შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ღამის შემდეგ ( I )


24-03-2020, 21:39
ავტორი Natiiaa33
ნანახია 3 013

_სავარძელში მოკალათებულიყო, ფეხი-ფეხზე გადაედო და გამომწვევი მზერით უყურებდა სამზარეულოში მოფუსფუსე ბიჭს..
-დაისჯები იცოდე! ეგეთი მზერით რომ მიყურებ ჭკუიდან გადავდივარ.
_ირონიულად ჩაიღიმა, ყავა მოსვა და სავარძლიდან წამოდგა. სამზარეულოში ბარზე დაეყრდნო და ღიმილიანი მზერა მიაპყრო.
-ძაან სექსუალური ხარ ესე მოფუსფუსე. _ტუჩი მოიკვნიტა და გულიანად გაიცინა. რამდენიმე წამიანი პაუზა და გოგოს წვრილი წელი ხელებში მოიქცია, მარჯვენა ხელი თმაში შეუცურა და ვნებიანად დააცხრა მარწყვივით გემრიელ ტუჩებს. ნელ-ნელა იძირებოდნენ ვნების მორევში, ჭკუიდან გადაყავდა ბიჭი.. ყბაზე ხელი მოუჭირა, ტუჩებზე კბილის კვალი დაუტოვა, ხელი კრა, საროჩკის ღილები შეიკრა და მარტო დატოვა გრძნობებაშლილი ბიჭი...





_ფეხსაცმლის კაკუნი ისე საშინლად ისმოდა პირდაპირ ნერვულ სისტემას ურტყავდა.. თანდათან ხმა უფრო ახლოვდებოდა და გამოკვეთილად ჟღერდა. უკვე ყველასთვის იყო ცნობილი ეს ფეხსაცმლის ხმა. გაგონება და ყველას გული სწრაფად იწყებდა ძგერას. სამუშაოსათვის უფრო მობილიზებულნი ხდებოდნენ და აქეთ-იქეთ ფაციფუცობდნენ.
-ქალბატონო ელენე სასიამოვნოა თქვენი მოსვლა. რა მოგართვა?
_კაბინეტში შესულს საწარმოს ზედამხედველი შეყვა და ჩვეული ლაქიაობა დაიწყო.
-გურამს დაუძახე. შემოწმება უნდა დავიწყო. ყველა საბუთი მაგიდაზე დამიდე ბოლო ერთი წლის.
_ხმა არ ამოუღია ისე შეასრულა ქალბატონის ბრძანება, საბუთები დაუწყო და გურამის მოსაყვანად გაიქცა.
-ქალბატონო ელიზაბედ მეძახდით? _ელიზაბედ ლაშხი მისი სრული სახელი და გვარია. არავინ ეძახდა ელიზაბედს გურამის გარდა, ყველა ელენეს ეძახდა ან ელეს მოფერებით.
-ბატონო გურამ ეს რა არის? _ხელი გადაშლილი საქაღალდესკენ გაიშვირა და უეცრად გაბრაზებული ფეხზე წამოიჭრა..
-შეგიძლიათ მითხრათ ეს რა ჯანდაბაა გურამ?
-არვიცი რაზე მეუბნები.
-არიცი ხომ? აი კარგად ნახე იქნებ გაიხსენო _ხელი გაკრა და პირდაპირ მის ფეხებთან აღმოჩნდა ყველა საბუთი. გაცეცხლებული კაბინეტიდან გავარდა და საწარმოს დასათვალიერებლად გადაინაცვლა.
ლაშხი მძიმე ხასიათის მაგრამ კეთილი გულის ადამიანი იყო. რასაც ხელს ჰკიდებდა ყველაფერი ძალიან კარგი გამოსდიოდა. დანებება არ უყვარდა, არასდროს ნებდებოდა, თუ რაღაც უნდოდა იმას ყველანაირი გზით მიიღებდა. ვერ იტანდა უარს, არ არსებობდა მისთვის "ვერ" ყველაფერს მიზანმიმართულად სწორად და ხარისხიანად აკეთებდა.საოცარი გამოხედვა ჰქონდა, მითუმეტეს თუ გაბრაზებული იყო. მზერით გაგიხვრეტდა გულს და შეაღწევდა მის ყველაზე დაფარულ ნაწილებში.35 წლის მანძილზე ყოველთვის მარტო იყო. არ ჰყავდა ადამიანი ვისაც დაეყრდნობოდა, იტირებდა მის მხარზე, იგრძნობდა სითბოს და გვერდით დგომას. მკაცრი ადამიანის იმიჯით ინიღბებოდა. სინამდვილეში სულ სხვა იყო. დედ-მამა ადრეულ ასაკში დაეღუპა. ბებიამ დიდი როლი ითამაშა მის აღზრდაში და განათლებაც მისი სურვილით მიიღო. 25წლის იყო როცა სრულიად მარტო დარჩა. გერმანიაში, საფრანგეთსა და ესტონეთში გაიარა მაგისტრატურა, საკვალიფიკაციო კურსები და თავის საქმის უმაღლესი ხარისხის სპეციალისტი გახდა. ერთადერთი შვილი იყო, არც და ჰყავდა არც ძმა. მესტიიდან იყო მისი მამა ლევან ლაშხი, თუმცა თბილისში გაატარა თავის სიცოცხლის ძირითადი წლები. ელიზაბედს მისგან ორი ბინა თბილისში, ორსართულიანი სახლი მესტიაში და დიდი ქარხანა დარჩა, სადაც ხორც პროდუქტებს აწარმოებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ქარხანამ ფუნქციონირება შეწყვიტა ვიდრე ელიზაბედი არ დაეუფლა მამის პროფესიას. ნულიდან დაიწყო საწარმოს ფუნქციონირება და დღეს დღეობით საკმაოდ წარმატებულ ბიზნესმენ ქალადაც ითვლება. ბევრი კონკურენტი და მოშურნე ჰყავს სხვადასხვა საწარმოებიდან მაგრამ ფეხზე მყარად დგომას მაინც აგრძელებს.
საწარმოში ჩატარებული შემოწმების შემდეგ საშინლად დაღლილი მივიდა სახლში, ფეხსაცმელები შესვლისთანავე გაიძრო და სამზარეულოს მიაშურა. ერთი ჭიქა თეთრი ღვინო დაისხა და მისაღებში გავიდა, ტელევიზორი ჩართა, ფარდები ბოლომდე ჩამოაფარა და პუფში ჩაესვენა. რაღაც ფილმი ჩართო და განტვირთვისთვის მოემზადა. საერთოდ არ უსმენდა ფილმს, ფიქრებით სულ სხვაგან დაჰქროდა, ცვალებადი ხასიათი ჰქონდა, წამში იღებდა გადაწყვეტილებებს და არასდროს ნანობდა..ახლაც ახალმა აზრმა გაუელვა, ახალმა სურვილმა რომლის ასრულებაც მაშინვე გადაწყვიტა. მობილური აიღო და დარეკა.
-თეო გამარჯობა, ელიზაბედ ლაშხი გაწუხებ.
-გისმენ ქალბატონო ელიზაბედ.
-სასწრაფოდ მომიძებნე კომპანია რომელიც მთაში ამიშენებს ისეთი პროექტის სახლს როგორიც მინდა. შეძლებ?
-დიახ, ახლავე გაგირკვევთ ოფისის ნომერს. დადიანის ქუჩაზეა როგორც ვიცი ერთი ძალიან მაგარი კომპანია. თუარ ვცდები წიკლაურია ის არქიტექტორი..
-ძალიან კარგი გელოდები.
-მაგრამ...
-რა მაგრამ?
-რთულია მასთან შეხვედრა ძალიან დაკავებულია.
-ნომერი გამიგე _ჩაიღიმა და მობილური გათიშა. მისთვის არაფერი იყო რთული. თანაც თუ ნამდვილად სურდა რამის გაკეთება აუცილებლად მიიღებდა. ერთ საათში მისწერა თეომ ბატონი ზურას ნომერი. არც დაფიქრებულა მაშინვე დაურეკა.
-გისმენთ
-ზურა წიკლაურს ვესაუბრები?
-დიახ
-შეხვედრა მინდა თქვენთან, შეგიძლიათ მითხრათ როდის გეცლებათ?
-უნდა ჩაეწეროთ, უახლოესი ორი თვე ვერ მიგიღებთ.
-თქვენ ვერ გამიგეთ...
-უკაცრავად დაკავებული ვარ. _მობილური გაუთიშა და გაოგნებული დატოვა ელენე.
-ეს რა სითავხედეა, როგორ გამიბედა. ვინ არის ესეთი წარმოდგენა რომ აქვს საკუთარ თავზე.
_ისევ თეოს დაურეკა და ყველანაირი ინფორმაციის გარკვევა დაავალა. თვითონ კი მისი facebook პროფილი დაათვალიერა. საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი აღმოჩნდა ბატონი ზურა. ისეთი გაბრაზებული იყო მისი სიმპატიურობა საერთოდ არ ანაღვლებდა. მისამართი გაიგო მისი კომპანიის და ვიზიტისთვის დარეკა თვით ამ კომპანიის დირექტორთან გიგა ამაშუკელთან. ელიზაბედს ყველა იცნობდა. მის შესახებ ყველამ იცოდა რათმაუნდა გიგამაც. პირველ რიგში ძალიან მაგარი ბიზნესმენი იყო, მეორე რიგში კი ძალიან ლამაზი ქალი. შავგვრემანი ღია ცისფერი მანათობელი თვალებით. პატარა ცხვირი, მსხვილი ტუჩები და საოცარი ღიმილი რომლის დროსაც ლოყაზე ფოსო უჩნდებოდა. გრძელი სწორი შავი თმა და მკვრივი სხეული ჰქონდა რომელსაც უბრალოდ ვერ დატოვებდი შეუმჩნეველს. როგორც კი გიგამ გაიგო ელიზაბედის ვიზიტის ამბავი მთელი კომპანია ფეხზე დააყენა. ზურაც გააფრთხილა ყველა მომხმარებლის საქმე გადაედო და მთლიანი ყურადღებით მოკიდებოდა იმას რასაც ელიზაბედი დაავალებდა. უფროსის ბრძანებას წინ ვერ წაუვიდა და მოემზადა უცნობი ქალბატონის დასახვედრად. მეორე დღეს ძალიან მშვიდად და ლაღად ადგა ლოგინიდან შავი ტანზე მომდგარი კაბა, და მაღალქუსლიანები ჩაიცვა. თმა გაიშალა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და ოფისსში წავიდა.
პირდაპირ გიგას კაბინეტში შევიდა. სავარძელში მოკალათდა და დიალოგი დაიწყო.
-პირდაპირ საქმეზე გადავალ. არ გვინდა ეს ოფიციალურობა, ხელის ჩამორთმევა და მისალმებები, დაჯექი და მომისმინე. მინდა რომ შენმა თანამშრომელმა დამიპროექტოს სახლი. ადგილი უკვე შევარჩიე. თუშეთშია ტყის პირას. თანხა რაც იქნება გადასახდელი პრობლემა არ არის. რაც მთავარია სახლი ორ თვეში უნდა ჩამბარდეს.
-გასაგებია მაგრამ...
-არავითარი მაგრამ, თუ ვერ შეძლებ მირჩევნია ახლავე მითხრა და სხვა კომპანიას მივმართავ.
-შევძლებთ როგორ არა, მთავარია გვითხრა და როგორიც გინდა ისეთი იქნება ორ თვეში.
-შეიძლება თუშეთი გადავიფიქრო, არვიცი...ნუ მოკლედ ჯერ პროექტი გავაკეთოთ და ვეცდები მიწა ერთ კვირაში მზად მქონდეს..
-ზურას დავურეკავ და შემოვა.
_კაბინეტში შემოიყვანა ზურა, სიტუაცია აუხსნა და თვითონ გავიდა. საუბრის დროს ერთხელაც არ შეუხედავს ელიზაბედისთვის. ამჩნევდა გულ-გრილობას წილოსანიდან მაგრამ არ იყო ის ქალი ყურადღება მიექცია ასეთი უმნიშვნელო რაღაცეებისთვის.
_ზურა წილოსანი _ხელი გაუწოდა გასაცნობად.
-ელიზაბედ ლაშხი _ფეხზე წამოდგა და ზურას წინ აესვეტა, გამოწვდილ ხელზე ირონიულად დახედა და გიგას სავარძელში მოკალათდა.
-უკვე გითხრეს რაც მინდა.
-დიახ. როდის დავიწყო მუშაობა?
-ახლავე.
-იცით ახლა დაკავებული ვარ
-მგონი გასაგებად ვერ გაიგე ხო? მხოლოდ ჩემს პროექტზე უნდა იმუშაო, თანაც არ მაქვს ამდენი დრო ცალკე რაღაცეები აგიხსნა. ვეცდები ყველა შენი კითხვა მალევე დავაკმაყოფილო..დანარჩენი კი ონლაინ ჩათით გავაგრძელოთ..
-როგორც გინდათ. რამდენი კვ გინდათ?
-შვიდი შვიდზე. აუცილებლად ხის სახლი მინდა, შიდა კიბით. სადღაც ათი თორმეტი საფეხურით..
-მონახაზი გავაკეთოთ და ვეცდები ძალიან მალე დავასრულო.
_მუშაობა დიდხანს გაუგრძელდათ. თითქოს უფრო გამონახეს საერთო ენა. ელიზაბედის მოთხოვნებზე სულ ეღიმებოდა ზურას, წუთში ათჯერ გადათქვავდა და სულ ახალ-ახალი რაღაცეები უნდოდა. მერე გაბრაზებულუ ტუჩებს ბრიცავდა და თმას იჩეჩდა. მოწყენილი სახით უყურებდა ზურას და ძალიან საყვარელი იყო.
-მგონი ასე ვერ ვიმუშავებთ. სჯობს დღეს დაისვენოთ, კარგად მოიფიქროთ და ხვალ შევხვდეთ.
-მართალი ხარ, გადავიღალე..
-აქ მობრძანდებით?
-არა ხვალ ჩემთან მოდი. მისამართს და დროს მოგწერ. სახლში უფრო პროდუქტიულად ვმუშაობ. აქ რაღაც ცუდი აურაა ვერ ვფიქრობ.
_კარი გაიხურა და სახლისკენ წავიდა. მარკეტში შეიარა, ტკბილეულობა იყიდა და სახლში ავიდა. გიჟდებოდა ჩაბნელებულ სახლში ყოფნაზე. სიმყუდროვეს არავინ ურღვევდა და ძალიან მშვიდად გრძნობდა თავს. ჯაკუზი წყლით აავსო, სურნელოვანი ქაფები დაუმატა, თმა კოსად შეიკრა და ჩაესვენა შიდ. საათ ნახევარი ნებივრობდა სანამ შიმშილის გრძნობამ არ შეაწუხა. ზანტად ამოვიდა, ჩაიცვა და სპაგეტის კეთება დაიწყო. სახლში მარტო ცხოვრებამ ყველაფრის კეთება ასწავლა. შესანიშნავი მზარეული იყო, ბევრი ქვეყნის კერძების მომზადება შეეძლო თანაც ძალიან კარგად.
მეორე დღეს დილიდანვე შეუდგა მუშაობას, ზურამაც არ დააყოვნა და დათქმულ დროზე გამოცხადდა. სახლის რამდენიმე ნიმუში უჩვენა და არცერთი არ მოეწონა ელიხაბედს.
-ღმერთოო გამძლეობა მომეცი ამის ხელში
-უკაცრავად?
-რა უკაცრავად?
-რათქვი?
-ნუ დამტანჯე! ბოლოს ჩამოყალიბდი ერთ აზრზე!
-არვიცი ზუსტად როგორი მინდა, ხან ესეთი მინდა ხან ესეთი..ჰმმ..
-წამოდი
-სად
-წამოდითქო...
_ხელი ჩაავლო და წაიყვანა. დააიგნორა ელიზაბედის წინააღმდეგობა, კივილი და მანქანაში ჩასვა.



№1 სტუმარი 123

საინტერესო ჩანს

 


№2 სტუმარი სტუმარი იზა

უკვე მაინტერესეეებს...???????? ბრაო

 


№3 სტუმარი 555

გელოდებიი❤❤❤❤❤

 


№4 სტუმარი Ana

Sainteresoa ❤

 


№5  offline მოდერი Natiiaa33

123
საინტერესო ჩანს



სტუმარი იზა
უკვე მაინტერესეეებს...???????? ბრაო

❤❤

555
გელოდებიი❤❤❤❤❤

მადლობაა❤

Ana
Sainteresoa ❤

მადლობა❤

 


№6  offline წევრი ვიპნი

რა კარგი გოგო ხარ ❣️

 


№7  offline მოდერი Natiiaa33

ვიპნი
რა კარგი გოგო ხარ ❣️

დიდი მადლობააა❤❤❤

 


№8 სტუმარი მარიი

აუ ძაან კაია მალე დადე საყვარელო

 


№9  offline მოდერი Natiiaa33

მარიი
აუ ძაან კაია მალე დადე საყვარელო

დევს უკვე მეორე❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი Rin Nohara

Gvarebs gzadagza ratocvlit es mcerlebi maocebt pirdapir????

 


№11  offline მოდერი Natiiaa33

სტუმარი Rin Nohara
Gvarebs gzadagza ratocvlit es mcerlebi maocebt pirdapir????

არშემიცვლია :)

 


№12  offline წევრი sofo_sofia13

რამოდენიმე დღე ვყოყმანობდი და ვუყურებდი წამეკითხა თუ არა და როცა გადავიკითხე ისემომეწონაა აქამდერატომ არ წავიკითხე მიკვირს ძალიან მომწონს მგონი ძალიან კარგი წყვილი იქნებიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent