამღერში.
-Und wir singen im Atomschutzbunker
Hurra, diese Welt geht unter
Hurra, diese Welt geht unter
Hurra, diese Welt geht unter
Und wir singen im Atomschutzbunker
Hurra, diese Welt geht unter
Hurra, diese Welt geht unter
Auf den Trümmern das Paradies
(და ჩვენ ვმღერით ბირთვულ თავშესაფარში
ჰოროი, ეს სამყარო დაინგრა
ჰოროი, ეს სამყარო დაინგრა
ჰოროი, ეს სამყარო დაინგრა
და ჩვენ ვმღერით ბირთვულ თავშესაფარში
ჰოროი, ეს სამყარო დაინგრა
ჰოროი, ეს სამყარო დაინგრა
სამოთხე ნანგრევებზე)
ვერცკი შევამჩნიე როგორ მოვიდა ამასობაში 4 და დედამ სტუმრებს როგორ გაუღო კარი.
-ჰეი რას მღერი.
მოულოდნელობისგან წამომაყვირა და წამში ხელიდნა გამივარდა ტელეფონი.
-ბექა? უკვე ოთხია?
-კი და შენ რას აკეთებ?
-პიცას. და თან ვმღერო ხო ხედავ!
-და რას?
-Hurra, diese Welt geht u.
-და სადაურია ან ვინ მღერის?
პიცა გამოვიღე და სამზარეულოს დახლზე შემივჯექი.
- AnnenMayKantereit & K.I.Z-ი მღრიან და გერმანულია.
-ოუ კარგია.
-უი აქ რატომ შემოხვედი?
-შენი ნახვა მინდოდა და დედაშენმა სამზარეულოშიაო, ცოტა კი გაუკვირდა რომ გიცნობდი.
-ეგ არაფერი. რატო გინდოდა ჩემი ნახვა? .
-გუშინ შენ და კალე რომ გნახეთ ავარია ახსენეთ ხო და...
-ა გასაგებია. პირველ წელს ნაამამ მეორე ადგილი აიღო აი მეორე წელს კი ვიღაცამ მუხრუჭები გამიფუჭა და ავარია მომივიდა, ოღონდ მაიასთან არ წამიგცდეს, არც დათოსთნ. დღემდე გონიათ რომ უბრალოდ სახლში მოვდიოდი და ავარიაში მოვყევი.თან რბოლაზეც ხომ არ იციან.
-ოუ რა მატყუარა ყოფილხარ.
-ჩემი პროფესია რა ვქნათ.
-ჰა?
-მსახიობი ვარ ბექუნა.
ლაპარაკში გართული გონზე ზარის ხმამ მომიყვანა, აეეე კალე მოვიდა.სამზარეულოს დახლიდნა ჩმოვხტი და წინსაფარი მოვიხსენი. კარისკენ წასულს ბექა გამახსენდა და უკან მივტრიალდი თნ ხელით ვანიშნებდი რასაც ვეუბნებოდი.
-ბექა მიდი და მეცმოვალ.
-ვინმეს ელი?
-კალე უნდა მოსულიყო. მაიას ვუკეთებთ სურპრიზს.
-ოჰო კარგია მაგრამ ფრთხიალდ დამაინემ არ გააფრინოს.
-ვეცდები. მარა რას გატყუებ მეც ეგ მინდა.
სწრაფად წავედი კარისკენ და კალეს გავუღე. ვარდებითა და ორი"პლიტკა" შოკოლადით ხელში იდგა და მიღიმკდა.
-ეს ჩემს მსუნაგს.
-ყვავილები მაიას?
-ხო აბა.
-უი კალე დამაინეც აქაა სორივერ გაგაფრთხილე მე საჭმელს ვამზადებდი.
-დაიკიდე გავაფრენინებ.
-გყვარობ.
-მეც. ხო მართლა მერე ამოდი დარიას შენი ნახვა უნდა, მომენატრაო, ტასომაც გადმოგცა იგივე და მამინაცვალმა სულ დაგვივიწყაო მართლა?
-არააააა რა სისულელეა მე და დავიწყება. რას ტყუილობ ახლა შენ
-მე კიარა შენ ტყუილობ.
-ხო კარგი შემო...
მოსაცმელი გამოვართვი და იქვე მივკიდე.მისაღებისკენ გაღიმსბული დავიძარი და პირველი მე შევედი.
-სალამი ყველას... მაი დათო ნახეთ ვინ მოგიყავნეთ...



№1 სტუმარი nini

dzaan kaiaa gaaggtdzeleee????????????

 


№2 სტუმარი niu

❤❤❤ magariaa

 


№3 სტუმარი ❤️

აუაუ მალე დადერა ველოდებიი!!ძაან კარგია❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent