შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღბებიან სილუეტებს...


13-02-2016, 00:03
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 013

მარტოსული ეოსივით გადმოსცქერის ეიფელი
მის ფეხებთან მოალერსეთ თრობასა და აგონიას,
შენ კი, როგორც მიუნხენში თვით ვნებასთან მოცეკვავე,
ელი გორდელიანივით სამყაროდან აორთქლდები...
პარიზული ქარის სურნელს წაიღებენ შენი თმები
დაჩოქილი ფოთოლცვენის მომღიმარე აგონიად,
მისივ ისრით დაკოდილი სამუდამო მეგობრები
იქცევიან როტერდამის ლეგენდარულ აპოგეად...
აღდგებიან ლეგენდები ჩვენში გრძნობის გასაჩენად,
როგორც მაშინ როტერდამთან აბრიალნენ კოცონები,
ნუთუ არაფრად არ ღირდა სიყვარულის გადარჩენა
რომ მიღიმი შორთიდან ირონიულ მოწონებით...
ავედევნე აჩრდილების ნიღბებიან სილუეტებს
და წყვდიადში მარტოობის მე უშენოდ ჩავითქმები.
ახლა აღარავინ ხატავს ტაეპებით წყვილ პორტრეტებს,
ჰო, შენ უკვე ჩემთან ერთად არა ხარ და არ ითქმები...
ლუვრს დარჩება მარტოსული მიტოვებულთ პოეზია,
ალბათ სადმე გაიკვრება ნაქანდაკებ ნახატებად,
თვით რითმაც კი აწ გარდასულს უკვე ვეღარ მოეწია,
ამად არ ღირს შემოქმედის ფსევდონიმად დახატება...
მარტოსული ეოსივით გადმომცქერის ეიფელი,
მის ქვეშ მარტოდ ჩამომჯდარ და გულგატეხილ აგონიას,
შენ კი, როგორც მიუნხენში თვით ვნებასთან მოცეკვავე,
ელი გორდელიანივით სამყაროდან აორთქლდები...



№1 სტუმარი Bla..

H,h yvelasgan gansxvavdeba da momewona:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent