მია (1 თავი)
დილის 8 საათი იყო. თავი ძლივს ასწია საწოლიდან. როგორ ეზიზღებოდა ადრე ადგომა,მაგრამ სამსახურში დააგვიანდებოდა. ძილი მისთვის ნეტარება იყო,რაც ყოველთვის აკლდა. თვალების ფშვნეტით გავიდა აბაზანაში.სარკეში რომ ჩაიხედა გული გაუსკდა.თმები აფუებოდა.თავი მოიწესრიგა და მისაღებში გავიდა,სადაც თავისი ძმა თავის ცოლთან ერთად საუზმობდა. -დილა მშვიდობისა-მთქნარებით მიესალმა ოჯახის წევრებს -მოდი-გაუღიმა ძმამ და სკამი გამოუწია,რათა დამჯდარიყო მაგიდასთან -ყიყლიყოები შევწვი და სანამ თბილია ჭამე- ვითომ მზრუნველი ხმით უთხრა რძალმა.მიამ ძალით გაუღიმა და ერთი ცალი გადაიღო,რადგან უტაქტოდ არ გამოსვლოდა. მიამ უგემურად შეჭამა ანუკას შემწვარი ყიყლიყო(მზარეულობა მისი ძლიერი მხარე არ იყო,მაგრამ ცდილობდა და ხანდახან გამოსდიოდა ხოლმე). -დღეს რა გეგმები გაქვს?-ინტერესით შეეკითხა ჯაბა დას და ყავა მოსვა -სამსახურის მერე ლექცია მაქვს და ლექციის მერე ნიტასთან ავდივარ,დაბადების დღე აქვს, სავარაუდოდ მასთან დავრჩები-მოკლედ აუხსნა დღის გეგმები. მია ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა და თან მაგისტრატურაზე სწავლობდა. მისი ყველაზე ახლო და საუკეთესო მეგობარი კი ნიტა იყო,რომელსაც დღეს 24 წელი უსრულდებოდა და სახლში ელოდებოდა სტუმრებს. -დარჩენა რა აუცილებელია,მოგაკითხავ თუ გინდა-წარბი აუწია ჯაბამ. არ უყვარდა მია რომ სხვაგან რჩებოდა,მაგრამ ნიტასთან დარჩენაზე უარს თითქმის არასდროს ეუბნებოდა,რადგან კარგად იცნობდა მას. -რა ვიცი რა დრომდე შემოვრჩები,ხოდა რატომ გაწვალო-მხრები აიჩეჩა მიამ-მირჩევნია დავრჩე -კარგი თუ ასე გირჩევნია დარჩი მაშინ-ნება დართო -როგორ იცი ხოლმე-ანუკაც ჩაერთო-24 წლის გოგო როგორღაც თვითონ გადაწყვეტს როგორ მოიქცეს-მიას თვალი ჩაუკრა. იყო მომენტები როცა ანუკა უჯიგრებდა ხოლმე მას და ამ დროს მიასაც სხვანაირი გრძნობა ეუფლებოდა,მაგრამ საერთო ჯამში ეს არაფერს ცვლიდა -ხანდახან მაინც უსმინე ცოლს-თითი ანუკასკენ გაიშვირა მიამ და ენა გამოუყო ძმას.ჯაბამ თვალები აატრიალა -სულ მაგას არ ვუსმენ ისედაც? -მაგრამ მაინც ისე იქცევი როგორც შენ გინდა-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა ანუკამ -კარგით,ჩემო საყვარელო გოგოებო, მე მეჩქარება და უნდა დაგტოვოთ-პირი ხელსახოცით გაიწმინდა, ტელეფონი აიღო და გოგოები მარტო დატოვა. მიაც დიდხანს არ დარჩენილა,ანუკას მაგიდის ალაგებაში მოეხმარა,გაემზადა და თვითონაც გავარდა სამსახურში. მოკლედ რომ ვთქვათ მათ შესახებ, დოლიძეებს პირველი ვაჟი, ჯაბა შეეძინათ და მის მერე 10 წელი არ უჩნდებოდათ შვილი, 10 წლის მერე კი პატარა პრინცესა მია მოევლინა ქვეყანას. წყვილი საოცრად ბედნიერი იყო და დაჰფოფინებდნენ ნანატრ ქალიშვილს. ჯაბასაც საოცრად უყვარდა თავისი პატარა და. სულ ეთამაშებოდა და სასეირნოდაც დაყავდა ხოლმე. მია და ჯაბა დოლიძეები ადრე დაობლდნენ. მამა 20 წლის წინ გარდაეცვალათ ავტოკატასტროფაში,როცა მია 4 წლის იყო. ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო მათი ოჯახისთვის. ნანა, მია და ჯაბას დედა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქმრის გარდაცვალების შემდეგ. ჯერ ქმრის სიკვდილმა მოუღო ბოლო და შემდეგ ოჯახის სიმძიმე მას დააწვა კისერზე. ორი შვილის რჩენა მაგ დროს ადვილი არ იყო. წელებზე ფეხს იდგამდა მათ რომ რამე არ მოკლებოდათ,გარდა ამისა გულში იკლავდა დარდს და იმ ტკივილს რაც მისი მეუღლის გარდაცვალებამ მოუტანა. მია პატარა იყო და იმდენად მძაფრად ვერ აღიქვამდა სიტუაციას,აი ჯაბას კი საოცრად გაუჭირდა. გარდატეხის პერიოდი ჰქონდა,თან უმამოდ დარჩენილს რთული ფსიქოლოგიური მომენტები ჰქონდა. დეპრესიაში ხშირად ვარდებოდა. ნანამ კი ყველაფერი გააკეთა რომ როგორმე გამოეყვანა ჯაბა ამ მდგომარეობიდან. მასაც არანაკლები პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან. გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონდა. მისი ცხოვრების რიტმმა და გადატანილმა უბედურებებმა, მასაც ადრეულ ასაკში მოუღო ბოლო. მია ჩაირიცხა თუ არა უნივერსიტეტში, ისიც მალევე გარდაიცვალა. ეს ყველაზე დიდი დარტყმა იყო და-ძმისთვის. მის მერე,ჯაბამ გაორმაგებულად აიღო მიაზე პასუხისმგებლობა დას ცივ ნიავს არ აკარებდა. ის უკვე შემდგარი პიროვნება იყო და მაღალანაზღაურებად სამსახურშიც მუშაობდა. ფინანსური კუთხით პრობლემები არ ჰქონიათ. მას შემდეგ 6 წელი გავიდა და ასე მოდის და-ძმა,გულში ტკივილით და ერთმანეთის სიყვარულით. 3 წლის წინ ჯაბა დაოჯახდა. ცოლად მოიყვანა თავისზე 5 წლით პატარა ანუკა. ახლა კი მათ 2 წლის მარიამი ჰყავთ. რაც შეეხება ანუკას ფიზიკურობას,ვერაფერს დაუწუნებთ, მართლაც ძალიან ლამაზია და ერთმანეთი ძალიან უყვართ. ყოველთვის ხედავდა მია მათ თვალებში დანახულ სიყვარულს და სწორედ ამის გამო იკავებდა ხოლმე თავს ანუკას უტაქტო კომენტარებზე და ძმისა და მისი სიყვარულის გამო ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს. მართლა დამღლელი დღე ჰქონდა. სამსახურში ბევრი საქმე. ლექციაზე პრეზენტაცია. ლექციის მერე კი ნიტასთან ავიდა,სადაც უკვე დაეწყო ხალხს შეკრება -გილოცავ კიდევ ერთხელ-ჩაეხუტა ნიტას შესვლისთანავე და საჩუქარი გადასცა-ხომ იცი როგორ მიყვარხარ-გაუღიმა და ლოყაზე აკოცა -მადლობა-გაუღიმა ნიტამ და საჩუქარს ჩახედა-აუ რა გიჟი ხარ- მისი საყვარელი სუნამოს დანახვაზე სიხარულით ხტუნვა დაიწყო-მიმთავრდებოდა უკვე -ვიცი -თვალი ჩაუკრა. მისაღებში შევიდნენ,სადაც რამდენიმე ადამიანი იყო,ყველას იცნობდა მია. მიესალმა და მოიკითხა. მერე ისე შეყვნენ ლაპარაკს და ძველი ამბების გახსენებას,მთელს ხმაზე ხარხარებდნენ. სწორედ ამ დროს შემოვიდა გეგა, ნიტას ბიძაშვილი,ვიღაც ბიჭთან ერთად. გეგა ხმამაღლა,ღიმილით მიესალმა ყველას და მათ შორის ჩაჯდა თავის მეგობართან ერთად. მიას გეგას მეგობრის დანახვისას თვალი მასზე გაუშტერდა. რატომღაც,ეგრევე მოინუსხა ასე ბიჭით და მისი თავი გამოიჭირა იმაში,რომ რამდენიმე წამი თვალმოუშორებლად აკვირდებოდა სტუმარს. მერე მანაც იგრძნო მიას მზერა და თვითონაც გამოხედა. თვალი თვალში მოუხვდათ,მხოლოდ 2 წამით,რადგან მიას შერცხვა და მზერა სწრაფად შეცვალა. თითქმის ყველა შეიკრიბა და ახალგაზრდები ძალიან მხიარულობდნენ. მიას ერთი სული ჰქონდა ნიტა დაემარტოხელებინა და როცა საძინებლისკენ მიმავალი დალანდა,მაშინვე უკან გაყვა. -ის ბიჭი ვინაა?-ეგრევე ჰკითხა საძინებელში შევიდნენ თუ არა -ვინ ბიჭი?-უცებ ვერ მიხვდა ნიტა -გეგას რომ მოყვა,რა გჭირს-ეს როგორ მკითხე ტონით უპასუხა -აა, მათეზე ამბობ?გეგას მეგობარია და თან ერთად მუშაობენ-აუხსნა ვინც იყო -აქამდე რატომ არ მყავდა ნანახი?-თავისთვის ყველაზე საინტერესო კითხვა დაუსვა -რავიცი,ისე ხო..-ჩაფიქრდა ნიტა-არასდროს შეხვედრილხართ დარწმუნებული ხარ? -რომ შევხვედროდით დამავიწყდებოდა შენი აზრით? -არ არსებობს!-თვალებში ჭინკებათამაშებული მიუბრუნდა ნიტა-მოგეწონა? -რა დასკვნებია ახლა ეს-ვითომ გაბრაზდა -ისე არ იკითხავდი,რომ არ დაინტერესებულიყავი-არ მოეშვა -უცნობი რომ იყო მაგიტომ ვიკითხე,ხომ უნდა მცოდნოდა ვინ იყო -ვერ დამაჯერე,მაგრამ კარგი-ხელი აიქნია და კიდევ ერთხელ მიისხა სუნამო -რომ ბანაობ, მაგიტომაც გიძლებს მხოლოდ 2 კვირა სუნამოები-სიცილით აღნიშნა ფაქტი მიამ -მიყვარს და რა ვქნა-თავი დაახურა და ისევ კომოდზე დადო-გამახსენდა-მიას მიუბრუნდა-მართალი ხარ,თქვენ არ შეხვედრილხართ ერთმანეთს. მათე ხშირად იყო საზღვარგარეთ. ჯერ სწავლის დროს.მერეც სულ დადიოდა ქვეყნიდან-ქვეყანაში, ამიტომ აქ ისე ხშირად ვერ მოდიოდა. ისე, ჩემს დაბადების დღეზე შარშანაც იყო, უბრალოდ გვიან მოვიდა,შენ რომ წახვედი-მიას გაახსენდა ნიტას წინა დაბადების დღე, მხოლოდ 2 საათით იყო მისული და მერე უნივერსიტეტში წავიდა,რადგან შუალედური გამოცდა ჰქონდა. ამის გახსენებისას ხასიათი წაუხდა. რადგან თურმე ერთი შანსი დაუკარგავს მისი გაცნობის. გოგოები მალევე დაბრუნდნენ მისაღებში. მართლა კარგი დრო ატარეს. იმდენი იცინეს და იმხიარულეს, მუცლები სტკიოდათ. მია ხანდახან თვალს გააპარებდა მათესკენ და მის ნაკვთებს სწავლობდა. უდაოდ სიმპათიური იყო. 10დან 9 ქულა დაუწერა გონებაში. 10 მაინც ვერ გაიმეტა,რადგან 10/10 მხოლოდ მის იდეალს,ლეონარდო დიკაბრიოს ეკუთვნოდა. ბავშვობიდან გიჟდებოდა ამ მსახიობზე და მისი ყველა ფილმი ზეპირად იცოდა. ამიტომ, ახალგაცნობილ მათეს მთლად უმაღლესი ქულა ვერ დაუწერა,მაგრამ იმაზე მეტად მოიხიბლა მისით,ვიდრე საჭირო იყო. იმ საღამოს ნიტასთან დარჩა,როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა. დალაგებაში მიეხმარა და მერე ადღლილებს დაეძინათ. მათეზე იმ საღამოს არაფერი უთქვამთ. მათე ბრეგაძე გეგას ძალიან ახლო მეგობარია. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს და მის მერე მეგობრობენ. ერთი განხრა აირჩიეს და ახლა ორივე გამომძიებელია და ერთად მუშაობენ. გეგასთან სახლში ისე ხშირად ვერ ადიოდა ან თუ ადიოდა, არასდროს დამთხვევია ისე,რომ მიაც მანდ ყოფილიყო, ამიტომაც არ ჰყავდა არასდროს ნანახი, მაგრამ დაბადების დღეზე ნახა თუ არა, ისიც მოიხიბლა მიათი. ჯერ ფიზიკურობამ მიიქცია მისი ყურადღება, სიფრიფანა,წაბლისფერთმიანი,საოცრად ფაფუკი თმებით და უსაზღვროდ მწვანე თვალებით. ისე მოეწონა,უნდოდა სულ მისთვის ეყურებინა. მისი ხმა რომ გაიგო,ისეთი ნარნარა და საყვარელი იყო,უნდოდა არ გაჩერებულიყო და სულ ელაპარაკა. ამდენი წლის მერე, პირველად დაინტერესდა გოგოთი და სურვილი ჰქონდა კიდევ შეხვედროდა მას. სწორედ ამიტომ,გეგასთან სიარულს მოუხშირა. 1-2ჯერ კიდევ დაემთხვნენ ერთმანეთს და ახლა შედარებით ახლოს გაიცნეს ერთმანეთი. ორივე გრძნობდა,მათ შორის არსებულ ქიმიას.ორივეს უნდოდა ერთმანეთის სიახლოვეს ეტრიალათ და კიდევ ენახათ ერთმანეთი. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას,მისაღებში მარტო ეს ორი რომ დარჩა, მათემ თამამად ჰკითხა მიას მისი ნომერი -მია, შეიძლება შენი ნომერი ჩავიწერო?-ინტერესით შეეკითხა. არ უნდოდა ეს მიკიბვ-მოკიბვა და საქმის გაჭიანურება. პირდაპირ საქმეზე გადავიდა. შეეძლო,როგორ არ შეეძლო თავისითაც უპრობლემოდ გაეგო მასზე ყველაფერი,მაგრამ ჯერჯერობით არ ჩქარობდა და უნდოდა ყველაფერი ბუნებრივად და ეტაპობრივად მომხდარიყო, ამიტომაც არ დააყოვნა -რავიცი,კი-დაიბნა უცებ მია და თან ძალიან ესიამოვნა. თავისი ნომერი უკარნახა და როცა მათემ ჩაიწერა, ზარი გამოუშვა მასთან -შენც გქონდეს ჩემი,რომ იცოდე-გაუღიმა და მობილური დაბლოკა. მიას გული უფართხალებდა. მასთან ასე ახლოს ყოფნა ძალიან აბნევდა და თან ძალიან სიამოვნებდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა მასთან ყოფნისას, მაგრამ ფაქტი იყო რომ ძალიან უნდოდა. იმავეს გრძნობდა მათეც. მერე, ძალიან ხშირად მოიკითხავდნენ ერთმანეთს,თითქმის ყოველ ღამე ელარაპაკებოდნენ და წერდნენ. მათე მუშაობის პერიოდში სულ ვერ ახერხებდა მასთან კონტაქტს,ამიტომ როგორც კი მოიცლიდა,მაშინვე ან დაურეკავდა ან მიწერდა და ეს ყველაფერი 3 კვირას ითვლიდა. 3 კვირა იყო რაც ასე დაახლოვდნენ და ჰქონდათ კონტაქტი. ერთი თვის თავზე კი მათემ ერთად ვახშმობა შესთავაზა,რაზეც მიაც დასთანხმდა -მიხარია უარი რომ არ მითხარი-გაუღიმა,როცა მაგიდას მიუხსდნენ -უარის მიზეზს ვერ ვხედავდი-კეკლუცად გაუღიმა მიამაც. მათემ ამის გაგონებისას ყურებამდე გაიღიმა და იმ დროს მისულ მიმტანს გახედა,რომელმაც შეკვეთა ჩაიწერა. -ვწუხვარ,აქამდე რომ არ ვიცნობდით ერთმანეთს-დაიწყო ისევ მათემ -მეც მიკვირს,როგორ ვერც ერთხელ ვერ შევხვდით -მაგრამ მთავარია რომ შევხვდით-ძალიან იდუმალი ხმით უთხრა. მია გაწითლდა და უბრალოდ გაუღიმა,რადგან ვერაფერი უპასუხა.თვითონაც ძალიან ბედნიერი იყო მისი გაცნობით -ხანდახან რომ შევხვდეთ ხოლმე,წინააღმდეგი ხომ არ იქნები?-ისევ მათე ჩაეკითხა -მგონი არა-მორცხვად უპასუხა -მგონი თუ არა?-მაინც ჩაეკითხა,სპეციალურად -კი,შეიძლება შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს-თავი მოუყარა სიტყვებს და თვალებში ჩახედა. ორივეს რაღაცნაირად უციმციმებდათ. იმ საღამოს ზოგად რამეებზე ისაუბრეს, მცირე ინფორმაცია გაცვალეს ერთმანეთზე და ცოტა ხანში დაიშალნენ,კიდევ შეხვედრის პირობით. დადებითად დამუხტულები წავიდნენ სახლებში. კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ და ყოველი ახალი შეხვედრისას,ახალ ემოციებს იწვევდნენ ერთმანეთში. მია უკვე ნელ-ნელა მასზე დამოკიდებული ხდებოდა. მათეს თავისი თავი ასეთი აჟიტირებული არ ახსოვდა რამდენი ხანია. ეს გოგო მასზე დადებითად მოქმედებდა. გეგამაც შეამჩნია მისი თვალების ციმციმი დაამდენი ხანი მათემ რომ არაფერი უთხრა,თვითონ ჰკითხა -რაღაც სხვანაირი მეჩვენები?-მის კაბინეტში შევიდა თუ არა,ეგრევე ეგ ჰკითხა -მეტყობა?-თვალები აუთამაშა - ვინმე მოგწონს?-თვალები შუბლზე აუვიდა გეგას -მისმინე,რაღაც უნდა გითხრა-დაიწყო მათემ-მია მომწონს-მერე პირდაპირ მიახალა -ვინ მია?-უცებ ვერ მიხვდა -ნიტას დაქალი,რა გჭირს -რა?-გაოცდა გეგა-მართლა? -ხო,აბა ვითომ? ბოდიში,აქამდე არ გითხარი,იმიტომ რომ მინდოდა ჯერ დავრწმუნებულიყავი და მერე მეთქვა.რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და ორივეს მოგვწონს ერთად. -ვაა, ძალიან მოულოდნელი ამბავია-დაიბნა გეგა და არ იცოდა რა ეთქვა -რამე ხომ არ გაგიტყდა?-ინტერესით ჩაეკითხა -რატომ უნდა გამტყდომოდა მე?-გაეცინა -რა ვიცი,რაღაც დიდად აღფრთოვანებული არ ხარ ამ ამბით -რა შუაშია, მია მართლა ძალიან კარგი გოგოა,უბრალოდ გამიკვირდა -რა გაგიკვირდა?-დაინტერესდა -მია ჯაბას დაა-პირდაპირ აჯახა და მის რეაქციას დაელოდა -ჯაბა ვინაა? -ჯაბა დოლიძე! -რა?-ამ სახელი და გვარის გაგონებისას საშინლად გაცოფდა მათე-რას ქვია მისი დაა?-ვერ იჯერებდა-დარწმუნებული ხარ? -არ იცოდი?-ეს იმაზე მეტად გაუკვირდა,ვიდრე მათემ რომ უთხრა მია მომწონსო -საიდან უნდა მცოდნოდა-ძალიან გაღიზიანებული იყო მათე-მისი ოჯახი არ გამომიკვლევია-ფეხზე გაცოფებული წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოყვა -ცხოვრება მეკაიფება-სახეზე ხელები მოისვა და ღრმად ჩაისუნთქა,ცდილობდა როგორღაც ბრაზი დაეოკებინა. გეგა უხმოდ იჯდა და მის ქცევებს აკვირდებოდა -კაი ,ასე რატომ გაბრაზდი,რა მნიშვნელობა აქვს ვისი დაა-თავისი ჭკუით შეეცადა დაემშვიდებინა -როცა საქმე იმ სი*ს ეხება,ყველაფერს აქვს მნიშვნელობა-ზიზღით თქვა მათემ -დედას შევე*ი-სკამს ფეხი გაჰკრა და შეიგინა-ეს ტიპი ხომ ჩემი ცხოვრების სასჯელია-თავისთვის ჩაილაპარაკა და ფანჯარა გამოაღო,რადგან იგრძნო რომ სუნთქვა უჭირდა. გამარჯობა მეგობრებო. დაგიბრუნდით ახალი ისტორიით. იმედია მოგეწონებათ და ველი თქვენს შეფასებებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.