ერთი ღამის შემდეგ (V)
_დრო გადის, ჩვენც ადამიანები ვცდილობთ ამ დროსთან ერთად ვიცხოვროთ, შევეგუოთ ყველანაირ ტკივილს და ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ. სისულელეა რომ ამბობენ დრო კურნავსო, არაფერსაც არ კურნავს, უბრალოდ ამსუბუქებს, აუფერულებს და იმდენად ხშირად აღარ გაძლევს გახსენების საშუალებას. იცით როგორ უნდოდა მისი დანახვა? მონატრება სულიერად ჭამდა, დღითი დღე ანგრევდა და ძალას ართმევდა. უნდოდა უბრალოდ დაენახა მაინც, მის თვალებში ეყურებია და სიმშვიდისთვის ესეც ეყოფოდა. მისი სახლიც სულ მალე დასრულდებოდა, როგორც გიგამ უთხრა ორი კვირა საკმარისი იყო დასასრულებლად. ცდილობდა საქმეზე კონცენტრირებულიყო მაგრამ არ გამოსდიოდა. დაწოლილი ერთ წერტილს ამოირჩევდა და საათობით უყურებდა გონება გათიშული. ხშირად დადიოდა ბავშვთა სახლებში, სხვადასხვა სათამაშოები და საჭირო ნივთები მიჰქონდა, თამაშობდა მათთან ერთად, ერთობოდა და ცდილობდა დიდი რაოდენობით სითბო მიეღო მათგან. საშინლად დაღლილი მივიდა სახლში, საწარმოში უამრავი საქმე ჰქონდა და სამუშაოს ნაწილი სახლში წაიღო. ყავა გაიკეთა და სამუშაო მაგიდასთან კომფორტულად მოკალათდა კარზე ზარის ხმა რომ მოესმა. ზოზინით წამოდგა და უხასიათოდ გააღო კარი. -ზურაა? -ბოდიში შეიძლება გაწუხებთ, საბუთებთან დაკავშირებით მცირე ხარვეზებია და დასაზუსტებლად მოვედი. -როგორ მელაპარაკები? _ძლივს შეიკავა თვალებზე მომდგარი ცრემლი. ისეთი ცივი იყო, საერთოდ არ გავდა იმ ბიჭს რამდენიმე კვირის წინ სითბოს რომ არ იშურებდა მისთვის -როგორც წესია ისე ვსაუბრობ -შემოდი -არა ვერ შეგაწუხებთ, დაგიტოვებთ საბუთებს და მონიშნულ ადგილებში რა შესწორებასაც შეიტანთ მაილზე გადმომიგზავნეთ. -ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე? როგორ იქცევი? _თმაში ხელი შეიცურა და ირონიულად გაიცინა -სამსახურს როგორც შეეფერება ისე ვიქცევი. -ჭირსაც წაუღია შენი სამსახური, სალაპარაკო მაქვს და ასე უბრალოდ ვერ წახვალ _ხელი მოკიდა და სახლში შეიყვანა, კარი დაკეტა და საუბარი დაიწყო. -რატომ მექცევი ასე? სად იყავი ეს დრო -დავფიქრდი და მართალი იყავი, ვერ ვიცხოვრებთ ერთად, არც არანაირი გრძნობა არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ და უკეთესი იქნება იმ რამდენიმე დღეს თუ დავივიწყებთ, თანაც... -ჩემი ნათქვამი ცუდად გაიგე, იქნებ მოგესმინა ჯერ -უკვე აზრი აღარ აქვს საკმაოდ ბევრი ვიფიქრე, შენც გაერთე და მეც. აღარ მინდა ამაზე საუბარი ცოლი მომყავს მალე. -რაა? რა ცოლი ხომ არ გაგიჟდი? ასე უცებ ვინ მოგყავს? ან რას ქვია მოგყავს, გამორიცხულია. -მართალია მე არ მიყვარს მაგრამ მისი სიყვარული ორივეს გვეყოფა, დიდი ხანია ვუყვარვარ და იმსახურებს შანსს. -გავგიჟდები გეფიცები _ნერვიულად დაატარებდა თმაში თითებს და ოთახში წინ და უკან დადიოდა -რა პრობლემა გაქ? -მეკაიფები მგონი. ერთ დღეს ჩემთან სექ*ი გაქ მერე მიდიხარ და უცებ ცოლი მოგყავს? რა ჯანდაბას მეთამაშები? -კიდევ მე გეთამაშები? უეცრად გამომიცხადე ერთად ვერ ვიცხოვრებთ, ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს და უნდა წავიდეო. რას ნიშნავდა ეს შენგან? თინეიჯერი ბიჭივით შენთან მევლო როცა დაკმაყოფილება მოგინდებოდა? სათამაშო ვარ ისე გამომიყენო როგორც გინდა? -სისულელეებს ამბობ, აღარ გაიმეორო მეორედ. -კარგია რომ დროზე მივხვდი შენს ჩანაფიქრს -ზურა -რა ზურა ელიზაბედ? -მითხარი რომ მომატყუე და გაბრაზებულზე არ აპირებ მართლა ცოლის მოყვანას. -ის თუ გადარდებს რომ შენს გამო მომყავს ცხელ გულზე დამშვიდდი. დიდხანს ვიფიქრე და მერე გადავწყვიტე. _როგორ უნდოდა ეთქვა რომ უყვარდა, ცრემლებს ძლივს იკავებდა, შეხების სურვილი კლავდა, გული საშინლად უცემდა და კონცენტრირებას ვერ ახერხებდა. თავი ძლის შეიკავა რომ არ დაცემულიყო, კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა -კარგად ხარ? _მიხვდა რომ კარგად არიყო და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა -არვიცი, კი ალბათ, გ ამივლის -სასწრაფოს ხომ არ დავურეკო? -არა მადლობა _თვალებში შეხედა და ხელი მაგრად მოუჭირა. რამდენიმე წამიანი სიჩუმე და ლოყაზე კოცნის კვალი დაუტოვა -ბედნიერებას გისურვებ _არაფერი აღარ უთქვამს დივანზე დაჯდა და ზურგით მიეყრდნო, თავი უკან გადაწია და თვალები დახუჭა. შემდეგ იყო კარების ხმა, ტირილი, კივილი, მტვრევის ხმა და ცრემლები. ცრემლით სველი მაისური და გაუსაძლისი ტკივილი. ორი საათი იატაკზე იჯდა, ფეხები მოეხარა და ხელები მაგრად მოეჭირა. სიამაყემ აჯობა და საბოლოოდ გაანადგურა. ვერ უთხრა, ვერ თქვა რომ უყვარდა და მასთან უნდოდა ყოფნა. ვერ იტანდა ასეთ ელიზაბედს. ასეთ უმოქმედოს და ტკივილით სავსეს. ვერ იტანდა მაგრამ ეს ის მდგომარეობა იყო როცა ვერაფერს აკეთებდა. უნდა ესწავლა ცხოვრება სიყვარულთან ერთად, უპასუხო სიყვარულთან რომელსაც მომავალი არ ჰქონდა. რამდენიმე დღე სახლიდან არ გასულა, არანაირი ძალა არ ჰქონდა, თავბრუ ეხვეოდა, არც ჭამდა და არც სვავდა. მობილურსაც არ პასუხობდა, სრულიად სხვა ფერი ჰქონდა, მკვდრის ფერი ედო და მაინც ყველაფერი სულ ერთი იყო მისთვის. მობილური ურეკავდა, არც დახედა საერთოდ არ აინტერესებდა, არც ლაპარაკის თავი ჰქონდა. შემდეგ კარზე რეკავდა ზარს, არც იმას მიაქცია ყურადღება, ბოლოს კი ლამის კარი ჩამოუღო სანამ არ გააღო. არაამქვეყნიურ არსებას გავდა, ფერდაკარგული არეული თმებით. -რა ხდება ზურა? _სიტყვები ძლივს გადააბა ერთმანეთს, ზურგი აქცია და მისაღებში გავიდა -რა გჭირს ელიზაბედ? რამდენი დღეა გირეკავ. ან ეს სახლი რას გავს? კარგად ხარ? -მშვენივრად ვარ, ახლა რაღა მოხდა რომელი საბუთია შესასწორებელი. -მინდოდა მეთქვა რომ სახლი სრულდება უკვე და ოფისში მოხვიდე, დასასრულებელი გვაქვს რაღაცეები. -კარგია, მადლობა მოვალ აუცილებლად -რა ჯანდაბა გჭირს გოგო? -ნუ ყვირი რა გთხოვ, წადი შენს საცოლეს უკივლე ეგრე მე შემეშვი. -ფერი არ გადევს, მითხარი რა დაგემართა -სამი დღეა არ მიჭამია, ალბათ ეგაა მიზეზი -სულ გაგიჟდი ხო? რაგინდა სიკვდილი გინდა? რატო იქცევი ეგრე? _ახლოს მივიდა, მის თავთან ჩაიმუხლა და თმა გაუსწორა, ფრთხილად ეხებოდა და ეფერებოდა. -მგონი მითხარი უკვე რაც გინდოდა, შეგიძლია წახვიდე. -ასე ვერ დაგტოვებ. რამეს მოგიმზადებ რომ ჭამო და წავალ არ იდარდო -არმშია -არმიკითხავს გშია თუ არა, უნდა ჭამო -რაგინდა ზურა? რატო მირევ ცხოვრებას? -ისედაც არეულია, მეტს მე ვერ ავურევ. -მოდი აქ -ცუდად ხარ? -უბრალოდ მოდი _მივიდა და ზემოდან დააცქერდა ქალს რომელიც საერთოდ არ გავდა ელიზაბედს. ფეხზე წამოდგა, ხელები შემოხვია და თავი მკერდზე მიადო. -გთხოვ არ ილაპარაკო ცოტახანს _თითქოს ბედნიერების წამებს კრებდა და იმუხტებოდა. -არა შენ კარგად არ ხარ -უკვე კარგად ვარ, არ იდარდო ჩემზე ხვალ მოვალ ოფისში -დარწმუნებული ხარ? -კი -ექიმთან მიდი გთხოვ, არხარ კარგად -ოფისში მოსვლამდე მივალ -არშემიძლია შენი ესე დატოვება -ნუ ღელავ არაფერი მომივა, გითხარი უკვე კარგად ვარ შეგიძლია მშვიდად იყო. -კარგი ხვალ გელოდები _შუბლზე აკოცა და წავიდა. იმდენად გამოფიტული იყო ემოციებისგან ტირილის თავიც არ ჰქონდა, ერთიცალი მოხარშული კვერცხი შეჭამა და ისევ დაწვა. დილით ადგა, შხაპი მიიღო, ლამაზად გამოეწყო და საავადმყოფოში წავიდა, უამრავი ანალიზი გაიკეთა და შუადღე იყო ოფისში რომ მივიდა. დაუკაკუნებლად შეაღო კარი და ზურას წინ დაჯდა. ვერ უყურებდა, ფიქრებით სულ სხვაგან იყო, არ ესმოდა რას ელაპარაკებოდა ზურა. მთლიანად საბუთებში იყო ჩარგული და ელე მხოლოდ კითხვებზე სცემდა პასუხს.გვიან გამოვიდნენ ოფისიდან, ზურამ ტაქსი გამოიძახა,ელიზაბედი არ იყო იმ მდგომარეობაში რომ მანქანა ემართა, თავისი კი პროფილაქტიკაში ჰყავდა დატოვებული. ერთი გზა ჰქონდათ და იფიქრა ერთად წავალთო. -შენ წადი, მე არ მინდა ჯერ სახლში წასვლა. -არწავალ უშენოდ. -გითხარი არ წამოვალ -კარგი, არც მე წავალ _ტაქსის კარი მიხურა და ელიზაბედს გაჰყვა. -რატომ ჯიუტობ? -მარტო მინდა ყოფნა, დამტოვე ასე რთულია? -მითხარი რამე მოხდა? -თავს დამანებებ? _ცდილობდა ცრემლები შეეკავებია და მზერა მოარიდა. -ვერ ვხვდები მე რა დაგიშავე. -რა დამიშავე, კარგი კითხვაა... არაფერი შენ არაფერი. გთხოვ წადი. _შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით მოშორდა. თავს ვერ ერეოდა, ტირილი უნდოდა, ბოლო ხმაზე უნდოდა ეკივლა რომ ემოციებისგან დაცლილიყო, ყელში მომდგარი სპაზმები ახრჩობდა, ვერ აცნობიერებდა ესე საშინლად რა ტკიოდა. თითქოს შიგნიდან რაღაც ჭამდა, ბოჭავდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ცარიელ ქუჩაზე ოთხად მოკეცილიყო და პირზე ხელაფარებული ღრიალებდა. ცას უყურებდა და ფიქრებით ღმერთს ელაპარაკებოდა. უთქმელი სიტყვები ახრჩობდა, უპასუხო კითხვები ტანჯავდა გონებას რომ ურევდნენ და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. სიგიჟემდე უყვარდა და მეტი აღარ შეეძლო. ის ღამე. იმ ერთი ღამის შემდეგ დაიწყო მის ცხოვრებაში სრული გადატრიალება. ღამის რომელიც მხოლოდ მის გონებაში იყო სამუდამოდ ჩაბეჭდილი. მარტივად ვერ იტყვი, ვერ ახსნი, ვერ გადმოსცემ სიტყვებით რასაც გრძნობ.. გიყვარს, სიგიჟემდე გიყვარს და ვერ ამბობ. უყურებ როგორ იღიმის, როგორ უხარია, როგორ წყინს და შენ მხოლოდ იმის უფლება გაქ რომ ეს ყველაფერი დაინახო. ვერ ეხები, ვერ ეუბნები რომ გიყვარს და ამ უფერულ ცხოვრებაში შენი ერთადერთი ნათელი სხივია მომავლის. ათას ნაწილად იშლები შიგნიდან და მაინც იღიმი. -იციით როგორია ჩემი სიყვარული? ყველაზე წმინდა რამაა რაც კი არსებობს. დავიღალე.. უთქმელობით დაიღალე. დღითი დღე ვკვდები და ეს სიკვდილი ისეთი ნელი და მტანჯველია. ნეტავ შეიძლებოდეს ერთიანად მეტკინოს და მერე გაიაროს, განელდეს და აღარ მტკიოდეს.. მეკი...მეკი ყოველ დღე უფრო და უფრო მიმწვავდება ტკივილი. სუნთქვაც მიჭირს. აზრებიც აღარამაქვს. ჩემი გულის ქვეშ კიდევ ერთი გული ფეთქავს, იმ ერთი ღამის შემდეგ დატოვებული ჩემი უანგარო სიყვარულის ნაყოფი. _იმის შემდეგ რაც გაიგო რომ ფეხმძიმედაა სულ დაიკარგა თავის თავში, არ ჯეროდა. სასწაულების არასდროს არ ჯეროდა მაგრამ ფაქტი ჯიუტი იყო. მუცლით იმ პატარა სიცოცხლეს ატარებდა ცხოვრებაში ყველაზე მეტად რომელსაც ნატრულობდა. არიცოდა როგორ მოქცეულიყო, ზურასთვის ამის თქმა არ უნდოდა. მის გამო შეიძლება მისი ქორწილი ჩაშლილიყო. მთლიანად არეული დაეხეტებოდა, სიხარული, ტკივილი, სევდა, სიყვარული... ყველაფერი ერთიანად იყო თავმოყრილი და უკვე ვეღარ იტანდა. არ უნდოდა ზურას დაკარგვა, მისი სიყვარულის და ბავშვის მამის. ბოლომდე ვერც იაზრებდა, რომ დედა უნდა გამხდარიყო. არც ის უნდოდა ბავშვის გამო ყოფილიყო ზურა მასთან. რადენიმე დღე იფიქრა, დამშვიდდა და ყველაფერი აწონ-დაწონა. მიხვდა რომ ზურას ვერ დაკარგავდა. ყველანაირი სიამაყე უნდა გადაედო და სიყვარული არ უნდა დაეთმო. ვერ იტანდა სუსტ ადამიანებს და არასდროს აპატიებდა საკუთარ თავს სისუსტეს მითუმეტეს მაშინ როცა მარტო არ იყო. ორმაგი პასუხისმგებლობა ჰქონდა, ორმაგი სიყვარულის გამო უნდა ებრძოლა რაც არ უნდა მომხდარიყო. საღამო იყო უკვე, მოკლე კაბა ჩაიცვა, მკერდთან საკმაო ჭრილით. თმა გაიშალა და ბოლოები დაიხვია, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, მაღლები ჩაიცვა და კლაჩი დაიჭირა. ასეთი თავდაჯერებული არასდროს ყოფილა, თვალები უელავდა და ღიმილი ეპარებოდა. რამდენიმე დაკაკუნება და ბიჭმა კარი გააღო. თვალებს ვერ უჯერებდა, ყველაფერს მოელოდა იქ ელიზაბედის გარდა. -არ შემომიშვებ? თუ შენი საცოლე გყავს და ხელი შეგიშალე _ჩაიცინა და მის რეაქციას დააკვირდა, საშინლად დაიბნა. -არა, არავინ არ მყავს, მოდი _როგორც საკუთარ სახლში ისე შეაბიჯა, მისაღებში მშვიდად მოკალათდა და ღიმილიანი მზერით ყურება განაგრძო -რამე მოხდა? -რა უნდა მომხდარიყო? -არგელოდი -მომენატრე, არშეიძლება მოვიდე? -როგორ არა, როცა გინდა. -ხო და მეც აქ ვარ. რატო დგახარ დაჯექი, ოღონდ ერთი ჭიქა წყალი მომიტანე ჯერ. _არ იტყობდა მაგრამ შინაგანად საშინლად ღელავდა, ზურა გაოცებული უყურებდა, ვერ მიმხვდარიყო მისი ასე უეცრად შეცვლის მიზეზს. -მშვიდობა გაქვს? -კი რათქმაუნდა, რატომ მეკითხები? -ისე უბრალოდ -ბატონი ზურა თქვენს საცოლეს არ გამაცნობთ? -რა ჩაიფიქრე? -არც არაფერი, უბრალოდ მესაკუთრე ვარ და ვერ ვიტან როცა ჩემს საკუთრებაში მეცილებიან. _წყალი მოსვა და ქვემოდან ახედა. -ანუ? -ანუ ის რომ ჩემი ხარ და ტყუილად ნუ აუბედურებ მაგ გოგოს, ნუ თუ რათქმაუნდა მართლა არსებობს. -ქალბატონო ელიზაბედ, ეჭვიანობთ? -საეჭვიანო მე არაფერი მაქვს -ვერ ვიტყოდი -დავიჯერო არ მოგენატრე? _ფეხზე წამოდგა და ზურას წინ დადგა, მაგიდას მიყრდნობოდა და დასახევი ადგილიც კი არ ჰქონდა. თავბრუს ახვევდა ელიზაბედის სურნელი, წითელი დიდი ტუჩები ისე გამომწვევად გამოიყურებოდა, მონატრება და კოცნის სურვილი ორივე ერთიანად აწვებოდა. ხელები წელზე მოხვია და ტუჩები ყურთან მიუტანა, ძალიან ხმადაბლა ეჩურჩულებოდა -გგონია მონატრებას დამალავ? გგონია ასე ადვილად გამაქრობ შენი ცხოვრებიდან და სხვას მოიყვან? არასდროს გაპატიებ შენს საკუთარ სახლში მიტოვებას, არც წასვლის საშუალებას მოგცემ არასდროს. კარგად დაიმახსოვრე, ან ჩემი იქნები ან არავისი. _ყელში ტუჩები მიაწება, თავის კვალი დაუტოვა და მშვიდად, ნელი ნაბიჯებით წამოვიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.