შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ მეყვარები (1)


24-03-2020, 01:55
ავტორი არავინ იცის
ნანახია 1 036

უცნაური ხასიათი ქონდა ან ძალიან მოწყენილი იყო ან ძალიან გახარებული შუალედი არასდროს არ ქონია ყველას ეხმარებოდა განურჩევლად მოხუცებს ,ზრდასრულებს, ბავშვებს ამბობდა "როცა მათ ვუყურებ და ვფიქრობ რომ ჩემგან განსხვავებით მათ არაფერი აქვთ რითაც გაიხარებენ საშინლად ვიწყენ და მინდება ქვეყნად ყველა გაჭირვებულს დავეხმაროო" და ამ დროს ტირილს იწყებდა ტკიოდა რადგან, იცოდა ყველას ვერ დაეხმარებოდა მაგრამ მის გასახარებლად საჭირო მხოლოდ ერთი მათგანის გაღიმებაღა იყო, დიახ არ მოგესმათ ის იყო ადამიანი რომელიც ყოველთვის სხვებზე ზრუნავდა და საკუთარ თავს არ ზოგავდა მათ გასახარებლად.ლილე ის იყო საშინლად თბილი და გულკეთილი ადამიანი ამასთან საოცრად ნიჭიერი მხატვარი და საუკეთესო ქველმოქმედი.ახლა ალბათ იკითხავთ, საიდან ან როგორ გავიცანი მე ასეთი კარგი ადამიანი როდესაც თავად ეგოისტი გულქვა და ნარცისი ვარ.ერთ დღეს სახლში ძალიან მოვიწყინე და გადავწყვიტე გამესეირნა ნახევარსაათიანი ხეტიალის შემდეგ დავიღალე და კაფეში დაჯდომა გადავწყვიტე მალევე ერთ პატარა კაფეს მივუახლოვდი და შუაში ადგილი დავიკავე შევუკვეთე კაპუჩინო და ნამცხვარი სანამ ველოდი კარი გაიღო სწორედ იქ გამოჩნდა ლილე რომელიც არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა მაგრამ ერთი ნახვით შემიყვარდა არცკი ვიცი მისი დანახვისას რა დამემართა მაგრამ ჩემს გაყინულ და უკვე ქვად ქცეულ გულში სითბო ჩამეღვარა უცებ უჩვეულოდ ავკანკალდი ავნერვიულდი, მის დანახვაზე თითქოს დრო გაჩერდა მან კი ვითომც არაფერი დამაიგნორა ფანჯარასთან დაჯდა და გარემოს მოავლი თვალი მუდმივად საათს უცქირდა თითქოს ვიღაცას ან არაღაცას ელოდა მეც დიდხნიანი ფიქრის შემდეგ ძალა მოვიკრიბე და მისი მაგიდისკენ გავეშურე მალევე მივუახლოვდი ჩაფიქრებული იყო ამიტომ მშვიდად ვკითხე
-გამარჯობა შეიძლება თქვენთან ჩამოვჯდე?
ის მოულოდნელად ფიქრებიდან გამოერკვა და გამიღიმა
-კი კი რათქმაუნდა
მეც ჩამოვჯექი და ჩემი შეკვეთა აქ მოვატანინე ცოტახანს ვისაუბრეთ შემდეგ კი დავიშალეთ მე სახლში გახარებული წამოვედი მუდმივად მასზე ვფიქრობდი როდესაც გამახსენდა რომ მისი სახელიც კი არ ვიცოდი "ღმერთო ჩემო რა დებილი ვარ" გავიფიქრე და გზა გაღიმებულმა განვაგრძე მალევე სახლში მივედი იმდენად დაღლილი ვიყავი რომ მისვლისთანავე დამეძინა.
მეორე დღეს როგორც კი გავიღვიძე გავემზადე და სასეირნოდ წავედი გზად კაპუჩინო და გაზეთი ვიყიდე თუმცა მათი თრევით დავიღალე და პირველივე ნაგვისყუთში ჩავყარე მოულოდნელად კი უკნიდან ხმა მომესმა "მაგათში ფულის გადაყრას არჯობდა ხალხს დახმარებოდი" მე ძალიან შემრცხვა და თავი დავხარე მიუხედავად იმისა რომ არაფერი დამიშავებია მოულოდნელად კი მხარზე შეხება ვიგრძენი და როდესაც ავიხედე მის ღიმილიან სახეზე გავშტერდი "არ მინახავს ადამიანს ღიმილი ასე უხდებოდეს" გავიფიქრე და ფიქრებიდან კვლავ მისმა შეხებამ გამომიყვანა
-კარგი გუშინ ერთმანეთს ისე დავემშვიდობეთ სახელებიც კი არ ვიცოდით ----გამარჯობა მე ლილე ვარ
მეც გამეღიმა და ხელი ჩამოვაღთვი
---მე კი გაბრო
-ძალიან სასიამოვნოა გამიღიმა და საყვარლად შემომხედა
-კარგი მე სასეირნოდ მივდივარ და წამოხვალ ჩემთან ერთად?
მითხრა და თავი დახარა მე ძალიან გამიხარდა და ღიმილით დავთანხმდი გახარებული მანქანისკენ დავიძარი თუმცა მოულოდნელად ხელი მომკიდა და გამაჩერა გაბრაზებული თვალები მომაპყრო და მითხრა
-მანქანით არა ფეხით
რათქმაუნდა ის ხომ ადამიანი იყო რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ფიქრობდა მეც მორჩილად გავყევი ნახევარ საათიანი ხეტიალის შემდეგ მივადექით პატარა შენობას შორიდანაც ჩანდა რომ ძალიან ძველი იყო შიგნით შევედით და გავიფიქრე ღმერთო რა ლამაზი ნახატებია ინტერესიანი თვალები მივაპყარი მოხუც ბატონს მან ეს შენიშნა და მკითხა:
-ახალგაზრდავ რაიმეს კითხვა ხომ არ გნებავთ?
-აჰჰ იცით დიახ! უბრალოდ მაინტერესებს ეს ნახატები ვისია.
კაცმა გაბრაზებული თვალები მომაოყრო და მითხრა
-ღმერთო ჩემო ყმაწვილო მასთან ერთად დადიხარ და არც კი იცი რომ მხატვარია სირცხვილი შენ
აი ამ დროს კი მართლა ვიგრძენი სირცხვილის გრძნობა ამდენი ხანი ხომ ჩემს გვერდით იყო და მე ისიც კი არ ვიცოდი რომ ძალიან ნიჭიერი მხატვარი იყო
მალევე გამოვედით შენობიდან და გავისეირნეთ ბევრი ვისაუბრეთ და მალევე დავიშალეთ. სახლში რომ მივედი მაშინვე დავწექი და დავიძინე.



№1  offline მოდერი guroo

ზარმაცი მოლაქლაქის მოყოლილ ამბავს ჰგავს. მშობლებთან დეტალების განხილვა რომ არ სურთ და ოსტატურად იძვრენენ თავს.
საშინელება იყო!
სათაური რომ დავინახე, გავიფიქრე, თუ გამიმართლა და კარგი ავტორი ჰყავს, იქნებ გავიგო სამუდამოდ შეყვარება რა ჯანდაბაა-მეთქი. არასდროს მყვარებია დიდხანს და იმიტომ. ვერ გავიგე, რისი გაგებაც მსურდა. ამის გამო გავბრაზდი და ახლა ბოღმიან კომენტარს გიწერ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent