შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარგადასული [სრულად]


23-03-2020, 19:37
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 11 360

“სიყვარულს საზღვრები არ აქვს და თუ ის საზღვრებსა და ჩარჩოში მოექცევა, მაშინ სიყვარული არ ყოფილა.“
…….
ისე შევეჩვიე ამ სასაფლაოზე ხეტიალს რომ უკვე ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, არა არც ემო ვარ და არც რომელიმე სექტის წევრი, არც კატებს ვწირავ, არც რამე რიტუალს ვატარებ, უბრალოდ დავდივარ საფლავებს შორის და ვაკვირდები ვფიქრობ როგორი ადამიანები იქნებოდნენ ისინი სიცოცხლეში. ხშირად ვხედავდი ორ მამაკაცს სასაფლაოსთან უბრალოდ ისხდნენ და სიბნელეს უყურედნენ იშვიათად თუ რამეს იტყოდნენ. იმ ღამით ცოტა ახლოს ჩამოვჯექი იმ სასაფლაოსთან სადაც ისინი ისხდნენ, უკუნეთი სიბნელე იდგა, მხოლოდ პირველად მოსული მამაკაცის ჩურჩული და ქარის ზუზუნი ისმოდა სასაფლაოზე, არ დაიჯეროთ სულების არსებობის სასაფლაოზე ჩემი და იმ კაცის მეტი არავინ იყო სანამ მესამეც არ შემოგვიერთდა, ისევ მდუმარედ ჩამოჯდა ასაკოვანი მამაკაცი ახალგაზრდას გვერდით და მხარზე ხელი დაადო, რომ ყურადღება მიექცია.
-მაინც მოხვედი?!
-მოვედი.
-რატომ?
-იმიტომ რომ უკანასკნელად ვილაპარაკოთ, ახლა უკვე პირობას ვდებ რომ აქ მხოლოდ მკვდარს მომიტანენ იქამდე შენს სანახავადაც კი არ მოვალ.
-რაზე ვილაპარაკოთ? -თითქოს და შიშმა გაირბინაო ახალგაზრდას ხმაში.
-იმაზე რაზეც შენ გინდა.
-მე ახლა აქ ჯდომა მინდა მარტო და ჩემს ბედთან საუბარი.
-ვერ ვხვდები ამ საფლავს შენს ბედს რატომ ეძახი. - ახალგაზრდამ ხმამაღლა გაიცინა.
-ჩვენი პირველი შეხვედრა გახსოვს? - მოხუცს სევდიანად გაეღიმა. - იმ დღეს სასოწარკვეთილმა პირობა მომეცი რომ თუ შენი შვილის გადარჩენას შევძლებდი აქ ვეღარ გნახავდი, ახლა აქ რომ ხარ მგონია ისევ დამაგვიანდა.
-ამჯერად არ დაგაგვიანდა, აქ იმისთვის მოვედი რომ მადლობა გითხრა ყველა იმ დღისთვის რაც აქ გავატარე შენთან საუბარში, მადლობა უნდა გითხრა იმისთვის რომ ხვალ ჩემი გოგო ფეხზე წამოდგება.
-მე რომ არ გადამერჩინა შენი გოგო, ისევ რომ დამეგვიანა ალბათ მართლა დაჰკარგავდა სიცოცხლე აზრს.
-ორი წელია მე და შენ ამ სასაფლაოზე ვხვდებით ერთმანეთს, ამდენი რამ გამოვიარეთ ერთად ჩემს საყრდენად იქეცი მაგრამ მაინც არ მესმის ამ სასაფლაოს ყიდვით რა მოიგე? სიკვდილი შეაჩერე? ხალხი მაინც კვდება, მაინც ტოვებენ საყვარელ ადამიანებს, სულში მოუშუშებელი იარებით და მაინც მიდიან მათგან. -ბიჭი მოხუცს მიაჩერდა და სახეზე ყველა ემოცია წაეშალა.
-გგონია სიკვდილის შეჩერება მინდა?
-დამიჯერე შენ ეს იმდენად გინდა რომ უკვე გიჟდები.
-მე ისეც გიჟი ვარ აბა რომელი ჭკუადმყოფელი მოინდომებს სიკვდილთან ჭიდილს.
-ვიცი რა რთულია როცა შენს საყვარელ ადამიანზე ხელი გაქვს ჩაჭიდებული და არ გინდა გაუშვა, მთელი ძალით ცდილობ სიკვდილის კლანჭებისგან იხსნა, ცდილობ ბრძოლა გააგრძელო მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაიღალე, ბოლო სულ პატარა, ერთ პროცენტ იმედსაც კი ებღაუჭები, მთელი ძალით ხარ ჩაფრენილი, ისეთი ძალით უჭერ ხელებს რომ გადაგიტყავდა და სისხლი მოგდის მაგრამ საკუთარ ტკივილზე უფრო მისი ტკივილი გტკივა რომელსაც ვერ შველი.
-არ გინდა! უბრალოდ წადი შენ შვილთან და მე ჩემს შვილთან დამტოვე.
-შენს შვილთან? - მოხუცს ხმა გაებზარა, ამ ამბავმა ისე გააოცა ეტყობოდა ლაპარაკის უნარიც დაკარგა.
-ხო აქ, ამ საფლავში წევს ის ვისთანაც დამაგვიანდა, დავპირდი რომ გადავარჩენდი მაგრამ უკვე გვიანი იყო… ექვსი წლის, პატარა, ქერათმიანი, გოგონა ჩაწითლებული თვალებით, შველას გთხოვს, გეუბნება მამა სიცოცხლე მინდაო, მაშინ რომ აგვიანებ როგორ შეგიძლია ცოცხალი იყო ან ნორმალური? -ახალგაზრდა მამაკაცის ხმაში იმხელა სასოწარკვეთა იგრძნობოდა რომ თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე, სიბნელეში წარმოვიდგინე და ნათლად დავინახე პატარა გოგონა როგორ სთხოვდა მამას დახმარებას… ხელები მაგრად ავიფარე პირზე და სასაფლაოდან გავიქეცი.

მთელი ღამე ვერ დავიძინე, რამდენიც ჩამეძინა ის პატარა გოგონა მესიზმრებოდა, არ ვიცი რატომ მივიტანე იმ კაცის ამბავი ასე გულთან, ან რატომ განვიცდიდი ასე ძალიან, დილით სასაფლაოზე წავედი და გოგონას სახელი ამოვიწერე იქნებ რამე გამერკვია… დიდხანს ვუყურებდი საფლავის ქვას და გუშინდელი საუბარი მახსენდებოდა, გამობრუნებისას ახალგაზრდა მამაკაცს დავეჯახე.
-კარგად ხართ? -მისი ხმის გაგონებისას მუხლები ამიკანკალდა, ის იყო ამ ბავშვის მამა, ღამ-ღამობით სასაფლაოსთან რომ ვხედავდი. დღის სინათლეზე იმდენად ეფექტური იყო მისი გამოჩენა რომ ენა ჩამივარდა, შავი პალტო ეცვა, სახეს რომ დავაკვირდი წამით ისიც კი გავიფიქრე როგორი სიმპატიურია მეთქი, იდეალურ მომენტებში იღვიძებს ჩემში ქალი, კეხიანი ცხვირი და შავი თვალები ჰქონდა, სქელი წარბები, საკმაოდ სქელი ტუჩები და ოდნავ წამოზრდილი წვერი ამას თან ერთვოდა მისი მამაკაცურობა და განიერი მხარ-ბეჭი.
-კი, გმადლობთ.
-აქ რა გინდოდათ?
-იცით, მე მეგობრის საფლავზე ვიყავი და ამ ცალკემდგომმა თან შემოღობილმა საფლავმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.
-გასაგებია. -მგონი დაიჯერა ჩემი ნათქვამი, გზა დამითმო და გამატარა. სახლში მისულმა გუგლში ჩავწერე პატარა გოგონას სახელი და გვარი და ისე მარტივად გავიგე რაღაცები რომ შოკში ვიყავი… სტატიას წავაწყდი სათაურით: “ტრაგედია ბიზნესმენ შიო შავთვალიშვილის ოჯახში”
“ბიზნესმენ შავთვალიშვილის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ, ქალაქი შეძრა ახალგაზრდა ბიზნესმენმა ბევრი იბრძოლა შვილის გადასარჩენად მაგრამ ლეიკემიის წინაშე მისი ქონებაც უძლური აღმოჩნდა.” -სტატიის კითხვისას შემზიზღდა საკუთარი პროფესია, ყელში გამეჩხირა პროტესტის გრძნობა, როგორ შეიძლება ასე დაწერო მამაზე რომელიც ყველაფერს აკეთებდა შვილის გადასარჩენად, ზოგჯერ როგორი დაუნდობელია ადამიანი. პატარა ბავშვის სიკვდილიც კი სათავისოდ გამოიყენეს…
-გოგა, შენი დახმარება მჭირდება.
-შენს განკარგულებაში ვარ.
-რა იცი შიო შავთვალიშვილზე?
-რატომ დაგაინტერესა მაგ კაცმა? თან ეს ტელეფონით სალაპარაკო თემა არ არის ხომ იცი, ხუთ საათზე შემოგივლი.
-გელოდები.

მთელი დღე საათს დავყურებდი, მგონი გოგას მოსვლას ასე პირველად ველოდი. კარზე ზარი როგორც კი გავიგე გავვარდი მაგრამ იქ არავინ დამხვდა მხოლოდ პატარა კონვერტი იდო იქვე. კონვერტში დედას ნაჩუქარი მედალიონი დამხვდა პატარა წერილთან ერთად…
“ქალბატონო თაია, იმედია საკუთარ ნივთებს გაუფრთხილდებით.”
გული შემიქანდა როცა მივხვდი ეს მედალიონი სად დავკარგე, მაგრამ ვერ გავიხსენე გუშინ დამივარდა თუ დღეს, თუ გუშინ დამივარდა როგორ მიხვდა იმ კაცმა რომ ჩემი იყო?! ფიქრისგან თავი მისკდებოდა. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი რომ მედალიონი დღეს დამივარდა და იმ კაცს კიდევ არ გაუჭირდა იმის გარკვევა ვინ ვიყავი, ან იქნებ არ დაიჯერა რომ უბრალოდ ჩავუარე მისი შვილის საფლავს და ვინმე დამადევნა. ვიღაცამ რომ მხარზე ხელი დამადო შიშისგან ენა ჩამივარდა.
-გოგა გაგიჟდი? როგორ შემაშინე!
-კარი ღია გქონდა. რა მოხდა? რა შარში გაეხვიე?
-კარი დაკეტე?
-კი, რა უცნაურად იქცევი თაია კარგად ხარ?
-კი, უბრალოდ შემაშინე ჩუმად რომ შემომეპარე.
-რატომ დაგაინტერესა იმ კაცმა?
-სტატია ვნახე მის შვილზე და უბრალოდ დამაინტერესა.
-მთელი 6 თვე ვიძიებდი მაგ კაცზე და იცი, ვერაფერი სკანდალური ვერ ვიპოვნე სუფთაა.
-მე მაინტერესებს ვინაა, სკანდალი არ მაინტერესებს.
-მოგეწონა? -გოგამ ისეთი სახით შემომხედა სიცილი ავტეხე ბოლო ხმაზე.
-გაგიჟდი? არა რა მომეწონა, უბრალოდ სასაფლაოზე ვიყავი...
-ისევ?
-დამასრულებინე, ხო და იქ ვნახე მაგის ქალიშვილის საფლავი რა და დამაინტერესა ვინ იყო ეს ბავშვი ასეთი რომ ნახევარი სასაფლაო ეკავა, თან იმხელა გალავანი აკრავს გარს გეგონება ვინმე გვამს მოიპარავს.
-მოკლედ ეგ კაცი ძალიან საშიშია, ჯერ მხოლოდ 32 წლისაა და უკვე ბევრი რამ მოასწრო, საიდანღაც გამოჩნდა და ყველა გაკოტრების პირას მყოფი კომპანია ხელში ჩაიგდო, ბევრი ჭორი დადის რომ სუფთა ფული არ აქვს და ნარკოტიკებით და ფულის გათეთრებით იშოვა მაგრამ ვერ უმტკიცებენ, მერე შვილი გარდაეცვალა და თითქმის ექვსი თვე არსად გამოჩენილა მერე დაბრუნდა ბიზნესში მაგრამ დაუნდობელი გახდა ყველას ეშინია მისი. ვერცერთი ჟურნალი ვერ რისკავს მასზე რამე დაწეროს, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებს რომ ნარკობარონია, უბრალოდ ვერ ამტკიცებენ. სხვათაშორის ეგ იყო ის ბიზნესმენი ვის გამოც სამსახური მიატოვე, მამაშენის ახლო მეგობარია.
-საფლავთან დავეჯახე და დედას მედალიონი დავკარგე, წეღან გამომიგზანა თან ჩემი სახელიც გაუგია…
-თუ იცის რომ ჟურნალისტი ხარ და მასზე რამეს იძიებ იცოდე აგაორთქლებს, მამაშენს და მის მეგობრობას არაფრად ჩააგდებს.
-ყოფილი ჟურნალისტი და საერთოდ არ ჩანს ისეთი როგორსაც ახასაიათებ, მამა ეგეთ ადამიანთან არ იმეგობრებდა.
-ხო ერთი შეხედვით სუფთა კაცი ჩანს, თან საკმაოდ თავაზიანი.
-ახლოს მინდა გავიცნო.
-გიჟი ხარ.
-ცოლი ჰყავს?
-ცოლი არც მაშინ ჰყოლია როცა შვილი ჰყავდა, გეუბნები უცნაური ადამიანია… ჰაერიდან ჩამოფრინდა და აქ დაიმკვიდრა, ვერავინ იგებს იმას რისი ცოდნის სურვილიც მას არ აქვს.
-წიგნს დავწერ მასზე.
-და რას დაარქმევ ‘თავგანწირულ მამას’ თუ ‘იდუმალ ბიზნესმენს’ ?
-ნწ, მაფიის ბოსი შავთვალიშვილი.
-მე ახლა წავალ და ჭკვიანად იყავი, სამსახურის ძებნას არ იწყებ?
-კი მაგრამ ჟურნალისტად აღარ ვიმუშავებ.
-რატომ?
-ხომ იცი არ გამომდის შეთითხნილი ამბების წერა.


ისევ სასაფლაოს გზას დავადექი მაგრამ ამჯერად ჩემს ტკივილთან შესახვედრად წავედი, ქვიდან ამაყად მიმზერდა ჩემი ნიკო.
-ნაწყენი ხარ ხომ? სულ აქ დავდივარ და შენთან არ მოვდიოდი, ვერ კი არა არ მოვდიოდი ნიკო, ასე არ შემეძლო ახლა რომ მოვედი ვაღიარე რომ აღარ მოხვალ, ახლა გაგიშვი, შეგიძლია მშვიდად იყო, ყველა მაინც იმას მეჩიჩინებოდნენ მის სულს მოსვენება მიეციო ხო და გიშვებ ნიკო, წადი ჩემგან და აღარ დამიცვა დამტოვე მარტო იქნებ ისე დავეცე რომ ვეღარ წამოვდგე, ნუ მეხმარები ხოლმე რა…
-თქვენი საქმრო იყო? -ჩემს გვერდით მჯდომ შიოს გავხედე და მისი მოწოდებული სალფეთქი ავიღე, რატომღაც მისმა ყოფნამ დამამშვიდა.
-არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ თუ მოინდომებთ გაიგებთ ვინც იყო ბატონო შიო.
-უკვე ვიცი თაია.
-რა უფლებით ბატონო შიო? ვინ მოგცათ უფლება რომ ჩემზე რამეს იძიებთ?
-შენ ვინ მოგცა ჩემზე გამოძიების უფლება?
-თქვენ მედალიონი გამომიგზავნეთ სახლში და თან წერილში ჩემი სახელი ჩაწერეთ, მეც დამაინტერესა ვინ იყავით. -გაეღიმა ჩემს ნათქვამზე და თავი გააქნია.
-ნიკოს ვიცნობდი.
-რა? საიდან?
-ბრიტანეთში ერთად ვსწავლობდით.
-იმ ღამით იქ იყავი?
-არა, პირველად ნიკოსთან დამაგვიანდა.
-რომ ყოფილიყავი რამე შეიცვლებოდა?
-კი ახლა აქ ორი საფლავი იქნებოდა.
-ბატონო შიო, სხვა სხვის საფლავს ვერ ამოავსებს ღმერთს ასე სურდა, თქვენი დროც მოვა და დაიკავებთ კუთვნილ ადგილს მიწაში. თან იმხელა მიწა იყიდეთ მთელი საგვარეულო დაეტევით.
-მინდა სხვაგან შევხვდეთ ერთმანეთს.
-ეს თხოვნაა თუ მოთხოვნა?
-თქვენ როგორც მიიღებთ.
-მაშინ თხოვნად ვიღებ და დღეს ცხრაზე ჩემთან გელოდებით. -საკუთარი სიტყვების აზრს რომ ჩავწვდი პანიკაში ჩავვარდი, სრულიად უცნობი მამაკაცი სახლში დავპატიჟე. ღმერთო ასე რამ გამაგიჟა, რამხელა შეცდომა დავუშვი.

ცხრა საათამდე ცივი ოფლი მასხამდა, სახლი მივალაგე და ყოველი შემთხვევისთვის გამოსამშვიდობებელი წერილიც დავწერე, ეს სხვას რომ გაეკეთებინა დავცინებდი. კარზე ზარი რომ გაისმა მუხლების კანკალით გავაღე.
-პუნქტუალური ყოფილხართ.
-დიახ თაია, ვერ ვიტან დაგვიანებას.
-მობრძანდით.
-ლამაზი ბინა გაქვს, ხო და მგონი შენობით საუბარი ჯობია.
-ყავა თუ ჩაი?
-ჩაი.
-შაქარი რამდენი?
-ორი კოვზი.
-ახლავე, მანამდე შეგიძლიათ რამით გაერთოთ.
-გამოგყვები, თუ რათქმაუნდა შეიძლება.
-კი რათქმაუნდა. -ამაფორიაქა იმ ფაქტმა რომ ყველგან ჩემთან ერთად იყო.
-საქმიანი წინადადება მაქვს.
-ჩემთან? -ცოტა ხანს დაფიქრდა, ღრმად ჩაისუნთქა და ისე სწრაფად მომაყარა სათქმელი გააზრებაც ვერ მოვასწარი.
-კი, ვიქორწინოთ.
-უკაცრავად? -იმხელა ხმაზე დავიყვირე მგონი ყველა მეზობელმა გაიგო. - რას ჰქვია ვიქორწინოთ? არც კი გიცნობთ.
-ნიკოს გამო.
-ნიკოს გამო? შეგიძლიათ ამიხსნათ?
-კი მაგრამ ასე ადვილი არ არის მოსაყოლად.
-მოკლედ და კონკრეტულად.
-მე და ნიკომ ერთმანეთი ბრიტანეთში გავიცანით საკმაოდ ახლო მეგობრები ვიყავით, ნიკოს ერთი გოგო შეუყვარდა სწორედ მაგ გოგოს გამო მოკლეს, ის გოგონა მშობიარობას გადაჰყვა. მოკლედ ისე მოვაწყვე რომ მათ ეგონათ ბავშვიც დედასთან ერთად დაიღუპა. - მონაყოლის გააზრება მიჭირდა, ჩემი სული, ჩემი მეორე ნაწილი იმის გამო მოკლეს რომ ვიღაც უყვარდა?! ტუჩები ამიკანკალდა და მალე ალბათ გონებას დავკარგავდი.
-ბავშვი სად არის?
-ვერ შევძელი… -სიტყვა გაუწყდა, ზუსტად ისეთი ხმა ჰქონდა როგორც იმ ღამით.
-ნიკოლი ჩემი ძმის შვილი იყო?
-კი, ნიკოს დავპირდი რომ დაგიცავდით, ასე შორიდან აღარ გამომდის… ასე ვერ გიცავ. -მონათხრობმა იმდენად იმოქმედა ჩემზე რომ ბოლოს რაც მახსოვს მისი მკლავები იყო იატაკზე დაცემისგან რომ მიხსნა. გონს ნიშადურის სუნმა მომიყვანა, ჩემს საწოლზე ვიწექი.
-თავიდან დაიწყე ყველაფერი და ბოლომდე მომიყევი.
-მზად არ ხარ თაია.
-ვარ შიო, იმაზე ძლიერი ვარ ვიდრე შენ გგონია.
-ნიკომ ის გოგო უნივერსიტეტში გაიცნო, მალე შეუყვარდათ ერთმანეთი, სულ ერთად იყვნენ, მე ნიკოს ოთახის მეზობელი ვიყავი, ორჯერ გელაპარაკე კიდეც ალბათ არ გახსოვს, მოკლედ ამ გოგონამ ნიკოს უთხრა რომ ფეხმძიმედ იყო ამიტომ ნიკო და ლენა ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, ლენასთან ყველაფერი კარგად იყო მის ძმასაც მოსწონდა ნიკო და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ვოვა ლენას აღმერთებდა… ნაადრევი მშობიარობის გამო ლენას მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა, ბავშვის მდგომარეობაც მძიმე იყო, ვოვა გაგიჟდა ნიკოს აბრალებდა ლენას სიკვდილს და ემუქრებოდა. მაშინ ნიკომ შენი და ბავშვის დაცვა მთხოვა, მეორე დღეს ნიკო სადარბაზოს კიბეზე მკვდარი იპოვეს…
-გასვენებაში არ ყოფილხარ, რატომ შიო?
-მაგ დროს ექიმებს ვქრთამავდი ბავშვი შევცვალეთ ინკუბატორში და ვოვას ვუთხარით რომ მოკვდა. ბავშვი ჩემს გვარზე გავატარე და აქ დავბრუნდი.
-რატომ დამიმალე ძმიშვილის არსებობა? -ჩამკვდარი ხმით ვკითხე, ისეთი თვალებით შემომხედა მივხვდი ჩემზე ნაკლებ არ განიცდიდა ამ ამბავს. -მარტო დამტოვე უნდა ვიფიქრო.
-თაია ვოვამ მოგაგნო, მარტო ვერ დაგტოვებ.
-მომკლას, შენ რატომ გადარდებს.
-ნიკოს დავპირდი, ხო მართლა ეს ნიკოს წერილია შენთვის დაწერა. -ხელში გაცრეცილი ფურცელი ჩამიდო და ოთახში მარტო დამტოვა. სანამ კითხვას დავიწყებდი საკუთარ თავის გამხნევება დავიწყე.
“ჩემო მეორე ნაწილო, ხომ იცი წერილების წერა არ გამომდის მაგრამ ამჯერად იძულებული ვარ ეს გავაკეთო, მინდა სულ გახსოვდეს რომ შენს ნიკალას უყვარხარ.
თაი, ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე მომენტი დგას, მარტოხელა მამა ვარ, იცი როგორი ლამაზია? შენ გგავს თაი შენნაირი ჩალისფერი თმა და დიდი მწვანე თვალები აქვს ჯერ რვა თვისაა მაგრამ უკვე შენნაირი მებრძოლია.
თაი, რაღაც უნდა გთხოვო ხვალ შეიძლება აღარ ვიყო და გთხოვ შიოს და ილიას დაუჯერე, ისინი დაგიცავენ, დამიჯერე შიო მამაცი ბიჭია და ზუსტად ვიცი რომ ყველა საფრთხეს აგარიდებს.
თაი, თუ მოვკვდები არ დამივიწყო რა, სულ გახსოვდე, ხშირად მინახულე და მომიყევი ყველაფერი როგორც ადრე… მე კი მაპატიე რომ ლენას და ჩემი პატარას ამბავს გიმალავდი ლენას შენი სახელის დარქმევა უნდოდა ამიტომ ხვალ მივალ და ბავშვს შენს სახელს დავარქმევ.
არ იტირო რა თაი, ხომ იცი როგორ გიხდება ღიმილი ხო და სულ გაიღიმე, ისე გაიცინე შენ რომ იცი. მაგ გოგას მაინცდამაინც ნუ ენდობი არ მომწონს მე მაგის შენთან დაქალობა… დედას მიხედე და ხშირად ჩაეხუტე უთხარი რომ მის ნიკოს უყვარდა, მამასაც ჩაეხუტე თუ უფლებას მოგცემს და არ იბუზღუნებს.
პატარას მიმიხედე და თუ რამე დაგჭირდება შიოს თხოვე დახმარება.
მიყვარხარ თაი, იცოდე და სულ გახსოვდეს რომ შენს ნიკალას სულ უყვარდი და მერეც ეყვარები სადაც არ უნდა იყოს. “ -გავიყინე, მთელი კითხვის მანძილზე ნიკოს ხმა ჩამესმოდა ყურებში, ყველა სიტყვას სათითაოდ მიკითხავდა, ცრემლები კი აღარ ჩერდებოდა უბრალოდ ვიწექი და ჭერს ვუყურებდი.
-თაია კარგად ხარ?
-მეზიზღები შიო.
-მესმის შენი და არ გამტყუნებ.
-რვა წელია არ ვყოფილვარ ნიკოს საფლავზე, რვა წელია ველი რომ კარს შემოაღებს და ისევ დაიყვირებს თაი მოვედიო… მისი მკვლელი რომ დაიჭირეს მეგონა დავმშვიდდებოდი მაგრამ მომინდა წამებით მომეკლა, აი ამეკუწა და ჭრილობაზე მარილი დამეყარა, იმის გამო რომ ჩემი ნიკო წამართვა, გუშინ იქ შენი და იმ კაცის ლაპარაკი რომ მოვისმინე მთელი ღამე პატარა გოგონა მესიზმრებოდა. იცი რატომ მძულხარ?! მე გიპასუხებ, იმიტომ რომ შანსი წამართვი, იმის შანსი რომ ცოტა ხანი მაინც მეგრძნო ნიკოს არსებობა, იმის შანსი რომ ჩემი ნიკოს შვილს ჩემთვის მამიდა დაეძახა, ყველანაირი ბედნიერება გამომგლიჯე, უკანასკნელი ბედნიერებაც კი შენთვის დაიტოვე.
-მე შენი დაცვა მინდოდა.
-ჩემი დაცვა? რისგან? ჩემი ძმიშვილსგან? -ყვირილი დავიწყე და მკერდზე მუშტები დავუშინე.
-იმ ტკივილისგან თაია, იმ ტკივილსგან რასაც მე და ნიკოლი ექვსი წლის მანძილზე ვებრძოდით. - ხელები მაგრად მომხვია და ვიგრძენი როგორ დამეცა ცრემლები თმაზე.
-მართლა მგავდა?
-ძალიან, შენი ასლი იყო.
-მეზიზღები.
-დაწექი, დაისვენე.
-მიდიხარ?
-არა გარეთ ვიქნები, მარტო ვერ დაგტოვებ.
-აქ დარჩი, ცოტა ჩავიწევი ადგილს დაგითმობ.
-ჩემს წინადადებაზე იფიქრებ?
-დაიძინე და გპირდები დავფიქრდები. - ჩემს გვერდით იწვა კაცი რომლის მიმართაც ამ წამს ზიზღზე უფრო მეტ პატივისცემას ვგრძნობდი, ჩემში ორი ადამიანი ებრძოდა ერთმანეთს ერთი ამტკიცებდა რომ შიოს წინადადება უნდა მიმეღო, მეორე კი მასზე ზიზღით ლაპარაკობდა მახსენებდა რომ ძმიშვილი წამართვა, ნიკოს ნაწილი გამომგლიჯა. თვალები დახუჭული ჰქონდა მაგრამ არ ეძინა, იმიტომ რომ დაძაბული იყო.
-ვიცი არ გძინავს.
-მძინავს თაია, უბრალოდ შენ გგონია რომ არ მძინავს.
-ძილში უფრო მეტს ლაპარაკობ თურმე. - გაიღიმა და ჩემსკენ გადმოტრიალდა. - რატომ გინდა ჩემი ცოლად მოყვანა?
-იმიტომ რომ დაგიცვა.
-დავიჯერო არავინ გიყვარს?
-ტყუილად ცდილობ გადამაფიქრებინო, სხვა ყველა გამოსავალი უკვე ვიპოვნე და რვა წელია გიცავ, ახლა კიდევ ამის გარდა გამოსავალი არ გვრჩება.
-უბრალოდ მეტი დაცვა რომ დამიყენო? ან შენს სახლში გადმოვიდე მაგრამ შენი ცოლი არ ვიყო?
-თაია, რა აზრი აქვს მოაწერ თუ არა ფარატინა ქაღალდს ხელს?
-მე ჩემი ქორწილი სხვანაირად წარმომედგინა.
-ყველაფერი იქნება ისე როგორც ოცნებობ, ახლა დაიძინე დღეს ისეც რთული დღე გქონდა. -ამჯერად ჭერს მიაშტერდა და ხმა აღარ ამოუღია. დილით ისე მშვიდად მეღვიძება შიოს მკლავებში რომ მგონია ყველაფერი რაც გუშინ გავიგე სიზმარი იყო. მას უკვე ღვიძავს და ისევ ჭერს მიშტერებია.
-რატომ არ გამაღვიძე?
-ალბათ იმიტომ რომ ცოლიანი კაცის ცხოვრებას ვეჩვევი.
-ყოჩაღ, მე კიდე არ მომეწონა გათხოვილი ქალის ცხოვრება.
-რატომ? ჩემს მკლავებში ხომ ისე მშვიდად გეძინა? - სირცხვილისგან ალბათ გავწითლდი კიდეც მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და ენა არ გავაჩერე.
-იმიტომ რომ ახლა საუზმე უნდა მოგიმზადო.
-ეგ აქ თორემ სახლში მზარეული გვყავს.
-და იქნებ მე მინდა რამის მომზადება სამზარეულოში ვერ შევალ? - ჩემს კითხვაზე გაიცინა და საწოლიდან წამოდგა.
-დიასახლისი შენ იქნები და შეგიძლია შეხვიდე ყველგან, თუ გინდა მოემზადე და ჩვენს სახლს გაჩვენებ.
-ჩვენს?
-კი, თან იქ ვისაუზმოთ და მერე შენებს დაველაპარაკოთ.
-კარგი მოვემზადები. - ღმერთო იმედია სწორად ვიქცევი და შეცდომას არ ვუშვებ.
-ქვევით დაგელოდები! -შიოს ხმა აბაზანაში მესმის და სურვილი მიჩნდება ვუთხრა რომ არ წავიდეს, რომ მეშინია მაგრამ ვერ ვეუბნები და მაქსიმალურად სწრაფად ვემზადები. მისაღებში რომ გამოვდივარ შიო დივანზე ზის და ჭერს მიშტერებია.
-აბა ქვევით დაგელოდებიო?
-გავიყინებოდი, ლამაზი ხარ აწეული თმა და სათვალე გიხდება.
-სათვალეს იშვიათად ვიკეთებ.
-ვიცი, მაგრამ შემიძლია გითხრა რომ სათვალე უფრო მეტად ლამაზს გხდის.
- სიტყვა ლამაზი ისე წარმოთქვი რომ აშკარად სხვა რამე იგულისხმე.
-მაგ სიტყვას ცოლი რომ გახდები მერე გეტყვი, ხო ბანკში შევიაროთ ბებიას საგვარეულო ბეჭედი მაქვს სეიფში და გაიკეთე.
-რა საჩქაროა? - წინა სიტყვები ვითომ ვერ გავიგეო ისე ვკითხე.
-ხვალ ჩემი მშობლები ჩამოდიან, დღეს შენებთან მივდივართ და არ მინდა რაიმე გაუგებრობა შეიქმნას ბეჭდის გამო, თუ ბებიას ბეჭედი არ მოგეწონება მერე სხვა შევუკვეთოთ, მამას ვეტყვი რომ ძალიან ძვირფასია და მისი ტარების შეგეშინდა.
-ეგ ბეჭედი შენს საყვარელ ქალს უნდა ეკეთოს.
-არ მყავს თაია ეგეთი ქალი ამიტომ შენ ჩემს საცოლეს და მალე უკვე ცოლს გეკეთება.
-იცოდე მშობლებთან ზედმეტი ხელის მოხვევები და კოცნები არ იყოს.
-და არც საყვარელოთი მოგმართო?
-არც ძვირფასოთი, გახსოვდეს რომ მეზიზღები მაგრამ შენზე ნიკოს ხათრით ვქორწინდები.
-გული მატკინე. -კარში გამატარა და თვითონ დაკეტა.
-ისე ეს ჩემი სახლია.
-მერე გააქირავებ?
-არა იყოს მაინც, შენგან გამოქცევა რომ მომინდეს თავშესაფარი ხომ უნდა მქონდეს.
-სასაცილო იყო მაგრამ არ მეცინება.
-არ გაქვს იუმორი და როგორ გაგეცინება.
-იმაზე მეტი იუმორი მაქვს ვიდრე წარმოგიდგენია.
-შენი ტანსაცმლის ჩაცმის უფლება მექნება?
-საკუთარი არ გაქვს?
-კი მაგრამ ხომ მითხარი ყველაფერი ისე იქნება როგორც ოცნებობო? -ჩემსკენ დაიხარა ღვედის შესაკრელად და თან სახესთან ახლოს მკითხა.
-თუ გამიმხელ კიდე რაზე ოცნებობ ვეცდები სრულყოფილი ქმარი ვიყო.
-ეეე, ახლა ნუ გაუტევ.
-ისეთი არაფერი მითქვამს რაც შენ იგულისხმე, ქალები ნამდვილად არ მაკლია და არც დახამებული ვარ.
-არც მე მიგულისხმია ეგ, კიდევ ის მაინტერესებს სხვადასხვა ოთახებში დავიძინებთ?
-შენ როგორ გინდა?
-მე საკუთარი ოთახი მინდა.
-კარგი მოდი ასე შევთანხმდეთ სანამ ჩემი მშობლები ჩვენთან იქნებიან ერთ ოთახში დავიძინებთ.
-კარგი შევთანხმდით.
-ისე მეთანხმები რამეს ხომ არ გეგმავ?
-მაინც რას უნდა ვგეგმავდე?
-მაგალითად ქორწილიდან გაქცევას თეთრი საპატარძლო კაბით, ჟურნალისტებს ხომ გიყვართ სკანდალები.
-შენს დაცვას გავექცევი?
-კიი, არავინ დაგაკავებს.
-ანუ ეგ გეგმა არ გაამართლებს?
-არა, იმიტომ რომ არ მინდა რაიმე დაგაძალო.
-მეჯვარე ვინ გეყოლება?
-ჩემი მეგობარი ვატო ან ჩემი ბიძაშვილი აკაკი.
-გოგას გაუსწორდება.
-ვის?
-ჩემს დაქალს. -ისეთი საოცარი სახე ჰქონდა შიოს რომ გადავწყვიტე ბოლომდე მეთამაშა.
-ის ბიჭი შენი დაქალი რანაირად არის?
-არ იცი?
-ანუ მართალია, რასაც ამბობენ.
-ხო, იმედია ბნელი ღრუზინი არ ხარ და არაფერი გაქვს მისი საწინააღმდეგო.
-რათქმაუნდა არა, უბრალოდ მეგონა რომ ეგ ტიპი გიყვარდა და მაგასთან ერთად გაიქცეოდი ქორწილიდან.
-იცი რა არავისთან ერთად გაქცევას არ ვაპირებ მე სულ სხვა გეგმა მაქვს, ცოლად უნდა გამოგყვე და ცხოვრება გაგიმწარო.
-ხო ვიცი გეზიზღები, ვერ მიტან და მხოლოდ ნიკოს გამო მომყვები ცოლად. უკან რომ ავტომობილი დგას იქ გადაჯექი და მეც იქ ჩავჯდები.
-რატომ?
-თაია, გთხოვ.
-კარგი. -უკან მდგომ ავტომობილში ექვსი დაცვის თანამშრომელი იჯდა, თავი თურქული სერიალის გმირი მეგონა… გამეცინებოდა მართლა რომ არ დამსდევდნენ მოსაკლავად და ჩემი ცხოვრება სერიალს არ ჰგავდეს. შიოს გამოჩენამ იმდენად დამამშვიდა რომ აღარაფერი მახსოვდა, ხელში პატარა ყუთი შემომაჩეჩა.
-მინდა მშობლებს მარტომ ველაპარაკო.
-დღედან მარტო ვერ დაგტოვებ.
-შიო, გთხოვ მითხარი რომ აბაზანაშიც არ შემომყვები.
-მეშინია არ გაიქცე ამიტომ შემოგყვები. -იმდენად დამაჯერებლად მითხრა რომ გული შემიქანდა.
-ჩემებთან რატომ მივდივართ? აბა შენთან უნდა გვესაუზმა?
-ბანკში რომ ვიყავი მამაშენმა დამპატიჟა.
-კარგი. -ჩემი სახლის დანახვაზე სევდამ ყელში წამიჭირა, სუნთქვა იმდენად გაუსაძლისი გახდა, შიოს მაგრად მოვუჭირე ხელები.
-რამე ხდება? თაია თუ არ გინდა წავიდეთ.
-შვიდი წელია და ოთხი თვეა ამ სახლში ფეხი არ დამიდგამს.
-მაპატიე თუ გინდა დავბრუნდეთ და შენები ჩემთან დავპატიჟოთ იქ ვუთხრათ.
-არა, უკვე მოვედით და შევიდეთ. -კარი რომ შევაღე დედაჩემს გაოცებისგან ხელში ყვავილების ვაზა რომ ეჭირა ის დაუვარდა, მამა კიდე კიბეზე გაჩერდა, ნაბიჯიც ვერ ჩამოდგა ქვევით.
-თაი, სახლში დაბრუნდი?
-ცოტახნით შემოგიარეთ დე, საქმე მაქვს. -დედას მოვეხვიე და მისაღებისკენ მივდიოდით შიომ უხერხულად რომ ჩაახველა. -უი, მაპატიე შიო, შემოდი დაჯექი თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. -მამაჩემს მეგობრულად მიესალმა და დედას ჯენტლმენური ჟესტით ხელზე აკოცა, ოჰ შიო, არსად დაგეკარგოს ეგ ელეგანტურობა, ფიქრებს უცებ მივანებე თავი და შიოს გვერდით ჩამოვჯექი.
-დე, რამეს დალევთ?
-მე წყალს დედა, შიო ჩაის ორი კოვზი შაქრით უყვარს. -შიომ გადმომხედა და გაოცების ნიშნად წარბები ამიწია. -დედა როგორც კი დაბრუნდა ოთახში და მამას გვერდით დაიკავა კუთვნილი ადგილი დავმშვიდდი და ვცადე საუბარი დამეწყო მაგრამ არ გამომივიდა, ყელიდან ვერცერთი სიტყვა ვერ ამოვუშვი.
-ქალბატონი ნინო, ბატონო ლევან თქვენ დიდი ხანია იცით ჩემი გრძნობების შესახებ, როგორც იქნა თქვენმა ქალიშვილმაც იგივე გრძნობით მიპასუხა ამიტომ მე აღარ მინდა ეს ამბავი გავაჭიანურო და თქვენი ქალიშვილის ხელი მინდა გთხოვოთ. -ახლა ამან რა თქვა?! თქვენ იცით ჩემი გრძნობების შესახებო?! დიდი ხანიაო?! ღმერთო მომეცი მოთმინების უნარი რომ ეს არსება აქვე არ მოვკლა, ნიკო გთხოვ დამეხმარე შენს ძმაკაცს გავუძლო.
-თუ ჩემი გოგონა თანახმაა და ამას ისიც მოწმობს რომ ხელზე ბეჭედი უკეთია თან აქ მოგიყვანა, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.
-თაია უთხარი მამაშენს რომ თანახმა ხარ, თაი კარგად ხარ? -თაის გაგონებაზე ტირილი დავიწყე და ზემოთ გავიქეცი… თან შიოს მივაძახე.
-თაი, არა შიო თაია. -ქვევიდან მესმოდა შიოს და დედას საუბარის ხმა მერე ნაბიჯების ხმა ჩემს ოთახს მოუახლოვდა.
-შეიძლება შემოვიდე? -არაფერი მიპასუხია მაგრამ მაინც ვიგრძენი როგორ ჩამოჯდა საწოლზე. -მაპატიე თაია, ინსტიქტურად წამომცდა, მართლა არ მინდოდა შენთვის ტკივილის მოყენება.
-რამდენი ხანი გეგმავდი.
-რას?
-ამ ყველაფერს, მამას რამდენი ხნის წინ უთხარი რომ გიყვარდი.
-ხუთი თვის წინ, იმ დღეს როცა ვოვას ხალხი ზედმეტად მოგიახლოვდა.
-ხუთი თვეა მამამ იცის რომ გიყვარვარ და არაფერი უკითხავს… კიდევ რამდენი რამის გაგება მომიწევს?
-თაია, მამაშენი ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დამიდგა გვერდით, ორი წლის წინ ნიკოლი რომ დავკარგე ამ ქვეყნად მისი წყალობით დავრჩი, როცა მე სიკვდილზე ვფიქრობდი გვერდით მომიჯდა და მითხრა რომ ჩემი ესმოდა რადგან მანაც დაკარგა შვილი, მამაშენმა მასწავლა ცხოვრების გაგრძელება. მასთან ვალში ვარ და ვერ დავუშვებ იმას რომ შენი დაკარგვის ტკივილიც განიცადოს.
-დავფიქრდები ცოტას და ჩამოვალ.
-თაია მათი ხათრით გაუძელი.
-კარგი მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რა საჭიროა თავგანწირვა.
-თაია ვოვას ხალხმა შენი ბინის გატეხვა სცადა ამიტომ იქ ვეღარ დაბრუნდები, აქ დარჩი ან ჩემთან.
-რა ჩემი ბინა? რა წაიღეს? ნიკოს მედალიონი და წერილი ხომ ადგილზეა.
-ვერ მოახერხეს შესვლა სიგნალიზაცია ჩაირთო.
-რა ჩაირთოო? მე რომ ეგ არ მქონდა.
-გქონდა, სამი თვის წინ დავაყენე.
-მეზიზღები იმის გამო რომ ასე ერევი ჩემს ცხოვრებაში.
-მადლობა. -ღიმილით მომაძახა და გავიგონე კიბეზე ჩასვლისას დედას როგორ ეუბნებოდა დამშვიდდება და ჩამოვაო, ოთახს თვალი მოვავლე და მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ისტერიული კანკალი დამეწყო და სუნთქვა შემეკრა… ამ სახლში მას შემდეგ ვიხრჩობი რაც ნიკო დავკარგე, ეს სახლი სულ იმ უბედურ დღეს მახსენებს მისი ცხედარი რომ იდო ოთახის შუა გულში, ყურებში ისევ დედას კივილის ხმა ჩამესმოდა, ახლობლების გოდება და ჭორიკანა ქალების ლაპარაკი ნიკოზე რომ ამბობდნენ ნარკოტიკის გამო მოკლესო, ოთახიდან ისევ ტირილით გავვარდი და შიოს ჩავეხუტე.
-თაია რა გჭირს კარგად ხარ?
-წამიყვანე რა ამ სახლიდან, აქ მოვკვდები შიო, წამიყვანე. -გაოცებული მიყურებდა და მაგრად მეხვეოდა.
-ისევ დაეწყო ლევან, გეუბნები გავყიდოთ ეს სახლი თორემ მეორე შვილსაც დავკარგავთ. -დედას ცრემლ-ნარევი ხმა გავიგე და უფრო მეტად ავტირდი.
-ჩემთან წავიდეთ, თქვენც წამოდით ქალბატონო ნინო.
-არა აქ ვიქნები, შენ თაიას მიხედე და ამ სახლს არ გააკარო. -ცოტა რომ დავმშვიდდი შიოს ავხედე რომელიც გაოცებული მიყურებდა.
-იმ სახლში სულ ნიკოს გასვენება მახსენდება, ის ხმები ჩამესმის ყურებში და ისტერიკა მემართება ცუდად ვხდები.
-ახლა გასაგებია მარტო რატომ ცხოვრობ.
-დედას უნდოდა ჩემთან გადმოსვლა, მამა ვერ ტოვებს იმ სახლს.
-იმ სახლთან ბევრი კარგი მოგონება აკავშირებს, იქ გაიზარდა თქვენც იქ გაჩნდით.
-მე ვიხრჩობი იქ.
-ამაღამ ჩემს სახლში რჩები, გაპროტესტებას აზრი არ აქვს იმ ბინაში ვერ დარჩები სადაც უსაფრთხოდ არ ხარ.
-მივიდეთ ჩემს ნივთებს ავიღებ.
-ეხლა სახლში მივალთ დაისვენებ და მერე კარგი?
-პატარა ბავშვი არ ვარ, ნუ მაკონტროლებ.
-ვიცი, რომ არ ხარ არ გაკონტროლებ უბრალოდ მინდა რომ უსაფრთხოდ იყო. -ხმა აღარ ამომიღია უბრალოდ გზას მივაშტერდი. -რა იყო გზას იმახსოვრებ?
-კი გამოქცევა რომ დამჭირდეს ხომ უნდა ვიცოდე.
-სადმე წასვლა თუ მოგინდება უბრალოდ მითხარი.
-თუ ყველაფერი ასე მარტივადაა, თუ ყველგან წასვლა შემიძლია და ჩემს სახლს სიგნალიზაცია აქვს რა საჭიროა შენთან ცხოვრება.
-თაია, მინდა დარწმუნებული ვიყო რომ არაფერი გემუქრება. -ერთსა და იმავე კითხვას ალბათ მეათასეჯერ ვუსვამდი და ყოველ გაცემულ პასუხზე გულში რაღაც მწყდებოდა მეტს რას ველოდი. შიოს სახლი იმხელა იყო რომ ორასი კაცი თავისუფლად იცხოვრებდა, ნუ ცოტას ვაზვიადებ მაგრამ მართლა სამეფო სახლს ჰგავდა.
-უზარმაზარი სახლია, სამეფო ოჯახისთვისაა?
-შავთვალიშვილი და მჭედლიძე თუ სამეფო გვარებია კი.
-ყველაფერზე მზად გაქვს შენი მდარე იუმორი?
-კი მზად მაქვს. -სანამ სახლში შევიდოდით დაცვამ რაღაც უთხრა და შიოს გაეცინა. -სიურპრიზი გველოდება საცოლევ.
-რა სიურპრიზი?
-შიგნით ნახავ. -მისაღებში რომ შევედით, ადგილზე შევქანდი. მამაკაცი იმდენად ჰგავდა შიოს რომ მაშინვე მივხვდი რა სიურპრიზზეც ლაპარაკობდა, წელზე ხელი მომხვია და მისი მშობლებისკენ წამიყვანა.
-თაია გაიცანი ესენი ჩემი მშობლები არიანი ლელა და აკაკი, ეს კი თაია ჩემი საცოლე. -მის მშობლებს ხელი ჩამოვართვი და შიოს გვერდით ჩამოვჯექი.
-ჩვენ ვაპირებდით სიურპრიზის მოწყობას ადრე ჩამოვედით და შენ დაგვახვედრე ნამდვილი სიურპრიზი.
-კარგი რა ლელა ხომ იცი არ მიყვარს ჩემს პირადზე საუბარი.
-რა დაუძახე შიო?
-ლელა, რა არის უცნაური.
-ის დედაშენია და ოდნავი პატივისცემის ნიშნად მაინც უნდა დაუძახო დედა.
-ყოჩაღ, ეხლა რა ქენი პლიუსები ჩაიწერე ჩემს მშობლებთან? -ყურში ჩამჩურჩულა და ისევ მომშორდა.
-ლელა დეიდა როგორ იმგზავრეთ?
-კარგად უბრალოდ დასვენება ვერ მოვასწარით.
-შეგიძლიათ დაისვენოთ, ჯერ შუა დღეც არ არის. -როგორც კი მამაშვილმა დაგვტოვეს ლელა ჩემთან უფრო ახლოს გადმოჯდა და დედური კითხვები დამაყარა.
-ქორწილს როდის აპირებთ? ახალ წლამდე მოასწრებთ?
-იცით ჯერ არ ვიცი, ხელი გუშინ მთხოვა და ამ თემაზე არ გვილაპარაკია.
-აქ ხშირად რჩები?
-დღეს პირველად, მე და შიო ერთად გუშინ დავრჩით პირველად.
-მეგონა ახლანდელ ახალგაზრდებს ქორწინებამდე ურთიერთობა აღარ აწუხებდათ.
-იცით თქვენ არასწორად გამიგეთ, ჩვენ უბრალოდ ერთად გვეძინა. -რაც უფრო მეტად ვცდილობდი სიტუაციის გამოსწორებას მით უფრო ვაფუჭებდი საქმეს ამიტომ გაჩუმება ვარჩიე.
-დედაა ნელიმ თქვა მზად არის საჭმელიო და მოდით სუფრასთან.
-შიოო, შეგიძლია ერთი წუთით მოხვიდე.
-გისმენ, რა გინდა?
-საპირფარეშო სად არის? თან ცოტა თავს მოვიწესრიგებ.
-ჩემი სააბაზანო გამოიყენე, ზევით პირველი ოთახია. -შიოს ოთახიც მისნაირი შავი იყო, ნიკოლის ფოტო ედო საწოლთან, პატარას ფოტოს ვეფერებოდი ოთახში შიო რომ შემოვიდა. -თუ არ გინდა ქვევით ყოფნა და დასვენება გჭირდება რამეს მოვიფიქრებ.
-არა მალე გამოვალ.
-აქ დაგელოდები. -ის ბიჭი უცებ სადღაც გაქრა ქვევით რომ მეხუმრებოდა და ისევ სევდიან ბიჭად იქცა, მასზე ფიქრისას მთელს ზედა ტანზე წყალი გადავისხი.
-შიო მიშველე, ახლა რა ვქნა სულ სველი მაქვს.
-ჩემი ჩაიცვი.
-რა ჩავიცვა შენი?
-აი კარადა და რაც გინდა ის, მაინც გქონდა ჩემი ტანსაცმელის ჩაცმის სურვილი და აჰა მიდი შეესიე. -კარადაში სულ ერთნაირი პერანგები ეკიდა… ერთ ჯინსის პერანგს მივკარი თვალი და ის ჩავიცვი, შარვალში ჩავიტანე და შიოსთან გამოვედი.
-ხომ მიხდება?
-დედას გაეხარდება მის ნაყიდ პერანგს რომ დაინახავს.
-დედაშენი გყიდულობს ტანსაცმელს? -სიცილი დავიწყე და დავინახე როგორ შეეცვალა სახე.
-დაბადების დღეზე მაჩუქა თან ხუთი წლის წინ და არც კი ჩამიცვამს.
-ლელას დედას რატომ არ ეძახი?
-არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ თავი დიდი კაცი მგონია.
-ჩემმა შვილმა რომ დედა არ დამიძახოს მოვკლავ.
-მე კიდე პირიქით მინდა ძმაკაცივით იყოს ჩემთან, აი მე როგორც ვარ აკაკისთან.
-მამასთან შიო.
-აკაკისთან თაია, წამოდი გაცივდა სადილი. -სადილობისას არავის არ ამოუღია ხმა ყველა მის თეფშს უყურებდა, უკვე მივხვდი პირველს რომელ ტრადიციას დავარღვევდი შიოს ცოლობისას. სადილის შემდეგ ყველამ მისაღებში გადავინაცვლეთ, შიომ ხელი წელზე მომხვია და უფრო ახლოს მიმწია მასთან.
-თაია შენზე მოგვიყევი რამე თორემ ჩვენი ბიჭი არაფერს გვიყვება.
-არ ვიცი რა მოგიყვეთ ბატონო აკაკი მირჩევნია კითხვები დამისვათ.
-უბრალოდ აკაკი დამიძახე, აი შიო როგორც მომმართავს.
-თქვენ ჩემზე უფროსი ხართ ასე არ შემიძლია და მე არ მომწონს როგორც შიო მოგმართავთ თქვენ. ვფიქრობ მშობლებისთვის დაძახებულ დედასა და მამაში უნდა ჩადო დიდი სიყვარული… აი მე რომ შვილმა თაია დამიძახოს ან შიოს სახელით მიმართოს ალბათ სახლიდან გავაგდებ, რადგან ვიფიქრებ რომ ელემენტარულ პატივს არ მცემს, ცხრა თვე მუცლით ვატარო, გავაჩინო, ვზარდო, მის ჯანმრთელობაზე ვიფიქრო, არსად მასზე ფიქრი არ მომშორდეს, რამხელაც არ უნდა გახდეს მასზე უნდა ვინერვიულო, მისი ყველა დაცემა მასზე მეტად უნდა მტკიოდეს და წარმატება მიხაროდეს, მან კი უბრალოდ დედაც არ უნდა დამიძახოს?! ეს ჩემთვის უპატივცემულობა იქნება. -შიოს მაგრად მოჭერილი ხელი რომ ვიგრძენი წელზე მაშინ მივხვდი რამდენი ვილაპარაკე მაგრამ უკვე გვიანი იყო.
-იცი შვილო რაღაც მომენტში მართალი ხარ, აუცილებლად გეტკინება გული როცა შენი ერთადერთი და ნალოლიავები შვილი დედას არ გეძახის, მაგრამ მაინც ვერ მოიძულებ, თავიდან ყოველი სახელით მომართვისას გეგონება რომ გულში გჩხვლეტს, იმასაც იფიქრებ რომ შვილს აღარ სჭირდები მაგრამ მერე შენში დედის ინსტიქტი მაინც გაიძულებს რომ უძღები შვილი მიიღო - დავინახე შიომ როგორ დაიმორცხვა, მიხვდა რომ ლელას წყენდა, სიტუაციის გამოსწორება აკაკიმ სცადა.
-მე მაგალითად მსიამოვნეს რომ შიოსთვის მეგობარი ვარ, თავს ახალგაზრდად ვგრძნობ და მგონია რომ დოგმა მე მამა ვარ და სახელით მომართვის უფლება არ აქვს ჩემსა და შიოს შორის უხილავ კედელს აღმართავდა. ნუ მართალია იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს როცა შვილი მამას გეძახის, ეს შიომაც იცის, მაგრამ ზოგჯერ რაღაცის დათმობა გვიწევს, ახლა კი შენს პროფესიაზე ვილაპარაკოთ.
-მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ამჟამად მწერლობას ვცდილობ… თავიდან როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მამამ მითხრა რომ ჩემგან ჟურნალისტი არ გამოვიდოდა, ძალიან ბევრი ვიბრძოლე რომ მამას ნათქვამი არ გამართლებულიყო მაგრამ არ გამომივიდა, ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ არ შემიძლია რამეს გულგრილად შევხედო, არც ის შემიძლია ადამიანებზე ცრუ ინფორმაცია დავბეჭდო ამიტომ ყოველთვის ისე გამოდიოდა რომ ყველა დავალებულ საქმეს ვაფუჭებდი, ბოლო საქმე რაც დამავალეს შიოსთან ინტერვიუ იყო ისიც იმის გამო რომ სხვა ჟურნალისტებს უარს ეუბნებოდა და მე მამაჩემის ხათრით დამთანხმდებოდა.
-რა ქენი ჩაწერე ინტერვიუ?
-არა, არც კი დავუკავშირდი არავის უბრალოდ დამარცხება ვაღიარე და სამსახურიდან წამოვედი… მოვწყდი ყველანაირ გარე სამყაროს მთელი დღე ვიჯექი და ვჯღაბნიდი ფურცლებზე.
-ერთმანეთი სად და როდის გაიცანით? -დაბნეულმა შევხედე შიოს და თვალებით შველა ვთხოვე, ისე დაიწყო ალბათ ეს ტექსტიც გათვლილი ჰქონდა.
-დაახლოებით ექვსი თვის წინ სასაფლაოზე შევხვდით ერთმანეთს, გამოსასვლელში დავეჯახეთ ერთმანეთს და მედალიონი დაუვარდა, მე ვიცოდი ვინც იყო ამიტომ არ გამჭირვებია მისი მისამართის გაგება და მედალიონი სახლში მივუტანე, თავიდან კი ჯიუტობდა მაგრამ მერე ზრდასრული ადამიანივით დამელაპარაკა.
-მე სულ ზრდასრული ადამიანივით გისმენდი და გელაპარაკებოდი. -გაბრაზებულმა წამოვიყვირე.
-ამ წამსაც ბავშვივით იქცევი, ჩემი მონაყოლიდან მარტო ის გაიგე რომ ბავშვივით იქცეოდი. -აკაკი და ლელა გაამხიარულა ჩვენმა კინკლაობამ და სიცილი დაიწყეს. -ჩვენ ახლა თაიას ნივთებს მოვიტანთ და მოვალთ, დღეიდან თაია აქ ცხოვრობს, ჩათვალეთ უკვე თქვენი რძალია. -მოსმენილის გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე დამავლო ხელი და გარეთ გამიყვანა. -მომისმინე იმ ბინაში ვერ დარჩები, შეგიძლია ქორწილამდე სხვა ოთახში იცხოვრო, ოღონდ არ გაბედო შეწინააღმდეგება.
-მშობლებთან გადავალ ან სხვა ბინაში.
-თაია რატომ არ გესმის? ბინა რომელსაც ყველაზე მეტი დაცვა ჰყავდა და სიგნალიზაციაც კი დაგიყენე გატეხეს გესმის? იქაც შეაღწიეს, მოგწვდა თაია ის კაცი და ხომ ხვდები რომ არ აპირებს გაჩერებას?
-არ მეშინია.
-მშობლებთან წაგიყვან.
-კარგი. -არ ვიცი ასე რატომ ვჯიუტობდი, ხომ ვიცოდი რომ აუცილებლად გამოვიქცეოდი მშობლების სახლიდან, იქ ვერ გავძლებდი. -იმაზე ჯიუტი ხარ ვიდრე მეგონა.
-უბრალოდ შენგან შორს ყოფნა და ფიქრი მჭირდება.
-რამეს გიშავებ? -გაოცებულმა და ცოტა ნაწყენმა შემომხედა.
-ვიცი რომ ჩემი დაცვა გინდა, უბრალოდ სამი დღისთვის ზედმეტი გადავიტანე.
-შენი ნივთები ავიღოთ. -ვიცოდი უმადური ადამიანივით ვიქცეოდი მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, რაც შემეძლო სწრაფად მოვაგროვე ყველა ნივთი და საკუთარი თავის გამხნევება ვცადე. აუტანლად ჩუმად იყო შიო, მამას მოკლედ აუხსნა ჩემი ბინის ამბავი, დედა ეხვეწებოდა არ მოუსმინო წაიყვანე ისევ ცუდად გახდებაო მაგრამ მე გავაჩერე. მეორე სართულზე ავედი და ჩემი ოთახის ნაცვლად ნიკოს ოთახში შევედი, აქ ყველაფერი ისევ ისე იყო როგოც ადრე, ერთმანეთს ერეოდა ჩემი ბავშვობის და ნიკოს სურნელი, მისი ხმა და სიცილი მესმოდა, სადღაც შორიდან მეძახდა ”თაი მომენატრეო“ ნელა მომიჭირა ყელში მარწუხებმა, ვერ ამოვისუნთქე და ხრჩობა დავიწყე, არც ფეხებში მქონდა ძალა რომ წამოვმდგარიყავი, იატაკზე ვიჯექი და ვგრძნობდი როგორ მეწყებოდა სპაზმური შეტევა, მთელი სხეული მიცახცახებდა ვცდილობდი მამასთვის დამეძახა მაგრამ ყელიდან ხმა არ ამომდიოდა, ნელ-ნელა ყველაფერი ბინდში ეხვეოდა…
თვალები რომ გავახილე მხოლოდ ნაცრისფერი ჭერი დავინახე.
-სად ვარ?
-შემაშინე, როგორ ხარ?
-სად ვარ?
-ჩემს მეგობართან.
-შენთან რატომ არ წამიყვანე?
-კარგად რომ გახდები წაგიყვან.
-აქ როგორ მოვხვდი? -ნერვიული ღიმილი შეეპარა.
-გეგონა დაგტოვებდი? ქვევით გელოდებოდი როდის დაიწყებდი ყვირილს რომ იქედან წამომეყვანე, ორი საათის შემდეგ რომ არ გამოჩნდი დასამშვიდობებლად ამოვედი მაგრამ გონდაკარგული გიპოვნე, საავადმყოფოში გონს რომ მოხვედი მთხოვე აქ არ დამტოვოო და ვატოსთან წამოგიყვანე.
-საავადმყოფოში ვიყავი?
-არ გახსოვს?
-არა ნიკოს ოთახში რომ ცუდად ვიყავი მაგის გარდა არაფერი მახსოვს.
-ექიმმა თქვა ზედმეტი სტრესის ბრალიაო, დამამშვიდებელი და სტრესული გარემოსგან შორს ყოფნა გამოგიწერა. ამიტომ მშობლებს ვუთხარი ვატოსთან ვართ მეგობრები მეთქი, იქ რომ ცუდად მყოფი მიმეყვანე ყველაფერს არასწორად გაიგებდნენ.
-მადლობა ყველაფრისთვის. -იმ წამს თავს ყველაზე იღბლიან ადამიანად ვთვლიდი რადგან გვერდით ასეთი ადამიანი მყავდა. -შენმა მეგობრებმა იციან?
-ახლო მეგობრებმა კი, ყველა აქ არიან თან გაგაცნობ, მერე რომ არ დაიბნე, ჯობია ისევ დაიძინო.
-არ მინდა გავიდეთ, მალე წავიდეთ სახლში გთხოვ.
-რომელ სახლში?
-ჩვენს სახლში, რას იფიქრებენ შენი მშობლები გვიან რომ მივალთ.
-კარგი, წამოდი ბიჭებს გაგაცნობ. -ნელა წამომაყენა და წელზეც მომხვია ხელი რომ არ დავცემულიყავი, მარტოსაც შემეძლო სიარული მაგრამ მისი მზრუნველობა ბევრად სასიამოვნო იყო. მისაღებში რომ გავედი იმდენი წყვილი თვალი მომაშტერდა რომ უკან გაქცევა გადავწყვიტე, ნაცნობი სახის დანახვისას ლამის იქვე ჩავიკეცე მაგრამ შიომ არ მომცა უფლება, დივანზე ჩამომსვა და მისი მეგობრების წარდგენა დაიწყო.
-ეს უჩაა. -სავარძელში მჯდომ მწვანეთვალება მამაკაცზე მიმითითა, თბილად გამიღიმა კაცმა და გვერდით მჯდომ ფეხმძიმე ქალს ხელი მოხვია. -ეს ვერონიკაა მისი ცოლი, შენს გვერდით რომ ზის და ვერ ისვენებს აკაკია, ყველა კაკის ვეძახით. -ბიჭი მართლა ცქმუტავდა, ერთი წუთით არ გაჩერებულა რაც გამოვედით. -ამას მგონი იცნობ, მის გვერდით კი მისი საცოლე ანუ ვატოს და ზის ნატა, აი ეს კი ჩვენი მასპინძელია ვატო. -ვატო ისეთი ბედნიერი სახით შემოვიდა ოთახში რომ ყველას გადასდო, უცებ წარმოვიდგინე ჩემი გოგას რეაქცია ამათი გაცნობისას და თავი ძლივს შევიკავე რომ ხმამაღლა არ დამეწყო სიცილი.
-სასიამოვნოა ყველას გაცნობა, ბოდიში რომ ასეთ სიტუაციაში მოგიწიათ ჩემი გაცნობა. -ჩემს გვერდით მჯდომმა კაკიმ ჩემი დამშვიდება სცადა.
-ეგ არაფერი აი ვერონიკა უფრო კარგ სიტუაციაში გავიცანით.
-აკაკი. -ქალი გაუჯავრდა, უჩამაც დაუბრიალა მწვანე თვალები.
-ნუ შეაშინეთ ახლა ეს გოგო, სახლში ეს რომ ყავს ეგეც ეყოფა. -ვატომ, შიო მიაჩოჩა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. -ნუ მიბღვერ არავინ გართმვეს აწი სულ შენი იქნება. -მის რეპლიკაზე ყველას გაეცინა შიოს გარდა. -მოდი ცოტა რამეს ჩვენზე მოგიყვებით, აი ისე ლოთების კლუბში რომ ყვებიან, კაკი დაიწყებს პირველობა უყვას, ხო კაკუცი? -ბიჭს ლოყაზე უჩქმიტა და ბავშვივით გაეთამაშა.
-მოკლედ მე აკაკი ვარ, ზუსტად ისეთი საყვარელი ვარ როგორც ვჩანვარ, არ გეჩვენება, ასეთი საოცრება დავიბადე, აი ამ არსებებს კი ჩემი შურთ რადგან გოგონები ბუზებივით მეხვევიან.
-კაკუცი ბუზები რას ეხვევიან ხომ იცი. -შიოს ნათქვამზე ჩემი არაამყვეყნიური ხმა ამოვუშვი რომლის გაგონებაზეც ყველა გაჩუმდა და ჩემს ნაცვლად შიოს მიაშტერდნენ, უცებ თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი. სიტუაციის განმუხტვისთვი ვატომ დაიწყო საუბარი.
-მოკლედ რძალო ყველა ძალიან მხიარულები ვართ, ილიას გარდა… ილია ნამდვილი ჭავჭავაძეა, მე ერთი უბრალო მენეჯერი ბიჭი ვარ, პატარა ბინა მაქვს სადაც მარტო ვცხვოვრობდი ბედნიერად სანამ კაკუცი არ ჩამისახლდა, თავიდან თქვენს სახლში უნდოდა ჩასახლება მაგრამ შიომ ამცნო რომ ცოლიანთა კლუბს უერთდებოდა და მერე ჩემთან მოვიდა. -შემდეგი ილია იყო რომელმაც როგორც იქნა გაიღიმა, ის ერთადერთი ნიკოს მეგობარი იყო ვისაც ვიცნობდი, მისი სიკვდილის შემდეგ როცა ყველასთან გავწყვიტე ურთიერთობა ნიკო ნაცნობებიდან და მეგობრებიდან მხოლოდ ის მკითხულობდა.
-მოკლედ თაია, მე არ ვეთანხმებოდი შიოს გადაწყვეტილაბას ამიტომ ვარ ჩუმად, მაგრამ როცა დღეს ამ მდოგამარეობაში გნახე მივხვდი რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სხვანაირად ვერ დაგიცავდა… მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ნებისმიერი ჩვენგანის თანადგომის იმედი შეგიძლია გქონდეს, რადგან შენც ჩვენი ოჯახის წევრი ხარ ჩვენ კი ერთმანეთისთვის სიცოცხლეც არ დაგვენანება, მე და შენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, შენგან ცოტა ნაწყენიც ვარ რომ ასე ჩამომშორდი მაგრამ, მინდა იცოდე რომ ჩვენ ყველა ვეცდებით ისევე დაგიცვათ და მხარში დაგიდგეთ როგოც ნიკო დაგიცავდა. -ტუჩს ვუჭერდი კბილებს რომ არ ამტირებოდა, უცებ მოვძებნე შიოს ხელი და მაგრად ჩავავლე, ილიას სიტყვებმა მაგრძნობინა რომ მარტო არ ვიყავი, მაგრძნობინა უსაზღვრო ბედნიერება და უდიდესი ტკივილი, მინდოდა ამ წამს ყველასთვის სათითაოდ მეთქვა მადლობა მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. ამდენი წლის მერე პირველად ვნანობდი ყოველ უპასუხო ზარს, დაიგნორებულ შეხვედრებს და ილიასგან მოშორებით ყოფნას. ილიას გვერდით გადავჯექი და თვალებში შევხედე, წამით თითქოს ნიკო დავინახე.
-მაპატიე ილი, თუ შეიძლება რომ მაპატიო, ზედმეტად ჯიუტი ვარ ხომ იცი. ბევრჯერ მჭირდებოდი მაგრამ ვერ გავბედე შენთვის დარეკვა, იმ დღეს ძალიან გატკინე გული, ვიცი სულელურად მოვიქეცი როცა გითხარი რომ ნიკოსთან ერთად უნდა გამქრალიყო ყველა და ყველაფერი რაც მის თავს გამახსენებდა, შენ ის ერთადერთი იყავი ვისაც ნიკო ენდობოდა და ჩემამდე უშვებდა მაგრამ არ დაგაცადე… ახლა მჭირდები ილი, იმაზე მეტად ვიდრე გგონია, გუშინდლიდან მოყოლებული ვეძებ ვინმეს ვინც იმას კი არ მეტყვის რომ უნდა გავუძლო, ვინც მეტყვის რომ დამეხმარება გავუძლო, ძმა მჭირდება ილი, შენ მჭირდები მაგრამ მეშინია.
-რისი თაი, რისი გეშინია აქ არ ვარ? როდის მიმიტოვებიხარ, ყოველ ღამე დაგყვებოდი იმ წყეულ სასაფლაოზე, მე თუ საქმე მქონდა ვატოს ან კაკის ვუშვებდი, ვიცოდი რომ შიოც იქ იყო და არაფერი გემუქრებოდა მაგრამ ვერ ვისვენებდი. რამდენჯერ დაგირეკე, რამდენჯერ მოგწერე ხუთი წლის მამძილზე.
-ილი შენი დაკარგვის მეშინოდა, იმის მეშინოდა რომ შენც დაგკარგავდი. -ილიამ მაგრად მომხვია ხელები, ამით მაგრძნობინებდა რომ ჩემთან იყო, ამდენი ხნის ნანატრი სიმშვიდე ვიგრძენი. ცოტა რომ დავმშვიდდი შევნიშნე მხოლოდ მე და ილია ვიყავით მისაღებში, სხვები როდის გავიდნენ არ მახსოვს.
-მომისმინე თაი, მე აქ ვარ როცა დაგჭირდები სულ შენს გვერდით გავჩნდები, მხოლოდ დამიძახე.
-ასეთი როდის გახდი?
-როგორი?
-ასეთი სხვანაირი, ასეთი სერიოზული… ამათი მეგობარი, ესენი როდის გაიცანი?
-დაახლოებით ოთხი წლის წინ, შიოს დაცვის ბიჭებმა ჩემი დაცვა დაიკავეს როცა გითვალთვალებდა, მაშინ მოვიდა შიო და მკითხა ვინ ვიყავი და რატომ გითვალთვალებდი, ვილაპარაკეთ ნიკოლზეც მომიყვა, მე ლენაზე ვიცოდი, ამიტომ ჩავედი ლონდონში მაგრამ მითხრეს რომ ბავშვიც დაიღუპა, შენთვის მოყოლა ვცადე მაგრამ არ მომისმინე გახსოვს?! მერე შიომ მეგობრად მიმიღო და მისი სამეგობრო გამაცნო, ახლა აქ ვარ… მაგრამ ხომ იცი ვერ მოვისვენებ სანამ ის არაკაცი პასუხს არ აგებს ნიკოს გამო, ჩემი ხელით დავაკლავ ნიკოს სასაფლაოზე გპირდები. -ილიას სიტყვებში იმდენი ზიზღი იგრძნობოდა რომ შემეშინდა.
-არ ქნა გთხოვ, კიდევ ერთხელ ვერ გადავიტან, შენ თუ ციხეში ჩაგსვამენ მე რა მეშველება, ნატას? ნიკო იქ ბედნიერია მჯერა, ახლა მისი ლენა და ნიკოლი იქ ჰყავს და ამით ბედნიერია. -ილიას დარწმუნებას ვცდილობდი კარში შიო რომ შევნიშნე, უცნაური სახით გვიყურებდა.
-წავედით უკვე გვიანია.
-კი, წავიდეთ. -ისევ ყველა შემოვიდა მისაღებში, ნატა ილიას ამოუდგა გვერდით და თბილად გაუღიმა. -მაპატიეთ კიდევ ერთხელ, იმედია მალე ყველა თქვენგანს უკეთ გავიცნობ. -ყველას დავემშვიდობეთ და ავტომობილში ჩავსხედით.
-მადლობა.
-რისთვის?
-ილია რომ დამიბრუნე.
-სიმართლე გითხრა არ მსიამოვნებს დიდად ის ფაქტი რომ ილიასთან უფრო დაცულად იგრძენი თავი ვიდრე ჩემთან.
-მე რომ ილიას საფრთხეში ჩაგდება მინდოდეს ამაღამ ილიასთან დავრჩებოდი და საერთოდ ჩვენს ქორწილამდე მასთან ვიცხოვრებდი, ან საერთოდ არ მივიჩნევდი ქორწინებას საჭიროდ მაგრამ არ მინდა მეორედ ძმის დაკარგვას ვერ გადავიტან.
-ილია ზედმეტად იმპულსური და ფეთქებადია… არავის შეუძლია მისი შეჩერება დღეს შენი ბინის ამბავი რომ გაიგო დაალეწა დაცვას ყველაფერი თავზე, საავადმყოფოშიც მოვარდა, მეც მეცა ხომ გაგაფრთხილეო, ნატასაც კი არ შეუძლია მისი დამშვიდება როცა წყობიდან გამოდის.
-მე შემიძლია, ყოველთვის შემეძლო, ნიკოს ვერა მაგრამ ილიას სულ ვაჩერებდი, პატარა სიმშვიდეს მეძახდა ადრე, დღეს ისეთი რამ მითხრა შემაშინა.
-გითხრა რომ მკვლელს თავისი ხელით დასჯის ხომ ასეა. -ფრთხილად დავუქნიე თავი და გზას მივაშტერდი, იმდენი რამ მოხდა ორი დღის მანძილზე რომ გააზრებაც მიჭირდა, ჩემს ბედისწერას ისეთი სცენარი ჰქონდა აშკარად თეთრწვერა მოხუცი კი არა ჰოლივუდის სცენარისტი წერდა, თავისი მძაფრი სიუჟეტებით და ეფექტებით.
-აქამდე ვფიქრობდი რაზე შეიძლებოდა დამეწერა ახლა ვიცი რომ თუ ჩემს ცხოვრებას აღვწერ ნიკოლას სპარკსსაც შეშურდება ისეთი წიგნი გამომივა. -დაძაბულობა მოეხსნაო თითქოს შიოს ისე ლაღად გამიღიმა. სახლში რომ მივედით შიოს მშობლებს უკვე ეძინათ, ჩვენც დასაწოლად გავემართეთ.
-სტუმრების ოთახში თუ ჩემთან?
-შენი მშობლების აქ ყოფნისას შენთან.
-ხვალ დედაშენი მოვა, შენი ნახვა უნდა… გიჟს ჰგავდა ისე ინერვიულა, მამაშენმა უთხრა სახლი გავყიდოთო.
-არა, ნიკო არ მაპატიებს მაგას.
-თაია რას ითხოვ შენი მშობლებისგან?
-არაფერს. -ჩუმად ჩავძვერი საწოლში და საბანი ცხვირამდე ავიტანე, სიცივისგან ამაკანკალა ცივ საწოლში. მომინდა ვინმეს გავეთბე, მაგრამ შიო ვერ ხვდებოდა ან თავს იკავებდა.

-გვიანობამდე ძილი უყვარსო დედაშენმა, მაგრამ უნდა ადგე.
-რატომ მაღვიძებ?
-დედაშენი მოვიდა.
-კარგი ვდგები მაგრამ იცოდე ცოლად არ გამოგყვები ასე ადრე თუ უნდა გამაღვიძო.
-ადრე მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გაგაღვიძებ, მთელი ღამე თუ გეღვიძება.
-რა მიზეზით უნდა მეღვიძოს მთელი ღამე? -საწოლში წამოვჯექი და შიოს მივაშტერდი.
-დიდი გოგო ხარ უკვე წესით უნდა იცოდე, არ მითხრა ახლა, იმის მჯერაო რომ ბავშვი წეროს მოჰყავსო, ხო და არც ისე ადრეა უკვე თერთმეტი საათია. -უცებ ენამ გამასწრო და ისეთი რამ წამოვროშე რაც არ უნდა მეთქვა.
-უნდა ვაღიარო დიდი სიამოვნებით არ დავიძინებდი ღამით, თუ არც შენ დაიძინებდი. -კართან მისული შეჩერდა და დამაკვირდა.
-ცეცხლს ეთამაშები თაია, გეშინოდეს შეიძლება დაიწვა. ვიცი გინდა არ ჩამომრჩე მაგრამ შენივე დაგებულ მახეში გაებმები და იცოდე.
-რომელ მახეში?
-ჩემს ვნებებზე თამაშს რომ ცდილობ, უბრალოდ ის იყავი რაც ხარ…
-ის ვარ რასაც ხედავ ასეთი ვარ. -სახე იმდენად ახლოს მომიტანა რომ თვალის დახამხამებაც კი დამავიწყდა, სუნთქვა შეკრული ვუყურებდი თვალებში.
-შენი თვალები უფრო სუფთა და უმანკოა, ამიტომ გთხოვ ნუ დააბინძურებ, ხომ იცი თაია თვალები სულის სარკეა თუ შენი თვალები ასეთი კამკამაა მაშინ სულიც ასეთივეა. მე ნუ დამემსაგვსები, ჩემი სული ზედმეტად ბინძურია.
-თუ როგორც ამბობ თვალები სულის სარკეა, მაშინ შენი სულის გადარჩენაც შეგვიძლია რადგან, როგორც ვხედავ ჯერ კიდევ შეგრჩა სუფთა ადგილი. -უბრალოდ გამიღიმა და მომშორდა. ზანტი მოძრაობით წამოვდექი საწოლიდან და მოწესრიგება დავიწყე, ქვევით რომ ჩავედი დედაჩემი და ლელა ტკბილად ბაასობდნენ, როცა შემნიშნეს ერთდროულად მკითხეს.
-კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ, უბრალოდ ზედმეტი სტრესის ბრალიაო ექიმმა თქვა.
-დედაშენი მიყვებოდა შენს ამბავს თაია, მე ალბათ ვერ გადავიტანდი, შენ ძალიან ძლიერი გოგო ხარ. -ლელამ ხელი მაგრად მომკიდა და გამიღიმა. -წავალ ვნახავ შიოს საყვარელი ნამცხვარი თუ მზადაა.
-დედა ყველას რატომ უყვები ჩემზე იმ ამბავს რომ ნიკოს სიკვდილმა გამანადგურა?
-ის ყველა არ არის თაია, თან მითხრა შიოც როგორ განიცდიდა ამ ამბავს.
-ვიცი დედა, მაგრამ რა საჭიროა მათი ანერვიულება.
-შენი ამბავი ცუდად რომ იყავი შიომ უთხრა.
-დღეს დილით თქვენი ოთახის კართან ვიდექი აკაკიმ რომ მომისწრო, ჯერ ვერ შევეგუე რომ რძალი მყავს. -ლელა ისეთი მხიარული სახით გვიყვებოდა რომ მე და დედასაც გადაგვედო.
-მესმის მეც ვერ ვეგუები ჯერ იმას რომ ჩემი საწოლი ვინმეს უნდა გავუყო. -ჩემს უკან შიოს ჩაცინების ხმა რომ გავიგონე მინდოდა ავმდგარიყავი და ჩამერტყა.
-მერე გადადი ქორწილამდე სხვა ოთახში.
-ვაიმე როგორი ხუმარა ხარ. -თვალები დავუბრიალე და ყალბად გავუღიმე.
-ჩვენ დაგტოვებთ ბავშვებო, შიო დე, შენთვის ეკლერი მოვამზადე ხომ გიყვარს.
-მარტო ჩემთვის რატომ თაიაც გიჟდება ეკლერზე. -ინსტიქტურად მივიხედე შიოსკენ და თვალებით ვუსვამდი კითხვებს, ლოყაზე მაკოცა და მერე ყურში ჩამჩურჩულა.
-ერთხელ ნიკომ მითხრა შენც ჩემი თაიასავით ეკლერი გყვარებიაო. -როგორც კი დედაჩემი და ლელა ოთახიდან გავიდნენ შიოს მოვშორდი.
-კიდე რა იცი ჩემზე?
-ყველაფერი, რა გიყვარს, რას ვერ იტან, ვიცი რომ თოვლი გიყვარს ძალიან, სულ ზამთრის კურორტებზე დადიოდი, ისიც ვიცი რომ ნიკოს სიკვდილის შემდეგ ქალაქიდან არ გასულხარ.-შიოს სიტყვა ჩემი ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა, ტელეფონს დავხედე და გოგა იყო, გაგეცინებათ მაგრამ ზარზეც კი შევატყვე რაღაც ძალიან სასწრაფო იყო.
-ხო გოგა გისმენ?
-თაია თუ არ გინდა რომ გავგიჟდე ამიხსენი შენ და იმ კაცს ხვალ რა პრესკომფერენცია გაქვთ, რას ნიშნავს თქვენი ფოტოები, რითი გაშანტაჟებს?
-გოგა, შიოს მისამართს მოგწერ და მოდი, ყველაფერს მოგიყვები.
-არ მინდა ვიცი მისამართი.
-დედაჩემია აქ და არ შეიმჩნიო რომ არ იცი ჩემი და შიოს ამბავი.-როგორც კი საუბარი დავასრულე შიოს გაცოფებულ სახეს გადავაწყდი.
-წამოდი კაბინეტში. -ისეთი ხმით მითხრა წამით დავფიქრდი შიოს ხელით სიკვდილი მერჩივნა თუ ვიღაც ვოვასი, საბოლოოდ შიოს ხელით ვარჩიე და კაბინეტში შევედი.
-სანამ რამეს იტყვი გოგაზე, გეტყვი რომ ის ჩემი ერთადერთი მეგობარია და სულ რომ წამებით მოკლან არ იტყვის ერთ სიტყვასაც კი, რაც მე დამაზიანებს. ვინმე ისეთი მჭირდება ახლოს ვისაც ყველაფერს გავუმხელ, ვინმე ისეთი შიო ვინც ამ დიდი სპექტაკლის მსახიობი არ არის. - ღრმად სუნთქავდა, აშკარად დამშვიდებას ცდილობდა.
-ის ჟურნალისტია. -ტაში დავუკარი და ცინიკურად გავიცინე.
-ის ჩემი მეგობარია და ეს აბსურდული მიზეზი არ ამართლებს შენს მისდამი დამოკიდებულებას… შენმა მეგობრებმა იციან ყველაფერი და მე რატომ არ შემიძლია ჩემს მეგობარს ვუთხრა?
-არ არის სანდო და იმიტომ.
-შენ რატომ წყვეტ ჩემი მეგობრის სანდოობას? მითხარი რატომ? -გაცეცხლებული ვუყურებდი შიოს და გოგასადმი მისი დამოკიდებულების გამო შეიძლება დამეხრჩო.
-იმიტომ რომ მე უკეთ ვიცი ადამიანების ამოცნობა.
-სადღაც წავიკითხე რომ “წიგნი გარეკანის მიხედვით არ უნდა შეაფასო”, ასე რომ ჩემს მეგობარზე მისი ჟურნალისტობით ნუ მსჯელობ, ის ჯერ ადამიანი და ჩემი მეგობარია და მერე ჟურნალისტი.
-მე თუ დამიჯერებ არ ღირს შენი მეგობრისთვის ყველაფრის მოყოლა, მისივე უსაფრთხოებისთვის გთავაზობ.
-ამით ვისგან დავიცავ შენგან თუ იმ კაცისგან?
-შენ გადაწყვიტე.
-მაშინ მე შენი არ მეშინია ამიტომ მაინც მოვუყვები ყველაფერს. -გარეთ ისეთი ხმები ისმოდა აშკარად მხოლოდ გოგა არ მოსულა.
-მე დახმარება არ მთხოვო იცოდე.
-კარგი. -ჩემი ჯიუტობისგან დაღლილმა დატოვა კაბინეტი და გარეთ გავიდა… კაბინეტის მინის კედლიდან ვხედავდი როგორ გაცხარებით უხსნიდა რაღაცას ბიჭებს, კარის ჩუმმა ჭრიალმა მაიძულა, შიოსთვის თვალი მომეშორებინა. კარში გოგა იდგა, მხოლოდ ჩავეხუტე და ტირილი დავიწყე, მთელი სხეული მიცახცახებდა, არაფერს მეკითხებოდა მხოლოდ გულში მიკრავდა.
-გოგა, მითხარი რომ ბოლომდე მომისმენ, გთხოვ არ გამაწყვეტინო. -ისევ არაფერი უთქვამს უბრალოდ თმაზე მომეფერა, კაბინეტის კარი ჩავკეტე და დივანზე წამოვწექი, თავი გოგას კალთაში მედო და ჭერს ვაკვირდებოდი. -ხომ გახსოვს სასაფლაოზე რომ დავდიოდი, შიოს იქ ვხედავდი შორიდან თურმე იცოდა რომ ვუთვალთვალებდი… მერე ჩემთან მოვიდა და ნიკოს მკვლელობაზე მომიყვა, ახლა მე დამსდევს ის კაცი მოსაკლავად, შიო კი ჩემი ძმისთვის მიცემულ პირობას ასრულებს. ამიტომ გადმოვედი აქ, არ მინდა ჩემს გამო შენ ან ილიას რამე დაგემართოთ.
-მეტს არაფერს მეტყვი?
-შიოზე ვქორწინდები. -გოგას გაეღიმა მხოლოდ, სხვა არაფერი უთქვამს, სიგარეტი ამოიღო და დიდხანს ათამაშებდა ხელში.
-უყვარხარ. -გადაჭრით თქვა და თვალებში ჩამხედა.
-ვის? -წამოვდექი და სახე მის სახესთან გავასწორე.
-შიო შავთვალიშვილს. -თითქოს რაღაც ბლაგვი საგანი ჩაგარტყესო ისე დამესხა თავბრუ.
-გამორიცხულია. -ისევ გამიღიმა და სიგარეტი პირში ჩაიდო, მოსაწევად გარეთ გავიდა და შიოს და ილიას შორის ჩადგა.

სამივე ერთმანეთს ელოდა, იმას ელოდნენ ვინ დაიწყებდა საუბარს. ბოლოს კვლავ გოგას მობეზრდა და ილიას გახედა.
-მეტი გამოსავალი არ არსებობს?
-არა. -ილიას ხმაში იმდენი სიმტკიცე იგრძნობოდა რომ გოგა დანებდა.
-რა გეგმა გაქვს? თაიას როგორ დაიცავ?
-მე უკვე ვიცავ.
-აქ ცხოვრებით? ამ დაცვით? ესენი დაიცავენ თაიას ვოვასგან? იცის მაინც ვისთან აქვს საქმე?
-არა, არ მინდა ინერვიულოს, გუშინ სტრესის გამო გონება დაკარგა, ექიმმა მოარიდეთ სტრესულ გარემოსო.
-მაშინ წაიყვანე აქედან, აქ ესენი მიხედავენ.
-რა გითხრა, ისეთი რა მოგიყვა რაც არ იცოდი? -გოგას გაეღიმა და შიოს პირისპირ დადგა.
-მხოლოდ ზედაპირი, გამიფრთხილდა.
-რომ გაიგებს შენც იცოდი არ გაპატიებს.
-ვიცი, მას გონია რომ მე ერთადერთი ვარ ვინც შენს სპექტაკლში არ მონაწილეობს.

სამივე მშვიდი სახით შემობრუნდა შინ, არ ვიცი გარეთ რაზე ილაპარაკეს მაგრამ გოგა აშკარად ზედმეტად მშვიდი ჩანდა, აღარც შიო იყო ანერვიულებული. ილია მომიჯდა გვერდით და თავზე მაკოცა.
-თავი ფაიფურის თოჯინა მგონია, საგვარეულო რელიქვია რომ არის და ყველა უფრთხილდება.
-თოჯინა ხარ.
-ყველამ პირი შეკარით არა?
-მე ამათთან არ ვარ. -აკაკიმ ხელები ასწია და განზე გადგა, ჰქონდა ამ ბიჭს რაღაც რაც სულ გაგაბედნიერებდა.
-როდის დასრულდება ყველაფერი?
-მალე. -შიომ ჩამწყდარი ხმით მიპასუხა და ისევ გარეთ გააგრძელა ყურება.
-მაინც რამდენად მალე? -ჩემს კითხვაზე ყველა გაჩუმდა, შიომ სახე ხელებში ჩამალა და ისევ ღრმად დაიწყო სუნთქვა. ილიამ სიტუააციის განმუხტვა სცადა.
-თაი, ხომ იცი რომ შეიძლებოდეს სხვანაირად ასე არ იქნებოდა, სხვა ყველა გამოსავალი ვცადეთ, ყველაზე მეტად დაცული აქ ხარ. -მე მაინც შიოს ჩამწყდარ ხმაზე და გოგას ნათქვამზე მეფიქრებოდა.
-წამალი დალიე? -როგორც იქნა შიომ ყურადღება მომაქცია.
-დილით დავლიე.
-არ გინდა დაისვენო?
-არა, წავალ ლელა დეიდასთან იქ ყოფნა მირჩევნია.
-ეკლერები მარტომ არ შეჭამო, იცოდე რომ მეც მიყვარს. -ყველამ უცნაურად შეხედა შიოს, გოგამ ისევ ისე გამიღიმა როგორც კაბინეტში და უკან გამომყვა. მომიახლოვდა და ჩურჩულით მითხრა.
-ამ ბიჭს გონის დაკარგვამდე შეუყვარდები.
-ნუ სულელობ მორჩი.
-ისე უნდა ვაღიარო ყველა ერთმანეთზე ‘ზეგზი’ ძმაკაცი ჰყავს, ეს ილია სულ დაცემა კაცი იყო რა. -იმდენად გამაბედნიერა ჩემი გოგას დაბრუნებამ რომ მეც მომეხსნა დაძაბულობა.
-სამწუხაროდ ყველას ქალები იზიდავს.
-შენ შიოს რაც მოატყუე მგონი თავადაც დაიჯერე.
-აუუ იმან მართლა დაიჯერა რომ გეი ხარ?
-კი, როგორც კი “შავთვალიშვილის საძმომ” შემომხედა მივხვდი რაც ხდებოდა. -იმხელა ხმაზე ვიცინოდით რომ ლელა და დედაჩემი სამზარეულოდან გამოვიდნენ ხო მშვიდობა გაქვთო.
-გინდა გავერთოთ? -გოგას ჩუმად გავაცანი ჩემი გეგმები და ნამცხვრით და ყავით ხელში მისაღებში დავბრუნდით, რადგან შიო ერთკაციან სავარძელში იჯდა და ფიზიკურად მასთან ერთად ვერ დავჯდებოდი ფეხზე ჩამოვუჯექი, წამით შეყოყმანდა და მერე ეშმაკურად გამიღიმა. -მოკლედ მეგობრებო რადგან ქორწილი გარდაუვალია მინდა ჩემი გეგმები გაგაცნოთ. -შიოც კი გავაოცე აშკარად ისეთი სახით მიყურებდა.
-როგორც ისურვებ ყველაფერი ისე იქნება, მაგრამ არ არ არის საჭირო შეყვარებული ქალის როლის მორგება, ყველამ ვიცით სიმართლე.
-აქ ჩემი მოყვანა იყო შენი ნება თორემ დანარჩენი ყველაფერი იქნება ისე როგორც მე გადავწყვეტ. -ილიას გაეცინა, მიხვდა არ ვაპირებდი ასე მარტივად დანებებას. -ფეხი თუ გეტკინა მითხარი და გადავჯდები.
-ბუმბულივით მსუბუქი ხარ, უბრალოდ მეგონა არ მოგწონდა როლის თამაში.
-შენ დამპირდი რომ ჩემი ოცნების ქორწილს გადავიხდიდით, ხო და ქორწილი მინდა მაშინ როცა გვირილები აყვავდება, მთელი ბაღი უნდა იყოს გვირილებით მორთული, ჩემი თაიგული, მაგიდებიც კი.
-ხვალვე მოგიყვან დიზაინერს.
-აპრილამდე არ გამაგონო ქორწილი.
-მე არ მაქვს პრეტენზია. -შიო აშკარად კარგად ერთობოდა ჩემით.
-წავალ დედას და ლელას დავეხმარები, ბიჭებს სალაპარაკო გექნებათ. -შიოს უმოქმედობამ და ურეაქციობამ იმდენად გამაღიზიანა რომ მალე ნერვებისგან ტირილს დავიწყებდი. გოგა უკან დამედევნა და შემაჩერა.
-ჩემი თაია დამიბრუნე.
-აქ ვარ.
-არა, ჩემი თაია ასე მარტივად არ ნებდებოდა.
-არ გამომდის, შიოს რკინის ნერვები აქვს. შენ ამბობ რომ მაგ ბიჭს ვუყვარვარ მაგრამ ჩემს შეხებაზე რეაქციაც კი არ აქვს, რკინაა გოგა ეგ კაცი.
-თაია ვერ ხედავ როგორ გიყურებს?
-კი ვხედავ, სიბრალულით. მისთვის მხოლოდ ტვირთი ვარ რომელიც მეგობარმა აჰკიდა. -გოგას სახე შეეცვალა და ჩემს უკან სივრცეს გაუსწორა თვალი.
-ტვირთი თაია? -შიოს ხმაში იმხელა ცინიზმი ვიგრძენი რომ გამაკანკალა.
-აბა რა ვარ შიო?
-არ ვიცი, მაგრამ ტვირთი არ ხარ თაია, არც არასდროს მიფიქრია რომ ჩემთვის ტვირთი იყავი.
-კამათს მორჩით ნინო და ლელა მოდიან. -ლელამ და დედაჩემმა გვაიძულეს ისევ მისაღებში დავბრუნებულიყავით, გარშემო მყოფების ლაპარაკიდან არაფერი მესმოდა, მოვწყდი ამ ოთახს და სადღაც შორიდან ჩამესმოდა ყველა სიტყვა რასაც საუბრობდნენ, შიოს საყვედურით აღსავსე მზერის ატანა აღარ შემეძლო და ჰაერზე გასვლა გადავწყვიტე.
-სად მიდიხარ? -შიოც წამოდგა ჩემთან ერთად.
-ჰაერზე. -ჩამწყდარი ხმით ვუპასუხე და მისაღებიდან პირდაპირ ბაღში გავედი, იქვე საქანელა სკამზე ჩამოვჯექი და ღრმად დავიწყე სუნთქვა მეგონა მალე დამახრჩობდა უჰაერობა, სახე ხელებში ჩავრგე და ისევ შიოს სახე დამიდგა თვალწინ, წლებია უკვე შევეგუე იმას რომ მარტო უნდა ვიბრძლო, ახლა კი ყველა ჩემს დაცვას ცდილობს. ყველა თავს მევლება და ეს მაღიზიანებს. მთელი სხეული ნერვიულად ამიკანკალდა, ისევ ნერვული შეტევა მეწყებოდა… ამ დროს ყოველთვის მარტო ყოფნას ვამჯობინებდი, ჩემი ბინის ყველა ფანჯარას გავაღებდი და საწოლზე ვწვებოდი, საათობით მიცახცახებდა ხოლმე მთელი სხეული და ცრემლები მომდიოდა შეუჩერებლად. როგორც კი ისევ შევძლებდი ნორმალურად სუნთქვას ფანჯრებს ვხურავდი და ვიძინებდი, ახლა არ ვიცოდი ეს ყველაფერი როგორ უნდა გამეკეთებინა ისე რომ არავის შეემჩნია. ვერ ავდგებოდი ახლა აქედან რადგან ვიცოდი ყველა მე მიყურებდა ვგრძნობდი, დაჟინებული მზერისგან ზურგი მეწვოდა. ეზოში ხმაური მომესმა და გვერდით გავიხედე, ყველა მიდიოდა, დედამ შორიდან დამიქნია ხელი და მომაძახა კიდევ მოვალო. გონებაში უკვე რამოდენიმეჯერ მოვეხვიე დედას მაგრამ სხეულით ისევ იმ სკამზე ვიყავი დაჭედებული. როგორც კი ლელა სახლში შებრუნდა, შიო ჩემკენ წამოვიდა და გვერდით მომიჯდა.
-მგონია რომ მალე იტირებ.
-რატომ გგონია?
-თვალები ცრემლებით გაქვს სავსე და სხეული გიცახცახებს.
-არ არის საჭირო მზრუნველი ქმრის როლის თამაში თუ რათქმაუნდა დედაშენი არ გვიყურებს.
-თაია მითხარი რა გინდა? -აშკარა სიბრაზე შეეტყო ხმაში.
-აი ეს მინდოდა შიო, მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა შენს მოთმინებას საზღვარი.
-საზღვარი ყველაფერს აქვს სიყვარულის გარდა. უსაზღვრო და ზღვარგადასული მხოლოდ სიყვარულია, ის ერთადერთი რამ არის რის გამოც ადამიანს ყველაფრის მოთმენა შეუძლია, მხოლოდ მის გამო შეგიძლია ადამიანს ყველაფერი აპატიო, ყვე-ლა-ფე-რი თაია.
-ყველაფერს ვერ აპატიებ შიო, ზედ გადავლას და გათელვას ვერც ზღვარგადასული სიყვარულის გამო აპატიებ.
-არ გაქვს გამოცდილი და ასე იმიტომ ფიქრობ.
-და შენ შიო? შენ გამოგიცდია უსაზღვრო სიყვარული?
-კი და დამიჯერე, მისგან ყველაფრის ატანას შეძლებ. სიცივისაც, სითბოსიც, ბავშვურად დაშვებული თუ გამიზნულად ჩადენილი შეცდომების პატიებაც შეგეძლება… სიყვარულს საზღვრები არ აქვს თაია და თუ ის საზღვრებსა და ჩარჩოში მოექცევა მაშინ სიყვარული არ ყოფილა.
-სად არის ის ვინც ასე გიყვარდა, რატომ ხარ ახლა აქ ჩემთან და არა მასთან?
-მე სულ მასთან ვარ თაია უბრალოდ ის ვერ ან არ ამჩნევს ამას.
-როგორ უნდა შეამჩნიოს საცოლე გყავს.
-ეგ ხელს არ უშლის, ვითარება იცის.
-აჰა, გასაგებია. -შიოს ისევ უცნაურად გაეღიმა და წასვლა დააპირა, მერე თითქოს რაღაც დაავიწყდაო შემოტრიალდა და ხელები წელზე მომხვია. -რას აკეთებ?
-ვრიგდებით. -გააზრებაც კი ვერ მოვასწარი ისე სწრაფად მაკოცა, ჩემს ტუჩებს მოშორდა და ყურთან მიჩურჩულა. -დედა და მამა გვიყურებენ უკვე ათი წუთია და არ მინდოდა ეფიქრათ რომ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. -როგორც კი მომშორდა უცნაური სიცივე ვიგრძენი, მთელი სხეული რომელიც რამდენიმე წამის წინ გამითბა ისევ გამეყინა, გავშეშდი იმ ადგილზე და ნაბიჯიც ვერ გადავდგი, პირველი კოცნა ნამდვილად არ იყო მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო რომ საპასუხო რეაქციაც ვერ მოვასწარი. გონს რომ მოვედი, მისაღებიდან შესვლა შემრცხვა და შიოს კაბინეტიდან ვიპარებოდი, ლელას ხმა რომ მომესმა.
-აკაკი ჩვენი ბიჭი შენ გგავს.
-ეგ აქამდე არ იცოდი?
-დღეს დავრწმუნდი, ზუსტად ისე შემოირიგა თაია როგორც შენ მირიგებ ხოლმე… საწყალი გოგო ალბათ კაბინეტინდან შემოიპარა ჩვენი შერცხვა.
-ხო, ისეთი გაფითრებული იყო ნამდვილად შემეცოდა. -ნერვებისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მინდოდა ეს ძვირადღირებული საყვავილე შიოსთვის სახეში გამერტყა იმის გამო რომ ასე შემარცხვინა მის მშობლებთან. ჩუმად ავიპარე საძინებელში და ფანჯრასთან ჩამოვჯექი, ვერ ვიტანდი თბილისის ზამთარს, იმიტომ რომ შემოდგომას უფრო ჰგავდა, თოვლი მენატრებოდა, ჩემი საყვარელი სეზონის გატარება იქ სადაც ნამდვილად ზამთარი იყო.
-თუ გინდა ბაკურიანში წავიდეთ ან გუდაურში. -შიოს ხმას გამოვყავვარ ფიქრებიდან, მაგრამ მისკენ არ ვიხედები.
-აღარ მიყვარს ზამთარი.
-ნიკოს გამო?
-ნიკო ვერ იტანდა სიცივეს, სულ მეუბნებოდა შენ თოვლისკაცის გარდა არავის შეუყვარდებიო. მართლა ეგრეა ნამდვილი სიყვარული არ გამომიცდია, შენც მართალი ხარ, იმიტომ ვფიქრობ არასწორად. -ჩემს პირდაპირ ჯდება და ხელს მკიდებს.
-დამიჯერე ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე რომელთანაც აუცილებლად შეახვედრებს ბედი, ბედისწერას ვერავინ გაექცევა.
-მაშინ რატომ ვარ აქ, სად არის ის მეორე?
-იქნებ მე ვარ შენი ბედისწერა, მე ვარ შენი მეორე და ვერ ხვდები ამას?
-შენ უკვე გყავს ის მეორე, ვინც გიყვარს. -არაფერი უთქვამს მხოლოდ გამიღიმა და თვითონაც ფანჯარას გაუსწორა თვალი. -უჰაერობა მახჩობს, ჰაერი მეცოტავება ყველგან, გაშლილ მინდორშიც კი თავს ისე ვგრძნობ თითქოს ჩაკეტილ ოთახში ვარ, შენც გებრალები შიო, ყველა სიბრალულით მიყურებს. იცი რატომ არ მინდა ჩემი მშობლების ნახვა ხშირად?! იმიტომ რომ, მათ თვალებში ჩაგუბებული იმედის მეშინია, იმის მეშინია რომ მათ იმედს ვერ გავამართლებ.
-ცდები თაია, იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე ჩანხარ. თოვლივით ხარ, მყინვარის თოვლივით მზეც რომ ვერ ერევა.
-ოდესღაც ყველა მყინვარი დადნება შიო.
-როცა დნობას დაიწყებ, შენთვის ჩრდილი ვიქნები.
-სულ ჩემთან ხომ არ იქნები? ეს საქმე რომ დასრულდება ხომ წახვალ, მე მაინც მარტო დავრჩები.
-მაშინ შენი თოვლისკაცი დაგიცავს.
-და თუ არ მჯერა მათი არსებობის?
-გჯერა, გულის სიღრმეში ყველაფრის გწამს და გჯერა რასაც ხმამაღლა უარყოფ. ახალი წელი გიყვარს? -თემის შეცვლა ისე ტექნიკურად სცადა რომ გამეღიმა კიდეც. -იღიმი ესეიგი გიყვარს?
-ჩემი საყვარელი დღესასწაულია.
-ხო და მაშინ დავიწყოთ მომზადება ორი კვირა დარჩა.
-თორმეტი დღე, გუშინ დედაშენმა მკითხა თუ მოვასწრებდით ქორწილს ახალ წლამდე.
-ხელი მოვაწეროთ და ოცნების ქორწილი აპრილში ან მაისში გადავიხადოთ.
-ვიღაც მოდის, ვიღაც კი არა ლელაა, ქუსლების ხმა ისმის. -შიო წამოდგა, ზურგიდან მომეხვია და ნიკაპი მხარზე ჩამომადო.
-ბაღში რაც მოხდა იმისთვის ბოდიშს გიხდი.
-რა მოხდა? -ვითომც აქ არაფერიო ისე ვკითხე.
-ასე ადვილად თუ ივიწყებ ხშირად უნდა გაკოცო.-მისი ხელები მოვიშორე და ფანჯრიდან ჩამოვედი.
-წავიდა ლელა შეგიძლია მომშორდე.
-თუ მომწონს შენთან ახლოს ყოფნა?
-შიო ნახევარი საათის წინ ზღვარგადასულ სიყვარულზე მელაპარაკებოდი და ისიც მითხარი ეს გრძნობა გამოცდილი მაქვსო ახლა ჩემთან ცდილობ გაარშიყებას?
-გაარშიყება ცუდი სიტყვაა არ შეეფერება იმას რასაც მე ვცდილობ.
-რას ცდილობ? რისი მიღწევა გინდა? იმედი ჩამისახე რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს და ახლა შენი საქციელით იმავე იმედს ჩემში კლავ.
-რკინა ვარ თაია, უგრძნობი რკინა.
-არ გავხარ იმ კაცს სასაფლაოზე რომ ვხედავდი, თუ ეგეც სპეკტაკლის ნაწილი იყო.-მთელი სხეული დაეჭიმა შიოს და ხელები მუშტებად შეკრა, ყველა ძარღვს დაითვლიდი ყელზე ისე ჰქონდა დაჭიმული.
-არასოდეს, გესმის? აღარასოდეს გაბედო იმის თქმა რომ ნიკოლი და მისგან გამოწვეული ტკივილი სპექტაკლია. -მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა და თავად ვარჩიე შიოს გავცლოდი და მის კაბინეტში შევიკეტე. წიგნის კითხვა ვცადე მაგრამ არ გამომდიოდა ვერაფერს გულს ვერ ვუდებდი, ბოლოს ფურცელი ავიღე და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ როგორც იქნა პატრა ფრაზა დავწერე. “ჩვენი ცხოვრება მრავალ სერიიანი ფილმია, რომლის ბოლო სერიაშიც ალბათ ყველა ლამაზი სიზმარი ახდება. “ ფრთხილად შემოაღო კაბინეტის კარი შიომ და წინ ყავა და ნამცხვარი დამიდო.
-არ გიჭამია დღეს არაფერი.
-არ მშიოდა. -გამაოცა მისმა სიმშვიდემ, ალბათ ერთი საათის წინ მომკლავდა რომ არ გავცლოდი და ახლა ძალიან მშვიდი სახით ყავას და ნამცხვარს მთავაზობდა, თან ნერვიული ტონით აღნიშნავდა რომ არ მიჭამია.
-ასე არ შეიძლება, ენერგია გჭირდება და უნდა ჭამო.
-ენერგია რისთვის? სადმე გავრბივართ?
-არ ვიცი, იქნებ გავიქცეთ.
-ამ მდგომარეობამ უკვე დამღალა.
-ვერო და უჩა გვეპატიჟებიან ბორჯომში თუ გინდა წავიდეთ, ცოტას გაერთობი. -გამახარა იმ ფაქტმა რომ ახალ მეგობრებს შევიძენდი, თან ვერო ისეთი თბილი ჩანდა, დაუფიქრებლად დავთანხმდი შიოს.
-წავიდეთ, იქაც მომიწევს თამაში?
-ია თუ წამოვა კი.
-ია ვინ არის?
-აკაკის და ანუ ჩემი ბიძაშვილი, ხო მართლა გოგაც დაპატიჟებულია.
-დღეს ეგეთი რა მოხდა გარეთ რომ ასე უცებ შეიცვალე წარმოდგენა გოგაზე?
-მხოლოდ ზედაპირი რატომ მოუყევი გოგას?
-იქნებ მე ყველაფერი ვუამბე მაგრამ გოგამ არ გამამხილა?-ჩემს ნათქვამზე უბრალოდ გაიღიმა და ფურცელს დაწვდა.
-ღმერთის არსებობის გჯერა თაია? -იმდენად მოულოდნელი კითხვა დამისვა შიომ რომ ვერც კი ვუპასუხე. -ახლა შენი დუმილი თანხმობაა თუ უარყოფა?
-მჯერა, რომ სადღაც არსებობს ძალა რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა და ჩვენს ბედს განაგებს.
-იმისაც გჯერა რომ ნიკოს სიკვდილი ბედისწერა იყო?
-ვფიქრობ რომ ბედის წიგნში რაც დაწერილია ვერავინ გაექცევა, ნიკოს ბედი ეს ყოფილა.
-მე არ გეთანხმები თაია, ნიკო მოკლა ვოვამ… თავისით ხომ არ მომკვდარა.
-ვოვა თუ არა სხვა იქნებოდა შიო, ნიკოს ბედისწერა იყო ლონდონში იმ საფეხურებზე ამოესუნთქა ბოლოჯერ. ჩემი ბედისწერა ეს ტანჯვა იყო.
-მაშინ თუ ჩემი ბედისწერა ეს ყველაფერი იყო რაც გადამხდა და იმ ძალის ბრალია, რა ძალაც ჩვენ ცხოვრებას განაგებს რატომ გეზიზღები თაია?
-არ მეზიზღები. -ისე ვთქვი თითქოს შიოს დარწმუნება მინდოდა, ან საკუთარი თავის. -არ ვიცი რას ვგრძნობ, ჩემს გულსა და გონებაში ბევრი ფიქრი ბობოქრობს.
-მადლიერი ხარ რომ გიცავ, თან საკუთარ თავზე ბრაზობ ჩემი დაცვა რომ გჭირდება… გინდა რომ მშვიდად ვიცხოვროთ მაგრამ შენი შეუპოვარი ხასიათი არ გაძლევს ამის უფლებას და ჩემთან ჯიბრს ცდილობ. -ზუსტად აღწერა ჩემი მდგომარეობა, არც კი გამიპროტესტებია რადგან მართალი იყო.
-დღეს გაიგონე ხომ გოგამ რაც მითხრა?
-ვერ ვხვდები რაზე მეკითხები.
-კარგი არაფერზე. -ნამცხვარს და ყავას მივუბრუნდი და ყურადღება არ მიმიქცევია, მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა იმ შეკითხვის დასმას რისი პასუხიც ვიცოდი.
-ხვალ ხელს მოვაწერთ და თან პრესკომფერენციაზე განვაცხადებთ.
-კარგი.
-კაბას არ აარჩევ?
-შენ ისეთი წინდახედული ხარ ეგეც არჩეული გექნება უკვე.
-დღეს საკმარისად ნახე ჩემი მრისხანება მაგრამ მაინც მიწვევ. -ნიკაპზე ხელს მკიდებს და თავს მაწევინებს, მის თვალებს ვუყურებ და ჟრუანტელი მივლის.
-როგორი ბნელი და იდუმალი თვალები გაქვს, წიგნის გმირივით.
-მერე დაწერე ჩემზე.
-ვაპირებ წიგნის სახელიც კი ვიცი.
-მაინც რას არქმევ წიგნს?
-მაფიის ბოსი შავთვალიშვილი. -გაიცინა, ნაწერი ჯიბეში ჩაიდო და ისევ მარტო დამტოვა.
ღამით შიოს მძიმე სუნთქვა მაღვიძებს და მის შეშფოთებულ სახეს ვაკვირდები… ოფლში ცურავს და თითქოდ ვიღაცას ეძახის, ვიღაც მე ვარ, მე მეძახის, მთხოვს რომ არ წავიდე. ხელებს იმდენად მაგრამდ მიჭერს რომ ძვლები მეტკაცუნება და მის გაღვიძებას ვცდილობ.
-მაპატიე არ მინდოდა.
-ცუდი სიზმარი ნახე?
-ძალიან ცუდი.
-მე მნახე. რა მომივიდა შენს სიზმარში?
-ისევ დამაგვიანდა. -სევდიანი ხმით თქვა და აივანზე გავიდა. ცოტახანს ველოდი რომ არ დაბრუნდა მისი ხალათი ავიღე და მეც გავედი, აივნის მოაჯირს დაყრდნობილი ისევ მძიმედ სუნთქავდა.
-გაცივდები.
-დაისვენე, არაფერი მომივა, უარესიც ამიტანია.
-შენი ახლოს გაცნობა მინდა. -ენას კბილი ვერ დავაჭირე და შიოც კი გავაოცე.
-რა ჩაიფიქრე?
-არაფერი, გეფიცები, უბრალოდ მინდა ის შიო გავიცნო ნიკო რომ იცნობდა. ის შიო გუშინ კაკის რომ ეხუმრებოდა.
-კარგი, მაშინ ხვალ საღამოს ბორჯომში მივდივართ.
-გული მიგრძნობს რომ კარგად გავერთობით, მაგრამ ლელა და აკაკი რას იფიქრებენ?
-შენს მშობლებთან ერთად შეხვდებიან, პირველში ჩამოვალთ ისევ.

დილით საწოლზე თეთრი ფერის შარვალი და პიჯაკი დამხვდა, სწრაფად მოვემზადე და ქვევით ჩასვლას ვაპირებდი როცა ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, ნაცნობი ნომრის დანახვისას მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.
-გისმენ ალექს.
-გუშინ მირეკავდი გავიგე და დამაინტერესა ამდენი წლის შემდეგ რატომ გაგახსენდი.
-საქმე მქონდა შენთან.
-დღეს ხელს აწერ და ყოფილ შეყვარებულს რომ ელაპარაკები, არ არის კარგი საქციელი.
-ჩემთვის უბრალოდ კარგი დეტექტივი ხარ.
-გასაგებია. -ალექსის ცინიზმი უცებ ჩაცხრა და საქმიანი ტონი დაიჭირა. -როდის და სად შევხვდეთ?
-მისამართს მოგწერ.-როგორმე უნდა მომეხერხებინა შიოს და დაცვის გარეშე მენახა ალექსი.

ხელისმოწერამ მშვიდად ჩაიარა რასაც პრესკომფერენციაზე ვერ ვიტყოდი, ჟურნალისტები უამრავ კითხვას გვისვამდნენ მე არაფერს ვპასუხობდი მხოლოდ შიო ლაპარაკობდა, ხელი ჩავკიდე და ვუღიმოდი, აი როგორც სერიალებში ხდება. ყველაფერს რომ მოვრჩით ალექსს მივწერე რომ ჩემს ბინაში დამლოდებოდა. შიოსთვის უნდა მეთხოვა რაღაც შორიდან რომ დავინახე გოგამ რაღაც როგორ კითხა და შიოს სახე შეეცვალა.
-გიყვარს ხომ ასეა?
-მერე შენ რა?
-თაიას გული არ ატკინო იცოდე.
-იცის ალექსანდრე რომ ცემე?
-თუ საჭირო გახდება შენც გცემ.
-თუ თაიას გულს ვატკენ, თავად დავდგები შენს წინ და მირტყი რამდენიც გინდა.
-ილიამ იცის?
-არა.

როგორც კი მივუახლოვდი საუბარი შეწყვიტეს.
-შიო, რაღაც უნდა გთხოვო. -ისეთი დამტკბარი ხმით ვკითხე დაცვაც ჩვენ მოგვაჩერდა.
-გისმენ.
-ჩემს ბინაში მინდა შევიარო და ბიჭები ხომ მიმაცილებენ?
-კარგი. -ყოველგვარი გაპროტესტების გარეშე დამთანხმდა რამაც ცოტა გამაკვირვა.

დაცვამ კარებამდე მიმაცილა, ბინაში შესვლისას, ალექსის სუნამოს სუნი რომ მეცა ცოტა გულიც კი ამერია, ყოველთვის ზედმეტ სუნამოს ისხამდა. ალბათ თავისი გახრწნილი სულის დაფარვას ცდილობდა ძვირადღირებული ტანსაცმლით და სუნამოთი. სხვას ვერავის ვენდობოდი მის გარდა, რადგან სხვა ყველა შიოსთან ჩამიშვებდა ალექსი კი ზედმეტად ამაყი იყო იმისთვის რომ ჩემს ქმარს დამონებოდა. რა კარგი სიტყვებია “ჩემს ქმარს” უაზრო ფიქრი მოვიშორე და ალექსის პირდაპირ ჩამოვჯექი.
-უფრო გამალაზებულხარ. -ცდილობს ჩემს მიმართ ლტოლვა დაფაროს.
-აქ ამისთვის არ ვართ, საქმე მაქვს.
-ვის შესახებ გინდა გამოვიძიო?
-იცი ვინ არის ვოვა ბოგოლუბსკი? -ალექსს სახე შეეცვალა.
-ღრმად ტოპავ თაია, შეიძლება დაიხრჩო.
-მხოლოდ ის მაინტერესებს რა კავშირი ქონდა ჩემს ძმასთან და რა კავშირი აქვს ჩემს ქმართან.
-ვიცოდი რომ ეგ კაცი არ გიყვარდა და სხვა რამის გამო გაყევი ცოლად. -მის ნათქვამზე სიმწრისგან გამეცინა.
-ეგ ჩემი საქმეა ვინ მიყვარს, შენ რაც გთხოვე ეგ გამირკვიე. ჩემს პირად ცხოვრებაში არ ჩაერიო, მხოლოდ საქმე დაგვაკავშირებს ჩვენ ერთმანეთთან.
-ვეცდები მალე გავარკვიო.
-ისევე წახვალ აქედან როგორც მოხვედი.
-მე ისევ მიყვარხარ. -მის ნათქვამზე კართან შევჩერდი და შემოვტრიალდი.
-მე ჩემი ქმარი მიყვარს, ჯერ ზუსტად არ ვიცი როგორი ძალით მაგრამ მიყვარს. -ერთ-ერთი დაცვის ბიჭი უცნაურად მაკვირდებოდა, მთელი გზა შიოს სახლამდე მიყურებდა თითქოს ჩემს გამოცნობას ცდილობსო. სახლში შესვლისას ისეთ რამეს მეუბნება რომ ვშეშდები.
-იმ ტიპის ნდობა არ შეიძლება, ისიც შიოს კაცია.
-ვისი?
-ალექსანდრე ნაკაშიძესი.
-შენ ვისი კაცი ხარ? -აშკარად არ ელოდა ჩემგან ამ კითხვას, რატომღაც ალბათ გონია რომ დამაშანტაჟებს და შიოს ვერ ვეტყვი რომ გვერდით ვოვას კაცი ყავს.
-მე იმის ვისაც შენ ეძებ, ის ვარ ვინც გჭირდება.
-რატომ გგონია რომ შიოს არ ვეტყვი შენზე?
-იმიტომ რომ მაშინ შენი თავის ჩაშვებაც მოგიწევს ქალბატონო თაია. -იმდენად მაშინებს მისი ხმა რომ სახლში შესული შიოსკენ გავრბივარ და მაგრად ვეკვრი. შეშინებული სახით მიშორებს და მაკვირდება.
-ჩვენს ოთახში ვილაპარაკოთ.
-კარგი. -ნერვიულად დააბიჯებს წინ და უკან, მაგრამ არაფერს მეკითხება მაცდის თავად როდის დავიწყებ საუბარს.
-ეხლა რასაც მოგიყვები არ იქნება სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ გთხოვ დამპირდი რომ არ მომკლავ. -ჩემს ნათქვამზე ეღიმება.
-რა ჩაიდინე? -მშვიდი ხმით მეკითხება და გვერდით მიჯდება.
-რადგან არც შენ და არც გოგა იმ ვოვაზე სიმართლეს არ მეუბნებით, დღეს ალექსს შევხვდი. -ველოდები როდის გაბრაზდება მაგრამ რატომღაც მშვიდი სახით მაკვირდება. -ჩემს ბინაში, ვილაპარაკეთ. მერე იქედან რომ წამოვედით ერთერთმა შენი დაცვის ბიჭმა მითხრა რომ მისი ნდობა არ შეიძლება, ეგონა ამას არ მოგიყვებოდი და ამით დამაშანტაჟებდა, გვერდით ვოვას კაცი გყავს. შენ ხომ მითხარი ჩემთან დაცული იქნებიო? მაშინ რატომ არის ის ჩემთან ასე ახლოს? -უკვე ხმა მიკანკალებს და ტირილს ვიწყებ შიო მკლავებს მხვევს და დამშვიდებას მაცდის მერე კი ტელეფონს იღებს და ვიღაცას ურეკავს. ოთახის კარზე კაკუნისას ვხვდები ვინც არის კარს აღებს და ვოვას კაცი შემოდის.
-გისმენთ ბატონო შიო.
-მოდი რეზო.
-თაია გაიცანი ეს რეზოა, ჩემი ნდობით აღჭურვული პირი, ჩემი დაცვის უფროსი და ახლო მეგობარი. ასევე მე მისი შვილის ნათლია ვარ. -თანდათან ვიაზრებ რა ხდება და ახლა, ცრემლები ჩემი სისულელის გამო მომდის.
-მაპატიეთ ქალბატონო თაია თუ შეგაშინეთ.
-უბრალოდ თაია, ქალბატონო არ არის საჭირო. რეზო შეგიძლია მარტო დაგვტოვო? -თავს მიქნევს და გარეთ გადის, შიო კი დგას და მაკვირდება.
-გელოდები მიდი გამლანძღე.
-არა არ ვაპირებ, ერთს გეტყვი ყოჩაღ. -საწოლზე ვწვები და კედლისკენ ვტრიალდები. ჩემი სისულელის გამო ნერვები მეშლება და ვერ ვმშვიდდები, როგორ გავები შიოს მახეში.
-მადლობა რომ მენდე, მადლობა რომ იმედი არ გამიცრუე და არ დამიმალე.
-მადლობა შენ რომ, ასე მომექეცი.
-შენი შეშინება არც მიფიქრია.
-იცი მაინც რა განვიცადე? იმის კი არ შემეშინდა რომ მე მომივიდოდა რამე, აკაკის და ლელას გამო შემეშინდა.
-და ჩემს გამო?
-შენს გამოც, არ მინდა ჩემს გამო ვინმეს საფრთხე ემუქრებოდეს.
-გაემზადე, მივდივართ. ხო და ალექსს დაურეკე რომ აღარ გჭირდება.
-იცი ხომ ვინც არის? -წამით ჩერდება და მიყურებს. მერე ფანჯარაში იყურება და ხმას არ იღებს. -მის მიმართ მხოლოდ ზიზღი ვიგრძენი, მაგრამ მეგონა რომ ერთადერთი გამოსავალი იყო.
-ნურაფერს ამიხსნი რადგან მართალი ხარ, მე თვითონ გეტვი ვინ არის ვოვა.
-არ მინდა, ჯერ არა. მინდა რომ ეს ახალი წელი ჯადოსნური იყოს.
-გპირდები რომ ჯადოსნური იქნება.

მინას ფიფქები რომ ეცემა გული ბავშვივით მიფრთხიალებს, თანდათან იმატებს ფიფქები და მეც რვა წლის შემდეგ ნანატრ ბედნერებას და თავისუფლებას ვგრძნობ. ფრთები მესხმება, ისე ვარ როგორც გალიიდან გაშვებული ჩიტი.
-გააჩერე რა.
-როგორც კი სადმე გადაყენებას შევძლებ გავაჩერებ. -სახეს თოვლის ფიფქებს ვუშვერ და არ მინდა დასრულდეს, სიგრილეც ვერ შველის სხეულში დანთებულ ბედნიერების ცეცხლს, შიოს შეხება მაფხიზლებს და თვალებს ვახელ. ქუდს მაფარებს და ისევ შორიდან მაკვირდება.
-შენ არ გიყვარს თოვლი?
-არა.
-რატომ?
-იმიტომ რომ მალე ქრება, მე კი მარადიული და დაუსრულებელი მიყვარს ყველაფერი.
-მაგრამ თოვლი ყოველ წელს მოდის. -არაფერს ამბობს უბრალოდ იღიმის მე კი ისევ ფიფქებს ვუბრუნდები.
-წავიდეთ თორემ მერე გზას ვეღარ დავინახავ. -უხმოდ ვჯდები და უზომოდ ბედნიერი სახით ვუყურებ შიოს. უცებ გონებაში საკუთარი სიტყვენი მიელვებს, ‘მე ჩემი ქმარი მიყვარს, ჯერ ზუსტად არ ვიცი როგორი ძალით მაგრამ მიყვარს.’ და სახე მეცვლება.
-მუსიკას ჩავრთავ.
-იმის გამო მოიწყინე რომ გზას ვაგრძელებთ?
-არ მომიწყენია, სულ ასეა ჩემი ფიქრები არ მაძლევს უფლებას ბედნიერი ვიყო.
-ნიკოს შენი ბედნიერება გაეხარდება.
-ვცდილობ ვიყო ბედნიერი, თუნდაც იმ მცირდით რაც ახლა მაქვს.
-მცირედით?
-ხო, ეს შენი მზრუნველობა ხომ დროებითია… როგორც კი ყველაფერი დასრულდება და ვოვა აღარ დამემუქრება ეს ჩემი წარმოსახვითი ოჯახი გაქრება. მეშინია რომ შენს ოჯახს და მეგობრებს ზედმეტად მივეჩვევი.
-იქნებ არ ვშორდებით?
-ნორმალური ოჯახი არ გინდა? -ენამ ისევ გამასწრო და კბილი ვერ დავაჭირე, მაგრამ შიოს რეაქციაც არ ჰქონია ჩემს კითხვაზე უბრალოდ შემომხედა და ისევ გზას მიაშტერდა. -შენ ხომ გიყვარს შიო, ზღვარგადასული გრძნობით.
-გთხოვ თაია, ამ თემაზე ნუ ვილაპარაკებთ. ახლა არა!
-აბა როდის?
-მერე, როცა ყველაფერი დასრულდება. -თვალები დავხუჭე და აღარაფერი მითქვამს, შიოს მზერას ვგრძნობდი მაგრამ თვალებს ჯიუტად არ ვახელდი. მინდოდა ჩამძინებოდა და ვერ მეგრძნო ვერაფერი, თავში ჩემი სიტყვები მიტრიალებდა “ჩემი ქმარი მიყვარს”, საკუთარ თავს გავუჯავრდი და ვარწმუნებდი რომ ეს შეუძლებელი იყო და მხოლოდ ალექსის მოსაშორებლად ვთქვი. -ვიცი არ გძინავს, გაახილე თვალები.
-რა გინდა?
-მინდა რომ ბედნიერი იყო, მინდა ეს ახალი წელი შენთვის ზღაპრული იყოს, ამიტომ გთხოვ ახლა ნურაფერზე ნუ ვილაპარაკებთ.
-მაგრამ ახალი წლის შემდეგ ყველა დეტალს მომიყვები.
-გპირდები.
-ყველა იქ არის?
-კი.
-მე რომ გოგასთვის არ მითქვამს?
-მე ვუთხარი დღეს.
-ძაან დაახლოვდით თქვენ, შენ არ იყავი გუშინ გოგაზე რომ მეუბნებოდი სანდო არ არისო?
-“მეგობარი ახლოს უნდა გყავდეს, მაგრამ მტერი უფრო ახლოს.”
-გოგა შენი მტერი არ არის! -ისე ავუწიე ხმას ვერც კი გავიაზრე.
-ყველა ვინც შენთვის სისუსტეს წარმოადგენს მტერია: მეც, ილიაც, შენი მშობლებიც.
-ანუ?
-ვოვა ვისაც შენს წინააღმდეგ გამოიყენებს შენი მტერია.
-ეხლა უნდა შემშინებოდა, არ ვიცი რატომ მაგრამ მშვიდად ვარ. -ისევ გაიღიმა და ღმერთო როგორ უხდება ღიმილი. უნდა დააყენო და მთელი დღე უყურო მის ღიმილს, არ მოგბეზრდება ადამიანს. ტუჩების მოძრაობით ვხდები რომ რაღაც მკითხა მაგრამ სხვა განზომილებაში მყოფი ვერ ვიგებ რას მეუბნება.
-თაია, მისმენ?
-რამე მკითხე?
-ხო, გკითხე დღეს რამე თუ ჭამე მეთქი.
-დილით ერთად არ ვისაუზმეთ?
-უკვე ღამეა.
-მერე რა მე სულ ესე ვჭამ.
-რომ მივალთ შეჭამ.
-გვიანია ეხლა დავიძინოთ, თან არ მშია და არც ვინმეს გაღვიძება მინდა. -უხმაუროდ ვაპირებდით სახლში შესვლას მაგრამ სამზარეულოდან გამოსულმა ვერომ შეგვნიშნა და მისაღებში შუქი გაანთო.
-შემოპარვას აპირებდით?
-ჰო მაგრამ არ დაგვცალდა.
-თქვენი ოთახი ზემოთ დერეფნის ბოლოსაა, თუ გშიათ საჭმელი სამზარეულოშია. ცოტა პატარა ოთახი მოგიწიათ, იმედია კომფორტულად მოთავსდებით. -ოთახში შევდივართ და პატარა საწოლს რომ ვხედავ თვალები მიფართოვდება.
-შიო აქ როგორ დავეტევით?
-მე დავწვები და შენ გაათენებ, ხვალ პირიქით შენ დაწვები და მე გავათენებ. -იმდენად სერიოზული სახით ამბობს რომ მეშინია.
-შენ იატაკზე იძინებ.
-შანსი არ არის, თან არც ისეთი პატარა საწოლია, აქ ლენკასთან ერთად ვიწექი და სულ არ მომჩვენებია პატარად.
-იმიტომ ხომ არა რომ შენ და ლენკა ერთმანეთში ახლართულები იყავით? -წარბი ავწიე და შიოს მივაჩერდი.
-აუუ, ცოლი ჩაგერთო? მერე ჩვენც ავიხლართოთ თან ქორწინების ღამე გვაქვს. -ზედმეტად ახლოს მოდის ჩემთან და სახესთან მელაპარაკება, ჩემი გულიც არ აყოვნებს და საოცარი ძალით ფეთქავს. გაფართოებული თვალებით და სუნთქვაშეკრული ვუყურებ შიოს, მის ხელს ვგრძნობ წელზე და მგონია რომ დავდნები, ღმერთო რა მჭირს. სხეულზე მჭირდროდ მიკრავს და ყურთან მეჩურჩულება. -ასე დავიძინოთ ცოლო თან გავთბებით და თან კომფორტულად მოვთავსდებით.
-კარგი. -გაბრუებული ჩუმად ვპასუხობ და აზრზე მოსვლას არც კი ვცდილობ, შიოც ჯიუტად არ მიშვებს ხელებს.როგორც იქნა აზრზე მოვდივარ და შიოს ვშორდები. -პიჟამოებს ჩავიცმევ და დავწვეთ.
-თაია, პიჟამოები დამრჩა. -მეც ვეძებ ჩემს ჩემოდანში და ვერ ვპულობ.
-ხომ ვალაგებდით, ორივესი როგორ გაქრა?
-საწოლზე დაგვრჩა. -ერთმანეთს ვუყურებთ, რაღაც უხერხული სახით. ჯერ შიო იხდის და საწოლში წვება, მერე მე მის მაისურს ვეძებ და იმით ვწვები. -ეგეთს მიყიდი.
-კარგი. -პატარა საწოლში ერთმანეთს ვეწებებით, ცოტა მცივა მაგრამ შიოს სხეულის სიმხურვალე მაშინვე მათბობს.
ძილში ისევ შფოთავს, ბევრს წრიალებს მაგრამ ამჯერად არ ლაპარაკობს, არც არავის ეძახის უბრალოდ მაგრად მიჭერს ხელებს, ვგრძნობ თუ არ გავაღვიძებ ხვალ მთელი სხეული დამილურჯდება. მის გაღვიძებას ვცდილობ და ყურთან ახლოს ვეჩურჩულები.
-შიო გაიღვიძე, ეს უბრალოდ სიზმარია. -თავს ჩემს კისერში რგავს და ბურტყუნებს.
-შენ ხარ ყველაზე ლამაზი სიზმარი რაც კი მინახავს. -მთელს სხეულში სითბო მეღვრება და თუნდაც მე არ მეკუთვნოდეს ეს სიტყვები, არაადამიანური ძალით ვიჩემებ. აღარ ვცდილობ მის გაღვიძებას, არც მოშორებას, პირიქით მთელი ძალით ვეკვრი და მშვიდად ვიძინებ. დილით შიოს ადგომით გაციებული საწოლი მაღვიძებს და თვალს ვაპარებ როგორ მშვიდად იცმევს თან ღიღინებს კიდეც.
-კარგი სიზმარი ნახე მგონი. -ჩერდება და უცნაურად მაკვირდება.
-ძალიან კარგი.
-ალბათ ის ნახე ვინც გიყვარს. -სახე შეეცვალა და მომიახლოვდა.
-არა, შენ გნახე, როდემდე აპირებ წამომაძახო რომ ვიღაც მიყვარს, ხომ გითხარი რომ ის ჩემთან არ არის, ანუ თან არის, მაგრამ თან არ არის.
-ვერ გავიგე ამ წინადადების აზრი. -უბრალოდ იღიმის ლოყაზე მკოცნის და გარეთ, გადის. ჩემი ჩემოდინის ამოლაგება მეზარება ამიტომ შიოს თბილ ზედას ვიღებ და ვიცმევ, გარეთ რომ გამოვდივარ გოგა კარებთან მელოდება და რომ მათვალიერებს სიცილს იწყებს.
-რა გინდა?
-არაფერი, მაინტერესებდა როგორ ხარ.
-კარგად, უბრალოდ პატარა საწოლი შემხვდა და ყველაფერი მტკივა.
-შიოზე დაგეძინა და რბილად იქნებოდი.
-გოგა.
-ჰო, კაი ახლა, არ დამიწყო ისტერიკები. ქვევით ძაან მაგარი გოგოა, მაგრამ შიოს ქალი ვერსიაა და ვერ გავიგე როგორ გამოვნახო საერთო ენა.
-ოოო დიდო გოგა, დაგაბნია იაკომ.
-ვინ არის შიოსი?
-ბიძაშვილია, აკაკის დაა. -ეშმაკურად იღიმის და კიბეზე ამომავალ შიოს უყურებს.
-სიძეს გაუმარჯოს. -შიოც ღიმილით პასუხობს და ხელს მხარზე ურტყამს. ორვეს ეჭვისთვალით ვაკვირდები, გოგა ხელებს წევს და ქვევით ჩარბის.
-ძალიან მეუცნაურება თქვენი ურთიერთობა.
-ეს მე უნდა ჩამეცვა.
-გავიხდი და მოგცემ. -იმდენად სწრაფად მხვევს ხელს წელზე და სხეულზე მიკრავს რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებ, თმას ყურზე მიწევს და თვალებში მიყურებს. ყველაზე უცნაური გრძნობა იღვიძებს ჩემში, თითქოს რაღაცნაირი თბილი სითხე მეღვრება სხეულში.
-ია და გოგა გვიყურებენ. -თვალებს ვხუჭავ რომ იმედგაცრუება დავმალო, როგორც კი მშორდება კიბეზე სწრაფად ჩავდივარ და ეზოსკენ მივრბივარ. ცივი ჰაერი მაფხიზლებს და გოგას ხმაც ჩამესმის შორიდან, მხრებზე ვგრძნობ მის შეხებას და ვცდილობ გავიღიმო. პირველად მინდა რაღაც დავუმალო გოგას, რაღაც რაც თავადაც ვერ გამირკვევია რა არის.
-თაია მომისმინე, გეტყოდი ამ კაცს გაექეცი მეთქი მაგრამ მინდა უსაფრთხოდ იყო, თუნდაც მასთან სიახლოვემ დაგანგრიოს. -ყველაფერს უთქმელად ხვდება და მეც მახვედრებს.
-სხვა უყვარს, თან მარადიული სიყვარულით და ზღვარგადასული გრძნობით.
-სულელი ხარ. - თვალებში მიყურებს და არ მაძლევს უფლებას ზურგი ვაქციო. -ერთხელ მაინც დაგინახავს როგორ გიყურებს?
-ჩვეულებრივად.
-გთხოვ მითხარი რომ ლინზებს არ იკეთებ ეს დღეებია.
-ვიკეთებ.
-მაშინ ჯობია შენს ოფთალმოლოგს ზომა შეაცვლევინო რადგან ეგ ზომა უფრო გაბრმავებს. -მარტო მტოვებს ეზოში და იასკენ მიდის. გული ისეთი ძალით მიცემს მგონია რომ უნდა გამისკდეს, რა მითხრა ახლა გოგამ?! რა მითხრა და რომ შიოს მე ვუყვარვარ?! ღმერთო გთხოვ მიშველე, თუნდაც 20 წუთი დამტოვე მარტო რომ ვიფიქრო. სახლში შევდივარ და სამზარეულოში მოფუსფუსე ვეროს ვუერთდები, დიდხანს ჩუმად მაკვირდება მერე კი უცნაურად იღიმის.
-ვერო, უჩას მიმართ რამდენ ხანში გაგიჩნდა გრძნობა?
-პირველივე დანახვისას, თან ფანჯრიდან დავინახე ეზოში.
-მართლა?
-თაია ვიცი ეხლა არეული ხარ, მადლიერი ხარ შიოსი თან მასში მამაკაცურობა გიტაცებს, გთხოვ კარგად დაფიქრდი რა არ აგერიოს მადლიერება და ვნება უფრო წმინდა გრძნობაში, შიოს ნუ დაანგრევ. მეორედ ცოცხლად სიკვდილს ვერ გადაიტანს, რამდენად ძლიერია იმდენადვე სუსტია, როცა საქმე სიყვარულს ეხება.
-მე არ ვიცი რას ვგრძნობ, ამიტომ მინდა რამოდენიმე დღე მისგან შორს ყოფნა, ის კი მარტო არ მტოვებს.
-ახლა ასეა საჭირო, მაგრამ მალე გექნება ფიქრის საშუალება.

დილით შიოს ხმა მაღვიძებს ტელეფონზე ლაპარაკობს, ვიღაცას ძალიან გაბრაზებული უყვირის.
-რას ქვია არ იცით სად წავიდა? დაცვა გამოუშვით სახლის შემოგარენში, ტყის პირას დადგნენ.
-.......
-ნუ მიხსნი რეზო, მხოლოდ ის გააკეთე რაც გთხოვე. -საუბარს ასრულებს და რომ მამჩნევს ცდილობს გაიღიმოს.
-ვინ დაკარგეთ?
-ვოვა, მის ადგილსამყოფელს ვერ მივაგენით, ბოლოს თურქეთში იყო. -მთელს სხეულში გამაცია. -ჩემს გვერდით ნურაფრის გეშინია გთხოვ. -ხელებს მხვევს და მეც სიმშვიდე მიპყრობს, მჯერა რომ მასთან უსაფრთხოდ ვარ. ქვევით ჩავდივართ და სუფრასთან საოცარი სიჩუმეა, ყველა თავის თეფშს მისჩერებია. ენას ვერ ვაჩერებ და უადგილო კითხვას ვსვამ.
-მშვიდობაა? -ჯერ მე მიყურებენ მერე შიოს. -ვიცი რაც ხდება მაგრამ არ მინდა ისე დავიძაბოთ თითქოს ვინმე მოკვდა ან მალე მოკვდება. თუ რაზეც დარდობთ ის მოხდება და ვოვა აქ მოვა არავის არ შეგიქმნით საფრთხეს. -შიო მაგრად მიჭერს ხელს და მიღიმის, ყველას სახე ეცვლება ჩემს ნათქვამზე, ილია და გოგა შეშლილი მზერით მიყურებენ.
-ია ჩამოდის სახეები დაალაგეთ და არაფერი შეიმჩნიოთ, დაცვა უკვე გამოვიძახე. -შიოს ნათქვამზე ყველა ყალბად იღიმის მაგრამ ყველას თვალებში რჩება შიშის ნაპერწკალი, მე ისე მიჭირავს თავი თითქოს არაფრის მეშინია. -მალე ისევ შიოს ტელეფონი წკრიალებს და ყველა მას ვაჩერდებით, ვხედავ როგორ უმშვიდდება მზერა და თვალებით ელაპარაკება ბიჭებს. აკაკი ისევ ხუმრობის ხასიათზე მოდის.
-თაია იცი როგორ გაიცნეს ვერომ და უჩამ ერთმანეთი?
-ხო, ვერო უჩას რესტორანში მუშაობდა. -ვეროს გაეღიმა და უჩას გადახედა.
-ეგ მხოლოდ მაშინ როცა პირადად გაიცნეს ერთმანეთი. იქამდე ვერო გასაუბრებაზე ლამის ხელებში ჩაგვაკვდა, უჩა რომ მიესალმა კრუნჩხვები დაეწყო.
-აკაკი! -ვეროს მკაცრმა ხმამ ყველა გაამხიარულა.
-ვერო, თაიას და გოგოას გარდა მაინც ყველამ ვიცით და რამოხდება რომ მოვყვე?
-ნუ აფორმებ, არ ჩავმკვდარვარ ვინმეს ხელებში.
-ვისაუზმოთ და თავად მოვუყვები თაიას. -ვისაუზმეთ სახლი მივალაგეთ და ბუხრის წინ ჩამოვჯექით, შიო გვერდით მომიჯდა და წელზე მომხვია ხელი. უჩამ წითელი ღვინო შემოიტანა და ბუხართან ჩამოჯდა თავადაც, ვეროს გარდა ყველა ღვინოს ვსვამდით. საუბარი ისევ ვერომ დაიწყო.
-უჩას სანამ გავიცნობდი მანამდე მიყვარდა, ნატა მოაცილა რამოდენიმეჯერ სახლში და ფანჯრიდან დავინახე, მაშინ მეგონა მიყვარდა ახლა ვხვდები რომ ამოვიჩემე, მერე მის რესტორანთან ვიდექი საათობით და შესვლას ვერ ვბედავდი, კულინარიის კურსებზე ჩავაბარე და მის რესტორანში დავიწყე მუშაობა ოფიციანტად, მისი მეგობრის ნაცვლად რამოდენიმე ლექცია უჩამ ჩაგვიტარა და მანდ უკრთესად გავიცანი. მერე აღმოჩნდა რომ მთელი ამ დროის მანძილზე თავადაც მამჩნევდა.
-ის მაინც გამოტოვე გონებას რომ კარგავდი მის მოახლოებაზე. -ამჯერად აკაკის ნაცვლად ვატომ წამოილაპარაკა.
-კარგით რა, უბრალოდ გასაუბრებაზე ვნერვიულობდი, თან წარმოიდგინე ადამიანს შორიდან ორი წელი ეტრფოდე და მენეჯერის ნაცვლად რესტორნის მფლობელი და შეფმზარეული რომ გიტარებს გასაუბრებას, თან შენ გიცნობდი ვატო და ვიცოდი მკაცრი არ იქნებოდი ჩემთან.
-იცი თაია, უჩამ რომ მითხრა ვერო მომწონსო გავჭედე, ჩხუბი დავუწყე მაგ ბავშვმა ისეც ბევრი გულისტკენა გადაიტანა და შენ აკლიხარ მხოლოდ თქო.
-სიყვარულში როგორ გამოუტყდით ერთმანეთს? -უჩას უცნაური ღიმილი შეეპარა და ცოლს თვალებში ჩააშტერდა.
-სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება თაია, არც გვითქვამს ერთმანეთისთვის რომ გვიყვარდა, უჩა რომ დაიჭრა და საოპერაციოს კარებთან მე სუნთქვა მიჭირდა, მაშინ მივხვდი რომ ეს სიყვარულზე მეტი იყო, მაშინ მივხვდი რომ ამ ადამიანის გარეშე არ შემეძლო, თავადაც ნარკოზიდან გამოსვლისას ჩემს სახელს იძახდა, თვალი რომ გაახილა მე მიკითხა, იქ პალატაში რომ ჩავკიდე ხელი და თვალებში შევხედე, მას შემდეგ ხელი არ გამიშვია, სამი წელია ასე ხელჩაკიდებული დავდივართ, სამი წელია მის გარეშე მშვიდად ძილი კი არა თვალის მოხუჭვა მიჭირს. მისი საქციელი, მისი გამოხედვა საკმარისია იმისთვის რომ მივხდე როგორ ძალიან ვუყვარვარ. -ვეროს სიტყვებზე გოგას ნათქვამი გამახსენდა შიოს უყვარხარო, დავფიქრდი მის ქცევაზე და გადავწყვიტე რომ ეს ორი კვირა მაქსიმალურად გამომეყენებინა.


ახალი წლის დღე იყო უკვე, ბოლო ორ კვირაში მომხდარმა ცვლილებებმა მეც შემცვალა, შიოს მეგობრებს და ოჯახს ძალიან მივეჩვიე, იმდენად ძალიან რომ მათი დაკარგვის შიში მქოდნა. დილიდან ყველა ვფუსფუსებდით, გოგოები სამზარეულოში ბიჭები გარეთ ამზადებდნენ ყველაფერს, როცა ვუყურებდი როგორ ეფერებოდა უჩა ვეროს ან ილია ნატას თითქოს გულში მჩხვლეტდა, იმ პატარა საწოლსაც ძალიან მივეჩვე.
-საჩუქარს ელოდები? -ვეროს და უჩას ყურებაში გართულს როგორ მომეპარა შიო ვერც კი შევნიშნე.
-თოვლის ბაბუის არსებობის არ მჯერა, მაგრამ ქმრისგან ველოდები.
-კარგად რომ არ გიცნობს?
-ვფიქრობ ყველაზე კარგად მიცნობ. -შუბლს მკერდზე ვადებ და თვალებს ვხუჭავ, ხელებს მაგრად ვხვევ მინდა სიმშვიდე ვიგრძნო რომელიც წამებში მოდის, ისიც კი არ ვიცი რამ ამაფორიაქა, დილიდან უცნაური განწყობა მაქვს, თითქოს სევდიანი მაგრამ მიზეზი არ მაქვს ცუდ ხასიათზე ვიყო.
-გთხოვ არ მოიწყინო, წამოდი გავისეირნოთ. -გზას ტყისკენ მივუყვებით და ორივე ჩუმად ვართ, თოვლის ჭრაჭუნი მსიამოვნებს და არ მინდა ეს რამემ დაარღვიოს.
-შიო.
-გისმენ.
-შენზე მომიყევი რა. -ღმერთო ისევ ეს ღიმილი.
-მაინც რა გაინტერესებს.
-არ ვიცი შენ ხომ დამპირდი გამიცნობო, ახალი წელი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ.
-მიუხედავად იმისა რომ ფუფუნებაში გავიზარდე დედმამიშვილი ყოველთვის მაკლდა, ერთადერთი იყო რაზეც ვოცნებობდი. ეს დანაკლისი ვერაფრით შევივსე. ხომ ყველა თავს დამტრიალებს, ვუყვარვარ, ჩემზე ზრუნავენ, მაინც არ ვარ ბოლომდე ბედნიერი.
-მესმის შენი, ბოლო რვა წელია იგივე სიცარიელეს ვგრძნობ, ვერაფერმა შეავსო ჩემში.
-ზოგადად ყოველთვის რაღაცნაირი დისტანცია მქონდა მშობლებთან, ეს დედა და მამა კედელს აღმართავდა ჩვენს შორის რომ გავიზარდე და სახელებით მიმართვა დავიწყე აკაკისთან დავთბი თითქოს. მაგრამ ჩემს ბიზნესზე და სხვა საქმეებზე არ ვუყვები, იმიტომ მინდოდა ქორწინება რომ ლელას და აკაკის არასერიოზულ კაცად არ ჩავეთვალე, ნიკოლი რომ ჩამოვიყვანე დედის გარეშე ლელა გადაირია, მერე მიეჩვია თითქოს.
-შიო რამდენჯერ გყვარებია?
-ნამდვილი გრძნობით? -თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და თვალებში ვუყურებ. -მხოლოდ ერთხელ მიყვარდა ნამდვილი სიყვარულით რადგან ზღვარგადასული გრძნობა ერთხელ მოდის და სამუდამო კვალს ტოვებს შენში. -შენ რამდენჯერ გიყვარდა თაია?
-არცერთხელ, ეგ გრძონობა ჯერ არ გამომიცდია, ერთხელ შევცდი და მეგონა რომ მიყვარდა მაგრამ იმ დღეს რომ დავინახე გული ამერია ჩემს არჩევანზე, საკუთარ თავს ვკითხე მასთან რა საერთო მქონდა.
-რატომ დაშორდით?
-იმიტომ რომ არ იყო ჩემი სიყვარულის ღირსი, იმიტომ რომ არარაობაა და ეგრე მოკვდება… ისეთი მთვრალი მიმაგდო კლუბში რომ ვერც კი გავიაზრე ისე აღმოვჩნდი უცხო მამაკაცთან საწოლში, ჩემს სახლში მივიყვანე, იმ კაცმა კი დილით ჩვეულებრივი მეძავივით მარტო დამტოვა. -შიოს სახე შეეცვალა და ხელებში ჩარგო რომ ჩემგან დაემალა. -ყველაზე ცუდი კი იცი რა არის არ მახსოვს იმ ღამიდან არაფერი და დღემდე ვფიქრობ რომ ალექსი იყო. ვიცი ოდესმე თუ იმ კაცს შევხვდები მხოლოდ მადლობას ვეტვყი, იმიტომ რომ უბედური ქორწინებისგან მიხსნა. -ალექსმა დაგირეკა იმ დღეს?
-არა, მე ვიყავი შენს ოთახში, შენ და ალექსს მიგასწარით სიურპრიზის მოწყობა მინდოდა მაგრამ შენ დამახვედრე ნამდვილი სიურპრიზი.
-ანუ ყველაფერი გაიგე?
-ისიც გავიგონე რომ უთხარი ჩემი ქმარი მიყვარსო.
-კარგი მსახიობი ვარ ხომ? -ისევ უცნაურად გამიღიმა.
-ზედმეტად კარგიც.
-შენ ხომ თქვი რომ სულ მითვალთვალებდი ესეიგი იცი ვინ იყო ის კაცი კლუბიდან.
-იქნებ ვიცი კიდეც.
-რამე დაუშავე?
-მე არა.
-აბა?
-უფალმა, იმ დღესვე როგოც კი შენგან წავიდა.
-ძალიან ატკინა?
-ყველაზე ძვირფასი დაკარგა.
-ასე არ მინდოდა დასჯილიყო, იქნებ იმ ღამით ბედნიერი ვიყავი, იქნებ მინდოდა მასთან ყოფნა. იცი შიო ზოგჯერ ძალიან მეშინია.
-რისი თაია აქ არ ვარ?
-სიკვილის, იმის მეშინია რომ ახალგაზრდა მოვკვდები და მშობლებს ვატკენ.
-შენ კიდევ დიდი ხანი იცხოვრებ, ბევრი შვილი გეყოლება რომელიც თაიას კი არა დედას დაგიძახებენ, ყოველ მათ დაძახებაზე ცრემლი მოგერევა, გული აგიფრთხიალდება. ზღვარგადასული სიყვარული მოვა შენთან და თავს დაგაკარგვინებს.
-ძალიან მიგეჩვიეთ შიო, თქვენი დაკარგვა არ მინდა.
-არ დაგვკარგავ, ჩემი და შენი მომავლის მიუხედავად ყველა შენს გვერდით ვიქნებით. -შიოს ხელს დავხედე მაგრად რომ მიჭერდა გაყინულ თითებზე და მზერა გამიშეშდა, ეს ხელები თითქოს დიდი ხნის წინაც მინახავს. წამით ჩემს მუცელზე მოხვეული ხელი და კლუბის მოციმციმე შუქებმა გამიელვა თავში, ნერვიოლობისგან პირი გამიშრა და სიცივე მოვიმიზეზე.
-დავბრუნდეთ რა, შემცივდა. -კართან მისულმა გავიგონე როგორ ტკბილად ესაუბეროდა ვერო მამამისს და პირველად მომიჭირა ყელში მშობლების მონატრებამ, ზემოთ ავირბინე და მამას დავურეკე, მისი სხმის გაგონებაზე ისე წამომივიდა ცრემლები და ავკანკალდი რომ ვერაფრის თქმა მოვახერხე. მთელი ძალა მოვიკრიბე და ჩამწყდარი ხმით მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოვახერხე.
-მიყვარხარ. -ვიგრძენი როგორ დაუმშვიდდა მამაჩემს სუნთქვა.
-მეც მიყვარხარ თაი, კარგად ხარ მამიკო?
-კი მა, უბრალოდ ძალიან მომენატრეთ შენ და დედა. -მამას ხმა გაუწყდა, დედას ქვითინი გავიგე და მივხვდი რამდენად დამაგვიანდა ამ სიტყვების თქმა. ტელეფონი გამოვრთე და საწოლზე ემბრიონის პოზაში დავწექი. შიოს შეხებამ გამომაფხიზლა, ცრემლებით ავსებული თვალების გამო კარგად ვერ დავინახე, როგორი სახით მიყურებდა.
-თუ ძალიან გენატრებიან წავიდეთ, ოღონდ არ ინერვიულო რა, ასე პირობას ვერ ვასრულებ და ეს ახალი წელი ჯადოსნური არ გამოდის. -გამეღიმა, თითქოს რაღაც ტვირთი მომეხსნა, წამოვდექი და შიოს ჩავეხუტე. -გოგოები უკვე იპრანჭებიან შენ არ აპირებ?
-მე არაფერი წამომიღია რითიც გავიპრანჭები.
-შენი კაბა, კარადაშია. -კარადა გამოვაღე და ატმისფერ კაბას მოვკარი თვალი, ეს კაბა დიდი ხნის წინ მომეწონა მაგრამ არ ვიყიდე რადგან მეგონა არ დამჭირდებოდა.
-რამდენი ხნის წინ იყიდე?
-იმ დღესვე.
-კიდევ რას მალავ? ყველაფერი ნაყიდი გაქვს რაც მომეწონა? -შიოს გაეღიმა და მომიახლოვდა.
-მხოლოდ ის რაც მეც მომწონდა. -თავი შუბლზე მომადო და ღრმად ჩაისუნთქა, მერე უცებ გავარდა ოთახიდან. კაბა ხელში შევათამაშე და კარებში მდგარ გოგას გავუღიმე.
-მგონი შენც გაები მასთან ერთად.
-წადი რა იმას მიხედე.
-ჩუუ, ნუ იკბინები კუთხეში მიმწყვდეული გველივით. მე შიო არ ვარ, მე კარგად გიცნობ, ამ თვალებს, ამ გამოხედვას ვიცნობ. -არ ვიცი რატომ მაგრამ ისეთი კითხვა დავსვი გოგა გავაშეშე.
-იმ ღამით შიო იყო კლუბში? -გაშეშდა, დაფიქრდა და მერე გაიღიმა.
-იმდენად უნამუსო გგონია რომ დილით მიგატოვებდა ის რომ ყოფილიყო?
-არ ვიცი, მისი ხელები, მისი სურნელი და კლუბის სინათლეები მიელვებს გონებაში.
-თუ ის იყო რას აპირებ. -შემეშინდა, პირველად ვიგრძენი შიში რომ შიოს ვერ ვაპატიებდი ამას, ვერ ვაპატიებდი იმას რომ მარტო დამტოვა დილით. თუ ის იქნებოდა, ალბათ მოვკვდებოდი, გავნადგურდებოდი.
-არ იქნება, ეს შეუძლებელია. -გოგამ უცნაურად შემომხედა და მარტო დამტოვა. რაც მოსამზადებლად მჭირდებოდა საწოლზე დავტოვე და გოგონებთან ჩავედი. ყველა ბუხართან იჯდა, იამ რომ დამინახა შიოს გვერდით ადგილი დამითმო, წელზე ხელი რომ მომხვია სხეულში ელექტრონებმა დამიარა.
-კლუბებში ხშირად დადიხართ? -ჩემს კითხავაზე გოგას გველურად ჩაეღიმა.
-მე და ვატატო კი, ესენი არა და შიოს კი ვაბშე არ ევასება კლუბები. -თითქოს სული დამიმშვიდდა აკაკის სიტყვები რომ მივსმინე, სუფრაზე რაც იყო მთავარი გავანაწილეთ და ოთახებში დავიფანტეთ, ბიჭებმა ჩვენ მივხედავთ თქვენ გაიპრანჭეთო. თმა გავიშალე და შიოს ნაყიდი ატმისფერი კაბა ტანზე მოვირგე. მსუბუქი მაკიაჟი და მზად ვიყავი, შიო რომ შევნიშნე სარკეში ჩემს უკან მდგომი ჟრუანტელმა დამიარა, თმა რომ გადამიწია და ყელში მისი გავარვარებული ტუჩები ვიგრძენი, გულმა ფეთქვა შეწყვიტა, მე სუნთქვა და ამ სამყაროს მოვწყდი, ჩუმად ჩამჩურჩულა, რაზეც თითქოს გონს მოვედი.
-ნუ ცდილობ, სისულელე ჩამადენინო.
-ეს კაბა შენ მიყიდე. -მისკენ შევტრიალდი მაგრამ ვინანე, იმდენად ახლოს იდგა ჩემთან რომ მისი სუნთვა პირდაპირ სახეზე მეცემოდა.
-მე კაბა გიყიდე მაგრამ დანარჩენი შენია, შენი თმის სურნელი, კანის სურნელი. -ჩემს ტუჩებთან იყო დახრილი როცა ვიღაცამ კარი შემოგლიჯა.
-ბოდიში გვრიტებო, გავალ გააგრძელეთ.
-ია, კარზე დაკაკუნება არ გასწავლეს? -შიომ შეუბღვირა და პირსახოცს დაწვდა.
-ბოდიში რა, მე უბრალოდ მაკიაჟისთვის საჭირო ნივთები არ მაქვს, არც ის ვიცი რა ჩავიცვა.
-კარადაში ჩემი შარვალი და პიჯაკია თავისი მაისურით, თუ რათქმაუნდა გინდა.
-აუუ კი. -იას გამოპრანჭვა მის ოთახში გავაგრძელე რადგან შიოსთვის ხელი არ შემეშალა, თმა დავვარცხნე და მაკიაჟის გაკეთებაც მე მინდოდა მაგრამ არ დამაცადა თავად გავიკეთებო... მე უბრალოდ შიოსთან მარტო დარჩენა აღარ მინდოდა მომხდარის მერე, ჯერ კიდევ მეკიდა მთელს სხეულზე ცეცხლი. ჩემი თავის გამხნევება დავიწყე და ოთახის კარი გავაღე, შიო მუქი ლურჯი პერანგის ღილებს იკრავდა, რომ დავაკვირდი არასწორად აკეთებდა მივუახლოვდი და ხელი გავაშვებინე.
-სად დაფრინავ ქმარო.
-გითხრა ცოლო თუ გაჩვენო? -ხელები წელზე მომხვია და თავისკენ დამქაჩა. -რატომ ცდილობ ჩემს გაგიჟებას?
-მე? როდის ვცადე ეგ? -თვალებში მივაშტერდი და დავიკარგე.
-ერთხელაც ან მომკლავ ან გამაგიჟებ.
-შენ თუ ნორმალური არ ხარ მაგას მე ნუ მაბრალებ. -ამჯერად შემოგლეჯა არ ყოფილა მაგრამ კაკუნმა აიძულა შიო რომ მომშორებოდა. უჩა რომ დავინახე კარში სახეზე ალმური მომედო.
-ბოდიში მაგრამ უკვე თორმეტის ნახევარია. -ქვევით ყველა სადღესასწაულო განწყობაზე იყო მე კი შიოს მზერა მაბნევდა. ზედიზედ მესამე ჭიქა არაყი გამოვცალე, უკვე ისეთ ხასიათზე ვიყავი როცა შემეძლო ბევრი მეცეკვა. უჩას და ვეროს გვერდით ჩამოვჯექი და შიოს ვუყურებდი ისევ.
-როდის მიხვდი რომ გიყვარს?
-ჯერ ვერ მივხვდი. -ვეროს კითხვა და ჩემი პასუხი რომ გავიაზრე სახე ხელებში ჩავმალე, ალბათ მეგონა ასე უჩინარი გავხდებოდი.
-ნუ გრცხვენია ამას ყველა ვამჩნევთ, თქვენს გრძნობებს თქვენს გარდა ყველა ამჩნევს.
-ერთხელაც მე თქვენზე დავწერ, შენზე და უჩაზე.
-თემის შეცვლას ცდილობ, მაგრამ კარგი რას დაწერ?
-თვენი სიყვარულის ისტორიას.
-ვფიქრობ თქვენი უკეთესი იქნება. -თვალი ჩამიკრა და სამზარეულოსკენ დაიძრა. ყველა ერთობოდა, ილიაც კი ისეთი ბედნიერი და მხიარული იყო მგონი ასეთი ნანახიც არ მყავდა, ჩემი გოგა იას ეპრანჭებოდა, შიოს გავხედე და ჩვენი მზერა ერთმანეთს გადაეყარა, ამღვრეული თვალებით მიყურებდა. მომიახლოვდა და გვერდით ჩამომიჯდა, ხელიდან ღვინის ჭიქა გამომართვა.
-არ აურიო, ცუდი შედეგი ექნება.
-იმ ღამითაც ასე ავურიე, მაშინ ჩემს დაბადების დღეზე. -ტუჩებზე თითი მომადო და ჩემი გაჩუმება სცადა, გამოუვიდა კიდეც მისი თითიდან წამოსულმა სიმხურვალემ ჩემს სხეულში შემოაღწია. -შიო, გავიპაროთ.
-სად? -ეჭვნარევი ღიმილით მკითხა, მივუახლოვდი და ყურში ჩავჩურჩულე.
-ჩვენს ოთახში. -რომ მოვშორდი დავინახე როგორ გადააგორა ყელში მოზრდილი ნერწყვი და ხველა აუტყდა.
-ახლა არა თაია, არ მინდა რამე ინანო.
-არ ვინანებ. -ხელი ჩავკიდე და ძალით წავიყვანე, არც თვად იყო ფხიზელი და სასმელზე უფრო ჩემი შეხება უბინდავდა გონებას.

ისევ ნაწყვეტებად მაგრამ გონებაში მიელვებს...
კლუბის შუქები...
ჩემი ცეკვა...
შიოს ხელები ჩემს მუცელზე...
ჩემი ოთახი...
შიოს ცხელი ტუჩები ყელში..
ლავიწებზე..
სწრაფად ვახელ თვალებს და შიოს მკერდზე მიდევს თავი, ისევ ისე ცუდად ვარ როგორც იმ დილით მაგრამ ამ ჯერად ჩემს გვერდით შიო წევს რომელსაც ისეთი ძალით ვყავვარ ჩაბღურჯული რომ ხელებს ძლივს ვაშვებინებ. ცხელ წყალს გონზე მოვყავვარ, წყლის ქვეშ ვჯდავარ და საკუთარი თავის დარწმუნებას ვცდილობ რომ ეს შიო არ იყო, ის ასე არ მომექცეოდა, არ მიმატოვებდა. შიო წყალს თიშავს, პირსახოცს მახვევს და გარეთ გავყავვარ, საწოლზე რომ მსვამს პირველად ვუყურებ თვალებში და იგივეს ვხედავ რასაც მე ვგრძნობ.
-გაგახსენდა? -მის ხმაში იმხელა სასოწარკვეთა იგრძნობა რომ მეშინია. გონებაში უკვე ყველაფერი დავლეწე და შიოს ათასი საზიზღრობა ვუთხარი, მაგრამ ისევ იმ პოზაში ვიჯექი საწოლზე და სულ არ მაინტერესებდა რომ შიშველი ვიყავი, ნელა მომაშორა პირსახოცი და გამშრალება დამიწყო, ისევ თავისი მაისური ჩამაცვა და საწოლში ჩამაწვინა. -რამე მითხარი, მიყვირე, გამლანძღე, ყველაფერი დალეწე, ოღონდ ასე ნუ ხარ. -ისევ რომ არაფერი მოვიმოქმედე სააბაზანოში შესასვლელად მოემზადა.
-შენ ხომ მითხარი თუ სიყვარული ზღვარგადასულია, ზედ გადავლას და ფეხქვეშ გათელვასაც აპატიებო. -კართან გაჩერდა და შემომხედა, ვიგრძენი რომ ამ მზერისთვის შემეძლო ყველაფერი მეპატიებინა მაგრამ ენამ გამასწრო და სხვა რამე თქვა. -მე ვერ გაპატიე, ესეიგი მადლიერება სიყვარულში ამერია. -ვიცი იმ წამს ზუსტად ისე ვატკინე როგორც მან, ისეთი ძალით გავთელე როგორც თვითონ, მაგრამ ვიცოდი თავად ამ სიტყვებს მაპატიებდა, იქედან რომ გამოვიდოდა ისევ მშვიდად დამიჯდებოდა გვერდით და ახსნას მთხოვდა. მე რა გავაკეთე ამ დროს? ავდექი, ჩავიცვი და ჩემოდნები ჩავალაგე. ქვევით რომ ჩავედი არავინ იყო, ეტყობა ყველას ეძინა, საათს დავხედე და რვა იყო ამიტომ უხმაუროდ გავედი და ეზოში ველოდი შიოს. ზუსტად ვიცოდი ხუთ წუთში კიბეზე სირბილით ჩამივიდოდა და წინ მშვიდი სახით დამიდგებოდა, ტკივილს არ შეიმჩნევდა.
-მეგონა გაიქცეოდი.
-სიკვდილს შენთან ერთად ცხოვრება და ყოველდღე პატარა სიცოცხლის მოკლება ვამჯობინე.
-სახლში წავიდეთ?
-ჯერ სასაფლაოზე, ნიკოს უნდა ველაპარაკო. -ისიც არ ვიცი ამდენი ძალა საიდან მქონდა რომ ერთი ცრემლი არ ჩამომვარდნია, პირიქით საოცარი სურვილი მქონდა შიოსთვის უფრო მეტკინა. -მშობლებთან არაფერს შევიმჩნევთ, მაგრამ ზედმეტად არ მომიახლოვდე.
-ახსნის საშუალებას მომცემ?
-არა. -ყურსასმენები გავიკეთე და თვალები დავხუჭე, არ მინდოდა მისი დანახვა, არც მისი ხმის გაგონება, იმ წამს ყველაზე მეტად მძულდა გონებით, მაგრამ გულს მისი მოსმენა და პატიება უნდოდა. სასაფლაოსთან გულში იმდენად დიდი ტკივილი ვგირძენი რომ ინსტიქტურად შიოს მაგრად ჩავკიდე ხელი, წელზე რომ შემეხო მაშინვე მოვშორდი. ის ნიკოლის საფლავთან გაჩერდა მე კი გზა გავაგრძელე, ნიკოს საფლავზე ახალი ყვავილები დამხვდა და მივხდი რომ დედა და მამა ყოფილან ჩემამდე.
-მოვედი ნიკ, ახლა ძალიან მჭირდები, შენ რომ ყოფილიყავი ასე არ მოხდებოდა, ახლა ორად ვარ გახლეჩილი, გული სხვას მთხოვს გონება სხვას. არც მისგან წასვლა მინდა და არც მასთან სიახლოვე. ყველაფერი შენი ბრალია, შენ რომ ეგოისტურად არ მიგეტოვებინე და გაქცევა არ აგერჩია ახლა სხვანაირად ვიქნებოდი მასთან, არც ასე ძაან მატკენდა. -საფლავის ქვას მოვეფერე და შიოს გავხედე შორიდან რომ მიყურებდა, მივხვდი დროს მაძლევდა და არ ცდილობდა ჩემს დაჩქარებას.
სახლში შესვლისას შიომ ხელი რომ ჩამკიდა მთელი სხეული ამეწვა, გონებამ განგაშის სიგნალი ჩართო მაგრამ ვერაფერს გავაწყობდი ყველა მისაღებში იყვნენ, სახეზე ყალბი ღიმილი მოვირგე და მშობლეს გადავეხვიე.
-დაღლილები იქნებით, დაისვენეთ და მერე ვილაპარაკოთ.
-კი დე, ცოტა დავიღალეთ. -დავინახე შიოს ნათქვამზე როგორ აენთო ლელას თვალები და გამეღიმა. დედაჩემის მზერას რომ გადავაწყდი ისევ მოვიწყინე, მამა და აკაკი ბიზნესზე საუბრობდნენ, შიო კაბინეტში გამოიკეტა და ჩემთვის თავის არიდება სცადა.
-თაია როგორ დაისვენეთ?
-ძალიან კარგად, ყველას ძალიან შევეჩვიე.
-მაშინ რატომ ხარ მოწყენილი? -დედას კითხვაზე ცოტა დავფიქრდი, ჩემამდე პასუხი მამამ გასცა.
-სასაფლაოზე იყვნენ სახლში მოსვლამდე.
-შიო ორი წელი ახალ წელს საერთოდ არ გვაღნიშნიებდა, არანაირი დეკორაცია არ გვქონდა სახლში, ნიკოლის სიკვდილის შემდეგ პირველი ახალი წელი იყო როცა გაერთო, ეტყობა დღეს სასაფლაოზე ყოფნამ ორივეს წაგიხდინათ ხასიათი.
-ალბათ ეგრეა, წავალ შიოს ვნახავ. -კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შევაღე, შიოს სკამზე ჩაძინებოდა, ახლოს რომ დავუდექი მომინდა სახეზე შევხებოდი, ხელი ფრთხილად შევახე ტუჩებზე, მერე წამოზრდილ წვერზე მოვეფერე რომ არ გაეღვიძა გავთამამდი, ტუჩებზე კოცნა ვერ გავბედე მაგრამ შუბლზე შევახე ტუჩები. -ნეტა იცოდე როგორ უნდა ჩემს გულს შენი მოსმენა. -ისე წარმოვთქვი რომ ვერც გავიაზრე, სასწრაფოდ მოვშორდი და გავაღვიძე.
-რა ხდება? -თვალების ფშვნეტით მკითხა და თან ღიმილით შემომხედა.
-არაფერი, გარეთ გიკითხეს და დასაძახებლად შემოვედი.
-როდის მომისმენ?
-როცა მოვკვდები, იქამდე კი ერთს გთხოვ. თვალში არ გამეჩხირო, რამე მოიმიზეზე და წადი ქალაქიდან.
-მომიზეზება არ მჭირდება ისეც მივდიოდი. -თითქოს რაღაც ჩამწყდა სხეულში როცა შიო ასე მალე დანებდა.
-სად? -ინსტიქტურად ვიკითხე, მაგრამ შიოს ნასიამოვნებ მზერას რომ გადავაწყდი სასწრაფოდ დავამატე. -რომ მკითხონ ხომ უნდა ვიცოდე.
-ბრიუსელში, ბიზნეს ფორუმია, ყოველ წელს იმართება ახალი წლის დასაწყისში. ლელამ რომ მკითხოს რატომ არ მიგყავსო რა ვუთხრათ.
- დედა დაგასწრებს და ეტყვის რომ ფრენის მეშინია.
- ეგ კი ვიცი მაგრამ, აკაკიმ და მან რომ მოისურვონ წასვლა?
- მთლად უკეთესი, შენს გვერდით არ მომიწევს ძილი და ეს ფარსიც უფრო მარტივი იქნება.
-ესეიგი ასე გინდა. -ხელი ჩამკიდა და მისაღებში ლამის ძალით გამათრია. -მამა მე და თაიას თქვენთან პატარა თხოვნა გვაქვს.
-გისმენთ. -მთელი სხეული დამეძაბა.
-მინდა რომ წელს ჩვენს ნაცლად ფორუმზე, ჩემი სიმამრი წავიდეს. -ღიმილი სახეზე შემაყინა შიოს სიტყვებმა.
-კარგი აზრია, თუ თვითონაც თანახმა იქნება.
- სიმამრო, მე კი წავიდოდი მაგრამ თქვენ იცით თაიას დამოკიდებულება ფრენის მიმართ, თან თქვენი წასვლა მისი იდეა იყო, უნდა რომ თქვენ და ჩემი სიდედრი განიტვირთოდ.
-ჩვენ თანახმა ვართ, წლებია მე და ნინო არსად წავსულვართ და ამ სიბერეში კიდევ ერთ თაფლობის თვეს მოვიწყობთ.
-მაშინ ჩვენ წავალთ მოვემზადებით, ცოტა ადრე წასვლა ჯობია, მადლობა თაი ჩვენზე რომ იფიქრე.
-რა მადლობა დედა, მე თქვენი სიმშვიდე მინდა, მინდა მეტი აღარაფერზე ინერვიულოთ. -მშობლებს გადავეხვიე და შიოს გაბრაზებულმა გავხედე.
- მე და თაია ძალიან დავიღალეთ, თუ ნებას მოგვცემთ დავისვენებთ.-როგორც კი ოთახში შევედით შიოსკენ დავიძარი და წინ ავესვეტე.
-ახლა კარგად მომისმინე, მე აქ მხოლოდ ჩემი მშობლების გამო ვარ. ომი გინდა შიო? მიიღებ ომს მაგრამ იცოდე იმაზე მეტად გეტკინება ვიდრე მე მტკივა.
-იყოს ომი, მაგრამ იცოდე მე ვიქნები გამარჯვებული.
-მაგასაც ვნახავ, ჩემს გვერდით არ მინდა შენი დანახვა.
-მე ახლაც შენს გვერდით ვარ.
-თვალებს დავხუჭავ და რომ გავახელ აქ არ იყო. -შიოს სურნელი უფრო ახლოს ვიგრძენი და მთელი გონება გამეთიშა.
-მაშინ მოგიწევს სულ თვალდახუჭულმა იარო, მაგრამ იმის იმედი გქონდეს რომ მე ხელს არ გაგიშვებ და დაცემის უფლებას არ მოგცემ. -ისტერიული სიცილი დავიწყე და შიოს ხელი ვკარი.
-შენი იმედი არც არასდროს მქონია, მომავალში კი საერთოდ აღარ მექნება, იმიტომ რომ შენ თვითონ წამართვი. მინდა რომ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან იქნებ ასე მაინც ვიყო მშვიდად, გამოჩნდი და ერთ თვეში ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენე, წამართვი ყველაფერი რისიც მწამდა, რაზეც ვოცნებობდი. -იმდენად მშვიდი სახით მისმენდა რომ გავღიზიანდი. -დალევა მინდა.
-ლელა წავა ცოტახანში თავის ძმასთან მამაც გაყვება და სვი რამდენიც გინდა, თუ გინდა სადმე რესტორანში წავიდეთ.
- პაპარაცების და სკანდალების თავი არ მაქვს, ნორმალურ ადამიანებთან ერთად მინდა დალევა და არა შენთან ერთად. -ტელეფონი აიღო და სადღაც დარკა.
-სახლში ხართ? თეა სახლშია? მოვალთ მე და თაია. -გაკვირვებული ვუყურებდი სანამ კიდევ რაღაც არ მითხრა. -იმედია პრობლემა არ გაქვს რომ რეზოსთან და მის ცოლთან ერთად გავატაროთ ეს დღე.
-პირიქით კარგია გავერთობი ბავშვებთან. -გაეღიმა და მომზადება დაიწყო. -მაგრამ ასე ადრე უხერხული არ არის?
-პირველი საათია უკვე, შუადღეა. -მეც წამოვდექი და მომზადება დავიწყე, ძალიან მინდოდა შიოსთვის კიდევ რამე ისეთი მეთქვა რაც ატკენდა, მგარამ მისი სიახლოვეც კი ძალიან მაფორიაქებდა, თან ვერ ვიტანდი და თან არც მისი მოშორება მინდოდა, შინაგანი ბრძოლა მაქვს ჩემს სხეულთან.
-მათ სიმართლე იციან?
-არა და ვერც გაიგებენ.
-რატომღაც მგონია რომ საკუთარ ჩრდილსაც არ ენდობი. -მიახლოვდება და თვალებში მიყურებს.
-შენ გენდობი.
-სამაგიეროდ მე ვეღარ გენდობი. -ვხედავ როგორ ცდილობს თავისი ემოციების შეკავებას და მინდა კიდევ უფრო ეტკინოს. -იცი ზოგადად ადამიანების ნდობა მიჭირს, ყველაში და ყველაფერში ბოროტებას და შურს ვეძებ, ნიკოს დაკარგვის მერე არავის ვენდობი მაგრამ შენ გენდე, ჩემს სულში ჩაგახედე, ჩემი ნამდვილი სახე გაჩვენე, შენ კი რა ქენი ჩემი ყველა გრძნობა, ყველა იმედი ფეხქვეშ გაიგე და ზედ გადაურე, სულ არ გიფიქრია მე რას ვგრძობ, უკვე იმისაც არ მჯერა რომ ნიკოს გამო მიცავ ვფიქრობ რაღაც სხვა მიზეზი გაქ, იქნებ ლენა გიყვარდა მე შურისძიებისთვის მიყენებ? -ხელს მხვევს წელზე და ტუჩები ყურთან მოაქვს.
-სხვა მიზეზი მაქვს მაგრამ არა ის რაც შენ გგონია, ჩემი ერთადერთი მიზეზი შენ ხარ, ეს სურნელია ასე რომ მაგიჟებს, ეს თმებია მე რომ ჭკუიდან გადავყავვარ, შენი ბრალია ის რაც მოხდა, შენ რომ ასეთი არ იყო მეც სულ სხვანაირი ვიქნებოდი. ახლა მინდა რომ ცოტა გადაგიაროს ამ ყველაფერმა და მერე მოგიყვები, შენს ყველა კითხვას ვუპასუხებ.
-იქამდე ბევრი დრო გექნება და შენი ტყუილი კარგად დაალაგე.
-ძალიან გინდა რომ ჩემი ტკივილი და სინანული ნახო? -უცებ მშორდება და ღიმილი უქრება სახიდან. -რამდენად ღრმად შეგიძლია შეტოპო და გამთელო?
-შენ ნამდვილად ვერ გაჯობებ.
-მართალი ხარ, ჩვენ უკვე ბევრჯერ მივხვდით რომ შენ ჩემნაირი არ ხარ. -მისი სიტყვები გულზე მხვდება და მინდა რომ გულქვა ვიყო და არაფერს ვგრძნობდე. უხმოდ ვიღებ პალტოს და გარეთ გავდივარ, კარებში ლელას ვეჩეხები.
-სადმე გასვლას აპირებთ? -პირის გაღებასაც ვერ ვასწრებ შიო ისე დგება ჩემს უკან და დედამისს პასუხობს.
-რეზოსთან მივდივართ ჩემი ნათლული უნდა მოვინახულოთ.
-კარგია მე და მამაშენიც გავდივართ, ამაღამ იქ დავრჩებით, ნახვამდის ბავშვებო. -მთელი გზა შიო დუმს მე კი წვიმას ვუგდებ ყურს. მარკეტთან აჩერებს და ტკბილეულით სავსე პარკებით გამოდის.
-ბავშვებისთვის ამდენი ტკბილეული არ შეიძლება. -იღიმის და სახეზე ხელს მისვამს, მის ხელს ვიშორებ და თავს ვატრიალებ.
-გპირდები ჩვენს შვილებს არ მივცემ უფლებას ამდენი ტკბილეული ჭამონ.
-ჩვენ საერთო არაფერი გვექნება და მითუმეტეს შვილები. -ენა მასწრებს და ვხედავ როგორ ეცვლება შიოს მზერა და საჭეს ხელებს ისეთი ძალით უჭერს მეშინია არ შემოემტვრეს. წამებში მშვიდდება და ისევ მიღიმის.
-ჩემს საყვარელ ფრაზას გეტყვი: „არასოდეს თქვა, არასოდეს.“
-მე რასაც ვამბობ იმ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ ზოგიერთებისგან განსხვავებით.
-ვითომ? -თვალებს აწვრილებს და მაშტერდება.
-წინ იყურე ჯერ სიკვდილი არ მინდა. -ისე მივდივართ რეზოსთან რომ ხმას არცერთი აღარ ვიღებთ.
იმ სახლში იმდენად თბილი გარემო მხვდება რომ ყველა დარდი მავიწყდება, პატარას ვაკვირდები ჩემს ხელებში ჩაძინებულს და შიოს სიტყვები მირბენს გონებაში, წამით წარმოვიდგინე რომ ეს ჩემი და შიოს შვილია და სხეულში უცნაური სითბო ჩამეღვარა, მთელი სხეული ბედნიერებამ მოიცვა იმის გაფიქრებაზეც კი რომ მე და შიოს საერთო ნაწილი გვყავდა. ინსტიქტურად შიოსკენ ვიხედები და მის მზერას ვიჭერ. თეას სიტყვები მაფხიზლებს.
-ძალიან გიხდება ბავშვი, თქვენ არ ფიქრობთ? -მის სიტყვებზე შიო ჩემს სახეს აკვირდება და ყურადღებით მისმენს რას ვუპასუხებ.
-ახლახანს ვიქორწინეთ, ჯერ არ ვჩქარობთ.
-კარგი რა, ეგ სტანდარტული ფრაზა იქამდე ვიძახე სანამ ტესტზე ორი ხაზი არ აენთო.
-ვფიქრობ ყველაფერი უფლის ნებაა. -შიო მზერით საკუთარ სიტყვებს მახსენებს, თეა ბავშვს მართმევს და სუფრას ვუსხდებით, რატომღაც არაყს ვირჩევ, მიუხედავად იმისა რომ ვიცი მალე დავთვრები და თან ვერანაირ სიამოვნებას ვერ მივიღებ სასმელისგან. მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა ყველაფერი დამავიწყდეს და აღარაფერი მახსოვდეს. არც ის მესმის რა სადღეგრძელოს ამბობენ შიო და რეზო, მხოლოდ ჩემი გაუმარჯოს მესმის და ყელი მეწვის უკვე ზედიზედ გამოცლილი მეშვიდე ჭიქისგან.
-ერთ სადღეგრძელოს ვიტყვი თუ შეიძლება. -რეზო თავს მიკრავს და შიოს ვაკვირდები, ისიც თვალს არ მაშორებს. - მინდა ამ ჭიქით, ნდობის სადღეგრძელო დავლიოთ, ნდობის და იმ ადამიანის ვისაც ვენდობით, ვისაც ჩვენს საყრდენად ვაქცევთ, გისურვებთ რომ არასოდეს გამოგეცადოთ საყრდენის გამოცლის ტკივილი. მოკლედ ნდობას და ჩვენი ნდობის ობიექტებს გაუმარჯოს ოღონდ ისეთს იმედს რომ არ გვიცრუებს. -შიოს სახეზე აუტანელი ტკივილი გამოესახა და თვალის გასწორება ვერ შეძლო, თავი ჩახარა და ჭიქას ჩააშტერდა, მეც უფრო გადავწყვიტე მისთვის ტკენა და ხელი ნიკაპზე მოვკიდე. -შენ გაგიმარჯოს ჩემო შიო, ასე ძლიერი საყრდენი რომ ხარ ჩემთვის. -დავიხარე და ცხვირზე ვაკოცე, გაშეშდა და ვერაფრის თქმა ვეღარ მოახერხა, რომ გამოფხიზლდა თავადაც წამოდგა და თვალებში მომაშტერდა, ზედ ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა.
-შენ გაგიმარჯოს ჩემო თაია ასეთი ძლიერი საყრდენი რომ ხარ ჩემთვის. -მის თვალებს ვერ გავუძელი და თვალები დავხუჭე, შიოს რბილი ტუჩები რომ ვიგრძენი, ჯერ ცხვირზე და მერე ტუჩებზე, უმოქმედო გავხდი. გონს მოსვლა რომ მოვახერხე მე და შიო მარტო ვიყავით მისაღებში, ხელი რომ გავაშვებინე შევბარბაცდი, არ ვიცი ასე სასმელმა დამათრო თუ შიოს შეხებამ. -წავიდეთ? -მხოლოდ თავი დავუქნიე და სუფთა ჰაერზე გავედი, ნაბიჯების ხმა რომ გავიგე ისევ შიო მეგონა.
-ძალიან გატკინა? -თეას ხმაზე შევკრთი. -ვიცი სიმართლე, რეზო არაფერს მიმალავს.
-იმდენად ძლიერ მეტკინა რომ არ ვიცი თუ შევძლებ ვაპატიო. -ჩემი პალტო მომაწოდა და გამიღიმა.
-დრო გასწავლის როგორ აპატიო მაგრამ იცოდე გვიან არ იყოს, შიოს ნუ გაანადგურებ არ დაუმსახურებია ის რასაც იღებს.
-მეორე ხარ ვინც ამას მეუბნება, მაგრამ მე რა ვუშველო იმ ტკივილებს შიოს შეხებისას რომ იღვიძებს?
-სიმართლე ყველა ჭრილობის მალამო გახდება. -შიო და რეზო გამოდიან და თეას ვემშვიდობები და შიოს გვერდით ვჯდები, უკანა სავარძელზე. სახლში მისვლამდე სასმელი უფრო მეკიდება და ისეთი მთვრალი ვარ რომ შიოს ანარეკლს ძლივს ვარჩევ, უკვე თვალები მებინდება.
-თაია, კარგად ხარ? -სახეზე ხელს მისვამს და ვგრძნობ როგორ მივლის ჟრუანტელი.
-მინდა რომ ვერ გიტანდე.
-ცოტაც მაცადე, სულ ცოტაც და გავქრები შენი ცხოვრებიდან გპირდები.
-მე შენ გენდე, შენი მჯეროდა. -ხელში ავყავვარ და თავს მის მკერდზე ვდებ, თან საუბარს არ ვწყვეტ. -მინდა რომ გაპატიო, მინდა ისე მოვიქცე თითქოს ჩემთვის არ გიღალატია.
-ვიცი თაია და დროის დაბრუნება რომ შემეძლოს, ყველაფერს შევცვლიდი.
-ბედისწერას ვერ შევცვლით შიო, მე უნდა მტკენოდა. იცი რა მეტკინა?! ის რომ იმედი გამიცრუე, მე ყველაფერი გაგანდე და არ მითხარი. -მისი პასუხი აღარ გამიგია, ბოლო რაც ვიგრძენი რბილი საწოლი იყო.
ღამე წყურვილი მაღვიძებს და ოთახიდან ფეხაკრეფით ვიპარები, წყურვილს რომ ვიკლავ წერა მინდება და შიოს კაბინეტს ვაფარებ თავს, კალამს ვატრიალებ ფურცელზე და ველოდები როდის მოვა რამე აზრი, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ რომ ჩემი ბინის ფანჯარაში ვდგავვარ მოპირდაპირე კორპუსში მეთორმეტე სართულზე ისევ იმ ერთადერთ ფანჯარაში ანთია შუქი და ის კაცი ისევ სიგარეტით ხელში დგას.
“რამდენი რამ გვრჩება ადამიანებს უთქმელი ერთმანეთისთვის, ვინ იცის რამდენჯერ გვდომებია რაღაც ისეთი გვეთქვა რაც შეცვლიდა ჩვენს ცხოვრებას მაგრამ გავჩუმებულვართ. რატომ?!
ალბათ იმიტომ რომ გვეშინია, არა რამის თქმის არამედ ცვლილებების, ახალი დასაწყისის გვეშინია და მერე სულ ვნანობთ ვფიქრობთ რომ გვეთქვა როგორი იქნებოდა ცხოვრება ახლა. იქნებ იმ ადამიანსაც რამდენი აქვს სათმელი ახლა ღამის სამ საათზე მეთორმეტე სართულზე ერთადერთ ფანჯარაში რომ ანთია შუქი და სიგარეტს ეწევა, ვინ იცის ვისზე ან რაზე დარდობს, ალბათ შვილზე რომელიც სახლში აგვიანებს, ან სამსახურზე, ან ჩემსავით უბრალოდ ზის და ფიქრობს როგორი იქნებოდა ცხოვრება გაჩუმებას რომ არ ვარჩევდეთ.
იქნებ იმის თქმა ვერ შეძლო რომ დარჩენილიყო...
ან იქნებ მიყვარხარ ვერ თქვა...
იქნებ ძალიან დააგვიანა და ახლა ნანობს...
იქნებ მშობლებს ვერ უთხრა როგორ უყვარს, ან ცოლს, ან შვილს...
იქნებ თავისი თავი დაკარგა?!
არავინ იცის სხვისი დარდი... სხვისი კი არა უკვე საკუთარიც აღარ ვიცით, საკუთარსაც გავურბივართ და ვემალებით.
და რა მოხდება ადამიანებს ერთმანეთისთვის ყველაფერი რომ გვქონდეს ნათქვამი და არ დაგვრჩეს არაფერი უთქმელი?!
ალბათ უბრალოდ, ღამე არავის გაუტყდება ძილი, ყველა ფანჯარაში შუქი იქნება ჩამქვრალი და ქალაქის სიჩუმეს აღარ დაარღვევს არავის დარდიანი ქშვინვა.
ყველა ცდილობს უთქმელი არაფერი დარჩეს და არსად დააგვიანოს მაგრამ ჩვენ ადამიანები ისე ვართ მოწყობილი რომ ახალი დასაწყისის შიში ღრმად გვისრუტავს...

და მაინც რამდენი რამ გვრჩება ადამიანებს უთქმელი... “ -ფურცელს მაგიდაზე ვტოვებ და მისაღებში, დივანზე ვწვები, ვგრძნობ როგორ მაფარებს ვიღაც პლედს. შიოს ჩურჩული წვდება ჩემს გონებას.
-როგორ გითხრა სიმართლე, რომელიც უფრო გეტკინება. -მინდა ვკითხო ასეთი რა სიმართლე დარჩა უთქმელი რომ ამაზე ძლიერ გამანადგუროს მაგრამ, თავს ვიკავებ და ისევ მძინარეს როლს ვთამაშობ, იქნებ რამე მითხრას მაგრამ ოთახიდან გადის.
დილით როგორც კი ვიღვიძებ გოგას ვურეკავ.
-გოგა, თხუთმეტი წუთი გაქვს რომ აქ გაჩნდე.
-კარგი. -სანამ გოგა მოვა, წინ და უკან დავდივარ. ეზოში როგორც კი ვხედავ ბაღში გავდივარ და იქ ველოდები. ჩემს გვერდით ჯდება საქანელა სკამზე და მაცდის როდის დავიწყებ ლაპარაკს.
-დარწმუნებული ხარ რომ იმ ღამით კლუბიდან ალექსანდრემ წამომიყვანა?
-100%-ით ჩემი ხელით ჩაგსვი მის ავტომობილში.
-ის კაცი შიო იყო. -გოგამ ფერი დაკარგა, გაბრაზებისგან მთელი სხეული დაეჭიმა. -გამახსენდა, გუშინ დილით ყველაფერი გამახსენდა.
-მოვკლავ.
-არა გოგა, მე მინდოდა, ჩემი სურვილით მოხდა ყველაფერი, შიოს ძალა არ დაუტანებია.
-აპატიე?
-არა და არც ვაპირებ, ერთადერთი რაც მინდა ეს ყველაფერი მალე დასრულდეს და შიო გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან.
-შენი სიყვარული? მისი გრძნობები?
-ეგ ყველაფერი მალე გაივლის.
-ამ კაცს სიგიჟემდე უყვარხარ, დარწმუნებული ვარ ქონდა მიზეზი რომ მიეტოვებინე, იქნებ შენი უსაფრთხოების გამო მოიქცა ასე? -გოგას სიტყვები იმდენად მომხვდა გულზე რომ ვეღარ ვაკონტროლებდი ჩემს ქცევას და ბოლო ხმაზე გავკიოდი.
-მიზეზი ქონდა? იმის მიზეზი ქონდა რომ ალექსისთვის მივეგდე საჯიჯგნად და იმ არაკაცს ფეხქვეშ გავეთელე? ჩემი დანგრევის და განადგურების მიზეზი ქონდა? -გოგამ ხელები მაგრად შემომხვია, მეც უცებ მოვდუნდი და ცრემლებმაც თავისით გაიკვლიეს გზა. ცოტა რომ დავმშვიდდი გოგამ ტელეფონი აიღო და შიოს დაურეკა. მხოლოდ გოგას საუბარი მესმოდა.
-სად ხარ?
-...........
-წასვლამდე უნდა გნახო.
-............
-თქვენთან ვარ.
-............
-კარგი სადაც იტყვი იქ მოვალ. -გოგას საუბრით მივხვდი რომ შიო სადღაც მიდიოდა მაგრამ სად ან რატომ ვერ ვხვდებოდი.
-ისევ გაქცევას ამჯობინებს?
-არ გარბის, მამაშენი თავისი კომპანიით მიიწვიეს ბიზნეს ფორუმზე და შიო ვალდებულია რომ ისიც წავიდეს.
-ჩემთვის თქმას როდის აპირებდა ნეტა?
-ეჭვიანობ? გული გეტკინა რომ დაუმშვიდობებლად მიდის?
-არც ერთი და არც მეორე, უბრალოდ ლელამ რომ მკითხოს ხომ უნდა ვიცოდე?
-ეგ მოატყუე იმას ვისთანაც გამოგდის. -თვალი ჩამიკრა და უკანმოუხედავად წავიდა, მეწყინა?! გული მეტკინა?! რატომ?! ის ხომ ჩემთვის არავინ არის?! ფიქრებისგან გადაღლილი ოთახში ავდივარ და საწოლზე წერილს ვამჩნევ.
„თაი, მაპატიე რომ ასე ვიქცევი მაგრამ ვფიქრობ რომ ფიქრისთვის დრო გჭირდება ამიტომ გადავწყვიტე მამაჩემის ნაცვლად მე წავიდე ფორუმზე და კარგად დაფიქრების საშუალება მოგცე. გახსოვდეს რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება და მე და შენ ისევ ვიქნებით, ჩვენ და არც არაფერი დაგვრჩება უთქმელი.“
ტელეფონს ვიღებ და შეტყობინებას ვწერ.
*თაი არა თაია.
დღეები ისე მიყვება ერთმანეთს შიოსგან არაფერი ისმის, არც ლელა და აკაკი დაბრუნებულან, ამხელა სახლში სულ მარტო ვრჩები. ვფიქრობ და ვხვდები რომ წასასვლელი არსად მაქვს, არც მეგობრები მყავს გოგაც კი არ მეხმიანება. ბოლოს ვხვდები სად შემიძლია წავიდე და გარეთ გავდივარ.
-საით ქალბატონო თაია? -რეზო ინტერესით მაკვირდება.
-შენთან. -იმდენად დიდ გაკვირვებას ვატყობ სახეზე რომ ლამის გადავიფიქრო, მაგრამ უცებ ხვდება რომ არ ვხუმრობ და ავტომობილს ქოქავს. თეას ჩემი დანახვა იმდენად ახარებს რომ მეც ვთბები, რეზო საქმეზე გადის და გოგონები მარტო ვრჩებით. თეას ჩაი მოაქვს და გვერდით მიჯდება, მე რომ არ ვიწყებ საუბარს თვითონ მეკითხება.
-ძალიან მოგენატრა?
-ვინ?
-შიო, თავს რატომ ისულელებ თაია? არ დაურეკავ ხომ?
-ასე შესამჩნევია ჩემი ხასიათი?
-არ მინდა შეგაშინო მაგრამ უნდა იცოდე, შიო არავის დაკავშირებია და ბიჭები აფორიაქებულები არიან. -იმდენად დიდი შიში ჩნდება ჩემში შიოს დაკარგვის რომ უკვე ვეღარაფერზე ვფიქრობ, ხმის ამოღებასაც ვერ ვახერხებ ისე მომდის ცრემლები. თეა მეხუტება და ცდილობს დამამშვიდოს, რომ ვერ ვმშვიდდები რაღაც ტაბლეტს მაძლევს და მალე გონება მებინდება.
ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, გარეთ რომ გავიხედე უკვე ღამდებოდა, გოგა ასეთ დროს იშვიათად რეკავდა ამიტომ გამიკვირდა.
-ხო გოგა, მშვიდობაა? არ დამიმალო შიოზე რამე გაიგე?
-გოგას არ აქვს მშვიდობა, თაია მჭედლიძე და თუ გინდა რომ შენი ქმარი და მეგობარი გადარჩნენ იქ უნდა მოხვიდე სადაც გეტყვი.
-ალექსანდრე ცუდად ხუმრობ.
-არ ვხუმრობ. -უკვე მეორედ შემზიზღდა კაცი რომელიც ოდესღაც მიყვარდა, არც კი დავფიქრებულვარ რომ შეიძლება მოვეტყუებინე ამიტომ მისამართის გაგება ვიჩქარე.
-სად უნდა მოვიდე?
-შეტყობინებას მოგწერ, იცოდე შენებური ინტრიგები არ ხლართო. -შორიდან გავიგონე შიოს ხმა როგორ მთხოვდა რომ არ მივსულიყავი, ვიცოდი შიოს დაცვა შორი-ახლოს მაინც გამომყვებოდა ამიტომ არ მიდარდია. თეას ნაჩქარევად დავემშვიდობე და ეზოში დაცვას ვუთხარი რომ შეუმჩნევლად გამომყოლოდა, რეზომ შენიშნა როგორ ვნერვიულობდი და დამეთანხმა. ქალაქს რომ გავცდი გულმა გამალებით დამიწყო ძგერა, მეშინოდა მაგრამ ვერც შიოს მივატოვებდი და ვერც გოგას. სანამ ქარხანა გამოჩნდებოდა რეზოს დავურეკე.
-რეზო გთხოვ სანამ გასროლას არ გაიგებ არ მოუხლოვდეთ არცერთი შენობას, ბიჭებიც გააფრთხილე რა.
-კი, მაგრამ ქალბატონო თაია, ბატონმა შიომ მიბრძანა წამით არ დაგტოვოთ მარტო.
-შიო აქ არ არის და მე გიბრძანებ, არაფერი მომივა მე გავისვრი ჰაერში იმის ნიშნად რომ შენი დახმარება მჭირდება, მაგრამ თუ არ გავისროლე ნახევარი საათის მანძლზე უფლებას გაძელვ შემოხვიდეთ შენობაში.
-როგორც მიბრძანებ ქალბატონო თაია. -შენობა რომ შევნიშნე, მუხლებში ძალა გამომეცალა, კანკალით შევაღე კარები და შიო რომ დავინახე ძალა მომეცა, მთელი ძალით გავიქეცი და მოვეხვიე.
-რატომ მოხვედი?
-აქ ვერ დაგტოვებდით, გოგა სად არის?
-ვინმეს უთხარი? -ჩუმად ჩამჩურჩულა შიომ, მხოლოდ თვალებით ვანიშნე რომ კი, ალექსის ხმა რომ გავიგონე გულისრევა ვიგრძენი.
-ქმრის გადასარჩენად მოხვედი ქალბატონო?
-მოვედი. -ამაყად დავუდექი წინ, გაეღიმა და ხელი ჩემსკენ წამოიღო, დავუჭირე და მოკარების უფლება არ მივეცი.
-სიმართლეს რომ გაიგებ მაშინაც გეყვარება შენი ქმარი?
-რომელ სიმართლეს?
-შენს ანგელოზ ძმაზე, აი ეგ კაცი რომ გიფრთხილდება და არ გიყვება არაფერს.
-არ გაბედო ლექსო, გეფიცები არ გაცოცხლებ. -შიოს ღრიალზე უკან შევტრიალდი და წამით მის თვალებში დიდი შიში დავინახე. -ამით ნიკოს ვერაფერს დააკელბ შენ უფრო შეზიზღდები, მე მაპატიებს, მშობლებსაც, ნიკოსაც მაგრამ შენ არა. -გავქვავდი, შიოს სიტყვების გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე შემოვარდა რამოდენიმე კაცი და მეც შიოს გვერდით მიმაბა.
-გინდა შენს ოჯახზე ყველაფერი იცოდე?
-მე ყველაფერი ვიცი.
-ეგ შენ გგონია. -შიო თვალებით მთხოვდა არ მომესმინა.
-კარგი მიდი მომიყევი. -ალექსმა შიოს გამარჯვებული მზერით შეხედა და ცინიკური სახით დაიწყო.
-ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ მამაშენი და ნიკო რატომ ჩხუბობდნენ? ილია რატომ მოიშორა? რატომ გააგზავნა მამაშენმა ასე სასწრაფოდ ნიკო უცხოეთში? სანამ შენ შენი ბავშვური საქმეებით ერთობოდი შენმა ძმამ, მამაშენი ლამის გააკოტრა, თამაშობდა, ნარკოტიკებს იღებდა კიდევ ბევრ სიბინძურეს აკეთებდა, უცხოეთში წასვლამდე შენი ერთი თაყვანისმცემელი ისე ცემა ორი თვე კომაში იყო. ყველა ხედავდა შენს გარდა ამ ყველაფერს, შენ კი სულ სათაყვანო ძმა გყავდა. უცხოეთში ამან ამოათრია კიდევ ერთი ჭაობიდან, კაცად აქცია მაგრამ პრობლემები მაინც ჰქონდა შენს ძმას, მე არ მასვენებდა იქედანაც მწვდებოდა, ბევრჯერ ჩამძირა იმის გამო რომ შენ გიახლოვდებოდი, ლენა რომ შეუყვარდა ვოვამ გააფრთხილა რომ მის დას რამე თუ მოუვიდოდა მთელს ოჯახს ამოგხოცავდათ მაგრამ შენი ძმა ნარკოტიკს ვერ შეეშვა, თავიც დაიღუპა და საყვარელი ქალიც დაღუპა, ლენას მასზე ნერვიულობის გამო დაეწყო ნაადრევი მშობიარობა, აი ეს კაცი შენ რომ გიყვარს ყველაფერს გიმალავდა, შენს ოჯახს მშველელად გამოუჩნდა, მამაშენის ნდობა მოიპოვა რომ შენამდე მოსულიყო, ამ კაცის ერთადერთი მიზანი შენ იყავი, იცი რატომ? მას უყვარდა ლენა და შენმა ძმამ წაართვა. იმ ღამით საწადელს მიაღწია მაგრამ უკვე უყვარდი და უარი თქვა შურისძიებაზე. -შიოს გავხედე მისგან ვითხოვდი პასუხს.
-არ დაუჯერო თაი, ლენა მხოლოდ ჩემი მეგობარი იყო, როგორც ქალზე არასოდეს მიფიქრია, იმ დასავით მიყვარდა რომ არ მყოლია. ნიკოსაც ამიტომ ვეხმარებოდი, ამიტომ ვცდილობდი მის ამოთრევას ჭაობიდან. -შიოს სიტყვებზე ძალა გამომეცალა, ყურები დამიგუბდა და ალექსის სიტყვები ყრუდ მესმოდა.
-შენი სანაქებო ძმა ოჯახის სირცხვილი გახდა, მე ვოვას დავუახლოვდი შენ რომ გეძებდა და მერე მის აქაურ საქმიანობას ჩავუდექი სათავეში.
-ნაძირალავ, დალიმ რომ გაიგოს რასაც აკეთებ მოკვდება, არ გრცხვენია? -შიოს ყვირილზე გონს მოვედი. -მამაჩემმა ყველაფერი მოგცა, კაცად გაქციედ, მე ძმად მიგიღე, შენ? შენ რა გამიკეთე? იცოდი რომ თაია მიყვარდა და იმიტომ დაუახლოვდი.
-შენ ძმად მიმიღე? შენ ყველაფერი გქონდა შიო, ფული, დიდება, მშობლები, რახან გროშებს მიყრიდი გგონია ჩემი ძმა იყავი?
-დალიზე მაინც არ ფიქრობ? დეიდაშენმა მთელი ცხოვრება შენ შემოგწირა, ბავშვი არ დამეჩაგროსო, საკუთარი ოჯახზე თქვა უარი.
-მისგან მარტო ის მესმოდა თუ როგორ გაქებდა, კარგი არაფერი გამიგია ჩემზე.
-ასე როდის შეიცვალე ლექსო? -შიოს სიტყვების გააზრებაც კი მიჭირდა, ხან ალექსს ვუყურებდი, ხან შიოს.
-იმ ღამით ჩემს ქალთან რომ იწექი, შენ არ ამბობ ძმად მიგიღეო? ძმის საცოლესთან დაწოლა რამე ახალია?
-შენ თაია არ გიყვარდა, ორი დღით ადრე შენ თვითონ მითხრი უნდა დავშორდე უკვე ვეღარ ვიტანო, შენ არდამირეკე თაია კლუბში მეძავივით იქცევა და წაიყვანეო? მე არ დამიგეგმავს იმ ღამით რაც მოხდა, მე ის მიყვარდა და ვნებამ გონება დამიბინდა. შენ აიღე ხომ წერილი რომ თაიას შევზიზღებოდი და შენც მისი დამცირების მიზეზი გქონოდა. -უკვე მოსმენილის გამო გონებას ვკარგავდი მაგრამ შიოს ნახსენებმა წერილმა გამომაფხიზლა.
- რა წერილი შიო?
- წერილი სადაც გიხსნიდი, რომ ჩემი შვილი ძალიან ცუდად იყო და ამიტომ მომიწია წასვლა.
-ნოკოლი იმ დღეს...
-კი მეორე დილით გარდაიცვალა, მე დეპრესია დამეწყო, ცოცხალი გვამი ვიყავი და ამიტომ ვერ მოვედი შენთან. -გული გონებაზე გამარჯვებას ზეიმობდა, ახლა ზუსტად მესმოდა შიოს სიტყვების არსი, თურმე ყველაფრის პატიება შეგიძლია სიყვარულისთვის, იმისაც კი რომ ცოტა დააგვიანა.
-ბოდიში გვრიტებო, მაგრამ თქვენი დრამა უნდა დავასრულო რადგან გული მერევა, ხო მე ავიღე წერილი, დავამცირე თაია, რადგან სასიამვნო იყო მისი განადგურებული სახის ყურება. ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო როცა კახპა ვუწოდე და მისი ბინის კარი გამოვიჯახუნე იქ მე ვიყავი გამარჯვებული. ახლაც მე ვიქნები რადგან, ამ წუთეში ვოვას საქართველო-თურქეთის საზღვარზე უკანონოდ შემოსვლის მცდელობისას დაიჭერენ, მე კი მაფიას ჩავუდგები სათავეში, თან ვოვას მიგნებისთვის მთელი მსოფლიო გმირად შემრაცხავს, თქვენ კი ტყეში სეირნობისას კლდიდან გადაიჩეხებით. როგორ მოგწონთ?
-გულს მირევ, ჩემი თავი მეზიზღება რომ ოდესღაც შენი შეხება მსიამოვნებდა.
-ისე შავთვალიშვილის ქვრივობა გირჩევნია და მერე თუ ქმართან ერთად სიკვდილი?
-ამით დიდ სიხარულს მომანიჭებ რადგან, ჩემს ნიკოს უფრო მალე ვნახავ.
- ხედავ შიო, შენი დიდება აქ სრულდება, ყველგან იგვიანებდი, მაგრამ სიკვდილი იჩქარე. -ალექსის სიტყვების შემდეგ, მხოლოდ სიბნელე იყო, გონს რომ მოვედი, სასწრაფოს მანქანაში ვიყავი და შიოს ჩემი ხელი ეჭირა.
-რა მოხდა?
- პოლიცია მოვიდა და ლექსო დააპატიმრა, შენი გათიშვა მოასწრეს, ჩემი ვერა. -წამოდგომა ვცადე მაგრამ ექთანმა შემაჩერა, აღმოვაჩინე რომ მხოლოდ საცვლების ამარა ვიყავი.
- შიო, სად არის ჩემი ტანსაცმელი? -დავინახე როგორ დაებერა ყელზე ძარღვები.
- ის ნაბივარი ჩემს თვალწინ აპირებდა შენს... -სიტყვა გაუწყდა და თავი შეატრიალა.
- მითხარი რომ შეაჩერე, რომ ეს არ მომხდა.
- ილიამ მოგვისწრო, ისე ცემა, არამგონია ცოცხალი გადარჩეს.
- ილიას დაიჭერენ?
- არა, თავდაცვის მიზნით ჩადენილი დანაშაული ციხით არ ისჯება. -ექთნის ნათქვამზე მე და შიოს გაგვეღიმა. ექიმმა მოითხოვა რომ დილამდე, საავადმყოფოში დავრჩენილიყავი, შიოც დუმდა მომხდარზე და ვერც მე ვბედავდი საუბარს, მაგრამ ჩემი ნიკოს ცუდი მხარე მინდოდა დამენახა.
- რაც ნიკოზე თქვა სიმართლე იყო? -მხოლოდ სევდიანი მზერა მომაპყრო და ხმას ვერ იღებდა. - კი ან არა მიპასუხე.
- თაი, შენ რაღაც არ იცი. ლენამ იცოდა ნიკოლზე მშობიარობას ვერ გადაიტანდა, მასაც ლეიკემია ქონდა. ამან გამოიწვია მომავალში ნიკოლის დაავადება, კიდევ იმან რომ ნიკოს ნარკოდამოკიდებულებამ ბავშვს იმუნიტეტი დაუქვეითა, როცა ამერიკაში გადავიყვანე, ნიკოლზე მეუბნებოდა ექიმი რომ მისი გადარჩენის შანსი 2% იყო, მაგრამ გამოძვრა და გაიზარდა, ორ წლამდე არაფერი ჭირდა. მერე დაიწყო, ყველაფერი, ნიკოლის გადასარჩენად ყველაფერი ვცადე თქვენს დაუკითხავდა ვაკეთებდი ანალიზებს რომ მისთვის ძვლის ტვინი გადამენერგა მაგრამ არცერთის ანალიზი არ დაემთხვა.
- ჩემი ძვლის ტვინი რომ გამოსადეგი ყოფილიყო, მაშინ რას აპირებდი?
- ყველაფრის მოყოლას.
- მერე რა იქნებოდა?
- ნიკოლის ჩათვლით უკვე სამი შვილი გვეყოლებოდა.
- იმ ღამით ხომ იცოდი რომ იქ ვიჯექი, მაინც ისე რატომ იქცეოდი თითქოს ვერ მამჩნევდი.
-და რა მექნა? მოვსულიყავი და მეთქვა გამარჯობა თაია მე შიო ვარ და ეს შენი ძმისშვილის საფლავია მეთქი?
-კარგი მაგაში მართალი ხარ მაგრამ, ხომ შეგეძლო იმ ღამეზე უფრო ადრე გეთქვა, ან შენს გრძნობებზე. ერთი რამე მაინტერესებს თუ როგორც გოგა მიმტკიცებს იმ ღამით კლუბიდან ალექსანდრემ წამომიყვანა შენთან როგორ აღმოვჩნდი? რატომ მახსოვს შენთან ცეკვა?

-კლუბში ვიყავი მაგრამ მალე წავედი, მერე ლექსომ ისევ დამირეკა გზაში დავხვდი და ჩემთან გადმოგსვა თვითონ კი თავის ახალ გოგოსთან წავიდა. -მეტი არაფერი უთქვამს, უბრალოდ იჯდა და მიყურებდა, მერე ჩაეძინა, მე კი ყველაფერზე ვფიქრობდი, იმის გარდა თუ რა იქნებოდა ახლა როცა ყველაფერი დასრულდა, როცა ვიცოდი რომ შიოს ვუყვარდი და მეც მიყვარდა...
-იცი როცა გავითიშე, მეგონა გკარგავდი, ვებრძოდი ჩემს თავს რომ თვალი გამეხილა, შენ რომ მეძახოდი, მინდა შენგან ისევ გავიგო რომ გიყვარვარ, მინდა გითხრა რომ გაპატიე ყველაფერი მაგრამ შენ არ მისმენ. -მძინარეს ველაპარაკებოდი და გულის სიღრმეში მჯეროდა რომ ჩემი ესმოდა.
ისე გამწერა ექიმმა რომ შიო დუმდა, მანქანაც ისე დაქოქა ხმა არამოუღია, თვალები დავხუჭე და ვცდილობდი, დანიშნულების ადგილზე მისვლამდე არ გამეხილა, ჩემი ბინის წინ გააჩერა ავტომობილი და ხმას არ იღებდა, სიჩუმეს წვიმის ხმა და ჩვენი სუნთქვა არღვევდა, ორივეს გული ისე აჩქარებით გვიცემდა რომ ხმა მთელს სალონში ისმოდა. მინას მივადე თავი და ფანჯრებს ავხედე, პირველად არ მინდოდა ამ სადარბაზოში შესვლა და იმ კარის გაღება, პირველად მიჭირდა საუბრის დაწყება ან მეშინოდა, ბოლოს ისე რომ მინისთვის თვალი არ მომიშორებია ის კითხვა დავსვი რომელიც ასე მაწუხებდა.
-ახლა რა იქნება? -რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ისევ მე გავაგრძელე ლაპარაკი. -რა მოხდება ახლა, უნდა წავიდე შენგან?
-ეგ შენი გადასაწყვეტია. -ჩახლეჩილი ხმით მითხრა ისე რომ ჩემსკენ არც მას შემოუხედავს, ვგრძნობდი ამ წამს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.
-შენ გინდა დავრჩე? -ჩაიცინა და ხელში ჩემი ხელი მოიქცია.
-თაია, მთავარია რა გინდა შენ თორემ მე შენი ბედნიერების გარდა არაფერი მინდა. -არაფერი უთქვამს ისე გადავიდა და სახე წვიმას შეუშვირა, მეც გადავყევი და წინ დავუდექი.
-ზოგჯერ მხოლოდ საქმით არ მტკიცდება სიყვარული, სიტყვებიც სჭირდება. -გაეღიმა და შუბლი შუბლზე მომადო, ზედ ჩემს ტუჩებთან ამოილაპარაკა.
-მიყვარხარ თაია.
-შენ ხომ მითხარი საზღვარი ყველაფერს აქვსო, სიყვარულის გარდაო.
-კი, ეგრე გითხარი.
- და მაინც, სადამდე გიყვარვარ? სად გადის შენი სიყვარულის ზღვარი?
-მე შენ ზღვარგადასული გრძნობით მიყვარხარ, იქამდე მეყვარები სანამ ვიარსებებ და თუ იმ ქვეყნიური სიცოცხლეც არსებობს იქაც მხოლოდ შენ იქნები და სხვა არავინ. -ვერაფერი ვთქვი, მხოლოდ შუბლი ტუჩებზე მივადე და ხელები ყელზე მოვხვიე, ვიგრძენი როგორ დაუმშვიდდა სუნთქვა და როგორ მოეშვა მისი სხეული. -ჩვენს სახლში წავიდეთ თაი?
-ჩემთვის ყველგან სახლია სადაც შენ ხარ.



№1  offline წევრი Papuna

ვაიმე რა კარგიაა აი ძაან კარგიი სევდიანი და რაღაც სასწაულიიი❤❤❤❤

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

Papuna
ვაიმე რა კარგიაა აი ძაან კარგიი სევდიანი და რაღაც სასწაულიიი❤❤❤❤

მადლობა ♥️

 


№3  offline წევრი ელენე (ნენე)

სასიამოვნო ისტორიაა!
სასვენ ნიშნებს მიაქციეთ ყურადღება.
“სიყვარულს საზღვრები არ აქვს და თუ ის საზღვრებსა და ჩარჩოში მოექცევა, მაშინ სიყვარული არ ყოფილა.“ -მიყვარს ეს ფრაზა.
წარმატებები!

 


№4  offline მოდერი Maiaabuladze

ელენე (ნენე)
სასიამოვნო ისტორიაა!
სასვენ ნიშნებს მიაქციე ყურადღება.
“სიყვარულს საზღვრები არ აქვს და თუ ის საზღვრებსა და ჩარჩოში მოექცევა, მაშინ სიყვარული არ ყოფილა.“ -
მიყვარს ეს ფრაზა.
წარმატებები!

ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დამითმეთ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent