საუბრები ვნებასთან +18 -2-
ადრიანად ავდექი ელი გავაღვიძე და სწრაფად მოვწესრიგდი, რომ სამსახურში წავსულიყავი... ქუჩაში ისევ ძლიერი ქარია და ავადმყოფური ემოციები ყვითელ ფოთლებთან ერთად დაქრიან აქეთ იქით. მეკი ფანჯრის იმ მხარეს ვარ სადაც შედარებით თბილა და მეტი მოწყენილობაა. ძველ ცხიმიან გასქურაზე პატარა ჩაიდანს ვდგავ და სულმოუთქმელად ველოდები მისი სასტვენის ხმას. მესმის როგორ დუღს წყლის ბუშტუკები და ჩემი უბადრუკი ცხოვრების ამაოებას მაგონებს ეს ხმა. საერთოდ რისთვის მოვდივართ ამ ქვეყნად? რომ ვიტანჯოთ ისევე როგორც ეს წყლის წვეთები იტანჯებიან ცხელ ზედაპირზე და მერე ვიღაც კუჭში გაუშვებს ამ ნატანჯ მოლეკულებს. ზუსტად ასევე ვართ ვცხოვრობთ და ვკვდებით. მხოლოდ იმისთვის რომ ჩვენი ნეშტით მიწა გამოვკვებოთ და ასე გრძელდება სამუდამოდ. სამყაროში არაფერი იცვლება მაგრამ რატომღაც ძალიან გვიჭირს ამასთან შეგუება ადამიანებს და გამუდმებით ვცდილობთ ვაკონტროლოთ სამყარო. სამყარო რომელიც ბოლოს მუხლებზე გვაყენებს და ისე გვაძლევს პირში. უხამსი მეტაფორაა მაგრამ ყველაზე კარგათ ეს ხსნის თუ რამდენად შტერები ვართ ადამიანები როცა გვგონია რომ ჩვენც ცხოვრებას თავად ვაკონტროლებთ. ამ უცნაურ ფიქრებში გართულს ფეხის ხმა მომესმა რომელიც სამზარეულოს კარის ზღურბლთან შეჩერდა და ჩაიდნის სასტვენიც გასიმა. - მეც გამიკეთებ ყავას? - მშვიდად მკითხა საცვლებისამარა მყოფმა ლამაზმა ქალმა. - რათქმაუნდა. - ღიმილით ვუპასუხე და კარადიდან მეორე ფინჯანი ჩამოვიღე - ჩაიცვი რამე შეგცივდება. - მარტო იმიტომ ჩავიცვა რომ ცივა? - გამომწვევათ მკითხა - სამსახურში მეჩქარება ამის დრო არ მაქვს და მინდა ამიტომ... გთხოოვ რა ჩაიცვი მომიახლოვდა ტუჩებზე ვნებიანად მაკოცა და გამოთქმით წარმოთქვა - არა!. მასთან კამათს აზრი არ ქონდა თუ რამე არ უნდოდა ვერაფრით გააკეთებინებდი. მაგრამ თუ რამეს აკეთებდა ყველაფერს სპეციალურად. პულტის მოწოდებაც რომ გეთხოვა რომელიც გვერდით ედო და განძრევაც არ დასჭირდებოდა გეტყოდა არ მინდაო და მორჩა. არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდა. თავიდან ეს ძალიან აღმაგზნებდა თუმცა დროთა განმავლობაში გაღიზიანებაში გადამივიდა. - სიგარეტი დამიტოვე რა აღარ მაქვს - მშვიდა მითხრა და მაგიდაზე დაგდებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო. ზუსტად ისევე მგზნებარედ გაუკიდა როგორც იცოდა ხოლმე. - თბილიში არ მოდიხარ? - ფანჯარაში ვიყურებოდი რომ მისთვის არ შემეხედა. იმიტომ კიარა რომ არ მინდოდა უბრალოდ საოცრად აღმაგზნებდა. - არა. - ზაფხული გავიდა და ორი თვეა აქ ხარ? მიმალვაში ხარ თუ რაიყო? ჩაიცვი და წამოდი, სახლში დაგტოვებ. - არ მინდა. - აქ რაღა გინდა? - საღებავებს მომიტან? - თემა გადამიტანა - ელი... - მინდოდა დამერწმუნებინა რომ წამოსულიყო მაგრამ აზრი არქონდა. ამიტომ მშვიდად დავნებდი. - კი დამიწერე რა გჭირდება - აიიი... - შავი მაქმანის ბიუსჰალტერიდან ძალიან სექსუალურად ამოიღო ქაღალდის ნაგლეჯი და ტუჩების კვნეტით გამომიწოდა. მთელი სისხლი უბეში ჩამექცა ის კი გიშრის აალებული თვალებით მიცქერდა და ამ მზერით მიწვევდა. საოცრად მიჭირდა თავის გაკონტროლება მთელი სხეული მიცახცახებდა. მივუახლოვდი და საკოცნელად გავიწიე თუმცა ალერსიანი ბაგეების ნაცვლად ტუჩებზე მისი გრძელი ცივი თითი მომხვდა. თავი გააქნია და მითხრა ახლა არაო. მივხვდი რომ მახეში მომაქცია ახლა მთელიდღე მის სხეულზე უნდა მეფიქრა. - ხომ იცი რაც მემართება საღებავის სუნზე? - ღიმილით, აგზნებულმა ვკითხე - შენ ესენი მომიტანე და გპირდები საღამოს ყველა იმ ბინძურ ფანტაზიას აგისრულებ რაც თავში გაგიფრენს. - საოცრად ჟღერს... მაგრამ ძვირი სიამოვნებაა ეს ყველაფერი რაც აქ წერია? - თითქოს რეალობაში დავბრუნდი. - ასე ას ლარამდე. - თმა ხელით აიწია და ფუნჯით შეიკრა. ესეც საოცრად აღმაგზნებდა. საერთოდ ყველაფერი აღმაგზნებდა რასაც აკეთებდა. მისი სუნთქვაც კი. - ხომ იცი რომ ხელფასი არ ამიღია ჯერ? - იმ იმედით გავხედე რომ ამ დაჭმუჭნულ სიას ფულიც უნდა მოყოლოდა. - მე რას მიყურებ უმუშევარი მხატვარი ვარ. ფული არ მაქვს. - კარგი ვიზავ რამეს. მაგრამ სამსახური რომ იშოვო არ გიფიქრია? - მჭირდება? ბავშობაში ერთი ბიჭი მპირდებოდა ყველა სურვილს შეგისრულებო. ეს მგონი მანამდე იყო სანამ "მივცემდი". ახლა მხოლოდ საწოლში მისრულებს სურვილებს... - მოგიტან საღებავებს - გულდაწყვეტით ვუთხარი. ფინჯანი დავდე და კარისკენ წავედი. მადლობაო მომაძახა თუმცა პასუხი არ გამიცია. მასთან საუბარს დღითიდღე უფრო და უფრო გადავყავდი ჭკუდან. და ალბათ ერთ დღესაც ფსიქიატრიულში დავამთავრებდი ცხოვრებას. ბოღმა მახრჩობდა და ვკანკალებდი მაგრამ ვერ ვარჩევდი გული მისი საუბრის ტონზე უფრო მწყდებოდა თუ სექსუალური დაუკმაყოფილებლობა იყო. ასე თუ ისე ჩემი სამსახური წყნეთთან ახლოს იყო. და არ მიჭირდა სიარული მაგრამ საბუღალტრო ფირმაში ვმუშაობდი. ელის საწოლიდან ამდგარს კი ჩემი სამსახური იმდენად უაზრობად და უფერულად მეჩვენებოდა ყოველი წამი რომელსაც ოფისის მაგიდასთან ანგარიშში ვატარებდი სულს მიხუთავდა... ეს დღესც ისეთივე უაზრო იყო როგორც დანარჩენები. მისული არ ვიყავი უკვე იმაზე ვფიქრობდი სახლში მივსულიყავი და ელის საცვლებში შევძრომოდი... იმ წამის დამჯდარი ვიყავი მაგიდასთან ჩემი გაღიპული მელოტი უფროსი რომ დამაგდა თავზე და მთელი ვნებები გამიქრო მისი ცხიმიანი ღაბაბით. - თორნიკე აი ჩემი ბიჭი - ვიღაც ქერა გოგოს გადაულაპარაკა და მე გამომხედა - როგორ ხარ? - კარგათ ბატონო ზაზა - ძალდატანებული პატივისცემით წარმოვთქვი - თქვენ როგორ გიკითხოთ. - მშვენივრად. გაიცანი ეს მეგია - ქერა გოგონაზე მიმითითა მეკი სწრაფად მაგრამ გულგრილად შევათვალიერე მისი გამოყვანილი წელი და სასიამოვნო ფორმები. - ჩვენი ახალი სტაჟიორი. ძალიან სასიამოვნო გოგონა. თითქოს გასაყიდდი ხორცი ისე საუბრობდა მასზე მეკი გულისამრევი გრძნობით ხოლო სახეზე გადაფენილი ღიმილით ვუსმენდი. - ეს ჩემი თორნიკეა - უთხრა ქერა გოგონას - აქ ბრწყინავს, საუკეთესო კადრია. მათემატიკას ჭამს მერწმუნე. თუ რამე დაგჭირდება მას მიმართე. ნებისმიერი რამ.. - ოდნავი პაუზის შემდეგ ღიმილით გააგრძელა - ნებისმიერ რამეში გქონდეს მისი იმედი!... მოკლედ მე არ შემაწუხო! ჩათვალე შენი უფროსი თორნიკეა. მე მხოლოდ ერთი წესი მაქვს ! არ შემაწუხო ! - ბოლო სიტყვები დამარცვლა და ახალი შტერი კადრი გაუწვრთნელი ცუგასავით გადმომაბარა - დიახ - ღიმილით უპასუხა გოგონამ რის მერეც ჩემი მელოტი უფროსი სწრაფად გაგვეცალა. და მე მომიბრუნდა - სასიამოვნოა შენი გაცნობა. - კი ჩემთვისაც. მაპატიე სამუშაო მაქვს - მკაცრად მაგრამ სასიამოვნო ტონით ვუთხარი - თუ რამე დაგჭირდება მომმართე. სამსახურს 7 ზე ვამთავრებთ. მიმღებში გოგო ზის ტანია ქვია. უთხარი სტაჟიორი ვარო და გეტყვის რაუნდა გააკეთო. თავი დამიქნია და ისე გამეცალა გეგონება მგელი ვყოფილიყავი. ალბათ ზედმეტად უხეშად მომივიდა. ახლა მივხვდი რატომ არ მომწონდა ზაზა მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ საკმაოდ მეკიდა ფეხებზე ამგოგოს აზრები ჩემს მიმართ. და არანაირი სურვილი არ მქონდა რამეში დავხმარებოდი. მაგრამ უფროსმა დამავალა და ვალდებული ვიყავი... თუმცა სანამ მათემატიკური კითხვა არ გაუჩნდებოდა მის გაწვრთნას ტანიაც მიხედავდა. სამსახურის დრო ძალიან გამეწელა. ზუსტად შვიდ საათზე ლეპტოპი და ჩემი მობილური ავიღე და ლიფტისკენ წავედი. სადაც ახალი სტაჟიორი დამხვდა. - გამარჯობა... ისევ. - წყნარად წარმოთქვა - ნახვამდის უფროა. მაგრამ გაგიმაროჯოს თუ ასე გირჩევნია. - საით ? - ჩემდა გასაკვირად გაეცინა ჩემს ნათქვამზე და ხუმრობათ მიიღო თუმცა სერიოზულად ვუთხარი. - წყნეთში. - ოოუ.. - ისე გაუხარდა თითქოს საჩუქარი გავუკეთე - რითი მიდიხარ? - მანქანით - შეგიძლია ბაგებში რომ დამტოვო? - მორცხვად მკითხა. - აა.. - დავიბენი შემდეგ კი იმ იმედით დავთანხმდი რომ გადაიფიქრებდა - კი მაგრამ გზად მარჯანიშვილზე უნდა გავიარო. კოხინორში საქმე მაქვს - არაა პრობლემა. - მორცხვად გამიღიმა - არ მეჩქარება... მთელი გზა ხმა არ ამომიღია. თუმცა მყუდროება საკანცელარიოში გადმოყოლითა და საღებავების დანახვაზე აღფრთოვანებული კითხვით დამირღვია. - ხატავ? რამაგარია - არა. ჩემთვის არ მინდა. - ამ.. - თითქოს ეჭვიანობით წარმოთქვა. გამიკვირდა მაგრამ მალევე დავივიწყე. ამაზე ფიქრის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. მანქანასთა რომ მივედი მობილურის ზარი გავიგე. მეგონა რომ ელი იყო თუმცა დედაჩემი აღმოჩნდა. საუბარი საყვედურით დაიწყო - რამდენი ხანია გირეკავ სად ხარო. - მაპატიე ნანა არ მესმოდა. რახდება? - რამდენ ხანში მოხვალ? - მკაცრად მკითხა - დღეს ვერ მოვალ. - ამოვიხვნეშე. დაღლილი ამ უაზრო კითხვაზე პასუხის გაცემით. - ისევ იმ გოგოსთან ერთად ხარ? - ამდენი წლის შემდეგ ისევ იმ გოგოს ეძახის და ვერ შეეჩვია რომ ჩემი შეყვარებულია. მაგრამ არც მასთან კამათს ჰქონდა აზრი. - არა დედა... ძმაკაცთან ვრჩები. და საერთოდ 23 წლის ვარ და აღარ ხარ ვალდებული მზდიო. - მე გადავწყვეტ როდის უნდა დაგანებო თავი. სახლში მოდი! - ხვალ მოვალ გეფიცები... დღეს მართლა არ მცალია. გკოცნი საჭესთან ვარ ვერ გელაპარაკები. - ვუთხარი და ტელეფონი სწრაფად გავთიშე. - ასი ლარის საღებავები ძმაკაცთან მიგაქვს საჩუქრად? - ჩაეცინა ჩემს გვერძე მჯდომ ქერა გოგონას. - გგონია რომ შენი საქმეა? - გაბრაზებული ვიყავი და შეიძლება ზედმეტად უხეშადაც გამომივიდა მაგრამ რატომღაც ესეც ხუმრობაში გამიტარა. და გაეცინა ეს გოგო იმაზე უცნაური იყო ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ჩემზე უცნაურიც, დედაჩემზე და მგონი ელიზე უცნაურიც. კიდევ ბევრი... ძალიან ბევრი უცნაური ადამიანი არსებობდა ჩემს ცხოვრებაში მაგრამ ელისთან შედარება უცნაურობის უკიდურესი ზონა იყო. რომელსაც ალბათ შეშლილებიც ვერ ცდებოდნენ. სახლში ძალიან დაღლილი შევედი თუმცა როგორც კი საღებავის სუნი მეცა იმწამსვე გამოვიხედე თვალებიდან და პირდაპირ ბუხრის ოთახისკენ წავედი. გზაში პიჯაკი და თეთრი პერანგი გავიხადე რომ ზედ არ დამტყობოდა საღებავის კვალი. განათებულ ოთახში რომ შევედი სრულიად შიშველი ელი დავინახე რომელიც მოლბერტთან გრძელი ფუნჯით ხელში იდგა, ჩემსკენ ზურგით. გრძელი გიშრის თმა ფუნჯით ჰქონდა შეკრული. ქამარს დავავლე ხელი და შეხსნა დავიწყე. ვნებიანად ამხედა, ლოყებზე ხელებსა და მარჯვენა მკერდზე საღებავის კვალი ეტყობოდა. სიამოვნებით შემათვალიერა ჩაიცინა და შეტრიალდა. ბუხრის ალი ისე გამომწვევად დასთამაშებდა სხეულზე. ვგრძნობდი როგორ მიდუღდა სისხლი მისი გარუჯული საჯდომის დანახვიაას. და მოთმინებას ვკარგავდი. მარტო ის მინდოდა მოვფერებოდი. შარვალი იატაკზე დავაგდე სწრაფად მივვარდი. ყელში დავუწყე კოცნა, მან ხელი დამადო თმაზე. მე მკერდზე მოვეხვიე მეორე ხელი კი ფეხებს შუა ამოვუდე და მთელი ძალით მივიკარი. რამდენიმე წამი ასე გაშმაგებით ვეფერებოდი ზურგიდან შემდეგ კი წყურვილმა ამიტანა. უხეშად მაგრამ ვნებიანად გადავაწვინე სავარძელზე და მასში მგზენაბრედ შვედი. ხელებით მისი სავსე მკერდი ამაყად მეჭირა და გამალებით ვუცქერდი მისი ხერხემლის მოხდენილ ძვლებს. ის კი ირწეოდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გამალებით კვნესდა. მისი მგზნებარე ხმა მუსიკასავით ჩამესმოდა ყურში. ასეთი ლამაზი მელოდია სხვა არაფერს არ ჰქონდა.... სექსის შემდეგ ყოველთვის საოცრად ბედნიერი სახე ჰქონდა. და არც ეს დღე იყო გამონაკლისი. თვალები უბრწყინავდა სიამოვნებისაგან სახეზე კი მშვენიერი ღმილი ჰქონდა გადაფენილი. შიშველი ამაყად წამოწვა ბუხრის წინ მიდგმულ სავარძელზე და სიგარეტს მოუკიდა. შორისან ვუყურებდი და ვფიქრობდი რაკარგი იყო ასეთი. როცა ჩუმად იყო, როცა გულს არ გტკენდა თავისი მწარე უხერხული საუბრით. როცა ასეთი სუფთა და ლამაზი იყო. ყველაფერს დავთმობდი ამ წამის გაგრძელებაზე სამუდამოდ. დაკმაყოფილებულს მისთვის შორიდან ყურება რომ შემეძლოს როგორ მგზნებარედ და ჩუმად ეწევა სიგარეტს. და აი ეს წამი მაბედნიერებდა ზუსტად. ამდროს არც სხვა ოთახში გასვლა მინდოდებოდა და არც სექსი. მანიაკივით ვიყავი რომელიც სხვების ფანჯრებში იყურება. მაგრამ თუ ასეთი მშვენიერება უნდა ყოფილიყო ეს მომენტი ყველაფერს დავთმობდი მისი ფანჯრის მანიაკად რომ ვქცეულიყავი... უეცრად შეიშმუხნა, ხელი საკვერცხეებზე დაიდო და ძლიერად დააჭირა ჩუმად წამოიკვნესა და სახე შიჭმუხნა. აშკარად რაღაც ტკიოდა და დავიბენი, ავნერვიულდი. - ყველაფერი კარგათაა? - შეშინებულმა ვკითხე. - კი - წამოიხვნეშა - რამე ხომ არ გატკინე? - დავიძაბე - არა... ალბათ შემცივდა. -პაუზის და ღრმად ამოსუნთქვის შემდეგ მშვიდად გააგრძელა - შეიგძლია შეწყვიტო შიგნით გათავება? ეს მაწუხებს და მანერვიულებს! - ეს რომ არ ვქნა უფრო შეგაწუხებს და აგანერვიულებს - მივუახლოვდი და მუცელზე ნაზად დავადე ხელი. - არა! ორსულობაზე ფიქრი უფრო მაშინებს ვიდრე ის რომ არ გინდა რომ დავორსულდე. - ვითომ? - ირონიით ვკითხე - და გინდა? - იგივე ტონით შემომიბრუნა - კი... ოღონდ ჯერ არა მაგრა... აქ გტკივა? - საუბარი გავწყვიტე და მარჯვენა საკვერცხეზე ნაზად დავაჭირე თითები - ხომ... - წაიჩურჩულა - ციკლი? - დამიგვიანდა - აჰამ გასაგებია - გამეცინა, წლებია ეს პანიკები ჰქონდა ყოველ გადაცდენაზე და უკვე სასაცილო ჩანდა. - ხელფასი უნდა ჩამერიცხოს ორშაბათს თუ არ დამიგვიანეს გინეკოლოგთან წავიდეთ რამე სერიოზული არ იყოს. - თორნიკე გეყოფა რა... ორთვეში ერთხელ რომელი ქალი დადის გინეკოლოგთან? მერამდენედ უნდა მითხრას რომ არაფერი მჭირს. ჩემი ექოსკოპისტი უკვე ინსტაგრამის სთორებზე მწერს. - გაბრაზებული წარმოთქვამდა. მეკი რატომღაც ძალიან მაცინებდა ეს ყველაფერი. - კიდევ მივიდეთ რომ დამშვიდდე. თუ გინდა სხვა ექიმთან წავიდეთ. იქნებ ეს ქალი ცდება. - მშია - სასაუბრო თემა უხეშად შემიცვალა - იწექი! ტოსტებს გაგიკეთებ. - მადლობა. ოთახიდან გასვლის საბაბი ძალიან მესიამოვნა. მძულდა ამთემაზე საუბარი მაგრამ ვერსად გავურბოდი. პარანოია ქონდა. არც ვამტყუნებ დამნაშავე მე ვიყავი ამაში. შემეძლო მისი ოდნავ მეტად გათვალისწინება მაგრამ ამას არ ვაკეთებდი. ნერვიულობითაც სწორად ნერვიულობდა მაგრამ ამ პანიკას წლებია ჭკუიდან გადვყავარ და უკვე აღარ შემეძლო. 4 წელია გინეკოლოგთან დავდივართ ორთვეში ერთხელ და პასუხი ყოველთვის ისაა რომ არაფერი სჭირს. 17 წლის იყო რომ დაორსულა... ისე შეშინებულმა და დაბნეულმა მითხრა თითქოს დანაშაული ჩაიდინა. ცრემლები წამოუვიდა. მე კი გამიხარდა.... მართლა ძალიან გამიხარდა... მაშინ ყველაფერი კარგათ იყო და მართლა ძალიან მიყვარდა... მახსოს როგორმა ბედნიერმა ჩავიკარი გულში და ეს ყველაფერი ოდესღაც ნამდვილი იყო. რეალურად მაგიჟებდა მასზე არა მხოლოდ ვნება არამედ ძლიერი სიყვარული... გაპარვის გეგმა დავსახე რომ ყველაფერი რომანტიულს და სპონტანურს დამსგავსებოდა. ზაფხული იყო. ახალი ამბის გაგებიდან ორი კვირის შემდეგ სამიდღით მეგობროს აგარაკზე მივდიოდით დუშეთში. ჩასვლის დღესვე ჯვარს დავიწერდით და სკანდალებს დაველოდებოდით. თუმცა წასვლამდე ორი დღით ადრე გაცივდა და მუცელი მოეშალა. სულ საკუთარ თავს ვაბრალებდი ამას რომ არვიყავი საკმარისად კარგი, საკმარისად მზრუნველი. ძალიან რთულად გადაიტანა. მეც მეწყინა. მართლა ძალიან... შვილი მეც დავკარგე და მიჭირდა ამის გაანალიზება. ორ კვირაში ამ პატარა არსებამ თავი ძალიან შემაყვარა. მაგრამ მან გააფრინა. ორი წლის განმავლობაში ყოველღამე ამაზე მესაუბრებოდა ტიროდა და საშინლედ მსტეესავდა. ჭკუიდან გადვყავდი ამას მაგრამ ვხვდებოდი როგორც იტანჯებოდა და ჩემს თავს აღარ დავეძებდი. ალბათ სწორეთ ამ ორმა წელმა გამიქრო გრძნობები მის მიმართ. მასთან საუბარი რომ საშინელი დეპრესია გახდა სექსი შვება იყო. აბედნიერებდა, თითქოს თავიდან იბადებოდა, სულ სხვა ადამიანად... მეგონა ეს ყველაფერი გადავლახეთ როცა ჩემს გვერდით ტირილი შეწყვიტა თუმცა. ხანდახან ღამით მეღვიძება და გვერდით არ მიწევს. სააბაზანოსკენ მივდივარ და მისი ტირილის ხმა მესმის ამ დროს ვხვდები რომ ეს არასდროს არ გადაივლის. რომ ყოველთვის იქნება ჩვენს ცხოვრებაში ეს ლაქა.... ალბათ მაშინვე დავუშვი შეცდომა. მიუხედავად იმისა რაც მოხდა ცოლად უნდა მომეყვანა, მისთვის დამემტკიცებინა რომ მხოლოდ ბავშვის გამო არ ვაკეთებდი ამას და მართლა მინდოდა მის გვერდით გამეტარებინა მთელი ცხოვრება. მაშინ ხომ მართლა ასე იყო. მეკი იშვიათად ვიყავი მის გვერდით და ალბათ ამიტომ გაუჭირდა ასე ძალიან. მასთან რომ ვყოლოდი იქნებ სულ სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი.... P.S აბა რას ფიქრობთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.