შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმართავი (ნაწილი მესამე)


28-03-2020, 05:42
ავტორი Butterfly Girl
ნანახია 1 338

-ჯანდაბა!!! ჯანდაბაააა... უკვეე 8ის ნახევარია, როგორ არ გამეღვიძაა (საკუთარ თავს უბრაზდებოდა და ახლა ნანობდა, გუშინდელი ტანსაცმლით, მაკიაშით და ვარცხნილობით, რომ დაიძინა.
ზუსტად 5წუთი დაჭირდა შხაპისთვის, ელვისებური სისწრაფით ემზადებოდა.
როგორც იქნა მიაღწია, მიუსწრო... ნახევარი საათით გვიან თუმცა მაინც მისწრო.
ახლა არ იცოდა რა გაეკეთებინა, პირველი თვითონ რომ მოსულიყო აღარ ექნებოდა იმაზე საფიქრალი შეეძლო თუარა გიორგის მაგიდას მიმჯდარიყო, ისინი ხომ უკვე იცნობდნენ ერთმანეთს.
მაგრამ მაინც თავი შეიკავა, მოთმინება იქონია როგორც ყოველთვის და მხოლოდ დილამშვიდობით შემოიფარგლა, კარში გამოსულ მიმტანს შეკვეთა მიაძახა და მძიმედ ჩაემხო სავარძელში.
მოიცაა... მოეჩვენა თუ მისალმებაზე იგივეთი არ უპასუხა დევდარიანმა? გახედა, ისეთი სახით იჯდა, როგორც იმ დღეს პირველად შეხვედრისას, ოდნავი ყურადღებაც არ გამოუჩენია ქალის მიმართ.)

-აქედან სახლში მიდიხართ? (უკმეხად შეეკითხა ვივიენი)

-უკაცრავად? (პირთან მიტანილი ფინჯანი ისე გააჩერა გიორგიმ, თითქოს ძალიან აინტერესებდა ვინ და რატომ გაუბედა ეს კითხვა)

-ანუ ვიგულისხმე, რომ ჩემი მანქანა თქვენთან არის, თუკი სახლში მიდიხართ, მეც გამოგყვებოდით, თუმცა თუკი სხვაგან აპირებთ წასვლას, არ არის პრობლემა ტაქსითაც მივაგნებ.(ცოტა არ იყოს დაბნეულად უპასუხა ვივიენმა)

-არა სახლში არ მივდივარ!

-კარგით, არ არის პრობლემა. (გუშინ ხო ყველაფერი კარგად იყო? ახლა რაღა დაემართა ვერ ხვდებოდა)


-ვივიენ გათხოვილი რატომ არ ხართ?( დიდი ხნის დუმილის შემდეგ, ინტერესით დასვა დევდარიანმა შეკითხვა)

-და თქვენ რაიცით რომ არ ვარ? (ჯერ კიდევ ვერ გაეგო რა ხდებოდა)

-ძნელი მისახვედრი ნამდვილად არ არის.

-რას გულისხმობთ?

-არც ბეჭედი, არც არავინ გვერძე, რა მიხვედრა მაგას უნდა.

-თქვენ რატომ ინტერესდებით?

-მეეე? უბრალოდ. (ისე ირონიულად გასცა პასუხი ჯობდა სულ არაფერი ეთქვა)

-და თქვეენ? თქვენ რატომ არ გყავთ ცოლი? (ვითომ არ იცოდა, ვინ ყავდა და ვინ არა)

-და თქვენ რაიცით, რომ არ მყავს? (მანაც ისევე შეუბრუნა კითხვა და დაასრულა თუ არა წინადადება, მობილურმა დარეკა, დახედა, ოდნავ სახე შეეცვალა, ბოდიში მოიხადა და მოშორებით გავიდა.
ცოტა ხანში მისი ტელეფონიც აინთო, ესემესი უფროსისგან იყო: *გიორგიმ დაახლოებით 1საათის წინ ასისტენტზე ვაკანსია გამოაცხადა, ყველა საბუთს მე მოგიგვარებ*
ოდნავ გაკრა სახეზე ღიმილი ქალს და ისევ დევდარიანს გახედა)

-მოდიხარ?

-სად მოვდივარ?

-მანქანის წამოსაყვანად.

-მეგონა სახლში არ მიდიოდით.

-გადავიფიქრე.
(დააჩქარა ქალი, ანგარიში გაისტუმრა და მანქანისკენ დაიძრა.
გუშინ ლამის მისი ტუჩების მსხვერპლი გახდა და დღეს ისე ექცეოდა თითქოს უკანასკნელი რამ, რისი გაკეთებაც ახლა უნდოდა ამ ქალის მის მანქანაში, მის გვერდით ჯდომა იყო, ისე ცივად ატარებდა მანქანას, ივნისის მზის თბილ სხივებშიც კი ატანდა სიცივეს ქალის სხეულამდე.
სიცივე მის დადუმებულ ბაგეებში არ იგრძნობოდა, გუშინაც ხმას არ იღებდა რულთან მჯდომი, ამას მხოლოდ ვივიენი გრძნობდა, გრძნობდა, როგორ ჩაბღაუჭებოდა ორივე ხელით რულს ისე ძლიარად, რომ ვენებიც კი დატყობოდა ალაგ-ალაგ.
ეს ქალი იმაზე ჭკვიანი იყო ვიდრე იტყობდა, ზუსტად...მილიმეტრებში იცოდა ამ კაცის გაყინვის მიზეზი მის მიმართ.
“გუშინდელი ღამე”
მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მომხდარა, არაა... არაფერი კიარა, საეერთოოდ არაფერი მომხდარა, გიორგის გონება მაინც დანაშაულის გრძნობას ყავდა შეპყრობილი საყვარელი ქალის მიმართ, რამოდენიმე დღის უკან თვითმფრინავით ცამდე შეყვარებულმა გააცილა ქალი რომელთანაც მთელი ცხოვრების დაკავშირებას აპირებდა და ახლა?
მის თავს იმ ინტერესს ვერ პატიობდა, ინტერესს, რომელსაც ეს ქალი ისე მძაფრად იწვევდა მასში, ლამის ტვინი გადაწვოდა ამაზე ფიქრით.
ხოდა საკუთარ თავზე გაბრაზებული, ვერ აკავებდა ამ სიბრაზეს სხეულში, გუშიინ ღამე მარტო იმიტომ დაითხოვა მისი ასისტენტი სამსახურიდან, რომ დილის 5საათზე ტელეფონზე არ უპასუხა, წარმოგიდგენიათ? თითქოს ვალდებული ყოფილიყო ის საბრალო გოგო 24/7ზე თვალებდაჭყეტილი უფროსის ზარს დალოდებოდა.
ვივიანი კი ხვდებოდა, რომ ეს სიბრაზე მისთვის კარგის ნიშანი იყო.
იმდენად კმაყოფილი იყო საკუთარი თავით, მანქანის მინის ანარეკლში თავის თავს უღიმონდა, მერე უცებ ტელეფონი ამოიღო ისე ინეტერესით ჩასჩერებოდა, გეგონება სამყაროს გადარჩენის გეგმას კითხულობსო.)

-კომპანია “ოისი” ხომ არ იცით სად არის?

-ოისი? რაში გჭირდებათ მაგის ცოდნა? მგონი ვაჟაზეა( ოდნავ გაკვირვებულად გადახედა გვერძე მჯდომ, ჯერ კიდევ ტელეფონში ჩამძვრალ ვივიენს)

-მდივნის ვაკანსია აქვთ, მინდა ვცადო.

-ცადო? სამსახურს ეძებ? (ცოტა არ იყოს გაუკვირდა დევდარიანს, მისი დეიდაშვილის მონაყოლიდან გამომდინარე ეს ქალი სამსაახურს არ უნდა ეძებდეს)

-რაიმე უჩვეულო ვთქვი?

-არა უბრალოდ, კარგი არაფერი!...

-ვმუშაობ....უბრალოდ რაღაც პრობლემა შეიქმნა სამსახურში და ნამდვილად აღარ ვაპირებ იქ გაჩერებას, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი წამოვიდე თუ არა, ეს სამსახური ჩემთვის იმაზე კარგია ვიდრე უნდა იყოს, მაგრამ მე ჩემი პრინციპები გამაჩნია, რომელზე გადაბიჯებასაც ვიღაცის დაუდევრობის გამო ნამდვილად არ ვაპირებ! (თითქოს გულმოსულმა ჩაილაპარაკა წარბები შეკრა, ტუჩები გამობრიცა და ისე ახედა გიორგის თითქოს მასზე უცოდველი არსება ჯერ არ დაბადებულა)

-მაგდენი რამ არ მიკითხავს ვივიენ. (ახლა გიორგის იმაზე გაღიზიანებული სახე ქონდა ვიდრე მანქანაში ჩაჯდომამდე)

-მართალი ხარ, ალბათ თავს გაბეზრებ ამდენი ლაპარაკით. (ისე მოიღრუბლა საცოდაობა იყო მისი შეხედვა)

-ეგ არაფერ შუაშია!

-გასაგებია! (აქეთ გაებუტა დევდარიანს და სარკიდან მოძრავ სხეულებს მანამდე არ მოუცილებია თვალი სანამ არ მივიდნენ)

-მადლობაა (იაზვად გადავიდა მანქანიდან, არც გაუხედავს გიორგისკენ, უკვე ძალიან ერთობოდა ამ კაცის ნერვებზე თამაშით, კარი ძლიერად მიუჯახუნა ცხვირწინ და მისი მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა.

*****
ახლა იდგა დევდარიანის ოფისის წინ 3საათის შემდეგ ბოლო შეხვედრიდან და ფიქრობდა ღირდა თუარა დღეს მისვლა გასაუბრებაზე, იქნებ მოეცადა, ხვალამდე მაინც, ბევრი იფიქრა თუ ცოტა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს მისი ნებისმიერი სხვა დავალება არ იყო, სადაც იმდენი დრო ქონდა, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიდა, ბატონი დავითის სიტყვები ახლაც ყურში ჩაესმოდა, გამალებით დროზე რომ ჩასჩხაოდა, მიუხედავად იმისა რომ ეს მისი სტილი არ იყო და სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მოთმინებას ამჯობინებდა, მანქანიდან გადავიდა, გზა გადაკვეთა და ოფისში შეაჭრა)

-გამარჯობათ.

-რით შემიძლია დაგეხმაროთ?

-ვაკანსიის თაობაზე ვარ მოსული.

-დიახ, მესამე სართულზე აბრძანდით, მაგრამ ვშიშობ დაცდა მოგიწევთ.

-არ არის პრობლემა, მადლობა. (ნაზად გაუღიმა კოხტად გამოწყობილ წითურს და კიბეებისკენ დაიძრა.
1საათი რიგში იყო, უკვე წასვლას აპირებდა მისი სახელი რომ გამოაცხადეს, ცოტა დაიძაბა დიდად თვითონაც არ ეხამუშებოდა ახლა იქ შესვლა და გიორგისთვის იმის ახსნა, რომ ესეც მორიგი შემთხვევითობა იყო)

*****
-მოდი გამოვიცნობ... წარმოდგენა არ გქონდა, რომ ჩემი ოფისი იყო არა? და მოდი იმასაც გამოვიცნობ, რომ ისიც არ იცოდი მე რომ ასისტენტს ვეძებდი.(შესვლის შემდეგ ხმაა არ ამოუღია ისე დაჯდა მის კაბინეტში მისსავე წინ, გაკვირვებული დევდარიანის პირდაპირ)

-ცუდი ის არი, რომ აქ მოსვლის შემდეგ გავიგე ეგ ყველაფერი, წასვლას ვაპირებდი და სწორედ მაშინ გამომიძახეს. (უღიმღამოდ, ზერელედ ისე ელაპარაკებოდა თვალებშიც არ უყურებდა დევდარიანს)

-და რატო არ წადით?

-იქნებ იმიტომ რომ კარგად აღზრდილი პიროვნება ვარ, რომელიც უზრდელად არ იქცევა როცა ეძახიან?!(ახლა უკვე ინება თვალებში ნაგლად ჩაკვირვება ქალბატონმა გამყრელიძემ)

-აჰა ანუ პირველად გაიგე, რომ ეს კომპანია ჩემია ხო?

-მოიცა ერთ წამს, შენ გგონია რო მთელმა მსოფლიომ იცის შენს შესახებ?

-ვინ მოქცა იმის უფლება, რომ შენობით მომმართო?( გაღიზიანებული წაიწია ვივიენისკენ
და შეწითლებული თვალებით შეაჩერდა)

-კარგი მგონი ჯობია წავიდე, მეგონა სამსახურის თაობაზე მოვედი მაგრამ....ისედაც შეცდომა იყო აქ მოსვლა(წასასვლელად წამოიწია სავარძლიდან ქალი)

-დაჯექი! (უფრო უხეშად გასცა ბრძანება დევდარიანმა)

-უკაცრავად?!

-მომაწოდე საბუთები!(ხელი გაუწოდა ვივიენს, ქალმა თითქოს გაკვირვებულად გადასცა საქაღალდე და ადგილს დაუბრუნდა)

-გამოცდილება?

-ასისტენტად არასდროს მიმუშავია, თუმცა იმაზე დიდი ცოდნა მაქვს მიღებული ვიდრე ჩვეულებრივ ასისტენს სჭირდება.

-მაშინ რატომ გინდა “ჩემი”(ეს სიტყვა კარგად გამოთქვა)-ასისტენტობა?

-უკვე გითხარით, რომ აქ მოსვლის შემდეგ გავიგე თქვენზე, ასისტენტობას რაც შეეხება, ახლა კომპანია მერისონის დირექტორის მოადგილე ვარ, როგორც უკვე გითხარით დღის პირველ ნახევარში, რაღაც პრობლემა შეიქმნა ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით, წამოსვლას ვაპირებ და სიმართლე გითხრათ ეს სამუშაო მხოლოდ იმისთვის მჭირდება, რომ 24საათი სახლში ჯდომისგან არ დავლპე ამ რამოდენიმე თვეში, ასე რომ დიდად მნიშვნელობა არ აქვს ასისტენტი ვიქნები, დირექტორი თუ ძიძა.

-რამოდენიმე თვეში?

-დიახ, უკან ვბრუნდები

-სად უკან?

-გერმანიაში, აქ დიდი ხნით დარჩენის პერსპექტივით არ ჩამოვსულვარ და ვცდილობ დრო გავიყვანო.

-ანუ სამსახურში აყვანის თქვენი ვარიანტი მარტო იმიტომ უნდა განვიხილო რომ სახლში არ მოგეწყინოთ?

-საბუთებს გადახედეთ ბატონო გიორგი, დარწმუნებული ვარ იცით, რომ ისეთი მონაცემების პატრონი როგორიც მე ვარ ხელიდან გასაშვებად არ ღირს!

-თავდაჯერებულიც ყოფილხართ... მოიცა ოისიში არ აპირებდით წასვლას?

-ზუსტად მაქედან მოვდივარ.

-ნუთუუ... არ მითხრა არ მიმიღესო(ირონიულად ჩაეცინა დევდარიანს)

-ისეც არ მჭირდებოდა ეგ სამსახური, რომ იმ.... (თავი შეიკავა იმ სიტყვის თქმისგან რასაც აპირებდა, თუმცა არც ის იცოდა რას აპირებდა)-რომ მისი არშიყი ამეტანა, ასე რომ...

-ესეიგი არშიყიი... გასაგებია... -კარგი შეგიძლია წახვიდეთ, საბუთებს გადავხედავ და დაგიკავშირდებით...

-კარგად ბრძანდებოდეთ!


###სხვათაშორის თქვენი მხარდაჭერა მჭირდება, არ დაგეზაროთ იმის თქმა როგორი ისტორიაა, ვეღარ გავიგე ღირს საერთოდ გაგრძელებად თუ არა, იაქტიურეთ:დდდდ###



კარგია, ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი haruko

kargiaa momwons <3

 


№3  offline მოდერი Mary Drey

მომეწონა მაგრამ რამდენიმე უხეში გრამატიკული შეცდომა გაქვს. ყველაზე უხეში "რამოდენიმე" იყო. "რამდენიმე" არის სწორი. გრამატიკული თვალსაზრისის გარდა, ველ დან.

 


№4 სტუმარი Hinaaa

Dzalian kargia❤️ erti I suli maqvs shemdeg tavs rodis dadeb

 


№5  offline წევრი Butterfly Girl

სიყვარული გულს გვტკენს
კარგია, ველი შემდეგ თავს

❤️❤️❤️❤️ ხვალუსთვის დავდებ სავარაუდოდ

haruko
kargiaa momwons <3

მადლობა❤️

Natsrisferi_grdznobebi
მომეწონა მაგრამ რამდენიმე უხეში გრამატიკული შეცდომა გაქვს. ყველაზე უხეში "რამოდენიმე" იყო. "რამდენიმე" არის სწორი. გრამატიკული თვალსაზრისის გარდა, ველ დან.

ბოდიშით რასაც ვწერ თან ვტვირთავ, რათქმაუნდა თვალს ვავლებ ხოლმე, თუმცა მაინც მეპარება შეცდომები, ვეცდები უკეთ გადავხედო ხოლმე❤️

Hinaaa
Dzalian kargia❤️ erti I suli maqvs shemdeg tavs rodis dadeb

მალე❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი Bunnnn

Male Dade axali tavi Ra❤️????

 


№7 სტუმარი Mari

Axal tavebs rato ar Deb???????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent