ზამთრის უმთვარო ღამეში ცრემლი მოსწყდება ტირიფს
ზამთრის უმთვარო ღამეში ცრემლი მოსწყდება ტირიფს. სადღაც შორს ბედის სანთელი კელაპტარობს და იწვის. იქვე ქალი ზის ეულად, სულმოუთქმელად ტირის. ეშმაკსაც აატირებდა უბედურება მისი. გრიგალსაც გაუღვიძია, უმისამართოდ მიჰქრის. თოვლის უმანკო ფიფქები სიბინძურისკენ ილტვის... ზღვის ტალღა ნაპირს ასკდება, დაუოკებლად იბრძვის. გედის სიმღერას ბანს აძლევს ძაღლის ყმუილი ძილში. მთის წვერზე ერთი ქოხი დგას. შიგ დედაბერი იცდის... შვლის ნუკრს კი გზა აბნევია... მთაზე ჩამოწვა ნისლი. ვაჟკაცი გულგატეხილი სატრფოს ეხვევა ფიქრში... რას ვიზამთ, მიჯნურის გული ასეთ ამინდშიც იწვის... ისევ ცრემლები ტკივილის, ისევ წვეთები წვიმის... ზამთრის უმთვარო ღამეში ცრემლი კვლავ სწყდება ტირიფს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.