ვნების ტანგო
წამიერი აკორდები და მუსიკას აყოლილი სხეულები, რითმის განცდა და წყვილების ნელი ტანგო, გაბნეული თითო ბგერა და დადგმული ვნების ვალსი მჩქეფარე და ემოციით სავსე, ბედნიერი სახეები. უღიმღამო ფერგასული, ცარიელი მაგიდები გრძნობისგან მარტოსული და ეული ნაბიჯები. კუთხის ბოლოს შემომჯდარი მოხუცი და ყალიონი ბოლისაგან გაჟღენთილი გაცრეცილი ალიონი. ჩამომჭკნარი ფერგასული, სევდიანი უპეები სიყვარულით გაჟღენთილი ცეცხლისფერი ბაგეები, მოგონების ქარშიხალი ემოციის ქართეხილი, თვალს მომდგარი ცხელი ცრემლი, დაქანცული სხეულები. და უძირო სევდისფერი მოგონების ნელი სხივი, ვნებიანი თავს გასული სიყვარულის წრფელი სიმი, სიბერგისგან სისუსტისგან მაგრამ მაინც ურჩი ტერფი კუთხის ბოლოს შემომჯდარი მოხუცი და მისი ფიქრი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.