შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგონა ზღვის პირას (მეთხუთმეტე თავი)


22-03-2020, 05:53
ავტორი fireending
ნანახია 1 185

დამიანე თვითმფრინავში იჯდა,მოუთმენლობისგან ერთ ადგილზე გაჩერება უჭირდა,სულ ფანჯარაში იყურებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის აფრინდებოდა.ხალხი თანდათან შემოდიოდა და იკავებდა თავიანთ ადგილს,აფრენამდე ჯერ კიდევ დრო იყო დარჩენილი.გვერდიტ ვიღაც დაუჯდა,თუმცა არ მიუხედავს,ისევ ფანჯარაში იყურებოდა.
-დამი_მოესმა ნაცნობი ხმა და მხარზე ხელის შეხება იგრძნო
-ლუკა,აქ რას აკეთებ?_ჰკიტხა გაკვირვებულმა,როდესაც მისკენ მობრუნდა
-მარტო ვერ გაგიშვებდი,ძალიან აღელვებული ხარ
-არ არის საჭირო,შეგიძლია დაბრუნდე_თქვა გულგრილად
-საჭიროა_უპასუხა მან-მამა და ანაც ძალიან ნერვიულობს
-ძალიან გთხოვ_შეაწყვეტინა დამიანემ-ანაზე საუბარი არ მინდა,მასზე საერთოდ არაფერი მითხრა
-გთხოვ ანაზე ნუ გაბრაზდები_თქვა ლუკამ-ეს მხოლოდ შენი და ლანას უსაფრთხოებისთვის გააკეთა,ვიცი არასწორად მოიქცა,მაგრამ შეშინებული იყო რა უნდა ექნა
-რა უნდა ექნა?_ხმას აუწია დამიანემ-რა და ჩვენთვის უნდა მოეყოლა
-ჰო,მართალი ხარ ,მაგრამ მაშინ დაიბნა,შიშმა ძლია და ხედავ რაც მოხდა._უპასუხა ლუკამ-ახლა გაბრაზებული ხარ მესმის,მაგრამ ცოტა რომ დაწყნარდები დაფიქრდი და მიხვდები,რომ ანას უნდა აპატიო
-არ ვიცი ,არ ვიცი_თქვა დამიანემ-ახლა არაფერზე შემიძლია ფიქრი,მხოლოდ ლანას ნახვა მინდა,მერე კი ვნახოთ რა მოხდება
ლუკას აღარაფერი უთქვამს.სკამის საზურგეს მიეყრდნო და თვითმფრინავიც აფრინდა.
...
-მგონი ესაა,ეს სასტუმროა_თქვა დამიანემ აღელვლვებით და სწრაფად აირბინა კიბის რამდენიმე საფეხური.ლუკაც თან მიყვებოდა.
მისაღებში შევიდნენ და უნდა ეკითხათ თუ რომელ ნომერში იყო ლანა და მოულოდნელად გოგონაც გამოჩნდა ,ის ის იყო ლიფტიდან გამოვიდა და გარეთ გასვლას აპირებდა.ლუკას და დამიანეს დანახვაზე კი გაშეშდა,ნაბიჯი ვეღარ გადადგა.არ იცოდა რა გაეკეთებინა.
არც დამიანე იყო ნაკლებ დღეში.ლანას უყურებდა და ნაბიჯის გადადგმაც არ შეეძლო,თვალს არ აცილებდა გოგონას.ერთი სული ქონდა და ვეღარ ითმენდა მის ნახვამდე,ახლა კი ასე ახლოს იყო და ვერ ეკარებოდა,ეგონა რომ ნახავდა ყველაფერი კარგად იქნებოდა,ყველაფერი გამოსწორდებოდა,ახლა კი არ იცოდა რას გრძნობდა,ერთად იმდენი გრძნობა მოერია.ლანას თვალს არ აშორებდა,უფრო სწორად გოგონას უკვე საკმაოდ წამოზრდილ მუცელს,ყველაფერი ნათელი იყო.
დამიანე ცოტათი დამშვიდდა და ლანას მიუახლობდა,გოგონას სახეზე მოეფერა და გულში ძლიერად ჩაიკრა.ლანამ ცრემლები ვეღარ შეიკავა.ენატრებოდა დამიანე,მისი სურნელი,მის გვერდით ყოფნა,მისი ჩახუტება.ახლა კი ის მასთან ასე ახლოს იყო და დაუჯერებლად ბედნიერ სიზმარში ეგონა თავი.
-ახლა აღარსად გაგიშვებ,აღარსად_ამბობდა დამიანე და ლანას ხელს არ უშვებდა.არც ლანა ცდილობდა რომ მოშორებოდა.
-როგორ მიპოვე?_მოულოდნელად შიშმა შეიპყრო ლანა და დამიანეს მოცილდა-აქ არ უნდა იყო,წადი
-რას ამბობ?სად უნდა წავიდე,ახლა როცა გიპოვე...
-არა,შენ არ გესმის _თქვა ლანამ სევდიანად-შენ არ იცი
-ყველაფერი ვიცი ლანა,ყველაფერი _უპასუხა დამიანემ
-რა?
-ყველაფერი გავიგე,ვიცი რატომაც დამტოვე_უთხრა მამაკაცმა
-მითუმეტეს_თქვა აღელვებით გოგონამ-ჩემთან თუ დარჩები საფრთხეში იქნები ის მოგკლავ
-ლანა ნუ ღელავ,დამშვიდდი_მის დაწყნარებას ცდილობდა დამიანე,მაგრამ ამაოდ.გოგონა ძალიან განერვიულდა.ლანას თავბრუ დაეხვა და გონებას კარგავდა,მაგრამ ლუკა და დამიანე დაეხმარნენ და იქვე სკამზე ჩამოაჯინეს.ლუკა გაიქცა და გოგონას წყალი მოუტანა
-კარგად ვარ ,კარგად_თქვა ლანამ,როდესაც წყალი მოსვა-გარეთ მინდა,აქ ვერ ვსუნთქავ თქვა მან
-ეზოში გავიდეთ_თქვა ლუკამ და გოგონას წამოდგომაში დაეხმარა
გარეთ გავიდნენ და სკვერში ჩამოჯდნენ.
-ნამდვილად კარგად ხარ?_ჰკითხა დამიანემ
-კარგად ვარ
-მაპატიე_თქვა დამიანემ და გოგონას მუცელზე მოეფერა-არ მინდოდა შენი განერვიულება.ისე ავღელდი რომ გიპოვე,უფრო სწორად გიპოვნეთ
ლანამ არაფერი უოასუხა მას შეხედა და ხელზე მოეფერა.
-ცოტას გავივლი_თქვა ლუკამ-მარტო დაგტოვებთ და მშვიდად ილაპარაკებთ
-ლუკა_ფეხზე წამოდგა დამიანე-მადლობა,რომ გამომყევი და ჩემ გვერდით იყავი,მაპატიე ,რომ თვითმფრინავში უხეშად გელაპარაკე,შენზე არ ვბრაზობ ხომ იცი,ანაზე კი იგივეს ვერ ვიტყოდი
-კარგი,არაფერია_უპასუხა მან-მშვიდად ისაუბრეთ,მოგვიანებით გნახავთ_დაემშვიდობა მათ ლუკა და წავიდა.
-რატომ არ მითხარი,რომ ორსულად იყავი ლანა?_შეეიკითხა ის,როდესაც ისევ მის გვერდით ჩამოჯდა
-მეც მოგვიანებით გავიგე,როცა უკვე აქ ჩამოვედი_უპასუხა გოგონამ
-უნდა გეთქვა_თქვა მან -ისე წადი და დამტოვე,რომ სიტყვაც არ გითქვამს
-ხომ იცი ასე რატომაც მოვიქეცი_უპასუხა ლანამ-მეშინოდა,რომ საფრთხე გელოდა,ძალიან მეშინოდა,ახლაც მეშინია
-ნუ გეშინია_თქვა მამაკაცმა და ლანას ხელი მოხვია-შენი ყოფილი ქმარი დაიჭირეს
-მართლა?_გაუხარდა გოგონას-როგორ ,იპოვეს?
-კი და დიდხანს მოუწევს ციხეში ყოფნა,ყველაფერს მოგიყვები._თქვა მან და ლანას აკოცა-მინდა დამპირდე,რომ ასე არასდროს მოიქცევი და აღარ მიმატოვებ,შენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ ლანა და ახლა უკვე ჩვენი შვილიც-მუცელზე მოეფერა გოგონას და გაეღიმა
-გპირდები_უპასუხა ლანამ-ძალიან მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ_უთხრა დამიანემ და ერთმანეთს აკოცეს.
...
-რა კარგია სახლში დაბრუნება_ეღიმებოდა ლანას და მანქანის ფანჯრიდან ქუჩებს აკვირდებოდა.
-რა კარგია ,რომ ისევ ჩემ გვერდით ხარ_ხელზე მოეფერა დამიანე გოგონას-მამასთან წავიდეთ კარგი?_თქვა დამიანემ-ისიც ნერვიულობდა ჩვენზე და გაუხარდება შენც რომ გნახავს
-კარგი_უპასუხა ლანამ-მეც მომენატრა ბექა
ბექას მართლაც ძალიან გაუხარდა მათი დანახვა. ბედნიერი იყო,რომ დამიანეს სახეზე კვლავ ხედავდა ღიმილს და ახალმა ამბავმაც გაახარა,რომ მალე ბაბუა გახდებოდა. თითქოს მძიმე ლოდი მოეხსნა გულიდან.უხაროდა ,რომ შვილს ასე ბედნიერს ხედავდა.
...
-ანა,სადმე მიდიხარ?_ჰკითხა ლუკამ ცოლს,როდესაც დაინახა როგორ იცვამდა
-ჰო_უპასუხა ანამ-დამიანეს და ლანას ნახვა მინდა
-ანა მომისმინე_საწოლში წამოჯდა ლუკა-არ გინდა,არ წახვიდე
-რატომ?_ჰკითხა ანამ-მეტის მოთმენა აღარ შემიძლია,ვიცი რომ დამიანე ჩემზე გაბრაზებულია,მაგრამ უნდა ველაპარაკო,თვითონ არ მირეკავს და არც ჩემ ზარს პასუხობს,აუცილებლად უნდა ავუხსნა ყველაფერი
-ანა,ცოტა დრო გავიდეს_თქვა ლუკამ-ახლა ძალიანაა ნაწყენი და შეიძლება შენც გული გატკინოს ძალიან
-მაინც უნდა ვცადო_უპასუხა ანამ
-კარგი,მოიცადე მეც გამოგყვები_ფეხზე წამოდგა ლუკა
-არა არა_შეაჩერა ის გოგონამ-მინდა მარტომ ველაპარაკო
-კარგი ანა_თქვა ლუკამ-დამირეკე როცა დაელაპარაკები და არ ინერვიულო
-კარგი_უპასუხა ანამ და მამაკაცს აკოცა
...
-დილა მშვიდობისა_მიესალმა დამიანე ახალგაღვიძებულ ლანას და აკოცა
-დილა მშვიდობისა_გაეღიმა ლანას-რომელი საათია?
-თერთმეტი ხდება_უპასუხა მამაკაცმა და საწოლზე ჩამოჯდა
-უჰ,რამდენხანს მძინებია_წამოჯდა ლანა
-მერე რა,კიდევ დაიძინე თუ გინდა_უთხრა დამიანემ-კარგად უნდა დაისვენო,თან გუშინ გვიან დავბრუნდით სახლში
-კარგი საღამო იყო_თქვა ლანამ-მიხარია,რომ ბექა ახლა კარგადაა.
-ჰო,მეც მიხარია_თქვა დამიანემ-ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო,თითქმის გადარჩენის იმედი არც გვქონდა,მაგრამ ახლა კარგადაა.ვერ გადავიტანდი რომ...
-ცუდზე არ იფიქრო_სახეზე ნაზად მოეფერა გოგონა -ბექა კარგად იქნება,მალე ბოლომდე გამოჯანმრთელდება
-იმედია_უპასუხა დამიანემ-ლანა ,მაღაზიაში ჩავდივარ და რამეს ხომ არ დამაბარებ?
-ბანანი და წიწაკის მწნილი_უპასუხა ლანამ
-ორივე?_გაეცინა დამიანეს
-რა იყო?
-არა ,არაფერი_უპასუხა მან -რა კარგია ორსულად კაცები რომ არ არიან ხოლმე
-შოკოლადიც_თქვა ლანამ და მასაც გაეცინა
-კარგი,კარგი წავედი_თქვა დამიანემ,ლანას აკოცა და წავიდა
გოგონა საწოლიდან წამოდგა,ხალათი მოიცვა და სამზარეულოში გავიდა,რომ წყალი დაელია.კარზე ზარი დარეკეს
-რა დაავიწყდა?_ჩაილაპარაკა მან და კარისკენ წავიდა
-ანა_თქვა ლანამ გაკვირვებით,როდესაც კართად მგომი ანა დაინახა
-შეიძლება?_იკითხა გოგონამ
-მოდი_უპასუხა ლანამ და კარი დაკეტა
ანა ერთ ადგილას იდგა და ვერაფერს ამბობდა.ძალიან რცხვენოდა და ლანას წინაშე თავს უხერხულად გრძნობდა.ლანა ხვდებოდა რაც აწუხებდა,ამიტომ თვითონ მიუახლოვდა ანას და მოეხვია.
-მიხარია შენი ნახვა_თქვა ლანამ და გოგონას აკოცა
-ლანა,ძალიან ვწუხვარ რომ ჩემო გამო...
-გთხოვ,არ გინდა_თმაზე მოეფერა მას-ორივემ ვიცით ეს რატომ მოხდა,დამიანეს სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შევუქმნიდით,მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად იქნება
-ძალიან,ძალიან მრცხვენია შენი_თქვა ანამ და ცრემლები მოიწმინდა-პატიების თხოვნაც კი არ შემიძლია
-გეყოფა რა,გთხოვ ნუ ტირი_გაუღიმა ლანამ-შენზე ნაწყენი არ ვარ და როგორც ადრე ახლაც ისევე მიყვარხარ,ისევ ჩემ დად გთვლი ,ეს იცოდე
-მადლობა,რომ ისევ მომეცი შანსი შენი მეგობარი ვიყო_თქვა ანამ და მეგობარს მოეხვია
-დაივიწყე ყველაფერი ანა.რაც მოხდა წარსულში დავტოვოთ.ასე სჯობს დამიჯერე_თქვა ლანამ-წამოდი,ჯერ არ მისაუზმია და იმედია არც შენ,ერთად ვისაუზმოთ
-კარგი_უპასუხა ანამ და ლანასთან ერთად სამზარეულოში გავიდა
-ყავა თუ ჩაი?_ჰკითხა ლანამ
-ყავას დავლევ_უპასუხა ანამ-ლანა,დამიანე სად არის?
-მაღაზიაში გავიდა და მალე მოვა
-მაშინ სჯობს წავიდე_ფეხზე წამოდგა ანა
-რატომ?_გაუკვირდა ლანას-დარჩი
-არა,არ მინდა გავაღიზიანო,ვიცი,რომ ჩემზე გაბრაზებულია.რაც ჩამოდით არც კი დაურეკავს,არც ჩემ ზარებს პასუხობს და ალბათ არ მოეწონება აქ რომ მნახოს
-სისულელეს ნუ ამბობ_თქვა ლანამ-დაჯექი,დაელოდე,მალე მოვა დამიანე და მშვიდად დაილაპარაკებთ
-არ ვიცი ლანა_თქვა გოგონამ და ყავა მოსვა-მგონი ცუდი აზრია
-აი ნახე,ყველაფერი დალაგდება მალე და ...
-მოვედი_გაისმა დამიანეს მხიარული ხმა
-მოდი ,აქ ვარ_დაუძახა ლანამ და დამიანეც სამზარეულოსკენ წამოვიდა,თუმცა ღიმილი სახეზე შეეყინა,როდესაც იქ მჯდომი ანა დაინახა.გამომეტყველება მაშინვე ცივი გაუხდა და ჩუმად იდგა.
ანა ფეხზე წამოდგა,უნდოდა დამიანეს გადაკოცნა,მაგრამ მან ცივად აარიდა დას თავი.
-ცუდად იქცევი_უსაყვედურა ლანამ
-აქ შენი ადგილი არ არის ანა_თქვა უემოციოდ
-დამი,გთხოვ მომისმინე
-არ მინდა შენი მოსმენა_უთხრა მამაკაცმა-შენ საქციელს გამართლება არ აქვს ანა ,როგორ გგონია იმის მერე როგორც მომექეცი შენთან რამე ურთიერთობა მექნება? კარგად დაფიქრდი.საყვარელ ქალს შენი სისულელით დამაშორე,ჩემი შვილი კი უჩემოდ გაიზრდებოდა ,ჩემთვის აღარაფერს წარმოადგენ ,მე და არ მყავს._თქვა დამიანემ და ანას შეხედა,მისთვისაც ძნელი იყო ამის თქმა,მთელი სხეული უკანკალებდა და გული საშინლად ტკიოდა,მაგრამ სიბრაზემ სძლია ყველა გრძნობას-წადი ანა
ანას აღარაფერი უთქვამს,ჩანთა აიღო და დამიანეს სახლი თვალცრემლიანმა დატოვა.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

რა თქმა უნდა როგორც არაერთხელ მითქვამს სიუჟეტი კარგია მაგრამ აი შენი უპასუხისმგებლობა არ მომწონს რა არის ეს რამდენიმე თვეში ერთხელ მოგვიგდებ ორ სიტყვას და დაიკარგები

 


№2  offline წევრი nigita

ანა მართლა ცუდად მოიქცა, თავიდანვე რომ ეთქვა მისი ძმისთვის კარგ გამოსავალს იპოვიდნენ. მაგრამ შენ რომ ესე წელავ და ერთვესი ერთხელ დებ ძალიან ცუდია

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

ამ ავტორს ვინც იცნობს, იცის რომ სულ ასე დებს ახალ თავებს, სულ :)).
მაგრამ ისტორიას ყოველთვის ამთავრებს.

 


№4  offline წევრი fireending

მადლობთ,რომ მიუხედავად დაგვიანებებისა მაინც იჩენთ ინტერესს და კითხულობთ. შემდეგი თავი მალე იქნება პირობას გაძლევთ.მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent