შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმართავი (ნაწილი პირველი)


26-03-2020, 00:32
ავტორი Butterfly Girl
ნანახია 1 657

*ბედის ირონიაა არა?-როცა ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ საწადელს მივაღწიოთ, თითოეულ ნაბიჯს მოწიწებით ვდგამთ მიზმნდე, ბოლოს კი იმედგაცრუებულები ხელს ვიქნევთ, ერთი წამით ეჭვი გვეპარება საკუთარ თავში, ამდენ შრომას, ამდენ ნაწვალევს, უბრალოდ წყალში ვყრით და ბუუუმ... ყველაფერი თავისთვის ლაგდება, უდაბურ ტყეში, სინათლის ერთი ნაპერწკალი ღვივდება და ტყის მთელი სილამაზე თვალწინ გეშლება, ზამთრის დაუნდობელი სიცივე, ისე თბება, თითქოს არც არასდროს გაუყინავს შენი ღაწვები და ხვდები, რომ არსებობს რაღაც, რის წინაშეც ყველაზე დიდი აიზბერგიც კი უძლურია, თუმცა ზამთრის სუსხისგან დაქამცულს და სულ მთლად გათოშილს გინდა კი, ისევ იმ ხიდზე გაიარო, რომელმაც უკვე გიმტყუნა?!*


-ვივიენ უკვე მოხვედი?

-როგორც ხედავ მარი!

-ბატონმა დავითმა გიკითხა, როგორც კი მოვა ჩემთან შემოვიდესო.

-გასაგებია.(ნაკვთის შეუცვლელად დაუქნია თავი, მანქანის გასაღები მაგიდაზე მოისროლა და მუქი, ძველი ხისგან დამზადებული უგემოვნო კარი ცალი ხელით შეაღო)

-მეძახდით?

-დიახ,შემოდი.

-თუ ისევ წინა დავალებაზე უნდა მისაყვედუროთ, დროს ტყუილად ხარჯავთ, ის გოგო ნამდვილი გიჟი იყო და მე წინასწარმეტყველი ნამდვილად არ ვარ, იმედია ამას მიხვდით ბატონო დავით! ( დაუკითხავად მოთავსდა სავარძელში და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი)

-არა! ამჯერად ეგ თემა დახურულია, ახალი დავალება მაქვს. (მაგიდის ზედა უჯრიდან ცისფერი საქაღალდე ამოიღო და ვივიენს გაუწოდა)

-გურამ დევდარიანზე რამე გსმენია?

-როგორც ვიცი მსხვილი მეწარმეა, სიღრმისეულად არა თუმცა ძნელია არაფერი იცოდე კაცზე, რომელზეც მთელი ქალაქი საუბრობს.

-არამარტო მეწარმე, მასზე და მთელ მის ოჯახზე ინფორმაცია ფაილშია, თუმცა ამჯერად გურამი უბრალოდ პაიკია, საქმე მის შვილს გიორგი დევდარიანს ეხება, წინა კვირას ნიშნობა ჰქონდა, მისი საცოლე, ანა აბაშიძე, დღეს ღამის 1საათში ვენაში მიფრინავს დედამისთან 1თვით, 28აგვისტოს კი ქორწილია დანიშნული, ასე რომ ზუსტად 3თვე გაქვს.
შენი დავალება უნცროსი დევდარიანის მოჯადოებაა, ეს ქორწილი ნებისმიერი რამის ფასად უნდა ჩაიშალოს, გააკეთე ყველაფერი რის გაკეთებასაც საჭიროდ ჩათვლი, თავდავიწყებით უნდა შეაყვარო თავი!
წვდომა გექნება ყველაფერზე რასაც საჭიროდ ჩათვლი, ინფორმაცია გექნება მისი დღის განრიგზე, ფორმალური თუ არაფორმალური შეხვედრები, საყვარელი საჭმელი, ფერი, ფილმი, მუსიკა, მოკლედ შენი ცოდნის გარეშე ტვალეტშიც ვერ შევა თუ საჭიროდ ჩათვლი. ყველანირი ინფორმაცია ფაილშია.
28აგვისტოს მხოლოდ ქორწილის სურვილი კი არ უნდა გაუქრეს დევდარიანს, არამედ ეს ქალი მთლიანად უნდა წაიშალოს მისი გონებიდან, გასაგებია ვივიენ?

-კიდევ ერთი სასიყვარულო სამკუთხედი, მაგარია! მსგავსი დავალების წინა გმირი დღემდე მაწუხებს სხვათაშორის!

-ეს სახუმარო თემა არ არის ვივიენ ან შეასრულებ, ან არადა სამუდამოდ დაემშვიდობები სამსახურს, ჯერ კიდევ მახსოვს შენი ჩაგდებული დავალებები, ახლა გასაგებია?! (გაღიზიანებულმა მძიმედ დაარტყა ხელი მაგიდას)

-გასაგებია! (ოდნავ შეკრთა ვივიენი, მიუხედავად იმისა, რომ დავითი მუდამ მკაცრი იყო, მისთვის ასე უხეშად არასდროს მიუმართავს. ფეხზე წამოდგა და მშვიდი ნაბიჯით დატოვა კაბინეტი)

-დამკვეთი ვინ არის? (თითქმის გასულმა კითხვა შეაწია)

-რაც საჭიროა უკვე იცი ვივიენ. (თითქოს, ოდნავ, მეტად მშვიდად გასცა პასუხი)


*****
-ვინ სვამს დილის 8საათზე ყავას, ბარში, რომელიც მისი სახლიდან 3კილომეტრის დაშორებითაა, თითქოს გიჟებთან ურთიერთობის დეფიციტი მქონდეს.
(უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ჯერ კიდევ გაღიზიანებულმა გუშინდელზე და მიმტანი იხმო)

-ორმაგი ექსპრესო თუ შეიძლება. (ესეც მეორე სიკეთე, გული მოუვიდა მის საყვარელ კაპუჩინოზე უარის თქმა რომ უწევდა)

-დიახ ბატონო დავით. (სწრაფად უპასუხა ტელეფონს)

-დიახ ადგილზე ვარ, არა ჯერ არ გამოჩენილა, რათქმაუნდა ყველაფერს გავეცანი, არა არა ვიცი, კარგით.
(ტელეფონი გათიშა თუარა შავი Rangerover-ი გაჩერდა გზის მოპირდაპირე მხარეს. კარებიდან მხარბეჭიანი ახმახი გადმოვიდა, ბარისკენ გადმოკვეთა გზა და ზუსტად ვივიენისკენ სახით მოთავსდა ერთ-ერთ მაგიდაზე, თუმცა ერთხელაც არ გაპარვია მზერა ქალისკენ.
25წლამდე ქერა ლამაზნაკვთებიანი მიმტანიც გამოჩნდა ვივიენის ყავასთან ერთად, დაუდგა თუარა ფინჯანი მაშინვე, ყურებამდე გაკრეჭილი გაემართა გიორგისკენ.)

-გამარჯობათ ბატონო გიორგი.

-გამარჯობა ლიკა. (მდარედ გაუღიმა კაცმა)

-ისევ ორმაგი ექსპრესო როგორც ყოველთვის,ხომ?

-დიახ, თუ არ შეწუხდებით.

-ახლავე. (მაშინვე დაიძრა გოგონა)

-უკაცრავაად.... შაქრის მოტანა დაგავიწყდათ. (ყურადღების დეფიციტში მყოფმა ვივიენმა, სიტყვა შეაწია მიმტანს და ყურადღებაც მიიქცია, შაქრის 3პაკეტი კი შეუმჩნევლად ამოდო ფინჯნის ქვეშ)

-უკაცრავად, ახლავე მოგიტანთ. (თავი დაუქნია გოგომ და გზა გააგრძელა)

-აქ ამ დროს პირველად გხედავთ. (წარბშეკრულმა აათვალიერა სოლიდურად გამოწყობილი ქალი და ურცხვად გამოელაპარაკა)

-დიახ, რამე პრობლემაა? (ასევე ურცხვად გასცა პასუხი ვივიენმა)

-არც მითქვამს პრობლემაათქო, უბრალოდ ამ ბარში იმიტომ დავდივარ, რომ ამ დროს არავინაა ხოლმე.

-მაშინ, გილოცავთ. მარტო ყოფნა აღარ მოგიწევთ ხოლმე. (ირიბად გაუღიმა და ყავის ფინჯანი მიიყუდა, თუმცა, როცა გაახსენდა, რომე ეს მისი, ტკბილი, რძიანი კაპუჩინო არ იყო, უკვე შადრევანს აფრქვევდა პირიდან.)

-ჯანდაბააა!!!!! დამავიწყდა, რომ უშაქრო იყო. (თითქოს ვალდებული იყო რამე აეხსნა, თუმცა ისე დააბნია გიორგის მზერამ დაიბნა. ისე ქონდა ცალი ტუჩის ზედა მხარე აწეული, გეგონება ამაზე მეტი საძაგლობა არაფერი ენახოს. ცოტა არ იყოს შერცხვა კიდეც, თუმცა არ შეიმჩნია ადგა და მაისურის წმენდით გაემართა საპირფაროშოსკენ.)


*****
-დიახ, ბატონ....(ტელეფონს უმალვე უპასუხა)

-თუ მასთან ახლოს ხარ, სახელით არ მომმართო.

-კარგით.

-ვივიენ, იცი მაინც რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც დავალება მიიღე?

-დღეს მეექვსე დღეა.

-ძალიან კარგი, ანუ ისიც გეცოდინება, რომ 1კვირის მანძილზე, დილის 8საათზე ყავის დალევის მეტი არაფერი გაგიკეთებია!

-ბატონო და...

-გითხარი სახელით არ მომმართო მეთქი!

-დიახ, მე უბრალოდ...

-არ მაინტერესებს, უბრალოდ თუ ბრალიანად, უკვე ვნანობ, რომ ეს დავალება შენ მოგეცი!

-მე კი ავიღე და ვთქვი, რომ შევასრულებდი!
( უკვე თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა ვივიენი და იმასაც ხვდებოდა, რომ მის მოპირდაპირედ მჯდომი დევდარიანი, მისმა ხმამაღალმა ტონმა დააინტერესა)

-ძალიან კარგი თუკი შეასრულებ, მაშინ სანერვიულოც არაფერი მქონია, 11საათზე ოფისში იყავი.( კიდევ ერთი ბრძანება გასცა უფროსმა და ტელეფონი დათიშა)

-რაკი ვამბობ, რომ მოსწრებ პროექტის დასრულებას, მოვასწრებ კიდეც! (ვივიენი აგრძელებდა გამოგონილ ადრესატთან საუბარს)

-მაგრამ მეე... მე ხომ... (უცებ ხმა გაუტყდა ტელეფონს დახედა და მარცხენა ხელი მაგიდას მძიმედ დაარტყა, მერე ფეხზე წამოდგა, თვალები მძიმედ დახუჭა, დევდარიანს სანტიმეტრებით აუარა გვერდი და საპირფარეშოსკენ დაიძრა, ზუსტად იცოდა უკან რო აედევნა, თუმცა იოტის ოდენაცად არ შეუმჩნევია, საპირფარეშოს კარი ძლიერად მიკეტა და მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ მარტო იყო, ტირილი მორთო.
კაცებს მოსწონთ, ძლიერი, ამაყი, ქალები, თუმცა არც ძალიან.
100%ით იყო დარწმუნებული რომ დევდარიანი კარის მეორე მხრიდან მის ტირილს ისმენდა, შეამოწმა კიდეც, მუხლებზე დადგა და კარის ქვედა ღრიჭოდან გიორგის ფეხსაცმელს მოკრა თვალი, მერე ადგა, თვალებიდან ნიანგის ცრემლები მოიწმინდა, მაკიაჟი ოდნავ შეისწორა და ისევ თავდაჯერებული ქალის იერით გაკაკუნდა გარეთ.
გიორგი ისე იჯდა სკამზე, როგორც გასვლამდე დატოვა, თითქოს სანტიმეტრითაც არ შერხეულაო.
ვივიენი მაგიდას მიუახლოვდა, ქურთუკს და ჩანთას ხელი დაავლო, საფულედან 10ლარიანი ამოაძრო, ფინჯნის ქვეშ შესამჩნევად ამოდო და დაიძრა.)

-ქალბატონოოო...( თითქოს ოდნავ უხერხულად, თუმცა მაინც მკაცრი ტონით დააგრძელა დევდარიანმა სიტყვა)

-ვივიენი, ვივიენი მქვია. (მიუხვდა ტრიუკს, და ოდნავადაც არ შეუცვლია მიმიკა ისე გახედა გიორგის)

-რამე გინდოდათ?

-მეც გასვლას ვაპირებდი და თუკი ფეხით ხართ შემიძლია გაგიყვანოთ. (ფინჯნის სათითეს ოდნავ შეეხო, გააჩერა და ქვევიდან ახედა ქალს)

-მიუხედავად იმისა, რომ 15წლის კარგა ხანია აღარ ვარ, ჯერ კიდევ მახსოვს, რომ უცნობებს მანქანაში არ უნდა ჩავუჯდე, თუმცა მაინც გმადლობთ შემოთავაზებისთვის, მანქანით ვარ.
(ეს არ იყო ფლირტი, უბრალოდ კეთილი ადამიანი აღმოჩნდა “ბატონი” გიორგი, თუმცა ვივიენსაც სწორედ ასე ქონდა გათვლილი.
მთავარი ის იყო, რომ ახლა, ამ წამიდან, ამ კაცისთვის ინტერესის ობიექტი გახდა.
მიზანსაც მიღწეული იყო, ოდნავ გაუღიმა გიორგის, შეტრიალდა და მანქანისკენ ისეთი სახით დაიძრა თითქოს ახლახანს მეცხრე საოცრების მხილველი გახდა.)


###მოგესალმებით ჩემი ახალი ისტორიით, დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია, მგონი ყველაფერი კარანტინის დადებითი მხარეების დამსახურებაა, არ ვიცი როგორია, წერა რამოდენიმე დღის წინ დავიწყე და ველოდები თქვენს შეფასებებს. საინტერესოა თუარა ან საერთოდ ღირს თუ არა გაგრძელება. ვეცდები ბევრი არ გალოდინოთ ხოლმე და რასაც დავწერ მაშინვე ავტვირთო. წინასწარ მადლობა ყველას და ჯანმრთელობას გისურვებთ, დარჩით სახლში და ჩაუჯექით ჩვენს ისტორიებს###



№1  offline მოდერი guroo

არ მომეწოა confused ამ კომენტარს ექვსი ქულისთვის უფრო ვწერ heart_eyes

 


№2  offline წევრი Butterfly Girl

guroo
არ მომეწოა confused ამ კომენტარს ექვსი ქულისთვის უფრო ვწერ heart_eyes

არაუშავს კრიტიკაც მისაღებია❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

დამწყებისთვის ძალიან კარგია,მე მომწონს,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent