შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Je t'aime +18 (სრულად)


23-03-2020, 03:35
ავტორი -Unknown-
ნანახია 9 982

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი- 9 ასობგერა, 5 ხმოვანი, 4 თანხმოვანი..
ამქვეყნად არსებობს მრავალგვარი სიყვარული: დედა-შვილური, და-ძმური, ქალ-ვაჟური, მეგობრული, სამშობლოს, სარწმუნოების, უფლის და ა.შ.
რა არის სიყვარული?
ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის.. მეცნიერები მრავალი წლის მანძილზე იკვლევდნენ თუ რა იყო ‘’სიყვარული’’, მაგრამ მაინც ვერ ახსნეს. ყველა, ამ გრძნობას თავისებურად ხსნის...
ბიოლოგებისა და ქიმიკოსების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სიყვარულის შეგრძნებას სამი ძირითადი ჰორმონი განაპირობებს: დოფამინი, ადრენალინი და სეროტონინი.
"სიყვარული აქტიური ძალაა ადამიანში - ძალა, რომელიც ადამიანთა შორის აღმართულ ზღუდეებს არღვევს, აერთიანებს მათ." (ერიკ ფრომი)
"სიყვარული პარადოქსულია, რადგან ორი არსება ხდება ერთი, თუმცა ამავდროულად კვლავ ორია." (ერიკ ფრომი)
"სიყვარული ყოველდღე იზრდება, არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, არ ხუნდება.."
"სიყვარული ეს ნიჭია, რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის ვინც ამ ქვეყნიდან ამ ნიჭის გარეშე წავა.” (ნოდარ დუმბაძე)

აი რას ამბობენ პატარები:
6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.
6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.
5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს გაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.
7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.
6 წლის კარენი: როცა ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და დაბლა ეშვებიან, ზემოთ, ქვემოთ, იქიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა.
8 წლის ჯესიკა: თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო, და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.
და მაინც რა არის სიყვარული???

..........
სახელი: ბარბარე
გვარი: მაღლაფერიძე
ასაკი: 20
სიმაღლე: 1.70
წონა:55
გარეგნობა: მაქვს წაბლისფერი, ხვეული თმა, ცისფერი თვალები (ხანდახან მწვანეც), კურნოსა ცხვირი და საშუალო ზომის ატმისფერი ტუჩები..
მყავს საოცარი ოჯახი დედა-მაია, მამა-ზურაბი. მართალია და ძმა არ მყავს,მაგრამ მყავს სამი საუკეთესო მეგობარი ლილე, დეა და დემეტრე.. რაც შეეხება დანარჩენს, დროდადრო შეიტყობთ.
დღეს 4 მარტია და თითქმის ერთ თვიანი დასვენების შემდგომ გავაგრძელე სწავლა.. დილით 8 ის ნახევარზე ავდექი, მოვწესრიგდი, ჩავიცვი, ვისადილე და გავეშურე სამედიცინო უნივერსიტეტისენ. პეკინზე ვცხოვრობ, ამიტომ უნი ახლოში მაქვს და შესაბამისად და გაგიკვირდებათ 5-10 წუთში ადგილზე ვიყავი. საათს დავხედე და 9 აკლდა 20 წუთი. რა თქმა უნდა ისევ ადრიანად მივედი..იმდენს კივერ ვტვინავ, რომ შედარებით გვიან ავდგე და ძილი არ დავიკლო და თან დილის ძილი... საოცარი რამაა, 5 წუთიც კი უკვე თემაა...მოკლედ, ადრიანად მომიწია მისვლა, ამიტომ ეზოში გავჩერდი და მივათვალიერე არემარე, იმ იმედით, რომ ვინმე ნაცნობს დავინახავდი, თუმცა ამაოდ. ტელეფონი ამოვიღე და დეას მივწერე:
-მე უკვე უნიში ვარ, შენ რასშვებიი??სადხარ?
-...
-ჰეი??
-...
-დეა??
-...
-სულ მიბმული გაქ ხელზე ეგ ტელეფონი და მე როცა მჭირდები მაშინ გაქვს სადღაც ჯანდაბაში!!
-...
უკვე ცხრას ათჯ წუთი აკლდა და ამ ქალბატონისგან არაფერი ისმოდა.. ამიტომ დავურეკე.. რა თქმა უნდა, არ აიღო ან რატომ მეგონა, რომ აიღებდა. გადავწყვიტე ჩატში დამეწერა: (კურსელებს გვქონდა ჩატი ე.წ "შოკი, პიკი, პანიკა")
-მოსულიხართ ვინმე??
კურსელებთან ცუდი ურთიერთობა ნამდვილად არ მაქვს, პირიქით საკმაოდ კარგი. ნუუ ზოგადად არც არავისთან მაქვს ცუდი ურთიერთობა, ვცდილობ ხოლმე ყველასთან კარგად ვიყო და ვერიდები კონფლიქტებს.. მაგრამ ყველაზე კარგად მაინც დეასთან ვარ.
-5 წუთში მანდვარ (კესო)
-აუუ, ჩამეძინა და მაგვიანდება (გვანცა)
-მეეც (სალომე)
-აი თითქმის მოვედი (მარიტა)
მარტო შესვლას ნამდვილად არ ვაპირებდი, ამიტომ სხვა რა გზა იყო..ამ დროს შეტყობინება მომივიდა დეასგან
-აუუ, ჯანდაბაა, ჩამეძინა, მაგვიანდება და თან მგონი ძააან..(დეა)
- ოხ ცოცხალი ხარ?? ნეტა რატო არ მიკვირს.. მიდი მალე ქენი.
-შევეცდები(დეა)
- ეეეეეეე ბარბი,როგორ ხარ? მომენატრე,რამდენიხანია არ მინანიხარ.. (დათო)
-კარგად ვარ, თითქმის ერთი თვე, თავად?
-რავი ნორმ რაა..(დათო)
დათო-სახელგანთქმული "ბაბნიკი", ისიც მესამე კურსელია, მაგრამ ჩემს ჯგუფში არაა, თუმცა რაღაც ლექციები გვიტარდება ერთად.. დათო საკმაოდ სიმპატიურა..მაღალი, ქერა,მწვანე თვალებით, სწორი,პატარა ცხვირით, სავსე თუჩებით.. თაყვანისმცემლებს ნამდვილად არუჩიოდა და ასევე ისიც "თაყვანსსცემდა" :D ამჯერად კი მე ვიყავი ის გოგო, ვისაც თვალი დაადგა და "დაკერვა" უნდოდა.. მართალია დათო საკმაოდ სიმპატიური იყო, მაგრამ მხოლოდ გარეგნობა ხომ არაა?
დათოზე რას ვფიქრობ?
საკმაოდ სიმპატიურია, საოცარი ღიმილი აქვს, მეგობრულია, ცოტა ძაან ნარცისი. მოკლედ ბევრი,რომ აღარ ვილაპარაკო და თქვენც თავი არ მოგაბეზროთ, ჩემი ლაყბობით, გეტყვით,ერთი შეხედვით კარგი ბიჭია.. მაგრამ მაინც ბაბნიკია, დღეს ბარბარე მოსწონს,ხვალ თიკა, ზეგ ანანო და ა.შ. ჩემზე აშკარად დიდხანს შეჩერდა, განა რამე.. უბრალოდ აქამდე ვის დაკერვასაც ცდილობდა, საწადელს ადვილად აღწევდა და შემდეგ ის გოგო აღარ აინტერესებდა. აი ჩემთან კი არაფერი გამოსდიოდა, ამიტომაც უკვე მთელი ნახევარი წელი "მეჩალიჩებოდა" ეს კი მისთვის, რეკორდი იყო. ჩემი კურსელი, სალომე, რომელიც მანამდე იცნობდა დათოს, მეუბნებოდა რომ ჩემდამი სხვა დამოკიდებულება ჰქონდა.. მართალია "ბაბნიკიაო" მაგრამ ბაბნიკებსც ოდესღაც უყვარდებათო და ეგ შენ ხარო!! შენს მიმართ ზედმეტად ყურადღებიანიაო და საყვარელიო!! დაა მგონია რო ზედმეტად მოწონხარო, და ეს დროებითი ახირება არააო! მაგრამ მე არმჯეროდა.. ადამიანებს 100%-ით ვერასდროს ვენდობოდი და მითუმეტეს "ბაბნიკ" დათოს.
გაინტერესებთ, თუ რატომ ვერ ვენდობი ადამიანებს??
4 წლის წინ, როდესაც 16 წლის ვიყავი, მყავდა შეყვარებული სახელად ლევანი. საკმაოდ სიმპატიური იყო, მაღალი, შავგრემანი, შავი დიდრონი თვალებით და ულამაზესი დიდი, ხშირი წამწამებით.. ასაკით,ჩემზე 2 წლით უფროსი იყო.. ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ამიტომ ყოველდღე ვნახულობდი მას.. ის სკოლას წელს ამთავრებდა და განვიცდიდი, რადგან სასწავლებად თბილისში გადადიოდა.. ლევანი მამშვიდებდა, რომ არაფერი იყო სანერვიულო და ჩვენ მანძილი ვერ დაგვაშორებდა, მპირდებოდა, რომ, ხშირად ჩამოვიდოდა ჩემ სანახავად ბათუმში. თუმცა შემდეგ რამოხდა.. გაინტერესებთ??
23 მარტი, რა დამავიწყებს ამ დღეს და ამ თარიღს.. დღეს 22 მარტია, ხვალ კი ელენეს დაბადების დღეა და ჩემი გოგო 17_ის ხდება. ელენეს საკმაოდ დიდიხანია ვიცნობ. არც კი მახსოვს,როდის გავიცანი,ბავშვობიდან ერთად ვართ, სამივენი. ჯერ ბაღი, შემდეგ სკოლა; მოკლედ თითქმის 24 საათი ერთად ვიყავით, განუყრელი მეგობრები, "სამი მუშკეტერი": ბარბარე, ელენე და ლილე!
ამ წელს გადავწყვიტეთ მე და ლილემ, რომ ელესთვის განსაკუთრებულად მიგველოცა და ვაპირებდით, რომ ზუსტად 12 საათზე დავდგომოდთ, ტორტით, ბუშტებით და ამბებით.. თან დღეს მარტო იქნებოდა სახლში, მისი მშობლები ქალაქში არიყვნენ ამიტომ ბოლომდე დავიმხობდით სახლს თავზე.. უკვე თორმეტს 5 წუთი აკლდა, რომ მის სახლთან ვიდექით.. გასაღები გვქონდა და კარი ჩუმად გავაღეთ, რომ არგაეგო და არჩაგვშლოდა ჩვენი სიურპრიზი. სახლში ფეხაკრებით შევედით და მოვათვალიერეთ არემარე, შემოვიარეთ თითქმის მთელი სახლი, არსად ჩანდა:
-სად ჯანდაბაშია ეს ბავშვი? ჩურჩულით ვკითხე ლილეს
-დავიჯერო სძინავს? (ლილე)
საძინებლისკენ წავედით.. რაღაც გაურკვეველი ჰანგები შემომგვესმა...
-მოიცა.. სერიოზულად?? ეს, ხომ?? სიცილს ვერ ვიკავებდი.. პორნოს უყურებს???
-აუუ რა ღადაობაა, არარსებობს! პატარა შოკი.. (ლილე)
ორივენი გონებაში ვხითხითებდი და კარი დაუფიქრებლად შევაღეთ
-გარყვნილოო, გილოცაა.....
ადგილზე გავქვავდი.. ხელიდან ყველაფერი გამიციცდა.. თვალთ დამიბნელდა.. არვიცი რა დამემართა, უბრალოდ...გავქვავდი.. ნუთუ? არა, მეჩვენება.. მოლანდებები დამეწყო, ხო,ხო, ნამდვილად.. ჩემს წინ ჩემი "საუკეთესო" მეგობარი და ჩემი "შეყვრებული" იყვნენ.
მგონი ვერც კი შეგვამჩნიეს,იმდენად გართულნი იყვნენ სექსით.
-ჯანდაბააა (ლევანი)
-ბარბარე.. ბარბი.. აგიხსნი (ელენე)
მოიცა ახლა ამ არსებამ, მართლა ეს თქვა, თუ მომესმა??
-რაა? ბო*ო, ძუ*ნა, ნაბი*ვრებო, ჩა*ლახებო.. გამწარებული, შოკირებული, განრისხეუბული უკიოდა ლილე. მე კი გაუნძრევლად ვიდექი და იმდენად შოკირებული ვიყავი,რომ ვერაფერს ვამბობდი და ვერაფერს ვგრძნობდი. გამოვიქეცი.. და სად?! რატომ?! რას გავურბოდი, რატომ გავრბოდი, არც კი ვიცოდი... ვერ ვფიქრობდი. არაფერი მესმოდა.. როგორ ჩავირბინე კიბეები, როგორ გავედი სადარბაზოდან, როგორ ვკეთდი გზას...უბრალოდ მივრბოდი და განადგურებული ვიყავი. ვერ ვიჯერებდი, არმინდოდა დამეჯერებინა. ლილე უკან მომდევდა და, როგორც იქნა დიდიხანი დევნის შემდეგ დამეწია და გამაჩერა:
-ბარბარე! გაჩერდი! რას შვები, თავს იკლავ? კინაღამ მანქანამ გაგიტანა, უბრალოდ გაჩერდი,გთხოვ..
-ეს როგორ გამიკეთა? ეს როგორ გამიკეთეს? შენც ის დაინახე,რაც მე? იქნებ მომეჩვენა..იქნებ ბინა შეგვეშალა და არცერთი მათგანი იყო და უბრალოდ გავდნენ მათ, იქნებ რამე ხუმრობაა..
რა სისულელეებს ვამბობდი არც კი ვიცოდი.. რას ვგრძნობდი? ყველაფერს და ვერაფერს.. ვერც კი აგიხსნით, რახდებოდა ჩემში.. ლევანი, რომელიც ჩემი შეყვარებულია, უფროსწორედ მეგონა,რომ იყო, რომელიც სიყვარულს მეფიცებოდა და ელენე, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი და ჩემი დაქალი იყო.. ორი უსაყვარლესი ადამიანი,რომლებიც უზომოდ მიყვარდა.. ეს როგორ გამიკეთეს? როგორ შეეძლოთ?? გული მტკიოდა, სული მეწვოდა, ვიგუდებოდი, გულისრევის შეგრძნება მქონდა, შინაგანად ვკიოდი, ვბღაოდი.. სულ რაღაც წუთების წინ, როგორი ბედნიერი ვიყავი და ახლა? გაუბედურებული, ნაღალატევი, განადგურებული. ვერ ვხსნი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ან როგორ გადმოგცეთ? თუ რას ვგრძნობდი.. თქვენ.. თქვენ რას იგრძნობდით?
-ვიცი, მესმის, მაგრამ გთხოვ დამშვიდდი (ლილე)
-როგორ, როგორ დავმშვიდდე??
-წამოდი ჩემთან და...
საუბარი შევაწყვეტინე, რადგან ვხვდებოდი,რომ არიცოდა რაუნდა ეთქვა, უნდოდა,რომ დამმხმარებოდა, დავემშვიდებინე, მაგრამ როგორ არიცოდა
-ხო.. წამოვალ, ასეთ ფორმაში სახლში ნამდვილად ვერ მივალ
-კარგი საყვარელო, მაშინ ტაქსს გავაჩერებ
-არა,ფეხით მივიდეთ, არშემიძლია..
-კარგი,როგორც გინდა
ჩუმად მივუყვებოდით, წვიმიან ბათუმს..თითქოს ამინდიც იზიარებდა ჩემს წუხილს და ტკივილს, ისიც ჩემთან ერთად ტიროდა.. 15-20 წუთში უკვე ლილესთან ვიყავით. სახლში გალუმპულები მივედით და ვიყინებოდი.. მაგრამ ეს არ შეედრებოდა ჩემს ტკივილს,ამიტომ ყურადღებას არ ვაქცევდი.. გავშრით,გამოვიცვალეთ და მე ღონემიხდილი დივანზე დავეგდე..
-ჩაის გაგიმზადებ,ხომ გინდა
-კი
ჩაი მალევე გაამზადა წინ დამიდგა და იქვე ჩამომიჯდა.. არვიცი ის რას ფიქრობდა,მაგრამ ვიცოდი,რომ მასაც ტკიოდა, ჩემი ეს მდგომარეობა,თუმცა არიცოდა რაუნდა გაეკეთებინა, როგორ უნდა ეშველა ჩემთვის,როგორ უნდა დავემშვიდებინე და რაუნდა ეთქვა.. ამას მის თვალებში ვხედავდი.. ბრაზს, რისხს, სევდას.
-არც კი გამოგვყვნენ, ალბათ გააგრძელეს, ისს რასაც აკეთებდნენ.. ამის წარმოდგენაზე ისევ.. გულში მჩხვლეტდა, გულისრევაა, უჰაერობა... და უკვე აღარ შემეძლო,ვეღარ ვიტევდი ჩემში ამ ყველაფერს და ერთიანად ამოხეთქა.. ცრემლები წამსკდა და ვტიროდი.. არა ამას უფრო ბღავილი ერქვა.. ვბღაოდი.. ვსლუკუნებდი.. მინდოდა,რაღაც მეთქვა, თუმცა ტირილს ვერ ვწყვეტდი.
-დამშვიდდი, ვიცი, ძალიან გტკივა,მაგრამ იქნებ დამშვიდდე.. და გულში ჩამიკრა.. ისიც ტიროდა..
ამ ამბის შემდეგ თვეზე მეტი გასულიყო.. ელენეც და ლევანიც ცდილობდნენ,რომ დამლაპარაკებოდნენ, მაგრამ ამის საშუალებას ლილე არაძლევდა, ჩემამდე არუშვებდა და მისი მადლიერი ვარ, რადგან ალბათ იქვე ორივეს დავახრჩობდი, ბრაზისგან.. იმ ტკივილისთვის,რაც მომაყენეს..
თუმცა ერთხელ ეს მაინც, მოახერხეს.. ამ დღეს ლილე სკოლაში არმოვიდა და ეს იმ დროს გავიგე, როცა უკვე იქ ვიყვი. მარტო ნამდვილად არ შემეძლო, იქ ყოფნა და მათი ყურება ,ისე თოთქოს, ვითომ არაფერი მომხდსრა, ამიტომ გადავწყვიტე უკან გავბრუნებულიყავი და ჰოი, საოცრებავ.. ჩემს წინ ელენე და ლევანი იდგნენ
-უნდა ვილაპარაკოთ (ლევანი)
-ახსნის საშუალება მოგვეცი, რამდენიხანი უნდა გდიოთ? (ელენე)
-ვინ გეხვეწებათ?
-აგვახსნევინე (ელენე)
-რა აგახსნევინო? როგორ მიღალატა ჩემმა "შეყავრებულმა" ჩემს "დაქალთან"?
-მისმინე, ასე არარის, უფროსწორედ.. უბრალოდ აგიხსი ყველაფერს. არვიცი ეს,როგორ დამემართა.. არმინდოდა, მეე.. მე არ მიფიქრია, არმინდოდა,რომ გწყენოდა.. ვიცოდი,რომ ლევანი გიყვარდა.. ჯანდაბა, არც კი ვიცი რა დამემართა, უბრალოდ შემიყვარდა, სიგიჟემდე. ვცდილობდი მეთქვა,თუმცა ვერ ვბედავდი.. არმინდოდა რომ გამებრაზებინე და არ მიმდოდა, რომ გწყენოდა. ჩვენ უბრალოდ... უბრალოდ ჩვენ, შეგვიყვარდა ერთმანეთი.. ვიცი ჩემს საქციელს არაქვს გამართლება, მაგრამ გთხოვ რომ მაპატიო, არმინდოდა, მართლა არმინდოდა. ხოიცი,რომ მიყვარხარ და თან ძალიან, ბავშვობიდან ერთმანეთს ვიცნობთ და არშემიძლია შენი დაკარგვა.. არმინდა.. ვიცი უპატიებელი შეცდომა დავუშვი, გამოუსწორებელი, საშინლად მოგექეცი, გული გატკინე და საშინელი ადმაიანი ვარ, ეს ვიცი. უბრალოდ არ ვიცი რა ჯანდაბა დამემართა. იქნებ გამიგო.. იქნებ, გაგვიგო და შეეჩვიო.. შეეეგუო იმას, რომ ჩვენ ერთად ვართ, რომ ერთმანეთი გვიყვარს. არ გვინდოდა ასე გაგეგო ყველაფერი.. მაგრამ... ახლა რაღა აზრი აქვს.. უბრალოდ იქნებ გვაპატიო.. ლევანს თავიდან მართლა უყვარდი, მაგამ შემდეგ, შენ არაძლევდი საშუალებას, რომ შენთან ყოფილიყო.. რავი, უხეში იყავი ხშირად მის მიმართ.. ხოიცი,ნუუუ როგორ გითხრა, ისედაც ხომ იცი როგორი უკარება ხარ.. შეყვარებულები არც კი იყავით, შენ გეგონა, რომ იყავით, მაგრამ არიყავით, უფრო მეგობრები იყავით, კარგი მეგობრები.. ხოო ნამდვილად..
-რაა?
-რა გიკვირს, არაფრის საშუალებას აძლევდი, სულ დაძაბული იყო, ხელის გადახვევის საშუალებასაც კი არ აძლევდი, კოცნაზე ხომ ზედმეტია საუბარი.. ხოო დაუშვად გიყვარდა, მაგრამ არამგონია გყვარებოდა, რადგან არიქცეოდი შესაბამისად, აი როგორც მეგობრები ეგრე იყავით, საუკუნეში ერთხელ თუ იქნებოდუ კარგ ხასიათზე და მაგ დროს თუ მიიკარებდი, სიყვარულის ბუშტი გაგისკდებოდა და ჩაიხუტებდი თორე, რაცი აბა.. უბრალოდ .. ლევანი მის წუხილს, მე მიყვებოდა, მეკითხებოდა, თუ რატოიყავი ასეთი უკარება, ასეთი დისტანციური, ხანდახან უხეშიც.. უნდოდა,რომ ახლოს ყოლოდი, უფრო მეტად გამოეხატა სიყვარული შენსმიმართ, მაგრამ შენ არ აძლევდი ამის საშუალებას.. და ჩვენი ურთიერთობა აქედან დაიწყო, დავახლოვდით და ვერც კი მივხვდით, თუ როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი.
-მოიცა.. შენ? სათქმელს თავს ვერ ვუყრიდი..მისი სიტყვების გადახარშვას ვცდილობდი! ვგრძობდი რომ ბრაზი მახრჩობდა, აქვე შემეძლო ორივე ერთმანეთზე დამეკლა. ეს ძუ*ნა და ეს *ლე მე მადანაშაულებენ?? ეს ჩემი დაქალი იყო?? ან ეს ჩემი შეყვარებული? აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი? როგორ ვერ ვამჩნევდი, რომ ასეთები იყვნენ? არა აღარ შემეძლო, ბრაზისგან, ზიზღისგან, გული გამისკდებოდა,აღარ შემეძლო, ჯერ ის ვერ გადამეხარშა და ახლა მისი სიტყვები,მეგონა უარესი აღარაფერი მოხდებოდა,თუმცა თურმე სად ხარ ბარბარე.. მომენტალურად ავფეთქდი და წყობიდან გამოვედი!! მთელი ძალით და ღონით ლევანს მივვარდი და მუშტების რტყმა დავუწყე, ვუყვიროდი და თან ვტიროდი, არვიცი რას ვეუბნებოდი, უბრალოდ გამეტებით ვურტყამდი.. მერწმუნეთ, გამწარებულ ქალზე, საშიში, არავინაა.. ჩოჩქოლი ატყდა, ზოგი იცინოდა, ზოგი მამხნევებდა, თუმცა არავინ ცდილობდა ჩემს შეჩერებას.. მაგრამ უცებ ვიღაცამ შემაჩერა და ხელიდან გამომგლიჯა ლევანი.. ეს დემეტრე იყო.. იქაურობას მომაშორა და მანქანაში ჩამტენა რასაცქვია..
-რაგინდოდა?? აქ რა გინდა?? განრისხებული,დემეტრეს ვუყვიროდი.. (დემეტრე ჩემი ძმაკაცია, ამ ამბების შესახებ არიცოდა, უფროსწორედ მე არ მითქვამს, თუმცა რადგან აქ იყო ანუ ყველაფერი უკვე გაეგო)
-ლილემ დამირეკა და მითხრა,რომ წამომეყვანე..კარგ დროს მოგისწარი,თორე ალბათ მოკლავდი..
-ხოო
ახლა გამახსენდა ლევანის ჩალურჯებული თვალი და მიხვდი,რომ ეს დემეს დამსახურება იყო..
_ასეთი არასდროს მინახავხარ, შენ ისეთი წყნარი და გაწონასწორებული ხარ, რომ არვიცი ვერგცნობ ბარბი
-არგინდა..
ასეთ სიტუაციაში,მშვიდი და გაწონასწორებული როგორ უნდა ვყოფილიყავი? თქვენ,როგორ მოიქცეოდით მკითხველნო? თქვენ რას იზამდით,რას მოიმოქმედებდით?

...ახლანდელი დრო...

დღეს,რომ მკითხოთ მიყვარდა თუარა ლევანი, ვერ გეტყვით რომ არა. ეს ბავშვური სიყვარული იყო, უფრო გატაცებას დავარქმევდი.
ის ფაქტი რაც მოხდა,მას ვერ დავივიწყებდი ვერასდროს.. მომხდარი, იმდენად "დიდი გადატრიალება" იყო ჩემთვის, რომ სწორედ ამის გამო, ვეღარავის ვენდობოდი. არც 4 წლის წინ ვიყავი ძალზედ გახსნილი ბიჭების მიმართ,თუმცა ახლა მეშინოდა, სასტიკად მეშინოდა ვინმეს შეყვარების. მეშინოდა,რომ ისევ მომატყუებდნენ, ისევ მიღალატებდნენ.. მეგონა,რომ ვეღარ გადავიტანდი. ამიტომ ვინც ჩემს გარშემო, იყო მითუმეტეს ბიჭი, ჩემთან ახლოს არვუშვებდი, მათთან ბოლომდე გახსნილი არასდროს ვიყავი და ვერ ვენდობოდი..
ყოველთვის ვხვდებოდი თუ რას ფიქრობდნენ ჩემზე ადამიანები, მათთან ლაპარაკისას, კონტაქტისას და ურთიერთობის დროს, თვალები ხომ ყველაფრის მთქმელია. შეიძლება ადამიანმა მოგატყუოს სიტყვიერად, მაგრამ თვალები მათ ყოველთვის გასცემენ.. ალბთ თექვსმეტი წლის ასაკშიც შევამჩნევდი ლევანს და ელენეს რამე საეჭვოს,თუმცა მაშინ "ვარდისფერი სათვალე" მქონდა მორგებული, თუმცა ამჯერად სამყაროს თვალი გავუსწორე...
პირველმა დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული მომხდარა უნიში. ბავშვებმა გადავწყვიტეთ, რომ საქეიფოდ წავსულიყავით, სანამ შეგვეძლო და სამეცადინო თავზე საყრელად არ გვქონდა.. მოკლედ,სახლში მივედი, ვიმეცადინე, ცოტა სახლი მივალაგე.. აბა ჩემს გარდა ამას ვერავინ გააკეთებდა რადგან მარტო ვცხოვრობდი.. უკვე შვიდი საათი იყო და რვაზე ვიკრიბებოდით,ამიტომ მომზადება დავიწყე. კლასიკური შარვალი და კოფთა ჩავიცვი და ლაითი მაკიაჟი გავიკეთე. სანამ სახლიდან გავიდოდი დედას დავურეკე:
-დეე,რასშვები?? როგორ ხარ?? მომენატრეეე..მე თუარ დაგირეკე შენ არ უნდა დამირეკო?? სულ დაივიწყე,ხომ შენი ერთადერთი შვილი?
-კარგად დე, შენ როგორ ხარ? ოხხ ბარბარე, ბევრს ნუ ლაპარაკობ..დეე, ხო ჭამ კარგად?
-მეც კარგად. მაგაზე არინერვიულო არდავიკლებ ჭამას..
-აბა მომიყევი რახდებოდა უნივერსიტეტში, რაქენი?
-რავი დეე, ისეთი არაფერი, ჩვეულებრივად ჩაიარა დღემ, მამა როგორაა?
-კარგადაა მამა,ახალი მოსულია სამსახურიდან და ახლა ისვენებს
-გასაგებია.. დეე მისმინე დღეს ბავშვები საქეიფოდ მივდივართ და შეიძლება იქ ვერგავიგო ზარის ხმა და რორამე არინერვიულო
-კარგი დე,ვჭკვიანად.. სახლში როგორც კი მიხვალ გამაგებინე, არდაგავიწყდეს.
-კაი დეე, როცა სახლში ვიქნები დაგირეკავ აუცილებლად, გკოცნი და მიყვარხარ
-მეც ჩემო საყვარელო..
ტელეფონი გავთიშე,ფეხზე ჩავიცვი, ჩანთა გადავიკიდე და გავეშურე.. და ზუსტად დროული იყო დეას ზარი, არა ზოგადად ეს ბავშვი სულ საოცარ დროს არჩევდა დასარეკად, მანდამაინც იმ დროს დამირეკა გზა რომ უნდა გადამეკვეთა, გვერდით მივიხედე და არ მოდიოდა მანქანა, ამიტომ დაუფიქრებლად გადავაჭერი და ტელეფონი ავიღე
-რაშვები? სადხარ?? მე მივედი უკვე
-ვა ვაა, სააღოლ შენ.. შენ და დროულად მისვლა? ნამდვილად შენ ხარ??ხოარ გამომიცვალეს დაქალი?
-ბევრს ნუ ტლიკინებ, სადხარ?
-გამოსული ვარ და მალე მოვალ
ამ დროს კი სიგნალის ხმა გავიგე გვერდით გავიხედე და პირდაპირ ჩემსკენ მოდიოდა მანქანა.. თვალწინ ჩამიარა ჩემმა 20 წლიანმა ცხოვრებამ, ვიდექი გაუნძრევლად და ვუყურებდი ჩემსკენ მომავალ მანქანას, რომელიც ნამდვილად დამეჯახებოდა, რადგან საკმაოდ ახლოს იყო, მაგრამ როგორღაც მოახერხა და ამაცილა, თუმცა გაჩერება ვეღარ მოასწრო და რაღაცას შეასკდა.. მე უვნებელი ვიყავი,უბრალოდ ოდნავ გამკრა და ოდნავი ტკივილი ვიგრძენი.
-ნორალური ხარ? სად გადადიხარ?? კინაღამ გაგიტანე, რასაკეთებ??
- ლამის გამიტანე და კიდევ მე მეჩხუბები? ნორმალური ხარ???
-მე ნორმალური ვარ,მაგრამ შენზე იგივეს ვერ ვიტყოდი, დამინახე რომ მოვდიოდი და არც კი გაჩერებულხარ, სრულ ჭკუაზე ხაარ?? თუგინდა სხვანაირად სცადე, მე რომ მივარდები და თავს იღუპავ და მეც მღუპავ!
-არანორმალურო, უსინდისო. მე როგორ მეჩხუბები? მე ვარ დამნაშავე?
-აბა ვინაა?
-დეგენერატი ხარ, იქნებ მკითხო მაინც ზრდილობისთვის როგორ ვარ?? ყველაფერი მე როგორ უნდა დამემართოს და ყველა იდიოტი როგორ უნდა გადამეყაროს ლამის გამიტანა და აქეთ მეჩხუბება..
-ჩემი სწრაფი რეაქციის დამსახურებაა რომ არაფერი გჭირს და არ დაგეჯახე, თორე არვიცი რაა..
-მადლობა ხომ არ გადაგიხადო, რომ არ გამიტანე ან ბოდიში ხომარ მოგიხადო მანქანა რომ დაგელეწა და შემთხვევით ხოარ გაგიკეთო?
-არა მაგაზე არ შეგაწუხებ
-ოჰ, კიდევ კარგი. თუმცა არ გამიკვირდებოდა, რომ გეთქვა გამიკეთეო
რაღაცის თქმას აპირება მაგრამ ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა, რა თქმა უნდა დეა იყო
-სადხარ გოგო ამდენხანს?? ყველა მოვიდა შენს გარდა
-მოვალ მალე,რაღაც შემემთხვა დაა
-რა მოხდა?
-მოგიყვები რომ მოვალ
-კარგი,მალე ქენი
-შევეცდები
ასე "მშვიდობიანად" დავშორდით ერთმანეთს, ის თავის გზაზე წავიდა და მე კი ჩემს.. ტაქსი გავაჩერე და როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე. დეას ყველაფერი მოვუყევი
-კიდევ კარგი,რომ არ დაგეჯახა. შენი უშნო სიარულის ამბავი კარგად ვიცი, გვერდით არც კი იხედები ისე გადადიხარ გზაზე
-გავიხედე მაგრამ არიყო, არდამინახავს
-აბა გაჩნდა იქ მანქანა?
-ალბათ
-არანორმალურო
-არდამინახავს და რაჩემი ბრალია
-აბა ვის ბრალია, ის მის გზაზე მოდიოდა
-მერე რა
-მერე ის რომ შარი არუნდა მოგედო, ხელი ძაან გტკივა?
-არა
შიგნით შევედით და შევუერთდით ბავშვებს. ჩვენი ჯგუფის გარდა დათოს ჯგუფიდანაც იყვნენ ბავშვები და რა თქმა უნდა, დათოც აქ იყო. მთელი საღამოს განმავლობაში თვალს არ მაშორებდა..
-წამო რაა ვიცეკვოთ (დეა)
-მოიცა ერთსაც დავლევ და.. გადავკარი და საცეკვაოდ გავედით მე და დეა..
-შეიძლება ვიცეკვოთ?? (ლაშა)
-კი (დეა)
ლაშა დათოს ჯგუფელი იყო და მგონი დეა მოსწონდა.. ხოდაა აი ასე ამახიეს ჩემი გოგო.. დაჯდომას ვაპირებდი,როცა დათო მოვიდა ჩემთან და ამის საშუალება არ მომცა და ჯანდაბაა!! მანდამაინც ახლა დამთავრდა ეს მუსიკა და ჩართეს წყნარი და ცოტა ძააან რომანტიკული.. სერიოზულაად? რაღა მანდამაინც ეს?? იმედია მალე დამთავრდება.. გონებაში ვფიქრობდი და ვილანძღებოდი..
-ძალიან ლამაზი ხარ, ბარბი..
-მადლობა
-თვალი ვერ მოგწყიტე
-ვიცი შევამჩნიე (ჯანდაბაა ეს არუნდა მეთქვა)
ჩემი სიტყვები და მისი გაღიმება ერთი იყო.. უფრო მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა
-ბარბი! საოცრება ხარ!! ძაალიან მომწონხარ!
დავიბენი და სად წავსულიყავი არვიცოდი. ძალიან უხერხულში ვიყავი, თუმცა ამავდროულად მესიოვნა.. პატარა პაუზის შემდეგ კი ვუპასუხე
-მე იგივეს ვერ ვიტყოდი გაეღიმა ჩემს პასუხზე.. ოხხ მისი საოცარი ღიმილი.. რატომაა ეს ბიჭი ასეთი სიმპატიური?? მაგრამ თან რატომაა ასეთი?? აიი იცით როგორი იყო? ძალიან საყვარელი, გარეგნულად შეუდარებელი.. მაგრამ.. არასერიოზული, "ნარცისი" ასევე ს ეწეოდა და დადიოდნენ ბედნიერები, დაბოლილები და მოცინრები, ჩემ ჯგუფელ ბიჭებთან ერთად.. მე კი საშინლად ვერვიტანდი ვერც სიგარეტს და მითუმეტეს მოსაწევს..თანაც ასეთი ნარცისიი.. ოხხ როგორ ვერ ვიტანდი ასეთ ბიჭებს. თავდაჯერებული ყეყეჩი!
-ასეთი უკარება რატომ ხარ?
-რადგან კისერზე არ გეკიდები ამიტომ ვარ უკარება??
-უხეშო
როგორც იქნა დამთავრდა მუსიკა და მეც დავაღწიე თავი დათოსგან და დავუბრუნდი ჩემ ადგილს..
-აუ როგორი საყვარლები იყავით (დეა)
-ხო ძაან
-დაფქვი მიდი ყველაფერი
-რაუნდა ეთქვა ახლა.. როგორი ლამაზი ხარო, ძალიან მომწონხარო, მერე უხეში და უკარება ხარო
-მართალი უთქვამს რაგინდა
-შემეშვი
-აბაა??
-არა!
-კარგი რაა, დავიჯერო არ მოგწონს? ცოტა მაინც??
-არა!
-მე კიდე მგონია,რომ კი..
-არა დეა! ხოიცი ვერ ვიტან ასეთ ტიპებს
-ყველაფერი აქედან იწყება ჩემო საყვარელო!! სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია.
-არაფერიც!!
მოკლედ მშვენივრად გავერთეთ და მოვისიყვარულეთ ერთმანეთი მონატრებულებმა. ძალიან კარგი დრო გავატარეთ.. შემდეგ გადავწყვიტეთ ფეხით გაგვევლო ცოტა ამიტომ მეტრომდე გადავწყვიტეთ ფეხით წავსულიყავით.. ისევ ამეტუზა დათო, ოხ უკვე ნერვებს მიშლიდაა!
-სად ცხოვრობ?
-საბურთალოზე
-საბურთალო დიდია
-ვიცი
-ოხ,ბარბი! ბათუმელი ხარ ხო?
-კი გცოდნია და რაღას მეკითხები
-არშეგიძლია რომ ყველა სიტყვაზე არმიკბინო?
-უბრალოდ ასეთივარ.. როგორც შენთქვი "უხეში"
-მარათალია,თუმცა ძალიან საყვარელი
-გაიხარე
-მეტროდან შორს ცხოვრობ?
-არა
-მარტო ცხოვრობ?
-კი
-ხომ არ გეშინია? გვიანია და მიგაცილებ
-არა მადლობა არმინდა
-რაზე ჭუქჭუკებთ გვრიტებოო?? (დეა)
-საინტერესო არაფერი
-კარგი ხელს აღარ შეგიშლით
-არ გვიშლი
მოვკლავ ამ ბავშვს, რატომ არ სჯერა რომ არ მომწონდა დათო..
-ჩემთან ხო მოდიხარ დღეს, დეაკო?
-აბა რა, გავაგრძელოთ ქეიფი
ამით მიხვდა დათო, რომ ზედმეტი იყო და ბიჭებისკენ გადაინაცვლა..
მეტრომდეც მივედით, დათომ ისევ შემომთავაზა გამოყოლა მაგრამ ისევ უარი განვუცხადე. შემდეგ კი ისე გადამეფსკვნა და ჩამეხუტა,რომ მეგონა ბოლოჯერ მნახულიბდა..
-აუუ როგორია, ცაკალელიი(დეა)
-აუ არ დაიღალე?
-ხო კაი რაიყო, გეღადავები.. უბრალოდ სიმპატიურია და დავიჯერო არგსიამოვნებს მისი ყურადღება?
-სიმპატიური ნამდვილადაა და მსიამოვნებს ყურადღება, მაგრამ ყეყეჩია!
-ვერ შეგედავები, მაგრამ მაინც საყვარელია
-ხო ძაან..
სანამ სახლში ავიდოდით, ნიკორაში შევიარეთ და სასუსნავები და სასმელი ვიყიდეთ. სადარბაზოში შევედით
-აუუ ხოიცი მეშინია მაგ ლიფტის,ფეხით ავიდეთ რა
-უიმე არც გადაირიო
-რომ ჩავარდეს?
-სამი წელია არჩავარდნილა, არაფერი მოუვა. ნუ პანიკიორობ!
-ოხხ ვერგიტან
- მეც მიყვარხარ
ლიფტის კარი გაიღო და ვიღაც ბიჭი გამოვიდა. ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა.. ხოო,რა თქმა უნდა, ეს ხომ ის იყო დღეს, რომ ლამის გამიტანა..
ნეტა აქ რაუნდოდა??
.....
-ვაა,როგორი სიმპატიური მეზობელი გყოლია! აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე?
-რადგან არაა ჩემი მეზობელი
-სამწუხაროა
-იცი ვინაა?
-მოიცა იცნობ?
-არა, ისაა დღეს, რომ ლამის გამიტანა
-რააა?? მაგაშიც, რომ ბედი გაქ! რა შანსებს უშვებ ხელიდან!!
-ღმერთო ჩემო, ოდესმე გეშველება?
- მე კი, მაგრამ შენ არა.. მე, რომ ეს ტიპი დამჯახებოდა თუ რაცქვია, არვიცი ალბათ, რომ დავინახავდი დავდუმდებოდი და იქვე დავდნებოდი..
-უშველეთ ვინმემ ამას
-კაი რა! რანაირიხარ.. რამე მოგემოქმედებია, თავი წაგექცია ან რამე, მერე იზრუნებდა შენზე და ჰოოოპ!!
-მგონი ძაან ბევრი დალიე
-არაფერიც! ამას რანაირად ეჩხუბე?! ასეთ სიმპაწიაგას? შენს თავზე თუარა ჩემზე მაინც გეფიქრა და გეჩალიჩა ჩემთვის!!
-კარგი მომავლისთვის გავითვალისწინებ
-აუ დააკვირდი, როგორ გიყურებდა??
-არა
-უიმეე, აბა რასუყურებდი?! მოკლედ თავიდან რომ დაგინახა გაუკვირდა ძაან და მერე ჩაეღიმა და თან სასიამივნოდ. ღიმილიც საოცარი აქვს!
-შეგისწავლია მილიმეტრებში, რანაირად მოასწარი
-მაგის მოსწრებას რაუნდა
-კაი შევეშვათ მაგას! ლაშამ რაო?
-არაფერი რაუნდა ეთქვა,ცოტას მეფლირტავებოდა.. მართალი იყავი მოვწონვარ..
-მოიცაა გითხრაა??
-არა, ჯერ ვერ ბედავს, ხოიცი ლანაილია.. მაგრამ რომ მოვწონვარ მაგას ვხვდები რა
-მე მიგახვედრე თორე...
-ხო შენ რომ არ მყავდე რამეშველებოდა
-მერე, რაო?? მოგწონს?
-აუ რავი
-ეეეეეე, ანუუ კიი
-ხო რა, მგონი კი
-აუ რამაგარია!! ძაან კაი ბიჭია და უხდებით ერთმანეთს. აბაა იმ იდიოტ დათოს კიარგავს
-სულ ნუ კბენ მაგას, რადაგიშავა
-იდიოტია და ის
-მერე იყოს, შენ რაგინდა. ნუ ახლა, რა თქმა უნდა, თუარმოგწონს
-უიმე არა, იდიოტიათქო არ გითხარი?
-მერე რა, იდიოტებიც უყვარდებათ
-მე არა
-ნუ კარგი.. ლილე და დემე სად არიან, სად დაიკარგნენ?
-ჯერ არდაუწყიათ მაგათ სწავლა და ბათუმში არიან..
-ხოდა, როჩამოვლენ წავიდეთ სადმე, დიდიხანია აღარ ვყოფილვართ
-ხო რა, რამე ვქნათ. ოღონდ ახლა არ მაფიქრო მაგაზე, მერე მოვიფიქროთ ერთად
-ოკი
ჭორაობაში, ჭამაში და ფილმების ყურებაში დაგვათენდა.. შვიდი საათი იყო დაწყებული, რომ ვინებეთ დაწოლა და 2 საათიც კი არგვქონდა დრო ძილისთვის, ამიტომ ძაან ჩვეულებრივად დავიკიდეთ უნი, ნუუ რადგან მაინც ვერ ავდგებოდით ამიტომ ძილი აღარ დავიფრთხეთ.. თან ჩემი თავის ამბავი, რომ ვიცი ნახევარი საათი მაინც მოვუნდებოდი ჩაძინებას.. ზოგადად ჩაძინება, მიჭირს. ყველანაირი ხმაური და სინათლე ხელს მიშლის, საათის ხმაც კი.. საკმაოდ ფხიზელი ძილიც მაქვს, მეორე ოთახში სინათლე, რომ აანთონ შეიძლება მაგანაც გამეღვიძოს.
-აუ მცივა, ჩამეხუტე რა!
-უიმეე არგადაირიო! ხოიცი ეს ჩახუტებები არაა ჩემი.. ვერვიძინებ ეგრე..
-აუ მე აბა პირიქით ვარ რამეს, თუარ ჩავეხუტე, ისე ვერ ვიძინებ (ხმა მოისაწყლა)
-სახლში ვის ეხუტები?
-ვის და საყვარელი ძაღლი სათამაშო მყავს და მაგას
-რატოხარ ასეთი ბავშვი!
-შენ ხო მყავხარ ქალი
-შენგან განსხვავებით, სათამაშოებს არ ვეხუტები
-შენ არც სათამაშოს და არც ადამიანს ეხუტები.. საწყალი შენი ქმარი, წინსწარ მეცოდება..
-მე ჩემი სივრცე მჭირდება გენაცვალე, პირველად გესმის ჩემგან ეგ?
-არა, მაგრამ ყოველ ჯერზე მეცოდება ხოლმე.. (იცინის)
-არაუშავს აიტანს!!
-ხო ჩვენ თუ გიტანთ ეგეთ უჟმურს და უხეშს ეგეც აიტანს როგორმე
-აუ სულ ხო არვარ ხოლმე
-ხო წელიწადში ორჯერ
-აუ ეგრეც არაა ახლა.. ნუ რავქნა ახლა, არშემიძლია ეს უწიპუწი და ყოველდღე მიყვარხარ, ვგიჟდები შენზე და ა.შ.. ეს ჩახუტებები და ამბები. ყოველდღიურად, რომ აკეთებენ ძილისწინ ან დილას თითქოს მნიშვნელობას კარგავს ეს სიტყვა.. თითქოს კიარა კარგავს.. იშვიათად,რომ ეუბნები ადამიანს ან სითბოს გამოხატავ მაშინაა სასიამოვნო. თუ ეუბნები გულით უნდა ეუბნებოდე და არა მოვალეობის მოხდის მიზნით.. არაა აუცილებელი ყოველდღე უთხრა!! თან ეს აფერისტობები არშემიძლია. ხომიცი, ადამიანს ან ვეუნები რასაც ვფიქრობ ან საერთოს არაფერს ვეუბნები. მოტყუებით არ ვატყუებ და არ ვეაფირისტები
-კარგი ნუ ჩაირთე, მერამდენეჯერ ვისმენ მაგას უკვე, ასეთიხარ ამოუცნობი.
ყველა ადამიანი სხვანაირად მახასიათებს: ზოგი მეუბნება რომ მხიარული, საყვარელი, ტიქტიკა, ენას როარაჩერებს, ხანდახან გიჟიც ვარ.. ზოგი კი უჟმური, უხეში, ჩუმი, მორცხვი.. უცნაურია არაა?? მგონი აქ არაფერია უცნაური! უბრალოდ არვარ ყველასთან ერთნაირი და სწრედ ამიტომ! თუმცა ყალბი არავისთან ვარ.. ძალიან ბევრს უთქვამს, რომ თითქოს ისეთი ვარ,რომ ყველა და ყველაფერი და არაფერი მანაღვლებს, მაგრამ ასე ნამდვილად არაა! საქმე იმაშია,რომ არ გამოვხატავ, უბრალოდ არშემიძლია.. ან არმინდა.. ყველაფერს ჩემში ვინახავ.. თუმცა ვაიი, როცა ყველა ეს გრძნობა ერთად იფეთქებს, როგორც 4 წლის წინ..
ლაპარაკში,როდის ჩაგვეძინა ვერ გავიგეთ.. დილას კი ზარის ხმა მაღვიძებს. ამ დილა უთენია ვინ ჯანდაბაა? რაუნდაა? გვიან ვერ მოვიდოდა? მანდმაიანც უნდა გავეღვიძებინე? ბურდღუნით წამოვდექი,ხალათი ჩავიცვი და წავედი კარის გასაღებად, "ჭუჭრუტანაში" გავიხედე ლილე იყო. მოიცა ეს ბათუმში არიყო? ამდენიხანი მეძინა? კარი გავაღე და ლილე მეტაკა
-ეეე ჩემო ჩიკვანუნო, როგორ მომენატრე! დიდიხანია არ მინახავხარ? ძაან ძაან მომენატრე! უნიში მივხვდი როარიყავი,ფბზე არშემისულხარ და! ხოდა ამწამს ჩამოვედით მე და დემე,ხოდა პირდაპირ აქ მოვედი..
-ნუ გაკივი,ძინავს ხალხს. შემო, ამოისუნთქე; დემე სადაა?
-რაღაც საქმე ქონდა და მოვა მოგვიანებით
დეა გამობაჯბაჯდა
-ეე ლილე,როგორ ხარ? (დეა)
-კარგად.. აუ მგონი ძილი დაგიფრთხეთ ხო?
-აბა რაგეგონა გენაცვალე დილის 10 ზე რომ დამადექი (მე)
-აუ ვერ მოვითმენდი.. ისეთი რაღაც უნდა გითხრათ, აი გადაფსიხდებით
-ვაიმე, არ არსებობს.. აუუ რა მაგარიაა, ძალიან ძალიან გამიხარდაა. აუუუ გილოცავთ.. ჩემი ორი ცალი სიყვარულიი!!!(მე)
-ვანგა ხარ? (ლილე)
-არა იდეალურად გიცნობ!
ჩემი ლილე დაინიშნა! ვინ დანიშნა? ჩემმა დემემ!! აქამდე არმითქვამს ხო?? მოდი მოკლედ გეტყვით. დემე თბილისიდან გადმოვიდა ბათუმში, რადგან მისი მშობლები ავტოკატასტროფის შედეგად დაუღუპნენ და ის დეიდამისთან გადმოვიდა საცხოვრებლად, ჩემს მეზობლად. მალევე დავახლოვდით და შემდეგ ლილემ და დემემაც გაიცნეს ერთმანეთი.. ნუ გავაცანი.. და თავიდანვე იყო მათ შორის,რაღაც. მეგობრობდნენ, მაგრამ მაინც არიყვნენ მეგობრები.. თუმცა არცერთი აღიარებდა ამას, მაგრამ ბოლო-ბოლო გამოუტყდნენ ერთმანეთს, თითქმის სამი წლის წინ. და მის მერე ერთად არიან, ხოდა დაადგათ საშველი როგორც იქნა გადაწყვიტეს ეს! თან გუშინ იყო სწორედ ის დღე როცა ერთმანეთი გავაცანი და ჩემმა რომანტიკოსმა ძმაკაცმა სწორედ ამ დღეს გადაწყვიტა მისი დანიშვნა..
-ანუ მალე ქორწილში ვიგრიალებთ? (დეა)
-კი გაგრიალებთ! (ლილე)
ყველაფერი დაწვრილებით მოვაყოლეთ ლილეს, მალე დემეც მოვიდა და ჩვენებურად პატარა წრეში ავღნიშნეთ მათი გაბედნიერება..
-აუუ როიცოდე,როგორ გამიხარდა.. ისეთი საყვარლები ხართ,რო რავიცი. მე რო მარტო ვარ ხოლმე გული მტკივა (ვიცინი)
-ისეთი ხარ ვინ მოგეკარება,მწარე (დემეტრე)
-ხო იმ საწყალ დათოს მოსწონხარ მაგრამ აზრი? (დეა)
-აუ ეგ ტიპი კიდე გეჩალიჩება?(დემეტრე)
-შენ წარმოიდგინე და კი (მე)
-ხოარ გაწუხებს? თუგინდა დაველაპარაკები (დემეტრე)
-არა არმინდა (მე)
-მერწმუნე ნამდვილად არუნდა, ეს ისეთებს " უტარებს" რომ.. ვერაფერს გაუბედავს(დეა)
-არც უნდა გაუბედოს (ლილე)
-უი მართლა, ბარბი ჩემი მეგობარი არის შენი ახალი მეზობელი იცი?? (დეტრე)
-ვაა ვიინ? (მე)
-ალექსანდე, რომ ვახსენებ ხოლმე (დემეტრე)
-ხო ხო გამახსენდა, თბილისში მეზობლები იყავით ხო?? და მგონი ერთ სკოლაშიც დადიოდით და ამბები.. (მე)
-ხო ხო ეგაა, ოცდაოთხი საათი ერთად ვიყავით.. მერე ჩემი ამბები.. და ისიც მალევე წავიდა უცხოეთში ოჯახით და რავი ასე დავიშალეთ.. მაგრამ ერთი კვირის წინ დამირეკა და მითხრა, რომ დაბრუნდა და შენს მეზობლად უყუდია ბინა, თან კარის მეზობელი იქნება. (დემეტრე)
-ვა ვა კარგია, ანუ გავიცნობთ! (დეა)
-კი კი ნამდვილად, ძაან მაგარი ტიპია! (დემეტრე)
-სიმპატიურია? (დეა)
-კიი საკმაოდ (დემეტრე)
-ვაა ბარბიი, მგონი გეშველა! (ლილე)
-ყველა ბიჭს რატო მტენით? (მე)
-შესატენი ნამდვილად არაა.. ოქროა ოქრო!! აბა ცოლო? ჰაა?? (დემეტრე)
ალმაცერად გადახედეს ერთმანეთს და მერე მე შემომხედეს
-რატო მიყურებთ ეგეთი სახით? ისე ვიკითხე ვითომ არვიცოდი
-აბა კარგად დაგვაკვირდი, ყველას გვყავს, მეორე ნახევრები და შენ დადიხარ ეული, რამდენიხანი აპირებ ასე? (დეა)
-ასეც მშვენივრად ვგრძნობ თავს (მე)
-მისმინე სანამ მოვიდოდი მანამდე ველაპარკე, რაღაც სამსახურის საქმეებზე დარბოდა და მალე მოვრჩებიო, ხოდა შემდეგ სადმე დავჯდეთ, მშვიდად დავილაპარაკოთო და შენზე ვუთხარი რა, ასე შორიდან ისიც გიცნობს და აქ რომ შევიკრიბოთ ხოარიქნები წინააღმდეგი ბარბი? თან თქვენც გაგაცნობთ. ბოლო-ბოლო შენი კარის მეზობელია და ხოუდა იცნობდე? (დემეტრე)
-კი კი, როგორ არა, არაა პრობლემა (მე)
-აუ ეგ ახალი მეზობელი შენ გემრიელობებს, რომ შეჭამს მგონი ყოველდღე შენთან იქნება (ლილე)
-ხო მოასუქებს (დემეტრე)
ამ დროს დემეს ტელეფონმა დარეკა, ალბათ ალექსანდრე იყო
-აი ვახსენე და რეკავს მოვიდა და გავუღებ კარს (დემეტრე)
-კარგი მიდი (მე)
კარი გაუღო
-აბა გაიცანით, ეს არის ალექსანდრე წიკლაური. ეს კი ლილე, დეა და შენი მეზობელი ბარბარე
ჩვენი თავი წარუდგინა.. მე რომ შემომხედა სახე შეეცვალა! ჯანდაბა! სერიოზულად?! ეს არის? ეს ხომ.. აი თურმე რაუნდოდა აქ.. თურმე,მართალი ყოფილა დეა.. ნამდვილად ჩემი მეზობელია!
აშკარად დიდხანს გაგვიგრძელდა გაკვირვების პროცესი, რადგან
-რაიყოთ? ასე გაოცებულები, რატომ შესცქერით ერთმანეთს? (დემე)
-მოიცა.. შენ ხომ, ისს ხარ... ჩემი ბარბი ლამის, რომ გაიტანა?!
დაუფიქრებლად წამოაყრანტალა დეამ.. ხო ამ უხერხულობას კიდევ ეს აკლდა სრული ბედნიერებისთვის!
-შენი ბარბი მე შემომივარდა ბორბლებში (სანდრო)
-რაზე საუბრობთ? გაკვირვებული გვიყურებდა დემეტე ხან ერთს, ხან მეორეს და ხანაც მესამეს
-ადრეც შევხვედრილვართ ერთმანეთს, ცოტა უცნაურ სიტუაციაში.. შენი მეგობარი უფრო ყურადღებიანი უნდა იყოს გზაზე გადასვლის დროს! ჩემი სწრაფი რეაქცია, რომ არა დიდ ცოდვას ჩამადენიებდა და რასმერჩოდა და რადავუშავე არვიცი! (სანდრო)
ისეთი სახე ჰქონდა, მინოდა, რომ კარგად მეთავაზა მისთვის!!
-ხო ეგ ნამდვილად არ მიკვირს, გზაზე გადასვლისას გვერდზე არასდროს იყურება! (დეა)
-ხო ჩვენც სულ მაგაზე ვეჩხუბებით (ლილე)
სერიოზულად?! შეთქმულებას მიწყობთ თუ რახდება?? ესენი ვისკენ არიან?? იმის ნაცვლად, რომ მე დამიცვან, ამ ვიღაც უცნობის წინაშე მამტყუვნებებ?? რასმერჩიან?? ესენი ჩემი მეგობრები არიან, თუ დათვის?? ასე ჩუმად ვერ ვიქნებოდი!!
-თვალებში, რომ გამოგეხედა მაშინ ლამის არ დამეჯახებოდი და არც შენს ძვირფას მანქანას დაამტვრევდი! ამიტომ ყურადღებით თავად უნდა იყო, როდესაც საჭესთან ხარ!!!
ჩემ ამ მკაცრ და ცინიკურ ტონზე გაეღიმა.. ნეტა რა უხაროდა ამ იდიოტს?! ძაალიაან მიშლიდა ნერვებს, მაწიწკნიდა სათითაოდ! არადა ისეთი საოცარი ღიმილი ჰქონდა, რომ წამით ყველაფერს გავიწყებდა. ოხ, ბარბარე!! რაებზე ფიქრობ?!
-კარგით რაა!! რაგჭირთ? (ლილე)
-ხო მართალია ჩემი გოგო! როგორ შეიძლება ჩემი საუკეთესო ძმაკაცი და დაქალი ასე ჭამდნენ ერთმანეთს?? (დემტრე)
-რატო გიკვირთ? ეს ყველასთან ასეა. სიცილით უპასუხა დეამ
ვაიმე ახლა ამას ენას ამოვაწიწკნი. ისეთი მზერით გავხედე დეას,რომ მიხვდა და უხერხულად შეიშმუშნა.. ახლა კი მევიყავი უხერხულად, რადგან ვგრძნობდი მის მზერას, ალბათ ჩემს პასუხს ელოდა.. თუმცა რაუნდა მეთქვა??
-შევეცდებით, რომ როგორმე გამოვასწოროთ.. თანაც კარის მეზობლები ვიქნებით..(ალექსანდრე)
-შევეცდებით?! (მე)
-დიახ შევეცდებით.. ჩვენი დემეტრეს ხათრით (სანდრო)
-ხოო, რა თქმა უნდა! (მე)
დეგენერატი, იდიოტი!!! დემეტრეს ხათრითო ხოო? ოკ.. კარგი იყოს დემეტრეს ხათრით! როგორმე ავიტან! და ჩემს თავსაც ხელში ავიყვან..
ბევრი ვისაუბრეთ.. ბიჭები იხსენებდენ ძველ დროს, იმ ისტორიებს რაც თავს გადახდომიათ.. ჩვენზეც მოუყვა, ჩვენს მეგობრობაზე, თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი და როგორ გავაცანი მას ლილე, შემდეგ მათი სასიყვარულო ისტორია.. ალექსანდემ კი, მის შესახებ მოგვიყვა, ნუ დემეტრეს, მე საერთოდაც არ მაინტერესებდა, თუმცა იქ ვიყავი და ძალაუნებურად მესმოდა.. ალექსანდრე, სანდრო წიკლაური. 25 წლის.. მუშაობდა უცხოეთში, ბიზნესის განხრით.. აქ ჩამოსვლის მიზეზი ის იყო,რომ აქაურობა ძალიან მოენატრა და აღარ შეეძლო იქ ყოფნა.. იქ საკმაოდ კარგ კომპანიაში მუშაობდა,ბკარგი გამოცდილება და ცოდნა ჰქონდა,ამიტომ აქ სამსახურის შოვნა საკმაოდ გაუადვილდა.. მშობლებს რაც შეეხება, ისევ იქ იყვნენ, და არც აპირებდნენ დაბრუნებას, რადგან იქ კარგად იყვნენ მოწყობილნი, კარგი სამსახური ჰქონდათ და ა.შ.. არ უნდოდათ,რომ სანდრო დაბრუნებულიყო, თუმცა ვერაფერს გახდნენ..ისიც ჩემსავით დედისერთა იყო.. სხვა რა გითხრათ?? რაც მე არ ვიცი.. დრო და დრო ალბათ გავიგებ "დემეტრეს ხათრით" და მოგახსენებთ!
დროდადრო ვგრძნობდი მის მწველ მზერას და სად წავსულიყავი მაგ დროს არვიცოდი.. ეს ახლა დეას გამოეპარებოდა?! ამიტომ მაგ დროს მიჯიკებდა ხოლმე, მაცდურად მიღიმოდა და მეუბნებოდა, რომ აშკარად მოვეწონე.. ამან კი უფრო უხერხულში ჩამაყენა! საკუთარ სახლში ვერ ვიყავი თავისუფლად.. იმდენად დაძაბული ვიყავი,ვრომ ყოველ ჩემს სიტყვას და ქცევას ვაკონტროლებდი და ვუკვირდებოდი..
-კარგი ბარბი წავალთ ახლა ჩვენ. ცოტა დავიღალე, თან ამხელა გზაზე და სახლშიც არ ვყოფილვართ.. (ლილე)
-ცოტახანი გაჩერებულიყავით (მე)
-აუ არა, მაგრად დავიღალეთ და დავიძინებ ერთი კარგად (დემეტრე)
-შენც მიდიხარ გოგო? (მე)
-ხო, ხვალაც ხოვერ გავაცდენთ და მოწესრიგება მინდა..(დეა)
-დარჩენილიყავი ბარემ დღესაც (მე)
-არ მაქვს არაფერი წამოღებული, ქსეროქსები, ხალათი და ხოიცი როგორ ჭედავენ (დეა)
-ოხხ ყველა რატო გარბიხართ რა (მე)
-თუგინდა სანდროს დაგიტოვებთ (დემეტრე)
-დატოვება რადუნდა, გვერდით ცხოვრობს და თუმოიწყენენ.. სიცილით უპასუხა ლილემ
გავაცილე ხალხი, სანდრო დარჩა.. ნეტა რაუნდოდა რატო არ მიდიოდია? რა დარჩენოდა?
-თუგინდა მოგეხმარები ალაგებაში (სანდრო)
-დემეტრეს ხათრით?!
-დემეტრეს ხათრით! სიცილით მიპასუხა
-არშეწუხდე
-არვწუხდები
ალაგებაში მეხმარებოდა.. მაგრამ მეხმარებოდა თუ ხელს მიშილდა საკითხავი აი ეგ იყო.. ეს ბიჭი "ჩემს სივრცეს" მირღვევდა და მასში დაუკითხავად იჭრებოდა და ეს არმსიამოვნებდა!
-შენს შესახებ რას მომიყვები?(სანდრო)
-გარდა იმისა რომ არანორმალური ვარ?
-ხო ეგ ისედაც ვიცი!
-შენ რაგაინტერესებს?
-რამდენი წლის ხარ, სად სწავლობ?
-დაკითხვაა?
-არა
-20ის ვარ და თსსუ-ში
-და გუშინ თავს რატო იკლავდი? ბორბლებში რომ შემომივარდი.. ბევრი სამეცადინო გქონდა??
-როგორი მიხვედრილი ხარ! გეტყობა უცხოური განათლება, რომ გაქვს მიღებული
-ვერ შეგედავები
-ვერ არა, არ!
-დარწმუნებულიხარ?
-სრულებით
-სკოლაში ან უნივერსიტეტში არ გასწავლეს, უფროსებს არ უნდა ეტლიკინოო?
-უკაცრავად?! შენ, შენს თავს უფროსად თვლი?
-კი
-კარგი, გააგრძელე ეგრე ფიქრი!
დიდი სიამოვნებით დავაფშვნიდი ამ თეფშს თავზე ხელში რომ მიჭირავს.. ნეტა როდის მიხვდება და მოტვინავს,რომ გაბრძანდეს საკუთარ სახლში!
-უი როგორი გვიანი ყოფილა უკვე 10 საათი ხდება, გავედი.. მე ხელს აღარ შეგიშლი და შენ შეგიძლია დაიძინო პატარავ!
_პატარა თავი გაბია
-ძილინებისა,ტკბილი ძილი!
-სულ კარგად მეყოლე!
უნივერსიტეტი დღეს ისედაც გავაცდინე და ხვალ კიდევ ვერ გავაცდენდი და ვერც უსწავლელი მივიდოდი, ამიტომ კურსელებს მივწერე და გავიგე სამეცადინო რაცგვქონდა და ასე მოწადინებული დავიწყე სწავლა 10 საათზე.. სახლში ცხელოდა, ამიტომ აივანზე გავედი სამეცადინოდ. ძალიან მიყვარდა აქ ყოფნა, მყუდროდ მქონდა მოწყობილი. ყვავილები, მცენარეები, პატარა კუსკუსა მაგიდა, ძველებური სანათი. აივნის კუთხეში კი საქანელა სკამი, აქ ყოფნა განსაკუთლებულად მიყვარდა, გემრიელად ჩავჯდებოდი და შემეძლო მთელი დღე გამეტარებინა წიგნის კითხვაში.. 12 საათისკენ მოვრჩი ყველაფერს და ტელეფინში ჩავძვერი, facebook-ზე შევედი და რასვხედავ, ალექსანდრეს მეგობრობა გამოუგზავნია, ვფიქრიბდი დამემატებინა თუ არა როდესაც აივანზე გამოვიდა, დავინახე თუმცა არშევიმჩნიე.
-კიდევ არ გძინავს ბარბი?
-ბარბარე! და როგორც ხედავ არა
-და რატომ? გვიანია
-ეგ შენი საქმე არაა
-ჯერ
-რაა?
-არაფერი
მისი თავი არმქონდა ამიტომ სახლში გადავწყვიტე შესვლა
-იძინებ ბარბი?
-ბარბი არა ბარბარე! და შენ საქმეს მიხედე რა!
-როგორი დამჯერი ყოფილხარ
ამაზე აღარაფერი მითქვამს და სახლში შევედი, ჩაი დავლიე, ცოტახანი ტელევიზორი ჩავრთე საინტესო არაფერი იყო ამიტომ მალევე გამოვრთე და დავიძინე.
დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა, ოხხ როგორ ვერ ვიტან! ჩემს ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და მაღიზიანებს. მალევე ავდექი, მოვემზადე და გავეშურე უნისკენ. გზაში დეას მივწერე
-დღესაც გაგვიანებათ საქალბატონე?
-თქვენ დღესაც ადრე მიდიხართ?
-ეგრე მომიწევს, კარგია თუ უკვე გღვიძავს მიღწევაა შენგან
-ხო კიი, ნამდვილად. კაი მაცადე, ვემზადები
-კაი მიდი
უნიში მალე მივედი, ეზოში შევედი თუარა დათო დამხვდა
-ვა ბარბი, როგორხარ?
-კარგად, ასე ადრე როდიდან დაიწყე სიარული?
-შენს გამო
-რატომ
-არიცი რატომ? მინდა რომ რაღაც გამოგვივივიდეს, ძალიან მომწონხარ
-არამგონია რამე გამოგვივიდეს
-და რატომ?
-რადგან არ მომწონხარ
-ნუ ეგ ჯერ
-როგორი თამამი ნათქვამია, ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ საკუთარ თავში?
-მჯერა რომ ერთად ვიქნებით
-გჯეროდეს
-მართლა მაინტერესებს, ასეთი უხეში რატომ ხარ?? რამე დაგიშავე?! თუ უბრალოდ ეგეთი ხარ?
-არაფერი დაგიშავებია
-ხო ალბათ ეგეთი ხარ, მაგრამ ეგეთიც მომწონხარ
-კიდევ ბევრჯერ უნდა გამიმეორო რომ მოგწონვარ?
-არ გსიამოვნებს?
-არა
-ვერ დავიჯერებ
-არ დაიჯერო, წავედი
-გეჩქარება სადმე? ადრეა ჯერ
-ვიცი რომ ადრეა, უნდა ვისწავლო რაღაც
მასთან ლაპარაკი ნამდვილად არ მინდოდა, ამიტომ მოვიმიზეზე სწავლა. არშემეძლო მისი ყურება თუ როგორ მოსწონდა საკუთარი თავი, როგორი თავდაჯერებული და ამაყი იყო. თანაც როგორი დარწმუნებული იყო რომ ერთად ვიქნებოდით და მომეწონებოდა აუცილებლად. უნიში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, სახლში ფეხით წავედი, ვისადილე, ვიმეცადინე, დედას და მამას ველაპარაკე, შემდეგ კი სერიალი The resident ჩავრთე და რამდენიმე სერიას ვუყურე, მოგვიანებუთ კი დასაბანად შევედი. სავსე აბაზანა, ცხელი წყალი, მე კი ჩაწოლილი და ვფიქრობ ათას სისულელეზე..
ნეტა რომ მოვკვდე, ხალხს როგორი რეაქცია ექნება? ვის ეწყინება და ვის არა? როგორ დამიტირებენ? რამდენხანს ვემახსოვრები?? რამდენხანს იტირებენ? აი იმ დღეს სანდრო,რომ დამჯახებოდა და მოვმკვდარიყავი... რას იზამდა? საშინელებაა ამ ტვირთით იცხოვრო, არადა მისი ბრალი ნამდვილად არ იყო.. არ ვიყურები გვერდზე გზაზე გადასვლისას. მრავალჯერ გადავურჩენივარ ან ჩემს ჯგუფელს ან ლილეს ან დეას ან დემეტრეს.. ყოველთვის მგონია რომ ვიღაც ხელს ჩამჭიდებს და გამარჩენს.. არ მეშინია, რომ ვინმე დამეჯახება და საქმეც ამაშია.. საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს ყველაზე მეტადო, ასე ამბობენ.. მაგრამ მე პირადად საკუთარი თავი ყველაზე ნაკლებად მიყვარს, სხვებთან შედარებით.. ორ საათის შემდეგ ვინებე და გამოვბრძანდი სააბაზანოდან.. უკვე თითქმის თორმეტი იყო, ჩაი გავიმზადე აივანზე გავედი და იქვე საქანელა სკამზე კომფორტულად გავნთავსდი.. ჩაი კი ხელებში მოვიქციე.. გარეთ სასიამოვნო ამინდი იყო, არ ციოდა. კარგი იქნებოდა სადმე წყნარ ადგილას, ბუნებში ვმჯარიყავი და არა თბილისში საბურთალოზე.. რომლის ჰაერი გაჯერებულია აზოტის დიოქსიდით, აზოტის ოქსიდით, გოგირდის ოქსიდით და ტყვიით.. მაგრამ ნუ რასვიზამთ..
-გაცივდები პატარავ
არ ველოდი ამიტომ მოულოდნელობისგან შევხტი და ჩაი ზედ გადავისხი. საშინელი ხელების წვა ვიგრძენი, საკმაოდ ცხელი იყო და ტკივილისგან ჭიქა მომენტალურად ხელიდან გამივარდა..
-ჯანდაბა! ძალიან გავმწარდი და ტირილი მინდოდა, თუმცა მის წინაშე ამას არ ვაპირებდი!!
სახლში შევედი,აბაზანაში შესვლას ვაპირებდი გრილი წყალი,რომ გადამევლო თუმცა კარებზე კაკუნი იყო
-გამიღე, სანდრო ვარ
კარი გავუღე და გამწარებულმა ვუთხარი
-რაიყო საკმარისად ვერ დამწვი?!
-მაპატიე
ყურადაღება აღარ მივაქციე, რადგან ნამდვილად არ მქონდა იმის თავი,რომ მასთან მეჩხუბა, ჩემი მთელი გონება ხელის წვას და ტკივილს ეკავა! აბაზანაში შევედი და ონკანი მოვუშვი და საოცრად მესიამოვნა გრილი გამდინარე წყალი. ის ვაჟბატონი თავზე მედგა
-დიდხანს აპირებ აქ დგომას?!
-ხელი ძალიან დაიწვი?
-ავიტან
-მგონი გეკითხები
პასუხი არ გავეცი, ამიტომ მომიხლოვდა და ცდილობდა დაენახა
-შეგიძლია მანხო?
-დატკბი!
სახე შეეცვალა,რადგან ხელი საკმოდ მქონდა დამწვარი
-დამწვრობის მალამო გააქვს?
-კი
-სად?
-არმჭირდება შენი ზრუნვა,მეთვითონ მივხედავ თავს!
-სად გაქვს?
-მგონი ვერ გაიგე
-ვერც შენ!
-მაცივარში
-დოლბანდი?
-ვერ ნახავ
-მითხარი
-მთელი სახლის გადაქექვას აპირებ?
-თუ საჭირო იქნა კი
-დამაცდი?! მეთვითონ ვნახავ
-მე წაგისმევ მალამოს
-ჩემითაც მოვახერხებ
-დიდხნს აპირებ ჯიუტობას?
-კი
-გთხოვ, მინდა რამით დაგეხმარო
მინდოდა მეთქვა, რომ იმით დამეხმარებოდა თუ გავიდოდა, თუმცა გადავიფიქრე და გვჩუმდი. ახლაღა დავაკვირდი მის ნატიფ თითებს.. თითები ჩემი სუსტი წერტილია! მას კი თლილი და საოცრად ლამაზი თითები აქვს.. მის შეხებაზე ჟრუანტელმა დამიარა.. მალამოს ისე ნელა და ნაზად მისმევდა, თითქოს ფაიფურის ვიყავი. შემდეგ კი, დოლბანდით მსუბუქად გადამიხვია.
-მადლობა
-რისი მადლობა, ჩემ გამო მოხდა ეს ყველაფერი
-ეგ მართალია
-და სველი თავით გარეთ რატომ ზიხარ?
-და ეგ შენ რატო განაღვლებს?
-სამედიცინოზე სწავლობ და მგონი უნდა იცოდე,რომ სველი თავით გარეთ არუნდა იჯდე
-მადლობთ ინფორმაციისთვის, კიდევ დიდხანს აპირებ ლექციების კითხვას?
-რამდენიხანიც საჭირო იქნება
-მოიცა სად მიდიხარ? ან ასე თავისუფლად რატო ტრიშინებ ჩემს სახლში? იქებ იკითხო!
-თუ გული გწყდება შეგიძლია შენც იტრიშინო ჩემს სახლში
-მადლობა არმინდა, გისმენ
-აივანზე, ნამსხვრევების ასაღებად, შენ ვერ შეგაწუხებ, დაგაზიანე
-ოხ როგორი მზრუნველი ბრძანდებით ბატონო ალექსანდე!
-რატომ ხარ ასეთი უხეში?
-და რატომ არუნდა ვიყო?
ისე თავისუფლად დადიოდა ჩემს სახლში, საკუთარი ეგონა აშკარად.. ჯერ ხო ლამის გამიტანა, მერე ნერვებს მაწიწკნიდა,ახლა ხელი დამწვა,ნეტა კიდე რამელის?
ნამსხვრევები ფრთხილად აიღო და სანაგვეში ჩაყარა, შემდეგ ისევ უკან გაბრუნდა და ცოცხი აიღო
-სახლი გეშლება, გვერდით ცხოვრობ
-ვიცი
მისი შემხედვარე სიცილი ამივარდა,საოცარი სანახავი იყო, ცოცხით ხელში
-რაგაცინებს?
-მეკითხები კიდეც?
-გიხდება
-ჰაა?
-სიცილი გიხდება
-გაიხარე (მინდოდა მეთქვა შენც საოცარი ღიმილი გაქვს და ძალიან გიხდებათქო თუმცა..)
-ხშირად გაიცინე და გაიღიმე ხოლმე, სულ დაბღვერილი ნუ დადიხარ
-შენთან კაცი როგორ გაიცინებს
-ახლა ხომ გაიცინე
-მიღწევაა გილოცავ!
-მადლობა
ტელეფონს დავხედე თორმეტი ხდებოდა..
-გაგიტკბა აქ ყოფნა?
-კი, სახლში სულ მარტო ვარ და აქ დამლაპარაკებელი მაინც მყავს
-აბა მე მკითხე
-არგინდა რამეს ვუყუროთ?
- არგიდა რომ გახვიდე?
-კარგი მაპატიე, გავალ
კარი ნაგლად გავუღე და რასაცქვია გავაგდე.. ნუუ არვიცი ძალიან გამაბრაზა მისმა ასეთმა ქცევამ ასე ბევრის უფლებას, რომ აძლევდა საკუთხარ თავს და ასე თავისუფლად რომ დატრიშინებდა ჩემს სახლში. თუმცა ჩემს რაღაც ნაწილს ნამდვილად არუნდოდა ეს, არვიცი ასე უცნაურად რატომ ვიყავი ან ასე რატომ გავბარზდი ან მაინც რატომ მინდოდა, რომ დარჩენილიყო, თუმცა ამაზე ბევრი აღარ მიფიქრია.. ალექსანდრე,რომ გავიდა მეც მალე დავწექი და როდის ჩამეძინა ვერც კი გავიგე.. დილით გაღვიძებულს საშინლად მეზარებოდა წასვლა,თუმცა ვერ გავაცდენდი და ძლივსძლივობით წამოვდექი.. ჩემდა გასაკვირად ბევრი ბოდიალი არ დამიწყია და მალე გავემზადე, ჯერ ადრე იყო ამიტომ ყავის დალევის დრო მქონდა და ასევე რამე,რომ წამეცმუცნა.. სახლიდან გასვლამდე, ტონალური ლაითად გადავისვი და ღიაფერის ტუჩსაცხი წავისვი.. გაჩერებაზე ვიდექი და 87 ავდობუსს ველოდი,როცა ნაცნობი სილუეტი გვერდით ამომიდგა
-ბარბი, სკოლაში მივდივართო?
-რა ხუმარა ხარ
-რაუცნაურია არა?
-რა?
-ერთი კვირაც არვიცნობთ და რამდენჯერ გადავეყარეთ ერთმანეთს
-ხო აბაა, ძალიან უცნაურია, ნეტა რატომ? არ ფიქრობ რომ მხოლოდ იმიტომ, რომ მეზობლები ვართ? რას ხედავ უცნაურს იმაში, რომ გაჩერებაზე შემთხვევით გადავეყარეთ
-მაგას არ ვგულისხმობ, აი ბორბლებში, რომ შემომივარდი, ხომ შეიძლებოდა აქ დამთავრებულიყო ყველაფერი
-რაა რომ გაგეტანე?
-არა! ეს, რომ ჩვენი პირველი და ბოლო შეხვედრა ყოფილიყო.. მაგრამ ასე არიყო, შენ მეზობლად გადმოვედი და თანაც ალექსანდრე,რომ ჩვენი საერთო მეგობარია
-და ამაში რაარის უცნაური?
-ზუსტად იმ დროს, რომ აღმოვჩნდით ერთდაიმავე ადგილას, შემდეგ მეზობლები,რომ აღმოვჩნდით
-შემთხვევით არა, ჩემს მეზობლად, რომ გადმოხვედი ამიტომ იყავი იმ ადგილას
-ოხხ, ბარბი ბარბი
-ბარბი არა, ბარბარე!
-სულ ასეთი უხეში და ჯიუტი ხარ?
-ვისთან როგორ
-გასაგებია
ასეთი ცინიკოსი და უხეში,რატომ ვიყავი არვიცოდი. ვბრაზდებოდი, თუმცა ის არვიცოდი სანდროზე თუ საკუთარ თავზე და ვერც მიზეზს ვხვდებოდი რატომ. თითქოს ვცდილობდი სულ გამემტყუვნებინა, მისი აზრის საწინააღმდეგო დამემტკიცებინა, სულ შევკამათებოდი..
ამასობაში 87 ნომერიც მოვიდა და ავტობუსში ავედი,სანამ კარი დაიხურებოდა მომაძახა
-ჭკუით იყავი პატარავ
და გამიღიმა.. საოცარი ღიმილი ჰქონდა! უნიში მისვლისას ეს ყველაფერი დეას მოვუყევი და აღრფოვანდა და აღშფოთდა
-მე შენ პატიოსანი გოგო მეგონე, ღამის თორმეტზე, რო ორი დღის გაცნობილი ბიჭი სახლში გყავს, ნწ ნწ ნწ
-შემომივარდა და რაგავაკეთო
-და არ გინდოდა ხო?
-არა! თუმცა ამ პასუხში ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული
.....
დღეს პარასკევია. ძალიან მიყვარს პარასკევი, რადგან მთელი ორი დღე მაქვს დასასვენებლად, ნუუ თითქმის ორ ნახევარი. უნივერსიტეტში არაფერი საინტერესო მომხდარა. ლექციებმა მალევე ჩაიარა, საინტერესო იყო და არ გაწელილა.. შემდეგ დათოს უაზრო მცდელოები.. ნეტა რით არ მობეზრდა ამ ბიჭს! მე და დეა მეტრომდე მივდიოდით, როდესაც დაიწყო
-იციი, ამ დათოს ნამდვილად მოსწონხარ. როგორ ცდილობს, რომ თავი მოგაწონოს, დაგიახლოვდეს. თან ჩვენმა ბიჭებმაც იციან აშკარად, ალბათ უთხრა, რომ დაეხმარნონ თუ რაღაც ეგეთი.. ხოიცი ეგ როგორი ზარმაცია, სწავლაც ეზარება, დილით ადრე ადგომა, სულ აგვიანდებოდა და აი გაფიცებ რა, ასე ადრე, რომ მოდის განა შენ გამო არა?
-აუ არ დაიწყო რა
-არაფერს არ ვიწყებ, ეგრეა. ყველანაირად ცდილობს რაა.. ნუ ცოტა ბოთეა, მაგრამ აი რაღაც პონტში რაა, როგორ გითხრა, რაღაცნაირად საყვარელია.. ანუ დებილო ბიჭი არაა ნამდვილად, უბრალოდ ზარმაცია, არაა ის ტიპი შკოლნიკივით, რომ დაიწყოს მეცადინეობა და სწავლა.. აი ვერვხვდები რასერჩი, რადაგიშავა. სულ კბენ, ეუხეშები და თან ძაან სასტიკად..
- თუ ეგეთი აღფრთოვანებული ხარ გენაცვალე გყავდეს, გითმობ
-კარგი რა ბარბი, კარგი რა.. მე რაზე გელაპაარაკები და შენ?!
-კარგი რა დეა, ასეთი მეამიტი რატომ ხარ? რა გგონია,რომ მოვწონვარ და ჭკუა ეკეტება ჩემზე? ყველას ადვილად "კერავს" მერე წაეფლირტავება და მობეზრდება და სხვაზე გადადის. მისი გარეგნობიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად არუჭირს, ადვილად გამოსდის ყველაფერი, საწადელს ადვილად აღწევს.. ეს გოგონებიც შტერდებიან მისი გარეგნობით. ახლა ჩემზე ამდენიხანი იმიტომ შეჩერდა, რომ სხვებივით არ დავშტერებულვარ გარეგნობაზე.. ეგონა ალბათ, რომ კისერზე ჩამივეკიდებოდი მას მერე რაც მითხრა,რომ მოვწონვარ.. იდიოტი! რა მე რომ მეთქვა მეც მომწონხარ, ურთიერთობა გვქონდოდა და ბლა ბლაა.. 1-2 კვირაში დამიკიდებდა
-აუ კარგი რა! ის გოგონები აქეთ ეტენებიან მაგას, მთელ კურსის გოგოებს მოწონს მგონი
-და მაგასთან ერთად მგონი შენც ხო?
-არა მე ლაშუკა მყავს და სხვა თემაზე არ გადავიდეთ.. გეუბნები, მართლა მოწონხარ
-არა!
-აი რატო ეძებ ყოველთვის რაღაც მიზეზს? რატომ ვერსვის ენდობი?! რატომ არ შიძლება, რომ მართლა მოწონდე? რა უშნო ხარ? ცუდი ადამიანი? უტვინო? თუ რაუნდა დაგიწუნოს?
-აუ კარგი რა, მართლა ძალიან მეამიტი ხარ. ან თუნდაც მოვწონდე, სულერთია, მე არ მომწონს! ეგეთი ტიპები არც არასდროს მომეწონება..
-ნუ კარგი.. შევეშვათ დათოს, ყველა ბიჭი აქმდე ვინც ცდილობდა რამეს შენთან, ყველასთან იმდენად ცივი ხარ, რომ საბოლოოდ ყველა იმას გეუბნება,რომ ძალიან უხეში და აგრესიული ხარ! ყველა იმას გეკითხება თუ რატომ? რა დაუშავე და ასე შემდეგ და არშეიძლება ეგრე, არავის იკარებ ახლოს. აი რომ მიხვდე მოგწონს თუარა ხომ უნდა გქონდეთ ნორმლური ურთიერთობა, დრო ხომ გჭირდებათ არა?
-ხო მაგრამ არშემიძლია! ვერ ვენდობი ვერავის, მითუმეტეს ბიჭებს.. სულ მგონია,რომ მომატყუებენ.. მუდმივად შიში მაქვს, ურთიერთობის დაწყების მეშინია
-ხოდა არშეიძლება ეგრე. ნუ ეგრეც ხდება, რომ ატყუებენ, იყენებენ. არსებობენ ეგეთი ადამიანებიც, მაგრამ ყველა ეგეთი არარის!
-ვიცი მაგრამ..
-ხო ვიცი, რაც ადრე მოხდა, აშკარად დღემდე ვერ ივიწყებ, მაგრამ ყველა ხომ ეგეთი არარის არა?
-ნუ ხო არვიცი
-არც მე მენდობი? ან ლილეს? ან დემეტრეს?
-არ ვიცი
-ანუ არა
-აუ კარგი რა დეა
-მე თვალდახუჭული გენდობი და ძალიან მეწყინა
-დეა
-ხო ვიცი
-ვცდილობ, მაგრამ არგამომდის
-ხო ვიცი, მაგრამ მაინც მწყინს. ნუ კარგი დავიშალეთ.
დეა ვაჟაზე ცხოვრობდა ამიტომ სხვადასხვა გზა გვქონდა და დავიშალეთ.. ჩემი კომპლექსების, შიშების გამო ვაწყენინე საუკეთესო დაქალს, მაგრამ ვერ მოვატყუებდი.. მართლა ყველანაირად ვცდილობდი, რომ ეს ჩემი საშინელი მხარე დამეძლია. გულით მინდოდა, თუმცა არგამომდიოდა.. ყველაფერს მუდმივად ეჭვისთვალით ვიყურებ. ყველა ურთიერთობის მეშინია, თუნდაც დაქალებთან, ძმაკაცებთან. განსაკუთრებულად კი იმის მეშინია რომ ვინმე თავდავიწყებით შემიყვარდება და შემდეგ აღმოაჩენდი რომ გატყუებენ! სიყვარულს რომ გეფიცებოდა, თურმე არც კი უყვარდი, არც მოწონდი! უბრალოდ შენით ერთობოდა.. დრო გაყავდა.. ძმაკაცებთან "მარიაჟობდა" ან თუნდაც სურვილი წააგო და მაგარი "ნაშა" დაკერა. მოკლედ მუდმივად, ასეთი აზრები მომდიოდა.. ამიტომ მერჩივნა არავინ მომეშვა ჩემთან ახლოს და არაფერი დამეწყო, და ასე არც არავინ შემიყვარდებოდა. რა სულელივარ არა? ვიცი, ნამდვილად! იდიოტი! მშიშარა! მაგრამ, მართლა არ შემეძლო, ვცდილობდი, თუმცა არგამომდიოდა.. მკითხველნო დავიჯერო მხოლოდ მე მაქვს ეს შიშები? მხოლოდ მევარ ეგეთი??
სახლში რომ მივედი, რაღაც "მოქოქილი" ვიყავი, ამიტომ მეცადინეობა დავიწყე. თან მერჩივნა დღეს დამემთავრებინა და ხვალ და ზეგ თავისუფალი ვიქნებოდი.. პირველი კვირა იყო და ბევრი არგვქონდა, ამიტომ მალევე მოვრჩი. ამასობაში მოსაღამოვდა, 7 იყო დაწყებული, პროდუქტები მქონდა საყიდი და სანამ არმეზარებოდა ჩავედი მაღაზიაში. თითქოს ბევრი არაფერი მინდოდა, მაგრამ, რომ შევედი მერე აღმოვაჩინე თურმე მდომებია და დატვირთული დავბრუნდი სახლისაკენ. საათს დავხედე და 8 ის 5 წუთი იყო.. ლიფტამდე ძლივს ავბობღდი ორი დიდი პარკით, მოლოდინის პროცესში ალექსანდეც გვერდით ამომიდგა, ნეტა ასე უცებ საიდან გაჩნდა აქ. ჩემს დანახვაზე ჩაეღიმა
-საღამო მშვიდობის, მომეცი პარკები დაგიჭერ
-არმინდა
-მომე
-არა
-ჯიუტი ხარ
-სადაც აქამდე მოვიტანე როგორმე ლიფტშიც შევიტან შენი დახმარების გარეშე
-ოხხ ბარბი ძალიან ჯიუტი ხარ
-ბარბარე!
ლიფტის კარიც გაიღო და შევედით
-ბარბი, კიდევ იმას იტყვი დამთხვევები არ არსებობსო?
-რათქმაუნდა კი, დაგავიწყდა რომ მეზობლები ვართ?
-ოხ, მოკლედ რაა. ხელი რასგიშვება
-ჯერჯერობით მშვენივრად, კიდე რამე თუარ დამმართა ვინმემ
-კარგია თუ გადაგიარა
-ხო კი
მომენტალურად ლიფტი გაჩერდა
-რამოხდა? (სანდრო)
-შუქი ჩაქრა, მოვა ალბათ რამდნეიმე წუთში
-ხშირად ითიშება?
-არა, უბრალოდ ერთხელ გავიჭედე და 4-5 წუთში მოვიდა
-გასაგებია, მაშინ დავიცადოთ
-სხვა რა გზაა
-არის, კარის გაღება ვცადოთ და გავიდეთ
-არა! მოვიცადოთ
-რატო გეშინია?
-გასვლის პროცესში რომ უცებ მოვიდეს და ამუშავდეს მერე რასაპირებ? ამიტომ დაეტიე
-კარგი
-თან იმდენი ფილმი მაქვს ლიფტებზე ნანახი რომ..
-გიყვარს ფილმების ყურება?
-კი
-ხოდა როცა გავალთ, შემდეგ გასვლის ავღნიშნოთ და ერთად ჩავუჯდეთ რამე კარგ ფილმს
-ერთად არაა აუცილებელი
ჯანდაბა, ეს შუქი მგონი აღარ აპირებდა მოსვლას.. უჰაერობა მკლავდა.. რა მალე მთავრდება ამ ლიფტში ჰაერი!
-ცუდად ხომარხარ?
-არა უბრალოდ უჰაერობას ვერვიტან
პატარა ლიფტი იყო და მასთან ერთად ყოფნა ამ უჰაერობას ემატებოდა და სულს მიხუთავდა. კარი ოდნავ შეაღო რომ ჰაერი შემოსულიყო. რომ დამევიწყებინა საშინელება ფილმები, ლიფტზე ისე ცუდად იყო გაჩერებული ვერანაირად გავიდოდით, ამიტომ მხოლოდ შუქის იმედზე ვიყავით
-მოდი, ცოტა ჰაერი შემოდის
-მადლობა
კართან მივედი და ჰაერი ხარბად შევისუნთქე.. მაგრამ მაინც მოუსვენრად ვიყავი, სანდროსთან სიახლოვე ჩემს კომფორტის ზონას მირღვევდა.. კარი უკვე 10 წუთი ეკავა ხელით, და აშკარად დაეღალა, თუმცა ცდილობდა არშეემჩნია. ვაკვირდებოდი და ბოლომდე შევისწავლე მისი სახის თითოეული ნაკვთი.. მაღალი, სუსტი, კულულა თმები, მუქი ყავისფერი თვალები, პატარა კურნოსა ცხვირი და საოცარი ღიმილი!
-ეგრე რატომ მიყურებ? (სანდრო)
-არგიყურებ
-აა, ესეიგი მაგასაც არ აღიარებ
-რაარი მაგაში საღიარებელი, ეს ისეთი პატარა ლიფტია სხვაგან ფაქტიურად ვერ გავიხედავ
-აჰამ გასაგებია, კარგი, მაწყობს ეგ
ისევ და ისევ ეს ღიმილი. შემდეგ კი უფრო მეტად მომიახლოვდა და დაჟინებით დამიწყო ყურება.. გონებაში საკუთარ თავს ვლანძღავდი: რა სულელი ხარ ბარბარე! ეს რამ გათქმევინა?! იდიოტო! ამას კიდევ ეს უნდოდა? საშინლად უხერხულად ვიყავი, ალბათ აწითლებული ვიყავი, რადგან მთლიანად ვხურდი, გული ამიჩქარდა.. ღია კარიც ვერ მშველოდა, ჰაერი აღარ მყოფნიდა, ასე აღარ შემეძლო, მინდოდა გავსულოყავი აქედან! უკვე პანიკა მიტევდა! ჯანდაბა ბარბარე თავი ხელში აიყვანე! მალე მოვა შუქი და მალე გახვალ აქედან, შემდეგ კი სუფთა ჰაერს ხარბად ჩაისუნთქავ.. არ მიაქციო ყურადღება სანდროს, რომელიც ასე უნამუსოდ გიყურებს და თვალს არ გაშორებს, მის ღიმილს! ჯანდაბა! არ გამომდის! ვბრაზდებოდი, არვიცოდი რატომ.. ვერგავიგე რამჭირდა, მართლა აღარ შემეძლო, ჟანგბადი მჭირდებოდა!! თუმცა ვერგამეგო ეს ყველაფერი ლიფტში გაჭედვის გამო თუ სანდროს დამსახურება იყო!
-რამდენხანს დაიჭერ ამ ლიფტს?
(უხეშად დავუსვი კითხვა)
-სანამ შუქი არ მოვა (მან კი ისე მშვიდად მიპასუხა ვითომაც არაფერი, ვითომ თითქმის ნახევარი საათი არ ვყოფილიყავით აქ და კიდევ არც კი ვიცით რამდენხანს ვიქნებოდით)
კარს მოვშორდი და კუთხეში ავიტუზე, მის სიახლოვე მაწუხებდა და ჩემი ჭკუით ეს შევიმსუბუქე..
-მგონი შუქი მოსვლას აღარ აპირებს (სასოწარკვეთილო ვიყავი)
-კარგად ხარ?
-კი (თუმცა ნამდვილად არვიყავი კარგად!)
-შემომხედე, დამშვიდდი.. რაც უფრო ფიქრობ იმაზე, რომ უჰაერობაა, უფრო მეტად გიტევს პანიკა და საკუთარ თავს აჯერებ, რომ ჰაერი არ გყოფნის, მაგრამ ასე არაა! საკმარისი ჰაერია, შეეცადე მშვიდად ისუნთქო და დაწყნარდე. მალე მოვა შუქი და შესაბამისად ამუშავდება ლიფტიც.. უბრალოდ შეეცადე ამ ყველაფერზე არიფიქრო (სანდრო)
კიდევ მომიახლოვდა და ესეც არ ეყო და ჩემი სახე ხელებში მოიქცია, რომ თვალებში კარგად ჩაეხედა და ასე ცდილობდა ჩემს დაწყნარებას.. მე კი ვერვიაზრებდი რასმეუბნებოდა.. ალბათ გავაფრენდი, ასეთი პატარა სივრცე და კიდე მავიწროვებდა, არვიყავი ამყველაფერს მიჩვეული, ვერ ვეგუებოდი.. ვერ ვიტანდი! ამ მდგომარეობას! გონება მიდუღდა, და მასთან ერთად მთელი სხეულიც.. ვერ აღვწერ იმას რასაც ვგრძნობდი.. თითქოს თან მსიამოვნებდა და თან არა, გულზე მხვდებოდა, სული მეხუთებოდა, ვბრაზდებოდი. საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდი და რატომ არვიცოდი! უცნაური იყო! არვიცოდი რა მჭირდა, სრულ გაუგებრობაში ვიყავი! მაგრამ უკვე ზღვარზე ვიყავი! რაც არ უნდა ყოფილიყო ეს ამოუცნობი გრძნობა, ვეღარ ვუძლებდი! ალექსანდეს ცივად მოვშორდი და ყველანაირი გრძნობის გარეშე ვუპასუხე
-გამომივიდა ფსიქოლოგი
-ბარბი
-უბრალოდ გაჩუმდი, არმშველის, ხომ შეგიძლია რომ გაჩუმდე?!
-კი მაგრამ
-გაჩუმდი!
დგომისგან დავიღალე ან ემოციებისგან, მოწყვეტით დავჯექი
-ჭუჭყიანია
-არ მანაღვლებს
არვიცი რამდნეიხანი ვიჯექი ასე, ჩუმად.. სანდრო რაღაცეებს მეუბნებოდა, თუმცა არვუსმენდი.. ამ პატარა ოთხ კედელშიც კი ვცდილობდი თავი ამერიდებინა, დამეიგნორებინა, მაგრამ რამდნეად გამომდიოდა ეგ არვიცოდი. მოულოდნელად, შუქი მოვიდა და ლიფტიც ამუშავდა, შვებით ამოვისუნთქე.. კარი როგორც კი გაიღო გავვარდი, გასაღები ხელში მქონდა მომარჯვებული, თუმცა ეს როდის მოხდა არმახსოვს. კარი გავაღე, სახლში შევედი, შემდეგ კი რაც ფანჯრები მქონდა დავაღე. აივანზე გავვარდი და ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი! თვალები დავხუჭე.. როგორი სასიამოვნო იყო.. ვგრძნობდი, როგორ ჩადიოდა ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი ჩემს ფილტვებში და ეს საოცარი გრძნობა იყო!! ცოტა დავმშვიდდი, დავწყნარდი და გონს მოვეგე. თვალები გავახილე.. ჩემს წინ სანდრო იდგა და შეშინებული მიყურებდა
-კარგად ხარ?
-..
-ბარბარე მიპასუხე
-..
-ბარბარე! ხმა ამოიღე
ცრემლები წამომივიდა, არვიცი რა მემართებოდა, არციცი რა მჭირდა.. ჯანდაბა!!! რა ხდებოდა ჩემს თავს?! ვერ ვხსნიდი, გაუგებრობაში და გაურკვევლობაში ვიყავი.. არვიცი საერთოს რას ვშვებოდი! რას ვაკეთებდი! რა დეგენერატი ხარ! სულელი და იდიოტი! ვკანკალებდი! და ვტიროდი, ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა.. შემდეგ სითბო ვიგრძენი.. ჩამეხუტა და საოცრად მესიამოვნა, საოცარი სურნელი ჰქონდა და საოცრად თბილი იყო, პულსაცია ამიჩქარდა.. ჯანდაბა! რა მჭირდა!! სადნრო ჩემს დამშვიდებას განაგრძობდ. თავზე ხელს მისმევდა, ცდილობდა დავეწყნარებინე, თავისთვის ბუტბუტებდა: დაწყნარდი ბარბარე, ყვალაფერი კარგადაა, უკვე ხომ გამოვედით, ხომ კარგად ხარ? მიპსუხე ბარბარე გთხოვ
სანდროს უხეშად მოვშორდი
-მარტო დამტოვე
-ვერ დაგტოვებ
-გადი
-არა! ასეთ მდგომაეობაში არ დაგტოვებ!
აღარაფერი მითქვამს, საქანელა სკამთან მივედი და ჩავეშვი.. სანდრო დაბნეული მიყურებდა, ვერგაეგო რამჭირდა.. თუმცა ის რასგაიგებდა, მეთვითონაც არვიცოდი. ალბათ ყველაფერმა ერთად იმოქმედა ჩემზე.. ოთხ კედელში გამოკეტვამ, უჰაერობამ, ჩემი სივრცის უხეშმა დარღვევამ. აიი ასე ძალიან რომ ვცდილობდი, ასე ძალიან რომ მეშინოდა, აი ამის!! გულის მიკარგულ ბნელ კუნჭულში ვგრძნობდი და ვხვდებოდი!! სანდრო და კიდევ სანდრო!! წყალი მომაწოდა, ერთიანად დავცალე
-კიდევ გინდა?
-არა
-ბარბარე ძალიან შემაშინე
-მაპატიე
-არა ამიტომ არმითქვამს, რადაგემართა?
-არ ვიცი
მართლა არვიცოდი, რამემართებოდა.. რას იფიქრებდა ჩემზე, ალბათ გიჟიაო ფიქრობდა!!
-ახლა კარგად ხარ?
-კი
-დაწმუნებულიხარ?
-კი
-კარგი, სახლში შევიდეთ, არ გცივა?
-ცოტახანიც
-კარგი, დაგელოდები
-არა გთხოვ შედი, უბრალოდ ცოტახანს გთხოვ მარტო დამტოვე
სახლში შევიდა. არვიცი ასე გაშეშებული რამდენხანს ვიყავი, თუმცა სიცივემ გამომაფხიზლა და სახლში შევედი. ახლა შედარებით კარგად ვგრძნობდი თავს.. ალექსანდე ისევ ჩემთან იყო, არ აპირებდა გასვლას და არც მე მქონდა ბევრი ჩხუბის და შეწინაარმდეგების თავი, თან ჩემს რაღაც ნაწილს უნდოდა, რომ დარჩენილიყო
-არ მეტყვი რა დაგემართა?
-არვიცი. აღმოვაჩიმე, რომ დახურული სივრცის შიში მქონია.. პირველად არვყოფილვარ ლიფტში ნამდვილად, თუმცა არასდროს დამმართნია მსგავსი რამ.. ამდენიხანი ასე პატარა სივრცეში, ოთხ კედელში, უბრალოდ საშინელება იყო. აქამდეც ხშირად მითქვამს ხანდახან სუნთქვა არ მყოფნისთქო, სახლში მუდმივად მაქვს ღია ფანჯარა, ზამთარშიც კი, რადგან ვერვიტან ჩახუთულობას, მაგრამ თუ ამდენად ცუდად გავხდებოდი არვიცოდი (ნაწილობრივ მართალი ვუთხარი, თუმცა ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო!)
-გასაგებია.. ძალიან შემაშინე, არვიცოდი რაუნდა მექნა, მინდოდა დაგხმარებოდი, თუმცა არშემეძლო და არც მაძლევდი ამის საშუალებას.. ახლა ხომ ნამდვილად კარგად ხარ?
-კი
-არგშია?
-კი, დილის შემდეგ არაფერი მიჭამია
-ნორმალური ხარ? 11 საათია თითქმის და თავს იკლავ? დარწმუნებული ხარ, რომ შიმშილის გამო არ გახდი ცუდად?
-11 საათი? დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიე.. დაა არ მშიოდა
-არახარ ნორმალური
-ძაან ხოარ გამითამამდი?!
-ხო დამაკლდა შენი მწარე ენა და..
-ოჰჰ
მოულოდნელად წამოდგა და ისევ თამამად დაიწყო სახლში ტრიალი, ამჯერად სამზარეულოში, ჩემი ნაყიდი პროდუქტი ამოწყობილი , ხილი დარეცხილინი მოკლედ ყველაფერი თავის ადგილას.. ნუ ეს როდის მოასწრო არვიცი.. მაგრამ გარეთ საკმაოდ დიდხანს ვყოფილვარ და ამ დროში ადამიანი ყველაფერს მოასწრებდა..
-რასაკეთებ? (მე)
-უნდა მოგიმზადო რამე
-არა მეთვითონ გავაკეთებ
-ვერ შევთანხმდებით ვატყობ, ამიტომ არცერთის და არც მეორის, ან სადმე წავიდეთ, ან რამე გამოვიძახოთ
-არვაპირებ სადმე წამოსვლას
-ეგრეც ვიცოდი. კარგი, რა გამოვიძახო, რა გინდა?
-არვიცი
-როგორ არიცი, პიცა, სალათა, ბურგერი თუ რა
-მართლა არაქვს მნიშვნელობა, ასე განსაკუთრებულად არმინდა არაფერი
-კარგი, მე ვიცი კარგი ბურგერები, თან დილიდან არგიჭამია, ამიტომ..
-კარგი
შეკვეთას დიდხანს არ დაუგვიანია, burger bar-იდან გამოვიძახეთ ბურგერები, მართლაც უგემრიელესი იყო, საოცარი ყველის სოუსი ჰქონდა. ცოტახანი ვილაპარაკეთ, მასზე და დემეტრეზე მომიყვა რაღაცეები..
-კარგი გავალ მე, სანამ გამაგდებ. თან გადაღლილი იქნები და დაიძინე
-კარგი, მადლობა ყველაფრისთვის
-რისი მადლობა, ძილინებისა
-კარგად
ემოციებისგან გადაღლილს, მალე ჩამეძინა.
დღეს , 18 მაისია, პარასკევი.. საკმაოდ დიდი დრო გავიდა და შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ თუ რა მოხდა ამ დროის განმავლობაში.. დეას გამოუტყდა ლაშა, როგორც იქნა დაადგათ საშველი და ახლა ოფიციალურად შეყვარებულები არიან.. რაც შეეხება დემეს და ლილეს ახლოვდებოდა მათი ქორწილის დღე. მე, რა თქმა უნდა, ლილეს მეჯვარე ვიყავი, დემეტრეს მეჯვარე კი ნიკა იყო, მისი ძმაკაცი..
ალექსანდრეს რაც შეეხება,ისევ ჩემი მეზობელია და ისევ გამუდმებით ვკბენთ ერთმანეთს. ჩვენ ასეთ არასტაბილურ ურთიერთობას უკვე შეჩვეული ვიყავი..ხანდახან ლამის ხელით ვეხებით ერთმანეთს და ხანაც ადამიანური ურთიერთობა გვაქვს, მეგობრული. ზოგჯერ ზედმეტად საყვარელიცაა, თუმცა მეორე წუთას მინდა, რომ გავგლიჯო და თმები ღერა-ღერა დავაპუტო. თითქმის ყოვდღე ვხედავ მას, ნუ გასაკვირი არარის ჩემი კარის მეზობელია, თუმცა მაინც.. დეა და ლილე მეუბნება, რომ მოვწონვარ, თუმცა არამგონია ან არმინდა,რომ დავიჯერო..მე კი თავს ვაიძულებ და ვარწმუნებ,რომ არანაირი არაფერი ხდება ჩვენს შორის და უბრალოდ ვმეგობრობთ და ვმეზობლობთ.. როდესაც ამაზე ვფიქრობ, გამუდმებით მახსენდებოდა ელენეს და ლევანის ღალატი! პანიკური შიში მქონდა, რომ ისევ მიღალატებდნენ და მომატყუებდნენ. ფიქრებში გადაკარგული ძლივს გამოვერკვიე და ტელეფონი ავიღე
-ბარბარიკუნა, როგორ ხარ? (დემეტრე)
-კარგად დემე,შეენ?
-რავი ნორმალურად.. მისმინე მაგარი იდეა მაქვს, ეს შაბათ-კვირა ძაან მაგარი ამინდებია და წავიდთ სადმე, განვიტვირთოთ და მოვშორდეთ ამ ხმაურიან თბილისს,. ორი დღე მაინც ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი.
-აუუ ძალიან კარგი აზრია, თორე მომბეზრდა ეს ერთფეროვნება
-ხოდაა, წავიდეთ. მოვალთ დღეს შენთან საღამოს და გადავწყვიტოთ
-ხო კაი გელოდებით მაშინ, გავიქეცი ახლა თორე უნიში დამაგვიანდება.
სწრაფად მოვემზადე, ვისაუზმე და გავედი, ფეხით ჩავირბინე კიბეები (იმ შემთხვევის შემდეგ ლიფტით აღარ ვსარგებლობდი) სადარვაზოდან გავედი, როდესაც სანდრო დავინახე მანქანასთან
-ბარბი! როგორ ხარ?!
-ოჰჰ დილიდან მაქვს შენი ხილვის ბედნიერება
-ნამდვილად
მისი სიახლოვე სულს მიხუთავდა! განსხვავებული და ჩემთვის სრულიად უცხო განცდა მეუფლებოდა მასთან ყოფნისას. ჩემს თავს კითხვას ვუსვამდი, რატომ? რაა? შანსი არაა! არა, არა, რა სისულელეა..
-გინდა გაგიყვანო უნიში?
-არა
-რატომ ასე მკაცრი უარი
-ჩემითაც წავალ, არ შეწუხდე
-არ შემაწუხებ,მაქეთკენ მივდივარ, გზად უნდა გავიარო და დაგტოვებდი
-ნუ კარგი თუარ იშლი.. იმედია არ დამლეწავ
-ვინმე შენნაირი თუარ გადმომიხტება
-ოჰ, თვალებში გამოიხედე და დაინახავ დასანახს
-რომ არ დამენახე ახლა არცერთი ვისხდებოდით აქ
-ხო კიდევ კარგი
-მოიცა შენ ახლა არ მეწინააღმდეგები?? თუ მეჩვენება??
-არ გეჩვენება
-ვაახ, სასწაულებიც ხდება თურმე
-არგჯერა სასწაულების ??
-უკვე კი
ამ დროს სანდროს ტელეფონი აწკრიალდა, აიღო და ხმამაღალზე ჩართო, დემეტრე იყო.
-რას შვები ბრაატ? როგორ ხარ?
-საჭესთან ვარ, ბარბარიკა მიმყავს უნივერსიტეტში, შენსკენ?
-ჩვენი ბარბარიკა? (მოიცა, მოგესმა ბარბარე?! ჩვენი რას ნიიშნავს დემესი და სანდროსი? თუ? )
-ხო,ხო
-ვა ვა! გაბედე? და ეს ჩვენი ალქაჯიც დაიღალა და..
-კი ბრატ დამნებდა და როგორც იქნა, არ გაჯიუტდა და წამოვიყვანე მანქანით უნივერისტეტში
-რაა?!
-ვერ გაიგე? გაგიმეორეო
-არა გასაგებია ყველაფერი
-კიდევ კარგი
სანდროს ამდროს რა დაემართა ვერ გეტყვით, საკმაოდ ანერვიულდა და აღელდა.. დაბნეულმა გამომხრდა.. მე კი ჩემი დამემართა? სად წავსულიყავი, სად გადავმხტარიყავი რას ნიშნავსა დემეტრეს ეს სიტყვები?! რა უნდა გაებედა? ან რით დავიღალე?? გაურკვევლობიდან დემეტრეს ხმამ გამომიყვანა
-მოკლედ მისმინე, ამ შაბათ-კვირას გვინდა სადმე წასვლა და შენც წამო, ხოგცალია?
-კი კი მცალია, რომ არ მეცალოს, როგორმე მოვიცლიდი. აბა ამის გამოტოვება როგორ შეიძლება.. მე გამომხედა და ჩაიღიმა
-წინ იყურე (მე)
-თვალს ვერ გწყვეტ (სანდრო)
-უკაცრავად? (მე)
-რაღაც ზედმეტად ვგრძნობ თავს (ტელეფონიდან მოგვესმა დემეს ხმა)
-მოკეტე რაა (მე)
-კაი წავედი ბარბარიკა, ხელს აღარ შეგიშლით.. და ტელეფონი სწრაფად გათიშა
-აი მოვედით (სანდრო)
რა კარგ დროს მოვედით, რა უხერხულ საუბარს გადავურჩი, ისეთი ბედნიერი ვიყავი,რომ რავიცი.. მადლობა დაგავუხადე და მანქანიდან გამოვფრინდი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.. ახლა ვიგრძენი, რომ მომეშვა და საკმაოდ დაძაბული ვიყავი მასთან. გული საგულედან ამომვარდნოდა და ბაგაბუგი გაუდიოდა..რა ჯანდაბა მემართება?? შეგიყვარდა შე შტერო!! (გული) ჩაკვდი! (გონება) ნამდვილად გიყვარს! ჩემი მეორე მე მეუბნებოდა, რომელსაც სადღაც გამუდმებით ვკუჭავდი..
უნივერსიტეტის ეზოში შევედი, უკან გავიხედე და სანდრო ისევ იქ იდგა და ვხედავდი მის მომღიმარ სახეს.. როგორ მიყვარდა მისი ღიმლი, როგორ საოცრად უხდებოდა. მისი შემხედვარე მეც კარგ გუნება-განწყობაზე ვდგებოდი. ოხ ბარბარე! მოეშვი მასზე ფიქრს! დეა ეზოში ვერ შევამჩნიე, ისე ავუარე გვერდი, თუმცა იმდენი მეძახა გავიგე
-რაგჭირს? დაბრმავდი? ვინ მოგიყვანა? სანდროს მანქანა არაა ეგ? რახდება? ერთად ხართ? გითხრა ხო რომ მოწონხარ? აი ხომ ვამბობდით მე და ლილე?
-მგონი შემიყვარდა! (არმჯერა, ეს რომ ვთქვი, თუმცა იმდენად ვიყავი დაბნეული, რომ ეს უნებურად წამომცდა. ჩემ ფიქრებს, გრძნობებს, რომელსაც ბნელ კუნჭულში ვკუჭავდი, გამოვამჟღავნ.. წამომცდა და ეს ხმამაღლა ვაღიარე
-რაა?? (დეა)
-ვიხუმრე
-არა
-კაი რა, აბა მე და სიყვარული ხოიცი რა შორს ვარ სიყვარულისგან!
-ერთხელ ყველას უყვარდება!
-ოო კაი რა
-ბარბარე!
-ვიხუმრე დეა, ვიხუმრე
-არ მჯერა! აღიარე რა!
-რა ვაღიარო? გეტყოდი, რომ მიყვარდეს, ან მომწონდრს!
-ჯიუტი ხარ! კარგი, შენ ის მომიყევი, მანქანაში რახდებოდა,მომოყევი აბა?
-არაფერი რაუნდა მომხდარიყო?გამოვედი სახლიდან ესეც მაგ დროს,ხოდა მაგ გზაზე მივდივარო, წაგიყვან ბარემო და წამოვყევი
-გზაში რახდებოდა მერე რაზე ილაპარაკეთ??
-არაფერზე ისეთზე, ვკინკლაობდით როგორც ყოველთვის, მერე დემემ დარეკა, წასვლასთან დაკავშირებით
-სადმე მივდივართ და არვიცი?
-ხო დემემ, შაბათ-კვირას სადმე წავიდეთო, ბუნებაშიო. ნუ მაგას ჩემთან მოვიფიქრებთ საღოს თუ სად წავალთ
-ვაა ძალიან კარგი აზრია.. კაი მერე მერე რაო ბატონმა ალექსანდემ?
მოკლედ ყველაფერი დაწვრილებით მოუყევი!
-ოჰოო,მერე მერეეე
-მერე რა, არაფერი, იდიოტმა დემეტრემ ხელს არ შეგიშლითო და გათიშა... და მეთქი დაგერხა ბარბარე, დაა კიდევ კარგი, რომ მოვედით და გადმოვხტი მანქანიდან იი ვსოო
-აუუ, არადა მუღამში შევედი რა! აუ როგორი საყვარელიაა.. გვეღირსა.. აიი ხო ვიცოდი რა 99% პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ მოწონდი.. და ახლა დემეტრეს ამ სიტყვემა 100%-ით დამარწმუნა და ოდესმე შენც აღიარე რომ მოგწონს, უფროსწორედ უკვე გიყვარს
-არაფერიც!
ლექციებმა როგორ ჩაიარა ვერ გეტყვით, რადგან საერთოდ არ ვფიქრობდი, არაფერი მესმოდა. მთელი ჩემი გონება ალექსანდეს ეკავა და იმ ორ დღეს რომელსაც მასთან ერთად გავატარებდი და წინასწარ მეშინოდა, თუმცა რისი არვიცი ან ვიცი და ამას არვაღიარებდი! ან იქნებ უკვე ვაღიარე, მოკლედ გონებაში სრული არეულობა მქონდა, ეგ დანამდვილებით ვიცოდი! უნივერსიტეტიდან კარფურში გავიარე, პროდუქტის და სასუსნავების საყიდლად.. ცეზარის, პიცის და პერაშკების გაკეთება გადავწყვიტე, ამიტომ საჭირო პროდუქტი ვიყიდე და დახუნძლული გავემართე სახლისკენ.. სანამ მოვიდნენ ყველაფერი მოვასწარი, ჩემი მარჯვე ხელებით და კარზე ზარიც გაისმა
ლილე და დემეტრე იყვნენ
-ოჰოო რა სუნები ტრიალებს, რა გააკეთე ჩემო სიყვარულო? (ლილე)
-ცეზარი, პიცა და პერაშკები, თუმცა მოგვიანებით შევწვავ მაგათ
-უფფ კარგია შენი გემრიელობები. მოგეხმარები სუფრის გაწყობაში. დეა როდის მოვა? ან ალექსანდე?
-დეა მალე მოვა, ლაშასთან ერთად და ალექსანდრე არვიცი, აზრზე არვარ..
-რატო მერე არ უნდა იცოდე?
-რატო უნდა ვიცოდე?
-მიტო! დღეს მითხრა დემემ, როგორ საყვარლად ჭუქჭუკებდით
-ხო ძაან
-შენ რაუთხარი?
-რასათან დაკავშირებით?
-არიცი ხო?
-არაფერი, მივედით უნიში და გადმოვედი მანქანიდან
-კაი რაა
-კაი მოვრჩეთ ეხლა
სუფრა გავაწყვეთ.. დეა, ლაშა და ალექსანდეც მალე შემოგვიერთდნენ
-კარგი აბა რა იდეები გაქვთ, სად წავიდეთ? (მე)
-დაშბაში? (დეა)
-არა, ეგ ზაფხულშია კარგი(ლილე)
-კახეთში? (ლაშა)
-აუ არა მანდ იმდენჯერ ვარ ნამყოფი, არგვინდა (დეა)
-სამარგალო? (ლაშა)
-აუ არც მანდ (მე)
-გონა? (ალექსანდრე)
-ეგ სადაა? (დეა)
-რაჭაში, ძალიან ლამაზი ადგილია (ალექსანდრე)
-მიდი დაგუგლე რაა(დეა)
სოფელი გონა- ულა­მა­ზე­სი სოფელი, რო­მე­ლიც პა­ტა­რა შვე­ი­ცა­რი­ას შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის მხა­რე­ში, ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს.
სო­ფე­ლი გონა ღე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლია. ის ღებ­ზე მაღ­ლაა და და­თოვ­ლი­ლი მთე­ბი­თაა შე­მო­ზღუ­დუ­ლი. მდე­ბა­რე­ობს კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი წყალ­გამ­ყო­ფი ქე­დის სამ­ხრეთ კალ­თა­ზე, მდი­ნა­რე ჩვე­შუ­რის ნა­პი­რას. ზღვის დო­ნი­დან 1680 მეტრზე, ქა­ლაქ ონი­დან და­შო­რე­ბუ­ლია 39 კი­ლო­მეტრით.
მართლაც საოცარი ადგილი იყო, თანაც რაჭაში კიდევ უამრავი ლამაზი ადგილია მოსანახულებლად: შაორის ტბა, უწერა, ღები..
მოკლედ კარგი ვარიანტი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ რაჭაში წავსულიყავით.
-ერთად რომ წავიდეთ აქედან არგინდათ? ჩემთან დარჩით (მე)
-კარგი აზრია (დეა)
-ხო მაგრამ სახლებში უნდა წავიდეთ, ხომ უნდა მოვემზადოთ (დემეტრე)
-ხოდა ჯერ 8 საათიც არაა და წადით წამოიღეთ რაცგინდათ, მერე რომ მოხვალთ კარფურში გავიდეთ ვიყიდოთ ხვალისთვის რაღაცეები, კიდევ დრო რომ არ დავკარგოთ დილას.. ასე აჯობებს, აბა ხვალ სანამ გავიღვიძებთ შევიკრიბებით და ამბები, მოკლედ რა! დროის კარგვაა (მე)
-უდავო ხარ! (ლილე)
-მიდით გაეყარენით (მე)
-რატო გვყრი?? ერთი სული გაქ ხო როდის დარჩებით მარტო შენ და სანდრო? ჩამჩურჩულა დეამ
-მოგკლავ
როგორც იქნა სახლიდან გაეტიენ, ამინდი ვნახე და კარგი ამინდები იყო, ღამეს ცოტა სიგრილე..
-ასე უნდა იყო ახლა? შენ არ უნდა ჩალაგდე?
-მაგას მერეც მოვასწრებ
-ხოდა მიდი
-შენ დაგეხმარები
წასვლას ნამდვილად არ აპირებდა და სიმართლე,რომ გითხრათ არც მინდიდა. ჩემს ოთახში შევედი, ზურგჩანთა ავიღე და კარადას მივადექი, ჯინსის შარვალი, ორი მოკლემკალვიანი მაისური, ჯინსის კურტკა ავიღე. პლედი მოვიძებნე და ჩანთაში ჩავდე..
-საღამოს შეგცივდება, რამე თბილი ჩადე
-მაქვს ჯინსის კურტკა
-ეგ თხელია, შეგცივდება დამიჯერე
-არ შემცივდება
-ჩადე
-არა
კარადასთან მივიდა და დაიწყო "ბურჭალი"
-სერიოზულად?! რა უფლება გაქვს? ჩემს ნივთებში იქექო?
-მაქვს! როდესაც არ გესმის ჩემი! როცა ვამბობ სიცივე იქნება და უნდა ჩადო თბილი ჟაკეტითქო ასეც უნდა გააკეთო!
-და შენ ვინ მყავხარ შენ ნებაზე და კაპრიზებზე რომ ვიარო?
-არაა ეგ კაპრიზები
-არის!
-ღმერთო ჩემო რა ჯიუტი ხარ!
ენა გამოვუყავი
-მაგ ენას ამოგაცლი
-ფეხებსაც ვერ მომჭამ
-ვცადოთ
ჩემსკენ წამოვიდა, მე კი ნაბიჯი უკან გადავდი,ისევ წამოვიდა და ისევ გადავდგი და ვაგრძელებდით ასე სინქრონში სანამ კედელს არ შევასკდი. კმაყოფილი სახით მიმიმწყვდია კუთხეში და მივხვდი, რომ სერიოზულ შარში ვიყავი, ვეღარ ვინძრეოდი და ვეღარსად მივდიოდი.. ჯანდაბა! ბარბარე, რა სულელი ხარ! მისი სიახლოვე სულს მიხუთავდა და სულს მიწიოკებდა.. იმდენად ახლოს იყო, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი.. რა საოცარია, როგორი ლამაზი ნაკვთები აქვს, მისი თითოეული ნაკვთი შესწავლილი მქონდა. ვხვდებოდი, რომ მაგარი დარხეული მქონდა. ზღვარზე ვიყავი ნამდვილად, და ადრე თუ გვიან ამოხეთქავდა ერთიანად, როგორც ვულკანი.. აღარ შემეძლო ასე ყოფნა! გონების და გულის ჭიდილში..ვეღარ ვუძლებდი ამ მდგომარეობას.. მტკიოდა! აუცილებლად რაღაც უნდა მომემოქმედებინა, მაგრამ რა?!
-საოცრება ხარ ბარბარე! ღმერთო ჩემო, როგორ ვიკავებ თავს, რომ...(თუმცა სათქმელი არ დაუმთავრებია)
როგორ მინდოდა მეც იგივე მეპასუხა, მაგრამ ვდუმდი! ისიც ვიცოდი რასაც გულისხმობდა და ჩემი სხეულის თითოეული ნაწილი მას ითხოვდა! თუმცა...!
მოულოდნელად ჩემი დაუმორჩილებელი კულული გადამიწია ყურს უკან და თან თვალს არ მაშორებდა, იღიმოდა.. ალბათ ამ დროს გული გამიჩერდა, ჩვენი მანძილი ნელ-ნელა მცირდებოდა.. გული ამიჩქარდა, საგულედან ამომმავდნოდა ლამის! რას აკეთებ ბარბარე! ეს არ გააკეთო! არ გაბედო! არც კი გაიფიქრო! არა უკვე ფიქრობ, არ გაბედო!!! ინანებ!
გული.. გონება.. გული.. გონება.. გული.. გული.. გული.. არა! ბარბარე! გონება..! არვიცი ეს, როგორ მოვახერხე, მაგრამ როგორღაც დავუსხლტი მას, თუმცა ბოლომდე ვერა.
-გამიშვი
-ვერ გაგიშვებ
-გამატარე
-არ შემიძლია
-სანდრო!
-ბარბარე, ამჯერად ვეღარ გაგიშვებ (მის თვალებში ყველაფერი იკითხებოდა.. სიყვარული, სურვილი, ბრაზი, ტკივილი)
იცით როგორ ტკივილს ვგრძნობდი?! მისი თვალები! მეტკინა, მისი ტკივილი.. გულში მჩხვეტდა, მინდოდა გულს გონებაზე გაემარჯვა, მაგრამ ისევ და ისევ ვერ გავბედე! ისევ და ისევ საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდი!
-გთხოვ სანდრო, გამიშვი..
-დარწმუნებული ხარ?
-კი
სადნროს აღარაფერი უთქვამს, ისე გავიდა.. მე კი აბაზანაში შევედი და სახეზე წყალი შევსხი გამოსაფხიზლებლად.. შემდეგ კი გაუნძრევლად ვიჯექი ტახტზე და ვფიქრობდი თუ რამდენად უსუსური ვიყავი.. რამდენად მაბრკოლებდა საკუთარი თავი.. შიშები!! არა! ამაზე ფიქრი აღარ შემეძლო.. ვეღარ ვუძლებდი ამ ტკივილს, ამდენი ემოციის დამალვას.. ხან გონების და ხანაც გულის ჭიდილს!
.....
პირველი დეა მოვიდა
-ლაშა არ წამოსულა?
-ხოიცი როგორია, მოერიდა, მე მოვალ დილით თქვენთანო, არ დააგვიანებს
-გასაგებია
-სანდრო სადაა?
-სახლში
-გააგდე?
-არა
-აბა? რამე მოხდა ჩვენი არყოფნის დროს?
-არაფერი
-ნუ მატყუებ
-არაფერი
-არამგონია მაგრამ სხვა დროს მომიყევი
-არაფერი მომხდარა
-ნუ კარგი
ლილე და დემეტრეც მალე მოვიდნენ, სანდრო არსად ჩანდა.. დემეტრეს უთხრა, რომ თავს ვერ გრძნობდა კარგად და არ წამოვიდოდა.. მე, დეა, ლილე და დემეტრე გავედით კარფურში.. მთელი კარფური წამოვზიდეთ ლამის.. სახლში მოსულები მალევე დავწექით, რადგან ხვალ ადრე უნდა ავმდარიყავით.. დემეტრე სანდროსთან გავიდა და გოგოები ცალკე დავრჩით. უკვე 5 დაიწყო და მე კიდევ ვერ ვიძინებდი.. დღევანელ დღეზე ვფიქრობდი და მაფორიაქებდა ეს. ახლაც კი მიჩქარდებოდა გული, როცა მახსენდებოდა მისი სიახლოვე, გახშირებული სუნთქვა და გულისცემა! ალექსანდრეს თვალებს გონებიდან ვერ ვიგდებდი.. ვშფოთავდი, ვერ ვისვენებდი.. როდის ჩამეძინა ვერ გავიგე.. ნუუ თუ ძილი ერქვა, უფრო თვალების დასვენება.. ჩემი ღრმად სიზმრებში წასვლა და დეას წკვიტინი ერთი იყო!!
-აეყარენით(დეა)
-აუუ რომელი საათია (ლილე)
-ექვსი
-აუუ, ძააან მეძინება,არ წავიდეთ! (მე)
-მიდი მალე ადექით (დეა)
არაფრის დიდებით ადგილიდან არ ვიძროდი, ჭირივით მეზარებოდა.. ამწუთას ყველაფერს მერჩივნა ჩემი ბალიში და ძილი!! დეას წკვიტინი კი მაღიზიანებდა, მინდოდა რაღაცა ჩამეთხლიშა თავში
-შენით ადგები თუ მოვიტნო წყალი? (დეა)
-მმმმ (მე)
-მიდი ადე რა, მეც მეზარებოდა მაგრამ აი ხო ხედავ (ლილე)
-ძილი მინდა
-ვსო მივდივარ, წყალი მომაქ(დეა)
-ჯანდაბა! ვდგები!
რის ვაი-ვაგლახით წამოვდექი, ჩავიცვი და აბაზანაში შევედი გამოსაფხიზლებლად.. ცივმა წყალმა ცოტა მიშველა..
-მიდი ბარბი გააღვიძე ბიჭები (ლილე)
-საქმრო შენია,ჩემი კიარა
-ვერ დაგეთანხმები ბარბი, აბა სანდრო?? (დეა)
-ჩაკვდი მანდ შენ
-კაი გავალ მე, მანამდე ყავა გაამზადეთ.. (ლილე)
წყალი დავადგი, მანდე კი გადავამოწმე ზურგჩანთა და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ადგილზე იყო.
-ბიჭები გავაღვიძე.. დეაკო, შენი ლაშიკო როდის მოვა? (ლილე)
-გავაღვიძე ეგეც და მოვა მალე, აქვე ცხოვრობს (დეა)
-ლაშაც მანქანით მოდის ხო? (ლილე)
-კიი, ექვსივეს ერთ მანქანაში ჩაჭუჭკვას არ ჯობს? (დეა)
-კი ნამდვილად (ლილე)
უკვე შვიდი საათია, თბილისიდან გასულები ვართ და მივემართებით რაჭისაკენ.. მე დემე ლილე და სანდრო ერთად ვიყავით, ლაშა და დეა კი განმარტოებით.. სანდრო ჩემს გვერდით იჯდა, ქალბატონი წამოსკუპდა წინ, არადა ხომ შეეძლო უკან დამჯდარიყო მაგრამ არა!!
-სან, რაგჭირს გუშინს მერე? მოვედი და ხმაც არ ამოგიღია, დღეს კიდევ ამბობდი არ წამოვალო, სანამ ერთი კარგად არ მიგტყიპე..(გაიცინა)
-არა ბრატ, უბრალოდ ხოიცი დილით ადგომა მაგრად მეზარება და სულ ეგრე ვარ, არსად მინდა მაგ დროს წასვლა, მხოლოდ ძილი.. აი გამოვფხიზლდები და ვიქნები ხოდზე..
-კარი ეგ გავატაროთ და გუშინ რაღა დაგემართა? ვიმემ გაგაბრაზა? სანამ დავიშლებოდით კარგ განწყობაზე იყავი
-არაფერი, სამსახურში გადავიღალე და დასვენება გადავწყვიტე
-კარგი ბრატ
გზა საკმაოდ დიდი გვქონდა მე კი საშინლად მეძინებოდა.
-აუ დემე მუსიკას ცოტა დაუწიე რა,მეძინება
-თუგინდა გამოვრთავ
-არა, უბრალოდ დაუწიე
ძილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვისვენებდი. ჯერ მანქანაში ძილი და თანაც როცა სანდო მიზის გვერდით. საერთოდ ვერ ვისვენებდი და ვხვანცალებდი. არადა თვალები ისეთი დაღლილი მქონდა,მეწვოდა მინდიდა რომ დაესვენა..
-შეგიძლია თავი დამადო
-არმინდა
-ვატყობ ვერ ისვენებ, არ ვიკბინები
-არმინდა (არადა მინდოდა!)
მას როგორც შემეძლო მოვშორდი, თავი ფანჯარაზე მივადე და ვცდილობდი კომფორტულად მოვთავსებულიყავი, მაგრამ არ გამომდიოდა..
-რატომ ხარ ასეთი ჯიუტი? (სანდრო)
-ეგეთია სან, რაქნას (ლილე)
-აი ხომ ხედავ ვერისვენებ, ვერიძინებ, ნუ გეშინია არ ვიკბინები (სანდრო)
-არმინდათქო
-ნეტა შენ რას გიყურებ რა (სანდრო)
თვითონ მომეხუტა, ისე რომ თავს ვერღავ ვანძრევდი, მე კი ვცდილობდი თუმცა არგამომდიოდა, არც თავი მქონდა მაგისი იმდენად დაღლილი ვიყავი და არც მინდოდა..
-გაიწიე
-არა, ძილი გჭირდება და დაიძინებ! მთელი დღე უნდა ვიაროთ და ასე ვერ იქნები, გამოძინება გჭირდება
-როგორი საყვარლები ხართ (ლილე)
-ვერ შეგედავები (სანდრო)
ჯიუტობას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ისიც საკმაოდ ჯიუტი იყო და არ დათმობდა, ამიტომ უსიტყვოდ დავეთანხმე, დავნებდი. მისმა სასიამოვნო სურნელმა გამაბრუა და როდის ჩამეძინა ვერც კი გავიგე.. რა უცნაურია არა? ხან როგორი დაძაბული ვიყავი მასთან და ხანაც როგორი მშვიდი. რას მიკეთებდა ეს ადამიანი!!
-გაიღვიძე
-თვალები ვჭყიტე და სანდრო დავინახე! ნეტა სულ ასე იყოს, გავიფიქრე უეცრად..
-ისე ტკბილად გეძინა არმინდოდა გამეღვიძებინე, მაგრამ ჩამოვედით.
მანქანაში არავინ იყო ჩემი და სანდროს გარდა.
-ბავშვები სადარიან?
-გარეთ, ვჭამოთ გადავიდეთ. ჩვენებს სუფრა გაეშალათ, მინდორში
-გაიღვიძე ბარბარიკა? (ლილე)
-როგორც ხედავ
-კაი ვჭამოთ ახლა და დავლაშქროთ შემდეგ რაჭა..
პირველი დღე:
-შაორის ტბა
-ნიკორწმინდა
-საყინულე
-სიყვარულის ჩანჩქერი
-სიყვარულის ტბა
ჩვენი გეგმა დღეს ეს იყო!
შაორის ტბიდან იშლება დათოვლილი რაჭის მთები ულამაზესი ლანდშაპტით. საოცრად გარდამავალ ფერებში იმოსება! შაორი ამ პერიოდში საოცარია, ის საუკეთესო ადგილია სახეტიალოდ.
შემდეგი გაჩერება საყინულე იყო, შედიხარ შუა ტყეში და უცებ კლდის თაღწამოდგმულ მღვიმეს შეხვდები. შეხვალ და პირდაპირ ზღაპარში ამოყოფ თავს, პატარა, 130 მეტრიან მღვიმეში ივლი მთის შუაგულამდე, მერე 40 მეტრით მიწაში ჩაეშვები, სადაც ულამაზესი ყინულივით ცივი ტბაა.
ასევე მოვინახულეთ სიყვარულის ჩანჩქერი-ყინულივით ცივი ჩანჩქერი კლდოვან ხეობაში..
ლეგენდის თანახმად" ამ გამოქვაბულში შესვლა"გაუთხოვრობას" შველის, ხოდა პირვლი მე შემაგდეს, იქნებ რამე გეშველოსო..
უკვე მოსაღამოვდა, ჩვენ კი ჩვენი გეგმა შესრულებული გვქონდა და ამით უზომოდ კმაყოფილნი ვიყავით..
დავბანაკდით ტყეში, გავშალეთ კარვები, დავანთეთ ცეცხლი და წავიდა გულაობაა.. ირგვლივ ვუსხედით მოგიზგიზე ცეცხლს და ათას რამეზე ვსაუბრობდით, ვხუმრობდით, ერთმანეთს ვკბენდით, ვყვებოდით საშიშ ისტორიებს, ვთამაშობდით, ვმღეროდით..საოცარი გარემო იყო განსაკუთრებით ალექსანდრესთან ერთად! მაოცებს ეს ადამიანი! უდავოდ განათლებული, ნიჭიერი, გიტარაზეც დაკვრა სცოდნია და სიმღერაც შეძლებია?! ვუსმენდი და ვმშვდდებოდი.. მისი სმენით და მისი ყურებით,ვერ ვძღებოდი!! ღიმილი.. თითები.. ხმა.. თვალები.. ჭკუიდან გადავყავდი! მე კი ვერაფერს ვაკეთებდი. ვატყობდი რომ ნელ-ნელა იმის ძალა მეცლებოდა რომ საკუთარ თავს შევწინააღმდეგებოდი..
ნელ-ნელა ყველა გაიხიკა დასაძინებლად, მე კი არ მეძინებოდა, ან რაღა დამაძინებდა,იმდენი მეძინა, სანდროს მკლავებში! არც ალექსანდრე იძინებდა, მე მელოდებიდა..
-რამდენიხანი უნდა ვიყოთ ასე? (სანდრო)
-როგორ ასე? (მე)
-ვითომ მეგობრები
-და არვართ?
-არა
-მეგობრები ვართ
-როდის აღიარებ?
-რას?
-არიცი ხო?
-არა
-ნუ კარგი, ალბათ მალე მოვა ის დრო როცა ვილაპარაკებთ ამაზე. ახლა კი, გვიანია დაიძინე
-არ მეძინება
-ხვალ დაგეძინება
-ხო მაგრამ ახლა არა, შენ წადი, მე არმინდა
-შენს გარეშე არა, ვერ დავიძინებ ეგრე..
-მაშინ შეგიძლია თავი დამადო და დაიძინო
-რაა?
-არაფერი ვიხუმრე
-შეიძლება შენ იხუმრე, მაგრამ მე სერიოზულად მივიღებ
-ოჰ კარგი ერთი! ხუმრობა არ გესმის?!
-არა
-კარგი მივდივარ, შენც შეუერთდი ბიჭებს, ხვალ ადრე უნდა ავდგეთ..
დილით ადრე ავდექით და განვაგრძეთ ულამაზესი რაჭის დალაშქვრა..
მეორე დღე:
-სოფელი ღები
-სოფელი გონა
გონა-მართლაც პატარა შვეიცარიაა, ულამაზესია აქაურობა!! პატარა საყვარელი ქოხები, რომლებიც აქაიქ იყო მიმოფანტული, გარშემორტყმული თოვლიანი მთებით.. ისეთი სიმშვიდე და სიწყნარე იყო.. ისეთი საოცარი ჰაერი.. საოცარი ფერები.. ულამაზსი იყო აქაურობა.. რა ჯობდა სოფელს, დილით ადრე ადგომას და ცვრიან ბალახზე გავლას, ხარბად, რომ ჩაისუნთქავდი სუფთა ჰაერს.. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამ საოცარ ადგილას და მოვწყდებოდი ხმაურიან ქალაქს.. საოცრება იყო რაჭა,საოცარი ადამიანები იყვნენ, საოცრი ღირსშესანიშნაობებით და უგემრელესი კერძებით..რაჭა ჩემი სიყვარულია!
7 საათია და ჩვენ უკვე თბილისში ვართ..ადრიანად გვინდოდა ჩამოსვლა,რადგან ხვალ ვერ გავაცდენდით უნივერიტეტს.
დაღლილ დაქანცულები ყველა ჩვენსჩვენს სახლებში წავედით.. წამოპლაწკარტებული ვიყავი და ვათვალიერებდი სურათებს, უფროსწორედ ალესანდრეს! ისეთი კარგი იყო მასთან ყოფნა, ისე კომფორტულად და მშიდად ვიყავი.. მასთან ყოფნისას ყველაფერი მავიწყდებოდა, ნუ მართალია ხანდახან მაინც მახსოვდა და მიტევდა შიშები მაგრამ მაინც..მიკვირდა საკუთარი თავის, როგორ მოვასწარი მისი შეყვარება! მოიცა ბარბარე, ახლა აღიარე? მიყვარდა, საოცრად ძალიან მიყვარდა და მინდოდა ეს მასაც სცოდნოდა. როგორ მინდოდა მასთან გავსულიყავი და გამეზიარებინა ეს ყველაფერი! მაგრამ... სიამაყე, შიში.. ოხ რა სულელი ხარ ბარბარე! გეშველება რამე? რატომ ხარ ასეთი ჩამოუყალიბებელი? გადაუწყვეტელი? ვერ გიტან! რას ითხოვ? ან საერთოდ რა გინდა! ჩამოყალიბდი.. კარზე ზარის ხმამ გამომაფხიზლა, ალბათ იგრძნო! ალექსანდრე იყო
-რაიყო მოგენატრე?
-ხო შენს გარეშე ვეღარ ვძლებ
-ხუმრობა იქით იყოს
-არ ვხუმრობ
-ნუ კარგი კარგი,შემოდი
-ფილმის ყურება მინდოდა თუმცა მარტო არა და ერთად ვუყუროთ
-ნუ კარგი
life itself ჩავრთეთ.. საოცარი ფილმი იყო, ძალიან ცხოვრებისული.. საკმაოდ სევდიანი, ისეთი რომ გავსკდი ტირილით.. ჩემ გულუბრყვილობაზე ალექსანდეს ეღიმებოდა, მამშვიდებდა.. ფილმის დამთავრების შემდეგ, ჩუმად ვისხედით 10-15 წუთი და არცერთი ვიღებდით ხმას.. თუმცა ალექსანდრემ სიჩუმე დაარღვია
-რაღაც მინდა რომ გითხრა
-გისმენ
ჰაერი დამძიმდა, დაძაბულობამ, ნერვიულობამ იმატა.. მოუთმენლად ველოდი,როდის იტყოდა სათქმელს, თუმცა უჭირდა, ისიც ნერვიულობდა.. მისი სწრაფი გულისცემაც კი მესმოდა!
-იმ დღეს, წასვლამდე რაც მოხდა, მგონი ხვდები რა დღესაც ვგულისხმობ! რატომ მოიქეცი ასე? რატომ არ მაძლევ საშუალებას რომ.... (წინადადება ვეღარ დაასრულა და პაუზის შემდეგ განაგრძო) ბარბარე! ასე აღარ შემიძლია! ვეღარ ვუძლებ ამ მდგომარეობას, არშემიძლია თავი მოვიტყუო, არშრმიძლია უბრალოდ ასე გიყურო და ვერ გეხებოდე. მე უბრალოდ არშემიძლია შენთან მეგობრობა და ვერც ვერასდროს შევძლებ.. ბარბარე... (ისევ და ისევ ეს პაუზა, თუმცა უფრო ხანგრძლივი იყო!) ბარბი, მიყვარხარ! უზომოდ, უზომოდ მიყვარხარ!!!
-...
დავდუმდი, ვერაფერს ვამბობდი.. ამიტომ ისევ გააგრძელა
-არვიცი შენ რას მეტყვი, მაგრამ ვგრძნობ,რომ შენც ჩემს მდგომარეობაში ხარ.. არ დაგაჩქარებ, მოიფიქრე და მიპასუხე.
პულსაცია ამიჩქარდა.. გულმა გამალებით დაიწყო ძგერა.. ჯანდაბა! რას მერჩოდი, რაგინდოდა?! კიდევ ეს მინდოდა??! დაბნეულობისგან სად წავსულიყავი არვიცოდი, მინდოდა გავმქრალიყავი.. აზრებს თავს ვერ ვუყრი.. არვიცოდი რა უნდა მეთქვა.. სრული ქაოსი და გაუგებრობა იყო ჩემს გონებაში.. ბევრჯერ ვცადე, რამის თქმა, თუმცა ამაოდ.. საბოლოოდ ერთი სიტყვა ძლივს ამოვილუღლუღე
-კარგი
-ახლა გავალ, გვიანია, კარგად მოიფიქრე, დაისვენე და დაიძინე.
დაიძინე.. ჰაჰ! ადვილი სათქმელია! ამის, შემდეგ როგორ უნდა დავიძინო.. ვერ გეტყვით როგორ ვიყავი.. ასეთ რამეს პირველად ვგრძნობდი, "უცხო ხილი" იყო და ვერ აგიღწერთ. მციოდა, ერთიანად ვკანკალებდი, მეშინოდა, განვიცდიდი, ვნერვიულობდი.. ვერ ვიწყნარებდი გულისცემას, რომელიც ყურებში მესმოდა!
რას მერჩოდი, რა გინდოდა ალექსანდრე! მასზე ფიქრი აქამდე არ მყოფნიდა და ახლა..! ტვინი მიდუღდა! ცუდ მდგომარეობაში ვიყავი.. ძალიან ბედნიერი ვიყავი და ამავდროულად უბედურიც! ჯერ არშემდგარი ურთიერობის და სიყვარულის მეშინოდა.. ეს წყეული შიში! ხან გონება ასპარეზობდა და ხან გული! ვერადავერ ვწყვეტდი..
იმ ღამეს საერთოდ არ მეძინა, თეთრად გავათენე, ალექსანდრეზე ფიქრში და იმაზე თუ რაუნდა მეთქვა, თუმცა... არვიცოდი! დილით ჩაის საფენები დავიდე, რომ ამოღამებული თვალები დამემშვიდებინა, ძალიან მესიამოვნა, ალბათ ამ დროს მოვხუჭე თვალები 10-15 წუთით.. შემდეგ კი გავემართე უნივერსიტეტისკენ.. სახლიდან ჩუმად გავედი, კარი ჩუმად გავიხურე და გასაღები ისე ნელა გადავატიელე, მაქსიმალურად ვეცადე არ მეხმაურა. არ მინდოდა მენახა სანდრო, გავურბოდი მას, მასთან საუბარს და მის თვალებს.. არ მინდოდა მომეტყუებინა, ამიტომ არმინდოდა მენახა. მინდოდა გავმქრალიყავი! როგორ ჩავიარე კიბეები, გავედი სადარბაზოდან, დავიჭირე მარშუტი, ვიმგზავრე, გავაჩერე, ჩავედი, გავიარე მანძილი უნიმდე, შევედი ეზოში.. არმახსოვდა! არაფერი მახსოვდა! ყველაფერ ამას მექანიკურად ვაკეთებდი, რობოტი ვიყავი, არ ვფიქრობდი, ვერ! ჩემი გონების თითოეული უბანი, კუნჭული და წერტილი ეკავა ალექსანდრეს! შემდეგ ვიგრძენი, რომ გავჩერდი თუმცა რატომ ვერ მივხვდი
-ამდენიხანი გიკივი და მოგდევ, დაყრუვდი? (დეა)
-მაპატიე,არმესმოდა
-ხოდა მაგას ვამბობ მეც, რომ დახშული გაქ ყურები და გონება, მოხდა რამე? რაგჭირს?
-არაფერი
-კარგი რა! ვიცი რაღაც მოხდა, ეს დღეები საკმაოდ უცნაურად იქცევი, თქვი რა
-ახლა არა რა!
-ბარბარე!
-დიდი ამბავია
-მოკლედ მითხარი
-ასე ნაჩქარევად არმინდა და თან მოკლედ ვერ მოგიყვები
-ოოო, ნუ მაინტრიგებ ალექსანდერეზე უნდა მითხრა ხო?
-შევიდეთ ლექციებზე და მერე ვილაპარაკოთ
-მერე როდის?!
-ნუ დამღალე კითხვებით! როცა მოვრჩებით
-გაღიზიანებული ხარ
-ვიცი!
-აბა მაინტერესებს და რავქნა
-ლილეს მივწერ და ვეტყვი მოვიდეს ჩემთან და შენც პირდაპირ წამო, ორივე მჭირდებით
-ასეთი რა მოხდა
-დეა!
-კარგი ხო შეგეშვი
-კიდევ კარგი!
ლექციები უაზროდ გაიწელა,დიდად ვერც ვუსმენდი არადა ვცდილობდი, რომ ყურადღება არ გამფანტოდა, თუმცა არ გამომდიოდა.. როგორც იქნა მოვიდა 3 საათი და მოვრჩით ლექციებს. ლილემ უნივერსიტეტთან მოგვაკითხა და სახლში ფეხით წავედით. გზა ხმის ამოუღებლად გავიარეთ, უფროსწორედ დეა და ლილე საუბრობდნენ, თუმცა არ ვუსმენდი. ჩემი გონება მათთან არ იყო.. ჩუმად ვიყავი, თუმცა ვერ ვუძლებდი ამ მდგომარეობას და მინდოდა ჩემი ფიქრები, გრძნობები გადმომეცა, ვინმესთვის გამეზიარებინა. აღარ შემეძლო, ამ ემოციებს ჩემში ვეღარ ვიტევდი სახლამდე როგორ მივედით ვერც კი გავიგე
-კარს გაგვიღებ, თუ ესე უნდა ვიდგეთ?(დეა)
მისმა ხმამ დამაბრუნა ამ სამყაროში
-ხო ახლავე
მე ჩანთაში გამწარებული ვეძებდი გასაღებს, როდესაც ჩემს გვერდით მდებარე კარი გაიღო და ალექსანდრე გამოვიდა. მისი დანახვა და გულს ბაგაბუგი ერთი იყო, ყურებში ჩამესმოდა.
-როგორ ხართ გოგონებო? (სანდრო)
-კარგად სან შენ?? (ლილე)
-რავი ნორმალურად
-კარგია
-კარგი წავედი, ბოდიში, ვერ გელაპარაკებით სამსხურში გადარბენაზე ვარ, ეხლაც 5წუთით შემოვირბინე
- კარგი მიდი, არ მოგაცდენთ
რას მიკეთებ ალექსანდრე?! ყოველ შენს დანახვაზე ასე უნდა ვიყო?! რასმერჩოდი? გიყვარს ბარბარე! გიყვარს! უკვე გვიანია ბარბარე..
მეშინია! სიყვარულის მეშინია, შეყვარების.. მეშინია, ტყუილის, გულისტკენის, მიტოვების, ღალატის.. სულ იმის განცდა და შიში მაქვს,რომ მატყუებენ, მიმატოვებენ.. ვცდილობ, თუმცა არ გამომდის.. ვერავის ვენდობი, ვერავის 100%-ით. ეს კი ძალიან ბევრ რამეში მიშლის ხელს.. მინდა ეს ყველაფერი ხმამაღლა ვთქვა, ვინმეს გავუზიარი თუმცა ამისიც მეშინია..
-დიდიხანი აპირებ ახლა ასე დგომას შემოსასვლში? (დეა)
-რაა? (მე)
-დიდიხანი აპირებთქო..
-ხო ეგ გავიგე
-ბარბარე რამოხდა? (ლილე)
-უნდა გამოვიცვალო
-ბარბარე!
-არაფერი
-გვითხარი ეხლა
-მიყვარს
-რაა? მოგვესმა ხო (დეა)
-არა არ მოგესმა. შემიყვარდა!
ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა. ვაღიარე, როგორც იქნნა და ვთქვი ეს ხმამაღლა. მტკიოდა, გული მტკიოდა..
-რა გატირებს სულელო? (ლილე)
-სიყვარული ატირებს (დეა)
-მეშინია
ამაზე კი ისტერიული ტირილი დავიწყე.. დეა და ლილე ცდილობდნენ დავემშვიდებინე
-მისმინე, შემომხედე, თავი ხელში აიყვანე.. ვიცი მესმის, ბავშვობიდან გიცნობ და მეთუარა სხვას ვის ესმის ჩემზე კარგად შენი.. ვიცი მწარე გამოცდილება, გაქვს შეიძლება არც გიყვარდა მაშინ ლევანი, მაგრამ ღალატი ღალატია, თუნდაც ბავშვური გატაცება ყოფილიყო.. მართლა მესმის, უბრალოდ არშეიძლება ასე ბარბარე, ჩემო ბარბარიკა.. უნდა აიყვანო საკუთარი თავი ხელში.. ბედნიერებაზე ამბობ უარს, სიყვარულზე ამბობ უარს! იმის შიშით, რომ მომავალში რამე არ მიხდეს, რაც არავინ იცის მოხდება თუარა.. უბრალოდ აწმყოთი იცხოვრე და იყავი ბედნიერი დღეს. გესმის?! ამოიგდე თავიდან. შეცადე ამოიგდო თავიდან, ეს შიშები.. (ლილე)
-ვცდილობ, მაგრამ არგამომდის
-უფრო კარგად ეცადე და გამოგივა და თან აუცილებლად (დეა)
იმ დღეს ორივე დარჩა ჩემთან და მამშვიდებდნენ, ცდილობდნენ გავემხიარულებინე, თუმცა დიდად არ გამოდიოდათ.. გულზე ლოდივით მაწვა ეს ტკივილი.. უკვე თითქმის ერთი კვირა გავიდა მე კი არაფერი მითქვამს სანდროსთვის, გავურბოდი მას, მაგრამ ეს რამდენიხანი გამომივიდოდა არვიცოდი.. პარასკევი საღამოა, უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს არაფრის თავი მქონდა და მიწოლილი ვიყავი, როდესაც კარზე ზარი გაისმა და გულზე მომხვდა! ვიცოდი, რომ სანდრო იყო.. ოდესმე, ხომ უნდა მეთქვა პასუხი.. კარი გავუღე
-როგორ ხარ ბარბარე?
-რავი ნორმალურად, ცოტა დავიღალე უნივერსიტეტში, შენ?
-მეც ეგრე, თუმცა სამსახურში
-ხოო
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა
-აქ ვილაპარაკოთ, თუ გავიდეთ სადმე?
-არა, აქ მირჩევნია (ნამდვილად არ შემეძლო ახლა სადმე წასვლა)
-კარგი, როგორც გინდა.. გისმენ
-მისმენ?!
-კი ბარბარე, გისმენ
-არვიცი
-რა არ იცი?
-გთხოვ დამაცადე
-კარგი მაპატიე
ხმას ვერ ვიღებდი, ვერაფერს ვეუბნებოდი, გადავწყვიტე.. გონებამ გადაწყვიტა.. არვიცოდი, როგორ უნდა მეთქვა, არვიცოდი, როგორ მომეტყუებინა.. ყელში ბურთი მომაწვა და ნერწყვს ვერ ვყლაპავდი, ლაპარაკის უნარი წამერთვა..
-მისმინე ბარბარე, თუვერმეუბნები იქნებ..
-არა
-რა არა?
-მე..
-რა შენ?
-..
-არგიყვარვარ?
-..
-ბარბარე
-არა
როგორ მინდოდა ახლა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეყოლებინე. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. რას ვაკეთებდი?! ბარბარე რას აკეთებ?! რატომ აკეთებ?? რატომ? საკუთარ თავს რატომ არ აძლევ ბედნიერების უფლებას? შენივე ხელით რატომ ანგრევ ყველაფერს?! რისთის? ასეთი მშიშარა როგორ ხარ?! ასეთი სულელი?! ასეთი გაუბედავი! კიდევ ამდენი ძალა როგორ შეგრჩა, რომ საკუთარ თავს კიდევ ეწინააღმდეგები?!
არვიცი სანდროს რა დაემართა ამ დროს, არ ელოდა აშკარად ამ პასუხს, მასაც ცრემლებამდე ცოტაღა აკლდა. ასე ჩუმად რამდენიხანი ვიყავით ნამდვილად არვიცი
-დარწმუნებულიხარ ბარბარე?
-რაში
-შენს პასუხში
-კი
-თვალებში შემომხედე და ისე მითხარი, რომ არ გიყვარვარ
-არ მიყვარხარ
ურჩად შევხედე თვალებში და უნამუსოდ მოვატყუე.. ვერ შევძელი! ლაჩარი ვარ!
-კარგი, გასაგებია.. მე გავალ
-კარგი
ალექსანდეს გასვლა და ჩემი ჩაკეცვა ერთი იყო..
რატომ ვარ ასეთი?! ხომ შეიძლება შეირგო ის, რაც გსიამოვნებს.. არ იფიქრო მომავალზე და დატკბე აწმყოთი.. არ გააფუჭო ის რაც ჯერ არც კი დაწყებულა.. მაგრამ ისევ და ისევ ეს გონება! ტყუილი.. ღალატი..! როგორი დარტყმა და დიდი, უზამრაზარი შავი ხვრელი იყო ეს ჩემს ტვინში, რომ ამ ფაქტს, ამ ღალატს, ამ ტკივილს ვერადავერ ვიგდებდი გონებიდან.. ვერადავერ ვივიწყებდი და ეს ნაიარევი არ ხორცდებოდა.. სანდროსთან ყოფნისას სულ,მუდამ მახსოვდა ეს და ეს მიშლიდა ყველაფერს! მინდიდა მეკოცნა, მინდოდა ჩავხუტებოდი, მინდიდა მყვარებოდა!! მაგრამ არ შემეძლო!!მკითხველნო, ალბათ იდიოტი გგონივართ, არაა? მართლებიც ხართ!! მაგრამ.. ვერაფერს ვაკეთებდი.. ვერ ვენდობოდი!! მეშინოდა, მეშინოდა გულის ტკენის.. რადგან წინასწარ ვიცოდი, რომ ამ ტკივილს ვერ გადავიტანდი.. ვერ გავუძლებდი.. რადგან ჩემს ნახევარს კიარა, მთლიან გულს მივცემდი.. და თუ ისევ იგივე განმეორდებოდა, თუ ისევ მიღალატებდნენ, მიმატოვებდდნენ ეს გული ათას, ათიათას ნაწილად დაიმსხვრეოდა, რომელსაც ვეღარაფერი და ვეღარავინ გაამთელებდა!! აი სწორედ ამის მეშინოდა! იმდენად შევშინდი და იმდნად ნათლად წარმოვიდგინე ეს, რომ გული მეტკინა, სული შემეხუთა და ვეღარ ვსუნთქავდი.. ვტიროდი! აბა მეტი მე რა შემეძლო? არაფერი! მთელი ღამის განმავლობაში ვტიროდი, თითქმის არც კი მიძინია, დაღლილობისგან და ემოციებისგან დაცლილს 5-10 წუთით თუ ჩამთვლემდა, თორემ ისე ვერ ვიძინებდი.. შაბათიც ასე გავატარე, დეას და ლილეს უნდოდათ მოსვლა, თუმცა უარი ვუთხარი, არშემეძლო. მარტობა მინდოდა.. არავისთან მინდოდა ლაპარაკი.. მთელი დღე ლოგინში ვიწექი, გაუნძრევლად.. ხან ჩამეძინებოდა ხანაც ვტიროდი, ხან საკუთარ თავს ვლანძღავდი ამ სისულელესთვის.. მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებიდა და საკუთარ თავს შემოვუძახე. თუ რამე ძალა დამრჩენოდა ავდექი.. ამდენი ტირილიაგან, ჩასიებული თვალები ჩაის საფენებით დავიმშვიდე.. შემდეგ გადავივლე, გამოსაფხიზლებლად, თუმცა არმიშველა.. ძალიან დაღლილო ვიყავი და მეძინებოდა, მაგრამ ვერვიძინებდი.. ტელევიზორი ჩავრთე, აქაც საინტერესო არაფერი იყო და გამოვრთე.. დივანზე წამოვწექი და როგორ ჩამეძინა ვერც კი გავიგე.. თუმცა ცრემლიანმა გავიღვიძე. კოშმარი დამესიზმრა.. სანდრო.. სანდრო დამესიზმრა. ავარიაში მოყვა.. და.. და.. ვერ გადარჩა..
ეს რომ წარმოვიდგინე.. სუნთქვა შემეკრა, მის გარეშე ვერ ვიარსებებდი! და სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა! ფეხზე წამოვხტი და სანდროსთან გავარდი, ისტერიულად ვაკაკუნებდი და არ ვჩერდებოდი
-სანდრო გამიღე, ბარბარე ვარ
კარი გამიღო და ისეთი სევდიანი იყო, გული მომიკვდა
-შემომიშვებ?
-შემოდი
-მეც
-რაა?
-მეც მიყვარხარ
-ვერგავიგე
-რა ვერგაიგე?
-გამიმეორე
-ალექსანდე მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ! (მთელი ჩემი ემოცია ჩავაქსოვე ამ ერთ სიტყვაში)
სევდიანი სახე მომენტალურად მომღიმარი გაუხდა, სახეზე ნაზად მომეფერა, ჩემი დაუმორჩილებელი კულულები გადამიწია და
მომიახლოვდა. ჩვენს შორის მანძილი ქრებოდა.. დაა..! გაქრა.. ჩვენი ბაგეები შეერთდა.. სუნთქვა შემეკრა..გულისცემა გამისამმაგდა, გამიასმაგდა... საფეთქელბში ვგრძნობდი..! როგორი ლამაზი და ფერადი იყო გარშემო ყველაფერი.. ეს ენით აღუწერელი სიამოვნებაა და არამარტო სიამოვნება.. მე მას ვგრძნობდი მთლიად!! მის გულწრფელობას ვგრძნობდი!! მესმის, როგორ უცემს გული და ვყვები მის რიტმს.. ეს საოცარი შეგრძნებაა. პირველი კოცნა!! საოცრებაა.. მუცელში პეპლები და ყველაფერი ერთად დაფრინავდა და მეც დავფინავდი მათთან ერთად.. ჟრუანტელი მივლიდა..
გონებაში, გულში, სულში არვიცი რახდებოდა, სრული ქაოსი იყო..
მინდოდა ეს წამი დიდხანს გაგრძელებულიყო, უსასრულოდ..
საოცრება იყო!! საოცრება იყო ეს ადამიანი!! მეხუტებოდა და სახეს მიკოცნოდა.. გულში მაგრად მიკრავდა, მეც ტკიპასავით მივეკარი და არასდროს მინდოდა მოვშორებოდი. ვერ ვფიქრობდი და ვერ ვაზროვნებდი! მისი ჩახუტება, მისი სურნელი.. ხარბად ვისუნთქავდი მის საოცარ სურნელს, რომელიც მამშვიდებდა, ჟრუანტელი მივლიდა..
-ბარბი, იცი როგორ გამაბედნიერე? იცი რამდენიხანი ველოდი ამ მომენტს??
-რა მომენტს?
-რომ გეღიარებინა და ეს წამი დამდგარიყო
-რა წამი?
-აი ეს
მოწადინებული დაეწაფა ბაგეებს და გულმაც გამალებით დაიწყო ძგერა! ვენებში სისხლი მიდუღდა და გული ყელში მომებჯინა! არა ეს ნამდვილად ზედმეტი იყო ჩემთვის ამ ერთი დღისთვის, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ გული ამომმვარდებოდა, ამიტომ შევაჩერე, რომ ოდნავ მაინც დამეწყნარებინა პულსაცია
-რამე მოხდა? (სანდრო)
-არაფერი, უბრალოდ ამ დღეებში ზედმეტად ბევრი რამ მოხდა.. ეს ყველაფერი ახალია ჩემთვის, მგონია რომ ამდენ ბედნიერებას ვერ გავუძლებ და საცაა გული გამისკდება
-ეგ არაფერი, ნელ-ნელა შეგაგუებ
-ოჰჰ, ძალიან ნუ გამითამამდი
-არაფერიც!
-სანდრო
-ჰოუ
-იცი ვერ წარმოვიდგენდი ოდესმე თუ ასე ვიქნებოდი ვინმესთან
-როგორ ასე?
-ვერასდროს წარმომედგინა ჩემი თავი ასეთ მდგომარეობაში, ეს რა გამიკეთე? ასე დაუკითხავად რატომ დამირღვიე ჩემი კუთვნილი სივრცე? რატომ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში? და ასე თავდაყირა როგორ მოახერხე და გადმოატრიალე ჩემი ცხოვრება.. იციი?! ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც ეს შეძლო
-ჰოო? ძალიან კარგი! ისე მეც მაგრად მიკვირს, ასეთი უხეში როგორ მოგარჯულე.. კარგია ხშირად გამიმეორე ხოლმე ეგეთები გულს სიამოვნებს
-ვერ ეღირსები
-ვნახოთ, ვნახოთ
-თავში არ აგივარდეს
-არიჯავრო, არ ამივარდება
თავი სანდროს მკერდზე მედო, მის გულისცემას ვისმენდი, ხარბად ვისუნთქავდი ჰაერს, მის ნატიფ თითებს ვგრძნობდი თმაზე, რომელიც თანდათან მთიშავდა..
.....
პირველი სიყვარული??
ყველაფერი ახალია შენთვის: პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა… ის ყოველთვის შენში რჩება! ყველა ადამიანის ფიქრებში ტივტივებს აზრი ‘’მარადიული სიყვარულისა’’ და ყველა იმ დასკვნამდე მიდის, რომ ის მარადიულია.
...
-ბარბი
-...
-ბარბარე, გაიღვიძე ჩემო პატარავ
თვალები გავახილე და სანდრო დავინახე, შემდეგ არემარე მოვათვალიერე და ჩემთვის უცხო იყო აქაურობა.. არმახსოვდა საიდან მოვხვდი ამ ოთახში
-ჩაგეძინა და ჩემს ოთახში დაგაწვინე, არგახსოვს?
-რანაირად
-რავიცი რანაირადაც აწვენენ ხოლმე (იცინის)
-არა, როგორ არ გამეღვიძა, წესით ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს
-ოო ეგ არვიცი, პატარა ბავშვივით გეძინა და არც შეფხიზლებულხარ
-უცნაურია, ასე არასდროს დამმართნია
-ოდესღაც ყველაფერი პირველად ხდება.. იციი?! როდესაც დაგაწვინე ისე ჩაებღაუჭე და ჩაიხუტე ჩემი ბალიში ძაან მომინდა მის ადგილას ყოფნა
-ხოო?
-ჰოო, ჰოო. კარგი მიდი ადე ვჭამოთ, საუზმე მოგიმზადე
-მე მომიმზადე?
-ხო რაიყო, რატო გაგიკვირდა?
-რავი აბა
-ხოდა თუარიცი მაშინ რასლაპარაკობ
სრულფასოვანი საზმე მომიზადა: ბლინები, ერბოკვერცხი, ბეკონი, ხილ-ბოსტნეული, ნატურალური წვენი.. საოცრად მესიამოვნა მისი ასეთი ერთგვარი ზრუნვა ჩემდამი.
-მადლობა, ძალიან საყვარელი ხარ
-ძალიან მეუცნაურება შენგან ამდენი კომპლიმენტი (საოცრად მიღიმის და ნაზად სახეზე მეფერება)
-შეირგე, სულ ასეთი არვიქნები
-რატომ?
-ზედმეტობა ყველაფერს აუფერულებს
-აჰამ გასაგებია (ისევ და ისევ ეს ღიმილი, რომელიც გულს მიფორიაქებდა)
გემრიელად ვისაუზმეთ, შემდეგ ალაგებაში მივეხმარე, ცოტახანი ვისაუბრეთ..
-უნდა გავიდე (მე)
-რატომ? იყავი რა (სანდრო)
-სამეცადინო მაქვს
-მერე აქ იმეცადინე
-ოო, ეგრე ვერა
-გპირდები ხელს არ შეგიშლი
-შეგეშლევინება
-ეგ როგორ?
-შენ რომ გვერდით მეყოლები როგორ ვიმეცადინო
-ძალიან ჩვეულებრივად
-კონცენტრირებას ვერ მოვახდენ
-კარგი მიდი ხო, მიგაცილო სახლამდე? (იცინის)
-სულელო
ალექსანდრეს სიყვარული მავსებდა და მაბედნიერებდა. ბედნიერებისგან დავფარფატებდი.
ახლა გამახსენდა, რომ ტელეფონი სახლში დამრჩენია და როდესაც შევამოწმე უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა ლილესგან და დეაგან.. ლილეს დავურეკე
-ოჰ როგორც იქნა აიღე! სად იყავი აქამდე?? რატო არ იღებდი??
-სანდროსთან
-მომესმა?
-არა
-მოიცა მოიცა, ბოლოს, რომ დაგარიგეთ და ამბები ხო არ დაგვიჯერე და სისულელეები გააკეთე, მერე ლაპარაკი არმინდაო და საკუთარ თავს ლანძღავდი დაა... მიდი დაფქვი რამოხდა? მაგრამ არა! შენთან მოვდივარ! და დეასაც ვურეკავ (ლილე)
-ოჰჰ, კარგი კარგი გელოდებით (მე)
მალე მოვიდნენ და მეც მათ ყველაფერი მოვუყევი
-გარყვნილო (დეა)
-რატო?? (მე)
-პირველივე დღეს გორაობდი ქალბატონო სანდროს საწოლში და კიდე მეკითხები რატო ვარო?! (იცინის)
-იდიოტო (ვიცინი)
-კაი ხუმრობა იქით იყოს დაა ძაან საყვარელია.. ვიცოდი რაა თქვენ რო ერთად იქნებოდით, ის რო მოწონდი და შენც მოგწონდა, აი ველოდებოდი როდის აღიარებდი, მოკლედ რა სპეცი ვარ (დეა)
-რა სპეცი, რამდენი ბიჭს დაინხავდი ჩემგან 2 მეტრის რადიუსში იმას ამბობდი მოწონხარ და შენც მოგწონსო და ასე მტენიდი ყველას (მე)
-არაფერიც! მოკლედ რაა, მოსაკლავი ხარ! ასე ადრე რატომ გამოიქეცი სახლში? სად გაგვიანდებოდა? დაგიღამდებოდა გზაში? თუუუ?? დატეულიყავი სანდროსთან! (დეა)
-რატო და სამეცადინო მაქვს უამრავი, ხომ არ დაგავიწყდა რომ ხვალ ჰისტოლოგიაში ქვიზი გვაქ და მაგრად დამერხა, რადგან არც კი გადამიშლია (მე)
-ოჰჰ მოიმიზეზა მეცადინეობა, აბა დამანახე სად გაქ წიგნები როგორ აკლავ თავს.. (დეა)
-ვინ მაცადა
-ნახეე, ჩვენ დაგვაბრალა (ლილე)
-რა თქმა უნდა, აბა ვის დავაბრალო? (მე)
-აბა ასეთი ამბები მოხდა, სახლში რა გამაჩერებდა (ლილე)
-ხოდა ჩუუ (მე)
ყურადღება მოვიკრიბე, მოვინდომე და მე და დეა ერთად შევუდექით მეცადინეობას. დეა ჩემთან დარჩა. დილით უბედნიერესმა გავიღვიძე, დაუზარელად ავდექი, გავემზადე და შევუდექი საუზმის მომზადებას, როდესაც ზარი გაისმა.. სანდრო იყო
-დილამშვიდობისა ლამაზუნა! (სანდრო)
-დილამშვიდობის (მე)
-მომენატრე
-ასე მალე?
-ჰო, სულ მინდა რომ ჩემთან იყო
-ოჰჰ მომინდომა ბიჭმა
-გვრიტებო, ხელი ხომ არ შეგიშალეთ (დეა)
-სიმართლე რომ გითხრა კი (ვიცინი)
-მომიტევეთ (დეა)
-ისაუზმე ჩვენთან ერთად (მე)
-უკვე ვისაუზმე, მადლობა
-შენ რა შუსტრი ყოფილხარ
-აბაა
-კარგი, ქვევით დაგელოდებით, მე წაგიყვანთ
-არ მინდა რომ შეგაწუხო
-დღეიდან სულ მე გატარებ და არც კი შემეწინააღმდეგო
-ნუ თუ შენსას არიშლი
-ყოჩაღ მომწონხარ! როგორ უცებ დამთანხმდი
-სულ ეგრე არ იქნება
-ვნახოთ, ვნახოთ
მალევე მოვრჩით საუზმეს და ბედნიერმა ჩავირბინე კიბეები.. ლაღად, თავისუფლად და უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ თავს.. გზა უნივერსიტეტამდე სანდროს ცქერაში გავატარე და შემეძლო მთელი დღე ასე გამეტარებინა. მისი ყოველი გამოხედვა, ყოველი ღიმილი, გულს მიფორიაქებდა! უცნაური, ახალი და ამოუცნობი იყო ეს მდგომარეობა ჩემთვის, თუმცა საოცრად სასიამოვნო..
-არ მჯერა რა! (დეა)
-რისი? (მე)
-ასეთს რომ გიყურებ.. გიციმციმებს თვალები და ისეთი "აცუნდრუკებული" ხარ
-ასე იცის ალბათ სიყვარულმა
-ნახე როგორ სხვანაირად ჭუქჭუკებს
-არ დამაცადო ახლა
-გაცდი, უბრალოდ აღვნიშნე, მაგრამ მიკვირს ძალზედ, რანაირად, როგოორ...
-რა როგორ რაგინდა გოგო?
-როგორ მოახერხა სანდრომ შენი ასე უცაბედად შეცვლა..
-აბა თუ დამაცდი
-გაცდი! განა რამე.. უძალიანმაგრესად მიხარია შენი ამბავი..
-მგონი ჩემზე მეტადაც (ვიცინი)
დღემ კარგად ჩაიარა, ქვიზს კარგად გავართვი თავი, დარწმუნებული ვიყავი, რომ მაღალი შეფასება მექნებოდა დაა იმედი მქონდა სხვა საგნებზეც იგივეს ვიტყოდი. შუალედურების ციებ-ცხელება მქონდა. წუთი-წუთს მისდევდა, საათი-საათს და დღე-დღეს, ასე გავიდა 2 კვირა.. როგორც იქნა ჩაიარა ამ "ტანჯულმა" დღეებმა, დღეს ჩავაბარე ბოლო შუალედური და უბედნიერესი ვიყავი. "მოქეიფე და მუცლის მონა" ხალხმა გადავწყიტეთ შუალედურების ჩაბარება აღგვენიშნა, აბაა ამას გამოვტოვებდით?! Club 10/11 გადავწყიტეთ, 9ზე იღებოდა ამიტომ მოსამზადებლად დრო მქონდა.. სახლში მივედი ცოტა წავუძინე, რადგან საკმაოდ გადამწვარი ვიყავი. შემდეგ კი სახლი მივალაგე, მართალია ძალიან მეზარებოდა, მაგრამ სახლი სახლს არგავდა, მე კი უწესრიგობას კიდევ ერთი დღით ვეღარ ავიტანდი.. განსაკუთრებით მიყვარდა გამოცდების შემდეგი შაბათ-კვირა, ამ დედამიწაზე არაფერი რომ არ გაღელვებს და ჩიტივით თავისუფალი ხარ! სანდროსთვის ეს 2 კვირა საერთოდ არ მეცალა და ძალიან მიბრაზდებოდა. მოსაღამოვდა და ნელ-ნელა მზადებასაც შევუდექი და კარზე ზარიც გაისმა, სანდრო იყო.
-ამჯერად შემომიშვებ? (სანდრო)
-კი, მაგრამ.. (მე)
-კიდევ მაგრამ?
-ხოო, 9 საათისთვის club 10/11 -ში უნდა ვიყო, შუალედურების ჩაბარებას ავღნიშნავთ ბავშვები
-გასაგებია, ანუ ჩვენი გეგმები გადაიდო კიდევ ერთი დღით, თუ მეტით?
-გვქონდა რამე გეგმები??
-მინდოდა, რომ სადმე წავსულოყავით დღეს. ორი კვირა კარებს ცხვირწინ მიხურავდი არმცალია სამეცადინო მაქვსო და.. (სანდრო)
ისეთი საყვარელი იყო ამ დროს, როცა ბრაზობდა, ბუზღუნებდა. მივუახლოვდი და ნაზად შევეხე სახეზე. რამდენი რამის შეცვლა შეუძლია ერთ შეხებას?! თუნდაც სულ ოდნავ თითის ბალიშის, წამიერად, ნაზად შეხებას.. მხოლოდ ეს ნაზი შეხებაა საჭირო ჟრუანტელის გამოსაწვევად. შემდეგ მისი სახე ხელებში მოვიქციე და დავეწაფე მის ტუჩებს. მისგან წამოსული იმპულსები, წამიერად ედებოდა მთელს სხეულს და ამ ბედნიერებას ყველგან ვგრძნობდი. მასში ერთი უჯრედიც კი არ იყო ისეთი, რომლის შეხება, მოფერება და კოცნა არ მინდოდა!
-მიყვარხარ
-მეც ძალიან (სანდრო)
-მაპატიე, მაგრამ მოსამზადებელი ვარ. დღესაც და ხვალიდან მცალია შენთვის
-რა პატივია ქალბატონო ბარბარე!
-კარგი მორჩი ახლა და მაცადე მომზადება
-საზიზღარი ხარ!
-არვარ
კარგი, როცა მზად იქნები მითხარი და მე წაგიყვან
-კარგი
შავი სადა კაბა ჩავიცვი და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმა კი მსუბუქად ავიწიე. შემდეგ კი სანდროს დავუძახე, რომ წავეყვანე.
-იმდენად ლამაზი ხარ რომ არმინდა გაგიშვა და არგინდა რომ აღარ წახვიდე და ჩემთან დარჩე?
-აფერისტობას აქვს ადგილი
-ეგ მეორედ აღარ თქვა!
-კარგი, ბოდიში (ვიცინი)
-კარგი მიდი დროზე გადადი, თორე უკან წაგიყვან (იცინის)
-ძაან ნუ გამითამამდი შენ, შენი საკუთრება არვარ!
-რატო არ შეგიძლია უბრალოდ კომპლიმენტი მიიღო და ყოველ სიტყვაზე არმიკბინო?!
-არაფერიც! რაცაა იმას ვამბობ
-კარგი, წამოსვლამდე აუცილებლად დამირეკე და მოგაკითხავ კარგი?
-კარგი, შეგეხმიანები
თითქმის ყველა მოსული იყო. ჩვენი ჯგუფის გარდა ლაშას ჯგუფიც აქ იყო და რა თქმა უნდა, დათოც. ის ისევ ცდილობდა მისეული ხერხებით ჩემს მოხიბვლას, თუმცა ამაოდ. დაძაბული კვირის შემდეგ, ამ საღამოთი განტვირთვას ვცდილობდი, ცეკვით და სასმლით. საღამო მშვენივრად მიმდინარეობდა, დროს სასიამოვნოდ ვატარებდი.
ხმაურმა და სიგარეტის სუნმა შემაწუხა ამიტომ გადავწყიტე გარეთ გავსულოყავი. საკმაოდ მესიამოვნა სუფთა ჰაერი.
-დიდხანს ველოდი როდის დარჩებოდი მარტო
გვერდით არც კი გამიხედავს, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ დათო იქნებოდა
-რით აღარ დაიღალე იქნებ ოდესმე მიხვდე და შემეშვა
-იქნებ გამომხედო აშკარად ვიღაცაში გეშლები
ჩემს გვერდით ლევანი იდგა.. მისი დანახვა და ყველაფერი წამიერად გამახსენდა.. თითქოს ჭრილობა კვლავ განმიახლდა, ის ტკივილი და სიბრაზე კვლავ ვიგრძენი, ნაკლებად თუმცა მაინც მტკივნეული იყო. ის ბავშვური სიყვარული გამახსენდა.. არა სიყვარული არიყო, ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში რომ არმიყვარდა. სანდრო მიყვარდა და თან ძალიან! ლევანს აქ რაუნდოდა, რატომ იყო აქ?! რატომ მოვიდა ჩემთან?!
-დიდიხანი იქნები ჩუმად? (ლევანი)
-აქ რა გინდა?! (მე)
-მინდა მომისმინო და არ გაიქცე
- გისმენ
-ბათუმში ხშირად გხედავდი, შემდეგ თბილისშიც რამდენჯერმე დაგინახე.. 3 თვის წინ კი სამედიცინო უნივერსიტეტთან შეგამჩნიე და მას შემდეგ ხშირად გადევნებ თვალს, მეგონა რომ მამჩნევდი და მაიგნორებდი თუმცა...
-მითვალთვალებდი?
-არა
-არაა?? და თვალს გადევნებდი რასნიშნავს?!
-მისმინე ვიცი არასწორია. ბევრი დაგიშავე, გატკინე და არმაქ უფლება
-ნამდვად არგაქვს!
-გთხოვ დამამთავრებინე, ძალიან მიჭირს ისედაც საუბარი.. იმ ამბის შემდეგ უამრავი რამ მოხდა, არანაირი გასამართლებელი საბუთი არმაქვს. საშინელი შეცდომა დავუშვი, მეგონა ელენე მიყვარდა, მაგამ მივხვდი რომ არ მყვარებია.. ბარბარე ისევ მიყვარხარ, თავიდან ვერ ამოგიგდე. ვერ გივიწყებ, ვერანაირად, გამუდმებით შენზე ვფიქრობ. მინდოდა მოვსულიყავი, მუდამ ვფიქრობდი ამაზე, თუმცა ვერ ვბედავდი, რაღაც მაკავებდა რაღაც ხელს მიშლიდა და საკმარისი გამბედაობა არ მყოფნიდა.. მეშინოდა, შენი სიტყვების, რეაქციის მაგრამ, დღეს აქ ძმაკაცებთან ერთად წამოვედი და ვერც კი წარმოვიდგენდი აქ თუ იქნებოდი. სულ შემთხვევით დავემთხვით ერთმანეთს და მიხვდი, რომ აი სწორეს ეს იყო!! ნიშანია! იმედი მომეცა, რომ ეს ჩვენი შანსია. მინდა მაპატიო, მინდა კიდევ ვცადოთ.. გთხოვ, დაფიქრდი.. უშენოდ არშემიძლია!
-უკაცრავად?! ხვდები მაინც რას ამბობ?
-არვიცი, რადგან საკმაოდ არეული ვარ
-რა იმედი? რა ჩვენი შანსი?! რა ნიშანი?! ჩვეენ?! ჩვენ არვარსებობთ და არც არასდროს ვიარსებებთ
-მინდა დაფიქრდე, ვიცი გიყვარდი მე საშინლად მოვიქეცი, საშინელი შეცდომა დავუშვი.. მაგრამ იქნებ, როგორც მე ვერ დაგივიწყე და კვლავ მიყვარხარ შენც იმავეს გრძნობ ჩემს მიმართ! პირველი სიყვარულო ხომ დაუვიწყარია. გთხოვ დაფიქრდი, გაბრაზებულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტულებას, ვიცი...
-გაჩერდი!
-ბოლომდე დამამთავრებინე გთხოვ. ვიცი რთულია რომ ეს დაივიწყო, რომ ისევ მენდო, მაგრამ მეორე შანსს გთხოვ, ძალიან გთხოვ. უზომოდ მიყვარხარ! ვიცი ეს აბსურდად გეჩვენება, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდები არაა ასე.. ასე არუნდა მოგქცეოდი, შენ არიყავი მზად სერიოზული ურთიერთობისთვის, იმ დროს მეტი არგინდოა, ისე კომფორტულად იყავი ჩემთან და მე იდიოტს მეგონა რომ არ გიყვარდი! და ელენეს ვეკითხებოდი რჩევებს, მე კი მან თავგზა ამიბნია! ჯანდაბა!! მინდა გამოვასწორო ჩემი შეცდომა, მინდა დრო უკან დავაბრუნო, მაგრამ ეს შეუძლებელია.. ბარბარე გთხოვ უბრალოდ დაფიქრდი, რამდენიც გინდა იმდენ დროს მოგცემ! რამდენსაც მეტყვი.. მაგრამ კიდევ ერთ შანს გთხოვ, მეორე შანსს! მინდა ვცადოთ! ცდას ხომ არაფერი უდგას წინ. მინდა ის დრო გაიხსენო, როცა გიყვარდი ან ახლა თუ ოდნავ მაინც გაქვს ჩემდამი რამე გრძნობა, გთხოვ მაპატიო და გთხოვ, რომ მეორე შანსი მომცე. მიყვარხარ, მაგიჟებ და არვიცი, საოცრება ხარ! როგორ დავუშვი და ხელოდან როგორ გაგიშვი, ეს შეცდომა როგორ დავუშვი!! ბარბარე მიყვარხარ!
-მორჩი?
-კი
-გაპატიო? მეორე შანსი მოგცე? სერიოზილად? ტვინში რამე პრობლემა გაქვს?! ხვდები მაინც რას ლაპარაკობ? 5 წლის შემდეგ გამომეცხადე და სიყვარულს მეფიცები. შენი არცერთი სიტყვის არმჯერა! რას იგონებ, რა ზღაპრებს თხზავ, საერთოდ ხვდები მაინც რას ლაპარაკობ?! სრულ ჭკუაზე ხარ?! ან დავუშვათ და მართალს ამბობ. იცი?! რასვფიქრობ შენზე?!
-კი რა თქმა უნდა, მაგრამ იცოდე არაფერს ვთხზავ, არ გატყუებ, სიმ...
-არა გაჩუმდი, აღარ გააგრძელო! არმაინტერესებს! არ მანაღვლებს და არც შენ მაინტერესებ! არ მიყვარხარ! მეგონა მიყვარდი, თუმცა დრო გავიდა და მივხვდი რომ არც არასდროს მყვარებიხარ. ჩემთვის არაფერს ნიშნავ და არაფერს წარმოადგენ! გასაგებად აგიხსენი? ახლა კი ძალიან გთხოვ შემეშვა!
-ბარბარე!
-უნდა შევიდე
წინ გადამეღობა და ხელი ხელზე მომკიდა
-გთხოვ, ამ ყველაფერს სიბრაზით ამბობ
-ხელი გამიშვი
-არმინდა შენი გაშვება, მიყვარხარ!
ამ დროს დათო გამოვიდა.. ხო ეს მაკლდა ზუსტად სრული ბედნიერებისთვის, აბა რა!
-ბარბარე რახდება? გაწუხებს? შენ ვინხარ? ჩემ ბარბის რატო მიწუხებ? (დათო)
-ამის გამო? ესაა ამ ყველაფრის მიზეზი? (ლევანი)
-შენთან ყველაფერი დავამთავრე, გასაგებად აგიხსენი და თურამე ვერ გაიგე ეგ ჩემი პრობლემა არაა!!
და ბატონო დავით, თქვენი მფარველობა არმჭირდება, საკუთარ თავს მეც მივხედავ და დიდ პატივს დამდებ თუ ჩემს საქმეში არ ჩაერევი!
-როგორ თუ არა?? აშკარად გაწუხებენ. ამის? რა ყველაფრის მიზეზი? რახდება? ან ვინხარ რომ ასეთი ტონით მომმართო (დათო)
-შენ საერთოდ ვინხარ? რა პრობლემა გაქვს (ლევანი)
ჯანდაბა!!! რა დავაშავე??? ნელ ნელა ტონს აუწიეს, სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებოდა და ვხვდებოდი რომ ეს საშინლად დამთავრდებოდა, სიუხეშით ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ დათოს მივუახლოვდი
-მისმინე არაფერი ხდება! ეს ჩემი ძველი ნაცობია, თუმცა არაფერი ხდება, გთხოვ შემოდი
-როგორი საყვარლები ხართ ერთად.. ძველი ნაცნობი არა?! (ლევანი)
-შენ გაჩუმდი, მგონი შენ არგელაპარაკები (მე)
-ბიჭო, შენ ასე რა უფლებით ლაპარაკობ?! რას წარმოადგენ? (დათო)
-დათო შიგნით შევიდეთ. ნასვამი ხარ და უბრალოდ გეჩვენება. ისიც ნასვამია და არიცის რას ლაპარაკობს. გთხოვ, თუ ოდნავ მაინც მცენ პატივს შემომყევი. (მე)
ერთმანეთისკენ მაინვ იწეოდნენ თუმცა ამის საშუალებას დათოს არვაძლევდი!! ლევანთან აზრი აქ ქონდა!
-გთხოვ (მე)
-კარგი, საკუთარ თავს გადავაბიჯე და ისიც შენი ხათრით (დათო)
-მადლობა
და ლამის წიხლით შევტენე.. ამოვისუნთქე.. ლევანი შემოგვყვა და მის გამოწვევას კვლავ ცდილობდა
-აქედან გაეთრიე, არც კი გაბედო! (მე)
ლევანი ისევ მის მაგიდას და მის ძმაკაცებს დაუბრუნდა და გამუდმებით აქეთ იყურებოდა, აშკარად ბრაზი ახრჩობდა და ერთი ადგილი ეწვოდა, ვიცოდი, რომ ცოტახნით გავაჩერე თუმცა რაღაც მაინც მოხდებოდა, თუ რომელიმე აქედან არ წავიდოდა.
-ბარბარიკა სადიყავი? გეძებდი (დეა)
-შენი დახმარება მჭირდება
-რახდება?
-ახლა ყველაფერს ვერ მოვყვები მაგრამ გთხოვ დამეხმარე, რომ როგორმე დათო სახლში წავიყვანოთ, ან ლაშას უთხარი ან არვიცი
-რახდება?
-დათო საკმაოდ ნასვამია და დროებით შევაჩერე თუმცა რამდენიხანი არვიცი. ლევანი კიდევ, გამუდმებით აქეთ იყურება! ერთი სული აქვს წიხლქვეშ გაიგდოს
-ბარბარე ნორმალურად მოყევი. ვინაა ლევანი?
-ბევრ ლევანს იცნობ?? იმ მაგიდაზე ზის.. გარეთ, როცა გავედი გამომყვა და სისულელეები მელაპარაკა, ნუ არაქვს მაგას მნიშვნელობა, შემდეგ დათო მოვიდა და ჰოპ, ესეც შარი! და დათოს თუ არ წავიყვანთ, ვიცი რომ ჩხუბი ატყდება და მარტო დათოს და ლევანს შორის არა!
-ჯანდაბა! აუცილებლად უნდა წავიდეს, ტაქსს გამოვიძახებ ახლავე, მაგრამ ეგ სანამ მკვა იქნებ აქაა გავალ ვნახავ.. შენ აქ იყავი დათოსთან მარტო არ დატოვო, არმოშორდე. შენთან ერთად ხოარმოგვაფდება.. ლაშა დაწლაპარაკება და წავა დათო, დამშვიდდი (დეა)
-კარგი, მადლობა
ვნერვიულბდი, ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. დაძაბული ვიყავი დათოს გვერდით. გამუდმებით ვუყურებდი ხან დათოს და ხანაც ლევანს და ყოველწამს მეგონა, რომ ერთმანეთს დაეტაკებოდნენ.. დათო რაღაცეებს ბუტბუტებდა, თუმცა არვუსმენდი.
-ტაქსი გველოდება წავიდეთ (ლაშა)
-სად უნდა წავიდეთ? (დათო)
-ნასვამი ხარ და სანამ ყველაფერი გართულდება სახლში წადი (ლაშა)
-ორი წლის ბავშვი ვარ სახლში რომ მიგყავართ? (დათო)
-არხარ! მაგრამ საკმაოდ ნასვამი ხარ (მე)
-ჩემო ბარბარე (დათო)
ჯანდაბა ვერვიტან მთვრალ ხალხს! როგორც იქნა, დავითანეთ წასვლაზე, მისი გარეთ გაყვანა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
-ბარბარე თუ არ წამოვა არც მე წავალ! (დათო)
-ჩაგეჯი და წავიდეთ (ლაშა)
-არა! მის გარეშე არსად წასვლას ვაპირებ (დათო)
-კარგი, მეც მივდივარ, ჩანთას და მოსაცმელს ავიღებ (მე)
-რაა? (დეა)
-არ წავა, ამიტომ სხვა გზა არ არის (მე)
ნამდვილად არ მინდოდა მთვრალ დათოსთან ერთად მგზავრობა და მითუმეტეს სახლში გაცილება, თუმცა სხვა გზა არ მქონდა ამიტომ ჩანთა და მოსაცმელი ავიღე და უკან მალევე დავბრუნდი.
-კარგი მეც წამოგყვებით (ლაშა)
-არა! მხოლოდ მე და ბარბი მივდივართ, მასთან საქმე მაქვს (დათო)
-ა*რაკებ (ლაშა)
-მხოლოდ მე და ბარბი (დათო)
-კარგი, არმინდა შენი გამოყოლა, საკუთარ თავს მივხედავ, წავედით.. თქვენ კი შებრუნდით და გაერთეთ ისედაც ჩემი პრობლემებით დაგღალეთ.
-ბარბარე დარწმუნებული ხარ? (დეა)
-კი დარწმუნებულივარ..
ვერვიტანდი!! ვერცერთს ვიტანდი! რას ითხოვდნენ, რა უნდოდად. ერთმანეთზე იდიოტები! საღამოს მშვიდად გატარება და განტვირთვა მინდოდა, თუმცა ვინ დაგაცადა! დათომ მთელი გზა ტვინი გამიბურღა.
ძალიან მომწონხარო, უფროსწორედ მიყვარხარო. აღიარა ბაბნიკი ვარო თუმცა ეთხელ ყველას უყვარდება და ის ადამიანი სწორედ შენხარო! ის ერთადერთი ხარო. მიბრაზდებოდა თუ რატო არმჯეროდა მისი, ასევე ყველანაირად ეცდებოდა ჩემ მოხიბვლას და არასდროს დანებდებოდა! ნეტა თვითონ თუ სჯეროდა ამ სიტყვების? როგორც იქნა მივაღწიეთ დათოს სახლამდე
-მოვედით, გადასვლას აღარ აპირებ? (მე)
-მე შენთან მინდა (დათო)
-ზედმეტები მოგდის!
-მართლა მინდა შენთან! გადადი და გადმოვალ მეც. ცოტახანი დარჩი ჩემთან, გთხოვ
-უკაცრავად?!
-ხო რა, ძალიან გთხოვ
-იავნანაც ხორ გიმღერო?!
-აუ კი რა
-ყველა იდიოტი მე რატო უნდა გადამეკიდოს, თუარგადახვალ მანდ ეგდე!!!
-თქვენი სახელი ბატონო? ნახეთ როგორ მაწვალებს, ხომ ხედავთ არა? (ტაქსისტს მიმართავს)
გაბრაზებული, გამწარებული ვიყავი.. ცრემლებამდე ცოტაღა მაკლდა! როგორ ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე ამდენის გაბედვის საშუალებას რომ ვაძლევდი.. ან რას მოვყვებოდი? დაეწყვიტათ ერთმანეთი!! მაგრამ ვერ დავუშვებდი, რომ ჩემ გამო ეჩხუბათ, თან რის გამო? სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. მთელი ღამე ამ დასაწვავ ტაქსში ხომ ვერვიქნებოდი.. ან ეს ტაქსისტი რასიფიქრებდა? დათოს გაუჩერებელი ლაპარაკი, აქეთ კი ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა.. ჯანდაბა, ვერვიტანდი!
-უკაცრავად, ამდენიხანი რომ შეგაყოვნეთ (მე)
-არაუშავს შვილო (ტაქსისტი)
მანქანიდან გადავედი და დათოც თან გადმოვყვა, ტელეფონი ავიღე ლაშა იყო
-მიხვედით?
-კი
-კარგი მე და დეაც მალე მოვალთ, უკან გამოგყევით.. არმინდოდა ამ შუაღამე მარტო გევლო და თან ვიცი მაგის სიმთვრალის ამბები, ძაან გადაეკეტება ხოლმე
-მადლობა, გელოდებით..
ტელეფონი გავთიშე.. ეს იდიოტი კი გვერდით იდგა და მიღიმოდა
-ძალიან ლამაზი ხარ, მინდა მთელი ცხოვრება შენ გიყურებდე
-მეკი მინდა მოკეტო და აღარასოდეს გნახო! ახლა კი სახლში შედი და შემეშვი!!!
-ასეთი უხეში რატომხარ
-ასეთი უხეში რატომვარ? ხვდები მაინც რას აკეთებ? ჩემს საქმეში უხეშად, უტაქტოდ ერევი, შემდეგ ყველანაირად მარცხვენ, პრობლემებს მიქმნი და კიდევ მეკითხები თუ უხეში რატომ ვარ?!!!
-მაპატიე რა, არმინდოდა
დეა და ლაშა მოვიდნენ და ამოვისუნთქე. ლაშამ დათო ძლივს შეათრია სახლში
-მისმინეთ, ეს არაფრის ღირსია, მაგრამ მარტო ვერ დავტოვებ. ცუდად არგახდეს, მაგრამ მეტი რაღა უნდა დაემართოს ისეთი მთვარალია.. მის მაგივრად გიხდი ბოდიშს ბარბარე! მოკლედ მე ვერ გამოგყვებით ამიტომ დეამ სანდროს დაურეკა, უკვე მოდის და წაგიყვანთ სახლში
-შენ ბოდიშს რატომ იხდი, პირიქით ეს ყველაფერი ჩემ გამო ხდება
-შენ თავს ნუ იდანაშაულებ (დეა)
-აბა ვის მოვთხოვო პასუხი ამას? თუ ლევანს?! ერთმანეთზე იდიოტები! რასვფიქრობდი საერთოდ რატომ წამოვყევი.
-დამშვიდდი ბარბი
-ვერ ვმშვიდდები. საკუთარ თავზე მეშლება ნერვები
ამასობაში სანდროც მოვიდა.. როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა მაშინვე შევნიშნე მისი მრისხანე სახე, არც კი შემოუხედავს ჩემთვის.. მთელი გზა ჩუმად ვიყავით, დეა ცდილობსა სიტუაცია განემუხტა, თუმცა არგამოდიოდა. მთელი გზა მას ვუყურებდი.. ისეთი დაძაბული იყო, მისი შემხედვარე თავს კიდევ უფრო დამნაშავედ ვგრძნობდი. დეა სახლში დავტოვეთ და გზა ისევ სიჩუმეში გავარძელეთ..
.....
ვფიქრობდი როგორ უნდა ამეხსნა და მეთქვა ყველაფერი, ვცდილობდი გონებაში სათქმელი დამელაგებინა. გარბაზებული და განერვიულებული ვიყავი. დათოს შესახებ იცოდა და საშინლად არმოსწონდა, მითხრა დაველაპარაკებიო თუმცა დავუშალე და ამის საშუალება მე არ მივეცი. რაც შეეხება ლევანს და ელენეს მათზე არმქონდა ნათქვამი და სწორედ ის დრო იყო, როდესაც ყველაფერი უნდა მეთქვა მისთვის. როგორც იქნა სახლში მივედით.
-სანდრო
-ხვალ ვილაპარაკოთ!
-არა
- უკვე გვიანია
-შემოდი
-კარგი, გისმენ
შევეცადე მოკლედ მომეყოლა ყველაფრერი, ლევანზე და ელენეზე არმითქვამს, აქცენტი დათოზე გვქონდა..
-იციი.. მე არმინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო მაგრამ..
-რა მაგრამ?! საშუალება რომ მოგეცა ჩემთვის, ეგ ტიპი ამდენს ვერ გაგიბედავდა! მაგრამ არა..! მითხარი მეთვითონ მივხედავ და არმინდა ჩაერიოო. ბარბარე მე შენს აზრს პატივს ვცემ და შესაბამისად არაფერი მომიმოქმედებია.. მაგრამ უნდა გამეკეთებინა! ხომ ხედავ არაფერი იცვლება და უარესად იქცევა! გასაგებია არგინდოდა შენგამო ვინმე დაშავებულიყო, ჩხუბი ამტყდარიყო და ყვლა იქ მყოფი ბიჭი ამაში ჩარეულიყო, მაგრამ რატომ ვერხვდები რომ დათომ ამით ისარგებლა?! მოდიხარ და მეუბნები, რომ მოწონხარ, უყვარხარ, რომ შენსგარეშე არუნდა იყოს, შენსგარეშე არუნდა სახლში წავიდეს.. ამაზე როგორი რეაქცია უნდა მქონდეს? უნდა მესიამოვნოს? და თან ყველა მის ახირებას ასრულებ.. მომენტით რომ სარგებლობდა ვერმიხვდი?
-რაუნდა მექნა?! არაფერი მომემოქმედებინა? ერთმანეთი უნდა დაეწყვიტათ და ასე ბედნიერად მეყურებინა?
-არგინდა რომ შენს საქმეში ვინმე ჩარიო და გინდა ყველაფერი თავად მოაგვარო.
-ამით რისი თქმა გინდა?
-იმის რომ, უნდა მისცე ხალხს იმის საშუალება რომ ხანდახან დაგეხმარონ. არაა აუცლებელი რომ მუდამ თავად აგვარებდე ყველაფერს
-და როცა შემიძლია თავად მოვაგვარო, სხვა რატომ უნდა ჩავრიო ჩემ საქმეში
-ამას ეძახი მოგვარებას?!!
-ყვირი!
-ხო ბარბარე, ნამდვილად! მეგონა კურსელებთან ერთად იყავი, ერთობოდი და კარგ დროს ატარებდი.. და ამ დროს დეა მირეკავს და მეუბნება რას?? რომ დათოს სახლში აცილებ და რაუნდა ვიფიქრო ამდროს? გზაში ათას რამეზე ვფიქრობდი
-და მაინც რას?? არ მენდობი?
-შენ გენდობი, თუმცა მას არა! ჯანდაბა ბარბარე რატომ ვერხვდები?!
-უბრალოდ ....
-მგონია რომ ჩემი არსებობა გავიწყდება, რომ ვერ მამჩნევ და გაწუხებ ან თავს გაბეზრებ.. არვიცი რა ვიფიქრო რადგან, ხანდახან არმესმის შენი. სხვად მომიხსენიებ! როცა მგონია რომ ყველაფერი იდეალურადაა მოულოდნელად რაღაც ხდება და ყველაფერი უარესობისკენ იცვლება. ვგრძნობ რომ მუდმივად დაძაბული ხარ და რაღაც გაწუხებს. არვიცი რას ფიქრობ და რა ხდება შენს გონებაში, მაგრამ მგონია რომ საკმარისად არმენდობი!
მისმა ამ სიტყვებმა გული მატკინა, თუმცა მართალს ამბობდა, მეგონა ყველაფერი გამომდიოდა, მაგრამ სულ ტყუილად. არვიცოდი რა მეთქვა, აზრებს თავს ვერ ვუყრიდი
-....
-გასაგებია, რაც გითხარი იფიქრე ამაზე. ახლა კი ჯობს აქ შევჩერდეთ და ხვალ შედარებით დაწყნარებულ და დასვნებულ გონებაზე განვაგრძოთ საუბარი
-კი სჯობს
მოუსვენრად ვიყავი, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. დაღლილს, ნანერვიულებულს და გაბრაზებულს მალევე ჩამეძინა.. დილით გაღვიძებულს თავი მტკიოდა. ცოტა გამოვფხიზლდი და მაშინვე სანდროსთან წავედი, რადგან მინდოდა ყველაფერი დროულად მომეგვარებინა და ამ გაუგებრობას ვეღარ ავიტანდი. კარი როდესაც გამიღო ისეთი საყვარელი იყო წამით ყველაფერი დამავიწყა. აშკარად გავაღვიძე, თმები აჩეჩილი ჰქონდა და სასაცილოდ გამოიყურებოდა.
-შემომიშვებ?
-მოდი
-სანამ რამეს მეტყვი მინდა ჯერ მე გითხრა.. (დაწვრილებით მოვუყევი ლევანის და ელენეს ამბავი, რადგან უნდა სცოდნოდა, თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი) არმინდა ვჩხუბობდეთ. მესმის შენი და მართალი ხარ, უნდა მივცე ხალხს უფლება, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვა. უნდა ვისწავლო ხალხის ნდობა! უნდა მივცე საშუალება, რომ დამეხმარნონ.. მართლა ვცდილობ, მაგრამ როგორც ჩანს არგამომდის. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალე და ჯერ კიდევ ვერ ვეგუები ამას. წარსული ჯერ კოდევ მოქმედებს ჩემზე. გამუდმებით ვფიქრობ რომ შეიძლება იგივე განმეორდეს. არმინდა ასე ვფიქრობდე მაგრამ არშემიძლია. საბაბი არანაირად მოგიცია რომ არ გენდო, პირიქით, მაგრამ ვერმოგატყუებ და ვერგეტყვი რომ ბოლომდე გენდობი და ამისთვის მაპატიე. ძალიან ვბრაზობ საკუთარ თავზე ამის გამო, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ. გამუდმებით მეშინია. გულისტკენის საშინლად მეშინია.. რადგან ვიცი, რომ ეს ძალიან დიდ ტკივილს მომაყენებს. (ცრემლები ჩემდაუნებურად სახეზე ჩამომგორდა)
სანდრო მომიახლოვდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა
-მისმინე ჩემო პატარავ მინდა გჯეროდეს ჩემი, ნუთუ ვერ გრძნობ და ვერ ხედავ ჩემს თვალებში თუ რაოდენ ძლიერ მიყვარხარ! არასოდეს მოგატყუებ და არასოდეს მიგატოვებ. საოცრება ხარ! მოულოდნელად შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და საოცრად გამიფერადე. დაგისაკუთრე და არასოდეს გაგიშვებ! თავდაყირა დააყენე მთელი ჩემი ცხოვრება. არც კი ვიცი აქამდე შენს გარეშე როგორ ვარსებობდი. როგორ ვცხოვრობდი ან რა აზრი ჰქონდა ჩემს ცხოვრებას. ახლა კი ვხვდები, რომ მთელი ჩემი ცხოვრების აზრი იყო ამ შეხვედრის მოლოდინში! შენი წამით დანახვაც მაბედნიერებს და გამუდმებით მენატრები. მინდა მუდამ ჩემთან იყო და ჩემი თვალები მუდამ შენ გხედავდეს. მე არმინდა შენსგარეშე ვიარსებო და ეს არასოდეს მენდომება!
მისმა სიტყვებმა გამაბედნიერა და გული გამითბო. მისი გამოხედვა, მისი ღიმილი და მისი თვალები.. როგორ შეიძლება მათი არ გჯეროდეს და როგორ შეიძლება ეს ყალბი იყოს! თითქოს დიდი ტვირთი მომეხსნა, სიმსუბუქეს ვგრძნობდი. მუდამ ვფიქრობდი თუ რას ვიგრძნობდი როდესაც ვინმე შემიყვარდებოდა, თუმცა ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. სული მიფორიაქებდა, გული გამალებით ძგერდა და მუცელში პეპლებს ვგრძნობდი. სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ ჩემს ამ მდგომარეობას, სიტყვები არ ჰყოფნის.
-მაბედნიერებ ალექსანდრე!
-მეც ჩემო პატარავ
დიდიხანი ვიყავი მასთან მიხუტებული გაუნძრევლად, მის გულისცემას ვისმენდი და ხარბად ვისუნთქავდი მის საოცარ სურნელს, რომელიც მაბრუებდა. მოსაღამოვდა და გადავწყვიტეთ სადმე გავსულიყავით. ძალიან მყუდრო, ლამაზ, კუსკუსა კაფეში დამპატიჟა და გამიმასპინძლდა გემრიელი ვახშმით და სიმბოლურად ერთი ჭიქა ღვინით. შემდეგ კი გავისეირნეთ და ბევრ სასიამოვნო ამბავზე ვისაუბრეთ. საღამომ მშვიდად და რომანტიულად ჩაიარა. გადიოდა დრო, ჩვენი სიყვარული კი ყოველდღიურად ძლიერდებოდა. უკვე დარწმუნებული ვიყავი მასში და მთელი გულით მჯეროდა მისი. ვიცი რომ ვუყვარდი და არასდროს გამიკეათებდა ისეთ რამეს რაც გულს მატკენდა. მოკლედ უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ასეთი საოცარი ადამიანი ვიპოვე!
დღეს შესანიშნავი, ბედნიერი და აღმაფრთოვანებელი დღეა! როგორც იქნა დადგა ეს დღე. ცოტა ვნერვიულობთ გვინდა ყველაფერი იდეალურად იყოს, რადგან დღეს ხომ ლილეს და დემეს ქორწილია!!! ქორწილს ბათუმში იხდიან. განწობა კარგი, ამინდი შესანიშნავი.. გოგონები დილიდანვე ვემზადებით და ვლამაზდებით. ჯვრისწერა, ხელმოწერა, ფოტოსესია.. ყველაფერმა იდიალურად ჩაიარა..ახლა კი გზაში ვართ და დარბაზისკენ მივდივართ. ლილე პირდაპირი მნიშვნელობით ანათებდა, ულამაზესი იყო. დემე კი უსიმპატიურესი. ერთი სიტყვით საოცარი წყვილი იყო, უკვე კი ცოლ-ქმარი. ვღელავ რადგან დღეს ალექსანდრე უნდა გავაცნო ჩემს მშობლებს მანამდე, რა თქმა უნდა, მის შესახებ იცოდნენ თუმცა ნანახი არჰყავდათ. ასევე დღეს ლაშა აპირებდა დეასთვის ხელის თხოვნას. ამის შესახებ ყველამ ვიცოდით დეას გარდა, ლაშამ რა თქმა უნდა დეას მშობლებისგან აიღო თანხმობა, რომ ეს მათთვის მოულოდნელი არ ყოფილიყო. ლილე და დემე მთელი გზა მაწვალებდნენ ბარემ თქვენც დააყენეთ საშველი და დაოჯახდითო, თუმცა ეს პირადად ჩემთვის საკმაოდ ადრე იყო. ქორწილი შესანიშნავად მიმდინარეობდა. ძალიან ლამაზები იყვნენ სიძე-პატარძალი, მათი შემყურე მეც ვბედნიერდებოდი და მათ სიხარულს მეც მთელი გულით ვიზიარებდი. აი დადგა ის დროც, თაიგულის სროლა, მე და დეა კი რა თქმა უნდა, მზადყოფნაში ვიყავით. ჩემ როლს შესანიშნავად ვირგებდი და ვცდილობდი ყველასთვის სასურველი თაიგულის დაჭერას. მოულოდნელად კი პატარძალმა თაიგული დეას გადასცა
-უკან გაიხედე (ლილე)
-ცოლად გამომყვები? (ლაშა)
ლაშა მომღიმარი სახით დაჩოქლი, ბეჭდით ხელში სულმოუთქმელად ელოდა დეას
-კი
ისეთი ბედნიერები იყვნენ ვერც კი აგიღწერთ..ყველა ულოცავდა, ადღეგრძელებდენ. ქორწილი მშვენივრად მიმდინარეობდა და ამ ფაქტმა კი ხალხი უფრო მეტად დამუხტა დადებითად. დეაკო კი ვერ გამოდიოდა შოკიდან, არასდროს მენახა ასეთი ბედნიერი. ჩემ მშობლებთანაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძალიან მოეწონათ ალექსანდრე. კარგად აღზრდილი, ნიჭიერი ახალგაზრდააო. პატივს გცემს და უყვარხარ, ამას მის თვალებში ვხედავ და ჩვენთვის უმთავრესი ის არის, რომ შენ იყო ბედნიერი და ამით ჩვენც ბედნიერები ვიქნებითო. უბედნიერესი ვიყავი, რადგან ქორწილი შესანიშნავად მიმდინარეობდა, ხელის თხოვნამაც იდეალურად ჩაიარა და ასევე მშობლებსაც მოეწონათ სანდრო. ახლა ნამდვილად მშვიდად ვიყავი.
-ბარბარე, პატივს დამდებთ და იცეკვებ ჩემთან ერთად? (სანდრო)
-რა თქმა უნდა
-დამშვიდდი ცოტა მაინც რომ ღელავდი?
-კი, იციი ჩემებს ძალიან მოეწონე
-შესანიშნავია! ერთი სული მაქვს ჩემებსაც პირადად როდის გაგაცნობ. თუმცა შორიდანაც ძალიან უყვარხარ ან შენ როგორ შეიძლება ვინმეს არუყვარდე
-თავში ამივარდება
-შენ ჩემი თავმდაბალი გოგო ხარ
ქორწილი ულამაზესმა ფეიერვერკმა დააგვირგვინა. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, ზუსტად ისე როგორც გვინდოდა. მართალია ნანერვიულებულები, დაღლილები ვიყავით, თუმცა ასევე ძალიან დადებთად დამუხტულნი და ბედნიერები. ლილე და დემეტრე ხვალ პარიზში მიდიოდნენ, სიყვარულის ქალაქში!
ბათუმი...ძალიან მომენატრა ჩემი ქალაქი მისი სიფერადით, სილაღით და სიჭრელით. უამრავი კარგი, ბედნიერი და ბავშვური მოგონება მაქვს.. მართალია ზღვას მთელი ცხოვრება ვუყურებ, მაგრამ მაინც არ მბეზრდება და უზომოდ მიყვარს! აქ სასტუმრო გვქონდა, რომელიც 2 წლის წინ გავხსენით, იდეალურ ადგილას, ზღვის ხედით. დილით აივანზე გასულს ცხვირზე ზღვის ცივი და სუფთა ჰაერი რომ მოგელამუნება. ყველანი აქ ვრჩებოდით, მინდიდა ერთად ვყოფილიყავით ამიტომ ჩემებს მოველაპარაკე, რომ ყველანი სასტუმროში დავრჩებოდით, ისინიც სიამოვნებით დამთანხმდნენ და აი ასე გამოვიჭიმეთ სრულ ფუფუნებაში.
ცოტახნით დავისვენეთ და შემდეგ გეზი ქუთაისის აეროპორტისკენ ავიღეთ. საჭესთან სანდრო დაჯდა, სიძე-პატარძალს ხომ ვერ შევაწუხებდით და თან წინ კიდევ დიდი გზა ჰქონდათ, ამიტომ უნდა დაესვენათ. მთელი გზა სანდროს ვართობდი, რომ არ ჩაძინებოდა
-აქ დარჩენაზე კინაღამ დავფიქრდი შენი იდეალური იდეა, რომ გავიგე (ლილე)
-დარჩით მერე, რაგინდათ პარიზში დავიჯერო უფრო კარგად გაერთობით? სადაც მე არვარ იქ ვერ გაერთობით, კაი ხო.. ცოტა მშურს (მე)
-რატო გშურს.. მეგობრები, შეყვარებული, მზე, ზღვა, გართობა, სასტუმრო, საუნა, აუზი და ა.შ
-შენ მგონი მართლა დაფიქრდი დარჩენაზე (სანრო)
-ძალიან რომ მიყვარხართ მაგიტომ (ლილე)
-ჩვენც ძალიან გვიყვარხარ (მე)
-დეა და ლაშა უკან მოდიან? ვეღარ ვუყურებ (დემეტრე)
-არა გაგვასწრეს (სანდრო)
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივედით აეროპორტში. მისვლიდან რეგისტრაციაც მალევე დაიწყო, ხვევნა-კოცნით გავაცილეთ და გავუდექით ისევ გზას.
-მე დავჯდები საჭესთან დაღლილი იქნები (მე)
-არაუშავს
-გამოუძინებლები ვართ და არმინდა, რომ ჩაგეძინოს
-კარგი მაშინ 2-3 საათი დავისვენოთ
ქუთაისში გავჩერდით, გემრიელად ვჭამეთ და დავისვენეთ, ცოტა წავუძინეთ კიდეც. მართალია აქამდე ასე ადვილად ჩაძინებას ვერ ვახერხებდი, თუმცა სანდრო ჩემზე მომაჯადოებლად მოქმედებდა და 5 წუთში უკვე სიზმრებს ვხედავდი. საოცრად მოქმედებდა ჩემზე მისი გულისცემა, მისი სურნელი და ხელები, რომლებიც ჩემს თმაში დაბორიალებდნენ.
-აბა როგორ გრძნობთ თავს გვრიტებო ახალ ამპლუაში? (მე)
-ძაან რომანტიკულად (დეა)
-საერთოდ არ ელოდი? ვერ ხვდებოდი ვერაფერს?
-აუ ვერა, ყვავილები რომ გადმომცა ლილემ ძალიან დავიბენი და გონს ვერ მოვედი, ვერმივხვდი რახდებოდა მანამ სანამ ბეჭედი ჩემს ხელზე არ აღმოჩნდა
-კიდე შოკში ხარ ხო?
-კი შოკში ვარ, უბედნიერესი, მეცხრე ცაზე ვარ და ვარსკვლავებს ვეთამაშები (იცინის)
ცოტახანი კიდევ გავჩერდით ქუთაისში, შეძლებისდაგვარად დავისვენეთ და გავაგრძელეთ გზა ბათუმისკენ.
-სან
-ჰოუ
-თბილისში როდის უნდა წახვიდე?
-2 კვირაში
-აუ
-რაიყო?
-ცოტაა, რაარი 2 კვირა
-შვებულება ეგრე მაქვს ბარბი
-მთელი აგვისტო თბილისში უნდა იყო ანუ?
-ხო ეგრე გამოდის.. შენ აქეთ აპირებ დარჩენას?
-სავარაუდოდ ხო, სწავლას 14 სექტემბერს ვიწყებ და ან აგვისტოს ბოლოს ან სექტემრის დასაწყისში ჩამოვალ თბილისში
-ცუდია შენს გარეშე 1 თვე..
-სამაგიეროდ მერე დეკემბრამდე სულ შენთან ვიქნები
ბათუმში ჩავედით.. მთელი დღე სასტუმროში ვნებივრობდით კარგად დავისვენეთ, გამოვიძინეთ და განვიტვირთეთ. ლილე და დემე მშვიდობით ჩაფრინდნენ და დაბინავდნენ.. ჩვენ კი საღამოს ბათუმის ბულვარში გავისეირნეთ. მეორე დღეს ადრიანად გავიღვიძეთ და გავედით სანაპიროზე. ძალიან ცოტა ხალხი იყო და წყალში თითქმის არავინ რადგან ციოდა.. ზღვა.. ზღვა იყო საოცრად მშვიდი და ლურჯი! მისი ხმა მამშვიდებდა.. ზღის სუნი..! ხარბად ჩავისუნთქე და ზღვის სასიამოვნო სურნელით ავივსე ფილტვები.. დაუფიქრებლად შევცურე წყალში, ჩემს ირგვლივ ვერავის, ვერაფერს ვამჩევდი და არც არაფრის ხმა მესმოდა.. მთლიანად მასში ჩავიძირე და ჩავიკარგე.. დავრჩით მხოლოდ მე და ზღვა! მივცურავ და უკიდეგანო ზღვას დასასრული არუჩანს. თითებს შორის მსიამოვნებდა ზღვის ტალღები. მსიამოვნებდა როდესაც ფეხებქვეშ მხოლოდ ზღვას ვგრძნობდი!! რაც უფრო შორს მივცურავდი უფრო მეტ სიმშვიდეს და თავისუფლებას ვგრძნობდი.. შემდეგ კი უბრალოდ გავჩერდი და გავყურებდი უსასრულო ჰორიზონტს! ამ დროს მუდამ მეუფლებოდა სურვილი ზღვის გადაცურვისა..! როდესაც ცურვით გული ვიჯერე და დავიღალე ამოვედი სანაპიროზე. ხალხი უკვე ბლომად იყო და მზესაც კარგად გამოენათებია, აშკარად საკმაო დრო გავატარე წყალში.
-არვიცოდი ასე ძალიან თუ გიყვარდა ზღვა (დეა)
-არსებობს ადამიანი ვისაც შეიძლება ზღვა არუყვარდეს? (მე)
-ძალიან ბევრი (ლაშა)
-იმდენად მიყვარს ზღვა, რომ ვერ წარმომიდგენია ეგ
-ჩემი პატარა დელფინი ხარ (სანდრო)
-ეს პატარა ყველგან რომარჩააკვეხო არშეგიძლია?
-არა!
-დღეს სადმე გავერთოთ, ხოუნდა ავღნიშნოთ თქვენი გაბედნიერება(მე)
-ძალიან კარგი აზრია (ლაშა)
-კარგი მაშინ საღამოს აღარ ჩამოვიდეთ და ახლა შედარებით დიდხანს გავჩერდეთ, ზაგარი მინდა (დეა)
-ხო მეც, ასე ფითქინა როვარ არმომწონს (მე)
-რა ფითქინა ხარ გოგო ნუგადამრევ, აბა მე რაღა უნდა ვთქვა!
-ხო შენ ნამეტანი ხარ, ჯობს დამცავი წაივა, თორე შეიბრაწები
-ხო ეგ კარგი გამახსენე
მზის თბილი სხივები ჩემს ჯერ კიდევ სველ სხეულზე მსიამოვნებდა. თვალები დავხუჭე და ვცდილობდი ბოლომდე შემეგრძნო ეს დრო.. ხარბად ვისუნთქავდი ზღვის სუფთა ჰაერს და ყურში ჩამესმოდა მისი სასამოვნო ხმა.. მშვიდად ვსუნთქქვდი და თავს ზედმეტად მსუბუქად ვგრძნობდი! მოულოდნელად თმაზე ალექსანდრეს ნატიფი თითები ვიგრძენი, შემდეგ სახეზე.. ამას ისე ნაზად აკეთებდა, ისეთი ფრთხილი იყო.. გული გამალებით ამიძგერდა!! თვალები გავახილე და მისი მომღიმარი სახე დავინახე, მეც უნებურად გამეღიმა.. ისეთ სითბოს და ბედნიერებას ვხედავდი მის თვალებში, მეც ვბედნიერდებოდი. ღმერთო ჩემო, ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი!!!
-შენი ლამაზი სახე, თვალები, ცხვირი და დალალები კიდევ უფრო ლამაზია მზის ქვეშ (სანდრო)
ვიღიმი და მეტს ვერაფერს ვაკეთებ!!
-აუუ როგორი საყვარლები ხართ, ამეტირება ახლა ოღონდ მართლა! (დეა)
-გოგო შენ ყველანაირი რომანტიკა უნდა ჩაგვიშალო? (მე)
ვიცინი და ქუდი გავუქანე
-აუუ sorry
-ამ ერთხელ გაპატიებ
კვლავ გავაგრძელე მზეზე ნებივრობა.. მუსიკებს ვუსმენდი და სანდროს ვუყურებდი, მის თითოეულ ნაკვთს შევისწავლიდი..კულულა თმები, საოცარი თვალები, გრძელი წამწამები, კურნოსა ცხვირი, სავსე ტუჩები... ყველაფერი მიყვარდა მასში, მთლიანად მიყვარდა ეს არსება!! გაგიჟებას ვიყავი! ჯანდაბა!! ვერასდროს წარმომედგიმა თუ შემეძლო ასე ვინმეს შეყვარება. სიყვარულისგან ვიყავი გაგიჟებული!!!
ცოტახანი კიდევ გავჩერდით და როცა უკვე ძალიან დაცხა სასტუმროში დავბრუნდით. გადავივლე, მოვწესრიგდი. შუადღეს კი ყველანი ერთად წავედით სასადილოდ.. სანამ შეკვეთას ველოდით, მანამდე ლილის და დემეს დავურეკეთ. მათი ვოიაჟის შესახებ გვიყვებოდნენ. დასეირნობდნენ პარიზის ლამაზ და დახვეწილ ქუჩებში, პირველივე დღეს მოუნახულეს დიდებული ეიფელის კოშკი. დღეს კი პარიზის მერია, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ორსეი, საღამოს ალექსანდრეს ხიდი ჰქონდათ გეგმაში.. ასევე რა თქმა უნდა გეგმაში ჰქონდათ: ლუვრი, ვერსალი, ტრიუმფალური თაღი, ტუილერის ბაღი, ელისეის მინდვრები, ლუქსემბურგის ბაღი, სენტ-შაპელი, გალერია ვივიენი, მონმარტი, დისნეილენდი.. ბევრი ღირსეშანიშნაობის ნახვა სურდათ და გეგმაში ჰქონდათ, რომ ყველაფერი მაქსიმალურად ენახათ, იქ 10 დღით იყვნენ და ამიტომ დრო საკმარისად ჰქონდათ.. მოკლედ და კონკრეტულად აღფრთოვანებულები იყვნენ და უბედნიერესები!!!
გემრიელად ვისადილეთ, შემდეგ კი ცოტა ფეხით გავიარეთ კალორიების დასაწვავად. საღამოსთვის ჯინსის შორტი და თეთრი ტოპი ჩავიცვი, თმა კი სანახევოდ ავიწიე. ერთ-ერთ კაფე ბარში წავედით. შესანიშნავი გარემოთი, გემრიელი კერძებით და სასიამოვნო მუსიკით. დავლიეთ, ბევრი ვიცეკვეთ და მოკლედ დრო მშვენივრად გავატარეთ. სასტუმროში გვიან დავბრუნდით და მისვლისთანავე ჩვენს ოთახებში გავნაწილდით. მაშინვე ლოგინში გავიშხლართე, თუმცა არმეძინებოდა ამიტომ instagram-ის სქროლვა დავიწყე.. კარზე კაკუნია, სანდრო იყო, ნეტა ამ დროს რაუნდოდა?!
-შემომიშვებ?
-შემოდი მაგრამ ასე გვიან რატო დამადექი აქ?
-მომენატრე
-1 საათის წინ არ დამემშვიდობე?
-1 საათი ბევრია
-სიყვარულის ბუშტი რატო გაგისკდა
-ხოიცი როგორ ძალიან მიყვარხარ და ხოიცი რომ სულ მენატრები, როცა ჩემთან ხარ მაშინაც კი
-ანუ ახლაც გენატრები?
-ხო კი, ზუსტად
-წადი ახლა და მაცადე ძილი, ხვალ ადრე უნდა ავდგეთ
-მაგდებ?
-კი გაგდებ
ღიმილიანი სახე უცებ დაუსერიოზულდა, შემდეგ ალმაცერად გამიღიმა, უფრო მეტად მომიახლოვდა და მოულოდნელად დაეწაფა ჩემს ტუჩებს, მეც იმავეთი ვუპასუხე. შემეგ კი თვალებში ჩამხედა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-იცი რა მიყვარს კიდევ შენში?
-რა?
-ყოველ ჩემს მოახლოებაზე, შეხებაზე, კოცნაზე და თუნდაც მიყვარხარის თქმაზე მაშინვე რომ წითლდები და გული გამალებით რომ გიცემს!!
-საზიზღარი ხარ
-ვერვიძინებ და შეიძლება, რომ შენთან დავრჩე?
-კარგი ამ ერთხელ! თუმცა ძალიანაც ნუ გაგიტკბება...
.....
გახარებული მოკალათდა ჩემს გვერდით
-ასე უნდა გქონდეს ახლა დაჭყეტილი თვალები? (მე)
-ჯერ შენი ყურებით ვტკბები! (სანდრო)
-რით ვეღარ დატკბი
გული კვლავ გამალებით მიძგერდა და ვერაფრით ვიწყნარებდი, ან როგორ დამეწყნარებინა როცა სანდრო ჩემს გვერდით იწვა. ჩემს თითებს სანდროს კულულა თმებში დავაცურებდი, როგორ მიყვარდა ეს თმები!!
-ისევ მესმის შენი გულისცემა ბარბი!
-გაჩუმდი და დაიძინე
თავი მკერდზე დავადე, მასაც სწრაფად უცემდა გული
-იციი შენც..
-ვიცი პატარავ, დაიძინე
ასე რამდენხანს ვიყავით ვერგეტყვით, მაგრამ დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს.. წამით გონს ვერ მოვედი და შემდეგ გამახდენდა წუხანდელი ღამე, ტკბილად რომ მეძინა ალექსანდრეს მკლავებში! ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერც კი აგიღწერთ! მისი სუნი მქონდა, ყველან მისი სუნი იყო! კვლავ ეძინა, მშვიდად სუნთქავდა.. ისე ტკბილად ეძინა არმინდოდა გამეღვიძებინა, ამიტომ უბრალოდ ვუყურებდი
-მძინარეს მიყურებდი?
-არა!
-ნუ მატყუებ
-უკვე 8 საათია თითქმის ადექი
-ცოტახანს კიდევ რა
-არა
წამოვდექი თუმცა ვინ დაგაცადა, ერთი მოძრაობით უკანვე დამაბრუნა
-ახლა კი არსად გაგიშვებ
ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო და ყელზე მაკოცა. დენდარტყმულივით შევიშმუშნე და მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა! ჩემი ეს ქმედება მას არგამორჩენია, არაფერი უთქვამს თუმცა ეღიმებოდა. ცოტახანი ასე გაკავებული ვყავდი, მეც არვეწინააღმდეგებოდი რადგან არმინდოდა ეს.. კარზე კაკუნი ატყდა დეა იყო, რადგან მისი ხმა აქამდეც აღწევდა
-ცოცხალი ხარ?
ავდექი და კარი გავუღე ოთახში შემომივადა და დაიწყო ტიტინი
-სადხარ რომ მოგწერე, მერე დაგირეკე. ის ვინ იყო დილის 7 ზე ავდგეთ და ბევრი ბოდიალის გარეშე ადრე გავიდეთო, დილის ზღვა მიყვარსო და გვემუქრებოდი ვინც არ ადგება ოთახში შევუვარდები და წყალს გადავასხავ თავზეო თუარგაიღვიძებსო
-იქნებ ჩამაკვეხებინო სიტყვა
-გისმენ
-ამ ერთხელ მაპატიე
-დილამშვიდობისა (სანდრო)
სახე შეეცვალა, არელოდა, ხან მე მიყურებდა ხან სანდროს და უხერხულად შეიშმუშნა
-არა რა მართალი ყოფილხარ, სულ გიშლით რომანტიკას! (დეა)
-ნამდვილად (სანდრო)
-დედა შემირცხვეს თავი! ნუუ, კარგი მოემზადეთ, ვისაუზმოთ და გავიდეთ (დეა)
სანდრო გავიდა ოთახიდან, მოვემზადებიო მომაძახა..
-ერთი სული მქონდა როდის გავიდოდა, აბა მიდი დაფქვი ყველაფერი
-რაუნდა დავფქვა
-ოხ შე გაფუჭებულო გოგო, ვითომ არიცი ხო? კაი ხო ხუმრობა იქეთ იყოს მომიყევი ყველაფერი
-ისეთი არაფერია მოსაყოლი. დაშლიდან დაახლოებით 1 საათში კარზე მომადგა, მომენატრეო, ვერვიძინებო თუ შეიძლება დავრჩეო
-მერე მერეე
-რა მერე
-მოსახდენი მოხდა? არ აიწყვიტე?
-აწყვეტას თუ თმაზე მოფერებას ეძახიან მაშინ კი
-ნუუ მაგით იწყება გენაცვალე.. მოფერებით, კოცნით, გახდით, შემოხევით დაა..
-არანორმალურო!
-ნუ ხო რატო დავუშვი ეგ, კარგად მაინც არ გიცნობდე. შენთვის ეგეც მიღწევაა გვერით რო მიიწვინე და დივანზე არ გაუშალე (იცინის).
მალევე მოვემზადე, შემდეგ კი ერთად ვისაუზმეთ. 10 ის ნახევრისთვის უკვე სანაპიროზე ვიყავით.. 1 საათიანი ზღვაში ნებივრობის შემდეგ ვიკადრე და ამოვედი.. ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკის ფონზე გავყურებდი ზღვას.
-ბარბი (დეა)
-ჰოუ
-მე და ლაშა ნომერში ავალთ, ცოტა შეუძლოდ ვარ
-რაგჭირს?
-აუ რავი თავი მტკივა
-წყალში რომ არ ჩამოდიხარ და ამ სიცხეში შამფურივით ტრიალებ შეზლონგზე მაგის ბრალია
-აუ ხო რავი, ავალთ და წავუძინებ ცოტას
-კარგი მიდი
-თქვენ იქნებით ხო?
-ხო სველი ვარ ჯერ, სანდროც წყალშია და რომ გავშრებით კარგად ამოვალთ ჩვენც
-კარგი
სანდროს თვალებით ვეძებდი და დავინახე კიდეც, ისე სექსუალურად ამოდიოდა წყლიდან თმების ქნევით, ფილმიდან გადმომხტარს გავდა..
-დეა და ლაშა სადარიან?
-დეას თავი ტკიოდა და ავიდნენ
-გასაგებია
-ჩვენც შევშრეთ და ავიდეთ
-კარგი
თვალში ჩემს გვერდით მსხდომი გოგონები მომხვდნენ, გამუდმებით ჩვენსკენ იყურებოდნენ, შემდეგ ერთმანეთს რაღაცას გადაულაპარაკებდნენ და იცინოდნენ. ცოტახანში ერთ-ერთი გოგო წამოდგა და ჩვენსკენ წამოვიდა, უფროსწორად სანდროსკენ.
-გამარჯობა
-გაგიმარჯოს (სანდრო)
-მე ანა
-სასიამოვნოა
-შენ სახელს არ მეტყვი?
-სანდრო
-ჩემთვისაც სასიამოვნოა სან.. იცი მე და ჩემი დაქალი ვდაობდით. მოკლედ ის მეუბნებნება, რომ არხარ გამბედავიო, მე კი ვეუბნები რომ ვარ. აი მაგალითად თუ ბიჭი მოგეწონა და შეატყვე, რომ მასაც მოეწონე, თუმცა არ გაგეცნო ან არიმჩნევს, ვიცი, რომ თავად შენ არ მიხვალ და არ გამოელაპარაკებიო, რაც არუნდა გადაირიო და მოგეწონოსო და მაშინ თუ ამბობ რომ გამბედავი ხარ დამიმტკიცეო, დაა აი მეც დავუმტკიცე!
-გასაგებია
-ვიცი მგონი დაგაბნიე, მაგრამ არავისთან მსგავსი არაფერი გამიკეთებია, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს.. ცოტაა ვნერვიულობ და დავიბენი, იცი არგინდა რომ საღამოს სადმე გავისეირნოთ?
-...
-მანიაკი არ გეგონო.. შევატყვე, რომ შენც მოგეწონე, გამუდმებით აქეთ იყურებოდი. არვიცი რატომ მაგრამ პირველი ნაბიჯი არგადადი ალბათ მოგერიდა და აი მე მოვედი შენთან.
ეს შემოკლებით სანნ ვის გაუბედა, ასე მხოლოდ მე ვეძახდი! მომეწონეო, შენც მოგეწონეო, მიყურებდიო, საღამოს გავისეირნოთო.. სურვილი მქონდა ეს გოგო შუაზე გამებრდღვნა და თმები ღერა-ღერა დამეპუტა და სანდროც ზედ მიმეყოლებინა.. ჩუმად ყოფნა მინდოდა და მაინტერესებდა ეს რამდენხანს გაგრძელდებოდა, თუმცა
-საან, არვიცოდი თუ ასეთი მორიდებული იყავი (მე)
-შეენ.. და ხო? (ანა)
-რაა?
-და-ძმანი ხართ
-ვაა როგორ მიხვდი?
-გავხართ ერთმანეთს
-რითი
-ხუჭუჭებით
-აა
იდიოტი..! მოთმინების ფიალა მევსებოდა დაა ძალიან ვბრაზოვდი. არვიცოდი აქამდე თუ ასეთი ეჭვიანი ვიყავი, მაგრამ როგორ არუნდა იყო, როცა შენს თვალწინ ფლირტაობს.. მე გვერდით ვარ და ვიღაც სხვას უყურებს?!!!
-ნომრები გავცვალოთ, ჩაიწერ თუ დაიმახსოვრებ? (ანა)
-დავიმახსოვრებ (სანდრო)
-მეც ჩავიწერ, რავი მაინც რომ დაავიწყდეს (მე)
-როგორი საყვარელი და გყავს
ნაგლად და ცინუკურად გამიღიმა, არა ნამდვილად გავწეწავდი ამგოგოს!! სანდრო ამყველაფერს განზრახ აკეთებდა, რომ მეეჭვიანა? ანამ, ნომერი უთხრა, სანდროც ყურადღებით უსმენდა და უღიმოდა, შემდეგ დაემშვიდობა და შეხვედრამდეო მიაძახა ანამ!
-ხომ კარგი გოგოა?
-კი ძალიან, ნომერი ხომ გახსოვს?
-კი, რა თქმა უნდა
ცოტახანში ავდექი.. ვბრაზობდი და ზედმეტად ვგრძნობდი თავს
-სად მიდიხარ?
-სასტუმროში
-მეც წამოვალ
-არა იყავი ხელს არ შეგიშლით
უკანმოუხედავად წამოვედი, სასტუმროში სწრაფად მივედი და მაშინვე ოთახში შევვარდი.. სანდრო უკან მომყვებოდა, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი. კარზე აკაკუნებდა, თუმცა არვიმჩევდი. აბაზანაში შევედი და 1 საათი ცხელი წყლის ქვეშ გავატარე. ვერ ვფიქრობდი, მხოლოდ ვბრაზობდი და ვეჭვიანობდი.. მომშივდა ამიტომ ოთახიდან გავედი, სანდრო კი კარებთან დამხვდა.
-ბარბარე
-ანასთან არუნდა იყო?
-არა
-დარწმუნებული ვარ გახსოვს მისი ნომერი
-ოთახში შევიდეთ და ვილაპარაკოთ
-აბა გისმენ
-მართლა დაიჯერე? ვერმიხვდი, რომ განზრახ გაგაბრაზე? ისეთი სახით უყურებდი იმ გოგოს, რომ
-ხო ალბათ მოიგონა როცა თქვა რომ უყურებდი და შენც მოგეწონა
-მგონი ცოტა აკლდა თვალში მაგ გოგოს, რადგან შენ გიყურებდი, არც კი შემიმჩმევია, შენ რომ გვერდით მყავხარ სხვა როგორ უნდა შევამჩნიო ჩემო პატარავ? ასე ძალიანაც თუ იეჭვიანებდი არვიცოდი, უბრალოდ რო შეგხედე როგორ უყურებდი და რა თვალებით მაგიტო ავყევი და მართლა გეგონა, რომ მომეწონა ან ვნახავდი?
-მშვენივრად ჟღურტულებდით
მომიახლოვდა და ჩახუტებას ცდილობდა
-არა გაეთრიე, ვერგიტან!!!
თუმცა ძლიერი ხელებით ეს მაინც მოახერხა
-ძალიან საყვარელი ხარ, როცა ბრაზობ და ეჭვიანობ.. (იღიმის)
მოულოდნელად გული ამიჩუყდა და სახეზე ცრემლი ჩამომგორდა და როცა ეს სანდრომ შეამჩნია კიდევ უფრო ამიჩუყდა გული.. ასეთი გულჩვილი და მტირალა როდის მერე გავხდი? საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა, ყველაფერზე რომ ცრემლებს ვყრიდი იდიოტი შეყვარებული პატარა გოგოსავით
-რა გატირებს? მართლა ტირი? აუ მაპატიე ბარბი, ნუტირი! არმინდოდა მეწყენინებინა, უბრალოდ გაგეხუმრე.. მაგრამ მგონი ძალიან გაწყენინე.
გულში ჩამიკრა, მამშვიდებდა, თმებზე მეფერებოდა და თავზე მკოცნიდა.
-ვერ გიტან!
-მეც მიყვარხარ
-მართლა ვერ გიტან
-მეც მართლა ძალიან მიყვარხარ
ვიცოდი, რომ მართალს მეუბნებოდა და თავიდანვე ვიციდი რომ ჩემს გასაბრაზებლად გააკეთა მაგრამ მაინც ვეჭვიანობდი, თან საშინლად. იმ გოგოს კი ვერვიტანდი და სურვილი მქონდა გამებრდღვნა. ნაგლად რომ მოგვადგა და ჩემი თანდასწრებით, ჩემს ბიჭს "კერავდა". ამ ყველაფრის გათვალისწინებით მაინც ვბრაზობდი!
-არ მაპატიებ?
-არა!
-არ ვისადილოთ?
-შენთან ერთად არმინდა
-კარგი რა ბარბი
-გაბრაზებული ვარ შენზე ამიტომ ცოტახანი შემეშვი და წადი
სანდრო წავიდა მე კი ლაშას და დეას ოთახს მივადექი და დავაკაკუნე, კარი ლაშამ გამიღო
-არ გშიათ?
-დეას სძინავს
-ხომ კარგადაა?
-კი კი, თქვენ გადით მე დეასთან ვიქნები
-კარგი, თუ რამე დაგჭირდათ გამაგებინე
-კარგი
მარტო სადმე წასვლა მეზარებოდა, თან არც თუ ისე კარგ ხასიათზე ვიყავი ამიტომ ისევ ოთახში დავბრუნდი. ალექსანდრეს რაც შეეხება არსად ჩანდა და ამაზე კიდევ უფრო გავბრაზდი, მართალია ვუთხარი წადი შემეშვითქო მაგრამ მართლთა თუ შემეშვებოდა და წავიდოდა არმეგონა. გამაბრაზა და რაეგონა ერთი ბოდიშის მოხდით ისევ კისერზე ჩამოვეკიდებოდი?! ვერ მივართვი!! გადავწყვიტე რამე ფილმი ჩამერთო, თუმცა ეგეც მეზარებოდა ამიტომ უბრალოდ ტელეფონი გადავაგდე და წამოვწექი. ათას სისულელეზე ვფიქრობდი და ამ ფიქრში, როდის ჩამეძინა ვერგავიგე. ძილბურანში ვიყავი როდესაც კარზე კაკუნი შემომესმა, ძალიან მეზარებოდა ადგომა, თუმცა არ ნებდებოდა, ამიტომ სხვა გზა არ მქონდა და წამოვდექი.. კარში სანდრო დამხვდა ხელში პიცით, პარკებით და მზესუმზირებით.. თვალები მოვიფშვნიტე, მეგონა სიზმარი იყო, თუმცა არა ნამდვილად ცხადი იყო. ნეტა როდის ვუთხარი, რომ ყვავილებიდან ყველაზე მეტად მზესუმზირები მიყვარდა? მშიერ კუჭზე კი პიცას ისეთი საოცარი სურნელი ჰქონდა..
-მაპატიე ბარბი
-დავფიქრდები
ისევ მკაცრად ვუყურებდი, თუმცა შინაგანად ბედნიერი ვიყავი მისდამი ასეთი ყურადღებით. მზესუმზურები გადმომცა და თვითონ კი დაიწყო ფუსფუსი, ამაზე ის დრო გამახსენდა, როდესაც გაცნობის პირველივე დღეებში დატრიშინებდა ჩემს სახლში.. მის თითოეულ მოძრაობას ვაკვირდებოდი და ძალაუნებურად მეღიმებოდა. პიცა, წითელი ღვინო, მზესუმზირები, სანთლები, მეტი რომანტიკის და მყუდროებისთვის კი ფარდები ჩამოაფარა! როგორ შეეძლო ამ ადამიანს ყველანაირი გარემოება რომანტიკულად ექცია..
ალექსანდრემ ჩემი ცხოვრება, თავდაყირა დააყენა. მან საერთოდ სხვა თვალით დამანახა სამყარო, მას უფრო ნათელ და კაშკაშა ფერებში ვხედავდი. სრულიად შემცვალა, უკეთესობისკენ. ამ ადამიანის წყალობით ხალხის ნდობა ვისწავლე, სიყვარული ვისწავლე, საკუთარი თავი უფრო მეტად შევიყვარე და ასევე უამრავი ახალი რაღაც აღმოვაჩინე.. ვიცოდი რომ ოდესდაც ვინმე ძლიერ შემიყვარდებოდა, თუმცა თუ ამდენად ეს ვერ წარმომედგინა! ალექსანდრეს ჩემ ცხოვრებაში ყოფნას ბედნიერება მოჰქონდა. ჩემი მისდამი სიყვარული ან ნელდებოდა, პირიქით უფრო და უფრო ძლიერდებოდა..
-მიყვარხარ ალექსანდრე!
ამ სიტყვების გაგონებაზე სახე გაუბრწყინდა, ყველაფერს შეეშვა და ჩემსკენ წამოვიდა. კულულები გადამიწია, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მისკენ მიმიზიდა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა და მეც იმავეთი ვუპასუხე. მოსაღამოვდა, ისეთ განწყობაზე ვიყავი რომ არსდ გასვლა მინდოდა, მხოლოდ ერთ ოთახში ყოფნა მინდოდა და მხოლოდ ერთ ადამიანთან სანდროსთან! გადავწყვიტე რამე ფილმისთვის გვეყურებინა ამიტომ რაც ვიპოვე და ნორმალური ჩანდა ის ჩავრთე, თუმცა დიდი ინტერესით არც ერთი მათგანი ვუყურებდით. ერთმანეთის გვერდით ვისხედით, მის ნატიფ თითებს ნაზად შევეხე და ჩემი თითები მის თითებში ავხლართე, მას არვუყურებდი, თუმცა ვიგრძენი რომ ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. ვიცოდი რომ მასზე ისევე ვმოქმედებდი, როგორც ის ჩემზე. თავი კალთაზე დამადო მე კი ხელის გულზე ვაკოცე გავუღიმე და ჩემი თითები მის თმებში გავხლართე. დიდიხანი ვიყავით ასე სანამ სანდროს არ ჩაეძინა. დროის შეგრძნება დაკარგული მქონდა. არვიცი რამდენიხანი ვუყურებდი მას მძინარეს. ის ძალიან მშვიდად სუნთქავდა. ცოტახანში მეც დავწექი და ალექსანდრეს მივეხუტე. მალევე ჩამეძინა, დილით მისმა კოცნამ გამაღვიძა
-დილამშვიდობისა (სანდრო)
-დილამშვიდობის (მე)
ბათუმში დროს მშვენივრად ვატარებდით. დილით ჩვეულებისამებრ სანაპიროზე, შემდეგ სასტუმრო და განტვირთვა საუნაში, ხანაც აუზში. ვეწვიეთ დელფინარიუმს, ბოტანიკურ ბაღს და თითქმის მთელი ბათუმი შემოვიარეთ ფეხით. ყოველი დღე ერთმანეთზე უკეთესი იყო და ყოველი წუთით ვტკბებოდით! ამასობაში 10 დღეც გავიდა და ლილე და დემეც ჩამოფრინდნენ პარიზიდან. ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი გეზით ბათუმში წამოვიდნენ. ისინიც შემოგვიერთდნენ და ჩვენ ვოიაჟში კიდევ უფრო მხიარული გახდა.
ივლისის მიწურულია, 27 აგვისტო. ხვალ სანდრო თბილისში ბრუნდება და 1 თვით ვერვნახავ, უკვე წინასწარ მენატრება. დილიდანვე სანდროს ოთახს მივადექი, კარზე განუწყვეტლივ ვაკაკუნებდი და მანამ არ შემიწყვიტავს სანამ კარი არ გამოღო, გაბრაზებულმა მივახალე
-სად იყავი ამდენხანს?
-მეძინა და გამაღვიძე
-არაუშავს
-გადარეული ხარ
-არაფერიც
-დილის 7 საათზე დამადექი
-ხო ვიცი, მინდა რომ მთელი დღე ერთად გავატაროთ, მხოლოდ მე და შენ..
-კარგი აზრია
მისკენ მიმიზიდა და ჩემს ბაგეებს დაეწაფა
-არა, მოიცა.. სადმე მინდა წავიდეთ. ბუნებაში, სიწყნარეში, სადაც ხელს არავინ შეგვიშლის.
-როგორც გენებოს ჩემო პატარავ! ქვეყნის დასალიერშიც წამოგყვები, მთავარია შენს ჩემ გვერდით იყო
მტირალას ეროვნული პარკი გადავწყვიტეთ, ის კი ზუსტად ის იყო რაც მინდოდა.. ბავშვები გავაფრთხილეთ, რომ ხვალამდე არ დავბრუნდებოდით და გავუდექით გზას. ბათუმიდან დაახლოებით ნახევარ საათში დანიშნულების ადგილზე ვიყავით. აქედან კი მხოლოდ საფეხმავლო გზა იყო, რომ ტყის შუაგულში მდგარ ქოხში აღმოვჩენილოყავით, მუდამ მინდოდა აქ წამოსვლა და ამ სურვილს დღეს ვისურვებდი.
აქაურობა საოცრად ლამაზი იყო, თითქოს სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდით, სიმშვიდე, სიწყნარე, სილამაზე, სიმწვანე, ყველაფერი ერთად და ეს საოცარ ჰარმონიას ქმნიდა. გზა საკმაოდ გრძელი იყო, თუმცა ბილიკი, რომელსაც გავდიოდით იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ დაღლას ვერ ვგრძნობდით. ბევრი სიარულის შემდეგ აღმოვჩნდით, შუაგულ ტყეში სადაც პატარა ქოხი იდგა, დანახვისთანავე ჩემში სასიმოვნო ემოციები და გრძნობები აღძრა. აქაურობა ძალიან მყუდრო იყო, სიმშვიდეს მხოლოდ წვიმის ხმა თუ დაარღვევდა!
-ძალიან ლამაზია აქაურობა (სანდრო)
-ძალიან, მიკვირს აქამდე რატომ არ მოვდიოდი. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ! (მე)
-ჩემთან ერთად
-ეგ თავისთავად
ქოხში ცოტახანი დავისვენეთ, წავიხემსეთ და შემდეგ განვაგრძეთ გზა ჩანჩქერისკენ. ვტკბებოდით საოცარი ბუნებით. ჩანჩქერი მართლაც ულამაზესი იყო, მითუმეტეს როდესაც მზის სხივებს ირეკლავდა და ცისარტყელას ქმნიდა. ირგვლივ ყველაფერი სიმწვანეში იყო ჩაფლული და მხოლოდ წყლის და ბუნების ხმა ისმოდა. მაქსიმალურად მოვინახულეთ, რისი მოსწრებაც და ნახვაც შეგვეძლო და როდესაც ძალიან დავიღალეთ დავბრუნდით ქოხში. დაღლილებმა და მოშიებულებმა, გემრიელად მივირთვით. შემდეგ კი ქოხის წინ მდებარე "აივანზე" გამოვედით და სკამებში მოვკალათდით, სანდროს ჩავეხუტე და ასე დიდხანს ვტკბებოდით ბუნების სილამაზით. მხოლოდ მე და სანდრო, ჩვენს ირგვლივ კი ხეები და ნისლი..! მართალია ზაფხული იყო, თუმცა აქ სიგრილე იყო
-შევიდეთ, შემცივდა
-კარგი
-აქ ისეთი კარგია და ისე ბედნიერი ვარ რომ ერთად ვართ
-მეც ჩემო პატარავ!
მომიახლოვდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ჩემს ბაგეებს დაეწაფა.
-ახლა კიდევ გცივა?
-კი
კვლავ დაეწაფა ჩემს ტუჩებს მთელი გრძნობით და ემოციით. რაღაცის თქმას აპირებდა თუმცა არდავაცადე და მეც ავყევი. ჩემს მუცელში საშინელი ალიაქოთი დატრიალდა, საშინლად მსიამოვნებდა მისი ტუჩები. ვკოცნიდით ერთმანეთს მომთხოვნად, თითქოს ერთმანეთის შთანთქვა გვსურდა, ტუჩებიდან ყელზე გადავიდა და ლამის ჭკუიდან შევიშალე. ნელ-ნელა უკან უკან მივდიოდით და საბოლოოდ საწოლზე აღმოვჩნდით. მთელ სახეს მიკოცნიდა, მისი ტუჩები ჩემს სხეულზე ცხელ კვალს ტოვებდნენ. ჩემი ხელები მის თმებში იკვლევდნენ გზას, ხანაც კისერზე გადაინაცვლებდნენ. მის ტუჩებს მოვწყდი და ყურის ძირას, შემდეგ კი ყელზე გადავინაცვლე, ვგრძნობდი მის დახორკლილ სხეულს და მესმოდა მისი გახშირებული სუნთქვა, ჩამესმოდა ძლიერი და სწრაფი გულისცემა, ჩვენი გულები კი იმდენად რიტმულად ძგერდა ვერ ვერჩევდი ერთმანეთისგან! მის სურნელსა და სითბოს ჭკუიდან გადავყავდი, წელზე ხელი მომხვია და სხეულზე უფრო მჭიდროდ მიმიკრა. ერთმანეთს პროპორციულად ვაგიჟებდით. მის თითოეულ შეხებაზე, კოცნაზე, ზრუანტელი მივლიდა. გული ისე მიცემდა, მეგონა მთელ ოთახში ისმოდა. სხეულზე ცეცხლიმომეკიდა, მთელი ორგანიზმი მიფეთქავდა.
ჩემს გრძნობებს და ვნებებს საზღვარი არ ჰქონდა! ვგრძნობდი, თავს როგორ ვკარგავდი და როგორ იბადებოდა ჩემში სულ სხვა, ქალი.. მივხვდი რომ აქ უნდა შევჩერებულოყავი, რადგან არვიყავი ამისთვის მზად.. ჩემი გული და სხეული სულ სხვა რამეს ამბობდნენ თუმცა..
-სან (ძლივს ამოვილუღლუღე)
-ბარბი
მანაც ამოილუღლუღა და ისევ დავუბრუნდით ვნებათაღელვას
-არა... სან.. გავჩერდეთ
-ჰოო.. მაპატიე
-პატიებას ნუ მთხოვ
ერთმანეთს მოვშორდით და ამჯერად ჩემს გვერდით გადაინაცვლა.. ცოტახანი ასე გაუნძრევლად ვიყავით და არაფერს ვამბობდით. თუმცა ორივე ერთ რამეზე ვფიქრობდით. დაძაბულობა, ვნება, სიყვარული, უხერხულება, მიზიდულობა, სურვილი, ყველაფერი ერთად ტრიალებდა ამ პატარა ქოხში. სანდრო წამოდგა და გარეთ გავიდა, ვერგეტყვით რამდენიხნი იყო, თუმცა ეს მეც მჭირდებოდა და მასაც. ვნებებისგან აშლილს და გრძნობებისგან დაღლილს მალევე ჩამთვლიმა, თუმცა ფხიზლად მეძინა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ თვალებს ვასვენებდი, რადგან როცა სანდრო ჩემს გვერდით არიყო ვერვისვენებდი. მისი შემოსვლა არგამომპარვია
-ჩემთან მოდი
როგორს კი მომიწვა მომენტალურად მის ცივ სხეულს ტკიპასავით მივეკარი და ტკბილად დავიძინე. დილით როგორც კი თვალი გავახილე სანდრო დავინახე, კვლავ ეძინა.
თვალები დავხუჭე და თითის ბალიშებით ნაზად შევეხე ალექსანდრეს სახეს. მინდოდა მისი სახე შემესწავლა, თითოეული სანტიმეტრი, თითოეული მილიმეტრი.. მინდოდა მისი სახე ზუსტად მახსოვდეს, თვალდახუჭულსაც. მინდოდა როგორც თვალებს, ასევე ჩემს სხეულს, თითებს შეეგრძნო და დაემახსოვრებინა ის ცხოვრების ბოლომდე!! სიყვარული საოცარი რამაა, ამოუხსნელი და უცნაური.. ის ჩემ გვერდით იყო, თუმცა მაიმც მენატრებოდა. თვალები გაახილა, ალბათ იგრძნო დაჟინებული რომ შევსცქეროდი.
-სანდრო
-გისმენ
-არასდროს დავშორდებით?
-ეს კითხვა რატომ გაგიჩნდა?
-უბრალოდ მითხარი
-არასდროს.. არსად გაგიშვებ
-არ გამიშვა!
ეს ადგილი! ეს გარემო! ეს ადამიანი.. ჩემთვის ყველაფერი იყო. ეს გრძნობა, ცხოვრების ბოლომდე გამყვებოდა! მიყვარდა აქაურობა!
ბათუმში 2 საათზე ვიყავით, ჩვენები ისე შეგვხვდნენ მეგონა, რომ 1 დღით კიარა 1 თვით არვყავდით ნანახი.
როცა მარტო დავრჩით გოგონები, კითხვები დამაყარეს
-აბაა მოგვიყევი (ლილე)
-უბედნიერესი ვარ, გოგონებო ძალიან მიყვარს
მთელი სახე ღიმილით მქონდა მოცული და ლოყებზე ბედნიერების ცრემლები..
-რა გატირებს სულელო! (დეა)
-სიყვარული ატირებს და ბედნიერება! (ლილე)
-მე აქ უნდა ვიყო ჩემებთან, რადგან ისედაც თითქმის ვერასდროს ვხედავ მათ და ეს იმას ნიშნავს რომ სანდროს დიდიხხანი ვეღარ ვნახავ და უკვე მენატრება! (მე)
-როგორმე 1 თვე გაძელი, არაფერი გიჭირს. თან ამერიკა ხოარაა შენც კიდე, თბილისში ჩასვლას რაუნდა, ან ის ჩამოვა ან შენ წახვალ (ლილე)
-მომიტევეთ მაგრამ, უკვე მალე უნდა წავიდეს, ამიტომ მინდა ყოველი წუთი და წამი მასთან გავატარო (მე)
-ჩვენ ეგ არგვეწყინება, მაგრამ მოასვენე ის ბიჭი ცოტახნით (დეა)
-მოსვენება არ სჭირდება (მე)
გოგონები დავტოვე და სანდროსკენ გავეშურე.. ბარგს ალაგებდა. უცებ ტვინში რაღაცამ დამარტყა, მას მივუახლოვდი და მომენტალურად, სწრაფი მოძრაობით მაისური გავხადე, სწორედ ის მაისური რომელიც გუშიმ შემიყვარდა და რომლის მისი სხეულიდან გახდა გუშინ მინდოდა.. დაიბნა
-რასაკეთებ? (სანდრო)
-მინდა სულ ჩემთან იყო, როდესაც არიქნები მაშინაც კი. მას შენი სუნი აქვს ასე კი ვიგრძნობ რომ ჩემთან ხარ და ტკბილად დამეძინება (მე)
-გადაეეული ხარ!
-მე არ მოგენატრები?
-იცი..? შენი სურნელი მუდამ ჩემს სახლში ტრიალებს, საძინებელში, ჩემი ბალიში გაჟღენთილია შენი სურნელით. მთელი ღამით რომ ნებივრობდი ჩემს საწოლში, ხომ გახსოვს?!
ამას ისეთი სიყვარულით და ვნებით ამბობდა, ჟრუანტელმა დამიარა. თმები გადამიწია, ყელში მაკოცა და ყურში ჩამჩურჩულა
-ძალიან გემრიელი, ტკბილი შოკოლადის სურნელი გაქვს. მუდამ მაქვს სურვილი, რომ დაგაგემოვნო! (სანდრო)
გავუღიმე და გულში ჩავიკარი..
.....
სანდროს წასვლიდან 2 კვირა იყო გასული და ძალიან მენატრებოდა. იმდენად მიჩვეული ვიყავი იმას რომ მას ყოველდღე ვხედავდი, თუნდაც რამდენიმე წუთით, მის გარეშე მიჭირდა. ადრე თუ "ჩემი კომფორტის" ზონა მქონდა, ახლა ამ ზონაში ჩემთან ერთად სანდროც იყო და ამიტომ დაუკმაყოფილების გრძნობა მქონდა და თითქოს ჩემს ნაწილს რაღაც აკლდა.
-ბარბი რახდება, რაგჭირს? (დემეტრე)
-არაფერი (მე)
-როგორ არა.. სანდროა მიზეზი? მოგენატრა ძალიან??
-მაგას კითხვა სჭირდება? (ლილე)
-ხო ნახე მის ჩვეულ სიუჟმურეს დაუბრუნდა (დეა)
-აბა ეხლა თუ დამაცდით რამეს
-ჩვენ გაცდით (დეა)
-არაფერიც!! ზღვაზე ვართ, დასასვენებლად. ამინდი შესანიშნავი, გარემო იდეალური და ერთად ვართ! აბა სანდრომ რაღა უნდა თქვას ამ სიცხეში თბილისში, რომაა, მუშაობს და თანაც მარტო. ამიტომ მორჩი წუწუნს (ლილე)
-არ ვწუწუნებ ხმა არ ამომიღია
-ხმა რომ არამოგიღია მაგას ვამბობ მეც, გამხიარულდი (ლილე)
-საღამოს კლუბში წავიდეთ, დავლიოთ და გავერთოთ მაგრად (დეა)
-კარგი აზრია (ლილე)
-რასიტყვი ბარბარე? (დეა)
-წავიდეთ
-ძალიან კარგი (ლილე)
საღამოს გამოვეწყვეთ და წავედით. თავდაპირველად საკმაოდ მოწყენილო ვიყავი, თუმცა შემდეგ გადავწყვიტე დამელია, სასმელმაც შედეგი გამოიღო და ხასიათი გამომიკეთდა. ცეკვის ხასიათზეც მოვედი ამიტომ ავდექი და მეც შევერიე ხალხის ბრბოში.. მუსიკის რიტმს ვყვებოდი და ვცდილობდი ცოტახნით ჩემი გონებიდან სანდრო ამეგდო, თუმცა ეს მაინდამაინც კარგად არ გამომდიოდა. დაჯდომას ვაპირებდი, როდესაც ხელი ვიღაცამ ჩამჭიდა და შემაჩერა. ჩემს გვერდით, შავგრემანი, მაღალი და სიმპატიური ბიჭი იდგა და მიღიმოდა
-შეიძლება ვიცეკვოთ?
-არა
-უკავრავად არ გაგეცანი, მე ნიკა ვარ..
-არმაინტერესებს
-დიდიხანია გიყურებ და თვალს ვერ გწყვეტ
-უკაცრავად?
-სახელს არმეტყვი?
-არა
-ასეთი უხეში რატომ ხარ?
-იქნებ მიხვდე, რომ მაწუხებ და შემეშვა!
-ვერ შეგეშვები
-ხელი გამიშვი
-არა მანამ სანამ შენ სახელს არმეტყვი
-მანიაკი ხარ? შემეშვი
-ჯიუტი ხარ
-ხელი გამიშვი!
-მოდი თავს ნუ მაჩვენებ რა!! სიმპატიური ვარ და ვიცი მოგეწონე, ამიტომ არგვინდა ეს თავშეკავებულობოს თამაში. თან ისე გამომწვევად ცეკვავდი
-ბოლოჯერ გიმეორებ, ხელი გამიშვი
-ეგ სიუხეშეც როგორ გიხდება. ძალიან სექსუალური ხარ, როგორ მინდა ეგ კაბა აქვე შემოგახიო!
იმდენად გავბრადი და განვრისხდი, არვიცი როგორ მაგრამ ხელი გავაშვებინე და სილა გავაწანი რაც ძალი და ღონე მქონდა.
-ჯანდაბა! მწარე ხელი გაქვს, თუმცა ამასაც შევეგუები
ბავშვების ძებნა დავიწყე, ამდენ ხალხში მიჭირდა მათი ნახვა, თუმცა ვიპოვე
-ვიღაც იდიოტი ამეკიდა და არმაქვს მაგის თავი და წავიდეთ
-მოიცა ვინ? (ლილე)
-რახდება ბარბი? (დემეტრე)
-არაფერი, უბრალოდ ვიღაც ამეკიდა და არმაქვს ახლა არავის თავი და მინდა რომ წავიდე, აღარ მინდა აქ ყოფნა
-მოიცა ვიღაც *ლის გამო უნდა წახვიდე? სადარის?
-არვიცი და არც მაინტერესებს, უბრალოდ წასვლა მინდა
-სადარის?
-დემეტრე ნასვამი ხარ! არგეტყვი სადარის.. მის გამო არა უბრალოდ დავიღალე და წავიდეთ ან წავალ
-ბარბარე არმინდა ეს ასე დავტოვო!
-ლილე მიხედე დემეტრეს, ნასვამია ძალიან.. მე მივდივარ!
-სადმიდიხარ გოგო? შენც საკმაოდ ნასვამი ხარ, თუ წავალთ ერთად წავიდეთ. ეს ცალცალკე სიარული რაარი?
ლაშა და დეაც მოვიდნენ ამასობაში და გადავწყვიტეთ წავსულიყავით უფრო ადრიანად ვიდრე ვგეგმავდით.. მისვლისთანავე გამოვიცვალე და დავიძინე. მეორე დღეს დილით ადგომის თავი არმქონდა ამიტომ ძილი გავაგრძელე და შუადღემდე სასტუმროდან ფეხი არ გამომიდგამს. პრინციპში არც მერე, ხან აუზზე ვიყავი ხანაც ოთახში. ამასობაში დეაც და ლაშაც გავაცილეთ თბილისისკენ და დავრჩით მხოლოდ სამნი. აგვისტოს ბოლო ახლოვდებოდა და მინდოდა მაქსიმალურად დრო მშობლებთან გამტარებინა ჩემს სახლში, ამიტომ დავუბრუნდი საკუთრებას. დედას უამრავ რამეზე ვესაუბრე, უნივერსიტეტზე, თბილისზე, ჩემს შიშებზე, სანდროზე და ისევ სანდროზე. მითხრა რომ ძალიან ბედნიერი იყო რომ ასეთს მხედავდა! ასევე ისიც მითხრა, რომ უნდა ვისწავლო ადამიანების ნდობა, უნდობლობა სიყვარულში ბევრ პრობლემას წარმოშობსო. ასევე ძველი დრო გაიხსენა მასზე და მამაზე მომიყვა, მათი სიყვარულის ისტორია. მოკლედ გულწრფელი და გულახდილი საუბარი გვქონდა, როგორც დედა-შვილური ისე მეგობრული. დრო გადიოდა და ზაფხულიც იწურებოდა.. ხვალ თბილისში ვბრუნდებოდით და უბედნიერესი ვიყავი.. ვიცოდი რომ აქაურობა, ოჯახი, ზღვა მომენატრებოდა, თუმცა სანდრო იმდენად მენატრებოდა, რომ ამაზე აღარ ვფიქრობდი. ბათუმში განაკუთრებული არაფერი მომხდარა, უბრალოდ ვისვენებდით, ვერთობოდით, ვირუჯებოდით და ა.შ.
დღეს 28 აგვისტოა, პარასკევი. თბილისში ადრიანად ჩამოვედი, გზამ დამღალა და ცოტახანი დავისვენე, შემდეგ კი მზადება დავიწყე გემრიელობების, რომ სანდროსთვის დამეხვედრებინა როცა სამსახურიდან მოვიდოდა. სადმე გასვლა არ მინდოდა, რადგან მინდოდა მხოლოდ მე და ის ვყოფილიყავით და სხვა არავინ ჩვენს გარდა! სიურპრიზს ვუკეთებდი და არმითქვამს, რომ დღეს ჩამოვდოვდიოდი. როგორც კი 8 საათი დაიწყო მის მერე ატუზული ვიყავი კარებთან, რომ მისი მოსვლა არ გამომრჩენოდა დაა აი ისიც.. ჭუჭრუტანიდან გავყურებდი თუ როგორ ამოვიდა კიბეზე, გააღო კარები და შევიდა სახლში. აქედანვე ეტყობოდა რომ დაღლილი და მოწყენილი იყო.. ცოტახანი მოვიცადე და შემდეგ მის კარზე დავაკაკუნე, კარი მალევე გამიღო.
მისი სევდიანი სახე მომენტალურად ბედნიერებამ მოიცვა, სიტყვაც არუთქვამს ისე ჩამიხუტა და ხელებს ისე მჭიდროდ მიჭერდა ლამის გავიჭყლიტე. აი სწორედ ეს და ეს ადამიანი მაკლდა სრული ბედნიერებისთვის!
-სანდრო გავიჭყლიტე
-ძალიან მაკლდი
-მეც
-არვიცოდი დღეს თუ ჩამოდიოდი, ძალიან გამახარე შენი ჩამოსვლით
-წამოდი ჩენთან
-შენთან რახდება
-უნდა გამოგკვებო
-შენ რომ შეგჭამო?
-არა, წამოდი გემრიელობები გაგიკეთე, მოგენატრებოდა ჩემი გაკეთებული
-კარგი მაშინ დესერტად შენ დაგაგოლებ
-ეგრე იყოს
გემრიელად ვივახშმეთ, შემდეგ კი
მის გვერდით მოვკალათდი და მოვუყევი ყველაფერი დაწვრილებით მისი წასვლის შემდეგ. ბევრი ვისაუბრეთ, უამრავ სხვადასხვა თემაზე. შემდეგ კი მის მხარზე მოკალათებულმა დიდხანს გავატარე, თუმცა საკმაოდ მეძინებოდა და ისიც დაღლილი იყო.
-მეძინება
-კარგი, გავალ მაშინ
-არა, იყავი
-დავრჩე?
-ხოო, მინდა ჩემთან ერთად იყო
-კარგი
მალევე დავწექით მე კი მაშინვე მის მხურვალე სხეულს მივეკარი და მალევე ჩამეძინა. დღეები დღეებს მისდევდა და დროც გადიოდა, მნიშვნელოვანი არაფრრო ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. უნივერსიტეტიც დავიწყეთ უკვე და გადავეშვი სწავლა-განათლებაში. სანდროს ყოველდღე ვნახულობდი და მაინც გამუდმებით მენატრებოდა, მთელი ჩემი გული მას ეკავა. არც უნივერსიტეტში ხდებოდა რამე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი, დათო კვლავ ცდილობდა რაღაცას, თუმცა ზედმეტს ვერ მიბედავდა და არ მაწუხდბდა. ვუთხარი კიდეც რომ სხვა მიყვარს და შეყვარებული მყავსთქო, თუმცა ამის მიუხედავად მაინც მისეული ხერხებით ცდილობდა მომწონებოდა. მნიშვნელოვანი ლაშას და დეას ცხოვრებაში ხდებოდა, ხვალ ქორწილი ჰქონდათ.
ქორწილის დღე.. დეა სადად და ლამაზად გამოიყურებოდა, ლაშა ელეგენტურად და ჩვენც არაგვიშავდა. ამჯერად დეას მეჯვარე ლილე იყო.. ქორწილს ახლო წრეში აკეთებდნენ ამიტომ პატარა ქორწილი იქნებოდა. მშობლები, ახლო ნათესავები, ახლო მეგობრები და მათ შორის კურსელებიც. ჯვარი სამებაში დაიწერეს, ფოტოები თბილისის ძველ და ლამაზ უბნებში და ადგილებში გადაიღეს.. ახლა კი დარბაზში ვიყავით და ვგუგუნებდით. ძალიან კარგად ვერთობოდით, სანამ თაიგულის სროლის დრო დადგებოდა, სანდროს ხუმრობით ვკითხე
-შემთვევით შენც ხომ არ აპირებ დღეს ჩემთვის ხელის თხოვნას
-დღეს აქ და ახლა ხელი რომ გთხოვო, ალბათ გამექცევი
-ეგრე გგონია?
-კი, თანაც იდეის მოპარვა არმინდა. ეს იმდროს მოხდება, როდესაც ვერც კი წარმოიდგენ!
-კარგი
თაიგულის სროლამ მშვიდად ჩაიარა, ყოველგვარი ხელის თხოვნის გარეშე.
-შეიძლება ვიცეკვოთ ბარბარე? (დათო)
თან ჩემს გვერდით მჯდომ სანდროს გახედა, იცოდა ვინც იყო და თითქოს ამით მისგან ნებართვა აიღო თუ რაღაც ეგეთი. ცოტახნიანი პაუზის შემდეგ ვუპასუხე
-კი
საცეკვაოდ გამიწვია
-დღეს ძალიან ლამაზი ხარ
-მადლობა
-ყოველთვის ლამაზი ხარ, თუმცა დღეს განსაკუთრებით ბრწყინავ
-მადლობა დავით
-დავით?
-დავით
-ბარბი
არუყვარდა როდესაც დავითს ვეძახდი და მეც ამას განგებ ვაკეთებდი, რადგან მისგან ეს ქცევა ცოტა არიყოს თავხედურად მომეჩვენა, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ეს ყველაფერი.. სანდრო თვალს არ გვაშორებდა და ვიცოდი, რომ ეჭვიანობდა
-კიდევ ერთხელაც შეიძლება?
-იციი...
-კიდევ ერთი ცეკვა
-მხოლოდ ერთი
ცოტახანში ვხედავ თუ ჩვენსკენ სანდრო როგორ მოდის
-უკავრავად შეიძლება პარტნიორი მოგტაცოთ?!
კულტურულად, თუმცა ამავდროულად მომთხოვნი ტონით თქვა სანდრომ. მის ამ ქცევაზე გამეღიმა. დათო რასაპირებდა და რისი თქმა უნდოდა არვიცი, თუმცა ჩემი თავი ცხვირწინ ააწაპნა ჩემმა ბიჭმა და დარჩა სახტად.
-კიდევ ერთ ცეკვას ვეღარ ავიტანდი
-რატომ? შენი საკუთრება ხოარვარ? ხომ შეიძლება სხვასთანაც ვიცეკვო?
-ჩემი ხარ! ეგოისტი ვარ.
ჩემი თითები მის თითებში ახლართა და მეორე ხელი ჩემს თეძოზე მოათავსა..
-საზიზღარი ხარ
-შეიძლება.. ვერასდროს ავიტან, ვერასდროს
-რას?
-სხვა რომ შეგეხოს იმას! მინდა მუდამ ერთად ვიყოთ და მხოლოდ მე შემეძლოს ეს
-რა შეგეძლოს?
მომიახლოვდა და კისერში წამიერად, ნაზად და მსუბუქად მაკოცა, მომენტალურად ტანში ჟრუანდელმა დამიარა და გულმა გამალებით დაიწყო ძგერა.. ჩემს ამ ქმედებაზე გაეღიმა
-სწორედ ამას ვგულისხმობ
ქორწილმა შესანიშნავად ჩაიარა. საკმაოდ გვიან დავიშალეთ. გზაში სანდროს სიყვარულს ვუხსნიდი და ტაქსისტი გავაგიჟე, ალბათ ფიქრობდა რა სიყვარული აუტყდა ამ გოგოს ღამის 3 საათზეო. მართალია დამღლელი დღე იყო, თუმცა ასე თავს არ ვგრძნობდი პირიქით, ენეგრია მქონდა მოზღვებული და ეს არვიცი რისი ბრალი იყო. ორივე სახლის კართან ვიდექით, გასაღები ხელში მეჭირა, რომ კარი გამეღო
-ძილინებისა
-ძილინებისა პატარავ!
-რაო რას მეუბნებოდი დღეს?
-რას გეუბნებოდი?
-ვერც მე ავიტან
-რას პატარავ?
-არიცი ხო?
-არა!
-სანდრო
-ბარბი
-სან
მივუახლოვდი და დავეწაფე მის ტუჩებს, მან ცოტახანში შემაჩერა, კარი გააღო და გადაკტა..
-იციი, ვერასდროს ავიტან, ვინმე გეხებოდეს, გკოცნოდეს, შენ თმებს ეფერებოდეს, რომელიც ასე ძალიან მიგვარს და ასევე..
კვლავ დავეწაფე მის ბაგეებს, თუმცა ამჯერად მეტი ემოციით, სურვილით და გრძნობით, შემდეგ გულზე ხელი დავადე, ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულისცემას.
-მინდა მხოლოდ მე შემეძლოს ეს და მხოლოდ მე მეკუთვნოდე
-ეგოისტი ხარ!
-ვიცი
სანდროს თითქოს სუნთქვა შეეკრა, ჩემსკენ დაიხარა და მაკოცა, უფრო ღრმად და ნელა, ზედმეტი სიჩქარის გარეშე. მისმა ხელებმა ფრთხილად გადაინაცვლეს ჩემს კისერზე მე კი თითები მის თმებში ავხლართე და უფრო მომთხოვნი გვხდი.. მის სურვილს ვგრძნობდი როგორც საკუთარს და ასევე გრძნობდა ისიც. გული უფრო მეტად ამიჩქარდა და ვიცოდი, რომ სანდროც ჩემს დღეში იყო. ჩემთვის ეს წამები საუკუნედ გაიწელა. თავბრუ მესხმოდა და თვალთ მიბნელდებოდა ეს ყველაფერი უკვე აღარ მყოფნიდა, არ ვიცოდი რა, მაგრამ მეტი მინდოდა. თუმცა გამბედაობა არ მყოფნიდა.. პირველ რიგში, ჟანგბადი მჭირდებოდა, ამიტომ ხელები სანდროს მკერდზე დავაწყვე და ოდნავ ვკარი ხელი, ცოტახნით მომშორდა და ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ კი კისერზე გადაინაცვლა. მის თვალებში დიდი ვნებას და სურვილს ვგრძნობდი.. ნელ-ნელა უკან ვიწევდით და საძინელებლამდე მივაღწიეთ. ხელის სწრაფი მოძრაობით, კაბის ელვა შემიხსნა და გადამაძრო, მე კი პერანგის გახსნა დავიწყე. სანდრომ შიშველ მკლავზე ნელა დამისვა ხელი და ჩემი სხეული მაშინვე თბილი ტალღებით აივსო, შემდეგ ლავიწზე მხურვალე კოცნა დამიტოვა და ამაზე სულ ავიშალე და გულმა კიდევ უფრო გამალებით დამიწყო ძგერა.. მისი სხეულის შეხების სურვილს ვეღარ ვეწინააღმდეგები.. სანდრომ საწოლზე დამაწვინა და თვითონ ჩემს ზემოდან მოექცა. მის ნატიფ თითებს ჯერ სახეზე ვგრძნობდი, შემდეგ ნელა დაუყვა ჩემს სხეულს, შიშველ კანზე მისი შეხება ვიგრძენი და მთელ ტანში სასიამოვნო იმპულსებმა დამიარეს, თვალები ნელა გავახილე, ის ერთხანს უხმოდ მაკვირდებოდა, შემდეგ ჩემსკენ დაიხარა ტუჩები მის შესახვედრად გავხსენი და ჩვენი ენები მალევე შეერთდა, ჯერ ნაზად ვკოცნიდით, ნელა, შემდეგ ჩემს სხეულში ვნებამ იმატა და ხელები თმაში შევუცურე და უფრო მჭიდროდ მოვიზიდე. ჩვენი ალერსი გამძაფრდა, სისხლი ხმაურით ეხეთქებოდა ვენების კედლებს, გულისცემის ხმა სმენას მიხშობდა.
-ბარბი
-ალექსანდრე!
-დარწმუნებული ხარ?
-ჰოო
-ნამდვილად?
-დარწმუნებული ვარ!
თითებით მის შარვლის ღილებს წავეტანე და გავხსენი, თუმცა მისი ხელების ბარიერს გადავწყდი, მეც მის ნებას დავყევი. შარვალი სწრაფად მოიშორა სხეულიდან, შემდეგ კი თითები ჩემს ნეკნებზე ძალიან ნელა ააცურა და მკერდთან შეაჩერა, ბიუზჰალტერი სწრაფად გამიხსნა, მისი ხელის სითბო გულთან სულ ახლოს ვიგრძენი და მანაც გახელებულმა დაიწყო ფეთქვა.. სანდრო კვლავ დაეწაფა ჩემს ტუჩებს, შემდეგ მისი ტუჩები ჩემს ბაგეებს მოწყდა და ყელზე გადავიდა, ყელიდან მუცელზე გადაინაცვლა. სხეულის ყველა უჯრედი მიფეთქავს და მიხურს სადაც სანდრო მეხება. თვალებს ვხუჭავ და მხოლოდ იმ ადგილებს შევიგრძნობ, სადაც სანდროს ტუჩები, ენა და ხელები მეხება. მთელ სხეულს მიკოცნის და მის მხურვალე თითებს მთელ სხეულზე ურცხვად დაასრიალებდა, საცვალი გამხადა და ზედმეტად ფრთხილი მოძრაობით მოთავსდა ფეხებს შორის. ცოტახნით შეჩერდა და თვალმოუშორებლად დამაკვირდა თვალებში, სურვილის და ლოდინის გარდა სხვა რომ ვერაფერი ამოიკითხა, კვლავინდებურად ჩემი სახისთვის თვალმოუშორებლად... ნაზად, ნელა, მსუბუქი ბიძგით შეაერთა ჩვენი სხეულები. მომენტალურად დავიჭიმე და მწველი ტკივილი ვიგრძენი, სახეზე ცრემლი ჩამომგორდა, სანდრო კი მეფერებოდა და სახეს მიკოცნიდა, რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ კი უფრო ძლიერი, მაგრამ მოზომილი ტემპით განაგრძო მოძრაობა, პარალელურად კი თვალს არ მაშორებდა და ჩემს ყოველ რეაქციას აკვირდებოდა...ყოველ ბიძგზე მისი სხეული უფრო და უფრო მეტს ითხოვდა, მაგრამ არ ჩქარობდა, რადგან არუნდოდა, რომ ძალიან მტკენოდა. თავს თოკავდა და თანაბარი , ნელი ტემპით ცდილობდა ჩემი სხეულისთვის ესმინა და მას ადაპტირების საშუალებას აძლევდა.. ტკივილი ნელ-ნელა ქრებოდა და სიამოვნების პირველ ტალღები ვიგრძენი, რა დროსაც ოდნავი კვნესა აღმომხდა. უკვე კი ყოველგვარი თავშეკავების გარეშე, მთელი არსებით დაეუფლა ჩემს სხეულს. ტკივილი საბოლოოდ გაქრა და სიამოვნების ტალღები კვლავ მატულობდა. თვალებდახუჭული სრულიად მოვდუნდი და მთლიანად სიამოვნების იმ ტალღებზე ვკონცენტრირდებოდი თანდათან რომ იზრდებოდა ბიძგების სიძლიერესთან ერთად...გონება თანდათან გამეთიშა და რეალობას სრულიად მოვწყდი, სულ მალე კი სხვა სამყაროში, სხვა პლანეტაზე გადაიმიყვანა სადაც აღარაფერი არსებობდა სრული ნეტარებისა და სანდროს გარდა. ოთახში მხოლოდ ჩვენი სიამოვნების ჰანგები და გახშირებული სუნთქვა ისმოდა. ჰაერი კი გაჯერებული იყო, სოყვარულით, ვნებით და სიამოვნებით...
-სანდრო
-რაიყო?
-მხოლოდ შენ.. მარტო შენ.. სამუდამოდ!
ამოივიჩურჩულე უკვე სრულიად სიამოვნებისგან დაცლილმა. მკერდზე ვაკოცე და ჩავეხუტე მის დაცვარულ სხეულს.. მინდოდა, რომ მის სხეულს მივკროდი და არასდროს მოვშორებოდი!
.....
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. ჩემს წინ ალექსანდრე იჯდა, წელსზევით შიშველი, წინ კი მოლბერტი ედგა და რაღაცას ხატავდა.
-დილამშვიდობის ძილისგუდა
-დილამშვიდობის
-როგორ გეძინა?
-კარგად, შენ?
-ნორმალურად
-რასაკეთებ?
-ვხატავ
-არვიცოდი თუ ხატავდი
-ხო ბოლო დროს დავიწყე.. ნუ, პატარაობაში ვხატავდი თუმცა შემდეგ შევეყვიტე და ახლა ისევ გამიჩნდა სურვილი
-რას ხატავ?
-როცა დავასრულებ ნახავ
-მე ახლა მინდა
-არშეიძლება
წამოვდექი და ახლა გამახსენდა რომ სრულიად შიშველი ვიყავი, გადასაფარებელი მაშინვე ავიფარე და დავიმორცხვე. თვალებს კი აქეთ-იქით ვაცეცებდი, რომ რამე ჩასაცმელი მეპოვნა. ჩემს ამ ქმედებაზე სანდროს გაეცინა, ჩემსკენ წამოვიდა და წამში საწოლში ჩემს გვერდით აღმოჩნდა. როგორც კი თითები შიშველ სხეულზე შემახო მაშინვე ჟრუანტელმა დამიარა და დავიხორკლე.
-როგორ ძალიან მიყვარს ყოველ ჩემს შეხებაზე ასეთი რეაქცია, რომ გაქვს. სულ რომ წითლდები და თვალებში ვერ მიყურებ მაგას ცალკე ჭკუდიდან გადავყავარ..
-საზიზღარი ხარ!
-მინდა შეგჭამო
-რატო კანიბალი ხარ?
-არა, ტკბილი ხარ
-როგორც შოკოლადი ხო?
-ძალიან ტკბილი და გემრიელი შოკოლადი
მისი ძლიერი ხელები მჭიდროდ ჩამკიდა და მისკენ მიმიზიდა, თავი კი თმებში ჩარგო და ხარბად ისუნთქავდა
-სანდრო
-რაიყო პატარავ?
-ამდენი ემოცია აღარ ვიცი სად წავიღო.. რასმიკეთებ? და როგორ შეგიძლია?
-რასგულისხმობ?
-ჩემი თვალები მუდამ შენ გეძებს, ყველგან შენ გხედავ. ჩემი გონება მუდამ შენზე ფიქრობს, ვერცერთი წუთით და წამით ვერვწყვიტავ შენზე ფიქრს, უბრალოდ არ შემიძლია. ჩემი გული შენს დანახვაზე, შეხებაზე იმდენად ძლიერად ფეთქავს, რომ ვგრძნობ და მესმის. ჩემი სხეული შენს ოდნავ შეხებაზეც კი რეაგირებს და ვერც კი აგიღწერ თუ რასვგრძნობ ამდროს.
-ბარბარე მაგიჟებ!!! ჭკუიდან გადაგყავარ!! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ სიგიჟემდე.. უფალის და შენი მშობლების მადლიერი ვარ რომ ასეთი საოცრება და სისაყვარლე შეგქმნა, რომელიც ჩემთვის დაიბადა. ყოველი შენი ამოსუნთქვით მაბედნიერებ ბარბი!
ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და მთელი სახე დამიკოცნა. თითებს ნაზად და ნელა დაასრიალებდა ჩემს სხეულზე მე კი ვერაფერს ვაკეთებდი უბრალოდ მის გახშირებულ გულისცემას ვუსმენდი.
-ახლა ცოტხანი დამაცადე პატარავ, უნდა დავასრულო ნახატი
-კარგი
იქვე ალექსანდრეს მაისური დავინახე და გადავიცვი, წამოვდექი და საძინებლიდან გასვლას ვაპურებდი, როდესაც შემაჩერა
-სადმიდიხარ ბარბი?
-არსად, უბრალოდ საძინებლიდან გავდივარ
-არ გახვიდე
-რატო?
-მუზა გამიქრება
-დამაცადე მალე მოვალ, მშია
-ცოტახანიც და მოვრჩები. მეც მშია და ერთად ვჭამოთ, გუშინდელის მერე ორივე მოშიებულები ვიქნებით (იღიმის)
-კარგი
საწოლზე ჩამოვჯექი და ვაკვირდებოდი სანდროს.. ძალიან სიმპატიური და სექსუალური იყო!! გამომხედავდა და მიღიმოდა, მეც იმავეთი ვპასუხობდი
-სან
-გისმენ
-ხომ სამუდუდამოდ ერთად ვიქნებით?
-სამუდამოდ!
-ხომ სულ გეყვარები?
-რა თქმა უნდა, ჩემო პატარავ. ძალიანაც რომ შევეცადო და ძალიანაც რომ მინდოდეს ვერასდროს შევძლებ შენს გადაყვარებას!! სიცოცხლის ბოლო წუთამდე მეყვარები ამ სამყაროში და სიკვდილის შემდეგაც, თუმცა სხვა სამყაროში..
-მეც მიყვარხარ
-კარგი ბარბი მოვრჩი, შეგიძლია ნახო
თვალებს არ ვუჯერებდი, ეს მე ვიყავი და თან საოცრად კარგად ხატავდა..
-ძალიან კარგად ხატავ
-ჰოო?
-კი ძალიან
-ხო შევეცადე, თუმცა არვიცი რამდენად გამომივიდა
-ძალიან კარგად გამოგივიდა, მომწონს
-კარგია
დრო გადიოდა და ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო ვახლოვდებოდით, ჩვენს შორის ყოველწუთს ძლიერდებოდა სიყვარული.
დღეს ბავშვები ვიკრიბებოდით, დიდიხანია სადმე ერთად არ მოგვიყრია თავი და დრო ერთად არ გაგვიტარებია. პატარა საყვარელ კუსკუსა კაფეში წავედით, ძალიან მყუდრო გარემო იყო და განწყობაც ამაღლებული, თუმცა განსაკუთრებით კარგ ტალღაზე ლილე და დემეტრე იყვნენ, რისი მიზეზიც ჯერ-ჯერობით არვიცოდით
-აუ ცოტა არ დავლიოთ? (ლაშა)
-დავლიოთ (მე)
-აუ მე ვერ დავლევ (ლილე)
-რატო? (დეა)
-რავი, უბრალოდ ვერ დავლევ
-სასმელზე არასდროს ამბობ უარს და რახდება? მოიცა.. მგონი ვხვდები (მე)
-შენ ჩემი მიხვედრილი გოგო ხარ (ლილე)
-აუუ რა მაგარია, გილოცავთ (მე)
-მოიცადე ასე უთქმელად როგორ ხვდები? (დემეტრე)
-რაღა უთქმელად, საკმაოდ კარგად ვიცნობ და არჭირდება დაკონკრეტება (მე)
-მოიცა ახლა იმის თქმა გინდა რომ შენზე ნაკლებად ვიცნობ ჩემ ცოლს? (დემეტრე)
-რავი ეგრე გამოდის (მე)
-არა რატო, შენ უბრალოდ დაიბენი როცა გითხარი რომ მამა გახდებოდი და შვილი გეყოლებოდა და ვერგაიაზრე რაგითხარი (ლილე)
-ნახე როგორ დაიცვა ცოლმა (დეა)
-ნუ რაგინდა მართალი თქვა (ლაშა)
-კარგით ამის დროა ახლა? მალე მშობლები გახდებით და პაწაწუნა გეყოლებათ, გილოცავთ, ძალიან გამიხარდა.. (სანდრო)
ყველანი ბედნიერები ვიყავით ამ ფაქტით და ავღნიშნეთ. გვიან დავიშალეთ და სახლში მივედით
-წამო ჩემთან, თორე შენს გარეშე ვეღარ ვიძინებ (სანდრო)
-კარგი, მაგრამ ძალიანაც ნუ შეეჩვევი (მე)
-რატო?
-სულ ხომ არ დავრჩებით ერთმანეთთან
-მე თუ სულ შენთან მინდა?
-არაუშავს
თავი სანდროს მკერდზე მედო და ვფიქრობდი ჩვენზე, ჩვენს მომავალზე..
-აუ რაკარგია დემეს და ლილეს ბავშვი რომ ეყოლებათ (მე)
-კი ძალიან, ხალისს და ბედნიერებას შემოიტანს
-ხო პაწაწო
-ჩვენი შვილი წარმოიდგინე როგორი საყვარელი იქნება
-ჩვენი შვილი?
-ხო რაიყო, რატო გაგიკვირდა
-არა უბრალოდ
-კიდევ გაწითლდი, ძალიან საყვარელი ხარ ჩემო პატარავ..
-რატო?
-იმიტომ.. გოგო თუ გვეყოლება შენსავით საოცრება იქნება და ბიჭი თუ გვეყოლება მამას დაემსგავსება
-ხოო კი შენსავით სიმპატიური იქნება
-კარგი დაიძინე ხვალ ადრე უნდა ავდგეთ, შენ უნივერსიტეტი გაქვს მე კი სამსახურში უნდა წავიდე
უნივერსიტეტში შუალედურების დროც დადგა, და სანდროსაც სამსახურში ბევრი საქმე ჰქონდა და სახლში საკმაოდ გვიან მოდიოდა ამიტომ ერთად დიდხანს ყოფნას ვეღარ ვახერხებდით და როგორც ყოველთვის მენატრებოდა. დროში ვერ ვემთხვეოდით ერთმანეთს, როცა ცოტახნით მე ვიყავი თავისუფალი მას არეცალა და პირიქით. დათო როგორც იქნა, შემეშვა მიხვდა რომ აზრი აღარ ჰქონდა მის არანაირ მცდელობას. შუალედურებს წარმატებით ვაბარებდი, ხვალ ერთი საგანი მქონდა და მოვრჩებოდი. სანდროს დავურეკე
-რას შვები საან?
-ვმუშაობ პატარავ, შენ
-ვმეცადინეობ და ახლა ცოტახანი ვისვენებ
-კარგია
-იციი ხვალ შუალედურებს ვამთავრებ და მერე თავისუფალი ვიქნები
-ხოო ეგ კარგია, მაგრამ მე ჯერ ვერმოვიცლი, პროექტის დამთავრება უნდა მოვასწროთ თვის ბოლომდე
-აუ თვის ბოლომდე კიდე ვერგნახავ ნორმალურად?
-ყველანაირად შევეცდები რო ადრიანად გავნთავისუფლდე ხოლმე რომ გნახო, თორე მეც ძალიან მენატრები
-საღამოს სამსახურიდან რომ მოხვალ დაღლილი მე ბევრს გაკოცებ, ჩაგეხუტები და თმებზე მოგეფერები
-ერთი სული მექნება ხოლმე სახლში როდის მოვალ და გნახავ!!
ბოლო გამოცდაც ჩააბარე და ახლა ჩიტივით თავისუფალი ვიყავი. ახლა ერთადერთი ის მაწუხებდა, რომ სანდრო ძალიან მენატრებოდა.. გადავწყვიტე, რომ მასთან სამსახურში წავსულოყავი, თანაც შესვენება მალე ექნებოდა. ბედნიერი მივდიოდი მასთან და წინასწარ ვფიქრობდი თუ როგორ გავჭ....ტდი ჩახუტებისგან, ნუ ის უფრო გამჭ....და თუმცა მაინც. მივწერე რომ მასთან მივდიოდი, თუმცა არუპასუხია ალბათ არეცალა. მასთან ადრეც ვიყავი ნამყოფი ამოტომ ვიცი სადაც იყო მისი ოფისი და პირდაპირ მისი ოთახისკენ გავეშურე. კარი ოდნავ შეღებული იყო ხმა გამოდიოდა, ვიღაც გოგო იყო შიგნით, თუმცა არმესმოდა რას აბობდა, კარი ბოლომდე გავაღე. თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, მეგონა მთელ სამყაროში მარტო ვიყავი. ვგრძნობ რომ მთლიანად ავიშალე. მთელ სხეულში უწონადობა ვიგრძენი ეს იყო წარმოუდგენელი დარტყმა, სტრესი. იმდენად მეტკინა, ამ ყველაფრის დანახვას მერჩივნა მკვდარი ვყოფილიყავი. სანდრო და ვიღაც გოგო ერთმანეთს კოცნიდნენ. გოგო ზურგით იყო და მის სახეს ვერ ვხედავდი, ჩემი შესვლა გაიგეს და ორივემ გამომხედეს. ეს ელენე იყო!
-ბარბარე? (ელენე)
უკან მოუხედავად წამოვედი. მთელ სხეულში მაკანკალებდა და სუნთქვა მიჭირდა. მკერდზე სიმძიმეს ვგრძნობდი, თითქოს უხილავი ლოდი დამადეს და სუნთქვა კიდევ უფრო გამიჭირდა. ვგრძნობდი, როგორ მესობოდა წვრილი ნემსები სხეულის ყოველ წერტილში. მტკიოდა, ძალიან მტკიოდა, გაუსაძლისად. ცრემლები მომდიოდა და მივდიოდი, თუმცა სად არვიცოდი. ვიღაცის ხელმა შემაჩერა ეს სანდრო იყო.
-ბარბარე აგიხსნი
-რაუნდა ამიხსნა?
-მისმინე, ის რაც დაინახე..
-არ მაინტერესებს, წადი
-ბარბარე
-...
-ბარბარე
გამოვიქეცი, ვერ ვუყურებდი მას.. ვერვიტანდი. ის.. მე, ის.. მე მის გამო ვსუნთქავდი.. მე ის მიყვარდა, ეს როგორ შეეძლო? ეს როგორ გამიკეთა?! ვგრძნობდი როგორ კვდებოდა ჩემი გული და როგორ მიჭკნებოდა სული. მინდოდა მესუნთქა თუმცა არშემეძლო, ცრემლები თავისით მოდიოდა და ვერვჩერდებოდი, მთლიანად ვკანკალებდი. საერთოდ ცოცხლებში არვეწერე. თავზე ჩამომექცა მთელი სამყარო. მინდოდა გავმქრალიყავი, მიწას ჩავეყლაპე, მინდოდა მოვმკვდარიყავი. ელენე და სანდრო.. ელენე.. ისევ ელენე. რა დავაშავე? გულწრფელად მაინტერესებდა რა დავაშავე? ეს ტკვივილი მაშინდელს ვერც შეედრებოდა.. განადგურებული ვიყავი.. რატომ? ეს რატომ ხდება ჩემსთავს? როგორ ვერ ვამჩნევდი? როგორ ვერ ვხვდებოდი? სანდრომ ეს როგორ გააკეთა, როგორ შეეძლო? ვერვხვდებოდი რახდბოდა.. ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა, ამჯერადაც მეგონა სანდრო იყო, თუმცა უცხო ნომერი იყო.. დიდხანს დავშტერებოდი ტელეფონს და ვერვპასუხობდი, ამასობაში შეტყობინება მომივიდა იმავე ნომრიდან და გავხსენი
-ელენე ვარ, ყაზბეგზე წითელ ბაღში ვარ და მოდი, მინდა დაგელაპარაკო და ყველაფერი გითხრა, აუცილებლად მოდი, ვიცი დაგაინტერესებს
თვალებს ვერ ვუჯერებდი, ნუთუ ეს მართლა ჩემს თავს ხდებოდა.. მივედი, შორიდანვე ვიცანი და ახლოს მისვლა არ მინდოდა, თუმცა მაინც მივედი
-ბარბარე
-გისმენ
-სანდროსთან არც თუ ისე დიდიანია ვმუშაობ, სტაჟიორი ვარ და შედარებით ახალივარ, მას ვეხმარები ასე ვთქვათ. იცი არვიცოდი თუ შეყვარებული ყავდა, თანაც შენ. არვიცი ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, ვწუხვარ, მაგრამ მეც ცუდად ვარ რადგან მეგონა ვუყვარდი. რაც მუშაობა დავიწყე იმ დღიდან მეფლირტავებოდა, მეც ძალიან მომეწონა მაშინვე და მალევე შემიყვარდა კიდეც, ახლა კიდე. მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი, სიყვარულს მეფიცებოდა.. არვიცი ისეთ სიტყვებს მეუბნებოდა, ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, როგორ არ დამეჯერებინა?
ვერ ვიჯერებდი, ვერგეტყვით რას ვგრძნობდი, დიდ, ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი, რომელიც უფრო მძაფრდებლდა და ამ ტკივილს დასასრული აღარ უჩანდა.
-რაა?
-ხო სიყვარულს მეფიცებოდა. აგვისტო.. მთელი აგვისტო ერთად ვიყავით, ისე საოცრად ვატარებდით დროს. რატომღაც მანამდე დიდად არ დავდიოდით სადმე, თუმცა აგვისტოში სამსახურში ხომ ერთად ვიყავით და შემდეგ სახლშიც, ხან ბუნებაში, ხან კაფეებში. მაგრამ სახლში მასთან, მისი სახლი ყველაფერს მერჩივნა
-ამას რატომ მიყვები?
-რატომ?? რადგან ვხვდები მეც ისეთივე მოტყუებული ვარ როგორც შენ და ძალიან ვწუხვარ. ხოო რასვამბოდი?? ხოო... მართლა მჯეროდა მისი, ჯანდაბა ისე კარგად ვიყავით, ისეთი კარგი ურთიერთობა გვქონდა, ისეთი ცხელი და მხურვალე სექსი.. მის თვალებში მის ჩემდამი სიყვარულს ვხედავდი.
ამის მოსმენა აღარ შემეძლო, ამიტომ წამოვედი.. მისი სიტყვები, ელენეს სიტყვები. აგვისტო, სამსახური. აგვისტოს შემდეგ რატომღაც გამოუჩნდა სანდროს საქმეები. საცაა გული გამისკდებოდა.. ეს ყველაფერი ტყუილი იყო? ეს როგორ გააკეთა? როგორ გამიკეთა? მისი სიტყვები? მისი ქცევა? რასნიშნაავდა? მაშინ ეს ყველაფერი რასნიშნავდა? ის ისეთ საოცარებებს მეუბნებოდა, ნუთუ ეს ყველაფერი ტყუილი იყო!? მე ხომ ასე მჯეროდა მისი? ნუთუ არმაქვს ბედნიერების უფლება? ნუთუ არშემიძლია ვინმეს ვენდო? რატომ? ღმერთო რა დაგიშავე? რა დავაშავე? ასეთი ტკივილისთვის როგორ გამწირე.. აღარ შემიძლია, ამდენი აღარ შემიძლია, ვეღარ გადავიტან!! სიკვდილი მინდოდა.. მარტოობა მინდოდა, მინდოდა ამ სამყაროდან გავმქრალიყავი.. წასვლა მინდოდა, თუმცა არვიცოდი სად წავსულოყავი. რა მოხდებოდა საერთოდ არ შეგხვედროდი. ასეთი სიცარიელესთვის როგორ გამიმეტა? სრული სიცარიელე, სიბნელე.. ასეთი სიმძიმე ჯერ არ მიგვრძვნია. იმდენად მძიმე იყო ეს რომ ემოციებს ვერაფერს ვშველოდი. ასეთი ტკივილისთვის როგორ გამიმეტა?
.....
მთელი დღე დავდიოდი თბილისის ქუჩებში, მოჩვენებასავით. საღამოს კი გავუდექი სახლის გზას, ძალიან არმინდოდა, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. კართან სანდრო დამხვდა
-ბარბარე
-გაიწიე, მინდა სახლში შევიდე
-მინდა მომისმინო
-არ მაინტერესებს, უკვე საკმარისი მოვისმინე და ვნახე
-ბარბარე, ყველაფერი ცუდად გაიგე, ის..
-მოკეტე და შემეშვი
-ვერ შეგიშვები, მინდა რომ მომისმინო
-არა!
-ბარბარე
-ჩემი სახელი აღარ ახსენო! მძულხარ!! ეს როგორ შეგეძლო? როგორ გამიკეთე?
-ჯანდაბა ბარბარე, რაღაცის ახსნაც ვცდილობ და არმაძლევ ამის საშუალებას
-არ მაინტერესებს! ! და შენც ! მძულხარ! ვერგიტან! მეზიზღები! აღარ მინდა გხედავდე!!! ჯანდაბა გაიწიე და სახლში შემიშვი.
ნერვებს ვეღარ ვთოკავდი, ჩავიკეცე და ისევ ავტირდი, ვკანკალებდი, მთლად აშლილი ვიყავი.. სანდრო მომიახლოვდა
-არც კი გაბედო და არ შემეხო!
-კარგი, ახლა ძალიან განერვიულებული ხარ და ხვალ დავილაპარაკოთ
-არ დავილაპარაკებთ, აღარასოდეს!
სახლში შევედი თუარა მაშინვე დავწექი. ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა გოგონები იყვნენ, უამრავი გამოტოვებული ზარის შემდეგ ვუპასუხე.
-ბარბი... (დეა)
-შემეშვით, ახლა არავის და არაფრის თავი მაქვს, ჩემთან მოსვლა არ გაბედოთ!! მარტო ყოფნა მინდა!
ეს ვუთხარი და ყურმილი გავთიშე. 2 დღე სახლიდან არ გავსულვარ, უნივერსიტეტს ვაცდენდი და საერთოდაც, მთელი დღე ვიწექი და ვერაფერს ვაკეთებდი.. მესამე დღეს კი თავს ძალა დავატანე და გადავწყვიტე უნივერსიტეტში წავსულიყავი. მოვემზადე და სახლიდან გავედი. კარი გავაღე თუარა სანდრო დამხვდა
-უნდა ვილაპარაკოთ
გვერდი ავუარე, თუმცა წინ გადამიდგა
-ბარბარე არსად გაგიშვებ, უნდა მომისმინო!
-უნივერსიტეტში მაგვიანდება
-არაუშავს, ხვალ წახვალ
-შენ სამსახურში არუნდა იყო? ბევრი საქმე აღარგაქვს, თუ დაგშორდა შენი ბევრი საქმე?
-ბარბარე
-შემეშვი
-არა მეთქი! სახლში ამოდი
-არა
ხელში ამიყვანა და მის სახლში შემიყვანა, კარი ჩაკეტა
-ახლა მომისმენ ბარბარე
-როგორ ბედავ?
-ელენე, რამდენიმე თვის წინ ავიყვანეთ სტაჟიორად. რაც მოვიდა მის მერე დაიწყო ფლირტი, თუმცა არვაქცევდი ამას ყურადღებას რა თქმა უნდა. შენ საკმაოდ ცუდ დროს მოხვედი და ყველაფერი ცუდად და არასწორად გაიგე. ჩემს ოთახში შემოვიდა და მითხრა რაღაც ვერ გავიგეო მეც ავუხსენი და შემდეგ საქმეზე ვლაპარაკობდით, მოულოდნელად კი მაკოცა და სწორედ ამ დროს შემოხვედი შენც.
-არ მაინტერესებს! საერთოდ ამის შემდეგ კიდევ ამდენს როგორ მიბედავ? თავზე გადამიარე! ნამუსი არ გააჩნია?? კიდევ როგორ ბედავ? რას იგონებ, რას ამბობ, რატომ მატყუებ?
-არ გატყუებ! სიმართლეს გეუბნები
-არ მჯერა
-ბარბარე, დამიჯერე. ძალიან მი..
-არც კი გაბედო!!! თავი დამანებე! ხო მითხარი რისი თქმაც გინდოდა?! გავიგე ახლა კი შ ე მ ე შ ვ ი!
-ბარბარე!
-გამიშვი
გამიშვა, მე კი უნივერსიტეტში წავედი. დეამ კითხვები დამაყარა, თუმცა არმქონდა იმის თავი, რომ ყველაფერი მომეყოლა, ახლა ნამდვილად არა. ლექციებმა უაზროდ ჩაიარა. დასრულებისთანავე გამოვედი და ჩქარი ტემპით გავეშურე სახლისკენ.
-ბარბარე (დეა)
-...
-ბარბარე გაჩერდი
-...
-ბარბი დამელოდე
-...
დამეწია და შემაჩერა
-უნდა ვილაპარაკოთ
-არმინდა ლაპარაკი
-გინდა ბარბარე, შენთან წავიდეთ და ლილეც მოვა
-არშემიძლია ამაზე ლაპარაკი
-აბა რამდენიხანი აპირებ ასე შენში ყველაფრის ჩაკვლას?
-არვიცი
სახლში მივედი, მე კი ისევ ჩვეულ პოზიციას დავუბრუნდი, ლოგინში შევწექი და ვფიქრობდი.. დეა მელაპარაკებოდა, თუმცა არმესმიდა რასმეუბნებოდა. მუდმივ, ქრონიკულ ტკივილს ვგრძნობდი. ამ ამბის შემდეგ მუდმივად ვიწექი, არც ვჭამდი ნორმალურად და არც მეძინა.. განა მინდოდა ასე ვყოფილიყავი? მაგრამ სხვანაირად ყოფნა არ შემეძლო! განადგურებული და გამოფიტული ვარ. ეს ტკივილი მთელ სხეულს ედება და მთლიანად მყლაპავს! ტკივილი, რომელიც ფეხის თითებიდან შემოდის ჩემს სხეულში მუხლებამდე მაცოცდება ტანს მთლიანად მიყლაპავს და ყელში გაჩხერილს უკან ვეღარ ვაგდებ, ვერ ვიშორებ.. სული მტკივა! სული მეხუთება! ვერ ვსუნთქავ! ჩემი ლაღი, ფერადი სხეული, სული, გული, წამიერად ჩაყლაპა სიბნელემ! რა უცნაურია არა?! წამის წინ ბედნიერი და ახლა.. არც კი ვიცი ამ მდგომარეობას, ამ განცდას რა დავარქვა.. ჩემი ცხოვრება წამიერად დაიფშვნა და ამ ნაწილებს მთელ სხეულში ვგრძნობ.! ბედისწერა, ვერაგი რამაა, ვერ გაექცევი! ისევ იგივე მეორდება, რატომ?! რამე დავაშავე? ბედნიერების უფლება არ მაქვს?! სიყვარულის უფლება??? ვფიქრობდი რომ, ყველა ბედნიერებას მოსდევსდევდა უბედურება და ახლა ამაში დავრწმუნდი.. მუდმივად ეს ფიქრები, ეს გრძნობა, ეს ტკივილი.. მუდმივად მას უფრო მძაფრად განვიცდიდი და უფრო მეტად მტკიოდა. ჩემს გონებაში მუდმივად სანდრო და ელენე ტრიალებდნენ და მათი კოცნის სცენა, რომელიც მანადგურებდა და ისევ და კიდევ უფრო მეტად განვიცდიდი იმ ტკივილს, იმედგაცრუებას. ელენეს სიტყვებს კი მუდმივად გონებაში, ვატრიალებდი და საცაა გავგიჟდებოდი. სახეზე შეხება ვიგრძენი, შემდეგ კი თმებზე, შევკრთი, წამიერად მეგონა სანდრო იყო და თითქოს ყველაფერი გაქრა, თოთქოს ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო, თუმცა რეალობაში მალევე დავბრუნდი
-ბარბარე (დეა)
-ბარბარე დაგველაპარაკე (ლილე)
-არმინდა
-არშეიძლება ეგრე (დეა)
-ახლა მომისმინე, სანდროს ველაპარაკე, ნუ დემეტრე ელაპარაკა და შემდეგ ყველაფერი მითხრა... (ლილე)
-შეწყვიტე, არ მაინტერესებს რა ზღაპრები მოუყვა
-ბარბარე!
-არ მინდა რომ ახსენოთ! თავადაც მომიყვა ზღაპრები, ნეტავ რამდენხანს იფიქრებდა?
-უნდა მოუსმინო ბარბარე! (ლილე)
-უკვე ვთქვი და აღარ გავიმეორებ, რომ საკმარისი მოვისმინე.. ასევე დავინახე კიდეც
ერთი კვირა გავიდა და არაფერი იცვლებოდა. სანდროს თავს ვარიდებდი, ის ისევ ჯიუტად ცდილობდა თავის გამართლებას, თუმცა ამის საშუალებას არ ვაძლევდი. უნივერსიტეტიდან დაბრუნებული სახლში უაზროდ ვიჯექი და კვლავ იმავე აზრები მაწუხდბდა, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა. კარზე ზარია, სანდრო იყო.
-შენთან საქმე მაქვს, შემომიშვებ?
-შემობრძანდი
-ჩემი სათქმელი უკვე გითხარი.. და მე შენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით
-უკაცრავად?? რით ვერ შეიგნე, რომ შენი ზღაპრების არმჯერა
-მე ასე აღარ შემიძლია ბარბარე.. არშემიძლია, ვეღარ ვუძლებ. არშემიძლია შორიდან გიყურებდე და ვერ გეხებოდე, ასე დისტანციურად ვიყოთ, რატომ არ გესმის რომ ძალიან მი...
-არც კი გაბედო
-მისმინე და დამამთავრებინე სათქმელი. ვერ ვუძლებ უშენობას, ძალიან მიყვარხარ ბარბარე. ასე გაუგებრობაში ვეღარ ვიქნები, საბოლოოდ უნდა გადავწყვიტოთ. თუ ასე ვიქნებით მე აქ ვეღარ გავჩერდები. შენი გადასაწყვეტია შენთან დავრჩე საქართველოში თუ...
-შემეშვი
-გინდა რომ წავიდე?
-კი
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ
-ბარბარე
-არანაირი ბარბარე, წადი და აღარ დაბრუნდე
-კიდევ გეკითხები ბარბარე საბოლოოდ, დარწმუნებული ხარ? გინდა რომ წავიდე?
-დარწმუნებული ვარ. აღარასოდეს მინდა გნახო!
-კარგი, კვირის ბოლოს წავალ მაშინ მანამდე სამსახურში საქმეებს მოვრჩები
-არ მაინტერესებს
-იქნებ გადაიფიქრო, კვირის ბოლომდე
-არ გადავიფიქრებ
-მე მაინც მექნება იმედი და დაგელოდები, იქნებ შეიცვალო აზრი
-არ შევიცვლი აზრს
-იმედი ბოლოს კვდება
კარები გავუღე, ცინიკურად გავუღიმე და ვუთხარი
-კარგად იყავი
ამდენი ძალა როგორ შემრჩა არც კი ვიცი. თუმცა იმდენად გაბრაზებული და განრისხებული ვიყავი, რომ ასე იყო საჭირო. ნეტა რაეგონა ერთ-ორ ცრემლს გადმოყრიდა, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს მეტყოდა და ყველაფერს დავიჯერებდი? მთელი ღამე ტირილში გავატარე, მეორე დღეს უნივერსიტეტში ისევ არ წავედი, არმქონდა არაფრის თავი და სურვილი. ნეტა საერთოდ არ შევხვედროდი სანდროს, მაგრამ მაინც ვერ ვნანობდი. მისი სიყვარული როგორ მენანა?
არასწორი ვიქნებოდი, მასთანაც,
ჩემთავთანაც. როგორ მენანა? რა მენანა? მთელი არსებით მიყვარდა.. ტკივილამდე მიყვარდა. მისი სიყვარული მტკენდა. ვეღარ ვფიქრობდი, ვეღარ ვაზროვნებდი. მძულდა, ვერვიტანდი, ვერვპატიობდი, თუმცა ამავდროულად მიყვარდა, მენატრებოდა. ჯანდაბა!! გადავწყვიტე ბათუმში წავსულიყავი სანამ სანდრო არ წავიდოდა, მისი ნახვა აღარ მინდოდა, ამიტომ ჩავლაგდი და გავეშურე ბათუმისკენ.
მშობლები ზედმეტს არაფერს მეკითხებოდნენ, რადგან ხვდებოდნენ რომ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. თვალები ტირილისგან ჩასიებული მქონდა, უჭმელობისგან 4 კილო მქონდა დაკლებული, უძილობისგან კი ნერვები აღარ მივარგოდა, უკვე სიგიჟის ზღვარზე ვიყავი. გული გასკდომაზე მქონდა, ამ ტკივილს კიდევ რამდენხანს გავუძლებდი აღარ ვიცოდი ან საერთოდ თუ გავუძლებდი. ასეთ რამეებს რატომ აკეთებენ?? ასეთი საშინელი ადამიანები რატომ არსებობენ? ვერ ვხვდებოდი, ვერ ვიგებდი სანდრომ რატომ დამაჯერა და დამარწმუნა იმაში, რომ ვუყვარდი?? ასე რატომ მომექცა? ამდენად რატო მატკინა? რატომ? რა დავუშავე.. მანდამაინც ასეთი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში რატომ ჩნდებოდნენ? ეს ელენე, თითქოს იმისთვის გაჩნდა ამ ქვეყანაზე რომ მე ტკივილი მომაყენოს, თანაც უკვე მეორედ. დღეს სანდრო მიდიოდა, მე კი თავს საშინლად ვგრძნობდი. მივხვდი რომ ვეღარ ვნახავდი, ვეღარ შევხედავდი, ვეღარ შევეხებოდი და ეს ყველაფრის მიუხედავად ცუდად მხდიდა.
-ბარბარე დე, ჩამოდი ვისადილოთ, მთელი დღე ასე ხომ არ იწვები?
-არ მშია დედა
-ცოტა ჭამე რა დე ჩემი ხათრით, ძალიან დასუსტდი
-კარგი ჩამოვალ
-გელოდები
ცოტახანში ჩავედი, დედა თვალებში შემციცინებდა, თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი და ჩემს ყოველ ლუკმას მიკონტროლებდა.
-ვნერვიულობ შენზე
-რატომ?
-აქედან რომ გაგიშვი უბედნიერესი იყავი, თვალები გიციმციმებდა და ახლა.. არ ჭამ, არ გძინავს, ყოველ ღამე ტირი. აქამდე არ გეკითხებოდი, მეგონა როცა მზად იქნებოდი თავად მეტყოდი, მაგრამ არაფერს ამბობ. ბარბარე დე რახდება გამაგებინე?
თქმას ვაპირებდი, თუმცა ხმა ვერ ამოვიღე, ყელში ბურთი გამეჩხირა და კვლავ ავქვითინდი. დედა მაშინვე ჩემთან მოვიდა და გულში ჩამიხუტა, მე კი ტირილს ვუმატე.
-დაწყნარდი რა დე
-ვცდილობ, მარტო ყოფნა მინდა, უნდა წავიდე
-სად მიდიხარ?
-ზღვაზე
-ძალიან არ დაიგვიანო
-შევეცდები
თითქმის მთელი დღე სანაპიროზე ვიყავი და გავყურებდი ბობოქარ ზღვას, მასში შესვლის და სამუდამოდ ჩაკარგვის სურვილი მქონდა. მსიამოვნებდა ზღვიდან წამოსული სურნელი, შხეფები რომელსაც სახეზე ვგრძნობდი.
მთელი დღე ამინდი არეული იყო, თითქოს ისიც იზიარებდა ჩემს მდგომარეობას. მოსაღამოვდა, შავი ღრუბელი კიდევ მეტად მოიქუფრა და ერთიანად დასცხო კოკისპირულმა წვიმამ. მისი სურნელი ღრმად ჩავუშვი ფილტვებში, შევეცადე გონება გამეთიშა და ყველაფერი დამევიწყებინა. ვცდილობდი მომხდარზე აღარ მეფიქრა, თუმცა გონებაში სულ სანდრო მიტრიალებდა და ის წუთები, რომელსაც ბედნიერად ვატარებდით. პირველი კოცნა, პირველი შეხება, პირველი ჩახუტება.. ეს ყველაფერი იმდენად ნათლად წარმოვიდგინე, რომ წამიერად მეგონა სანდრო ჩემთან ერთად იყო, ჩემს გვერდით და ყველა ის ადგილი ერთიანად ამეწვა სადაც ოდესმე შემხებია, გრძნობები ერთიანად შემომაწვა და გული ამიჩქარდა. წამიერი ბედნიერება ვიგრძენი და შემდეგ კვლავ სევდამ მოიცვა ჩემი სული და სხეული. კარგი რაღაცეები არასოდეს არ გრძელდება დიდხანს! ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა
-ბარბი როგორ ხარ? (ლილე)
-ვცდილობ კარგად ვიყო
-კარგია, რას შვები?
-სანაპიროზე ვარ და ვფიქრობ, თქვენ?
-ჩვენ სანდრო გავაცილეთ
-გასაგებია, ასე ჯობს
-ბარბარე, იციი..
-არა! არაფრის ახსნა არ მინდა და საერთოდაც ყველას გიკრძალავთ ჩემთან ამაზე საუბარს
-მაგრამ..
-სანდროს ხსენება აღარ მინდა და პატივს დამდებთ თუ ჩემთან აღარ ახსენებთ
-ბარბარე
-მხოლოდ ჩვენი საქმეა, მე და სანდროსი და თქვენ არგაქვთ უფლება ჩაერიოთ.. და საერთოდ აღარ მინდა ამაზე საუბარი, არმინდა უთანხმოება გვქონდეს ამიტომ ჯობს, რომ..
-კარგი გასაგებია
-კარგი წავედი
-სად მიდიხარ?
-უბრალოდ უნდა წავიდე
-კარგი, კარგად
სახლში გვიან დავბრუნდი, ისევ დედას ხათრით ვჭამე ცოტა და ეგრევე დავწექი. ბათუმში კიდევ ერთი დღე დავრჩი და კვირას თბილისში დავბრუნდი. ყველას ავუკრძალე სანდროს ჩემთან ხსენება, რომ უფრო ადვილად დამევიწყებინა. თავიდან თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, თუმცა რაც დრო გადიოდა ტკივილი ოდნავ მსუბუქდებოდა. ცუდად განსაკუთრებით მაშინ ვიყავი როდესაც მარტო ვრჩებოდი, ამიტომ ვცდილობდი მარტო იშვიათად ვყოფილიყავი. თუმცა ღამით, თითქმის სულ მარტო ვიყავი და ამ დროს განსაკუთრებით ცუდად ვგრძნობდი თავს, იმდენად მივეჩვიე სანდროსთან ერთად ძილს, ახლა აღარ შემეძლო მარტო დამეძინა.. თანაც თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი, ვფიქრობდი რომ საკმარისად არავის ვუყვარდი და არავის ვადარდებდი. მართალია ცდილობდნენ ჩემთან ყოფილიყვნენ და არ მომეწყინა, თუმცა ყველას თავისი ცხოვრება ჰქონდა. დეა და ლაშა ახალშექმნილი ოჯახი იყო, ერთმანეთი ყავდათ, ასევე ლილე და დემეც, თანაც სულ მალე პატარა ეყოლებოდათ. ხანდახან მეგონა, რომ ჩემთან იმიტომ ატარებდნენ დროს, რომ ვეცოდებოდი.. ამაზე კი ჩემი თავი მეტად მეცოდებოდა, ასეთი უბადრუკი რომ ვიყავი და ასეთი აზრები მაწუხებდა.
ამ ამბიდან უკვე 7 თვე გასულიყო. ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ჩემი ყოველი დღე ერთმანეთს გავდა, უნივერსიტეტი, სახლი, მეგობრები. ლილე ნელ-ნელა მრგვალდებოდა, სქესის გაგება არუნდოდათ, მანამდე სანამ ბავშვი არ დაიბადებოდა. სანდროს წასვლის შემდეგ არაფერი მსმენია მასზე, ბავშვები არაფერს მეუბნებოდნენ და მეც არ ვეკითხებოდი, მას შემდეგ თვითონ სანდროც აღარ შემომხმიანებია. საკმაოდ დიდი დრო იყო გასული, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ვერ ვივიწყებდი. კვლავ ძალიან მტკიოდა, რადგან ეს არიყო დროებითი ტკივილი, მუდმივი იყო, რომელიც სულ თან მდევდა და არასდოს მტოვებდა, რომელიც ყელში მიჭერდა და მახრჩობდა..
.....
დღეს 20 მაისია, სწორედ ის დღე როდესაც სანდრო სიყვარულში გამომიტყდა. ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მომაწვა. მახსენდებოდა ყველა ის შეხება სადაც სანდრო ოდნავ მაინც შემხებია და ყველა მათგანი ერთდროულად ამეწვა. საოცარია, როგორ შეიძლება იმ ადამიანს გადავუსვათ ხაზი, რომლითაც ადრე ყოველი დღე იწყებოდა. შეიძლება ერთ ადგილას გაიჭედო და ამას ვერც კი მიხვდე, ფრთხილად თუარ იქნები შეიძლება სამუდამოდ იქ დარჩე, როგორც მე!
ისევ უაზროდ და ერთფეროვნად განვლო რამდენიმე კვირამ. უნივერსიტეტიდან დაღლილი ვიყავი მოსული, ცოტა დავისვენე და შემდეგ სამეცადინოს შევუდექი. შუა პროცესში ვიყავი, როდესაც ტელეფონმა დარეკა, უცხო ნომერი იყო
-გისმენთ
-ელენე ვარ, საქმე მაქვს შენთან
-მე არ მაქვს
-გთხოვ, აუცილებლად უნდა გნახო
-კარგი
-დღეს ან სადმე შევხვდეთ ან შენთან მოვალ
-ჩემთან მოდი
ავნერვიულდი და დავიძაბე. მოუთმენლად ველოდი 7 საათს, ძალიან მაინტერესებდა რა საქმე ჰქონდა, ქალბატონ ელენეს. ალბათ კვლავ ჩემი გამწარება უნდოდა და მომიყვებოდა თუ როგორი ბედნიერები არიან ერთად.. ფიქრისგან თავი გამისკდა. როგორც იქნა მოვიდა 7 საათი და კარზე ზარსაც აღარ დაუყოვნებია
-შემოდი
-მადლობა
-გისმენ
-ძალიან სერიოზული საქმე მაქვს
-კარგი
-არც კი ვიცი როგორ უნდა დავიწყო
-ამჯერად რა ხდება?
-გთხოვ არ შემაწყვეტინო
-იქნებ ოდესმე დაიწყო
-მომხდარიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა და არც კი ვიცი ასე გვიან რატომ გადავწყვიტე აქ მოსვლა და ყველაფრის თქმა, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
-ძაან გთხოვ ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით ნუ მელაპარაკები
-გთხოვ დამაცადე
-გაცდი
-აქამდე ამდენი გამბედაობა არმქონდა, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და ყველაფერს მივხვდი. თავიდან მეგონა, რომ ამის გასაკეთებელი მიზეზი მქონდა და ღირსი იყავი, თუმცა მწარედ ვცდებოდი.
-ვერ ვხვდები რას ლაპარაკობ
-ყველაფერი მოგატყუე. მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობდა. მე და ლევანს თავიდან ყველაფერი კარგად მიგვდიოდა. რაღაც დროის შემდეგ კი ყველაფერი აგვერია. მუდმივად ვჩხუბობდით, ჩემდამი ყურადღებას აღარ იჩენდა და ნელ-ნელა ერთმანეთს ვშორდებოდით. ეჭვები გამიჩნდა ამიტომ თვალ-თვალი დავუწყე და აღმოვაჩინე, რომ ის ისევ შენით იყო დაინტერესებული. როდესაც ერთად ვიყავით მაშინაც გონებით ჩემთან არიყო, ვიცოდი, რომ შენზე ფიქრობდა. არ ვიმჩნევდი მეგონა გადაუვლიდა, თუმცა ერთ დღეს ადგა და გამომიცხადა, რომ ისევ შენ უყვარდი და სწორედ მე ვიყავი თქვენი დაშორების მიზეზი. მითხრა რომ არასოდეს ვუყვარდი და თავგზა ავუბნიე, ძალიან მეჩხუბა, გამლანძღა და დამშორდა. დაშორების შემდეგაც ვადევნებდი თვალს რადგან ვერაფრით ვეგუებოდი ამ ფაქტს. მთელ მის დროს შენ გითმობდა, შორიდან გაკვირდებოდა, ერთ დღესაც კი შენთან მოსვლა და დალაპარაკება გაბედა. იმ დღეს თქვენი საუბარი ვერგავიგე, თუმცა გხედავდით, ლევანს ვხედავდი, ისეთი თვალებით გიყურებდა, ჩემთვის არასდროს შემოუხედავს ეგრე, მას მართლა უყვარდი. მანამდეც არმომწონდი, თუმცა იმ დღიდან შენი შეძულება დავიწყე! ლევანი მას შემდეგ დანაღვლიანებული იყო, აშკარად მტკიცე უარით გაისტუმრე და მე დამშვიდება და დალაპარაკება ვცადე ლევანთან, თუმცა იმდენად გაწბილებული და გულგატეხილი იყო, უკანასკნელი სიტყვებით გამლანძღა, ყველაფერს მე მაბრალებდა და ამან საშინლად გამაბაზა, იმდემად ვეჭვიანობდი რომ შენზე გული მერეოდა! გადავწყვიტე შური მეძია და ის მეგრძნობინებინა შენთვის, რასაც თავად ვგრძნობდი. მალევე გავიგე შენ და სანდროს შესახებ, შემდეგ სად მუშაობდა ის გავიგე და ჩემდა სასარგებლოდ, ვაკანსია ჰქონდათ და მეც დავიწყე მუშაობა, ასე ვთქვათ ჩაწყობით, ნუ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთელი ჩემი ცხოვრების აზრი შურისძიება იყო, მხოლოდ ეს მამოძრავებდა. რაც მუშაობა დავიწყე სანდროსთან, მის შემდეგ ყველანაირად ვცდილობდი, რომ მოვწონებოდი, სულ მის წინ ვტრიალებდი. ყველანაირ ჩემ სექსუალურობას ვიყენებდი მასთან, თუმცა არანაირი რეაგირება, ზედაც არ მიყურებდა. ზრდილობიანი და წესიერი ბიჭია და კულტურულად ცდილობდა ჩემ ჩამოშორებას და იმის მიხვედრას რომ არ ვაინტერესებდი, თუმცა თითქოს ამას ვერ ვხვდებოდი და არ ვიმჩნევდი. შემდეგ გავიგე სად ცხოვრობდა და სულ მის სახლის ირგვლივ ვტრიალებდი. სადაც სანდრო დადიოდა მეც იქ დავდიოდი და ვითომ შემთხვევით გადავეყრებოდი, შემდეგ ამასთან დაკავშირებით ნამიოკებს ვურტყავდი, რომ ბედი იყო და სამყაროს უნდოდა, რომ ერთად ვყოფილიყავით. შემდეგ ვიფიქრე ზედმეტად ვაქტიურობდი და ასეთი გოგოები არმოსწონდა და გარკვეული დროით შევწყვიტე ჩემი მხრიდან აქტიურობა. სხვა ბიჭთან ერთადაც ვეჩითებოდი მაგდროს და მოკლედ ყველაფერი ვცადე, რომ ეეჭვიანა, თუმცა არანაირი შედეგი. თავი სახლში ბევრჯერ დაძალებით წავაყვანინე, ბევრჯერ შევთავაზე ჩემთან ამოსულიყო, თუმცა არასოდეს დამთანხმებია. მას შენ ძალიან უყვარდი, ისე ძალიან, რომ მე აქამდე ასე არავის არასდროს ვყვარებივარ. ყველანაირი ხერხით ვეცადე ის შემეცდინა და მისთვის თავბრუ დამეხვია. აგვისტოში კი როცა აქეთ მარტო იყო, მეტად გავაქტიურდი თუმცა არაფერი! არ გამომდიოდა და არაფერმა გაჭრა.. შემდეგ კი ის მოვიფიქრე, რასაც შენ შეესწარი. ვიცოდი, რომ ჩამოდიოდი და მას შემდგ ყოველ დღე სასურველ მომენტს ვეძებდი, რომ ერთად გვენახე. იმ დღეს, შენ რომ სანდროს მიწერე, არიყო ოთახში და ტელეფონი კი მაგიდაზე ჰქონდა დარჩენილი, მე კი შენი მონაწერი წავიკითხე. საუკეთესო დრო იყო და მე გამოვიყენე კიდეც. იციი იმ დროს იმდენად მქონდა გონება დაბინდული, რომ მეგონა სწორს ვაკეთებდი, მაგრამ ახლა.. ვხვდები, რომ საშინელი ადამიანი ვარ და საშინლად მოგექეცი, არანაირი გამართლება რომ არ მაქვს ვიცი, თუმცა ამას ახლა მივხვდი, როდესაც მართლა ბედნიერი ვარ. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მართლა მიყვარს და მასაც ვუყვარვარ და რომ წარმოვიდგინე ის გაეკეთებინა ვინმეს, რაც მე შენ გაგიკეთე, რომ.. ამ ადამიანმა თვალი ამიხილა, მივხვდი, რომ შენ არაფერ შუაში ხარ, მხოლოდ მე ვარ დამნაშავე, ჩემი ეგოიზმი. სიყვარულმა იმდენად დამაბრმავა, რომ საზიზღრობები ვაკეთე.
-...
შოკისგან ხმას ვერ ვიღებდი, თავზარი დამეცა.. ვინ შემეძულებინა არვიცოდი, ელენე თუ საკუთარი თავი.
-მაპატიე, რომ ცხოვრება გაგიმწარე. ვიცი შენი ცხოვრება როგორც შეიცვალა მომხდარის შემდეგ და ძალიან ვწუხვარ. დიდწილად მევარ დამნაშავე, არა მთლიანად მევარ დამნაშავე. იმდენად დაგარწმუნე ყველაფერში, რომ.. შეიძლება ფიქრობ, რომ შენი ბრალია, რომ უნდობლობა გამოიჩინე სანდროს მიმართ, თუმცა ეს უნდობლობაც ჩემი ბრალია. შენი წარსული, რომელშიც მე ჩავერიე, შენ შეყვარებული და საუკეთესო მეგობარი დაკარგე, წლების წინ. იცი მე რომ იგივე შემმთხვეოდა, მეც შენ მდგომარეობაში ვიქნებოდი, მეც ვეღარ ვენდობოდი ადამიანებს..
-გთხოვ შეწყვიტე და წადი
-მაპატიე
-ელენე წადი
ელენე წავიდა. მე კი სასოწარკვეთილი ვიყავი.. საერთოდ ვერ ვხვდებოდი რაუნდა მექნა. იმდენად ცუდად გავხდი და იმდენად ვინერვიულე, რომ გული ამერია. ამდენი ხნის შემდეგ გავაანალიზე, რომ ჩემი ბედნიერება ჩემივე ხელით დამინგრევია! ჩემი უნდობლობით, ეგოიზმით, სიჯიუტით, ეჭვიანობით.. უნდობლობა, რომელიც ადამიანების მიმართ ყოველთვის მქონდა, სწორედ ამან დამღუპა. სანდრო, თურმე რომელიც ცამდე მართალი იყო.. არდავუჯერე! ვერ ამეხსნა იმ დროს ელენეს მიმართ ნდობა რატომ მქონდა, როცა მის ნათქვამს დავუჯერე და სანდროს ნორმალურად ახსნის საშუალება არ მივეცი. არც მას და არც მეგობრებს! მძულდა საკუთარი თავი, თავს ძალიან უსუსურად და საშინლად ვგრძნობდი. გოგონებს დავურეკე, რომ ჩემთან მოსულიყვნენ. მალევე მოვიდნენ.
-რახდება ბარბი (ლილე)
-დღეს ელენე იყო აქ
-რაა? (დეა)
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი გოგონებს, რაც ელენემ მითხრა
-რა საშინელი ადამიანია (დეა)
-არ ვიცი რა ვქნა. ძალიან ცუდ დღეში ვარ, თავს საშინლად ვგრძნობ და ძალიან ვნანობ. ნორმალურად არც სანდროს ავახსნევინე, არც თქვენ. არ ვიცი რა დამემართა. თავის გამართლებას ვერ დავიწყებ, მაგრამ მართლა მეგონა, რომ.. მეგონა სანდრო მატყუებდა, არ ვუყვარდი. იმდენად დამარწმუნა ელენემ ყველაფერში..
-ვერ გცნობდით ბარბარე, როგორც კი ახსნას ვცდილობდით ამის საშუალებას არ გვაძლევდი.. სანდროს კი ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ არ გაუშვებდი. ბოლო წუთამდე უკან იმ იმედით იხედებოდა, რომ შენ მოხვიდოდი, ისეთი დანაღვლიანებული იყო, რომ.. ჩვენც გაუჩერებლად გირეკავდით, გწერდით არ იღებდი და ალბათ არც კითხულობდი, როგორც მას, ჩვენც გვქონდა იმედი, რომ მოხვიდოდი. თუმცა ახლა რაღა აზრი აქვს, ამაზე საუბარს.. მას შემდეგ უამრავი დრო გავიდა. (ლილე)
-ამდენი ფიქრისგან და ნერვიულობისგან თავი გამისკდა. არ ვიცი რა ვქნა.. საცაა ჭკუიდან გადავალ! ამდენი ხნის მანძილზე, თითქოს ოდნავ დამავიწყდა, მაგრამ ახლა არც კი ვიცი.. სასოწარკვეთილი ვარ! ყველაფერი დამემსხვრა და თავზე ჩამომექცა!
-ძალიან ბევრსაც ნუ იფირებ, 8 თვე თითქოს არაა დიდი დრო, მაგრამ თქვენ ცალ-ცალკე უფრო დიდიხანი ხართ ვიდრე ერთად.. თან ისე დაშორდით, რომ.. (ლილე)
-უნდა წავიდე
-სად (ლილე)
-სანდროსთან
-ლონდონში? (დეა)
-ხო, ვნახავ უახლოეს რეისს და წავალ
-უცხო ქალაქში, უცხო გარემოში.. იცი სად ცხოვრობს საერთოდ? (დეა)
-დემეს ვკითხავ. აუცილებლად უნდა წავიდე, მაგრამ არცერთმა არაფერი უთხრათ
-არ ვეტყვით (ლილე)
-დემე სადაა?
-სამსახურში ბევრი საქმე ჰქონდა, მალე მივა ალბათ სახლში, შეილება მისულიცაა უკვე
-კარგი, მე შენთან წამოვალ, დემეს უნდა ველაპარაკო
-კარგი
ლილესთან მივედით და დემეც მალევე მოვიდა, ერთად ვივახშმეთ, შემდეგ კი მასაც მოვუყევი მომხდარის შესახებ
-ხომ იცნობ სანდროს როგორიცაა, რამე თუ ძალიან არ აწუხებს, არიცის ლაპარაკი მის პირად ცხოვრებაზე. შენს შემთხვევაში კი საკმაოდ სხვანაირად იყო ყველაფერი. აქამდე ვერაფერს გეუბნებოდით, რადგან რამდენი მას ვახსნებედით გვეჩხუბებოდი. არც კი ვიცი რა დაგემართა ბარბარე, გასაგებია წარსული, მაგრამ ასე ყველას არ ნდობა, თან სანდროსი, ძალიან არასწორი მიმაჩნდა და მიმაჩნია.
-არვიცი რა დამემართა, ისედაც მქონდა ნდობასთან პრობლემები მუდმივად და მე რაც დავინახე იმის მჯეროდა, შემდეგ ელენემ ისეთები მელაპარაკა რომ..
-ნუ არვიცი ბარბარე..
-სანდრო მახსენებს?
-აღარ
-დიდიხანია?
-საკმაოდ..
-როგორაა?
-მე სანდროს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, მაგრამ ეგეთი არასდროს მახსოვს და მინახავს. შენ რომ ბათუმში წახვედი, მაგ დროს საერთოდ ვერ ვცნობდი. ნუ არმინდა თქვენ საქმეში ჩარევა მაგამ მკითხე და ამიტომ გეუბნები
-კარგი, წავალ ახლა გვიანია
-გაგიყვან
-არმინდა, მარტო მირჩევნია
-კარგი ბარბი, ჭკვიანად (დემე)
-გამაგებინე რასიზამ (ლილე)
-აუცილებლად
სახლში, როგორც კი მივედი ბილეთებს გადავხედე, ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები ვიზეარზე იყო და რეისი სამ დღეში იყო, გადავწყვიტე ამ ავიაკომპანიით წავსულიყავი, ამიტომ ბილეთი შევიძინე.. ნერვიულობისგან, დარდისგან, ფიქრისგან თავი საშინლად მტკიოდა და გულისრევის შეგრძნება მქონდა. მთელი ღამე მოუსვენრად ვიყავი, ვშფოთავდი, მართლა აღარ შემეძლო ამდენი. საკუთარი თავი მეზიზღებოდა, იმის გამო რომ ამდენიხნის მანძილზე სანდრო მოღალეტე, მატყუარა და უნამუსო მეგონა. როგორ ცდილობდა და როგორ უნდოდა რომ დამეჯერებინა მისი სიმართლე, თუმცა მე ამის საშუალებას არ ვაძლევდი, ნორმალურად არც ვუსმენდი. მეგონა რომ ერთადერთი ადამიანი იყო ვისი ნდობაც მქონდა, თუმცა მე არც მისი და არც არავის ნდობა არ მქონდა! მე არავისი მჯეროდა 100% ით, მხოლოდ სანახევროდ და ეს რომ მეგონა დავძლიე, თურმე ვერ.. არავისი არასდროს მჯეროდა და სწორედ ამიტომ მოხდა ეს! ახლა კი.. ახლა მისი ბოლომდე, გულწრფელად მჯეროდა, თუმცა რის ფასად?!
იმ ღამესაც ნორმალურად არ მეძინა, თუმცა ამას უკვე შეჩვეული ვიყავი. მეორე დღეს დილით უნიში წავედი, სახლში მოსულმა დავისვენე და შემდეგ ჩანთის ჩალაგება დავიწყე. გადმოვქექე მთელი თარო და ჩემი რამდენიმე შარვალი და მაიკა ჩავაგდე, მოულოდნელად კი თვალი სანდროს მაისურს მოვკარი. მისი დანახვა და გულის აჩქარება ერთი იყო. ხელში ავიღე და მაშინვე ჟრუანტელმა დამიარა, შემდეგ კი ცხვირთან მივიტანე და თვალები დავხუჭე.. მას კიდევ ოდნავ შერჩენოდა სანდროს სურნელი, ღმერთი ჩემო! როგორ მაკლდა ეს! ცრემლები წამსკდა, რომელიც ბედნიერებით და მონატრებით იყო გამოწვეული..
თვითმფრინავში ვარ და საშინლად ვნერვიულობ. გონებაში ყველანაირ სცენარს ვატრიალებ.. თან სურვილი მაქვს რომ დრო მალე გავიდეს და მალე ჩავაღწიო და ხანაც ეს დრო საუკუნოდ გაიწელოს. შუადღისას უკვე ლონდონში ვიყავი. ჯერ სანრო სამსახურში იქნებოდა, ამიტომ მე სასტუმროში წავედი, დავლაგდი, დავისვენე და როდესაც მოსაღამოვდა წავედი. ამინდი ისეთი იყო, როგორც ლონდონს სჩვეოდა, წვიმიანი და ნისლიანი.. ტაქსმა დანიშნულების ადგილას მიმიყვანა, მე კი რაც უფრო ვუახლოვდებოდი მის სახლს, გული უფრო მეტად მიცემდა. მის კართან ვიდექი და ძალას ვიკრებდი, რომ დამეკაკუნებია. ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვიყავი, თუმცა ზუსტად რამდენხანს ვერგეტყვით, შემდეგ კი როგორც იქნა გავბედე, ღრმად ჩავისუნთქე და კარზე დავაკაკუნე. მეტად ავნერვიულდი და დავიძაბე, ნაბიჯების ხმა მესმოდა, შემდეგ კი საკეტის.. ეს წამები თითქოს საუკუნოდ გაიწელა, მეგონა დრო გაჩერდა.. კარი გაიღო და ალექსანდრე დავინახე!
.....
კარი გაიღო და ალექსანდრე დავინახე! გული იმდენად ამიძგერდა, რომ მისი ხმა ყურებში მესმოდა. მთელი სხეული მიხურდა, ვღელავდი, ვნერვიულობდი, დაძაბული ვიყავი.. სხეულის თითოეულ წერტილში ყველაფერს ვგრძნობდი! ყველა წერტილი მიფეთქავდა და მიხურდა!! ვუყურებდი და მინდოდა მივახლოებოდი, შევხებოდი, ჩავხუტებოდი, მისი სურნელი შემეგრძნო, მეკოცნა.. თუმცა არ შემეძლო..! ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და ვერცერთი გონს ვერ მოვდიოდით. სანდრო რას ფიქრობდა და რას გრძნობდა არვიცოდი. მის სახეზე ვერაფერი ამოვიკითხე..
-შეიძლება შემოვიდე?
-შემოდი
დიდიხანი ვისხედით ჩუმად. მთელი გზა გონებაში სათქმელს ვალაგებდი, ათასჯერ მაინც დავალაგე და გავიმეორე, თუმცა ყველაფერი დამავიწყდა რისი თქმაც მინდოდა.
მისი გამოხედვა.. რომელიც ასე მიყვარდა.. ის ისეთივე არიყო როგორც ადრე.. არიყო თბილი.. არამედ ცივი..
მისი ღიმილი.. რომელიც ყოველთვის გულს მიფორიაქებდა... ახლა მის სახეზე ღიმილის კვალსაც ვერ დაინახავდით..
მისი თვალები.. მუდამ სიყვარულით და სიხარულით სავსე.. ჩაანაცვლა სევდამ და სიბრაზემ..
სანდრო იყო, თუმცა ისევ ის სანდრო აღარ იყო.. თუმცა არც მე ვიყავი ის ბარბარე..
მეტკინა... ვიცოდი, რომ მომღიმარი და სიყვარულით სავსე თვალებით არ შემხვდებოდა, თუმცა მაინც ძალიან მეტკინა..! თვალზე ცრემლები მქონდა, მინდოდა ხმა ამომეღო, თუმცა ყელში ბურთი მახრჩობდა. სიჩუმეში დიდხანს ვისხედით, შემდეგ კი ეს სიჩუმე როგორც იქნა დავარღვიე..
-მეე.. რაღაც მინდა გითხრა, თუმცა ახლა.. გონებაში ათასჯერ მაინც დავალაგე სათქმელი, თუმცა მიჭირს საუბარი.. მე შენთვის უნდა დამეჯერებინა..
იმდენი რამის თქმა მინდოდა, თუმცა ხმა მიკანკალებდა და ბურთი, რომელიც ყელში მქონდა გაჩხერილი ამის საშუალებას არ მაძლევდა.. აზრებს თავს ვერ ვუყრიდი და ვერ ვალაგებდი.
-მაგაზე ადრე უნდა გეფიქრა და არა ახლა!
მისი ხმა, იმდენად მკაცრი და ცივი იყო გულზე მომხვდა.. მეგონა გულს ხელი ვიღაცამ მაგრად მოუჭირა!
-ვიცი..
-ახლა აზრი რამ შეგაცვლევინა?
-ჩემთან ელენე იყო და მან ყველაფერი მითხრა
-ხოო, თუ ელენე იყო დაუჯერებდი
-მე შენთან სამსახურში მოვედი და თქვენი კოცნის სცენას შევესწარი, იმის მჯეროდა, რაც დავინახე. შემდეგ კი ელენე შემხვდა, მან ისეთი რაღაცეები მითხრა.. ისეთები მელაპარაკა, რომ..
-არ მაინტერესებს ელენე რაზე გელაპარაკა და რა გამოიგონა
-მე იმ დროს მართლა მეგონა, რომ არ გიყვარდი, მეგონა მატყუებდი. მეგონა ელენე გიყვარდა.. იმდენად ვბრაზობდი, რომ არაფრის გაგონება მინდოდა.. მე მართლა.. ელენემ ბოლომდე დამარწმუნა.
-გაჩუმდი! მიყვარდი ბარბარე! მთელი არსებით მიყვარდი.. შენ კი ყველაფერი ვიღაცის ბოროტი ენის გამო დაანგრიე, არ მენდე მე, ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდა. ენდე ადამიანს, რომელმაც გიღალატა და გული გატკინა!
-არმინდოდა, მაპატიე
-დამასრულებინე! ნორმალურად ახანის საშუალებაც კი არ მომეცი, არ მისმენდი.. ძალით გამოგკეტე საკუთარ სახლში, რომ მეთქვა ყველაფერი.. თუმა არც კი მისმენდი, გადაწყვიტე, რომ გატყუებდი და არაფრის მოსმენა გინდოდა.. თითქოს შენთვის არაფერს წარმოვადგენდი.. გავბრაზდი, ძალიან გავბრაზდი, რომ ჩემი არ გჯეროდა, თუმცა გავითვალისწინე შენი წარსული. საკუთარ სიამაყეს და საკუთარ თავს გადავაბიჯე, შენგამო, რადგან სიგიჟემდე მიყვარდი.. ყველაფერი გავითვალისწინე და კვლავ ვცადე დალაპარაკება, ახსნა. დაფიქრების საშუალება მოგეცი.. გითხარი რომ არაფერი მომხდარა, სიმართლე გითხარი, ყველაფერი ისე როგორც იყო. წასვლამდე ერთი კვირით ადრე კვლავ მოვედი, კვლავ ვცდილობდი ამეხსნა და მეთქვა რომ მიყვარდი.. გთხოვე რომ დაფიქრებულიყავი.. მთელი გულით გთხოვდი რომ ჩემთვის მოგესმინა, ჩემი დაგეჯერებინა და არ გაგეშვი.. იმედი შენი უარის შემდეგაც მქონდა, მაგრამ შენ.. ბათუმში წახვედი.. ყველაფერი დაიკიდე, მე დამიკიდე, ჩემი აზრი.. და წახვედი.. გული კვლავ მატკინე, კვლავ თავზე გადამიარე, თუმცა მე კვლავ საკუთარ თავს გადავაბიჯე.. გირეკავდი.. ჩვენს საქმეში ჩვენი მეგობრები ჩავრიე, რასაც ვერ ვიტან, მაგრამ.. იმდენად მიყვარდი არ მინდოდა შენი გაშვება.. არ მინდოდა წავსულიყავი.. მინდოდა მუდამ შენ გვერდით ვყოფილიყავი.. აეროპორტში ბოლო წამამდე მქონდა იმედი, რომ ვინმეს მაინც მოუსმენდი, ვინმეს მაინც დაუჯერებდი და მოხვიდოდი..არ გამიშვებდი.. შენ კი.. გონებაში წამითაც კი არ დაგიშვია ის რომ სიმართლეს ვამბობდი. პრობლემა თავიდანვე იყო, არ მენდობოდი. არასდროს! როგორ შეგეძლო?? როგორ შეგეძლო, ერთი ხელის მოსმით დაგენგრია ყველაფერი?!თუმცა ამ ყველაფრის მოუხედავად, კვლავ მქონდა იმედის ნაპერწკლები შერჩენილი.. აქ ჩამოვედი და კვლავ ვეკითხებოდი შენ ამბებს დემეტრეს, კვლავ მქონდა იმედი, კვლავ ვითვალისწინებდი წარსულს, კვლავ გაგიგებდი და გაპატიებდი, მაგრამ შენ..
მისი სიტყვები.. იმდენად მეტკინა.. გაუსაძლისად..სუნთქვა შემეკრა.. მეგონა რომ გული ამომაცალეს.. ამ ემოციებს ვეღარ ვიტევდი ჩემში.. ცრემლების შეკავებას, რომელსაც აქამდე ვცდილობდი მოულოდნელად წამსკდა და ტირილი დავიწყე.. შეგრძნება მქონდა, რომ მთელ სხეულზე დანას მირტყამდნენ.. ვსლუკუნებდი და ხმა მიკანკალებდა და მეც ვკანკალებდი
-მე.. არმინდოდა.. არ ვიცი რა დამემართა! მეგონა კვლავ მატყუებდნენ, კვლავ მიღალატეს.. იმდენად გაბრაზებული და განრისხებული ვიყავი, რომ გონება მთლად ამერია და მეც ავირიე. სიგიჟის ზღვარზე ვიყავი.. მარტო ყოფნა მინდოდა და არავის მოსმენა.. ვნანობ, ახლა ყველაფერს ვნანობ.. მე უბრალოდ.. არც კი ვიცი რას ვფიქრობდი, შენი რატომ არ მჯეროდა.
-ბარბარე ისე მინდოდა ხანდახან ჩემთან ყოფილიყავი ჭკუიდან ვიშლებოდი. შენ კი.. შენ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაანგრიე
-შენ რომ წახვედი მას შემდეგ, მე შევიცვალე.. ჩემი ცხოვრება უშენოდ არაფერია.. მთელი 8 თვეა, მტკივა, ყოველდღე მტკივა.. ახლა, როცა გავიგე თურმე ყველაფერი ჩემი ბრალია და მე დავანგრიე.. ახლა ეს გაუსაძლისია. სუნთქვა მინდა მაგრამ არ შემიძლია.. ყოველდღე ვცდილობდი, მესუნთქა, ბედნიერი ვყოფილოყავი, მეცხოვრა, დავმშვიდებულიყავი.. მაგრამ.. არ შემეძლო! უშენობას ვერ შევეგუე.. ვერ ვეგუები.. ვერც ერთი წამით! მაკლდი, ყოველთვის, გაუსაძლისად მაკლდი.. გაგიჟებამდე მენატრებოდი.. ყოვთვის.. ვერ ვიძინებ, ნორმალურად არ მძინავს. იმდენად შევეჩვიე შენთან ერთად ძილს, უშენოდ აღარ შემიძლია! მიყვარხარ, მიყვარდი და მუდამ მეყვარები.. ძალიან გთხოვ მაპატიე! ახლა ნამდვილად მჯერა შენი, მთელი გულით და სულით. გთხოვ დამიჯერე.. ახლა მართლა მჯერა, გთხოვ მაპატიე
-გაკლდი, გიყვარდი, უჩემოდ არ შეგეძლო.. თუ ასე იყო, რატომ არ მოხვედი? რატომ არ მისმენდი? რატომ გამიშვი? რატომ წახვედი? რატომ არ მოხვედი? რატომ არ მახსენებდი? ეს მონატრება და სიყვარული არიყო იმდენად ძლიერი, რომ ჩემთვის დაგეჯერებინა! ჩემი ნდობა გქონოდა! ჩემთვის მოგესმინა, დარჩენა გეთხოვა, არ გაგეშვი და ჩემთან მოსულიყავი. იმდენად არ გჯეროდა ჩემი, იმდენად ბრაზობდი, იმენად არ მენდობოდი, რომ... ყველაფერი, ყველა გრძნობა... მე, ჩვენ, ჩვენი სიყვარული, ჩემო სიყვარული, ჩვენი წარსული, ჩემი სიტყვები, ჩემი თხოვნა, ჩემი მუდარა.. ყველაფერი დაიკიდე! და ყველაფერს ხაზი გადაუსვი!
-მე.. მაპატიე.. არმინდოდა, მართლა არ მინდოდა.. შემეშალა, ძალიან.. მწარედ შევცდი. მაგრამ მე მართლა გენდობი
-ახლა საკმაოდ გვიანია!
-მაგრამ მე..
-ბარბარე მინდა რომ წახვიდე
-ძალიან გთხოვ
-ნუ მთხოვ
-მე არმინდა, არშემიძლია
-სადაც აქმდე შეგეძლო აწიც შეძლებ. მე შანსი ბევრჯერ მოგეცი, ძალიან ბევრჯერ. საკუთარ თავსაც ბევრჯერ გადავაბიჯე.. მე შენი სიყვარული ტკივილს მაყენებს და აღარ მინდა ასე იყოს.. მე ვერ გაპატიებ, არ შემიძლია! მინდა რომ წახვიდე!
თვალები ცრემლებით მქონდა სავსე, ყელი იმდენად მტკიოდა რომ მეგონა ვიხრჩობოდი.. სუნთქვა მიჭირდა.. გულზე სიმძიმეს ვგრძნობდი.. სანდროს სიტყვები მანადგურებდა.. მისი თვალები, მისი სევდა, მისი ცრემლები, მისი სიბრაზე მტკიოდა!! მივხვდი რომ მას ძალიან ძალიან ვატკინე.. ეს მანადგურებდა... მე ხომ მას იმედი გავუცრუე, ვუღალატე.. მისი თვალები.. ყველაფერი იკითხებოდა მათში, სიბრაზე, განრისხება, სიყვარული, ტკივილი, მონატრება, სევდა.. მის ცრემლიან თვალებს ვერასდროს დავივიწყებდი.. მისგან შორს ვიდექი, სურვილი მქონდა მოვხვეოდი და გულში ჩამეკრა.. მას მივუახლოვდი, ის კი უკან დაიხია, კვლავ მივუახლოვდი და ის ისევ უკან დაიხია.. საშინლად მინდოდა მისი სხეულის სითბო მეგრძნო.. ამაზე ყოველ ღამით ვოცნებობდი, მთელი რვა თვის განმავლობაში.. მარტო ღამით არა, ყოველ წუთს, თუმცა ძილის წინ როდესაც საკუთარ თავთან სრულიან მარტო ვრჩებოდი მითუმეტეს, ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მაწვებოდა.. ჯანდაბა!! მის წინ ვიდექი, მასთან ახლოს, მე კი არ შემეძლო!!! ძალიან მინდოდა მას შევხებოდი, ჩავხუტებოდი, მეკოცნა.. მაგრამ.. ამის საშუალებას არ მაძლევდა..
-სანდრო, გთხოვ..
-...
-გთხოვ მაპატიე
-არ შემიძლია
-გთხოვ, არ გამიშვა.. არშემიძლია უშენოდ
-ბარბარე მინდა რომ წახვიდე და გთხოვ წადი
კარი გამიღო.. დიდიხანი ვუყურებდი მას, თვალებში ვუყურებდი და ვემუდარებოდი, რადგან ხმას ვეღარ ვიღებდი, აღარ შემეძლო, ამდენი ძალა აღარ მქონდა.. მან თვალი ამარიდა, ზურგი შემაქცია.. მე კი წავედი.. მისგან წასვლა მიჭირდა, არმინდოდა.. მტკიოდა, ტირილი, ბღავილი, ყვირილი მინდოდა. ამდენი სევდა, სინანული.. ამდენი ემოცია აღარ ვიცოდი სად უნდა წამეღო.. ვაცნობიერებდი, რომ ჩემი ცხოვრების სიყვარული დავკარგე! ჩემს გამო.. ჩემი სისულელის და უნდობლობის გამო..
2 დღეში, საქართველოში დავბრუნდი, რადგან მანამდე რეისი არ სრულდებოდა.. დრო გადიოდა, ჩემს ცხოვრებაში კი არაფერი ხდებოდა.. უნივერსიტში გამოცდები ჩავაბარე და დამეწყო საგაზაფხულო არდადეგები, მე კი არაფრის ხალისი მქონდა. ჩემი ცხოვრება სანდროს გარეშე, გაუფერულდა, სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ვხედავდი.. მინდოდა კარგად ვყოფილიყავი თუმცა არ შემეძლო.. ყოველ დღე ვცდილობდი, რომ მეცოცხლა, მეარსება, მესუნთქა.. მიჭირდა, თუმცა სხვა გზა არ მქონდა.. იქნებ ოდესმე ნელ-ნელა შევძლო და ბედნიერი ვიყო.. რადგან, სწორედ სიცოცხლის რწმენა გვინარჩუნებს სიცოცხლეს! ჩემს ცხოვრებაში არა, მაგრამ ჩემი მეგობრების ცხოვრებაში ბევრი რამ ხდებოდა.. ლილეს და დემეს პატარა გოგონა ეყოლათ, ნიცა. უსაყვარლესი ბავშვი იყო ბუთქუჩა ლოყებით. დეა კი 1 თვის ორსული იყო. ყველანაირად ვცდილობდი დამევიწყებინა ჩემი ცხოვრება და სხვისი ცხოვრებით მეცხოვრა, სხვისი ბედნიერება მეც გამეზიარებინა. თუმცა.... თავს ძალიან უსუსურად და მარტოსულად ვგრძნობდი.. თვალებს ვხუჭავდი და ვცდილობდი სანდროს სახე წარმომედგინა, მისი ყოველი ნაკვთი.. ხანდახან თითებზეც ვგრძნობდი მის სახეს, მის ნაკვთებს.. ამდენი ფიქრისგან მგონი ცოტა გავგიჟდი.. მინდიდა მისი სურნელი კვლავ შემეგრძნო.. იქ დავდიოდი სადაც ერთად ვატარებდით დროს.. ჩვენი მოგონებებით ვცხოვრობდი რადგან ეს ყოფას მიმსუბუქებდა..
ხელები.. გიფიქრიათ რამდენ მოგონებას ინახავს ხელები? რამდენჯერ მოგიწმენდიათ ხელებით ცრემლები, ხან სიხარულის და ხანაც ტკივილის. რამდენჯერ გეჭირათ ხელში იმ ადამიანის ხელი, რომლებიც ახლა ცოცხლები აღარ არიან, ან წავიდნენ თქვენი ცხოვრებიდან, ან დღემდე თქვენს გვერდით არიან. რამდენჯერ უგრძვნიათ ხელებს სიცივე, შიში, ტკივილი, სითბო, სიყვარული, იმედგაცრუება, სიახლოვე... ხელები ყველაფერს ინახავენ!
ბათუმში წავედი, ჩემებთან. აქ ყოფნა თან მიჭირდა და თან მსიამოვნებდა, რადგან ამ დროს სწორედ აქ სანდროსთან ერთად ვიყავი. მინდოდა სანდროს გარეშე ცხოვრება გამეგრძელებინა, თუმცა არ შემეძლო. ყველანაირად ვცდილობდი, რომ გავხალისებულიყავი, საქმე მქონოდა და ნაკლებად მეფიქრა წარსულზე. სანდროს მას შემდეგ ვწერდი, ვურეკავდი, თუმცა არც შეტყობინებებზე მპასუხობდა და არც ჩემს დარეკილს იღებდა. დემეტრესაც რომ ვკითხე მითხრა რომ საერთოდ არ მახსენებდა. მოკლედ, ცხოვრება დუნედ მიედინებოდა.. მე ყოველ დღეს ვიხსენებდი და ვცდილობდი ის გამეკეთებინა რაც ზუსტად იმ დღეებში შარშან, როცა მარტო არ ვიყავი.. ეს თითქოს გამოწვევა იყო, სევდიანი იყო, თუმცა აზარტულიც, რაღაც დოზით სახალისოც და საინტერესოც.
.....
მთელი ზაფხული მშობლებს ვეხმარებოდი სამსახურში ჩემი ინიციატივით, მინდოდა ბევრი საქმე მქონოდა, რომ ნაკლებად მეფიქრა. თავისუფალ დროს კი, ხან ზღვაზე ვიყავი, ხან ვსეირნობდი, ხან მეძინა, ხან კი უბრალოდ არაფერს ვაკეთებდი. ზაფხული არიყო მხიარული, თუმცა არც ზედმეტად სევდიანი იყო..
ხანდახან თავს ძალიან მარტოსულად, ცუდად ვგრძნობდი და საშინელი ფიქრები მიტევდა.. ვფიქრობდი რომ არაფერს წარმოვადგენდი.. უბრალოდ ხანდახან არაფრის სურვილი მაქვს, არაფრის კეთება და არავინ მინდა, მინდა მხოლოდ მარტოობა.. ან იქნებ არ არის ასე.. იქნებ, შეცდომა რომ არ დამეშვა და ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო ასე აღარ ვიქნებოდი, ასე აღარ ვიფიქრებდი, მაგრამ ახლა აღარაფერს აქვს აზრი.. მხოლოდ იმის სურვილი მაქვს, რომ უბრალოდ ვიწვე, ასე უაზროდ ვიწვე ლოგინში, პიჟამაში და არაფერი ვაკეთო. მაგრამ მე ხომ სხვა "მოვალეობებიც" მაქვს.. მოვალეობები, რომელთაც მართლაც მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ, როგორც რობოტი...
ფიქრები მჭამს...
არავის ახსოვხარ...
არავის სჭირდები...
და... არც არავინ ფიქრობს შენზე..
ყველა მათგანს სხვა საფიქრალი აქვს, სხვაზე ზრუნავს, სხვასთან გამოხატავს სითბოს, შენ კი მარტოდმარტო ხარ... რა უაზროა და უფერულია ეს ცხოვრება. შემდეგ საკუთარ თავს ვუბრაზდები, რომ უმადური ვარ! უფალმა სიცოცხლე მაჩუქა და მე კი ამით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ.. ისევ, ისევ ეს ფიქრები..
იციი?! ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე, ბედისწერსზე.. უბრალოდ აი ასე უბრალოდ ერთ ჩვეულებრივ დღეს, გახვიდე სახლიდან და გზაზე გადასვლის დროს მანქანამ დაგარტყას და ადგილზე მოკვდე.. სიკვდილამდე შენი ხანმოკლე ცხოვრება თვალწინ ჩაგირბენს.. შენი სიკვდილი ეწყინებათ, იტირებენ, იგლოვებენ, შეეცოდები, სინანულს იგრძნობენ, იფიქრებენ, რომ იქნებ რაიმეს შეცვლა შეეძლოთ.. ან იქნებ შეეძლოთ კიდეც.. ზოგიც ვისაც აქამდე არც კი უყვარდი და არავინ იყავი, რაღაც დროით გახდები მისთვის ვიღაც, მაგრამ გავა დრო.. გავა დრო და აღარავის ემახსოვრები.. ვისაც უყვარდი და ვისაც არ უყვარდი.. ალბათ ექნებათ ისეთი მომენტები, რომ წამიერად მოენატრები, ყელში ბურთი გაეჩხირებათ, ცრემლი ჩამოუგორდებათ.. მაგრამ დრო, დრო ხომ ყველაფრის მკურნალია.
გააგრძელებენ ცხოვრებას შენს გარეშე, როგორც ახლა ცხოვრობენ, ბედნიერად.. იციი, ვერ გავამტყუვნებ, აბა მთელი ცხოვრება, ხომ ერთ ადამიანს არ იგლოვებენ.. მას ხომ არ გადაყვებიან, ცხოვრება ხომ გრძელდება... და ხვდები, რომ არარაობა ხარ, არაფერს წარმოადგენ.. არავისთვის.. უბრალოდ, აი ასე ჩვეულებრივად გაქრები ამ ცხოვრებიდან და არანაირ კვალს დატოვებ.
საკუთარ თავს როდესაც ზემოდან ვუყურებ, მე არ მომწონს რასაც ვხედავ, არ მომწონს ჩემი ქმედებები, სიტყვები, ფიქრები.. მინდა თავიდან ამოვიგდო, არ ვიფიქრო, არვიყო ცუდად, არ ვგრძნობდე ტკივილს, თუმცა ვერაფერს ვცვლიდი, ეს არ შემეძლო.. მე არ ვიცი როგორ შევიცვალო და მეშინია რომ ეს გრძნობა, ეს ტკივილი არასდროს გაივლის..
ასე განვლო თვეებმა და სწავლაც დამეწყო, უკვე მეოთხე კურსელი ვიყავი. ამ ორი წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება და პირადად მე რადიკალურად შევიცვალეთ. ჩემი და ჩემი ცხოვრების შეცვლის მიზეზი, ორივე შემთხვევაში ალექსანდრე იყო.. მან ჩემ ცხოვრებაში გამოჩენისთანავე ჩემი სამყარო თავდაყირა დააყენა. მე ამ ადამიანმა სრულიად შემცვალა. სანდრომ შემოიტანა ნათელი, კაშკაშა ფერები და ჩემი ერთფეროვანი ცხოვრება გახადა საოცრად მრავალფეროვანი! გაცნობისთანავე ჩვენს შორის გაჩნდა ნაპერწკალი, რომელიც მალევე გაღვივდა და გადაიქცა ცეცხლად. ყოველთვის მეგონა, რომ ადამიანის შესაყვარებლად დიდი დრო იყო საჭირო, თუმცა ვცდებოდი.. ჩვენს შორის დანახვისთანავე გაჩნდა უხილავი ძაფი, რომელიც მას შემდეგ ერთმანეთთან მუდმივად გვაკავშირებდა. სანდრო ისე შემოიჭრა, ჩემს ცხოვრებაში და ისე შემიყვარდა პირველივე დღეებში, რომ ამას ვერ მივხვდი და შემდეგ დიდხანს არ ვაღიარებდი. ჩემი ცხოვრება ამოაბრუნა და თავდაყირა დააყენა. სრულიად შემცვალა, უკეთესობისკენ. მისი დანახვა მუდამ მაღიმებდა და გულს მიჩქარებდა. ალექსანდრემ მე გამაბედნიერა! სამწუხაროდ ამან დიდხანს არ გასტანა ჩემი მისდამი არ ნდობის გამო. ჩემი იდეალური ცხოვრება წამებში დაიფშვნა და მისი ნაწილები მთელ სხეულში გაიფანტა.. ყოველდღე ამ ნაწილების ამოგლეჯას ვცდილობდი სხეულიდან, თუმცა იმდენად იყო დაფშვნილი და გაფანტული მთელს სხეულში, რომ არვიცოდი მის სრულიად გაქრობას რა დრო დასჭირდებოდა. ალბათ სამუდამოდ დარჩებოდა ჩემს სხეულში, შეიძლება დიდი ნატეხები ამომეცალა, თუმცა სულ პაწაწინა მაინც დარჩებოდა, რომელიც კვლავ გამიძნელებდა სუნთქვას და მატკენდა.. თითოეული ნატეხის ამოცლისას წამიერ შვებას ვგრძნობდი, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი იყო.. ეს "ბედნიერებები" ძალიან ცოტახანს თუ გასტანდა და თანაც ეს არიყო ნამდვილი, არამედ მოჩვენებითი, ეს ჩემი წარმოსახვა და ილუზია იყო! ყველა ამბავს, გადადგმულ ნაბიჯს თუ შეცდომას რაღაც მიზეზი აქვს.. აქვს ცუდი და კარგი მხარეები. მე მწარედ შევცდი და ახლა ამ შეცდომაზე პასუხს ვაგებდი, ძალიან მწარედ, თუმცა ამასაც აქვს რაღაც დადებითი.. ვისწავლე ადამიანების ნდობა, ერთგულება, ტკივილის და დაბრკოლებების გადატანა, სიყვარული.. მოკლედ მე ამან გამაძლიერა და გამზარდა!!
დღეს 21 ოქტომბერია ოთხშაბათი, ხვალ კი ჩემი დაბადების დღეა.
დილით ჩვეულებისამებრ ავდექი, გავემზადე და უნივერსიტეტში წავედი.. მისვლისთანავე დეა შემეგება ჭიშკარში
-ბარბარიკაა როგორ ხარ
-კარგად შენ
-მე და ბავშვიც მშვენივრად
-კარგია
-საქმე მაქვს შენთან კიარადა მოთხოვნა
-აბა გისმენ
-ხვალ დიდი გოგო ხდები, 22 წელი აღარაა სახუმარო და ყოველმიზეზგარეშე იხდი
-აუ..
-არ გამაგონო ახლა აუუ, არ მაქვს მაგის თავი, არვარ ხასიათზე და ეგეთები.. ჩვენ ადგილი უკვე ნანახი გვაქვს და დავჯავშნეთ კიდეც.. არ გვაინტერესებს, უნდა გამხიარულდე. ბოლოს და ბოლოს ოქროს დაბადებისდღე გაქვს!
-ყველაფერი დაგიგეგმავთ და მე რატო მეკითხებით
-დიახაც, შენი ამბავი რომ ვიცით მაგიტომაც დავგეგმეთ ჩვენ.
-გიჟები ხართ
-შენ კი სულ კვდები
-ნუ რავქნა ახლა
-რაუნდა ქნა და უნდა გამხიარულდე
-შევეცდები
-შევეცდები არმინდა! აუცილებელია.. დღეს უნის მერე მოლში გავიდეთ, კაბა მინდა ვიყიდო და შენც ხო გინდა
-შეწინააღმდეგებას აზრი აქვს?
-არა!
-კარგი წავიდეთ
-ძალიან კარგი
ლექციებმა მშვიდად ჩაიარა და შემდეგ კი პირდაპირ მოლში წავედით. ბევრი რჩევის შემდეგ ორივემ შევარჩიეთ სასუეველი კაბები და დაღლილები სახლში წავედით. სახლში მისულმა დავისვენე, ვიმეცადინე და შემდეგ ფილმი ჩავრთე.. დივანზე მიწოლილი ვუცქერდი ფილმს, როდესაც კარზე ზარი გაისმა. ჩემი ბავშვები იყვნენ, ხელში ტორტით და ბუშტებით
-რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ბარბარიკას დაბადების დღეა, ბარბიი გილოცავთ!!
-აუუ როგორ გამახარეთ, თქვენ არიცით
ძალიან გამახარა მათმა მოსვლამ, გავმხიარულდი და ხასიათზე მოვედი. ბევრი ვიჭუქჭუკეთ და გავერთეთ.
-კარგი წავედით (დემეტრე)
-აუ არ წახვიდეთ რა ჯერ
-საკმაოდ გვიანია, თან ნიცაც ღამით იღვიძებს და უნდა წავიდეთ (ლილე)
-თქვენ მაინც დარჩით ცოტახნით
-წავალთ ჩვენც თან ცოტა მეძინება
-კარგი
დავრჩი ისევ მარტო, ჩემს ფიქრებთან.. დივანზე წამოვწექი და დაპაუზებული ფილმი განვაგრძე, როდის ჩამეძინა ვერც კი გავიგე. დილით მაღვიძარამ გამაღვიძა, გაჭირვებით წამოვდექი, მოვემზადე და წავედი უნივერსიტეტისკენ.. ჭიშკარში შესვლისთანავე მომღიმარი დათო შემეგება ეზოში, ყვავილებით ხელში
-ბარბი გილოცავ დაბადების დღეს!!
-მადლობა, მაგრამ რატომ შეწუხდი არიყო საჭირო
-იყო.. იციი, მე კიდევ მაქვს იმედი რომ..
-მისმინე დათო, ძალიან კარგი ბიჭი ხარ მართლა, მაგრამ.. უბრალოდ ვიმეგობროთ. არმინდა რომ იმედები გქონდეს, რადგან არ მომწონხარ და ჩვენს შორის არაფერი გამოვა, მე კი აზრს არ შევიცვლი..
-კარგი გასაგებია, ბოდიში თუ შეგაწუხე ჩემი გრძნობებით
-არ შეგიწუხებუვარ, უბრალოდ მინდა სიმართლე იცოდე.. მე სხვა მიყვარს.. შეიძლება იცოდი, მაგრამ აშკარად მაინც გაქვს იმედები.. დაა არმინდა ასე იყოს და სწორედ ამიტომ გითხარი
-გასაგებია
-კარგი, მადლობა საჩუქრისთვის
-რისი მადლობა
-უნდა წავიდე თორემ ლექციაზე დამაგვიანდება
-კარგი მიდი
აუდიტორიაში შესვლისთანავე, კურსელებმა მომილოცეს, დეამ კი ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა ყვავილებთან და დათოსთან დაკავშირებით, მე კი ყველაფერი სიტყვა სიტყვით ჩავუკარკლე.. ლექციებმა მშვიდად ჩაიარა, 4 საათზე უკვე სახლში ვიყავი.. დავისვენე და საღამოს კი ჩემს დაბადების დღეზე წავედი. ძალიან კარგი ადგილი იყო, ლამაზი ხედით, გემოვნებიანი მუსიკით და გემრიელი საჭმელ-სასმელით. დროს ძალიან კარგად ვატარებდით, ვერთობოდი და მეტი მხიარულებისთვის დავლიე კიდეც.. შუა ცეკვის დროს, მოულოდნელად შუქი ჩაქრა, რიტმული მუსიკა, შეცვალა წყნარ და სასიყვარულო სიმღერამ.. შემდეგ დარბაზი ოდნავ განათდა, მხოლოდ მე ვიდექი და გარშემომყოფებს ვერ ვხედავდი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.. შემდეგ ჩემი მიმართულებით უამრავმა ადამიანმა სვლა დაიწყო და თითოეული წითელ ვარდს მაწვდიდა, გაოცებისგან ხმას ვერ ვიღებდი, დაბნეული ვიყავი,
გაშეშებული მხოლოდ იმას ვახერხებდი რომ ჩემკენ წამოსული ადამიანებისთვის ვარდი გამომერთმია. ულამაზესი სანახაობა იყო. ხალხმა სვლა შეწყვიტა და შორიდან, ვიღაცის სილუეტს დავინახე, რომელიც ნელ-ნელა მიახლოვდებოდა.. გული გამიჩერდა, როდესაც ალექსანდრე დავინახე.. გული გამალებით ამიძგერდა და სუნთქვა გამიჭირდა.. თვალებს ვერ ვუჯერებდი, მეგონა ეს ყველაფერი ილუზია იყო.. გაშეშებული ვიდექი, ბედნიერებისგან ვტიროდი და ვერაფერს ვაკეთებდი.. სიზმარში მეგონა საკუთარი თავი, უბრალოდ არ მჯეროდა. რაც უფრო მიხლოვდებოდა, გული მეტად მიჩქარდებოდა და სუნთქვა მეტად მეკვროდა.. თვალები ისე მეწვოდა, თითქმის ვეღარაფერს ვხედავდი. ბედნიერებისგან მეტირებოდა..
საბოლოოდ კი ალექსანდრე ჩემს წინ გაჩერდა
-გილოცავ ბარბი დაბადების დღეს!
ვარდები ხელში ვიღაცას შევაჩეჩე. სანდროს ხელები სწრაფად მოვხვიე და მთელი ძალით ჩავიკარი გულში. სულ მაკანკალებდა. გული იმდენად სწრაფად მიცემდა, ასე მეგონა, მალე გამისკდებოდა. ვგრძნობდი მის სხეულს, იმდენად მჭიდროდ მყავდა მიკრული, მეშინოდა არ გამეჭყლიტა. მეგონა, რომ ვეღარასდროს ვიგრძნობდი მის სხეულს ჩემს მკლავებში, მეგონა რომ ვეღარასდროს შევძლებდი მისი სხეულით გათბობას, მეგონა ვეღარსოდეს ვნახავდი, მეგონა ვეღარასოდეს შევიგრძნობდი მის სურნელს.. ძლიერად ვიკრავდი, ძალიან ძლიერად და ხარბად ვისუნთქავდი მონატრებულ სურნელს.. ფილტვები მისი სურნელით ავივსე!!!
.....

ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მომაწვა.. სიხარული, გაოცება, სიყვარული, სევდა, ბრაზი, მონატრება..
-რომ იცოდე რამდენხანს ველოდი ამ მომენტს (სანდრო)
-...
-ძალიან მენატრებოდი
-ახლა არ შემიძლია და გთხოვ მოგვიანებით დავილაპარაკოთ
-კარგი
საღამო ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა
-აბა როგორ ხარ საყვარელო? (ლილე)
-არც კი ვიცი
-ეს ყველაფერი სანდროს აზრი იყო
-რა ეს ყველაფერი?
-შენი დაბადებისდღე მთლიანად მან დაგეგმა ჩვენ კი დავეხმარეთ
-თურმე ესენი ჩემს ზურგს უკან რაებს გეგმავდნენ
-აბა შენ ხოარ გეტყოდით, სიურპრიზი უნდოდა გაეკეთებინა
-მე მეგონა აღარც ვახსოვდი და საერთოდ აღარ მახსენებდა
-როგორ შეიძლება შენ ვინმეს აღარ ახსოვდე.. შენ ამბებს ყოველდღე გვეკითხებოდა, როცა ვეუბნებოდით რომ არ იყავი კარგად, ის რომ სულ ცუდ ხასიათზე იყავი და რომ საკუთარ თავს ადანაშაულებდი სურვილი ჰქონდა უფრო ადრე ჩამოსვლის თუმცა სამსახურის გამო მეტი ადრე ვერ მოახერხა
-გასაგებია
-რა გჭირს რაღაც ვერხარ ხასიათზე
-არ ვიცი, ძალიან უცნაურად ვარ, დაბნეული ვარ და ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რა ხდება ჩემს თავს
-ეგ არაფერი ნელ-ნელა მოხვალ აზრზე
-ხოო
კიდევ დიდხანს გავჩერდით და სახლში თითქმის სამი ხდებოდა რომ მივედით..
-მინდა ვილაპარაკოთ, თორე რაღაც ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია (სანდრო)
-შემოდი
სახლში შევედით, კარი დავკეტე და მოწყვეტით დავეშვი სავარძელში, ხმას არ ვიღებდი. ის ჩემს წინ იდგა და ჩემს თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა.. არვიცოდი რაუნდა მეთქვა, თავს ძალიან უჩვეულოდ ვგრძნობდი.
ეს დღე! არც კი ვიცი.. ემოციებით იყო დატვირთული და მე ამ ემოციებით დაღლილი ვიყავი. მომიახლოვდა ჩემს წინ გაჩერდა და დაიხარა, ახლა ჩემს პირისპირ იყო. მის სუნთქვას ვგრძნობდი და მისი სურნელის შეგრძნება შემეძლო.. ხანდახან მეგონა რომ ეს სიზმარი იყო.
-ბარბარე
-..
-შემომხედე
ხელზე შემეხო, მე კი მაშინვე ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში. არ ვიცოდი რა მჭირდა. როდესაც მარტო დავრჩით, არც კი ვიცი.. ჩემთვის უცნობი გრძნობა მეუფლებოდა.. ვერ ვხსნიდი ეს რაიყო.. ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს, ეს ყველაფერი იმდენად უცებ და მოულოდნელად მოხდა რომ არ მჯეროდა! ვერ ვიაზრებდი.. ვუყურებდი ალექსანდრეს და მინდოდა მის სახეზე ამომეკითხა რაღაც, თუმცა არ შემეძლო.. ვაკვირდებოდი მის თითოეულ ნაკვთს და შევისწავლიდი..
-მეც ძალიან დიდხანს ველოდი ამ მომენტს და მეც ძალიან მენატრებოდი.. როდესაც შენთან ჩამოვედი, როდესაც ამდენი ხნის შემდეგ კვლავ დაგინახე, მინდოდა..
-რა გინდოდა?
-მინდოდა კვლავ შემეგრძნო შენი სხეულის სითბო. ძალიან მენატრებიდი, ძალიან. მთელი სხეული მეწვოდა და მიხურდა...
-მეც ბარბი.. ძაალიან მენატრებოდი. ჩემს წინ იდექი და სურვილი მქონდა მთელი სხეული დამეკოცნა შენთვის.. თითქოს მაგნიტი იყავი და მე მიზიდავდი
-რატომ არ მომეცი ამის საშუალება?
-რადგან იმ დროს, იმ მომენტში მე არ შემეძლო შენი პატიება.. და მე საკუთარ თავთანაც და შენთანაც ვიქნებოდი არასწორი. ახლა კი, მე შენთან მოვდი.. ორივეს შეგვეშალა.. შენ საკმარისად არ მენდობოდი, მე კი საკმარისად ვერ დაგარწმუნე ჩემს სიმართლეში.. ბარბი, მე არ შემიძლია უშეოდ. ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი, მიყვარხარ ჩემო პატარავ!
-მაგიჟებ! არც კი ვიცი ამ გრძნობას, ამ განცდას რა დავარქვა, ძალიან უცნაურად ვარ, ვერ ვხსნი, თუმცა უსაზღვროდ მიყვარხარ!!!
-აწი თუ ოდესმე მეტყვი რომ წადი ჩემი ცხივრებიდან და შენი დანახვა აღარ მინდაო, იცოდე რომ არსად არ წავალ და მთელი ცხოვრება შენ გვერდით ვიქნები
-არ გეტყვი
-რას არ მეტყვი?
-აღარასოდეს გეტყვი რომ ჩემი ცხოვრებიდან წახვიდე, მინდა ცხოვრების ბოლო წუთამდე და წამამდე ჩემს გვერით იყო
-კარგი შევთანხმდით
ბევრი ვილაპარაკეთ. მე ჩემი ამბები მოვუყევი მან კი თავისი. მნიშვნელოვანი და აღსანიშნი არცერთის ცხოვრებაში ხდებოდა რამე.. ჩვენ უერთმანეთოდ არვიყავით სრულყოფილები!
-ძალიან დავიღალე
-გეძინება?
-ჰოო
-კარგი დავწვეთ, მე კი ჩაგიხუტებ და თავზე მოგეფერები
-ყოველ ღამე ვოცნებობდი ამაზე
-რაზე?
-ხომ იცი რასაც ვგულისხმობ
-ვიცი მაგრამ მინდა გავიგო
-საზიზღარი ხარ
-არ ვარ
-ყოველ ღამე მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყავი.. იმდენად მივეჩვიე შენთან ერთად ძილს, რომ მარტო აღარ შემეძლო. მთელი ეს დრო არასრულფასოვნად და ფხიზლად მეძინა.
თავი მის მკერდზე მედო, მის სურნელს ვგრძნობდი, მისი გულისცემა მესმოდა და მის თითებს ჩემს თმაში ვგრძნობდი.. გული კვლავ გამალებით მიცემდა. ალექსანდრე კვლავ ისევე მოქმედებდა ჩემზე, როგორც ადრე, მის ყოველ შეხებაზე ჟრუანტელი მივლიდა. საოცრად მსიამოვნებდა როდესაც ალექსანდრეს თითებს ჩემს თავზე ვგრძნობდი. მასთან თავს საოცრად მშვიდად ვგრძნობდი. ემოციებისგან დაღლილს ძალიან მალე ჩამეძინა.. ამდენიხნის მანძილზე ამ დღეს მეძინა ღრმად და მშვიდად.. მიყვარდა ისევე ისე ძალიან როგორც ადრე.. არა, უფრო მეტად მიყვარდა! დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. თვალები გავახილე და საწოლში სრულიად მარტო ვიყავი, შეშინებული წამოვხტი და მთელ სახლში ვეძებდი სანდროს, თუმცა არსად იყო. ნუთუ ეს ყველაფერი რეალური არ იყო? ნუთუ ეს სიზმარი იყო? ნუთუ ეს ჩემი წარმოსახვა და ილუზია იყო?? არა ეს ასე ვერ იქნებოდა..!! თავზარი დამეცა და ძალიან შემეშინდა.. როგორ შეიძლება ეს ტყუილი იყოს, ეს ხომ ასეთი რეალური იყო.. ადგილზე გავშეშდი, აღარ ვიცოდი რაუნდა მეფიქრა, რაუნდა გამეკეთებინა. არც კი ვიცი რამდენიხანი ვიყავი ასე. მოულოდნელად კარის ხმა გავიგე, სანდრო იყო პარკებით ხელში, სავადაუდოდ მაღაზიაში იყო ჩასული, მე კი მეგონა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო! იმდენად მეშინოდა მისი კვლავ დაკარგვის რომ უკვე ჭკუიდან ვიშლებოდი და საღად ვეღარ ვაზროვნებდი. როგორც კი სახლში შემოვიდა გიჟივით მივვარდი, ჩავეხუტე და ავქვითინდი. დიდიხანი ვიყავი მის სხეულს მიკრული და არაფრის დიდებით არ ვუშვებდი ხელს, რაც ძალი და ღონე მქონდა ხელებს ვუჭრდი, მინდოდა გამეჭყლიტა თუმცა არ გამომდიოდა
-რაგჭირს ბარბი, რატომ ტირი?
-მე მეგონა რომ..
-რა გეგონა?
-მეგონა რომ ეს ყველაფერი კვლავ ჩემი სიზმარი იყო. გავიღვიძე და არ დამხვდი, არსად იყავი და ძალიან შემეშინდა
-როგორი სულელი ხარ ჩემო პატარავ
-არვარ
-ნუ გეშინია მე აქ ვარ შენს გვერდით და ცხოვრების ბოლომდე შენს გვერდით ვიქნები
-გთხოვ აღარ წახვიდე რა
-ბოლოს შენ მთხოვე რომ წავსულიყავი
-ბოლოს მე გთხოვე რომ გეპატიებინა და ჩემთან დაბრუნებულიყავი
-ხოდა მე აქ ვარ, შენს გვერდით
-შენ ჩემთვის დაბრუნდი
-ხო პატარავ
არ ვიცი რა ჯანდაბა მჭირდა!! ვერ ვიაზრებდი, არეული და დაბნეული ვიყავი.. ვერ ვიჯერებდი რომ სანდრო ჩემთან ერთად იყო და კვლავ ერთად ვიყავით.
-ძალიან დასუსტებული ხარ ბარბი და უნდა მოგასუქო
-ხოო ვერ ვჭამდი
-ხო ეგ შენ მაცივარსაც ეტყობა, სულ გამოცარიელებული გქონდა
-ხოო
მალევე გემრიელი საუზმე მომიმზადა და გემრიელად ვისაუზმეთ. შემდეგ კი ლისზე ავედით და თითქმის მთელი დღე გავატარეთ ბუნებაში.. ძალიან მიყვარდა, სიმშვიდე, სიმწვანე, ბუნება და თან საყვარელ ადამიანთან ერთად ეს უფრო კარგი იყო.. პრინციპში სანდროსთან ერთად ვყოფილიყავი მთავარია და ადგილს ჩემთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. გავიხსენეთ ჩვენი წარსული, ბედნიერად გატარებული ყოველი წამი, ასევე განშორების შემდგომი სევდა, ფიქრები, განცდები და აზრები..
-ბარბი ასე რატომ იტანჯავდი თავს?
ამდენიხნის მანძილზე? ნორმალურად არ ჭამდი, არ გეძინა. უბრალოდ სუნთქავდი და ცოცხლობდი მოვალეობის მოხდის მიზნით, ასე რატომ იქცეოდი?
-ვიცი და მესმის.. არც მე მინდდოდა ასე ვყოფილიყავი, მაგრამ არ შემეძლო სხვანაირად ყოფნა.. ვცდოლობდი, ძალიაან ვცდილობდი მაგრამ არ შემეძლო! ყოველწუთას შენზე მეფიქრებოდა და გონებიდან ვერაფრით გიგდებდი, ეს კი მაგიჟებდა და მტანჯავდა. იმ საბედისწერო დღის შემდეგ, ყოველდღე ამას ვგრძნობდი, ყოველდღე ამ ტკივილს!
-მეც მიჭირდა უშენოდ.. ჭკუიდან ვიშლებოდი ხანდახან ისე მენატრებოდი, ყველგან შენ გხედავდი და ყველგან შენ მელანდებოდი..
-გთხოვ აღარ გვინდა
-კარგი მაპატიე
-პატიებას ნუ მთხოვ
-კარგი, მგონი დროა წავიდეთ ხო? აცივდა უკვე
-კი წავიდეთ
უხმოდ მივედით სახლამდე
-მომენატრა შენი სახლი
-ხოდა შემოდი
მართლაც მომნატრებია მისი სახლი.. როგორც კი შევედი წამიერად მისი სურნელი მისწვდა ჩემს ნესტოებს და სასიამოვნოდ გავბრუვდი.. მონატრებულ სახლს თვალი მოვავლე, სუფთად ჰქონდა, თუმცა ჯერ კიდევ აქა-იქ ეწყო ყუთები და ჩანთები
-ცოტა მისალაგებელია
-არაუშავს, დაგეხმარები დალაგებაში, ხომ იცი როგორ მიყვარს
-კი ვიცი, მაგრამ დღეს არა
-არაა გვიანი დავიწყოთ დღეს
-დღეს არ გვცალია
-რატომ?
-იმიტომ!
მიმიახლოვდა, ხელის ზურგით ნაზად შეეხო ჩემს სახეს და ნაზად მომეფერა. სახეზე მის სუნთქვას ვგრძნობდი.. ჯერ შუბლზე მაკოცა, შემდეგ თვალებზე დამიტოვა ტუჩებით ცხელი კვალი.. მისი სველი ტუჩები მაგიჟებდა და ჭკუიდან გადავყავდი.. ხელები თავზე შემოვხვიე და ბაგეებისკენ გავიწიე, თუმცა ამის საშუალება არ მომცა, ხელები გამაშვებინა და ხელში ამიტაცა.. წამში მის საწოლზე ვიყავი, ის კი ჩემს ზემოდან მოექცა. სათითაოდ დამიკოცნა სახის ნაკვთები მე კი მოუთმენლად ველოდი როდის მივიდოდა ტუჩებთან, რომელიც ასე მენატრებოდა და მსურდა.. სახიდან ყელზე გადაინაცვლა, შემდეგ პერანგის ღილებს წაეტანა და წამში მის წინაშე შიშველი აღმოვჩნდი. მის თლილ თითებს ჩემს სხეულზე ურცხვად დაასრიალებდა.. მკერდზე, წელზე, ზურგზე ხერხემალზე.. მისი თითოეული შეხება მწვავდა და სულს მიხუთავდა..
ტუჩები.. მკერდზე ვიგრძენი მისი ტუჩები, შემდეგ წელზე.. გული ძლიერად ამიძგერდა და სუნთქვა გამიხშირდა.. სწრაფად გადავაძრე მაისური და მისი ძლიერი სხეული მივიკარი.. შემდეგ თითებით მის შარვლის ღილებს წავეტანე, თუმცა შემაჩერა და ეს თავად გააკეთა...მთელი სხეული ითხოვდა მისგან მეტს.. ამჯერად კი თავად ვცდილობდი განმეთავისუფლებია თავი შარვლისა და საცვლისგან,
მაგრამ აქაც შემაჩერა, გავბრაზდი! უნდოდა თავად ეკონტროლებინა სიტუაცია და სადავეები მას ჰქონოდა..
-ალექსანდრე
ჩემს ხმაში იგრძნობოდა ვნება და სურვილი.. ამან უფრო გაახელა.. წამით შეჩერდა და თვალებში შემომხედა, შემდეგ მისი თლილი თითები ტუჩებზე ნაზად გადამისვა, მე კი წამში ჟრუანტელმა დამიარა.. ტუჩები ამიხურდა და ფეთქვა დაიწყო..
-ვგიჟდები ყოველ ჩემს ქმედებაზე ასეთი რეაქცია რომ გაქვს..!
რაღაცის თქმა მინდოდა, თუმცა არ დამაცადა და სწრაფად დაეწაფა ჩემს ტუჩებს.. ღრმად და ძლიერად მკოცნიდა, ვნებიანად და მთელი არსებით. ღმერთო ჩემო! როგორ მენატრებოდა მისი სავსე და მხურვალე ტუჩები.. ამოსუნთქვა არ მინდოდა, იმდენად მსურდა მისი ტუჩები.. არ მინდოდა მათ მოვშორებოდი.. მაგნიტივით მიზიდავდა.. თავად მომშორდა და მისმა ტუჩებმა კვლავ კისერზე გადაინაცვლეს, შემდეგ მკერდზე.. წელზე.. მუცელზე.. უკვე ჭკუიდან ვიშლებოდი და ამ სურვილს და ვნებას ვეღარ ვეწინააღმდეგებოდი. ამას გრძნობდა და ეს უფრო მომთხოვნს ხდიდა.. მისი ტუჩები ჩემს სხეულზე ცხელ კვალს ტკვებდნენ.. ხელებს კი ხერხემალზე დაასრიალებდა.. მთელი სხეული მიფეთქავდა.. ამჯერად მისმა ხელებმა წელზე გადაინაცვლეს წელიდან კი.. ფრთხილად გამიხსნა შარვალი და სწრაფად გამხადა.. მოსალოდნელის გაფიქრებისას კვნესა აღმომხდა.. გაეღიმა და აღეგზნო, თვალები ვნებით აევსო და კვლავ დაეწაფა ბაგეებს.. ამჯერად მეტად ღრმად და ძლიერად.. მისი ტუჩები არ ჩერდებოდნენ და არც მინდიდა გაჩერებულიყვნენ.. მე კი უკვე ვეღარ ვითმენდი..
-სან
კვლავ გამაჩუმა, ხელი ჩემს საცვალში ჩააცურა.. მთლად ავხურდი და დავიძაბე.. მთელი სხეული მიკანკალებდა.. თითებით მეფერებოდა.. ნელა, ნაზად ამოძრავებდა სისველეში თითს და ვგრძნობდი, როგორ ცდილობდა გმინვა შეეკავებინა.. მე კი ჭკუიდან ვიშლებოდი.. ჭკუიდან გადავყავდი მას და მის თითებს, რომელთაჩ ჩემში ვგრძნობდი.. სიამოვნება მეტად იმატებდა და მეც მეტად მსურდა ალექსანდრე.. სუნთქვა მეტად გამიხშირდა.. ბაგეებიდან ამოსულ ბგერების გაჩერებას აღარ ვცდილობდი.. სიამოვნების ჰანგები ისმოდა მთელს ოთახში, ეს კი მას მეტად აგიჟებდა.. ხელზე ხელი ძლიერად მოვკიდე და შევაჩერე, მან კი ბრაზიანი თვალებით შემომხედა.. მის სხეულს მეტად მივეკარი. ხელბი გავითავისუფლე და მინდოდა მის თმებში შემეცურებინა, თუმცა მისი ხელების ბარიერს წავაწყდი..
-სანდრო!
თითქოს ჩემს მოთმინებას ცდიდა, რადგან არ ჩქაროდა, ეს კი მეტად მაგიჟებდა!!
ფეხებშორის ძლიერ სისველეს ვგრძნობდი.. მეტი მიმდოდა მისგან.. უფრო მეტი მსურდა..! სხეულს ვეღარ ვიმორჩილებდო.. სიამოვმება, ვნებები და სურვილი პიკს აღწევდა.
შემდეგ საცვალი გამხადა და ჩემს შორის მოექცა.. ბიძგი ვიგრძენი და მეც მაშინვე თვალები დავხუჭე..
-მინდა გხედავდე, თვალები გაახილე
დავემორჩილე მის ბრძანებას.. ის ნელ-ნელა ტემპს უმატებდა და სიამოვნებაც იზრდებოდა.. მის ბეჭებს ხელები ძლიერად შემოვხვიე, მან კი მეტად მიმიზიდა და მეტად აჩქარდა და ბიძგებს უმატა.. წამები და წუთები გადიოდა, სიამოვნება არ ნელდებოდა. პირიქით, სხეულიდან წამოსული იმპულსები უფრო ძლიერდებოდა და ისიც ტემპს უმატებდა. მაშინ, როცა ვიფიქრე, რომ ეს სიამოვნების მწვრვალი იყო, მან ტემპს კვლავ მოუმატა, სიამოვნებისგან ამოვიკივლე.. ჩემს ქმედებაზე მეტად აენთო და უფრო აჩქარდა. მის გმინვას ჩემი გახშირებული სუნთქვა ერთვოდა და ვგრძნობდი, როგორ ახლოვდებოდა კულმინაციის წამები.. მთლიანად ვკანკალებდი და მეგონა ამ სიამოვნებას ვეღარ გავუძლებდი.. სიამოვნებისგან თითქოს გონება მეთიშებოდა.. ერთად მივაღწიეთ კულმინაციას, შემდეგ კი მომშორდა და დაღლილები ორივენი საწოლზე დავეშვით.. ვცდილობდით სუნთქვა დაგვერეგულირებინა..
ჰარმონია..
სწორეს ეს სიტყვა შეესაბამებოდა ამ მომენტს.. ჩვენი სხეულიდან წამოსული ემოცია, პულსი, სუნთქვა, გულისცემა, ზუსტად ერწყმოდა ერთმანეტს და, ამან უფრო გამიღვივა ბედნიერების გრძნობა..
-ალექსანდეე, მიყვარხარ
აკანკალებული ხმით ამოვილუღლუღე, წუთების შემდეგ როცა ვიგრძენი, რომ ეს შემეძლო
გაეღიმა, ნაზად მაკოცა მხარზე და კისერში ჩარგო ცხვირი, ხარბად შეისუნთქა ჰაერი და კვლავ ჩაეღიმა..
უკვე ძილბურანში ვიყავი, მისი თბილი ხმა რომ გავიგე..
-მეც მიყვარხარ პატარავ!
.....
ხელის თხოვნა, ყველაზე გიჟური იყო..
ერთ-ერთ საღამოს როდესაც სახლში ვბრუნდებოდით, გზაზე მანქანა მოულოდნელად გააჩერა.. სწორედ იმ ადგილას სადაც პირველად ერთმანეთს შევხვდით.. იმ საბედისწერო დღეს, ლამის რომ გამიტანა.. უცებ ხალხი საიდანღაც გაჩნდა და მანქანის წინ შეიკრიბნენ. ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები.. ხელში ბუშტები ეკავათ ინგლისური ასოებით და ქაოსურად მოძრაობდნენ.. სანდრო მანქანიდან გადავიდა და მეც გადამიყვანა.. გზას მანქანის ფარები ანათებდნენ.. ირგვლივ ვარდის ფურცლები ეყარა.. გაოგნებული ვიყავი და აზრზე ვერ მოვდიოდი თუ რა ხდებოდა.. დაბნეული თვალებით შევსცქეროდი სანდროს, ის კი მიღიმოდა..
-გვერდით გაიხედე
ხალხმა შეწყვიტა ქაოაური სიარული და გაჩერდნენ.. Will you marry me?
სანდრო ჩემს წინ დაიჩოქა, ბეჭედი ამოიღო და მომღიმარი სახით ელოდებოდა ჩემს პასუხს.. დავიბენი.. ცრემლები წამსკდა და ხმას ვერ ვიღებდი..
-გახდები ჩემი ცოლი?
-რა თქმა უნდა!!
ბეჭედი ხელზე მომარგო და ჩემს ბაგეებს დაეწაფა..
.....
ჩვენი დღე!!
დაუვიწყარი იყო.. როგორზეც მუდამ ვოცნებობდი..
ჯვარი ბეთლემის ეკლესიაში დავიწერეთ, რომელიც მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მარშრუტზე, ბეთლემის ქოხთან ახლოს.. ზღვის დონიდან 3900 მეტრზე მდებარეობდა.. საოცარი ლანდშაპტი იშლებოდა ჩვენს წინ.. ნისლი.. ბუმბერაზი დათოვლილი მთები.. სიმშვიდე.. სიწყნარე.. სუფთა ჰაერი.. სიყვარული.!
....
სან გრძნოობ? მრგვალ მუცელზე ვადებინებ ხელს.. ისიც მომღიმარი სახით მიყურებს და შემდეგ მუცელს კოცნის..
-მამას მოსვლა გაუხარდა და ასე გამოხატავს
-ხოო მოენატრა დედიკოსაც და შვილიკოსაც
....
ღამით ტკივილებმა გამაღვიძა, ვერ ვისვენებდი და ლოგინში ვწრიალებდი..
-საან გაიღვიძე
წამოხტა და ნახევრად მძინარემ შემომხედა
-დამეწყო, გთხოვ ჩქარა წამიყვანე!
განერვიულებული წამოხტა, უცებ გაემზადა და გამაქანა სამშობიაროში.. გზაში კი მამშვიდებდა
-ნელა და ღრმად ისუნთქე ჩემო პატარავ..
-მტკივა..
-ვიცი პატარავ, მალე მივალთ..
მთელი 5 საათის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო და ასე ცდილობდა დავემშვიდებინე და ტკივილები შეემსუბუქებინა.. დაა აი დილის 7 ის 20 წუთზე გაისმა ტირილის ხმა.. და ყველა ტკივილი წამში დამავიწყდა... უკვე დედა ვიყავი!! ცრემლებით სავსე მქონდა თვალები და გულში სითბო ჩამეღვარა როდესაც დავინახე და დანახვისთანავე შემიყვარდა ეს პაწაწინა არსება, რომელიც ჩემი და ალექსანდრეს ნაწილი იყო..
...
-მამა დედას მუცელი რატომ ეზრდება? (ევა)
-რატომ და შიგნით დედიკოს პატარა ბავშვი ყავს, შენი პატარა ძამიკო მაა (სანდრო)
.....
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი !
რა არის სიყვარული?
ჩემთვის სიყვარული ჩემი ოჯახია! ალექსანდრე, ევა და გაბრიელი.. ეს არის ჩემი სიყვარული და ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა!!!
და თქვენთვის რა არის სიყვარული???



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

ძალიან კარგი იყო.
მადლობა❤️

სიყვარული?!
ყველა'ფერია!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent