შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ღამის შემდეგ (III)


27-03-2020, 11:16
ავტორი Natiiaa33
ნანახია 2 407

_ცხოვრება ის მოულოდნელი და ამოუხსნელი ყოველდღიურობაა რომელსაც ვერ დაგეგმავ. წამით ვცხოვრობთ, წამით ვარსებობთ და სწორედ ის წამი უნდა დავიჭიროთ, ბედნიერების წამი რომელიც ცხოვრებას გვილამაზებს.
ადამიანმა ყოველთვის ის უნდა აკეთოს რაც სიხარულს ანიჭებს, ძალიან ცოტაა ეს ცხოვრება, იმდენად სწრაფად სრულდება, რომ სისულელეა დრო დაკარგო სიბრაზისთვის, წყენისთვის, ცრემლისთვის და ნეგატიური განწყობის შექმნისთვის.
_ექიმი ღიმილიანი სახით შევიდა დილით პალატაში.
-როგორაა ჩემი ჭირვეული პაციენტი?
-ექიმოო დავიღალე, როდის გამიშვებთ?
-საბუთები მოვიტანე, უკვე უნდა გაგწეროთ. როგორ გძნობთ თავს?
-ძალიან კარგად, მიხარია ამ კედლებს მოვშორდები. როდის შემიძლია წასვლა?
-უკვე შეგიძლიათ წახვიდეთ.
-ხოდა ძალიანაც კარგი, ნივთებს ჩაგილაგებ და წავიდეთ.
-ზურა მე თვითონ მივხედავ.
-ექიმო უთხარით რამე, გადამიყვანა ჭკუიდან
-სუსტად ხართ, არ შეიძლება თქვენი დატვირთვა. დაუჯერეთ ამ ბატონს.
-კარგით კარგით. ოხ ეს კაცები
-ეტლს შემოვაყვანიებ ექთანს. ჯანმრთელობას გისურვებთ.
-ეტლს? რა ეტლს? მე ეტლში არ დავჯდები! არ დამანახოთ. _პანიკური შეტევა დაეწყო ელიზაბედს, უკონტროლო გახდა და მხოლოდ ერთი და იგივე სიტყვებს იძახდა, ცრემლები სდიოდა და გადასხმის მილის უაზროდ მოგლეჯვას ცდილობდა.
-დაწყნარდი ნუ ნერვიულობ, პატარავ ნუ ღელავ არ ჩაგსვავ ეტლში, ხელში აგიყვან, ჩემი ხელით ჩაგსვავ მანქანაში. გთხოვ დაწყნარდი არ ინერვიულო _ხელებს სახეზე უსვავდა და ცრემლების შემშრალებას ცდილობდა. ვერ ხვდებოდა რას უნდა გამოეწვია მისი ასეთი რეაქცია. როგორღაც მოახერხა მისი დაწყნარება, ხელში აიყვანა და ისე წაიყვანა. თითქოს ისეთი სუსტი და დაუცველი ჩანდა, ნაზად მოხვია თავის სუსტი ხელები კისერზე და თავი მიადო მხარზე.
-ვერ ვსუნთქავ ზურა. _თვალები მინაბა და უფრო მაგრად მოხვია ხელები.
-დაწყნარდი კარგად იქნება ყველაფერი. ერთ ადგილას წაგიყვან, მოგეწონება. _ფანჯარაზე ჰქონდა თავი მიდებული და გარემოს უყურებდა. უეცრად გააჩერა მანქანა და გადავიდა.
-ხელი მომე, დაგეხმარები. _ხელი მოკიდა და სიმწვანეში ჩარგული გრძელი სკამისკენ წაიყვანა. ისეთი სიმშვიდე იყო ირგვლივ. ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა, სიო ნაზად ეფერებოდა სახეზე და თმებს ურხევდა.
-როგორი სიწყნარეა _ღრმად ჩაისუნთქა და სკამზე ჩამოჯდა.
-მომიყვები?
-აზრზე მოსვლა მინდა, ცოტახანში.
_ცდილობდა სიჩუმე არ დაერღვია, უყურებდა და აკვირდებოდა, თითქოს ცდილობდა ყველა მისი ნაკვთი შეესწავლა. აშკარად ეტყობოდა ფორიაქი რომელიც შინაგანად ჰქონდა. თითქოს არ იტყობდა, წყნარად იყო მაგრამ მაინც განიცდიდა რაღაცას.
-მეზიზღება ეტლი, ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს მახსენებს. 6წლის წინ ავარიაში მოვყევი. როგორ გადავრჩი არ ვიცი, სიარული არ შემეძლო, კუნთები მქონდა გათიშული, ხერხემალზე ორი ოპერაცია გამიკეთეს.. _ზურგი აქცია ზურას და მაიკა აიწია. ათ სანტიმეტრზე კვლავ ეტყობოდა ჭრილობის კვალი.
-ცუდი დასანახია ხომ?
-არანაირად, უბრალოდ ხაზია ჩვეულებრივი.
-უამრავი დაზიანება მქონდა, სასწაულად გადავრჩი. შესაძლოა მე ვერასდროს...
-ვერასდროს?
-ვერასდროს გავხდე დედა.
-ეგ უკვე რწმენის ამბავია, მედიცინა არც თუ გამართლებულია მაგ საკითხში.
-სწორედ ესაა იმის მიზეზი რომ მარტო ვარ, მეშინია. ტკივილს ვერ ვუძლებ, წარსულს ვერ ვაუფერულებ. ისევ ჩემშია, ისევ თავს მახსენებს.
-ეცადე არ იფიქრო, მხოლოდ ისეთი რაღაცეები აკეთე და გაიხსენე რაც სიამოვნებას მოგანიჭებს. თავს მიეცი ბედნიერების საშუალება, მცენარე არ ხარ, რომ მეორედ მოხვიდე და აყვავდე.
-ვდილობ
-ალბათ არც სათანადო ადამიანი შეგხვედრია ვინც დაგავიწყებიებდა ყველაფერს.
-შესაძლოა.. _თავი დაღუნა და მზერა მოარიდა.
-ნახეე ჩიტი, მგონი დაჭრილია
-აბა?
-აიი აიი, იქნებ დავიჭირო.
_ათი წუთი დასდევდა დასაჭერად, ბოლოს როგორც იქნა დაიჭირა, ფრთაში იყო დაჭრილი და საწყლად ფართხალებდა.
-ტკივა?
-უბრალო ნაკაწრი აქვს, შეიძლება რამეს გამოედო.
-წავიყვანოთ სახლში რა
-გაშვებას არც ვაპირებდი
-რასაყვარელი ჩიტუნაა, ისეთი საწყალი თვალები აქვს. გული ასე რატომ უცემს? ხომ არ გაუსკდება?
-არა არ გაუსკდება
-ნუ დამცინი ზურა, პირველად მიჭირავს ჩიტი.
-დამეყრდენი მანქანამდე მიგიყვან
-სიარული შემიძლია, სუსტად ვარ უბრალოდ. ინვალიდივით ნუ მექცევი.
-რატო ხარ ესეთი ჯიუტი?
-ლომი ვარ და ალბათ იმიტომ
-ოჰ ზოდიაქოც თავისნაირი ქონია.
-შენ გირჩევნია წინ იყურო და ისე ატარო.
-როგორც გენებოთ ქალბატონო.
_კორპუსთან გააჩერა, კარი გაუღო და ფრთხილად წაიყვანა სახლისკენ.
ლამაზი ბინა ჰქონდა, საკმაოდ გემოვნებიანად მოეწყო, ინტერიერი მაღალ დონეზე ჰქონდა შეხამებული ერთმანეთთან. მისაღები სპილოს ძვლისფერი ავეჯით გაეწყო, სამზარეულოში ნაცრისფერი ინვენტარი ჭარბობდა თეთრი და შავი ტონებით. საძინებლებიც მუქი ფერის ავეჯით გაეწყო, როგორც სჩანდა ზურასაც ჰყვარებია სიბნელე და სიმყუდროვე. დიდი სქელი ფარდები ეკიდა მუქი ფერის და მზის ერთი სხივიც კი არ აღწევდა ოთახში.
-რომელი დიზაინერი გყავდა სახლის მოსაწყობად?
-დიზაინერი?
-არ მითხრა რომ შენით მოაწყვე.
-ყველა დეტალი ჩემი შერჩეული და შეხამებულია ქალბატონო.
-ვაუ! ბრაო..არ ველოდი.
-აი ესაა შენი ოთახი, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.
-არ იდარდო მაგაზე, უკვე ვგრძნობ.
-მოგშივდებოდა, რამეს მოგიმზადებ.
-დაგეხმარები
-დივანზე დაჯექი და მიყურე, მესაუბრე ან არვიცი რამე გააკეთე დახმარების გარდა. ყველაფერს თვითონ მივხედავ.
-ბართან რომ დავჯდე?
-როგორც გინდა, შენი ნებაა.
-მაინტერესებს როგორ ამზადებ, მინდა გიყურო.
-სხვათაშორის ძალიან კარგი მზარეული ვარ.
-სულ მალე გავიგებ, რას მიმზადებ?
-ვფიქრობ. ალბათ აჯობებს ბოსტნეულის სალათა გაგიკეთო მოხარშულ ხბოს ხორცთან ერთად.
-მოხარშული? არა მოხარშული არ მინდა.
-კარგი კვება გჭირდება, ნუ ჯიუტობ.
-ბოსტნეულის სალათა კიბატონო მაგრამ მოხარშულ ხორცს ვერ შევჭამ. რაუბედურებაა ეს მოხარშულები უნდა მაჭამო აწი?
-აბა რა გნებავთ ქალბატონო ელიზაბედ?
-მმმ... დაბრაწული ქათმის ხორცი ცეზარის სოუსში, წვრილად დაჭრილ პომიდორთან და სალათის ფურცლებთან ერთად.
-ქალბატონს გემოვნება ჰქონიაო _ჩაიცინა და ღიმილიანი სახით გახედა ელეს.
-მომზადება თუ არ იცი დაგეხმარები
-ვცდი
-კიბატონი _მწვანე ვაშლი აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა, იღიმოდა და თან თვალს არ აშორებდა სამზარეულოში მოფუსფუსე ბიჭს.
-ისე ცოლი რატომ არ გყავს? _იმდენად მოულოდნელად დაუსვა ეს შეკითხვა დაბნეულობისგან თითზე გადაისვა დანა და გაიჭრა.
-ვაიმე გეტკინა?
-სააბაზანოში გავალ და დავბრუნდები _კითხვას თავი აარიდა და სააბაზანოში გავიდა. აღარ გაუმეორებია კითხვა, მიხვდა რომ ეს თემა მისთვის მარტივი არ იყო და არ უნდოდა ზედმეტი კითხვებით გული ეტკინა.
-ზეთისხილი გააქვს ზურა?
-გიყვარს?
-ძალიან
-მეც რადამთხვევაა, ათ წუთში სუფრასაც გავაწყობ და მიირთვი.
-დავიღალე როდემდე გიყურო ასე? მე გავაწყობ, გპირდები თუ ცუდად გავხდები დავჯდები, დიდ ნაბიჯებს არ გადავადგავ და მშვიდად ვიმოძრავებ.
_ისეთი თვალებით უყურებდა და უღიმოდა უარი ვერ უთხრა. ერთად გააწყვეს სუფრა და გემრიელადაც ივახშმეს.
-გაღიარებ დღეიდან. მართლაც საოცრად მომზადებული იყო. მეც კი ვერ ვამზადებ ასე გემრიელად.
-გეტყობა, თითქმის მთლიანი ქათამი შეჭამე.
-აი ახლა თუ დაცინვას არ შეწყვეტ შენც მიგაყოლებ
-საშიში ქალი ხარ, ვერ გავრისკავ.
-სასეირნოდ როდის წავალთ?
-ხვალ წავიდეთ
-შენ სამუშაო არ გაქვს? ყველაფერს მოგაცდინე თითქოს ჩემი ძიძა იყო, ბოდიში რა.
_ისეთი სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა მისი ჩახუტება მოგინდებოდათ. მისი დიდი ლამაზი თვალები სულ სხვანაირად ბრწყინავდნენ, ძალიან ლამაზი და ნაზი იყო.
-მაგაზე არ იჯავრო, მთავარი საქმე ახლა შენ ხარ და შენი სახლი. სხვა საქმე აღარ მაქვს. ვაკო აკეთებს ყველაფერს.
-ვაკო ვინ არის?
-ჩვენი არქიტექტორია ისიც.
-ზურააა, ზურაა ხელში არაფერი მქონდა?
-ახლა რა გაგახსენდა? ესე უცებ რატომ აღელდი?
-რომ მიპოვე ხელში რა მეჭირა?
-აა უი, პატარა ხის სკივრივით იყო რაღაც.
-სადარის
-ახლა რამ გაგახსენა?
-ზურა სად არის?
-შენს ნივთებში დევს. სახლში წამოვიღე საავადმყოფოდან შეგინახე.
-ოჰ ღმერთო მადლობა _გულზე ხელი მიიდი და ღრმად ჩაისუნთქა.
-რა დევს შიდ?
-არ გინახავს?
-უშენოდ ვერ გავხსნიდი
-ჩემი მშობლების ფოტოები, სამახსოვრო წერილი და გასაღები რომელიც დღემდე ვერ დავადგინე რისია. ვერც ის მინიშნებები გავიგე მამაჩემი რასაც წერილში წერს.
-იქნებ ჯერ არ მოსულა მაგის დრო, ჯერ არ ხარ მზად და ვერ გაიგე.
-შეიძლება...ის ფოტოები ერთადერთია რაც მათგან დამრჩა. გავნადგურდები რამე რომ მოუვიდეს. სახლში როცა მქონდა ძილისწინ სულ ველაპარაკებოდი, მერე ვტიროდი და ისე მეძინებოდა. ამიტომ გადავწყვიტე იქ შემენახა.
-მესმის შენი
-კარგი არ გვინდა ნეგატიური ამბები, ფილმი ვნახოთ რამე არ გინდა?
-რატომაც არა, თანაც გვიანია უკვე და კარგად დაგვეძინება.
-როგორი ფილმები გიყვარს?
-უფრო ისტორიული მაგრამ კომედია ჩავრთოთ რამე აჯობებს
-აი ეს
-არ ვიცი, ვნახოთ.
_ფილმის ყურებაში ისე გაერთენ ვერც შენიშნეს როგორ ჩაეძინათ. ზურამ თვალები რომ გაახილა ელეს მის მხარზე ედო თავი და საყვარლად აკრულიყო მასზე. ფრთხილად აიყვანა და საძინებელში დააწვინა. ტასაცმელი მოაშორა და საღამური ჩააცვა. ალბათ დამამშვიდებელმა იმოქმედა ელეზე თორე შეუძლებელია ვერ იგრძნო როგორ მოუხერხებლად გახადა. თვითონაც კი ეღიმებოდა, თვალები დაეხუჭა და ისე ცდილობდა გაეთავისუფლებია ტასაცმლისგან. ბალიში გაუსწორა და გამოსვლისას შუბლზე აკოცა. ინსტიქტურად მოქმედებდა, ვერ იაზრებდა რატომ აკეთებდა ამას. თავის ოთახში წავიდა და მშვიდად დაიძინა. მაღვიძარა დააყენა, დილით სუფრის გამზადება რომ მოესწრო ელიზაბედის გაღვიძებამდე.
ისე საყვარლად დაფუსფუსებდა, კვერცხს ამზადებდა და ყველიან მაკარონს. ჩაი დააყენა და ნელ-ნელა აწყობდა სუფრას.
-დილამშვიდობის _მთქნარებით და თვალების ფშვნეტით გამოვიდა ოთახიდან ელე, ჯერ ისევ არ იყო გამოფხიზლებული. პირდაპირ ზურას წინ აესვეტა.
-დილამშვიდობის _აათვალიერა საკმაოდ მოკლე საღამურში გამოწყობილი ქალბატონი და ჩაიცინა.
-ისე შენს ადგილას ასე არ ვივლიდი სახლში. უცოლო კაცი ვარ მაინც რა იცი რა ხდება.
-ასე როგორ? _მხოლოდ შემდეგ გაახსენდა საკუთარი თავი შეეთვალიერებია.
-ეს როგორ? გუშინ დივანზე ჩამეძინა.. მე..მე.. არაფერი მახსოვს.
-მე დაგაწვინე და ჩაგაცვი საღამურები.
-მოიცა რა? შენ გამხადე?
-ხო რა მოხდა? არაფერი არ გაქვს განსაკუთრებული რაც არ მინახავს.
-ანუ ნახე
-რაზე ამბობ?
-გუშინ ხომ გამხადე და ანუ დაინახე
-კი დავინახე.
-მოგეწონა?
-არის რა
-ხო ანუ არაფერიც არ დაგინახავს თორე ასე უემოციოდ არ იქნებოდი. და კიდევ მე სულაც არ მაქვს პრობლემა კაცის მეტი რა მყოლია, თვითონ უსვავ ხაზს შენს უცოლობას.
-შენ თუ არ გაქვს პრობლემა მე საერთოდ არ მაქვს _თვალი ჩაუკრა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა
-ვცადოთ? _ზურას კითხვა დააიგნორა და სააბაზანოში შევიდა. მოწესრიგდა, ტასაცმელი ჩაიცვა და სუფრას მიუჯდა.
-როგორი გემრიელობები გაგიკეთებია.
-მიირთვი და ეს წამლები არ დაგავიწყდეს, შემდეგ სუფთა ჰაერზეც გავიდეთ.
-უკვე მომწონხარ
-არადა ველოდი რომ მეტყოდი
-გადატანითი მნიშვნელობით რა თქმა უნდა
-ისე არ მოგწონვარ?
-რაგაქვს მოსაწონი?
-და რას მიწუნებ?
-რავი არ მიზიდავ
-კარგი ანუ რეაქცია არ გაქვს ჩემს შეხებაზე?
-არანაირი
-ვცადო?
-როგორც გინდა
-კარგი დაიმახსოვრე, გამოწვევა მივიღე უკვე _თვალი ჩაუკრა და გემრიელად შეექცია ყველიან მაკარონს. სუფრაც მიალაგეს და გამოსაცვლელად შევიდნენ ოთახებში. ტანზე მომდგარი ზედა ჩაიცვა ზურამ, ჯინსის შარვალი და თეთრი ბოტასები. ელე მთლიანად სპორულებში გამოეწყო. შავი სპორტული ელასტიკი, ზედა და მოსაცმელი ჩაიცვა. თმა მაღლა აიწია და სასეირნოდ წავიდნენ. დიდხანს ვერ გაჩერდნენ გარეთ, ელიზაბედი ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო და მალევე დაიღალა, სუნთქვაც უჭირდა და მაშინვე სახლში დაბრუნდნენ.
სახლში შესვლისთანავე სამზარეულოში შევიდა, ცივი წვენი დაისხა და მისაღებში გამოვიდა
-ელე წვენი გინდა?
-კიი
-ხოდა რომ გამოხვალ ოთახიდან დაისხი _მაიკა გადაიძრო და დივნის ზურგს მიეყრდნო
-რაარის ეს ზურა? კუნთებს მიმარიაჟებ? მინდა გითხრა რომ არც ეგეთი სხეული გაქ.
-ხო არაა? აბა შენ მაჩვენე როგორი გაქვს _ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა და რეაქციებს აკვირდებოდა.
-რასაკეთებ? _დაბნეული მზერით იყურებოდა აქეთ-იქეთ და რა გაეკეთებია აღარ იცოდა. უკანსვლაში ისე აღმოჩნდა კედელზე აკრული, ვერც გაიაზრა.



№1  offline მოდერი Mary Drey

უკეთესს მოველოდებოდი, მაგრამ მთლად ცუდი არ არის

 


№2  offline მოდერი Natiiaa33

Natsrisferi_grdznobebi
უკეთესს მოველოდებოდი, მაგრამ მთლად ცუდი არ არის

ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ..❤ ვცდილობ არ გავწელო და დავაჩქარო მოვლენები რაც საინტერესოა ის ეპიზოდები მალე ავტვირთო...სხვანაირად არ გამოდის

 


№3  offline წევრი ვიპნი

კარტების გახსნას ველოდები :)

 


№4  offline მოდერი Natiiaa33

ვიპნი
კარტების გახსნას ველოდები :)

ეტაპობრივად ❤ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent