შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგონა ზღვის პირას (მეთექვსმეტე თავი)


24-03-2020, 08:32
ავტორი fireending
ნანახია 1 141

-არასწორად მოიქეცი_უსაყვედურა ლანამ
-არ მინდა ამაზე საუბარი
-მე მინდა_თქვა ლანამ -შენ დას გული საშინლად ატკინე,რა დღეში იყო რომ წავიდა გული მომიკვდა
-მე და აღარ მყავს_თქვა დამიანემ და ფანჯარას მიუახლოვდა-და არც ის მინდა შენ გქონდეს მასთან ურთიერთობა
-გეყოფა,მართლა გეყოფა.არასწორად იქცევი
-კიდევ მე ვიქცევი არასწორად?_ხმას აუწია დამიანემ-ლანა,ძალიან ვარ გაღიზიანებული,ეს ყველაფეერი მეც მტკენს გულს,მაგრამ ახლა ამაზე არც ლაპარაკი და არც ფიქრი მინდა
-კარგი_თქვა ლანამ და სკამზე ჩამოჯდა.
დამიანე ისევ ფანჯარაში იყურებოდა.გული ტკიოდა და ანადგურებდა ის რომ რამდენიმე წუთის წინ ანას ეს უთხრა,მაგრამ სიბრაზეს ვერ სძლია,როგორ უნდოდა უკან გაჰკიდებოდა,შეეჩერებინდა,გულში ჩაეკრა და აღარასდროს გაეშვა,მაგრამ ეს არ გააკეთა ,ვერ მოერია თავს.
...
-ანა,რა დაგემართა?_გაუკვირდა ბექას ,როდესაც კართან ატირებული გოგონა დაინახა.
ანამ არაფერი უპასუხა,ტირილისგან თვალები ჩაწითლებული ჰქონდა და საუბარი არ შეეძლო.ბექა შეშფოთდა შვილი რომ ასეთ მდგომარეობაში დაინახა,სახლში შეიყვანა და მის გვერდით ჩამოჯდა.ანა კარგა ხანს არაფერს ამბობდა.მამაზე იყო მიხუტებული და ტიროდა,ბექა მის დამშვიდებას ცდილობდა,მაგრამ ანას დაწყნარება არ შეეძლო.
-შვილო მითხარი რა მოხდა, რა გჭირს?_ეკითხებოდა ბექა
-დამიანესთან ვიყავი_თქვა ანამ,როდესაც ცოტათი დაწყნარდა-ისეთი გაბრაზებულია ჩემზე,მითხრა რომ მისთვის აღარაფერს წარმოვადგენ და მას და აღარ ყავს.განადგურებული ვარ
-დამშვიდდი გთხოვ_შვილს მოეფერა ბექა-დამშვიდდი,ეს სიბრაზის გამო გითხრა,ხომ იცი,რომ ასე სინამდვილეში არ ფიქრობს
-არ ვიცი მამა,არ ვიცი-თქვა სასოწარკვეთით-აღარ ვუყვარვარ და მართალიცაა ,რად უნდა ჩემნაირი და,ვიცი,რომ მისგან პატიებას არ ვიმსახურებ და არც ვამტყუნებ
-ნუ ამბობ ამას_თქვა ბექამ-მართალია შეცდომა დაუშვი,მაგრამ დამიანე დაფიქრდება და თვითონ შეგირიგდება,ცოტა დრო მიეცი მასაც და შენ თავსაც
-არ ვიცი.მე არაფრის იმედი მაქვს
-დამიჯერე,ყველაფერი გამოსწორდება_ხელი მოხვია შვილს ბექამ და აკოცა-შენ შეცდომა დაუშვი,მაგრამ ეს ბოროტი განზრახვიტ არ გაგიკეთებია,გარდა ამისა გულწრფელად ნანობ ყველაფერს და დამიანეც ერთ დღეს გაიგებს ამას
-დადგება კი ეგ დღე?_თქვა ანამ-ჩემი ძმა სამუდამოდ დავკარგე
-დადგება,ისევ ძველებურად იქნებით შენ და დამიანე_თქვა ბექამ-ანა წამოდი შენ ოთახში და დაიძინე ცოტა ხნით,ანერვიულებული ხარ და დასვენება გჭირდება.
ანას არაფერი უთქვამს.მართლაც დაღლილი იყო და მამასთან ერთად ოთახში წავიდა.ბექაც მასთან იჯდა საწოლზე,სანამ გოგონას არ ჩაეძინა.შემდეგ კი ოთახიდან გამოვიდა,კარი ფრთხილად დახურა,მობილური ჯიბიდან ამოიღო და დამიანეს დაურეკა
-გისმენ მამა
-დამი,დრო თუ გაქვს შემხვდი სადმე
-რამე მოხდა?
-უნდა დაგელაპარაკო
-მამა,ვიცი რაზეც უნდა მელაპარაკო და ახლა აზრი არ...
-გთხოვ_საუბარი გააწყვეტინა ბექამ-მხოლოდ მომისმინე და დანარჩენი შენი გადასაწყვეტია
-კარგი ,კარგი...
-ერთ საათში გნახავ მაშინ_თქვა ბექამ და ტელეფონი გათიშა
...
-გისმენ მამა,რისი თქმა გინდა?_ჰკითხა დამიანემ და ბექას წინ მაგიდასთან ჩამოჯდა
-ანა ძალიან ცუდად იყო,ცოტა ხნის წინ ჩემთან მოვიდა,ტიროდა
-თავის თავს დააბრალოს_თქვა ცივად
-გთხოვ ასე ნუ იქცევი,გულს საშინლად ტკენ შენ დას.
-და მე რომ ამდენ ხანს გული მტკიოდა და საყვარელი ადამიანისგან შორს ვიყავი არაფერია?_თქვა დამიანემ-ამდენ ხანს ვიტანჯებოდი და რის გამო
-მესმის შენი და მართალი ხარ,მაგრამ ეს ცუდი განზრახვით არ გაუკეთებია_თქვა ბექამ-ეშინოდა ,დაბნეული იყო,შენ და ლანას გიცავდათ
-კარგი გასაგებია_უპასუხა დამიანემ-მესმის რომ შეეშინდა,მაგრამ ჩემთვის უნდა ეთქვა ყველაფერი,რამე გამოსავალს ვიპოვნიდი,მაგრამ არ მენდო ,ჩემგან მალულად იმოქმედა,ამით მეც დამაზარალა და ლანაც
-მართალი ხარ_უთხრა ბექამ-ყველაფერში მართალი ხარ,მაგრამ ანა შენი დაა,უყვარხარ და ასე მხოლოდ შენ გამო მოიქცა
-მამა_საუბარი გააწყვეტინა დამიანემ-მესმის,რომ ანაც შენი შვილია და გული გტკივა,რომ ასე იტანჯება,მეც გული მტკივა,რომ იძულებული გავხდი საკუთარ დასთან ურთიერთობა გამეწყვიტა,მაგრამ ანას საქციელის გამო შესაძლოა ჩემი შვილი ისე დაბადებულიყო,რომ მე ვერაფერს გავიგებდი.ეს სამართლიანია?შენ ყველაზე მეტად უნდა გესმოდეს ჩემი.რამდენი წელი გავატარეთ ერთმანეთის გარეშე,რამდენი? მხოლოდ ახლა გაიგე ჩემი არსებობის შესახებ,რას იტყვი დაკარგულ წლებზე.კარგი იქნებოდა მეც ჩემი შვილის გარეშე გამეტარებინა ცხოვრება?
ბექა ჩუმად იყო,არაფერი უთქვამს ხვდებოდა,რომ რასაც დამიანე ამბობდა მართალი იყო,მაგრამ ანაც ხომ მისი შვილი იყო და გული ტკიოდა,როდესაც მისი შვილები იტანჯებოდნენ.გულს უკლავდა შვილების თითოეული ცრემლი.
-მართალი ხარ_თქვა ბექამ რამდენიმე წუთის შემდეგ-მაგრამ დაფიქრდი იმაზე რაც გითხარი,იმედია ცოტა დაწყნარდები და შეძლებ საკუთარ დას აპატიო,ეს შენც სიმშვიდეს მოგიტანს.შეცდომას ყველა ვუშვებთ,მაგრამ აღიარება და პატიების თხოვნაც წინ გადადგმული ნაბიჯია.დაფიქრდი გთხოვ_თქვა მან და ფეხზე წამოდგა-ახლა წავალ და შენ მშვიდად იფიქრე ,ყველაფერი გააანალიზე_თქვა ბექამ და შვილს დაემშვიდობა.
...
უკვე მოსაღამოვდა და ლუკა ნერვიულობდა,რადგან ანას ვერ უკავშირდებოდა.არ უნდოდა ცუდზე ეფიქრა,მაგრამ ხვდებოდა,რომ მასზა და დამიანეს შორის რაღაც მოხდა.ლანასაც დაურეკა და კიდევ უფრო შეშფოთდა,როდესაც ლანამ უტხრა ,რომ ანა ჯერ კიდევ დილით წავიდა მათი სახლიდან.ლუკამ მანქანის გასაღები აიღო და გარეთ გავიდა,გადაწყვიტა ბექასთან წასულიყო.ვარაუდდობდა,რომ ანა მამასთან იქნებოდა.
ნახევარ საათში ბექას სახლთან იყო.სირბილით აიარა კიბე და კარზე ზარი დარეკა.
-გამარჯობა ლუკა,შემოდი_მიესალმა მას ბექა
-გამარჯობა_მიესალმა ლუკაც-ბექა,ძალიან ვღელავ,ანას ვერ ვუკავშირდები მთელი დღეა,დამიანესტან და ლანასთან იყო დილიტ და მას შემდეგ ვეღარ დავუკავშირდი.ვიფიქრე აქ ხომ არა არის მეთქი
-დამშვიდდი_უპასუხა ბექამ-აქ არის,ახლა ძინავს.ძალიან იყო ანერვიულებული რომ მოვიდა
-ანას გამო ძალიან ვღელავ_თქვა ლუკამ და ბექას წინ სავარძელში ჩამოჯდა-რაც ბოლო დროს მოხდა იმას ძალიან განვიცდი,ანა კი ყველაზე მეტად ნერვიულობს
-ჰო_თქვა ბექამ-ძალიან ცუდად იყო რომ მოვიდა,ძლივს დავამშვიდე და რომ დაეძინა დამიანეს შევხვდი და ველაპარაკე
-მერე ?
-არაფერი_თქვა სევდიანად ბექამ-ისიც ძალიანაა ნაწყენი
-მესმის
-არ ვიცი ლუკა რა გავაკეთო_ამოიოხრა ბექამ-ჩემ შვილებს ასეთ დღეში რომ ვუყურებ,არადა რა კარგად იყვნენ ერთად
-არ ინერვიულო შენ_უთხრა ლუკამ და მხარზე ხელი დაადო-გამოსწორდება ყველაფერი,ისევ შერიგდებიან მალე
-იმედია,იმედია_თქვა ბექამ-ლუკა,ჩაის ხომ დალევ?თან გემრიელი ნამცხვარიც მაქვს
-სიამოვნებით_უპასუხა ლუკამ-მანამდე ანასთან შევალ,ვნახავ როგორ არის
ლუკა საძინებელ ოთახში შევიდა.კარი ფრტხილად შეაღო,ანას ჯერ კიდევ ეძინა,მამაკაცი საწოლზე ჩამოჯდა,ანას სახეზე მოეფერა და აკოცა.გოგონამ თვალები გაახილა,ლუკას დანახვაზე გაეღიმა,საწოლში წამოჯდა და მას მოეხვია.
-როდის მოხვედი?რამდენი ხანი მეძინა?_იკითხა მან
-ცოტა ხნის წინ მოვედი_უპასუხა ლუკამ-ვინერვიულე რომ ვერ დაგიკავშირდი და ვიფიქრე,რომ აქ იქნებოდი
-კარგია,რომ მოხვედი_თქვა გოგონამ-კარგია,რომ შენც არ მიმატოვე_თქვა სევდიანად
-არასდროს მიგატოვებ_უთხრა ლუკამ და თვალზე მომდგარი ცრემლი მოწმინდა-მე შენ ძალიან მიყვარხარ.არ იდარდო გთხოვ,მალე გამოსწორდება ყველაფერი
-ნეტავ ეგრე იქნებოდეს_თქვა ანამ
-ყველაფერი კარგად იქნება_თქვა ლუკამ და ანას აკოცა-ახლა წამოდი ბექასთან ერთად ჩაი დავლიოტ და ნამცვხარი ვჭამოთ და შენც ცოტა ხასიათზე მოხვალ
-კარგი_უთხრა გოგონამ და საწოლიდან წამოდგა.
...
-გაიღვიძე_ჩაესმა ანას ლუკას ხმა
გოგონა უკმაყოფილოდ შეიშმუშნა,გაღვიძება ეზარებოდა,მაგრამ დილის მზის სხივებმა თვალი მოჭრა და იძულებული გახდა წამომდგარიყო.
-რა ხდება_იკითხა გოგონამ მძინარე ხმით
-გადაღება გვაქვს დღეს და დაგვაგვიანდება_უპასუხა ლუკამ და შარვალი ამოიცვა
-იქნებ აღარ ღირს ,რომ მე სერიალში დავრჩე_თქვა ანამ-იპოვიან შემცვლელს
-რას ამბობ?_უსაყვედურა ლუკამ-გახსოვს როლი პირველივე ცდაზე მიიღე,სერიალი შენი წყალობით კიდევ უფრო წარმატებული გახდა და ახლა გინდა ამ წარმატებაზე უარი თქვა?შენი ნიჭი ტყუილად უნდა დაიკარგოს?
-გამიგე გთხოვ_თქვა ანამ-ძნელი იქნება ჩემთვის,თანაც დამიანესაც არ ენდომება ჩემი დანახვა და მეშინია თვითონ არ წავიდეს ,არ მინდა ჩემ გამო კიდევ რამე ცუდი დაემართოს.
-არაფერი მოხდება_ცოლს მოეხვია ლუკა -ჩაიცვი,მოწესრიგდი და წავიდეთ.
ანამ აღარაფერი უთხრა.ლუკას გულის სიღმეში ეთანხმებოდა კიდეც,

სტუდიაში რომ მივიდნენ თითქმის ყველა მზად იყო,გადაღებების დაწყებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი.დამიანეც იქ იყო.ის მხოლოდ ლუკას მიესალმა ,ანას არსებობა კი არც შეიმჩნია,წესიერად არც შეხედა გოგონას.გადაღებების დროს კი საკუთარ დას ისე ექცეოდა,როგორც რიგით მსახიობს,უცხო ადამიანს,რომელთანაც მხოლოდ სამუშაო აკავშირებს.
ანაც რა თქმა უნდა გრძნობდა ამ ყველაფერს და გული კიდევ უფრო ტკიოდა,მაგრამ ვერაფერს ამბობდა.დამიანესთან საუბარსაც კი აღარ ცდილობდა,მასთან ისევ დაახლოების ყოველგვარი იმედი გადაწურული ჰქონდა.
გადაღებებიც დასრულდა,ანამ კი შვებით ამოისუნთქა,არავის ნახვა და არავისთან საუბარი სურდა,მანქანისკენ წავიდა და ლუკას ელოდებოდა,რომელიც ცოტა ხნით სტუდიაში შეყოვნდა.
ლუკა დამიანეს მიუახლოვდა.
-როგორ ხარ?_ჰკითხა მან დამიანეს-წესიერად ვერც დაგელაპარაკე
-კარგად ვარ_უპასუხა დამიანემ -შენ?
-მეც კარგად ვარ_უპასუხა ლუკამ-დამი,შენ და ლანა ამ საღამოს ჩვენთან გამოდით,დიდი ხანია ერთად არ შევკრებილვართ და კარგი იქნება თუ...
-ტყუილად ცდილობ ლუკა_გააწყვეტინა დამიანემ-ძალიან გთხოვ არ მინდა არცერთი სიტყვის გაგონება,შენ ჩემი მეგობარი ხარ,მეგობარზე მეტიც,ძმად გთვლი და გთხოვ შენთან ურთიერთობასაც ნუ გამაფუჭებინებ
-კარგი_თქვა ლუკამ-აღარაფერს გეტყვი,ხვალამდე-დაემშვიდობა ის დამიანეს და მანქანისკენ წავიდა.
...
-არ წვები?_ჰკითხა ლუკამ ცოლს
-ჯერ არა_უპასუხა ანამ-შენ დაიძინე-მე აბაზანაში შევალ
-კარგი_თქვა ლუკამ და გოგონას აკოცა
ანამ პირსახოცი აიღო და აბაზანაში შევიდა.ლუკას კი დამღლელი დღის შემდეგ მალევე ჩაეძინა.
თითქმის ერთი საათი ეძინა და შემდეგ მოულოდნელად გაეღვიძა,ძლიერმა წყურვილმა შეაწუხა,საწოლში წამოჯდა და სინათლე აანთო,გაუკვირდა,როდესაც მის გვერდით ანა არ იწვა.ფეხზე წამოდგა და დერეფანში გავიდა
-ანა_დაიძახა მან
პასუხი არავინ გასცა. აბაზანიდან კი სინათლე მოჩანდა.ლუკა მაშინვე კართან მივიდა და დააკაკუნა.ანა პასუხს არ სცემდა.
-ანა,კარგად ხარ?_ეკითხებოდა ის
პასუხი რომ ვერ მიიღო შეეშინდა,კარს მიაწვა,მაგრამ ჩაკეტილი იყო.ძალიან ღელავდა.გადაწყვიტა რომ კარი შეემტვრია და რამდენიმე ცდის შემდეგ შიგნით შევიდა.
აბაზანა ქაფიანი წყლით იყო სავსე,ანას ხელი მოჩანდა მხოლოდ.მამაკაცს თავზარი დაეცა,სასწრაფოდ მივარდა და გოგონა ამოიყვანა.ანა უგონოდ იყო,ლუკა მის გამოფხიზლებას ცდილობდა,მაგრამ ამაოდ,გულის მასაჟს და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა,აშკარა იყო,რომ ბევრი წყალი ჩაყლაპა.ბევრი წვალების შემდეგ ანა გონს მოვიდა,პირიდან წყალი გადმოასხა და საშინლად ახველებდა,გოგონა გაურკვევლობაში იყო,შეშინებული სახე ჰქონდა,არ ახსოვდა სად იყო.
-ანა,ანა_დაუყვირა ლუკამ,რადგან ის გონებას კარგავდა
-კარგად ვარ კარგად_თქვა აკანკალებული ხმით-რა მოხდა?
-კიდევ კარგი,კიდევ კარგი გონს მოხვედი_ტქვა ლუკამ და გოგონა გულში ჩაიკრა-აბაზანაში გნახე უგონოდ ეს როგორ დაგემართა რატომ?_ეკიტხებოდა ის
-არ ვიცი ,ალბათ ჩამეძინა_უპასუხა ანამ
-ნამდვილად?_ჰკითხა მამაკაცმა
-ჰო
-ახლავე საავადმყოფოში უნდა წავიდეთ,უგონოდ დიდხანს იყავი
-არა,გთხოვ არ გინდა_შეეხვეწა მას ანა
-რას ამბობ ცოტაც რომ დამეგვიანა ...ამაზე ფიქრიც არ მინდა
-ნეტავ დაგეგვიანა_თქვა მან სევდიანად
-გაგიჟდი?_გაბრაზდა ლუკა-შენ რომ რამე დაგმართნოდა,ანა ასე რატომ მოიქეცი,ეს რატომ გააკეთე
-მეტი აღარ შემიძლია_თქვა ანამ და ატირდა
-კარგი,კარგი გთხოვ დამშვიდდი_მის დაწყნარებას ცდილობდა ლუკა
-გთხოვ არავის უთხრა ამის შესახებ ლუკა,გთხოვ,მითუმეტეს მამას_სთხოვა ანამ-არ მინდა ინერვიულოს ჩემ გამო
-კარგი,მაგრამ დამპირდი,რომ ასეთ სისულელეს აღარ გააკეთებ ,დამპირდი ანა
-გპირდები_უთხრა ანამ და ლუკას ჩაეხუტა
-ყველაფერი კარგად იქნება ანა,სულ ცოტა დარჩა,მალე მეორე სეზონის გადაღებები დამთავრდება და მერე მე და შენ ერთად წავიდეთ სადმე,შორს.მინდა დამშვიდდე და აღარ იდარდო.ვერ გავუძლებ შენ დაკარგვას.ამას ნუ გამიკეთებ_ეუბნებოდა გოგონას ლუკა და თან გულში ჰყავდა ჩაკრული ძლიერად.
ეშინოდა მისი დაკარგვის,ლამის გული გაუჩერდა,როდესაც ანა ასეთ დღეში დაინახა.გოგონას ჩაცმაში დაეხმარა,საწოლამდე მიიყვანა და მის გვერდით იჯდა სანამ არ ჩაეძინა,ხელში მისი ხელი ეჭირა და სახეზე ნაზად ეფერებოდა.ვერ წარმოედგინა ცხოვრება მის გარეშე,ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად უყვარდა ის.უყურებდა ანას სევდიან მაგრამ მისთვის ყველაზე მშვენიერ სახეს და გული ტკიოდა,რომ მას ვერაფრით ეხმარებოდა.თვალწინ ის დღე წარმოუდგა,როდესაც ანა პირველად ნახა,მაშინ პატარები იყვნენ,დროს მხიარულად ატარებდნენ სანაპიროზე,იმ დღის გახსენება ყოველთვის ღიმილს გვრიდა.წლების შემდეგ კი ისევ შეხვდა ანას და ახლა უკვე სამუდამოდ დაიკავა მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი.
...
თითქმის მთელი ორი თვე გავიდა ამ ამბის შემდეგ.თითქოს მშვიდად ცხოვრება განაგრძეს,მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი იყო.სინამდვილეში თავს კარგად არცერთი გრძნობდა.დამიანე ამაზე არ საუბრობდა,მაგრამ ისიც ძალიან განიცდიდა რაც მასა და ანას შორის მოხდა,უჭირდა უცხოსავით მოქცეოდა,გოგონას,რომელიც მისი სისხლი და ხორცი იყო.ყოველ დღე უფრო და უფრო ძნელი იყო ამის ატანა,მაგრამ გაბრაზებას ჯერ კიდევ არ გაევლო,გაბრაზებასთან ერთად კი სიამაყეს ვერ ერეოდა.
ბექას ძალიან აწუხებდა ეს მდგომარეობა და შვილების შერიგების ყოველი ამაო მცდელობა გულს ტკენდა,ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ორივე შვილი დაემშვიდებინა,მაგრამ ეს ყოველ ჯერზე უფრო ძნელი ხდებოდა.ლიზა მის ცხოვრებაში იმ დროს გამოჩნდა,როდესაც ის სიკვდილს ებრძოდა,როცა ეგონა,რომ იმედი აღარ იყო დარჩენილი,სწორედ მისმა გვერდით დგომამ დააძლევინა ეს დაავადება და კვლავ გაუჩინა სიცოცხლის სურვილი და ხალისი,ლიზა და მისი შვილები იყვნენ მის გვერდით მაშინ,ახლა კი შვილებს ჭირდებოდა მისი დახმარება და ცდილობდა ეს გაეკეთებინა.ბექას ამ მძიმე მდგომარეობას ლიზა უმსუბუქებდა,ქალი რომელიც მისთვის ძალიან ძვირფასი გახდა და რომლის გვერდითაც შეეძლო მშვიდად ყოფილიყო ,სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა მასზე დაქორწინებულიყო და მის გვერდით გაეტარებინა მთელი სიცოცხლე. ახლა სარკის წინ იდგა,საქორწინოდ გამოწყობილი,სარკეში იყურებოდა და ტანსაცმელს ისწორებდა.სახეზე კი ბედნიერებისგან გამოწვეული ღიმილი არ შორდებოდა.
-კარგად გამოიყურები _გაეღიმა ლუკას და ბექას მხარზე ხელი დაადო
-მადლობა_უპასუხა ბექამ
-მიხარია რომ ბედნიერი ხარ ბექა.
-მართლა ძალიან ბედნიერი ვარ,მიხარია,რომ ლიზა ჩემ გვერდით იქნება_თქვა მან -თანაც პატარა წვეულების მოწყობაც რომ გადავწყვიტეთ კარგია,იქნებ დამიანესაც მოულბეს ცოტათი გული და საბოლოოდ დალაგდეს მისი და ანას ურთიერთობა
-მეც მაგის იმედი მაქვს _თქვა ლუკამ-ახლა წავიდეთ საცოლე არ ვალოდინოთ,დამიანე და ლანა მანქანაში გველოდებიან.


-გილოცავთ ლიზა_გადაკოცნა ქალი ლანამ,როდესაც წყვილმა ხელი მოაწერა
-მადლობა ჩემო კარგო_გაუღიმა ლიზამ და მუცელზე მოეფერა-შენ უკვე მალე ელოდები არა?
-კი,ალბათ რამდენიმე დღე დარჩა_გაეღიმა ლანასაც
-მეც გილოცავთ_გადაკოცნა დამიანემ ლიზა და მამამისი შემდეგ კი ლანას ჩაკიდა ხელი-შემდეგი კი ჩვენ ვიქნებით_თქვა მან და ლანას სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა
-მართლა?_გაუხარდა ბექას-რა კარგია
-ჰო_უპასუხა დამიანემ-ბავშვი რომ გაჩნდება მალე გვექნება ქორწილი
-ძალიან მაგარი ამბავია_გაუხარდა ლუკას
დღევანდელ საზეიმო ამბავს კიდევ ერთი შეემატა,ყველა მხიარულ ხასიათზე იყო,სახლში პატარა წვეულება მოაწყვეს,ახლო ნათესავები და მეგობრები დაპატიჟეს და დროსაც სასიამოვნოდ ატარებდნენ.ანაც ცდილობდა მხიარულად მოეჩვენებინა სხვებისთვის თავი,მაგრამ ეს ძალიან უჭირდა.გულში თითქოს ბასრ დანას არჭობდნენ.რამდენჯერმე სცადა ძმას გამოლაპარაკებოდა,მაგრამ დამიანე მას ყურადღებას არ აქცევდა,თითქოს ის არც არსებობდა,უჩინარი იყო.ყველაზე მეტად კი იმან ატკინა გული ,რომ სუფრასთან დამიანეს მის გვერდით მოუწია დაჯდომა,დამიანემ კი სხვა ადგილზე გადაჯდომა ირჩია.
ანა გულგატეხილი იყო,თავს ცუდად გრძნობდა,სტუმრებს მოუბოდიშა და ოთახში შევიდა.ლანა კარგად ხვდებოდა რაც აწუხებდა ანას,მასაც გულს ტკენდა ეს ყველაფერი,უნდოდა დამიანე დასთან შეერიგებინა,დაღლილობა მოიმიზეზა და დამიანეს სთხოვა ოთახამდე გაყოლა.
-როგორ ხარ?_ჰკითხა დამიანემ
-კარგად ვარ ახლა _უპასუხა ლანამ-ცოტა დავიღალე,დამი აბაზანაში შევალ,ახლავე მოვალ და მერე ერთად გავიდეთ კარგი?
-კარგი მიდი
ლანა ოთახიდან გამოვიდა და ანას ოთახში შევიდა.ანა საწოლზე იყო წამოწოლილი.
-ანა,ხომ არ გძინავს?_ჰკითხა მან
-არა,მოდი_წამოჯდა ანა
-შეგიძლია დამეხმარო? ოთახში გამომყევი გთხოვ,კაბის გახდა მიჭირს არადა ძალიან მეძინება
-ახლავე_ფეხზე წამოდგა ანა და ლანასთან ერთად ოთახში შევიდა.
დამიანეს არ ესიამოვნა ანას შემოსვლა
-ამისთვის გამომიყვანე?_იკითხა ცივად მამაკაცმა
-გეყოფა_უსაყვედურა ლანამ-მარტო დაგტოვებთ,უნდა ილაპარაკოთ,ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს
-მე მასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს_თქვა დამიანემ-მგონი გარკვევით ვთქვი,შენ ჩემთვის არავინ ხარ და თავი დამანებე_დაუყვირა მან ანას
ანას არაფერი უთქვამს,ოთახი უსიტყვოდ დატოვა.
-საშინლად იქცევი,საშინლად_ატირდა ლანა
-ძალიან გთხოვ დამშვიდდი_მის წინ ჩამოჯდა დამიანე-არ ინერვიულო
-როგორ არ ვინერვიულო,ასე როდემდე გააგრძელებ?ვერ ხედავ რა დღეში აგდებ შენ დას?
-თვითონ რა დღეში ჩამაგდო_იყვირა დამიანემ-კინაღამ შვილის და შენ გარეშე დამტოვა
-მაშინ მეც გამაგდე შენი ცხოვრებიდან მეც_იყვირა ლანამ-მე დაგიმალე რომ ორსულად ვიყავი,ანამ არაფერი იცოდა,ანა მხოლოდ შენ დასაცავად მოიქცა ასე_ლანა აღელვებული იყო და ცრემლებს ვერ იკავებდა.
დამიანე მის გვერდით ჩამოჯდა და გოგონას დამშვიდებას ცდილობდა.იმასაც კარგად ხვდებოდა,რომ ლანა მართალი იყო,უნდოდა ამდგარიყო,ანა შეეჩერებინა,მაგრამ ამას ვერ აკეთებდა.
ლუკა ეზოში სეირნობდა,როდესაც შეამჩნია,რომ იქ ანას მანქანა აღარ იყო გაჩერებული.გოგონას ყველგან ეძებდა,ტელეფონზეც დაურეკა,სახლშიც დარეკა,მაგრამ პასუხი არ იყო.ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა,ნერვიულობამ შეიპყრო,მაგრამ ბექასთვის არაფერი უთქვამს. არ უნდოდა მისი ანერვიულება,რადგან არ იცოდა რა მოხდა.თითქმის ყველა სტუმარი წავიდა.ანა ჯერ კიდევ არ ჩანდა.ლუკას სხვა გზა აღარ ჰქონდა,დამიანესთვის უნდა ეთქვა ყველაფერი.
სახლში შევიდა და იმ ოთახთან მივიდა,სადაც დამიანე იყო.კარზე დააკაკუნა.
-შემოდი_გაისმა დამიანეს ხმა.
-დამი გამოდი ერთი წუთით
-რამე მოხდა?_ჰკითხა დამიანემ ,როდესაც გამოვიდა და ლუკას გაფითრებული სახე დაინახა
-ლანას ძინავს?
-კი ძინავს.რა მოხდა?_იკითხა დამიანემ
-ანას ვერ ვპულობ _თქვა ლუკამ
-რას ნიშნავს ვერ პოულობ?_იკითხა დამიანემ
-არსად არაა,მისი მანქანაც არაა,სახლშიც ვრეკავ,მობილურზეც,არ მპასუხობს_ამბობდა აღელვებით ლუკა-არ ვიცი რა ვიფიქრო,ბექას განერვიულებაც არ მინდა,ამიტომ გითხარი შენ,უნდა მოვძებნო,არ ვიცი სადაა
-რატომ ნერვიულობ,დამშვიდდი_თქვა დამიანემ-იქნებ სახლში წავიდა,დაიღალა და დაეძინა
-შენ არ გესმის არა_თქვა აღელვებით ლუკამ
-რას გულისხმობ?
-რამდენიმე თვის წინ _ლუკა შეჩერდა,უჭირდა ამაზე საუბარი და ჯერ ისევ ტკიოდა გული ამის გამო
-რა? რა მოხდა რამდენიმე თვის წინ?
-ანამ თვითმკვლელობა სცადა,ძლივს მივუსწარი,ცოტაც და...
-რა?_დაიყვირა დამიანემ-რატომ,რატომ არ მითხარი ეს
-ანამ მთხოვა ,რომ არავისთვის მეთქვა,ძალიან ცუდად იყო ახლა კი მეშინია ისევ არ
-არ თქვა..._შეაწყვეტინა დამიანემ .ის გაშეშებული იდგა ერთ ადგილას და მთელი სხეული უკანკალებდა.მიხვდა,რომ ამჯერად ზემდმეტი მოუვიდა.ლუკას ნათქვამმაც თავზარი დასცა ,აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.
-წავიდეთ_თქვა დამიანემ-ახლავე ჩავიცვამ და წავიდეთ უნდა მოვძებნოთ
ლუკა და დამიანე მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.დამიანე მანქანას ისე სწრაფად მართავდა,რომ სახლთან თითქმის ოც წუთში იყვნენ.სახლის კარი დაკეტილი დახვდათ.ლუკამ გასაღები ამოიღო და კარი გააღო.სახლში შევიდნენ,მაგრამ იქ არავინ იყო.
-აქ ყოფილა_თქვა ლუკამ,როდესაც მაგიდაზე დადებული ანას მობილური ტელეფონი დაინახა
-სად უნდა იყოს_თქვა დამიანემ
მაგიდაზე კიდევ ფურცელი იდო,რომელზეც ლუკას ნახატი იყო,ბავშვობაში რომ აჩუქა ის ნახატი,ნახატზე კი პატარა ფურცელი,სადაც ანა ლუკას პატიებას თხოვდა
ლუკა გაჩერდა,მისი ყურადღება ერთმა კარადამ და ოდნავ ღიად დარჩენილმა უჯრამ მიიპყრო.მამაკაცი მას მიუახლოდა,გულის ცემა აუჩქარდა,თითქოს იგრძნო რაც ხდებოდა,უჯრა გამოაღო და რაღაცის ძებნა დაიწყო.
-რა მოხდა? რას ეძებ_ჰკითხა დამიანემ
ლუკას თავბრუ დაეხვა და სკამზე ჩამოჯდა,სახეზე კი მთლიანად გაფირთდა,ის მოხდა,რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა.
-ლუკა გამაგებინე რა ხდება
-იარაღი დამიანე ,იარაღი_თქვა მან
-რა იარაღი?
-აქ ანა იარაღს ინახავდა და ახლა აღარაა.



№1  offline წევრი nigita

ანას ესეთი დრამატიზირება სიტუაციის არალოგიკურია, დამიანესთვის დრო უნდა მიეცა რომ ცოტა ბრაზი რომ გადაევლო... თავიდანვე არ ეთქვა ტყუილი ანას და ესეთ დღეში არ იქნებოდა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent