ქალბატონი შალიკიანი //1//
-ოჰ ქეთა მოხვედიი-ღიმილით მიეგება ლანა ოთახში შესულ ახალგაზრდა გოგონას. -გავიგე სასწრაფო გამოძახება ყოფილა,მომიყევი რა მოხდა.-ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო და საქაღალდე გადაშალა. -სიმართლე რომ ითქვას ეს ცრუ გამოძახებაა-ყოყმანით წამოიწყო ლანამ -ანუ?-ჩაეძია შალიკიანი -სინამდვილეში ძვირფასო ქეთა-ოთახში 50წელს გადაცილებული კაცი შემოვიდა და საუბარი წამოიწყო-ეს პირადი საქმეა შვილო,შენ ჩემი მეგობრის შვილს უნდა დაეხმარო. -მამა იქნებ ამიხსნა, აქ რა ხდება?-ყავა მოსვა ქალმა -მე დაგტოვებთ-თქვა ლანამ და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა. -მე და ბექა დიდი ხნის მეგობრები ვართ,მისი შვილი სწორედ დღეს ერთ-ერთი საქმის დროს დაწვეს და ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია,მინდა დაეხმარო და არ დაუშვა რომ ციხეში გადაიყვანონ. -რა საქმეშია ეჭვმიტანილი? -ის ჩემს გზას აგრძელებს.-ყოყმანით წაოიწყო კაცმა-დემეტრე ქურდია. -ქურდი?ანუ რამეს იპარავს? -კანონიერი ქურდი ქეთა,მისი შვილი კანონიერი ქურდია. -არადა უცებ გამიკვირდა, ასეთ უბრალო საქმეზე მაფიის ადვოკატს რატომ აწუხებენთქო-ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ქეთამ -ის ციხეში არ უნდა მოხვდეს,ახლა თუ იქ მოხვდება და 20 წელს მიუსჯიან,იმ 20 წელში სამუდამო პატიმრობაზეც გაქაჩავს. -გასაგებია,მე დავეხმარები თქვენს შვილს,მაგრამ...-მცირე პაუზა გააკეთა ქეთამ -მაგრამ რა?-სწრაფად იკითხა კაცმა -ეს არ უნდა გახმაურდეს,მე დემეტრეს ჩემებურად დავეხმარები თქვენ კი ჩემს სიახლოვეს არ უნდა გამოჩნდეთ,ასეთ პატიმრებს დიდი გულისყურით ეკიდებიან აქ.მაგრამ მე შევძლებ მის დახსნას. -იცოდე რომ შენი იმედი გვაქვს,შენი წესებით ვითამაშებთ იმისთვის რომ დემეტრე დაიხსნა. -იმედს არ გაგიცრუებთ-ღიმილით თქვა ქეთამ -ვიცი-ღიმილით თქვა კაცმა და წამით შეყოვნდა-ქეთა,ვამაყობ რომ ჩემი შვილი ხარ-თქვა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. რამდენიმე წამს მაგიდაზე მიყუდებული ჩუმად იდგა და ერთ წერტილს მიშტერებოდა,შემდეგ საქაღალდე აიღო და უცებ გადაავლო თვალი დემეტრეს საქმეს,იფიქრა უკეთესი იქნებოდა პირადად თუ გაესაუბრებოდა და ეცოდინებოდა რომ მხარდამჭერები გარედან ცდილობენ მის დახსნას.ლანას დაუძახა და სთხოვა ნახევარ საათში დემეტრე დაკითხვის ოთახში გადაეყვანათ მანამდე კი McDonald’s -ში გაირა 3 Big Mac,2 coca cola და ფრი შეუკვეთა და სასწრაფოდ უკან დაბრუნდა,კაბინეტში შეირა სისტემაში შევიდა და კამერაზე ფირი გაუშვა,პერანგი და შავი ქვედაბოლო შეისწორა,საქაღალდე აიღო და გრძელ ჰოლს გაუყვა.დაკითხვის ოთახი დერეფნის ბოლოში იყო,ნაბიჯს აუჩქარა კარის წინ კიდევ ერთხელ შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და სახელურს წაეტანა,დემეტრეს თავი მაგიდაზე ედო და ხმაურზეც კი არ განძრეულა,რამაც ქეთა გააცოფა თუმცა არაფერი შეიმჩნია და მის პირდაპირ ჩამოჯდა. -მოკლედ,ბევრი რომ არ ვილაპარაკო მინდა მომიყვე რა მოხდა დღეს. -შენც გამარჯობა-სიტყვა ბანზე აუგდო ქეთას. -კითხვა გაგიმეორო?-დაუღრინა ქეთამ -მადლობა,კარგად შენ როგორ ხარ?-ისევ არ აუწევია თავი მაგრამ აშკარად ეტყობოდა რომ ხალისობდა ქეთას მდგომარეობიდან გამოყვანით. -დამცინი?-ტონს აუწია ქეთამ -ტონი აკონტროლე-თავი აწია და ქეთას თვალებში ჩააცქერდა. -„მწვანე თვალები ქონია“ გაიფიქრა გულში და შემდეგ ხმამაღლა განაგრძო-კითხვაზე მიპასუხე,რა მოხდა დღეს? -რაღაც არ მახსოვს ადვოკატი მომეთხოვოს-ცალი წარბი აწია და ქალი უკეთ შეათვალიერა. -იცი რომ შენს საქმეს აქედანვე 30წლით თავისუფლების აღკვეთით განიხილავეენ? -ერთი მაგათიც,თუ უნდათ სამუდამოზე ავიდნენ. -მოდი ჯერ ჭამე და საქმეზე მერე გადავიდეთ-ორი ბიგ მაკი,წვენი და ფრი გაუწოდა დემეტრეს -ქრთამს არ ვიღებ.-ხელი აუკრა წვენზე და წვენიც წამში მოხვდა ქეთას თეთრ პერანგზე. -რა ქრთამს გაუბერეე?-დაუყვირა ქეთამ -შენი მკერდი ახლა უფრო მადის აღმძვრელად გამოიყურება-მზერა მის მკერდზე გადაიტანა -სხვა გზა არ დამიტოვე,სველი პერანგით ვერ ვიჯდები-თქვა და ღილები გაიხსნა. -რას აკეთებ?-დაეჭვდა დემეტრე -არ ვაპირებ სველი ტანსაცმლით აქ ჯდომას.-პერანგის შიგნიდან,თეთრი საცურაო კოსტუმი ეცვა,დემეტრემ იფიქრა:“ალბათ მაგიტომ გაიხადა თორემ სხვაგვარად ამაზე არ წავიდოდაო“ და მისი მკერდიდან მზერა მის სახეზე გადაიტანა-ჩემი დალიე ჯანდაბას,მოკლედ რას ვამბობდი,30წლით პატიმრობა სახუმარო საქმე არაა. -შენ ეს რატომ გადარდებს? -მე ეს არ მადარდებს. -მაშინ დავიჯერო პროკურორს ან მოსამართლეს თავის ლაქიად ვჭირდები? -მამაშენს ჭირდები,მთხოვა რომ აქედან გამეყვანე. -სერიოზულაად?-თვალში სინათლის სხივი აუკიაფდა -კი,სერიოზულად.მაგრამ მარტო მე ვერფერს გავხდები,შენ უნდა დამეხმარო რომ აქედან გაგიყვანო.ჯერ შენ დაგელაპარაკები შემდეგ კი ვიღაც მორისს მოიცადე აქ იყო ნახსენები.-საქაღალდის ფურცვლას მოჰყვა როდესაც დემეტრემ ხელი დაუჭირა,სახე მოქუფვროდა,თითქოს ციხიდან გასვლის აბავმა არ გაახარა. -უბრალოდ წადი და აქ აღარასდროს დაბრუნდე-ხელი აუკრა და ფეხზე წამოდგა -მოიცა რაა? -მამაჩემს გადაეცი რომ ვაფასებ მის დახმარებას,მაგრამ ქურდი ციხის გარეშე არ არსებობს,ყველა ციხე ჩემი სახლია ისევე როგორც ადგილი სადაც დავიბადე და გავიზარდე. -ავადმყოფი ხარ? -მამაჩემმა მაინც და მაინც შენ რატომ დაგიქირავა?-კითხვა უპასუხოდ დატოვა და იერიშზე გადავიდა -მე მაფიის ადვოკატი ვარ. -ტყუი-დაიყვირა,ყელში წვდა და კედელზე უხეშად მიაყუდა.-ამდენად ღრმად აქ არავინ შემოუშვებდა მაფიის ადვოკატს.-ხელი კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა -და ვინ თქვა რომ ეს ბევრმა იცის? -ჩათვალე ტრუპი ხარ,არვიცი ვინ გამოგგზავნა მაგრამ, ვინც არ უნდა იყო რატომღაც დაცვაც არ ცდილობს შენს დახმარებას. -სისტემა გავთიშე,კამერაზე ფირია გაშვებული,სანამ მე არ დავუძახებ მათ საშველად აქ არავინ მოვა. -საცოდავო ამდენად რისკაავ?-გაიცინა დემეტრემ -შენ ქეთა შალიკიანს კიდევ არ იცნობ-ამოიხრიალა ქეთამ და მუცელში წიხლი დაარტყა. -შალიკიანი?-დაეჭვდა დემეტრე-მურიკოს შვილი ხაარ?-წელში მოხრილმა წამოიწყო საუბარი -მამაჩემს ასე ნუ ეძახი.მას მამუკა ქვია აქედანვე შევთანხმდეთ ამაზე.-იერიშზე გადავიდა ქეთა -ერთ დროს ისიც კანონიერი ქურდი იყო-სწრაფად მიაყოლა ნათქვამს -ვიცი ვინცაა მამაჩემი,მაგრამ ახლა მასზე სასაუბროდ არ მოვსულვარ! -უბრალოდ წადი შალიკიანო-ხელით კარზე ანიშნა -მე შენი ადვოკატი ვარ-დაიძაბა ქეთა -მე არ მჭირდდება ადვოკატი,უბრალოდ წადი და ამ საქმეში არ ჩაერიო. -ვინაა ეს მორისი ასეთი?-ეჭვნარევი ტონით იკითხა და დემეტრეს რეაქციას დააკვირდა.სახე უფრო მოექუფრა,სახეზე ძარღვები დაებერა და სუნთქვა გაუხშირდა. -არ ჩაერიო ამ საქმეში,ეს ჩემი ომია და ნუ გაერევი. -მე შენი ადვოკატი ვარ,ამ შემთხევაში შენი ომი ჩემი ომია,შენი დანაშაული ჩემი დანაშაულია და... -შეგიძლია გაჩუმდე და მომისმინო?-ხმაში მუდარა შეერია -რას მეტყვი ისეთს რაც ამ მოსაწყენ ნახევარსაათში არ გითქვამს?-საათზე დაიხედა და შემდეგ მზერა ისევ მას გაუსწორა. -ამ საქმეში არ ჩაერიო,არც მორისი მოძებნო და არც სხვა ვინმე,ამ საქმეს შეეშვი აქაც აღარ მოხვიდე და საერთოდ დაივიწყე ყველაფერი რაც ამ საქმეზე იცი. -ამას არ გავაკეთებ-სწრაფად იუარა. -ეს თხოვნა არ გეგონოს,აქ კიდევ ერთხელ რომ დაგინახო მოგკლავ-ტონი გაიმკაცრა და კედელს მუშტი დაარტყა,ქეთა დაფრთხა არ ელოდა მის ასეთ რეაქციას,წამით თვალებში შიში გაუკრთა მაგრამ მალევე მოემატა თავდაჯერებულობა. -რადგან ასე გაგაცოფა ამ ყველაფერმა,ვშიშობ მორისთან ბევრ საინტერესო რამეს აღმოვაჩენ-სახეზე ღიმილი მოეფინა და კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა. -გაფრთხილებ!არ გაბედო მასთან მისვლა.-ხელში წვდა და თავისკენ მიაბრუნა მაგრამ ამ დროს კარი გაიღო და დაცვამ სასწრაფოდ შეაკავა. -ამას ვერ შეგპირდები-თვალი ჩაუკრა და დერეფანში გავიდა. -მასთან არ მიხვიდე,თავს ნუ დაიღუპავ,შალიკიანო მომისმინე...არ წახვიდე...შეეშვი ამ საქმეს ამის დედაც-კარგა ხანს ისმოდა დერეფანში დემეტრეს ყვირილი მაგრამ ქეთა გაჩერებას არ აპირებდა,საქმე მისთვის იმდენად აზარტული გახდა დანებებაზე აღარც კი ფიქრობდა. -წავიდეთ გავიცნოთ ბიძია მორისი-პატარა ბავშვივით დაიწყო ცელქობა,ლანას პატარა კარადიდან პერანგი აარჩია პორტფელი აიღო და სწრაფად დატოვა შენობა,უცებ მოძებნა მორისის მუდმივი სამყოფელი და ჯიპიესი ჩართო.არც ისე ადვილი იყო მორისის პოვნა,შალიკიანმა სახლში მიაკითხა მაგრამ აღმოჩნდა რომ ორი თვე იყო გასული რაც ეს სახლი მას აღარ ეკუთვნოდა,შემდეგ ლანას სამსახურის მისამართი სთხოვა და მანაც ძველი ქარხნის მისამართი მისცა,არც ისე შორს ქეთას ამჟამინდელი ადგილსამყოფელიდან.მაგისტრალიდან ვიწრო ხეობაში განაგრძო სვლა,ირგვლივ ხშირი მწვანედ შეფერილი ხეები უსწორმასწოროდ იყო განლაგებული,აქა იქ პატარა ბუჩქები,მინდვის ყვავილები...ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო გახშირდა ხეები,გზაც უკვე დასასრულს უახლოვდებოდა,თითქოს ამას იქით გაუვალი ჯუნგლები ყოფილიყოს,ერთწამს ისიც კი იფიქრა გზა ხომ არ შემეშალაო მაგრამ დანიშნულების ადგილს მხოლოდ ორი კილომეტრი აშორებდა.-ჯანდაბა-საჭეს ხელი დაარტყა და მანქანა გააჩერა.-ეს რა ოხრობაა,ახლა სად წავიდე.-ჯიპიესის რუკას თუ დაუჯერებდა გზა პირდაპირ 500მეტრს ითვლიდა შემდეგ მარცხნივ და შემდეგ ისევ პირდაპირ.-სხვა გზა არ მაქვს-ამოიგმინა ქალმა,პორტფელს წაეტანა თუმცა მალევე გადაიფიქრა,პატარა შავი ჩანთა აიღო,ორი მოსასმენი და გადამცემი მოათავსა შიგნით,ტელეფონი და გასაღები აიღო,მანქანა დაკეტა,ჯიპიესი ტელეფონზე ჩართო და ტყეში შევიდა.ტყეში ხეებთან ერთად მრავლად იყო ბუჩქები და ეკლიანი მცენარეები,რომლებიც ყოველ ნაბიჯზე სულ უფრო და უფრო კაწრავდნენ ქეთას-ჯანდაბა,ეს მოდის ჩვენება ხომ არ მეგონა,რამ მაფიქებინა ტყეში ქუსლიანი ფეხსაცმლით და კაბით შემოსვლა-უსაყვედურა საკუთარ თავს და გზა განაგრძო,რაც უფრო ღრმად შედიოდა ტყეში სულ უფრო და უფრო იდუმალი ხდებოდა ყველაფერი,100მეტრი ექნებოდაა გავლილი სიგნალი რომ დაკარგა და მერე უკვე მართლა შიშმა აიტანა.-ღმერთო ჩემო ახლა რა ვქნა-უკან გაბრუნება სცადა მაგრამ გზა არ ახსოვდა,თანაც გზა ბიკილით ხომ არ გამოუვლია აარაა,უკვე ბინდდებოდა,ამიტომ გზა განაგძო სამშვიდობოს რომ მისულიყო,გზაში ენა არ გაუჩერებია,საკუთარ თავს ლანძღავდა,გასაკვირი არც იქნებოდა გზა რომ არეოდა,1საათი იყო გასული რაც გზაში იყო,საკმაოდ ბნელოდა,ფეხები სისხლის გამო წითლად შეღებვოდა ,მოულოდნელად ცაზე ელვა ჭიასავით გაიკლაკნა და ცა გაანათა,თითქოს დედაბუნებაც მის წინააღმდეგ ყოფილიყოს,წამში წამოვიდა ციდან წვიმის პატარა წვეთები რომლებიც წკაპა-წკუპით ეხეთქებოდნენ ხეებს,ფოთლებს და მიწას.-ღმერთო ჩემო ეს უკვე საშინელებაა,მაკიაჟი გამიფუჭდა ჯანდაბა.-ბუზღუნს მოჰყვა და ამასობაში ხეებს შორის სახურავი შენიშნა,ახლოს მივიდა და სახლის გარშემო შეიარაღებული ხალხის დანახვისას წამში მიხვდა რომ ეს მორისის სახლი იყო,იცოდა რომ სახლში ისევერ შეაღწევდა ამიტომ წვიმას სახე მიუშვირა,რამდენიმე ადგილას ტალახი წაისვა,აქა-იქ ტანსაცმელი გახია თმა აიჩეჩა და სირბილით გავიდა ბუჩქებიდან. -ღმერთო ჩემო,მიშველეთ გთხოვთ დამეხმარეთ-ყვიროდა ქეთა და სახლის წინ ჩაიმუხლა -რა მოხდა?-იკითხა ერთერთმა და ქალის წინ ჩაიმუხლა -ისს ის მომდევს-ტირილი დაიწყო და კაცს ხელებზე მოეხვია -ვიინ რამოხდა ქალბატონო?-ისევ იკითხა კაცმა -გამიტაცა და ტყეში მომიყვანა,თავი ძლივს დავაღწიე ორნი იყვნენ-ტირილს უმატა და კაცს ხელებს ისე უჭერდა კანზე ფრჩხილების კვალი დაუტოვა. -აქ რა ხდება?-მოულოდნელად კარი გაიღო და ზღურბლზე 30წელს გადაცილებული მამაკაცი გამოჩნდა. -ბატონო სანდრო,ეს ქალი ვიღაცას გაურბის,როგორც ჩანსტყეში ვიღცაა და მას მისდევს. -მერე ქალს წვიმაში რაღას ტოვებ,ახლავე სახლში შემოიყვანე-თქვა და ქალს მხარზე ხელი მოხვია. -დიდი მადლობა-სლუკუნით უთხრა ქალლმა და სახლში შეჰყვა.კაცი დიდი ყურადღებით შეხვდა მოულოდნელ სტუმარს,ბუხრის წინ სავარძელზე დასვა და მისთვის ლიმნის ჩაიც სთხოვა ორმოცდაათიოდე წლის ქალს,როგორც ქეთა მიხვდა ის მათი დამხმარე იყო ცოტა ხანს სანდრომ ქალს გონზე მოსვლა აცადა,შემდეგ კი მის პირდაპირ ჩამოჯდა და მზერა გაუსწორა. -თქვენი სახელი?-წყნარად წამოიწყო კაცმა და ვისკი მოსვა -ქეთა,მე ქეთა მქვია. -აქ როგორ მოხვდი?ვინ იყო ის ხალხი ვინც თავს დაგესხა?-სააუბარი განაგრძო კაცმა. -ძველი კლიენტია,მე ადვოკატი ვარ.მის საქმეს ხელი არ მოვკიდე და განაწყენებულია. -არ მეგონა სახლში ძაღლებს თუ უშვებდი მორის-ოთახში მოულოდნელად შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი და ქეთას მკვლელი თვალები მიანათა. -სტუმრებზე ასე როდიდან საუბრობ ნიკოლას?-ფეხზე წამოიჭრა მორისი -ის პრობლემებს შეგიქმნის-მზერა მორისზე გადაიტანა -საკმარისად დიდივარ იმისთვის რომ შენი დარიგება არ დამჭირდეს!-თვალებში ცეცხლი აუკიაფდა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. -მგონი ჩემი წასვლის დროა-დროულად დააყოლა ქეთამ და ფეხზე წამოდგა. -არა დარჩი!-ტონი გაუმკაცრდა კორინთელს. -ბოლო დროს მგონია რომ თავიდან ტვინი გამოგიბერტყეს,ეს ქალი ადვოკატია ანუ ძაღლია და მან რომ გაიგოს თუ ვინ ხარ შენ,ციხეში პირდაპირი რეისით გამგზავრებს, ისე როგორც ეს ბაიკოს გაუკეთეს. -ქალდანს საერთოდ ნუ ახსენებ.ის დამსახურებულად ზის ციხეში. -არ მინდა იმედები გაგიცრუოთ მაგრამ კარგად ვიცი ვინც ხართ.ქურდი ციხის გარეშე იგივეა რაც თევზი წყლის გარეშე.და ქალდანს რაც შეეხება საუბარი დემეტრეზეა? -საიდან იცი? -მემისი ადვოკატი ვარ-სიტყვა არ ქონდა დამთავრეებული რომ ნიკოლასმა ქეთას იარაღი დაუმიზნა. -ნიკოლას დაუშვი იარაღი-მისი შეჩერება სცადა მორიმა -გითხარი რომ პრობლემებს შეგიქმნიდა,აქვე დამთავრდება ეს-დაიყვირა და სასხლეტს თითი გამოკრა.მორისმა შეძლო სწრაფი რეაგირება ქეთას ხელი კრა და შუშის თაროზე მიახეთქა,შემდეგ იარაღი ამოიღო და ნიკოლასს დაუმიზნა. -გითხარი რომ ზრდილობიანად მოქცეულიყავი,წადი აქედან ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ-ნიკოლასი წამში მოწყდა ადგილს თუმცა ქეთა ნამდვილად არ იყო კარგ მდგომარეობაში,შუშის თარო მთლიანად დაიმსხვრა და ქეთას ჭრილობები დამჩნეოდა,საკუთარი სისხლის გუბეში იწვა და წამოდგომას ცდილობდა თუმცა ამაოდ. -ქეთა,კარგად ხართ?-მის წინ ჩაიმუხლა მორისი და წამოდგომაში დაეხმარა. -ღმერთო როგორ მტკივა-ამოიკვნესა და კაცს უფრო მაგრად მოეხვია -აქ დაჯექი ახლავე დავბრუნდები-თქვა და სასწრაფოდ გარეთ გავარდა,ქეთას გონება ნელ-ნელა დაებინდა და საბოლოოდ ყველაფერი ბნელ წყვდიადში ჩაიძირა.გონს რომ მოვიდა ჭერს მუქი ყავისფერის მაგივრად თეთრი ფერი ამშვენებდა,აპარატის წრიპინმა საშინლად შეაწუხა ამიტომ ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა სცადა თუმცა ამაოდ,საშინელმა ტკივილმა ამის საშვალება არ მისცა,თავი ისევ ბალიშზე დადო და ჭერს მიაშტერდა,ცხვირში წამლის მძიმე სუნი უღიტინებდა ამიტომ ღრმად და ვრცელი პაუზებით სუნთქავდა.მოულოდნელად ოთახის კარი გაიღო და ზღურბლზე მომღიმრი ლანა გამოჩნდა ყვავილებით ხელში. -ჩემო ავადმყოფო-ყვავილები იქვე ტუმბოზე დადო და მეგობარს გვერდით მიუჯდა. -ლანაა,აქ როგორ მოვხვდი? -ღმერთო, არ გახსოვს?-შეიცხადა ლანამ. -მხოლოდ ის მახსოვს ბოლოს მორისთან სახლში იატაკზე როგორ ვიწექი,მერე... მერე უბრალოდ არაფერი.-დაბნეულმა დაიწყო საუბარი -მგონიზუსტად მან მოგიყვანა და შემდეგ წავიდა,ისე ვინერვიულე,დღე ნახევარია ასე ხარ.-მცირე პაუზა გააკეთა და შემდეგ განაგრძო-ქალდანი გიჟს გავს,რა დაემართა მითხარიო. -რამე უთხარი?-საწოლზე წამოჯდა და გაფართოვებული თვალები მეგობარს მიაპყრო. -არაფერი მითქვამს,ვუთხარი რომ ვერ მოიცალე მისთვის. -ყველაზე საშინელი მატყუარა ხარ,მათ შორის ვინც ოდესმე მინახავს. -ასე კრიტიკულად ნუ მაფასებ,ყოველდღე კი არ ვამბობ კრიმინალებთან ტყუილს. -კარგი კარგი მოვრჩეთ ამაზე,ტანსაცმელი მჭირდება,ჩემი კრიმინალი უნდა მოვინახულო. -ყველაფერი მოგიტანე,მაგრამ იქნებ ცოტა კიდევ დაგესვენა. -არა,აღარ მინდა,გამოვიცვლი და დემეტრეს მოვინახულებ,მისთვის მოსაყოლი ბევრი მაქვს.-ღიმილით დაასულა საუბარი და ფეხზე წამოდგომა სცადა,სწრაფად გამოეწყო სამუშაო ფორმაში და ქალდანის სანახავად წავიდა. მანქანა ალბათ ისევ იმ გზაზე იყო მიტოვებული ამიტომ ტაქსი გააჩერა და ნახევარ საათში დანიშნულების ადგილზე გახლდათ.ჭრილობები აწუხებდა,სახეზეც რამოდენიმე ნაკაწრი ქონდა,მაგრამ სამუშაოს თავს არ ანებებდა,ნელი ნაბიჯებით მიიწევდა დაკითხვის ოთახისკენ,ბავშვივით ცქმუტავდა იმის გაფიქრებისას როგორი რეაქცია ექნებოდა დემეტრეს მისი დანახვისას,კარის წინ შეჩერდა ღრმად ამოისუნთქა და ოთახში შეაბიჯა.ოთახში შესულს დემეტრე რამდენიმე წამს აკვირდებოდა,ქეთა მის სახეზე რაიმეს ამოკითხვას ცდილობდა მაგრამ სულ ტყუილად,დემეტრეს ჩვეულლი უემოციო გამომეტყველება ქონდა. -არ მეგონა პირველივე ნახვისას ასე თუ გაგალამაზებდა-მზერა მოარიდა ქეთას. -როგორც ჩანს არ გაგკვირვებია.-თვალები დააწვრილა ქეთამ. -სათანადოდ ვერ მაფასებ,მე ყველაფეერი დაწვრილებით ვიცი.ჩემი ბიჭები მთელი დღის განმავლობაში გითვალთვალებდნენ,თუმცა უნდა ვაღიარო სასწაული მსახიობი ხარ. -სანდრო სასიამოვნო პიროვნება ჩანს,თბილად მიმიღო,საავადმყოფოშიც მან მიმიყვანა. -აჰაა,ჯერ გაგალამაზა და შემდეგ საავადმყოფოში მიგიყვანა,რა საყვარელია-ცინიკური ღიმილით დააჯილდოვა დემეტრემ და ხელები მაგიდაზე დააწყო. -ცდები ძვირფასო,სანდრომ ჩემი გადარჩენა სცადა,მოულოდნელად ვიღაც ნიკოლასი გამოჩნდა ჯერ მე ხო ისედაც არ მოვეწონე და შენ რო გახსენე მაშინვე იარაღი დამიმიზნა. -მაგის დედაც-დაიღრინა დემეტრემ და ფეხზე წამოდგა-შენ არ იცნობ ამ ხალხს,ნიკოლასი არ დაგინდობს,როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა მაშინვე ბოლოს მოგიღებს. -არ თქვა რომ ჩემზე დარდობ. -ვდარდობ!-მცირე პაუზა გააკეთა და როცა ქეთას იმედიანი სახე დაინახა მაშინვე დაამატა-შენ ხომ ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი აქედან გაყვანა შეუძლია. -ნაგავო-განაწყენებულმა უთხრა ქეთამ და გასასვლელად მოემზადა. -ნუ გწყინს ლამაზო,უბრალოდ არ მინდა რომ მათ გაეკარო,ისევ შენთვის-ღიმილით დაასრულა საუბარი,ქეთა წამით შეჩერდა და მისკენ შებრუნდა. -ნუ მეხუმრები ქალდანო,მე შენ გაჯობებ! მაგრამ არ დაგავიწყდეს, აქედანვე ჩემი ვახშამი გმართებს.-ლოყაზე ტუჩები ოდნავ შეახო და დერეფანში გაუჩინარდა... ველი თქვენს შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.