შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადში მყოფის პირველი ნაბიჯი (ამონარიდი)


29-03-2020, 11:42
ავტორი Nika Murusidze
ნანახია 1 099

ჩვენ, უნდა წავიდეთ!.. დარწმუნებული ვიყავი ამაში. მეგონა, რომ ისიც, მაგრამ გამორიცხულია, მოხდეს ისე, როგორც გსურს... ის დარჩა, მე ვერ დავტოვე და მიუხედავად ამისა, თავს, მაინც მარტოდ ვგრძნობდი... მხოლოდ იმიტომ, რომ ბედნიერება შეეგრძნო უჩემოდ. მას წამდა ჩვენი. მაგრამ მე, ჯერ კიდევ იქ ვიყავი გამოკეტილი, სადაც ნათელი ისევ ვერ აღწევდა...
დემონიური შეგრძნებები, ნდობით აღსავსე, მიმზიდველი, მოსარგებლე თვალები. ფიქრები, რომელიც არ მასვენებს, მმართავს, მშლის. სადღაც უკან, სიღრმეში მისვრის და ჩემში რაღაც სხვას აღვიძებს... მე მას ვეღარ შევეხები, მაგრამ როგორია შეეჭიდო ცდუნებას, როცა ის ერთადერთია, ვინც გსურს. რაც გავსებს... ამასთან ერთად კი, გძულს, გიყვარს აზრიანად. აზრიანად, უაზრო სიტყვები...

- რაღაც უჩვეულო და დანარჩენისგან განსხვავებული ვიგრძენი. თითქოს რაღაც მსგავსი უნდა განმეცადა. ზედმეტად უცნაური თვე დაიწყო. იმდენად დაუჯერებელი და უჩვეულოა ჩემთვის, რომ ვერ ვეგუები. რაღაც წილად ვგრძნობ მაგიჟებს, ჭკუიდან მშლის. ამ ჟამინდელი ჩემი თავისგან, არაფერს ტოვებს. რაღაც კუთხით კი მცვლის. კონკრეტული ხედვით მანახებს სამყაროს. იმ პიროვნულობისკენ მიბიძგებს, როგორიც წესით უნდა ვიყო. ეს კი ნამდვილად გახდა ჩემი მიზანი...
- ამ სიტყვების მერე, აღარ მინახავს... სამუდამოდ წავიდა და ერთადერთი, ეს თილისმა დამიტოვა... არ ვიცი, როგორ აგიხსნა. ან საერთოდ თუ დაიჯერებ. თავი ფილმის ნაწილი მგონია, აი რაღაც ზღაპარს, რომ გვიყვებიან ხოლმე. უცნაურად მეცინება და ზუსტად მსგავს ღიმილს ვამჩნევ ახლა შენს სახეზე... ვიცი ხო, მაგრამ როგორი უაზრო, სათქმელიც არ უნდა იყოს, ვიცი დამიჯერებ, ან მეტყვი გიჟდებიო!.. მის ხმას ვგრძნობ, როცა ვეხები... საკმარისია ხელში მოვათავსო, თვალები დავხუჭო და მესმის. ხმას ვგრძნობ, ხვდები?.. თითქოს ჩემთანაა...
- ხმას გრძნობ?! წარმოსადგენადაც კი უცნაურია! ან საერთოდ რას გულისხმობ?.. ტომ, გიჟდები ხო?
- აჰა, გითხარი? რა გაცინებს?.. ხო ვგრძნობ და ხო, ვიცი. უცნაურად ჟღერს. მაგრამ ყოველი მისი ხმის შეგრძნების შემდეგ, ჩემში არსებულს ვკარგავ... ძალიან უცნაურია.
- რას გულისხმობ? მოდი ნელ-ნელა მივყვეთ. მესმის, რომ გტკივა. მაგრამ რას კარგავ? ანუ ვერ ვხვდები! ზედმეტად ზედაპირული რატომ ხარ ყოველთვის?..
მეძახი, სალაპარაკო მაქვსო და შენ, იმ ხსენებულ ზღაპარზე, უარესს აკეთებ. კარგი რა! ეს უცნაურობები ყოველთვის შენთან იყო და მეც მისი ნაწილი ვიყავი, მაგრამ ამ ჯერად ფილმი შენ ხარ და მაყურებელი მე... ისე, მიმტანს, რომ პოპკორნი ვთხოვო?!
- სულელი ხარ, რასაც ჰქვია.  და ოდესღაც გაიგებ. ისტორიის ეს ნაწილი, უკვე სხვა თავს ეკუთვნის...

თავი მეორე:

    სამორეული, რაღაც ტკივილით...

- არა, არანაირ ტკივილზე საუბარს არ ვაპირებ. ზედმეტად მეჩვენება, ეს ყოველდღიური მიზეზები და დამოკიდებულება, ცხოვრებისადმი!.. უბრალოდ უაზროა იცხოვრო ამით და შემდეგ სხვას უმტკიცო, რომ შეუძლებელი არაფერია! ჯერ ვერ ვამბობ ხმამაღლა, რომ დადგა დრო! ამიტომ ასე გეტყვი: დგება დიდი ცვლილებების პერიოდი... იმდენად გამორჩეული უნდა ვიყო სხვებისგან, რომ ერთი შეხედვითაც კი პირველი თვალში მე ვხვდებოდე, ნებისმიერ სხვას. ეს კი ნამდვილად გახდა ჩემი მიზანი...
- უკანასკნელი სიტყვებია. ერთი კვირის წინ ვიგრძენი. წარმოდგენა არ მაქვს რა ვიფიქრო... ყოველ წამს, თილისმას ვეხები, მაგრამ არაფერი ხდება. სიჩუმე... როგორ დამაკლდა და აღარ განვიცდი... გახსოვს გითხარი ყოველ შეგრძნებაზე, რაღაც ჩემს ვკარგავთქო?
- კი მახსოვს, მახსოვს ტომ და რას აპირებ? ან რა იქნება? სამომავლოდ... ასე, რომ ვერც ერთი გავაგრძელებთ ხომ ხვდები? არ გინდა უფრო ზუსტად ამიხსნა? ხომ იცი ყოველთვის გისმენ?!. ისევ დაფრინავ და წავიდა ახლა თავიდან გამეორება! ტომი? ჰეიი ფრიკიმენ! სად წახვედი, გესმის?

   პასუხის დაბრუნება ვერ მოვასწარი...
მისი ხმა ვიგრძენი...
ჩემს სახელს იძახდა და ხმასთან ერთად, მისი სიახლოვის შეგრძნებაც მატულობდა... წამოვხტი, ჭიქა ავაყირავე. ვერ ვაზროვნებდი, მე არ ვიყავი. ყავა იატაკზე დაიღვარა. დაბნეული სახით გასასვლელისკენ დავიძარი... არავის ხმა მესმოდა, მიუხედავად ათობით გამოხმაურებისა... ჩემი სხეული. იცოდა სად უნდა წასულიყო. აღარ მემორჩილებოდა და მეც მშვიდად მივყვებოდი... კაფედან გამოვედი. კარი ისე შემოვიქნიე, რომ შუშა გატყდა. შეშფოთება, ეფექტური წასვლა... ყურადღება არ მივაქციე. სწრაფი ნაბიჯებით, სადღაც მივიწევდი. არ ვიცი, რატომ და ისევ ვიგრძენი. მისი განწირული და ამასთან ერთად მოჩურჩულე ხმა.

მიშველეე...

მარცხენა ხელი ისევ თილისმაზე მეკიდა. ვერ ვიხსენებ, როდის ჩავებღაუჭე. მარჯვენას დავხედე და ვერ ვაჩერებდი, ვკანკალებდი. ჯერ ხელზე შევამჩნიე და შემდეგ მთელ სხეულზე გამოჩნდა, შემზარავად დაბერილი ვენები... ვერ ვსუნთქავდი და ისევ წინ მივიწევდი. ქალს შევეჯახე, ვერ შევამჩნიე. მხოლოდ შეტაკების შემდეგ აღვიქვი. სიარული განვაგრძე... პარკინგის ზოლი თითქმის გადაკვეთილი მქონდა. ხელში უცნაური ჩანთა მეჭირა არა, ჩემი არ იყო. იღლიაში ამოვიდე, თილისმა ჩამოვიწყვიტე, ხელზე გადავიხვიე. უნდა მჭეროდა...  ჩანთა ისევ ხელში მოვათავსე, გასაღები ამოვიღე, ზუსტად ვიცოდი სად იდო. მანქანისკენ დავიძარი და მოულოდნელად, სამი ხმა ერთიანად შემომესმა... როგორ გეთამაშები ხო? ჯერ ვიძახდი, არ მესმისთქო და ახლა, უეცრად შემოაღწია ხმამ!..

- ტომ სად მიდიხარ? სულ გაგიჟდი? რას აკეთებ!!!

ჩემი მეგობარი ჰარი. ცოტა ხნის წინ, ეს მას ვესაუბრებოდი... მეგობარი, რომელიც კაფეში უსიტყვოდ დავტოვე...

- ჩანთა წამართვა, მიშველეთ! იქით მიდის, ჩემი მანქანისკენ მიდის!

ქალი. ვისაც ისე შევეჯახე, რომ ფეხზე ვერ დგებოდა. წარმოდგენა არ მქონდა რომელი იყო მისი მანქანა... და სულაც არ მესმოდა მიზეზი, თუ რატომ ყვიროდა.

- შეჩერდი! ადგილზე შეჩერდი! ვისვრი!

   პოლიციელი. თავის საქმეს ასრულებდა. და ეს დაზეპირებული ფრაზები. აშკარად ახალია, ხმის ტემბრზე ეტყობა. და მაინც შესაფერის დროს გამოჩნდა...
მანქანასთან გავჩერდი, ჩანთა დავაგდე. გასაღები ხელში მეჭირა ისევე, როგორც თილისმა. მის ხმას კვლავ ვგრძნობდი, გაუჩერებლად მეძახის...
წინა ნაწილთან, უფრო ახლოს მივედი. ვიცოდი მეტყოდა ძირს დაწექიო. გავთვალე. მეც არ ვიცი როგორ... თითოეული ნაბიჯი მესმოდა. სხეული არ მემორჩილებოდა, ეს უკვე ვთქვი. სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი...

- ხელები თავზე!

   უკვე ვახსენე, მოვლენები წავმართე... დავემორჩილე, ახლოს მოვიდა, სამი მოქმედება შევასრულე... პირველი: მარჯვენა ხელი იარაღზე ავუკარი, გავაგდებინე. გაისმა გასროლის ხმა. ხო, დავარდნილი იარაღი, გავარდა. წამით დავყრუვდი...
მეორე: გასაღები, რომელიც თითებს შორის მქონდა მოქცეული. ყელში სამჯერ, ძლიერად ჩავარტყი... როგორი სასიამოვნოა, მთელი ენერგიის ერთიანად გაცლა. მესამე: იარაღისკენ წავედი, დავიხარე. და ისევ ბზარიდან შემოღწეული, ისევ სამი ხმა...

- ტომ რას აკეთებ, გეყოფაა! გაგიჟდი? გაჩერდიი!

   როგორ განიცდის ჰარი... მეგობარიც ხომ ამისთვისაა?!

- ღმერთო ჩემო! მიშველეთ! ქენით რამე! ხომ იცნობთ?!
   მანქანის მეპატრონე... დაიჯერებ, რომ გითხრა ისევ ძირს გდიათქო?..

- გთხოვ, არ გინდა, გემუდარები, თავისუფალი ხარ, წადი! ოჯახი მყავს!

   პოლიციის თანამშრომელი... და შენ როგორ მოიქცეოდი?

იხრჩობოდა, მაგრამ სიტყვები გარჩევადი იყო... ხელზე ბეჭედი არ ეკეთა, არც რუჯის ზოლი ქონდა თითზე, სიტყვებს ვხედავდი...

- მიშველე...

   აი ამ ხმას კი ვგრძნობდი...

გამეღიმა... ეს ჩემი ღიმილი არ იყო...
საათებად ქცეულ წამებში... პოლიციელს შევხედე, იარაღი გავიშვირე, გავისროლე. ააჰ, დაუვიწყარი შეგრძნებაა. წარმოიდგინე, ყველაფერს განაგებ, შენ!.. იმ საბრალო ქალისკენ წავიღე. ისევ ძირს ეგდო, გაკიოდა. ტიპიური პანიკა, ვერ ვიტან ყვირილს. გავისროლე თან უფრო მარტივად, მეტი სიამოვნებით. და ჩემი მეგობარი ჰარი. უსიტყვოდ, არეული სახით. ცრემლები ცოცხალ პოზიტივზე... ვერ წარმოვიდგენდი. არასდროს მინახავს, სულელი ჰარი ასეთი. ყოყმანის გარეშე, გავისროლე... ხო წეღან მარტობდა და ახლა... შენ როგორ მოიქცევი, წინ მეგობარი, რომ გადაგეღობოს?
არავის მივცემდი უფლებას...

   მანქანაში ჩავჯექი, დაისი... ზურგი გამითბა, სასიამოვნოა... იარაღი გვერდით დავდე. სარკეში ჩავიხედე, უცხოდ წითელი თვალები დავინახე და გავითიშე... წყვდიადში აღმოვჩნდი, ისევ ვიგრძენი, ხმა:

- მიშველე...

  აზრზე სულ სისხლსა და ტალახში ამოსვრილი მოვედი. მთელი დღე დავკარგე. - სად ვარ? პირველი ფრაზა. გვერდით ცარიელი იარაღი ეგდო. ხელები მიკანკალებდა, გარშემო საშინელი სიბნელე დამხვდა. მხოლოდ ზურგიდან ვგრძნობდი სითბოს... სიგარეტს ტუჩებით ვექაჩებოდი, აქამდე არასდროს მომიწევია... ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში მყოფმა, უკან გავიხედე, წამოვდექი. გავშეშდი. რომელიღაც სახლის ეზოში ვიყავი, ტყის პირას... შესასვლელსა და მეორე სართულის აივანზე, ორი ტიპი ეგდო. ორიც კი უკვე იწვოდა სახლთან ერთად... გამოიცანი პირველი თვალში რა ფერი მომხვდა?!. წითელი! მისი თმის ფერი... მანქანასთან ნიკოლი იწვა... სისხლში, ნახევრად შიშველი... გაუჩერებლად იმეორებდა, მიშველე, მიშველე, მიშველე...
მჭიდროდ შეკრული, მარცხენა ხელი, გულთან ედო. ძლივს გავახსნევინე...
- ადგილზე დააბრუნე... მხოლოდ ამის თქმა შეძლო... თვალებში ჩავხედე. შუბლი მომადო, მთლიანად თრთოდა და ღიმილით, წამში მოდუნდა...
მე კი თილისმა, ისევ კისერზე მეკიდა, ისევე როგორც მას...



№1 სტუმარი გოგონა სახელედ ენი

საოცრება იყო????????????????

 


№2  offline წევრი Nika Murusidze

გოგონა სახელედ ენი
საოცრება იყო????????????????

არის??? :))

 


№3  offline მოდერი Catherine Di Perso

ძალიან რთულია, როდესაც არაცნობიერიდან წამოსულ ბნელ იმპულსს გრძნობ. თითქოს, ტყავს გიცვლიან და სარკიდან სხვა გიმზერს. ისევ შენ ხარ, მაგრამ არა, ეს ვიღაც სხვაა. რა უცნაურად უელავს არაფრით სავსე თვალები, რა სიამოვნებით ისვამს სახეზე სისხლში მოთხვრილ კიდურებს...
აფორიაქება შემომიძვრა სხეულში და შინაგან კედლებს ეხეთქება, თითქოს. ფაქტზე წასწრებულივით ვარ, მაგრამ... მე ჰომ არაფერი დამიშავებია?!
ძალიან შთამბეჭდავად აღწერე ეს ყველაფერი.

 


№4 სტუმარი ..

Catherine Di Perso
ძალიან რთულია, როდესაც არაცნობიერიდან წამოსულ ბნელ იმპულსს გრძნობ. თითქოს, ტყავს გიცვლიან და სარკიდან სხვა გიმზერს. ისევ შენ ხარ, მაგრამ არა, ეს ვიღაც სხვაა. რა უცნაურად უელავს არაფრით სავსე თვალები, რა სიამოვნებით ისვამს სახეზე სისხლში მოთხვრილ კიდურებს...
აფორიაქება შემომიძვრა სხეულში და შინაგან კედლებს ეხეთქება, თითქოს. ფაქტზე წასწრებულივით ვარ, მაგრამ... მე ჰომ არაფერი დამიშავებია?!
ძალიან შთამბეჭდავად აღწერე ეს ყველაფერი.

მადლობა.. ვიტოვებ ამ სიტყვებს. :3

 


№5 სტუმარი სტუმარი ანნა

არ ვიცი რა გითხრა.
უბრალოდ, ასე განაგრძე, ძალიან ემოციური იყო, ძალიან!! ♡

 


№6  offline წევრი Nika Murusidze

სტუმარი ანნა
არ ვიცი რა გითხრა.
უბრალოდ, ასე განაგრძე, ძალიან ემოციური იყო, ძალიან!! ♡

ვეცდები ანა.. მადლობა.

 


№7  offline წევრი ტურაგო

მახსოვს ეს სათაური,საინტერესოა კიდევ რა ვრცელ სათქმელს იტევს ეს სიტყვები.

სამორეული-ჩანახატი წაკითხული მაქვს.იქ სიზმარსა და რეალობას შორის გადიოდა ზღვარი-მე სიზმრად ავირჩიე,სიზმრად რომელშიც წარსულში გადაკარგული რეალურობა გაცოცხლდადა...და თუ იქ ის ყვეელაფერი გონებაში მრავალჯერ გაცოცხლებული ილუზიის ნატეხი იყო მაშინ აქ გონების გაგიჟებასაც ახსნა ეძებნება...ბოქლომით გადარაზული გონების კუნჭულში ბუდობობს ადამიანებში "სიშავე" ტკივილების დროს საკეტი სუსტდება,მერე წარმოუდგენელი რაღაცეების ჩადენაა შესაძლებელი.
სიწითლე-ამ ფერის ირგვლივ განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობა,ფერია და როცა სიტყვებს შორის ვხედავ ხორცშესხმული რატომ მეჩვენება არ ვიცი.

კითხვის დასასრულს ფრაზა გამახსენდა მემგონი მოუხდება "მხოლოდ სიყვარულსა და მკვლელობაში ვართ გულწრფელები"
წარმატებები შენს ნაწერებს!

 


№8  offline წევრი Nika Murusidze

ტურაგო
მახსოვს ეს სათაური,საინტერესოა კიდევ რა ვრცელ სათქმელს იტევს ეს სიტყვები.

სამორეული-ჩანახატი წაკითხული მაქვს.იქ სიზმარსა და რეალობას შორის გადიოდა ზღვარი-მე სიზმრად ავირჩიე,სიზმრად რომელშიც წარსულში გადაკარგული რეალურობა გაცოცხლდადა...და თუ იქ ის ყვეელაფერი გონებაში მრავალჯერ გაცოცხლებული ილუზიის ნატეხი იყო მაშინ აქ გონების გაგიჟებასაც ახსნა ეძებნება...ბოქლომით გადარაზული გონების კუნჭულში ბუდობობს ადამიანებში "სიშავე" ტკივილების დროს საკეტი სუსტდება,მერე წარმოუდგენელი რაღაცეების ჩადენაა შესაძლებელი.
სიწითლე-ამ ფერის ირგვლივ განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობა,ფერია და როცა სიტყვებს შორის ვხედავ ხორცშესხმული რატომ მეჩვენება არ ვიცი.

კითხვის დასასრულს ფრაზა გამახსენდა მემგონი მოუხდება "მხოლოდ სიყვარულსა და მკვლელობაში ვართ გულწრფელები"
წარმატებები შენს ნაწერებს!

შენგან ამის მოსმენა სასიამოვნოა... მადლობა და ასევე წარმატებები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent