შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვირუსი თავი1.


23-03-2020, 02:38
ავტორი melanqoliki
ნანახია 1 118

ნიცშეს სიტყვებია ,,ღმერთი მოკვდაო ,, მე კი გეტყვით _ ადამიანია მკვდარი, დიდი ხნის მკვდარი ...
უბედურება უცებ გვატყდება თავს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.სიკვდილი არავის ინდობს, არც არაფერს გვეკითხება. უდროოდ, შეუწყნარებლად, წარმოუდგენლად გვადგება თავს და მთელს ჩვენს არსებას ეუფლება. რამდენიმე დღის წინ რომ გეთქვათ კაცობრიობის აღსასრული ახლოვდებაო, არავინ მიგიჩნევდათ ნორმალურად. უცნაური სიტყვაა ნორმალური, მისი განმარტებაც არანაკლებ უცნაურია. განა ნორმალურად იმას არ მივიჩნევთ და აღვიქვამთ, რასაც მასები აღიარებენ ნორმად?
ახალ სენს, ზოგი კაცობრიობის ყველაზე დიდ მტერს უწოდებდა, ზოგსაც უბრალოდ სასაცილოდ არ ჰყოფნიდა და მასზე საუბარს უაზრო დროის ფლანგვად მიიჩნევდა. მათთვის, რომ გეკითხათ წარმოუდგენელ რამეზე საუბრობდა სამყარო, განა შეიძლებოდა ინფექციის, ან სულაც პანდემიის სახელად შეგერაცხათ არარსებული დაავადება, რომელსაც გამოგონილი სიმპტომები ჰქონდა? საინფორმაციოს საგანგებო გამოშვება ისევ განაგრძობდა სენსაციაზე საუბარს, რომელიც უკვე მთელს დედამიწას მოსდებოდა.
_ ,, ინფიცირებულებთან კონტაქტი ძალიან საშიშია, შეიძლება ითქვას სიცოცხლისთვის საშიშიც _ განაგრძობდა წამყვანი _ ვინაიდან, დღეს ჩვენთვის დაუდგენელ სენთან გვაქვს შეხება, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ არაფერი ვიცით და მისი სიმპტომებიც უცნობია, გთხოვთ მაქსიმალურად მოერიდოთ ადამიანებთან კონტაქტს. განსაკუთრებით ისეთ ხალხთან, რომლებსაც აღენიშნებათ, გადაღლილობა, უხასიათობა, უინტერესობა და მკვეთრად გამოხატული აგრესია,,


ნინო
,, არაფერია თანაგრძნობაზე მძიმე. საკუთარი ტკივილიც არ არის ისე მძიმე, როგორც თანაგრძნობით გაზიარებული სხვისი ტკივილი, ტკივილი სხვისთვის და სხვის გამო.,,
იმ ღამესაც მოუსვენრად ეძინა, ან ეძინა კი საერთოდ? ისევ შემოუტიეს ფიქრებმა, ისევ დააწვა ზვავად საფიქრალი. უსამართლობაა, უსამართლობაა _ იმეორებდა თავისთვის _ უსამართლობაა უკვდავმა სულმა დაიტიოს ამხელა ტკივილი. არ იცოდა, ვერ აცნობიერებდა საიდან მოდიოდნენ ფიქრები, ფიქრები, რომლებიც ძილის საშუალებას არ აძლევდნენ და მაშინაც კი თუ ცოტა ხნით წასთვლემდა, უმალვე აფხიზლებდნენ, მოდუნების საშუალებას არ აძლევდნენ. გონება და გული ერთიან რეჟიმში შეტევაზე გადადიოდა და სულს უფორიაქებდა. _ ყოფის აუტანელი სიმსუბუქე _ წამიერად წამოწყებული წიგნის სათაური უელვებდა და ცდილობდა ყურადღება ცოტა ხნით მაინც გადაეტანა სხვა რამეზე, მაგრამ უშედეგოდ. რამდენიმე დღის წინ ნანახი სიზმარი მოსვენებას არ აძლევდა და ღამე ნანახი ზმანება, ქვეცნობიერში, მისივე სურვილის საწინააღმდეგოდ დალექილიყო. იქნებ ნამეტან მნიშვნელობას ანიჭებდა ყოველივე ამას? სიზმრებს მოკლე მეხსიერება აქვთ და მალევე განიდევნებიან გონებიდანო, მაგრამ ეჩვენებოდა, რომ ეს არ იყო უბრალო სიზმარი. არც მანამდე ნანახ, რომელიმეს ჰგავდა და არც ამდენი ფიქრი არ დაუწყია აქამდე. და რა იყო განა ასეთი? ძილში ნანახი ორშაბათი დღე, რომელიც ისე ჩვეულებრივად გათენებულიყო, როგორც დანარჩენი დღეები. (თუმცაღა ნინო, ყოველთვის აცნობიერებდა და კარგად ხვდებოდა, რომ არც ერთი გათენებული დღე და მითუმეტეს არც ერთი ორშაბათი არ იყო ჩვეულებრივი და ერთნაირი. ) საუზმისას ისევ ისე იმზადებდა შავ ყავას და შვრიის ფაფას, ისე როგორც უყვარდა ცოტა ქიშმიშით და შემთბარი რძით. მისი სახლი, ოთახი, ნივთები, სამსახურში წასასვლელად, წინა დღით გამზადებული ტანსაცმელიც კი ისევ ისე გამოიყურებოდა, როგორც რეალობაშია, მაგრამ ერთი რამ იყო გასაოცარი და არღვევდა მთელს იმ ყოველდღიურობის ჯაჭს, რომელსაც ქალბატონი ნინო სამსახურში წასვლამდე გადიოდა.
თავიდან, ფიქრი და ლაპარაკიც კი დაიწყო, სიზმრის დროსაც კი იფიქრა, რაიმე ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ არა. ყოველივე ისეთი რეალური იყო, თითქოს ცხადში ხდებოდა ყველაფერი . ტრანსპორტში ასვლისას მგზავრების სახეებს აკვირდებოდა, უფრო სწორად დანახვა უნდოდა, მაგრამ რანაირად დაინახავდა, იმას რაც არ იყო. ხალხის სახეები უბრალოდ გამქრალიყო, მათ ნაცვლად კისრებზე მიმაგრებულ მრგვალ ნაწილებზე სიცარიელე ასახულიყო, სრული უფერობა და უსახურობა. კიდევ უფრო გაგიკვირდებათ და მეტიც, ყველა ერთმანეთს ჰგავდა და არა მარტო უსახურობით, არამედ ტანსაცმელითაც. საპირისპირო სქესს შორის განსხვავების გავლება მხოლოდ შესამოსელით იყო შესაძლებელი. განა ყველა ერთნაირია? ეკითხებოდა საკუთარ თავს და ცდილობდა იქვე სადმე სარკე მოეძებნა და საკუთარი პიროვნულობა გადაემოწმებინა. ქალბატონი ნინო, ისევ ნინოდ დარჩენილიყო. ყველაფერი ადგილზე დახვდა, სახის ყოველი ნაკვთი და შუა ასაკში შეპარული ყოველი ნაოჭი. ადგილზე იყო სქელი მოკლედ შეჭრილი და ღია ჩალისფრად შეღებილი თმაც, რომელიც ნათელ სახეს კიდევ უფრო მეტ სინათლესა და სილამაზეს ანიჭებდა . ის, ისევ იქ იყო და ისეთივე იყო, როგორიც სახლიდან გამოსვლის წინ და მანამდე ახსოვდა, მაგრამ რა ჭირდა ყველა დანარჩენს? რა მოსვლოდა ყველა იმ უსახო ადამიანს, რომლებსაც ერთმანეთისგან ვერ არჩევდა? მაგრამ იყო კიდევ რაღაც ისინი მაინც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და ეს განსხვავება, ისეთი ამოუხნელ დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან ვერც თვალის ფერით განასხვავებდით, ვერც ცხვირის ზომით ან ტუჩის მოყვანილობით და არც ნაკვთებით, რომლებიც უბრალოდ წაშლილიყო.
_ ნინო, ნინო _ მოესმა გაღვიძებული ქმრის ხმა. კაცი საწოლზე წამომჯდარიყო და გამოღებულ ფანჯარასთან მდგომ ქალს შეჰყურებდა, რომელიც თითქოს სხვაგან წასულიყო და სხეული დაეტოვებინა საძინებელ ოთახში.
_ ნინო, კარგად ხარ? რამე ხომ არ გაწუხებს, რატომ არ გძინავს? _ ანერვიულდა კაცი და წამოდგა.
_ არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ რაღაც მოდის, რაღაც ძალიან დიდი, რასაც ასე უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ვერანაირად, უბრალოდ შეუძლებებლია...._ რას იფიქრებდა ნინო, რომ შემდგომ რამდენიმე თვის მერე შინ დაბრუნებული, მაშინ როცა დანაყრებული ქმართან ერთად დივანზე დასასვენებლად წამოწვებოდა, საინფორმაციოში მსგავს რამეს მოისმენდა...




მარიამი

,,მშვიდობით სევდავ, სალამი სევდავ, შენა ხარ ყველგან
შენ აწერიხარ ჭერსაც, თვალებსაც რომლებიც მიყვარს
და სიღარიბე არა ხარ სულაც, რადგან ამქვეყნად
ყველაზე მწირი _ ტუჩებიც კი შენ გამჟღავნებენ თავის ღიმილით.
სალამი სევდავ, სიყვარულო მშვიდთა სხეულთა
და ძლიერება თვით სიყვარულის.
ეგ სათნოება არის ურჩხული, უსხეულო, პირმშვენიერი და განხიბლული,,


სხვენის პატარა ოთახში, გამოკეტილ კარებთან იწვა უმწეო არსება. ხის თაროს ქვეშ, ემბრიონის პოზაში მოკუნტულიყო და გაყუჩებულიყო, ტირილითაც აღარ ტიროდა, ცოტაც და გულისცემაც შეუჩერდებოდა. თვალები მიელულა. თეთრი, ფითქინა შუბლი უსიამოვნო შეგრძნებებისგან შეეჭმუხნა. ყოველ ამოსუნთქვაზე გულის ფიცარი უკანკალებდა და სიცივისგან და ტკივილისგან თრთოდა.
_ ერთი ყვავილი, ორი ყვავილი, სამი... მე მოგიყვებით ამბავს, ამბავს, როგორ მიჰქონდა ქარს ბაბუაწვერები _ იმეორებდა გულში და ოდნავ გახელილი თვალებიდან საკუთარ თეთრ, ლამის გამჭვირვალე კანს შეჰყურებდა და მაჯების ზემოთ ასულ საღამურზე ვარდისფერ ყვავილებს ითვლიდა. მალე, ყველაფერი ერთ წამში, ერთ ტკივილში, ერთხელ მოხუჭულ თვალებში, ერთ ჩამოვარდნილ ცრემლში დასრულდებოდა, გაიყინებოდა და სევდა ერთ ადგილას დარჩებოდა. ზურგზე დაფენილ, მუქ, ტალღოვან თმასაც კი შეწყვეტილი არსებობის სუნი დასდებოდა.
_ სასოებით გაყინულ ფიქრებს, შემოევლება ნაზი ხელები, ოცნების ზღვას გაარღვევს მონატრებული შენი თვალები. და თუ ხვალ, ჩვენ სიკვდილი გვიწერია _ სამუდამოდ მემახსოვრები. _ ოდესღაც სადღაც წარსულში აკვიატებულ ფრაზას იმეორებდა,მხოლოდ ამის ძალაღა შემორჩენოდა და მთელი გულით იბრძოდა გადარჩენისთვის. და რა არის სიკვდილის მერე? განა აქვს ამაზე ვინმეს ზუსტი პასუხი? რომელი უფრო რთულია,_ საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრებასთან შეგუება, თუ გარდაუვალი სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა? და რა იქნებოდა შემდეგ? მოყვებოდა კი ოდესმე ქარს გატანებული ბაბუაწვერების ამბავზე? ან რა იყო განა მოსაყოლი? მალე, ხომ მისგან აღარაფერი დარჩებოდა. მერე კი, მერე იპოვიდნენ გაყინულს სივრცეში ჩარჩენილ პატარა სხეულს, რომელიც ემბრიონის პოზაში დარჩენილიყო. უკვე ყველაფერზე ეფიქრა. ადამიანური ცხოვრების დასრულების შემდეგ საიქიოზე, მარტო დატოვებულ ოჯახის წევრებზე, ცხოვრების მანძილზე ჩადენილ ყველა სიკეთესა და ისეთ საქციელებზეც, რომლის გახსენებაც კი სახეზე ტკივილად ესახებოდა. ერთს კი ხვდებოდა, რომ მართალი იყო, იმაში მართლაც მართალი იყო და დიდი ხნის თავის დანაშაულების შემდეგ მიხვედრილიყო, რომ მხოლოდ მსხვერპლის როლი შერჩენოდა, მაგრამ აღარ უნდოდა. რაც უფრო მეტად ფიქრობდა ამ საკითხზე, მით მეტად იპყრობდა დაუძლეველი სევდა, შიში და პანიკა და თავს უსულო მიგდებულ, მიტოვებულ არსებად გრძნობდა, რომელიც სიყვარულის სახელით რამდენიმე წელი გამოეყენებინათ. იცით, ხანდახან ადამიანები ტყუიან, ხომ შეიძლება გვეუბნებოდნენ მიყვარხარო, მაგრამ თვალებში გვიყურებდნენ და თვალის დაუხამხამებლად, უსირცხვილოდ, ღვთის წინაშე ყოველგვარი შიშის ქონის გარეშე გვატყუებდნენ, იტყუებოდნენ, ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდებოდნენ და თავისივე ილუზიების მსხვერპლნი ხდებოდნენ, შემდეგ კი შემდეგ ჩვენ გვაბამდნენ უსაშველო ტყუილების ქსელში. განა ყველაფერი ამ ქვეყნად რასაც განვიცდით და ვგრძნობთ სიყვარულია? გან ყველა ემოცია, რომელიც ჩვენი გავლით გადის ან ჩვენშივე რჩება და ისახლებს სიყვარულის სინათლეს ატარებს? ტკივილი - ერთი სიტყვა და იმაზე მეტი ემოცია, იმაზე მეტი ცრემლი და ფიქრები, მოუსვენრობა, უძილობა, უჭმელობა, უმოქმედობა,უაზრობა, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს. ტკივილი - რომლის დროსაც ისეთი უსუსურები ვხდებით, რომ გამოსავლად მხოლოდ შეწყვეტილი სიცოცხლე გვესახება. და როცა ღვთის ნაბოძები ნიჭი, სიყვარული ნამდვილია არ შეგვიძლია ვატკინოთ, არ შეგვიძლია დავჯიჯგნოთ, ფრთები დავაჭრათ, წავაქციოთ, ვატკინოთ, ვაწამოთ, რაიმე დავუშავოთ, ვიეგოისტოთ, ვიეგოისტოთ, ბოლო სიტყვამ რამდენჯერმე ექოსავით გაუარა სხეულში და წამოდგომას შეეცადა, მთელი ძალით გაიბრძოლა შავებში შემოსილი არსების წინააღმდეგ, რომელიც ნაზი ამბორით დაუფლებას უპირებდა და მერე მერე უბრალოდ გაყინავდა, დროსა და სივრცეში გამოკეტილი არსებასავით დატოვებდა სიმშვიდეში, მარადიულ სიმშვიდეში....
იქნებ, იქნებ მართლაც მომკვდარიყო? აი ასე, უბრალოდ მომკვდარიყო, ხომ შეიძლებოდა ადამიანის უბადრუკი სული ყოფილიყო, რომელსაც გზა ვერ ეპოვნა, მოსჭიდებოდა დასაფლავებულ იმედებს და არ უნდოდა სიკვდილთან დაზავება?
_ ნუთუ ასე აპირებს დანებებას?_ თვალცრემლიანმა უხილავმა არსებამ, უიმედოდ გადახედა მეორეს.
_ აღარ უნდა დამარხული იმედები, აღარ უნდა სასოწარკვეთილი ტირილები, უაზრო ეჭვები და სიცარიელე _ მიიღო საპასუხო სიტყვები სიცარიელისგან



ნოა
,, მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი,, _ ამ სიტყვების მერე როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაიმე ვიცით ...
_ გაიცანით ეს ნოაა _ ამბობს ჩემი კოლეგა და მის სამეგობრო წრეში, ისე წარმადგენს, თითქოს ამქვეყნად ჩემზე მაგარი ტიპი არ არსებობდეს. მას კი, იმაზე დიდი პატივი არ ჰქონდეს წილად, ვიდრე ჩემი წარდგენაა. ამ ადამიანებიდან სამი გოგონაა, გაოცებულები შემომყურებენ და ვგრძნობ მათ მზერაში გამომწვევ ფიქრებს, სხეული კი გასცემთ მოძრაობისას. ეს გოგონები მართლაც ლამაზები არიან, ნაღდად. მაგრამ გააჩნია, თქვენ რას ეძახით სილამაზეს, ლამაზს. ეს არსებები, მართლაც ლამაზები არიან, მაგრამ რატომ მაგონებენ ძვირადღირებულ, გაპრიალებულ ძვირფასეულობას? რომელსაც რეალურად ვერაფერში გამოიყენებ, არაფრად ვარგია, მარტო გააპრიალო, დადო და უყურო, იქნებ მთელი ჭეშმარიტებაც ეგაა? ნუთუ ასეთი არამზადა, საშინელება ვარ ქალებს, მსგავს რამეებს რომ ვადარებ? მაგრამ არაუშავს ამაზე უარესი შეგრძნებებიც მაქვს ხოლმე. აი ისეთი, პალაკინის ,, მებრძოლთა კლუბში,, ტაილერს, რომ უნდოდა ჯოკონდათი ს გამოწმენდვა. და ყველაზე ხშირად, დიახ თითქმის ყოველ დღე ისეთი განწყობით მეღვიძება, როგორც იმ ვითომდა ბავშვებისთვის განკუთვნილ, მინი მოთხრობაშია, თხუნელა რომ იღვიძებს და ეძებს იმას, ვინც მის თავზე მოისაქმა.
ნამდვილად ვერ მივეკუთვნები ადამიანთა იმ რიცხვს, რომელსაც ცხოვრებაში გაუაზრებია ყველაზე მნიშვნელოვანი და მონაპოვარს დიდი მოფრთხილებითა და მოწიწებით აფასებს. მე ვარ არსება, რომელსაც ჯერ ვერ გაუცნობიერებია, თუ რამხელა ტკივილი და განსაცდელთა წყება მიუსაჯა საკუთარ თავს, რომელთაც უშენობა ჰქვია.ხომ ასეა, ხანდახან ისე გვინდა ყველაფერი, რომ გვავიწყდება, ის ყველაფერი შეიძლება ერთი ვინმე, ან რამე იყოს.
და მაშინ ზუსტად იმ დღეს, ისევ გამომეცხადა ანგელოზი. ჩემს წინ იდგა სახეჩამომტირალი და უსაზღვროდ სევდიანი. ჩვეულებრივი ადამიანური სახე მიეღო და უბრალოდ, ჩუმად ტიროდა. მისი დანახვისას მოგონებები ამეშალა, ზუსტად ის ტკბილ მწარე მოგონებები, რომლებიც გულის ღრმა კუნძულებში მქონდა მიტოვებული, უსინათლოდ მიტოვებული და უგრძნობელის თამაშში აყოლილს არ მინდოდა ისევ მიმეკითხა, მაგრამ ....
_ ნოა,_ ჩამესმის მისი ტკბილი ხმა ყურში, _ ნოააა _ ისევ განაგრძობს ჩურჩულს და მანდობს იმ სასწაულებს, თვითონ, რომ იგონებს და სულს შთაბერავს.
_ შემოდგომის მზე, ხომ ყველაზე თბილია _ წინადადებას ისეთი ტონალობის ბგერებით ასრულებს, რომ სული მითბება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამ ფრაზის შემდეგ, მზის სხივებით განათებულ სახეზე ღიმილი ეფინება და ლოყაზე ფოსოები უჩნდება.
_ რა ლამაზი ხარ შემოდგომის მზევ _ ვფიქრობ ჩემთვის და მინდება მის ფითქინა კანზე, ატმისფრად აღვივებულ ლოყაზე შეხება, მაგრამ უცაბედი სიფრთხილე მაჩერებს და საპირისპიროზე მაფიქრებს. ალბათ ჯერ კიდევ ადრეა...
არ მინდოდა მარიამი, ჩემს აუხდენელ ოცნებად დარჩენილიყო...



№1 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ლექსი ვის ეკუთვნის?

 


№2  offline წევრი melanqoliki

სტუმარი სტუმარი
ლექსი ვის ეკუთვნის?

პოლ ელუარს >3

 


№3 სტუმარი სტუმარი noone

როცა ამ ისტორიის რეალურ ამბავს იცნობ, თვალზე ცრემლებს ვერ მალავ, ვერც გულის ფეთქვას ისე , რომ სუნთქვაში ხელს გიშლის. ყველა ცუდად არის... არაფერი შეცვლილა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent