შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალი (თავი 1) 18+ სრულად!


26-03-2020, 12:22
ავტორი Mary Drey
ნანახია 6 876

„გეყვარებოდი ისევ, შენ რომ ჩემი ნამდვილი სახე გენახა?!“


ზოგჯერ ისე გტკივა, მაგრამ რაღაცა ღვთიური ძალით როგორღაც, თავისით უძლებ... უძლებ ამ უსაშველო სულიერ აპოკალიფს და ვეღარ ერევი გრძნობათა ტალღების არსებობას, შენში. ყველაფერი ძალიან რთულია, კარგო... იმაზე რთული ვიდრე ეს ყოველივე სიზმართ გინახავს... იმაზე მწვავე ვიდრე ჯოჯოხეთის ალი... იმაზე სწრაფი, ვიდრე უმალ წარმოთქმული დაუფიქრებელი სიტყვა, რომელსაც ვერ აანალიზებ როგორი ტკივილისმომყენებელია სხვისთვის... შენ კი, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ და სწორედ ესაა შენი დანაშაულიც.
დღესდღეობით ცრემლებმაც დაკარგეს თავიანთი ფასი, რადგან მისი ავტორნი მას მტრულად იყენებს და რეალურ სახეს მალავენ მტირალა ნიღბით. მთავარია შენ გრძნობს თავს კარგად.. სხვები უკვე უკანა ფლანგზე იწევს... თუმცა სამწუხაროა, რომ ეს ფლანგი სადღაც ბნელი ადგილის, პაწია კუნჭულში არის მიმალული.

ერთია ადამიანის განცდები გაიზიარო და მეორე, ჩაწვდე მის შინაგან, ამოუცნობ ფენებს, რომლის წაკითხვაც ასე ძალიან რთულია.



თავი 1

შენ თავი გტკივა, რადგან წუხელ ბევრი დალიე და საკუთარ დარდს ალკოჰოლს ატანდი... რაცს შენს მეხსიერებაში დარჩა მხოლოდ და მხოლოდ სიბნელეა... სიბნელე და შიგადაშიგ დაქალების მონოტორული ხმა, რომლებიც გაფრთხილებდნენ რომ მეტი აღარ უნდა დაგელია, თუმცა არ უსმენდი... თითქოს შენს გარშემო თითოეული ადამიანი უკლებლივ გაქრა, ხოლო ალკოჰოლით სავსე ჭიქა მომღიმარი სახით მოიწევს შენი ბაგეებისკენ და თავისი ამოუცნობი, მაცდური ძალით გართობს...
ერთ ჭიქას მეორე მოჰყვება... მეორეს მესამე და იქამდე შეგიძლია დათვლა, მანამ სანამ ყველაფერი არ გავიწყდება. საუბედუროდ საკუთარი სახელიც კი.
უყურებ ალკოჰოლით სავსე ჭიქას და როგორ გინდა, მასთან ერთად სადღაც უსასრულობაში დაიკარგო, სადაც ყველა ბედნიერია...
თვალები წითელი გაქვს.. ცრემლებმაც თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ შენ მაინც იცინი და როგორც ყოველთვის მომაბეზრებელ, ყალბ ნიღაბს იკეთებ.
აი, ალკოჰოლმა ჰალუცინაციებიც დაგიწყო, მაგრამ მაინც არ ჩერდები... ბოლოს ბარბაცით, უცხო მამაკაცის დახმარებით შედიხარ საძინებელ ოთახში... გხდის ყველაფერს და შიშველი სხეულით თეთრ საბანში ეხვევი...
უცხო ბიჭი წასვლას აპირებს, თუმცა მის ხელებს შენში იქცევ და სთხოვ, რომ ამ ღამით მარტო არ დაგტოვოს.
- ღამე ძალიან ცივია... ხომ არ აპირებ, რომ ასეთ ვითარებაში აქ დამტოვო, არა?! მოდი აქ. დღეს აქ დარჩი. ჩემი კოშმარების მხსნელი გახდი.

ბიჭმა არაფერი გითხრა. მორჩილად დაეყოლია, შენს თხოვნას, თუმცა ვინ გეტყოდა უარს, როდესაც თითოეული მამაკაცი შენ გიხმობდა?! ასეთ შანს სულელიც კი არ გაუშვებდა ხელიდან!
უცხო ბიჭი სავარძელში ჩაჯდა და გითხრა, რომ მშვიდად დაგეძინა, რადგან ისიც აქ იყო. საფრთხე არ გემუქრებოდა.
რამდენიმე საათი ჩვილივით გძინავს, მაგრამ როდესაც საათის ისრები დილის ექვს საათს მიუახლოვდა, უკვე ლოგინშიც აწრიალდი... ყელი საშინლად გიშრებოდა, მაგრამ ადგომის თავიც არ გქონდა.
ძილში კრუსუნებ... თითქოს საშინელ კოშმარს ნახულობსო... უცხო ბიჭმა შენს ხმაზე ადგა და მოგიახლოვდა. გვერდით მოგიჯდა და გკითხა:
- კარგად ხარ, კეკე?
- ძალიან მცივა... ასე მგონია ტანზე თოვლის ფიფქები მეხება.- შენ ამ სიტყვების თქმის დროს წამოიწიე და ბიჭს მაცდურად თვალებში ჩახედე.- უფერული ვარ...
შენ ცდილობდი ბიჭი შენკენ მოგეზიდა... თითოეული წარმოთქმული სიტყვის დროს ცდილობდი, რომ მეტად დაგეენტერესებინა იგი შენით.
- დაიძინე, კეკე... საშინლად მთვრალი ხარ. იმასაც ვეღარ ხვდები რას ლაპარაკობ.
- მე ვარ მთვრალი?! არა გეშლება... სრულიად ფხიზელი ვარ, აი ნახე.- შენ ლოგინიდან ბარბაცით წამოხტი და ვითომ, ძალიან სწორი ნაბიჯებით დაიწყე სიარული. რაზეც ბიჭმა მაცდურად გაიცინა, რის გამოც ლოყებზე პატარა ღრმულები გაუჩნდა, რომელიც ასე გაგიჟებდა.
ბარბაცით აგრძელებდი სიარულს, თითქოს მოდების ჩვენებაზე ყოფილიყავი... რამდენიმე წამში თავბრუც დაგეხვა და რომ არა უცნობი ბიჭი, იატაკზე მწარედ დაეცემოდი... აბა რა გეგონა, ამდენ სასმელს რომ ეძალებოდი?!
- არა, საერთოდ არ ხარ მთვრალი... მოდი ახლა დაწექი.
- თავი ძალიან მტკივა...
- წამალი მოგიტანო?
- გააჩნია რა წამალი...
- მიგოთხასი... პარაცეტამოლი... საერთოდ რამე გაქვს სახლში?
- სიმართლე რომ გითხრა, შენი ერთი კოცნაც მიშველიდა.- ისევ ეს შენი მაცდური ღიმილი, კეკე, რომელიც ყველა მამაკაცს მახეში ახვევდა. უცნობი მიჭისკენ მანძილები ნელ-ნელა მცირდებოდა, ხოლო სიახლოვესთან ერთად შენი გული მით უფრო ძგერდა.- იცი რამდენი ხანია მომწონხარ და ამას ვერ ვამბობდი? ახლა კი მორიდება ალკოჰოლმა ჩაახჩო.
- ხომ, იცი რომ შეყვარებული მყავს, კეკე. ეს ყველაფერი დაუშვებელია...- ქოშინით და მძიმედ გეუბნებოდა იგი თითოეულ სიტყვას...
- დაუშვებელი ის იქნება, ჩემზე თუ უარს იტყვი. ისედაც ვიცი, რომ მოგწონვარ, კონსტანტინე... აღიარე.

კონსტანტინეს მხრებზე ხელი დაადე და ყურში ნაზად რაღაც ჩასჩურჩულე, რაზეც მან ხელები წელზე მოგკიდა და ნაბიჯები თეთრი ლოგინისკენ გადადგა, სადაც ერთმანეთს სიყვარულს გაუზიარებდით.
კონსტანტინეს თვალებში ნაზად, მაგრამ ამავდროულად მგზნებარედ უყურებდი. თითქოს გზას იკვლევდი მის ნაცრისფერ თვალებში.
- Love is the bitch…- მძიმედ უთხარი და მაისურის გახდა დაუწყე და თან ისე ოსტატურად, რომ თან მის კოცნასაც არ წყვეტდი.





დილას საშინელმა თავისტკივილმა გამოგაღვიძა. სანამ თვალებს გაახელდი, ერთი-ორჯერ გაიზმორე და ეს-ეს იყო ადგომას აპირებდი, რომ მხარზე რაღაც სიმძიმე იგრძენი.
ლამის ყვირილი დაიწყე, როდესაც სიმპატიური და თან ამავდროულად შიშველი კონსტანტინე, შენს ლოგინში დაინახე, რომელიც ბავშვური სახით სიზმართა ნაკადს მისცემოდა.
თითის წვერებით გაიარე საძინებელი ოთახი. საპირფარეშოში შეხვედი და ხელ-პირის დაბანას შეუდექი. ერთი სული გქონდა, როდის დაურეკავდი შენს საუკეთესო მეგობარს და შეატყობინებდი ამ უცნაურ ამბავს.
როგორც იქნა დიდი ხნის ლოდინის შემდგომ, მარტამ ყურმილი აიღო.
- ცოცხალი ხარ, კეკე? იმდენი დალიე, ასე მეგონა, რომ დილას ვეღარ გაიღვიძებდი.- კითხვაზე პასუხი არ დაუბრუნე და წვრილი ხმით მყისიერად მიუგე.
- არ დაიჯერებ რა მოხდა. აბა გამოიცანი, ჩემს ლოგინში დილას ვინ დამხვდა! თვით კონსტანტინე, მარტა! კონსტანტინე, გაიგე?!
- კონსტანტინე? თქვენ რა, სექსი გქონდათ?- გაკვირვება ვერ დამალა შენმა დაქალმა.
- I feel like I am dreaming… მართალია საერთოდ არაფერი მახსოვს, მაგრამ ფაქტი სახეზეა. შიშველი კონსტანტინე აბა რატომ დამხვდებოდა დილით ლოგინში?- ჩურჩულით უპასუხე და შიგადაშიგ საძინებელი ოთახისკენ აპარებდი მზერას. ვაითუ გაიღვიძა და მისმენსო.
- როგორ თუ არ გახსოვს?! ასეთი წამები, როგორ უნდა დაგავიწყდეს, გოგო...
- განა მე მინდოდა, რომ დამვიწყებოდა?... ხომ იცი ამ დღეს, რამდენ ხანს ველოდი.- უეცრად ლოგინის ჭრაჭუნი შემოგესმა... გულმა საშინელი ძგერა დაგიწყო შიშისგან. მარტას საჩქაროდ დაუკიდე ყურმილი და ოთახისკენ მშიშარა კურდღელივით გაემართე.

ჯერ კიდევ ნახევრად შიშველი იყავი... საშუალო ზომის მკერდის თავები, გრძელ საროჩკაში გეტყობოდა. საცვლის ამარამ... ფეხშიშველამ... თმებაბურძგლულმა შეაღე ოთახის კარები და კონსტანტინეს შეხედე თვალებში.
- დილამშვიდობისა, კონსტანტინე...- უთხარი მას ისე, რომ ფეხი კარის ზღურბლიდან არ მოგიშორებია.
კონსტანტინე ლოგინის კიდეზე იჯდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. ერთმანეთისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდით, რომ შენგან განსხვავებით მას შარვლის ჩაცმა მაინც მოესწრო, თუმცა ტანს ზემოთ კვლავ კუბიკები უჩანდა.
- კარგად ხარ?- კითხე მას, როდესაც ასეთ მდგომარეობაში დაინახე და მის გვერდით ჩამოჯექი.
- არ ვიცი...
- რა არ იცი?
- საერთოდ არაფერი... არაფერი არ ვიცი, კეკე.
- ანუ?..
- ანუ ის, რომ ეს ყველაფერი შეცდომა იყო.- გულმა შფოთვა დაგიწყო, როდესაც ეს გაიგონე, თუმცა როგორც შეგეძლო ძალიან თამამად მიუგე.
- მართალი ხარ... მეც ამის თქმა მინდოდა. გუშინდელი ღამე, ერთი დიდი შეცდომა იყო. მითუმეტეს, როცა შეყვარებული გყავს.
- სირცხვილით, მარიამს თვალებში როგორ შევხედო?- ამოიხვნეშა მან.- არ უნდა დავრჩენილიყავი გუშინ ღამით შენთან... ჩემი შეცდომაა.
- გინდა ვისადილოთ?- თემის შეცვლა გადაწყვიტე, რადგან გრძნობდი როგორ გეხუთებოდა სული... ლამის ძირს დაეცი... წონასწორობას ნელ-ნელა კარგავდი და რომ არა შენი შინაგანი, განსაკუთრებული ძალა, ახლა იატაკზე იქნებოდი აკრული.
სანამ კონსტანტინე კითხვაზე პასუხს დაგიბრუნებდა, შენ ტუმბოზე დადებულ გრძელ, წვრილ სიგარეტს ხელი დასტაცე და მოწევა დაიწყე.
- არ ვიცოდი, თუ ეწეოდი.- გითხრა კონსტანტინემ.
- იშვიათად ვეწევი. ხშირად არა. გინდა?- უთხარი და კოლოფი მასაც გაუწოდე, რომელმაც თავი დაგიქნია და ძლიერი ნაფასი დაარტყა. თავში ათასი კითხვა ერთიანად იყრიდა თავს... გრძნობდი, როგორ გინდოდა მასთან კვლავ მისულიყავი... დიდი, სქელი ტუჩები კოცნით აგევსო და ოხ, როგორ ეჭვიანობდი სიგარეტის ღერზეც, რომელიც მის ტუჩებზე ესვენა.

- სამზარეულოში გავალ... ომლეტს გავაკეთებ. მანამდე თუ გინდა მოწესრიგდი. სააბაზანო მარცხენა შესასვლელშია. შეგიძლია წყალიც გადაივლო. გასამშრალებელს ლოგინზე დაგიდებ.- ცრემლებს ძლივს იკავებდი და ერთი სული გქონდა, როდის გააღწევდი ამ ოთახიდან, რომელიც გულ-მუცელს ერთიანად გიწვავდა.



***

იმდენად აღელვებული იყავი, რომ რამდენიმე კვერცხი ხელიდან დაგივარდა და იატაკზე დაეცა.
- ამის დედაც!- ჩაიჩურჩულე გაბრაზებით და ცრემლები საროჩკის კიდეთი მოიწმინდე. რის შემდგომაც შეეცადე საკუთარი თავი ხელში აგეყვანა. როგორღაც მოგემზადებინა იდეალური ომლეტი.

დაახლოებით თხუთმეტ წუთში, კონსტანტინე სააბაზანოდან გამოვიდა. კიდევ ხუთი წუთი თავის მოწესრიგებას მოანდომა და ბოლოს სამზარეულოში შემოვიდა, სადაც შენ გამზადებულ ომლეტს თეფშებზე ანაწილებდი.
- მადლობა.- თქვა კონსტანტინემ და ომლეტის დაგემოვნებას შეუდგა.- მალე წავალ. აღარ მოგაცდენ.
- რამდენი ხანიც დაგჭირდება იყავი. ხელს ისედაც არ მიშლი.
- ძალიან მრცხვენია, კეკე... მითუმეტეს იმის შემდგომ რაც გუშინ მითხარი.
- რა გითხარი?- გულმა კვლავ უცნაურად დაგიწყო ძგერა.
- ის, რომ დიდი ხანია გიყვარდი და ამის თქმას ვერ ბედავდი.
- ღმერთო ჩემო, ეს შენ გითხარი?! ხომ, იცი გუშინ ჰალუცინაციებიც დამეწყო... როდესაც შენ დაგინახე ერთი ბიჭი დამიდგა თვალწინ... მასში ამერიე. ბოდიში.- ეს ტყუილი ისე ოსტატურად თქვი, რომ მეთვითონ დავეჭვდი მის სიცრუეში.
- კიდევ კარგი, თორემ თავს უარესად დამნაშავედ ვგრძნობდი.
- კიდევ კარგი...
- კარგი, ახლა წავალ... დროებით, კეკე. უნივერსიტეტში შევხვდებით ორშაბათს.


მისი წასვლა შენთვის ათმაგად მტკივნეული აღმოჩნდა... ძალაგამოცლილი ლოგინზე მძიმედ დაეშვი და იმ ბალიშს უსვამდი თითებს, რომელზეც სულ რამდენიმე საათის წინ, კონსტანტინეს ჰქონდა თავი დადებული.
ცდილობდი გონებაში გაგეცოცხლებინა გუშინდელი ღამე, თუმცა არაფერი გახსენდებოდა გარდა სასმელისა...
ამდენი ფიქრისგან თავი აგტკივდა...
ფანჯრის რაფაზე შემოდებული თავის ტკივილის წამალი დალიე და უეცრად შენს გონებაში, რაღაც ნათელი წერტილივით აკიაფდა.
„ - წამალი მოგიტანო?
- გააჩნია რა წამალი...
- მიგოთხასი... პარაცეტამოლი... საერთოდ რამე გაქვს სახლში?
- სიმართლე რომ გითხრა, შენი ერთი კოცნაც მიშველიდა.“



№1 სტუმარი დათა

ცეცხლოვანო გოოოგოოონიიიიი.
როგორც კი დაიდო მაშინვე წავიკითხე და არ ვიცოდი გაოცებისგან რა მეთქვა. ეს შენ იყავი? :ოოოოოოოოოო ეს შენ შექმენი, ასეთი ცეცხლოვანი და ვნებიანი? მარიამ, რა ცეცხლი გიტრიალებდა როცა ეს დაწერე?
გამაგიჟე!
გამაფსიხე!
შენი ნაწერები უმოკლეს დროში შემაყვარე!
სიტყვები ზედმეტია!

კონსტანტინე თავიდანვე არ მომწონდა. ალბათ კაცური შური? :))
კეკე... უცხო და ულამაზესი სახელი. ძალიან მომწონს როცა ადამიანი აარაგაცვეთილ სახელებს იყენებს. კეკე... თავნება, ცეცხლოვანი ქალი...

ველოდები მოუთმენლად ახალ თავს!
ველოდები ცეცხლოვანი სიუჟეტებით!

 


№2  offline მოდერი Mary Drey

დათა
ცეცხლოვანო გოოოგოოონიიიიი.
როგორც კი დაიდო მაშინვე წავიკითხე და არ ვიცოდი გაოცებისგან რა მეთქვა. ეს შენ იყავი? :ოოოოოოოოოო ეს შენ შექმენი, ასეთი ცეცხლოვანი და ვნებიანი? მარიამ, რა ცეცხლი გიტრიალებდა როცა ეს დაწერე?
გამაგიჟე!
გამაფსიხე!
შენი ნაწერები უმოკლეს დროში შემაყვარე!
სიტყვები ზედმეტია!

კონსტანტინე თავიდანვე არ მომწონდა. ალბათ კაცური შური? :))
კეკე... უცხო და ულამაზესი სახელი. ძალიან მომწონს როცა ადამიანი აარაგაცვეთილ სახელებს იყენებს. კეკე... თავნება, ცეცხლოვანი ქალი...

ველოდები მოუთმენლად ახალ თავს!
ველოდები ცეცხლოვანი სიუჟეტებით!



დათა... ^^
"უცხო ქალი" ის წიგნია, რომელიც ჩემი სულია. გულს მიჩუყებს ასეთი გრძელი და მსუყე კომენტარები, ჩემო... ^^^
ძალიან ბედნიერი, ვარ რომ ჩემს პირად ისტორიას იზიარებ. მადლობა გვერდში დგომისთვის და კეკესა და კონსტანტინეს გაცნობისათვის.
იმედი მაქვს ეს ნაწარმოები, ასე დაუფასებლად არ დარჩება, რადგან არავინ იცის რამდენი შრომა და ტკივილი მაქვს ამაში ჩაქსოვიილი. შენ კი, ჩემო დათა... ჩემმა ნაწერმა კი არ გაგაფსიხა, არა...! ეს შენ გამაფსიხე, ახლა შენი კომენტარით! ^^

 


№3 სტუმარი შენი მფარველი ანგელოზი

გაააააააად!
არ იუ ქიდინგ მი მა გირლ?
შენნაირი გიჟური,
ცეცხლოვანი,
ვნებიანი.
ეს როგორ შეძელი?!
ძალიან მომეწონა კონსტანტინე თავიდან. შემდგომ უნივერსიტეტდი როგორც ისწერვა, ჩემი ქრაში გამახსენდა :))
კეკე საკმაოდ თამამი გოგოა. ამბოხებული სულის პატრონი.
ასე გააგრძელე ჩემო გოგო!
დარწმუნებული ვარ ამ წიგნით წარმატრბას მიაღწევ!

ველოდები ახალ თავს, სულმოუთქმელად!

 


№4  offline მოდერი Mary Drey

შენი მფარველი ანგელოზი
გაააააააად!
არ იუ ქიდინგ მი მა გირლ?
შენნაირი გიჟური,
ცეცხლოვანი,
ვნებიანი.
ეს როგორ შეძელი?!
ძალიან მომეწონა კონსტანტინე თავიდან. შემდგომ უნივერსიტეტდი როგორც ისწერვა, ჩემი ქრაში გამახსენდა :))
კეკე საკმაოდ თამამი გოგოა. ამბოხებული სულის პატრონი.
ასე გააგრძელე ჩემო გოგო!
დარწმუნებული ვარ ამ წიგნით წარმატრბას მიაღწევ!

ველოდები ახალ თავს, სულმოუთქმელად!



როგორ ველოდი შენს კომენტარს!
მიხარია!
თან ბავშვივით.
მეც ძალიან მიყვარს ეს წიგნი და არ მინდა დაფასების გარეშე დარჩეს. ^^ ♡♡♡♡♡

ხალხო, იაქტიურეთ ცოტა ^^)))

ამისთვის ვიწვალე, რომ ასე ცოტამ ნახოს?) გააქტიურდით!

 


№5 სტუმარი სტუმარი მემე

ისტორია მომეწონა,მაგრამ იქნებ ესე არ დაწერო “შენ უთხარი კონსტანტინეს”რაღაცნაირირად იკითხხება.ამდენი ფიქრისაგან თავი აგტკივდა,ხომ შეიძლება ესე ამდენი ფიქრისაგან თავი ამტკივდა.მგონი ეგრე უფრო უკეთესია წასკითხად.გამიხარდება თუ გაითვალისწინებ❤️

 


№6  offline მოდერი Mary Drey

სტუმარი მემე
ისტორია მომეწონა,მაგრამ იქნებ ესე არ დაწერო “შენ უთხარი კონსტანტინეს”რაღაცნაირირად იკითხხება.ამდენი ფიქრისაგან თავი აგტკივდა,ხომ შეიძლება ესე ამდენი ფიქრისაგან თავი ამტკივდა.მგონი ეგრე უფრო უკეთესია წასკითხად.გამიხარდება თუ გაითვალისწინებ❤️



პირველ რიგში მადლობა კომენტარისთვის. ასევე იმისათვის, რომ დრო დაუთმე ამ ისტორიას <3 ^^ რატომღაც აღარ მინდოდა პირველ პირში წერა.(იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის პირველ პირში ვწერ.) ამ ისტორიას თუ პირველ პირში დავწერდი მარტო კეკეს გრძნობები მექნებოდა მკითხველისთვის აშკარად გადმოსაცემი, მაგრამ როდესაც მეორე პირში დავწერ, შესაძლებლობა მენიჭება, რომ თითოეული პერსონაჟის განცდები შეგაგრძნობინოთ. მათ სულში ხელები გაფათურებინოთ. ამიტომ ვგონებ იმედებს გაგიცრუებ თუ პირველ პირში დაწერილის ნახვა გსურს. ^^
მერწმუნე, დროთა განმავლობაში სიუჟეტი ისე წავა, რომ მეორე პირი დისკომფორტს აღარ შეგიქმნის. <3 ^^

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კომენტარისთვის და წაკითხვისთვის. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. <3 !

 


№7 სტუმარი Mari

საოცრებაა პირდაპირ????❤ეს მეორე პირში წერა ხომ სრულიად უცხო და ახალი.❤არავითარი გაცვეთილი სახელები❤ისტორიის მოულოდნელი განვითარება❤ბრავო!

 


№8  offline მოდერი Mary Drey

Mari
საოცრებაა პირდაპირ????❤ეს მეორე პირში წერა ხომ სრულიად უცხო და ახალი.❤არავითარი გაცვეთილი სახელები❤ისტორიის მოულოდნელი განვითარება❤ბრავო!



ვაიმე...გული კეკესავით ამიჩქარდააააააა !
მეც ასე ვფიქრობ, რომ პირველი პირი მთლად სახარბიელო არ ყოფილა წერისთვის. როდესაც მეორე ან მესამე პირში წერ, შეგიძლია, რომ სხვა პერსონაჟებს სულში უფათურო ხელები და მკითხველს წინ დაუდო.
რაც შეეხება სახელებს. ^^ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მას. ვერ ვიტან გაცვეთილ, გადაღეჭილ სახელებს, რომლებს ყოველ მეორე მწერალის წიგნში იპოვი. მიხარია, თუ შენც ისიამოვნე მათი ისტორიით. შემდეგი თავი უკვე დადებული მაქვს. შეგიძლია ნახო. <3

მახარებ და მიხარიხარ. <<3

 


№9  offline მოდერი guroo

მოვედი,წაგიკითხე. ვიცი, ტკივილით წერდი.
მეორე პირში თხრობა საშუალებას გაძლევს საკუთარ თავს ესაუბრო ისე, თითქოს მეგობარს სწერ წერილს. სევდიანი იყურები წარსულში და საყვედურებს ეუბნები. ამაზე დიდი ტანჯვა არ არსებობს.
სხვა ყველაფერი ყალბი იყო და არ ღირს მათზე საუბარი.

 


№10  offline მოდერი Mary Drey

guroo
მოვედი,წაგიკითხე. ვიცი, ტკივილით წერდი.
მეორე პირში თხრობა საშუალებას გაძლევს საკუთარ თავს ესაუბრო ისე, თითქოს მეგობარს სწერ წერილს. სევდიანი იყურები წარსულში და საყვედურებს ეუბნები. ამაზე დიდი ტანჯვა არ არსებობს.
სხვა ყველაფერი ყალბი იყო და არ ღირს მათზე საუბარი.



მიხარია, რომ გამოჩნდი აქ <3

 


№11  offline წევრი sofo_sofia13

ძალიან მომეწონა ვგიჟდები ესეთი შინაარსის მოთხრობებზე ძალიან მომწონს კეკე და წარმატებები <3

 


№12  offline მოდერი Mary Drey

sofo_sofia13
ძალიან მომეწონა ვგიჟდები ესეთი შინაარსის მოთხრობებზე ძალიან მომწონს კეკე და წარმატებები <3



მადლობა, შენ ჩემი წიგნის კითხვისათვის. <3

 


№13 სტუმარი სტუმარი ნიკა

სად შეიძლება შევიძინო ორჰან-ქემალის ,,უცხო ქალი" ეს წიგნი ქ.თბილისში?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent