ერთი ღამის შემდეგ (IV)
_ხელები დაუჭირა და კედელზე აკრულს ზემოდან დახედა, ლავიწთან მიაწება ტუჩები და მისი მთრთოლვარე კანის რითმს თვალებდახუჭული აყვა. გულის ფეთქვის ხმა ესმოდა და უფრო ემატებოდა შეხების სურვილი. ყელიდან ნელა აუყვა ტუჩებისკენ მიმავალ გზას. თვალებდახუჭული უფრო სწრაფად სუნთქავდა, თითქოს ჟანგბადის მარაგი იწურებოდა და მომარაგებას ცდილობდა. ქვედა ტუჩზე ოდნავ შეეხო. სახე ხელებში მოიქცია და გემრიელად დაეწაფა ელიზაბედის რბილ და მარწყვის არომატით გაჯერებულ ტუჩებს. -ზურა -ჩშშ.. -არგინდა -არც შენ გინდა? -ზურა _ყურადღება არ მიაქცია მის სიტყვებს, პასუხი არც იყო საჭირო.ეს ის მომენტი იყო როცა არანაირ სიტყვას არ ჰქონდა აზრი.მთლიანად გრძნობდნენ ერთმანეთს.მათი სხეულები დადებითი და უარყოფითი ელექტრონებივით იზიდავნენ ერთმანეთს. ცეცხლი ნაპერწკალის გარეშე არ ჩნდება, არც მათი სიახლოვის სურვილი ყოფილა უეცრად მოსული. ხელები თეძოებზე გადაიტანა და მაისურის მოშორება დაიწყო. ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდნენ საძინებელს. რამდენიმე წუთი და მთლიანად გადაეშვნენ ვნების მორევში. მხოლოდ ერთნი იყვნენ, ორი მფეთქავი გულით და მხურვალე სხეულით. არც სიტყვები ყოფილა, იყო მხოლოდ ბედნიერი ღიმილი და სითბო, სითბოს რომელსაც ერთმანეთს უნაწილებდნენ. ხელები ბალიშზე შემოეხვია და გემრიელად ეძინა. ელემ შხაპი მიიღო, სუფრა გააწყო და მშვიდად მძინარე ბიჭს ხმაურით შეუვარდა საძინებელში. -რომელი საათია უკვე? გაიღვიძე ვაჟბატონო. არც მაგდენი ენერგია დაგიკარგავს ეგრე რომ დაღლილიყავი. -ჰმმ ვიღაცამ უამრავი მამაკაცი მყავდაო, იმედი გამიცრუვდა..ჩათვალე გუშინ დაგინდე, ისიც იმიტომ რომ პირველი ვიყავი. -დამინდო ბიჭმა. არაფრის თავიგაქ და ნუ ბლატაა... აააა მიშვი ხელიიიი.. -განახო რისი თავიმაქვს პატარავ? _ზემოდან დააცქერდა და წარბები აზიდა -გამიშვი ახლა მშიაა, სუფრა გავაწყვე და წამოდი. _ხელიდან დაუსხლტა და მისაღებში გაიქცა. -სად წამიხვალ? -გამობრძანდი ახლა დროზე. _ტანს ზევით შიშველი გამოვიდა არეული თმებით და მძინარე სახით.სახე უბრწყინავდა და თვალები უნათებდა. -ტკბილო მოდი ერთი კიდევ დაგაგემოვნო.. -ჰმმ..გაგიტკბა მგონი ხო შენ -რასვიზავთ, რომ მცოდნოდა ესეთი საოცარი ტუჩები გქონდა აქამდე დავაგემოვნებდი. -კიდე ბევრი რამ არ იცი ჩემზე. -მკერდთან კარგი სიურპრიზი დამხვდა -მოგეწონა? -ზედმეტად მესექსუალურა -იცი თავს მშვიდად ვგრძნობ შენთან. არაფერზე ფიქრი აღარ მინდა. ერთმანეთი არ გვიყვარს, ვერც წარმომიდგენია ესე მოკლე დროში ადამიანი როგორ უნდა შეგიყვარდეს. მიხარია რომ შენ თავს კარგად ვგრძნობ. -ისე იცი როგორ მაინტერესებს 35 წლის მანძილზე კაცთან როგორ არ იყავი? _თავი დახარა და სიცილი დაიწყო. -ნუ დამცინი ზურაა. ანუ ესე უნდა მომხდარიყო -ჰმმ, ვერ ვიტან ქალიშვილებთან სექ*ს -საზიზღარო კიდევ დიდხანს უნდა გამახსენო? -მოდი ჩემთან _ხელი გაუწოდა და მუხლებზე დაისვა. თმაზე ეფერებოდა და ტუჩებს უკოცნიდა. -დღეს სასეირნოდ არ წავიდეთ? -რატომაც არა. თან მეეჭვება გუშინდელზე მეტი დატვირთვა მიიღო სეირნობით და ცუდად გახდე. -ცუდი ბიჭი ხარ _ტუჩებს უკოცნიდა და უღიმოდა -ამ ერთი ღამის შემდეგ რა იქნება? -მეორე, მესამე მეოთხე და უამრავი ღამე -ზურააა -არ ვიცი ელიზაბედ არა, არც ფიქრი მინდა რა იქნება. გთხოვ არ იფიქრო, უბრალოდ დატკბი წუთებით რომელიც ბედნიერებას განიჭებს. -კარგი წამო გავისეირნოდ. გამოვიცვლი და გამოვალ. _გამოიცვალეს, სახლი მოაწესრიგეს და სასეირნოდ წავიდნენ. ხელი-ხელ ჩაკიდებულები დადიოდნენ, იცინოდნენ ყვებოდნენ მხიარულ ისტორიებს სანამ გზაში არ გაუწვიმდათ. -სწრაფად წამოდი, გაცივდები ელე ხომ ხედავ როგორ წვიმს -დავრჩეთ გთხოვ -ამ წვიმაში? არაა გამორიცხულია, გაცივდები და ახლა შენი გაციება არ მაწყობს -ზურაა გთხოვ _ანთებული თვალებით უყურებდა და ხელს მაგრად უჭერდა. -ეს თვალები ყოველთვის რატომ მირევს ტვინს? და ეს კისევ _ტუჩის კუთხესთან არსებულ ფოსოზე გადაუსვა თითი ღიმილის დროს რომ უჩნდებოდა ხოლმე. წელზე ხელი მოხვია და სხეულზე მიიკრა. მხოლოდ ის ორი იყვნენ შუა ქუჩაში, ერთმანეთზე მიკრული ორი სხეული, რომელიც ამ სამყაროდან სადღაც შორს, სხვა სამყაროში გასულიყვნენ და მიღებული სიამოვნებით ტკბებოდნენ. ირგვლივ ხალხი სადღაც მიიჩქაროდა, ყველა თავშესაფარს ეძებდა, ყურადღებასაც კი არავინ აქცევდა წვიმაში მდგარ მოალერსე წყვილს. -იცოდე ახლა თუ არ წამომყვები ზურგზე გადაგიკიდებ და ისე წაგიყვან სახლში -წამოდი გავიქცეთ _ხელი მაგრად ჩაკიდა და სირბილი დაიწყო -ელიზაბეედ, ელეე, სად გარბიხარ გოგო -არმესმიიის -გაჩერდიიი -წვიმის ხმას ნუ არღვევ შენი ბოხი ხმით _მირბოდნენ და ბოლოხმაზე იცინოდნენ, თავის საქციელი აცინებდათ. ორი ზრდასრული ადამიანი სრული სიგიჟის ზღვარზე. არაფერი ჰქონდათ დასაკარგი, არც იმ ასაკში იყვნენ ხალხზე დაეწყოთ ფიქრი არავინ დაგვინახოს რას იტყვიან-ო. სრულიად იაზრებდნენ რასაც აკეთებდნენ, უბრალოდ ერთმანეთით ტკბებოდნენ. -ზურა იციი არასდროს მიმიცია ჩემი თავისთვის ბედნიერების უფლება, სულ კარიერაზე ვზრუნავდი და ამის გამო ბევრი საყვარელი ადამიანი დავკარგე _ხელები მაგრად შემოეხვია და მის მკერდზე დაედო თავი, ზურა კი თმაში დაატარებდა თითებს და ეფერებოდა. -24 წლის ასაკში ქორწილის დღეს მიმატოვეს. ახლა მშვიდად ვამბობ, დროსთან ერთად ტკივილმაც გამიარა მაგრამ არ დამვიწყებია -რააა? _თავი წამოწია და ზემოდან დახედა -იცი რა მტკივნეული იყო? მაშინ მეგონა რომ ვეღარ ვიარსებებდი, ვერ ვისუნთქებდი და მოვკვდებოდი. სიგიჟის ზღვარზე ვიყავი. მერე იყო საავადმყოფო, მკურნალობა ექიმები და ბოლოს ისევ დავუბრუნდი სიცოცხლეს. ვერცერთ ქალს ვერ ვიტანდი, ყველა მისნაირი მეგონა. არმეგონა თუ გადავიტანდი. -რატომ მიგატოვა? -არვიცი, მხოლოდ წერილი დამიტოვა და საზღვარგარეთ წავიდა. როგორც გავიგე რამდენიმე თვეში იქ გათხოვდა და ცხოვრობს ბედნიერად. -მიზეზი რატომ არ გაიგე? -აღარ მიყვარხარო წერილში წერდა. არვიცი რაუნდა მექნა სხვა. -იქნებ რამე მოხდა -აღარ მინდა მისი გახსენება, ეს თემა ბოლოს რამდენიმე წლის წინ გავიხსენე. არც ის ვიცი შენ რატო გიყვები -ისევ გიყვარს? -... -ზურა -კარგი გთხოვ დაივიწყე წარსულია. -გიყვარს ხო? -შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? შენ ხომ არ გიყვარვარ.იმის გახსენება რაც ტკივილის მეტს არაფერს მანიჭებს არ მინდა. -არ მიყვარხარ მაგრამ ჩემი ხარ -შენ კი ჩემი ხარ _ზემოდან მოექცა და თვალებში უყურებდა, უღიმოდა და პატარა ცხვირზე ეფერებოდა. -თავს რატომ არ იცავ? -ხომ გითხარი ბავშვი არასდროს მეყოლებათქო _თვალები დახუჭა და მზერა მოარიდა, დიდი ტკივილი აისახა მის სახეზე. -რატომ მარიდებ თვალებს, შემომხედე...ელე შემომხედე -მტკივა როცა მახსენდება, გული თავიდან მემსხვრევა. იცი როგორ მინდოდა დედა ვყოფილიყავი? ჩემი შვილი დამეჭირა ხელში და დედობა მეგრძნო? სხვის ბავშვს როცა ხელში ვიჭერ ყოველ წამს ვკვდები და ათას ნაწილად ვიშლები. -ჩშშშ...გთხოვ ეგრე ნუ ფიქრობ. არასდროს არ თქვა არასდროს! -წარსულს ვერ შევცვლით, ამ წამით ვიცხოვროთ. -გინდა გაგახარო? -როგორ -ხვალ მშენებლობას ვიწყებთ. გპირდები თვენახევარში შენს სახლში შეხვალ. -ტკბილოოო, ჩემი ოქროს ბიჭი ხარ -შენს ოქროს ბიჭს შია და შენი მომზადებული საჭმელი უნდა -თუ დამეხმარები კიბატონი. _სამზარეულოში იყვნენ და ერთად ამზადებდნენ საჭმელს ელე რომ შეუბრუნდა უეცრად და უთხრა -უკვე კარგად ვარ და ხვალ ჩემს სახლში გადავალ -რათქვი? -ხო რაიყო? -ვინ გიშვებს რო? -იმედია არ გგონია რომ სულ აქ ვიქნები. შენ შენი ცხოვრება გაქვს, შემს საქმეებს უნდა მიხედო და მე ჩემსას -ახლა გაგახსენდა ეგ? რომ მომენატრები რაუნდა ვქნა? -არმინდა შეგეჩვიო, როცა მოგენატრები მისამართი იცი და მოხვალ. ხშირად გნახავ არ იდარდო. -მერე რა რომ მიმეჩვიო? -ზურა გთხოვ -რას მთხოვ რას? არ მინდა მიგეჩვიოო გესმის რას ამბობ? მაგიჟებ? -სულ შენთან ხომ ვერ ვიცხოვრებ? რატო ბრაზობ ვერ ვხვდები. -არმოგწონს ჩემთან? -ეგ არაფერ შუაშია -ბედნიერი არ იყავი? ესე უეცრად რამოხდა? -არაფერი უბრალოდ ერთად ვერ ვიცხოვრებთ -კარგი როგორც გინდა _სამზარეულოდან გავიდა, მოსაცმელი და მანქანის გასაღები აიღო და წავიდა. უშედეგოდ ურეკავდა მობილურზე, არსად ჩანდა.არც ღამე მოსულა სახლში, მთელი ღამე საშინლად წვიმდა, ფანჯარასთან იდგა და ელოდა. ელოდა მაგრამ არ მოვიდა. დილით სავარძელში გაეღვიძა, საშინლად მოწყენილი იყო, თავისი ნივთები მოაგროვა და ტაქსი გამოიძახა. ზურა მაინც არსად ჩანდა. შინაგანად შფოთავდა, ეშინოდა არ უნდოდა მისი დაკარგვა. უამრავი ესემესი დაუტოვა, უამრავი დანარეკი მაგრამ პასუხი არსად იყო. სახლში მივიდა, საშინლად ცარიელი ეჩვენა მთელი სახლი. თავისი ერთი ნაწილი ეუბნებოდა რომ სწორად მოიქცა, მეორე კი ზურასთან იყო. წამები, წუთები, საათები უშედეგოდ გადიოდა. ერთი ღამე დარჩა მხოლოდ ტკბილ მოგონებად. რამდენიმე დღე ელოდა, შემდეგ ადგა და გიგასთან წავიდა ოფისში. -ბატონო გიგა გამარჯობა -მიხარია თქვენი დანახვა ელიზაბედ, ხომ კარგად ხართ? -კი მადლობა. -ძალიან გვანერვიულეთ. -უკვე ყველაფერმა ჩაიარა და საქმეს დავუბრუნდი. როგორ მიდის მშენებლობა? -ძალიან კარგად. როგორც იცით ზურამ შვებულება აიღო მაგრამ ეს თქვენ არ დაგაზარალებთ. -რაა? რატო აიღო შვებულება -არც მე ვიცი ესე უეცრად რა მოხდა. -კარგით არ მაინტერესებს, მთავარია ჩემი სახლი მალე და ხარისხიანად დასრულდეს. -რათქმაუნდა, არ იდარდოთ _დაემშვიდობა და კიდევ უფრო გონება არეული წამოვიდა. ვერ ხვდებოდა რა მოხდა, არც თავის თავს ადანაშაულებდა, ფიქრობდა რომ უბრალოდ მიატოვა და ამით ყველაფერი დასრულდა. ჯერ არ დაწყებული უკვე დასრულდა. ყოველ საღამოს სეირნობდა, ყურსასმენებს გაიკეთებდა და უმისამართოდ დააბიჯებდა. შიგნით რაღაც ჭამდა და არ ასვენებდა. ყველგან ზურა იყო, სულ ის წუთები ახსენდებოდა და არ უნდოდა დავიწყება. ენატრებოდა, აკლდა, აწუხებდა, ტკიოდა. ყველა გრძნობა ერთმანეთს ენაცვლებოდა მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს რომ დაყურებდა. ხშირად ამოწმებდა ტელეფონს თითქოს რაღაცას ელოდა. დღე ჩვეულებრივი ძლიერი ქალის იმიჯით ინიღბებოდა, მთლიანად საქმეში ეფლობოდა, როცა თავის თავთან მარტო რჩებოდა ყველა ნიღაბი ერთიანად იმსხვრეოდა, ყველა გრძნობა ერთიანად იჩენდა თავს და ცრემლებს ვერ უმკლავდებოდა. ორი კვირა გავიდა.. საშინელი ორი კვირა. თავის თავს აჯერებდა რომ არ ენატრებოდა, დაივიწყა მაგრამ ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ის იყო მის ფიქრებში. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, სულ საქმეს ეძებდა სულ თავს იტვირთავდა რომ ფიქრისთვის ნაკლები დრო ჰქონოდა. ლილიანასთან რჩებოდა, ეჭორავებოდა სახლის საქმეში ეხმარებოდა, ბოლოს კი მის კალთაში დებდა თავს და ისევ მოგონებების ზღვაში ეფლობოდა. -ლილი რაღაც არ იცი -ვხვდები -გაინტერესებს? -რათქმაუნდა პატარავ, შენი ყოველთვის ყველაფერი მაინტერესებს. ვიცი რაღაც რთულია და არ გეკითხები. როცა მზად იქნები მომიყევი. -მე და ზურას სექ*ი გვქონდა -დავიჯერო ეგ გაწუხებს? -ნეტავ ეგ მაწუხებდეს _ყველაფერი დაწვრილებით უამბო და სევდა მოერია. -შეგიყვარდა? -სისულელეა, ესე მალე როგორ უნდა შემყვარებოდა -არარის აუცილებელი ადამიანს წლები იცნობდე და შემდეგ შეგიყვარდეს. მეტი არც იყო საჭირო -არა არა, არ მიყვარს -აბა რატომ ვერ ივიწყებ? -ისე მოულოდნელად გაქრა, ეგ მაფიქრებს -არ გინდა აღიარო. შეიძლება იმაზე მეტად აწყენიე ვიდრე შენ ფიქრობ. -მეხომ უბრალოდ ის ვუთხარი რომ ცალ-ცალკე გვეცხოვრა -შეიძლება შენთვის იყო ეგ უბრალო -ლილიანაა ტვინს ნუ მირევ -უბრალოდ ვცდილობ ისე ვიფიქრო როგორც ზურა. -ხომ იცოდა რომ ვინერვიულებდი, ის მაინც მოეწერა რომ კარგადაა, რამდენჯერ დავურეკე. როგორ შეეძლო ასე გამქრალიყო. მაპატიე უნდა წავიდე -სად მიდიხარ რომელი საათია -ცოტა უნდა გავიარო და შემდეგ სახლში დავბრუნდები. მიყვარხარ ჩემო გოგო _ლოყაზე ხმაურით აკოცა და სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა სახლიდან, მანქანაში ჩაჯდა და უმისამართოდ დაიწყო ხეტიალი. თავის თავს უბრაზდებოდა, ეუბნებოდა პატარა თინეიჯერი გოგოსავით იქცევი, რაღადროს შენი სიყვარულია-ო, სიყვარულმა ასაკი არ იცის. სანამ ადამიანი არსებობს სულ შეუძლია უყვარდეს, სულ შეუძლია შეიყვაროს და გულმა სხვადასხვა რიტმში დაიწყოს ძგერა. არასდროს დაბერდება ადამიანი სანამ უყვარს. თავის თავს უკრძალავდა ფიქრს, მონატრებას.. აკრძალული რომ უფრო სასურველია ის ვერ გაითვალისწინა. ყველაზე მტკივნეული საკუთარ თავთან აღიარებაა, აღიარება რომლსაც ორმაგი ტკივილი მოაქვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.